უამრავი ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ანტიქრიტეს ბეჭედი, ან იქნები კი ცნობილი ადამიანისთვის საერთოდ. ერთნი იძახიან ,რომ ბეჭედი არის ადამიანის გონება და მისი საქმეები, მეორენი იძახიან, რომ ეს იქნება ბიოჩიპი, ასევე არის ვერსიები, რომ ეს იქნება უბრალოდ ნიშანი ადამანის ხელზე, მაგალითად წითელი ლენტი ან მაგდაგვარი, არის კიდევ უამრავი ვერსია, და ამ თემაში ვიმსჯელოდ ზუსტადაც მაგ ვერსიებზე.
ჩემის აზრით ბეჭედი იქნება ბიოჩიპი. ან მაგდაგვარი ტექნოლოგია, თუ რატო მგონია მასე დავწერ ჩემს მოსაზრებას, თქვენ კი შეგიძლიათ დამეთანხმოთ, ან არ დამეთანხმოთ.
ეხლა რა ხდება, დღეს რომ გამოსცენ ბრძანება იმასთან დაკავშირებით, ხვალიდან ქაღალდის პირადობები უქმდება და ყველამ უნდა ჩაიდგას ბიოჩიპი(verichip), ვინც უარს იტყვის, ის მთლიანად მოწყვეტილი იქნება საზოგადოებისგან, ვერც ვერაფერს იყიდის და ვერც გაყიდის. ამიტომ ჩვენ არავის არ ვაძალებთ თქვენ თვითონვე გადაწყვიტეთ როგორ მოიქცევითო.
ანუ ეს ყველაფერი რომ გამოაცხადონ ხვალ 9 საათიან კურიერში, მე ვფიქრობ, რომ ამას მოყვება მითქმა მოთქმა, მორწმუნეები ეგრევე ბეჭედს დაინახავენ ამაში, შედარებით დიდი პროტესტი მოყვება ამას ათეისტების მხრიდანაც (ვიდრე იდ ბარათებზე) და საერთო ჯამში ეს პროექტი არ გაამართლებს, მე დარწმუნებული ვარ რომ 70 - 80% ამაზე იტყვის უარს. და ამას შეიძლება მოყვეს არეულობაც, ანუ არ გამოვა არანაირად. ეგრევე ამხელა ნაბიჯის გადადგმა ფაქტიურად შეუძლებელია. ამისატვის საჭიროა წინაპირობა.
ბარატების შემოღებაში რაც მოხდა ყველა ვხედავთ, ანუ მითქმა მოთქმა იყო, მარა პრესის და ტელევიზიების საშვალებით ადვილად გააპიარეს ეს ბარათი და ხალხი ფაქტიურად შეეგუა, მოწინაარმდეგეები რა თქმა უნდა ყავს მარა ძალიან მცირე, ალბად 25-35 % მითუმეტეს პიარიც მაგრად მუშაობს და ამ ხალხს არ აჩვენებენ ტელევიზიებით , ეკლესიაც ჩუმადაა. ალტერნატიული საბუთი თუ არ შემოიღო ხელისუფლებამ, 7-8 წელიწადში დაახლოებით, მთლიანად მოიცავს ეს ბარათები მთელ ქვეყანას, ამასობაში ფუნქციებიც ჩაირთვება ამ ბარათზე და გახდება ბაქტიურად ძალიან საჭირო ნივთი, რომლის გარეშეც უბრალოდ ნაბიჯს ვერ გადადგამ და ვერ იარსებებ, როგორც ნორმალუი ადამიანი. ანუ ხალხიც მიეჩვევა ამ ბარათებს და ბევრი სიცილით გაიხსენებს დღევანდელ ამბებს( მათ შორის ამ თემასაც) და იტყიან ეხლა ხო კარგატ ხმარობთ ამ ბარატებს, თურმე არ ყოფილა არანაირი ბეჭედი, რომ გეუბნებოდიტ არ გჯეროდათ და ა.შ. ანუ ფაქტიურად გაუქმდება ყველა საბუთი და მიბმული იქნება ამ ბარათზე, მართვის მოწმობა, დიპლომი, ატესტატი, საშვები, საბანკო ბარათები, სერთიფიკატები,ანუ ყველაფერი გადავა ელექტრონულ სისტემაზე, შეიძლება სახში გედოს ორიგინალი მარა, ის იქნება იმ შემტხვევისთის, ბარათს თუ დაკარგავ და ახლიდან რომ შეიყვანონ, ანუ ორიგინალს ვერაფერში ვერ გამოიყენებ ცალკე. ბავშვი რომ დაიბადება ავტომატიურად შეიქმნება მის სახელზე იდ ბარათი, თავიდანვე მაგ ბარათზე დაემატება ყველაფერი ნელნელა, ერთი სიტყვიტ ხალხს ძალიან მოეწონება ეს ტექნოლოგია და აღიარებენ როგორც 21 საუკუნის მიღწევას, ქაღალდის საბუთები, არავის აღარ ემახსოვრება და მას მხოლოდ სიცილით გაიხსენებენ, თუ როგორი ჩამორჩენილი იყო ადამიანი ერთ დროს და დღესდღეობით რა მაგრა განვითარდით. ამასობაში დაიწყება ამ ბარათის უარყობით და დადებიტ მხარეებზე საუბარი, ყველა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია არის შესანიშნავი უბრალოდ რამდენიმე ნაკლი აქვს, - იმდენად ხშირად ხდება მისი გამოყენება ყოველდღიურად, რომ ცვეთას განიცდის და სულ რაღაც ერთ წელიწადში, ბარათი შეიძლება შესაცვლელიც გახდეს, ასევე იმას იტყვიან ,რომ მაგასტან ერტად არის შემთხვევები და არც ისე იშვიათი, როდესაც კარგავენ ბარათს, ჩვენ ვუმზადებთ მათ ახალ ბარათებს და ამას ჭირდება დრო, მინიმუმ 1 დღე მაინც მეტი თუ არა, ამასობაში მოქალაქეს ამ ბარათზე აქვს მიბმული ყველაფერი და იყენებს ასევე გასაღებად და საშვად. ხოლო სანამ ახალი არ დაუმზადება, ვეღარ სარგებლობს ამით და ექმნება პრობლემები ,როგორც სამსახურში ისევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე შეიძლება თქვან ,რომ დაკარგვის შემტხვევაში თუ ის ჩავარდა ხაკერის ხელში და თქვენ დროულად ვერ შეგვატყობინეტ ბარათის დაკარგვის ფაქტი,შესაძლოა თქვენი ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის; მოკლედ სალაპარაკოს რა გამოლევს.
ამ ყველაფრის შემდეგ კურიერი საღამოს 9 საათზე გვეტყვის. 1 აგვისტოდან იდ ბარათები რიგი მიზეზების გამო (იქნება ჩამოთვლილი ზევით მოყვანილი მაგალითები) იქნება ჩანაცვლებული ბიოჩიპებით, და გამოიყვანენ ვიღაც ექსპერტებს და ალაპარაკებენ ამ მიზეზებზე. ვინც 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე მიაკითხავს საჯარო რეესტრის სამსახურს იდ ბარათის შესაცვლელად, მათ იუსტიციის სამსახური სთავაზობს შეღავათებს, ხოლო 1 ოქტომბრის შემდეგ, შეღავათი აღარ იმოქმედებს. (ეგეთი მიდგომა ჭრის ხოლმე), ასაევე გავა რეკლამები ტელევიზიით თუ რა მარტივი პროცედურაა, უმტკივნეულო და სულ რაღაც 3 წუთი ჭირდება. ასევე იქნება რეკლამები თუ რამდენი დადებითი მომეტი ექნება ამ ჩიპს.
აი აქ უკვე მე დარწმუნებული ვარ, რომ რათქმაუნდა იქნება მითქმა მოთქმა ისევ ანტიქრისტეს ბეჭედზე, მაგრამ იმაზე ნაკლები ვიდრე დღეს არის იდ ბარათებთან დაკავშირებით. სათქმელიც ბევრი ექნებთ ჩიპების მხარდამჭერებს, -თქვენ ბარატებზეც ესე ამბობდით და ერთი ამბავი ატეხეთ, მერე დრო რო გავიდა სასაცილო იყო ყველაფერი და დღეს კარგად სარგებლობთ ამ ბარათებით, კარგით რა არ მოგბეზრდათ ამ სისულელეებზე ლაპარაკი; ამის მომსმენი, ბევრი მართლა დაფიქრდება და იტყვის,მართლა სისულელეა უკვე ყველაფერზე პროტესტი და ეშმაკის დანახვა, და საზოგადოების მიერ შექმნილი კომპლექსი არ მისცემს ბევრს იმის უფლებას ,რომ თქვას, რასაც ფიქრობს, ის გაჩუმდება და იძულებული გახდება თავი მოიტყუოს და დაიიმედოს, რომ იქნებ მარლაც არ არის ეს ბეჭედი და გადარჩეს. ამ ყველაფერს დაემატება "მცირემორწმუნე" მამაოების ქადაგებები, რომ არაფერია საშიში და ჩიპი არ არის ბეჭედი. ჩემის აზრით ამ ჩიპის მოწინააღმდეგე მაგ დროისთვის იქნება დაახლოებით 10-15% მაქსიმუმ და მათ აუცილებლად შერაცხავენ ფანატიკოსებად, ყველა დაიწყებს მათ დაცინვას, შეურაწყოფის მიყენებას, ცინიზმს, "მცირემორწმუნენიც" დაიწყებენ იმ ხალხის დევნას და დაცინვას, ვინც პროტესტს გამოუცხადებს ჩიპს. ერთისიტყვით ყველანაირი პირობა იქნება ბიოჩიპის შემოღების და მას წინ ვერავინ ვერ აღუდგება.
მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო.მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს.და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული.ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. (მათე 24:9-14) აი ამას ეძახის მეუფე იობი წინაპირობას.ამ ყველაფრის წარმოდგენის შემდეგ, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ მისი სიტყვები:
დღეს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს ურიგებენ ხალხს – ეს არის წინა სახე ანტიქრისტეს ბეჭდისა. მოდიან ადამიანები და მეკითხებიან ავიღოთ თუ არა პასპორტები და პირადობის მოწმობებიო. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ შეიძლება მათი აღება. ისინი კი მპასუხობენ რა ვქნათ, სამსახურიდან გაგვათავისუფლებენ, რა ვაჭამოთ შვილებს, რით შევინახოთ ოჯახიო? ზუსტად იგივე კითხვები ექნებათ მათ ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების დროსაც – ვინც ადვილად აიღებს ამ ელექტრონულ პასპორტს, ასევე ადვილად აიღებს ანტიქრისტეს ბეჭედსაც. ამიტომ ყველაფერი იქით უნდა წარვმართოთ, არ ვიყოთ სახელმწიფოზე სრულად დამოკიდებული, კერძო მეურნეობას უნდა მივყოთ ხელი, მიწა დავამუშაოთ, ვიზრუნოთ, ვიმუშაოთ და `პური ჩვენი არსობისა~ ასე მოვიპოვოთ, ასე გადავირჩინოთ თავი.~ რათქმაუნდა ბევრის გონებაში იქნება ქრისტე მაგ დროს , მარა საქმით აღარ იქნებიან ქრისტესთან. მასე დღესაც არსებობს უამრავი სექტა. მათ გონებაში ყველას სწამს ქრისტე. არავინ არ იძახის, მე იმიტომ ვარ სექტანტი, რომ მე ქრისტეს მტერი ვარ და მე ქრისტეს გულისთვის თავს არ დავდებ.მათ ყველას სწამს ქრისტე. მაგრამ ჩნდება კითხვა, საკმარისიაკი მხოლოდ რწმენა? ესეიგი თუ მხოლოდ რწმენაა საკმარისი მაშინ რატომ არ ვაღიარებთ მათ ჭეშმარიტ ქრისტიანებად და რატომ მიგვაჩნია ისინი მწვალებლებად, იმიტომ, რომ კი სწამთ მარა საქმით არ ადასტურებენ ამას. "საქმემან შენმან წარმოგაჩინოს შენ" ანუ მაგათ გონიათ, რომ სწამთ, სინამდვილეში არ სწამთ, და ერთადერთი საშვალება რომ ეს დაინახო და შეაფასო არის საქმით გამოვლენილი ქრისტეს სიყვარული, და არა მხოლოდ გონებით. მასე ყველა იძახის მწამსო და რომელს დავუჯეროთ? მასე იქნება მერეც, ბევრი იტყვის მწამსო მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებიღა იქნება.
"მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან.რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ? მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე შემეწიეთ. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში." (მათე 25:34-46)რაც შეეხება ბეჭდის "ნებით" მიღებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც სურვილი უნდა გაგიჩნდეს ქრისტეს ღალატის და უნდა შეგძულდეს ღმერთი. ნება ნიშნავს, რომ შენ გაქვს ინფორმაცია სახარებიდან ანტიქრისტეს ბეჭდის შესახებ, და გულის სიღრმეში ეჭვი გიჩნდება, რომ შეიძლება ეს იყოს ბეჭედი, მითუმეტეს როდესაც თავისუფალ ნებას ართმევს ადამიანს (არ იგულისხმება მაინცდამაინც მორწმუნე) და ხდის პირდაპირ დამოკიდებულს მასზე, ანუ ნაწილობრივ აცნობიერებ ,რომ შეიძლება ბეჭედი იყოს ეს, მაგრამ ცდუნება გერევა და კომფორტს უფრო ანიჭებ უპირატესობას იმ იმედით, რომ შეიძლება ეს არ იყოს ბეჭედი, ამ დროს ადამიანი თავის თავსაც ატყუებს და ღმერთსაც, ვინაიდან ღმერთი ყველას გულს ხედავს და იცის, მაგ მომენტში შინაგანად ვინ როგორ ფიქრობდა ჩიპზე, ეგონა თუ არა მას ეს ბეჭედი. ეს ღმერთმა ძალიან კარგად იცის და ადამიანი ეცდება მოატყუოს ღმერთი და თავის თავი დააჯეროს ,რომ მას ეს ბეჭედად არ მიაჩნია.
კიდე უფრო მეტს ვიტყვი, თუ რატომაა ესე დაწვრილებით აღწერილი სახარებაში ბეჭდის ფუნქცია და რომ მას, ხელზე ან შუბლზე მივიღებთ. ვინაიდან ადამიანმა ადვილად გაავლოს პარალელი სახარებაში აღწერილ ბეჭედსა და სინამდვილეში არსებულ ბეჭედს შორის. სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ბეჭდის გარეშე ადამიანი იქნება "არარაობა" დედამიწაზე, რაც ჩიპიდანაც ნათლად ჩანს იგივე, და ამის მერე რომელი გაბედავს და შეეცდება ღმერთან თავი გაიმართლოს და თქვას, რომ მას ჩიპი ვერანაირად წარმოედგინა ანტიქრისტეს ბეჭედად. მაგას ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომაცაა ესე ნათლად დახასიათებული ანტიქისტეს ბეჭედი წმინდა წერილში. ხოლო თუ ვინმეს მაგის იმედია აქვს ,რომ თავს გაიმართლებს და დააჯერებს უფალს, რომ მან მართლაც ვერ დაინახა მსგავსება ჩიპსა და სახარებაში აღწერილ ბეჭედს შორის, ის თავს იტყუებს, იესო მათ ეტყვის:
"ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად." (მათე 16:2-3) ბევრს უკვირს და იძახიან, ნუთუ ესე ადვილად მიხვდა ადამიანი , თუ რა იქნება ანტიქრისტეს ბეჭედი, ესეთ შემთხვევაში ხომ ყველა გაითვალისწინებს ამ ფაქტს და არ მიიღებენ მას. საქმეც მაგაშია, რომ ბეჭედი უნდა იყოს ადვილად მისახვედრი რათა ადამიანმა ნებით მიიღოს ის, ხოლო თუ ბეჭედი იქნება დამალული ადამიანისსთვის და ის ვერ გააცნობიერებს ,რომ ბეჭედს იღებს, ღმერთი ვერც ვერაფერს ეტყვის მათ, ადამიანი ვერ გამტყუნდება ჭმერთის წინაშე და ეს არ იქნება ადამიანის ნების გამოხატვა. ხოლო როდესაც მარტივად შეიძლება პარალელის გავლება, ეს უკვე ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული, ადამიანის ნებაზევეა დამოკიდებული გაავლოს თუ არა პარალელი, წმინდა წერილში აღწერილ ბეჭედსა და ბიოჩიპს შორის. ანუ ადამიანი თუ შეგნებულად ვერ დაინახავს მსგავსებას ბეჭედსა და ბიოჩიპს შორის, ეს იქნება მისი თავისუფალი ნების შედეგი, და ვერ გამართლდება ბეჭდის მიღებისას, მას ეს ჩაეთვლება როგორც თავისუფალი ნებით არ დანახული და შემდგომ უკვე მიღებული ბეჭედი. ეს არის თავისუფალი ნება, რომელსაც ადამიანი ირჩევს, ამა თუ იმ მიზეზის გამო.
ხოლო თუ იქნება ალტერნატიული პირადობის მოწმობა დღესვე, დიდი შანსია იმის ,რომ ვისაც ბიოჩიპი ბეჭედად მიაჩნია, საერთოდ არ გაეკარება არც ამ ბარათებს არც ბიოჩიპს. ცდუნება იქნება ნაკლები და ადამიანი იმის გამო, რომ ბავშვები მშიერი არ დარჩეს და ლუკმაპურის გარეშე არ აღმოჩნდეს, აღარ აიღებს არც ბარატს და არც ბიოჩიპს. ანუ ადამიანი ბეჭდის მიღებასა და არ მიღებაში, არ აღმოჩნდება დიდი დილემის წინაშე და ის უფრო თამამად იტყვის უარს, ვიდრე მაგ დროს როდესაც სავალდებულო იქნება მისი მიღება, ალტერნატივის გარეშე.
როდესაც კანონით იქნება სავალდებულო ბიოჩიპის მიღება, ანუ ან უნდა მიიღოს, ან ყველაფრის გარეშე დარჩეს, და ადამიანი მიუხედავად თავისი უარყოფითი დამოკიდებულებისა ამ ბიოჩიპისადმი, მაინც მიიღებს და ჩაიდგავს. შეიძლება ეს ადამიანური გაგებით ეწინააღმდეგებოდეს თავისუფალ ნებას, და ითქვას ,რომ ადამიანს ეს თავისი ნებით არ მიუღია, ხოლო ღვთაებრივ ენაზე ამას თავისუფალი ნება ქვია მაინც. ადამიანს მაინც ქონდა არჩევანი ,რომ არ მიეღო და დარჩენილიყო ყველაფრის გარეშე, და მან ეს არ გააკეთა,ანუ ნებით მიიღო. ამას გვაბრთხილებს ზუსტად წმინდა წერილი:
"და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე."(გამოცხადება 13:16)ანუ იძულებული იქნებაო ადამიანმა ეს ბეჭედი მიიღოსო, ( ყველა ადამინიო და არა მარტო მორწმუნეებიო)
"ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი." (გამოცხადება 13:17)რათა არ დარჩეს ყველაფრის გარეშე, ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ყველაფერსა და არაფერს შორის. ხოლო ზოგი იძახის, რომ ადამინს თვითონ ექნება სურვილი ბეჭდის მიღებისო და ღმერთის უარყოფისო, ეგეთი რამე არსად არ წერია.
ასევე ბევრს უკვირს , ნუთუ ესე ახლოსაა მეორედ მოსვლა, და მაინცამაინც მე მომიწია ამ პერიოდში ცხოვრება, რაც დაუჯერებლად მიაჩნიათ და ეჭვის თვალიდ უყურებენ ამ ყველაფერს. იესო იძახის:
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ.და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც.მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი სახლისათვის. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. " (მათე 24:34-44)ასევე ბევრს მიაჩნია, რომ „ანტიქრისტეს ბეჭდის“ ფენომენი, თითქოს ღმერთის ახირება იყოს და მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება, ანუ ის არანაირად არ იქნება საზიანო ადამიანის მიწიერი ცხოვრეისტვის და მხოლოდ ღმერთის ერთქულების დასტური უნდა იყოს.მაგალითად ეს შეიძლება იყოს წითელი ლენტი ხელზე ან რამე სამკაული, რომელიც უბრალოდ აკრძალული აქვს ადამიანს, ამით დაიბეჭდოს თავი. მე ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ ანტიქრისტეს ბეჭედი სულაც არ იქნება სიმბოლური, ის იქნება ადამიანის თავისუფალი ნების წამრთმევი, რეალურ ცხოვრებაში.ბეჭედი წაართმევს ადამიანს იმას, რაც ღმერთმა უბოძა მას, და მიანიჭა სრული თავისუფლება. ხოლო როდესაც ადამიანი დედამიწაზე აღარ იქნება თავისუფალი, მისი არჩევანი აღარ იქნება საკუთარი ნების გამომხატველი. ადამიანის არსებობას დედამიწაზე აზრი დაეკარგება, ვინაიან ღმერთი ვერ განსჯის მათ. და მაშინ მოხდება დასასრული.
ამის კარგი მაგალითი არის სოდომი და გომორი, როდესაც მაგ ქალაქებში დაბადებულ ბავშვს აღარ ქონდა თეორიული შანსიც კი, რომ გაეგონა ვინმესგან ღვთის სიტყვა, და მერე გაეკეთებინა არჩევანი, უბრალოდ ეგეთი ქალაქის არსებობა აზრს კარგავდა ღმერთისთვის, ვინაიდან სოდომში გაზრდილი ადამიანი, ავტომატიურად ყველა ხდებოდა გარყვნილი, და ეს სულაც არ იყო მაგათი თავისუფალი ნების არჩევანი. მათ სხვა ალტერნატივა არ ქონდათ, ესე იზრებოდნენ და ითვლებოდა ნორმად. სოდომში მცხოვრები ადამიანი, რომ გარდაიცვლებოდა, ღმერთი მას ვერ გაამტყუნებდა, და ფაქტიურად გარყვნილება ხდებოდა „დაუსჯელი“ იკარგებოდა მადლის მნიშვნელობა. ამიტომაც დაწვა ეს ქალაქები ღმერთმა. ამიტომაც არის აუცილებელი ღმერთისთვის, თავისუფალი ნება არ ქონდეს დაკარგული ადამიანს, ხოლო თუ დედამიწაზე ყველა გახდა დამოკიდებული რაღაცაზე და წაერთვათ თავისუფალი ნება, უაზრო ხდება ღმერთისთვის ადამიანის დაბადება დედამიწაზე, და მაშინ იქნება მეორედ მოსვლა ქრისტესი.
თუ რატო იქნება საზიანო ბიოჩიპი ადამიანისთვსი ამაზე ბევრს წერენ და მეც შევეცდები მოკლედ დავწერო. ბიოჩიპიში გამოყენებული RFID ტექნოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიპის ამოცნობა შესაძლებელია დისტანციურად.ხოლო თითონ ჩიპის ფუნქცია თუ რას გააკეთებს ის ორგანიძმში, ეს უკვე ადამიანის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. დღესდღეობით არსებული ბიოჩიპები რათქმაუნდა არ არის საბოლოო ვარიანტი, და ის დროთა განმავლობაში შესაძლებელია უფრო დაიხვეწოს და მეტი ფუნქცია შეიძინოს.მე დავდებ რამდენიმე ვიდეოს ბიოჩიპებთნ დაკავშირებით, თუ რა შეუძლია მას დღესდღეობით. კომპანიას რომელმაც გამოუშვა ბიოჩიპი ქვია „ციფრული ანგელოზი“
RFID ტექნოლოგია გამოიყენება „იდ ბარათებში“ და ასევე სხვა მომსახურეობებში, ეს კი შედარებაა „შტრიხ კოდსა“ და RFID ტექნოლოგიის პარამეტრებს შორის:

http://prischestvie.ru/korporaciya-verichip.htmlამიტომ მიაჩნიათ ჩემი აზრით მეუფე იობს, მამა პაისს, ათონის მთას და სხვა უამრავ მამას და მორწმუნეს, ეს ბარათები წინაპირობად ანტიქრისტეს ბეჭდისა, რათქმაუნდა არსებობენ მამები რომლებიც სხვანაირად მსჯელობენ და იმათაც უნდა მოუსმინოთ, მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, რაზეც ყველა უნდა თანხმდებოდეს და იესოც ამას გვეუბნება ეს არის სიფრთხილე, ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიფხიზლოთ.
“ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.“ (მარკოზი 13:37)პ.ს.
შეიძლება რაც ზევით დავწერე არ იყოს ბევრისთვის არგუმენტი, და სრული უფლება აქვთ არ დაეთანხმოს ამას, მაგრამ 100% ნუ იქნება დარწმუნებული, რომ ეს ბარატები არანაირ საფრთხეს არ ქმნიან, როგორც მორწმუნეებისთვის ისევე დანარჩენებისთვის. ამიტომ მე არ ვამტკიცებ არაფერს და არავის არ მოუწოდებ , რომ ან აიღონ ან არ აიღონ ეს ბარათები. ყველა დაფიქრდეს უბრალოდ და მეტი არაფერი.
ვინც არ ეთანხმებით შეგიძლიათ თქვენი ვარაუდი დაწეროთ თუ რატო არ ეთანხმებით.
This post has been edited by tb-seli on 4 Feb 2012, 22:46