katext.js სკრიპტის გამოყენება

ქართული ვებგვერდისთვის გამოსადეგი ფუნქციები. ვერსი 0.4.2

ზოგადი

ზოგადი ის შემიძლია ვთქვა რომ არის ასეთი ცვლადი ka_debug, დეფოლტად - false, თუ მიანიჭებ trueს, სკრიპტი გამოიტანს შეტყონებებს შეცდომების დროს.

kaklav ობიექტის(კლავიატურის გადამყვანი) გამოყენება

ჯერ რათქმაუნდა, უნდა ჩაწერო სადმე: <script src="katext.js" > </script> მერე: <body onload="klava=new kaklav("პარამეტრები")">ეს ნებისმიერ ადგილასაც ჩაისმება რათქმაუნდა. თუ იყენებთ tinymce-სთან ერთად, აუცილებლად -მდე უნდა იყოს. მოკლედ ბადიმდე ჩაწერე, არავითარი ონლოუდ. "პარამეტრები" არი ობიექტი ანუ უნდა იყოს ასეთი სახით: {პარამ: 'მნიშვნელობა',სხვაპარამ: 'კიდემნიშვნელობა', ა.შ.} მაგ: new kaklav({elements: 'mytextarea',layout: 'kalat',cap:'no'})არცერთი პარამეტრი სავალდებულო არაა. შეგიძლია ასე ჩაწერო, თუ გაწყობს დეფოლტები: onload=”klav=new kaklav()" და ვსო მზათაა. ახლა რა პარამეტრებია:

არი 4 მეთოდი რომლებითაც შექმნილი ობიექტისთვის შეგიძლია ოფციების შეცვლა: setLayout, setEnc, setCap, setUseOld5, ამათ მიეწოდებათ ერტი პატამეტრი ზუსტად ისე როგორც ზევით ვთქვი.

ტექსტის კონვერტირების ფუნქციების გამოყენება

ტექსტის კონვერტირებისთვის 2 ფუნქციაა: String კლასის მეთოდი toEnc და ელემენტის დასაკონვერტირებელი ka_elemConvert

toEnc იღებს 2 პარამეტრს - ახლანდელი და სასურველი კოდირება. აბრუნებს გადაყვანილ ტექსტს. კოდირება შეიძლება იყოს: 'uni','lat','std8'.პარამეტრები აუცილებველი არაა, დეფოლტით იღებს lat-ს როგორც ახლანდელს და 'uni' როგორც სასურველ კოდირებას.

var s=’აბგდ'; s=s.toEnc('uni','lat'); s გახდა 'abgd'; s='abrakadabra'.toEnc(); s გახდა 'აბრაკადაბრა'.

ka_elemConvert იღებს 4 პარამეტრს: გადასაკონვერტირებებლი html ელემენტის id ან თვითონ ელემენტი, ახლანდელი და სასურველი კოდირება, და კიდევ ერთი. აუცილებელია მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე წინა ფუნქციასავითაა. ეს მეოთხე პარამეტრი მუშაობს მხოლოდ ფორმის ელემენტებზე. უამისოდ კი ეს ფუნქცია მუშაობს html ელემენტებზეც(მოხდება ელემენტის და მისი შთამომავლობის კონვერტირება), მაგ.:ka_elemConvert(document.body) გადაიყვანს მთელ გვერდს ლათინურიდან უნიკოდ კოდირებაში - შეცვლის ყველა ელემენტის ტექსტურ შიგთავსსა და value ატრიბუტს. დავუბრუნდეთ მეოთხე პარამეტრს: ეს განსაზღვრავს უნდა მოხდეს მთელი ელემენტის ტექსტის თუ მხოლოდ მონიშნული ნაწილის გადაყვანა. თუ არ არი მითითებული, გადაიყვანს მთლიანად, თუ 1ის ტოლია, გადაიყვანს მხოლოდ მონიშნულს, თუ 1 ისგან განსხვავებულია, გადაიყვანს მხოლოდ მონიშნულ ნაწილს თუ რამეა მონიშნული, თუარადა მთლიან ტექსტს.

მთავრული ასოების კონვერტირება

ბპგ ინფოტექის ზოგი შრფიტი შეიცავს მთავრულ ასოებს, ესენი ფართო მონოსიმაღლის ასოები არიან და ბევრი იყენებს სათაურებში. მაგრამ არის ერთი პრობლემა, თუ კლიენტს არ აქვს ბპგ-ს შრიფტებნი, ის მთავრულ ტექსტს ძველი ქართული ასოებით დაინახავს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაიწერა ფუნქცია ka_convMtavr();ეს ფუნქცია გაიგებს აქვს თუ არა კლიენტს ბპგ-ს ცნობილი 3 შრიფტი: BPG Glaho Arial, BPG Glaho Arial V5, ან BPG Glaho Verdana და თუ არცერთი არ აქვს, გადააკონვერტირებს ყველა მთავრულ ტექსტს ვებგვერდზე ნუსხურში(ჩვეულებრივში). ეს სავარაუდოდ onloadში დაგჭირდება. არის კიდევ ერთი ფუნქცია - ka_canDisplayBig() რომელიც აბრუნებს true-ს თუ ის 3 შრიფტი დაყენებულია. ამის სავარაუდო გამოყენება იქნება ის, რომ თუ არ აქვს ეს შრიფტები, შესთავაზო კლიენტს მაTი გადმოწერა.

დამატებითი ფუნქციები

არის რამდენიმე დამხმარე ფუნქცია, რომელიც არ არი დაკავშირებული ქართულ ენასთან.
filterByClass(elem,crit) - აბრუნებს აკმაყოფილებს თუ არა elem(ეს არის ელემენტი ან მისი id) კრიტერიუმს, რომელიც არის კლასების სია, ზუსტად ისეთივე რამეა როგორც elements პარამეტრი არი kaklav ობიექტისთვის.
among - Number ტიპის მეთოდი. აბრუნებს ტოლია თუ არა ეს რიცხვი რომელიმე პარამეტრის. mynum=4; mynum.among(1,2,5)==false, mynum.among(12,3,4)==true
amongi - String ტიპის მეთოდი, აბრუნებს ტოლია თუ არა ეს სტრინგი რომელიმე პარამეტრის, არა-რეგისტრის-მიმართ-მგრძნობიარეა. 'abgd'.amongi('abg','abgde')==false, 'abgd'.amongi('ABGd','abGd')==true;
$() იღებს განუსაზღველი რაოდენობის პარამეტრს, რომელთაგან თითოეული არის ელემენტი ან ელემენტის id,და აბრუნებს ელემენტს, თუ პარანმეტრი ერთი იყო, ან ელემენტების მასივს. კარგი ფუნქციაა. გადმოკოპირებულია prototype ჯავასკრიპტ ბიბლიოთეკიდან. მაგ: alert($('mytextarea').value); ka_isKbdInput - აბრუნებს არის თუ არა პარამეტრად გადაცემული ელემენტი ტექსტის შესატანი ობიექტი.


სკრიპტის ავტორები: მიშა ამაშუკელი( amashukeli@gmail.com ), ჯერჯერობით მეტი არავინ. სკრიპტი ოუფენსორსია, შეგიძლია შეიტანო მასში ცვლილებები და გამოგვიგზავნო. სასარგებლო გაუმჯობესებებს შევიტანთ სკრიპტის შემდგომ ვერსიაში.


ქართული კლავიატურა:
განლაგება:
დიდი ასოები:
კოდირება:
5ძველი ასო:

ტექსტის გადაყვანა.
ახლანდელი კოდირება:
სასურველი კოდირება:
ის მეოთხე პარამეტრი:
გადაყვანა


არის დაყენებული BPG Glaho Arial, BPG Glaho Arial V5, ან BPG Glaho Verdana?
გადააკონვერტირე მთავრული ტექსტი თუ არ არი ზემოთ ჩამოთვლილი შრიფტები დაყენებული
გადააკონვერტირე მთავრული ტექსტი ნებისმიერ შემთხვევაში.
მაგალითი: ႫႠႢႠႪႨႧႨ