მთავარი»პოლიტიკა»„პირზე დავადექით სააკაშვილისგან მიცემულ ფულს როგორ აპროცენტებდა 60%-ში თანამებრძოლებზე, 9 კაცი უსმენდა ამ ყველაფერს”

„პირზე დავადექით სააკაშვილისგან მიცემულ ფულს როგორ აპროცენტებდა 60%-ში თანამებრძოლებზე, 9 კაცი უსმენდა ამ ყველაფერს”

25
გაზიარებები
Pinterest Google+

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი კახა ძაგანია ამტკიცებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, ფინანსურად დაკავშირებულია უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან და ყველა მისი განცხადება დაკავშირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებთან. მისთვის მთავარია ფინანსური სარგებელი:

“დღეს ნათელაშვილი არის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი საქართველოში, თავისი ამ პოლიტიკური მამაძაღლობით. წინა საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „რუსთავი 2“ ჯერ კიდევ იყო გვარამიასი, გამოვაქვეყნეთ გადარიცხვის ფურცელი, როგორ ურიცხავს ღარიბების „დამცველი“ შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას 100 ათას ლარს. მიშამ მისცა ეს ფული, ვითომ რეკლამები იყიდა „რუსთავი 2“-ში და ატკატის სახით ჩაურიცხა გვარამიას 100 ათასი ლარი. სხვა ტელევიზიებს მაგალითად, „მაესტროს“ 500 ლარი, „იმედს“ 1000 ლარი.

ჩვენ, მისმა თანამებრძოლება და პარტიის სხვა ლიდერებმა არ ვიცოდით რამხელა ფინანსები მოდიოდა პარტიაში. ხალხი სულ ამბობდა, რომ ნათელაშვილი სააკაშვილისგან იღებდა თანხას, მაგრამ როდესაც ფაქტებით დადასტურდა, მთელი პოლიტიკური კომიტეტი წამოვედით. ერთი გუგავა დარჩა მარტო. ადამიანი პირზე დაადგა ნათელაშვილს 2012 წელს როგორ აიღო ფული სააკაშვილისგან.

მაშინ ვეხვეწებოდით შალვას, გაეცი პასუხი-თქო და ვერ გასცა. ეს იყო ჩვენი წამოსვლის რეალური მიზეზი. ის, ყველა პოლიტიკური ნაბიჯისთვის ფულს ითხოვს მიშასგან, თემატური ურთიერთობა აქვთ და არა ის, რომ ფული მომეცი და მორჩა, უკვე შენი მხარდამჭერი ვარ. ასე არაა, საკუთარ თავს სთავაზობს, ამას გავაკეთებ და შენ ამაში ამდენი მომეციო – ახლა უგულავას შევაქებ და ამაში ამდენი მომეციო, – ასე ყიდის თავს.

უგულავას ოპოზიციის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი უწოდა, სამარცხვინოა. გუბაზ სანიკიძის არ იყოს, შეიძლება 180 გრადუსით შეცვალო შენი შეხედულება? მესმის, რომ შეიძლება ადამიანურად შეგეშალოს და თქვა, რომ შემეშალა და ბოდიში, მაგრამ ასე 180 გრადუსით ყველაფერი შეცვალო, ეს ხომ შეუძლებელია, ე.ი. სხვა მიზნები და ამოცანები გამოძრავებს. პირზე დავადექით სააკაშვილისგან მიცემულ ფულს როგორ აპროცენტებდა 60%-ში თანამებრძოლებზე, 9 კაცი უსმენდა ამ ყველაფერს”, – განუცხადა “ფორ.ჯი”-ს ძაგანიამ.

for.ge

წინა პოსტი

ქუთაისში 20 სკოლასა და 17 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერდა

შემდეგი პოსტი

ადვოკატი: ბავშვის გაშვილება იმიტომ სურდა, რომ მისი გაზრდის საშუალება არ ჰქონდა