Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლუბები > :<<<HONDA CR-V & Hr-v CLUB GEORGIA, Part XXXVI>>>:


Posted by: crv777 5 May 2023, 00:57
ესეც კლუბის ახალი 36_ე თემა...
მწვანეზე გევლოთ გამართული მანქანებით და ღმერთის მფარველობით




კეთილი იყოს ახალი წევრების მანქანის საბურავი ჩვენს საკლუბო თემაში


====================================================================================================================

<<< ეხლა კი მივხედოთ ჩვენი კლუბის ახალ თემას: >>>




წინა თემები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «





ამ სპოილერში კი შეგიძლიათ მოძებნოთ ბევრი სასარგებლო ტექნიკური ინფორმაცია.
მაგ: საიტები, ზეთები, ნაწილები, ხელოსნები და ა.შ.


სპოილერი №1

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: crv777 5 May 2023, 00:59
სპოილერი №2

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «





ჩვენი მანქანების ძველი სურათები წაიშალა...

დასაწყისისთვის იმათ სურათებს დავდებ ვინც მომაწოდა

crv777
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


PLAYer_1
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


nipara
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


zura770077
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «






===შენიშვნა:===

ვინც თავისი მანქანის სურათის მოწოდება დააგვიანა, გული არ დასწყდეს... აქ დადეთ 1-2-3 გვერძე და შემდეგ თემაში დავდებთ smile.gif



თუ ვინმეს ახალი ინფოს დამატება სურს, დაპოსტოს და შემდეგში გამოვიყენებთ




ყველას გისურვებთ მწვანე სინათლეს, სავსე ბაკს და ღმერთის მფარველობას pop.gif



აბა დაიწყეთ ახალი და სასარგებლო ინფოების გაცვლა-გამოცვლა...

თუ ვინმეს გაქვთ სიახლეები, აქ დაწერეთ და შემდეგ თემაში გავამდიდრებთ პირველ გვერდს

Posted by: ივანიჩ 5 May 2023, 14:00
პირველი ვაარ biggrin.gif
მერე რა რომ ცრვ აღარ მყავს biggrin.gif

Posted by: crv777 5 May 2023, 17:09
QUOTE (ივანიჩ @ 5 May 2023, 14:00 )
პირველი ვაარ biggrin.gif
მერე რა რომ ცრვ აღარ მყავს biggrin.gif

ივანიჩ
რაც მთავარია ის არ გვავიწყდება, რომ ოდესღაც ყველაფერი ცრ-ვ_თი დაიწყო biggrin.gif

Posted by: jjj 5 May 2023, 17:24
გამარჯობა, Honda CR-V 1999 წლიანი, სიარულში Check Engine და VSA ერთდროულად ამინთო, მანქანა გავაჩერე, ჩავაქრე, თავიდან დავქოქე და აღარ აუნთია. ამის მერე რამოდენიმე დღე აღარ აუნთია, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ხშირად მეორდება იგივე, ბოლო-ბოლო კომპიუტერზე შევამოწმებინე - წყლის ტემპერატურის "დატჩიკის" ბრალიაო, მერე ცოტა ხელოსანმა დამაბნია 2 "დატჩიკი" აქვსო, მეთქი საყიდლად რომ წავალ როგორ ავუხსნა რომელი მჭირდებათქო და ორ წვერიანი რომელიც არისო. სურათს ხომ ვერ ჩამიგდებთ, როგორ გამოიყურება თუ იცით ვინმემ?

სად მირჩევთ მაგის ყიდვას, ძნელად საშოვნელი ხომ არ არის, "ავტობანში" ექნებათ?

Posted by: crv777 5 May 2023, 20:47
jjj
მარჯვენა საჭიანია?

Abs ც უნდა აენთო წესით

Posted by: jjj 5 May 2023, 21:46
QUOTE (crv777 @ 5 May 2023, 16:47 )
jjj
მარჯვენა საჭიანია?

Abs ც უნდა აენთო წესით

კი, მარჯვენა საჭიანია. არა, ABS არ მინთებს.

Posted by: crv777 6 May 2023, 19:05
QUOTE (jjj @ 5 May 2023, 21:46 )
QUOTE (crv777 @ 5 May 2023, 16:47 )
jjj
მარჯვენა საჭიანია?

Abs ც უნდა აენთო წესით

კი, მარჯვენა საჭიანია. არა, ABS არ მინთებს.

jjj
VSA პირველ თაობაში ყველას არ უყენია...

დღეს მაგ სისტემას ტრექშენ კონტროლად ვიცნობთ.
პირდაპირ კავშირშია სამუხრუჭე სისტემასთან

QUOTE
კომპიუტერზე შევამოწმებინე - წყლის ტემპერატურის "დატჩიკის" ბრალიაო, მერე ცოტა ხელოსანმა დამაბნია 2 "დატჩიკი" აქვსო,

წყლის ტემპერატურის დაჩიკი სამუხრუჭე სისიტემასთან რა კავშირშია...

Vsa და ჩეკი, ეს ორი პრობლემა ერთმანეთს შემთხვევით ხომ არ დაემთხვა

Posted by: hondacrv2005 6 May 2023, 22:52
......................................................................................................

Posted by: jjj 9 May 2023, 16:40
QUOTE (jjj @ 5 May 2023, 13:24 )
გამარჯობა, Honda CR-V 1999 წლიანი, სიარულში Check Engine და VSA ერთდროულად ამინთო, მანქანა გავაჩერე, ჩავაქრე, თავიდან დავქოქე და აღარ აუნთია. ამის მერე რამოდენიმე დღე აღარ აუნთია, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ხშირად მეორდება იგივე, ბოლო-ბოლო კომპიუტერზე შევამოწმებინე - წყლის ტემპერატურის "დატჩიკის" ბრალიაო, მერე ცოტა ხელოსანმა დამაბნია 2 "დატჩიკი" აქვსო, მეთქი საყიდლად რომ წავალ როგორ ავუხსნა რომელი მჭირდებათქო და ორ წვერიანი რომელიც არისო. სურათს ხომ ვერ ჩამიგდებთ, როგორ გამოიყურება თუ იცით ვინმემ?

სად მირჩევთ მაგის ყიდვას, ძნელად საშოვნელი ხომ არ არის, "ავტობანში" ექნებათ?

ნაწილის ნომერი ეს არის: 37870-pj7-003

სად ვიშოვი, ხომ ვერ დამეხმარებით (ავტობანში და თეგეტაში არ ქონდათ)?

Posted by: kokito28 9 May 2023, 16:49
სალამი ყველას , პირველი Თაობა ცრვ დაქოქვაᲨი აქვს 2-3 წამიანი კაკუნის ხმა და მერე მუᲨაობს Ჩვეულებრივად არანაირი კაკუნი აᲦარ აქვს , ზეᲗი Თავის ფილტრიᲗ გამოვცვალე და მაინც აქვს, კლაპნები გასწორებულია და რისი ბრალი უნდა იყოს?

Posted by: crv777 9 May 2023, 17:50
QUOTE (kokito28 @ 9 May 2023, 16:49 )
სალამი ყველას , პირველი Თაობა ცრვ დაქოქვაᲨი აქვს 2-3 წამიანი კაკუნის ხმა და მერე მუᲨაობს Ჩვეულებრივად არანაირი კაკუნი აᲦარ აქვს , ზეᲗი Თავის ფილტრიᲗ გამოვცვალე და მაინც აქვს, კლაპნები გასწორებულია და რისი ბრალი უნდა იყოს?

kokito28
დიდხანს როცა გყავს მანქანა გაჩერებული, (ცივზე) მხოლოდ მაშინ იცის ასე, თუ ცხელზე რომ ჩააქრო და დაქოქო მანქანა მაშინაც იცის ასე?

Posted by: kokito28 9 May 2023, 21:17
დიდხანს როცა არის გაᲩერებული მაᲨინ აქვს ეგ ხმა და ცხელზე არ აქვს არაფერი ხმა

Posted by: crv777 11 May 2023, 08:20
QUOTE (kokito28 @ 9 May 2023, 21:17 )
დიდხანს როცა არის გაᲩერებული მაᲨინ აქვს ეგ ხმა და ცხელზე არ აქვს არაფერი ხმა

kokito28
დილით ცივზე როცა დაქოქავ, ზეთი სანამ ამოვა მაღლა ტალკატელებში, ასე 2 - 3 წამი ექნება ხმა და მერე გაჩუმდება.
თუ ასეა, სანერვიულო არაფერია

Posted by: crv777 11 May 2023, 08:31
QUOTE
სიარულში Check Engine და VSA ერთდროულად ამინთო, მანქანა გავაჩერე, ჩავაქრე, თავიდან დავქოქე და აღარ აუნთია. ამის მერე რამოდენიმე დღე აღარ აუნთია, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ხშირად მეორდება იგივე, ბოლო-ბოლო კომპიუტერზე შევამოწმებინე - წყლის ტემპერატურის "დატჩიკის" ბრალიაო, მერე ცოტა ხელოსანმა დამაბნია 2 "დატჩიკი" აქვსო,

QUOTE
ნაწილის ნომერი ეს არის: 37870-pj7-003

სად ვიშოვი, ხომ ვერ დამეხმარებით (ავტობანში და თეგეტაში არ ქონდათ)?


jjj
მაქანას დააკვირდი,
გაგრილების სისტემა როცა ცხელდება, დროულად თუ რთავს გაგრილებას და თიშავს (ვენტილატორს) ,
სალონში წლის ტემპერატურასაც თუ აჩვენებს, მაშინ ისმის კითხვა, ეს დაჩიკი რა შუაშია?

Posted by: jjj 11 May 2023, 13:03
QUOTE (crv777 @ 11 May 2023, 04:31 )
QUOTE
სიარულში Check Engine და VSA ერთდროულად ამინთო, მანქანა გავაჩერე, ჩავაქრე, თავიდან დავქოქე და აღარ აუნთია. ამის მერე რამოდენიმე დღე აღარ აუნთია, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ხშირად მეორდება იგივე, ბოლო-ბოლო კომპიუტერზე შევამოწმებინე - წყლის ტემპერატურის "დატჩიკის" ბრალიაო, მერე ცოტა ხელოსანმა დამაბნია 2 "დატჩიკი" აქვსო,

QUOTE
ნაწილის ნომერი ეს არის: 37870-pj7-003

სად ვიშოვი, ხომ ვერ დამეხმარებით (ავტობანში და თეგეტაში არ ქონდათ)?


jjj
მაქანას დააკვირდი,
გაგრილების სისტემა როცა ცხელდება, დროულად თუ რთავს გაგრილებას და თიშავს (ვენტილატორს) ,
სალონში წლის ტემპერატურასაც თუ აჩვენებს, მაშინ ისმის კითხვა, ეს დაჩიკი რა შუაშია?

სალონში აჩვენებს ტემპერატურას, ვენტილატორიც ირთვება (მესმის ხოლმე ხმა), თუმცა რამდენად დროულად ან არა დროულად მაგისი რა გითხრა smile.gif მოკლედ ეს "დატჩიკი" ძრავზე აყენიაო, და იდეაში ეს აწვდის სიგნალს ვენტილატორს როდის ჩაირთოს ან გაითიშოს, მოკლედ უცნაურად კი მეჩვენება, მაგრამ რადგან კომპიუტერი ესე აჩვენებს სხვა რა გამოსავალი მაქვს? smile.gif მაინც უნდა ვცადო შეცვლა (40 ლარად გავარკვიე რომ იშოვება მეორადებში) და თუ კიდე არ ჩაქრა ეგ ნათურები, მერე კიდე ვეძებო ახალი მიზეზი...
* * *
ერთი კითხვა მაქვს კიდევ ავტომატკის კარობკის ზეთის შეცვლას რაც შეეხება. მახსოვს ამ თემაში იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ გამიჭირდება ეხლა მოძებნა და თუ არ დაიზარებთ იქნებ ისევ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
1) სად ცვლიან წესების დაცვით? რა ჯდება?
2) ერთხელ როცა გაქვთ შეცვლილი, ანუ ორიგინალი ზეთი რომ არ ასხია რამდენი კილომეტრის გავლაზე უნდა შეიცვალოს?
3) ზეთის შეცვლასთან ერთად კიდევ რამე იცვლება? ანუ რამე ფილტრი თუ არის კიდევ მანდ შესაცვლელი?
4) ვგრძნობ რომ კარობკა ურტყამს უკვე, პირველიდანდან მეორეში, ან მეორედან მესამეში, არ ვიცი ზუსტად, ხოდა თეორიულად არის შანსი რომ ზეთის შეცვლამ უშველოს? სხვა ვარიანტი არის რომ ხელოსანი მეუბნება უნდა დაიშალოს სულო, გამოირეცხოსო ყველაფერი და მაგაში 1000 ლარიო sad.gif ახლა ამდენი ფული არ მაქვს და ვცადო მარტო ზეთის შეცვლა?

Posted by: keen 11 May 2023, 16:34
მოგესალმებით,

HONDA Hr-v 2018 წლის და ზემოთ, ვინმეს თუ აქვს გამოცდილება, შეუძლია, პლუს-მინუსები ჩამოწეროს?

Posted by: PLAYer_1 12 May 2023, 01:08
ოჰოოოოოოოოოოოოო )))

ახალი თემა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

როგორ ხართ? ))))))))))

Posted by: jjj 12 May 2023, 23:30
QUOTE (crv777 @ 11 May 2023, 04:31 )
QUOTE
სიარულში Check Engine და VSA ერთდროულად ამინთო, მანქანა გავაჩერე, ჩავაქრე, თავიდან დავქოქე და აღარ აუნთია. ამის მერე რამოდენიმე დღე აღარ აუნთია, მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ხშირად მეორდება იგივე, ბოლო-ბოლო კომპიუტერზე შევამოწმებინე - წყლის ტემპერატურის "დატჩიკის" ბრალიაო, მერე ცოტა ხელოსანმა დამაბნია 2 "დატჩიკი" აქვსო,

QUOTE
ნაწილის ნომერი ეს არის: 37870-pj7-003

სად ვიშოვი, ხომ ვერ დამეხმარებით (ავტობანში და თეგეტაში არ ქონდათ)?


jjj
მაქანას დააკვირდი,
გაგრილების სისტემა როცა ცხელდება, დროულად თუ რთავს გაგრილებას და თიშავს (ვენტილატორს) ,
სალონში წლის ტემპერატურასაც თუ აჩვენებს, მაშინ ისმის კითხვა, ეს დაჩიკი რა შუაშია?

სწორი დიაგნოზი დაუსვია კომპიუტერს, შევცვალე წყლის "დატჩიკი" და ეშველა, ჩააქრო "ალარმები". პარალელურად სხვა პრობლემასაც ეშველა, არ მეგონა ამასთან თუ იყო კავშირში, ცხელ ძრავზე დაქოქვაზე ჭირვეულობა ქონდა დაწყებული და თურმე ასეთ დროს იცის ეგ.

Posted by: crv777 14 May 2023, 14:39
QUOTE
სწორი დიაგნოზი დაუსვია კომპიუტერს, შევცვალე წყლის "დატჩიკი" და ეშველა, ჩააქრო "ალარმები". პარალელურად სხვა პრობლემასაც ეშველა, არ მეგონა ამასთან თუ იყო კავშირში, ცხელ ძრავზე დაქოქვაზე ჭირვეულობა ქონდა დაწყებული და თურმე ასეთ დროს იცის ეგ.

QUOTE
შევცვალე წყლის "დატჩიკი" და ეშველა


jjj
კარგია რომ ყველაფერი მოგვარდა,
მაგრამ ვერ გავიგე VSA სისტემა წყლის დაჩიკის არ მუშაობასთან რა შუაში იყო...


QUOTE
ოჰოოოოოოოოოოოოო )))

ახალი თემა 

როგორ ხართ? ))))))))))

PLAYer_1
კარგად ვართ ნოდარ, შენ როგორ გიკითხოთ smile.gif ...
კიდევ გყავს ვერცხლა 069? smile.gif

Posted by: Abula_21 16 May 2023, 10:58
სალამი ბიჭეებო მაქვს გასაყიდი დისტრონიკის სამაგრი და მარჯვრნა პეტლი 2018 მოდელზე. გაგატანთ თუ ვინმეს ჭირდება შეღავათიან ფასად
591213360

Posted by: PLAYer_1 16 May 2023, 11:02
QUOTE
PLAYer_1
კარგად ვართ ნოდარ, შენ როგორ გიკითხოთ  ...
კიდევ გყავს ვერცხლა 069?


არამიშავს არამიშავს, გაიხარე დავით

609 მყავს 609 biggrin.gif

მაგრამ მოუწევს გაყიდვა,, ვეღარ ვატევ სადგომზე მანქანებს...
ძალიან კი მიყვარს მაგრამ .... სხვა გზა არ მაქ (((((((((((((

user posted image


Posted by: hondacrv2005 17 May 2023, 21:27
დაქოქვისას ცივზეც, ცხელზეც სულ ერთია, დიდ ხანს რომ ტრიალებს ზაჟიგანია და ხან გაზის პედალზე ფეხის წადგმა რომ სჭირდება, სტარტერის ჩოთქებს ერხევა ნელ-ნელა სავარაუდოდ? აკუ კარგია.

Posted by: crv777 18 May 2023, 09:00
QUOTE (hondacrv2005 @ 17 May 2023, 21:27 )
დაქოქვისას ცივზეც, ცხელზეც სულ ერთია, დიდ ხანს რომ ტრიალებს ზაჟიგანია და ხან გაზის პედალზე ფეხის წადგმა რომ სჭირდება, სტარტერის ჩოთქებს ერხევა ნელ-ნელა სავარაუდოდ? აკუ კარგია.

hondacrv2005
როგორც მახსოვს მეორე თაობაა...
ტრამლიორი არ აქვს მეორე თაობას, ზაჟიგანიას ვერ აურევდით.

ბევრი რამ შეიძლება იყოს:
1. კლაპნები გასასწორებელი.
2. სვეჩები შესაცვლელი (ან ზაზორები გასასწორებელი)
3. ეგეერი დაბინძურებული
4. ერთერთი რასპრედვალი დამუშავებული
5. ბეზნასოსი კვდებოდეს ნელნელა

პ.ს. ბაბინებიც შეიძლება


Posted by: hondacrv2005 20 May 2023, 15:02
მადლობა დავით,
ჰონდას ამ ელექტრომობილზე რას იტყვით?user posted image

Posted by: SAROKAWA 20 May 2023, 17:37
ჯერ არ შემხვედრია არავინ ვინც ასეთ ელექტრომობილებს ატარებს

Posted by: suzuki312 20 May 2023, 18:03
გამარჯობათ, ჰონდას ხელოსანი მჭირდება, წვის სისტემის გაწმენდა, კლაპნების რეგულირება უნდა. ვინ არის ჰონდების მამა თბილისში?
* * *
PLAYer_1

QUOTE
609 მყავს 609


ჩემიც 609 არის და ვერცხლისფერია. user posted image

Posted by: hondacrv2005 25 May 2023, 13:06
წინა თემის ბოლო გვერდზებზე წყლის ჩამოსვლაზე ვწერდი, მარჯვენა წინა კოვრიკის ქვეშ დგებოდა, ამვიღე ნოხი, ავწიე და სუუულ გაჟღენთილი იყო წყლით და 2 კვირა ვაშრე ადგილზე ეგრე აწეული, საბურავის პადკრილნიკის ქვეშ იმ ვიდეოში ნაჩვენები ორივე დირკა ამოვასილიკონე და იმის მერე 5-6 ჯერ 10 ლიტრიანი ბალონით დავრბოდი სხვადასხვა დღეებში და ვასხავდი წყალს და არც არაფერი. . . 1-2 ჯერ წვიმაშიც არაფერი, მერე ისე რა წვიმაში იდგა მანქანა და 1-2 კოვზი წყალი ისევ დამხვდა ჩამოსული, ვერ გავუგე საიდან ჟონავს ტა ჯანდაბას შვება ეს ოხერი. . . დავდივარ ისევ ნოხ აწეული და დამაქვს ბალონი წყლით დასახმელად და ვარ წვიმების იმედზე იქნებ რამე სადმე ნაჟონი დავიჭიროთქო. . . ))))

დაჟე სამრეცხაოზე რამდენი წყალი ვასხი სპეციალურად ქვემოდან ზემოდან იმ მხარეს, არაფერი საერთოდ. . .

Posted by: crv777 25 May 2023, 21:45
hondacrv2005
ტორპედოს შიგნით გათბობის სისტემიდან ხომ არ იპარავს,
ან კონდენციონერის კონდენსატის მილი ხომ ა არის გაჭედილი...

მაგ: ჩემი მანქანით როდესაც გაჩერებულზე ვამუშავებ კონდენციონერს, რაღაც დროის შემდეგ მანქანის ქვეშ კონდესატი იღვრება.

მაგასაც მიაქციე ყურადღება

Posted by: zura770077 27 May 2023, 17:24
hondacrv2005
ამის, ანუ მე-2 თაობისა, არ დამიშლია არასდროს და არ ვიცი როგორაა მოწყობილი.
პირველ თაობაზე დამემართა მეც მასე.
რეცხვის მერე - ეზოში შლანგით(სამრეცხაოში არ ხდებოდა იგივე, რადგან კერხერს წყლის მცირე ნაკადი აქვს, წყალ- ჰარის ნაზავია), მგზავრის მხარეს ნოხის ქვეშ სისველე მხვდებოდა და გაშრობაზე ვწვალობდი.
ჩემით მივხვდი მიზეზს: საქარე მინის ქვედა ნაწილზე, მთელ სიგრძეზე პლასტმასი რომაა, პლასტმასის სამაგრებით, ეგ იყო მგზავრის მხარეს დატალღული. ეტყობა მის წინა ამერიკელ პატრონს, იმ სამაგრების მოხსნა დაეზარა და ამ პლასტმასის ისე მოხსნა უნდოდა და იმ ჯაჯგურში გაამრუდა.
ამ ადგილას ერთგან ეს პლასტმასი 5 მილიმეტრითაც კი იყო მოშორებული, როდესაც სხვაგან მჭიდროდაა ზედ მიდებული.
აქედან ჩასული წყალი ხვდებოდა ჟესტის ვანაში, რომელსაც საქარე მინის ბოლოს, მთელ სიგრძეზე გასდევდა ვიწრო ღარი.
ეს ღარი, გათვლილი მჭიდროდ მინაზე მიდებულ პლასტმასის დროს წყლის ნაკადზე, ვერ ატარებდა შლანგის წყალს იმ ნახვრეტამდე, რითაც კრილოს ქვეშ უნდა გადაღვრილიყო და იღვრებოდა ამ ჟესტის ვანაში. ჟესტის ვანიდან კი ამოდიოდა ვერტიკალური ჟესტისსვე მილი, რომელიც სალონში აწოდებს ჰაერს. ამ მილის ღია ხახაში იღვრებოდა ეს წყალი და სალონის ფილტრის გავლით ჩადიოდა ნოხის ქვეშ.
ელიავაზე გავაკეთებინე იგივე დიამეტრის მუხლი და ის ჩამოვაცვი იმ მილს და შეწყდა მაშინვე წყლის ჟონვა. დაღებული ხახა, ვერტიკალურიდან, ჰორიზონტალურში გადავიყვანე.
რომ ჩატეულიყო ეს მუხლი, ცოტა იმ ვერტიკალური მილის დადაბლებაც მომიწია.
პლასტმასის შეცვლაც მინდოდა, მაგრამ დაშლილებში 150 ლარი მითხრეს ფასი.
სანამ შევაგროვე თანხა, კი მოვყევი ავარიაში და სადაზღვევომ წაიყვანა მერე მთლიანად მანქანა.

Posted by: jjj 27 May 2023, 19:35
ერთი კითხვა მაქვს კიდევ ავტომატკის კარობკის ზეთის შეცვლას რაც შეეხება. მახსოვს ამ თემაში იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ გამიჭირდება ეხლა მოძებნა და თუ არ დაიზარებთ იქნებ ისევ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
1) სად ცვლიან წესების დაცვით? რა ჯდება?
2) სულ რამდენი ლიტრი ჩადის (CRV 1999 წლიანი), თავისი დინებით რამდენი ლიტრის ჩამოცლა ხდება (მახსოვს ამ თემაში იყო გაფრთხილება, რომ ნაწილ-ნაწილ ჯობია შეცვლა, რადგან მთლიანი ზეთის ჩამოცლას "ძალის დატანებით" დამატებითი პრობლემები მოაქვსო)?

Posted by: hondacrv2005 27 May 2023, 22:33
zura770077
მადლობა ზურა, სად არ ვეძებე ფბ ჯგუფებში, იუთუბზე და ამ შემთხვევას არავინ წერდა, შეიძლება ეგ იყოს ჩემთანაც, მე ლაბავოი შევაცვლევინე და ეგრეა აწეულია იქაც, პლოტნად არ ზის და არის ტალღოვნად. . . მაგრამ კაკ რაზ მანდ ვასხი წყალი 10 ლიტრიანებით და არაფერი, მგონი გროვდება სადღაც, რომ აღარ ატარებს და მერე ჟონავს იქ. . . ანუ დროში უნდა დავაკვირდე თან
მართლა სტრანნი სიტუაცია მაქვს, კერხერით ვრეცხე არაფერი, მაგარ წვიმაში იდგა არაფერი,, , მაგარ წვიმაში ვიარე არაფერი მოკლედ, სხვადასხვა დროს დავასხი 4-5 ჯერ 10 ლიტრიანით და მხოლოდ ერთხელ 5-6 წვეთი გამოვიდა გვერდიდან. . . მანამდე კიდევ ისე რა წვიმაში იდგა და 2 კოვზი ექცია, ბარდაჩოკს უკანაც და ქვედა ნოხიც მშრალი იყო, ვერ გავიგე საიდან ჩავიდა. მეთქი შეწყდა ჩამოსვლათქო დავმშვიდდი და შემთხვევით ეხლა დავაკვირდი კიდევ, ავიღე ნოხები მაინც ვნახოთქო და ბარდაჩოკს ქვემოთ რომ ხალიჩა რეზინასავით აქვს, იმას აქვს გუბკა ქვემოდან და სველია ის, სადღაც ბარდაჩოკს უკნიდან ჩამოდის რა. . . ის მორეზინო მოპლასტმასო ხალიჩა იქნებ ავსხსნა ხვალ და უფრო შეეტყობა. . .
ასევე იმ პადკრილნიკს ისევ მოვხსნი და ვნახავ კიდევ, მაგრამ რამ გამაკვირვა იცი, ლაბავოის ვანაში წყალი რომ დავუშვი, გამოვიდა დიდი ნახვრეტიდან, ასე 2 ცალი 2 ლარიანის ხელა დირკაა ღია და პადკრილნიკის შიდა მხარეს აქცევს, ნეტავ ასე უნდა იყოს? მეორე მხარესაც მოვხცნი და იქაც თუ ასეა ზნაჩიტ სწორია, მერე იმ პადკრილნიკს რომ მიყვება იქედან ხომ არ ჟონავს სადმეთქო. . .
მოკლედ მაგარ შარში ვარ რა. . . .
ეხლა აკეცილი მაქვს ნოხები მაქსიმალურად და ვაკვირდები პოერიოდულად, ნერვებიც აღარ მყოფნის და არც დრო მაქვს მაგდენი და არც მოცერხებული არ ვარ მაინცდამაინც ასეთ რაღაცეებში და მივაგდესავით მოკედ რაsad.gif(

* * *
შენს ქეისსაც გავითვალისწინებ, ისევ ავხსნი ლაბავოის ვანის პლასტმასს და დავაკვირდები მაგ ვერტიკალურ საჰაეროს სად აქვს ეგ ტრუბკა, თან დავასურათებ ერთი იქნებ დავსვა დიაგნოზი მერე. . .

Posted by: ივანიჩ 29 May 2023, 11:12
jjj
ჰო წნევით არ იცვლება, ფუჭდება
ნაწილ ნაწილაა საჭირო

Posted by: jjj 4 Jun 2023, 13:51
QUOTE (ივანიჩ @ 29 May 2023, 07:12 )
jjj
ჰო წნევით არ იცვლება, ფუჭდება
ნაწილ ნაწილაა საჭირო

მეორე ნაწილი რამდენი კილომეტრის გავლის მერე უნდა გამოვცვალო?

და მეორე კითხვაც, ამ ორ ნაწილად გამოცვლას რომ მოვრჩები, შემდეგი გამოცვლა რამდენ კილომეტრზე მოუწევს?

Posted by: crv777 5 Jun 2023, 19:16
jjj
ავტომატიკა გამართულად მუშაობს?

ზეთი მხოლოდ ორიგინალი Honda ultra atf-z1 (4 ლიტრიანი რკინის ბანკა. ავტობანში) უნდა ჩაასხა.

ვარიანტი#1
პირველ შეცვლისას ზეთი ჩამოუშვი თვითდინებით ჭურჭელში (პირობითად 6ლიტრიან ბაკურიანის ბოთლში)
ახალი ზეთიც იმდენივე ჩაახსი, რამდენიც ჩამოვიდა... დანარჩენ სხვაობას შუპით გაასწორებ.

იგივეს გაიმეორებ 400 კმ_ს შემდეგ და 50-60 ათასზე არაფერი არ უნდა...

ვარიანტი #2 ( ცოდნაა საჭირო)

რადიატორში შემავალ გამავალი კარობკის შლანგების ჩახსნით უნდა შეიცვალოს, რომელსაც ხელოსნები არ აკეთებენ. კარობკის გაფუჭების ეშინიათ...

შენს შემთხვევაში მემგონი ისევ პირველი ვარიანტი გერჩივნოს

Posted by: jjj 5 Jun 2023, 20:00
QUOTE (crv777 @ 5 Jun 2023, 15:16 )
jjj
ავტომატიკა გამართულად მუშაობს?

ზეთი მხოლოდ ორიგინალი Honda  ultra atf-z1 (4 ლიტრიანი რკინის ბანკა. ავტობანში) უნდა ჩაასხა.

თითქოს პატარა ბიძგებს ვგრძნობ და იმიტომ ვფიქრობ რომ ზეთი შესაცვლელია.

ავტობანში ხომ არ იცი ეგ ზეთი რა ღირს? თეგეტამ 55 ლარიო ერთი ლიტრი https://shop.tegetamotors.ge/ge/avtomaturi-transmisiis-zeti/product-details/20402452/zethi-trans-OEM-HONDA-ULTRA-ATF-Z-1-4L

ე. ი. 50-60 ათასი უნდა გამატაროს ხო მაგ ზეთმა? არადა ეგ ავტომატიკის კოლოფი ერთხელ უკვე განაკეთები მაქვს, რომ გააკეთა თავისთავად ზეთიც შეცვალა, არ ვიცი რა ზეთი ჩამისხა მაშინ (atf-z1 კი იყო, მაგრამ ორიგინალი თუარა არ ვიცი) და ეხლა რომ მივაკითხე ყოველ 20 ათასზე უნდა ცვალოო, მე 40 მაქვს იმის მერე გავლილი, ხოდა შენი ბრალიაო ზეთს რომ არ ცვლიო...

Posted by: kvezo 8 Jun 2023, 13:54
jjj
ესემალე არცერთ ავტომატიკის კარობკას არ უნდ შეცვლა 20 ზე. მეც ბიძგებს მაძლევს და ვფიქრობ მთლიანად შევცვალო რატადიატორისს ტრუპკიდან ჩემი აზრით უფრო კაია განახლდება მთლიანად .
* * *
ვინმეს თუ შეუძლია დამეხმაროს ფანჯრის ამწევ მექანიზმზე მოწყდა ტროსს ყუნწი რკინა ან კალა და ჩავარდა ფანჯარა თუ იცით ტროს აკეთებს ვინმე ან მარტო ტროსი თუ იყიდება მექანიზმი მუშაობს მხოლოდ ეს გაწყდა.

Posted by: thug 9 Jun 2023, 06:08
20 ზე რათ უნდა კარობკას ცვლა
მატორის ზეთი იცვლება უკვე ბევრ მანქანაზე 16 ზე biggrin.gif


Posted by: Apoptosis 16 Jun 2023, 13:27
გამარჯობა.
ჰონდა რიჯლაინზე, გადაცემათა კოლოფის სოლენოიდების დაზიანების სიმპტომი შეიძლება რომ იყოს მე-2 და მე-3 სიჩქარეებს შორის გადართვისას პერიოდის გახანგრძლივება?(მექანიკურ კოლოფზე სიჩქარის შეცვლას რომ დაუგვიანებ დააახლოებით ასე აკეთებს)'
და მეორე კითხვა: უკანა დიფერენციალის დაზიანების შიმპტომი შეიძლება იყოს ბრაგუნის ხმა (მაგალითად როცა მოსახვევში შესვლისას ან "ბუგაროკზე" გადასვლისას მცირე გაზს მისცემ)?. გეგონება კბილანებია მოცვეთილი და რამდენიმე კბილანის გამოტოვების შემდეგ ინერციით ეჯახება არამოცვეთილ კბილანასო. აი მატარებელი რომ იძვრება და ვაგონებს გამოარტყავს დაახლოებით ასეთი შეგრძნებაა.
მადლობა

Posted by: UR82060 17 Jun 2023, 18:53
გამარჯობა,

აპორნების შეცვლას სად და რომელ ბრენდს მირჩევთ?

საჭის ჰიდრავლიკაში და ხიდშიც მინდა სითხეების შეცვლა და სად მივიყვანო?


Posted by: akhieli 23 Jun 2023, 11:13
მეგობრებო კარგი ხადავიკი ხომ არიცით HRV 2002 -წლიანზე მექანიკა სცეპლენისს დისკი დაბუქსავდა.
რომ,მოხსნას კოლოფი დააყენოს და შეცვალოს რაც არის.
პახოდუ მირჩიედ გადავაკვევინო თუ ნახმარი კარგ მდომარეობაში ვიყიდო დისკი?

Posted by: rere 30 Jun 2023, 22:56
მოკლედ ჩემს პომპას აქ ხმა სტეპზე როგორც ჩანს გავიდა საკისარი მარილზე და ვერ გადამიწყვეტია ამაზონიდან ეს იაფი გამოვიწერო თუ იბაიდან ჰონდას ორიგინალი

(უბრალოდ მგონა რო ამაზონი არ განათავსებს ცუდ პროდუქციას მაშინ როცა Amazon's
Choice უწერია
https://www.amazon.com/KEYOOG-AW9461-Compatible-19200RAAA01-19200-RAD-003/dp/B09GXRCHD2/ref=sr_1_1_sspa?keywords=19200RAAA01&qid=1688150982&sr=8-1-spons&sp_csd=d2lkZ2V0TmFtZT1zcF9hdGY&psc=1
https://www.ebay.com/itm/373643066921?hash=item56fedcbe29:g:rA8AAOSwoqtg502l&amdata=enc%3AAQAIAAAA4N6JEvUokKV9qz5AC%2FN4kpyTopqGbeJ4Xb8S9RtoHFJ%2FFFnSO%2FXnqyGHG3gciMaTp63%2BMwPdV5C%2FaMPEFtMEKk6b%2BbYZQAaUMaMwyQcWTu12qAKoE5XsG914R%2FULBbI0AQDob5u1ialgsRwvTsPUbWAyKOgoJ8zaI7A6ckeTiDEmeCKf9bE0kXMfmQ5BaEP7eQ%2FtesZAcGY6alP3KfDfrhqEgH8ABqM%2BdGLXh4ybeTxGJW5lPLOLA0eZJOJeSVTMdQ9O82HJfAsU%2BitHUZKTMvu0orTLgeeLJaLJ1VB%2FcMD%2F%7Ctkp%3ABk9SR-jgyNqhYg

Posted by: crv777 3 Jul 2023, 11:47
akhieli
ხადავიკი ნოდარი, პირველ პოსტში გვიწერია

rere
Www.rockauto.com ით გადაამოწმე ხარისხიანი აფთერმარკეტი ნაწილები რომელია მოთხოვნადი

Posted by: hondacrv2005 10 Jul 2023, 18:02
კარის მატორჩიკების პრობლემაზე ვწერდი ამასწინათ, ისანში გაბრიელ სალოსზე კარგი ბიჭია დვერშიკი და იმან გამიკეთა ეს ჩაშლილი მატორჩიკები, 1 კარგად გაკეთდა, მეორეს ხმა დარჩა ცოტა. ვასმოიში ნაყიდი უნივერსალები აგერ მიდევსო მითხრა, მაგრამ ვისაც დავუყენე 2 კვირაში მომადგნენ გადაიწვაო და რომელსაც გინდა იმას დავაუენებო, 10 ლარში იყო სხვაობა. . . მეც ჩემები შევარემონტებინე, რომელსაც კბილები არ ჰქონდა მოტეხილი პლასტმასზე გარემონტდა და კი იკეტება . . .
* * *
ვარტა ვიყიდე სამჯერ, სამივეჯერ თეგეტაში, სამი წელი და 1-2 თვე გაძლო 1-2 მა, ამ მესამემ 2 წელი და 1 თვე, მუდმივ გარანტიაზეავო და მიცემული რომ მქონდა 160 ლარი ჩემი ძველი აკუს დატოვებით, ეხლა ამაში 80 მაძლევდნენ თავად და 120 დავამატე და ექსაიდი ჩავაყენებინე. ამძრაობა ვარტას 330 აქვს და ამას 390 და ეს მიღციეს და ჰა ვნახავ ამ ექსაიდსაც. . .

Posted by: zura770077 11 Jul 2023, 15:19
hondacrv2005
თეგეტას ექსაიდი მქონა წინა აკუმლიატორი, 2 წლიანი გარანტიით.
ყოველ 6 თვეში მისვლა და შემოწმება მიწევდა თეგეტაში. დამავიწყდა და რომ გამახსენდა, მეორე მისვლა გადაცილებული მქონდა უკვე.
ვადაა დარღვეულიო და ახლოს აღარ გამიკარეს. ზუსტად 2 წლის გასვლას თვეები აკლდა, რომ ვეღარ დაქოქა მაგ ექსაიდმა.
მისვლა რომ არ დამვიწყებოდა თავის დროზე, ალბათ ახლით შემიცვლიდნენ(იმედია).
მერე ვიყიდე ზუბრი თუ ასეთი რაღაც ჰქვია, 1 წლიანი გარანტიით და იმასაც ზუსტად 1 წლის თავზე დაეწყო პრობლემები. ვეღარ ერეოდა ხანდახან, ზოგჯერ ჩვეულებრივ ქოქავდა.
ყოველ 3 თვეში მიწევდა საგარანტიოზე მისვლა და ის უკვე აღარ დამვიწყებია შეშინებულს.
მივედი გახარებული, ახალს მომცემენ მეთქი. შეამოწმეს- კარგიაო, სტარტერი ნახეო. 2 გან სხვაგან შევამოწმებინე და იქაც იგივე მითხრეს. ჩამივარდა კოვზი ნაცარში.
ერთ მშვენიერ დღეს კი მხოლოდ წკაპ დაიძახა და აღარ დატრიალდა სტარტერი საერთოდ, თან ჩემს გარაჟში ისეთ ადგილას, რომ იქედან გზაზე გამოგორების შანსი არ იყო, ვერც ევაკუატორი
მიუდგება.
ერთი დღე დაშლას მოვუნდი, სტარტერის მოსახსნელად წინა ცხვირი თითქმის მთლიანად უნდა მოხსნა, რომ მიუდგე. თან შუა ზამთარში. ნახშირების ბრალი ყოფილა.
ერთი დღე აწყობას მოვუნდი, გზად დროსელიც გამოვაკრიალე. ზედმეტი 3 ცალი ბოლტი დამრჩა, სად უყენდება და რას არ დავუყენე, დღემდე ვერ მივხვდი.
მერე პირველად რომ დავქოქე და ჩავაქვრე, სტარტერი დაიტოვა მუშა მდგომარეობაში. აკუ-ზე მინუსის კლემა რომ მოვხსენი, მერე გაჩერდა სტარტერი.
,,სტარტერშიკ"-მა- ზამოკის ბრალიაო, ,,ზამოკშიკ"-მა- კარგიაო ზამოკი, ელექტრიკს აჩვენე, კაბელებს ხომ არ გადააქვთ ერთმანეთშიო. სანამ ელექტრიკს ვეძებდი, აღარ უქნია მასე,
დღემდე მუშაობს ჩვეულებრივ.
ეს აკუ- ზუბრი, დღემდე ჯიგრულადაა, 2 წელი გაუხდება ახლა შემოდგომის ბოლოს.
500 კმ.-დე ადაპტაციას მოუნდა - ჩეკი ამინთო თავიდან, მერე ხან აინთებოდა, ხან ჩაქვრებოდა და ბოლო 2 თვეა აღარ ანთებულა საერთოდ.
ის ექსაიდი, რომ ვერ ივარგა, სტარტერის ბრალი ხომ არ იყო, მაგას ვფიქრობ ხოლმე. სანამ ზუბრი ახალი იყო ერეოდა და ბოლოს იმანაც გაჭედა.

Posted by: crv777 12 Jul 2023, 00:59
hondacrv2005
zura770077
ბოლო დროს არსებული ფაქტებით იმ დასკვნამდე მივდივარ რომ,
ვარტა,
ექსაიდი,
ზუბრი,
დურასელი
თუ სხვა ბრენდი იქნება, სავარაუდოთ ყველა ერთი და იგივე ნაგავი ქარხნის აკუ იქნება საქართველოსთვის და მერე ალბათ აქ ხდება გადაფუთვა და სახელის დარქმევა ავტო ნაწილების ქსელებში...

Posted by: zura770077 12 Jul 2023, 14:04
crv777
დავით გამარჯობა,

ამერიკიდან რაც ჩამოჰყვა აკუმულატორი(2006-იანია და 2014-ში ჩამოვიყვანე), იმას პრობლემები 2019-ში დაეწყო. ისაც ჩემი ბრალია, მეზობელი
მომადგა დილით, მანქანას ვერ ვქოქავო და რომ მივედი გადასაერთებლად, ჩვეულებრივი 2 -იანი კვეთის რამდენიმე დენის ,,პროვოდკა"
ჰქონდა ერთმანეთზე გადაბმული, 3-4 ადგილას მაინც. იმით დავაქოქინე, ნაპერწკლების ყრით, კლემებზე ბრტყელტუჩათი მოჭერით და მთელი ამბებით. საღამოს უკვე ჩემმაც ვეღარ დაქოქა, თან ზაფხული იყო, სიცივეს ვერ დავაბრალებ.
არამგონია დამთხვეოდა, იმან დამიზიანა ალბათ.
მაგის მერე ვიყიდე ის ექსაიდი, ზემოთ რასაც ვწერ. ამის მერე, ვინც არ უნდა მომადგეს, აკუმულატორიდან აღარავის ვუკიდებ, თუ ნორმალური კლემები არ აქვთ.
გამწარებული ავდექი და იუთუბზე მოვნახე ვიდეო, სწორად როგორ უნდა გახდე დონორი სხვისი აკუმულიატორის. უცნაურად იყურებიან უარს რომ ვეუბნები.
ასევეა დაბუქსირებაზეც. 4 * 4 -ზე მანქანა - ცრვ-ე, ზუსტად იმიტომ მყავს, რომ ზამთარში თუ მოთოვა, თბილისში ჩემს სახლთან ასვლა - ჩამოსვლა ჭირს, 300 მეტრ მანძილზე აღმართია, ასევე სოფელი მაქვს ცხვარიჭამიაში
და ზამთარში რომ შევძლო სიარული. მეზობლები, თუ მოყინა და მოთოვა, ხან ვინ მომადგება დამიბუქსირეო, ხან ვინ. მე-2 თაობას, ავტომატიკის, დაბუქსირება არ შეიძლება.
რომ ვათრიო 1,5 ტონა მანქანა 300 მეტრ აღმართზე, კარობკა ხელში შემრჩება ალბათ. უარის მერე არის მერე ვითომ გულმოსული და რა ვიცი კიდევ.
ჰოდა იმ ამერიკულმა, ორიგინალმა აკუ-მ, იმდენი გაქაჩა, ჩვენთან კი 2 წელი მძლივს სძლებს, რაც შემოტანილია, თან ახლები.
ყოველგვარი ნაგვის გასაღების ბაზრად ვიქეცით.

Posted by: crv777 12 Jul 2023, 14:16
QUOTE
ჩვენთან კი 2 წელი მძლივს სძლებს, რაც შემოტანილია, თან ახლები.
ყოველგვარი ნაგვის გასაღების ბაზრად ვიქეცით.

zura770077
გაგიმარჯოს ზურა,

დღევანდელი საქართველო არის დიდი შავი ხვრელი, სადაც ძალიან დიდ ფულს აკეთებენ შავი ბიზნესის სახით...

თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ყველაზე დაბალი ნედლეულით გაკეთებული აკუები მოდის საქართველოში... და არა მარტო ეს

იმედია მალე დასრულდება მსგავსი კრიზისი ჩვეულებრივი ხალხისთვის

Posted by: UR82060 14 Jul 2023, 13:36
QUOTE (crv777 @ 12 Jul 2023, 00:59 )
hondacrv2005
zura770077
ბოლო დროს არსებული ფაქტებით იმ დასკვნამდე მივდივარ რომ,
ვარტა,
ექსაიდი,
ზუბრი,
დურასელი
თუ სხვა ბრენდი იქნება, სავარაუდოთ ყველა ერთი და იგივე ნაგავი ქარხნის აკუ იქნება საქართველოსთვის და მერე ალბათ აქ ხდება გადაფუთვა და სახელის დარქმევა ავტო ნაწილების ქსელებში...

სხვათაშორის, 2019 წელს ვიყიდე ამბოლში დურასელის აკუ, ჯერ პრობლემა არ ქონია, ახლახანს ელექტროობას რომ ვუმოწმებდი ბარემ ეგეც შევამოწმე და მშვენივრად არის. იმედია სამომავლოდაც ასე გამიმართლებს :დ

Posted by: kostaia 18 Aug 2023, 09:38
მოგესალმებით კლუბელებო,

სულ რამდენი თაობის ცრვ-ეა და ახალი თაობებიც ისეთი ვირივით გამძლეეებია როგორც პირველი თაობა?

Posted by: zura770077 21 Aug 2023, 12:51
სულ არის 6 თაობა. 2023 -ში გამოუშვეს ეს მე-6.
4 წელი 1 თაობა მყავდა, ახლა 9 წელია უკვე მე-2 თაობა.
1 თაობა 151 000 მილი გარბენით ჩამოვიყვანე და მალევე დაეწყო სავალი ნაწილების პრობლემები- ყუმბარები და ბალკის რეზინების
შეცვლა მომიწია, სტერჟინები რაზვალნი ვტულკები, სუხოი ამორტიზატორები და ა.შ.
2 თაობა, რაც ახლა მყავს, 79 000 მილი გარბენით ვიყიდე და ახლა 190 000 - ს ავცდით. სტერჟინები მაქვს გამოცვლილი მხოლოდ მარჯვენა ორივე და
ჰორიზონტალური რაზვალნი ვტულკები.
ჩემი პირადი აზრით, მე-2 თაობა უფრო გამძლეა(პირველს რაც მინუსები ჰქონდა გამოუსწორეს და რესურსი გაუზარდეს სხვადასხვა კვანძების), უფრო
მეტი გამავლობა აქვს, მეტად ტევადი და კომფორტულია, ვიდრე პირველი.

მე-3 და მომდევნო თაობები, აქ ამ კლუბში, იშვიათია, თან მესამეს გარდა, დანარჩენები ჩვენთან ქვეყანაში საერთოდ იშვიათობაა. ასაკის გამო გარბენი
ჩვენთან ძალიან მცირე აქვთ, შესაბამისად სუსტი წერტილები მცირე ვადიანი ექსპლუატაციის გამო, ჯერ არაა გამოვლენილი.
შეიძლება ვცდები.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე-4 თაობას, 2015 -ში რესტაილინგი ჩაუტარეს და ვარიატორზე შესვეს. მაგის მერე სულ ვარიატორებია.
ევროპული ვარიანტები კი არის მექანიკა, მაგრამ 2,0 ძრავითაა.
ვარიატორი კი უფრო ფაქიზია ვიდრე ავტომატიკა.

Posted by: kostaia 22 Aug 2023, 19:17
სულ არის 6 თაობა. 2023 -ში გამოუშვეს ეს მე-6.
4 წელი 1 თაობა მყავდა, ახლა 9 წელია უკვე მე-2 თაობა.
1 თაობა 151 000 მილი გარბენით ჩამოვიყვანე და მალევე დაეწყო სავალი ნაწილების პრობლემები- ყუმბარები და ბალკის რეზინების
შეცვლა მომიწია, სტერჟინები რაზვალნი ვტულკები, სუხოი ამორტიზატორები და ა.შ.
2 თაობა, რაც ახლა მყავს, 79 000 მილი გარბენით ვიყიდე და ახლა 190 000 - ს ავცდით. სტერჟინები მაქვს გამოცვლილი მხოლოდ მარჯვენა ორივე და
ჰორიზონტალური რაზვალნი ვტულკები.
ჩემი პირადი აზრით, მე-2 თაობა უფრო გამძლეა(პირველს რაც მინუსები ჰქონდა გამოუსწორეს და რესურსი გაუზარდეს სხვადასხვა კვანძების), უფრო
მეტი გამავლობა აქვს, მეტად ტევადი და კომფორტულია, ვიდრე პირველი.

მე-3 და მომდევნო თაობები, აქ ამ კლუბში, იშვიათია, თან მესამეს გარდა, დანარჩენები ჩვენთან ქვეყანაში საერთოდ იშვიათობაა. ასაკის გამო გარბენი
ჩვენთან ძალიან მცირე აქვთ, შესაბამისად სუსტი წერტილები მცირე ვადიანი ექსპლუატაციის გამო, ჯერ არაა გამოვლენილი.
შეიძლება ვცდები.
ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მე-4 თაობას, 2015 -ში რესტაილინგი ჩაუტარეს და ვარიატორზე შესვეს. მაგის მერე სულ ვარიატორებია.
ევროპული ვარიანტები კი არის მექანიკა, მაგრამ 2,0 ძრავითაა.
ვარიატორი კი უფრო ფაქიზია ვიდრე ავტომატიკა.

მადლობა , გაიხარე.
1 თაობა მყავს 10 წელია, მაგარი კმაყოფილი ვარ, მარა შეცვლის დრო მოუვიდა და 2018-2020 წლიანზე ვფიქრობ .
ისე 1 თაობაზე სად ცვლიან კარობკის ზეთს და რა ჯდება დაახლოებით?

Posted by: SAROKAWA 23 Aug 2023, 11:28
QUOTE
1 თაობაზე სად ცვლიან კარობკის ზეთს

წნევით არ შეცვალო სადაც არ შეცვლი

Posted by: zura770077 23 Aug 2023, 11:40
kostaia
QUOTE
ისე 1 თაობაზე სად ცვლიან კარობკის ზეთს და რა ჯდება დაახლოებით?


მე პირადად ზეთს ვყიდულობ თეგეტაში, ან ნაცნობი ხელოსანი მყავს და თვითონ ჩამოაქვს ნაწილები, ასევე ზეთები ჰონდების და მასთან ვცვლი.
უბრალოდ ახლა ის ადამიანი ვეღარ იცლის ამ ბოლო დროს, რაღაც საკუთარი ბიზნესი დაიწყო და მეც რა მეშველება, არ ვიცი.
ის სხვანაირად მიცვლის, უშვებს რაც ჩამოვა იმ ზეთს, უჭერს ჩამოსაშვებ ბოლტს ისევ პოდდონზე, ასხამს ძველი რაც ჩამოვიდა იგივე რაოდენობას ახალზეთს, მერე შლანგებს ხსნის კოლოფსა და რადიატორს შორის
და მანამდე ასხამს ახალ ზეთს დაქოქილ მანქანაში, სანამ ძველი ზეთის მაგივრად ახალი არ წამოვა ამ შლანგში.
თან ჩემსას, მე-2 თაობას გარე ფილტრი აქვს კარობკის ზეთის და იმას მიცვლის, პარალელურად.
მანუალით(წიგნი მოჰყვა ჩემსას, სადაც ეს ყველაფერი წერია, რა როდის და როგორ უნდა შეიცვალოს) პირველი შეცვლა 120000 მილზე უნდა, მერე ყოველ 60 000 მილზე.
უკვე 2 ჯერ მაქვს შეცვლილი მასთან და იდეალურადაა კოლოფი.
მანუალში პირდაპირ წერია, რომ კოლოფში ზეთი წნევით არ უნდა შეიცვალოს, თორემ დაზიანდება. ასე წნევით ცვლიან იამატოში და თეგეტაში, ასევე სხვაგანაც.
ამ კლუბში, რამდენიმე იუზერია, ვისაც მასე გამოცვლით კოლოფი დაუზიანეს.
შეცვლის მეთოდი მანუალით კი ასეთია: 1. ჩამოუშვებ კოლოფიდან, დამცლელი ბოლტის მოხსნით, იმდენს, რაც ჩამოვა თავისით, თან ზუსტად უნდა გაზომოთ, რამდენი ჩამოვიდა.
ამ ბოლტს მაგნიტი აქვს წვერზე, ის ნახეთ, ლითონის ნაფხვენები აქვს თუ არა. კარობკის შიგა დეტალები რომ ეხახუნება ერთმანეთს, იმის შედეგია.
თუ ბევრი არაა, ან საერთოდ არაა, ე.ი. ნორმალურ მდგომარეობაშია. გაწმინდეთ, სპილენძის პრაკლატკა აქვს და იმას შეცვლით ახლით, მერე ისევ მიახრახნით.

2. შუპი რომ აქვს კაროპკას, იქედან ესხმება იმდენი ახალი ზეთი, რამდენიც ძველი ჩამოვიდა მანამდე. ივლით დაახლოებით 100-200 კმ.-ის ფარგლებში
და ისევ ჩამოუშვებთ ზეთს კარობკიდან, ისევ ახალ ზეთს დაუმატებთ და ითვლება რომ უკვე შეცვლილია.
მე პირველი თაობა მექანიკა მყავდა და მგონი მაგათ ავტომატურ კარობკას, გარე ზეთის ფილტრი არ აქვთ, შეცვლა სჭირდება თუ არა, არ ვიცი.

Posted by: jjj 31 Aug 2023, 19:10
Honda CRV (1999 წლიანი) წინა მარჯვენა მხარე არის შეღუნული ერთ ადგილას და ასევე "კაპოტიც", ცივ გასწორებაზე მივიყვანე ხელოსანთან და რომ გაიგო Honda CRV შანსი არაა ხელს არ მოვკიდებო sad.gif მაგის "ჟესტის" ვერაფერი გავიგეო smile.gif სხვაგანაც არ მოკიდებენ ხელს, ასეთი შარია მართლა?

პ. ს. ისე მართლა "სათუთი" თუნუქი კი არის, "კაპოტი" ბურთის მონახვედრით გაიღუნა, ნუ "კრილო" არ ვიცი რა მოხდა, გუშინ დამახვედრეს "საჩუქარი" sad.gif

Posted by: zura770077 1 Sep 2023, 12:33
jjj
პირველ თაობაზე მეც დამემართა მასე. უკან, ბაგაჟნიკის კარები რომაა მიმაგრებული, ორივე კრილო ხომ მრგვალია, კარებისაკენ რომ უხვევს. მარჯვენა კრილო დამხვდა შეღუნული ზუსტად იმ მომრგვალებულში,
შიტოკის მაღლა ფარებამდე.
ცივად გასწორებაზე მივუყვანე და იუარა, ძალიან ცუდი საღებავი აქვთო, ეგრევე სძვრება, როგორც კი ამოქაჩვას დავუწყებო. საღებავი რომ ამოვტეხო, მერე ჩემი ბრალი
იქნება და კეთება მომიწევსო.
არადა 2009 წელი იყო, ახალი ჩამოყვანილი მყავდა, 2001 წლიანი და ცუდად მხვდებოდა თვალში ის შეღუნული.
20 თეთრიანის ხელა ადგილზე იყო შეღუნული, თან საღებავი აქერცლილი, გრუნტი ჩანდა თეთრად. იმ ტიპმა, ცივად გასწორებაზე ვინც უარი მითხრა, რაღაც ფანქარივით გააძრო, ზუსტად
იგივე ფერის და იმ ადგილზე წაუსვა. კარგად თუ არ დააკვირდებოდი, არაფერი ეტყობოდა. წადი და თუ გადაეცალა, მომიყვანე და ისევ წავუსვათო.
რა იყო, იმის კითხვა დამავიწყდა, თან მალე გაეცლება მეთქი და დიდად აღარ დავინტერსებულვარ. 2014-ში ისე შეველიე იმ მანქანას, რომ ის წასმული საღებავი არ გადასულა.
ახლა ამ ახალზე, რამდენიმე ადგილასაა უკვე წერტილებად გრუნტი რომ მოჩანს და უკვე ვნანობ, მაშინ რომ არ ვკითხე, რა იყო ის და თუ ჰქონდა, რომ არ ვიყიდე, ან მისი
ტელეფონი რომ არ დავიმახსოვრე.

Posted by: jjj 5 Sep 2023, 16:24
"ზამოკი" დამრჩა ღია დაახლოებით 3 საათი და აღარ დაიქოქა. "პერემიჩკებით" დავქოქე იმ დღეს და ვიარე ალბათ 2 საათი, მეორე დღეს დაიქოქა, ვიარე ქალაქში და 3-ჯერ მომიწია გაჩერება და იქოქებოდა ყველა ჯერზე, მაგრამ მეოთხეჯერ ისევ აღარ დაიქოქა (მაგ პერიოდში კონდინციონერიც მქონდა გზაში ჩართული და რავი მაგან ხომ არ დასვა ისევ).

ხოდა კითხვა ასეთი მაქვს, მოკვდა უკვე თუ შეიძლება დასატენია კარგად? სად ამოწმებენ აკუმლიატორებს ტყუილად არ მინდა რომ გადავაგდო, შეიძლება უბრალოდ დასატენია. ისე 2 წელიწად ნახევარია რაც მაქვს VARTA-ს ფირმაა და წესით რამდენია მაგისი რესურსი?

Posted by: CTX 6 Sep 2023, 04:48
QUOTE (jjj @ 5 Sep 2023, 15:24 )
"ზამოკი" დამრჩა ღია დაახლოებით 3 საათი და აღარ დაიქოქა. "პერემიჩკებით" დავქოქე იმ დღეს და ვიარე ალბათ 2 საათი, მეორე დღეს დაიქოქა, ვიარე ქალაქში და 3-ჯერ მომიწია გაჩერება და იქოქებოდა ყველა ჯერზე, მაგრამ მეოთხეჯერ ისევ აღარ დაიქოქა (მაგ პერიოდში კონდინციონერიც მქონდა გზაში ჩართული და რავი მაგან ხომ არ დასვა ისევ).

ხოდა კითხვა ასეთი მაქვს, მოკვდა უკვე თუ შეიძლება დასატენია კარგად? სად ამოწმებენ აკუმლიატორებს ტყუილად არ მინდა რომ გადავაგდო, შეიძლება უბრალოდ დასატენია. ისე 2 წელიწად ნახევარია რაც მაქვს VARTA-ს ფირმაა და წესით რამდენია მაგისი რესურსი?

100%-ით ვიცი, თეგეტას აქვს აკუმლატორის ტესტერი. სხვა დიდ ავტონაწილების მაღაზიებსაც უნდა ჰქონდეთ.

Posted by: ABABUA 16 Sep 2023, 01:17
რამდენი ხანია აქ აღარ ვყოფილვარ, ძლივს მოვაგენი smile.gif მოკითხვა ყველას. ისე, ჩამკვდარა აქაურობა. ალბათ ყველა გადაფეისბუქდა

Posted by: playstation 17 Sep 2023, 22:29
მეგობრებო მგონი მამაჩემმა 1 თაობა ცრ-ვ დაასტუკა.

მოკლედ ზუსტად სახლის კართან მოვიდა თუ არა მაღალი წნევის გაგრილების მილი გასკდა, რომლითაც ძრავსი შედის ანტიფრიზი და აგრილებს.
ეტყობა გაჭედილი იყო რამე არ გაატარა დაგროვდა დაგროვდა და გასკდა, ძრავიც გადახურდა და რამე გაჭედა ან დასტუკა ან რავი რა შეიძლება მოსვლოდა.

რომ ჩააქრო მანქანა გადმოვიდა ახადა კაპოტი ნახა ანტიფრიზი დაიღვარა 5 წუთსი სინჯდა დაქოქვა ქვე მივაგორებო და აღარ დაიქოქა.
მეორე დღეს შევიძინეს ეს შლანგი მაგრამ ახლა აღარ იქოქება.

ანუ ძრავი გავიდა მარილზე? ვის შეიძლება ვანახოთ ისეთ ხელოსანი არის რომ მოვიყვანოთ და ადგილზე ნახოს ევაკუატორით რომარ ვაკატაო ნახევარი თბილისი.

პ.ს. ისე ამის ძრავებს კი ქონია ერტი მანქანის ფასი. 600$ აფასებენ ძრავებს. რა ამბავია რა ძრავია ასეთი 27 წლის მანქანის ძრავს რომ 600$ დაადებ რავი რა.
ვაბშე გავყიდი ნაწილებად ამის ძრავში 600$ არ ვიხადო smile.gif

Posted by: crv777 19 Sep 2023, 13:51
QUOTE
რომ ჩააქრო მანქანა გადმოვიდა ახადა კაპოტი ნახა ანტიფრიზი დაიღვარა 5 წუთსი სინჯდა დაქოქვა ქვე მივაგორებო და აღარ დაიქოქა.
მეორე დღეს შევიძინეს ეს შლანგი მაგრამ ახლა აღარ იქოქება.

playstation
ძრავი თუ თავისუფლად ტრიალებს და გაჭედილი არ არის
სტუკი არ მგონია

Posted by: playstation 22 Sep 2023, 08:15
crv777
მადლობა დიდი დახმარების და რჩებევისთვის. როგორც ვნახეთ თერმოსტატიბიყო გაჭედილი და არ იხსნებოდა, მაგან გამოიწვია ეგ პრობლემა. ოდნავ გვერდიდან დავატრიალეთ ძრავი, სვეჩები მოვხსენით გავაშრეთ დაიქოქა დადის ისე როგორც ადრე დადიოდა smile.gif

Posted by: jjj 27 Sep 2023, 22:48
ეს რისი "ბაჩოკია" - გადაცემათა კოლოფის? მექანიკაზე ვიცი რომ ორი ეგეთი "ბაჩოკია" - ერთი სამუხრუჭე სითხის დასამატებელი, მეორე გადაცემათა კოლოფის და ავტომატიკებზეც ეგრეა?

Posted by: playstation 27 Sep 2023, 23:51
jjj
ფორმით საჭიას ჰიდრავლიკის ბაჩოკს გავს

Posted by: jjj 28 Sep 2023, 12:59
QUOTE (playstation @ 27 Sep 2023, 19:51 )
jjj
ფორმით საჭიას ჰიდრავლიკის ბაჩოკს გავს

ხო მართალი ხარ, კარობკა საიდან მოვიტანე smile.gif ერთი სამუხრუჭე სისტემის ბაჩოკია და მეორე ჰიდრავლიკის....

Posted by: jjj 28 Sep 2023, 18:08
ვიყიდე სამუხრუჭე სითხე და რამე რომ არ ამერიოს, ხომ ეს არის სამუხრუჭე სითხის დასამატებელი ბაჩოკი? smile.gif

და კიდევ ერთი კითხვაც, მთლიანი შეცვლა რამდენ ხანში ჭირდება მაგ სითხეს?

Posted by: ABABUA 7 Oct 2023, 02:29
jjj კი, ეგაა. მთლიანად შეცვლას რაც შეეხება, 15 წელია მყავს და არც შემიცვლია და არც ვემდური სამუხრუჭე სისტემას. ერთი-ორჯერ კალოდკების შეცვლისას ჩავამატე ცოტაოდენი dot 4

Posted by: CTX 7 Oct 2023, 08:28
უცნაური კითხვა, მექანიკა 2012 Honda Civic SI-ზე რა აზრის ხართ? რამე ცნობილი მინუსი იცით, რას მივაქციო ყურადღება?


Posted by: crv777 10 Oct 2023, 08:52
QUOTE (CTX @ 7 Oct 2023, 08:28 )
უცნაური კითხვა, მექანიკა 2012 Honda Civic SI-ზე რა აზრის ხართ? რამე ცნობილი მინუსი იცით, რას მივაქციო ყურადღება?

Civic SI ვიცი მე 2.0... 2.4 და 1.5 ტურბო რაღაც არ მეჩემება

2012 Honda Civic Si Specifications and Features
_______
ENGINEERING Si Coupe Si Sedan

Engine Type In-Line 4-Cylinder In-Line 4-Cylinder

Engine Block/Cylinder Head Aluminum-Alloy Aluminum-Alloy

Displacement (L / cc) 2.4 / 2354 2.4 / 2354

Horsepower @ rpm (SAE net) 201 @ 7000 201 @ 7000

Torque (lb-ft @ rpm) 170 @ 4400 170 @ 4400

Redline (rpm) 7000 7000

Bore and Stroke (mm) 87 x 99 87 x 99

Compression Ratio 11.0:1 11.0:1
Valve Train 16-Valve DOHC i-VTEC®

=======

2.0 ს 197 იანს თუ ზრდი 2.4 მდე, 201 ცხენამნე 4 რა სხვაობაა, ძალიან ცოტაა.
უნდა იყოს მინიმუმ 40-50 ცხენით მეტი

ამ სტატიას გადაავლე თვალი
https://hondanews.com/en-US/releases/release-03a3635b8ffd458282c6422a328f6623-all-new-2012-honda-civic-si-adds-power-and-features

Posted by: CTX 10 Oct 2023, 22:36
QUOTE (crv777 @ 10 Oct 2023, 07:52 )
QUOTE (CTX @ 7 Oct 2023, 08:28 )
უცნაური კითხვა, მექანიკა 2012 Honda Civic SI-ზე რა აზრის ხართ? რამე ცნობილი მინუსი იცით, რას მივაქციო ყურადღება?

Civic SI ვიცი მე 2.0... 2.4 და 1.5 ტურბო რაღაც არ მეჩემება

2012 Honda Civic Si Specifications and Features
_______
ENGINEERING Si Coupe Si Sedan

Engine Type In-Line 4-Cylinder In-Line 4-Cylinder

Engine Block/Cylinder Head Aluminum-Alloy Aluminum-Alloy

Displacement (L / cc) 2.4 / 2354 2.4 / 2354

Horsepower @ rpm (SAE net) 201 @ 7000 201 @ 7000

Torque (lb-ft @ rpm) 170 @ 4400 170 @ 4400

Redline (rpm) 7000 7000

Bore and Stroke (mm) 87 x 99 87 x 99

Compression Ratio 11.0:1 11.0:1
Valve Train 16-Valve DOHC i-VTEC®

=======

2.0 ს 197 იანს თუ ზრდი 2.4 მდე, 201 ცხენამნე 4 რა სხვაობაა, ძალიან ცოტაა.
უნდა იყოს მინიმუმ 40-50 ცხენით მეტი

ამ სტატიას გადაავლე თვალი
https://hondanews.com/en-US/releases/release-03a3635b8ffd458282c6422a328f6623-all-new-2012-honda-civic-si-adds-power-and-features

ვნახე მანქანა და გადავიფიქრე, ძალიან დიდი გარბენი ჰქონდა. ამასთან "ზადნის" სიარულისას ჰქონდა ძალიან ცუდი ხმა, ცოტა ჟანგენი (კაპოტზის შიგნიდან და მძღოლის კარზე ეგეც შიგნიდან) და კიდევ უამრავი წვრილმანი.

მაგრამ 273K მილისთვის ძალიან კარგად დადიოდა gigi.gif

Posted by: jjj 31 Oct 2023, 14:10
Honda CRV (1999 წლიანი) წინა "აპორნი" დისკები სად ვიყიდო?

Posted by: crv777 3 Nov 2023, 00:08
თუ არ ვცდები ავტობანს ჰქონდა ბრაზილიური ფირმის. სახელი არ მახსოვს.


* * *

Fremax ფირმის ყოფილა

https://www.google.com/search?q=vw+brazil+brake+rotor&client=ms-android-motorola-gfw&sca_esv=578929401&tbm=isch&prmd=isvn&source=lnms&sa=X&ved=2ahUKEwib4uaBkKaCAxUlVKQEHWUdDigQ_AUoAXoECAcQAQ&biw=360&bih=582&dpr=2#imgrc=Zagvy9mREDyCzM

Posted by: jjj 3 Nov 2023, 20:39
QUOTE (crv777 @ 2 Nov 2023, 20:08 )
თუ არ ვცდები ავტობანს ჰქონდა ბრაზილიური ფირმის. სახელი არ მახსოვს.


* * *

Fremax ფირმის ყოფილა

https://www.google.com/search?q=vw+brazil+brake+rotor&client=ms-android-motorola-gfw&sca_esv=578929401&tbm=isch&prmd=isvn&source=lnms&sa=X&ved=2ahUKEwib4uaBkKaCAxUlVKQEHWUdDigQ_AUoAXoECAcQAQ&biw=360&bih=582&dpr=2#imgrc=Zagvy9mREDyCzM

ავტობანმა აღარ გვაქვსო, სხვაგან სად შეიძლება კიდევ?

Posted by: kvezo 7 Nov 2023, 11:21
2.4 ვიტეკზე მიდგას თხევადი რომ ჩავადგა 3000 აბაროტს რომ აცდება წუილის სტვენასავით ხმა აქ გაზზზეც და ბენზინზეც მაღალ აბაროტებზე და რისი ბრალია ჰაერს იპარავს? გაზისს ნასოსს დავაბრალებდი რაც დგას ბალონში უკნიდანაც მოდის მაგრამ ბენზინზეც აქვს სტვენის ხმა. ახლა მატორში ისე არ აქვს უფრო უკნიდან მოდის თუ გქონიათ შემთხვევა მსგავსი.

Posted by: hondacrv2005 17 Nov 2023, 22:22
რა ძალიან ნელა მიდის ეს თემა, ალბათ მართლა ფბ ზე გადაინაცვლა კლუბის ხალხმა.
12 წელია 2005 იანი სიარვი მყავს და რომ არ მოვიტყუო 9-10 წელი მართლა ყოველდღე შემოვდიოდი აქ, ქვეყნის რამე ვისცწავლე მანქანაზე, კოკასგან, ბაკურისგან, დათოსგან, ზურასგან და სხვებისგან))
წყალი რომ ჩამომდიოდა, ლუქის ხელოსანს მივუყვანე და ქვევიდან შეუძვრა ტროსით და ნაგვები გაწმინდა, ეხლა ველოდები წვიმებს, რას იზავს, სულ ხრუპუნით გადიოდა წყალი იმის გაწმენდის მერე, თუ არ უშველა, ესე იგი სადღაც ებოქსიტში გადაბმაში გასდის და წავუსვამ მერე სილიკონს, მაგრამ აღარ მგონია ისეთი ნაპორიტ დაეშვა წყალი. შლანგით არ ვასხავ სპეციალურად, წვიმის ამბებში მაინტერესებს, კერხერი ვერაფერს ასხავს ჰაერთან ერტად. . .

მართლა ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ კლუბისგან. მართალია სულ ცოტა ხნის წინ ტოიოტა რავ4 ჰიბრიდი ვიყიდე ამერიკაში, მაგრამ კლუბის ერთგული ვრჩები, ციარვის მამაჩემს გადავულოცავ. . . ისეთი კმაყოფილი ვარ ამ მანქანის რომ რავიცი. . . .ვერ შეველევი ვერანაირად. . .ოჯახის წევრივით არის. . . .

ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენ!!!

ტოიოტა

Posted by: Apoptosis 1 Feb 2024, 14:58
გამარჯობა, მეგობრებო.
ჰონდა რიჯლაინზე ავტომატიკის ხელოსანს ვის მირჩევთ? (მესამეში არ აგდებს და უკანა სვლისას უჭირს "აბაროტის შენარჩუნება).

და დაახლოებით რა უნდა დამიჯდესშეკეთება?

Posted by: rachveli1 21 Feb 2024, 23:49
---------------------------------------------------------------------------

Posted by: vassovasso2 25 Feb 2024, 18:37
მოგესალმებით მეგობრებო,
თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა, სალონის გათბობა უბერავს ცივ ჰაერს. ძრავი კარგად მუშაობს, წყლის ტემპერატურა ნორმაშია, არანაირი ჩეკი არ არის, მძღოლის მხარეს ცივ და ცხელ რეჟიმზე გადასართავი ძრავი ვიზუალური დათვალიერებით მუშაობს ერთიდან მეორე რეჟიმზე გადართვისას. სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს?

Honda Crv 2011 ამერიკული

Posted by: Nescafe13 25 Feb 2024, 22:31
vassovasso2

ფეჩის რადიატორი , გამორეცხვა 50-100 ლარის ფარგლებში
ისე თუ იყოვებ მაგ მანქანას შეცვალე და დაისვენებ , აღარ შეგაწუხებს , შეცვლა სადღაც 200-250 ლარი დაჯდება

Posted by: ZEUS 10 Mar 2024, 14:56
სალამი. ასეთი უცნაური რაღაც მოუვიდა ჩემ მანქანას. 2013 წლიან სიარვის. ბლუთუზი დაეკარგა. ვერაფერით ვუკავშირდები. მეც და სხვებმაც სცადეს და არალი. არც კლემის ჩახსნამ უშველა, არაფერმა. სავარაუდოდ გადაიწვა.
აქ დაშლილები მოვიარე და ქუთაისის ქუჩაც და არსად არის და არის დედაქალაქში რამე ადგილი, სადაც ვიშოვი?

Posted by: crv777 12 Mar 2024, 09:24
გამარჯობათ მეგობრებო,

დიდი ხანია არ გამოვჩნდით მე, კოკა, აბაბუა და ძველი წევრებიდან კიდევ რამოდენიმე ფორუმელი
მიზეზი დრიოს არ ქონა


vassovasso2
ფეჩის შიდა რადიატორის გამორეცხვა, რომელიც უმეტესად მოხსნის გარეშეც ირეცხება (კაპოტიდან)
Nescafe13 ამ ადამიანმა უკვე მოგწერა საშველი გზა



ZEUS
მაგრად მიხარია რომ ბევრ აქაურებს უკვე მეოთხე თაობის ცრ-ვ ჰყავს

კოკას დავურეკავ და იქნებ მოახერხოს, შემოიხედოს და დაგეხმაროს

Posted by: ZEUS 19 Mar 2024, 09:19
crv777
მადლობა. ახალი ბლუთუზის მოდელი გამოვიწერე იბეიდან. შევცვლი და უშველის იმედია.

Posted by: jjj 28 Mar 2024, 15:42
ძრავის რემენის შეცვლა სად / ვისთან ჯობია (Honda CRV 1999 წ)? ლაგვილავების ბოქსი მუშაობს ისევ?

Posted by: dangerous-man 7 Apr 2024, 01:31
სალამი ყველას ... სივიკიდან აქ შემოგეჭრებით და თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ როგორი მანქანებია Hr-V 2 თაობის .მადლობელი დაგრჩებით .ძრავი გასაგებია იგივე 8 თაობიდან რაც ეყენა 1.8 იდეალური ძრავებია დანარჩენი უფრო გადაცემათა კოლოფი ვარიატორი როგორი აქვს საინტერესოა. მადლობა წინასწარ .

Posted by: crv777 8 Apr 2024, 15:00
QUOTE (dangerous-man @ 7 Apr 2024, 01:31 )
სალამი ყველას ... სივიკიდან აქ შემოგეჭრებით და თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ როგორი მანქანებია Hr-V 2 თაობის .მადლობელი დაგრჩებით .ძრავი გასაგებია იგივე 8 თაობიდან რაც ეყენა 1.8 იდეალური ძრავებია დანარჩენი უფრო გადაცემათა კოლოფი ვარიატორი როგორი აქვს საინტერესოა. მადლობა წინასწარ .

dangerous-man
გაგიმარჯოს,

მხოლოდ ამერიკულებია 1.8 r სერიის ძრავზე.
კარობკა საკმაოდ გამძლე (დროული სერვისით)

მე ამ კონკრეტულ მოდელში ჯერ რამე გართულებები არ მსმენია

სიამოვნებით ვიყოლიებდი

Posted by: dangerous-man 8 Apr 2024, 16:36
crv777
გაიხარე . მადლობა ..

Posted by: goga1009 9 Apr 2024, 09:27
გაუმარჯოს. ჰონდა HRV მყავს 1999 წლიანი. გასაკეთებელი აქ რაღაცეები და კონსულტაციის გავლა მინდა. პირველ გვერდზე მოხელეების ნომრები ვეძებე მაგრამ ვერ ვნახე. თუ დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: crv777 12 Apr 2024, 16:24
goga1009
ამ თემის პირველ გვერძე სპოილერებში ნახე, ყველა ინფოა

QUOTE
crv777
გაიხარე . მადლობა


dangerous-man
არაფერს მეგობარო, თუ რამე შეგვიძლია აქ ვართ smile.gif



Posted by: goga1009 12 Apr 2024, 21:11
crv777
მადლობა. მეორე სპოილერიც ყოფილა ცალკე სადაც ყველაფერი წერია.

Posted by: Manas 24 Apr 2024, 03:52
გამარჯობათ
K24 ძრავებზე თერმოსტატი 78 გრადუსიდან უნდა ხსნიდეს?
ბოლომდე რამდენზე იხსნება და ძრავის მუშა ტემპერატურა რომელია? თევზივით წყალში რამდენ გრადუსზეა ჰონდას ძრავებისთვის?
* * *
ვერ მეტყვით ვერაფერს????????????

Posted by: _minze_ 6 May 2024, 18:26
პირველი თაობა, გაზზე ნამუშევარი, საშუალოდ 250k გარბენით, იაფად ყრია ესეთები ამ ბოლოს და ღირს ყიდვა?
მანქანა არასდროს მყოლია და ხო არ გადამიყვანს ჭკუიდან პირველი რომ იყოს?

Posted by: benito- 7 May 2024, 15:08
სალამი მეგობრებო

ვაპირებ ცრვ.ს ჩამოყვანას (2013-2017წწ) და რომელი ძრავია ჰონდებში გამომდგარი და უპრობლემო?
ან რომელი კარობკებია უპრობლემო.

რას მივაქციოთ ყურადღება არჩევის პერიოდში?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)