forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გურამ ფანჯიკიძე ვს თენგიზ კიტოვანი, 1984-2???
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:08  #33474824      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გარემო სადაც ვცხოვრობთ, შედგება ქვეყნისგან, ქალაქისგან, ქუჩისგან, ეზოსგან და ბინისგან. 
არჩევნები, რომელიც არამხოლოდ მომავალ პარლამენტში ძალთა გადანაწილებაში შენი მონაწილეობაა, არამედ დიდწილად ხელისუფლებაში მყოფი ძალის შეფასებაცაა, აღმოჩნდა, რომ გასაშუალოსტატისტიკურებული ქართველი არ არის ხელისუფლების მადლიერი იმ შესრულებული საქმისთვის, რაც მის თვალწინ გაკეთდა.
რეალობაა რომ  
ამ საშუალოსტატისტიკური  ადამიანის გარემო, რომელიც შედგება ბინისგან, ეზოსგან, უბნისგან, ქუჩისგან, ქალაქისგან და ქვეყნისგან მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ და დიდი ტემპებით აგრძელებდა უკეთესობისკენ ცვლილებას.
ზოგადად, უკეთესობისკენ ცვლილება მტკიცე სურვილს, დაგეგმვას, ძალისხმევას, შექმნას, შექმნილის მოვლას, შეცდომების სიმწარეს, კრიტიკოსთა მოგერიებას და ფიზიკის წინააღმდეგ წასვლას, ფულს და ამ ფულის მოპოვებას ნიშნავს.
ფაქტია, რომ არჩევნებამდელი ხელისუფლება ამ კონვეიერში თავითფეხებამდე იყო ჩართული. 
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მშენებლობების ტემპი მატულობდა და გეგმები  სულ უფრო გრანდიოზული ხდებოდა.
ხალხმა ბევრი ისეთი დასრულებული მშენებლობა იხილა, რომელსაც სიზმარშიც ვერ იოცნებებდა. 
უკვე შემდგარია ახალი ბათუმი, სიღნაღი, ახალციხე, გრანდიოზული მშენებლობები დასრულდა თბილისში, ქუთაისში, თელავში, გაჩნდა ახალი რაიონული მასშტაბის კურორტები, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მგზავრობის გზის ხანგრძლივობა და თანმხლები დისკომფორთი თითქმის განახევრდა, დადგა ეტაპი, როცა ბეტონის გზა დაიგო მცირედდასახლებულ და მოწყვეტილ რეგიონამდე, პერსპექტივაში ბევრი ასეთი გზის დაგება იქნა დათქმული. 

გურამ ფანჯიკიძე, პოპულარული ქართველი მწერალი ქართველის ფსიქოპორტრეტის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა მის არტისტულობას. ქართველი მუდმივად სცენაზეა, მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის გვერდიდან, შორიდან შეფასებას და ცდილობს მიიღოს აღიარებაო. არ სჭირდება ორსართულიანი სახლი მაგრამ მაინც იშენებსო ( დღევანდელი ტრანსფორმირებით, არ სჭირდება ამდენად ძვირი მანქანა და მობილური, მაგრამ მაინც ყიდულობს). მუდმივად მასპინძელია და  ცდილობს სტუმრებთან ხელგაშლილი და მდიდარი მასპინძლის როლი უზადოდ შეასრულოსო. ეს ის წლები იყო, საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ყველა ჟურნალისტი პირველს ამ შეკითხვას უსვამდა - როგორ მოგწონთ საქართველო?
ის, რომ სტუმარს საქართველო უნდა მოსწონებოდა, არ იყო საკითხი, სტუმრისგან უნდა გაგვეგო, Xალიან მოსწონდა, აღტაცებული იყო, თუ გადარეული იყო საქართველოს სილამაზით, ნაკლებ ქებას ჩვენ არ მივიღებდით. 
მას შემდეგ იყო: 1989, 1991, 1993,1994, 1995 რომლებმაც ბინძური დადახეულ გახუნებული კამუფლაჟი ჩააცვა  როგორც სტუმრისთვის საჩვენებელ რსაქართველოს, ასევე ჩვენ ოჯახებს. 
სტუმარი ჩვენი სირცხვილის არასასურველი მოწმე გახდა. გურამფანჯიკიძისეულ ქართველს სუიციდისგან გადასარჩენი ერთი გზაღა დარჩა - ის შეიცვალა. აიკრძალა სიამაყე საქართველოთი და ქართველობით, დაიყენა გისოსები, ამოიდო პისტოლეტი ბალიშის ქვეშ, ნაგავი გადაუშვა ფანჯრიდან ეზოში და სამყაროს საკუთარი ბინის ავტონომია გამოუცხადა. სუიციდს გადარჩა, მაგრამ სოციუმისთვის ნაკლებად სასარგებლო გახდა.
სცენაზე მყოფი არტისტი ლოკოკინას ინდივიდუალურ ბაკანს დასჯერდა. 
ჩვენ მას შემდეგ შევიცვალეთ. ვავლენთ ნიშნებს, რომ გურანფანჯიკიძისქართველი გავაღვიძოთ ჩვენში, მაგრამ მისგან ჯერ  ძალიან შორს ვართ. პრიმა კატეგორია ჩვენთვის ისევ ლოკოკინას ნაჭუჭს შიდა გარემოა. ყველა იმ ადგილას, სადაც ხელისუფლებამ განსაკუთრებით დიდი ფული დახარჯა გურამფანჯიკიძისქართველი პრეზიდენტის ზემონდომებით, ხელისუფლებამ დიდი სხვაობით წააგო. 
ანუ მცხეთის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, ახალციხის, გორის მაცხოვრებელთა ძალიან დიდი ნაწილისთვის მადლიერების მიზეზი არ აღმოჩნდა ის, რომ მათ ქალაქებს ბინძური კამუფლაჟი მოსცილდა, გასუფთავდა და ბევრგან ზღაპრული სილამაზე შეიძინა. ლოკოკინასთვის სულერთი დარჩა მის ბაკნის გარეთ ცხოვრება, მას საკუთარმა ახალმა ქალაქმა სიამაყე არ მოჰგვარა და ამიტომაც არ დარჩა მადლიერი. მან საკუთარი ბინის ავტონომიის ინტერესებით შეაფასა საერთო ფულის ხარჯი.  რაც მის მაცივარზე არ აისახა მისთვის უაზრო ფლანგვა აღმოჩნდა, და რაც უფრო მეტი იყო უაზრო ხარჯვის ძეგლები მის გარშემო, მით მეტად აღმოჩნდა ის გაღიზიანებული. ჩემი საკენკი? კითხულობს ის. 
ჩვენ ვაშენებთ შენობებს და მერე ეს შენობები გვაშენებენ ჩვენ. ჩერჩილის სიტყვები ძალაშია, ოღონდა საქართველოში ჯერ არა. მშენებლობათა რაოდენობა და მოცულობა გრანდიოზული კი იყო, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ხარისხობრივი ცვლილებისთვის. ლოკოკინა ისევ შიგნიდან იპრიალებს თავის სახლს. დღეს იმედითაა გაყურსული. 
ხვალ ისევ იკითხავს, ჩემი საკენკი? 
და რას აღმოაჩენს?
ყოველთვიურად ხეირობს  100 ლარს, ქვეყანას კი ისევ კამუფლაჟი ეფარება და პლინტუსებთან ნაგავი გროვდება, ის რაც ნორმა ეგონა, თურმე ფუჭდება და ახალი კი აღარაფერი შენდება. 
გაიხსენებს კი თავის თავში გურამფანჯიკიძის არტისტ ქართველს? გაუჩნდება მოთხოვნილება რომ სხვაზე ნაკლები არ აშენოს იმ დროს როცა მეზობლები დიდი ტემპებით და ბევრი ფულით აშენებენ საკუთარ ქვეყნებს? 
შეძლებს თვალსაწიერი გაიფართოვოს პოლიტიკური რუკის მასშტაბით, ისევ შეხედოს საკუთარ თავს სცენაზე მდგომს ტაშის და შურის მოლოდინში? იამაყოს ერთობლივი აშენებულით, დაგებულით, შეღებულით, ჩართულით, მოფიქრებულით, გალამაზებულით, ცივილიზებულობით, მაღალტექნოლოგიურობით, კეთილგანწყობულობით, ხელგაშლილობით? 


ამ გზაზე ვიდექით. 
საშუალოსტატისტიკურმა ქართველმა მომავალ ხელისუფალს უთხრა რომ შენება მისთვის  არაა სიამაყე, რომ ის არ თვლის თავს შენების მონაწილედ, რომ მისთვის მთავარია არ ეშინოდეს და არ შიოდეს. 
მომავალ ხელისუფალს მშვიდი ცხოვრება გარანტირებული შეიძლება ეგონოს - არაფრის კეთებით და არავისი წყენინებით შევარდნაძემ ბოლო 8 წელი მშვიდად გაატარა ტახტზე. ახალი ხელისუფლება ალბათ მას მიბაძავს - არაფრის კეთება, არავისი მომდურება, პენსიების ზრდა ( თვეში პლიუს ერთი კილო ხორცი, ან დღეში ერთი 50 გრამიანი კატლეტი, კარგია რატომაც არა).
მოახერხებენ ჩერჩილის შენობები ჩვენში გურამფანჯიკიძის ქართველის გაღვიძებას? 
მოახერხებს შეიყვანოს საკუთარ გარემოში საკუთარი ბინის გარდა საკუთარი ეზო, ქუჩა, ქალაქი და ქვეყანა? გაიხაროს საერთოთი?
მეტი არაა ჩემი მტერი. 
აგერ ნახავთ ამ თემაშიც.                      


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13576
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:18  #33474831      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia
QUOTE
მომავალ ხელისუფალს მშვიდი ცხოვრება გარანტირებული შეიძლება ეგონოს - არაფრის კეთებით და არავისი წყენინებით შევარდნაძემ ბოლო 8 წელი მშვიდად გაატარა ტახტზე. ახალი ხელისუფლება ალბათ მას მიბაძავს - არაფრის კეთება, არავისი მომდურება, პენსიების ზრდა ( თვეში პლიუს ერთი კილო ხორცი, ან დღეში ერთი 50 გრამიანი კატლეტი, კარგია რატომაც არა).
მოახერხებენ ჩერჩილის შენობები ჩვენში გურამფანჯიკიძის ქართველის გაღვიძებას?
მოახერხებს შეიყვანოს საკუთარ გარემოში საკუთარი ბინის გარდა საკუთარი ეზო, ქუჩა, ქალაქი და ქვეყანა? გაიხაროს საერთოთი?
მეტი არაა ჩემი მტერი.

გეთანხმები ბიძინა შევარდნაძის სტილის პოლიტიკას აირჩევს

ნელა მთავარია ხელისუფლებაში დარჩეს ქვეყანა ინერციით განვითარდება არადა ეს ინერციაც არ იქნება უძრაობაში არ წარმოიქმნება ინერცია

ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანას პროგრესი არ ექნება არცერთი მიმართულებით

იდგება ადგილზე


--------------------
თქვენზე დესტრუქციული და ავანტიურისტი ქართულ პოლიტიკაში მეორე არ არის © Moor

Fედერალნი ოკრუგ გრუზია გუბერნატარ ბორის ივანიშვილი

შავტრაკა ანუ ზანგი ადამიანის მეგობარია
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:33  #33474846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
FRIDRIX
"ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანას პროგრესი არ ექნება არცერთი მიმართულებით "

ხო, აბა " სისულელეებში" ხომ არ დახარჯავენ ფულს.

ინერციისა კი რა გითხრა.
ინერციით ეიფელი კოშკი არ შენდება.

შენების გაგრძელებას ჭირდება:
ჟილკა, ტვინი, რისკი და ფული.
მიშასგან ფული კი რჩებათ, მაგრამ დანარჩენი თვითონ ხო უნდა ჰქონდეთ. არ აქვთ.
გაჩერდება ყველაფერი ( ბეტონის გზებს გააგრძელებენ, უნამუსობა იქნება, სხვას არა) .
SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай


********
ჯგუფი: Members
წერილები: 35529
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:46  #33474858      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
FRIDRIX
axalirevolucia

არ წამიკითხავს მაგრამ კარგები ხართ

biggrin.gif
2kiss.gif


--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!

დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!

ლიბერალი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6165
წევრი No.: 118390
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:52  #33474866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
არ წამიკითხავს მაგრამ კარგები ხართ


biggrin.gif +1


--------------------
We are scanning the scene in Tbilisi city tonight (c) James Hetfield
fat man2
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7811
წევრი No.: 148358
რეგისტრ.: 7-May 12

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:52  #33474867      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FRIDRIX
QUOTE
იდგება ადგილზე

წაგართმევენ შენ ხორცკომბინატს და მერე მიხვდები რა არის პროგრესი


--------------------
მონა იყო და ისიც მიშასი?!

Si vis pacem, para bellum

ომს ვინც სირცხვილი არჩია ის მაინც მიიღებს ომს!
ilotam
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 520
წევრი No.: 5906
რეგისტრ.: 9-August 04

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:54  #33474871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აი ეგ ყველაფერი გულით რომ გეკეთებინათ და პოტიომკინის სოფლები არ გეშენებინათ, არ გამოგეყენებინათ ეს ყველაფერი პროპაგანდისთვის, არ დაგეყოთ ხალხი ცხვრებათ და მგლებად, არ მიგეთვისებინათ ბიზნესები თაღლითური მეთოდებით, მდგარიყავით ქვეყნის სამსახურში და არა ერთი კაცის ლაქიებად, იქნებ დაევიწყებინა ხალხს ის თქვენი შეჭმული მილიონები, დახოცილი ახალგაზრდები, ნაწამები პატიმრები, შერცხვენილი დიპლომატია, ტაშფანდურა მინისტრები და მერი (ბიუჯეტის ფულის ხარჯზე)... და ხმა მოეცა როგორც პროგრესული, პროდასავლური რეფორმატორი მთავრობისთვის.... "მაგრამ არ გაძღა დედათქვენის მუცელი"... (არქიფოსიც)


მესმის რომ არ გინდოდათ ესე დამთავრება, 2003-2006 წლებში ნამდვილად მიდიოდა ქვეყანა წინ, მაგრამ ერთი კაცის და მისი გარემოცვის არასწორმა გონებრივმა განვითარებამ ისტორია შეცვალა, რამაც თქვენი პოლიტიური მომავალიც იმსხვერპლა, იმედია დროებით. ბევრი ღირსეული ადამიანია, რომელსაც სწორი მიმართულება სჭირდება.

ფანჯიკიძისეულ ქართველს რაც შეეხება, ეს ქართული სულის გამოძახილია საბჭოთა საქართველოს უკანასკნელ პერიოდში. ეს აღარ განმეორდება, მაგრამ ჩვენ მალე ვიხილავთ ქართული სულის გამოძახილს კაპიტალისტურ, დემოკრატიულ საქართველოში. საინტერესოა, როგორი იქნება ის. ჩანასახი უკვე ვნახეთ ზოგიერთი "ახალი ქართველის" სახით, იმედს ვიტოვებ, ეს ყველაზე უარესი ვარიანტი იყო.


--------------------
"თავისუფლების ქურდები ბოლო ჟამს მუდამ დასჯილან. როდისა დგება ეს ბოლო ჟამი? – სწორედ მაშინ, როცა ხალხი თვალებს ახელს... გაიცნობს იმ შავ ძალებს, რომელთაც წაართვეს ბედნიერება, – სძულს ისინი უსაზღვროდ; სწორედ მაშინ ცდილობს შემუსროს თავის დამმონებელნი…" – ვაჟა
Today
in DVD


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6203
წევრი No.: 8843
რეგისტრ.: 18-February 05

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:55  #33474872      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
fat man2
QUOTE
წაგართმევენ შენ ხორცკომბინატს და მერე მიხვდები რა არის პროგრესი

ვინღა წაართმევს, წამრთმვები გაიკუზნენ. ვეღარც წაართმევენ, ვეღარც ეიფელის კოშკებს იმასიზავენ.


--------------------
Fortuna non penis, non recipientus in manus...

“What day is it?
Today - said Piglet
“Ah”, said Pooh, "My favorite day”
2012
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5217
წევრი No.: 105258
რეგისტრ.: 18-November 09

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 07:56  #33474874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არ წამიკითხავს მაგრამ კარგები ხართ

givi.gif
camomle
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11374
წევრი No.: 35812
რეგისტრ.: 1-June 07

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 08:04  #33474880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPLIYVI
ლიბერალი

+1


ლოლლლლლლლლ
SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай


********
ჯგუფი: Members
წერილები: 35529
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 08:21  #33474901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
fat man2
QUOTE
წაგართმევენ შენ ხორცკომბინატს და მერე მიხვდები რა არის პროგრესი


ეს საშიშროება არ აქვს ჩემ დეიდაშვილს

ბიზნესი განთავისუფლდა და ძალით მოწილეებს ჩამოიშორებს რაც ჩვენი ოჯახის დამატებითი შემოსავალი იქნება
wink.gif
bocmani
ღმერთმანის ძმა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12465
წევრი No.: 46477
რეგისტრ.: 11-November 07

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 08:23  #33474904      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SPLIYVI
QUOTE
FRIDRIX
axalirevolucia

არ წამიკითხავს მაგრამ კარგები ხართ

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

რაფერ გინდა არ დეეთანხმო? biggrin.gif


--------------------
ფორუმზე პოსტვა ბიძინას პრესკონფერენციის მერე დავიწყე...
სერიოზული საფრთხეები დავინახე და იმიტომ.. - rusa1960

კაპიტალისტური სამყარო ასეა მოწყობილი ბუნებას ხეებს ჩიტების ჭიკჭიკს ჩაანაცვლებს ბეტონი და მშენებლობა საიდანაც გაკეთდება ფული - ფრიდრიხა

Грузия не прадайоца...
FRIDRIX
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13576
წევრი No.: 135242
რეგისტრ.: 29-August 11

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 08:39  #33474929      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბოლოს ჩვენ გავიცინებთ






user posted image










camomle
QUOTE
ვახ შენ რა გითხარი რა მონდომებით ვუცქირე ვიდეოს მეთქი რაღაც დადო თქო ინწერესნი

ერთში სირიის დიქტატორული ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის სამართლიანი ომია
მეორეში რუსული დესანტი wink.gif
ვიდეოები საინტერესოა მთავარია სწორად ჩაწვდეwink.gif

სულ ზევით კი "უკანონო ხელისუფლების დამხობის კორიფეები"

This post has been edited by FRIDRIX on 14 Oct 2012, 08:47
camomle
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 11374
წევრი No.: 35812
რეგისტრ.: 1-June 07

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 08:43  #33474937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
FRIDRIX

ვახ შენ რა გითხარი რა მონდომებით ვუცქირე ვიდეოს მეთქი რაღაც დადო თქო ინწერესნი
PFU
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17740
წევრი No.: 12290
რეგისტრ.: 20-August 05

გამოგზავნილია: 14 Oct 2012, 08:52  #33474959      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (axalirevolucia @ 14 Oct 2012, 06:08 )
გარემო სადაც ვცხოვრობთ, შედგება ქვეყნისგან, ქალაქისგან, ქუჩისგან, ეზოსგან და ბინისგან. 
არჩევნები, რომელიც არამხოლოდ მომავალ პარლამენტში ძალთა გადანაწილებაში შენი მონაწილეობაა, არამედ დიდწილად ხელისუფლებაში მყოფი ძალის შეფასებაცაა, აღმოჩნდა, რომ გასაშუალოსტატისტიკურებული ქართველი არ არის ხელისუფლების მადლიერი იმ შესრულებული საქმისთვის, რაც მის თვალწინ გაკეთდა.
რეალობაა რომ  
ამ საშუალოსტატისტიკური  ადამიანის გარემო, რომელიც შედგება ბინისგან, ეზოსგან, უბნისგან, ქუჩისგან, ქალაქისგან და ქვეყნისგან მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ და დიდი ტემპებით აგრძელებდა უკეთესობისკენ ცვლილებას.
ზოგადად, უკეთესობისკენ ცვლილება მტკიცე სურვილს, დაგეგმვას, ძალისხმევას, შექმნას, შექმნილის მოვლას, შეცდომების სიმწარეს, კრიტიკოსთა მოგერიებას და ფიზიკის წინააღმდეგ წასვლას, ფულს და ამ ფულის მოპოვებას ნიშნავს.
ფაქტია, რომ არჩევნებამდელი ხელისუფლება ამ კონვეიერში თავითფეხებამდე იყო ჩართული. 
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მშენებლობების ტემპი მატულობდა და გეგმები  სულ უფრო გრანდიოზული ხდებოდა.
ხალხმა ბევრი ისეთი დასრულებული მშენებლობა იხილა, რომელსაც სიზმარშიც ვერ იოცნებებდა. 
უკვე შემდგარია ახალი ბათუმი, სიღნაღი, ახალციხე, გრანდიოზული მშენებლობები დასრულდა თბილისში, ქუთაისში, თელავში, გაჩნდა ახალი რაიონული მასშტაბის კურორტები, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მგზავრობის გზის ხანგრძლივობა და თანმხლები დისკომფორთი თითქმის განახევრდა, დადგა ეტაპი, როცა ბეტონის გზა დაიგო მცირედდასახლებულ და მოწყვეტილ რეგიონამდე, პერსპექტივაში ბევრი ასეთი გზის დაგება იქნა დათქმული. 

გურამ ფანჯიკიძე, პოპულარული ქართველი მწერალი ქართველის ფსიქოპორტრეტის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა მის არტისტულობას. ქართველი მუდმივად სცენაზეა, მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის გვერდიდან, შორიდან შეფასებას და ცდილობს მიიღოს აღიარებაო. არ სჭირდება ორსართულიანი სახლი მაგრამ მაინც იშენებსო ( დღევანდელი ტრანსფორმირებით, არ სჭირდება ამდენად ძვირი მანქანა და მობილური, მაგრამ მაინც ყიდულობს). მუდმივად მასპინძელია და  ცდილობს სტუმრებთან ხელგაშლილი და მდიდარი მასპინძლის როლი უზადოდ შეასრულოსო. ეს ის წლები იყო, საქართველოში ჩამოსულ სტუმარს ყველა ჟურნალისტი პირველს ამ შეკითხვას უსვამდა - როგორ მოგწონთ საქართველო?
ის, რომ სტუმარს საქართველო უნდა მოსწონებოდა, არ იყო საკითხი, სტუმრისგან უნდა გაგვეგო, Xალიან მოსწონდა, აღტაცებული იყო, თუ გადარეული იყო საქართველოს სილამაზით, ნაკლებ ქებას ჩვენ არ მივიღებდით. 
მას შემდეგ იყო: 1989, 1991, 1993,1994, 1995 რომლებმაც ბინძური დადახეულ გახუნებული კამუფლაჟი ჩააცვა  როგორც სტუმრისთვის საჩვენებელ რსაქართველოს, ასევე ჩვენ ოჯახებს. 
სტუმარი ჩვენი სირცხვილის არასასურველი მოწმე გახდა. გურამფანჯიკიძისეულ ქართველს სუიციდისგან გადასარჩენი ერთი გზაღა დარჩა - ის შეიცვალა. აიკრძალა სიამაყე საქართველოთი და ქართველობით, დაიყენა გისოსები, ამოიდო პისტოლეტი ბალიშის ქვეშ, ნაგავი გადაუშვა ფანჯრიდან ეზოში და სამყაროს საკუთარი ბინის ავტონომია გამოუცხადა. სუიციდს გადარჩა, მაგრამ სოციუმისთვის ნაკლებად სასარგებლო გახდა.
სცენაზე მყოფი არტისტი ლოკოკინას ინდივიდუალურ ბაკანს დასჯერდა. 
ჩვენ მას შემდეგ შევიცვალეთ. ვავლენთ ნიშნებს, რომ გურანფანჯიკიძისქართველი გავაღვიძოთ ჩვენში, მაგრამ მისგან ჯერ  ძალიან შორს ვართ. პრიმა კატეგორია ჩვენთვის ისევ ლოკოკინას ნაჭუჭს შიდა გარემოა. ყველა იმ ადგილას, სადაც ხელისუფლებამ განსაკუთრებით დიდი ფული დახარჯა გურამფანჯიკიძისქართველი პრეზიდენტის ზემონდომებით, ხელისუფლებამ დიდი სხვაობით წააგო. 
ანუ მცხეთის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, ახალციხის, გორის მაცხოვრებელთა ძალიან დიდი ნაწილისთვის მადლიერების მიზეზი არ აღმოჩნდა ის, რომ მათ ქალაქებს ბინძური კამუფლაჟი მოსცილდა, გასუფთავდა და ბევრგან ზღაპრული სილამაზე შეიძინა. ლოკოკინასთვის სულერთი დარჩა მის ბაკნის გარეთ ცხოვრება, მას საკუთარმა ახალმა ქალაქმა სიამაყე არ მოჰგვარა და ამიტომაც არ დარჩა მადლიერი. მან საკუთარი ბინის ავტონომიის ინტერესებით შეაფასა საერთო ფულის ხარჯი.  რაც მის მაცივარზე არ აისახა მისთვის უაზრო ფლანგვა აღმოჩნდა, და რაც უფრო მეტი იყო უაზრო ხარჯვის ძეგლები მის გარშემო, მით მეტად აღმოჩნდა ის გაღიზიანებული. ჩემი საკენკი? კითხულობს ის. 
ჩვენ ვაშენებთ შენობებს და მერე ეს შენობები გვაშენებენ ჩვენ. ჩერჩილის სიტყვები ძალაშია, ოღონდა საქართველოში ჯერ არა. მშენებლობათა რაოდენობა და მოცულობა გრანდიოზული კი იყო, მაგრამ მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ხარისხობრივი ცვლილებისთვის. ლოკოკინა ისევ შიგნიდან იპრიალებს თავის სახლს. დღეს იმედითაა გაყურსული. 
ხვალ ისევ იკითხავს, ჩემი საკენკი? 
და რას აღმოაჩენს?
ყოველთვიურად ხეირობს  100 ლარს, ქვეყანას კი ისევ კამუფლაჟი ეფარება და პლინტუსებთან ნაგავი გროვდება, ის რაც ნორმა ეგონა, თურმე ფუჭდება და ახალი კი აღარაფერი შენდება. 
გაიხსენებს კი თავის თავში გურამფანჯიკიძის არტისტ ქართველს? გაუჩნდება მოთხოვნილება რომ სხვაზე ნაკლები არ აშენოს იმ დროს როცა მეზობლები დიდი ტემპებით და ბევრი ფულით აშენებენ საკუთარ ქვეყნებს? 
შეძლებს თვალსაწიერი გაიფართოვოს პოლიტიკური რუკის მასშტაბით, ისევ შეხედოს საკუთარ თავს სცენაზე მდგომს ტაშის და შურის მოლოდინში? იამაყოს ერთობლივი აშენებულით, დაგებულით, შეღებულით, ჩართულით, მოფიქრებულით, გალამაზებულით, ცივილიზებულობით, მაღალტექნოლოგიურობით, კეთილგანწყობულობით, ხელგაშლილობით? 


ამ გზაზე ვიდექით. 
საშუალოსტატისტიკურმა ქართველმა მომავალ ხელისუფალს უთხრა რომ შენება მისთვის  არაა სიამაყე, რომ ის არ თვლის თავს შენების მონაწილედ, რომ მისთვის მთავარია არ ეშინოდეს და არ შიოდეს. 
მომავალ ხელისუფალს მშვიდი ცხოვრება გარანტირებული შეიძლება ეგონოს - არაფრის კეთებით და არავისი წყენინებით შევარდნაძემ ბოლო 8 წელი მშვიდად გაატარა ტახტზე. ახალი ხელისუფლება ალბათ მას მიბაძავს - არაფრის კეთება, არავისი მომდურება, პენსიების ზრდა ( თვეში პლიუს ერთი კილო ხორცი, ან დღეში ერთი 50 გრამიანი კატლეტი, კარგია რატომაც არა).
მოახერხებენ ჩერჩილის შენობები ჩვენში გურამფანჯიკიძის ქართველის გაღვიძებას? 
მოახერხებს შეიყვანოს საკუთარ გარემოში საკუთარი ბინის გარდა საკუთარი ეზო, ქუჩა, ქალაქი და ქვეყანა? გაიხაროს საერთოთი?
მეტი არაა ჩემი მტერი. 
აგერ ნახავთ ამ თემაშიც.                      

help.gif
მინდოდა წამეკითხა, მაგრამ დასაწყისშივე ისეთი უხეში არსებითი შეცდომაა დაშვებული რომ გადავწყვიტე დროის კარგვად არ ღირდა... yes.gif
მერე მაინც ვიფიქრე ჯანდაბას იქნებ ღირდესთქო და... ნეტავ საერთოდ არ წამეკითხა... facepalm.gif
მოკლედ: ავტორი 'გუბაზ ღაბაბისაგან' მხოლოდ იმით განსხვავდება რომ ხალხს სიტყვა 'საქონელი'-ს სინონიმი ლამაზლამაზი სიტყვებით მოიხსენიებს... ესაა ჩემი კომენტარი...
P.ს. ბატონო ავტორო თქვენ ალბათ შიმშილის, სიცივის, ავადმყოფობის და ა.შ. ეგზისტენციური საფრთხე არ გემუქრებათ ხომ?...
P.ს.2 მიმიფურთხებია ისეთი ქვეყნისათვის სადაც ღირებულება 'ადამიანი' არაა... და შესაბამისად ვერასოდეს ვერ გავუგებ კაცთმოძულე მიზანთროპებს რომლებიც მზად არიან საკუთარი თანატოფობიის წამლობას მილიონები შესწირონ... ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ პატივცემულო ავტორო რომ სხვებთან თანაცხოვრება, სიმბიოზი მოვახერხოთ...

This post has been edited by PFU on 14 Oct 2012, 09:16


--------------------
Absolute zero is cool...

Black hole sucks...
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0245 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]