forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ომში სამხედრო
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 11:50  #33006315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პარდონ, სათაური ვერ დავწერე თაჩსქრინის გადამკიდე.

იყოს უსათაურო, ან შეუსაბამოსათაურიანი.

მოცლილებისთვის + ინტრიგაა.
მაშ ასე-





ჯარში წესია

თუ მეთაურობა მოკვდა, ხელმძღვანელობა ავტომატურად გადადის ქირურგზე, თუ ქირურგი მოკვდა- რეანიმატოლოგზე/ ანესთეზიოლოგზე,

იერარქიის ეს თანმიმდევრობა როგორც ქუჩაში მოძრაობის წესები - სისხლითაა დაწერილი. 
რა ლოგიკითაა?
ვინ გამოიცნობს? 


რატომ არის აპრიორ ქირურგი უკეთესი მეთაური ვიდრე ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი? 

იქნებ საქმე პიროვნულ ხასიათობრივ დეტერმინირებულობაშია? 
ის ადამიანი ირჩევს ქირურგიას საკუთარ პროფესიად, ვისაც ლიდერობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და სწრაფი მოქმედება შეუზლია, ვინც პასუხისმგებლობია საკუთარ თავზე აღებას არ უფრთხის. 

თუმცა ას იერარქია ისეთ დროს შემოიღეს, როცა რეანიმატოლოგის ფუნქცია მარტივი იყო, ინფუზია, ხელოვნური სუნთქვა და ეთერის დაწვეთება ბადისებრ მეტალის ნიღაბზე დაფენილ დოლბანდზე. 

მას შემდეგ რეანიმატოლოგია როგორც მეცნიერება და როგორც დისციპლინა შორს წავიდა, ხშირ შემთხვევაში ქირურგიული ოპერაციის ალტერნატივაც გახდა.


დავტოვოთ ქირურგი და ანესთეზიოლოგი თავიანთ დაჭრილებთან და ვუსურვოთ, რომ მეთაურობა არასდროს მოუწიოთ

ახლა სხვაგან წავიდეთ.

თუკი პროფესიის არჩევანი  შეიძლება  ომში მეთაურობის უნარად შეფასდეს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ საკუთარ ბედზე, ვის ვირჩევთ მეთაურად. 


იურისტს? 
ექიმს?
ქირურგს? 
ალერგოლოგს?
რევმატოლოგს?
კურორტოლოგს? 
მეწარმეს? 
პოლიტიკოსს? 
თეოლოგს?
ქიმიკოსს?
ფიზიკოსს?
ასტრონომს?
ეკონომისტს?
დიპლომატს? 



ამ ჩამოთვლოლთაგან ერთი არაა პროფესია - პოლიტიკოსი. 

პოლიტიკოსი ადამიანია, რომელიც თავის უნარებს გარემოს შეცვლის მასშტაბის უნარად მიიჩნევს, პოლიტიკოსობა ამბიციურობაა, ლიდერობაა, ოპტიმისტობაა, აზარტულობაა, სიჯიუტეა.. მაგრამ ეს ხომ ყველა პროფესიაში წარმატებულობის გზაა.  ხოლო პოლიტიკოსისათვის აუცილებლობაა, მინიმალური ნაკრებია, საბაზისო უნარია. 

მაგრამ, განუვითარებელ და გამვითარებად სოციუმებში შეგიძლია გერქვას პოლიტიკოსი, თუკი ყველა ამ უნარს არ ფლობ. მშვიდი მეტყველება და კონფორმიზმი სრულიად საკმარისია პროფესიად პოლიტიკოსობა აირჩიო და მინიმუმ დეპუტატი გახდე, ან იქნებ კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის ხელმძღვანელი ან სულაც პარლამენტის სპიკერ- ვიცესპიკერი. 
ასეთი ადამიანი წარმატწბული იქნება პოლპოტთანაც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, წითლებთანაც და ფაშისტებთანაც, დღესაც არ შეეშლება ხელი საქართველოს ტელეეკრანებზე ხშირად იციმციმოს და სისტემატიურად გვმოძღვროს. 
რატომაც არა, ადვილია. 

მაგრამ ასეთი პროფესიით პოლიტიკოსი ვერასდროს ვერაფერს შეცვლის. 
ის მხოლოდ მის ალტერნატიულ პროფესიას შეიცვლის უკეთესი პროფესიით. 


ყველას თუ არა, ძალიან ბევრს აქვს ამბიცია, რომ მედიცინა ესმის, იმ დონეზე მაინც, რომ  ფლიდმა ექიმმა ვერ მოატყუოს, ყველას აქვს ამბიცია, რომ პოლიტიკა ესმის, მინიმუმ მას ვერ მოატყუებენ პოლიტიკოსები. 
ყველა თვლის, რომ ის უფრო ჭკვიანია ვიდრე ის პოლიტიკოსი, რომელიც ტელევიზორში პაკლონებს ღებულობს. 
ზოგჯერ ამ ადამიანებს უჩნდებათ შანსი, რომ პოლიტიკოსები მიაჩმოაჩოჩონ და თავისი ნიშა პოლიტიკაში იპოვნონ, გვყოლია მხატვრები, კბილის ტექნიკოსები, ოპერის მომღერლები, ფეხბურთელები, ოფიცრები, პოლიციელები, ენათმეცნიერები და მსახიობები პოლიტიკოსებად. 
ვერცერთი მათგანი პოლიტიკოსი ვერ დადგა, მაგრამ პოლიტიკოსად კი წარმატებით ( თავისი კარიერის თვალსაზრისით) იმუშავეს. 
ასე მაგალითად, ქიმიკოსი სიგუა, მხატვარი კიტოვანი და დრამატურგი ჯაბა იოსრლიანი ათეული წელი იყვნენ ქვეყნის სათავეში, მაგრამ ყველლა შეცდომა დაუშვეს, სადაც დილემაში ცუდსა და უარესს შორის ცუდი უნდა აერჩიათ და  რასაც პოლიტიკოსი თავს გაართმევდა მათ ადგილას. 

შევარდნაძე ფერშალი კი იყო ოდესღაც, მაგრამ საქართველოში მოსკოვიდან დაბრუნებისას მსოფლიო ცნობადობის და აღიარების პოლიტიკოსი იყო. 
იმ რთულ სიტუავიაში, რომელშიც მაშინ საქართველო იყო, მან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, ცუდსა და უარესს შორის აირჩია უარესი. 
რთულ სიტუაციაში პოლიტიკოსმაც კი ვერ გაარატვა თავი საქმეს, პოლიტიკოსობამ მას მიანიჭა უნარი შეენარჩუნებინა ტახტი გარემომცველ პოპიტერთეულებზე ბალანსირების მეშვეობით, ქვეყნის სტრატეგიული ან თუნდაც ტაქტიკური ამოცანები ვერ გადაწყვიტა.
ის ამ საკითხში ფერშალი აღმოჩნდა. 

მან ვერ შეცვალა  მოზარდობაში პროფესიის არჩევისას გამოვლენილი საკუთარი ფსიქოლოგიური ავტოპორტრეტი.

შევარდნაძის 30 წლიანი პოლიტიკოსის სტაჟი არ აღმოჩნდა საკმარისი  წარმატებისათვის. 
მისი თითქმის კოლეგა, ბეითალი ( ვეტერინარი) სერგო ორჯონიკიძე საქართველოს მეთაურად რუსეთის მეთერთმეტე არმიის შემოძღოლამ გახადა, ეს მაშინ, როცა პეტერბურგში დუმაში ქართველი პოლიტიკოსები სერიოზულ ანგარიშგასაწევ და მრავალრიცხოვან  ძალას წარმოადგენდა.

ვეფხვი, რომელიც სინამდვილეში კეთილი ჯადოქრის მიერ ვეფხვადქცეული თაგვია, შიშისგან ცხრა მთას გადაევლება როცა კატის ჩხავილს მოისმენს. 

და პირიქით, ბუნჩულა და კრუტუნა ლომი, თავისი ფისოსებრი მზერის მიუხედავად მთაცებელია, რომელიც ანტილოპის ხორცის ჭამას ჯერ კიდევ მაშინ იწყებს, როცა ანტილოპა ჯერ კიდევ ცოცხალია. 

ანუ  ბუნება ჩანს ცხოველის ჯიშში და არა გარეგნობაში
ბუნება ჩანს ადამიანის პროფესიულ არჩევანში და არა კარიერაში.  


დღეს საქართველო ისევ დუღს, ეს დუღილი იმ ციკლების პიკებს ჰგავს, როდესაც 1921 წელს რუსეთი უფრო პოპულარული აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთთან შებრძოლება და დამოუკიდებლობის დაცვა, ანდა 1991 წელს, როდესაც აჯანყებულთ ქართველთა ოცნება ცუდი პრეზიდენტის გაგდება იყო და არა რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლა. 

დღესაც ვოცნებობთ, დღესაც როგორც 1921 სა და 1991- ში, მიგვაჩნია, რომ გაბრწყინებული და  თავდახრილი ვასალებით გარშემორტყმული საქართველო გვეკუთვნის, და ის აუცილებლად მოვა, საკმარისია მხოლოდ რომ ცუდი ხელისუფალი მოვიცილოთ. 

დღევანდელ პოლიტიკურ ოცნებასაც ერთი კაცის გაგდება აქვს გაცხადებულ მიზნად. 

რას გააკეთებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ? 
რა უნდათ?
რაზე დაეთუთქებათ გული? 
რას არ დაუშვებენ არაფრით?
რას შესწირავენ მოვლენათა  მშვიდი დინების კომფორტს? 
რა იდეალი უღირთ რეიტინგის რყევად?
სააკაშვილი რომ არ ეყოლებათ სამიზნე, მერე რას შეებრძოლებიან, თუ შეებრძოლებიან საერთოდ? 



არრრავინ არ იცის. 
არც თვითონ იციან, იმიტომ რომ იქნებ სულაც არა აქვთ, ან ვისაც აქვს, მიუწვდება კი ხელი გადაწყვეტილების მიღებაზე? 

ივანიშვილმა უგვირგვინო მეფის სტატუსი აირჩია - ორი წლუს შემდეგ ჩემს მოყვანილ  მთავრობას ჩავუდგები ოპოზიციაშიო. 
მშვენიერი გეგმაა, სააკაშვილის მოცილება და ნული პასუხისმგებლობა.    


ყველა ქვეყნის შეიარაღებულ ჯარს  ხელმძღვანელობს სტრუქტურა რომელსაც " თავდაცვის სამინისტრო"  ქვია. თავდაცვის და არა თავდასხმის. 
რუსეთსაც, რომელმაც 27 ქვეყანაში აწარმოა თავდასხმითი ომი " თავდაცვის სამინისტრო" აქვს, ნაპოლეონსა და ჰიტლერსაც რომ სცოდნოდათ უყოყმანოდ დაარქმევდნენ თავის ჯარს თავდაცვის ჯარს. 
არის რაღაც კლიშეები, რომლებიც იმდენად მომგებიანია, რომ უნივერსალური ხდება, გლობალურად გავრცელდა და სამუდამოდ დამკვიდრდა  - შენი ქვეყანა თავს იცავს. 
ავღანეთშიც, ანგოლაშიც, უნგრეთშიც სსრკს და საქართველოDი რუსეთის ტანკები ვიღაცას იცავდა, თავს იცავდა, თანამოქალაქეს იცავდა, სოციალისტურ იდეალებს იცავდა, იცავდა და არა ესხმოდა. 
სხვის ტერიტორიაზეც, სხვა კონტინენტზეც თავს იცავდა. 
ჩვენ კი აღმოვაჩინეთ, რომ თავდამსხმელები ვართ, საკუთარ მიწაზეც თავდამსხმელები ვართ, და ეს აღმოჩენა დღეს აღარ არის სამზარეულოში ან ყვითელ პრესაში, დღეს ის პოლიტიკოსის პირით ითქმება. 
მისი ქვეყნის თავდასხმის სამინისტრომ დაგეგმა თავდასხმა და თავს დაესხა კიდევაც მძინარე ქალაქს.  


შევარდნაძე დიდი მასშტაბით, ისტორიის მასშტაბით ფერშალი დარჩა. 

ვინ იქნება ივანიშვილი პოლიტიკაში? 

რა აირჩია მან პროფესიად და რა მიიღო 20 წლიანი სტაჟის გამოცდილებად? 


მილიარდერი რა უნარების წყალობით გახდა? 

როცა 50 მილიონი იშოვა, კიდევ რა უნარმა შეაძლებინა ეშოვა 100 ჯერ მეტი კიდევ? 

50 მილიონის მქონეს დანარჩენი 5 მილიარდი დაუღალავი ფუსფუსით მოუვიდა თუ დაუღალავი ოღონდ ნადირობით? 
რას უშვებოდა ამ ფულის ძველ პატრონებს? 
რას ფიქრობდა  იმ ფულის პატრონებზე, რომელთა დაპატრონების შანსსაც  ბიზნეს კანონები აძლევდნენ. 
და როგორია ეს მილიარდებიანი მასშტაბის ბიზნეს კანონები? არის ის ბირჟაზე ჰალსტუკიანი თამაში?
იქნებ ვატერპოლოა ბინძურ აუზში, სადაც გაღიმებულმა უნდა უთავაზო მძლავრი წიხლი მზის წნულში, ოღონდ სათნო, თანამგრძნობი გარეგნობის ნიღბით? 
იქნებ მხოლოდ სუდოკუა მილიარდების შოვნა, მშვიდი თევზაობა როცა ყველა კეთილია და მისთვის ყველას ემეტება თავისი შთამომავლობისთვის გამზადებული ბიზნესი. 

ყველაზე სუფთა ფული, ანუ ინტელექტუალური პროდუქტის შექმნით  და მის გაყიდვით მიღებული ბევრი  ფული ბილ გეიტსმა იშოვა. 
მასაც არ რგებია  წინაპრებისგან ნიკელის ან ნავთობის საბადოები, და ის ათეულ მილიარდებზე ავიდა. და რამდწნად სუფთა დარჩა ბილი გეიტსის ინტელექტუალერი სუფთა ფული? 
ვერ დარჩა. 
იმიტომ რომ ბილი ცდუნებას აჰყვა, მეტ მოგებას დახარბდა, მსოფლიო ბაზრის კონკურწნტი მოთამაშეები იღლიაში მოიგდო მარწუხით და ვატერპოლოს მღვრიე წყალში ჩაახრჩო. 
დაახრჩო წინამორბედები, დაახრჩო პარტნიორები, შეისყიდა კონკურენტები. 
მოიპარა იდეები, მიაფურთხა ხალხს, ვისი მადლობელიც უნდა ყოფილიყო. 
ბილ გეიტს 5 სასამართლოს განმავლობაში იცავდნენ ყველაზე ძვირადღირებული ადვოკატები, და კარგადაც იცავდნენ, რადგანაც  ამდენი ეტაპი დასჭირდა ანტიმონოპოლური კანონის ამოქმედებას მის წინააღმდეგ, ის კანონზე მაღლა იდგა. 

და თუ ბილი გეიტსმა ვერ მოახერხა მტაცებლობის გარეშე მილიარდერობა, მოახერხა თუ არა მტეცებლობის გარეშე მილიარდების დაგროვება რუსეთში მოღვაწე  ბლიჟნეე ზარუბეჟიელმა როცა ბიზნესის ობიექტად მატუშკა რასიას საუკუნოვანი წიაღისეულის გაყიდვა აირჩია? 
ვინ დაუფინა ფიანდაზები და ვინ ჩაიჩოჩა, მობრძანდი, შენღა გვაკლდი სვავების ხორუმშიო. 
მე მგონია რომ არც არავინ. 
ივანიშვილი ხიშნიკია და გაცილებით ძლიერი, ვიდრე ბილ გეიტსი. 

მას ხომ საკუთარი დაწერილი ელექტრონული წიგნები სიდიები არ აქვს გასაყიდი, ის უნივერსალური მონადირეა, ტახზე, შურთხზე, კურდღელზე და კალმახზე ერთდროულად ნადირობს, ვატერპოლპს მღვრიე წყალში კონკურენტებს გაღიმებული უთავაზებს მაიგერს, მისთვის საკუთარი მიწის წიაღისრული უნდა ემეტებოდეს რუსს და კრებით რუსს, პუტინს.
მისი რუტინა ჩასაფრება და მოთმინებაა. 
დღეს ის დიდ ღლავზეა წასული სათევზაოდ. 
მიიტყუეუბს თუ არა ღლავს? 
ღლავს გააჩნია.            

This post has been edited by axalirevolucia on 15 Sep 2012, 11:53


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ვიღაც
აუF


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2494
წევრი No.: 139893
რეგისტრ.: 4-December 11

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 11:54  #33006358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენი ამ უზერის ახალ თემას დავინახავ, სულ ვფიქრობ,ერთხელაც,ხო არ წავიკითხო,რას წერს მეთქი,მაგრამ, მადლობა ღმერთს, ჯერ ვერ შემაცდინა,ამხელა პოსტების კითხვას, ამ დროში,ერთ წიგნს წავიკითხავ,ჯობს,აშკარადbiggrin.gif

This post has been edited by ვიღაც on 15 Sep 2012, 11:55


--------------------
Everybody is special. Everybody. Everybody is a hero, a lover, a fool, a villain. Everybody. Everybody has their story to tell.
NAVARA



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11746
წევრი No.: 1445
რეგისტრ.: 26-November 02

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 11:56  #33006375      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გვერჩის ეს Uზერი რაღაცას.

_
serjhanti
Mitsubishi Grandis 4WD 2003 4G69


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4267
წევრი No.: 125729
რეგისტრ.: 9-January 11

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 11:56  #33006378      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim · yim
ეუფ.................................................... აი სტატია


--------------------
დაასახელეთ მომენტი, როდესაც თუკი მარჯვენა საჭიანი მძღოლი ყურადღებით იქნება და მოძრაობის წესებს დაიცავს, მაინც მოხდება ავტოსაგზაო შემთხვევა მისივე მიზეზით!
chombe
ჟიგართმჟლეტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20006
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 11:57  #33006386      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ის ადამიანი ირჩევს ქირურგიას საკუთარ პროფესიად, ვისაც ლიდერობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და სწრაფი მოქმედება შეუზლია, ვინც პასუხისმგებლობია საკუთარ თავზე აღებას არ უფრთხის.

მე კიდენა ჩემი ნათლია ცნობილი ქართველი ქირურგი მეუბნებოდა, კარგი ის ქირურგია ვინც ცოტა დაფშტვენილის შთაბეჭდილებას ტოვებს პირად ურთიერთობებშიო...

ნამეტანი გაწონასწორებული და გალაკული თუა, ზნაჩიტ ქირურგია შემთხვევით ან პრესტიჟის გამო აირჩია და არა მოწოდებითო.

ხოდა, რა მაგის პასუხია და, თქვენ შემთხვევით ხირურგი ხო არ ბრძანდებით ?


--------------------
si deus nobiscum quis contra nos !

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)

Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)

გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
zuziko
???????????????


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8786
წევრი No.: 114375
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 11:57  #33006390      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


--------------------


რატომ ეძახიან ამ ქვეყანაში დებილებს ჭკვიანს და ტყუილს სიმართლეს? © Internet_Contraband
gulua1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3659
წევრი No.: 61110
რეგისტრ.: 13-May 08

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:01  #33006425      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
თუ მეთაურობა მოკვდა, ხელმძღვანელობა ავტომატურად გადადის ქირურგზე, თუ ქირურგი მოკვდა- რეანიმატოლოგზე/ ანესთეზიოლოგზე,

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif




--------------------
ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმინდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II
girvan_88
Ø


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17391
წევრი No.: 38875
რეგისტრ.: 25-July 07

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:02  #33006429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
აუ ტიპს რა ენერგია აქვს facepalm.gif


--------------------
teónanácatl
_2003_
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 155
წევრი No.: 149168
რეგისტრ.: 18-May 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:03  #33006437      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგზავნილია ბიძინისტებისგან!!!
_____________________________
U-33
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11420
წევრი No.: 134645
რეგისტრ.: 10-August 11

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:04  #33006447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
----------------------------


--------------------
სანამ იკითხავ არსებობს თუ არა ღმერთი, მანამ შენ თავს კითხე–არსებობ თუ არა როგორც ადამიანი. U–33 სიბრძნეებიდან

''ბრძენი სულელისგანაც სწავლობს, სულელი კი ვერავისგან.''
''ფული ადამიანებს ფენებად ყოფს, განათლება - კატეგორიებად''
ვეშაპო
ბიზონებზე მონადირე


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26537
წევრი No.: 22414
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:05  #33006457      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ეს იუზერი ნელნელა მამალ მიშისტად ჩამოყალიბდა, მარა გრძელი პოსტინგით ნიღბავს.
საბოლოო დასკვის "ძირფესვიან" ანალიზს აკეთებს, რომ დასკვნა დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, მარა . . .

მის თემებში (კაი ხანია) ეგრევე დასკვნით ნაწილზე გადავდივარ და უკვე ვიცი, რაც დამხდვდება. gigi.gif

This post has been edited by ვეშაპო on 15 Sep 2012, 12:07


--------------------
ღმერთმა შექმნა სამყარო 6 დღეში. მე-7-ე დღეს მოვიდა მიშა და გახსნა.

ეძახეთ ეხლა ივანიშვილს სოფლელი და ნეხვიანი .. ერთი ვიდეოს გამოქვეყნებით ნოლზე გაგამრავლათ მთელი ნაცმოძრაობა © hermann1986

საფრანგეთის მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის სახელობის საქართველოს კონსტიტუცია. © 7-november
Moor
Dreamer in Chief +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26107
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:08  #33006482      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
ვეშაპო
QUOTE
ეს იუზერი ნელნელა მამალ მიშისტად ჩამოყალიბდა


როდის არ იყო? უბრალოდ ნიკი შეიცვალა :დ

შემეკითხეთ, გიპასუხებთ


--------------------
I'm from the government and I'm here to help
chombe
ჟიგართმჟლეტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20006
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:19  #33006606      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
თუ მეთაურობა მოკვდა, ხელმძღვანელობა ავტომატურად გადადის ქირურგზე, თუ ქირურგი მოკვდა- რეანიმატოლოგზე/ ანესთეზიოლოგზე...

ხო, მართლა...
ბალაყანას მასტერი ანუ ვენეროლოგი მერამდენეა ამ სპისოკში ?
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:31  #33006734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გვერჩის ეს Uზერი რაღაცას.



მაგას კომპლექსი გაუჩნდა-კარდუ მჯობიაო givi.gif


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
aitola
რადიკალისტ-მილიტარისტ-რევანშისტი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3528
წევრი No.: 147374
რეგისტრ.: 23-April 12

გამოგზავნილია: 15 Sep 2012, 12:46  #33006897      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chombe
QUOTE
ხო, მართლა...
ბალაყანას მასტერი ანუ ვენეროლოგი მერამდენეა ამ სპისოკში ?

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ვახ ჩემი ცუდად ვარ


--------------------
Als die Nazis die Kommunisten holten, habe ich geschwiegen, ich war ja kein Kommunist.
Als sie die Juden holten, habe ich nicht protestiert; ich war ja kein Jude.
Als sie mich holten, gab es keinen mehr, der protestieren konnte @Martin Friedrich Gustav Emil Niemöller
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0252 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]