მოგესალმებით
Amazon.com -ის რიგით მე-7 ნაწილში.
Amazon არის დღესდღეობით ყველაზე დიდი online მაღაზიათა ერთიანი ადგილსამყოფელი. სხვანაირად რომ ვთქვათ, უნივერმაღი. აქ განთავსებულია ყველაფერი!
ვინაიდან და რადგანაც საქართველო არის Amazon-ის ქვეყანათა ჩამონათვალის ერთიან სიაში, გადასახდელ მისამართში (ანუ იგივე Billing address-ში ) აუცილებლად იწერება ქართული საცხოვრებელი ადგილის მონაცემები.
იხ. სურათი.
გასაგზავნ მისამართში (ანუ Shipping address-ში) კი იწერება თქვენი სასურველი გადამზიდი კომპანიის მიერ თქვენთვის მონიჭებული მისამართი.
თუ საქართველოს ფოსტით გნებავთ ამანათის მიღება, მაშინ ორივეგან მიუთითეთ ქართული საცხოვრებელი მისამართი.
ყურადღება: Billing address-ში ქართული მისამართის არქონა გამოიწვევს პრობლემებს. დღეს შეიძლება არა, არც ხვალ და არც ზეგ, მაგრამ ოდესღაც Amazon გადაამოწმებს თქვენს მონაცემებს და როდესაც გაიგებს, რომ ქართული მისამართი არ გიწერიათ, შეგექმნებათ პრობლემები. ანგარიშის დაბლოკვა, ნივთის არ გამოგზავნა და ა.შ.Amazon Primeრა არის Amazon Prime? იგი არის განკუთვნილი მათთვის, ვინც წელიწადის განმავლობაში ძალიან ხშირად იწერს ნივთებს ამ საიტიდან. მისი წლიური ღირებულება შეადგენს 99$-ს და სამაგიეროდ მთელი 1 წლის განმავლობაში თქვენს ნივთს შიდა გზავნა ექნება უფასო. ანუ Amazon-ის საწყობიდან გადამზიდამდე მიტანაში shipping-ს არ გადაიხდით. პლუს, ნივთი უფრო მალე გაიგზავნება დანიშნულების ადგილისკენ.
ხშირად არის ხოლმე ნივთებზე გამოხატული Amazon Prime-ის ნიშანი.
მონიშნულია სურათზე
ჩართვა შეგიძლიათ აქედან:
http://www.amazon.com/primeთუ თქვენ გაააქტიურეთ Amazon prime და გსურთ მისი გაუქმება, ეს შესაძლებელია ნებისმიერ დროს.
თუ თქვენ გააქტიურებული გაქვთ უფასო Amazon Prime, მისი გაუქმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს იმ ერთი თვის განმავლობაში. მაგ. 1 აპრილს ჩართული უფასო Prime-ის გაუქმება შეგიძლიათ 1 მაისამდე.
თუ თქვენ გააქტიურებული გაქვთ ფასიანი Amazon Prime, რა თქმა უნდა ჩამოგეჭრებათ 99$. თუ თქვენ ფასიანი Prime-ის გამოყენებისას მოგინდათ მისი გაუქმება, თანხა დაგიბრუნდებათ იმის-და მიხედვით, თუ რამდენი ხანი იყენებდით Amazon Prime-ს. მაგ: 1 აპრილიდან 1 მაისამდე უფასო გაქვთ და თქვენ მოგინდათ მისი გათიშვა 25 დეკემბერს. ამ შემთხვევაში თქვენ ჩამოგეჭრებათ 1 მაისიდან 25 დეკემბრამდე Amazon Prime-ის ქონის საფასური, ხოლო დანარჩენი დაგიბრუნდებათ. ანუ 99$ - (1 მაისიდან 25 დეკემბრამდე Amazon Prime-ის ქონის საფასური) = იმ თანხას, რაც თქვენ დაგიბრუნდებათ.
გასაუქმებლად უნდა შეხვიდეთ აქ:
https://www.amazon.com/gp/subs/primeclub/ac...t/homepage.html და მიყვეთ ინსტრუქციას. ზოგადად Prime-ის გასაცნობად ეს გვერდი წაიკითხეთ. დეტალურად გეცოდინებათ რა ხდება და როგორ.
http://www.amazon.com/help/primeდახმარებისთვის შეგიძლიათ დაეკონტაქტოთ აქედან:
https://www.amazon.com/gp/help/customer/contact-us/წინა თემები:
1,
2,
3,
4.
5,
6Amazon მართლა ამართლებს თავის ლოგოს, აქ ყველაფერია from A to Z!
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ.
© Kate789
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.