გადავწყვიტე
ადრე დაწყებული თემა აქ გავაგრძელო (ალბათ ამ განყოფილებას უფრო შეესაბამება).
პირვლე რიგში აღვნიშნავ რომ მიუხედავად თავიდან ატეხილი ჟრიამულისა, ყველა მიივიწყა ეს თემა, არადა მე მგონი საკმაოდ აქტუალურია.
ყველას ვისაც გაქვთ სურვილი, გამოთქვით თქვენი აზრი და მიიღეთ მონაწილეობა ამ პროცესში.
ახლა გთავაზობთ პროგრამას რომელიც იძლევა საშუალებას მოხდეს ქართული განლაგების ოპტიმიზაცია.
ამისათვის ჩამოტვირთეთ .zip ფაილი, გახსენით ისე რომ შიგა სტრუქტურა არ დაარღვიოთ (ქვედირექტორიები). გაუშვით პროგრამა "KeybStat.exe" და დააჭირეთ ღილაკს "Run".
დაიწყება ოტიმიზაციის პროცესი და დაბლითა შუა ველში (დიდ ციფრები) დაინახავთ თუ როგორ იმატებს განლაგების უპირატესოპბა საწყისთან შედარებით (პროცენტულად).
თუ დააჭერთ ღილაკს "Show Best Layout" დაინახავთ მიმდინარე საუკეთესო განლაგებას (საჭიროა ფონტი Geo_Arial). თუ განლაგების ფორმაზე ველში "Refresh Inter." ჩაწერთ რაიმე დადებით რიცხვს, მაშინ დაინახავთ თუ რა განლაგებებზე მიდის მუშაობა (ჩაწერილი რიცხვის ინტერვალით).
Out ფოლდერში ინახება მიღებული განლაგებები (განლაგების ფაილში პირველი რიცხვი არის მისი შედარებითი მაჩვენებელი). თუ განლაგების ფაილს დააგდებთ ფორმაზე (DragDrop) მაშინ დაინახავთ ამ განლაგებას და მის მახასიათებლებს (შესაძლოა რამდენიმე განლაგების ერთად მონიშვნა და დაყრა).
შესაძლოა თვლის შეჩერება ("Stop") პროგრამის დახურვა და შემდეგ გაგრძლება
ახლა მთავარი !
იწყება კონკურსი!!! ვინც მიიღებს საუკეთესო პროცენტულ მაჩვენებელს დაჯილდოვდება ღირსების ორდენით!!! (ეხლახან ველაპარაკე ედიკას მობილზე)
აქამდე რეკორდი არის 93%
აბა თვენ იცით ეხლა გამოჩნდება სიტყვის გარდა საქმეც თუ შეგიძლიათ