forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სხვა ხალხის სადღეგრძელოები, გაუ-მარ-ჯოს!
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 15:52  #36777640      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
სხვა ხალხის სადღეგრძელოები 


ერთ მეტრ დიამეტრიან დედამიწას ერთ მილიმეტრიანი შვერილი ევერესტი და ერთ მილიმეტრიანი ღრმული - მარიანის ღრმული აქვს. სიცოცხლე ამ შრეშია. ადამიანი ამ ორმილიმეტრიანი შრის ნახევარ მილიმეტრში ძლებს. სიცოცხლე არც ზემოთ - კოსმოსში, არც ქვემოთ - ქვესკნელში არაა. 
მაშ გაუმარჯოს სიცოცხლეს, რომელიც ჩვენ არ დაგვიმსახურებია.  


--------------------

დრო
ჩემმა წინაპრებმა 200 საუკუნეა ისწავლა მეტყველება, მაგრამ სიტყვა საუკუნე არაუმეტეს 20 საუკუნეა რაც შექმნეს.
საუკუნე ის ძალიან დიდი დროა, რომლის წინ უკუნია, შეგიძლია მომავალიც გათვალო, ივარაუდო, მაგრამ საუკუნე იმდენად დიდი დროა, რომ იმის იქით უკუნია. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ის საუკუნის 75% გახდა. ეს ძალიან დიდი დროა, თითქმის საუკუნეა. არ ვიწუწუნოთ რომ ღმერთმა მხოლოდ წუთისოფელი გამოიმეტა. ჩვენ დიდი დრო გვაქვს, და დიდი დრო გვაქვს წინ. გაუმარჯოს ჩვენს დროს. 
------------------
იღბალი ლატარია
გუშინ რეკლამაში აცხადებდნენ, თამაშდება ჯეკპოტი - მილიონ ორასი ათასი. შეგიძლია მილიონ ორასი ათასი მოიგო 50 თეთრად, მოგების გადასახადს ჩამოგაჭრიან , 200 ათასს, მინიონი კი შენია. მილიონი ლარი! 
რატომ არ გაიქეცი ბილეთის საყიდლად? იმიტომ,  რომ იცი - შენი შანსი, მოიგო ჯეკპოტი, 500000დან ერთია. ანუ მიზერია, ანუ ფანტასტიკაა, ანუ იღბლიანობის მწვერვალია, ანუ თითქმის ირეალური დამთხვევაა. 
და შენ არ გახსოვს, რომ ერთხელ უკვე გაქვს მოგებული ჯეკპოტი, უღონდ გაცილებით მეტი ფასის პრიზი - შენშენი პირადი არსებობა მოიგე შენს დაბადებამდე 9 თვით ადრე. შენ მაშინ 15 ათასი ძმა და 15 ათასი და დაამარცხე. სხვა შემთხვევაში შენი მშობლები ბავშვს იგივე სახელს დაარქმევდნენ, თუ იგივე სქესისა გაჩნდებოდა, მხოლოდ 50%  ში სხვა სახელის მოფიქრება მოუწევდათ.
მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ 30000ში ერთი შანსი მოგვეცა.

-
----------------------

გაუმარჯოს დედამიწას. იცით თუ არა რომ ის მარადიულია? 
მეცნიერებმა იციან რომ მზე ჩაქრება. ის მუდმივად მსუბუქდება, მისი მატერია განუწყვეტლივ იხარჯება და გამოსხივდება. ის იწვის და როცა იქნება დაიწვება, დაიხარჯება, შავ ხვრელად იქცევა. და ოდესმე დადამიწას იმსხვერპლებს, მიიზიდავს და ჩაყლაპავს. მაგრამ შუალედში მისი გრავიტაცია შემცირდება, განახევრდება და ჩვენ ( ადამიანები) ამ დროს იგივე დედამიწაზე ვიქნებით, ჩვენი დედამიწა არ შეიცვლება, ის ისეთივე იქნება ან თითქმის ისეთივე, როგორიც არის. ჩვენ მაშინ ვიყოჩაღებთ და დაგეგმილი აფეთქებების სერიით მოვახერხებთ დედამიწა დავაშოროთ მზეს, დავაღწიოთ თავი მომაკვდავი მზის ორბიტას და თავისუფალ ფრენაში გადავიდეთ კოსმოსში. იმ დროისათვის ჩვენ შეგვეძლება შევქმნათ საკუთარი მზე. 
მაშ გაუმარჯოს კაცობრიობის მარადიულ სახლს - დედამიწას. ჩვენ არ და ვერ  მოვძებნით სხვა პლანეტას საცხოვრებლად, დედამიწა ჩვენი მუდმივი ხომალდი გახდება. გაუმარჯოს.



-----------------------------
გაუმარჯოს ქაოსს სახელით ბიოლოგია
ძირს ფიზიკა! 
ფიზიკა მთელი სამყაროს მეცნიერებაა, მთელი სამყარო მკვდარი კოსმოსია და იქ ყველა მოლეკულის მოძრაობა ფიზიკით აიხსნება. ფიზიკას ყველაფერი, ყველა კენჭი, მოლეკულა თუ ვარსკვლავი საბოლოო და მოწესრიგებულ,  უმოძრაო ჰარმონიისკენ მიჰყავს. მხოლოდ ბიოლოგია და ბოტანიკა და მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე არღვევს ფიზიკის კანონებს და უამრავი სახით, ილეთით, ფორმით, სისტემით, კანონით არღვევს ფიზიკის კანონებს. 
მაშ გაუმარჯოს ქაოსს, ბიოლოგიას და ბოტანიკას და მათ დროებით გამარჯვებას უკიდეგანო ფიზიკაზე. და გაგვიმარჯოს ფიზიკის წინააღმდეგ ამბოხებულ ურთულეს არსებებს, ადამიანებს, რომლებმაც სამყარო შევიცანით და შევცვალეთ დედამიწა   ისე, რომ ფიზიკის მარცხი აქ, დადამიწაზე კიდევ თვალუწვდენელ მომავალშიც შედგეს ჩვენი შთამომავლების მეშვეობით. 
----------------------

გაუმარჯოს ჩვენს წინაპრებს. 
დედამიწაზე სიცოცხლე ერთხელ გაჩნდა და შემდეგ განვითარდა. სიცოცხლე დადამიწაზე 3 მილიარდი წლის წინ გაჩნდა და მას შემდეგ ყველა ცოცხალ არსებას თუ მცენარეს აუცილებლად ჰყავდა ცოცხალი წინაპარი. ხოლო მას შემდეგ, რაც ხმელეთზე ამოვედით და შთამომავლობის სიცოცხლეს მშობლის ზრუნვა სჭირდება, ყველა ცოცხალმა არსებამ უკლებლივ და ყველა მათმა წინაპარმა მიიღო მინიმალური ზრუნვა - შეწყვილება, კვერცხების მოვლა და დაცვა.



გაუმარჯოს ადამიანს, ყველაზე ძლიერ არსებას დედამიწაზე. არა, ტექნიკა, იარაღი და ცივილიზაცია გამოვაკლოთ, დავტოვოთ მხოლოდ ადამიანი, მივცეთ ერთი ტყაპუჭი და გავუშვათ ველურ ბუნებაში. 
ის ასეთი იყო 200 საუკუნე, სანამ ქვისგან  იარაღების გაკეთებას ისწავლიდა. და იყო ყველაზე ძლიერი, წარმატებული და საშიში იმ ფაუნაში, რომელშიც ბრდღვინავდა ხმალკბილა ბეფხვი, 5 მეტრიანი დათვი, მგლები და ლომები, ხოლო ნიანგები და ანაკონდები მუდამ მზადყოფნაში იყვნენ გაყუჩებულები. 
და ეს 200 საუკუნე ადამიანმა განვლო მატებაში, ზრდაში, განვითარებაში, წარმატებულ ნადირობასა და წარმატებულ თავდაცვაში. 
როგორ? 
ა. შექმნა მწყობრი ჯგუფი, დაექვემდებარა იერარქიას
ბ. შეძლო სხვაზე ხანგრძლივად და სწრაფად სირბილი
გ. შეძლო განყენებული აზროვნება ( გამოქვაბულის ნახატები საფრანგეთსა და ესპანეთში)

This post has been edited by axalirevolucia on 9 Jun 2013, 16:36


--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.

ბიძინა უნდა გაბანძდეს!
ვეშაპო
ბიზონებზე მონადირე


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26535
წევრი No.: 22414
რეგისტრ.: 12-August 06

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 15:59  #36777730      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
facepalm.gif


--------------------
ღმერთმა შექმნა სამყარო 6 დღეში. მე-7-ე დღეს მოვიდა მიშა და გახსნა.

ეძახეთ ეხლა ივანიშვილს სოფლელი და ნეხვიანი .. ერთი ვიდეოს გამოქვეყნებით ნოლზე გაგამრავლათ მთელი ნაცმოძრაობა © hermann1986

საფრანგეთის მოქალაქის - ბიძინა ივანიშვილის სახელობის საქართველოს კონსტიტუცია. © 7-november
CHATLAXI JOS DEDMAMISHVILI
ემუთესურ


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 134
წევრი No.: 166749
რეგისტრ.: 7-May 13

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:04  #36777801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩანჩქერი ჩამოდის
მდინარე მოდის
(ხანდახან წვიმაც მოდის)
საიდან მოდის?
მაღლობიდან, გორაკიდან, მთიდან
რასთან ასოცირდება უმეტესწილად მაღლობი? ზემოსთან, ჩრდილოეთთან
ჩრდილოეთი გვაძლევს წყალს
რა არის წყალი?
წყალი სიცოცხლეა.
აიეტი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2664
წევრი No.: 158810
რეგისტრ.: 6-January 13

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:08  #36777849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
.......................................................................
xinkala
Super Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4407
წევრი No.: 1096
რეგისტრ.: 11-July 02

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:10  #36777883      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
QUOTE
ჩრდილოეთი გვაძლევს წყალს

გაზს, დენს და ბოლოს მზეს, მაშ გაუმარჯოს biggrin.gif
ლიბერალი
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6073
წევრი No.: 118390
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:11  #36777887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი


--------------------
We are scanning the scene in Tbilisi city tonight (c) James Hetfield
axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:13  #36777914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გაუმარჯოს უცნაურ ადამიანებს
ჩვენ უმრავლესობა უფრო ეგოისტები ვართ, ჩვენ შევესაბამებით იმ სტანდარტს, რომელიც გვინარჩუნებს გარკვეულ  კარიერულ წინსვლას და სტაბილურ ადგილს სოციუმში. და აბა წარმოიდგინეთ რომ ყველანი ასეთები ვიყოთ, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველა მოზარდი 10 წლის ბავშვის ჩარჩოებში დარჩენილიყო. 
აღარ გვექნებოდა მეამბოხე როკი, მეამბოხე მოდა, მეამბოხე ვარცხნილობა, მეამბოხე ხელოვნება და ჩვენ დავარცხნილებს, გაკრეჭილებს, აღარ გვექნებოდა მეამბოხე სულის ნატამალი. 
ჯვარი გვწერია! გაუმარჯოს უცნაურ ადამიანებს, რომლებიც ოპტიმალური კარიერის ტრაექტორიიდან გამოდიან თავისი ინდივიდუალიზმის სასარგებლოდ. გაუმარჯოს ჯიუტ, უცნაურ ადამიანებს.  

This post has been edited by axalirevolucia on 9 Jun 2013, 16:14
rastafari
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6490
წევრი No.: 62254
რეგისტრ.: 25-May 08

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:27  #36778089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ისევ მარტო დაგტოვეს?
...............................................

This post has been edited by rastafari on 9 Jun 2013, 16:29
KINA_LOKO
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2597
წევრი No.: 102525
რეგისტრ.: 17-October 09

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:29  #36778112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლექსი სკვინჩაზე

30 სკვინჩა .


--------------------
მრეკეთ ბოთლი თავში ქალბატონო მარგალიტა რააააა!

საქართველო მტკივა!

სამასმეერთე არაგველი.
Doktor Niemand
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8675
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:32  #36778158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ძალიან მომეწონა smile.gif

rastafari
QUOTE
ისევ მარტო დაგტოვეს?

lol.gif


--------------------
Немцы и Инопланетяне, Немцы и Тибет, Немцы и динозавры, Немцы и машина времени....Надо создать министерство по изучению немцев....ибо НЕМЦЫ это что то темное и таинственное....

-гендальф, а мордор ето направо или налево?
-налево

axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:36  #36778212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
---------------------------
კოსმოსი არა მარტო არამეგობრული გარემოა სიცოცხლისთვის, არამედ მტრულიც. დედამიჭის მაგნიტური ველი დედამიწაზე სამასჯერ დიდი სფეროა, რომელიც მზიდან მომავალ რადიაციას ისხლიტავს და ჩვენამდე არ უშვებს. კოსმოსში გაცილებით დიდი რადიაციაა ჩვენი მზის სისტემის გარეთ, და იმ დიდ და ბოროტ რადიაციას თვით მზის მაგნიტოსფერო აჩერებს. მზის მაგნოტოსფეროს უზარმაზარ სფეროში დედამოწა დაფრინავს და ის მზის მაგნიტოსფეროთია დაცული. მაშ გაუმარჯოს მზეს, რომელიც იწვის, რომელიც იხარჯება, რომელიც არამარტო გვანათებს და გვათბობს, არამედ გვიცავს მეგა გამოსხივებებისგან. 
ჯიმი ლევი
Judge Dredd


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32743
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:43  #36778291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთი გამაგებინა რას ეწევი ეგეთს რა rolleyes.gif


--------------------
მაზოხისტ იუზერს სადისტი მოდერი შეუქმნის ინტიმურ გარემოს რა პრობლემაა? © გუბაზიანი
re_vera
Non omnis moriar!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16694
წევრი No.: 104852
რეგისტრ.: 13-November 09

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:44  #36778298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

წაიკითხეთ ვინმემ?? givi.gif

QUOTE
ძირს ფიზიკა!


ოკ user posted image


--------------------
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?

axalirevolucia
Super Mishist


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20565
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:49  #36778345      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ჯიმი ლევი
QUOTE
ერთი გამაგებინა რას ეწევი ეგეთს რა

აზოტს. (80%).
ნახშირორჟანგს (2%)
ჟანგბადს ( ჰააა,ჰაააა 21%)
ჯიმი ლევი
Judge Dredd


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32743
წევრი No.: 33556
რეგისტრ.: 21-April 07

გამოგზავნილია: 9 Jun 2013, 16:55  #36778429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axalirevolucia
შენი ფერი არ მომწონს რაღაც. yawn.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0178 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]