ნაწილი I-
ვარსკვლავური ომები / Star Warsნაწილი II-
ვარსკვლავური ომები//star warsვარსკვლავური ომები: ეპიზოდი I - ფარული საფრთხე
გამოშვების წელი: 1999
ქვეყანა: აშშ
სლოგანი: “ყველა საგას აქვს დასაწყისი”
რეჟისორი: ჯორჯ ლუკასი
სცენარისტი: ჯორჯ ლუკასი
პროდიუსერი: ჯორჯ ლუკასი, რიკ მაკკალუმი
ოპერატორი: დევიდ ტეტერსოლი, ნიკოლას დ. ნოულენდი
კომპოზიტორი: ჯონ უილიამსი
დისტრიბუტორი: 20 Century Fox
როლებში: ევან მაკგრეგორი, ნატალი პორტმანი, ლიამ ნილსონი, ჯეიკ ლოიდი...
ჟანრი: ფანტასტიკა, ფანტაზია, სათავგადასავლო...
ბიუჯეტი: 115 000 000 დოლარი
მარკეტინგი: 15 000 000 დოლარი
შემოსავალი ამერიკაში- 431 088 301 დოლარი, მსოფლიოში- 493, 229 257
ჯამური შემოსავალი: 924 317 558
ვარსკვლავური ომების წელთაღრიცხვით 32 წელი იავინის ბრძოლამდე მოვლენები ვითარდება მშვიდობიან და წარმატებულ პლანეტა ნაბუზე, რომელიც არაკანონიერად ბლოკირებული აქვს სავაჭრო ფედერაციას. საკითხში გასარკვევად გალაქტიკური რესპუბლიკის კანცლერი ჯედაი ოსტატ კვაი-გონ ჯინს და მის პადავან ობი-ვან კენობის გზავნის სავაჭრო ფედერაციის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. თუმცა მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. სავაჭრო ფედერაციის ხელმძღვანელი ვიცე-მეფე ნურ განრეი მბრძანებელ სიდიუსის ბრძანებით გადაწყვიტავს ჯედაების მოკვლას და შეჭრას პლანეტა ნაბუზე, რის გამოც კონფლიქტში მოვა ნაბუს დედოფალ პადმე ამიდალასთან, ვის გადარჩენასაც და გალაქტიკის გულში კორუსანტზე ჩაყვანას ჯედაები გადაწყვეტენ.
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი II – კლონების იერიში
გამოშვების წელი: 2002
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: ჯორჯ ლუკასი
სცენარისტი: ჯორჯ ლუკასი, ჯონათან ჰეილსი
პორდიუსერი: ჯორჯ ლუკასი, რიკ მაკკალუმი
ოპერატორი: დევიდ ტეტერსოლი
კომპოზიტორი: ჯონ უილიამსი
დისტრიბუტორი: 20 Century Fox
როლებში: ივან მაკგრეგორი, ჰეიდენ კრისტენსენი, ნატალი პორტმანი, სამუელ ელ ჯექსონი, კრისტოფერ ლი...
ჟანრი: ფანტასტიკა, ფანტაზია, სათავგადასავლო...
ბიუჯეტი: 115 000 000 დოლარი
მარკეტინგი: 25 000 000
შემოსავალი ამერიკაში 310 676 740, მსოფლიოში 338 721 588
ჯამური შემოსავალი: 649 398 328
ფილმის ამ ნაწილში მოქმედება ვითარდება 10 წლის შემდეგ ცნობილი საგის პირველი ეპიზოდიდან. რესპუბლიკა უფრო ღრმად ეფლობა წინააღმდეგობების და ქაოსის უფსკრულში. სეპარატისტების მოძრაობა, რომელიც წარმოგდენილია ასობით პლანეტით და უძლიერესი კორპორაციის ალიანსით, საშიშროებას ქმნის გახდეს გალაქტიკისთვის ახალი საშიშროება, რომელთან გამკლავებაც მარტო ჯედაებს არ შეუძლიათ. უკვე მომწიფებული კონფლიქტი, ადრე დაგეგმილი ძლიერი მაგრამ ჯერ-ჯერობით გამოუაშკარავებელი ძალის მიერ, რომელსაც ყველაფერი მიჰყავს კლონების ომისკენ და რესპუბლიკის დასასრულისკენ. უმაღლესი კანცლერი პალპატინი აღწევს ძალაუფლების კონსოლიდაციას თავის ხელში და გასცემს ბრძანებას რესპუბლიკის ჯარის შექმნის, რომლებიც დაეხმარებოდნენ მცირეოდენ ჯედაებს ბრძოლაში მათთზე ბევრად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან.
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი III – სითების შურისძიება
გამოშვების წელი: 2005
ქვეყანა: აშშ
სლოგანი: “საგა დასრულდა”
რეჟისორი: ჯოჯრ ლუკასი
სცენარისტი: ჯორჯ ლუკასი
პროდიუსერი: ჯორჯ ლუკასი, რიკ მაკკალუმი
ოპერატორი: დევიდ ტეტერსოლი
კომპოზიტორი: ჯონ უილიამსი
დისტრიბუტორი: 20 Century Fox
როლებში: ნატალი პორტმანი, ივან მაკგრეგორი, ჰეიდენ კრისტენსენი, ფრენკ ოუზი, სამუელ-ელ ჯექსონი...
ჟანრი: ფანტასტიკა, ფანტაზია, სათავგადასავლო
ბიუჯეტი: 113 000 000
შემოსავალი ამერიკაში 380 270 577, შემოსავალი მსოფლიოში 469 727 028
ჯამური შემოსავალი: 849 997 605
მეორე ეპიზოდში აღწერილი მოვლენებიდან გასულია 3 წელი. ენეკინი საბოლოოდ გადადის ძალის ბნელ მხარეს და ხდება დარტ ვეიდერი. რესპუბლიკა იღუპება და მის ადგილს გალაქტიკური იმპერია იკავებს. ჯედაები კონტროლს კარგავენ გალაქტიკაზე და ფაქტიურად სრულად ნადგურდებიან. ამ ყველაფრის უკან უმაღლესი კანცლერი პალპატინი დგას, რომელიც იმპერიის იმპერატორი ხდება. ყველა ეს მოვლენა განვითარდება გრანდიოზული ბრძოლის ფონზე, კლონების ომის ცნობილი ფინალით...
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV – ახალი იმედი
გამოშვების წელი: 1977
ქვეყანა: აშშ
სლოგანი: “მოდის თქვენს გალაქტიკაში ამ ზაფხულს”
რეჟისორი: ჯორჯ ლუკასი
სცენარისტი: ჯორჯ ლუკასი
პროდიუსერი: გარი კურცი, ჯორჯ ლუკასი, რიკ მაკკალუმი
ოპერატორი: გილბერტ ტეილორი
კომპოზიტორი: ჯონ უილიამსი
კინოკომპანია: 20 Century Fox
როლებში: მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი, ჯეიმს ერლ ჯონსი...
ჟანრი: ფანტასტიკა, ფანტაზია, სათავგადასავლო
ბიუჯეტი: 11 000 000
შემოსავალი ამერიკაში 460 998 007, შემოსავალი მსოფლიოში 314 400 000
ჯამური შემოსავალი: 775 398 007
ტატუინი-პლანეტა უდაბნო, უკვე დაბერებული ობი-ვან კენობი შველის ახალგაზრდა ლუკ საკიოუკერს, როდესაც ის ცდილობს იპოვოს დაკარგული დროიდი და თავს უდაბნოს კაცები ესხმიან. ამ მომენტიდან ლუკი ხვდება რომ მისი ნამდვილი მიზანი ჯედაი-რაინდად გახდომაა. ამ პერიოდში გალაქტიკაში მძვინვარებს სამოქალაქო ომი, აჯანყებულების ჯარი იბრძვის ბოროტი იმპერატორის ძალების წინააღმდეგ, ლუკს და ობი-ვანს უერთდება პილოტი-დაქირავებული კონტრაბანდისტი ჰან სოლო მათ თან ორი დროიდი ერ2-დი2 და სი-ტრი-პიო ახლავთ, ეს არაჩვეულებრივი გუნდი მიემგზავრება აჯანყებულების წინამძღოლის პრინცესა ლეიას საძებნელად. გმირებს მოუწევთ ბრძოლა ბოროტ დარტ ვეიდერთან იმპერატორის მარჯვენა ხელთან და მის საიდუმლო იარაღთან “სიკვდილის ვარსკვლავთან”.
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი V – იმპერიის საპასუხო დარტყმა
გამშვების წელი: 1980
ქვეყანა: აშშ
სლოგან: “ბრძოლა გრძელდება...”
რეჟისორი: ირვინ კეშნერი
სცენარისტი: ჯორჯ ლუკასი, ლი ბრეკეტი, ლოურენს კეზდანი
პროდიუსერი: ჯიმ ბლუმი, გარი კურტცი, ჯორჯ ლუკასი
ოპერატორი: პიტერ სუშიცკი
კომპოზიტორი: ჯონ უილიამსი
დისტრიბუტორი: 20 Century Fox
როლებში: მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი...
ჟანრი: ფანტასტიკა, ფანტაზია, სათავგადასავლო
ბიუჯეტი: 18 000 000
შემოსავალი ამერიკაში 290 475 067, შემოსავალი მსოფლიოში 247 900 000
ჯამური შემოსავალი: 538 375 067
3 წელი იავინის ბრძოლის შემდეგ აჯანყებულების მძიმე პერიოდია დამდგარი. მიუხედავად იმისა რომ სიკვდილის ვარსკვლავი განადგურდა, იმპერიის ძალებმა შესძლეს აჯანყებულების თავიანთი ბაზიდან გამოდევნა და მისდევენ მათ მთელს გალაქტიკაში. იმპერიის საშიშ ფლოტთან შეხვედრის თავიდან ასაცილებლად, თავისუფლებისათვის მებრძოლმა ჯგუფმა ლუკ სკაუოუკერის მეთაურობით შექმნა ახალი ბაზა შორეულ ყინულოვან პლანეტა ჰოტზე. გაბოროტებულმა დარტ ვეიდერმა სურვილით შეიპყროს ახალგაზრდა სკაიოუკერი გაგზავნა ათასობით მზვერავი ზონდი გალაქტიკის ყველაზე შორეულ ადგილებში მათი ახალი ბაზის აღმოსაჩენად...
ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VI – ჯედაის დაბრუნება
გამოშვების წელი: 1983
ქვეყანა: აშშ
სლოგანი: “საგა გრძელდება”
რეჟისორი: რიჩარდ მარკვანდი
სცენარისტი: ჯორჯ ლუკასი, ლოურეს კეზდანი
პროდიუსერი: ჯიმი ბლუმი, ჯორჯ ლუკასი
ოპერატორი: ალან ჰიუმი, ალეკ მილზი
კომპოზიტორი: ჯერი ჰეი, ჯონ უილიამსი, ჟოზეფ უილიამსი
დისტრიბუტორი: 20 Century Fox
როლებში: მარკ ჰემილი, ჰარისონ ფორდი, კერი ფიშერი...
ჟანრი: ფანტასტიკა, ფანტაზია, სათავგადასავლო
ბიუჯეტი: 32 500 000
შემოსავლები ამერიკაში 309 306 177, შემოსავლები მსოფლიოში 165 800 000
ჯამური შემოსავალი: 475 106 177
ლუკ სკაიოუკერი ბრუნდება მშობლიურ პლანეტა ტატუინზე თავისი მეგობრის ჰან სოლოს გადასარჩენად საძაგელი დამნაშავის ჯაბა ჰატის კლანჭებიდან. გალაქტიკური იმპერია კი კვლავ ქმნის “სიკვდილის ვარსკვლავს” უფრო ძლიერს და საშინელს ვიდრე პირველი იყო. გმირები შეეცდებიან ხელი შეუშალონ იმპერიას იარაღის შექმნაში, რადგან თუ დასრულდა მშენებლობა ეს აჯანყებულებისთვის სიკვდილის მომასწავებელი იქნება და ვეღარ შეძლებენ დაუბრუნონ გალაქტიკას თავისუფლება...
ასევე ანიმაციური სლურმეტრაჟიანი ფილმი "კლონების ომი" რომელშიც მოთხრობილია პერიოდი II და III ეპიზოდებს შორის და მისი გაგრძელება სერიალი.
ესეც სერიალი გადმოსაწერი ლინკი:
http://lostfilm.tv/browse.php?cat=96ჯერ მხოლოდ 2 სეზონია გამოსული და წლის ბოლოსთვის 3 სეზონიც იქნება.
გადმოსაწერი ლინკი:
http://allmovies.ge/ge/index.php#search/0:0/star%20warsოფიციალური ლინკები:
http://www.starwars.comhttp://www.lucasfilm.com/http://www.lucasarts.com/სხვა ლინკები:
http://starwars.wikia.com/http://holonet.ru/http://swcomics.ru/http://www.swkotor.ru/ასევე ვარსკვლავური ომების ფანები ველოდებით ორი თამაშის გამოსვლას ერთ-ერთი ონლაინ თამაში იქნება, რომელზეც შემქნელები დიდ იმედებს ამყარებენ.
ესეც თამაშების ოფიციალური საიტები:
TFU II-
http://www.lucasarts.com/games/theforceunl...game/index.htmlSWTOR-
http://www.swtor.com/ესეც ყველაზე ხშირად მპოსტავთა ათეული:
Qlunchxilycanabout:blankM-A-S-E-R-A-T-IlayneLucasArtRoverandomM_SchumacherDrakulaVa_P.S. დავამატებ რომ ვისაც დაინტერესებს ვარსკვლავური ომების ყურება ჩემი რჩევა იქნება პირველად ამ თანმიმდევრობით ნახოს:
IV, V, VI, I, II, III.
P.S.S იმედია თემა მოგეწონებათ თქვენი მონა-მორჩილი
Jedi Qlunchxiეს მუსიკაც
about:blank mirCia fonad.
This post has been edited by Qlunchxi on 7 Aug 2010, 22:43