forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დასაქმება შუა ხნის ასაკის ხალხისთვის
lovelock
˙˙ ·٠•●♥♥●•٠· ˙˙


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2514
წევრი No.: 33045
რეგისტრ.: 14-April 07

  გამოგზავნილია: 20 May 2013, 01:37  #36501431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
50 წლის განათლებული მაგრამ უსტაჟო დიასახლისი ქალი მარწმუნებს რომ საქართველოში (თბილისში) ბულკის მცხობელადაც კი ვერ იპოვა ადგილი რადგანაც ყველგან ახალგაზრდა ხალხი აინტერესებთ.

მართლა ასე ცუდადაა მდომარეობა? spy.gif

ხანში შესული ხალხი სად პოულობთ სამსახურს? მადლობელი ვიქნები თუ თქვენ გამოცდილებას გაგვიზიარებთ.


--------------------
ყველაზე ევროპელეე ფუჩურე © kivilee


http://ninaiverieli.wordpress.com/
tamuska
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 869
წევრი No.: 51629
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 20 May 2013, 01:47  #36501545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
lovelock
ცუდი მდგომარეობაა და რომელი,დედაჩემი განათლებული,სტაჟიანია საქართველოს საზღვაო სანაოსნოში მუშაობდა 18 წელი მაგრამ ვერ ნახა სამუშაო რადგან 40 წლის მერე არავის ჭირდები
lovelock
˙˙ ·٠•●♥♥●•٠· ˙˙


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2514
წევრი No.: 33045
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 20 May 2013, 02:43  #36502025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
tamuska
sad.gif რა ცუდია...

რა ანდა აკეთოს ამ ხალხმა... სოფელი რომ იყოს ბოსტანში მაინც დასაქმდებოდნენ მაგრამ ქალაქში უფუნქციოთ რჩება ეს ხალხი... ძალიან ცოდოები არიან sad.gif
tamuska
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 869
წევრი No.: 51629
რეგისტრ.: 16-January 08

გამოგზავნილია: 20 May 2013, 03:52  #36502373      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
lovelock
არაფერი არ ეშველებათ სამწუხაროდ,მე ვერ ვნახე ნორმალური სამუშაო ჩემი პროფესიით ახალგაზრდა ვარ,საზღვარგარეთ დავამთავრე ,ისეთი პროფესია მაქვს სახელმწიფო სტრუქტურაში უნდა ვიმუშაო, იქ კიდევ ნაცნობობის გარეშე არავის ღებულობენ და ა.შ :| ან გამოცდილება უნდა გქონდეს მე კიდევ 1 წელია რაც დავამთავრე და რა გამოცდილება უნდა მქონდეს,უკვე გასაუბრებაზე რო მირეკავენ აღარ მივდივარ ,ტყუილად უნდა ჩამოვიდე თბილისში.ბოლოს მაინც ვინც მათ უნდათ იმათ აიყვანენ
lado9
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 178
წევრი No.: 142824
რეგისტრ.: 8-February 12

გამოგზავნილია: 20 May 2013, 15:11  #36506577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


QUOTE
ნაცნობობის გარეშე არავის ღებულობენ


აბა ნაცნობობა აღარ არისო! biggrin.gif

QUOTE
საზღვარგარეთ დავამთავრე


თუ საზღვარგარეთ გაქვს ნასწავლი, სამუშაო როგორ ვერ იშოვე? ))
lovelock
˙˙ ·٠•●♥♥●•٠· ˙˙


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2514
წევრი No.: 33045
რეგისტრ.: 14-April 07

გამოგზავნილია: 24 May 2013, 00:03  #36556231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
lado9
საზღვარგარეთ იშოვიდა მაგრამ ალბათ საქართველოში რთულია...
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21292
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 24 May 2013, 01:22  #36557430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
lovelock
QUOTE
განათლებული

აი მომკალი და ეს სიტყვა არ მესმის
და კიდევ "ინტელიგენტი"
მარტო განათლება ხომ იცი არაფერს შველის. საჭიროა გქონდეს კონკრეტული უნარები. იყო პრეზენტაბელური, კომუნიკაბელური, რენტაბელური და ათასი სხვაბელური smile.gif)
50 წლის ადამიანი რომელსაც მუშაობის გამოცდილება არ აქვს, გარკვეულ თვისებებს მოკლებულია. მხედველობაშI მაქვს ის, რაც ბიზნეს-გარემოში მუშაობისას მოდის. განცხადების გაფორმების წესი. ერთი შეხედვით მარგივია ხო? აბა ნებისმიერ ადამიანს ჰკითხე როგორ იწერება განცხადება, რამდენი მოახერხებს ამას დამოუკიდებლად... ან კონკრეტული დარგის დეტალები. ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ადამიანი რომელსაც ამ სფეროში უნდა მუშაობის დაწყება და ისიც არ იცის ძროხა უფრო მეტს იწველება თუ თხა, ყველაზე გავრცელებული დაავადებები ან ნაკვეთებს ვერ არჩევს ერთმანეთისგან, საერთოდ არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას.
ასეთ დეტალებზე ვამბობ თორემ ბავშვების აღზრდას და ოჯახის გაძღოლას რომ კარგი ორგანიზატორობა სჭირდება, მშვენივრად მომეხსენება.

კიდევ უნდა ჩანდეს ადამიანის მოტივაცია. ის კი არა რომ მიხვალ და ეუბნები: იცი მე მუშაობა მინდა.... რაღაცნაირად სხვანაირად ეტყობა იმას, ვისაც კონკრეტული ვაკანსიის დაკავება უნდა.
ბულკების ცხობას რაც შეეხება - ძალიან მეეჭვება მონდომებულმა კაცმა (ან ქალმა) ვერ ნახოს ასეთი სამსახური. ერთი ნაცნომი მყავდა, მაქსიმუმ 2 კვირა ჩერდებოდა უმუშევრად. ხან საცხობში მუშაობდა, ხან გამყიდველად, ხან ბავშვებს ამზადებდა.
არ დაუჯერო 50 წლის დეიდებს რომლებიც ცხოვრებას პესიმისტურად უყურებენ. მათი პრიორიტეტი ალბათ ახლა შვილიშვილების აღზრდაა და სამსახური მხოლოდ გარეთ გამომსასვლელად სჭირდებათ. ჰოდა გააკეთონ ის რაც კარგად იციან, მოუარონ ოჯახს. ან თვითონ მოიფიქრონ როგორ გაზარდონ შემოსავალი. თვითონ გამოაცხონ ბულკები და ხაჭაპურები, კერძო შეკვეთები მიიღOნ.
იზამენ ამას?
რა თქმა უნდა არა.
იმიტომ რომ მათთვის სამსახური მხოლოდ სხვისთვის მუშაობასთან ასოცირდება.
ჰოდა იყვნენ ასე smile.gif



* * *
tamuska
QUOTE
ნაცნობობის გარეშე არავის ღებულობენ


facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
რა ვთქვა აღარ ვიცი lol.gif
იმის მაგივრად რომ პრობლემა საკუთარ თავში ეძებო და მის გამოსწორებაზე იზრუნო, სხვებზე გადაგაქვს ბრალეულობა. ასე ვერც იშოვი სამსახურს. რა გაქვს დამთავრებული, სად? ან როგორ სამსახურს ეძებ?
ახლახანს იყო სახელმწიფო სამსახურში გამოცხადებული ვაკანსიები, ჩემი რამდენიმე ნაცნობი გავიდა დამოუკიდებლად და პატიოსნად. ზუსტად იქ, სადაც ვითომ ჩაწყობები უნდა ყოფილიყო.
მით უმეტეს არ ყოფილხარ თბილისში და შორიდან რა დასკვნებს აკეთებ არ მესმის.
ყველა და ყველგან კორუმპირებული ვერ იქნება. ამოიგდეთ ეგ თავიდან. ნაცნობობა შეიძლება რაღაც დონეზე გადიოდეს, მაგრამ პროფესიონალ კადრს არავინ დაიწუნებს.


--------------------
Ave Gijmaj! თაყვანი მეცით, თქვენი ახალი ღმერთი ვარ!!!
--
უნდა იყო აჩქარებული მაგრამ ნელი. საოცარი რამეა. ვინც ამას შეძლებს აუცილებლად გადადგავს სწორ ნაბიჯებს.
--
Every person, all the events of your life are there because you have drawn them there. What you choose to do with them is up to you.
shavnabada92
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1475
წევრი No.: 109705
რეგისტრ.: 18-January 10

გამოგზავნილია: 24 May 2013, 01:41  #36557602      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LOLZ
არ დაგეზარა ამდენი წერა?


--------------------
მე შენს ნაკვალევს დავჰყურებ ძალიან მომნატრებია © გ. სურამელაშვილი

გაიღიმე გაიღიმე პატარა © მ. სეფაშვილი

ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს ©კანტი.
miki
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1377
წევრი No.: 18484
რეგისტრ.: 22-March 06

გამოგზავნილია: 25 May 2013, 14:06  #36575330      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (LOLZ @ 24 May 2013, 00:22 )
lovelock
QUOTE
განათლებული

აი მომკალი და ეს სიტყვა არ მესმის
და კიდევ "ინტელიგენტი"
მარტო განათლება ხომ იცი არაფერს შველის. საჭიროა გქონდეს კონკრეტული უნარები. იყო პრეზენტაბელური, კომუნიკაბელური, რენტაბელური და ათასი სხვაბელური smile.gif)
50 წლის ადამიანი რომელსაც მუშაობის გამოცდილება არ აქვს, გარკვეულ თვისებებს მოკლებულია. მხედველობაშI მაქვს ის, რაც ბიზნეს-გარემოში მუშაობისას მოდის. განცხადების გაფორმების წესი. ერთი შეხედვით მარგივია ხო? აბა ნებისმიერ ადამიანს ჰკითხე როგორ იწერება განცხადება, რამდენი მოახერხებს ამას დამოუკიდებლად... ან კონკრეტული დარგის დეტალები. ავიღოთ სოფლის მეურნეობა. ადამიანი რომელსაც ამ სფეროში უნდა მუშაობის დაწყება და ისიც არ იცის ძროხა უფრო მეტს იწველება თუ თხა, ყველაზე გავრცელებული დაავადებები ან ნაკვეთებს ვერ არჩევს ერთმანეთისგან, საერთოდ არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას.
ასეთ დეტალებზე ვამბობ თორემ ბავშვების აღზრდას და ოჯახის გაძღოლას რომ კარგი ორგანიზატორობა სჭირდება, მშვენივრად მომეხსენება.

კიდევ უნდა ჩანდეს ადამიანის მოტივაცია. ის კი არა რომ მიხვალ და ეუბნები: იცი მე მუშაობა მინდა.... რაღაცნაირად სხვანაირად ეტყობა იმას, ვისაც კონკრეტული ვაკანსიის დაკავება უნდა.
ბულკების ცხობას რაც შეეხება - ძალიან მეეჭვება მონდომებულმა კაცმა (ან ქალმა) ვერ ნახოს ასეთი სამსახური. ერთი ნაცნომი მყავდა, მაქსიმუმ 2 კვირა ჩერდებოდა უმუშევრად. ხან საცხობში მუშაობდა, ხან გამყიდველად, ხან ბავშვებს ამზადებდა.
არ დაუჯერო 50 წლის დეიდებს რომლებიც ცხოვრებას პესიმისტურად უყურებენ. მათი პრიორიტეტი ალბათ ახლა შვილიშვილების აღზრდაა და სამსახური მხოლოდ გარეთ გამომსასვლელად სჭირდებათ. ჰოდა გააკეთონ ის რაც კარგად იციან, მოუარონ ოჯახს. ან თვითონ მოიფიქრონ როგორ გაზარდონ შემოსავალი. თვითონ გამოაცხონ ბულკები და ხაჭაპურები, კერძო შეკვეთები მიიღOნ.
იზამენ ამას?
რა თქმა უნდა არა.
იმიტომ რომ მათთვის სამსახური მხოლოდ სხვისთვის მუშაობასთან ასოცირდება.
ჰოდა იყვნენ ასე smile.gif



* * *
tamuska
QUOTE
ნაცნობობის გარეშე არავის ღებულობენ


facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif
რა ვთქვა აღარ ვიცი lol.gif
იმის მაგივრად რომ პრობლემა საკუთარ თავში ეძებო და მის გამოსწორებაზე იზრუნო, სხვებზე გადაგაქვს ბრალეულობა. ასე ვერც იშოვი სამსახურს. რა გაქვს დამთავრებული, სად? ან როგორ სამსახურს ეძებ?
ახლახანს იყო სახელმწიფო სამსახურში გამოცხადებული ვაკანსიები, ჩემი რამდენიმე ნაცნობი გავიდა დამოუკიდებლად და პატიოსნად. ზუსტად იქ, სადაც ვითომ ჩაწყობები უნდა ყოფილიყო.
მით უმეტეს არ ყოფილხარ თბილისში და შორიდან რა დასკვნებს აკეთებ არ მესმის.
ყველა და ყველგან კორუმპირებული ვერ იქნება. ამოიგდეთ ეგ თავიდან. ნაცნობობა შეიძლება რაღაც დონეზე გადიოდეს, მაგრამ პროფესიონალ კადრს არავინ დაიწუნებს.

შენი პოსტი აბსოლუტურად ზედმეტია აქ და ცინიკური. და რაც მთავარია ს ი ც რ უ ე ა


საიდან უნდა მიიღოს გამოცდილება ადამიანმა თუ მუშაობა არ დაიწყო. გააკეთებინე სპეციალური ტრენინგი და პრობლემაც გადაჭრილია..მაგრამ აწყობს კი ეს ვინმეს?

საქართველოში არავისთვის არ არის უცხო რომ ნაცნობობის გარეშე არაფერი ხდება. ამ შემთხვევაში კი გამოცდილებას კი არა შესაბამის დიპლომსაც არავინ ითხოვს.

რათ უნდა ამას ალია ბალია.. ჩაჯექი ერთხელ მარშუტკაში და ყველაფერს გაიგებ ვინ და როგორ დაიწყო მუშაობა.. მობილების ბუმია საქართველოში. და მობილურის ხმარების კულტურა ხომ 0 . არც მგზავრების ერიდებათ.- ძალიან გარკვევით და ხმამაღლა ქაქანებენ როდის სად და ვინ დააწყებინა მუშაობა, ძალიანაც რომ გინდოდეს ყურს ვერ აარიდებ. და რაც მთავარია სწორედ ამათგან გაიგებ რომ მუშაობის პოვნა რა პრობლემაა . არ მოეწონებათ და სხვაგან დააწყებინებენ..

ჩამოსათვლელია სტრუქტურები სადაც შესატყვისი დიპლომებით მუშაობს ხალხი. ყოველგვარი სპეციალური განათლების გარეშე იწყებენ მუშაობას და გამოცდილებას და ცოდნას იქ ღებულობენ. მარტო 2 ჩემი ნაცნობი გამოუშვეს სამსახურიდან და იცი ვინ აიყვანეს? ის ვისაც ამათმა ასწავლეს პროფესია. თან ყველაზე დიდი მარაზმი რაა იცი? წინასწარ იცოდნენ და გაფრთხილებულები იყვნენ უფროსოსაგან რომ გაუშვებდნენ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, მაგრამ უნდა ესწავლებინათ .სამაგიეროდ ხელფასს კიდევ 6 თვე მაინც აიღებდნენ.არცერთ ახალბედას არ ჰქონდათ საჭირო დიპლომი ამ საქმეში. სამაგიეროდ უფროსის პროტეჟეები იყვნენ

ეს ხალხი ადგილზე სწავლობს პროფესიას. კერძოდ ბიბლიოთეკებში რომ შეამოწმოთ კადრების 80 % არაპროფესიით მუშაობს, არიან ფილოლოგის, ისტორიკოსის, უცხოენების დიპლომებით მაგრამ ძალიან მცირე ბიბლგანათლებით... და ეს იმიტომ რომ თავის დროზე ან ფული ჩაყარეს ანდა ნაცნობობით მოხვდნენ .

ელემენტარულად ინფორმაციას ვერ მოიძიებ ვაკანსიის შესახებ ამ სფეროში.


ნებისმიერი დასაქმების ინტერნეტსაიტებში თავმოყრილი სერიოზული ვაკანსიების 80-90 % არის ფარსი...მხედველობაში არ მაქვს უბრალო განცხადებები როგორიცაა ოფიციანტის პარიკმახერის და ა.შ.


aschenputell-TARA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 987
წევრი No.: 118611
რეგისტრ.: 20-July 10

გამოგზავნილია: 25 May 2013, 15:11  #36576042      · პროფილი · პირადი მიმოწერა
miki სრული სიმართლეა რაც თქვენ გიწერიათ!
და რა სამწუხაროა!!! ძალიან ახალგაზრდა კადრებმა რაც გვიტირე დედა.მთელ საქართველოს მგონი ყველა ვხედავთ!

დრო კი შეცვლის ამას.................მაგრამ ახლა ვინც 50 წლისა.....სამწუხაროდ.....ისნი.......ამას იმეიდა რომ მოესწრებიან მაგრამ ვეღარ ისარგბელებენ ამით!


--------------------
[COLOR=red][SIZE=7]
99BREND
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 812
წევრი No.: 167740
რეგისტრ.: 24-May 13

გამოგზავნილია: 25 May 2013, 16:30  #36576922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


ერთმანეთი გაიცანით შეიკრიბეთ და სესხი მიეცით ერთმანეთს მოკლედ ერთმანეთი გაიტანეთ თვიდან თვემდე biggrin.gif. წავიდა ეგ დრო დღეს ყველგან ახალგარზდები უნდათ


--------------------
© T.H.E...
aschenputell-TARA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 987
წევრი No.: 118611
რეგისტრ.: 20-July 10

გამოგზავნილია: 25 May 2013, 21:35  #36580680      · პროფილი · პირადი მიმოწერა
99BREND მე ცინიკური ტონალობა შევამჩნიე.....თქვენს პოსტში...და ნეტა რატო??!! არა მგონია რომ....ადამინის დაცინვა კარგი იყოს!! მე ჩემი საქმე მაქვს და დასაქმება არ მჭირდება...არც იმ ასაკის არ ვარ.... რომ ვინმემ ასაკის გამო დამიწუნოს!

პ.ს: ისე....სიბერე ანუ დაბერება ბუნებრივი პროცესია......თუმცა...ერთიცაა ყველა ვერ ბერდება და ზოგი ახალგაზრდა ჩადის მიწაში....(ეს ისე....ცნობისთვის და მეტი არაფერი) wink.gif wink.gif yes.gif yes.gif
SpyZooka
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 141912
რეგისტრ.: 20-January 12

გამოგზავნილია: 25 May 2013, 21:46  #36580844      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LOLZ
QUOTE
რა ვთქვა აღარ ვიცი
იმის მაგივრად რომ პრობლემა საკუთარ თავში ეძებო და მის გამოსწორებაზე იზრუნო, სხვებზე გადაგაქვს ბრალეულობა. ასე ვერც იშოვი სამსახურს. რა გაქვს დამთავრებული, სად? ან როგორ სამსახურს ეძებ?
ახლახანს იყო სახელმწიფო სამსახურში გამოცხადებული ვაკანსიები, ჩემი რამდენიმე ნაცნობი გავიდა დამოუკიდებლად და პატიოსნად. ზუსტად იქ, სადაც ვითომ ჩაწყობები უნდა ყოფილიყო.
მით უმეტეს არ ყოფილხარ თბილისში და შორიდან რა დასკვნებს აკეთებ არ მესმის.
ყველა და ყველგან კორუმპირებული ვერ იქნება. ამოიგდეთ ეგ თავიდან. ნაცნობობა შეიძლება რაღაც დონეზე გადიოდეს, მაგრამ პროფესიონალ კადრს არავინ დაიწუნებს.

-11111 სიცრუე
QUOTE
შენი პოსტი აბსოლუტურად ზედმეტია აქ და ცინიკური. და რაც მთავარია ს ი ც რ უ ე ა


+11111111


99BREND
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 812
წევრი No.: 167740
რეგისტრ.: 24-May 13

გამოგზავნილია: 25 May 2013, 22:10  #36581197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მე ცინიკური ტონალობა შევამჩნიე.....თქვენს პოსტში...და ნეტა რატო??!!

აშკარად შეცდი.
LOLZ
ჭორიტიკოსი


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 21292
წევრი No.: 6624
რეგისტრ.: 1-October 04

გამოგზავნილია: 25 May 2013, 22:22  #36581349      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
miki
მდას... საერთოდ რა უნდა გითხრა... მე გელაპარაკები ფაქტებით, შენ კიდევ მარშუტკაში ყურმოკრული ჭორებით და ზოგადი დემაგოგიით. ხვდები რამდენად არაადეკვატური "არგუმენტები" გაქვს? რაც შეეხება შენს ცილისწამებას სიცრუეზე და ა.შ. მოდი ახლა ჩავთვალოთ რომ დაუფიქრებლობით მოგივიდა. სხვა დროს კარგად დაფიქრდი სანამ ადამიანს მატყუარას უწოდებ. სულ მცირე ამის დამამტკიცებელი ფაქტი უნდა გქონდეს.

* * *
SpyZooka
facepalm.gif
და ა.შ. რაც ზემოთ დავწერე შენც გეხება.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0438 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]