forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პოლიტღალატის ანატომია, შენც დეზდემ.. ბრუტუს?
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:39  #32902262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სიტყვა ღალატი 
ყველაზე ხშირად ადიულტერთან ასოცირდება. 
ცოლქმრულ ღალატსა და ეჭვიანობაზე ოტელო და დეზდემონა გახსენდება. ღალატი იმდენად უღირსი საქციელია, რომ მასზე ეჭვიც კი შეიძლება საკმარისი იყოს ცოლის საკუთარი ხელებით დასახრჩობად. 
ერთ  ევროპულ ( ვერ ვიხსენებ ავტორს)მოთხრობაში სახელად ადიულტერი, ცოლი ქმარს ღალატობს მხოლოდ წამიერი მზერით. ტურისტად ალჟირში თუ ეგვიპტეში  მყოფი ისე შეხედავს ამაყი ნაბიჯების პატრონ თეთრებში მოსილ ამაყ  არაბ ბედუინს, რომ ავტორი ამას ღალატად უთვლის.

სინამდვილეში ეგ "ღალატი" წამიერი მზერითვე მორჩა. ნამდვილი ღალატი კი კონკრეტული რამაა - ერთი ადამიანი ( მოღალატე) მეორის ( ღალატის ობიექტის)  ნდობას გადახაზავს და მოატყუებს. ნაჩუქარ რეპუტაციასა და განდობილ ინფორმაციას იმ ადამიანის წინააღმდეგ იყენებს, რომელმაც ნდობა გამოუცხადა. 

ღალატი არის სამ ძირითად ფრონტზე: 
ქალსა და კაცს შორის, 
პოლიტიკოსებს შორის
ბიზნეს ან სამსახურებრივ პარტნიორებს შორის
  
მათ შორის ყველაზე დიდი, გეოგრაფიულ- ისტორიული მასშტაბების კვალის  მქონე პოლიტიკურ პირთა შორის ღალატია. 

მართალია მშვენიერი ელენე ტროელებს მთლად არ მოუტაცნიათ, ის აგამემნონს გაექცა ახალი სიყვარულისთვის და ამას ომი მოჰყვა, მაგრამ მას შემდეგ ომების მიზეზი კაცსა და ქალს შორის ღალატი არ გამხდარა, საბაბი კი, მიზეზი კი, არა.

ისტორიული მნიშვნელობის  ღალატები ყოველთვის პოლიტიკურ ფიგურებს შორის ხდება.
ქვეშევრდომი არ კმაყოფილდება თავს სტატუსს, იყენებს მეორე პირობისას დაგროვილ პლიუსებს და ერთხელაც თამაშის წესებს არღვევს - თვითონ ცდილობს ზემდგომის დაძირვას და კენწეროში ასვლას.  

კონსტანტინემ, როცა რომის იმპერიას ორნი მართავდნენ, ის და მისი ცოლის ძმა, იმ მეორეს მტრად გაუხდა, იმის გამო, რომ შეამჩნია - მისი ქვისლი მის (კონსტანტინეს) ძმასთან ურთიერთობდა, ეს ამბავი თავისთვის საფრთხედ მიიჩნია - ქვისლი ჩემს მოკვლას და ჩემი ძმის გამეფებას აპირებსო. გაიმართა დიდი ომი დღევანდელი სტამბულისი ტერიტორიაზე, კონსტანტინემ გაიმარჯვა და ქვისლი დაატყვევა, ერთი წელი ჰყავდა ციხეში და საკუთარი ცოლის ხვეწნის მიუხედავად, ჩემი ძმა შეიწყალეო, ერთი წლის შემდეგ მოკლა. 
ამ ისტორიაში 5 ღალატია და არა ერთი. 
ადრე 100 წელი საუკუნე იყო და ისტორიკოსები კარის ისტორიკოსები იყვნენ, მთავარია მოგეგო და ღალატის ამბავი დაიმალებოდა. ღალატი გამარჯვებით გადაიფარებოდა.  თუმცა  ღალატი ზოგჯერ იმდენად პიროვნული ნაძირალობის გამოვლინება იყო და არა პოლიტიკური ინტრიგის რაუნდი, რომ ასეთი შემთხვევები ისტორიას სუფთა ღალატის სახელით შემორჩა, მაგალითად ქსერქსესთვის 300 საპარტანელის წინააღმდეგ შემოვლითი გზის მისწავლება  ??? მიერ, რომელიც ლეონიდასზე იყო ნაწყენი.     
 



ისტორიაში პერსონაჟების ავკარგიანობა  ხშირად ძალიან მარტივი კრიტერიუმებით გაირჩევა. 
ყველა ქვეყნის ყველა ბავშვი საკუთარი სამშობლოს  ისტორიის სწავლისას აწყდება სახელოვან კარგ მეფეებსა და ბოროტ მოღალატეებს. 
ფაბულა მარტივია და ის გლობალურად მუშაობს - მეფეს ეკუთვნის მეფობა, ხოლო მოღალატე ფეოდალი ქვეყნის ნაწილს ეკალბარდით ისაზღვრავს და საერთო ქვეყანას ასუსტებს, მოსისხლე მტერს შეეკრება რათა მეფე დაამარცხოს. 
გიკვირს, როგორ შეუძლია მეფის კარზე პატივცემულ მხედართმთავარს აგდეს და ოსმალოს ჩაუგდოს თავისი საათაბაგო და მტრის მხარდამხარ საკუთარი მეფის წინააღმდეგ იბრძოლოს. 
ისტორიის სახელმძღვანელოებში აღარავინ  დაეძებს მოღალატის მოტივევს, იქ მოღალატე მოღალატეა, და მორჩა. ბოროტმა ადამიანმა ბოროტი საქმე ჩაიდინა, მაგრამ ბოლო კეთილია და მისი ბოროტი კვალის გამოსწორება თუ არა, ბოროტი გეგმისგან თავის დაღწევა წინაპრებმა მაინც შეძლეს.
კარგი, გიორგი ენდო და სარგისმა უღალატა, მაგრამ მართლა ეგრე მარტივად იყო საქმე? როგორ აიყოლა სარგისმა თავის გარშემო 50000 ადამიანი მეფის საღალატოდ? 
როგორ და ალბათ ასე: 
- იქ დედაქალაქში ჩვენ ფულებს ჭამენ
- იქ უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ჩვენ
-მეფე ლხენაში ხარჯავს საერთო ფულს
- მე ვიცოდი და ვუთხარი მეფეს იმ ომში, სამი კოჰორტა წინ გაუშვი და ერთი ხეობაში ჩაასაფრე მეთქი, არ დამიჯერა, ორი წინ გაუშვა, ერთი მარცხნიდან და ერთი კი ხეობაში ჩაასაფრა, ამიტომ წავაგეთ, მეფეს ჩემთვის უნდა დაეჯერებინა და მოვიგებდით
-მეფემ საწყალი ფეხშუმისძე უსამართლოდ დასაჯა
-მეფე სულთანს შეეკვრება და ჩვენ წინააღმდეგობისთვის დაგვსჯის
- ჯობია სულთანს ჩვენ თვითონ 
შევეკრათ, სულთანი მდიდარია, მას ჩვენი ფული არ ჭირდება, თავისიც თავზესაყრელად აქვს, სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მას ის, რაც მას ომად უღირს.
 


ანუ ის მოღალატეც უკეთეს ცხოვრებას პირდებოდა თავის ქვეშევრდომებს, თავის სამშობლოს მაგრამ არ გამოუვიდა. მან ბევრი სისხლი ღვარა და საერთო ქვეყანა დაასუსტა. მისი ცხოვრების რეზიუმე ერთ სიტყვაში შეიკუმშა - განუდგა, უღალატა. 

20 წელია ღალატების კალეიდოსკოპს გვიტრიალებს უახლესი ისტორია.  
გარბაჩოვმა პოლიტბიუროს უღალატა, შევარდნაძემ გარბაჩოვს, კიტოვანმა და სიგუამ გამსახურდიას, შევარდნაძემ კიტოვანს, სააკაშვილმა და ჟვანიამ შევარდნაძეს. სააკაშვილს ..უჰ, უამრავია, მერე ჩამოვთვლი.
პოლიტღალატების სიმრავლემ გაგვიქრო  ასეთ ღალატზე აღშფოთების უნარი. მოღალატე ცოლი ისევ ნაძირალა  ბოზია, მოღალატე ბიზნესპარტნიორი ნაძირალა კრიმინალია, მაგრამ პოლიტიკოსის მოღალატე რატომღაც არაა ნაძირალა, ის ახალი მძლავრი ფიგურაა, გუშინდელზე 10 ჯერ მნიშვნელოვანი.     
?? ბოლო 7 წელია გაძლიერებული ღალატის გიგანტურ სლალომს ვუყურებთ.??
ფაქტიურად სამეცნიერო შრომის სამყოფი მასალა გვაქვს პოლიტიკური ღალატის ფენომენის შესასწავლად.  

ღალატს რამდენიმე მახასიათებელი აქვს, 
1. ღალატობენ მას ვისგანაც პირადი ნდობა ჰქონდათ მოპოვებული
2. ღალატობს ის, ვინც წონა და რენომე იმით მოიპოვა, რომ თავისი ღალატის ობიექტმა ის მნიშვნელობანი გახადა
3.ღალატის აქტი ხდება იმ მომენტში, როდესაც ობიექტი რწმუნდება, რომ საღალატო ობიექტის საქმე წასულია და მას   პირადად გარანტირებულად მიუვა ახალი ძალა, რომელიც მანამდე ფორმირებას ცდილობდა და ლიდერი არ ჰყავდა
4. ღალატი მოულოდნელია. ღალატის დეკლარაციამდე მოღალატე ინარჩუნებს კარგ პოზიციას ღალატის ობიექტთან და მხოლოდ მაშინ ააშკარავებს თავს, როცა თვლის რომ ორი ჯოკერი აქვს, თუ მას სხვა კარტი მიუვა, ის დარჩება ღალატის ობიექტის გუნდში და დაელოდება უკეთეს რასკლადს საკუთარი პერსონის  მნიშვნელობის აღზევებისთვის. 
5. ღალატის შემდეგ მოღალატე კარგავს ღალატის ობიექტის თანამებრძოლობის სტატუსს და იმ ბრძოლების რეგალიებს ანულებს, ხშირად პირიქით, საკუთარ სივიში ჩასწერ მოგებული ბრძოლების თანამებრძოლობის დაფნის გვირგვინს წვავს და იმ ბრძოლებს მტრის რაკურსით უყურებს, აღიარებს, რომ თანამებრძოლი კი ერქვა, მაგრამ სინამდვილეში ბუტაფორია იყო და გულში მეტოქეს გულშემატკივრობდა.
6. იმისათვის რომ Qვეშევრდომმა  უღალატოს, ღალატის ობიექტი ზემდგომი  იმდენად უნდა გაიხლართოს პრობლემებში და დასუსტდეს, რომ მანამდე პირმოთნე ქვეშევრდომმა ღალატი გაბედოს.  
6. მოღალატეს თავიდან ხალხი სკეპტიკურად უყურებს, მისი პოზიციას  ნათამაშებად თვლის, მაგრამ მოღალატე მანამდელ " ერთგულ მეგობარს და თანამებრძოლს" ყველა რადიკალზე უფრო რადიკალურად ებრძვის, ქამრის ქვემოთ ურტყამს და ამით საკუთარი  გულწრფელობის აღიარებას შოულობს. 
იგივე პრინციპით ქართულძირიანი ახალი აფხაზები უფრო სასტიკი მებრძოლები იყვნენ ქართველების წინააღმდეგ, ვიდრე აფხაზები- მათ აფხაზებისთვის საკუთარი სიძულვილი ქართველების მიმართ ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

შიდა პოლიტიკაშიც ასეეა, და ეს ჩვენს თვალწინ ათჯერ განმეორდა. 

ზვიადის ოპოზიცია კონგრესს, ედეპეს, ჭავჭავაძის საზოგადოებას მტრობაში გადაასწრო ზვიადის თანამებრძოლმა სიგუამ და კიტოვანმა. მათ ზვიადს უღალატეს. 

შევარდნაძეს.. ნუ ამაზე ქვემოთ, იმიტომ რომ შევარდნაძის მიმართ ღალატი განსხვავებული სცენარით და ანტურაჟით წარიმართა და ზოგი სიმპტომით ღალატი არცაა. 

მიშა. მიშას  მიმართ ღალატი 2004 წელსვე დაიწყო, პარლამენტში მიშას ორთქმავლობით შერიხინებული რესპუბლიკელები პირველივე საბაბისთანავე  ( მოჭიდავე რეკეტიორების დაჭერის საპროტესტო მღელვარება) ოფიციალურად განუდგნენ მიშას და დროშები საწინააღმდეგო მიტინგზე ააფრიალეს.
სალომე ზურაბიშვილი, ეს მანამდე უცნობი ადამიანი დღესაც რჩება მიშას ყველაზე ხანგრძლივი და გულითადი საჯარო ქების ობიექტად, ეს მოხდა მის მინისტრად წარდგენაზე, რასაც არ შეუშლია ხელი მისთვის, გამხდარიყო რადიკალური და სარკასტული ოპოზიციაში გადაბარგებისას.  
შემდეგი ღალატი იყო ოქრუაშვილი, კაცი, რომელიც მიშას პირად მეგობრად ითვლებოდა, ჭირში და ლხინში. მანამდე მიშას რამდენჯერმე მოუწია მისი დაცვა: პოლიციელთან ხულიგნობისას 2002 წელს,  შიგაპოლიტიკური მეტოქეობისგან ( ხაინდრავა) და საგარეოპოლიტიკური შეცდომების ( რუსებისთვის იმის თქმა - ჩვენი ფეკალიების მჭამელები ხართო) მოყრუება საკუთარი რეპუტაციის საზიანოდ.   ოქრუაშვილმა დაინახა რა საკუთარი რეიტინგი და ამ რეიტინგის ზრდის პერსპექტივა მოსახლეობის ოპოზიციურ სეგმენტში, განუდგა მიშას და ფეოდალური სისასტიკით და კატეგორიულობით დაუპირისპირდა. 
შემდეგ ბურჯანაძე, ადამიანი, რომელიც ინარჩუნებდა  მიშას სტაბილური თანამებრძოლის სტატუსს 5 წლის განმავლობაში, მათ შორის ბეწვის ხიდზეც, ოპოზიციური განწყობების ყველაზე  მრავალროცხოვან და რეაქციულ, ოღონდ მანამდე მიძინებულ ნიშას - ჰომოსოვეტიკუსებს ჩაუდგა სათავეში, შეეცადა გაეხადა ის რადიკალური და გახადა კიდევაც რადიკალური, ოღონდ იმ რაოდენობისა ვერა რომ წადილი აესრულებინა. 
ბურჯანაძემ  შეიქმნა აშკარა საწინააღმდეგო იმიჯი  იმისა, რასაც აკეთებდა მანამდე და რისთვისაც ისტორიაში ჩასაწერი მადლობები უნდა რგებოდა. 
ნოღაიდელი, ისიც ჰომოსოვეტიკუსზე ორიენტირდა, შეეცადა ყველაზე რადიკალური ყოფილიყო, მაგრამ სარკემ მოატყუა, არ აღმოაჩნდა საკმარისი ქარიზმა, რომ თუნდაც 50 ადამიანი აეყოლებინა და უსახელოდ ჩაიჩუტა. 
ალასანია. დაუმტკიცა რა ოპოზიციამ, რომ შენ მეტი რენომე გაქვს ვიდრე მიშას, წაგებულ მიშას დანძრეული აქვს და შენ ადვილად გახდები ჩვენი მზეთამზეო, ბევრი ყოყმანი არ დასჭირვებია და ოპოზიციის ტრიბუნიდან სიმღერა მიშა დაგამთავრეთს  შეუერთა ხმა. მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მისი რადიკალურობა ამით დასრულდა, იმედია დასრულდა.  
ივანიშვილის გამობრწყინებამდე, იყო მოლოდინი რომ ახალი ძალა, რომელიც მიშას დაუპირისპირდებოდა, იგივე პრინციპით - მიშას ენძრევა, ახლა ჩემი რეპუტაცია მატულობს,  მე მოვაჯდები ტალღას ქიმზე. ვანო მერაბიშვილი იქნებოდა. არ გამართლდა, ივანიშვილმა მიშას ფლანგს  ერთიანობის გაძლიერება აიძულა.  
ივანიშვილი, ის არ არის მოღალატე ერთი კრიტერიუმით, ის ფიგურა არ გამხდარა მიშას ნდობის მოპოვებით და ამის შედეგად წონად ფიგურად ქცევით. 
თუმცა ყველა სხვა მოღალატის მსგავსად  ისიც სკრუპულოზურად ელოდა  პირადად თავისთვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს და  ოპოზიციურ არგუმენტებს დავთარში ჩუმად იწერდა. გარეგნულად კი მთავრობის პარტნიორის როლს ასრულებდა. ქართულ პოლიტიკაში ფიგურა კი გახდა უზარმაზარი ფულით და ამ ფულის ნაწილის თურმე ასევე ჩუმი ანგარებით კარგ საქმეებში ჩადებით . თუმცა მისი გულუხვობა ჩემთვის ეჭვქვეშაა, ის სტრატეგიულ დაბანდებას ახდენდა საკუთარი პერსონის რეიტინგში, და ეს თვითონაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რის დასტურადაც მიმაჩნია  მისი საზოგადოებისადმი პირველი წარმოჩენისთანავე იმის განცხადება, მე ასე ვამბობ, მე ვარ ნაღდი და ქართველი ხალხი  მიშა სააკაშვილის დედის ჩათვლით მე მომცემს ხმას, მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო. 
მანამდე კი თვით ფორბსის მილიარდერთა ჩამონათვალში მისი ფოტო არ იყო და ჩვენც არ ვიცნობდით სახეზე და ხმაზე. მან იცოდა რომ მის პოლიტიკური ავტორიტეტი უკვე გაკეთებული იყო.  ორთვლიანი კაპიტალდაბანდებით მორწმუნეებში, ელიტაში, საჩხერეში, სპორტსმენებში, და მოსახლეობის  სხვადასხვა მოცულობის სხვა სეგმენტებში მისი ინვესტიცია მუშაობდა, გამოჩენა და ხმის ამოღებაც კი არ დასწირდა, რათა ერთბაშად ეთქვა, მე ვარ ახლა ამ პრაიდში ალფა ლომიო.  

და მაინც, ივანიშვილს მიშას პირად მოღალატედ არ ვთვლი. ის უბრალოდ მიშას მტერია. მტრობის ისეთივე ხარისხით, რაც ნათელაშვილს აქვს.  

კოკასა შეგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების.
ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის მომენტისთვის ბევრ კარგ ადამიანს მიაჩნდა რომ საქართველო უკეთეს მთავრობას იმსახურებს, და ივანიშვილის გამონათება მათთვისაც  იმავეწამს იმედის შუქად იქცა. მაგრამ, ამ კოკიდან ის წარმოდინდა რაც მასში არის, და სამწუხაროდ არა საქართველოსთვის უკეთესი, არამედ უარესი, და თანაც თითქმის ყველა ფრონტზე: 
-ომში აგრესორები ჩვენ ვიყავით
- ვაზაგაშვილი უდანაშაულო მსხვერპლი
- ასავალდასავალი საუკეთესო გაზეთი
- ქეთი დოლიძე საუკეთესო რეჟისორი
- ნატო არ არის ჩვენი " თვითმიზანი" ( ვირეშმაკობა)
- ჟურნალისტები მომზადებულები მოვიდნენ ( ოპონირების რეჟიმს ვერ იტანს)
- ჯურნალისტებო, ჩვენ მოვალთ და მოგიწევთ რიტორიკის გადახედვა
- ჯავახკის ლიდერი მაჟორიტარად ახალქალაქში, ქამარს ქვემოთ დარტყმა ამას ქვია, ოღონდ მიშას კი არა, საქართველოს დაარტყა
-პირობა მილიარდი დახარჯოს სოფელში, არარაციონალური სტრატეგია, სოფლის მეურნეობა არსად ვარგა სადაც არ არის მრეწველობა. და სადაც მოსახლეობის 48%_ ზე მეტი სოფელში ცხოვრობს. (ამერიკის აგრომოსახლეობა 2 %- ს შეადგენს მხოლოდ და მეოთხედ მსოფლიოს აჭმევს) 
- სრულიად მიამიტური იმედები საქართველოს გაერთიანებისათვის.
- საგარეოპოლიტიკური სიბეცე.  მისი სიტყვები საფრთხის შემცველია გაანულოს საქართველოს 20 წლიანი მარტვილობა და გლობალური მხარდაჭერა. 

და რა გამოვიდა, ივანიშვილი დიდი იგროკია, 5 მილიარდი პირადად აქვს. თვითონაა ფიგურა მიშას მიერ შექნმილი შემდეგ მოღალატედ გარდაქმნილი  ფიგურებისგან განსხვავებით.
ის მიშას არ ღალატობს, ის საქართველოს ღალატობს. 
მართალი რომ გითხრათ არ მაინტერესბს შეგნებულად თუ შეუგნებლად. უბრალოდ მისი კოკიდან ის იღვრაბა, რაც შიგან უდგას - ობივატელი საშუალოსტატისტიკური ჰომოსოვეტიკუსი.
და ვინაიდან ჩვეში , ჩვენს ქვეშეცნეულში ჰომოსოვეტიკუსი ჯერ კიდევ საკონტროლო პაკეტს ფლობს, ივანიშვილს დიდი შანსი აქვს ეს დღეს  რუდუნებით მიჩქმალული მეორე მე პირველ პლანზე გადმოიყვანოს და ბოლშევიკური უმრავლესობს დაუბრუნოს.   

იქნებ მეც გავმხდარიყავი ოპოზიციონერი, ივანიშვილის კოკაში სხვა ადამიანი რომ დამენახა. მაგრამ რეალობა ყოველთვის ერთია, ილუზია  არაობიექტურად ოპტიმისტური და მრავალსახოვანია და მას ცოდნა ამარცხებს. მე მაქვს საკმარისი ცოდნა ივანიშვილის შესახებ, ილუზია არ მაქვს, (გაუმარჯოს დემოკრატიას).   შენ?
იქნებ შენც დაგიგროვდა საკმარისი ცოდნა ამ ადამიანის შესახებ, მაგფამ იქნებ შენ ჩემგან განსხვავებით საკუთარი ჰომოსოვეტიკუსის გათავისუფლებას და ლეგიტიმაციას  სულისკაწკაწით ელოდები? 





ახლა შევარდნაძე გავიხსენოთ. მისმა ერთგულმა ლეღვის ფოთლებმა, როგორც მაღ გრიგალაშვილმა უწოდა, რადგანაც ეგ ახალგაზრდული ფრთა მაშინ შევარდნაძის მმართველობას პროგრესულ, დასავლეთზე ორიენტირებულ  ძალად ფუთავდა, ერთხელაც დაიწყეს თავისი როლის გადაჭარბება და რეალურად შეუტიეს კონსერვატორ სოვეტიკუსებს. 
ეს შიდა ჭიდაობა 2 წელიწადს გაგრძელდა, შემდეგ საჯარო გახდა და კიდევ შემდეგი 2 წელი საჯარო ბრძოლაში გადაიზარდა. 
კი, ჟვანიამ, სააკაშვილმა და ბურჯანაძემ პიროვნულად უღალატეს შევარდნაძეს, რომელმაც ეს უკანასკნელნი კარგ ვივესკად მოიწვია, დაენდო, მაგრამ მათ ოპოზიციონერობის წლების და საფეხურების განმავლობაში დაამტკიცეს, რომ მათთვის შევარდნაძის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი მათი სათქმელი სიტყვები ჰქონდათ. 
მაგრამ თუკი ჟვანია და ბურჯანაძე დაელოდნენ იმ მომენტს, როცა ხელში თითო  ჯოკერი და გამარჯვების გარანტია ეგულებოდათ, სააკაშვილი კლასიკურ მოღალთეთაგან განსხვავებით არ დალოდებია საკუთარი პერსონისთვის საუკეთესო მომენტს, მან დაიწყო ყვირილი ყველაცერზე, რაც არ მოსწონდა, გადაიმტერა ათასთავიანი მაფია და პოლიტელიტა, დაარწმუნა ხალხი გულწრფელობაში ( ოღონდ მაშინ მაგ გულწრფელობას სულელის ფაფხური ერქვა ჩვენს აპათიურ საზოგადოებაში) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, შევარდნაძე პირადად უზრუნველყოფდა მაფიის სტაბილურობას, ღიად დაუპირისპირადა მას. 
ზოგი მახასიათებლის დამთხვევის მიუხედავად (შევარდნაძის ნდობის და იმედის, მიშა ყოფილიყო მისი ერთგული და მჯდარიყო თავის ნიშაში გაცრუება, ფიგურად შევარდნაძის კეთილგანწყობის შედეგად ქცევა ) , მე მიშას მოღალატის სახელს არ ვარქმევ, ის ერთიდაიგივე საჩხუბარს ჩხუბობდა 2003 წლამდე 4 წლის განმავლობაში და შევარდნაძესაც მის მიმართ  უკვე ახალი, მოწინააღმდეგის მოლოდინები ჰქონდა. 
ამ მოლოდინებს მიშა ენერგიული მეტნაკლები მასშტაბის ბრძოლებით ნერგავდა და გულში არ იხვევდა უკეთესი მომენტისთვის.
სააკაშვილის ღალატს არ ჰქონდა ღალატის მზაკვრობის მთავარი ელემენტი - მოულოდნელობა. მისი წლების ხანგრძლივობის  ბრძოლა მაფიასთან მხოლოდ უშედეგობის გამო გადაიზარდა შევარდნაძის საწინააღმდეგო ბრძოლაში.    
მეორე სომპტომი რომლითაც მე მიშას ღალატს ღალატად არ ვთვლი, ისაა რომ მიშამ თავისი ოპოზიციური ქმედებები დაიწყო არა მაშინ, როცა შევარდნაძე დაძაბუნდა ან ახალ პრობლემებში გაიხლართა, არამედ მაშინ, როცა თვითკმაყოფილი  თავისი კარიერის ზენიტში იყო და იგივე პოზიტივით ცხოვრობდა რითაც ასლან აბაშიძე, პლიუს სწორი გეოპოლიტიკს ( მხედრიონის და კიტოვანის დამარცხება, ძალაუფლების ცენტრალიზაცია, ბაქო- ჯეიხანი, რუსული ბაზების გაყვანის ხელშეკრულება, პროგრესის მორცხვი მაგრამ მაინც  ნიშნები და სტატისტიკა) ბოლო არჩევნებში შევარდნაძემ დაამარცხა აღორძინება სადაც მთელი ქართული პოლიტიკური ელიტა და საზოგადოებრივი ელიტის დიდი ნაწილ იყო გაერთიანებული, ანუ 2001 წელს შევარდნაძე უალერნატივო იყო, მის და მისი სამომავლო ადგილმონაცვლის მარადის მმართველობას ვეღარავინ უშლიდა ხელს. 
ამ დროს აღმოცენდა სცენაზე მიშა, ჯერ ერთპიროვნულად, მხოლოდ სიტყვის ძალის ამარა. 
მესამე, რითაც განსხვავდება მიშას ღალატი სხვა ჩამოთვლილთაგან, ესაა ნაკლები აგრესია პიროვნების მიმართ, მიშამ თქვა ბოროტი სიტყვები შევარდნაძია მიმართ, ოღონდ მხოლოდ მაშინ, რაც თვითონ გახდა პრეზიდენტი და შიგნიდან ნახა შევარდნაძის სამზარეულო. 




და ისევ უკუვდგეთ სურათისგან რომ უკეთესად დავინახოთ ღალატების კალეიდოსკოპი და მას მოყოლილი ჩვენი უბედურებები.
ღალატი ცუდია, მოღალატე ცუდია, ძმაკაცობაში ღალატი ცუდია, პოლიტიკური პარტნიორის ღალატი ცუდია, ბრძოლაში ღალატი ცუდია, ომში ღალატი ყველაზე უარესია, მატყუარასთვის და ქლესსთვის  ნდობის მოპოვება ადვილია, სხვისი ნდობის მის წინააღმდეგ გამოყენება არაკაცობაა, პიდადად არ უთხრა შენი განსხვავებული აზრი და ზურგსუკან გაჰკილო ან პირიქით, მხოლოდ ტელევიზოროდან გაბედო ზემდგომის გალანძღვა, აქაოდა ახლა მე უკვე სხვა ნავში ვზივარ, ახლა სხვა რეალობაა, ჩვენ ვერთ შენზე ძლიერებიო. 
მოღალატე ცუდი ადამიანია.    
 ჩვენ, ხალხი ვართ ამ პოლიტიკური ღალატების თანაავტორები და შემკვეთები. რითი? იმიტ რომ ადამიანის მიერ ადამიანის ღალატს მოღალატეს ვპატიობთ და იაფფასიანი  პათეტიკით , ჭეშმარიტება მიშაზე ძვირფასია, პოლიტიკოსებს თავს ვატყუებინებთ.
საქმე იმაშია, რომ ჭეშმარიტი გზა  არავინ იცის, და ჰიპოთეტური ჭეშმარიტება რომელიც სინამდვილეში პირადი ანგარებაა,  მეგობრობასა და ნდობაზე ძვირფასი არაა.


პ.ს. გია მაისაშვილზე მსმენია მიშა და ეგ კარგახანს ჩხუბობდნენ ერთმანეთში ინგლისურადო, მაშინვე რევოლუციის შემდეგ. ინგლისურად ჩვენ რომ ვერ გაგვეგოო, დაცვის ბიჭებმა მითხრეს. 
ამ ფაქტით ჩემს თვალში მაისაშვილს მოღალატის ეპითეტი ეხსნება. მის საჯარო ოპოზიციონერობას ერთიერთზე ცხუბი უძღოდა წინ და შესაბამისად მიშასთვის მოულოდნელი არ იყო. 
პ.პ.ს. მაგრა მაინტერესებს ეგ ჩხუბი, სიამოვნებით ვუყურებდი კინოდ, ჩხუბი იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო. 

ასევე მაინტერესებს არშემდგარი ჩხუბი მიშასა და ალასანიას შორის. ალასანიამ ჩათვალა რომ მიშა უკვე ჩაძირული იყო და მის დონეზე ვეღარასოდეს ამოყვინთავდა, ძალიან შეცდა. 
ალასანია კლასიკური მოღალატე იყო, მერე ოპოზიციური ფიგურა გახდა, ეჭვი მაქვს, შეუძლია კლასიკურ მოღალატედ დაასრულოს. 
ის უკვე მეორედ  ღალატობს საკუთარ პრინციპებს დაფნის გვირგვინის სანაცვლოდ. 


მაგრამ, შევხედოთ კიდევ ახალი რაკურსით ჩვენს პოლიტსპექტრს. 
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული
აი, რომ ჩამოვყვე ღირსების კლების მიხედვით აღმოჩნდება, რომ მიშას შემდეგ შევარდნაძეა ყველაზე ღირსეული ცოცხალ პოლიტიკოსთა შორის. 
შევარდნაძე ღირსებით და სიტყვის სიმძიმით, საკუთარი სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების უნარით მიშას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მაგრამ სხვა ყველა ოპოზიციონერს  10 თავით აღემატება. 
და ეს სამწუხაროა.
ერთადერთი რასაც ნაღდად უღალატა შევარდნაძემ, ეს სტალინის იდეალებით მოწყობილი მსოფლიო იყო. მისი და გორბაჩოვის გზები პუტჩმა გაყარა, ასე რომ გარბაჩოვისთვის არ უღალატია, მის ჩამომყვან ჯაბა- კოტოვანსაც არ უღალატა, 5 წელი ითმინა, მან დაუშვა ყველა შეცდომა, რაც არ უნდა დაეშვა პოლიტიკოსს და არ დაუშვა შეცდომები ადამიანურ ურთიერთობებში. 
დარწმუნებული ვარ 23 ნოემბერს, როცა გადაღლილმა და წაგებულმა გამოაცხადა გადავდექიო, ახალ ხელისუფლებას წარმატებებს უსურვებდა გულში.
სამწუხაროდ პოლიტმოთამაშეთა  ზოგად პოლიტიკურ დონეს შევარდნაძის 12 წელი არაფერში დაეტყო.

და ბოლოს, შემირცხვენია ქვეყანა, სადაც მონარქისტების ლიდერი იგორ გიორგაძის პარტნიორი და დასაყრდენი ხდება, 
სადაც ეროვნულ დემოკრატების დამაარსებლის ქვრივი იგორ გიორგაძის პრესსპიკერია
სადა ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები მოსკოვში ცხოვრობენ
სადაც ნატოს მედროშე მთავრობის ექსპრემიერმინისტრი და ექს პარლამენტის თავმჯდომარე პაკლონნაია გარაზე რუსეთის ჰიმნზე იჯგიმება
სადაც ასეთი მწარე ღალატი მიღებულია იმით,  რომ გამარჯვების შანსი აქვს. 

ვუშველოთ თავს . დავაღწიოთ მოღალატეე ცუდ ადამიანებს. 
როგორ? 
არ მოვითმინოთ, არ ვაპატიოთ, არ გავაბრიყვებინოთ თავი, თითქოს იდეალების ერთგულება და საქართველოა მათი დროშა.    
                   


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
I SPY
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4791
წევრი No.: 104762
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:44  #32902337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
OK


-------------------------------------------

მიმაგრებული სურათი
405536_10151092208569271_1008041569_n.jpg


--------------------
Processor: Intel Core Duo 2.2GHZ
RAM: DDR2 2GB
Video: 256MB
HDD: 160GB
[IMG]http://onida.files.wordpress.com[/IMG][COLOR=blue]
kaatinga
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18871
წევრი No.: 35644
რეგისტრ.: 29-May 07

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:46  #32902356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წაიკითხა ვინმემ ?


--------------------
Bird and bear and hare and fish
ვიღაც
აუF


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2506
წევრი No.: 139893
რეგისტრ.: 4-December 11

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:46  #32902361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეხა ვინმემ რო წაიკითხოს ეს : D


--------------------
Everybody is special. Everybody. Everybody is a hero, a lover, a fool, a villain. Everybody. Everybody has their story to tell.
Dedi Co
მზეო ამოდი, ამოდი!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15577
წევრი No.: 53238
რეგისტრ.: 13-February 08

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:50  #32902397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


აფსუს, რა სცენარისტი დაკარგა მსოფლიო კინომ.
Z@G@NTi
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6742
წევრი No.: 63957
რეგისტრ.: 9-June 08

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:50  #32902402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
წაიკითხა ვინმემ ?

givi.gif


--------------------
.
markes
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9639
წევრი No.: 124113
რეგისტრ.: 25-November 10

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:54  #32902446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული

პოსტის კვინტესტენცია ფრაზაა

lol.gif


--------------------
Тьму победить нельзя, тьма — непобедима. Но всегда можно включить свет

Заведите себе собственное мнение. Оно тяжело в уходе, требовательно, но это того стоит.

Не люблю когда алюминиевый чайник строит из себя хрустальную вазу
Tom Brady
Old გერეფ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13911
წევრი No.: 144223
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:56  #32902464      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kaatinga

მე წავიკითხე ...

და უკვე მერამდენედ მიჩნდება კითხვა - რატომ იღლის თავს ფორუმის ეს მომხმარებელი ამხელა ფილარმონია ტექსტების წერით ...

მისი თემების 99%-ის არსი და დედააზრი ხომ მუდამ ერთია - მიშა მაგარია, დაე მუდამ იყოს მიშა .....

ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს user.gif

აი ეს დაეწერა პირდაპირ არ ჯობდა ?

QUOTE
მიშა ყველაზე ღირსეული ფიგურაა დღევანდელებში, პრეზიდენტადაა დაბადებული


--------------------
თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება მგელთა ხვედრია
--------------------
ნიუ იორკში ბოსტონ სელტიქსმა დაძაბულ ბრძოლაში დააამარცხა ადგილობრივი ნიქსი და 2-3 გახადა სერიაში ანგარიში, თუმცა შემდეგ ეტაპზე მაინც ნიქსი გავიდა (c) რუსთავი 2-ის ფრანგიშვილი, 2013
---------------------
დაილოცოს სეტანტა TV
SCO
re member


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27392
წევრი No.: 89380
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 01:58  #32902485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia

წავიკითხე და მგონი ყველაზე სუსტი თემაა შენს თემებს შორის.
რომ აღარაფერი ვთქვათ ანალიზის და დაშვებების "ლოგიკურობაზე",
აზრის გამოსატანად ისიც კმარა, რომ დებ უზარმაზარ ინფორმაციულ მასა და
ბოლოში ფიქტიურ და ზერელე გამოსავლად წერ სასაცილო ლიტონის სიტყვებს:

QUOTE
ვუშველოთ თავს . დავაღწიოთ მოღალატეე ცუდ ადამიანებს.
როგორ?
არ მოვითმინოთ, არ ვაპატიოთ, არ გავაბრიყვებინოთ თავი, თითქოს იდეალების ერთგულება და საქართველოა მათი დროშა.


smile.gif

პ.ს. თანაც მთავარი მოღალატეობრივი აქტი და მოღალატე გამოტოვე:
სააკაშვილი, რომელმაც ქართველ ხალხს უღალატა.


QUOTE
მოღალატე ცოლი ისევ ნაძირალაბოზია


პ.პ.ს. მოღალატე კაცის ბოზობაზეც გეთქვა ორიოდ სიტყვა,
მით უფრო ქართული ლანდშაფტი მოგცემდა ფრთების გაშლის საშუალებას.
თორემ მარტო ფემინისტები და გენდერისტები კი არა, "პოხუისტებიც" შეგრისხდებიან smile.gif




This post has been edited by SCO on 8 Sep 2012, 02:02


--------------------
To become immortal and then die

* * * * * * * *
საჯარიმოს გარედან:
მესი - 46 გოლი 472 დარტყმაში
კრ - 41 გოლი 799 დარტყმაში
kaatinga
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18871
წევრი No.: 35644
რეგისტრ.: 29-May 07

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 02:04  #32902540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tom Brady
QUOTE
მე წავიკითხე ...

QUOTE
ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს 

QUOTE
ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს 

QUOTE
ხოდა რატომ წვალობს ეს მაინტერესებს 

user.gif

markes
QUOTE
კვინტესტენცია

რა არის?
Tom Brady
Old გერეფ


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13911
წევრი No.: 144223
რეგისტრ.: 11-March 12

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 02:05  #32902560      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SCO

QUOTE
წავიკითხე და მგონი ყველაზე სუსტი თემაა შენს თემებს შორის.


ნელ ნელა უფუჭდება ხელწერა ...

რთულია გამუდმებით ერთი საკითხის ირგვლივ იტრიალო და იმავდროულად მაღალი დონე შეინარჩუნო ....

მაიკლ ჯორდანზე რომ წერო გამუდმებით მაიკლი მაგარიაო, იქაც კი გაგიჭირდება რაღაც მომენტში, ელემენტარულად თავს მოაბეზრებ მკითხველს და ბევრს აღარ დააინტერებს შენი მოსაზრებების კითხვა ჯორდანის განუმეორებლობაზე ....

ეს კი სააკაშვილზე წერს და თან მის სიდიადეში გვარწმუნებს ყველა თემაში ...

ხოდა სად ჯორდანი და სად სააკაშვილი ....
mamuka-SRV
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10296
წევრი No.: 83158
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 02:09  #32902596      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (kaatinga @ 8 Sep 2012, 01:46 )
წაიკითხა ვინმემ ?

gigi.gif
ხუმრობთ?

--------------------------------------------------------------------------------


--------------------
კარლ მარქსი: ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას.....ყოველთვის განსაზღვრავს.

ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომები :) ფეისზე ბეჭდეთ იგივე თუ ერთი ადგილი გაქვთ :)
Shurige
წკონდა მარგალ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 33042
წევრი No.: 83664
რეგისტრ.: 31-January 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 02:09  #32902597      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღორონთუმე facepalm.gif


---------------------------


--------------------
აცoგჲა აყაწარა მარიოუპ, აბზია ურა ხჲანთოუპ
Bettoro
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10080
წევრი No.: 34553
რეგისტრ.: 8-May 07

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 02:10  #32902608      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ამით საკუთარი  გულწრფელობის აღიარებას შოულობს. 
იგივე პრინციპით ქართულძირიანი ახალი აფხაზები უფრო სასტიკი მებრძოლები იყვნენ ქართველების წინააღმდეგ, ვიდრე აფხაზები- მათ აფხაზებისთვის საკუთარი სიძულვილი ქართველების მიმართ ჰქონდათ დასამტკიცებელი. 

ეს კი მიკვირდა სულ, ქართულგვარიანები ახლაც ყველაზე დიდ სიძულვილს გამოხატავაენ, მათი "პარლამენტის" 2/3-ს რომ შეადგენენ.
QUOTE
ბურჯანაძე, ადამიანი, რომელიც ინარჩუნებდა  მიშას სტაბილური თანამებრძოლის სტატუსს 5 წლის განმავლობაში, მათ შორის ბეწვის ხიდზეც, ოპოზიციური განწყობების ყველაზე  მრავალროცხოვან და რეაქციულ, ოღონდ მანამდე მიძინებულ ნიშას - ჰომოსოვეტიკუსებს ჩაუდგა სათავეში, შეეცადა გაეხადა ის რადიკალური და გახადა კიდევაც რადიკალური, ოღონდ იმ რაოდენობისა ვერა რომ წადილი აესრულებინა. 
ბურჯანაძემ  შეიქმნა აშკარა საწინააღმდეგო იმიჯი  იმისა, რასაც აკეთებდა მანამდე და რისთვისაც ისტორიაში ჩასაწერი მადლობები უნდა რგებოდა. 
ნოღაიდელი, ისიც ჰომოსოვეტიკუსზე ორიენტირდა, შეეცადა ყველაზე რადიკალური ყოფილიყო, მაგრამ სარკემ მოატყუა, არ აღმოაჩნდა საკმარისი ქარიზმა, რომ თუნდაც 50 ადამიანი აეყოლებინა და უსახელოდ ჩაიჩუტა. 

რატომღაც მგონია, რომ ახალი ჰომოსოვეტიკუსები ჩამოყალიბდნენ უკვე, ოღონდ უკვე არა ბურჯანაძისა და ნოღაიდელის გაარშემო. მთელი პარტიული დაბალინტელექტუალური სტაფი კლასიკური ჰომოსოვეტიკუსია. იმედია არ შემეკითხები რომელპარტიული biggrin.gif
QUOTE
ივანიშვილი, ის არ არის მოღალატე ერთი კრიტერიუმით, ის ფიგურა არ გამხდარა მიშას ნდობის მოპოვებით და ამის შედეგად წონად ფიგურად ქცევით. 
თუმცა ყველა სხვა მოღალატის მსგავსად  ისიც სკრუპულოზურად ელოდა  პირადად თავისთვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს და  ოპოზიციურ არგუმენტებს დავთარში ჩუმად იწერდა. გარეგნულად კი მთავრობის პარტნიორის როლს ასრულებდა. ქართულ პოლიტიკაში ფიგურა კი გახდა უზარმაზარი ფულით და ამ ფულის ნაწილის თურმე ასევე ჩუმი ანგარებით კარგ საქმეებში ჩადებით . თუმცა მისი გულუხვობა ჩემთვის ეჭვქვეშაა, ის სტრატეგიულ დაბანდებას ახდენდა საკუთარი პერსონის რეიტინგში, და ეს თვითონაც კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რის დასტურადაც მიმაჩნია  მისი საზოგადოებისადმი პირველი წარმოჩენისთანავე იმის განცხადება, მე ასე ვამბობ, მე ვარ ნაღდი და ქართველი ხალხი  მიშა სააკაშვილის დედის ჩათვლით მე მომცემს ხმას, მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო. 
მანამდე კი თვით ფორბსის მილიარდერთა ჩამონათვალში მისი ფოტო არ იყო და ჩვენც არ ვიცნობდით სახეზე და ხმაზე. მან იცოდა რომ მის პოლიტიკური ავტორიტეტი უკვე გაკეთებული იყო.  ორთვლიანი კაპიტალდაბანდებით მორწმუნეებში, ელიტაში, საჩხერეში, სპორტსმენებში, და მოსახლეობის  სხვადასხვა მოცულობის სხვა სეგმენტებში მისი ინვესტიცია მუშაობდა, გამოჩენა და ხმის ამოღებაც კი არ დასწირდა, რათა ერთბაშად ეთქვა, მე ვარ ახლა ამ პრაიდში ალფა ლომიო.  

QUOTE
და რა გამოვიდა, ივანიშვილი დიდი იგროკია, 5 მილიარდი პირადად აქვს. თვითონაა ფიგურა მიშას მიერ შექნმილი შემდეგ მოღალატედ გარდაქმნილი  ფიგურებისგან განსხვავებით.
ის მიშას არ ღალატობს, ის საქართველოს ღალატობს. 
მართალი რომ გითხრათ არ მაინტერესბს შეგნებულად თუ შეუგნებლად. უბრალოდ მისი კოკიდან ის იღვრაბა, რაც შიგან უდგას - ობივატელი საშუალოსტატისტიკური ჰომოსოვეტიკუსი.
და ვინაიდან ჩვეში , ჩვენს ქვეშეცნეულში ჰომოსოვეტიკუსი ჯერ კიდევ საკონტროლო პაკეტს ფლობს, ივანიშვილს დიდი შანსი აქვს ეს დღეს  რუდუნებით მიჩქმალული მეორე მე პირველ პლანზე გადმოიყვანოს და ბოლშევიკური უმრავლესობს დაუბრუნოს.   

ოჰ, როგორ გეზიზღება ბიძინა biggrin.gif

QUOTE
იქნებ მეც გავმხდარიყავი ოპოზიციონერი, ივანიშვილის კოკაში სხვა ადამიანი რომ დამენახა. მაგრამ რეალობა ყოველთვის ერთია, ილუზია  არაობიექტურად ოპტიმისტური და მრავალსახოვანია და მას ცოდნა ამარცხებს. მე მაქვს საკმარისი ცოდნა ივანიშვილის შესახებ, ილუზია არ მაქვს, (გაუმარჯოს დემოკრატიას).   შენ?
იქნებ შენც დაგიგროვდა საკმარისი ცოდნა ამ ადამიანის შესახებ, მაგფამ იქნებ შენ ჩემგან განსხვავებით საკუთარი ჰომოსოვეტიკუსის გათავისუფლებას და ლეგიტიმაციას  სულისკაწკაწით ელოდები? 

ვერ გახდებოდით სერ no.gif და იცით რატომ ... smile.gif

mamuka-SRV
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10296
წევრი No.: 83158
რეგისტრ.: 24-January 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 02:20  #32902686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ეს თემა გასაგებია და ისიც გასაგებია აქ უმრავლესობა რისთვისაც პოსტავს, ამიტომ არანაირ პასუხს არც ველოდები და არც მჭირდება, მაგრამ ერთი კიითხვა კი მიტრიალებს თავში: ნუთუ თქვენ თავსაც უმალავთ მთავარ სათქმელს და ნუთუ მართლა ვერ ხედავთ, რომ ეხლა მიშას დარჩენა და ქვეყნის კატასტროფა ერთი რამეა?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4408 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]