forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პრიორიტეტი თუ შენი არაა, არ გაქვს უფლება შეანელებინო ან გადაახვევინოო
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 04:35  #32931034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პრიორიტეტი

ვისაც მარტვის მოწმობა გაქვთ და თანაც აღებული გაქვთ და არა ნაყიდი, გემახსოვრებათ რომ ქუჩაში მოძრაობის წესები ითვალისწინებს ქუჩაში მოძრავი ობიექტების დაყოფას პრიორიტეტულ და მეორეხარისხოვან მონაწილეებად. 
პრიორიტეტს მოძრავ საშუალებას ანიჭებს არა მანქანის მარკა, ფასი, ზომა ან მძღოლის სისხლში ადრენალინის დონე, ან მძღოლის სოციალური ან თუნდაც აიქიუ სტატუსი, არამედ ის, თუ რომელ გზაზეა სხვა მანქანასთან მიმართებაში:
მაგალითად , პრიორიტეტი ენიჭება მთავარ გზაზრ მოძრავ ზაპოროჟეცს მეორეხარისხოვანი გზიდან შემომავალ ორკა ჯიპთან შედარებით. 
1991 წლიდან 2004 წლამდე ჩვენ საყოფაცხოვრო დონეზე ჩვენი, ქართული პრიორიტეტების სისტემის დანერგვას ვცდილობდით. 
ეს პრიორიტეტები შემდეგნაირი იყო:
პრიორიტეტი ჩემია და არა მისი
თანაბარ პირობებში პრიორიტეტი ჯიპისაა
არათანაბარ პირობებშიც პტიორიტეტი ჯიპისაა
თანაბარ გზაჯვარედინზე პრიორიტეტი იმისაა ვინც უფრო დაიბღვირება და ვის კაიბიჭურ მზერასაც მეტი გაჭრა აქვს, 
მესამე გზა ყველაზე აუჩქარებელისაა, ვინც ჩქარობს გაძვრეს მარჯვნიდან,
 შუქნიშანზე გაჩერება გზაჯვარედინის სიღრმეში შეგიძლია, ქვეითმა გადაირბინოს, მე ყვითელზე ვძრავ, და რაც მოუვა ჩემი ბრალი არ არის. 
თუ საცობი შეგხვდა, გადადი საწინააღმდეგო მხარეს და წინ რომ თავის გზაზე შემხვედრი მანქანა შეგხვდება, გადააგდე მარცხნივ, თუ გადასაგდები ადგილი არ აქვს, ჩაეკვეტე შენს რიგში, რამდენ ჩმორს აჯობებ!

არ ივარგა  მოძრაობის ამ წესებმა, საბოლოოდ  მაინც  დავთმეთ ეთნოგრაფიულ ეროვნული და გლობალურზე გადავედით, უფრო სწორედ, ცივილიზებულზე, რომელიც  ჯერ არ არის გლობალური. და შედეგად ქვეყნების 70%- ში ხეირობს ჟესტიანშიკი, ტრავმატოლოგი, მეკუბოვე და .. მაღალი პათეტიკის დაბალი დონის პოლიტიკოსი. 
ჩვენ გამოვდივართ ამ ქვეყნებიდან, მაგრამ ცალი ფეხი უკან გვრჩება. სწორი პრიორიტეტები ჩვენში ნელა მაგრამ მაინც მყარდება.
გეზი სწორია.  

ქუჩაში მოძრაობის წესია: არაპრიორიტეტულ მონაწილეს არ აქვს უფლება: გადაუჭრას, შეაჩეროს, დაიწყოს ან განაახლოს მოძრაობა, თუკი ეს აიძულებს პრიორიტეტის მქონე მონაწილეს დაამუხრუჭოს შეანელოს ან ხაზი შეიცვალოს. 

სწორედ ამ წესის ასეთმა მკაფიო ფორმულირებამ დამაწერინა ეს პოსტი. 

არავის აქვს უფლება მოძრაობა შეანელებინოს, შეაჩერებინოს ან ტრაექტორია შეაცვლევინოს იმას, ვისიცაა პრიორიტეტული მოძრაობის უფლება.
ქუჩაში მოძრაობის ბევრი წესი კი დავისწავლეთ ამ ბოლო ათწლეულში, მაგრამ აი გზაჯვარედინებისა და პრიორიტეტებისა კი ბევრი ვერაფერი გავიგეთ , არც თეორიული ცოდნა გვაქვს და არც აიქიუ, რომ თვითონ მივხვდეთ ვისია პრიორიტეტი. 

როგორც სარკეში, ქუჩაში მოძრაობაში ირეკლება საზოგადოება და მისი განვიFარების დონე. 

საზკგადოება კი როგორც სარკეში, ისე ირეკლება შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

ანუ ქუჩაში მოძრაობაში ირეკლება პოლიტიკური  ცხოვრება. 

პოლიტიკაში პრიორიტეტული მოძრაობის უფლება აქვს მას ვისაც მეტი ხმა მისცეს და აქვს იმ დროით, რა დროც ეწერა ასარჩევ ვადად. 
პრიორიტეტული მოძრაობის უფლება ჩვენმა საზოგადოებამ არ მისცა ხელისუფლებას. 

უფრო სწორედ მისცა 2007 წლის 2 ნოემბრამდე. 

2 ნოემბერს საზოგადოება ბეემვე დვოიკაზე ამხედრდა და მგზავრებით სავსე ხრამის კიდეზე მოძრავ ავტობუს საქართველოს სახელმწიფოს გადაასწრო, წინ ჩაუხტა და ხრამისკენ უბიძგა. 

მაშინ ავარიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ყველა ბეემვე დვიოკას აქვს უფლება გაასწროს დატვირთულ ავტობუსს, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს უფლება ავტობუსის სამუხრუჭე სევრცეში შევიდეს და დაამუხრუჭოს. ეს უკვე წესების დარღვევა კი არა, საავარიო სიტუაციის შექმნაა. 

საქართველომ გზაზე დარჩენა შეძლო, მაგრამ მისი სვლის ტრაექტორია შეიცვალა. 

და მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ   საქართველოს ტრაექტორია, სიჩქარე, სვლის მიმართულება, გლობალურ ავტობანზე ჩვენს მიმართ სხვა მონაწილეთა პოზიცია   არაერთხელ შეიცვალა ოპოზიციური საზოგადოების მიერ შიდა პოლიტიკურ გზებზე ხელისუფლებისათვის პრიორიტეტული მოძრაობის უფლების არდათმობის გამო.

ბეემვეს მგზავრებმა მისცეს საკუთარ თავს პრიორიტეტი მოეხსნათ და დაენიშვათ შინაგან საქმეთა მინისტრი, დაეწუნებინათ მინისტრების უმრქვლესობა, გაეთავისუფლებინათ რეკეტიორი ექსსპორტსმენები, ბინები მიეცათ ელიტჯგუფისთვის, სახელმწიფოსთვის არ მიეცათ უფლება ექსპლუატაციაში მიეღო ან  არ მიეღო ახალაშენებული სახლი, აეკრძალა სალარო აპარატების ხმარება მოვაჭრეთათვის. დაეფინანსებინა კინოფესტივალი ოქროს არწივი თუ არა. ყველა ბეემვეს მგზავრს, ისევე როგორც ავტობუსისას აქვს უფლება იფიქროს რაც უნდა, მათ შორის შეუძლია იყოს ადმირალი ნელსონი, ნაპოლეონი ან ჟაკლინ კენედი. მაგრამ არცერთ მძღოლს აქვს უფლება კუთვნილი  პრიორიტეტი წაართვას სხვას. ამაშია ვანსხვავება მძღოლისა და მგზავრის პასუხისმგელობებში, მძღოლს ფსოქოს ჩაბარება მოეთხოვება. 
 

მილიონ ადამიანს აქვს უფლება გამოვიდეს საპროტესტოდ და მოითხოვოს კონკრეტული პრობრლემების გადაჭრა, სამ ადამიანსაც აქვს ამის უფლება. მაგრამ ათ ათას ადამიანს არ აქვს უფლება გამოვიდეს, მოითხოვოს სრული ბედნიერება, დაირქვას ხალხი ( მაშინ როცა მხოლოდ ხალხის აწილს წარმოადგენს, რაც დამტკიცდა 2008 წლის იანვრის არჩევნებით)  და დაამხოს ხელისუფლება. 

ბეემვეს შეეძლო ეყვირა, ემიტინგა და გზა განეგრძო კიდევ უფრო წინ, მაგრამ მან ყველაზე უდროო დროს ქვეყნისთვის საშიშ მოსახვევში დაამუხრუჭა - მიშა! მოვედით, დაგამთავრეთ!
აი ეს ერთი ფრაზა განასხვავებს დამრღვევია მძღოლი თუ დამნაშავე. ეს ლიდერების ადრენალინი იყო, ხალხი ( ბეემვეს მგზავრები) იქ იმისთვის არ მისულან რომ მიშა დაემთავრებინათ. 
დამნაშავენი ისინი არიან და არა მომიტინგე ხალხი, რომელიც სანამ მანქანაში ჩაიჯდებოდა წინასწარ ვერ გათვლიდა მძღოლის ყველა ნაბიჯს. 
მაგრამ ლიდერებმა გაბედეს. მათ ფსიქო არ გაუვლიათ, მართვის მოწმობა  იყიდეს.     

 
ამით საერთო ჯამში დაზარალდა საქართველო. 
არც დიქტატურის მომხრე ვარ, არც თქვენთვის სანატრელი  უნიტარული სახელმწიფოს,  დემოკრატია ყველაზე სტაბილურ ფორმად მიმაჩნია , საქართველოსთვის კი ერთადერთ შანსად გახდეს მიმზიდველი ქვეყანა.  სეპარატისტების მიზიდვის უნარის მქონე გზად მიმაჩნია დემოკრატია საქართველოსთვის, მაგრამ დემოკრატიული განვითარების გზას თავისი მკაცრად შემოსაზღვრული წესები- საზღვრები  აქვთ და ეს წესები ასე მკაცრად ისაზღვრება ერთადერთი ფენომენით : მონაწილეთა საერთოზე პასუხისმგებლობით.
ყველა დემოკრატიულ  ქვეყანაში ხალხმა იცის და იცავს პრიორიტეტული მოძრაობის თანმიმდევრობის წესებს, შენ ხოშს გაისწორებ მაშინ, როცა პრიორიტეტული მოძრაობის უფლების მქონეს გაატარებ, არ გაქვს უფლება მას ტრაექტორია შეაცვლევინო. მოიცადე და შენც პრიორიტეტული მოძრაობის უფლების მქონე გახდები.  
 
 არცერთ საკუთარი ადრენალინის დასაწვავად მიმავალი  ავტობუსის წინ ჩამხტარ ბეემვე დვოიკას არ აქვს უფლება უკვე წინმიმავალმა ისეთი მანევრი გააკეთოს რომ ავტობუსის პერსონალური სამუხრუჭე სივრცეში შეძვრეს და ამით ავარიული მანევრის გაკეთრბა აიძულოს ავტობუსს. 
ჩვენთან ეს მოხდა 2007 წლის 2-3-4-5-6-7 ნოემბერს. მაშინ ბეემვე დვოიკამ ძველმა, არცთუ ხარისხიანმა მაგრამ მძღოლის  ადრენალინის წვის შემძლემ საქართველოს ავტობუსს არათუ პრიორიტეტი დაუთმო, არამედ შეგნებული სიბოროტით ხრამში გადაჩეხვა მოუნდომა. 
ალეგორია- ანალოგიით თავი რომ არ შეგაწყონოთ, ახლავე განვმარტავ რას ნიშნავდა ჩემთვის  2007 წელს საქართველოს ხრამში გადაჩეხვა:
-ზედიზედ მესამე პრეზიდენტის დამხობა
-ხელისუფლების სათავეში არარანჟირებული ყველა მინუს ერთი ( ანუ ყველა პოლიტიკური ძალა მინუს სააკაშვილი/ნაციონალები) პოლიტსპექტრის მოსვლა
- ახალი ხელისუფლების სახელი - ეროვნული კონგრესი თუ  რაღაც ასეთი რაც დაირქვეს ( ანალოგია 1990 თუ 89)
- პერსონალურად ცუდი ადამიანებისთვის 99% ალბათობა, რომ გამხდარიყვნენ საქართველოს სახე და სახელი ( გვყავდა ხომ უკვე კოტოვანი და ჯაბა, აღარ გვეყო?)
-რუსეთის მიერ სეპარატისტების აღზევება გაძლერების მზარდი ტალღის ( რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად დარიგება, რუსების სამხედრო აქტივობები/მშენებლობები, კოსოვოს საწინააღმდეგო მუქარა ეტქ.) სრულიად უკონტროლოდ დატოვება ვიშვიშის დონეზე - სხვას ვერაფერს შეძლებდა 2007 წელს მოსული კონგრესი, ერთმანეთსშორის ჩხუბი უფრო პრიორიტეტული და პირადი ღირსების საკითხი  იქნებოდა მათთვის.
-მსოფლიო საბოლოოდ ჩაიქნევდა ხელს ამ ყველასგან  განსხავებული ჯიშის ხალხზე და შერცხვებოდა რომ ამჩატდა და ამ ბოროტი ტუზემცებისთვის კარგი სიტყვები,  გეგმები და იმედები  გაიმეტა. 
- საყოფაცხობრებო დონეზე წესრიგს კვლავ ჩაანაცვლებდა სიალალე. სიალალის საზომი კი ადრენალინი იქნებოდა და არა აიქიუ ან დაწერილი წესი. მოკლედ,  დაბრუნდებოდა 90 წლების დასაწყისის ანარქია და მისი ზედნაშენი  კრიმინალთა ეთნოგრაფიული წესრიგი.
- ინვესტიცია, ტურისტი ერთბაშად მოისხიპებოდა და კვლავ მსოფლიო ბანკუს ტრანშებს დაველოდებოდით, რომელთაც აბვილად აითვისებდნენ სამინისტროები, გზებზე, დენზე, ფასადებზე  და შადრევნებზე აღარც ვიოცნებებდით.   


და მთავარი, რაც უდაოდ ტრაკში გადაგვისვრიდა და სამართლიანადაც. 
ეს არის ახალი მთავრობის/ხელისუფლების მოწინააღმდეგე ხალხის ოდენობა.
2008 წლის არჩევნებში მიშამ მილიონნახევარი ხმა მიიღო, 2007 წლის ნოემბრის ბეემვე დვოიკას მიერ გზის ჩაჭრა და მას მოყოლილი ძლიერი სირენა, მუხრუჭი ჯაყჯაყი, ფარების მსხვრევა რომ არა, მიშას ხმას  მილიონნახევარზე გაცილებით მეტი მისცემდა. მგზავრებმა უკანა რიგებში ამ დისკომფორტის მიზეზი ვერ გაიგეს ან ვერ დაიჯერეს რომ ვინმე შეიძლებოდა ასეთი ბოროტი და თავხედი ყოფილიყო,  როგორც ის ბეემვე დვოიკის მძღოლი, და ავტობუსის მძღოლს გაებუტნენ. 
ეგ ხალხიც გაამართლებდა მიშას კონგრესის მმართველობის პირობებში. და თავშიც შემოიკრავდა ხელს საკუთარი ხბოს გულჩვილობის გამო 2007 წლის ნოემბერში.  
როგორი იქნებოდა ცხოვრება როცა 2 მილიონი ადამიანი თავს მოტყუებულად და თავზა დაჯმულად ცხოვრობს? 
კი, გვიცხოვრია მაგ რეჟიმში, პირველი არ არის. არ გეცნოთ? ყველა ბოროტია, ყველა წესს არღვევს, პლიაჟზე ბოთლებს ამტვრევენ, ღამე ავტომატებს აკაკანებენ, საძმოები ტერიტორიებს საზღვრავენ და რაც მთავარია - არავინ უხდის სახელმწიფოს ფულს.

გამსახურდიას 1991წელს  1000 კაცი იცავდა, 1991 წლის შემდეგ ნახევარი საქართველო, და ამ გადაქაჩვამ კიდევ 4 წელი გასტანა მას შემდეგ რაც პუტჩისტებმა მოგება იზეიმეს. 
რა გზით წავიდოდა ის 2 მილიონი გაბრაზებული და უკმაყოფილო მიშას გაგდების შემთხვევაში? 
კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა თოკის გადაქაჩვა, კავკასიური ცარცის წრიდან ხელისუფლის ტახტის გადათრევა? 
მიშა გაცილებით ეფექტურ და ცივილურ ბრძოლას შეძლებდა ვიდრე ზვიადმა შეძლო, და რა. ისევ დაბრუნდებოდა, მერე ისევ გადააგდებდნენ ან მოკლავდნენ და ასე მივიღებდით ბოლივია პერუ პარაგვაის, იღონდ 50 წლის წინანდელს. და ის ქვეყნები ერთმანეთს მაინც არ ეომებიან, ინდივიდუალურად იკრუნჩხებიან, ყველა ესპანურძირიანი ნათესავია და მსოფლიო ლობი ჰყავთ დედა ესპანეთი და ვატიკანი. 
ჩვენ? ჩვენ რა მოგვივიდოდა ამ კრუნჩხვების გახანგრძლივების შემთხვევაში? თუნდაც ერთი, კომპასის ნებისმიერი გრადუსით გაიხედეთ თბილისიდან  საქართველოს საზღვრებისკენ და წარმოიდგინეთ. 
2007 წლის 7 ნოემბერმა ეს სცენარი დაასრულა. "მოვედით, დაგამთავრეთ" ბეემვე დვოიკას ოცნებად დაურჩა. 
აი სწორედ ეს ორი სიტყვა იყო პრიორიტეტული მოძრაობის უფლების არდათმობა, მეტიც - საავარიო სიტუაციის შექმნა.  
საავარიო მანევრი  მოჰყვა ამ ორ სიტყვას. გაესწრო, ეაცკავა, ეთავხედა ოღონდ ისე, რომ შეჯახების იძულება არ მოეხდინა იმ ბეემვე დვოიკას, არავის ემახსოვრებოდა მწარედ არც 2 ნოემბერ და არც 7. მაგრამ ახლა გვახსოვს, თანაც სამწუხაროდ 7 მეტად ვიდრე 2,3,4,5,6 
არაუშავს. რომ არ მომხდსრიყო შვიდი გვემახსოვრებოდა 8,9,10,11 ან12. ოღონდ როგორ არ ვიცი. შეიძლება ახალი რევოლუციის დღედ " გვეზეიმა" ვთქვათ 11 ნოემბერი - ტირანის გაგდება და .. სვორას დაბრუნება. 
ეს ორი სიტყვა " მოვედით დაგამთავრეთ" მაშინ კეისარის შეთქმული მოღალატეების წინასწარი შეთანხმების მსგავსად - ყველას დაერტყა ერთხელ მაინც დანა,რომ მერე ერთნაირ შარში ყოფილიყვმენ და უკან გზა მოეჭრათ საკუთარი თავისთვის, ეს ფრაზა მაშინ ნოემბერში ყველა ლიდერმა თქვა, თვით ემანსიპირებულმა და უზადად მეტყველმა მდედრმა თინა ხიდაშელმაც კი. 
ჩვენმა ავტობუსმა ტრაექტორია შეცვალა, სირენა ააჭყვიტინა, მკვეთრად დაამუხრუჭა, წინ დატორმუზებულ ბეემვეს შეეჯახა  ხრამში არ გადავარდა. გზაზე დარჩა, მაგრამ მოუწია უდროოდ გაჩერება. 
ვინაიდან გულჩვილი მგზავრები და შორსმყოფი მსოფლიო სიტუაციაში ვერ გაერკვა, ავტობუსის მძღოლი დათანხმდა, მართალის გამოსავლენად ორივეს თავიდან ჩაებარებინა მანქანის  ტარების გამოცდა .2008 წლის იანვარში   ეს გამოცდაც ავტობუსის მძღოლმა დიდი უპირატესობით მოუგო ბეემვე დვოიკას ყველა მძღოლს სათითაოდ და ყველას ერთად აღებულს ( არჩევნების დარღვევების ფრიალით ბეემვეს გაერთიანებულმა მძღოლმა გააპროტესტა - ყველასთვის ერთად არ მოგიგიაო, სათითაოდ მიშას მოგებაზე არც შეეძლოთ ოცნება, თვალსაჩინო ციფრების მიუხედავად ბეემვემ ჭინჭყლიბა განაგრძო, და ახლაც აგრძელებს). მაგრამ ამასობაში ხალხმა გაიცნო ეგ უპირობოდ ყველაფერზე ჭინჭყლი პუბლიკა და მათი ხმაური გულს აღარ უჩუყებს. ავტობუსმა გზა განაგრძო მართალია დაგვიანებით, დანგრეული ანფასით, ჩატეხილი ფარით, პარპრიზზე ტალახით, შელახული ავტორიტეტით მაგრამ მაინც გზა და არა ხრამი. 


დღეს ავტობუსისთვის პრიორიტეტის არდათმობა კიდევ ერთმა სუბიექტმა დააანონსა - ქართულმა ოცნებამ. 
- ჩვენ არჩევნებს არ ვცნობთ, თუ ჩვენ არ მივიღეთ ხმათა ის რაოდენობა რომელიც თქვენ დაგამთავრებთ. თუ ნაკლები ხმა მივიღეთ, ესეიგი არჩევნები გაყალბებულია და ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენს დასამთავრებლად ქუჩაში.

გუშინ წულუკიანმა, ოცნებაში ალბათ ყველაზე მაღალი აიქიუს მქონე და ბიოგრაფიითაც პატივსაცემმა  ოცნებელმა,  მიუხედავად დიქტორის 4 ჯერადი ჩაკითხვისა, ცნობთ თუ არა არჩევნებს შემდგარად, თუკი მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცნობსო, ოთხჯერვე მოახერხა პასუხში არ ეხსენებინა ევროკავშირის მიერ არჩევნების აღიარების ვარიანტი, სამაგიეროდ ოთხჯერვე გაიმეორა, რომ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, შედგა თუ არა არჩევნები. ისევ 10000 გინდაც 50000 უნდა დაირქვას ქართველი ხალხი და გადაწყვიტოს, ვინ უნდა მეფედ. 
ადრე დანვითარებული ადამიანები ჩამოვთვალე პოლიტიკაში და ეგ ქალიც განვითარებულებს მივათვალე. ეტყობა ვერ შეინარჩუნებს ჩემს პატივისცემას, სტასბურგში ნამუშევარ დიპლომატებშიც  თუ ჭრიდა ასავალდასავალი აღ მეგონა. 
წულუკიანმა  ჩვენი ავტობუსისთვის შემდეგი ჩაჭრისა და დასტოპების სცენარი გაგვაცნო. ოღონდ    
ეს ბეემვე დვოიკა აღარაა, ჰამერია, სერიით ესვედე, ის ღირებულებით და ზოგიერთი  ტექნიკური მონაცემით ავტობუსს აღემატება, შემადგენლობა კი იგივე ჰყავს რაც 2007- ში. უფრო სწორედ მეტი რაღაა, მოხერხება არ უნდა და -  უარესი.   
" მიშა შენი დედის ტრაკი #####ან! მოვედით და დაგამთავრეთ!"
!?
?

ვნახოთ.

პრიორიტეტი მისია ვისაც მეტი ხალხი მისცემს ხმას.
შენია პრიორიტეტი თუ ჩემი გვეტყვის არჩევნები, გვეტყვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. 

 გაწყობს? გაიხარე. 
არ გაწყობს? გაიხარე და გაუძელი. 
არ გაწყობს და იმიტინგებ? ჩათვალე რომ მინიმუმ არ მიყვარხარ და ჩემი შვილებისთვის საფრთხედ მიგიჩნევ.
არ გაწყობს და იბრძოლებ? შეგებრძოლები. 
როგორ? 
როგორც შემეძლება.
შენ მოიგებ არჩევნებს? 
არ შეგებრძოლები, არ მეყვარებით ყველა ერთად, მაგრამ არ შეგებრძოლებით. 

მოგწონთ ეს რასკლადი? 
დაწერეთ ვინ რას აპირებთ. 

პ. ს. არცერთი თქვენთაგანის გაცნობას არ ვაპირებ, მაგ ქალის ლაპარაკის შემდეგ  სენტიმენტები აღარ მაქვს. 

ან თქვით რომ დებილობა თქვა.                       


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
The13thFloor
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21945
წევრი No.: 25980
რეგისტრ.: 22-November 06

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 04:44  #32931050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი მამალი ფელეტონია biggrin.gif საბოლოო პრიორიტეტი მიკიმაუსის მასკებიანი სპეცრაზმელების იქნება ისე ჩანს
FuckTheWorld
შევეცი სამყაროს :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2373
წევრი No.: 144235
რეგისტრ.: 12-March 12

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 04:49  #32931054      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
საბოლოო პრიორიტეტი მიკიმაუსის მასკებიანი სპეცრაზმელების იქნება ისე ჩანს

ეგენი მოხუცებთან და ბავშვებთან, თანაც უიარაღოებთან არიან მაგრები, თორემ შეიარაღებული 11 ქისტიც კი 3 კაცს უკლავს, და რისი თავი ექნებათ, როცა ათასობით და მეტი შეიარაღებული მეომარი გამოვა გაყალბებული არჩევნების მერე


--------------------
თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე (ლუკა 14.26). ძმაკაცები კი მიჩმახებენ, რატომ ხარ ათეისტიო :)
pattern
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6036
წევრი No.: 116161
რეგისტრ.: 27-May 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 05:10  #32931066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
FuckTheWorld

QUOTE
ეგენი მოხუცებთან და ბავშვებთან, თანაც უიარაღოებთან არიან მაგრები

biggrin.gif


--------------------
მოვედი. აქ ვართ.
chukius
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9932
წევრი No.: 133210
რეგისტრ.: 1-July 11

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 05:24  #32931076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FuckTheWorld
QUOTE
ათასობით და მეტი შეიარაღებული მეომარი გამოვა გაყალბებული არჩევნების მერე

yes.gif
იგოეთს გამოვცდითო მოიწერეს.
dd69
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9505
წევრი No.: 929
რეგისტრ.: 13-May 02

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 14:36  #32934977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იგოეთს გამოვცდითო მოიწერეს.



ხომ იციან სად უნდა გადაუხვიონ?
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 19:57  #32939715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ქუჩაში მოძრაობის წესია: არაპრიორიტეტულ მონაწილეს არ აქვს უფლება: გადაუჭრას, შეაჩეროს, დაიწყოს ან განაახლოს მოძრაობა, თუკი ეს აიძულებს პრიორიტეტის მქონე მონაწილეს დაამუხრუჭოს შეანელოს ან ხაზი შეიცვალოს. 

სწორედ ამ წესის ასეთმა მკაფიო ფორმულირებამ დამაწერინა ეს პოსტი. 



QUOTE
პრიორიტეტი მისია ვისაც მეტი ხალხი მისცემს ხმას.
შენია პრიორიტეტი თუ ჩემი გვეტყვის არჩევნები, გვეტყვის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები. 



რაცხა ძაან დიდი იყო არა, ბოდიში, ბოდიში.


ალალბედზე არჩეულ თითო აბზაცზე მიკომენტეთ, ა ლა ფურშეტ.
Dr.Evil
შაუბრალებელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2053
წევრი No.: 102627
რეგისტრ.: 18-October 09

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 20:08  #32939862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia

ნამდვილი ეზოპე ხარsmile.gif მარა "დვოიკა" BMW (მე-2 სერიის) ბუნებაში არ არსებობს.

ასეთ წარწერა არ შეგიმჩნევია სარკეზე? სადმე შეგეძლო ჩაგერთო მახვილგონივრულად.



მიმაგრებული სურათი
Rear_view_mirror_caption.jpg


--------------------
Never underestimate the power of stupid people in large groups.
Civilian
Big Brother


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4573
წევრი No.: 111494
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 20:09  #32939873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE
Super Mishist

სგ


--------------------
Operation Unthinkable
kalebind
La fõsa comün


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12591
წევრი No.: 7146
რეგისტრ.: 7-November 04

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 20:10  #32939879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
კაი მამალი ფელეტონია  საბოლოო პრიორიტეტი მიკიმაუსის მასკებიანი სპეცრაზმელების იქნება ისე ჩანს

მეც თითქმის მზადა მაქვს დიალექტიკური მეტაფიზიკის სრული ტრანსცენდენტურობის გააზრების მსაზღვრელ ხილულ ერთგვაროვნებაზე დამყარებული ლურსმნებიანი ხელკეტები და დანები. მსოფლმხედველობრივი იდენტობის გათავისების ზოგადი მახასიათებლების გადმოსახედიდან კარგად რომ მოიქნევს კაცი.

This post has been edited by kalebind on 10 Sep 2012, 20:13


--------------------
ბონი და კლაიდი

ილფი და პეტროვი

ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი

მსაჯები და ლეგია ვარშავა

Fed
ცივი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4680
წევრი No.: 122287
რეგისტრ.: 9-October 10

გამოგზავნილია: 10 Sep 2012, 20:25  #32940083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
5 პროცენტი წაიკითხავს ამას ბოლომდე, შეიძლება არც. არადა მაგარი თემაა

+1
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 13 Sep 2012, 11:37  #32976846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Fed
QUOTE
5 პროცენტი წაიკითხავს ამას ბოლომდე, შეიძლება არც. არადა მაგარი თემაა

+1


იყო საწყალი, მოკვდა.


kalebind
QUOTE
მეც თითქმის მზადა მაქვს დიალექტიკური მეტაფიზიკის სრული ტრანსცენდენტურობის გააზრების მსაზღვრელ ხილულ ერთგვაროვნებაზე დამყარებული ლურსმნებიანი ხელკეტები და დანები. მსოფლმხედველობრივი იდენტობის გათავისების ზოგადი მახასიათებლების გადმოსახედიდან კარგად რომ მოიქნევს კაცი.

ე, ზუსტად შენხელა წინადადებების დაწერის უნარის მქონეთათვის დავწერე, მარა, რათ გინდა, ლურსმნებიანი ხელკეტიო, ნუ იჩალიჩებ, რომელი საუკუნეა, პირდაპირ აკაემს დაგახვედრებენ სადარბაზოში, ოღონდ შენ მოინდომე.
( თბილისში იარაღი რომ მოინდომო ვეღარ იყიდი ( იმდენი შეიძინა ხალხმა)) ბ. პატარკაციშვილი.
The Good
რუსოფილების მოძულე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8099
წევრი No.: 51438
რეგისტრ.: 14-January 08

გამოგზავნილია: 13 Sep 2012, 12:31  #32977575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
გაწყობს? გაიხარე.
არ გაწყობს? გაიხარე და გაუძელი.
არ გაწყობს და იმიტინგებ? ჩათვალე რომ მინიმუმ არ მიყვარხარ და ჩემი შვილებისთვის საფრთხედ მიგიჩნევ.
არ გაწყობს და იბრძოლებ? შეგებრძოლები.
როგორ?
როგორც შემეძლება.
შენ მოიგებ არჩევნებს?
არ შეგებრძოლები, არ მეყვარებით ყველა ერთად, მაგრამ არ შეგებრძოლებით.


მანდა ვარ.


--------------------
ქოცი - განვითარების უმდაბლესი საფეხური.
Gianni
Allahu Akbar الله أكبر الله اكبر


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11922
წევრი No.: 19839
რეგისტრ.: 21-May 06

გამოგზავნილია: 13 Sep 2012, 12:44  #32977794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ვისაც მარტვის მოწმობა გაქვთ

აქედან პირდაპირ ამაზე
QUOTE
" მიშა შენი დედის ტრაკი #####ან! მოვედით და დაგამთავრეთ!"

გადასულიყავი რაღას წვალობდი? smile.gif)))


--------------------

Gianni ანუ ჯანი!
vaho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9581
წევრი No.: 17198
რეგისტრ.: 14-February 06

გამოგზავნილია: 13 Sep 2012, 13:00  #32978034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაი ბატონო, გამოვყვები მაგ ავტობუსს, ბილეთსაც ავიღებ და ფანჯარასთანაც სხვას დავუთმობ ადგილს, მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ 1977 წლის დროინდელ ლენინის მოედანზე არ ამოვყოფ თავს?

მითუმეტეს, რომ ჩანს უკვე ფანჯარაში ბრეჟნევის პლაკატები ყოველ კედელზე,
ოღონდ რატომღაც ვრემია იწყება ერთი საათით ადრე. ადრე 22.00 - ზე იწყებოდა, თუ სწორად მახსოვს...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.4536 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]