forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ჯეიმს ბრაუნი, ზის იზ ე მენს ვორლდ
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:15  #36448796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჯეიმს ბრაუნის სიმღერა გახსოვთ? 
ეს დედამიწა  კაცებისაა!
20 წლის გადვიანებით ქალებმა უპასუხეს , ეს ქალების დედამიწააო, ნენე ჩერიმ განაცხადა. 1:1.  
საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა, ვისია ეს ქვეყანა ჯერ კიდევ იკამათებენ ქალები და კაცები. 
საქართველო ვისია? 
2 ოქტომბრის შემდეგ ძველი ხელისუფლება გულმოდგინედ უმტკიცებს ახალს, შენიაო. 
არ გამოსდის, ახალ ხელისუფლებას არ სჯერა რომ ახლა თვითონ ევალება წარმოადგენდეს საქართველოს. 
გართულია საკუთარი და საკუთარი ხალხის სურვილების და მოლოდინების ასრულებით, აკეთებს იმის 20 % რაც ევალება და შეუძლია აკეთოს. დანარჩენ 80% საქმეს ხელს არ კიდებს, ფიქრობს ალბათ, რა ჩემი საქმეა რუსეთთან ჭიდაობა, ვიღაცეების განაწყენება და იქნებ მომტერება, რა ჩემი საქმეა შეცვლა და გარისკვა. ქარავანს წინ ვირს წაუმძღვანებდნენ, ის ინტუიციით პოულობს ყველაზე მოკლე გზას, ჩვენც ვირის ინტუიციის იმედით ტაატით მივსეირნობთ, ყველაფერი კარგად იქნება, რიტორიკას შევცვლით და რუსეთი  შეგვიწყალებს,  პატიმრებს შევიწყალებთ და ისინი ცხოვრებას ადამიანურობს შესძენენ, გლეხებს ფულს დავურიგებთ, მათი მომადლიერება დაგვჭირდება ახლო მომავალში, სახელმწიფო პროგრამით ყველა მოქალაქის მკურნალობას საკუთარ თავზე ავიღებთ, მერე რა რომ ამით პრობლემებს მომავალ საქართველოს გადავაბარებთ, დღეს ხო შეგვაქებენ. 
ამასობაში ვაგრძელებთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც სოციალური სივრცის ყოველ 100 კვადრატულ მეტრზე სააკაშვილის ხელისუფლებამ რაღაც  სასიკეთო კვალი დაამჩნია. ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელში სისტემები სააკაშვილმა ააშენა და ყველა მეორე სახლზე წარწერილი " სისტემა უნდა დაინგრეს!" და არჩევნების წაგების  მიუხედავად ის სისტემები  ისევ მუშა დარჩა, სააკაშვილის სისტემები. 
როგორც უწესო ქართველი წესიერ ევროპულ ქვეყანაში გაიხედ- გამოიხედავს და თვითონაც წესიერად იქცევა, ასვე ახალი მთავრობა, შელაგდა რა ახალ სამინისტროებსა და პარლამენტში, იგრძნო უწესო ქართველის უხერხულობა და მანდარინის კანი ლიფთში კი არ დაყარა, სანაგვდმდე მიიტანა და იქ ჩააგდო, სანაგვეები კი მართლაც ბევრი დაგვიტოვა იმ მთავრობამ,ადგილიდან  გახედვა გინდა რომ იპოვო. 
ასევე გახედვა გინდა რომ დაინახო სააკაშვილის საქართველო, ის ჩვენს გარშემოა, ის ძვირია, მასში დიდი ფულია დახარჯული, ის ფასადშია, შადრევანშია, ასფალტშია, ბეტონშია, შუშაშია, გაზონშია, შუქნიშანშია, სილუეტშია. კაცის ნაკლებადაა მსოფლიო , ვიდრე სააკაშვილისაა საქართველო. 
დისონანსი მხოლოდ იმაშია, რომ ხალხმა ერთ პოპულარულ არაპოლიტიკოსს დაავალა, მისცა მანდატი, რომ სააკაშვილს ყოველდღიურად ხელუკუღმა უსილაქოს სიგარეტივით ორი თითით დაჭერილი წიწმატი სახეში. და ის დავალებულიც ასრულებს თავის მისიას. 
ამასობაში ყველა ბედნიერია, თითქმის. 
სააკაშვილი ისევ სააკაშვილის საქართველოში ცხოვრობს, ბიძინა დავალებას თავს წარმატებით ართმევს, ხალხი იკმაყოფილებს ილუზიას, რომ სააკაშვილის საქართველოსთვის მადლიერება არ მოეთხოვება და ქვეყანა მაინც აშენდება, ნაკლები წინააღმდეგობების ბილიკის მოძებნითა და მასზე დაგორებით. 
ვნახოთ რა გამოგვივა. პირველი, რაც ნაკლები წინააღმდეგობის გზით სიარულმა მოითხოვა ჩვენგან, ეს სფინქტერის მოდუნებაა, ხალხი მზად აღმოჩნდა ამ ექსპირიენსისთვის, ვნახოთ რამსიღრმეზე შეგდების შემდეგ გამოვალთ პარესთეზიიდან და ვიყვირებთ, მტკივა, მცხვენია, არ მეკუთვნის, გამომაძრეთ ეგ ციმბირული  ბერიოზას ვენიკი და თუნდაც გაგირჭიათ  მარნეულური ცოცხი ვინც იმსახურებს იმისთვის, მე კი თავი დამანებეთ და 20 წლით ნაკოწიწები ღირსება დამიბრუნეთ. 
მაგრამ ამ განცდებამდე ჯერ შორია, ჯერ ი ხოჩეცა ი კოლეცა,  ქვეყნის ღირსება კი ადვილად საუგულვებელყოფო უფასო ფაქტორი გვგონია. 





ერთხელაც აღმოვაჩენთ, რომ ის რაც დავთმეთ (მებრძოლის სტატუსი) , თურმე ყველაზე დარმავოი ჟილა ყოფილა ქვეყნისა და ჩვენს გასამდიდრებლად.

უბრალოდ, საკმარისი იყო დავრჩენილიყავით დანარჩენი მსოფლიოს ჯილად მესამე მსოფლიო ომში, რომელიც მიმდინარეობს 2008 წლიდან მათსა და რუსეთს შორის. და ეს ვერ მოვახერხეთ, ახლა ჩვენ თურქული ხლისა და რუსული ძუზუს ანტაგონურ სტატუსს ვირგებთ- იმ ვიღაც ცუდმა ამერიკის ბიუჯეტი წაგვართვა და სანაცვლოდ რუსის ხლე ჩაგვიდო, და ნუ მოიტყუებთ თავს, რომ რუსი ერთსქესიანი ძუძუიანი მართლმადიდებელია, არაა ასე, ხლეცა აქვს და იმდენად მუშა, რომ მინიმუმ  150 მილიონ ბავშვს ჩასახავს ზოგს რუსში და ზოგს არარუსში შემდეგი 30 წლის განმავლობაში. ჩვენი ხლე მოკრძალებული პარამეტრებისაა, უნდა გაგვიხარდეს, თუკი შემდეგ 30 წელში 4.5 მილიონის აღწარმოება სიკვდილიანობას გადააჭარბებს. მოეშვით ოცნებებს რუსულ უფასო ძუძუზე, ყავს იმ ძუძუს თავისი პატრონი. და კარგად მოჩხრიკეთ მახსოვრობაში, ეგ ძუძუ უფასო არასდროს ყოფილა ჩვენთვის, ბართერი იყო, ფულით ან უფულოდ, ოღონდ ძუძუსთვის ყოველთვის სარფიანი. ახლა იმ ძუძუს ფასს ისევ რუსი იხდის, ჩვენთვის ძვირია. ჩვენ რომ გვახსოვს ის რუსი დღეს სხვაა, დღეს ის მანდარინზე და კონიაკზე აღარ იყიდება, პირიქით, აქეთ ყიდულობს ყველა კონტინენტის ყველა ქვეყვის ტურ მომსახურეობას, იქაურ სუვენირებს და ქალებს, ერთი ჟილკა აქვს, აჩვენოს ადგილობრივებს რომ სხვებზე მეტი ფულის დახარჯვა შეუძლია და რომ რუსეთის იმპერია მდიდარი და გულუხვია, რომ ფუფუნება ეკუთვნის, რომ მოკრძალებას და ტაკუზერას ( იაპონურ მისალმებას) იმსახურებს. და .. საქართველოც მისია. 
არა? 
მართალია საკონტროლო პაკეტი ჯერ არ უპყრია, მაგრამ პროცენტებს კაი ტემპით იხვეჭს. 





დღეს საქართველო ჯერ კიდევ სააკაშვილისაა,  სააკაშვილის საქართველო აღემატება დღევანდელი ხელისუფლების საქართველოს, იმდენად,  რამდენადაც  იუსტიციის სახლი აღემატება იუსტიციის სახლის წინ ახალი ხელისუფლების მიერ დადგმულ მემორიალს. 




ახალი ხელისუფლება ჯერჯერობით წარმატებით ახერხებს საქართველოს პოტენციის ფაქოდა ამიკოზაციას, ანუ განულებას, მიჩქმალვას, დამალვას. როგორც ეს სუპერენერგიული კომიკოსები ააორთქლა პირადი ჭიის გასახარად, ასევე აორთქლებს საქართველოს მსოფლიო თამაშიდან.


არადა მინიმუმ  3 მილიარდიანი ტრიბუნის ინტერესი გარანტირებულად გვქონდა, გვეკუთვნოდა, დავიმსახურეთ 080808 ომის შემდეგ.           

This post has been edited by axalirevolucia on 16 May 2013, 17:26


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
miriani111
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12990
წევრი No.: 122832
რეგისტრ.: 23-October 10

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:18  #36448836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
cry.gif cry.gif cry.gif cry.gif cry.gif
როგორ ხარ? სად იყავი დაკარგული?

This post has been edited by miriani111 on 16 May 2013, 17:23


--------------------
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet
SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай


********
ჯგუფი: Members
წერილები: 34405
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:20  #36448870      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აიწყვიტა
biggrin.gif facepalm.gif

----------------------------


--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!

დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!

აგონია
Senior Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 147095
რეგისტრ.: 19-April 12

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:21  #36448881      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
პოსტს არ ვიცი ვინ წაიკითხავს, მარა არ გეგონოს რომ შენი გამოჩენა არავის გვიხარია


--------------------
Anything, anything would be better than this agony of mind, this creeping pain that gnaws and fumbles and caresses one and never hurts quite enough
აჩრდილი
El Camino


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16250
წევრი No.: 1651
რეგისტრ.: 25-January 03

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:22  #36448893      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SPLIYVI
QUOTE
აიწყვიტა

სულ შენი წაქეზებით.
გვიშველე რამე.


--------------------
The woods are lovely, dark and deep,
But I have promises to keep,
And miles to go before I sleep,
And miles to go before I sleep.
©Robert Frost
SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай


********
ჯგუფი: Members
წერილები: 34405
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:25  #36448935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აჩრდილი
QUOTE
სულ შენი წაქეზებით.
გვიშველე რამე.


ხვალ ჩავაგდოთ შეკრების შუა გულში ტიტლიკანა და ზურგზე დავაწეროთ "მინდა ვიყო თქვენიანი"
biggrin.gif facepalm.gif


axalirevolucia
აქ გაუ
smile.gif
G13n
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4072
წევრი No.: 506
რეგისტრ.: 6-December 01

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:26  #36448951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ძლივს ... ეს ფორუმი ჭაობს ემსგავსებოდა ... სეზონური გრაფიკი არსებობს?

მაინც მდელოს ბოლომდე მაცილებ და რას წვალობ, ზურგზე შემაჯექი სწორედ ასეთი თანამიმდევრობით მიდიოდნენ...


--------------------
ვამხელთ სიბრიყვეს და ჩათლახობას ...
ამისათნა წითელი და ამსიგრძეტარიანი რა დროშა მოგცათ მიშამა
chombe
ჟიგართმჟლეტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19822
წევრი No.: 65323
რეგისტრ.: 22-June 08

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:39  #36449137      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia




არა, მეგობარო - აქ აღარ დაბრუნდე !
(გ. ნახუცრიშვილი)


არა, მეგობარო, აქ უარესია,
აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.
აქ ქრება ოცნება, ოცნება - მესია,
ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,
არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,
არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,
არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი,
მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა,
არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით,
არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.

არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე,
არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად,
არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე,
ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.

არსებობს წამება, წამების სიჩქარით
შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი,
ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი
უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.

არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე,
აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი,
ონება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს,
ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.


This post has been edited by chombe on 16 May 2013, 17:53


--------------------
si deus nobiscum quis contra nos !

- რატომ არ მომკალი, ჟან ვალჟან ?
- შენ მკვდარი ხარ, ჟავერ ! (© Victor Hugo)

Нам грубиянов не надо. Мы сами грубияны ! ! !
(© Остап-Сулейман-Берта-Мария-Бендер-Бей)

გასკდით გულზე, მე ცოცხალი ლეგენდა ვარ, თქვენ კი ვირტუალური მუტლები. © ზარატუსტრა
ჯიმი ლევი
Judge Dredd


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32743
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:43  #36449173      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წავიკითხო?


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай


********
ჯგუფი: Members
წერილები: 34405
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:43  #36449182      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჯიმი ლევი
QUOTE
წავიკითხო?


ვაი შე უბედურო
facepalm.gif
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 37339
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:46  #36449226      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინასწარ ბოდიშს ვიხდი კორექტურული შეცდომებისთვის


კლასიკურ რუსულ ფილოსოფიაში ჩვენ ვგულისხმობთ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე იმ ფილოსოფოსებს, რომელებიც იძულებით წავიდნენ ემიგრაციაში ბოლშევიკური დიქტატურის გამო: “1922 წელს საბჭოთა მთავრობამ დააპატიმრა ასობით პროფესრი და მწერალი მათ იდეოლოგიასთან უთანხმოების ბრალდებით და გაასახლა ისინი საზღვარგარეთ. ფილოსოფოსებიდან მათ შორის იყვნენ ნ.ბერდიაევი, ბულგაკოვი, ი.ილინი, ლაპშინი, ფრანკი, კარსავინი და პირადად მე” (ანუ ნ. ლოსსკი — ი.გ.)(1.გვ.268). მათ ხშირად რუსული რელიგიური ფილოსოფიის წარმომადგენლებადაც მოიხსენიებენ. ამ სახელით მათ მოხსენიებას ჩვენ მოვერიდეთ ნ. ლოსსკის ერთი საყურადღებო თვალსაზრისის გამო. იგი მიიჩნევს, რომ რუსულ ფილოსოფიაში ადგილი ჰქონდა ყველა იმ ფილოსოფიურ მიმართულებას, რომელიც შესამჩნევი იყო საერთოდ დასავლურ ინტელექტუალურ ცხოვრებაში, დაწყებული პოზიტივიზმით და დამთავრებული ექსისტენციალიზმით. უბრალდ, ამათგან ბევრს, და მათ შორის ინტუიტივისტ ლოსსკის, მიაჩნდა რომ რელიგიური გამოცდილება, გამოცდილებათა სხვა (ესთეტიკური, ემპირიული და ა.შ.) ტიპებთან შედარებით არის უფრო მნიშვნელოვანი და ეს მნიშვნელოვნება მომდინარეობს იქედან, რომ „ფილოსოფიის მთავარი ამოცანაა, შეიმუშაოს თეორია სამყაროზე, როგორც ერთიან მთელზე, რომელიც დამყარებული იქნება გამოცდილებათა სრულ მრავალფეროვნებაზე, ხოლო რელიგიური გამოცდილება ამ ამოცანის გადაჭრისთვის გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვან მონაცემებს“(1.გვ.472). რელიგიური გამოცდილება, ისევე როგორც ყველა დანარჩენი, ემყარება რწმენის ფენომენს. გვინდა თუ არა ეს ჩვენ, ნებისმიერი გამოცდილების გაცნობიერებისას, ჩაძიებისას მივადგებით რაღაც ისეთს, ძირეულს რომელის მიღება-არმიღება რწმენის ფაქტორზეა დამოკიდებული: „ჩვენ ვიცით, რომ, 2+2=4, რომ ცეცხლი წვავს და ა.შ. არის არსებითად ჩვენი ცნობიერების ფაქტები; მაგრამ რაიმეს არსებობა ცნობიერების საზღვრებს მიღმა ცხადია თავად ამ ცნობიერებაში ვერ იქნება მოცემული, ვერ იქნება მისი ფაქტი და, შესაბამისად, მისი არსებობის დასტური შეიძლება გასცეს მხოლოდ რწმენამ… ის, რომ გარეშე რეალობა არსებობს — ამის ჩვენ გვწამს, ხოლო ის, თუ რას წარმოადგენს ის — ამას ჩვენ განვიცდით და ვიცით. გარეგანი რეალობის არსებობის რწმენა რომ არ გაგვაჩნდეს, მაშინ იმას, რასაც ჩვენ განვიცდით და ვიცით, ექნებოდა მხოლოდ სუბიექტური ხასიათი“(2.გვ.62).

. . . . .

ერთ გარემოებას აქვე უნდა გაესვას ხაზი: ხსენებულ ფილოსოფოსთა ყველაზე დიდი დამსახურება ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ მათი სახით მერთლმადიდებლურ სივრცეში, მოხდა ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლიანი გადააზრება, მისი ფილოსოფიური საფუძვლების სიღრმისეული ანალიზი, მისი თანამედროვე სახის დემონსტრირება და სამომავლო ბედის პროგნოზირება.

გარდა ამისა, რელიგიის საკითხებზე კომპეტენტური ბჭობა თავისთავად სულაც არ მიანიშნებს ბჭობის მწარმოებლის რელიგიურობაზე. რალიგიურობა უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე ცოდნა და კომპეტენტურობაა. ხსენებული ფილოსოფოსები, რომელთაც ჩვენ განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში, „ნდობით ეპყრობიან ინტელექტუალურ ინტუიციას, ზნეობრივ და ესთეტიკურ ინტუიციას, რომელნიც გვიცხადებენ ჩვენ უმაღლეს ღირებულებებს, მაგრამ, უპირატესად ისინი ენდობიან მისტიურ რელიგიურ გამოცდილებას, რომელიც ამყარებს ადამიანის კავშირს ღმერთთან და მის საუფლოსთან“(1.გვ.472).

ჩვენის აზრით, რელიგიურობა, უპირველეს ყოვლისა, ალბათ ნიშნავს ადამიანის სულიერ-გონითი, შინაგანი სამყაროს რადიკალურ შემობრუნებას, ფერიცვალებას, ღვთაებრივი ნათელის მოფენით ან ამ ნათელის ხანგრძლივი და წარუმატებელი ძიებებით შეძვრას (რასაც, მაგ., პასკალის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი). ასეთ ძვრებს ადგილი ჰქონდა ზოგიერთი რუსი ფილოსოფოსის, მაგ., ვ.სოლოვიოვის, შემთხვევაშიც, ანუ ეს მოაზროვნეები რელიგიური ფილოსოფოსების სახელით მხოლოდ იმ აზრით არ უნდა მოვნათლოთ, რომ ისინი მაშინდელი ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენლებს ყველაფერში ეთანხმებოდნენ და თავს უქნევდნენ. მეტიც, ყველა ჩვენს მიერ დასახელებული ფილოსოფოსი ბჭობას იწყებს რელიგიის, და უპირველეს ყოვლისა, რუსული მართლმადიდებლური ქრისტიანობის აწმყო პერიოდის არასახარბიელო მდგომარეობის აღწერითა და კრიტიკით, რომ მისი ნამდვილი და პირვანდელი სახე დეფორმირებულ იქნა, ერთის მხრივ, თავად ეკლესიის მრავალ მსახურთა არასათანადო მოღვაწეობით, მეორეს მხრივ, მეფის-რუსეთისეული „დერჟავისტული“ პოლიტიკის უხეში მოპყრობით, და მესამეს მხრივ, წერა-კითხვის უცოდინარ რუს მრევლზე თავსმოხვეული მანიპულაციებით.

ეს დამღუპველი ფაქტორები, რომლებიც რუსეთის ისტორიაში ხანგრძლივად მიმდინარეობდა, საჭიროებენ მხილებას და მათგან შექმნილი გაუგებრობის ბურუსის გაფანტვას; შემდგომ ამისა კი — ჭეშმარიტი გზების კონტურთა ნათლად მოხაზვას და სათანადო მიზნებთან მისვლისთვის საჭირო კორექტივების დასაბუთებულ ჩამოყალიბებას, რასაც მოჰყვება, ნ.ბერდიაევის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ახალი შუასაუკუნეები“, ანუ თანამედროვებაში ხელმეორედ დაბადებული პირვანდელი ქრისტიანობის მეუფების ხანა.[1]

როგორც ჩანს ამ რუს მოაზროვნეთა ფილოსოფიური მიზნები ერთობ მასშტაბურია და ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს. მათ, ალბათ, იმაზე მეტი ძალისხმევაც კი გამოიჩინეს, რაც შეეძლოთ, თუ გავითვალისწინებთ მათ ემიგრანტულ ცხოვრებას. ამიტომ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ ფილოსოფოსთა ღვაწლი დასაფასებელია არა მხოლოდ რუსი, არამედ ყოველი ეროვნების მართლმადიდებლების და, ბლოს და ბოლს, მთელი ქრისტიანული სამყაროს მიერ.

მათი ნაშრომების გაცნობა საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ მათ შორის არსებობს საკითხთა — ონტოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, რელიგიის ფილოსოფიურ, კულტუროლოგიურ და ა.შ. — განხილვისა და სისტემატიზაციის, გაღრმავების ერთგვარი მემკვიდრეობითობა. მოსაზრებანი იმ პრობლემებზე, რომლებზეც ბჭობდა ვ.სოლოვიოვი არცთუ იშვიათად კიდევ უფრო სიტემურ სახეს იღებს მაგ., ნ.ლოსსკთან და კიდევ უფრო ღრმავდება ნ.ბერდიაევთან. გამომდინარე აქედან, წინამდებარე სტატიაში სათანადო შედეგის მისაღწევად ზოგჯერ მოგვიწევს თავისებური ისტორიული ექსკურსირება საკითხის დამყენებლიდან მის უფრო მეტად გამღრმავებლისა და სისტემატიზატორისკენ.

ადამიანის ანთროპოტიპული სურათის მოხაზვა ამ ფილოსოფოსთა ნააზრევიდან გამომდინარე, მოითხოვს იმ ზოგად ფილოსოფიური — ონტო-მეტაფიზიკური და გნოსეოლოგიური — ბაზისის წარმოდგენას, რომლის გარეშეც ეს სურათი გაუგებარი და ჰაერში გამოკიდებული იქნებოდა.

1 — შემეცნებითი გამოცდილება, ანუ სად მივყავართ ინტელექტს

ა) — „ნატურალისტური ილუზია“

ვ.სოლოვიოვი თავის ონტო-მეტაფიზიკურ თეორიას აყალიბებს გნოსეოლოგიური პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, რომელშიც ის გარკვეულ წილად ბერკლიანურ სულისკვეთებას ამჟღავნებს. მისი აზრით სამყარო და მასში ადგილის მქონე მოვლენები უნდა განისაზღვროს, უწინარეს ყოვლისა, როგორც წ ა რ მ ო დ გ ე ნ ა. მაგიდა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის მაგ., გარკვეული ფერის (მხედველობითი შეგრძნების) და სიმყარის (შეხების შეგრძნების) ერთობლიობა, ანუ ჩვენი გარკვეული შეგრძნებებისგან წარმოდგენად კომბინირებული რამ. მტკიცება იმისა, რომ სამყარო და მასში ადგილის მქონე მოვლენები თავისთავად, შემგრძნების და წარმოდგენების მატარებილი არსებისგან დამუკიდებლადაც იმგვარსავე გარკვეულობას ინარჩუნებს, ვ.სოლოვიოვის აზრით, არის „ნატურალისტური ილუზია“. ეს რომ ასეა, მისი აზრით, დასტურდება თავად ბუნებისმეტყველებაშიც. ფიზიკა ხმას (ანუ სმენით შეგრძნებას) მის თავისთავადობაში, განიხილავს არა ხმად (რომელიც წარმუდგენელია ყურის გარეშე), არამედ ჰაერის რხევით ტალღად. ეს უკანასკნელი რომ ა ღ ქ მ უ ლ იქნეს, როგორც გარკვეული ხმა, ამისთვის აუცილებელია აღმქმელი არსება თავისი სმენითი ორგანოთი. ამ არსებისთვის ეს ხმა იქნება იმგვარი და სწორედ იმგვარი, როგორადაც მას „დაუხატავს“ თავისი სმენითი ორგანო.

მართალია, საგნები და მოვლენები ჩემში არსებული ჩემივე წარმოდგენებია, მაგრამ, სოლოვიოვის თქმით, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მათ არ გააჩნით ჩვენთვის გარეგანი, დამოუკიდებელი მიზეზობრივი განსაზღვრულობანი. იგივე ხმის დამოუკიდებელ მიზეზობრივ განსაზღვრულობას წარმოადგენს ე.წ. „ჰაერის რხევითი ტალღა“. ეს უკანასკნელი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დახასიათდეს როგორც გარკვეული ძ ა ლ ა, რომელიც ფლობს ჩემზე, როგორც ა ღ მ ქ მ ე ლ ზ ე, ზემოქმედების უნარს. ამგვარად, სამყარო არის ერთმანეთზე ზემომქმედი ძალების არენა. ძალის მატარებელი ერთეულები უსასრულოდ ბევრი და ერთმანეთისგან განსხვავებულია. ის, რაც ახასიათებს ერთს, არ ახასიათებს მეორეს, ისინი სხვადასხავა ხასიათისანი არიან. ეს იწვევს მათ ლტოლვას ერთმანეთის მიმართ — ზემოქმედებას, დაკავშირებას, შერწყმას და ა.შ.: „თუკი მეორე წარმოადგენდა მხოლოდ იმავეს, რასაც — პირველი, მაშინ არ იარსებებდა საკმაო საფუძველი იმისთვის, რომ პირველი ილტვოდეს მეორისკენ“(2 .გვ.81).

როდესაც აღმქმელი ეჯახება სხვა ძალის მატარებელ ერთეულს ხდება სამგვარი ურთიერქმედება: „ჯერ ერთი, ჩვენ შევიგრძნობთ ამ საგანს, ამ სხვას, ამ გარეგან ძალას: ის იღებს ნამდვილობას ჩვენთვის; მერე მეორე, ამავე შეგრძნებაში ჩვენ შევიგრძნობთ ჩვენს თავსაც, რამეთუ ეს ჩვენი შეგრძნებაა, და მესამე, ამ უკანასკნელით ჩვენ დავამოწმებთ საკუთარ, როგორც შემგრძნების, ნამდვილობასაც…ესაა ის, რსაც ჩვენ ვუწოდებთ ცნობიერებას ამ სიტყვის უფართოესი მნიშვნელობით. ასეთი ძალები არსებითად მეტია, ვიდრე უბრალოდ ძალა — ისინი არსებებია. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ ატომები, ანუ ნებისმიერი სინამდვილის ძირეული ელემენტები, არსებითად ცოცხალი ელემენტარული არსებები არიან, ანუ ის, რასაც ლაიბნიციდან მოყოლებული სახელად დაერქვა მონადა“(2.გვ.80-81).

ყოველივე ამას ემატება შემდეგი: „არსებები არა უბრალოდ ზემოქმედებენ ერთმანეთზე, არამედ ზემოქმედებენ სწორედ ასაე და არა სხვაგვარად“(2.გვ.81), ანუ საკუთარი ხასიათის შესაბამისად: „ძირითად არსებათა (რომელნიც მარადიულნი და უცვლელნი არიან) თვისებრივი მახასიათებლები უნდა იყოს აგრეთვე მარადიული და უცვლელი, ანუ უპირობო“(2.გვ.81-82).

აქედან უკვე ლგიკურად გამმდინარეობს ისიც, რომ „არსებები არა მხლოდ მოქმედებენ ისე, როგრნიც არიან, არამედ სხვათა ზემოქმედებასაც შეიგრძნობენ შესაბამისად საკუთარი რაობისა[2] – მე ვამბობ, რომ ესაა მათი უპირობო თავისებურება რაც შეადგენს ამ არსების საკუთარ, შინაგან, უცვლელ ხასიათს, რომელიც, თავის მხრივ ქმნის ამ არსებას იმად, რაც ის არის, ანუ ქმნის მის იდეას. ამდენად, ძირითადი არსებანი, რომელნიც შეადგენენ უპირობო საწყისის შინაარსს, არიან არა მხოლოდ განუყოფელი ერთეულები — ატომები, არა მხოლოდ ცოცხალი მოქმედი ძალები — მონადები, არამედ არსებითად და უპირატესად წარმოადგენენ უპირობო თვისებებით განსაზღვრულ არსებებს, ანუ იდეას“(2.გვ.82).

მონადები ქმნიან ერთიანობას, კერძოდ „უპირობო საწყისის“. აბსოლუტის შინაარსობრივ ერთიანობას: „იმისთვის, რომ ყოველივე ეს იყოს უპირობო საწყისის შინაარსის შემადგენელი, აუცილებელია, რომ ყოველი მათგანი თავად იყოს გარკვეული შინაარსის მატარებელი, ანუ აუცილებელია, რომ ყოველი მათგანი, როგორც უპირობო საწყისის შინაარსობრივი ერთიანობის წევრი იყოს თავისებურად განსაკუთრებული, ის უნდა იყოს შეუცლელი რომელიმე სხვით, აუცილებელია, რომ ის იყოს მარად მსუფევი იდეა“(2.გვ.82).

მართალია, იდეები თავისთავად განუმეორებელნი და ერთმანეთისგან განსხვებულნი არიან, მაგრამ ის გრძნობადი ფაქტი, რომ ისინი თავს ავლენენ როგორც „ელემენტარული ძალები“ და ურთიერთქმედებენ ერთმანეთში, აუცილებლობით გულისხმობს რაღაც საერთოსაც, რაც ყოველი მათგანის არსებითი მახასიათებელია. ასე რომ არ იყოს და ისინი სრულიად უცხონი იყვნენ ერთმანეთისთვის ურთიერთლტოლვა და ურთიერთზემოქმედება (და მითუმეტეს ყოველივე ამის შეგრძნება და აღქმა), გამორიცხული იქნებოდა. გამომდინარე აქედან, სოლოვიოვი დაასკვნის, რომ: „იდეები ეტოლებიან და თანხვდებიან ერთმანეთს რაღაც მათთვის საერთოში; იდეებს შორის არსებითი ურთიერთობისთვის, აუცილებელია, რომ ეს საერთო თავად იყოს არსებითი, იყოს უგანსაკუთრბულესი, ანუ ძირეული არსება. იდეებს შორის არსებითი კავშირი მსგავსია ცნებებს შორის ფორმალურ ლოგიკური კავშირებისა, აქაც და იქაც ურთიერთმიმართებანი არის მეტნაკლები ზოგადობისა და მოცულობის მქონე. თუკი რამდენიმე არსების იდეა იგივენაირ მიმართებშია ერთი მთავარი არსების იდეასთან, როგორიცაა მიმართება სახეობით და გვარეობით ცნებებს შორის, მაშინ ეს უკანასკნელი არსება გადაფარავს დანარჩენთ, მოიცავთ მათ თავის თავში; განირჩევიან რა ერთმანეთისგან იდეები, ამავდროულად თანასწორნი არიან მთავარ არსებასთან მიმართებაში, რომელიც არის მათი საერთო ცენტრი, თანაბრად რომ განმსჭვალავს ყველა მათგანს თავისი იდეით. ასეთად გვევლინება არსებათაგან შედგენილი რთული ორგანიზმები. რამდენიმე ასეთი ორგანიზმი, თავის მხრივ, თავიანთ ცენტრს ფლობენ სხვა არსებაში, კიდევ უფრო ზოგად და ფართო იდეას რომ წარმოადგენს. ასე იქმნება უმაღლესი წყობის ახალი ორგანიზმი, რომელიც გადაფარავს რა შედარებით დაბალი წყობის ორგანიზმებს, პასუხს აგებს ამ უკანასკნელთა ერთობლიობაზე. ამგვარი თანდათანობითი აღმასვლით, ჩვენ მივადგებით ყველაზე ზოგად და ფართო მოცულობის მქონე იდეას, რომელიც შინაგანად შეიცავს ყველა დანარჩენს…მართებულად განვითარებული მოძღვრება იდეათა შესახებ მიგვანიშნებს ღვთაებრივი საწყისის ობიექტურ არსებობაზე.“(2.გვ.84-85).

იდეათა ამ თეორიას თავისებურად განავითარებს ნ.ლოსსკი როცა «სუბსტანციალურ შემოქმედთა კოოპერაციულ ურთიერთმიმართებებს“(3) განიხილავს და შექმნის იერარქიულ-ღირებულებით ონტო-მეტაფიზიკურ თეორიას, რომელსაც მსგავსად, სოლოვიოვის მოძღვრებისა, მივყავართ ღვთაებრივი საწყისთან. ყოველივე ამის შემდეგ იშლება მათი რელიგიის ფილოსოფია. ეს უკანასკნელი კი თავის თავში შეიცავს მათ ანთროპოლოგიურ დოქტრინას, რომელიც ძირითადად რელიგიურ, ან ადამიანის ღმერთთან ექსისტენციალური მიმართების ხასიათს ატარებს და ამ რელიგიის ფილოსოფიური კონტექსტისგან მოუცილებელია.

ბ) – “სუბსტანციალური შემოქმედი“

ნ.ლოსსკი თავის შემეცნების თეორიას უწოდებს ინტუიტივიზმს ხოლო ონტო-მეტაფიზიკურ თეორიას — კონკრეტულ იდალ-რალიზმს.

ინტუიტივიზმი მის შემეცნების თეორიაში გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი საგან-მოვლენა, თუნდაც იგი თავისთავად შემმეცნებლისგან გარეგანი იყოს, სუბიექტის მიერ მასზედ მიმართული მთელი რიგი ინტენციონალური აქტების — „ყურადღება, გაცნობიერება, დიფერენცირება და ა.შ.“(1.გვ.291) — პირობით იქცევა შემმეცნებლის ცნობიერების შინაარსად, რის საფუძველზეც მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია უშუალოდ დააკვირდეს მას და აქციოს იგი მრავალმხრივი შემეცნების საგნად. შემეცნების საგნის ეს უშუალო დაკვირვებადობა შეადგენს ინტუიციის ძირითად შინაარსს.

ნ.ლოსსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ცალკეული გრძნობის ორგანოებისა და ფიზიოლოგიური პროცესების სტიმულირება თავის ტვინის ქერქში, არის არა მიზეზე, რომელიც ქმნის აღქმის შინაარსს, არამედ — მხოლოდ სტიმული იმისთვის, რომ შემმეცნებელმა მე -მ მიმართოს თავისი ყურადღება და გარჩევა-ამოცნობის აქტები რეალური სამყაროს საგან-მოვლენებზე“(1.გვ.291).[3] ეს ნიშნავს, რომ შემეცნების ნამდვილ პროცესს მხოლოდ ამის შემდგომ შეიძლება ჰქონდეს ადგილი და, რაღა თქმა უნდა, შესაცნობი საგან-მოვლენის შინაარსიც ამ პროცესისს შედეგად ჩამოყალიბდება. ასე რომ არ იყოს და რეალურ საგან-მოვლენათა შინაარსი იმთავითვე, გრძნობის ორგანოებზე ემპირიული ზემოქმედებისთანავე ფორმირდებოდეს ჩვენში, მაშინ შესაცნობიც აღარაფერი იქნებოდა.

ის ფაქტი, რომ სუბიქტს უშუალოდ (ინტუიციურად) შეუძლია განჭვრიტოს სხვა არსებები ისე, როგორიც ისინი არიან, შესაძლებელია, ლოსსკის აზრით, იმიტომ, რომ „სამყარო არის გარკვეული ორგანული მთელი, ხოლო შემმეცნებელი სუბიექტი, ინდივიდუალური ადამიანური მე — გარკვეული ზედროული და ზესივრცული ყოფიერება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული მთლიან სამყაროსთან. სუბიექტის იმ დამოკიდებულებას სამყაროს ყველა სხვა არსებებთან, რომელიც შესძლებელს ხდის ინტუიციას, ლოსსკი უწოდებს გნოსეოლოგიურ კოორდინაციას “(1.გვ.290).

ცხადია, იმის გამო, რომ სამყარო უსასრულოდ დიდი და ამოუწურავია, შემმეცნებელ სუბიექტს მასთან, როგორც მთლიანთან, კავშირი აქვს მხოლოდ ქვეცნობიერ დონეზე. რაც შეეხება ცნობიერ დონეზე არსებულ მიმართებას, იგი მხოლოდ და ყოველთვის ნაწილობრივია. ადამიანს არ შეუძლია მიმართოს თავისი ინტენციონალური აქტები ერთბაშად სამყაროს ყველა საგან-მოვლენაზე, არამედ — მხოლოდ იმაზე, რომელიც „წარმოადგენს ჩვენი ინტერესის საგანს და რომელსაც ჩვენ ამოვიცნობთ ნამდვილად არსებული და მეხსიერებაში დარჩენილი ყოფიერების შინაარსის ფონზე“(1.გვ.291).

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ინტერესები და განსხვავებული ცნობიერებისეული შინაარსები გააჩნია — „ერთი და იგივე ობიექტის განსხვავებულად აღქმას სხვადასხვა პიროვნებათა მიერ ადგილი აქვს იმის გამო, რომ ობიექტის მთელი შინაარსის გადარჩევა, რომელნიც გამოიხმობიან ქვეცნობიერიდან ცნობიერში და შეიმეცნებიან, ხორციელდება სხვადასხვა ადამიანის მიერ განსხვავებულად“(1.გვ.291). მაინც რატომ ახორციელებენ ყველაფერ ამას ადამიანები განსხვავებულად? ამ კითხვაზე გაცემული პასუხის დედაზარით ლოსსკი უახლოვდება მ.შელერისეულ პოზიციას, რომლის მიხედვითაც პიროვნება არის გონითი აქტების ერთიანობა და მათი წყარო: „შემეცნებითი აქტები ხორციელდება ზედროითი და ზესივრცული შემოქმედის, სუბიექტის მიერ. ეს არაა არც გნოსეოლოგიური მე მსგავსად რიკერტისეული სისტემისა და არც ტრანსცენდენტალური მე მსგავსად ჰუსერლისეული სისტემისა, არამედ — ინდივიდუალური ადამიანური მე, რომელიც თავად ქმნის თავის ინდივიდუალურ აქტებს — ყურადღებას, გახსენებას, სურვილს და ა.შ. წარმოადგენს რა ზესივრცულსა და ზედროულს, ადამიანური მე არის იდეალური არსება და შეიძლება მოხსენიებულ იქნეს როგორც სუბსტანცია, ან უფრო მეტი სიცხადისთვის — სუბსტანციალური შემოქმედი . ეს უკანასკნელი ქმნის არა მხოლოდ შემეცნებით აქტებს, არამედ ყოველგვარ ხდომილებას, ყოველგვარ პროცესს, სხვაგვარად — ყოველ რეალურ ყოფიერებას: მელოდიის დამღერებას, განცდას, რომელიც გამოწვეულია გრძნობებითა და სურვილებით და ა.შ.“(1.გვ.292). „იგი არის არა მხოლოდ მიზეზი მოვლენებისა, არამედ მათი მფლობელი და მატარებელი“(11.გვ.269)

მაშასადამე, ობიექტის განსხვავებულ აღქმას, მისი სხვადასხვა მხარეებით დაინტერესებასა და სხვადასხვა კუთხით შემეცნებას ადგილი აქვს იმიტომ, რომ ამ აქტების განმხორციელებლად გვევლინება შემოქმედებითობის ნიშნით დაღდასმული ზედროულ-სივრცული ინდივიდუალური სუბსტანცია, ხოლო შემოქმედებითობა თავისთავად გულისხმობს რაღაც ახლებურს, განსხვავებულს, არასტანდარტულსა და არაორდინალურს.

ლოსსკის ონტო-მეტაფიზიკურ იერარქიაში, რომელიც სამი ძირითადი საფეხურისგან — 1.რეალური ყოფიერება, ანუ დროულ-სივრცული განზომილება, 2. იდელური ყოფიერება, ანუ ზე-დროულ-სივრცული განზომილება; თავის მხრივ, ეს საფეხური შეიცავს ა) განყენებულ იდეალურს და ბ) კონკრეტულ იდეალურს, და 3. მეტალოგიკური განზომილება(1.გვ.292) — შედგება, ადამიანური მე მეორე საფეხურის ყოფიერებას, კერძოდ, კონკრეტულ იდეალურს, მიეკუთვნება. ამავე იდეალურ ყოფიერებას, კერძოდ განყენებულ იდეალურს, გაგებულს პლატონისტურად, მიეკუთვნება მაგ., კავშირი (კავშირი თვისებასა და თვისების მატარებელს შორის), რაოდენობრივი ფორმები და მიმართებანი (რიცხვობრიობა, სიმრავლე, ერთიანობა და მთლიანობა და ა.შ.). ეს საფეხური შემეცნებისთვის განსაზღვრავს, ალაგებს და ლოგიკურად გასაგებს ხდის პირველი, დროულ-ვრციული განზომილების მოვლენებს. ადამიანური მე, რომელიც იდელური ყოფიერებაა და იდეალურ განსაზღვრულობებს უშუალდ ატარებს, ინტელექტუალური ინტუიციით შეიმეცნებს რეალურ ყოფიერებაში მიმდინარე მოვლენებს და ამ ცოდნის ზედმიწევნითი ლოგიკურობით სისტემატიზირების შემთხვევაში მივა ზე-დროულ-ვრციული და ზე-ლოგიკური განზომილების აღიარებადე. ასე მივადგებით მეტალოგიკურის სფეროს, როგორც რეალურ და იდეალურ ყოფიერებასთან მიმართებაში გარეგადამწვდომს, მომცველს, რომელიც იდეალურმა ყოფიერმა, ადამიანურმა მე-მ კი დაადგინა ინტელექტუალური ინტუიციით, მაგრამ ამავე გზით მისი შემეცნება სრულიად შეუძლებელი ჩანს. მისი სრული შეცნობისთვის აუცილებელია მისტიური ინტუიცია. ეს უკანასკნელი ინტელექტუალური ინტუიციით მოპოვებული ცოდნისგან განსხვავებით, რომელიც ინტერსუბიექტურად გადაცემადი, გაზიარებადი და აღიარებადი შეიძლება გახდეს, სრულიად ინდივიდუალური და გამოუთქმელია. ესაა პრაქტიკული პირადი გამოცდილება, რომელმაც შეიძლება მყისიერად შეცვალოს ადამიანი და ეს ცვლილება ჩვენთვის, მისი წარსული ცხოვრების, ხასიათის და ა.შ. მცოდნეთათვის სრულიად გაუგებარი და ალოგიკური მოვლენა იქნება.

გ) — „ ყოვლადერთობა “

ს.ფრანკი თავის ფუნდამენტურ ნაშრომში „შემეცნების საგანი“ საფუძვლიანად განიხილავს და აკრიტიკებს არსებულ შემეცნების თეორიებს და მიდის დასკვნამდე, რომ არ არსებობს გნოსეოლოგია ონტოლოგიის გარეშე (რაც ჰეგელის კანტისადმი დამოკიდებულებას მოგვაგონებს).

გნოსეოლოგიის უმთავრესი საკითხი ფრანკისთვის მდგომარეობს ცოდნისა და შემეცნების საგნის ურთიერთმიმართების გარკვევაში. ცოდნა ძევს შემმეცნებლის ცნობიერებაში, მის შინაარსს შეადგენს, საგანი კი, რომლის შინაარსიც შემეცნების პროცესში სუბიექტის ცნობიერების შინაარსად იქცა, მაინც ინარჩუნებს გარეგანობის, ტრანსცენდენტურობის ნიშანს, მატერიალობას, რომელიც წინ ეღობება და წინააღმდეგობას უწევს მას. ერთი შეხედვით საქმის ვითარება ასეც უნდა იყოს და საპრობლემოც არაფერი ჩანს, მაგრამ ეს ცრუ სიცხადე თავის თავში მალავს ურთულეს საკითხს — როგორ, რა პირობითაა შესაძლებელი, რომ ტრანსცენდენტური იმანენტურად იქცეს?

ფრანკი ამ საკითხის გარკვევისთვის ცდილობს ფონის შექმნას იმ თეორიათა კრიტიკით, რომელნიც შეჯახებიან ამ პრობლემას, მოყოლებული ანტიკურობიდან ბერკლის და კანტის გავლით და ჰეგელით და ნეოკანტიანელთა თეორიებით დამთავრებული. ცხადია, ყოველივე ამის განხილვა სცდება ჩვენი სტატიის ინტერესებსა და ფარგლებს, მაგრამ მაინც უნდა ითქვას ის, რაც აქ უმთავრესია.

ფრანკი მიიჩნევს, რომ ამ საკითხისთვის მოვლა ყველაზე საფუძვლიანად მოახერხა, ე.წ. „იმანენტურმა ობიექტივიზმმა“, მაგრამ ეს უკანასკნელიც ძირისძირში იმეორებს იმ შეცდომას, რომელიც თან ახლდა „ასახვის თეორიას“. „ასახვის თეორიის“ ლოგიკური ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ შემეცნების საგანი, რომელიც შემმეცნებლისგან დამოუკიდებლად ძევს, შემეცნების პროცესის დაწყებამდე შემეცნებულად იგულვება. აქ შემეცნება ხომ წარმოდგენის (რომელიც შემმეცნებელს გააჩნია საგნის შესახებ) და ტრანსცენდენტური საგნის ურთიერთშედარებას ნიშნავს, ანუ იმის გარკვევას, თუ რამდენად სწორად ასახავს ჩემი წარმოდგენა საგანს. მაგრამ ეს წამოწყება იმთავითვე განწირულია, თუ მე არ ვიცი ის, რასაც ჩემი წარმოდგენა უნდა შევადარო; ხოლო თუ ეს უკანასკნელი იმთავითვე ვიცი, მაშინ შემეცნების პროცესის განხორციელებას აზრი აღარ ჰქონია.

რაც შეეხება „იმანენტურ ობიექტივიზმს“ (რომელიც ფილოსოფიის ისტორიის მსვლელობის მრავალ შედეგიან მინაღწევარს შეიცავს და აერთიანებს თავის თავში) ერთადერთ სინამდვილედ, რომელსაც უნდა მიემართოს შემმეცნებელი სუბიექტი, მიაჩნია თავად მისივე ცნობიერების შინაარსები. ინტენციონალური მიმართების საგანი იმთავითვე იმანენტურია და ჩემთვის ერთადერთ არსებულს მხოლოდ ის წარმოადგენს. სუბიექტი ვერასოდეს გავა საკუთარი ცნობიერების ფარგლებს გარეთ, ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. კ.რაინჰოლდის მიერ ფორმულირებული ამ „ცნობირების დებულების“ სიძნელე იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მიმართებით, სუბიექტიდან > საგნისკენ, ჭეშმარიტებას შეიცავს, მაგრამ მეორე მიმართება, საგნიდან > სუბიექტისკენ, სრულიად უპასუხოდ აქვს დატოვებული. სუბიექტი, მართალია, ვერ გადის საკუთარი ცნობიერების გარეთ და მისი მიმართების საგანი მისივე ცნობიერების შინაარსებია, მაგრამ ეს შინაარსები როგორ შემოდის მის ცნობიერებაში?

ამ კითხვაზე კანტისეული პასუხი ყველაზე პროდუქტიული აღმოჩნდა „იმანენტური ობიექტივიზმის“ დასაფუძნებლად. მისი თეორიის თანახმად საგანი, ანუ ცნობიერების შინაარსი შემმეცნებელ სუბიექტში მზა სახით კი არ შემოდის რაიმე სხვა ინსტანციიდან, არამედ თავად სუბიექტშივე აიგება მისი ტრანსცენდენტალური აპერცეფციის ფუნქციონირებით. მიუხედავად კანტის დაბეჯითებული შრომისა და დიდი დამსახურბისა მანამ, სნამ „ნივთი თავისთავად“-ის ცნება რჩება ძალაში, პრობლემაც არ იხსნება და სისტემა ლოგიკურ ზადს თავს ვერ აღწევს (რაც ჯერ კიდევ იაკობიმ შეამჩნია). თუ სუბიექტისთვის რეალურად მხოლოდ ინტერსუბიექტური იმანენტური არსებობს, რომელიც მისივე შენამოქმედია, მაშინ რაღას ნიშნავს „ნივთი თავისთავად“? სწორედ იმას, დასძენს ფრანკი, რომ იგი ჩემგან დამოუკიდებლად ძევს და თავისი მატერიალობით მეწინააღმდეგება და წინ მეღობება. ამას მე ვერაფერს მოვუხერხებ, რაც მისი არსებობის აღიარებას მოითხოვს ჩემი ცნობიერებისგან დამოუკიდებლად; ამ აღიარებაში კი მე ჩემს ცნობიერებას ვეღარ დავემყარები. ეს პრობლემა ჯერ კიდევ ბერკლიმ შეამჩნია და თავის წიაღსვლებით დაასკვნა, რომ ცნობიერების გარეშე მაინც არაფერი არ არსებობს. ტრანსცენდენტური ნივთიც ცნობიერების შინაარსია, ოღონდ არა შეზღუდული ადამიანური ცნობიერებისა, არამედ აბსოლუტური, ღვთაებრივი ცნობიერებისა. ამ უკანასკნელში საგნისა და ცოდნის გარემდგომობა, ერთმანეთისგან გამიჯნულობა საერთოდ მოხსნილია და, როგორც ჰეგელი იტყვის, არსი და არსება, ანუ ჩვენს კონტექსტში ცოდნა და საგანი ერთმანეთს ემთხვევა.

სწრედ საკითხის ამგვარად დაყენება განაპირობებს იმ ზოგადი დებულების მართებულობას, რომლის თანახმადაც გნოსეოლოგია შეუძლებელი ონტოლოგიისგან დამოუკიდებლად. აბსოლუტური ცნობიერების აღიარება, რომლამდეც გნოსეულოგიურმა ძიებებმა მიგვიყვანა, თავისთავად გულისხმობს ონტოლოგიას, მის რომელიმე თეორიულ ვარიაციას. მიუხედავად ყველაფრისა, ს.ფრანკის თანახმად, ამგვარი ონტოლოგიური კარკასიც არაა ბოლომდე თავისუფალი ლოგიკური ხარვეზიანობისგან: „თუ „ასახვის“ თეორია (დუალისტური რეალიზმის თეორია) აღმოჩნდა ყალბი იმიტომ, რომ ორიგინალის კოპიოსთან შედარებისთვის უნდა გაგვაჩნდეს, ან უნდა ვიცოდეთ ორიგინალი, რაც ან შეუძლებელია, ანდა კოპიოს ზედმეტს ხდის — მაშინ აქაც სწორედ ამგვარსავე ვითარებას აქვს ადგილი: იმისთვის, რათა დავადგინო შეესაბამება თუ არა „საგანი“ ჩემი ცნობიერების შინაარსს, მე უნდა ვიცოდე შეესაბამება თუ არა ის „ცნობიერებას საერთოდ“, ხოლო ამ უკანასკნელის ცოდნისთვის კი მე წინდაწინ უნდა ვფლობდე, ხელთ მეპყრას მთელი ამ ჭეშმარიტების უზენაესი საუფლო; ამ შემთხვევაში, თუ მე ვფლობ ჭეშმარიტებას, რისთვისღა მჭირდება მასთან რაიმეს შედარება, და პირიქით, თუ მე არ ვფლობ მას, როგორღა მოვახერხებ ხსენებულ შედარებას?“(5.გვ.95).

ს.ფრანკი საკუთარი პოზიციის გადმოცემა-დალაგებას იწყებს საგნისა და შინაარსის ცნებათა ანალიზით: „ყოველი ცოდნის საზრისი მდგომარეობს მისგან დადგენილ ურთიერთმიმართებაში სგანსა და შინაარსს შორის“(5.გვ.12). იგი ცოდნის ფუნდამენტურ ფაქტორად მიიჩნევს მსჯელობას, მაგ., მის უმარტივეს ფორმას „A არის B “. მსჯელობის ლოგიკური საზრისი მისთვის არის ცოდნის მეცნიერული ღირებულების განმსაზღვრელი. იგი საფუძვლიანი წიაღსვლებით (რასაც ჩვენ აქ ვერ გადმოვცემთ) მსჯელობიდან პერმანენტულად გამოყოფს მის გრამატიკულ და ფსიქოლოგიურ საზრისს, როგორც არაარსებითს. ამ გაცხრილვის შემდეგ კი დგინდება მსჯელობაში საგნისა და შინაარსის ლოგიკური ურთიერთმიმართაების ფორმა.


This post has been edited by სპორტი on 16 May 2013, 17:53


--------------------
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ
G13n
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4072
წევრი No.: 506
რეგისტრ.: 6-December 01

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:50  #36449286      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
არ უნდა იყოთ სულ ბოლომდე მართალი ბატონო სპორტი-ი
QUOTE
ხოლო ამ უკანასკნელის ცოდნისთვის კი მე წინდაწინ უნდა ვფლობდე, ხელთ მეპყრას მთელი ამ ჭეშმარიტების უზენაესი საუფლო;

ეს ხომ „ნატურალისტური ილუზია“-ა ...

==============================
ჰო, ონტოლოგიურ კარკასს რაც შეეხება ... როგორც I პოსტშივე აღინშნა axalirevolucia-მ
QUOTE
დღეს საქართველო ჯერ კიდევ სააკაშვილისაა,  სააკაშვილის საქართველო აღემატება დღევანდელი ხელისუფლების საქართველოს, იმდენად,  რამდენადაც  იუსტიციის სახლი აღემატება იუსტიციის სახლის წინ ახალი ხელისუფლების მიერ დადგმულ მემორიალს.

ამ შემთხვევაში კი ცამდე მართალი ბრძანდებით ბატონო სპორტი-ი
QUOTE
მსჯელობის ლოგიკური საზრისიანობა გულისხმობს A-სა და B-ს შორის აუცილებელ დამოკიდებულებას, ანუ იმას, რომ A ამ მსჯელობაში წარმოადგენს ამოსავალს და მივყავართ B-სკენ. აქ ფრანკი სვამს კითხვას: „რა აზრ-გაგებით შეიძლება, რომ ერთი ცნება ემსხურებოდეს აზრის მსვლელობას ამოსავალ პუნქტად და რა ფორმით გამომდინარეობს „მისგან“ ან „მის შემდგომ“ სხვა ცნება?“(5.გვ.26). თუ ჩვენ აქ გვესმის ლოგიკური იგივეობა A-სა და B-ს შორის (რაზეც ბევრი დიდი მოაზროვნე ჩერდებოდა, მაგ., ახალ დროში ლოტცე), მაშინ, დასძენს ფრანკი, ჯერ ერთი, აქედან გამოდის, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლოგიკის ფუნდამენტურ — წინააღმდეგობის შეუძლებლობის — კანონს. A შეიძლება იყოს მხოლოდ A და ვერასდიდებით არა-A. შესაბამისად, ის, ამ აზრით, ვერც B იქნება. მერე მეორე, თუ ეს ასეა, მაშინ მსჯელობა ტავტოლოგია ყოფილა და ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ჰეგელს, რომ „მსჯელობაში ქვემდებარის განმეორება შემასმენელში არის არა აზროვნების გამოხატულება, არამედ იდიოტიზმის მანიშნებელი“(5.გვ.27).


This post has been edited by G13n on 16 May 2013, 17:59
სპორტი
SPLIYVI კი არა, wossapy ვარ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 37339
წევრი No.: 10549
რეგისტრ.: 1-June 05

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:52  #36449302      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გაგრძელება
მსჯელობის ლოგიკური საზრისიანობა გულისხმობს A-სა და B-ს შორის აუცილებელ დამოკიდებულებას, ანუ იმას, რომ A ამ მსჯელობაში წარმოადგენს ამოსავალს და მივყავართ B-სკენ. აქ ფრანკი სვამს კითხვას: „რა აზრ-გაგებით შეიძლება, რომ ერთი ცნება ემსხურებოდეს აზრის მსვლელობას ამოსავალ პუნქტად და რა ფორმით გამომდინარეობს „მისგან“ ან „მის შემდგომ“ სხვა ცნება?“(5.გვ.26). თუ ჩვენ აქ გვესმის ლოგიკური იგივეობა A-სა და B-ს შორის (რაზეც ბევრი დიდი მოაზროვნე ჩერდებოდა, მაგ., ახალ დროში ლოტცე), მაშინ, დასძენს ფრანკი, ჯერ ერთი, აქედან გამოდის, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლოგიკის ფუნდამენტურ — წინააღმდეგობის შეუძლებლობის — კანონს. A შეიძლება იყოს მხოლოდ A და ვერასდიდებით არა-A. შესაბამისად, ის, ამ აზრით, ვერც B იქნება. მერე მეორე, თუ ეს ასეა, მაშინ მსჯელობა ტავტოლოგია ყოფილა და ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ჰეგელს, რომ „მსჯელობაში ქვემდებარის განმეორება შემასმენელში არის არა აზროვნების გამოხატულება, არამედ იდიოტიზმის მანიშნებელი“(5.გვ.27).

ყველაფერ ამის გათვალისწინებით რუსი ფილსოფოსი დაასკვნის, რომ „ „A არის B “ შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ A-დან გვაქვს უფლება და შეგვიძლია გადავიდეთ B-ზე, ანუ, რომ A კავშირშია B-სთან“(5.გვ.26). რა გვაძლევს ამ გადასვლის უფლებას? ტავტოლოგიური იგივეობა გამორიცხულია. თუმცა შეიძლება გვითხრან, რომ მსჯელობა იმას კი არ გულისხმობს, რომ A იგევეა რაც B, არამედ მხოლოდ იმას, რომ B იგულისხმება A-ში. კი, მაგრამ, მაშინ გვექნებოდა არა „A არის B “, არამედ „AB არის B “ და, ცხადია, რომ „იდიოტიზმის ნიშანი“ აქ კიდევ უფრო ძლიერდება.

ამ ხარვეზებს რომ თავი დავაღწიოთ უნდა მივიღოთ შემდეგი — მსჯელობის საგნიდან , ე.ი. A-დან რომ რაიმე შინაარსის გამოტანა შევძლოთ „ეს A უნდა იყოს არც წმინდა A და არც A რომელიც შეიცავს B-ს, არამედ A რომელიც დაკავშირებულია საერთოდ რაღაც სხვასთან“(5.გვ.28). სწორედ აქ ფიქსირდება ონტოლოგიურის პრიმატი. ამას ფრანკი შემდეგნაირ ინტერპრეტაციას უკეთებს: ყოველი შინარსი, რომელიც საგნის თაობაზე გამოითქმის არის ამ საგნის მხოლოდ ერთ-ერთი მხრით წარმომჩენი. მაგ., „ ავიღოთ მსჯელობა „ტყვია არის ლითონი “. ტყვია აქ აშკარად თამაშობს ლოგიკური ქვემდებარის როლს და ის არაა იგივეობრივი ლითონისა . თუკი ისინი იგივეობრივნი იქნებოდნენ, მაშინ არც გვექნებოდა არავითარი მსჯელობა. ახლა უკვე ვიცით, რომ ჩვენი უფლება, რომლითაც ტყვიას შინაარსთან ვაკავშირებთ ლითონის შინაარსს, ეფუძნება იმას, რომ ტყვიის ცნებაში ჩვენ ვგულვობთ არა მხოლოდ ამ მოცემულ შინაარსს ვიწრო აზრით (არა მხოლოდ ტყვიობას, როგორც ასეთს, რამეთუ ამ მნიშვნელობით ტყვია არის მხოლოდ ტყვია და მეტი არაფერი), არამედ ამ მოცემულ შინაარსს რაღაც განუსაზღვრელ ჭარბთან, უხვთან კავშირში. საიდან გაჩნდა ეს სიჭარბე და რაში მდგომარეობს ის? პასუხი აშკარაა: ტყვია, მისი სპეციფიური შინარსის აზრ-გაგებით, რომელიც განსაზღვრულია იგივეობის კანონით, იმთავითვე მოიაზრება როგორც უფრო ფართო მთლიანობის მომენტი და სხვაგვარად შეუძლებელია. ტყვია — „ეს ნიშნავს ისეთ რაღაცას, რაშიც არის სპეციფიური ტყვია-მომენტი, რომლითაც იგი არ ამოიწურება“. იმიტომ, რომ ეს რაღაც არ ამოიწურება ტყვიობით, მე შემიძლია მასში აღმოვაჩინო კიდევ სხაც, მაგ., სახელდობრ ლითონობა, ამ უკანასკნელში კიდევ სხვა და ა.შ.

მაშასადამე, ჩვენი მსჯელობა, რომელშიც ლოგიკური ქვემდებარის — A-ს შინაარსი, შეუძლებელია ვიაზროთ სხვაგვარად, თუ არა უფრო განუსაზღვრელად ფართო შინაარსთან — x -თან, კავშირში, ფორმალურად მიიღებს შემდეგი ტოლობის სახეს — „A არის B =Ax არის B „(5.გვ.28).

ეს განუსაზღვრელი არის საწისი ყოვლადერთიანობა რომლიდანაც ყველა შესაძლო შინაარსი ამოიზრდება, მათ შორის შემეცნების საგანიც შემმეცნებელი სუბიექტის ჩათვლით (ისიც ხომ შეიძლება იქცეს შემეცნების საგნად?) და ცნობიერების შინაარსიც, როგორც ცოდნა ამ საგნის შესახებ.

როგორც ვხედავთ, ყველა იმ ფილოსოფოსთან, რომელთაც შევეხეთ ზემოთ, საბოლოოდ მივდივართ რაღაც ისეთ საწყისთან, ონტოლოგიურ სავსეობასთან, რომელიც აბსოლუტურად თვითმკმარი და ყოვლისმომცველია.

2 — რელიგიური გამოცდილება

ა) — „ ღმერთ-კაცებრივი სინთეზი „

ვ.სოლოვიოვი, არა ერთი წყაროს მიხედვით (რომელნიც შეჯამებულია ნ.ლოსსკის „რუსული ფილოსოფიის ისტორიაში“), ხასიათდება როგორც დიდი სულიერ-რელიგიური კრიზისების ქარცეცხლში გამოვლილი ადამიანი. მისთვის არცთუ იშვიათი იყო ერთგვარი გამოცხადებითი ხილვები და წინასწარმეტყველური სიზმრები, რომელნიც შემდგომ მის ცხოვრებაში არაერთხელ ამხდარა. ხილვები მას თან სდევდა სამშობლოში, ლონდონში — კვლევითი მუშაობისას, ეგვიპტეში — მოგზაურობისას და ა.შ. მას არ გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ვერ იცავდა, მაგ., მწყობრ კვებით განრიგს და ყველაფერი ეს მის გარეგნობაზეც ისახებოდა — წააგავდა ხატებზე დახატულ წმინდანებს. უბრალო ხალხი სასულიერო პირად აღიქვამდა და როგორც მღვდელს ისე მიმართავდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მიუხედავად სასულიერო აკადემიაში სწავლისა და მრავალ სასულიერო პირთან (მათ შორის კათოლიკური თუ მართლმადიდებლური ეკლესისს, იეზუიტთა ორდენის მაღალჩინოსნებთან) ახლო კავშირ-ურთიერთობისა იგი არ შედგა საეკლესიო მოღვაწეობის გზაზე, რამეთუ მიაჩნდა, რომ „ბერ-მონაზვნობას ოდესღაც გააჩნდა თავისი უმაღლესი დანიშნულება, მაგრამ ეხლა დადგა დრო არა წუთისოფლიდან გაქცევისა, არამედ მასში შესვლისა, რათა გარდავსახოთ იგი“(1.გვ.107).

თავიდან ისიც მოდური მატერიალისტური თეორიებით იყო გატაცებული, ხატებიც კი გადუყრია სახლიდან. რელიგიის როლსა და მნიშვნელობაზე სოლოვიოვი იმ კრიზისული პერიოდის, ათეისტური ეტაპის გადალახვის შემდგომ ალაპარაკდა, რომელიც მისი ცხოვრების საკმაოდ ადრინდელ, ახალგაზრდობის დროინდელ პერიოდში მოხდა და რომელიც გამოწვეული ყოფილა პირველი უიღბლო სიყვარულით(1.გვ.92-93).

მის ფილოსოფიურ ევოლუციას, რომელსაც რამდენიმე რელიგიურად ორიენტირებულ საფეხურად ყოფენ (მაგ., ე.ნ.ტრუბეცკოი და დ.ნ.სტრემოუხოვი) – 1. თეოსოფიური, 2. თეოკრატიული და 3. თეურგიული (1.გვ.107) — მკაფიო ხაზად გასდევს ე.წ. მთლიანობის იდეა: ადამიანის უმაღლეს დანიშნულებას იგი ადამიანური ბუნების ღვთაებრივ ბუნებასთან დაბრუნება-შეერთებაში ხედავს, რელიგიური ცნობიერების უმაღლეს მისწრაფებად მსოფლიო ეკლესიათა, მაგ., კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული, გაერთიანებას სახავს, შემეცნების უმაღლეს გამოვლინებად მეცნიერული, ფილოსოფიური და რელიგიური ცოდნის სინთეზს მიიჩნევს და ა.შ.

ხსენებული იდეის დემონსტრირებაა რელიგიის მისეული განმარტება: „ზოგადად და განყენებულად რომ ვთქვათ, რელიგია არის ადამიანისა და სამყაროს კავშირი უპირობო საწყისთან, ყოველი ყოფიერის ერთმომცველობა“(2.გვ.32).

სოლოვიოვის დახასიათებით, უპირობო საწყისთან ამგვარი ტოტალური კავშირი თანამედროვე ისტორიულ ეტაპზე მთლიანად მოშლილია და ევროპულ-ქრისტიანული კულტურა უკიდურეს რელიგიურ კრიზისში იმყოფება. ამ კრიზისის ფესვები. ცხადია, თავად ქრისტიანულ შუასაუკუნეებში ძევს, მაგრამ მისი ოფიციალური გაცხადება მოხდა საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის მიერ, რომელმაც უარყო რა ღვთაებრივი კანონის უზენაესობა, უმაღლეს სამართლიან ინსტანციად ადამიანური კანონი გამოაცხადა, ხოლო უმაღლეს ღირებულებად — თავისუფლება და თანასწორობა, რომელნიც უნდა მორიგდნენ და ხორცი შეისხან ძმობაში. რუსი ფილოსოფოსის აზრით, ეს აღიარება მხოლოდ აღიარებად დარჩა, და მან რეალური განხორციელება ვერ ჰპოვა. ასე იმიტომ მოხდა, რომ ეს იდეები არ ეფუძნებოდნენ ე.წ. მორალურ პრინციპს, არამედ — მხოლოდ იურიდიულს, რომელიც ადამიანის ღრმა სულიერ-ღვთაებრივი სიღმიდან არ მომდინარეობს. იურიდიული პრინციპი, რომელიც რევოლუციის შემდგომ გახდა დომინანტური, პირობითია, იგი ადამიანთა მიერ თავისებურად შეიძლება იქნეს დაწესებული და მოხმარებული. რევოლუციამ, რომელმაც „ფეოდალურ-მონარქიული ძალაუფლება ჩაანაცვლა კაპიტალისა და ბურჟუაზიის ძალაუფლებით“(2.გვ.35), ვერ გააცნობიერა, რომ „უფლებრივი თანასწორობა სრულიად არაფერს ნიშნავს ძალთა თანასწორობის გარეშე“(2.გვ.35). ძალთა უთანასწორობა კი კვლავაც ძალაში დარჩა.

სოციალისტურმა იდეებმა მიზნად ამოიღო ამ უთანასწორობის აღმოფხვრა და მისი მიღწევის საშუალებად ქონებრივი უთანასწორობის გადალახვა მიიჩნია. მისი აზრით სამართლიანობა მოითხოვს, რომ ქონება ეკუთვნოდეს მათ, ვინც მას, ანუ დოვლათს ქმნის (იურიდიული პრინციპი - ი.გ.), ე.ი. მუშათა კლასს. მაგრამ ამით მხოლოდ როლები შეიცვლება და პრობლემა პრობლემად დარჩება.

სოლოვიოვის აზრით, პრობლემურობის თავი და თავი იმაში მდგომარეობს, რაც ყველას მხედველობიდან რჩება: „ჯერ არავის დაუსაბუთებია, რომ ადამიანთა დაყოფა, ანუ ერთნი რომ მხოლოდ კაპიტალისტები უნდა იყვნენ და მეორენი მხოლოდ მუშები, არის აუცილებლობით ნაკარნახევი“(2.გვ.37). და ის, თუ ვის ხელში იქნება ქონება გადაცემული ვერაფარს შველის საკითხის სიმწვავეს. ეს ასე იქნება, სანამ იურიდიულის ნაცვლად არ ვიხელმძღვანელებთ ზნეობრივი პრინციპით. ამ ორ პრინციპულ განსხვავებაზე დაფუძნებულ „ქრისტიანობასა და სოციალიზმს შორის, ამ მიმართებით, ის პატარა განსხვავებაა, რომ ქრისტიანობა მოითხოვს ყველაფრის გაცემას (ზნეობრივი პრინციპი-ი.გ), ხოლო სოციალიზმი — სხვისთვის წართმევას (2.გვ.38).

ზნეობრივი პრინციპი, რომელიც სიყვარულს ეფუძნება, არის ერთადერთი სწორი სახელმძღვანელო ორიენტირი, რომელზეც უნდა დაშენდეს წუთისოფლური ყოფა-ცხოვრება. ეს უკანასკნელი ან უფლის ნებას უნდა ემყარებოდეს, და მაშინ მისი საფუძველი ზე-ადამიანურ, აბსოლუტურ ინსტანციაში იგულვება, ან ადამიანურ ნებას, და მაშინ მის საფუძველს სუბიექტური, ფარდობითი ხასიათი აქვს. ადამიანური ნება, რომელიც ეგოისტური ზრახვებითაა გამსჭვალული და არად დაგიდევთ არაფერ აბსოლუტურს, ბოროტების წყაროა, რომელიც თითქოს ერთი ბოროტების აღმოფხვრას ცდილობს, მაგრამ მეორეს კი ამყარებს. გამომდინარე აქედან, სოლოვიოვი დაასკვნის, რომ „თუ საზოგადოებრივი უსამართლობის ფესვები ეგოიზმშია, მაშინ საზოგადოებრივი სამართლიანობა უნდა ეფუძნებოდეს მის საწინააღმდეგოს, ანუ თვითუარყოფისა და სიყვარულის პრინციპს“(2.გვ.38). სიყვარულის წყარო უფალი უნდა იყოს და ღვთაებრივი ინსტანციიდან მომდინარობდეს.

სოციალიზმი და, მის მხარდამხარ, პოზიტივიზმი, ადამიანს მხოლოდ ბუნების ნაწილად, ნატურალურ არსებად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, ადამიანი ბუნებრივი არსებაცაა, მაგრამ არა მხოლოდ. ბუნებაში მეფობს თვითგადარჩენის ინსტიქტი. ადამიანებიც, რომელნიც დაბადებითვე განსხვავებულ ძალებს, უნარებს და შესაძლებლობებს ფლობენ, იმთავითვე ბუნებრივად არათანასწორნი არიან და, ხსენებული ინსტიქტიდან გამომდინარე, ძალადობრივად იქვემდებარებენ ერთმანეთს. შესაბამისად, „ბუნებრივი კაცობრიობა არანაირად არ წარმოადგენს ძმობას“(2.გვ.40). ამიტომ „ადამიანთა მიმართ სიყვარული და თვითშეწირვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მათში ხორცს ისხავს უპირობო, ადამიანებზე ზემდგომი საწყისი, რომელთან მიმართებაშიც ყველა ერთნაირად წარმოადგენს უსამართლობას და ყველა ერთნაირად უნდა განუდგეს ამ უსამართლობას“(2.გვ.39). „რამდენადაც ყოველი ადამიანი შეკრულია საერთო უპირობო ერთიანობაში, რომელსაც ისინი მიემართებიან როგორც განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად აუცილებელი ელემენტები, ამდენად ისინი ერთმანეთისთვის წარმოადგენენ სრულ სოლიდარობას, ანუ ძმობას. ამ თვალსაზრისით რელიგიური საწყისი გვევლინება თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის განხორციელების ერთადერთ ნამდვილ საწყისად“(2.გვ.42).

. . . . . . .

რელიგიური ცნობიერება თავისთავად, ერთხელ და სამუდამოდ როდია ფორმირებული. მას, სოლოვიოვის აზრით, გააჩნია თავისი აღმავალი საფეხურები. იგი სამ ასეთ საფეხურეობრივ ფორმას გამოყოფს. პირველ საფეხურად უნდა მოვიაზროთ, პოლითეიზმი ე.წ. ბუნებრივ რელიგიებთან — ტოტემიზმი და ა.შ. — ერთიანობაში. აქ „ღვთაებრივი საწყისი ჩამალულია ბუნებრივ მოვლენათა წიაღში… და მე მას ვუწოდებ ბუნებრივ ანუ უშუალო გამოცხადებას“(2.გვ.68-69). მეორე საფეხურის სამაგალითო ფორმას წარმოადგენს ბუდიზმი, რომლის ძირეული აზრიც ყოველგვარი ბუნებრივის უარყოფაში, მისგან განდგომაში მდგომარეობს. აქ „ღვთაებრივი საწყისი გვეცხადება ბუნებრივისადმი თავის განსხვავებულობასა და დაპირისპირებულობაში, როგორც მისი უარყოფა, ანუ არარა…ამ უარყოფითი თავისუფლების გამომამჟღავნებელ საფეხურს, რომელიც გამოირჩევა თავისი პესიმისტური და ასკეტური ხასიათით მე ვუწოდებ უარყოფით გამოცხადებას“(2.გვ.69). მიუხედავად ამ საფეხურის უარყოფითის ნიშნით დახასიათებისა, მას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება შემდგომი საფეხურის მიმართ, როგორც მაცხოვარი ამბობს — ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სულს, რათა კვლავ მოვიპოვოთ იგი; ე.ი. ჰპყოფას წინ უსწრებს უარყოფა, სულიერ ამაღლებას — დაცემა, აღდგომას — სიკვდილი და ა.შ.

რაც შეეხება მესამე და უმაღლეს საფეხურს, მასზე გადასვლა სოლოვიოვთან მოიცავს მთელ მის რელიგიის ფილოსოფიურ-ისტორიულ წიაღსვლებს (რაშიც მისი ფილსოფოსობის ვირტუოზულობა მართლაც აღტაცების ღირსია), რასაც ჩვენ აქ სრულად ვერ გადმოვცემთ.

სოლოვიოვი ამ გადასვლას იწყებს პლატონიდან და იუდაიზმზე გავლით მიდის ალექსანდრიულ-ნეოპლატონისტური ფილოსოფიასთან და ახალ აღთქმასთან. მას მიაჩნია, რომ ის, რაც ახალ აღთქმაში გაცხადდა რელიგიური ცნობიერებით, შემეცნებით-თეორიულ დონეზე გაცხადდა ნეოპლატონიკოსებთან და შემდგომ ეკლესიის მამებთან, მაგ., ორიგენთან.

ის დიდი შემოტრიალება, რომელიც რელიგიური ცნობიერების მესამე, ანუ დადებითი გამოცხადების საფეხურთან მიდის, გარდამტეხ ეტაპს პლატონიზმისა და იუდაიზმის შეპირისპირებაში აღწევს და იმ გეოგრაფიულ არეალში სადაც ამ ორი კულტურის შეხვედრა მოხდა, საფუძველს უყრის ქრისტიანობის წარმოშობას. ეს უკანასკნელი, ღმერთის ბუნების შესახებ, ამ ორი ცალმხრივი თვალსაზრისის სინთეზსა და განვითარებას წარმოადგენს.

იუდაისტურმა შეხედულებებმა ახალი ეტაპი შექმნა იმ აზრით, რომ ღმერთი პირველად აქ იქნა წარმოდგენილი როგორც წმინდა მე, როგორც უზენაესი პიროვნება, რომელიც თავისი ნებით მართავს იზრაელის ხალხს და უწესებს მათ მოქმედების აბსოლუტური მნიშვნელობის მქონე კანონებს. აბსოლუტურია ეს კანონები იმ აზრით, რომ იგი არაა რომელიმე კონკრეტული პირის მიერ დადგენილი და, მაშასადამე, კონკრეტულის კერძო გადახვევებს არ ითვალისწინებს.

მაგრამ სოლოვიოვს ეს არ მიაჩნია ღმერთის ცნებითი შინაარსსის სისრულისთვის საკმარისად: „არის რა პიროვნება, ანუ ფლობს რა პირად ყოფიერებას, იგი წარმოადგენს აგრეთვე უპირობო შინაარსსაც, ანუ იდეას, რომელიც ავსებს ამ პირად ყოფიერებას. ღვთაება უფრო მეტია თავის პირად ყოფიერებაზე, თავისუფალია მისგან, მაგრამ არა იმ აზრით, რომ არ ფლობს მას (ეს ცუდი თავისუფლება იქნებოდა), არამედ ფლობს რა მას, მხოლოდ მისით არ ამოიწურება და გააჩნია სხვა განსაზღვრულობაც, რომელიც მას ხდის პირველისგან დამუკიდებლად“(2.გვ.99-100).

„ღვთაებრივი სინამდვილის ორი აუცილებელი მომენტიდან: პირადი, ანუ სუბიექტური და იდეალური, ანუ ობიექტური, ელინისტურმა ხედვამ აღიქვა და გარკვეული აზრით გამოხატა (პლატონთან – ი.გ.), მხოლოდ მეორე. ხოლო იუდაიზმმა, რომელიც ამ მიმართებით წარმოადგენს ელინიზმის სრულიად საპირისპიროს, პირიქით, აღიქვა და გარკვეული აზრით გამოხატა (ძველი აღთქმით – ი.გ.) პირადი, ანუ სუბიექტური სინამდვილის პირველი მომენტი, შეიმეცნა რა ღმერთი როგორც არსებული, ანუ წმინდა მე“(2.გვ.100).

რამდენადაც იეჰვე „არის ის, რაც არის“[4], ანუ აბსოლუტური მე-ს ყოფიერება და მას არ უპირისპირდება რაიმე სხვა აბსოლუტი, არ ხვდება რაიმე წინააღმდეგობა, ამდენად იგი გვევლინება კანონის უპირობო დამწესებლად. ადამიანი ამ კანონებს ბრმად უნდა დაემორჩილოს, რაოდენ მკაცრიც არ უნდა ეჩვენოს ის.[5] თუ ადამიანური ნება მხედველობაში არ მიიღება ღმერთის მიერ, მაშინ მისი აბსოლუტური ნებით რაიმეგვარ ქმედებას თვითნებობის ელფერი ეძლევა. თვითნებობა კი იმას გულისხმობს, რომ ადამიანი მუდმივ შიშშია, რამეთუ მან არ იცის როდის რას დაატეხს ღმერთი თავს. ცხადია, რომ ღმერთის სრულბუნებოვნების წარმოდგენა ამ ეტაპზე ვერ შეჩერდება. ღმერთი, როგორც ყველაფრის უპირველესი საფუძველი და ადამიანის უკანასკნელი იმედი, შიშის მთესველი არ უნდა იყოს. სწორედ ამ ხარვეზს ასწორებს, სოლოვიოვის აზრით, იუდაიზმისა და ელინიზმის შეხვედრა. ის რაც პლატონის მემკვიდრეობაზე ნეოპლატონიკოსებმა ააგეს, ანუ ის, რაც მათ ცნებით დონეზე თეორიულად განაცხადეს — მხედველობაში გვაქვს უმაღლესი სიკეთის იდეიდან ყოფიერების ემანაციის შესახებ მოძღვრება — ახალ აღთქმაში რეალურ-ისტორიულად გაცხადდა.

ღმერთი აქაც შეიძლება იყოს აბსოლუტური პიროვნება (იმ აზრით, რომ მისი ნება შეუძლებელია რაიმე შეზღუდვას წააწყდეს), მაგრამ მისი გამოვლენის ფორმა თვითნებობა და შიში კი არა, არამედ თანაგრძნობა და სიყვარულია. ელინისტური უმაღლესი იდეალური საწყისის დაკავშირება ღმერთის ბუნებასთან ხომ იმას ნიშნავს, რომ ღმერთს მიეწერება სიკეთის ნიშანი, ღმერთი ყოვლადკეთილია. სიკეთე კი წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე. სიკეთე, რომელიც სიყვარულის გარეშე აღსრულდება ანგარებასთან ან გაუცნობიერებელ ქმედებასთანაა წილნაყარი. მაშასადამე, სიკეთე წარმოუგენელია სიყვარულის გარეშე, ხოლო სიყვარული — თანაგრძნობის, ან შეგნებულობის გარეშე. შეგნებულობაში ჩვენ გვესმის სხვის ადგილზე, სხვის მდგომარეობში საკუთარი თავის დაყენების უნარი; მხოლოდ ამ გზით შეიძლება გახდე სხვისი ყოფიერების თანაზიარი.

სწორედ ამ თანაზიარობის, შეგნებულობისა და სიყვარულის აპოგეასთან გვაქვს საქმე ახალი აღთქმის შემთხვევაში. უფალი, რომელსაც უანგაროდ და უსაზღვროდ უყვარს ადამიანი (არა მაინდამაინც იზრაელის ძენი), არათუ უბრალოდ გარეგანად ცდილობს სხვის მდგომარობაში შესვლას, არამედ თავად ხდება ეს სხვა, ანუ ადამიანი — ძე ღვთისა. იგი განკაცებული შემოდის ადამიანთა ისტორიის მსვლელობაში, როგორც რეალური ისტორიული პიროვნება, და წუთისოფლური ტანჯვა-ვაების მთელ ტვირთს, მის უკიდურეს ფორმაში, საკუთარ თავზე განიცდის. ეს მომენტი არის სრულიად ახალი სიტყვა რელიგიური ცნობიერების ამაღლებაში. სოლოვიოვის აზრით აქ უმთავრესია „ყოვლადერთიანი ღმერთის თვითგაცხადება…მართლაც ქრისტიანობის ორიგინალურბა მდგომარეობს არა ზოგად შეხედულებებში, არამედ დადებით ფაქტებში, არა მისი იდეის გონებაჭვრეტით შინაარსებში, არამედ მის პირად გამოცხადებაში“(2.გვ.107).

ბ) — „ახალი შუა საუკუნეები“

გარდა ამისა, ამ ორიგინალურობით ხაზი ესმევა კიდევ ერთ ასპექტს, რომელზეც ნ.ბერდიაევი, გრიგოლ ნოსელზე დაყრდნობით, ამახვილებს განსაკუთღებულ ყურადღებას; ესაა ადამიანის იმთავითვე ღმერთის მსგავსად და ხატად შექმნის ბიბლიური შესაქმის პუნქტი, ანუ ეს ნიშნავს, რომ პოტენციურად ღმერთისთვის ადამიანური ყოფიერება ისევე არ იყო რაღაც სრულიად უცხო, როგორც ადამიანისთვის არაა სრულიად უცხო ღვთაებრივი. ძველ, ეკლესის მამათა თეორიებში ამ პუნქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა, მაგრამ შუა საუკუნეების სქოლასტიკურმა თელოგიამ სხვა გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება და იგი ჩრდილში მოექცა. დომინანტური როლი შეიძინა ადამიანის იმთავითვე ცოდვით დაცემულობის დებულებამ. რამდენადაც ადამიანისთვის განმსაზღვრელი ხდება მისი ცოდვილიანობის შეგნება, რომელსაც იგი მუდმივი მარხვითა და გულწრფელი ლოცვით უნდა ინანიებდეს (და მაინც არანაირი გარანტია არ გააჩნია რომ ამას შეძლებს, თუ ამაში უფალიც არ ჩაერია, თუ უფალმაც არ ინება ეს), ამდენად მასში ჯერ იფარება და შემდგომ საერთოდ ქრება ღვთაებრივი „ნაპერწკალის“ სიწმინდე, რომლითაც და მხოლოდ რომლის თანდათანობით გაღვივებითაც ადამიანმა უნდა აღიდგინოს ღმერთთან თანაარსებობის ედემური ნეტარება. ეს გაღვივება ნ.ბერდიაევის ტერმინოლოგიით თავსდება ისეთი ცნების შინაარსში, როგორიცაა შემოქმედება.

ნაშრომებში, “ხსნა და შემოქმედება“(7), რომელიც ნ.ბერდიაევმა მიუძღვნა ვ.სოლოვიოვის ხსოვნას, და „მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება“(6)[6] ბერდიაევი ხაზგასმით აღნიშნავს რელიგიური კრიზისის სიმწვავეს თანამედროვე სამყაროში. მისი აზრით, ქრისტიანობის დასავლურმა ისტორიულმა სვლამ კრახი განიცადა. კათოლიციზმმა, რომელსაც იგი ავტორიტეტისეულს უწოდებს, და პროტესტანტიზმმა, რომელსაც პირადი რწმენის რელიგიად მოიხსენიებს, დაამყარა იურიდიზმის კულტი. აქ ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთმიმართებამ, ანუ ცოდვათა შენდობამ, საპროცესო გარიგების სახე მიიღო. ასევე დომინანტური შეიქნა იეროკრატიული საეკლესიო სისტემა, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ანგელოსურ საწყისს, რაც არსებითად მედიატორულ-შუამავლური ფუნქციით ამოიწურება.[7] ადამიანმა დაკარგა ღმერთთან კომუნიკაციის პირადი გამოცდილების შანსი. ანგელოსური საწყისი გამოცხადების ხიდად იქცა, ხოლო ყოველდღიურ რეალურ შუამავლად დასხულ იქნა საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელი, რაც ანგელოსური იერარქიის მიწიერი ხორცშესხმას განასახიერებდა. ამგვარი შუა საუკუნეებისკენ დასაბრუნებელი გზა, ბერდიაევის აზრით, ფუჭია და მოჭრილი, „ახალი შუა საუკუნეები“ სხვა რამეს გულისხმობს.

დასავლეთმა შექმნა საეკლესიო სისტემა, რომელიც უკიდურესად ორგანიზებულ-ინსტიტუციონალურიზებულია, შექმნა ავტრიტეტულ ფილოსოფოსთა მემკვიდრეობაზე დამყარებული თეოლოგიური დოქტრინა და ამ მხრივ, ე.ი. სიზუსტისა და ორგანიზებულობის თვალსაზრისით, მეტისმეტიც კი გააკეთა. „დასავლეთი ძლიერია თავისი აზრობრივი წიაღსვლების სირთულით, რეფლექსიითა და კრიტიკით, დაზუსტებული ინტელექტუალიზმით. მაგრამ ყოველივე ეს მოპოვებულ იქნა შემმეცნებლის საწყის-ყოფიერთან. საწყის-სასიცოცხლო წყაროსთან კავშირის დაკარგვის ფასად…აზროვნება აღარ იძირებოდა ყოფიერების იდუმალ სიღრმეებში. სწორედ აქედან — სქოლასტიკური ინტელექტუალიზმი, რაციონალიზმი, ემპირიზმი, უკიდურესი იდეალიზმი დასავლურ აზროვნებაში“(6).

რაც შეეხება მართლმადიდებლობას, მას „არ ჰქონია თავისი სქოლასტიკის ეპოქა, მან მხოლოდ პატრისტიკის ეპოქა გამოიარა“(6), რითაც მასში პირვანდელი ქრისტიანობის სახე ურყვნელად შემორჩა და, ამიტომაც, ბერდიაევის აზრით, მასში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდა რაციონალურ სიზუსტესა და ავტორიტარულ დადგენილებებს. აქ უმთავრესია პრაქტიკული სულიერი და საეკლესიო გამოცდილება — „მართლმადიდებლური ეკლესია განუსაზღვრელია რაციონალურ ცნებებში, ის გასაგებია მხოლოდ მასში მცხოვრებთათვის, მის სულიერ გამოცდილებასთან ნაზიარებთათვის…ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება არის სულიერ-გამცდილებითი ღვთისმეტყველება“(6)



პატრისტიკის დიდმა წარმომადგენლებმა კლიმენტ ალექსანდრიელიდან მაქსიმე აღმსარებლამდე, რომელთაც ემყარება აღმოსავლური ქრისტიანობა, იმთავითვე დაგმეს ინდივიდუალურ სულთა ხსნის ეგოისტური ტენდენცია და „იყვნენ აპოკატასთეზისის, ანუ საყოველთაო ხსნისა და აღდგმის მომხრენი“(6). გარდა ამისა, მართლმადიდებლობის მკაფიო ტრადიციული შტრიხია თეოზისისა[8] და ესქატოლოგიურობის ნიშანი, აგრეთვე ეკლესიური კოლექტივიზმი. ადამიანის სულიერი გამოცდილება უნდა ჩამოყალიბდეს ამ ნიშანთა შინარსსის გათვალისწინებით. ადამიანის სულიერი ხსნა მისი დაკარგული სახის აღდგენაში, ანუ ღმერთის ხატებისა და მსგავსების დაბრუნებაში, გაღვთაებრივებაში მდგომარეობს. თეოზისის პრინციპი გვეუბნება, რომ „გაღვთაებრივებას ექვემდებარება ადამიანთან ერთად მთელი ქმნილი სამყაროც“(6). კი მაგრამ, როგორ გავიგოთ ეს? ბერდიაევის თანახმად, ჭეშმარიტი მართლმადიებელი ღმერთის თანაშემოქმედია. სამყაროს ქმნადობა არ დასრულებულა ძელი აღთქმისეულ შესაქმის ექვს დღეში — „ქრისტეს მოვლინებას გააჩნია კოსმიური, კოსმოგონიური მნიშვნელობა; იგი გულისხმობს რაღაც ახლადქმნას, სამყაროს შესაქმის კიდევ ერთ დღეს“(6), „სამყარო შექმნილია არა სუბიექტის, როგორც ამას ქადაგებდა კანტი ან ფიხტე, არამედ ღმერთის მიერ, მაგრამ იგი დასრულებული როდია, ეს პატივი ადამიანის ხვედრია“(9.გვ.42-43).

ქრისტე მოვიდა არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ყველაფერი ღვთისგანქმნილის სახსნელად. მრევლს ყოველთვის უნდა ახსოვდეს ეს, და იბრძოდეს და შრომობდეს არა მხოლოდ საკუთარი სულის, არამედ მთელი სამყარს გადასარჩენად. ამას ადამიანი შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ იგი განმსჭვალულია გულწრფელი და საყოველთაო სიყვარულით. ხსნის ეს პროცესი უნდა გავიგოთ თანაშემოქმედებად. ადამიანი, ცხოვრობს რა ჭეშმარიტი ქრისტიანული მრწამსით, და არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ საერო ასპარეზზეც, აგრძელებს ქრისტესმიერ დაწყებულ ისტორიის სვლას. ისტორია კი გულისხმობს ქმნილის დინამიკას, რომელიც ქრისტიანობამდელი სამყაროსთვის უცხო იყო: „ისტორია მომდინარეობს ქრისტეს მოვლინების ფაქტიდან…ესაა მისტერია რომელსაც გააჩნია თავისი დასაწყისი და დასარული“ (ქრისტეს მეორედ მოსვლა — ი.გ)(8.გვ.27), «ქრისტიანობამ მოგვცა ისტორიის იდეა იმით, რომ მან პირველად აღიარა ბოლომდე, რომ მარადისობა შეიძლება შემოვიდეს დროულში და პირიქით“(8.გვ.28). ქრისტიანობამ „დაამკვიდრა ისტორიული პროცესის დაძაბულობის განცდა, რმელიც არაქრისტიანი ხალხებისთვის, გარდა ებრაელთა, სრულიად არადამახასიათებელი იყო…წარმოიქმნა დიდი ქრისტიანული სამყარო — დინამიური, განსხვავებული ანტიკური სამყაროსაგან, რომელიც არსებითად სტატიკური იყო“(8.გვ.28), რომელშიც ყველაფერი იმთავითვე განსაზღვრული იყო დემიურგის მიერ, მათ შორის ადამიანის ბედიც; ამდენად, აქ ანულირებული იყო ჭეშმარიტი თავისუფლების იდეა, რომლის გარეშეც ისტორია წარმოუდგენელია. ანტიკური ხედვა მოვლენათა დინებისა წრიულია, არ გააჩნია დასაწყისი და დასასრული, ყველაფერი კვლავაც და კვლავაც მეორდება. ქრისტიანობამ ეს ყველაფერი შეცვალა და ამაშია მისი დიდებულება.

მაშასადამე, ისტორია იწყება ქრისტეს მოვლინებით და სრულდება მისი მეორედ მოსვლითა და საყოველთაო აღდგინებით. ეს უკანასკნელი კი მოითხოვს მზაობას, რომელსაც ქრისტიანობამ უნდა მიაღწიოს ისტორიის მსვლელობაში. მზაობა გულისხმობს გარდასახვას, ადამიანის სულისა და სამყარს ფერისცვალებას. ამ საქმეს კი სჭირდება შემოქმედებითი აქტივობა, რომლის უმაღლესი მასტიმულირებელიცაა საყოველთაო სიყვარული. სიყვარული არ სცნობს არანაირ საზღვრებს, მათ შორის ეგოიზმისა და ვიწრო ეკლესიური კონფესიონალიზმის საზღვრებს. ეს სიყვარული ერთიანად უნდა გამომჟღავნდეს ეკლესიის შიგანაც, როგორც ქრისტეს განსხეულებაში თანამოძმეებთან ერთად ყოფნა, და მის გარეთაც, საერო ცხვრებაში.

ბერდიაევს სიყვარულით ნასაზრდოები შემოქმედებითი აქტივობა ფართოდ ესმის; შემოქმედება არ გულისხმობს მხოლოდ ხელოვნებას — შემოქმედება ახლის ქმნაა, იმისა, რასაც თავის მთლიანობაში ბუნებრივად მანამდე ადაგილი არ ჰქონია. ამდენად შემოქმედებაა მეცნიერული აღმოჩენაც, ფილოსოფიური თუ რელიგიური მოძღვრების აგება-დაფუძნებაც და, რაც მთავარია, პიროვნების რეალიზაცია ადამიანის მიერ. ეკლესიამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა უმთავრესად გამოაცხადა ინდივიდის მიერ საკუთარი სულის ხსნისთვის მოღვაწეობა, ხოლო შემოქმედებითობა, უკეთეს შემთხვევაში, მეორე და მესამე რანგის მნიშვნელობის საერო საქმიანობად შერაცხა. პირვანდელი ქრისტიანობა, რომლის პატრისტიკულ მემკვიდრეობასაც იუნჯებს აღმოსავლური ქრისტიანობა, ასე არ ფიქრობდა. გრიგოლ ნოსელი ადამიანს ღმერთის ხატად აღიქვამდა და არა ცოდვითდაცემულად. ცოდვით დაცემა ადამიანის იმთავითვე დაყოლილი მდგომარეობა კი არა, მეორადი ვითარებაა. ადამიანის ღვთის ხატება და მსგავსება შემოქმედებითობაა. ღმერთი უპირველეს ყოვლისა, შემოქმედია. შემოქმედებას კი ახორციელებს პიროვნება, რომელიც თავისუფალი აქტივობის განმხორციელებელი ინსტანციაა. ის, რასაც ეკლესიურად სულიერი ამაღლებისთვის მოღვაწეობას უწოდებენ, აგრეთვე შემოქმედებაა, რამეთუ ესეც პიროვნების გამოვლენის ერთერთი გზაა.

ამ გზიდან გადახვევამ და ადამიანის ცოდვითადცემულობაზე აქცენტირებამ „ეკლესია დაამსგავსა სამკურნალო პუნქტს, სადაც ხდება ცალკეულ სულთა მიღება სამკურნალოდ“(7). გარდა ამისა, ეკლესიამ საერო საქმიანობისგან განდგომით დაკარგა თავისი გავლენიანობა წუთისოფლურ
IG2006
მიხეილ ათაგურჯი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10206
წევრი No.: 17543
რეგისტრ.: 22-February 06

გამოგზავნილია: 16 May 2013, 17:59  #36449415      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სპორტი

ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის ეგზომ ზედაპირული ანალიზი ყოვლად დაუშვებელია...

განავრცეთ თუ შეილება... დავინტერესდი

This post has been edited by IG2006 on 16 May 2013, 18:02
re_vera
Non omnis moriar!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16694
წევრი No.: 104852
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 16 May 2013, 18:04  #36449485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
axalirevolucia დაბრუნდაააა!!!!!!!!!!!!!!!!! bis.gif bis.gif bis.gif

სპორტი
QUOTE
გაგრძელება


შენ მაინც დაგვინდე კაცო drug.gif
wink.gif


--------------------
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0326 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]