forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2008 შეასრულათუ არა ქართულმა ჯარმა თავისი როლი?, ოსების და რუსების აღიარება
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 11:28  #32588139      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
თქვა თუ არა პუტინმა უფრო მნიშვნელოვანი რამ ვიგრე საქართველოს წინააღმდეგ ინტერვენციის გეგმის არსებობაა, იმ ინტერვიუში, რომელშიც საქართველოში ინტერვენციის გენერალურუ გეგმის 2006 წლიდან არსებობა გათქვა?



შეასრულა თუ არა ქართულმა ჯარმა თავისი როლი 2008 წელს?


2009 წელს ცხინვალში ჩასულ მედვედევს კოკოითმა მედვედევის სახელობის ქუჩა გაუხსნა და სამადლობელ სიტყვაში უთხრა - მადლობა რომ ომის დროს დაგვეხმარეთ, მი ბი ნე პრაძერჟალის- ო.

სეპარატისტთა ლიდერმა აღიარა, რომ ომის ბედი რუსეთმა შეცვალა.
მაგრამ ეს იმ რუსთა და სეპარატისტთა ალიანსის მხოლოდ ერთი მხარის აღიარება იყო,
რუსეთს ყოველთვჯს შეეძლო ეთქვა, ჩვენ ჩავერიეთ იმისათვის რომ ომი არ გაჭიანურებულიყო, ხოლო ოსები ისედაც გაიმარჯვებდნენ ჩვენი დახმარების გარეშეო.

და, ძველი აღმოსავლური ანდაზისა არ იყოს.
დამნაშავეს უნდა უსმინო და ის დღეში სამჯერ იტყვის თავის დანაშაულს.
პუტინი ჩვეულებრივ დამნაშავეზე გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა, მას თავისი დანაშაულის გასამჟღავნებლად 4 წელი დასჭირდა - ინტერვენციის გეგმა 2006 წელს იქნა ხელმოწერილიო, ხოლო ის, რომ ამ გეგმის პირველი დღე 2008 წლის 7 აგვისტოზე ადრე დადგა,ალბათ შემდეგი 4 წლის განმავლობაში აღიარებს.
გეგმის არსებობისა და მის მიერ გეგმის ხელმოწერის აღიარების გარდა პუტინმა მეორე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.



ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გეგმის არსებობის დადასტურება, ასეთი გეგმის არსებობა ისედაც ვიცოდით.


უყურე,

მან მადლობა გადაუხადა ოსების ჯარს იმისათვის, რომ მარტომ გაუძლო ქართველთა შემოტევას 3 დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც პრინციპულად არ ჰქონდათ შანსი წინაღდგომოდნენ საქართველოს ჯარს.


ამის შემდეგ კომპლექტი დასრულდა:
იმას, რომ ეს ომი საქართველოს უნდა მოეგო აღიარებს როგორც სეპარატისტთა ლიდერი, ასევე რუსეთის იმდროინდელი პრემიერმინისტრი და დღევანდელი პრეზიდენტი.

რუსებმა გამარჯვება მოგვპარეს.
ის იმი ჩვენი იყო, კოკოითისა და პუტინის სიტყვები ჩვენი ჯარის აღიარებაა, გაიხსენეთ, მაშინ საქართველოს სახელმწიფომ 2 დღეში შეძლო გაცილებით დიდი ტერიტორიის დაკავება, ვიდრე ეს შევარდნაძის დღოს თვეების განმავლობაში გადაბმული ომის დროს შეძლო.



მეორე საკითხი, გაცილებით უმნიშვნელო ვიდრე ზემოთმოყვანილი, მაგრამ ამ საკითხთან მეტნაკლებად გადაჭდობილი.
ჩვენი ოპოზიციონერები სიხარულით " ამხელენ" მათ მიერ " მოპოვებულ" ინფორმაციას, რომ მთავრობამ ომის დროს უამრავი დროშა შეკერა, საქართველოსი და სამხრეთი ოსეთის, და რომ თურმე ჩვენები ტრიბუნითა და დროშებით დარბოდნენ.
ამ ფაქტს ( კარგი, მივიღოთ ფაქტად) წარმოადგენენ იმის დასტურად, რომ ჩვენებს თავი გამარჯვებული ეგონათ და ცხინვალში მიტინგს გეგმავდნენ.



ვთქვათ ასეა, რაა ამაში ცუდი, რაა მიუღებელი?
ა. მიშაა მშიშარა, რომელიც ჩვენი წარმატების შემთხვევაში ვთქვათ 12 ან 15 აგვისტოს ნაომარ ცხინვალში მიტინგზე წარდგებოდა?
ბ. ცუდია რომ საქართველოს სახელმწიფო ამ მიტინგის დროს აღიარებდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიას და მის დროშას?
გ. ცუდია რომ იმ მიტინგზე მიშას გვერდზე იდგებოდა საქართველოსადმი ლოიალური სამხრეთ ოსეთის ოსი ხელმძღვანელი?

და თუ ეს ყველაფერი თქვენთვის მიუღებელია, აბა რა, თქვით თქვენი ვარიანტი გამარჯვებისა, როგორი უნდა ყოფილიყო გამარჯვება, ეთნოწმენდა?
საკონცენტრაციო ბანაკი? ხო გინდათ ერთიანი საქართველო, ვისაც გაცინებთ ქართული და ოსური დროშები და პრეზიდენტის ტრიბუნა ერთ სატვირთო მანქანაში ცხინვალის მისადგომთან, თქვით თქვენი საოცნებო გამარჯვება როგორია. აღწერეთ პირველი 3 დღე.



ეხლა დავუბრუნდეთ პირველ შეკითხვას, შეუსრულებია თუ არა ქართულ ჯარს თავისი როლი?

და მეორე


იტყოდა თუ არა კოკოითი მი ნე პრაძერჟალის-ო და პუტინი მოუხდიდა თუ არა მადლობას სეპარატისტთა ჯარს შეუძლებელის შეძლებჯს - სამი დღე გაძლებისთვის, ჩვენ ჯარს ძალიან კონკრეტულად რომ არ დაერწმუნებინა ისინი - გამარჯვება ქართული ჯარისაა?



და თუკი დღეს, თუნდაც ოთხი წლის შემდეგ, მაგრამ მაინც, მტრის აღიარებათა ეს კომპლექტი გვაქვს, ყოფილა თუ არა საკმარისი ომის ის ხანგრძლოვობა, რომელიც იყო, და ექნებოდა თუ არა ჩვენთვის სასიკეთო შედეგი ომის გახანგრძლივებას ღირსების შენარჩუნების დროშით.
და ვის უნდა ეზღო სიცოცხლით პრეზიდენტისა და ერის ღირსებისათვის, ნულოვანი პრაგმატული შანსით? ბიჭებს ხო?
და ვინ მოისხიპა ის ღირსების შემანარჩუნებელი სისხლიანი დღეები საკუთარი ღირსების ეჭვქვეშ დაყენებით?
მიშამ ხო არა, რომლის ბრძანებით, სრულიად ლეგალურად საქართველოს ყველა ნაწილში 11 აგვისტოს ბიჭებმა სპორტული რეიტუზები ჩაიცვეს და სახლებში წავიდ- წამოვიდნენ? მხოლოდ განსაკუთრებით ძლიერები და სანდოები დარჩნენ თბილისის დაცვის რეჟიმში, ტყეში შემალულ ტანკებს / ტანკისტებს კი ერთი თვე ტყის ხანძრებით ებრძოდა რუსული ავიაცია.


მე რომ მკითხონ მიშას ნობელის პრემია ეკუთვნის ომის ეგრე მოსხეპვით გაჩერებაში.
რუსული ჯარი ხახამშრალი დარჩა და სისხლისღვრის ლეგიტიმაცია საკუთარი ვერსიაც კი გამოეცალა მსოფლიოს თვალში.
ნობელის მშვიდობის პრემიაზე კი მხოლოდ ის ხალხი წარდგება, რომელსაც იდეისთვის სიკვდილი, მოკვლა და გაწირვა შეუძლია, გადახედეთ მათ ბიოგრაფიებს. ყველა მათგანი მშვიდობის რელსებს სისხლიანი ათწლეულების შემდეგ დაადგა.
მიშამ მათ აჯობა- გაწირა, გარისკა, მიუშვა, შეახოცა და... საყოველთაო იმედისა და გამარჯვების ეიფორიის ემოციურ პიკზე მეყსეულად შეწყვიტა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენი ჩვენიანის სიცოცხლე დაიზოგა მაშინ?
შეიძლება ჩემი, შეიძლება შენი.


მადლობა მიშას, ეგ ომი გმირებმა გააკეთეს. თავისი სიცოცხლეებით შესძინეს საქართველოს მტრის მიერვე აღიარებული არგუმენტი - 2008 წლის საქართველო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებზე დომინირებდა.
ეს არგუმენტი ჩვენ დაგვეხმარება საქართველო უომრად გავაერთიანოთ.



დღეგრძელი იყოს პუტინი, 2 თვის წინ რომ მომკვდარიყო, უზარმაზარი ანკესი არ გვექნებოდა სამომავლოდ.
კიდევ იცოცხლოს, კიდევ გვაჩუქებს ანკესებს.
კოკოითიც, ეს ახალიც, დე იგრძნონ თავი გამარჯვებულად, გააუქმონ თამარ მეფის აშენებული სოფელი სახელიანად.
ჩვენს მტერს დებილობის ფაზა აქვს ის დროა ნერვები შეუღიტინოთ - მიშა ავირჩიოთ დიდი პროცენტით, ბიძინა რო მხოლოდ სიმბოლური ძალით შევიდეს ისე.


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
skarfasse
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 82322
რეგისტრ.: 13-January 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 11:43  #32588320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
თვალს ვადევნებ თქვენს პოსტებს. დარწმუნებული ვარ ძალიან განათლებული პიროვნება ხართ, მაგრამ მუდმივად სისულელეებს წერთ!
narikuda
narikuda


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12807
წევრი No.: 118731
რეგისტრ.: 23-July 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 11:44  #32588341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა ვთქვა აღარ ვიცი! შენ ის კაცი ხარ ერთ თემაში დახოცვას რომ დაგვპირდი. სახელმწიფოს დაცვის მიზნით.

დემაგოგიური თემაა აფსოლუტურად.


--------------------
ყველა მთავრობის თავზეც გავიარე!!!!!!!!!!!!!!
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 11:47  #32588366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
skarfasse
QUOTE
თვალს ვადევნებ თქვენს პოსტებს. დარწმუნებული ვარ ძალიან განათლებული პიროვნება ხართ, მაგრამ მუდმივად სისულელეებს წერთ!



კარგი იყო. ჩვენი შეფასებები ჩემს ბელეტრისტიკაზე, წარმოიდგინე და, ერთმანეთს ემთხვავა.


ფაქტზე რას იტყვი,ალიანსის (ოსი-რუსი) ორივე მხარემ აღიარა, რომ ქართველები ოსებს დაამარცხებდნენ.
* * *
narikuda
QUOTE
რა ვთქვა აღარ ვიცი! შენ ის კაცი ხარ ერთ თემაში დახოცვას რომ დაგვპირდი. სახელმწიფოს დაცვის მიზნით.

დემაგოგიური თემაა აფსოლუტურად.


ნუ იტყუები, მე გითხარით და ახლაც გეტყვით, მოიგებთ არჩევნებს, გაგიმარჯოთ უჩემოდ, წააგებღ და იარაღს აისხამთ და მოხვალთ "სამართლის" მოსაპოვებლად?
დაგხვდებით იარაღით, თუნდაც როგორც ლოთი ქობალია (სულ არ მომწონს ეგ როლი).


QUOTE
დემაგოგიური თემაა აფსოლუტურად.

დემაგოგიას მიაფურთხე.
QUOTE
ფაქტზე რას იტყვი,ალიანსის (ოსი-რუსი) ორივე მხარემ აღიარა, რომ ქართველები ოსებს დაამარცხებდნენ.
?
skarfasse
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 82322
რეგისტრ.: 13-January 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 11:51  #32588412      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
QUOTE
ფაქტზე რას იტყვი,ალიანსის (ოსი-რუსი) ორივე მხარემ აღიარა, რომ ქართველები ოსებს დაამარცხებდნენ.

იმაში, რომ ქართული ჯარი არა მარტო ოსების, არამედ აფხაზების ჯარების დამარცხებას შეძლებს, მე პირადად ეჭვი არ მეპარება.
ucelo
პაოლო უჩელო, იტალიელი მხატვარი, XV ს


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10258
წევრი No.: 6157
რეგისტრ.: 27-August 04

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 11:55  #32588460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia

QUOTE
მუდმივად სისულელეებს წერთ!


საქმის მცოდნის ფორმით, აი ისე,ყველაფრისმცოდნე ჭურნალიტები რომ არიან, 2 დღეში მთელ კასიკურ მუსიკაში რომ ერკვევუან და მეორე 2 დღეში დაკ-ის ექსეპერმინეტების საკაცობრიო მნიშვნელობაში რომ გვარკვევენ


--------------------
"ყველა ხალხს ის ხელისუფლება ჰყავს, რასაც იმსახურებს" - არისტოტელეს მიაწერენ

"აკი გადავარდაო?! "@ კ/ფ "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"

"მომეცით მე საინფორმაციო საშუალებები და ნებისმიერ ერს ვაქცევ ღორების კოლტად" - იოზეფ გებელსი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 11:58  #32588494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
skarfasse
QUOTE
იმაში, რომ ქართული ჯარი არა მარტო ოსების, არამედ აფხაზების ჯარების დამარცხებას შეძლებს, მე პირადად ეჭვი არ მეპარება.

სენ პირადად, მე პირადად და ყველა ქარტველი ერთად (პირადად) ნოლები ვართ მაგ წინადადების ავტორებად, ხო გესმის.

მტავარია სეპარატისტმა ოსმა აღიაროს, შენ მე მომიგებდი, რუსი რომ არ დამხმარებოდაო
და პლიუს, ( ძაან მაგარი!)
რუსმა აღიაროს, რომ მე იქ შემოვედი ტანკებით და თვითმფრინავებით, და საქართველოს სახელმწიფოს გამარჯვება სევცბვალე ოსების გამარჯვებითო.

მოხდა უკვე ეგ. გიხაროდენ.



skarfasse
QUOTE
იმაში, რომ ქართული ჯარი არა მარტო ოსების, არამედ აფხაზების ჯარების დამარცხებას შეძლებს, მე პირადად ეჭვი არ მეპარება.

ნუ ამარტივებ სიტუაციას, შემტევს 2ჯერ მეტი ძალა უნდა ჰქონდეს ჩასაფრებულზე.
მთაგორიან რელიეფში კი 3 ჯერ მეტი.


ასე რომ ეს აღიარება პუტინისგან, არის ჩვენი დიდი გამარჯვება და კაშალოტის დასაჭერი ბარჯი სამომავლოდ.

on/off
ipove sosanaa? vera, giorgi vera!!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2985
წევრი No.: 26192
რეგისტრ.: 28-November 06

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:03  #32588560      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://www.radiotavisupleba.ge/content/mil...i/24674018.html


რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავზე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში იყო საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. თუმცა საქართველოს ლიდერის ძირითად მესიჯებში ორიგინალური და ახალი არაფერი ყოფილა, თუ არ ჩავთვლით სააკაშვილის მონათხრობ ერთ უცნაურ ამბავს, რომლის შესახებაც ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოებისათვის არაფერი იყო ცნობილი.


თავზეხელაღებული ჩაფრენა ოკუპირებულ ფოთში

საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კინაღამ რუსეთის საოკუპაციო ჯარების ტყვეობაში აღმოჩენილა. ასეთი სენსაციური განცხადება სააკაშვილმა ხუთშაბათს, 9 აგვისტოს, ახალციხეში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და ასე გაიხსენა ოთხი წლის წინანდელი, უახლესი საქართველოს ისტორიისათვის დღემდე უცნობი ამბავი:

რუსეთის ჯარის ნაწილები ფოთის მახლობლად ​​„კარგად მახსოვს, რომ გარშემო რუსეთის
საოკუპაციო ჯარი იდგა, ყველგან გარშემო, მაგრამ აუცილებელი იყო ფოთში ჩაფრენა, რათა გაგვემხნევებინა, რადგან ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იქ ხალხი დაიღუპა. და მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ძალიან ღრუბლებში დამალულები, რადგან ყოველი მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ცა იყო გადაკეტილი. და ესე ღრუბელ-ღრუბელ, მალვით ჩავფრინდით, როგორც იქნა, ფოთში. ხმელეთით გადაადგილება იყო შეუძლებელი, ტრასა ჰქონდათ დაკეტილი.“

რუსეთის არმიის მიერ საქართველოს სახმელეთო და საჰაერო კომუნიკაციების უპირობო კონტროლის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ უჩუმრად ჩაფრენა ფოთში დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა არანაკლებ სენსაციურია ის, რაც მიხეილ სააკაშვილს ფოთში ჩასვლის შემდეგ გადახდენია:

„ჩავფრინდი და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში და რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოახტნენ რამდენიმე ათეულ „ბეტეერს“ და რომ წამოვიდნენ, ბუნებრივია, ჩემს დასაჭერად და ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელთან ადგილობრივი პოლიციის რაზმი, მსუბუქად შეიარაღებული, - ნაღმტყორცნები ჰქონდათ, - და უთხრეს, რომ ჩვენ მაინც გავისვრით, არ გაგატარებთ. და რუსებს თან ახლდა ერთი ქართველი, ჩვეულებრივად ქართულ ენაზე მოლაპარაკე სუბიექტი... - სხვათა შორის, მაშინ რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათ შეიარაღებულ ძალებში. - და ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი. არავის არაფერს არ დავუშავებთ.“

უცნობი პოლიციელების გმირობა

მიხეილ სააკაშვილის მონათხრობს ახალციხის მოსახლეობა 9 აგვისტოს ძალიან დაძაბული უსმენდა. 4 წლის წინანდელი უცნობი ისტორიული ფაქტის გახსენებისას ღელავდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ნაღმსატყორცნი მსუბუქ შეიარაღებად ჩათვალა და, რაც მთავარია, დაავიწყდა ეხსენებინა იმ ქართველი პოლიციელების გვარები, რომლებიც არ შეუშინდნენ „ათობით ბეტეერზე“ ამხედრებულ ოკუპანტ ჯარისკაცებს და 4 წლის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი რუსი სამხედროების ტყვეობას გადაარჩინეს.

„და ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო. და მე ნამდვილად არასოდეს არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნების იდენტიფიკაცია გავაკეთო და გავაიგივო საქართველოსთან მთლიანობაში. მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე; საუბარი იყო იმაზე, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება იყო ტოლფასი საქართველოს დამონების და ფეხქვეშ გათელვის. და ახლაც რჩება ამის სიმბოლოდ. ახლაც იმიტომ არიან ასე კონცენტრირებული იმაზე, რომ ისინი ვერ ჩათვლიან თავს გამარჯვებულად, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს,“- განაცხადა გასულ კვირაში, 9 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა.

ცხადია, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია იმ პოლიციელების ვინაობა, რომლებმაც პრეზიდენტი დატყვევებას გადაარჩინეს; გაგვეგო, არიან თუ არა ისინი დაჯილდოებული სამხედრო ჯილდოებით ასეთი თავდადებული ქმედების გამო. მაგრამ ვერც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ვერც ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ამის შესახებ ვერაფერი გვითხრა:

„არ ვიცი, ვერ გეტყვი ვერაფერს.“

ერთადერთი ხელჩასაჭიდი ფაქტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ საიტზე შემონახული, 2008 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებული ცნობაა, რომელიც დეტალურად გადმოსცემს ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის შინაარსს.

ამ დროს ფოთში, ნაბადას ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ იმყოფებოდა რუსეთის საოკუპაციო ჯარის ქვედანაყოფი და მან მხოლოდ 2008 წლის 13 სექტემბერს დატოვა საქართველოს მთავარი „საზღვაო ჭიშკარი“. თუმცა ამ სტენოგრამაში არც ქართველი პოლიციელების გმირობაზეა საუბარი და არც რუსი სამხედროების მიერ პრეზიდენტის დატყვევების მცდელობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა, თუკი საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ფოთში სააკაშვილის 4 წლის წინანდელი „სარისკო სტუმრობის“ ვიდეოკადრებსაც გაავრცელებდა. ამ კადრების მოძებნა ძნელი არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს ახალციხეში გამართულ შეხვედრაზე ორჯერ გაიმეორა, რომ როდესაც რუსი სამხედროები მის დასაჭერად წამოვიდნენ, იგი პირდაპირ ეთერში საუბრობდა.

This post has been edited by on/off on 17 Aug 2012, 12:03
ucelo
პაოლო უჩელო, იტალიელი მხატვარი, XV ს


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10258
წევრი No.: 6157
რეგისტრ.: 27-August 04

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:10  #32588647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
მტავარია სეპარატისტმა ოსმა აღიაროს, შენ მე მომიგებდი, რუსი რომ არ დამხმარებოდაო

sa.gif sa.gif
მოიდა ზურაბაააა
მერე მაგით რა გინდა რომ თქვა?
2X2=2 ? ვიცით ყველამ, რომ ოსები რუსების ტრ..ით ბლატაობნდნდნ სულ
ოსები უკვე ნაკერავზე იხეოდნდნ და მიშამ 3 საათიანი "ტაიმაუტი" აიღო და რუსებმაც და ოსებმაც კარგად გამოიყენეს.
აშკარა
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8212
წევრი No.: 137962
რეგისტრ.: 3-November 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:11  #32588659      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უფალო რა შეგცოდეთ ასეთი facepalm.gif


--------------------
ალკოჰოლიკთა კავშირი
narikuda
narikuda


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12807
წევრი No.: 118731
რეგისტრ.: 23-July 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:15  #32588696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ნუ იტყუები, მე გითხარით და ახლაც გეტყვით, მოიგებთ არჩევნებს, გაგიმარჯოთ უჩემოდ, წააგებღ და იარაღს აისხამთ და მოხვალთ "სამართლის" მოსაპოვებლად?
დაგხვდებით იარაღით, თუნდაც როგორც ლოთი ქობალია (სულ არ მომწონს ეგ როლი).

ახალი არ არის ოსებს რომ რუსები დაეხმარნენ. ამიტომაც მოიგეს.
შენ ვინ დაგეხმარა? ნატო? ამერიკა? ევროპა? არავინ გაალახინეს ჩვენი თავი. ამაში დამნაშავე შენი პრეზიდენტია.,

იარაღის ასხმა და მკვლელები თქვენს მხარეს მოიკითხეთ. ხალხში არც იარაღია და არც სამოქალაქო ომის განწყობა. არასოდეს მჭერია იარაღი და არც ავიღებ.
და ის ძალა რომელიც შეიძლება თქვენ დაგიპირისპირდეთ პირწმინდად დაგამარცხებთ 2 დღეში. ბაქიბუქის შედეგები ნანახი გვაქვს 4 წლის წინ.

This post has been edited by narikuda on 17 Aug 2012, 12:18
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12455
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:16  #32588712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
აქამდე ცოტა ეჭვი მეპარებოდა ხოლმე. ახლა 100% დავრწმუნდი... yes.gif

აშკარა
QUOTE
უფალო რა შეგცოდეთ ასეთი

+1
MONTY
I R L Y M ! ! !


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13919
წევრი No.: 88005
რეგისტრ.: 2-April 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:18  #32588724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
ასეთი გეგმის არსებობა ისედაც ვიცოდით.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია.

”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს.

ააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ.

პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”.

”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.

28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”.


სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'2007 / 15:00



http://www.civil.ge/geo/article.php?id=16864


* * *
QUOTE
გაიხსენეთ, მაშინ საქართველოს სახელმწიფომ 2 დღეში შეძლო გაცილებით დიდი ტერიტორიის დაკავება, ვიდრე ეს შევარდნაძის დღოს თვეების განმავლობაში გადაბმული ომის დროს შეძლო.

შევარდნაძის დროს რომ ის შეიარაღება გვქონოდა რაც 2008 ში გვქონდა , არცერთი სეპარატისტი ცოცხალი არ დარჩებოდა !


--------------------
ერთ მხარეს - ”ნაცების” ნაცემი კაცები, მეორე მხარეს კი- ეს ,,არაკაცები”.!

სასურსათო უსაფრთოება ისეთივე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ქვეყნისთვის , როგორც ენერგო უსაფრთხოება !

I R L Y M! ! !

http://www.facebook.com/IntProtest
http://www.Caucasusoffline.com
luger
Parabellum


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 819
წევრი No.: 127096
რეგისტრ.: 7-February 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:23  #32588793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
2008 შეასრულათუ არა ქართულმა ჯარმა თავისი როლი?


მილიარდიანი ბიუჯეტით მოუგეთ დეგენერატ კოკოითს და ამით ამაყობთ?
facepalm.gif

This post has been edited by luger on 17 Aug 2012, 12:26


--------------------
http://www.youtube.com/watch?v=QPiWj7XyhBM
gochino80
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 22941
წევრი No.: 65291
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 12:28  #32588842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თუ ჩვენი ჯარის ამოცანა მიშას არჩამოშლა იყო მაშინ შეასრულა თუ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა მაშინ არა . ისე იმდენი ვიძახეთ კოკოიტი ფანდარასტო სამწუხაროდ აქეთ გაგვიკეთეს ფანდარასტი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0290 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]