
მინდა მოგახსენოთ ყველაფერი თამაშზე, რომელიც ამჟამად იმყოფება beta ტესტირების რეჟიმში. თამაშის სახელია - Automation და მასში თქვენ ძირითადად ქმნით საკუთარი მანქანის დიზაინს. როდესაც სრული ვერსია გამოვა, მაშინ უკვე ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის რეჟიმი (Campaign mode), რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს (მოთამაშეებს) შექმნან საკუთარი ავტომობილის კომპანია, დაამზადონ მანქანის დიზაინები და რათქმაუნდა (იმედია) გახდებიან წარმატებულები ბაზარზე.
ამჟამად თამაშის Beta ვერსია შეიცავს Sandbox-ის mod-ს, სადაც თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ძრავა (engine), პლიუს ამას გაეცნოთ ახლად დამატებულ Cosmetic body designer-ს, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს შეცვალონ მაქანის სხვადასხვა ნაწილი საკუთარი მოთხოვნების მიხედვით.
გამოსულია და არის უფასო demo ვერსია, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ I4-ის ძრავი, შეამოწმოთ ის მექანიკოსებთან და დამატებით ისარგებლოთ limited Car design demo რეჟიმით. არსებობს 2 ფასიანი პაკეტი, ესენია: Naturally Aspirated და Turbo Charged. თქვენ მიიღებთ თამაშის სრულ ვერსიას მაშინ, როდესაც შეიძენთ beta პაკეტს.
ეს თამაში არის ძალიან სახალისო და მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრით თქვენ მართლაც გაერთოებით, რადგან ჩვენ ყველანი ავტომობილების მოყვარულები ვართ.
კინაღამ დამავიწყდა... თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მანქანის ძრავი dyno-ზე, საკუთარი ხელით. ასე რომ უკანასკნელი იდიოტივით იცინოთ და ფართოდ გაიღიმოთ.
ძალიან მალე იქნება Car Designer-ის სრული ვერსიის რეალიზი (გამოსვლა), სადაც თქვენ საშუალება გექნებათ აირჩიოთ მანქანის შასის დეტალები, შასის ტიპი, ძარის პანელის მასალები და მრავალი სხვა.
თამაშის ოფიციალური საიტი:
http://automationgame.com/Livestream:
http://www.livestream.com/automationgameთამაშის გვერდი Facebook-ზე:
https://www.facebook.com/AutomationGameChanel-ი Youtube-ზე:
http://www.youtube.com/user/AutomationGame/videosთამაში დაემატა Steam-ზე:
Automation: The Car Company Tycoon Gameხშირად დასმული შეკითხვები:
Frequently Asked Questionsმე ვიცნობ თამაშის დეველოპერებს და კარგად ვიცი, რომ ისინი მუშაობდნენ ძალიან დიდხანს და ძლიერ ამ თამაშის შესაქმნელად იმის გათვალისწინებით რომ თამაშის გუნდი შედგება ძირითადად 2 ადამიანისგან. შრომა რომელიც მათ ამ თამაშის შექმნაში ჩადეს, მართლაც საკმაოდ დამღლელია და ძალიან დიდ დროსაც მოითხოვს. ასევე არ უნდა აღინიშნოს, რომ დეველოპერებმა სპეციალურად შექმნეს საკუთარი თამაშის ძრავი და არ იყენებენ გამზადებულს.
ისინი ხშირად ცდილობდნენ დაეკონტაქტონ მოთამაშეებს, რომლებიც არიან თამაშის ოფიციალურ facebook-ის გვერდზე. ერთი სიტყვით თამაშის შემქმნელები არიან ძალიან მეგობრულები. ვისაც არ სჯერა ამის, მაშინ გეტყვით, რომ - არ არის ამის ნახვა ძნელი !
ისინი ცოტა ხნის წინ (რამოდენიმე თვის წინ) გატეხა user-მა სახელად - SQL Injection, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან მალევე იქნა მოგვარებული თამაშის დეველოპერების დახმარებით.
ვფიქრობ, რომ ამ თამაშით ბევრნი გაერთობით ! სურათები და ვიდეოები იხილეთ ქვემოთ.
სურთები:



ვიდეოები: This post has been edited by sti228 on 10 Oct 2013, 00:25