forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გავიღვიძოთ ახალ ქვეყანაში, ოღონდ იმაში არა, რომელიც ძველია.
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:37  #33063992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პატიმარი და სახელმწიფო

 ჯერ მსოფლიოს  საუკეთესო ქვეყნების გამოცდილებაზე. ცივილიზაციის მიერ მოტანილი წესრიგის შესახებ ვთქვათ. დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში. დამნაშავის ციხეში ჯდომას ორი მიზანი აქვს, საზოგადოება უნდა ცხოვრობდეს უსაფრთხოდ და მშვიდად, კრიმინალებისგან იზოლირებულად და მეორე, პატიმარი ციხეში უნდა გამოსწორდეს, დაუბრუნდეს სოციალური ცხოვრების ნორმებს. 

კარგ ქვეყნებში ისეთი ციხეებია და ციხეებში ისეთი პირობებია, რომელსაც ბევრი ჩვენი თანამემამულე საკუთარი ოჯახისთვის ინატრებს. 
კარგ ციხეებს ორი ეფექტი აქვს: ერთი, პატიმარს გამოსწორების მეტი შანსი აქვს
და მეორე, საზოგადოებას არ ეცოდება პატიმარი, რომელმაც ციხე დაიმსახურა. 


საზოგადოებამ იცის, რომ ციხეში დამნაშავე მოიხდის სასჯელს შიშის, დამცირების, შიმშილის, სიცივის გარეშე.
პატიმარი განიარაღებულია, ის სახელმწიფოს ჰყავს ტყვედ, და შესაბამისად სახელმწიფო არის სრულად პასუხისმგებელი არამარტო პატიმრის სიცოცხლეზე, არამედ ღირსებაზეც. 
და გავიმეორებ, ეს არამხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ პატიმარი გრძნობდეს თავს კარგად, არამედ სრულიად პრაგმატული მიზნისთვის, რათა მოსახლეობას არ შეეცოდოს დამნაშავე და არ დააფაროს მას ხელი. მოსახლეობამ უნდა ჩათვალლს, რომ დამნაშავე ციხეში, ეს სამართლიანია.  


შესაბამისად, ის ვინც ციხეს ჯოჯოხეთად აქცევს, არამარტო კანონებსა და ჰუმანიზმის პრინციპებს არღვევს, არამედ კანონის უზენაესობის პრინციპს მთელ საზოგადოებაში.

იმით, რომ ქმნის განცდას, რომ ნებისმიერი პატიმარი ისეთ პირობებში მოხვდება, რომელიც მას არ დაუმსახურებია. 



განვითარებული  ქვეყნის სტაბილურობა ბევრ ფეხზე დგას და ერთერთი მათგანია  პატიმრის მოვლა და მისი ღირსების ხელშეუხებლობა.
შესაბამისად, ვინაიდან ის ხალხი, ვინც პატიმრების ღირსებას ბღალავს, ამავე დროს ჭრის ქვეყნის საყრდენ ერთერთ ფეხს, მე ყველა მათგანს მივიჩნევ ჩემს პირად მტრად.



დილის 7 საათია და იმ ელდიდან, რაც ვნახე-მოვისმინე გასულია სულ 5 საათი. ვნახე გამეორებაში ინტერნეტში, ალბათ 15 კაცთან ერთად, რომლებიც  არანაკლებ რადიკალურად გაბრაზდნენ, ვიდრე ფილარმონიასთან შეკრებილები. ყველა მათგანი გინებას არ წყვეტდა და ყველა პოლიციელის დაჭერას მოითხოვდა. მანამდე ვიყავით ძველ კანცელარიაში, სადაც მიშა ვიღაცეებს საათების განმავლობაში ხვდებოდა. მანამდე იყო  ვერის უბნის მელოდიები უნიჭიერესი ბავშვები და ბოროტი შეყვარებულის მიერ მოკლული ნენსი.
ძველი კანცელარიის შემდეგ კი პრეზიდენტის სასახლის ვერანდა, სადაც მიშამ სპეციალური მიმართვა  ჩაწერა. 
ჩაწერა გახანგრძლივდა, შეიძლება სულაც ორი დუბლი დასჭირდა, მაგრამ შემდეგ როგორც ვიცი ამ წუთისთვის, არც გაუშვიათ. ალბათ მიშა მაინც უკმაყოფილო დარჩა თაცისი სიტყვის და მიმართვისთვის სხვა სიტყვებს ჯერაც ეძებს. 


ხუთი საათი გავიდა. ორი საათ ძილიც მოვასწარი. ყველას გვეღვიძა. წესია ესეთი, სანამ " განაწესები არ მოიხსნება" ყველას გვღვიძავს. ანუ მიშასაც არ ეძინა, ღებულობდა დაბარებულ ხალხს. 
ის მძიმე მდგომარეობაშია, გუშინწინ 3 ჯერ აფრინდ-დაფრინდა, გუშინ 5 ჯერ. 8 მიტინგი დღენახევარში. დღეისთვისაც გეგმები, აქ კი ...


აქ ხელისუფლების სახელით, სახელმწიფოს სახელით ( და ბადრაგი, ციხის პოლიცია სახელმწიფოა, ის განიარაღებულ პატიმარს სახელმწიფოს სახელით უზღუდავს გადაადგილებას) აქვე, თბილისში ფეოდალურ ვანდალობას სჩადიან. განიარაღებულ დაპატიმრებულ დატყვევებულ ადამიანებს ტანჯავენ, სცემენ, აგინებენ, ტრაკში ცოცხგაყრილს აიძულებენ უარყოს რომ ქურდია, ტრაკშინადები სიგარეტის მოწევას აიძულებენ, საკნიდან გამოყავთ ჯგუფჯგუფად და სცემენ. 

აქვე ვიტყვი, რომ გადაცემა მაესტროზე  ვნახე სადღაც ერთი საათის ხანგრძლივობით, და ყველა მამხილებელი კადრი არ მინახავს. 

ელდიდან 5 საათის შემდეგ მიჩნდება სურვილი ნანახი კრიტიკულად გავაანალიზო და საკუთარი აზრები დავალაგო. 
ეს აზრებია ვსლუხ, თან ვფიქრობ და თან ვწერ აიპოდში, ჯერ დრო მაქვს სანამ ცვლა მოსულა. 

მაშ ასე:
ჩემი პოზიცია პირველი: ( და ეს პოზიცია ამ კადრებმა გამომტკიცა, უფრო მნიშვნელოვანი გახადა) - ყველა პატიმარი უნდა იყოს დაცული ყველანაირი შეურაცხყოფისგან, სიტყვიერი, ფიზიკური და მითუმეტეს გაუპატიურებისგან. ეს მჭირდება არა მარტო პატიმართა მიმართ თანაგრძნობუს გამო ( და ზოგადად, უკვე დაჭერილი ადამიანი იმსახურებს თანაგრძნობას), არამედ იმის გამო, რომ კარგი სახელმწიფოს ერთერთ ანძად მიმაჩნია, რომ ხალხს არ უნდა ენანებოდეს დამნაშავე ციხეში გასაშვებად, უნდა თვლიდეს, რომ ციხე  სასჯელად  სამართლიანია.      

ჩემი პოზიცია მეორე: 
არავითარი სენტიმენტები ქურდების, როგორც პიროვნებების, ასევე ქურდობის, როგორც სოციალური ინსტიტუტის მიმართ. ეს წინარეისტორიულ- ფეოდალურ- გულაგური გადმონაშთი ფეხებს უბორკავდა ამ ქვეყანას და ის აუცილებლად უნდა მოვიცილოთ. 

ჩემი ინფორმაცია პირველი:
-აქვე თბილისში ციხეში არიან ჯალათები, რომლებიც პატიმრებს ტანჯავენ და ამით ჩემს სახელმწიფოს ასუსტებენ ( ვთქვი უკვე რატომაც).
- ამ ადამიანებს შექმნილი აქვთ კარგად ორგანიზებული კონვეიერი, რითაც როგორც ჩანს ხშირად სარგებლობენ, ორგანიზებულად, შეპასუხებისა და ხელის შებრუნების რისკის გარეშე სცემენ და ამცირებენ ადამიანებს, იბრაზებენ თავს და " ვაჟკაცური" შემართებით დაუღალავად და ხანგრძლივად აჩმორებენ. 
ეგენი ჩემი საქართველოს მტრები არიან.   


ინფორმაცია მეორე: 
 თურმე ჩვენ შეცდომით გვგონია, რომ ქურდები წავიდნენ და ვეღარ დაბრუნდებიან, კაცი ცოტნე დადიანის ჟინით ( ოღონდ სულ სხვა იდეალებით)  მეოცეჯერ იმეორებს, რომ ქურდია, ის დატანჯეს, ტრაკით ცოცხი დააჭერინეს, მაგრამ ვერ გატეხეს - ის ქურდია, მისი დროც მოვა!
დაქადნებით იმეორებს. 


ინფორმაცია მესამე: 
ჯალათები ამ კადრებს ვიდეოზე  იღებენ რათა ქურდების წინააღმდეგ კომპრომატად დაიტოვონ. ამით ქურდების წინააღმდეგ თავის ქმედებებს " უკვდავყოფენ" და მუდმივ კომპრომატს იქმნიან. 

ინფორმაცია მეოთხე: ქურდების გაფუჭება მძიმე სიმბოლური აქტია, მე ვნახე ორი: ტრაკით დაჭერილი ცოცხი და ტრაკით დაჭერილი სიგარეტის მოწევა. ალბათ ითვლება, რომ ვისაც პოლიცია ამ დონეზე დააჩმორებს, მომავალში აღარ აქვს ქურდობის ( სხვათა განკითხვის და საქმეების გარჩევის) უფლება. 

ინფორმაცია მეოთხე: 
ქურდების გაფუჭება სახელმწიფო პოლიტიკაა და ის ზედაპირზე დევს. ჩვენ გვითხრეს რომ ქურდები ასე ინაქტივირდებიან- შეკითხვაზე, ხარ თუ არა ქურდი, თუ ქურდი პასუხობს რომ არ არის ქურდი, ქურდული წესის მიხედვით ქურდობა შეუწყდება. და როგორ უნდა გაიგონ ქურდებმა რომ იმ ქურდს რომელმაც ქურდობა უარყო, ქურდობა პოლიციის კითხვაზე უარყოფილი აქვს? 
ალბათ ვიდეო ფაქტის დატოვებით და დაარქივებით ან ქურდების წრეში შეგზავნით. აბა ტეტატეტ უარყოფილ ქურდობას ქურდი შემდეგ უარყოფს. 
ამ მარტივი და ნაცარქექიულ- მოხერხებული  მექანიზმის მოგონების შემდეგ მგონი 6 წელი გავიდა. 

არამგონია ქურდული სამყარო დაეთანხმა ასეთი მარტივი წინააღმდეგობით საკუთარ სიკვდილს.

ალბათ ამასობაში პოლიციასთან აღიარება თუ მარცხენა ხელზე ნიჩურიკი გაქვს, აღარ ჩაითვალა ქურდის გაფუჭების საბაბად. 

რატომელა პოლიციელებს აღარ გაუვიდათ კი- არა შეკითხვით ქურდის გაფუჭება. 

მიზანი და სახელმწიფო პოლიტიკა ეგივე დარჩა, მეთოდი კი უეფექტო გახდა. 

აი აქ ჩაერთვნენ ისეთი ძალოვნები, რომლებიც ბევრ კინოში გვაქვს ნანახი - სადისტები.  მე პირადად ალბათ 25 ამერიკული ფილმი მაქვს ნანახი, სადაც ბოროტი ციხის მმართველი პატარა ტირანია პოლპოტურ სახელმწიფოს იწყობს,


ვიღაც ანალიტიკურმა, ამ ადამიანების უნარები იყვნენ სადისტები, დაუქვემდებარა ძველ მიზანს - ქურდების გაფუჭება ნებისმიერ ფასად. 


სპირალის ამ ხვიას აზრი ეკარგება თუკი ის არ არის დოკუმენტირებული და შენახული. ამ შემთხვევაში, ის არა ხარისხობრივი ცვლილება - ქურდის გაფუჭება, არამედ ბოროტი სადისტების ღამეული გართობა გამოდის. 


შეკითხვა პირველი
იღებდნენ თუ არა თავის ქმედებებს პოლიციელები შეგნებულად, რათა ქურდი გაეფუჭებინათ?


თუ-თუ პრინციპით შევხედოთ ამ მომენტს: 
თუ არ  იღებდნენ და შემდგომი გამოყენებისთვის არ ინახავდნენ, ეს ნიშნავს, რომ მდაბალი ნაძირალა სადისტები ყოფილან, რომლებიც ასე ერთობიან.
თუ იღებდნენ ქურდის გაფუჭების დასტურად და ამით საკუთარ მონაწილეობას აფიქსირებდნენ, იდეალისტი უშიშარი სადისტები გამოდიან.

აი აქ ჩნდება ჩემი გაორება, რომელზეც ჯერ პასუხი არ მაქვს. 
ეს პოლიციელები ხომ არ არიან ზემოდან დაშვებული ქურდების გაფუჭების ლეგალური ტალღის შემსრულებლები? 
და თუ ასეა, ჯალათები არიან თუ მებრძოლები? 
რა გარანტია აქვთ უსაფრთხოების? ან ახლავე, ან იმ ადამიანის ციხიდან გასვლის შემდეგ? 

თუ მათ მიედ დატანჯულთაგან ყველა ქურდია, ან ქურდობაზე მეოცნებეა, მაშინ მათში შემიძლია მებრძოლი დავინახო. 


მაგრამ თუკი დატანჯულთაგან თუნდაც ერთი ჩვეულებრივი პატიმარია, როგორადაც შეიძლება ვიქცეთ მეც და შენც, თუკი დამუხრუჭება ვერ მოვასწარით და ვიღაც მთვრალი ბორბლებში შემოგვებოდიალდა, მაშინ ესენი არიან ქურდებზე და  ყაჩაღებზე უფრო ცუდი ადამჯანები. 
თუნდაც მხოლოდ იმით, რომ მათი ძალმომრეობა სახელმწიფოს სახელით, ანუ ჩემი და შენი სახელით კეთდება. 



და მაინც. 
დავუბრუნდები ქურდების გაფუჭების რომანტიკულ ვერსიას. 
აუცილებლად და საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ  ყოველგვარ სეგრეგაციაზე. კანონი უპირველეს ყოვლისა, ანუ ყველა პატიმარი თანაბარია და მათ განასხვავებს მხოლოდ მისჯილი ვადა. არანაირი განსხვავება მოპყრობაში არ უნდა იყოს. 
გასულია 5 წელი. 
ქურდობა,როგორც ინსტიტუტი რეანიმაციის უნარს ავლენს, მაგრამ ახლა საზოგადოების ჯერია. ჩვენ ყველამ, ჩვენმა ახალმა ერთობლიობამ ციხის გარეთ არ უნდა დაუშვას ქურდობის დაბრუნება. 

დროა გავათავისუფლოთ პოლიცია ამ ვალდებულებისგან. 
ჩვენ აღარ გიკვეთავთ ქურდების გაფუჭებას ნებისმიერ ფასად. 

ჩვენი შეკვეთაა, მოუფრთხილდით პატიმრების ჯანმრთელობას და ფსიქიკას. ჩვენ უნდა მივიღოთ ისინი უკან, მათ ჩვენს გვერდზე უნდა იცხოვრონ, ჩვენ ისინი დაჭკვიანებულები გვინდა და არა გამწარებულები. 

და ვინაიდან გუშინდელი საშინელება 6-7  წლის წინანდელი სახელმწიფო პოლიტიკის მახინჯი ყლორტია, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებასაც - აღარ დაუშვათ პატიმრების სეგრეგაცია, ყველა პატიმარი თანაბარია, სასჯელის ზომა უკვე განსაზღვრა მოსამართლემ. სახელმწიფოვ,  ბადრაგო,  სპეცდავალების მტვირთავო  პოლიციელო , გათავისუფლებთ დამატებითი ფუნქციებისგან და მისიებისგან. 
ჩვენ ყველას გვინდა რომ ქურდობა აღარ გაცოცხლდეს, მოიფიქრეთ სხვა გზა ამ შედეგის მისაღებად. 


პ.ს. სამინისტროს ყველაზე       ერთაზროვანად მაკომპრომეტირებელი ამ ისტორიაში ისაა, რომ პატიმრები განსაზღვრულზე ორჯერ თუ სამჯერ მეტნი არიან ვიდრე განსაზღვრულია.
ეს ფაქტი საკმარისია კალმახელიძის პასუხისმგებლობისთვის.+ ყველა მონაწილე ციხეში, საქართველოს ახლა ჭოჭმანის დრო აღარ აქვს.

This post has been edited by axalirevolucia on 19 Sep 2012, 11:53


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27788
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:45  #33064109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გავიღვიძოთ ახალ ქვეყანაში, ოღონდ იმაში არა, რომელიც ძველია.



გავიღვიძოთ
სადისტ ნაცხროვის ჩარეცხვის შემდეგ yes.gif



გაიღვიძე გრიშა ბიძია, დეპოში ვართ biggrin.gif

This post has been edited by forumeli64 on 19 Sep 2012, 14:24


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
masha
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45297
წევრი No.: 15553
რეგისტრ.: 21-December 05

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:49  #33064162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ჩემი პოზიცია მეორე:
არავითარი სენტიმენტები ქურდების, როგორც პიროვნებების, ასევე ქურდობის, როგორც სოციალური ინსტიტუტის მიმართ. ეს წინარეისტორიულ- ფეოდალურ- გულაგური გადმონაშთი ფეხებს უბორკავდა ამ ქვეყანას და ის აუცილებლად უნდა მოვიცილოთ.


ახლა შენ გულუბრყვილოდ ფიქრობ, რომ მხოლოდ ქურდებს ექცევიან ეგრე და დანარჩენ პატიმრებს ბამბის ნაყინს აჭმევენ?
ეს კადრები მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომელიც ნაცმოს და პირადად მიშას მიერ შექმნილი სასისტემისთვის მიუღებელი იქნება
პოტენციურად დგას იმ საშიშროების წინ რომ როცა დასჭირდებათ ციხეში მოახვედრებენ და რა თქმა უნდა, აწამებენ.

This post has been edited by masha on 19 Sep 2012, 11:49


--------------------
Before you diagnose yourself with depression or low self-esteem, first make sure you are not, in fact, just surrounded by assholes.
ფორუმზე არაფერი არ იმალება.
Love The Sun
Ragganinn'aH


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9664
წევრი No.: 30835
რეგისტრ.: 4-March 07

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:53  #33064212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
პირველად წავიკითხე შენი პოსტი თავიდან ბოლომდე და არ ვცდებოდი რომ არ ვკითხულობდი აქამდე, აღარც აწი წავიკითხავ.
ჩვეულებრივი უნიჭო ზომბი ხარ.
===============================================================
მიშა, მიშა, მიშა!!!

This post has been edited by Love The Sun on 19 Sep 2012, 11:54


--------------------
Immigration stole the nation, Mother Russia, Abu Hamza!

"People shouldn't be afraid of their governments. Governments should be afraid of their people." - V

http://lelorugby.blogspot.com/
ComiX
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 174
წევრი No.: 152265
რეგისტრ.: 5-July 12

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:54  #33064224      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გავიღვიძოთ

QUOTE
დილის 7 საათია

QUOTE
რაც ვნახე-მოვისმინე გასულია სულ 5 საათი


QUOTE
პ.ს. სამინისტროს ყველაზე      ერთაზროვანად მაკომპრომეტირებელი ამ ისტორიაში ისაა, რომ პატიმრები განსაზღვრულზე ორჯერ თუ სამჯერ მეტნი არიან ვიდრე განსაზღვრულია.


ისე ახალგაღვიძებულზე ჯერ რომ დაანძრიოთ ხოლმე და მერე შემოხვიდეთ ფორუმზე არ გიცდიათ? smile.gif
chukius
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9932
წევრი No.: 133210
რეგისტრ.: 1-July 11

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:57  #33064269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ქურდები ხო, აი ახალშესულებს განურჩევლად რატომ უბრახუნებდნენ?

QUOTE
სახელმწიფოვ,ბადრაგო,სპეცდავალების მტვირთავოპოლიციელო , გათავისუფლებთ დამატებითი ფუნქციებისგან და მისიებისგან.

ვათავისუფლებთ კი არა წიხლით უნდა შეტენო იმ გლდანის ციხეში და 30-30 წელი მისცე. მადლობაც ხომ არ გადავუხადოთ?biggrin.gif ათავისუფლებს ეს ამ მძიმე ეროვნული მისიისგან.
Z SAZANO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1184
წევრი No.: 142140
რეგისტრ.: 24-January 12

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:57  #33064276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
და ვინაიდან გუშინდელი საშინელება 6-7  წლის წინანდელი სახელმწიფო პოლიტიკის მახინჯი ყლორტია, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებასაც


იმედია აქ ახალ ხელისუფლებას გულისხმობ
და ერთიც : ალბათ გამოგრჩა (ან მე გამომრჩა) არსად არაა ნახსენები დასჯა: შემსრულებლების, შემკვეთების და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის


--------------------
თხილის ჰიბრიდული ჯიშები. 1 ნერგის ფასი 25$ !!!
t-90
უტანკესი და უტონკესი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 36434
წევრი No.: 135926
რეგისტრ.: 15-September 11

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 11:58  #33064286      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ისა და რო გაჩუმდე და ბოდიში მოიხადო შენს მიერ მხარდაჭერილ ხელისუფლებაზე არა?
და კიდე იმ პატიმრებს მოუხადო ბოდიში.


--------------------
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.
ziriro
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15355
წევრი No.: 9986
რეგისტრ.: 7-May 05

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 12:08  #33064426      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
QUOTE
კაცი ცოტნე დადიანის ჟინით ( ოღონდ სულ სხვა იდეალებით)მეოცეჯერ იმეორებს, რომ ქურდია, ის დატანჯეს, ტრაკით ცოცხი დააჭერინეს, მაგრამ ვერ გატეხეს - ის ქურდია, მისი დროც მოვა!
დაქადნებით იმეორებს.


დაიწერა აქ გუშინ, რომ მაგ პატიმრის ვინაობა ცნობილია და იგი არ არის ქურდა, არამედ არის სულით ავადმყოფი. ჩვეულებრივი გიჟი

QUOTE
ჩვენი შეკვეთაა, მოუფრთხილდით პატიმრების ჯანმრთელობას და ფსიქიკას


აუF სულ ჩვენს შეკვეთებს ასრულებენ. კაი, შენ შეუკვეთე მაინც biggrin.gif

გირგვლიანის მკვლელებზეც შეუკვეთე რამე რა.
Moor
Dreamer in Chief +


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26183
წევრი No.: 111995
რეგისტრ.: 10-February 10

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 12:19  #33064567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · im · icq · aim · yim · msn
აუ დავაი რა



-----------------------------


--------------------
rastafari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6560
წევრი No.: 62254
რეგისტრ.: 25-May 08

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 12:21  #33064609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვის ესპორებით lol.gif lol.gif lol.gif
Trump
Lost in Time , Like Tears In Rain


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6592
წევრი No.: 138298
რეგისტრ.: 11-November 11

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 12:23  #33064638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE
ჩვეულებრივი უნიჭო ზომბი ხარ.
===============================================================
მიშა, მიშა, მიშა!!!



--------------------
წავედი ბერტოლუჩის უნდა ვუყურო...

SCO
re member


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27392
წევრი No.: 89380
რეგისტრ.: 20-April 09

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 12:26  #33064684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
masha
QUOTE
ახლა შენ გულუბრყვილოდ ფიქრობ, რომ მხოლოდ ქურდებს ექცევიან ეგრე და დანარჩენ პატიმრებს ბამბის ნაყინს აჭმევენ?
ეს კადრები მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ნებისმიერი ჩვენთაგანი, რომელიც ნაცმოს და პირადად მიშას მიერ შექმნილი სასისტემისთვის მიუღებელი იქნება
პოტენციურად დგას იმ საშიშროების წინ რომ როცა დასჭირდებათ ციხეში მოახვედრებენ და რა თქმა უნდა, აწამებენ.


+1


--------------------
To become immortal and then die

* * * * * * * *
საჯარიმოს გარედან:
მესი - 46 გოლი 472 დარტყმაში
კრ - 41 გოლი 799 დარტყმაში
eeelllooo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21819
წევრი No.: 125884
რეგისტრ.: 12-January 11

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 12:29  #33064728      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფუუუუუუუუუუუუუუუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ
კაციიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ცოცხი, რაც უნდა ქნა, იცი!


--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!

ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
HITR
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 267
წევრი No.: 87394
რეგისტრ.: 25-March 09

გამოგზავნილია: 19 Sep 2012, 12:30  #33064742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
აუ დავაი რა


+1000000000
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0216 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]