forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რაოდენობა ხარისხში, როდის გადაიზრდება?
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 09:53  #33045679      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ორივე ბანაკი ვთვლით, რომ ის ფაქტები, რომლებსაც ვდებთ ფორუმზე ფაქტებია და არა ზღაპრები.

ოპოზიციონეტები დებენ მამხილებელ ფაქტებს, და ამბობენ, აი, თქვენი ნაქები ხელისუფლება როგორი ცუდია სინამდვილეში.
თქვენ ეს ცალკეული ფაქტი გგონიათ და ვერ ხვდებით, რომ ეს ცალკეული ფაქტი კი არა - მათი ნამდვილი რაობაა, მათი უნიღბო სახეა.
ოპოზიციონერები თვლით, რომ ნეგატივი იმდენად დიდია, რომ ის ხარისხშია გადაზრდილი = ხელისუფლება ცუდია.

გოსუდარსტვენნიკები ( ტერმინზე დავესესხები ჩომბეს) ვთვლით, რომ პოზიტიური ცვლილებების ფაქტები იმდენად ბევრია, რომ სწორედ ისაა ხარისხსი გადასული და შედეგად ვასკვნით, რომ ხელისუფლება კარგია.

არავისტები თუ შუაშისტები ამბობენ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების სიცუდის ბევრ ფაქტს და ამავე დროს ვხედავთ პოზიტიური ცვლილებების ფაქტებს, თუმც არცერთ ამ ჯგუფს ისეთი რაოდენობა არ მოუკრებია, რომ ხარისხში გადავიდეს, ხელისუფლებას დაერქვას ცუდი ან კარგი.
მათი სასწორის ორივე პინაზე ბევრი ფაქტია. ისინი ერთმანეთს ვერ წონიან, ლივლივებენ.


იმისათვის, რომ მათი ( შუაშისტი-არავისტების) არჩევანი გამარტივდეს, საჭიროა, რომ ერთერთ პინაზე იმდენად აღმატებული რაოდენობის სიახლე დაიდოს, რომ მეორე დაძლიოს.


ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვერც 10.
საჭიროა 1000 ფაქტი, რომ ირემმა აღიაროს, გაზაფხული მოვიდა.

ერთი ყინვა ზამთარს ვერ მოიყვანს, დათვი 1000 ფაქტით უნდა დარწმუნდეს, ზამთარია, ბუნაგში შეძრომის დროა.


ოპოსთვის:
ასფალტი , შადრევანი და ფასადი საკმარისი არაა უკეთესი ქვეყნისათვის. საჭიროა + 1000 ფაქტი, რომ აღიარო - ხელისუფლება კარგია.

პოსთვის:
გვირგვლიანი და ვაზაგაშვილი, ტელემედის პრესინგი, დოქტორ დოტი და ტოტო კუტუნიო, ფერიის მტაზე "ეკლესიის" დანგრევა საკმარისი არაა, რომ აღიარო, ყველაფერი ცუდადაა, ცუდები გვმართავენ.


ორივე ბანაკი ველოდებით დამატებით ფაქტებს.



ფაქტები კი დიდი სისწრაფით მოდიან ხელისუფლების სასარგებლოდ ( რატომღაც და საიდანღაც ხელისუფლება შოულობს ფულს ერთდროულად უამრავი სუპერხარჯიანი პროექტების დასაფინანსებლად), ეს ფაქტებია ბევრი მშენებლობა ერთდროულად. სრული შეგრძნება გაქვს, რომ ერთ წელიწადში საქართველოს ქალაქები მართლა ახალი იერით დაგვხვდება. შეიცვალა ბათუმი, შეიცვლება თბილისი.



რომელ ცვლილებათა რაოდენობა აღმოჩნდება იმდენად დიდ, რომ ხარისხში გარდაიქმნას?
ვინ მოასწრებს არავისტი-შუაშისტების გულის მოგებას?

არადა ამერიკის არ ვიცი და.. საქართველო ნამდვილად შუაშისტი-არავისტების ქვეყანაა, რაოდენობრივაც და შინაარსითაც.


არჩევნებამდე საქართველო ( და არა სააკაშვილი) გახსნის 42 სართულიან ტექნოლოგიურ უნუვერსიტეტს ბათუმში, ესტაკადა-პანდუსებს თბილისში, გრანდიოზულ ხიდს გორის ტრასაზე.
არჩევნებამდე შუაშისტი გაივლის ახალ გზაზე იპოდრომის გავლით, ჩაყვინტავს აღმაშენებლის ძეგლის ქვემოთ, ბაბუას მიაცილებს საავადმყოფოში უფასო კონსულტაციის მისაღებად, გამოიყვანს ბუკიან პირველკლასელს სკოლიდან ეტქ.
საკმარისი იქნება თუ არა პოზიტიური ფაქტების ეს რაოდენობა ხარისხში გარდასაქმნელად?

ვისაუბროთ ფაქტების რაოდენობაზე.

This post has been edited by axalirevolucia on 18 Sep 2012, 09:58


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ვეშაპო
ბიზონებზე მონადირე


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26537
წევრი No.: 22414
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 09:58  #33045709      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
axalirevolucia
QUOTE
ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ვერც 10. საჭიროა მილიონი ფაქტი, რომ ირემმა აღიაროს, გაზაფხული მოვიდა.

როცა მიხეილი იტყვის გაზაფხულის მოტყვანის შესახებ, მაშინ მოვა.

უფრო სწორად, ჯერ ვერ მოვა, მიშა "იმასუშვება".

This post has been edited by ვეშაპო on 18 Sep 2012, 10:02


--------------------
ღმერთმა შექმნა სამყარო 6 დღეში. მე-7-ე დღეს მოვიდა მიშა და გახსნა.

ეძახეთ ეხლა ივანიშვილს სოფლელი და ნეხვიანი .. ერთი ვიდეოს გამოქვეყნებით ნოლზე გაგამრავლათ მთელი ნაცმოძრაობა © hermann1986

საფრანგეთის მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის სახელობის საქართველოს კონსტიტუცია. © 7-november
რუსთაველი
ლაზარე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11725
წევრი No.: 32042
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 10:03  #33045742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- გაზაფხული მოვიდა! - თქვა ბიძინამ და მიშამ გაიცინა.

- გაზაფხული მოვიდა! - თქვა მიშამ და ცაზე ათასი მერცხალი გამოჩნდა.

+1000 მერცხალი

პ.ს. ზამთარი მოდის lol.gif


--------------------
მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.

შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.

მიიღეთ ჩემი მეგობრობა და ჰპოვეთ ჩემს გულში სიმშვიდე, თუ საკუთარ გულში ვერ გიპოვნიათ იგი.
new_member_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2151
წევრი No.: 145068
რეგისტრ.: 22-March 12

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:04  #33046274      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
არჩევნებამდე საქართველო ( და არა სააკაშვილი) გახსნის 42 სართულიან ტექნოლოგიურ უნუვერსიტეტს ბათუმში, ესტაკადა-პანდუსებს თბილისში, გრანდიოზულ ხიდს გორის ტრასაზე.
არჩევნებამდე შუაშისტი გაივლის ახალ გზაზე იპოდრომის გავლით, ჩაყვინტავს აღმაშენებლის ძეგლის ქვემოთ, ბაბუას მიაცილებს საავადმყოფოში უფასო კონსულტაციის მისაღებად, გამოიყვანს ბუკიან პირველკლასელს სკოლიდან ეტქ.


QUOTE
და არა სააკაშვილი

QUOTE
არა სააკაშვილი



აი ეს კი ჭეშმარიტებააsmile.gif

მთავარი კი ისაა, რომ ეს ყვეალფერი
QUOTE
არჩევნებამდე
, უფრო სწორად კი არჩევნების წინ, საგანგებოდsmile.gif

ჰოდა შუაშისტების და პოს გასაგონად - ეს ყველაფერი ნაცების დამსახურებაა? ის, რომ განკარგულებებს, ბრძანებებს, ბიუჯეტებს ხელს აწერენ- ეს სამსახურია მათი და წესით გაცილებით უკეთ (რამდენჯერმე უკეთ) უნდა კეთდებოდეს smile.gif

QUOTE
ფაქტები კი დიდი სისწრაფით მოდიან ხელისუფლების სასარგებლოდ

საშინელი ტყუილიაsmile.gif აი უბრალოდ გადაცდომა ან გადაჭარბება კი არა, ტყუ-ი-ლი smile.gif

თუმცა
QUOTE
ორივე ბანაკი ველოდებით დამატებით ფაქტებს.


და კიდევ- საქართველო შუაშისტების ქვეყანა იმიტომ კი არაა, რომ მასას უბრალოდ არჩევანის გაკეთება უჭირს .. არააsmile.gif ვიყოთ რეალისტები. ეშინიათ ვაითუ "მეეკიტხოთ"? ვაითუ "მაინც გაყალბდეს და არაფერი შეიცვლოს, ხო ამოგვადენს ძმრად- რაც გაკეთდა ბოლო თვეების მანძილზე"? biggrin.gif:D:D

QUOTE
სრული შეგრძნება გაქვს, რომ ერთ წელიწადში საქართველოს ქალაქები მართლა ახალი იერით დაგვხვდება. შეიცვალა ბათუმი, შეიცვლება თბილისი.

ობიექტურობისთვის - ბათუმი მართლა შეიცვალა-გალამაზდა. იმედია მოსახლეობას- თითოეულ ბათუმელს შეეტყობა სასიკეთო ცვლილება მომავალში, ნორმალურადsmile.gif ჯერჯერობიტ კი ეს "კარგი ცვლილება" უფრო მხოლოდ ტურისტების ამბავშია..
თბილისს რაც შეეხება- პანდუსები, მგონი გაამართლებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ გზა-პანდუსი-გვირაბი-მოძრაობის განმუხტვა- ეს ფუფუნება არაა. არც მხოლოდ მთავრობის (მმართველი პარტიის) დამსახურება. რაც მალე დაინახავს ამ მომენტს ასე მასა, მით უკეთესი.
"სუპერხარჯიანი' პროექტები კიდევ..ალბათ იუსტიციის სახლი იგულისხმება, რომელიც, აი, ვნახოთ, გაიხსნას, რა შედეგს დადებს..
42 სართულიანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი? ნუ შენობა ალბათ კარგი იქნება....
საავადმყოფო-დაზღვევა-მკურნალობა?.... ვაღიარებ- ეხლახანს ისარგებლა ჩემმა ძალიან ახლობელმა სახელმწიფო დაზღვევით და ამ ერთი კონკრეტული მაგალითით კარგის მეტი რა მეთქმის (იმის მიუხედავად, რომ ნაცნობები რომ არ ყოფილიყვნენ სადაზღვევოში და საავადმყოფოში, უაზროდ დიდი დრო იქნებოდა საჭირო და დიდი შანსი იყო, პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულიყო).. ეს პროგრამა ძალიან დასახვეწია, ასაწყობია და დასალაგებელი. და კიდევ ერთხელ- სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ფუფუნება არ არიიიის! ნაკლები უნდა ეჭამათ და უფრო ადრე იქნებოდა ეს ყველაფერი.
არ შემედავოთ ამაშიsmile.gif
ამ ყველაფერს დავუმატოტ(თუ გამოვაკლოთ, რავიცი) არსებული და აშკარად თვალშისაცემი უთანასწორობის და უსამართლობის არსებობა. რიგი უფლებამოსილი პირების, ძალოვნების, პოლიტიკანების, თუ ჩინოვნიკების თავგასულობა, თავზე გადა..მა, კანონზე მაღლა დგომა და აბა თქვენ იცით, დაასკვენით ეხლა იმ სასწორზე პინები თანაბრადაა თუ არაsmile.gif


--------------------
არს კაცი ჭური თვითმოძრავი სულისა ხელმწიფე!

რა არის სიკვდილი? - სიცოცხლის შუა წერტილი -
”აქაურს და იქაურს” შორის.

ღვთის შეწევნით ჩვენ მონიჭებული გვაქვს სიტყვის,სინდისის თავისუფლება : მაგრამ ჩვენ გვაქვს აგრეთვე გონიერება,რომელიც გვკარნახობს, რომ უმჯობესია ნაკლებად გამოვიყენოთ ისინი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:15  #33046408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
new_member_
QUOTE
მთავარი კი ისაა, რომ ეს ყვეალფერი
QUOTE
არჩევნებამდე
, უფრო სწორად კი არჩევნების წინ, საგანგებოდ


მეც მეგონა, ბუშის მოსვლისთვის აგებენ გზას აეროპორტიდან ცენტრამდე და რებავენ ფასადებს მეთქი, მაგრამ წავიდა ბუში და ღებვა-შენება კი არ შეწყდა, გაათკეცდა.
ვნახოთ, იქნებ არჩევნების სემდეგ შენება შეწყვიტონ და პოლისები და ბუკები უკან წაიღონ.



QUOTE
და კიდევ- საქართველო შუაშისტების ქვეყანა იმიტომ კი არაა, რომ მასას უბრალოდ არჩევანის გაკეთება უჭირს .. არაა ვიყოთ რეალისტები. ეშინიათ ვაითუ "მეეკიტხოთ"? ვაითუ "მაინც გაყალბდეს და არაფერი შეიცვლოს, ხო ამოგვადენს ძმრად- რაც გაკეთდა ბოლო თვეების მანძილზე"?

შენ უშვებ, რომ საქართველოში თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც საარჩევნო კაბინაში შევა და იმის შიშით, ჩვენ მოსახლეობას ბოროტი ხელისუფლება მოგვკითხავსო, და ამ შიშით ხმას ხელისუფლებას მისცემს?



new_member_
QUOTE

QUOTE
ფაქტები კი დიდი სისწრაფით მოდიან ხელისუფლების სასარგებლოდ

საშინელი ტყუილია აი უბრალოდ გადაცდომა ან გადაჭარბება კი არა, ტყუ-ი-ლი


სიმართლე შენ დაწერე, კაი?


This post has been edited by axalirevolucia on 18 Sep 2012, 11:16
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12455
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:19  #33046452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
QUOTE
ოპოსთვის:
ასფალტი , შადრევანი და ფასადი საკმარისი არაა უკეთესი ქვეყნისათვის. საჭიროა + 1000 ფაქტი, რომ აღიარო - ხელისუფლება კარგია.

პოსთვის:
გვირგვლიანი და ვაზაგაშვილი, ტელემედის პრესინგი, დოქტორ დოტი და ტოტო კუტუნიო, ფერიის მტაზე "ეკლესიის" დანგრევა საკმარისი არაა, რომ აღიარო, ყველაფერი ცუდადაა, ცუდები გვმართავენ.


ორივე ბანაკი ველოდებით დამატებით ფაქტებს.


დოხტური ხომ ხარ?

შიზოფრენია თაბაშირში რომ ჩასვა, არ იკურნება.... ვერც ჩაკიწკიწებული ფაიფურის კბილები შველის.

This post has been edited by Mateo Falcone on 18 Sep 2012, 11:21
new_member_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2151
წევრი No.: 145068
რეგისტრ.: 22-March 12

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:25  #33046514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE
მეც მეგონა, ბუშის მოსვლისთვის აგებენ გზას აეროპორტიდან ცენტრამდე და რებავენ ფასადებს მეთქი, მაგრამ წავიდა ბუში და ღებვა-შენება კი არ შეწყდა, გაათკეცდა.
ვნახოთ, იქნებ არჩევნების სემდეგ შენება შეწყვიტონ და პოლისები და ბუკები უკან წაიღონ.


ისე მართლა ეგრე გეგონა? smile.gif)) biggrin.gif
აგებენ გზას, ღებავენ ფასადებს (ეს უკანასკნელი რევიცი, რამდენად ღირებული საქმეა)- შეჭმული ბიუჯეტის და უაზროდ გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე?smile.gif თუ დაწნეხილი მოსახლეობის? ა..არა..დახეული ბიზნესებისsmile.gif

კიდევ ერთხელ ვამბობ- მე გაკეთებულის (ხაზგასმით - რაც გა კეთ და) მნიშვნელობას არამც და არამც არ ვაკნინებ. უბრალოდ ყველაფერი ერთიანად უნდა დაინახო/შეაფასო და არა "აუ პლეხანოვი გალამაზებულია"..სადაც მაგას იტყვი, იქაც უნდა მიაყოლო, რომ გეგმიურად რომ ჩაებარებინათ, რიგ შენობებზე გიფსოკარდონია აკრული და ისეა შეფითხულ-შეღებილიsmile.gif ნუ ეს ერთი და ყველაზე მარტივი მაგალითი მოვიყვანე.

QUOTE
შენ უშვებ, რომ საქართველოში თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს, რომელიც საარჩევნო კაბინაში შევა და იმის შიშით, ჩვენ მოსახლეობას ბოროტი ხელისუფლება მოგვკითხავსო, და ამ შიშით ხმას ხელისუფლებას მისცემს?

მე არჩევნების წინ, სტატისტიკისთვის გამოკითხულთა "არავისტობა" ვიგულისხმე ისე... და იმედია მართლა არავის ჰგონია, რომ კაბინაში ფარდის ნაკეცში კამერაა..ან იქ რომ პასტა დევს, იმის მელანი ქრებაbiggrin.gif:DD და რომ ბიულეტენით ხვდებიან, ვინ შემოხაზა და ა.შ.

QUOTE
სიმართლე შენ დაწერე, კაი?

ეხლა რომელი საათია? დღის ბოლომდე ვერ მოვასწრებ (დოჩანაშვილს დავესესხე ცოტათი) smile.gif))
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:26  #33046522      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Mateo Falcone
QUOTE
დოხტური ხომ ხარ?

შიზოფრენია თაბაშირში რომ ჩასვა, არ იკურნება.... ვერც ჩაკიწკიწებული ფაიფურის კბილები შველის.



შიზოფრენია იშვიათი მოვლენაა,

აი შიზოთიმია კი უფრო გავრცელებული, ის კი იკურნება. მართალია ძვირი ღირს, მაგრამ იკურნება.
აი, მაგალითად მიშა შიზოთიმიკია, სანამ გაბრწყინებულ და აღიარებულ საქართველოს არ ნახავს ფორიაქს ვერ შეწყვეტს. თვითმკურნალობს კაცი, რას ერჩი.
picpic
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9997
წევრი No.: 87518
რეგისტრ.: 26-March 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:34  #33046601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (axalirevolucia @ 18 Sep 2012, 09:53 )
ორივე ბანაკი ვთვლით, რომ ის ფაქტები, რომლებსაც ვდებთ ფორუმზე ფაქტებია და არა ზღაპრები.

ოპოზიციონეტები დებენ მამხილებელ ფაქტებს, და ამბობენ, აი, თქვენი ნაქები ხელისუფლება როგორი ცუდია სინამდვილეში.
თქვენ ეს ცალკეული ფაქტი გგონიათ და ვერ ხვდებით, რომ ეს ცალკეული ფაქტი კი არა - მათი ნამდვილი რაობაა, მათი უნიღბო სახეა.
ოპოზიციონერები თვლით, რომ ნეგატივი იმდენად დიდია, რომ ის ხარისხშია გადაზრდილი = ხელისუფლება ცუდია.

გოსუდარსტვენნიკები ( ტერმინზე დავესესხები ჩომბეს)  ვთვლით, რომ პოზიტიური ცვლილებების ფაქტები იმდენად  ბევრია, რომ სწორედ ისაა ხარისხსი გადასული და შედეგად ვასკვნით, რომ ხელისუფლება კარგია.

არავისტები თუ შუაშისტები ამბობენ, ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების სიცუდის ბევრ ფაქტს და ამავე დროს ვხედავთ პოზიტიური ცვლილებების ფაქტებს, თუმც არცერთ ამ ჯგუფს ისეთი რაოდენობა არ მოუკრებია, რომ ხარისხში გადავიდეს, ხელისუფლებას დაერქვას ცუდი ან კარგი.
მათი სასწორის ორივე პინაზე ბევრი ფაქტია. ისინი ერთმანეთს ვერ წონიან, ლივლივებენ.

არის კიდევ ერთი პოზიცია, რომელსაც ყველა მხარე ებრძვის, განსაკუთრებით აქტიურად ფორუმზე და სოციალურ ქსელებში,

- ეს ერთი გუნდია.


--------------------
Web development:
http://www.hava.ge
http://www.aspurcela.ge
http://www.myforex.ge
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12455
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:35  #33046615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
QUOTE
აი შიზოთიმია კი უფრო გავრცელებული, ის კი იკურნება. მართალია ძვირი ღირს, მაგრამ იკურნება.
აი, მაგალითად მიშა შიზოთიმიკია, სანამ გაბრწყინებულ და აღიარებულ საქართველოს არ ნახავს ფორიაქს ვერ შეწყვეტს. თვითმკურნალობს კაცი, რას ერჩი.

სულ სხვა რამე გითხარი...

მიშა კი არა, საქართველოა შიზოფრენიკი... მიშა კიდევ მკურნალი ექიმი, რომელიც ფაიფურის კბილებს უსვამს ავადმყოფს. ფანტასტიური ღიმილი აქვს ჩვენს ბედკრულს, მაგრამ შიზოფრენიკია...

ერთადერთი წამალი, ფაქტი, თუ რაც გინდა ის დაარქვი - სამართალია.... 999 გოსუდარსტვენიკული ფაქტი, თუნდაც დადასტურებული, უძლურია ერთადერთ ოპოურ ფაქტთან - უსამართლობა, უსასამართლოობა...
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:40  #33046669      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Mateo Falcone
QUOTE
ერთადერთი წამალი, ფაქტი, თუ რაც გინდა ის დაარქვი - სამართალია.... 999 გოსუდარსტვენიკული ფაქტი, თუნდაც დადასტურებული, უძლურია ერთადერთ ოპოურ ფაქტთან - უსამართლობა, უსასამართლოობა...

აი, მივდივართ აზრის კრისტალიზაციამდე.
გვირგვლიანი მოკლეს, საქართველო უნდა დაეცეს.


და ჩემს გვერდზე რომ 37 ქარტველი მოკვდა გუმისთის ხეობასი, მასინ , წინა დღით რო ვიხვეწებოდით, ეგ ტანკი შრომიდან ახალშენსი ამოგვიყვანეთ, აფხაზები გზას ჭრიან აქეთ თქო, და რომ უსამართლოდ დაგვიკიდეს და რომ დაიღუპა გვირგვლიანზე 100 ჯერ უკეთესი ( ჩემი შეფასებით) თითოეული , 37 ვაჟკაცი. ამ უსამარტლობის შესახებ რამე იცი, მათი გვარები იცი, ერთი მაინც იცი.

ზეგ მიდიოდა ერთი გერმანიაში, სტიპენდია ჰქონდა მოპოვებული, ფიზიკოსი იყო და თსუ რექტორის შვილი. იცი მის შესახებ რამე?



"უასამარტლობაააა. უსამართლობააა.
ერთი უსამარტლობა გადაწონის ყველაფერს"
გეყოთ რა ეგ პათეტიკა, გაცვდა უკვე.

This post has been edited by axalirevolucia on 18 Sep 2012, 11:45
Mr-Banks
ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6308
წევრი No.: 126786
რეგისტრ.: 31-January 11

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:42  #33046693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
როცა მიხეილი იტყვის გაზაფხულის მოტყვანის შესახებ, მაშინ მოვა.


lol.gif


--------------------
კაცს დააწვენენ საგიჟეთში, რომელიც პერიოდულად იძახის: "გაგაწარმოვებ, გაგაწარმოვებო..."

მეორე გიჟი ეუბნება: "მე ვერ გამაწარმოვებ, e ხარისხად x ვარო".

ანეგდოტი მათემატიკოსებისათვის :))
Mateo Falcone
In cannabis veritas


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12455
წევრი No.: 19778
რეგისტრ.: 18-May 06

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:43  #33046714      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
axalirevolucia
QUOTE
აი, მივდივართ აზრის კრისტალიზაციამდე.
გვირგვლიანი მოკლეს, საქართველო უნდა დაეცეს.


მერე მე რას მაყრი, მერე მე რას მაყრი ... ?! ?! ?! biggrin.gif
new_member_
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2151
წევრი No.: 145068
რეგისტრ.: 22-March 12

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:45  #33046736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia

QUOTE
გვირგვლიანი მოკლეს, საქართველო უნდა დაეცეს.


მე პირადად გვირგვლიანს-როგორც პიროვნებას არ ვიცნობდი და არც მაინცდამაინც არიქა-კარგი გამიგია..
ფაქტია მანდ მთავარი- მოკლეს კაცი და ნაგლად მიაფუჩეჩეს მკვლელობა. არაა ასე?

შერჩევითი სამართალი კი ჩემთვის პირადად სწორედაც ერთერთი ფაქტორია, ზოგადი სიტუაციის შესახებ უარყოფითი აზრი რომ მქონდეს.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 18 Sep 2012, 11:48  #33046776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
new_member_
QUOTE
ფაქტია მანდ მთავარი- მოკლეს კაცი და ნაგლად მიაფუჩეჩეს მკვლელობა. არაა ასე?

და შენ გსმენია რამე ამატ შესახებ?
QUOTE
ეგ ტანკი შრომიდან ახალშენსი ამოგვიყვანეთ, აფხაზები გზას ჭრიან აქეთ თქო, და რომ უსამართლოდ დაგვიკიდეს და რომ დაიღუპა გვირგვლიანზე 100 ჯერ უკეთესი ( ჩემი შეფასებით) თითოეული , 37 ვაჟკაცი. ამ უსამარტლობის შესახებ რამე იცი, მათი გვარები იცი, ერთი მაინც იცი.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0495 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]