მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსი და უცხოელი მხატვრების ინტერესი კავკასიისა და მათ შორის საქართველოსადმი შესამჩნევი იყო. ამ პერიოდიდან ისინი არა მხოლოდ სახელმწიფო „დავალებებს“ ასრულებდნენ, არამედ ზოგიერთი მათგანი მონაწიელობდა კიდეც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში.
ლევ ლაგორიო (1827-1905) საქართველოში 1851 წელს პეტერბურგიდან ჩამოვიდა. ამბობენ, რომ კარგად იცნობდა კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს, რომელიც მხატვარს მფარველობდა. ლაგორიო აქ შესრულებული ნამუშევრებით პეტერბურგსა და ლონდონში გამართულ გამოფენებში მონწაწილეობდა. 1876 წელს მისი სურთი_ „დედოფალი თამარის ციხე საქართველოს სამხედრო გზაზე დარიალის ხეობაში“ რუსეთის იმპერატორმა, ალექსანდრემ შეიძინა.
უცნობია კონკრეტულად როდის ჩამოვიდა ლაგორიო ბათუმში, მაგრამ მუსი ტილო არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ ბათუმის ისტორიის პატარა ნაწილია. სანაპიროზე ჯერ კიდევ არ ჩანს ბათუმში ცნობილი სასტუმროები: „ბელ-ვიუ“, და „ორიენტალი“, რომლებიც რამდენიმ წლის შემდეგ აშენდა. სურათზე ასახული ერთ-ერთი სახლი შესაძლოა რუსეთის კონსულის, ჯუდიჩისაც იყოს.

ლაგორიოს „ბათუმი“ ამჟამად ორენბურგის გამოყენებით ხელოვნების მუზეუმში ინახება.
ბათუმის ძველი ფოტოები! ავე მე! ვისაც არ გევასებათ თემა_ მაქვს წყალი ახლადგაყვანილი და კამკამა არ მენანება
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 7 Dec 2011, 00:48