forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (102) « პირველი ... 66 67 [68] 69 70 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ყველაფერი ბუღალტერიის შესახებ, ნაწილი XIII
phiphqia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 203
წევრი No.: 127067
რეგისტრ.: 6-February 11

გამოგზავნილია: 8 May 2013, 23:19  #36341493      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას, ასეთი გამოუვალი სიტუაცია მაქვს და იქნებ დამეხმაროთ
ინდ მეწარმეა და ჩეკების მიხედვით ავიდა 100 000 ლარზე და დადგა დღგ-ს გადამხდელად, ამასთან ამ ერთი წლის მანძილზე ჰქოდნა ბანკში ჩამორიცხული თანხა იმაზე რომ ერთ-ერთმა კომპანიამ გადაუხადა აღნიშნული ფული იმისთვის რომ გარკვეული დროის მანძილზე ითანამშრომლებდნენ მხოლოდ ამ კომპანიასთან კონკრეტულ პროდუქციაზე და ამ პროდუქციას არ მიიღებდა სხვა კომპანიიდან( ანუ საჩუქარი, არასაოპერაციო შემოსავალი, რომელიც 2012 წელს შემოსავალში ვაღიარე და დავბეგრე), + ჰქონდა კიდე პრომო საჩუქრები მიღებული საქონლის სახით, + სარეკლამო ბანერი საჩუქრად. ამათან აღნიშნული მეწარმეს ამ 12უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე ჰქონდა დროებით შეჩერება.
შეკითხვა: ითვლება თუ არა დღეს სავალდებულო რეგისტრაციის დროს სამივე სახის შემოსავალი დღგ-თი დასაბეგრ შემოსავლად? ანუ აღნიშნული შემოსავლები თუ დაემატება საკასო აპარატით მიღებულ შემოსავლებს,გამოდის რომ დღგ რეგისტრაცია მოხდა დაგვიანებით.
და კიდე, როცა 12 უწყვეტი კალენდარული თვის მანძილზე მოხდა სამეწარმეო საქმიანობის შეჩერება და შემდეგ აღდგენა,დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციამდე შემოსავალი სამეწარმეო საქმიანობის აღდგენის შემდეგ უნდა დავთვალო თუ შეჩერებამდე რაც მივიღე შემოსავალი ეგეც უნდა დავუმატო?
The DoctoR
Number 46


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2006
წევრი No.: 114377
რეგისტრ.: 22-April 10

გამოგზავნილია: 9 May 2013, 00:01  #36342237      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tatiana123
QUOTE
თუ შეიძლება საქონელი იმპორტის დროს ავიღო შემოსავალში მოცულობის მიხედვით, შემდეგ გადავიყვანო კილოგრამებში და ისე გავყიდო? ერთ ტრაილერში აწყვია პენოპლასტი და ცემენტი, და წონის მიხედვით ხარჯების გადანაწილება არ აწყობთ. საგადასახადო მხრით რამეს დავაშავებ?

როგორც გაქვს ინვოისში ზომის ერთეული ისე აღრიცხე. შენ რომ "კგ"-ში აიყვანო და მერე მეტრებში, ცალობაში ან სხვა ერთულში გაყიდო, დაგჭირდება ექსპერტის დასკვნა, რომ 1 კგ პენოპლასტი = 10 მეტრს, ან 5 ცალს და ა.შ.

phiphqia
საქმიანობის შეჩერება არამგონი გათვალისწინებული რომ იქნეს, დანარჩენს რაც შეეხება - საჩუქრები არ დაემატება დასაბეგრ ბაზას, რადგან მიწოდებას არ აქვს ადგილი. ბანკში ჩამორიცხული თანხა სავარაუდოდ ე.წ. "ექსკლუზივია" (დისტრიბუციაში ასე უძახიან) და როგორც მომსახურება ისე ჩაითვლება. ჩემი აზრით ჩეკს+ბანკში ჩამორიცხული თანხა არის გასათვალისწინებელი.

This post has been edited by The DoctoR on 9 May 2013, 00:05


--------------------
Only Easy Day Was Yesterday
ვასასი
deida_vasasi


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1845
წევრი No.: 130402
რეგისტრ.: 22-April 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 00:44  #36342965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
როგორი სახის იურიდიულ პირად ჯობია დარეგისრირება , როდესაც პირს აქვს თონე, რომელიც არ ექვემდებარება ფიქსირებული გადასახადის გადახდას რადგანაც თვითონ ღუმელი არ შეესაბამება შესაბამის მოთხოვნებს.(არ არის ჩAსაკრავი)ფიქსირებული გადასახადი (50ლ) კი მხოლოდ თიხის/აგურის ჩასაკრავ თონეებზე ვრცელდება.
შპს.არ განიხილება. ჩვეულებრივ ინდ მეწარმედ დარეგისტრირდეს, მცირე ბიზნესის სტატუსი მიიღოს, თუ მიკრო ბიზნესის სტატუსი?
პირის წლიური ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 12000 ლარს.


--------------------
ერთი და იგივე...
burdga_777
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 112
წევრი No.: 129397
რეგისტრ.: 29-March 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 02:39  #36344458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ვასასი
და როცა აკმაყოფილებ მიკრო ბიზნესის სტატუსის მოთხოვნებს სხვა რაღა შეღავათი გინდა არ იხდი გადასახადს. და თუ შპს არ განიხილება შესაბამისად იურიდიულ პირად ვერ დარეგისტრირდები, ინდ. მეწარმე არ არის იურიდიული პირი, ხოლო მიკრო ბიზნესისათვის არც ინდ. მეწარმედ რეგისტრაციაც გჭირდება, ასე რომ ყველაზე კარგი ვარიანტია მიკრო ბიზნესის სტატუსი
bikako25
nikoli


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 203
წევრი No.: 92538
რეგისტრ.: 30-May 09

გამოგზავნილია: 9 May 2013, 09:07  #36345374      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხელფასების დაკავებული საშემოსავლო გადავრიცხე 30 აპრილს. 15 მაისამდე უნდა გავაგზავნო დეკლარაცია ხოM/?
ხო აისახებოდა საბიუჯეტო გადარიცხვა იმ დღესვა?
რს. გე სად ვნახავ გადახდილი მაქვს თუ არა ეს საშემოსავლო? სად უნდა ჩანდეს?
afrika
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 166876
რეგისტრ.: 9-May 13

გამოგზავნილია: 9 May 2013, 10:10  #36345627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას,გთხოვთ არ დაიზაროთ და გამცეთ პასუხი.მიმდინარე გადასახდელებს თუ სჭირდება დეკლარაციის შევსება?და თანხა როგორც წლიური გადავიხადო იმ ანგარიშზე უნდა ჩავრიცხო?
Ti-Ni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 645
წევრი No.: 136116
რეგისტრ.: 20-September 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 11:56  #36346585      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვასასი

თუ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობასაც მოელით სერიოზული რაოდენობით, მაშინ ისეთ გადამხდელად დარეგისტრირდით, რომ თქვენი საბუთით ხარჯების გამოქვითვა შეეძლოს შპს-ს.

bikako25
საშემოსავლო არ უნდა გადარიცხო უფრო გვიან, ვიდრე ხელფასები გაეცი. დეკლარაცია 15-მდე უნდა გააგზავნო. აისახებოდა აუცილებლა. პირად ბარათზე ნახე rs.ge-ზე შენს გადამხდელის გვერდზე.

afrika

დეკლარირება არ სჭირდება და კი, იმავე ანგარიშებზე გადარიცხავ.


...
შეკითხვა მაქვს უცნაური: შპს-მ იყიდა რაღაც ნივთები და თანხა სრულად იქნა გადახდილი და ჩეკიც არის სრულ თანხაზე. მოგვიანებით ნივთების ნაწილი დაბრუნდა. შესაბამისი თანხა, რომელიც გამყიდველმა დაუბრუნა მყვიდველ შპს-ს, სალარო აპარატში უნდა გატარდეს? მე მგონია, რომ _ რათქმაუნდა.
* * *
The DoctoR

დიდი მადლობა! smile.gif


--------------------
"არ ვეთანხმები მათემატიკას. რამეთუ მიმაჩნია, რომ ნულების ჯამი საშიში რიცხვია"
toi toto
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 578
წევრი No.: 78559
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 9 May 2013, 13:58  #36348094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინმეს 2010 წელს როგორი სასაქონლო ზედნადებიც იყო , ელექტრონული ფორმა ხომ არა გაქვთ?


--------------------
შენი ყვავილი სურნელების გარეშე ჭკნება,
რადგან მიეცა ყველას მისი მოწყვეტის ნება.
phiphqia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 203
წევრი No.: 127067
რეგისტრ.: 6-February 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 14:06  #36348218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
phiphqia
საქმიანობის შეჩერება არამგონი გათვალისწინებული რომ იქნეს, დანარჩენს რაც შეეხება - საჩუქრები არ დაემატება დასაბეგრ ბაზას, რადგან მიწოდებას არ აქვს ადგილი. ბანკში ჩამორიცხული თანხა სავარაუდოდ ე.წ. "ექსკლუზივია" (დისტრიბუციაში ასე უძახიან) და როგორც მომსახურება ისე ჩაითვლება. ჩემი აზრით ჩეკს+ბანკში ჩამორიცხული თანხა არის გასათვალისწინებელი.[/QUOTE]



მადლობთ გამოხმაურებისთვის, მიწოდებად ის მაინც ხომ ითვლება პროდუქცია რომ აჩუქა? ნუ შეიძლება რეკლამის საჩუქარი არ ჩავთვალო მაგრამ პროდუქცია რომ აჩუქეს ამას რა ვუყო? sad.gif

This post has been edited by phiphqia on 9 May 2013, 14:07
bikako25
nikoli


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 203
წევრი No.: 92538
რეგისტრ.: 30-May 09

გამოგზავნილია: 9 May 2013, 14:10  #36348265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Ti-Ni
კონკრეტულად სად აისახება? სად მოვძებნო?
phiphqia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 203
წევრი No.: 127067
რეგისტრ.: 6-February 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 14:15  #36348326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ელ-ენერგიის, გაზისა და წყლის გადასახადებზე დღგ-ს ჩათვლებს ვერ გავიკეთებ მგონი არაა? გათავისუფლებულნი არიან დღგ-სგან?
bikako25
nikoli


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 203
წევრი No.: 92538
რეგისტრ.: 30-May 09

გამოგზავნილია: 9 May 2013, 14:25  #36348448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვრ ვიპოვე სად უნდა იყოს ასახული? rs. ge - ზე არარის სასხული. მე ვერ ვიპოვე სად უნდა იყოს კონკრეტულად?
kranci



*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3465
წევრი No.: 128556
რეგისტრ.: 10-March 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 14:27  #36348486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bikako25
შედარების აქტში ნახე? შეიძლება ახლა არ იყოს ასახული, მაგრამ 15-ში აუცილებლად აისახება თუ სწორ კოდზე გადარიცხე.
Ti-Ni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 645
წევრი No.: 136116
რეგისტრ.: 20-September 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 14:29  #36348512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
phiphqia

ფაქტურები მოდის ჩვეულებრივ და დღგ-ს თანხაც მითითებულია და გათავისუფლებულები როგორ არიან? სულ ვითვლი მე. ხელით შემყავს რეესტრში ფაქტურის ნომერი და ასე შემდეგ. ვცდები?

bikako25

შედი შენს გვერდზე rs.ge-ზე, მერე გახსენი "შედარების აქტი/პირადი ბარათი", მონიშნე თარიღი, მერე გადადი პირად ბარათში, აირჩიე რომელი გადასახადის ნახვა გინდა_დღგ, საშემოსავლო, ქონება თუ ა.შ._ და იქნება მად ყველაფერი დაწვრილებით. რომ გადარიცხავდი, გადარიცხვაც იქნება და მერე ეწერება იგივე თანხით დაერიცხა სავარაუდოო.ანუ ეს ნიშნავს, რომ წინასწარ დაგარიცხა საშემოსავლო გადახდისტანავე. დეკლარაციას რომ გააგზავნი, თუ ნაკლები გამოვა მაგ გადარიცხულ თანხაზე, სხვაობა ზედმეტობაში დაგიჯდება. თუ _არა და პირიქით.
ვასასი
deida_vasasi


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1845
წევრი No.: 130402
რეგისტრ.: 22-April 11

გამოგზავნილია: 9 May 2013, 15:00  #36348981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვაიმე დაბნეული ვარ. ახლობელი არის ინდ.მეწარმე რომელსაც აქვს თონე, იყენებს 1 დაქირავებულ პირს. სულ აბურდული აქვს ბუღალტერია როგორც ჩანს, ხან საბუთი აკლია და ხანაც ჩეკები არაა შესაბამისად ამორტყმული. ეს დაბეგვრის რეჟიმი მასზე არ ვრცელდება, რომ გადაიხადოს 50 ლარი ამ 1თონეზე თვეში და ამოისუნთქოს. მეხვეწება დამეხმარეო, მე სულ მსხვილ შპს-ებში მაქვს ნამუშევარი, ამ ინდ.მეწარმეებთან და სტატუსის მქონე ხალხთან შეხება არ მქონია, არადა ტიპს "მთლად ბუღალტრების უფროსი" ვგონივარ, არ მინდა იმედები გავუცრუო და ამიტომ გთხოვთ დახმარებას. რა ვურჩიო, იყოს ისევ ინდ.მეწარმე და ასე იწვალოს (თანაც წლიური საშემოსავლო ძალიან ბევრი გამოსდის) თუ მცირე ბიზნესის გადამხდელად დარეგისტრირდეს? მაგრამ აქააც ვერ გავერკვიე:
•"მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები."
ასე რომ წერია, ესე იგი საბუთები შეიძლება არც გქონდეს და მშვიდად იხადო შენთვის ამორტყმული ჩეკებიდან 5%? თუ საბუთები მაინც აუცილებელია?
თუ არადა ბოლო ვარიანტი: მცხობელს გააფორმებს მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონედ, არ ექნება საკასო აპარატი და ყოველ თვიურად არაფერსაც არ იხდის?
ვაიმე მიშველეთ
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (102) « პირველი ... 66 67 [68] 69 70 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.4790 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]