Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კომუნიკაციები > whatsapp და telegram-ის ერთჯერადი კოდები


Posted by: MKBHD 21 Apr 2024, 13:26
მოკლედ ესე 1 თვის წინ ჯერ ვოთსაპზე მოდიოდა ყოველ დღე ერთჯერადი კოდები ვიღაც ცდილობდა შესვლას, თან ეწერა შენ თუ არ მოგითხოვია არავის უთხრა ეს კოდიო, მარა ფაქტია ორჯერ გამომაგდო ჩემი ექაუნთიდან და სხვა შევიდა მგონი

ეხლა ბოლო 1 კვირაა ყოველდღე მომდის ტელეგრამის კოდები. ხან დილის 7 ზე ხან ღამის 2 ზე შემოდის ზარი (ხმოვანით რო გითხრას კოდი). დღეს ვაფშე დამხვდა რო ვიღაცამ კოდი შეიყვანა მარა პინ კოდი (ორმაგი უსაფრთხოება მაქ ჩართული) ვერ შეიყვანა და ვერ გაააქტიურაო. აი ეს ერთჯერადი კოდი მე რო მომივიდა იმან როგორ ნახა? სეთინგებიდან წავშალე ის მოწყობილობა, ისრაელი ეწერა იპ-ს

სხვადასხვა აპლიკაციების აქტივაციის კოდები რო მომდის მაგაზე აღარ ვამბობ არაფერს რა ხდება სადმე გაიჟონა ქართული ნომრები?

Posted by: besarioni84 23 Apr 2024, 10:20
იქნებ რამე თამაში ან ვპნ აპლიკაცია გიყენია რომელიც შენს ინფოს გასცემს? ანუ შენს მოწყობილობას 100% ით გამორიცხავ? ძირითადად ინფორმაციიის დაკარგვაში 99% თავად ამ ინფირმაციის მფლობელები არიან ხოლმე დამნაშავე. პირველ რიგში შენი დევაისი უნდა გამორიცხო. დაარესეტე, შეცვალე.....

Posted by: _minze_ 23 Apr 2024, 12:34
QUOTE
გაიჟონა ქართული ნომრები?

იმდენი რაღაცა გაიჟონა, ტელეფონის ნომრები რა მოსატანია.
https://forum.ge/?showtopic=35146969

Posted by: ELEMENT 23 Apr 2024, 14:33
იდენტური პრობლემები მქონდა მეც smile.gif whatsapp და ტელეგრამის კოდები მომდიოდა, ვოთსაპიდან დაჟე გამომაგდო ღმერთმა იცის როგორ შევიდა ვიღაც ჩემი ექაუნთით ისე რო კოდი არ მისვლია smile.gif ყოფილ ტვიტერზეც მქონდა ექაუნთი მაგაზეც ანალოგიურად ვიღაც შევიდა უპრობლემოდ აბსოლიტურად.

მეგონა მარტო ჩემში იყო პრობლემა alk.gif

Posted by: _minze_ 23 Apr 2024, 15:02
QUOTE
როგორ შევიდა ვიღაც ჩემი ექაუნთით ისე რო კოდი არ მისვლია

ქსელში შემოაღწიეს.

Posted by: ELEMENT 23 Apr 2024, 15:12
_minze_
მთლად ესე ცუდად თუ იყო საქმე არ მიფიქრია, რამე General თავდაცვის მექანიზმი არსებობს რო ვიღაცა რანდომად არ შემობოდიალდეს ქსელში ? Wifi ს რაიმე სეთინგი ან დამატებითი დევაისი ?

Posted by: _minze_ 23 Apr 2024, 15:26
ELEMENT
ათას მამაძაღლობას აკეთებენ, არავინ ვართ დაზღვეული ეგეთი შემთხვევებისგან. დიდად კომპეტენტურ რჩევებს ვერ მოგცემ მაგრამ ასეთი გაიდლაინები შეიძლება მონახო https://www.pcworld.com/article/2235248/how-to-keep-your-home-network-secure-clever-tricks-and-settings.html

Posted by: ELEMENT 23 Apr 2024, 15:40
_minze_
მადლობა დიდი გადავხედავ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)