ძალიან მიყვარს ეს ამფიბია და მინდა რომ მყავდეს სახლში, აკვარიუმში.

ხოდა, ერთი ტოპიკი მივუძღვნათ ბაყაყს
გყავთ ისე ვინმეს ბაყაყი სახლში?
ბაყაყი (Rana), უკუდო ამფიბიების გვარი ბაყაყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია (ბაყაყი-გოლიათი 325 მმ სიგრძისაა). საქართველოში გვხვდება ტბის ბაყაყი (Rana ridibunda) ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აყრია. ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად. აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება უმთავრესად მწერებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ფრინველების ბარტყებით, ბიგებით და ამფიბიების ახალგაზრდა ფორმებით. ზამთრობს წყალსატევების ფსკერზე. დებს 9000-მდე ქვითირს. ტბის ბაყაყის თავკომბლების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში;
მცირე აზიური ბაყაყი (Rana macrocnemis) ზემოდან ღია მურა, წენგოსფერი ან ყავისფერია და მუქი ლაქები აქვს. მუცელი უხალებოა, ვარდისფერი ან მონარინჯისფრო-წითელი. გავრცელებულია მზირე აზიაში, ამიერკავკასიაში და წინაკავკასიაში. ბინადრობს მთის ტყეებში, ტყე-სტეპებში და ალპურ მდელოებზე. ზღვის დონიდან 3000 მ-მდე. წყალს დიდ მანძილზე არ შორდება. იკვებება წვრილი უხერხემლოებით.
2007 წელს ჰიროსიმას მეცნიერებმა შექმნეს გამჭვირვალე ბაყაყი, პირველი ოთხფეხა გამჭვირვალე არსება. როგორც მეცნიერები აცხადებენ, გამჭვირვალე კანიანმა ბაყაყებმა, შესაძლოა, ფართო გამოყენება პოვონ სამეცნიერო კვლევებში, რადგან კარგად ჩანს ამ ამფიბიის სისხლძარღვები, კუჭ–ნაწლავი და გული მისი გაკვეთის გარეშეც.
საქართველოში გავრცელებულია კუდიანი ამფიბიების 3 სახეობა — მცირეაზიული ტრიტონი (Triturus vittatus), სავარცხლიანი ტრიტონი (Triturus cristatus) და კავკასიური სალამანდრა (Mertesiella caucasica).
მოკლეთავა ბაყაყისებრნი (Brachycephalidae), უკუდო ამფიბიების ოჯახი. სხეულის სიგრძე 4 სმ-მდეა. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ხმელეთის ან მეხეური ფორმებია. ოჯახში 3 ქვეოჯახია: რინოდერმები, მეხეური ბაყაყები და საკუთრივ მოკლეთავა ბაყაყები, რომელთა გვარი ატელოპი (Stelopus) გამოირჩევა ჭრელი გამაფრთხილებელი შეფერილობით. კანის ჯირკვლების სეკრეტი შხამიანია.
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ამფიბიები
რიგი: უკუდო ამფიბიები
ოჯახი: მოკლეთავა ბაყაყისებრნი
bაყაყისებრნი (Ranidae), უკუდო ამფიბიების ოჯახი. აერთიანებს 400-ზე მეტ სახეობას. გავრცელებულია თითქმის მთელ მსოფლიოში, ახალი ზელანდიისა, ავსტრალიის, პოლარული ქვეყნების, სამხრეთ ამერიკის უკიდურეს სამხრეთ ნაწილისა და ოკეანიის ზოგი კუნძულის გარდა. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა. ამ ოჯახის წარმომადგენლებს კბილები მხოლოდ ზედა ყბებზე აქვს, გავის მალის განივი მორჩები ცილინდრული ან ოდნავ გაგანივრებულია. ფალანგებს არ გააჩნია ჩანართი ხრტილები. საქართველოში თითქმის ყველგაა ტბის ბაყაყი, ზოგ ადგილას ბინადრობს კავკასიური ბაყაყი და ამიერკავკასიური ბაყაყი. იკვებებიან მწერებით, ჭიებით, პატარა თევზებითა და ამფიბიებით, ლიფსიტებითა და თავკომბალებით. ანადგურებენ მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვთ, მაგრამ ლიფსიტებისა და პატარა თევზების მოსპობით თევზის მეურნეობას ზიანს აყენებენ. საყურადღებოა გოლიათი ბაყაყი, რომლის სხეულის სიგრძე 32-49 სმ აღწევს, ხოლო წონა – 3,5 კგ. უკუდო ამფიბიებს შორის იგი უდიდესია; გვხვდება ტროპიკულ აფრიკაში (უმეტესად კამერუნში). აღსანიშნავია აგრეთვე ხარბაყაყი, რომლის სხეულის სიგრძე 20 სმ აღწევს, ხოლო უკანა ფეხებისა – 25 სმ. იწონის 600 გ-მდე. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში. დიდი ზომის ბაყაყები იკვებებიან თევზებით, წვრილი ბაყაყებით, წყლის გველებით, წყლის ფრინველის (იხვებისა და სხვა) მართვეებით, პატარა ძუძუმწოვრებით, აგრეთვე ნაირგვარი უხერხემლო ცხოველებით. სასარგებლო ცხოველების განადგურებით აზარალებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ბაყაყისებრთა ოჯახის ზოგ სახეობას იყენებენ საკვებად. განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში.
გერმანელი ბაყაყის მოკვლისთვის გაასამართლეს
გერმანიაში, კრეფელდის სასამართლოში, 47 წლის მამაკაცი მეზობლის ბაყაყის მოკვლისთვის გაასამართლეს. პოლიციამ დაადგინა, რომ ბაყაყი საფანტის თოფით მოკლეს.
მოკლული ბაყაყი მამაკაცის მეზობელს, ანდრეას ვან შტრელენს ეკუთვნოდა. მათ შორის უკვე დიდი ხანია კონფლიქტია - მამაკაცი მუდმივად უკმაყოფილო იყო იმით, რომ მეზობლის ბაყაყები ღამღამობით ყიყინებდნენ და დაძინებაში ხელს უშლიდნენ.
ბაყაყის გვამი მეპატრონემ გაყინა, პოლიციაში ნივთმტკიცების სახით წარადგინა და მეზობელი საკუთარი ქონების დაზიანებაში დაადანაშაულა. ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციელებმა იარაღი ამოიღეს.
გერმანიელი იარაღის უკანონო შენახვისთვის 1500 ევროთი დააჯარიმეს. რაც შეეხება ბაყაყის მოკვლას, მამაკაცს უდანაშაულობის პრეზუმპცია
იცავს. სასამართლოზე განაცხადეს, რომ ბაყაყის მოკვლის საქმის გამოძიების გარეშე მამაკაცს განაჩენს ვერ გამოუტანენ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მისთვის ჯარიმა სრულიად საკმარისია.
ბაყაყის მეპატრონემ კი განაცხადა, რომ მის ბაყაყს ფიზიკური ნაკლი ჰქონდა - ის მუნჯი იყო და მეზობელმა უსამართლოდ მოკლა.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/mozaika/36150-germane...l#ixzz2GUO5riM9
This post has been edited by Mark Zuckerberg on 30 Dec 2012, 03:08
მიმაგრებული სურათი