მოგესალმებით და გილოცავთ ყველას ვარსკვლავური ომების მორიგ, XII ნაწილს!
ცოტა თუ ბევრი ვიფიქრე, გადავწყვიტე, რომ თემის ამ ნაწილისთვის ინფორმაციული, შემეცნებითი და თან შეძლებისადგვარად არამოსაწყენი სახე მიმეცა. რომელიღაც წინა ნაწილში გადათარგმნილი მქონდა სტატია, რომელიც ეხებოდა ძირითად გალაქტიკურ ენას, თუმცა ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო. ამას წინათ კი, ერთ-ერთ საიტზე აღმოვაჩინე ამ სტატიის გაგრძელება, რომელიც ძალიან მომეწონა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გადამეთარგმნა, ადრე უკვე დადებული ნათარგმნისთვის შემეერთებინა და გაერთიანებული დამედო ამ თემაში. ვფიქრობ, რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება ინფორმაციის გაგება იმ ენაზე, რომელზეც ჩვენს საყვარელ გალაქტიკაში ჩვენი საყვარელი პერსონაჟები საუბრობენ: როგორც ჩამოყალიბდა გალაქტიკური ენა, ამ ენის რა დიალექტები არსებობს და ა.შ. იმედი მაქვს, მოგეწონებათ და ისიამოვნებთ.
ძირითადი გალაქტიკური ენაძირითადი გალაქტიკური ენა, ასევე ცნობილი როგორც
ძირითადი გალაქტიკური,
სტანდარტული გალაქტიკური,
გალაქტიკის სტანდარტული ენა ან უბრალოდ
ძირითადი (მეორე ვარიანტი -
საერთო გალაქტიკური ენა,
საერთო ენა) - ეს არის ყველაზე გავრცელებული და გამოყენებადი ენა გალაქტიკაში.
ფორმირებაძველი ძირითადი გალაქტიკური ენა ეფუძნება ძველი ადამიანების, დუროსელებისა და ბოტანელების ენების ნარევს. ამას გარდა, იგი მოიცავს ვაჭრებისა და კოსმოსური მოგზაურების მრავალ სლენგურ და ჟარგონულ გამოთქმას. ხსენებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის თავისი პოპულარობის გამო, საერთო გალაქტიკური ენა სწრაფად გავრცელდა მთელ გალაქტიკაში. ასე წარმოიშვა ადრეული ძველგალაქტიკური სტანდარტული ენა. მოგვიანებით, მასზე დიდი გავლენა მოახდინა დრონმირმა - პლანეტა ვულტას ენამ. სწორედ მან ჩამოაყალიბა თანამედროვე ძირითადი გალაქტიკური ენა.
გალაქტიკური იმპერიის პერიოდში გაჩნდა ენის ახალი ვერსია, ცნობილი როგორც იმპერიის ძირითადი გალაქტიკური ენა. იგი მიიღეს მეამბოხეთა ალიანსში და მასზე ასევე საუბრობდნენ შემდეგი წარმონაქმნები: თავისუფალი პლანეტების ალიანსი, ახალი რესპუბლიკა, იმპერიის ნარჩენები, გალაქტიკური ალიანსი, ახალი გალაქტიკური რესპუბლიკა და ჭეშმარიტი იმპერიელები.
გამოყენებაუმრავლესობა გონიერი რასებისა, რომლებიც გალაქტიკის სხვა წარმომადგენლებს ეკონტაქტებოდნენ, შეეძლოთ და ლაპარაკობდნენ კიდეც საერთო გალაქტიკურ ენაზე, იმ მშობლიურ ან ადგილობრივ ენასთან ერთად, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდნენ. თუმცა, აქვეა აღსანიშნავი, რომ ზოგიერთ არსებას ძირითად გალაქტიკურ ენაზე სასაუბროდ განკუთვნილი აუცილებელი ორგანოები არ ჰქონდა. ასეთ რასებს განეკუთვნებოდნენ: კოლიდაჰინები, სი-რუუკები, პ’ვ’ეკები, ვუკები და რიგი მწერისებრი რასები; ამას გარდა, საერთო გალაქტიკურ ენაზე მეტყველება არ შეეძლო გამორეანელთა უმრავლესობას, თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც, მაგალითად, მმართველი კუგი. მიუხედავად იმისა, შეეძლო თუ არა ამა თუ იმ არსებას ძირითად გალაქტიკურ ენაზე საუბარი, ნებისმიერი რასის წარმომადგენელთა ინტერესებში შედიოდა საერთო გალაქტიკური ენის შესწავლა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო თუნდაც მისი გაგება.
ტოვანებმა ასწავლეს ევოკებს იდუმალი და არადოკუმენტირებული ენა, რომელმაც არ მისცა მათ საშუალება, გაეგოთ ლეია ორგანა, შემდგომში კი ჰან სოლო და ლუკ სკაიუოკერი, რომლებიც ძირითად გალაქტიკურ ენაზე ლაპარაკობდნენ. აღნიშნული ენის ძირითად გალაქტიკურ ენასთან კავშირი გარკვეული არ არის.
ძირითადი გალაქტიკური ენის ჩასაწერად გამოიყენებოდა ანბანი, რომელსაც აურებეში ეწოდებოდა. მასზე ოდნავ ქვევით ვისაუბრებთ.
ცნობილი აქცენტები და დიალექტებისხვადასხვა კულტურებმა მრავალფეროვანი აქცენტების წარმოშობა განაპირობა, რომელთაგან თითოეული თავისი უნიკალური წარმოთქმით განსხვავდებოდა.
• უმაღლესი გალაქტიკური გახლდათ დიალექტი (ან უბრალოდ ცალკეული სიტყვების მარაგი), რომელიც ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებისთვის პატივისცემის გამოსათქმელად იყო განკუთვნილი. საერთო გალაქტიკურ ენასთან კავშირი უცნობია;
• ბარაბელური აქცენტი - მაგალითი: საბა სებატაინი;
• კატარული აქცენტი - მაგალითი: ჯუხანი;
• კორელიანური აქცენტი - მაგალითი: ჰან სოლო და ვეჯ ანტილესი. იგი საკმაოდ ძლიერ შესამჩნევია, ამიტომ კორელიანელი ყოველთვის იცნობს თავის თანამემამულეს; საკმარისია ამ უკანასკნელმა პირი გააღოს;
• აქცენტი კონკორდ დაუნი - მაგალითი: ფეტების კლანი. ეს მანდალორიალებს შორის ყველაზე გავრცელებული აქცენტია. შესაძლოა, ეს არის განპირობებული მათი მშობლიური ენის - მანდო’ას ზეგავლენით;
• კორუსანტი (კორუსანტული აქცენტი) - მაგალითები: ობი-ვან კენობი, პალპატინი, დუკუ და ა. შ. კორუსანტული აქცენტით ასევე ცენტრალური სამყაროების მაცხოვრებელთა უმეტესობა (მაგალითად, მონ მოტმა) მეტყველებდა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, კორუსანტული აქცენტით შორეული სამყაროების წარმომადგენლებიც საუბრობდნენ, მაგალითად, ლეია ორგანა და პადმე ამიდალა ტარკინთან და ნატე განრეესთან ლაპარაკისას, შესაბამისად. მიჩნეულია, რომ ეს „სამეფო კარის“ აქცენტი ხელოვნურად იქმნებოდა, რათა ხმაში მბრძნებლური ტონი დაემატებინა ან ბლეფი უფრო დამაჯერებელი გაეხადა, ვინაიდან ჩვეულებრივ საუბრებში ან ექსტრემალური სიტუაციების დროს იგი ქრებოდა;
• უმაღლესი კორუსანტული - კორუსანტული აქცენტის უფრო დახვეწილი ვარიანტი. იგი გახლდათ ძალიან ლამაზი, გამომხატველი, ბოლო ბგერამდე შემოწმებული და განასახიერებდა იმ დახვეწილობას, რომელიც საზოგადოების მხოლოდ ზედა ფენებისთვის იყო დამახასიათებელი;
• ერიადუანული აქცენტი - მაგალითად: გრანდ მოფი ტარკინი. შესაძლოა, თავი იჩინა კორუსანტის ძლიერმა გავლენამ, ან ეს იყო ცენტრალური სამყაროებისათვის სტანდარტული წარმოთქმა, ანაც ასეთი აქცენტის მიზეზი გახლდათ ტარკინის მაღალი წარმომავლობა, რადგან გარე სამყაროების კოლონიები და მაცხოვრებლები სხვანაირად საუბრობდნენ;
• გუნგანური აქცენტი - მაგალითები: ჯა-ჯა ბინქსი და ტარპალსი;
• კელიშური აქცენტი - მაგალითად: გენერალი გრივუსი;
• ნეიმოდიანური აქცენტი - მაგალითები: ნუტე განრეი და რუნე ჰააკო;
• იოდას დიალექტი - საერთო გალაქტიკური ენის უჩვეულო ფორმა, რომელსაც ჯედაი გრანდ ოსტატი იოდა და მისი რასის სხვა წარმომადგენლები (მაგალითად, იადლი) იყენებდნენ, რომელიც ჯერჯერობით უცნობი რჩება. დიალექტს ახასიათებდა წინადადების აგებულების სხვა ფორმა - „დამატება-შემასმენელი-ქვემდებარე“. თუმცა, მისი რასის სხვა წარმომადგენელი - ვონდარ ტოკარი - ამ დიალექტს არ იყენებდა;
• ჩისური აქცენტი - მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ ბარმენი ნარ შადაადან თამაშში Jedi Knights II: Outcast.
გამონაკლისებივუკ რალრაჩინს მეტყველების დეფექტი ჰქონდა. რალრაას ვოკალურ უნარებში განსხვავებების გამო მისი დიალექტი არა-ვუკისთვის სრულიად გაუგებარი იყო და გამოითქვა ვარაუდიც კი, რომ ზოგიერთ ვუკის ამ პირობით საუბარი შეუძლია საერთო გალაქტიკურ ენაზე, ამასთან, ვუკის ენაზე ლაპარაკის უნარის დაკარგვით.
გამორეანელ კუგს ასევე შეეძლო საერთო ენაზე ლაპარაკი.
საინტერესო ფაქტებიწიგნებსა და ფილმებში საერთო გალაქტიკური გახლავთ ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურ ენას ეფუძნება. ავტორების მიერ აგებული სიტყვები და ფრაზები ისეთივეა, როგორიც ინგლისურ ენაში. ეს შეიძლება ორ რაიმეს ნიშნავდეს: საერთო გალაქტიკური ენა მთლიანად ანალოგიურია იმისა, რაც ამჟამად დედამიწაზე გამოიყენება, ან იგი ინგლისურზე გადაითარგმნა ისევე, როგორც ეს ჯ.რ.რ. ტოლკინმა თავის „ბეჭდების მბრძანებლებში“ გააკეთა. ვარსკვლავური ომების სამყაროს ენები, როგორიცაა ევოკური მულტიპლიკაციურ სერიებში და ენა, რომელზეც ლაპარაკობდნენ ტოვანები Caravan of Courage: An Ewok Adventure-სა და Ewoks: The Battle for Endor-ში, ინგლისურ ენაზე სწორედ ასე გადმოთარგმნეს.
ინგლისური დიალექტები ვარსკვლავური ომების სამყაროს სხვადასხვა დიალექტებს შეესაბამება. მაგალითად, ევან მაკგრეგორისა და იან მაკდაირმიდის „კორუსანტული“ აქცენტები სინამდვილეში შოტლანდიურია. როგორც წესი, იმპერიის პერსონაჟები ინგლისური აქცენტით ლაპარაკობენ, ხოლო მეამბოხეები - ჩრდილოამერიკულით. შესაძლოა, ამით შეიძლება აიხსნას სოციალური კლასი, რადგან მოიერიშეები და დაბალი რანგის მქონე იმპერიის წარმომადგენლები ამერიკული აქცენტით მეტყველებენ, ხოლო ზოგიერთი მეამბოხე (მაგალითად, მონ მოტმა) ინგლისური აქცენტით საუბრობს. ფილმებსა და თამაშებში შეიძლება სხვა აქცენტებსაც შევხვდეთ, ესენია:
იამაიკური (გუნგანური);
ირლანდიური (ემონ აზამინი და ჩერკას უსახელო ოფიცერი ანკორჰედის ტერიტორიის მიღმა კოტორში);
შოტლანდიური (ვეჯ ანტილესი);
აზიური (ნეიდომიანური);
ნიუ-იორკული/ბრუკლინური (ჩისი ბარმენი Jedi Knights II: Outcast-ში);
ავსტრალიური (ოუენი და ბერუ მეორე ეპიზოდში; ზოგიერთი მანდალორიანი კოტორ 2-ში);
ახალზელანდიური (ფეტის ოჯახი);
უკრაინული (გრივუსი), ან რუსული (ჯუხანი და დედოფალი ტალია).
დედამიწის სხვა რეალურ ენებზე თარგმნისას საერთო გალაქტიკური ივარაუდება როგორც ინგლისური, მაგრამ ითარგმნება.
ორიგინალური ეტიმოლოგიავარსკვლავური ომების ავტორები ინგლისური სიტყვების მსგავს ორიგინალურ სიტყვებს იგონებენ, რომლებსაც ნამდვილი ინგლისური ელემენტები აქვთ, მაგრამ ნამდვილ ენაში ანალოგები არ გააჩნიათ. ასეთი სიტყვებია, მაგალითად, სპეციესიზმი (რასიზმის ანალოგი, მაგრამ მათ მიმართებაში, ვინც სიცოცხლის სხვა ფორმის წარმომადგენელია), „ჯენტლარსებები“ („ჯენტლმენების“ ანალოგი, მაგრამ არა მხოლოდ ჰუმანოიდური, არამედ სიცოცხლის ყველა ფორმის წარმომადგენლებთან მიმართებაში), „внешник“ (offworlder), „ფრინველი“ (სლენგი კოსმოსური ხომალდისთვის, მსგავსად იმისა, თუ როგორ ეძახიან ამერიკელი სამხედროები ტორპედას „თევზს“), ჰიპერსივრცე, „კოსმომფრინავი“ (spacer), „სენტინტოლოჯისტი“, „იუნლინგი“ და სხვა ტექნოლოგიური ტერმინები, მაგალითად „ბლასტერი“, მიდიქლორიანები, დროიდი (წარმოშობილია „ანდროიდისაგან“), დურასტილი, ასტრონავიგაცია და ა. შ.
თუმცა, საერთო გალაქტიკურ ენაში სრულიად უნიკალური სიტყვებიც გვხვდება, რომლებიც ინგლისური სიტყვებისაგან წარმოშობილი არ არის. ამის ნიმუშებია: მოფი, ჯედაი, პადავანი, დარტი და ა. შ., ან ისეთი რთული სიტყვებიც, როგორიცაა ტვი’ლეკი. მათი უმრავლესობა სხვა ენებიდან გახლავთ წარმოშობილი (მაგალითი: ჯედაი - იაპონური „ძედაიდან“).
საერთო გალაქტიკური ენა, ჩვეულებრივ, მარცხნიდან მარჯვნივ იწერება, თუმცა შეიძლება ასევე იწერებოდეს ზევიდან ქვევით (როგორც ეს შეგვიძლია დავინახოთ წიგნებში „ახალგაზრდა ჯედაი რაინდები: ლირიკის სამყარო“ მასასის ტაძრის წარწერებზე).
აურებეშიაურებეში - ანბანი, რომელიც, ჩვეულებრივ, ძირითადი გალაქტიკური ენის ჩასაწერად გამოიყენება. ამბანის დასახელება წარმოშობილია პირველი ორი ასოს - აურეკისა და ბეშის კომბინაციიდან.
აურებეში შედგება ხმოვნებისაგან, თანხმოვნებისაგან, ორმაგი ასოებისა და პუნქტუაციის ნიშნებისაგან. სიტყვები გამოიყოფა „პრაბელებით“. წაკითხვის წესი, ჩვეულებრივ, არის მარცხნიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით. საწყისი ასოების ასაღნიშნავად სიმბოლოები სარკისებურადაა გამოსახული. რესპუბლიკური კრედიტის სიმბოლოა „რეში“ („რ“ სიტყვაში „რესპუბლიკა“) ორი ვერტიკალური ხაზით, რომლებიც სიმბოლოს ზედა ნახევარს გადახაზავს. ანბანის ასოები ასევე გამოიყენება მუსიკალური გასაღებების აღნიშვნისთვის, მაგალითად, ასო „კრეშ“.
აურებეშის წარმოშობა და შედგენის თარიღი უცნობია. თუმცა იგი უკვე არსებობდა ჯედაების სამოქალაქო ომის დროს.
ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული ვებ-რესურსები ანოტაციებითგადავწყვიტე, თავი მომეყარა იმ ვებ-რესურსებისთვის, რომლებიც, ჩემი აზრით, ვარსკვლავური ომების ნებისმიერი მოყვარულისთვის იქნება საინტერესო და გამოსადეგი. ზოგიერთი საიტი თქვენთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ შესაძლოა ახალბედასთვის უცნობი იყოს, ამიტომ სიაში შევიტანე. თითოეულ საიტს თან ერთვის მოკლე ანოტაცია, რათა წინასწარ იცოდეთ, რა გელით მასზე შესვლისას.
მაშ ასე, დავიწყოთ:
- http://starwars.com/ (ენა: ინგლისური) - ვიფიქრე, რომ დაწყება საჭიროა ამ ვებ-რესურსით, ვინაიდან ეს ვარსკვლავური ომების ოფიციალური საიტია. აქ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციაა, სიახლეები... თუმცა, ალბათ, არ ღირს ბევრი ლაპარაკი აღნიშნულ რესურსზე, რადგან, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ერთხელ მაინც შესულა მასზე.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს ამ საიტზე მოცემული ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია, რომელიც საკმაოდ ორიგინალურად არის შესრულებული. ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ, აუცილებლად შედით და დაათვალიერეთ. გპირდებით, რომ დიდად ისიამოვნებთ.
- http://theforce.net/ (ენა: ინგლისური) - ამ საიტზე, რომელსაც საკმაოდ ორიგინალური სახელი აქვს, შეძლებთ თვალი ადევნოთ ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებულ უამრავ სიახლეს (ზოგადი სიახლეებით დაწყებული, თამაშების, წიგნების სიახლეებით დამთავრებული). ისინი ვებ-გვერდს რეგულარულად ემატება. ამას გარდა, მოცემულ საიტზე სხვა განყოფილებებსაც ნახავთ, მაგალითად: იუმორი, ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული შეკრებები და წვეულებები და ა. შ. ასევე ძალზედ საინტერესო განყოფილება ეკუთვნის მიდიქლორიანების თემას. მე, პირადად, დიდი ინტერესით წავიკითხე ამ განყოფილებაში მოცემული სტატიები და ბევრი ახალი ფაქტი გავიგე ამ თემაზე. თქვენც გირჩევთ, არ ინანებთ.
- http://www.swtor.com/ (ენები: ინგლისური, ფრანგული, გერმანული) - ამ საიტს, მემგონი, დიდი წარდგენა არ სჭირდება, ვინაიდან სახელითაც უკვე ყველაფერი ნათელია: ეს არის ოფიციალური ვებ-გვერდი თამაშ „Star Wars: The Old Republic“-ისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით. საიტზე გაეცნობით თამაშთან დაკავშირებულ და თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას: თამაშში გამოყენებულ კლასებს, პლანეტებს, გალაქტიკის რუქას, ასევე თამაშის თრეილერებს, სკრინშოტებს და, რა თქმა უნდა, სიახლეებს.
- http://swkotor.ru/ (ენა: რუსული, თუმცა იქვე მოცემული ფორმა, რომლის მეშვეობითაც google translate საიტს თქვენთვის სასურველ ენაზე გადმოთარგმნის) - კიდევ ერთი, მაგრამ უკვე გამოსული და ყველასათვის საყვარელი თამაშის - „Star Wars: Knights of The Old Republic”-ის რუსული ვებ-გვერდი. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ თამაშთან დაკავშირებულ, პრაქტიკულად, ნებისმიერ ინფორმაციას. თუ თამაშს ახლა თამაშობთ და სადმე გაიჭედეთ, მოცემულ საიტზე არის სპეციალური განყოფილება, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა გაიაროთ თითოეული ნაწილი. თუმცა, ამით ვებ-გვერდის კონტენტი არ სრულდება, ვინაიდან აქ ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია უკვე ხსენებულ თამაშზე „Star Wars: The Old Republic“. ასე რომ, თუ ვინმეს აინტერესებს ეს თამაში, მაგრამ ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მიღება უჭირს, თამამად შეუძლია ამ საიტზე შემოვიდეს და სასურველ ინფორმაციას გაეცნოს.
- http://starforge.info/ (ენა: რუსული) - ჩემი აზრით, ძალზედ საინტერესო საიტი-ენციკლოპედია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ვარსკვლავური ომების სამყაროს ტექნიკური ნაწილი აინტერესებს, ვინაიდან ეს საიტი სწორედ ტექნიკური ენციკლოპედიაა. აქ თქვენ საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ კოსმოსური ხომალდების ტიპებზე, პლანეტარულ ტექნიკაზე და ა. შ. ვებ-გვერდის დიზაინი საკმაოდ სადაა და საიტით სარგებლობა საკმაოდ მოსახერხებელია. როგორც სხვა ამგვარი ტიპის საიტებისთვის არის დამახასიათებელი, აქაც რეგურალურად განახლებადი სიახლეები იდება, რაღა თქმა უნდა, ვარსკვლავური ომების თემაზე.
- http://sweu.ru/ (ენა: რუსული) - კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ვებ-გვერდი იმ თვალსაზრისით, რომ აქ მოცემულია ძალიან ბევრი საინტერესო სტატია და მიმოხილვა ვარსკვლავური ომების სამყაროს სხვადასხვა ეპოქაზე. ამას გარდა, საიტზე განთავსებულია ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული წიგნები რუსულ ენაზე, ასევე აუდიორომანები. ყველაფერთან ერთად, სურვილისამებრ, თქვენ შეძლებთ გაეცნოთ ნაბეჭდი პროდუქციის (წიგნების, კომიქსების, ენციკლოპედიების და ა. შ.) ქრონოლოგიას. ვებ-გვერდზე აგრეთვე მოცემულია საინტერესო გალერეა, სადაც ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებულ მრავალ საინტერესო და ორიგინალურ პოსტერს იხილავთ.
- http://www.jcouncil.net/ (ენა: რუსული) - ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი საიტი. უფრო სწორედ კი, ეს გახლავთ ფორუმის სტილში შესრულებული ვებ-გვერდი, სადაც სისტემატიურად ემატება ახალ-ახალი საინტერესო სიახლეები. ამას გარდა, ფორუმის განყოფილებები კატეგორიებად არის დაყოფილი და თითოეულ მათგანში საკმაოდ საინტერესო თემებს ნახავთ. აქ განხილვები ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე წარმოებს, იქნება ეს ფილმი თუ თამაში, წიგნი თუ კომიქსი.
- http://www.swcomics.ru/ (ენა: რუსული) - ეს ვებ-გვერდი კი მათთვის არის განკუთვნილი, ვინც ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული კომიქსებითაა დაინტერესებული, მაგრამ ინგლისურად კითხვა უჭირს. აქ კი თქვენ შეძლებთ რუსულ ენაზე გადათარგმნილი კომიქსები გადაწეროთ და ისიამოვნოთ. რასაკვირველია, ჯერჯერობით ყველა კომიქსი რუსულად არ მოიპოვება, მაგრამ თანდათანობით ვებ-რესურსის გუნდი ახალ-ახალ კომიქსებს თარგმნის და საიტზე ათავსებს.
- http://hungry-ewok.ru/sw/all_books.htm (ენა: რუსული) - კომიქსების მოყვარულები დავაკმაყოფილეთ. მაგრამ წიგნების მოყვარულებმა რა დააშავეს?
წიგნების მოყვარულებისთვისაც, რომლებსაც ინგლისურად კითხვას რუსულად კითხვა ურჩევნია, არსებობს მოცემული ვებ-გვერდი, სადაც თავმოყრილია ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული წიგნების ის ნათარგმნები, რომლებიც ამ მომენტისთვის მოიპოვება. ახალი ნათარგმნები დაუყოვნებლივ იდება ვებ-გვერდზე. რუსული ენის გარდა, განთავსებულია ზოგიერთ სხვა ენაზეც (მაგალითად, გერმანულ, პოლონურ და სხვ. ენებზე) ნათარგმნი წიგნები. ამას გარდა, უკლებლივ ყველა წიგნი ორიგინალ, ინგლისურ ენაზეც დევს.
- http://starwars.wikia.com/ (ენა: ინგლისური) - ამ საიტს, მემგონი, დიდი წარდგენა არ სჭირდება. ეს არის ვარსკვლავური ომების ვიკიპედია, რომელზეც თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ინფორმაციას მოიძიებთ. ამ მომენტისთვის ეს ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული ყველაზე სრულყოფილი ონლაინ-ენციკლოპედიაა, რომელიც ვარსკვლავური ომების სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესაბამისად რეგულარულად და დროულად განახლდება. მემგონი, არ არსებობს რაიმე ფაქტი, რომელიც ამ ვებ-ენციკლოპედიაში არ არის შესული.
- http://ru.starwars.wikia.com/ (ენა: რუსული) - ვარსკვლავური ომების ვიკიპედიის რუსული ვერსია. თუმცა, ინგლისურისაგან განსხვავებით, აქ ყველა სტატია ნათარგმნი არ არის. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია მაინც ფართოა.
- http://sw.org.ua (ენა: რუსული) - კიდევ ერთი ჩემი საყვარელი ვებ-საიტი. ეს არის ბლოგი, რომელზეც თითქმის ყოველდღიურად იდება ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული საინტერესო სიახლეები. თვითონ საიტზე სლოგანად უწერიათ „Star Wars-ის სამყაროს ახალი ამბების ლეგენდარული სამსახური“. შესაძლოა, „ლეგენდარული“ ცოტა ხმამაღლა ნათქვამად მოგვეჩვენოს, მაგრამ მე, პირადად, პირველ რიგში ამ საიტზე შევდივარ, რადგან ვიცი, რომ ყოველთვის რაღაც საინტერესო სიახლე დამხვდება.
- http://www.njoe.com/ (ენა: ინგლისური) - მოცემული ვებ-გვერდი კი ყველაზე მეტად მათ დააინტერესებს, ვისაც განსაკუთრებული ინტერესი აქვს ახალი ჯედაების ორდენის ეპოქის მიმართ: აღნიშნული რესურსი სწორედ ამ ეპოქას ეძღვნება და მასთან დაკავშირებული საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციაა წარმოდგენილი.
- http://jediinsider.com/ (ენა: ინგლისური) - კიდევ ერთი ვებ-საიტი, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ, რადგან აქაც სისტემატიურად საინტერესო სიახლეები იდება ვარსკვლავური ომების სამყაროდან. სიახლეები ყველაფერს ეხება: თამაშებს, ფილმებს, სხვადასხვა სახის ნივთებსა და სათამაშოებს ვარსკვლავური ომების თემაზე და ა. შ.
და ბოლოს, მსურს დავდო იმ ვებ-გვერდების ლინკები, რომლებზედაც იხილავთ ვარსკვლავურ ომებთან დაკავშირებული წიგნების, კომიქსებისა და თამაშების სრულყოფილ სიას. ახალი წიგნების/კომიქსების/თამაშების გამოსვლასთან ერთად გვერდებს ანახლებენ. ასევე შესაბამისი თარიღის მითითებით დაანონსებულია ის წიგნები/კომიქსები/თამაშები, რომლებიც მომავალში უნდა გამოვიდეს
(ენა - ინგლისური).
- http://en.wikipedia.org/wiki/List_of_Star_Wars_books - წიგნები.
- http://en.wikipedia.org/wiki/List_of_Star_Wars_comic_books - კომიქსები.
- http://en.wikipedia.org/wiki/List_of_Star_Wars_video_games - თამაშები.
PDF-ფაილები1). რაც კი წინა ნაწილებში თარგმანი დაგვიდია, ყველაფერი გაერთიანებულია PDF-ფაილად, რომლის გადმოწერასაც შემდეგი ლინკიდან შეძლებთ:
გადმოსაწერი ბმული2). წინა PDF-ფაილში შესული არაა ტექნიკასთან დაკავშირებული ნათარგმნები. მოცემული PDF-ფაილი კი სწორედ ტექნიკას ეხება, რაც Qlunchxi-ის დამსახურებაა. გადმოწერეთ აქედან:
გადმოსაწერი ბმული3). ასევე შემოგთავაზებთ რამოდენიმე ხომალდის სურათს ე. წ ჭრილში:
გადმოსაწერი ბმულითემის წინა ნაწილში ყველაზე აქტიურ წევრთა ტოპ-ათეული1. Drakula ()
2. Qlunchxi ()
3. gioshka ()
4. layne ()
5. Fuckin Perfect ()
6. M-A-S-E-R-A-T-I ()
7. RecoNMan ()
8. lycan ()
9. passko ()
10. Star_R2-D2_Wars ()
Fear is the path to the Dark Side. Fear leads to anger, anger leads to hate, hate leads to suffering.