forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფაკო არ ფაკო, საკითხავი აი ეს არის
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 10:31  #32903968      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ფაკო, არ ფაკო, საკითხავი აი ეს არის.



ფაკე- ფეიკი- ყალბი,
ფაკვა - ფეიკის კეთება.



 
არქიტექტურული ფეიკი -ახლადაშენებული  შენობის წინასწარგანზრახულად  მიმსგავსებს სხვა ეპოქის, აურის, ქვეყნის , კულტურის, სტილისათვის, ძალით დაძველება და პომპეზურობის მინიჭება მაყურებელზე ეფექტის მოხდენის ან სულაც მოტყუების მიზნით. 
ბათუმის თეატრის წინ წამოსკუპებულ ოქროს პოსეიდონს ვიღაც განვითარებულმა ტრაფარეტით მოაწერა - ფაკე, სიყალბე. 
ალბათ ის კარგი  ადამიანი იმან აღაშფოთა, რომ ამ ძეგლის გარშემო დილის რიჟრაჟიდან ღამის 3 საათამდე ვიღაცა მაინც სამახსოვრო სურათს იღებს. 
ოქროს პოსეიდონი კი არც რომაული და არც ბერძნული ანტიკური ძაგლია, კარგი ხარისხის ასლია - ბუტაფორია. 
ასეთი ლამაზი ბუტაფორიები ჩვენს გარშემო თანდათან აიხუნძლა: 
მეცხრამეტე საუკუნის ეთნოქართული სტილისტიკის სიღნაღი და მცხეთა სიმამდვილეში ოცდამეერთე საუკუნისაა.
ასევე მეცხრამეტე საუკუნის, ოღონდ ბაროკო ევროპული ავსტრიული სტილის ბათუმი, ქუთაისი და აღმაშენებელიც 21-ე საუკუნისაა, 
ბაგრატის ტაძარი აღარაა ის რაც გულში გვქონდა, იმ ძველსა და ნაღდს ვეღარასოდეს ვნახავთ. 


მაგრამ, ჩვენ ვართ მარტო ამ ფაკეობის ცდუნებას აყოლილნი? 
როგორ იქცევიან სხვები? 
დაფშვნილი დრეზდენი იქნებ არ უნდა აღედგინათ? არადა აღადგინეს. სინამდვილეში დრეზდენი 1950 წლისაა და არა 1850 წლის. 
პარიზის უუუამრავ უუძველეს შენობას როცა ეიფელმა დროებითი თვალსასეირობა ეიფელის კოშკი დააკოსა, არავის ეგონა, რომ ქალაქის სიმბოლო და უკვდავი ძეგლი შექმნა, ეიფელის კოშკის მიმდებარედ 70 იან წლებში ტროკადეროს გიგანტომახიური  მოედანი ჩააკვეტეს, ისიც პარიზის სიმბოლო გახდა, წელიწადში 20 მლნ დამთვალიერებელით. ლუვრის შუშის პირამიდა დღეს ალბათ  ნახევარ მილიარდ სუვენუირს ახატია. თვით ბაგრატიც, აი ის დანგრეული და მაინც ძლიერი, ისეთი როგორც გვახსოვს, ისიც ახალია, ის 60-იან წლებში დააშენეს მისი  ნახევარი ზომის ნანგრევებს, პერანგის გარეშე გარჩენილ კედლებს. და რა, არიმუშავა? არ ჩათვალეს იუნესკოს პარტონაჟის ძეგლად? ჩათვალეს. 
ანუ რა მინდა ვთქვა - ადამიანებმა უნდა ვაკეთოთ და ვაშენოთ ქვეყანა, ფეიკები ჩვენს ინტერესებშია, 10 წელიწადში მათ სიახლის ფერუმარილი გადაეცლება და პეიზაჟში მძიმედ ჩაჯდება. 
დაიბზარება და დაიხავსება. 
სტუმარს თვითონ  უნდა  იყოს მნიშვნელოვანი, მოინახულოს ლამაზი ადგილები, მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები, ისტორიულიც და ატრაქციონულიც. 
ჩვენ მათ ვაძლევთ ერთსაც და მეორესაც, ისინი აქ ფეიკებთან ბედნიერ სურათებს იღებენ და ამ ბედნიერებას მომავალშიც დაუბრუნდებიან თავისი სურათების დათვალიერებისას, ჩვენი ფეიკების ფონებზე. 
ჩვენი დროშაც ფეიკია - ინგლისის დროშაა გაუმჯობესებული
ჩვენი სახელიც ფეიკია - ჯორჯიის შტატის რემეიკია უმეტესი მსოფლიოსთვის
ჩვენი ომიც ფეიკი გახდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ომი ოფიციალურად გამოგვიცხადა
საქართველო ნატოშიც ფეიკია, კარგი ლეგენდაა მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის საწინააღმდეგო
ჩვენი რუკაც ფეიკია, მის მესამედზე ქეხი არ დაგვიდგამს უკვე 18 წელია
ჩვენი ევროპელობაც ფეიკია, ქრისტიანობა გვშველის, თორემ არ გვეკუთვნის
ჩვენი ტოლერანტობაც ფეიკია, დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში დედაქალაქში არცერთი სხვა კონფესიის სამლოცველო არ აშენებულა იმ დროში, როცა მართლმადიდებლური 79 აშენდა.

ახალციხის ალადინის სამეფო აგრაბაც ფეიკია,  

ჩვენი ვაჟკაცობაც ფეიკია, საკუთარ ომებში იმის მეოცედმა იბრძოლა, რაც რუსეთის ომებში უბრძოლია

ჩვენი დემოკრატიაც ფეიკია, დემოკრატია გვქონდა 2007 წლამდე და ჩვენვე დავამტკიცეთ რომ ჯერ არ გვეკუთვნის

მაგრამ ამ კარგი შეფუთული ტავარნი ვიდის მქონე  ფეიკების ოდენობა თანდათან ხარისხში გადადის, გარეგნულობა შინაარსს იძენს. 

ჩვენ არ გვყავს ჩვენი  ჯონ ლოკი და ანტონიო გაუდი, ლეონარდ კოენი და მარტინ ლუთერი

და არც მობილური ტელეფონის, ინტერნეტისა და  ჰიდროტურბინის გამომგონებელი გვყავს - ჩვენ მათ ვიყენებთ


მაშ ნუღარ შეგვრცხვება, ჩვენ ამ კაცობრიობის შვილები ვიყენებთ სონის, ტოიოტას, ფორდს და ერიქსონს, ასე რომ გამოვიყენოთ სხვა ევროპული გამოგონებებიც - ვფაკოთ ( ვფეიკოთ) გრეხი არაა
ლოკიც ჩვენია, განდიც, მარტინ ლუთერ კინგიც და ემინემიც. 
ჩვენ კაცობრიობის შთამომავლები ვართ და არა მხოლოდ ქართველების. 
მაშ რაღათ გვინდა უადგილო მორცხვობა,  ვფაკოთ, დიახაც უნდა ვფაკოთ, ეს ჩვენი შანსია. 
ბაროკო როკოკოთი მოყირჭებულ ფრანგებს არ შერცხვათ და მათი ფეიკები მსოფლიომ ნაღდად მიიღო, დიდებულ ქმნილებად აღიარა. 
ჩვენც არ გვაწყენდა მსოფლიოს აღიარება, მაგრამ მანამდე აქაურების აღიარება მგჭირდება: აფხაზების, ოსების, სომხების, აზერბაიჯანელების, რუსების, თურქების, ირანელების.  
მიღწევადია.

მაშ ვფაკოთ მეგობრებო.

და კიდევ წარმატებული და მსოფლიო აღიარების მქონე  ფეიკები დასავლური კულტურის აკვნებიდან: 
პარიზის ტრიუმფალური არკა ( მეჩვიდმეტე საუკუნისაა და არა მინუს მეორის, როგორც მისი რომაული წინაპრები)
ბერლინის ტრიუმფალური არკა ( სულაც მეცხრამეტე საუკუნისაა) 
ბარსელონას გაუდის ეკლესია - მეოცე საუკუნეში  მეთორმეტე საუკუნის გოთიკას ჩამოასხეს " რბილი" დიზაინ ფაქტურა ( მეოცეში!!)
პარიზის ალექსანდრეს ხიდი მეოცეს დასაწყისში ( მეჩვიდმეტეს სტილში) რუსეთმა აჩუქა საფრანგეთს.
ტაჯმახალი ( ინდოეთისთვის  ძალიან ახალი- მე16 თუ მე-17 საუკუნის, გაცილებით აახალი ვიდრე ყზბეკური ბუხარა)   
კოლმეურნეთა მოედნიდან ბარათაშვილის ხიდამდე მარჯვენა ფლანგი თბილისში თავისი გალავნებით ფეოდალური ეპოქის სტილში. 
ძველ ბაგრატზე უკვე ვთქვი.
ფოლკსვაგენ ჟუკი 90- იანებში აღდგენილი 1950 სტილში
კრაისლერი  ძველებური " ლიმიტედ ედიშენ"
ილია ჭავჭავაძის ხატი - დაძველებული 
თანამედროვე ხატწერა და ფრესკხატვა  საერთოდ, 
სამება და ნარიყალას ეკლესია.
შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, სულხან საბას ტირაჟირებული პორტრეტები.

ანუ

ჩემი ვერდიქტია - ვფაკოთ, ოღონდ გემოვნებით.
იქნებ ოც წელიწადში ჩვენც დავიჯეროთ და სხვამაც, რომ ევროპა ვართ.  
 
  
     


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
Moor
Dreamer in Chief +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26183
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 10:39  #32904020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
თავიდან ფუკო წავიკითხე mo.gif

კაი დაგტოვებ შენთვის


--------------------
public_enemy
Custom member title


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4113
წევრი No.: 24981
რეგისტრ.: 29-October 06

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 10:44  #32904047      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი აზრით თემა კარგია და საღლიცინოდ ასაგდები არაა ვტორს ნაწილობრივ ვეთანხმები სადღაც 50/50
QUOTE
ფოლკსვაგენ ჟუკი 90- იანებში აღდგენილი 1950 სტილში

ეს ვაბშე სხვა თემაა ძველი ჟუკი ლეგენდაა დიდი ისტორიით და ახალი - ლეგენდის პირმშო რომელიც ვერ შეედრება ორიგინალს და მარკეტინგული სვლა იყო ვვსგან
თან 38-დან იწყება ხოჭო და არა 50იანებიდან
და კიდევ ეიფელის და ჩუსტიკვერცხას შედარებაც ვერაა მგონი მართებული

This post has been edited by public_enemy on 8 Sep 2012, 10:44
attool
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10146
წევრი No.: 97108
რეგისტრ.: 3-August 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 11:04  #32904194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მესტიაში თამარმეფის ძეგლი რომ დადგეს, პირველად ისე გამოიყურებოდა როგორც ბუზი ღვინოში, ახლა მიაშენეს სხვადასხვა ფაკე შენობები და არცთუ შეუსაბამოდ გამოიყურება)))) ერთმანეთს ჰგავს ყველგან ეს ახალი შენობები, გინდა სიღნაღში, გინდა სვანეთში.
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 12:00  #32904714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ფაკო არ ფაკო, საკითხავი აი ეს არის



ფუკა ... boli.gif


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
libero
პირველი კაცი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10153
წევრი No.: 7815
რეგისტრ.: 22-December 04

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 12:21  #32904957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამიკო და ფაქო.


--------------------
ისე ელიტა გვყავს მართლა ლეგენდალური–ტრაკს რომ ხედავენ ეგრევე თავით მიდიან © U-33

ქოცნების გამოჩენის შემდეგ გავხდი ნაცმხარდამჭერი © rusa1960
ნაციონალობა დასამალი არ არის. ეს საამაყოა © armagedonidze
რამდენი მე ნაცები მიკრიტიკებია ამ ფორუმზე © maxo111
არასოდეს გამიმართლებია ნაცები © sulo
toleranti
გარკვეულ ზღვრამდე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3203
წევრი No.: 107222
რეგისტრ.: 23-December 09

გამოგზავნილია: 8 Sep 2012, 12:28  #32905053      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ასლის გაკეთება კი არ არის კრიმინალი, არამედ ასლის დედნად გასაღება.


--------------------
errare humanum est
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 21:47  #33013903      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ა, კიდევ ფეიკი, ავსტრიული თელავი.



არ ჯობია ისევ კიშლაკები დავიბრუნოთ, კომუნისტებამდე რომ გვქონდა? ნაღდი.






................................................


axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2013, 13:18  #37815694      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ერთი კვირის წინ უშგულის ვერანდა-სასადილოში, გვერდით მაგიდაზე სანდომიანი ორი ქართველი ქალი მონდომებით უმტკიცებდა მათსავე სტუმარ ( ალბათ) პოლონელს თუ ებრაელს, მიშამო მცხეთა დისნეილენდს დაამსგავსაო, ძველი ნაღდი ესთეტიკა დაარღვია უხეშადო.
უცხოელი ცოტა გაკვირვებული იყო მასპინძლების ენთუზიაზმით.
და თქვენ, სვეტიცხოველის გარშემო 70 იანი წლების ხიბაკებში, რაიმე ესთეტიკას, ხედავდით?
Xoshgeldi
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16127
წევრი No.: 87774
რეგისტრ.: 30-March 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2013, 13:22  #37815727      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
კიდევ ერთხელ ჩემი რესპექტი კრეატიული სათაურების გამო,


--------------------
Ορθοδοξία ή θάνατος!
Православие или смерть!

Вера.. есть осуществление ожидаемого и уверенность в невидимом!
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2013, 13:29  #37815789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Xoshgeldi
მადლობა

ჯიმი, ხედავ ხოშგელდიმ ხოშგელდიო, ხოდა ნუ დამიხურავ ამ თემას.
borjgali1964
borjgali1964


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14607
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2013, 13:29  #37815792      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
მიშამო მცხეთა დისნეილენდს დაამსგავსაო, ძველი ნაღდი ესთეტიკა დაარღვია უხეშადო.

QUOTE
და თქვენ, სვეტიცხოველის გარშემო 70 იანი წლების ხიბაკებში, რაიმე ესთეტიკას, ხედავდით?
ამ ორს შორის წესით ,,შუა''-ც უნდა არსებობდეს.
მესამე თვალი რომ ეტეოდა, იმას ვგულისხმობ@აგული



--------------------
აღსდექ კუმეო !
თუ თვლი,რომ მარია შარაპოვა უფრო ლამაზია,ვიდრე ვენუს ვილიამსი - რუსეთუმე ხარ
წოსიკა დამიბრუნეთ, თქვე ფარჩაკებო!!@მე
merciamercia
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17136
წევრი No.: 79596
რეგისტრ.: 21-December 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2013, 13:33  #37815823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
facepalm.gif

QUOTE
ერთი კვირის წინ უშგულის ვერანდა-სასადილოში

აშკარად დიდი მარაგი გაქვს ჩამოტანილი, ჩვენც გაგვიყავი ცოტა. givi.gif
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2013, 19:54  #37820088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
borjgali1964
პამპით ჩამოსხმულ ეკლესიებზე რა აზრის ხარ?
იგივე სტუმარს რო ეტყვი, არაა ისტორიული, შარშანწინ აშენდაო.
და მერე როგორ მოთხოვ რომ სამთავისით აღფრთოვანდეს
?


ანუ



ფაკვა მიშამდეა დაწყებული და მასში ერი და ბერი თავფეხიანადაა გადაშვებული.
ბოლო 10 წელია ეკლესიის 444 ტორტი ასლია დამზადებული
ჯიმი ლევი
Judge Dredd


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32993
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 31 Aug 2013, 19:56  #37820136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
აუ რა გიყვარს ეს?!... yawn.gif


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0260 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]