რატომ შუგარინგი
7 მიზეზი თუ რატომ უნდა აირჩიოთ შუგარინგი
სწრაფი შედეგი
შუგარინგის შემდეგ თქვენ მაშინვე იღებთ შედეგს, პროცედურის შემდეგ უკვე გლუვი და პრიალა კანით გამოხვალთ სალონიდან.
არ იწვევს ალერგიას
შუგარინგის პასტა მზადდება 100% ნატურალური ინგრედიენტებით, ამიტომ ის არ იწვევს კანის გაღიზიანებას და ალერგიას.
არ აზიანებს კანს
შუგარინგი არ აზიანებს კანის ცოცხალ უჯრედებს, ის პირიქით ხელს უწყობს კანის მკვდარი უჯრდების მოცილებას და თავის შემდეგ ტოვებს ნაზ, გლუვ და ელასტიურ კანს.
არ აბრუნებს და არ წყვეტს თმას
ცვილის ეპილაციისგან განსხვავებით შუგარინგის დროს თმის მოცილება ხდება მისი ზრდის მიმართულებით და არ იწვევს მის დაზიანებას, შედეგად არც თმის ჩაბრუნებას არ აქვს ადგილი.
ხანგრძლივი შედეგი 1 თვემდე
თმის ტიპიდან და მოქმედების ზონიდან გამომდინარე შუგარინგის შემდეგ შედეგს შეინარჩუნებთ 3-4 კვირის განმავლობაში, რაც ძალიან კარგი შედეგია სხვა ეპილაციის მეთოდებთან შედარებით.
კანის ნაზი მოვლა
შაქარი ატენიანებს კანის ქსოვილებს რის შედეგაც თქვენი კანი ხდება უფრო ნაზი, ჯანმრთელი და არა მშრალი და გაღიზიანებული.
უსაფრთხოა ორსულებისთვის და მოზარდებისთვის
შუგარინგის პასტა არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ის სრულიან უსაფრთხოა როგორც ორსულებისთვის ასევე მოზარდებისთვის.