=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=
კიდევ და კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თითოეული თქვენთაგანის შემობრძანება ყველასათვის საყვარელი თემის IX ნაწილში.
ბევრი ვიფიქრეთ მე და
Qlunchxi-იმ, როგორი სახით გაგვეკეთებინა ეს ნაწილი და ერთობლივი იდეებითა და ძალისხმევით შევადგინეთ შემდეგი ფორმატი: ვინაიდან არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, ამ თემაში აქტიურად მპოსტავთა უმრავლესობამ დიდ ეკრანზე ვიხილეთ "კლონთა ომების" შესანიშნავი ტრილოგია, რომელიც ვარსკვლავური ომების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს - თვით ძალას შეეხებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ თემის ამ ნაწილში ყურადღება სწორედ აღნიშნულ საკითხზე გაგვემახვილებინა. შედეგად, წარმოგიდგენთ ძალზედ საინტერესო სტატიას, რომელიც სწორედ ძალის საკითხს ეხება. სტატიის შემდეგ კი შეგიძლიათ გაეცნოთ რამდენიმე ამონარიდს ნათარგმნებიდან, რომლებიც ძალას და, ასევე, მიდიქლორიანებს უკავშირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნათარგმნები ბევრს ადრე წაკითხული აქვს, მაინც, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ გადაკითხვა, თანაც, რამდენიმე ისეთი წევრია, ვინც იმ პერიოდში არ პოსტავდა აქ და შესაძლოა არც ჰქონდეთ წაკითხული.
წინა ნაწილებისაგან განსხვავებით, ეს ნაწილი უფრო მცირე მოცულობისაა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ყოველთვის ზედმეტად გადავსებაც არაა სასურველი.
ყველა ვარიანტში, ვიმედოვნებთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩებით.
ამრიგად, წაიკითხეთ და ისიამოვნეთ.
=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=
ძალის საიდუმლოებანი„ძალა განვითარდა სხვადასხვა მიმართულებითა და კუთხით“, თქვა ჯორჯ ლუკასმა „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ პუბლიცისტ ალან არნოლდისათვის მიცემულ ინტერვიუში 1979 წელს. „მე დავიწყე ყველა რელიგიის არსის გაგება, რაზეც ვფიქრობდი, რომ იყო ძირითადი იდეა, საერთო ყველა რელიგიისთვის და საერთო ადვილი აზროვნებისთვის. მინდოდა განმევითარებინა ის, რაც იყო კონფესია, მაგრამ თავისი სახით ის ჯერ კიდევ რელიგიურ რეალობას წარმოადგენდა“.
ბევრი დაგვეთანხმება, რომ ძალის იდეა განასხვავებს ვარსკვლავურ ომებს ჩვეულებრივი კოსმოსური თავგადასავლებისაგან, ეს ვარსკვლავური ომების მითოსის გულია, სულიერი განზომილება კლასიკური ამბავისა, რომელიც შორეულ, შორეულ გალაქტიკაში ხდება. კლონთა ომების უკანასკნელმა ეპიზოდებმა - მორტისის ტრილოგიამ, რომელიც „მორტისის მოჩვენებებით“ დასრულდა - ფანებს საშუალება მისცა ჩაეხედათ ძალის საიდუმლოებებში, რაც საშუალებას გვაძლევს ნათელი სურათი შევქმნათ ძალაზე, რომელიც გაფანტულია ლუკასის მთელს საგაში.
ჩვენ შევკრიბეთ ციტატები, სადაც ლუკასი განსაზღვრავს ძალის კონცეფციას, დაწყებული 1975 წლის „ახალ იმედში“ ყველაზე ადრეული ხსენებით, დამთავრებული 1999 წელს მიდიქლორიანების წარდგენით, კონცეპცია, რომელიც ლუკასმა ფაქტობრივად 1977 წელს ისტორიის განხილვის დროს შექმნა:
1975 წელი:(შენიშვნა: მომდევნო ორი ნაწყვეტი „ახალი იმედის“ ადრეული პროექტიდან მოდის, სადაც ძალა განისაზღვრებოდა ორ ნაწილად: აშლა - სახელი, რომელიც შემდეგში ასოკას პერსონაჟისთვის განიხილებოდა - და ბოგანი. ორივე მათგანი დაკავშირებული იყო თალისმანთან, რომელსაც „კიბერ კრისტალი“ ეწოდებოდა. ეს კონცეპტი საბოლოოდ ამოღებული იქნა სცენარიდან).
„...სხვების ძალა“ შედგება ორი ნაწილისაგან: აშლა - კარგი, და ბოგანი, პარაძალა ან ბოროტი ნაწილი. საბედნიეროდ, წმინდა ადამიანმა, სახელად სკაიოუკერი, შეიცნო კეთილი ნაწილი და შესაძლებლობა ჰქონდა პარაძალისთვის წინააღმდეგო გაეწია, მაგრამ ის მიხვდა, როდესაც ასწავლიდა სხვებს აშლას შესაძლებლობებს, ზოგიერთს, ნაკლები ძალის მქონეს, შესაძლოა შეეცნო ბოგანი, ბნელი მხარე, და სამყაროსთვის წარმოუდგენელი ტანჯვა მოეტანა“, - ლუკის დიალოგი, „ვარსკვლავური ომები: სტარკილერის თავგადასავალი“ (მეორე პროექტი, 1975 წლის 28 იანვარი).
„ჯედაის შეუძლია გამოიყენოს კიბერ კრისტალი, რათა აშლას ძალა ასჯერ გააძლიეროს, მაგრამ გახსოვდეთ, იგი შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას ბოგანის ძალის გასაძლიერებლად... ის არ უნდა მოხვდეს სითების ხელში... ისინი მის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებენ“, - ოუენის დიალოგი, „ვარსკვლავური ომები: სტარკილერის თავგადასავალი“ (მეორე პროექტი, 1975 წლის 28 იანვარი).
1976 წელი:„ძალა ისაა, რაც ჯედაებს ძალაუფლებას აძლევს. ეს არის ენერგიის ველი, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება ქმნის. ის ჩვენ გარშემოა და აღწევს ჩვენში. ის გალაქტიკას აერთიანებს“. - ობი-ვანის დიალოგი, „ვარსკვალვური ომები: ახალი იმედის“ სცენარი (საბოლოო).
1977 წელი:„მე მივედი დასკვნამდე, რომ არსებობს უფრო დიდი ძალა, ვიდრე ადამიანი. მას ადამიანები მართავენ და იგი ადამიანებს მართავს. იმას ვამბობ, რომ წმინდა სული დიდ ენერგეტიკულ ველთან არის დაკავშირებული, რომლის შეცნობასაც დაიწყებდით იმ შემთხვევაში, თუ უკან დაბრუნდებოდით და საკუთარ თავს წმინდა მნიშვნელობით შეხედავდით“, - ამონარიდი 1977 წლის ინტერვიუდან, რომელიც „ვარსკვლავური ომების შექმნაში“ (The Making of Star Wars) გამოქვეყნდა.
„ძალა ნამდვილად შეგრძნების საშუალებაა; ეს სიცოცხლესთან ყოფნის საშუალებაა. მას არანაირი კავშირი აქვს იარაღთან. ძალა შესაძლებლობას გაძლევთ, გქონდეთ ექსტრასენსორული აღქმა და შეგეძლოთ ნივთების დანახვა და მათი გაგონება, აზრების წაკითხვა და საგნების აწევა (ლევიტაციის უნარი). ნათქვამია, რომ გარკვეული არსებები ძალისადმი უფრო მაღალი მგრძნობიარობით იბადებიან, ვიდრე ადამიანები. მათი ტვინი განსხვავებულია; მათ უჯრედებში მეტი მიდიქლორიანია“, - ამონარიდი 1977 წლის ინტერვიუდან, რომელიც „ვარსკვლავური ომების შექმნაში“ (The Making of Star Wars) გამოქვეყნდა.
„სიცოცხლის აქტი ძალის ველს, ენერგიას წარმოქმნის. ეს ენერგია ჩვენ გარშემოა; როდესაც ვკვდებით, ეს ენერგია დანარჩენ ენერგიას უერთდება. სამყაროში ენერგიის უზარმაზარი მასა არსებობს, რომელსაც კარგი მხარე და ცუდი მხარე აქვს. ჩვენ ძალის ნაწილი ვართ, ვინაიდან ვაგენერირებთ სიძლიერეს, რომლითაც ძალა საზრდოობს და რაც მას ცოცხლად ხდის. როდესაც ვკვდებით, ამ ძალის ნაწილი ვხვდებით, ამდაგვარად, ბოლომდე არასდროს ვკვდებით; ჩვენ ცხოვრებას ვაგრძელებთ როგორც ძალის ნაწილი“, - ლუკასის სიტყვები 1977 წლის „იმპერიის“ ისტორიის კონფერენციის ჩანაწერებიდან „Star Wars: The Annotated Screenplays“-სათვის.
1979 წელი:„რამდენადაც ჩემი მოკავშირე ძალაა. და გავლენიანი მოკავშირეა იგი. სიცოცხლე ქმნის და ზრდის მას. მისი ენერგია ჩვენ გარშემოა და იგი გვაკავშირებს. დიადი არსებებები ვართ ჩვენ... (იოდამ ლუკის მხარს ხელი მოუჭირა). შენ უნდა შეიგრძნო ძალა შენ გარშემო. აქ, შენს... ჩემს... ხეს შორის... ყველგან! დიახ, ამ მიწასა და იმ ხომალდს შორისაც კი!“ - იოდას დიალოგი, „იმპერიის საპასუხო დარტყმის“ სცენარი.
1980 წელი:„ძალას ორი მხარე აქვს. იგი არაა ღვარძლიანი ან კეთიმოსურნე რამ. მას აქვს ცუდი მხარე, რომელიც მოიცავს სიძულვილსა და შიშს, და მას აქვს კარგი მხარე, რომელიც მოიცავს სიყვარულს, ქველმოქმედებას, სამართლიანობასა და იმედს. თუ ამას კარგად იყენებ, შეგიძლია მომავლისა და წარსულის დანახვა; შეგიძლია წაკითხული აზრების დახარისხება, შეგიძლია ლევიტაციის განხორციელება და ამ ფსიქიკური ენერგიის მთელი სამყაროს გამოყენება“, - ჟურნალი “Time” (1980 წლის მაისი).
1999 წელი:„მიდიქლორიანები - მიკროსკოპული სიცოცხლის ფორმა, რომელიც ყველა ცოცხალ უჯრედში ცხოვრობს და ძალას ეკონტაქტება... მიდიქლორიანების გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა და ჩვენ ძალის არანაირი ცოდნა გვექნებოდა. ისინი უწყვეტად გვესაუბრებიან და ძალის სურვილზე გვიამბობენ“, - კვაი-გონ ჯინის დიალოგი, „ფარული საფრთხის“ სცენარი.
„მიდიქლორიანების შემოღება მოწყობილობის სახით რაღაცაა, რაც დასაწყისიდანვე არსებობდა, მაგრამ ნამდვილად არასდროს მქონია დრო იმისათვის, რომ რაიმე ახსნა მომეცა... რატომაა ძალა უფრო ძლიერი ზოგიერთ ადამიანთან და რატომაა ნაკლებად ძლიერი სხვებთან. მე აგრეთვე მომეწონა სიმბიოზური ურთიერთობის იდეა, რაც ასევე განუწყვეტელი თემაა მთელს ფილმში, რომ არსებობს სიცოცხლის ფორმის სრულიად განსხვავებული რასა, რომელიც შენს სხეულში ცხოვრობს. იგი მთლიანად დამოუკიდებელია შენგან, მაგრამ გარკვეული გავლენა აქვს შენზე“ – I ეპიზოდის DVD-ის კომენტარი.
„I ეპიზოდსა და „ვარსკვლავური ომების“ ყველა ფილმში უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიაა ბალანსი სიკეთესა და ბოროტებას შორის. თავად ძალა, თავის მხრივ, ორ მხარედ იყოფა: სასიცოცხლო ძალა და უფრო დიდი, კოსმოსური ძალა. სასიცოცხლო ძალა სხვა ცოცხალი არსებებისადმი მგრძნობიარეს გხდით, განიჭებთ ინტუიციას, შესაძლებლობას გაძლევთ, წაიკითხოთ სხვა არსებების აზრები და ა. შ. მაგრამ უფრო დიდ ძალას ბედისწერასთან აქვს კავშირი. ძალასთან ურთიერთქმედებით თქვენ საკუთარი ბედისწერა შეგიძლიათ იპოვოთ, შემდეგ კი აირჩიოთ, გაუყვეთ მას თუ არა“, - „ვარსკვლავური ომები: I ეპიზოდის შექმნა“ (წიგნი).
=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=
ძალა„ძალა ის არის, რაც ჯედაის ძლევამოსილებას ანიჭებს. ეს ენერგეტიკული ველია, რომელიც ყველა ცოცხალი არსების მიერ იქმნება. იგი ჩვენს გარშემოა და გამსჭვალულია ჩვენში. იგი სამყაროს აკავშირებს“, -
ობი-ვან კენობი.
ძალა - ეს არის ზებუნებრივი, ყველგან მყოფი, დამაკავშირებელი ენერგია, რომელსაც ჯედაებისა და სითების სასულიერო ორდენები იყენებდნენ. ჯედაი ოსტატმა ობი-ვან კენობიმ ძალა დაახასიათა, როგორც „ენერგეტიკული ველი, რომელიც ყველა ცოცხალი არსების მიერ იქმნება“, ზოგიერთი კი ძალად სუბსტანციას მიიჩნევდა, რომელსაც გრძნობისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი შესწევდა (ფაქტობრივად, ღვთაების მსგავსად), იმ დროს, როცა სხვებს ძალა ეგონათ ისეთი რაღაც, რაც შეიძლება გაკონტროლდეს, ასევე გამოყენებულ იქნეს ინსტრუმენტის სახით.
გონიერი არსებებისათვის ნებისმიერი ინდივიდუმის ძალის პოტენციალი მიდიქლორიანების დონით განისაზღვრებოდა. იმ დროს, როცა ჯედაებიც და სითებიც ძალას სიძლიერის მისაღებად იყენებდნენ, ძალის გამომყენებელთა სხვა ჯგუფები და ძალის გაგების განსხვავებული ვარიანტი იმდენივე არსებობდა, რამდენიც ძალით სარგებლობის ხერხიც.
ძალის განსაზღვრება„ძალა საიდუმლოა უსასრულო. გაგება მრავალი რამისა გველის ჩვენ“, -
იოდა.
ძალას ოთხი ასპექტი ახასიათებს:
ნათელი მხარე,
ბნელი მხარე,
ერთიანი ძალა და
ცოცხალი ძალა (მეორე ვარიანტი -
სასიცოცხლო ძალა). პირველი ორი ასპექტი ეხება ძალის ზნეობრივ გამოვლინებებს სხვადასხვა სფეროში. ძალის ნათელი მხარე შეესაბამება სარგებელს, განკურნებასა და კეთილმოსურნეობას, მაშინ, როცა ბნელი მხარე ასოცირდება შიშთან, სიძულვილთან, აგრესიასთან და არაკეთილმოსურნეობასთან. შემდეგი ორი ასპექტი გამოიყოფა, როგორც ჯედაების ფილოსოფიის ცალკეული ნაკადები. ერთიანი ძალა მთლიანად მოიცავს სივრცესა და დროს მათ უწყვეტ კავშირში. ცოცხალი ძალა ურთიერთქმედებს ყოველი ცოცხალი არსების ენერგიასთან. ზოგიერთი ჯედაისთვის „ძალა არის სიცოცხლე, ხოლო სიცოცხლე - ძალა“. მიუხედავად იმისა, რომ ძალა ამგვარად კლასიფიცირდება, არ არსებობს სპეციფიკური შესაძლებლობები ან უნარები, რომლებიც ამა თუ იმ სწავლების მიმდევრები გამოიყენებდნენ; ნაწილობრივ, ძალა ყველა სიცოცხლის ფორმაში არსებობდა, რომლებიც იყენებდნენ მას და სწორედ მათი ემოციებისაგან იღებდა ენერგიას.
ძალის აღმოჩენაათასწლეულების უკან იდუმალი მეცნიერები შეიკრიბნენ მკაცრ და იდუმალებით მოცულ პლანეტა ტიტონზე, რათა დაეწყოთ
ძალის პირველი შესწავლა, მაგრამ მეცნიერებს შორის წარმოშობილმა წინააღმდეგობებმა გამოიწვია კატაკლიზმი, რომელმაც კინაღამ გაანადგურა პლანეტა. გადარჩენილთა პატარა ჯგუფმა მიატოვა თავისი ბნელი წარსული ზურგს უკან, გაემგზავრა სხვა მზის სისტემაში და ჯედაების ორდენი დააარსა.
ათასობით წელი გავიდა და ტიტონის ჭეშმარიტი მემკვიდრეობა მიივიწყეს.
თანამედროვე ჯედაებმა, რომლებმაც პლანეტა მხოლოდ დიდი ომის დასაწყისში აღმოაჩინეს, შეუდგნენ ტიტონის ისტორიის საიდუმლოებების გამოკვლევას, რის შედეგადაც ბევრი რამ გაარკვიეს კიდეც ძალის პირველი მფლობელების შესახებ.
როდესაც იმპერიამ კორუსანტი გაძარცა და ძველი ტაძარი დაანგრია, ჯედაების საბჭომ გადაწყვიტა, აღედგინა ტაძარი ტიტონზე და სითებთან საბრძოლველად ჯედაების ახალი თაობა აღეზარდა. თუმცა, მათ მალევე გაიგეს, რომ ტიტონის იდუმალი ძალა თავის თავში ბნელ მემკვიდრეობას მალავს, რომელიც უცნობი წარმოშობის ინფექციას ავრცელებს...
ცოცხალი (სასიცოცხლო) ძალა„ცოცხალი ძალის გზები ჩვენი გაგების საზღვრებს სცდება... მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს. შენ ბევრად უფრო დიდისა და უკეთესის ხელში ხარ, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია“, -
კვაი-გონ ჯინი.
მიჩნეულია, რომ
ცოცხალი ძალა ყველა ცოცხალ არსებაში იმყოფებოდა. ჯედაებს უნარი ჰქონდათ, შეეგრძნოთ ცოცხალი ძალა სიცოცხლის ფორმებში. ავადმყოფ ან მომაკვდავ ორგანიზმებს ცოცხალი ძალა ცოტა ჰქონდათ, ხოლო ჯანმრთელებში მისი დონე მიდიქლორიანების ოდენობას შეესაბამებოდა. უდავოა, რომ ცოცხალ ძალასთან კავშირი საშუალებას აძლევდა ოსტატ ჯედაებს, შეენარჩუნებინათ საკუთარი ვინაობის რაობა, როდესაც ძალას ერწყმოდნენ.
სხვა გალაქტიკიდან მოსული იუჟან-ვონგები ცნობილი რასებიდან ერთადერთია, რომელიც ცოცხალი ძალის გარეშე არსებობდა. ძალა მათზე გავლენას არ ახდენდა. მიუხედავად ამისა, იუჟან-ვონგები ცოცხალი არსებები იყვნენ და მიდიქლორიანებიც ჰქონდათ; მიჩნეულია, რომ ოდესღაც ისინი არსებობდნენ ძალაში, მაგრამ დაკარგეს იგი ცოცხალი პლანეტა იუჟან’ტარის გამო, რომელმაც პლანეტა ზონამი სეკოტი დაბადა. მას მერე, რაც იუჟან-ვონგებს თავს დაესხნენ განვითარებული ტექნოლოგიის მქონე რასები, მათ გამოიყენეს ბიოტექნოლოგიები, რათა სხვა ცივილიზაციები დაეპყროთ და მონებად ექციათ ისინი. ამან აიძულა გამრისხანებული იუჟან-ტარი, ჩამოერთმია იუჟან-ვონგებისთვის ძალა. მოგვიანებით, იუჟან-ვონგებმა გაანადგურეს იუჟან-ტარი და შედეგად არ აღიარებდნენ ძალის არსებობას. ამის მაგივრად, ისინი თაყვანს სცემდნენ ღვთაებათა მთელ პანთეონს.
ცოცხალი ძალის მიმდევრები, მაგალითად, კვაი-გონ ჯინი, მხარს უჭერდნენ ფილოსოფიას „იცხოვრე აწმყოში“ და უფრო მეტად ენდობოდნენ საკუთარ ინსტინქტებს, ასევე მეტ კონცენტრირებას ახდენდნენ ცოცხალი არსებების აღქმაზე, ვიდრე საკუთარი დანიშნულების განხორციელებაზე, როგორც ამას ერთიანი ძალის სწავლების მიმდევრები აკეთებდნენ.
=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=
მიდიქლორიანები„მიდიქლორიანების გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებდა, და ჩვენ ვერასდროს გავიგებდით, რა არის ძალა. მიდიქლორიანები უწყვეტად ურთიერთობენ ჩვენთან და ძალის გზას გვაჩვენებენ. როდესაც შენ საკუთარი გონების დამშვიდებას ისწავლი, მაშინ აუცილებლად გაიგებ, რას ამბობენ მიდიქლორიანები“, -
კვაი-გონ ჯინი ენეკინ სკაიუოკერს.
მიდიქლორიანები - დამოუკიდებელი გონიერი მიკროსკოპული სიცოცხლის ფორმები, რომლებიც ყველა ცოცხალი არსების უჯრედებში სიმბიოზში არსებობენ. ისინი შუამავლები არიან გონიერ არსებებსა და ძალად წოდებულ ყოვლისმომცველ ენერგიას შორის. მიდიქლორიანების რაოდენობა ამა თუ იმ არსებაში ძალის პოტენციალს ადგენს. ჩვეულებრივ ადამიანში ერთ უჯრედზე 2 500 მიდიქლორიანი მოდის, ხოლო ჯედაებსა და ძალისადმი მგრძნობიარე არსებებში მათი შემცველობა ბევრად უფრო დიდია (მაგალითად, ნოვა სტილს 5 000-ზე მეტი მიდიქლორიანი ჰქონდა). მიდიქლორიანების უდიდესი კონცენტრაცია აღმოაჩნდა ენეკინ სკაიუოკერს, რომელიც, ვარაუდის თანახმად, თვით მიდიქლორიანების მიერ იქნა ჩასახული (თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ დარტ ვეიდერის მოსწავლეს გალენ მალაკს მიდიქლორიანების კონცენტრაცია უფრო მაღალი ჰქონდა). ენეკინის უჯრედებში მიდიქლორიანების რაოდენობა 20 000-ს აღემატებოდა. აღსანიშნავია, რომ ენეკინს მიდიქლორიანების კონცენტრაცია უფრო მაღალი ჰქონდა, ვიდრე თვით იოდას. მოგვიანებით, როდესაც ენეკინმა ორგანოების უმრავლესობა და სხეულის მრავალი ნაწილი დაკარგა, მისი უჯრედები ფუნქციონირებას მიდიქლორიანების წყალობით განაგრძნობდნენ.
მიდიქლორიანების დათვლა სისხლის ტესტის საშუალებით წარმოებს, რომელსაც ჯედაები გალაქტიკური იმპერიის მიერ მათ განადგურებამდე იყენებდნენ იმისათვის, რათა ძალისადმი მგრძნობიარე ბავშვები აღმოეჩინათ. იმპერიის აღმავლობასთან ერთად ჯედაების მიერ ძალის გამოკვლევები აკრძალეს, თუმცაღა მიდიქლორიანების შემოწმებებს ატარებდნენ. ამგვარად, იმპერია ეძებდა და ანადგურებდა დამალულ ჯედაებსა და ძალისადმი მგრძნობიარებს. მიდიქლორიანების ცოდნა და გამოკვლევები შემცირდა, გახდა უფრო შეზღუდული და, საბოლოოდ, დარჩა მხოლოდ როგორც უკანონო სამედიცინო გამოკვლევები. გამოკვლევების აღდგენა მხოლოდ ჯედაების ახალი ორდენის დაარსების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
მიდიქლორიანები შესაძლოა
ახალი სიცოცხლის შექმნაზე ძალის გავლენის წყაროს ასრულებდნენ. გამორიცხული არ იყო იმის შესაძლებლობაც, რომ მიდიქლორიანებს ადამიანის ჩასახვა შეუძლიათ. ზოგიერთ წყაროს თუ დავუჯერებთ, ენეკინ სკაიუოკერი, არ ჰყავდა რა ბიოლოგიური მამა, სწორედ ამგვარი ხერხით იქნა ჩასახული. მრავალი ჯედაი ამას შეუძლებლად მიიჩნევდა. ჯედაების საბჭოც კი შოკირებული იყო იმ ფაქტით, რომ ასეთი რამ მაინც მოხდა.
მიდიქლორიანებთან დაკავშირებული ექსპერიმენტები იშვიათად ტარდებოდა. ვჯუნის არისტოკრატები სიცოცხლის ფორმებზე აწყობდნენ აკრძალულ ცდებს ძალისადმი მგრძნობიარეთა რაოდენობის გაზრდის იმედით, მაგრამ მათი ქმედებების შედეგებმა ვჯუნის მოსახლეობა სიგიჟემდე მიიყვანა. დარტ პლეგასი ცდილობდა, ეპოვა მიდიქლორიანებზე ძალის საშუალებით ზემოქმედების ხერხი, რათა არაფრისაგან ახალი სიცოცხლე შეექმნა. შესაძლოა, მან მიაღწია კიდეც წარმატებას, მაგრამ საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა, ვინაიდან იგი საკუთარმა მოსწავლემ ძილში მოკლა.
ძალის დეტექტორი გახლდათ ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც მიდიქლორიანების რაოდენობის გასაზომად გამოიყენებოდა. იგი მეცნიერის ჯენა ზან არბორის გეგმების საფუძველზე შეიქმნა. ძალის დეტექტორი საკონტროლო ბლოკთან შეერთებული ორი ფინისაგან შედგებოდა. ისინი თავსდებოდა გამოსაკვლევ ობიექტეზე, საკონტროლო ბლოკი ყოველი წერტილიდან კითხულობდა პარამეტრებს და იძლეოდა სტატისტიკურ ნუსხას, რომელიც, სხვა ყველაფრის გარდა, მიდიქლორიანების რაოდენობასაც მოიცავდა. ამას გარდა, ხელსაწყო აგენერირებდა ლურჯ შარავანდს გამოსაკვლევი ობიექტის ჰოლოგრამის გარშემო, თუმცა, ეს უფრო ძალისადმი მგრძნობიარობას ეხებოდა, და არა მიდიქლორიანების კონცენტრაციის უშუალო გაზომვას.
=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=-=
PDF-ფაილები1). რაც კი წინა ნაწილებში თარგმანი დაგვიდია, ყველაფერი გაერთიანებულია PDF-ფაილად, რომლის გადმოწერასაც შემდეგი ლინკიდან შეძლებთ:
გადმოსაწერი ლინკი2). წინა PDF-ფაილში შესული არაა ტექნიკასთან დაკავშირებული ნათარგმნები. მოცემული PDF-ფაილი კი სწორედ ტექნიკას ეხება, რაც Qlunchxi-ის დამსახურებაა. გადმოწერეთ აქედან:
გადმოსაწერი ლინკივარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული ძირითადი ვებ-საიტები: ოფიციალური ლინკები: http://www.starwars.com/http://www.lucasfilm.com/http://www.lucasarts.com/სხვა ლინკები: http://starwars.wikia.com/wiki/Main_Pagehttp://holonet.ru/http://www.swkotor.ru/ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული წიგნების გადმოსაწერი ვებ-საიტი: http://hungry-ewok.ru/sw/all_books.htmვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული კომიქსების გადმოსაწერი ვებ-საიტი: http://www.swcomics.ru/წინა თემაში ყველაზე აქტიურ წევრთა ტოპ-ათეული:1. Qlunchxi
2. Drakula
3. ეილა_სეკურა
4. about:blank
5. Fuckin Perfect
6. kemo
7. layne
8. lycan
9. M-A-S-E-R-A-T-I
10. Вeorn
ყველასათვის საყვარელი საუნდტრეკები: მაშ ასე,
ჯედაი გრანდ ოსტატი Drakula თემის IX ნაწილს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებ!
დაე ძალა იყოს ჩვენთან ყოველთვის!
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.