forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აღარაქტუალური თემა, 3 თვის წინ დამიწერია
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 07:40  #33433807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აიპოდში ვნახე ახლა, 3 თვის წინ დამიწერია.
ახლა გადმომაქვს უცვლელად.
დღესაც ვაწერ ხელს.
ფინალურ წინადადებაზეც, რა თქმა უნდა.
ერთმა შემახსენა აქ. ეგ ( ანუ მე), არჩევნებამდეც დეპრესიაში იყოო, მართალია და აი ახსნაც.



------------


საქართველო რუსეთის ომი გრძელდება
მეთქი. 
რა ეტყობა ჩვენს მთავრობას რომ ომშიაო, შემეპასუხა ერთი თანაფორუმელი. 


და რაზე უნდა შეატყოს საშუალოსტატისტიკურმა მოქალაქემ,  რომ საქართველოს მთავრობა ომშია? 

მას არც შინელი აცვია სტალინივით
არც კოკოითივით ისვრის
არც დე გოლივით განუყრელია თავის სამხედრო ქუდთან
არც დავით აღმაშენებელივით შეარისხებს მგრგვინავი ხმით საკუთარ ლეგიონს
არც მაი ძედუნივით მიუძღვება დასაღუპად 3 მილიონ თანამებრძოლს ალპურ მთაგრეხილებზე
არც ფიდელ კასტროსავით უწეწავს ქარი წვერებს
არც მამაცი გულივით აქვს შეღებილი სახე თეთრ ცისფრად



ომში იყო შევარდნაძე და არა სააკაშვილი- ჯერ ერთი აფხაზეთში პირადად იყო ჩასული 4 ჯერ
არ ასუფთავებდა კრწანისის რეზიდენციის აუზს დაჭაობებული შლამისგან, 
არ ასრულებდა ბეთონის გაურკვეველი კონსტრუქციის მშენებლობას 8 თვის განმავლობაში ავლაბრის დაღმართზე, 
არ უშლიდა ლტოლვილებს კიბეებზე ვაჭრობას, იმიტომ რომ იყო პერმანენტულ ომში. 

დღევანდელი საქართველო
აღარაა იმ ომში, რომელშიც ედიკა დამარცხდა მიუხედავად თავზე ნაცრის დაყრისა და ფრონტზე ვიზიტებისა.


ეს სხვა ომია
ასეთი ომი საერთო ომთა არაუმეტეს 3 პფოცენტს შეადგენს     
ეს ისეთი ომია, რომლის მსგავსი მოიგო მაჰათმა განდიმ , მართინ ლუთერ კინგმა, ნელსონ მანდელამ, აშშმ, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, იაპონიამ, ბალტიისპირეთმა. 

ეს არის უსისხლო ომი
ომი, რომლის დამარცხებული მხარე მოხარულია

მოხარულია იმით რომ რაღაც უღირსსა და მძიმეს საკუთარ თავში გადააბიჯა

რუზველტმა და ბოტამ გადააბიჯა რასიზმს
დედოფალმა ვიქტორიამ იმპერიალიზმს რუსეთმა გულაგს, გდრ-მ კომუნისტურ სისტემას. ყველა ეს ქვეყანა უკეთესი გახდა ამ ომებში დამარცხების შემდეგ. 


სინამდვილეში ეს წაგებული მხარეები მოგებულები დარჩნენ
მოგებულები არიან მოგებულებიც. 

თუ თვლით რომ ორი მხარე არ შეიძლება მოგებული იყოს გადახედეთ ეკონომიკის სახელმძღვანელოებს დამწყებთათვის, იქ თუ ორივე მოგებული არ დარჩა ერთი ვერაფრით გაიმარჯვებს. 
ერთმა მოიყვანა პური, მეორემ გაზარდა ძროხა, მესამემ გამოწვა აგურები, შემდეგ ყველამ ყველაფერი გაცვალა და ყველა დარჩა მოგებული იმითი  რომ უფრო ხარისხიანი და ბევრი საჭირო პროდუქტი მიიღო, ვიდრე ექნებოდა, ყველაფერი თვითონ რომ გაეკეთებინა. 

ასევეა სახელმწიფოებიც, ისინი ერთმანეთს ზრდიან, 
შვეიცარიასა და ჰოლანდიას შორის არ შეიძლება არსებობდეს ცუდი სახელმწიფო, ჩადსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას შორის ვერ იარსებებს კარგი სახელმწიფო

მაგრამ არსებობს ტერიტორიები, რომლებზეც არც წარმატებულის სახელწიფოების არსებობაა გარანტირებული, არც წარუმატებელი ქვეყნკვა აქვს მისჯილი. 

ამ ადგილებში მუდმივი ბრძოლა და დუღილი მიდის ძველსა და ახალს, კარგსა და ცუდს, პასუხისმგებლობას და ზოოლოგიურ ოპტიმიზმს შორის. 


საქართველო თავის რეგიონში ღირსების სამანებს სვამს. 
გახსენდებათ ალბათ როგორ უპასუხა ფასადების ღებვით აფხაზეთმა საქართველოს ფასადების ღებვას, პოლიციის კლიპს პილიციის კლიპით სომხეთმა, მთავარი მისაბაძი ფაქტორი კი, რომლის განხორციელებას თავის ხელისუფლებს თხოვენ ადამიანები, ეს დასავლური ორიენტაციაა. საქართველოსი შურთ. 
ეს მთავარი სატანკო დივიზიაა ჩვენს ომში. 

შურთ რომ საქართველოს რუსეთი ეომა და რომ საქართველოს რუსეთმა თავისი კაცი ვერ დაუსვა

შურთ რომ მსოფლიო აშკარად ამართლებს საქართველოს და ამტყუნებს რუსეთს

საქართველოს და რუსეთს შორის კურსკის რკალია გაჩაღებული. ოღონდ იქ ტანკების ნაცვლად საინფორმაციო საშუალებები იბრძვიან და ყუმბარების ძალა დასავლურ ღირებულებებთან თანხვედრით იზომება. 
 
საქართველოს დასაპყრობ მებრძოლ ტანკებში რუსები სხედან
რუსები, რომელთაც საქართველოსი შურთ, და ამით ფეხი უკან უდგათ. 


რუსეთის ტანკებში რუსების გვერდით ქართველები სხედან. 
ქართველები, რომლებიც ტანკებში მსხდომ რუსებს საქართველოსადმი შურს უქრობენ და ამხნევებენ, რა პოლიცია, რის უსაფრთხო ღამე, რა შადრევნები და რის კორუფციის და ქურდების დაძლევა, რა განათება და გალამაზება, რის ბიუჯეტის ზრდა და საკრედიტო რეიტინგის ამაღლება , საქართველოში ხალხს სააკაშვილი სძულს და თქვენ( რუსებს) გამართლებენ. 

რუსტვინა ქართველების გვერდზე რუსულ ტანკებში მსხდომ რუსებს უძველესი ბაზისური ინსტინქტი ახსენდებათ, ძალა აღმართს ხნავს, ღირს უგილშემატკივრო უსამართლო, მაგრამ საკუთარ მხარეს. ქართველების ბაქიბუქი ეფემერული , არაკანონზომიერი წარმატებაა, მალე ისინი უკან დაბრუნდებიან, ძველ საქართველოში 2003 წლამდელ საქართველოში. 

  
რუსეთის იმპერიულ გულს იფხანს - მართლები ჩვენ ვართ, მთელი მსოფლიო ცდება, სიმართლეს თვითონ ქართველები იტყვიან, თანაც პრეზიდენტის სავარძლიდან. სულ მალე.  



ეს ომი ჩვენთვის წარუმატებლად დამთავრდება, ისე რომ ვერც ვიგრძნობთ, რომ გვიომია.


 

This post has been edited by axalirevolucia on 11 Oct 2012, 09:18


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
Jimmu Tenno
TDI


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2973
წევრი No.: 150820
რეგისტრ.: 13-June 12

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:00  #33433825      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
აიპოდში ვნახე ახლა, 3 თვის წინ დამიწერია.

ედუჩა, შენ ხარ? rolleyes.gif

QUOTE
შურთ რომ საქართველოს რუსეთი ეომა

facepalm.gif

This post has been edited by Jimmu Tenno on 11 Oct 2012, 08:01


--------------------
მოდი ახლა სტომატოლოგიაში გამეჯიბრე და გაჩვენებ შენი ინტელექტუალობა სადამდე გაქაჩავს

ციხის ნადზორებს მე ლიჩნა არ ვესაუბრები როგორც თანასწორს , ეგეთი მსოფლმხედველობა მაქვს (C) მაკიაველი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:03  #33433833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Jimmu Tenno
ნწ, ედუჩას აიპადი აქვს, მე აიპოდი.









................................
eeelllooo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21819
წევრი No.: 125884
რეგისტრ.: 12-January 11

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:05  #33433839      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
აუჰ, გისამძიმრებ.
სამი თვის წინაც და ახლაც.
sad.gif


--------------------
შენი დედაც მოდის ტყიბულიდან, პაპუნა უგრეხელიძევ, პოლიტპატიმრის დევნისთვის!

ვიბარებ ძველ, ნახმარ ავეჯს, აქვე, ფორუმზე.
Jimmu Tenno
TDI


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2973
წევრი No.: 150820
რეგისტრ.: 13-June 12

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:05  #33433841      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
ნწ, ედუჩას აიპადი აქვს, მე აიპოდი.

no.gif
ვერ ვერკვევი მაგეებში, მე მარტო თოხს და ბარს ვარჩევ ერთმანეთისაგან user.gif
Pompiero
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6284
წევრი No.: 34509
რეგისტრ.: 8-May 07

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:10  #33433844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აგი იუზერი ჟოაო ხომ არაა?

ბელეტრისტიკა უყვარდა და . . .
Jimmu Tenno
TDI


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2973
წევრი No.: 150820
რეგისტრ.: 13-June 12

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:15  #33433853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Pompiero
QUOTE
აგი იუზერი ჟოაო ხომ არაა?

ბელეტრისტიკა უყვარდა და . . .

no.gif
არა მგონია, ეს დისკურსების გარეშე ხმარობს ლოგიკას
Pompiero
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6284
წევრი No.: 34509
რეგისტრ.: 8-May 07

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:23  #33433867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Jimmu Tenno
QUOTE
არა მგონია, ეს დისკურსების გარეშე ხმარობს ლოგიკას  

შეიძლება smile.gif მე ასე არ დავკვირვებივარ: ერთი-ორი პოსტის მერე არცერთს არღარ ვკითხულობ biggrin.gif

This post has been edited by Pompiero on 11 Oct 2012, 08:25
chombe
ჟიგართმჟლეტი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20006
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:28  #33433872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
არც მაი ძედუნივით მიუძღვება დასაღუპად 3 მილიონ თანამებრძოლს ალპურ მთაგრეხილებზე

უფრო ალბათ ტიბეტურ ან ტიანშანურ მთაგრეხილებზე .... biggrin.gif


QUOTE
რუსეთის იმპერიულ გულს იფხანს - მართლები ჩვენ ვართ, მთელი მსოფლიო ცდება, სიმართლეს თვითონ ქართველები იტყვიან, თანაც პრეზიდენტის სავარძლიდან. სულ მალე. 

ეს ომი ჩვენთვის წარუმატებლად დამთავრდება, ისე რომ ვერც ვიგრძნობთ, რომ გვიომია

ოი, ნე მაროჩწე გოლოვუ....

პირდაპირა თქვით - ამ არჩევნების შედეგები ყველაზე მეტად ხელს რუსეთს აძლევსო და გაათავეთ (ვსმისლე ბელეტრისტიკი)...







QUOTE
Jimmu Tenno
ჩოხა



ჯგუფი: Registered
წერილები: 658
წევრი No.: 150820
რეგისტრ.: 13-June

უზერო, შენ ჩოხა ხარ ?
ახლაღა შევამჩნიე მინაწერი შენს ავატარს ქვემოთ, არადა, იმ დღეს გითხარი არ გიცნობ-არ მიცნობ-მეთქი, ნეუდობნა პალუჩილოს....

This post has been edited by chombe on 11 Oct 2012, 08:38


--------------------
si deus nobiscum quis contra nos !

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)

Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)

გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
Jimmu Tenno
TDI


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2973
წევრი No.: 150820
რეგისტრ.: 13-June 12

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:37  #33433888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
chombe
QUOTE
უზერო, შენ ჩოხა ხარ ?


yes.gif


biggrin.gif



QUOTE
მაი ძედუნივით მიუძღვება ალპურ მთაგრეხილებზე



lol.gif lol.gif lol.gif
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 08:55  #33433919      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
chombe
Jimmu Tenno
ალპური და არა ალპების.
ალპური ზონა გაგიგიათ?

სადღაც 1500 ( თავს არ ვდებ) მეტრს ზემოთ იწყება, მხოლოდ ბალახი ხარობს, ღრიჭოებში ბუჩქებიც.

ალპური ზონა ტიანშანურ მტაგრეხილზე ( ალპურ ზონაში) გადაატარა მაომ 3 მილიონს, 1 წელი მიდიოდნენ და 800000 მოუკვდათ. ძირხვებნებს ჭამდნენ. მანამდე მაომ ერთ რაიონში ჩინეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გამოაცხადა, მაგრამ სტალინმა არ მიიერთა საბჭოთა კავშირზე.
ერთ წელიწადში მაოს რესპუბლიკა დაემხო და შემდეგ აღდგა 4 წლის შემდეგ მგონი, მთელ ჩინეთზე.
შუალედში იყო ეს მარში მთებში.


Jimmu Tenno
QUOTE
ვერ ვერკვევი მაგეებში, მე მარტო თოხს და ბარს ვარჩევ ერთმანეთისაგან 

ჩოხა?
აიპოდი მობილური ტელეფონის ხელაა, აიპადი ნოუთბუქის.

მე აიპოდს გირჩევ, ჯიბეში ეტევა, იაფია, ვაიფაი აქვს. ფორუმწარმადობას იოლად აღიდგენ,

თანაც, აკლიხარ ფორუმს.



chombe
QUOTE
ოი, ნე მაროჩწე გოლოვუ....

პირდაპირა თქვით - ამ არჩევნების შედეგები ყველაზე მეტად ხელს რუსეთს აძლევსო და გაათავეთ (ვსმისლე ბელეტრისტიკი)...


ეგ ხო გითხრათ კარდუმ კომიქსებით, ახლა მე ჩემებურად ვმაროჩუ ვაშუ გოლოვუ, ვაა.
არ შეიძლება?

This post has been edited by axalirevolucia on 11 Oct 2012, 09:08
ბესიკის26
Fuck Russian Dream


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8030
წევრი No.: 86352
რეგისტრ.: 10-March 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 09:00  #33433931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
თქვენ იპოვნეთ ეგ მცდარი წინადადება და დაიკიდეთ

QUOTE
შურთ რომ საქართველოს რუსეთი ეომა და რომ საქართველოს რუსეთმა თავისი კაცი ვერ დაუსვა

მივაგენი,მაგრამ ვერ დავიკიდე... sad.gif

კიდე ერთხელ ვადასტურებ,რომ მაგარი კაცი ხარ.

This post has been edited by ბესიკის26 on 11 Oct 2012, 09:01


--------------------
3,14დაрoccия
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 09:16  #33433985      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ბესიკის26
ჩავასწორე
ახლა ასე იკითხება
-"რუსეთის ტანკებში რუსების გვერდით ქართველები სხედან.
ქართველები, რომლებიც ტანკებში მსხდომ რუსებს საქართველოსადმი შურს უქრობენ და ამხნევებენ, რა პოლიცია, რის უსაფრთხო ღამე, რა შადრევნები და რის კორუფციის და ქურდების დაძლევა, რა განათება და გალამაზება, რის ბიუჯეტის ზრდა და საკრედიტო რეიტინგის ამაღლება , საქართველოში ხალხს სააკაშვილი სძულს და თქვენ( რუსებს) გამართლებენ.

რუსტვინა ქართველების გვერდზე რუსულ ტანკებში მსხდომ რუსებს უძველესი ბაზისური ინსტინქტი ახსენდებათ, ძალა აღმართს ხნავს, ღირს უგილშემატკივრო უსამართლო, მაგრამ საკუთარ მხარეს. ქართველების ბაქიბუქი ეფემერული , არაკანონზომიერი წარმატებაა, მალე ისინი უკან დაბრუნდებიან, ძველ საქართველოში 2003 წლამდელ საქართველოში. "

This post has been edited by axalirevolucia on 11 Oct 2012, 09:17
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18571
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 09:16  #33433988      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
ფინალურ წინადადებაზე როგორ აწერ ხელს, როდესაც დღეს ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილია და მომავალი პრეზიდენტის კონტურები ჯერ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი?


თუ კი იგივე დასავლეთს დავუჯერებთ და მსგავის დემოკრატია, რასაც ბოლო ხანს მივაღწიეთ ( ბოლო კვირების მოვლენებს ვგულიხმობ) ჯერ საქართველოს არ ღირსებია.

პ.ს. სხვათა შორის, ყავასთან ერთად მშვენივრად იკითხება პირველი პოსტი.
))))


--------------------


მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20967
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 11 Oct 2012, 09:22  #33434010      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
abelo
QUOTE
ფინალურ წინადადებაზე როგორ აწერ ხელს, როდესაც დღეს ქვეყნის პრეზიდენტი სააკაშვილია და მომავალი პრეზიდენტის კონტურები ჯერ მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი?


3 თვის წინ მეგონა მიშა უფრო მწარედ წააგებდა. ამ მიზეზით, რომ ხალხი მის ომს ვერ ხედავს.

აღმოჩნდა რომ ჩემი კანონზომიერება სწორია.
- მიშას ხმა მისცა კონფლიქტის ზონებს მიმდებარე მოსახლეობამ ( სამეგრელომ და გორმა) , რომელთათვისაც შეუძლებელია საქართველოს ძირითადი ომის დავიწყება.


თუმცა, დიდი სირცხვილები წინ გვაქვს, მიშას შემდეგ.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0197 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]