forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (101) « პირველი ... 29 30 [31] 32 33 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თუთიყუშები, გამოიყენეთ ასევე facebook-ის გვერდები და ჯგუფები
Tio
გაუღიმე ცას თბილო ! :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2312
წევრი No.: 5694
რეგისტრ.: 11-July 04

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 18:51  #34821548      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
MAY_25
და ფაუნის გამოსარჩლება დავიწყოთ მეთქი ამით smile.gif)
რას ვიზამთ, თუ არ მოვისურვეთ იმაზე მეტად, ვიდრე გვჯერა- ვერაფერს შევძლებთ! ...


--------------------
ჩემში ორი სულია ერთი სუნთქვით! _ ესაა ორივეს სიცოცხლის უსაზღვრო ძალა!!! _ გმადლობ ღმერთო!!! ...
_ _ _
If you have a garden and a library,
you have everything you need ...
_ _ _
”რა თბილია ცხოვრება მზის სხივებით სავსე სიმშვიდეში”... :) ...
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 19:05  #34821748      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
korela92
QUOTE
ვაა ძალიან საინტერესოა. წარმომიდგენია რა კარგი იქნება თუთიყუშების ოთახში შესვლა, ალბათ გამოსვლა აღარ მოუნდება იქიდან ადამიანს
ისე მერე იქნებ თქვენი თუთოს ლაპარაკის ვიდეოც დადოთ. ჟაკოს ქართულად საუბარი ჯერ არ მომისმენია. არადა ყველაზე კარგად საუბრობენო და ძალიან საინტერესოა.
ისე ადვილია მისთვის ლაპარაკის სწავლა? 1 საშუალო სირთულის სიტყვას რამდენხანში სწავლობს?



კი გეთანხმები. რო შეხვალ ოთახში თუ გაერთე გარეთ რა ხდება ყველაფერი გავიწყდება smile.gif ლაპარაკს რაც შეეხება ვიდეო არ მაქვს. მხოლოდ იმის გამო რომ მხოლოდ მასჰინ ლაპარაკობს როცა მას უნდა და არა როცა ჩვენ გვინდა smile.gif ჯიუტი პარაზიტია. ისე ადვილად ითვისებს სიტყვებს. ახალ სახელს რამდენიმეჯერ რო გაიგონებს უკვე ამბობს. თან ვინც აჭმევს მის სახელს უფრო ადვილად იმახსოვრებს. იცის სიმღერის მელოდიები, იადონების ხმით გალობს მაგრად, ხველების იმიტაციას აკეტებს და ასე შემდეგ. ამას უფრო მაგრადაც ეცოდინებოდა ლაპარაკი უბრალოდ ერთ ოთახში ბევრი ფრინველი როა რთულია ლაპარაკი ასწავლო. სპონტანურად რაც ისწავლა ეგ არის. ეხლა მარტო მეყოლება სახლში და ცოტა ხანში ავალაპარაკებ.
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3296
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 19:14  #34821856      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
MAY_25
QUOTE
სულიერი არსება რომელიც მეგობრობას გაგიწევს გინდა კატა იყოს და გინდ ძაღლი, გინდ თუთიყუში, ერთნაირი სიძლიერით გიყვარს და უვლი...

არა ეგრე ვერ იქნება. დედასაც კი 2 შვილიდან ერთ-ერთი ოდნავ მეტად უყვარს. (თუმცა კი ამას არც აღიარებს და არც ამჟღავნებს) ხოდა პატრონსაც ვერ მოვთხოვთ კატა, ძაღლი და თუთიყუში ერთნაირად უყვარდეს. თუმცა კი მათ ყველას კარგი პირობები უნდა შეუქმნას, რათა ბედნიერად იცხოვრონ.
QUOTE
კაი ტალღოვნის რეკლამა სად ნახე?

ჩვენთან სახლებში. რომ მოდის სტუმარი, ხედავს თუ როგორი საყვარელია, ნახულობს ჩვენი მათდამი დამოკიდებულებას და უჩნდება სურვილი რომ თვითონაც ჰყავდეს მსგავსი.
თუკი თქვენ ტალღოვანის მაგივრად რაიმე სხვა ჯიშის თუთო გეყოლებათ, სტუმარსაც ის მოუნდება. მაგალითად ჩემს სტუმრებს კორელები უფრო უნდათ ვიდრე ტალღოვანი.
ადრე ასე იყო ყოველი შემთხვევისათვის და ახლა ვნახოთ რა იქნება.
QUOTE
არაერთხელ მომისმენია ტალღOვანზე "ფუ კაი რა, ბეღურას სკლიტივითაა, როგორ უნდა მოგეწონოს", მაგრამ "აუ აი დიდი თუთოები მაგარია, ძმაო".
მაგრამ არ მოჰყავთ, ზოგს ფასის გამო, ზოგს შენახვის ეშინია და ა.შ.

აი ხომ ხედავ ჩემგან განსხვავებით შენ უპასუხე შენს თავს. როცა დაწერე ფასის გამოვო.
ადამიანები, რომლებიც ტალღოვანს "ბეღურას სკლიტივითაას" ეძახიან, ისინი ვერ გახდებიან თუთიყუშის ვერც ერთი ჯიშისთვის კარგი პატრონები. ჟაკო და არაც მობეზრდებათ ცოტახანში. მე ტალღოვანისა და კორელას გარდა სხვა არცერთ თუთიყუშს არ ვიყოლიებდი. თუმცა კი ყველას პატივს ვცემ და არც სკლინტს ვეძახი რომელიმეს და არც აყლაყუდას.
ხოდა ის ჟაკო ან არა იმიტომ გადაურჩნენ ასეთ "ცუდ" პატრონებს, რომ მატი ფასი დიდია. ანუ მაღალმა ფასმა მოახდინა ცუდი პატრონის პრევენცია. სწორედ ასევე უნდა ხდებოდეს ტალღოვანებშიც. აი უყურე ტალღოვანისა და კორელას ფასებს შორის ხომ არც თუ ისე დიდი განსხვავებაა, თუმცა კი პროცენტულად კორელები უფრო კარგ ოჯახებში ხვდებიან და მათი ცუდად მოვლის, დაბადების დღეებზე ჩუქების ანდა კიდევ გაფრენის და იმ დღესვე მოყვანის ფაქტები გაცილებით მცირეა. რატომ ხდება ეს? ფასის გამო. 40-50 ლარიც კი საკმარისია იმისთვის რომ არასერიოზულმა ხალხმა თავი შეიკაოს თუთიყუშის ყიდვისგან. ხოდა თუკი თუთოს ფასი 200 ლარამდე ავა, ასეთი ხალხი ფაქტობრივად საერთოდ უარს იტყვის თუთიყუშის ყოლაზე. ძალიან მიზერული პროცენტი თუ გააკეთებს კვლავ იგივეს.
QUOTE
არ სჭირდება ჟაკოს სია, მაგრამ ძვირია და არ იყიდება და ეგრე იქნება ტალღოვანზეც

რატომ არ იყიდება? მშვენივრად იყიდება. რომ არ იყიდებოდეს, გამოვიდოდა რომ ჟაკოები მხოლოდ ზოოპარკებსა და ველურ ბუნებაშიღა იქნებოდნენ. მაგრამ რადგანაც სახლებშიც არიან, ესეიგი თავის დროზე ისინი იყიდეს. ისინი უბრალოდ იმ ხალხს ჰყავს, ვისაც უყვარს ეს ჯიში და მოვლის საშუალებაც აქვს. თორემ მე მართლა ბევრი ფაქტი ვიცი, როდესაც შვილიშვილს აჩუქეს ტალღოვანი და ბებიამისს თავი ასტკივდა მის ჭყიპინზე, გაუღო კარი და ქუჩაში გაუშვა. რატომ? იმიტომ რომ 20 ლარი ღირს. თორემ 200 რომ ღირდეს, ასე ვერ მოიქცეოდა. სწორედ მაგიტომაა რომ ჟაკოს სიკვდილის ან გაფრენის შემდეგ იმ დღესვე არ მოჰყავს ახალი. ან კიდევ საერთოდ ჟაკოს დროზე ადრე სიკვდილის ან გაფრენის ფაქტები ძალიან მცირეა. მაღალი ფასი იცავს თუთიყუშს ცუდ ოჯახში მოხვედრისაგან.
QUOTE
თუმცა სიის გაკეთება გადასარევი იდეაა ამ რეალობაში რაშიც ახლა ვართ : ) არანაირი 200 ლარიანი ტალღოვნები. ფასი ისევ ისაა რაც ღირს

მხოლოდ სია ვერ უშველის. თუკი ფასმა არ მოიმატა, ადამიანი დაბადებისდღემდე რამოდენიმე თვით ადრე შეუკვეთავს ბარტყს და მოხდება ისე რომ თუთიყუში კვლავ არასერიოზული ადამიანის ხელშია. კი ასეთი ფაქტები დაიკლებს, თუმცა კი მნიშვნელოვნად არა. თუკი ჩვენ გვინდა თუთიყუშების ბედნიერება, მათი გამრავლება უნდა შევამციროთ და ფასი მოვუმატოთ. ამის შემდეგ, ვინაიდან ტალღოვანები ცოტანი იქნებიან, მაღალი ფასიც დიდ პრობლემას არ შექმნის.
თან ჩვენ ხომ მომშენებლები არ ვართ. ჩემთვის სულერთია დღეს 10 ტალღოვანი გაიყიდა თუ 100. მე მინდა რომ თითოეული გაყიდული თუთო ბედნიერი იყოს და თუ გინდა მხოლოდ 1 გაყიდულიყო. სიები გააკონტროლებს იმას რომ თუკი დღეს მართლა 1 გაიყიდა, 99 არ დარჩეს მაღაზიაში.
nimpa12
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 44
წევრი No.: 157040
რეგისტრ.: 12-December 12

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 19:16  #34821886      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
თუმცა განუზომლად დიდი რაოდენობის ლპობა აღარ იქნება

ამ სიტყვას ნუ ხმარობთ, თორემ ცუდად ვხდები smile.gif ლპობა ცოცხალ არსებასთან მიმართებაში საშინელებაა. პირადად ჩემთვის სულერთია თუთიყუში იქნება, ძაღლი, კატა თუ ნებისმიერი სხვა ცხოველი, მათთან სასტიკად მოპყრობა დაუშვებლად მიმაჩნია. გუშინ მეგობრის ბავშვი წავიყვანეთ ცირკში და ვეფხვები ჰყავდათ ჩამოყვანილი. ეტყობა კარგად არ იყვნენ გაწვრთნილები და მწვრთნელი წამდაუწუმ რკინის ჯოხით ჩხვლეტდა, რომ ფეხზე წამოეყენებინა. ნერვები მომეშალა, რომ ვუყურებდი. ცხოველების ასე დაბრიყვება არ შეიძლება, ცოცხალი არსებები არიან და მათაც სტკივათ ბოლოსდაბოლოს sad.gif
ფასს რაც შეეხება მართლაც დიდი პრობლემაა, და მიუხედავად იმისა, რომ ტალღოვანი 20 ლარი ღირს, რეალურად საკმაოდ ძვირი ჯდება, მარტო თუთიყუშს ხომ არ ყიდულობ, გალიაც გჭირდება მთელი აღჭურვილობით, საკვები, მინერალები და რა ვიცი, რა აღარ. მე მაგალითად ჩიკო თავისი გალიიანად და ყველა საჭირო ნივთიანად 100 ლარზე მეტი დამიჯდა, მაგრამ კიდევ იაფია, იმიტომ რომ ჩიკო 50-ად ვიყიდე. ახლა წარმოიდგინეთ, ჟაკო რომ 800 ლარი ღირს, ერთი სამასი ლარი მაგის გალია ეღირება, წესიერი რომ უყიდო. ხალხი შიმშილობის ზღვარზეა მისული, სად აქვთ იმდენი ფული, რომ თუთიყუშში ამდენი თანხა გადაიხადონ. ასეთები ერთეულები არიან, ბევრისთვის ის ასი ლარიც დიდი ფულია და გაჭირვებით იმეტებს, რომ შვილებს ოცნება აუხდინონ. მაგიტომ არის, რომ ამდენი თუთიყუში იღუპება ზოომაღაზიაში, ბევრი იმიტომ არ ყიდულობს, რომ ფულის პრობლემა აქვს და არა იმიტომ, რომ მოვლა ეზარება ან არ შეუძლია. როცა საჭმლის ფულს ძლივს შოულობ და იმას ფიქრობ ხვალ შვილს რა აჭამო, თუთიყუშისთვის აღარ გცხელა, როგორც არ უნდა გინდოდეს მისი ყოლა.
* * *

spana84, ჟაკო, ალბათ, ძალიან საყვარელია smile.gif ადვილად გეჩვევა? დიდი თუთიყუშები მომწონს, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი პირობები არ მაქვს, რომ მათი მოყვანა შევძლო. განსაკუთრებით ლურჯი არათი მოვიხიბლე, რადგან მათზე საინტერესო ფილმს ვუყურე, ძალიან ლამაზები არიან smile.gif მეც სიამოვნებით ვიქონიებდი ისეთ ოთახს, თქვენი მეუღლის ბაბუას რომ აქვს smile.gif
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3296
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 19:33  #34822138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nimpa12
QUOTE
100 ლარზე მეტი დამიჯდა  მაგრამ კიდევ იაფია

მე შენს ადგილზე არ ვიჩქარებდი biggrin.gif
ძალიან პატარა გალიაში გყავს. მართლა ძალიან პატარაში. ხოდა გამოსაცვლელი გაქვს გალია.
ჯობდა ცოტა კიდევ მოგეცადა, მეტი ფული შეგეგროვებინა და თავიდანვე ნორმალური გალია გეყიდა.
უფრო იაფად გამოხვიდოდი smile.gif
QUOTE
ხალხი შიმშილობის ზღვარზეა მისული, სად აქვთ იმდენი ფული, რომ თუთიყუშში ამდენი თანხა გადაიხადონ

თუთიყუში არ წარმოადგენს საცხოვრებლად აუცილებელ პირობას. ასე რომ ვისაც არ შეუძლია, არც უნდა ჰყავდეს.
რაც შეეხება სურვილს კიდევ, ყველას გვაქვს რაღაც ოცნებები, რომელთაც ასრულება არ უწერიათ.
ეგრე მე და გუბაზს კოსმოსში გვინდა გაფრენა, მაგრამ მთვარეზე წასვლა მილიონი ღირს ხო მგონი? ეგრე მახსოვს. თან ჯანმრთელობის მხრივ
რაღაც კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე. (ამ შემთხვევაში გუბაზასთან შედარებით უპირატესობა მაქვს biggrin.gif ) თუმცა კი მთვარეზე გადასაყრელი
მილიონი (დედამიწაზე გადასაყრელი მილიონი ხო მაქვს რა biggrin.gif ) არც მე მაქვს და არც გუბაზას. მაგრამ მიუხედავად ამისა მშვენივრად ვცხოვრობთ დედამიწაზე.
მე არაფერს ვუჩივი. გუბაზიც არ ჩანს უკმაყოფილო, პარლამენტში სძინავს. smile.gif
QUOTE
როცა საჭმლის ფულს ძლივს შოულობ და იმას ფიქრობ ხვალ შვილს რა აჭამო, თუთიყუშისთვის აღარ გცხელა, როგორც არ უნდა გინდოდეს მისი ყოლა.

აი ხომ ხედავ ქვეცნობიერად თვითონ მეთანხმები რომ თუკი არ გაქვს თუთიყუშის მოვლის არც პირობები და არც ფინანსები, არ უნდა იყოლიო.
უამრავი ადამიანი ბედნიერად ცხოვრობს თუთიყუშის გარეშეც. ხოდა აუცილებელი არ არის მისი ყოლა smile.gif
nimpa12
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 44
წევრი No.: 157040
რეგისტრ.: 12-December 12

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 20:15  #34822804      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ჯობდა ცოტა კიდევ მოგეცადა, მეტი ფული შეგეგროვებინა და თავიდანვე ნორმალური გალია გეყიდა.
უფრო იაფად გამოხვიდოდი

მაგაში გეთანხმები biggrin.gif biggrin.gif მაგრამ ვეღარ მოვითმინე, ცოტა ხანში ვგეგმავ გაფართოებას, ალბათ უფრო გაზაფხულისკენ. პრინციპში გარეთ იმდენ ხანს მყავს, რომ ჯერჯერობით გალიის სივიწროვე ძალიან არ გვაწუხებს smile.gif იმაშიც გეთანხმები, რომ თუთიყუში საცხოვრებლად აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, მაგრამ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ უნდა გადავვარდეთ, წარმოიდგინე რამდენი არა ან ჟაკო კვდება ზოომაღაზიაში, მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც გიჟდება ამ ჯიშზე და მშვენივრადაც მოუვლის, უბრალოდ არ აქვს საშუალება, რომ თუთიყუშში 1000 ლარი გადაიხადოს. მაგ ფასად არც მოუვა გალიიანად. მეორე მხრივ კი რამდენი შეძლებული ოჯახია, რომ ყიდულობს და მერე მიგდებული ჰყავთ. ეს ადამიანზეა დამოკიდებული და არა ფასზე. შეიძლება დაბალი ფასი ადვილად ხელმისაწვდომს ხდის, მაგრამ გააჩნია როგორი შეგნების ადამიანია. ჯერ ერთი ისეთი მჩუქებელის რა ვთქვი, საჩუქრად ცხოველი რომ მიჰყავს და წინასწარ არ აქვს გარკვეული უნდა იმ ადამიანს თუ არა მისი ყოლა. რამდენია, რომ ალერგია აქვს ცხოველებზე ან უბრალოდ არ უყვარს. მეორეც, თუკი შეგნებული ადამიანია და იმდენს აცნობიერებს, რომ ცოცხალ არსებასთან აქვს საქმე და არა სათამაშოსთან, მაშინ კარგადაც მოუვლის და იმასაც ისწავლის რა სჭირდება და როგორი მოვლა უნდა. მოკლედ, ეს სუფთა შეგნების საკითხია და ფსიქოლოგიიდან მომდინარეობს. ელემენტარულად ის აიღე, თუთიყუშს ხომ ბუმბული სცვივა, საჭმლის ნარჩენებს ყრის და რამდენი გალიაში აფრთხიალდება, მთელი ეს მასა ჰაერში იბნევა და გალიის გარშემო მიმოიფანტება. არა მგონია ვინმესთვის სახლში უწესრიგობა და ზედმეტი მტვერი სასურველი იყოს, შეგნებული პატრონი თუნდაც იმიტომ დაუსუფთავებს ჩიტს გალიას, რომ ზედმეტი სიბინძურე მოაშოროს და თუ ამდენი შეგნებაც არ აქვს ადამიანს და მოსწონს სიბინძურეში რომ იხრჩობა ჩიტი და დარწმუნებული ვარ, თვითონაც, მაშინ რა წესებიც უნდა დაუწესო, სულერთია, ვერაფერს შეაგნებინებ.
MAY_25
BORED


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11429
წევრი No.: 35673
რეგისტრ.: 30-May 07

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 20:17  #34822842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nimpa12
QUOTE
სად აქვთ იმდენი ფული, რომ თუთიყუშში ამდენი თანხა გადაიხადონ. ასეთები ერთეულები არიან, ბევრისთვის ის ასი ლარიც დიდი ფულია და გაჭირვებით იმეტებს, რომ შვილებს ოცნება აუხდინონ. მაგიტომ არის, რომ ამდენი თუთიყუში იღუპება ზოომაღაზიაში, ბევრი იმიტომ არ ყიდულობს, რომ ფულის პრობლემა აქვს და არა იმიტომ, რომ მოვლა ეზარება ან არ შეუძლია. როცა საჭმლის ფულს ძლივს შოულობ და იმას ფიქრობ ხვალ შვილს რა აჭამო, თუთიყუშისთვის აღარ გცხელა, როგორც არ უნდა გინდოდეს მისი ყოლა.

ჰოდა ასეთებმა არც უნდა იყოლიონ მერე : )

korela92
QUOTE
ჩვენთან სახლებში. რომ მოდის სტუმარი, ხედავს თუ როგორი საყვარელია, ნახულობს ჩვენი მათდამი დამოკიდებულებას და უჩნდება სურვილი რომ თვითონაც ჰყავდეს მსგავსი.
თუკი თქვენ ტალღოვანის მაგივრად რაიმე სხვა ჯიშის თუთო გეყოლებათ, სტუმარსაც ის მოუნდება. მაგალითად ჩემს სტუმრებს კორელები უფრო უნდათ ვიდრე ტალღოვანი.
ადრე ასე იყო ყოველი შემთხვევისათვის და ახლა ვნახოთ რა იქნება.

ნუ შემშალე ახლა. თვალით არ ჰყავთ ხოლმე ნანახი არა ან კაკადუ, მაგრამ ხალხი ვიცი მასზე ოცნებობს! დოკუმენტური ფილმები არსებობს, და სხვათაშორის მხატვრულიც სადაც გადასარევად "რეკლამირდება" სხვადასხვა ჯიშები. და გაგიკვირდება და კორელა და ტალღოვანი ნაკლებად !
ძალიან ანა-ბანაზე ნუ დაგყავს ყველაფერი : )

QUOTE
რატომ არ იყიდება? მშვენივრად იყიდება

spy.gif
ერთი-ორმა იყიდა, ერთი-ორი ზოოშივე მოკვდა და ახლა იშვიათად თუ გადააწყდები.

QUOTE
ისინი უბრალოდ იმ ხალხს ჰყავს, ვისაც უყვარს ეს ჯიში და მოვლის საშუალებაც აქვს

)) მეზარება ამოქექვა, თორემ თემის რომელიღაც ნაწილში იყო იუზერი , რომელიც წუწუნებდა თავის ჟაკოს, დაიწყო ბუმბულის პუტვა თურმე და არ ჩერდებოდა, აღმოჩნდა, რომ საკმარის დროს არ უთმობდნენ. ეხლა ცოცხალია თუ არა ისიც არ ვიცი...
ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა ნამდვილად smile.gif

QUOTE
აი ხომ ხედავ ჩემგან განსხვავებით შენ უპასუხე შენს თავს. როცა დაწერე ფასის გამოვო.

მე ყოველთვის გაცემული მქონდა პასუხი biggrin.gif პირდაპირ გითხარი გეთანხმები მეთქი, რაღაც ამბავს არეგულირებს ფასი, მაგრამ ის რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და ტალღოვანი 200 ლარი გახდეს ძალიან ფანტასტიკა და არარეალური სფეროა smile.gif ველოსიპედი ყოველთვის ველოსიპედად დარჩება და მანქანის ფასამდე ვერ ავა, არ უნდა ბევრი ფილოსოფია.
QUOTE
თორემ მე მართლა ბევრი ფაქტი ვიცი, როდესაც შვილიშვილს აჩუქეს ტალღოვანი და ბებიამისს თავი ასტკივდა მის ჭყიპინზე, გაუღო კარი და ქუჩაში გაუშვა. რატომ? იმიტომ რომ 20 ლარი ღირს

რამდენი ფაქტი ჩამოგითვალო, იგივე ან მსგავსი მიზეზით ძაღლები და კატები რომ გაუგდიათ? ფასი საკმარისადაა გადახდილი, მაგრამ შედეგი ერთი და იგივეა. ადამიანშია პრობლემა ვაახ!
ამას გიმტკიცებ ამდენი ხანია. მარტო ფასი არაათქო შუაში smile.gif


კაი დავამთავრე მე biggrin.gif

ლირიული გადახვევისთვის, შენს მიერ შემოთავაზებულ ალტერნატიულ რეალობას დავხატავ, სადაც ტალღოვანი ღირს 200 ლარი, მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა და ძალიან ცოტა მომშენებელიღა დარჩა:

სიტუაცია ერთი:
მოვაქუჩე ეს ფული როგორღაც და მივდივარ მაღაზიაში.
-გამარჯობათ, მამალი ბარტყი მინდა ამა და ამ მიზეზების გამო.
ჩემს ბედად , ჩიკოს და კოკოს სულ ახლახანს შეეძინათ 4 ბარტყი, აქედან 3 დედალია და 1 მამალი. მეც წამოვიყვანე მამალი! მეორე დღეს ნათია მიდის 200 ლარით და გამყიდველს ეუბნება რომ მასაც მამალი ბარტყი უნდა. მაგრამ აღარ ჰყავთ მამალი ბარტყები და საიდან მოიყვანენ?
-დაელოდეთ გენაცვალე, მომავალ ზაფხულს გამოიჩეკებიან და იმედია იქნება მამრები yes.gif

ახლა სიტუაცია მეორე:
სადაც მარტო ჩიკოს და კოკოს ბარტყები კი არა უკვე როკოს და კიკის და ა.შ. ანუ უფრო მრავლად ვართ. სადღაც 5 მამალი და 8 დედალი დავუშVათ biggrin.gif
მე და ნათიამ ვიყიდეთ უკვე მამალი ბარტყები.
მაგრამ დანარჩენ 3 მამალს აღარავინ ყიდულობს დაახლოებით 3-4 თვე. 200 ლარის შოვნა არაა იოლი...
4 თვის მერე მოდის დიტო 200 ლარით და თხოულობს მამალ (ან თუნდაც დედალ) ბარტყს, მაგრამ ეს ზემოთ აღნიშნული თუთოები უკვე წამოიზარდნენ და დიტოს არ უნდა მოზრდილი თუთო, რიგი მიზეზების გამო chups.gif


ახლა სიტუაცია, სადაც ეს ყველაფერი დარეგულირებულია უკვე სიებით!
აქ უფრო რთულადაა საქმე:
მოკლედ მე, ნათია, დიტო და ლევანი ჩავეწერეთ სიაში (დავუშვათ დაახლოებით ერთ პერიოდში,გაგვიმართლა).
მე და ნათიას გვინდა 2 მამალი ბარტყი, დიტოს დედალი ბარტყი, ხოლო ლევანს მოზრდილი დედალი.
ჩიკომ და კოკომ 6 კვერცხი გამოჩეკეს, აქედან 5 დედალია და 1 მამალი.
მე და დიტო დავკმაყოფილდით. ნათია თუთოს ვერ შოულობს. ლევანი მოიცდის, სანამ ბარტყი მოიზრდება? ზოომ არჩინოს იქამდე ის ბარტყი?! rolleyes.gif
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ 3 (ან შეიძლება 4იც კი) დედალი დაგვრჩა ისე რომ არავის არ მიჰყავს.


--------------------
I ain't bovvered
spana84
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1497
წევრი No.: 23596
რეგისტრ.: 24-September 06

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 21:40  #34824184      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეეეჰ არ მჯერა მე ეგ რაღაც. არც სიები და არც ფასის გაძვირება მაგ სფეროს არ მოაწესრიგებს. ტალღოვანი თუთიყუშების სიიაფის მთავარი მიზეზი მათი გარემოსთან შეგუების კარგი უნარი და გამრავლების სიხშირეა. ზუსტად არ ვიცი ტალღოვანები რა სიხშირით მრავლდებიან მაგრამ დიდ თუთიყუშებზე ეხლა ვიკითხე და ძალიან რთული ყოფილა ჟაკოს, არას, ყელსაბმიანი თუთიყუშიდ და ასე შემდეგ ასე ვთვათ კეთილშობილი თუთიყუშების გამრავლება. დაწყებული იმით რომ წყვილის პოვნაა რთული (მაგალითად ჩემს შემთხვევაში დედალი წითელკუდიანი ჯაკო მყავს რაც შეიძლება 4-5 იყოს სულ საქართველოში) და დამთავრებული იმით რომ დიდ თუთიყუშებს შესაბამისად დიდი ვოლიერები სჭირდებათ რომ გამრავლდნენ და ოთახის გალიაში ვერ გამრავდება. ტალღოვანი კიდე ისეთ გალიაში მრავდება სადაც ჩემი ჩიკო ფრთასაც კი ვერ გაშლის ნორმალურად. ესაა ზუსტად მიზეზი იმისა თუ რატომ ღირს ძვირი დიდი თუთიყუშები.

თუთიყუშების ტანჯვაწამების და გაფრენა-დახოცვის აღკვეთისთვის მთავარი შეგნების და ცნობიერების ამაღლებაა. გინდათ ბაზრობაზე და გინდათ ზოომაღაზიაში არავის აინტერესებს გაყიდული თუთიყუშის ბედი. პირიქით ურჩევნიათ მალე მოკვდეს ის გაყიდული ბარტყი რომ უფრო მეტი გაყიდოს გამყიდველმა. ეს ბიზნესია მათთვის და არა მაღალ იდეალებზე ზრუნვა. ასე რომ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ აქ სადღაც ქალაქის გარეუბანში რომ აქვს 15-20 ვოლიერი და წელიწადში 200 ტალღოვანი უნდა გაყიდოს მას სამწუხაროდ ვერ მოსთხოვთ იდეალებს. ვერც გაძვირებას მოსთხოვთ იმიტომ რომ ბევრს 4-5 ლარიც კი ფულია და ესეც გაართულებს ამ საქმეს.
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3296
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 21:51  #34824373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nimpa12
QUOTE
წარმოიდგინე რამდენი არა ან ჟაკო კვდება ზოომაღაზიაში

მე მხოლოდ 1 მახსენდება. თუმცა კი ის არა ცოცხალია და წესით კიდევ ძალიან დიდხანს უნდა იცხოვროს. შეიძლება ჩემზე დიდხანს biggrin.gif
QUOTE
მხოლოდ იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც გიჟდება ამ ჯიშზე და მშვენივრადაც მოუვლის, უბრალოდ არ აქვს საშუალება, რომ თუთიყუშში 1000 ლარი გადაიხადოს.

ასეთი ხალხი არის ძალიან ცოტა. თანაც თუ მართლა ასე გიჟდება, შეაგროვებს თანხას და მაინც იყიდის. ხვალ ჟაკო ან არაც 20 ლარი რომ გავხადოთ, ან თუნდაც 200 მათზე უზარმაზარი მოთხოვნა გაჩნდება. შესაბამისად მომშენებელთა უმრავლესობაც არ მიაქცევს ბარტყების ხარისხს დიდ მნიშვნელობას, უამრავი ბარტყი იქნება ინცესტის შედეგად დაბადებული. რომლებიც არ იქნებიან ლამაზები და ასევე ჯანმრთელობაც სუსტი ექნებათ. პოპულარობა და დაბალი ფასი ვნებს ცხოველს და საერთოდ სახეობას.
QUOTE
მეორე მხრივ კი რამდენი შეძლებული ოჯახია

გაჭირვებულებთან შედარებით ძალიან ცოტა.
ჩვენ ყველა თუთოს ვერ დავიცავთ ცუდი პატრონებისგან. ეს რომ გავაკეთოთ, თუთოები საერთოდ უნდა გავანადგუროთ. თანაც არამარტო ზოომაღაზიებიდან, არამედ ჩვენი სახლებიდანაც, ზოოპარკებიდან და ბუნებიდანაც კი. რის გაკეთებასაც არც მე და ალბათ არცერთი ნორმალური ადამიანი არ აპირებს. შესაბამისად ჩვენ თუთიყუშებს 100%-ით ვერ დავიცავთ. მაგრამ შეგვიძლია საგრძნობლად შევამციროთ თუთიყუშზე ძალადობის ფაქტები. რაც გამოიხატება მატი არასათანადო ხელში და პირობებში ყოფნით.
MAY_25
QUOTE
ნუ შემშალე ახლა.

რატომ არ გესმის ვერ ვხვდები.
თან შენ თვითონ ამბობ რომ ჟაკოს ან არას ვერ ყიდულობენ მაღალი ფასის გამო. მაგრამ ასევე ფაქტია რომ ეს თუთოები ჰყავთ სახლებში. ანუ ის ყიდულობს, ვისაც მართლა უნდა და თან მოვლის თავიც აქვს. რა არის აქ გაუგებარი?
QUOTE
თვალით არ ჰყავთ ხოლმე ნანახი არა ან კაკადუ, მაგრამ ხალხი ვიცი მასზე ოცნებობს!

ხოდა გააგრძელონ ოცნება, იმიტომ რომ მატ წარმოდგენა არ აქვთ თუ რაოდენ ძნელი მოსავლელი თუთოები არიან ეგენი.
QUOTE
"რეკლამირდება" სხვადასხვა ჯიშები. და გაგიკვირდება და კორელა და ტალღოვანი ნაკლებად !

facepalm.gif
მოთხოვნა განსაზღვრავს პროდუქციის წარმოებას. რაც დარღვეულია ტალღოვანების შემთხვევაში.
ხალხი ვერ იხდის დიდ თანხას არაში და მაგიტოა რომ რა რეკლამაც არ უნდა გაუკეთო, მაინც არ გაიყიდება ბევრი. იმიტომ რომ რეალურად არას მსურველი ცოტაა.
მაგრამ თუკი არას 20 ლარად გაყიდი, უამრავი ადამიანი იყიდის, ვინც ითამაშებს და შემდეგ გადააგდებს. სწორედ ასეთი ხალხისგან იცავს მაღალი ფასი არებს.
თორემ შენ რა გგონია ტალღოვანს თუ არ უვლიან, არასი რა ერიდებათ?
QUOTE
)) მეზარება ამოქექვა, თორემ თემის რომელიღაც ნაწილში იყო იუზერი , რომელიც წუწუნებდა თავის ჟაკოს, დაიწყო ბუმბულის პუტვა თურმე და არ ჩერდებოდა, აღმოჩნდა, რომ საკმარის დროს არ უთმობდნენ. ეხლა ცოცხალია თუ არა ისიც არ ვიცი...
ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა ნამდვილად

ამოქექვა არ არის საჭირო. მახსოვს ეგ შემთხვევა. თუმცა კი ეგ იყო მხოლოდ ერთადერთხელ. ანა შენ თვითონ მოდიხან წინააღმდეგობაში შენს თავთან. ჟაკოს იმიტომ კი არ უვლიან რომ მისი ხათრი აქვთ, უბრალოდ იგი ძვირი ღირს და იშვიათად თუ ჩავარდება უპასუხისმგებლო ადამიანის ხელში. ამდენ თემაში მხოლოდ ერთხელ იყო რომ ჟაკო ჰყავდათ ცუდ პირობებში, მაგრამ მოდი აბა და ტალღოვანებს გადავხედოთ ჩვენს თემებში რამდენს გაუფრინდა, რამდენს ცუდი მოვლის შედეგად მოუკვდა და ასე შემდეგ. პროცენტულადაც რომ ავიღოთ, ცუდ პირობებში მყოფი ტალღოვანები ჩვენს თემაში გაცილებით უფრო მეტი იქნებიან, ვიდრე ჟაკო. მე 1 ისეთი ინციდენტიც მახსენდება, როდესაც იუზერმა დაწერა რომ წყლის დასხმა მეზარებოდა და მოკვდაო. ზაფხულში მოხდა ეგ და მახსოვს ქეთუჩა ეკამათა. იმ ადამიანს ტალღოვანში 200 ლარი რომ გადაეხადა, დარწმუნებული ვარ 2 წუთს გამონახავდა და წყალს დაუსხავდა ყოველ დილით.
QUOTE
ერთი-ორმა იყიდა, ერთი-ორი ზოოშივე მოკვდა და ახლა იშვიათად თუ გადააწყდები.

იმიტომ რომ არ არის მოთხოვნა. ვისაც უნდა ჰყავს, სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოყავთ და ვისაც არ უნდა კიდე აქეთ რომ მისცე ფული, მაინც არ მოუვლის.
QUOTE
ველოსიპედი ყოველთვის ველოსიპედად დარჩება და მანქანის ფასამდე ვერ ავა, არ უნდა ბევრი ფილოსოფია

არსებობს ველოსიპედები, რომლებიც მანქანაზე ძვირი ღირს.
პ.ს. მანქანაში "ზაპოროჟეცი" არ მიგულისხმია biggrin.gif
QUOTE
სიტუაცია ერთი:
მოვაქუჩე ეს ფული როგორღაც და მივდივარ მაღაზიაში.
-გამარჯობათ, მამალი ბარტყი მინდა ამა და ამ მიზეზების გამო.
ჩემს ბედად , ჩიკოს და კოკოს სულ ახლახანს შეეძინათ 4 ბარტყი, აქედან 3 დედალია და 1 მამალი. მეც წამოვიყვანე მამალი! მეორე დღეს ნათია მიდის 200 ლარით და გამყიდველს ეუბნება რომ მასაც მამალი ბარტყი უნდა. მაგრამ აღარ ჰყავთ მამალი ბარტყები და საიდან მოიყვანენ?
-დაელოდეთ გენაცვალე, მომავალ ზაფხულს გამოიჩეკებიან და იმედია იქნება მამრები

როცა ფულს მოაქუჩეჩებ, ბარტყს კი არ იყიდი, არამედ მომშენებელთან მიხვალ და შეუკვეთავ.
ასევე ეტყვი ფერს და სქესს. დაუტოვებ კორდინატებს და ასევე მცირეოდენ თანხას.
როცა ბარტყი გამოიჩეკება, მომშენებელი დაგიკავშირდება, გადაიხდი მთელს ფულს და ბარტყს წამოიყვან.
თუკი ნათიაც იყო ჩაწერილი, მაგრამ შენს შემდეგ და მამალი ბარტყი აღარ არის, მაშინ მას დაუკავშირდებიან როცა ეყოლებათ მამალი ბარტყი.
QUOTE
ახლა სიტუაცია მეორე:
სადაც მარტო ჩიკოს და კოკოს ბარტყები კი არა უკვე როკოს და კიკის და ა.შ. ანუ უფრო მრავლად ვართ. სადღაც 5 მამალი და 8 დედალი დავუშVათ biggrin.gif
მე და ნათიამ ვიყიდეთ უკვე მამალი ბარტყები.
მაგრამ დანარჩენ 3 მამალს აღარავინ ყიდულობს დაახლოებით 3-4 თვე. 200 ლარის შოვნა არაა იოლი...
4 თვის მერე მოდის დიტო 200 ლარით და თხოულობს მამალ (ან თუნდაც დედალ) ბარტყს, მაგრამ ეს ზემოთ აღნიშნული თუთოები უკვე წამოიზარდნენ და დიტოს არ უნდა მოზრდილი თუთო, რიგი მიზეზების გამო chups.gif

3 მამალი არ დარჩება პატრონის გარეშე, რადგან ისინი უკვე შეკვეთილები არიან, ანუ ფაქტობრივად მათ მანამდე ყავდათ პატრონები, სანამ მათ მშობლებს სექსი ექნებოდათ. შესაბამისად დიტოსაც ვერავინ შესთავაზებს 4 თვის მოზრდილ ბარტყს. მგონი მარტივად ვწერ ყველაფერს და ამდენი კითხვები რატოა, გაუგებარია ჩემთვის. თუმცა კი უპასუხოდ არ დავტოვებ რა თქმა უნდა.
QUOTE
ახლა სიტუაცია, სადაც ეს ყველაფერი დარეგულირებულია უკვე სიებით!
აქ უფრო რთულადაა საქმე:
მოკლედ მე, ნათია, დიტო და ლევანი ჩავეწერეთ სიაში (დავუშვათ დაახლოებით ერთ პერიოდში,გაგვიმართლა).
მე და ნათიას გვინდა 2 მამალი ბარტყი, დიტოს დედალი ბარტყი, ხოლო ლევანს მოზრდილი დედალი.
ჩიკომ და კოკომ 6 კვერცხი გამოჩეკეს, აქედან 5 დედალია და 1 მამალი.
მე და დიტო დავკმაყოფილდით. ნათია თუთოს ვერ შოულობს. ლევანი მოიცდის, სანამ ბარტყი მოიზრდება? ზოომ არჩინოს იქამდე ის ბარტყი?! rolleyes.gif
მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ 3 (ან შეიძლება 4იც კი) დედალი დაგვრჩა ისე რომ არავის არ მიჰყავს.


მომშენებელს მხოლოდ 1 ან 2 წყვილი ხომ არ ეყოლება არა. მას სხვა მოზრდილებიც ეყოლება, რომლებიც ჯერ არ არიან დაწყვილებულნი, ანუ ლევანს შეუძლია უკვე გამოჩეკილი თუთიყუში იყიდოს, რომელსაც მომშენებელი არ ამრავლებს.
1 მამალი თუ გამოიჩეკა, მას წაიყვანს ის, ვინც პირველმა შეუკვეთა მამალი. ვინც შემდეგ მოდის სიაში, ის შემდეგი ნამატიდან წაიყვანს ბარტყს. ძალიან მარტივია ეს.
თუკი დარჩნენ დედლები ან თუნდაც მამლები, რომლებიც არ იყვნენ შეკვეთილნი. ისინი მომშენებელთან დარჩებიან რათა სულ მატი მშობლები ხომ არ დადებენ კვერცხებს. ასევე მომშენებლები ერთმანეთში გაცვლიან თუთოებს, რათა ბევრი სხვა და სხვა სისხლის თუთო ჰყავდეთ და არ მოუწიოთ ინცესტის შედეგად უხარისხო ბარტების მოშენება.


LoLOuT
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 159439
რეგისტრ.: 15-January 13

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 22:42  #34825321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას არავინ იცით ეს რა არის ? ? ? user posted image ან კარგი ვეტერინარის მისამართი და ნომერი დამიწერეთ გთხოვთ

This post has been edited by LoLOuT on 20 Jan 2013, 22:45
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3296
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 20 Jan 2013, 22:52  #34825494      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LoLOuT
ცოტა უფრო გასაგები ფოტო დადე და აგვიხსენი ცოტა რა ხდება.
QUOTE
კარგი ვეტერინარის მისამართი

ზოოპარკში. სხვა არ ვიცი ვინმე თუთოებს მკურნალობდეს.

This post has been edited by korela92 on 20 Jan 2013, 22:53
nimpa12
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 44
წევრი No.: 157040
რეგისტრ.: 12-December 12

გამოგზავნილია: 21 Jan 2013, 00:04  #34826982      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აბსოლუტურად ვეთანხმები spana84-ს, ეს შეგნების ამბავია, რაც სამწუხაროდ ბევრ ჩვენ მოქალაქეს არ გააჩნია.
Tio
გაუღიმე ცას თბილო ! :)


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2312
წევრი No.: 5694
რეგისტრ.: 11-July 04

გამოგზავნილია: 21 Jan 2013, 00:10  #34827134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
LoLOuT
მაშ აქაც ვდებ _ იქნებ სხვასაც დასჭირდეს! smile.gif

აი მე ეს ვიცი:

ზოოპარკის ვეტკლინიკა:
2 911253

ძალიან კარგი სპეციალისტია - ფრინველების განყოფილების გამგე - დათო _ 5 99 44 82 75
იქ ამ განყოფილებაში არის კიდევ ვინმე როკო და ნორმალურად ერკვევა ფრინველებში და მათ დაავადებებში! (კმაყოფილი ვარ)...

სჯობს ზოოპარკში 4 საათამდე მიხვიდეთ იქ! მერე უკვე დაჭერა მათი ძნელია მაინც..

კოსტავას 67-ში ვეტკლინიკაში ფრინველების ვეტერინარი _ ზურა:
599588272

_ _ _
გაგვაგებინეთ რა არის ეგ (მე ვერ მივხვდი ფოტოთი..) და პაწია როგორ იქნება თუ შეიძლება? smile.gif
MAY_25
BORED


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11429
წევრი No.: 35673
რეგისტრ.: 30-May 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2013, 00:22  #34827370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
korela92
biggrin.gif მე რა დავწერე და შენ რა მიპასუხე, როგორც ყოველთვის არ გესმის რას გწერენ biggrin.gif
ნუ ანერვიულდები 2kiss.gif

ამას რაც შეეხება, გიპასუხე, მაინტერესებს smile.gif)
QUOTE
როცა ფულს მოაქუჩეჩებ, ბარტყს კი არ იყიდი, არამედ მომშენებელთან მიხვალ და შეუკვეთავ.
ასევე ეტყვი ფერს და სქესს. დაუტოვებ კორდინატებს და ასევე მცირეოდენ თანხას.
როცა ბარტყი გამოიჩეკება, მომშენებელი დაგიკავშირდება, გადაიხდი მთელს ფულს და ბარტყს წამოიყვან.
თუკი ნათიაც იყო ჩაწერილი, მაგრამ შენს შემდეგ და მამალი ბარტყი აღარ არის, მაშინ მას დაუკავშირდებიან როცა ეყოლებათ მამალი ბარტყი.

ჰმ, კაი. მომშენებელს დავუტოვე კოორდინატები, მინდა მამალი ბარტყი. ფერს არ აქვს ვითომ მნიშვნელობა ეგ უფრო გაართულებს სიტუაციას.
გავიდა 1,2,3 თვე და ამ მომშენებელთან არავინ გამოჩნდა მსურველი კიდევ.
ანუ აქ ხომ რეალურად 2 ვარიანტი რჩება:
1) აღარ ამრავლებს თუთოს, მხოლოდ 1 კლიენტის გამო და მე ვრჩები თუთოს გარეშე.
2) ის მაინც ამრავლებს თავის თუთოებს ჩემს გამო, 1 ბარტყს მომყიდის და დანარჩენები რჩებიან პატრონების გარეშე. კაი, რჩებიან ისევ მომშენებელთან, ანუ იმათი თავის ტკივილია ისევ, ხარჯი თავისია რომ ამდენი თუთო შეინახოს და არ უღირთ აშკარად.

QUOTE
3 მამალი არ დარჩება პატრონის გარეშე, რადგან ისინი უკვე შეკვეთილები არიან, ანუ ფაქტობრივად მათ მანამდე ყავდათ პატრონები, სანამ მათ მშობლებს სექსი ექნებოდათ

ვახ არ შეუკვეთიათთქო გეუბნები მე შენ biggrin.gif სიტუაცია დაგიხატე და შენ შენსას გაიძახი. მოხდა ისე, რომ მხოლოდ 4 კაცმა შეუკვეთა მხოლოდ 1 მომშენებელთან. თუთოებს 7 ეყოლათ. 7-4=3. სამი ბარტყი დარჩა ისე. ვერ გათვლი იმას წინასწარ რამდენი ბარტყი ეყოლება წყვილს spy.gif
ან რა ციფრზე უნდა შეთანხმდნენ, რომ გაამრავლონ წყვილი? 4? იქნებ 5 კლიენტი? ან იქნებ 7 ჯობია?
კაი, ჯანდაბას იდეალური ვარიანტი: 7ს ჰქონდა შეკვეთილი და 7 ბარტყი გამოიჩეკა. თუმცა ყველას ვერ მიჰყავს რადგან სქესთა უთანხმოება მოხდა. და დავუშვათ (სიტყვაზე) 3 ბარტყი დარჩა ისე. ვამრავლებ კიდევ, თუნდაც სხვა წყვილს, რომ ეს 3 კლიენტი გავისტუმრო. გავამრავლე და 6 ბარტყი ეყოლათ. ის 3 კლიენტი დავაკმაყოფილე, მაგრამ აქედან 3 ბარტყი კიდევ დამრჩა. ანუ წინა პარტიიდან 3 და კიდევ სამი=6.
შენ ამბობ, რომ ეს 3იც შეკვეთილი იყო წინასწარ? ანუ იმის თქმა გინდა, რომ 1 მომშენებელთან 13(7+6) კლიენტი მივიდა და შეუკვეთა, მაშინ როცა 200 ლარი ღირს თუთო?
ზღაპარია! 20 ლარი რომ ღირს მაშინ არაა ამხელა მოთხოვნილება და იმიტომაცაა ამდენი რომ რჩება პატრონის გარეშე :/
კლიენტი რომ მომშენებელს უკვეთავს, მომშენებელი თუთოებს ნამდვილად ვერ შეუკვეთავს ვერც რაოდენობას და ვერც სქესს და კენტად ყოველთვის დარჩებიან ბარტყები.

ეხლა ეს სიტუაცია გაიმეორე რამოდენიმე მომშენებელზე და + რამოდენიმე წყვილზე და შედეგი წარმოიდგინე.

ეს რაც დავწერე, ამაზე უარესი სიტუაციებიც შეიქმნება (უკეთესიც, მაგრამ უარესიც yes.gif ), ფერ-სქეს-ასაკთან მიმართებაში. აგერ ჩემი შემთხვევა, 7 ბარტყიდან 5 გოგო აღმოჩნდა (2 დაიღუპა და არ ვიცი სქესი). რამოდენიმემ უარი მითხრა, რადგან ბიჭი უნდოდათ smile.gif

QUOTE
ასევე მომშენებლები ერთმანეთში გაცვლიან თუთოებს, რათა ბევრი სხვა და სხვა სისხლის თუთო ჰყავდეთ და არ მოუწიოთ ინცესტის შედეგად უხარისხო ბარტების მოშენება.

ეს კი, მართალი ხარ. ნამდვილად ასე იქნება და უნდა იყოს.
მაგრამ თუ შენ როგორც იძახი, იმდენად შემცირდა ტალღოვნებზე მოთხოვნა 200 ლარი რომ გახდება, ძალიან ბევრს აგებს მომშენებელი. ამრავლებს თუთოებს 1-2 კლიენტისთვის, დანარჩენს კი - მომშენებლებისთვის. ახლა თუ ამდენი მომშენებელია და + ამას ამდენი თუთო, არც იმათ სჭირდებათ მოთხოვნა როცა ცოტაა.
ძალიან ძალიან ძნელი დასარეგულირებელია ეგ ამბავი და არავინ არ წამოვა მაგაზე smile.gif თორემ მაგაზე კარგი რა იქნება smile.gif
* * *
spana84
QUOTE
ტალღოვანი კიდე ისეთ გალიაში მრავდება სადაც ჩემი ჩიკო ფრთასაც კი ვერ გაშლის ნორმალურად. ესაა ზუსტად მიზეზი იმისა თუ რატომ ღირს ძვირი დიდი თუთიყუშები.

კიი : D მეტსაც გეტყვი, არ მიცდია არცერთხელ ჩემების გამრავლება, მაგრამ თავიანთი სურვილით 2-ჯერ იბარტყეს : lol:
QUOTE
ტალღოვანი თუთიყუშების სიიაფის მთავარი მიზეზი მათი გარემოსთან შეგუების კარგი უნარი და გამრავლების სიხშირეა.

მართალია.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ საკმაოდ სუსტი ჯიშია. დღეს რომ იყიდი, ხვალ შეიძLება მოკვდეს. და ყოველთვის 'ცუდი მოვლა' არაა ამაში დამნაშავე.ბევრი სხვადასხვა მიზეზია, რომელიც დავწერე უკვე. დიდი თანხა კი ისეთი არსებისთვის, რომელიც "გამძლე" არაა მიზერულია. აქედან დგება ფასები და როგორც არ უნდა ვითამაშოთ ცხოველთა დამცველის როლები ყოველთვის ასე იქნება, სამწუხაროდ : )
ეგ კი არა, მთელს მსოფლიოში ასეა, სადაც ისეთი ვეტ-კლინიკებია ადამიანს მოგინდება იქ მკურნალობა, და სადაც ძვირიან და იაფიანი ცხოველ/ფრინველებს ერთნაირად მკურნალობენ. სადაც რამდენიც არ უნდა გადაიხადო ფული , რაღაც დონეზე გარანტია გაქვს რომ ის დაკარგული არ იქნება ერთი ხელის მოსმით.
მაგრამ იქაც ძალიან შორსაა ერთმანეთისგან ტალღოვნისა და ჟაკოს ფასი .

This post has been edited by MAY_25 on 21 Jan 2013, 00:50
korela92



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3296
წევრი No.: 126085
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2013, 00:50  #34827950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
MAY_25
მეხუმრები თუ არ კითხულობ ჩემს ნაწერებს?
QUOTE
1) აღარ ამრავლებს თუთოს, მხოლოდ 1 კლიენტის გამო და მე ვრჩები თუთოს გარეშე.

კი. შენ რჩები თუთოს გარეშე. იმიტომ რომ 1 ადამიანის სურვილის შესრულება, არ ღირს იმად რომ თუთიყუშები დაიტანჯონ.
სურვილი ვერ შესრულდება მანამ, სანამ მომშენებელს მინიმუმ 4 კლიენტი არ ეყოლება.
QUOTE
2) ის მაინც ამრავლებს თავის თუთოებს ჩემს გამო, 1 ბარტყს მომყიდის და დანარჩენები რჩებიან პატრონების გარეშე. კაი, რჩებიან ისევ მომშენებელთან, ანუ იმათი თავის ტკივილია ისევ, ხარჯი თავისია რომ ამდენი თუთო შეინახოს და არ უღირთ აშკარად.

არ ამრავლებს თუთოს და ელოდება სანამ მსურველთა რიცხვი მინიმუმ 4-ს არ შეადგენს.
QUOTE
ვახ არ შეუკვეთიათთქო გეუბნები მე შენ

თუკი არ შეუკვეთიათ, შესაბამისად პრობლემაც არაა. რადგან მომშენებელი არ ამრავლებს თუთოს.
QUOTE
მოხდა ისე, რომ მხოლოდ 4 კაცმა შეუკვეთა მხოლოდ 1 მომშენებელთან. თუთოებს 7 ეყოლათ. 7-4=3. სამი ბარტყი დარჩა ისე

არ კითხულობ ჩემს ნაწერებს? მგონი გავეცი ამ კითხვას პასუხი.
QUOTE
მას სხვა მოზრდილებიც ეყოლება, რომლებიც ჯერ არ არიან დაწყვილებულნი, ანუ ლევანს შეუძლია უკვე გამოჩეკილი თუთიყუში იყიდოს

ანუ ვინც მივა და შეუკვეთავს თუთოს, მომშენებელი ეტყვის რომ თქვენ ხართ ის ბედნიერი, ვისაც არ უწევს თვეობით ლოდინი და შეგიძლიათ ახლავე წაიყვანოთ თუთო. თუკი ამის სურვილი გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რიგში ჩაეწერეთ. ასევე თუკი მართლა ბევრი კვერცხი დადეს და ისინი არ იყვნენ შეკვეთილნი და ასევე მომშენებელს ისედაც ბევრი მოზრდილი ჰყავს, შეიძლება უბრალოდ ზედმეტი კვერცხების ამოღება.
QUOTE
20 ლარი რომ ღირს მაშინ არაა ამხელა მოთხოვნილება და იმიტომაცაა ამდენი რომ რჩება პატრონის გარეშე

უზარმაზარი მოთხოვნილებაა ტალღოვანებზე. შეგვიძლია ყოველ კვირა ერთად ვიაროთ ზოომაღაზიებში და ნახავ რამდენი იყიდება.
QUOTE
7 ბარტყიდან 5 გოგო აღმოჩნდა (2 დაიღუპა და არ ვიცი სქესი). რამოდენიმემ უარი მითხრა, რადგან ბიჭი უნდოდათ

ბიჭის კლიენტს გოგო რატომ უნდა შესთავაზო? თან იქნებიან გოგოების მსურველებიც.
QUOTE
იმდენად შემცირდა ტალღოვნებზე მოთხოვნა 200 ლარი რომ გახდება, ძალიან ბევრს აგებს მომშენებელი. ამრავლებს თუთოებს 1-2 კლიენტისთვის, დანარჩენს კი - მომშენებლებისთვის

მომშენებელი არ აგებს და არც მომშენებლებისთვის ამრავლებს. ასევე არც 1-2 კლიენტისთვის. მინიმუმ 4 უნდა იყოს, ბევრჯერ დავწერე ეს.
პირიქით, მომშენებელი მოგებულია, ვინაიდან თუკი ბარტყი 200 ლარი ღირს და მას უკვე ჰყავს 4 კლიენტი, იგი იშოვის 800 ლარს.
დღეს კი მომშენებელმა 800 ლარი რომ იშოვოს, ამისათვის უნდა გაყიდოს 40 ბარტყი 40X20=800
მაშინ როდესაც 800 ლარს მხოლოდ 4 თუთიყუშის გაყიდვით შოულობს.
ალბათ დამეთანხმები იმაში რომ 40 ბარტყის მოვლა გაცილებით უფრო მეტ მატერიალურ და შრომით რესურსს მოითხოვს, ვიდრე 4.
QUOTE
ძალიან ძალიან ძნელი დასარეგულირებელია ეგ ამბავი

რეფორმის ჩატარება ყოველთვის რთულია და რასაკვირველია დასახვეწიცაა ეს იდეა. შეიძლება მთლად 200 ლარი არ ღირდეს და შეიძლება კორელას დღევანდელ ფასს გაუტოლდეს და შესაბამისად გაიზარდოს კორელებისა და განუყრელების ფასი. (თუკი ტალღოვანის ფასი ასე ცოტათი აიწევა, ეს გავლენას ვერ მოახდენს ჟაკოებზე. ან მაქსიმუმ ისინი 50-100 ლარით გაიზარდონ.)


0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) « პირველი ... 29 30 [31] 32 33 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0787 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]