Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > იარაღის ლიცენზირებულ ტარებას ემხრობით?


Posted by: Brdzenkaci 8 May 2022, 21:54
ვაცოცხლებ თემას ახალი ფორმულირებით, იარაღის ლიცენზირებულ ტარებას ემხრობით? დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე.

Posted by: TAG 8 May 2022, 21:59
და რა მდგომარეობაა რო დღეს?????????????

Posted by: ELguja90 8 May 2022, 22:51
TAG
დღეს პისტოლეტი შეგიძლია იყიდო და სახლში, სეიფში, შეინახო მჭიდამოღებული, მეტის უფლება ფაქტიურად არ გაქ.
სამაგიეროდ სანადიროს კლასში რაც გადის ( თითქმის ყველა ავტომატური იარაღი გადაკეთებული ნახევრადავტომატურად: კალაშნიკოვები, მ4 აქვს მეგობარს... შაშხანები ) შეგიძლია გქონდეს და გარკვეული წესების დაცვით ქალაქში იარო და სასროლადაც მარტივად წაიღო.
იდიოტური კანონმდებლობაა


პ.ს. უცხოეთიდან შურდული არ გამოიწეროთ არავინ.
საბაჟოზე გეტყვიან ეს ძმაო იარაღიაო და თუ ჩვენი არ გჯერა სამხარაულის ექსპერტიზა დანიშნეო.
დანიშნავ და ისიც გეტყვის კი, იარაღიაო და გაანადგურებენ.
ზესტაფონში რო ჩავალ ამ ზაფხულს, ძველი შურდული მეგულება და გადავაგდო უნდა, ფაქტიურად იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარება მაქ გადებული givi.gif
დამამზადებელი ცეხი რო მქონდა აწყობილი მაგას ვეღარ დამიმტკიცებენ lol.gif

Posted by: karoche 8 May 2022, 22:58
Brdzenkaci
რომელი იარაღის?

Posted by: Brdzenkaci 8 May 2022, 23:46
ჰჰჰაჰაჰაჰაჰაჰაჰ შურდულის გამო სროკზე რო გაგვიშვან ხო უნდა მევიკლათ იქანა თავი
(ზესტაფონში მაქ მეც)

Posted by: ELguja90 9 May 2022, 00:35
Brdzenkaci
თუ იარაღში გადის და სპეციალური ლიცენზია გჭირდება შემოსატანად ( დანას მაგალითად არ ჭირდება არანაირი ლიცენზია ), მაშინ სროკზე მიდიხარ წესით lol.gif

Posted by: dato141 9 May 2022, 14:10
QUOTE
იარაღის ლიცენზირებულ ტარებას ემხრობით?

აუცილებლად !

ELguja90
QUOTE
დღეს პისტოლეტი შეგიძლია იყიდო და სახლში, სეიფში, შეინახო მჭიდამოღებული, მეტის უფლება ფაქტიურად არ გაქ.
სამაგიეროდ სანადიროს კლასში რაც გადის ( თითქმის ყველა ავტომატური იარაღი გადაკეთებული ნახევრადავტომატურად: კალაშნიკოვები, მ4 აქვს მეგობარს... შაშხანები ) შეგიძლია გქონდეს და გარკვეული წესების დაცვით ქალაქში იარო და სასროლადაც მარტივად წაიღო.
იდიოტური კანონმდებლობაა

ხო ანუ ნახევრად ავტომატური შაშხანა შეგიძლია გაიტანო სახლიდან , და პისტოლეტი არაა . და მართლა რა სისულელე კანონმდებლობაა , თუ შაშხანა შემიძლია გავიტანო პისტოლეტი რატო არაა ?? ანუ რა ლოგიკაა ,, კაი ის სანადირო კლასსში გადისო მარა მაინც რა სისულელეა

Posted by: karoche 9 May 2022, 15:01
QUOTE
ანუ რა ლოგიკაა

აბა თუ გამოიცნობთ smile.gif

წინა თემაში ბევრჯერ იყო ამაზე საუბარი, ამაში რამე ახალს ელოდებით? ისევ ბუნდოვანი სათაური…

გაიზიარებს იმ თემის ბედს სავარაუდოდ

Posted by: Tocadero 16 May 2022, 09:19
ტარების სხვა არის, გადატანის სხვა

ამათ ხალხის ეშინიათ, რადგან დამალული პისტოლეტი ბევრად საშიშია ვიდრე ხილული თოფი

გადატანას რა ეხლა ტყეში უნდა ათრიოს ხალხმა პიტოლეტი და ჰა ვიღაცას გაარტყან ან თვითონ გაირტყან

ტარება კი რავი რაშია საჭირო? რესტორანში რომ დათვრებიან და ერთმანეთი დახოცონ?

Posted by: mamukasokhumeli 18 May 2022, 01:37
რა მიზანს ისახავს იარაღის ტარება?

Posted by: CoderiotGe 18 May 2022, 21:19
დღეს უნდა ყოფილიყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც დაუშვებს პისტოლეტების სასროლეთში გადატანას.

ესეც კანონპროექტის ლინკი https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/299563?fbclid=IwAR0_V04Jxu1eMDW0fYuWMhfz09l8Xx0VtBb_rsCQ9NfXHX7wJFi63hlJieA

ლიცენზირებული ტარება არ არის, მაგრამ პატარა პროგრესია მაინც, სეიფში არარ დაგვიობდება პისტოლეტები
* * *
mamukasokhumeli
QUOTE
რა მიზანს ისახავს იარაღის ტარება?

1. ძალადობის პრევენცია
2. თავდაცვა თუ საჭირობა დადგა
3. იარაღის რეინჯზე წაღება და ვარჯიში

Posted by: FreSH999 20 May 2022, 15:37
CoderiotGe

განიხილეს თუ იცი?

Posted by: CoderiotGe 20 May 2022, 16:23
FreSH999
QUOTE
განიხილეს თუ იცი?

პროცესშია, 24 ივნისია ყველაზე შორი პლენარული სხდომის თარიღი

აი ლინკი https://parliament.ge/legislation/24131

ესეც თვითონ კანონპროექტის ლინკი: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/299563

Posted by: karoche 20 May 2022, 16:54
რა პრინციპით გამოიყვანეს ნეტავ ორზე მეტი იარაღის ერთდროულად გადატანის ნებართვის საფასური 100 ლარი, 3 იარაღის შემთხვევაში რატომ უნდა გადავიხადოთ ზედმეტი? 1 ღირს 30 ლარი, ორი 50, ესე იგი უკვე შეღავათი ჩაირთო და სამზე 100? smile.gif ეს გასასწორებელია აშკარად


user posted image

Posted by: mamukasokhumeli 20 May 2022, 17:53
QUOTE
1. ძალადობის პრევენცია

ეს "პრევენცია" არ ვიცი როდიდან გაჩნდა ჩვენს ენაში.მანამდე რაღაც ქართული შესაბამისი იყო ალბათ,რომლითაც ვსარგებლობდით biggrin.gif ძალადობის აღკვეთას იარაღის ტარების უფლება არ უშველის.თავად ძალადობის მიზეზი თუ აღიკვეთა,მალე ჯავშანმანქანებისა და ტანიკების "ლიცენზირებულ" ყოლას მოვითხოვთ.
QUOTE
თავდაცვა თუ საჭირობა დადგა

ესეიგი ამოვიღებთ იარაღას და ვიღაც ვთქვათ ხულიგანს ვესვრით biggrin.gif მაგარი სანახაობა იქნება ქვეყანაშI,სადაც ყველა მართალია ყოველთვის biggrin.gif ახლა ცოფიანი ძაღლი დაგვესხა თავს და მსგავსები არ გამოდგება ასეთ გადაწყვეტილების მისაღებად.
QUOTE
იარაღის რეინჯზე წაღება და ვარჯიში

"რეინჯი" რაღაა?მომიწევს თავიდან სწავლა ქართულის...
იარაღის სროლაში ვარჯიშს რად უნდა "ლიცენზირებული" იარაღის ტარება?ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ბრწყინვალედ,თუ იქნა პოლიტიკური ნება საამისოდ.თან თითქმის ნებისმიერი იარაღის ფლობა შეიძლება ისწავლოს კაცმა.მაგრამ...ჩვენს უზნეო და უსაწყისო "საზოგადოებაში" ცეცხლთან თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი.თავად ის ამბავი,რომ იარაღის ტარების უფლების მიღების სურვილი უჩნდება ვინმეს
QUOTE

1. ძალადობის პრევენცია
2. თავდაცვა თუ საჭირობა დადგა
3. იარაღის რეინჯზე წაღება და ვარჯიში

ამ მიზეზებით,მიუთითებს "საზოგადოების"(ბრჭყალებში,იმიტომ,რომ საზოგადოებამდე ბევრი გვიკლია) არასიჯანსაღეზე

Posted by: CoderiotGe 20 May 2022, 19:38
karoche
QUOTE
რა პრინციპით გამოიყვანეს ნეტავ ორზე მეტი იარაღის ერთდროულად გადატანის ნებართვის საფასური 100 ლარი, 3 იარაღის შემთხვევაში რატომ უნდა გადავიხადოთ ზედმეტი? 1 ღირს 30 ლარი, ორი 50, ესე იგი უკვე შეღავათი ჩაირთო და სამზე 100?  ეს გასასწორებელია აშკარად

კი, ეგ პუნქტი მაგარი ჩუკენია.. ქვეყნის ეკონომიკას ენძრევა და იმიტომ კი არ გვრთავენ პისტოლეტის გადატანის ნებას რომ გვეკუთვნის, არამედ იმიტომ რომ შემოსავლის ახალი წყაროა, აგერ ნივთების გამოწერაზეც 20 ლარი დაემატა, ახალ სახაზინო კოდზე რიცხავ 20 ლარს, მომსახურების საფასური ჰქვია, ანუ საბაჟოზე რომ შევიდა ნივთი და განბაჟება გაატარეს, 20 ლარი უნდა დაამატო ზემოდან იმ განბაჟების გადასახადს..


* * *
mamukasokhumeli
QUOTE
ეს "პრევენცია" არ ვიცი როდიდან გაჩნდა ჩვენს ენაში.მანამდე რაღაც ქართული შესაბამისი იყო ალბათ,რომლითაც ვსარგებლობდით  ძალადობის აღკვეთას იარაღის ტარების უფლება არ უშველის.თავად ძალადობის მიზეზი თუ აღიკვეთა,მალე ჯავშანმანქანებისა და ტანიკების "ლიცენზირებულ" ყოლას მოვითხოვთ.

ლუკაშენკომ შემოგვიგდო

QUOTE
ესეიგი ამოვიღებთ იარაღას და ვიღაც ვთქვათ ხულიგანს ვესვრით

კი, რატომაც არა? წინააღმდეგი ხომ არ ხართ?

QUOTE
მაგარი სანახაობა იქნება ქვეყანაშI,სადაც ყველა მართალია ყოველთვის  ახლა ცოფიანი ძაღლი დაგვესხა თავს და მსგავსები არ გამოდგება ასეთ გადაწყვეტილების მისაღებად.

მგონი საკითხს საკმარისად არ უღრმავდები, გაშალე კარგად და ისე დაწერე რაში ხედავ საფრთხეს

QUOTE
"რეინჯი" რაღაა?მომიწევს თავიდან სწავლა ქართულის...
იარაღის სროლაში ვარჯიშს რად უნდა "ლიცენზირებული" იარაღის ტარება?ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ბრწყინვალედ,თუ იქნა პოლიტიკური ნება საამისოდ.თან თითქმის ნებისმიერი იარაღის ფლობა შეიძლება ისწავლოს კაცმა.მაგრამ...ჩვენს უზნეო და უსაწყისო "საზოგადოებაში" ცეცხლთან თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი.თავად ის ამბავი,რომ იარაღის ტარების უფლების მიღების სურვილი უჩნდება ვინმეს

რეინჯი არის ეგრედ წოდებული სასროლეთი (Gun Range)..

არ ვიცი, რამდენად კარგად იცნობ, ჩვენი კანონმდებლობის იმ ნაწილს, რომელიც იარაღის ფლობა / ტარება / ტრანსპორტირებას ეხება.
კარაბინებს, შაშხანებს, .22LR-ით დაწყებული, თითქმის ყველა მსხვილი კალიბრი ფორმდება, თანაც ტრანსპორტტირების უფლებით, ბევრ ადამიანს აქვს ამ კატეგორიის იარაღი, მეც მათ შორის, წლებია კვირაშI რამდენჯერმე ვარჯიშობენ, გააქვთ რეინჯზე და ისვრიან, არაფერი ცუდი არ მოყოლია ამ ამბავს (სულაც არ ვართ ისეთი უზნეო და უსაწყისო საზოგადოება, როგორადაც იარაღის მოწინააღმდეგეები წარმოგვადგენთ ხოლმე). პ

ახლა კი ისტოლეტებს რაც შეეხება, პისტოლეტები ფორმდება მხოლოდ შენახვის უფლებით, სახლის ზღურბლს გარეთ რომ გაიტანო, უკვე 4-დან 7 წლამდეა თავისუფლების აღკვეთა, ასეთ პირობებშI სად უნდა დაეუფლო კუთვნილო პისტოლეტს? ოთახში? სახლის ეზოში, რომელიც შუა დასახლებულ პუნქტში მდებარეობს? ელემენტარული, უნდა გქონდეს იმის საშუალება რომ ჩადო ეს კუთვნილი პისტოლეტი უსაფრთხო ადგილას და წაიღო სასროლეთში, ისროლო რამდენიც გაგიხარდეება და წამოიღო უკან სახლში, ასეთ შემთხვევას არ ჭირდება ტარების ლეგალიზება, ტრანსპორტირების უფლების დაშვებაც ეყოფოდა, მაგრამ ჯერ არც ეგ გვაქვს, ველოდებით ზემოთ ხსენებულ კანონპროექტს

Posted by: -Alex- 21 May 2022, 11:55
რეინჯი არის ტირი ძველებურად.

რა გამოდის პისტოლეტი სასროლეთში რომ წაიღო 30₾ უნდა გადაიხადო? ულოგიკოდ ძვირია და დროებითი ვადა რამდენია?

Posted by: CoderiotGe 21 May 2022, 13:30
-Alex-
დალინკულ კანონპროექტში რაც წერია, მაგის მეტი დეტალი არ ვიცი

Posted by: ცქიფო 24 May 2022, 17:44
ადრე წინააღმდეგი ვიყავი და ახლა აღარ. თავისუფალი საზოგადოება უნდა იყოს შეიარაღებული. კი საშიში იქნება თავიდან და გაუფრთხილებლობით გამოწვეული მსხვერპლი გაიზრდება, სანამდე იარაღის ტარების კულტურა ჩამოყალიბდება. მაგრამ მიტინგზე მაინც ვეღარ დაუშვებენ ხალხს თუნდაც რეზინის ტყვიებს და ზოგადად ერთმანეთს უფრო მოწიწებით მოვეპყრობით.

Posted by: Tocadero 25 May 2022, 21:44
ცქიფო

სხვა ადამიანებს ადამიანურად რომ მოეპრო ამისთვის 9 მმ საჭირო არაა


Posted by: mamukasokhumeli 26 May 2022, 02:04
QUOTE
ზოგადად ერთმანეთს უფრო მოწიწებით მოვეპყრობით.

მოწიწებით ზრდილობიანი ხალხი ექცევა ერთმანეთს.90-იანებში არავითარი ურთიერთმოწიწება არ მინახავს.

Posted by: datunia93 26 May 2022, 07:24
ვინმემ თუ წაიკითხეთ, პისროლეტის შემთხვევაში ერთი სახლიდან მეორე სახლში გადმორეგისტრირებაზე არაფერი სწერია? ძაან მესლევება მაგ პროცედურაში ბამხელა ფულის გადაყრა

Posted by: CoderiotGe 31 May 2022, 14:38
კანონპროექტზე, იყო პირველი მოსმენა და დაიდო საქართველოს პარლამენტის დადგენილებაც, სადაც წერია რომ ცვლილებები მიღებულ იქნეს პირველი მოსმენით..

ანუ ამიერიდან, ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს მთავრობა მოგვყიდის.. mad.gif

პ.ს. იმას კი ჯობია რაც აქამდე იყო

Posted by: Tocadero 4 Jun 2022, 10:29
უკრები ალეგალებენ 60% მისცა ხმა. 22% მა უარი თქვა


* * *
კანონმდებლობა შეცვალეს???

თუ ცვლიან???


Posted by: GDN 5 Jun 2022, 09:37
სიკეთის სახელით მოსულ კანონებთან ერთად ქართველი წინაპრების სიბრძნესაც გადავხედოთ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით.

1. "თოფს სიკვდილი მოაქვს"_ ეს არის ც/სასროლი იარაღის ერთადერთი და მთავარი დანიშნულება.

2. "თოფის უკან კაცი უნდა იდგეს". ისეთი არა 15 კითხვაზე მეტს სწორად რომ ვერ პასუხობს.

3. "თოფი მეთოფეს, მეთოფე სოფელსო". _მსროლელები, ჩუბინები ვინც ხალხის სამსახურში დგას და არა ჩუკენები და ჩიტირეკიები ვისთვისაც თოფი და ქვეშთოფა სულერთია მაგათთვის ხელში რას დაიჭერენ.

Posted by: CoderiotGe 27 Jul 2022, 14:31
Tocadero
QUOTE
კანონმდებლობა შეცვალეს???

თუ ცვლიან???

ცოტათი შეცვალეს, პისტოლეტების ტირში გადატანა გახდა დაშვებული (14 ივლისს შევიდა ძალაში), დროებითი ნებართვის აღების საფუძველზე, რომელიც 30 ლარი ღირს facepalm.gif

Posted by: კაპიტანი 29 Jul 2022, 13:34
QUOTE (Tocadero @ 25 May 2022, 21:44 )
ცქიფო

სხვა ადამიანებს ადამიანურად რომ მოეპრო ამისთვის 9 მმ საჭირო არაა

კი, მაგრამ 9 მმ ხანდახან იმისთვის არის საჭირო რომ ეგ სხვა ადამიანები მოგეპყრონ პატივისცემით. ასეა ეს.

Posted by: Elizbari1995 31 Jul 2022, 22:10
ეს რა საარსენალო თემაა მარა, სადაც მე ვცხოვრობ ლიცენზია კი არა საერთოდ არაფერი არ გინდა იარაღის საყიდლად არც სატარებლად და რავი კი ვართ სამოთხესავეთ, არც ქურდობაა არც მკვლელობა, ხანდახან თუ დავთვრებით და პივისბოთლს ჩავარტყამთ ერთმანეთს თავში :დ


Posted by: FreSH999 15 Aug 2022, 10:42
Elizbari1995

ტეხასში ხარ თუ ვირჯინიაში biggrin.gif

Posted by: DRAGON99 15 Aug 2022, 13:24
ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ ვნახე ვერსად.
აქ გეცოდინებათ ალბათ.

პისტოლეტი რომ მქონდეს გაფორმებული და სახლში მედოს. შეიარაღებული ქურდი რომ შემომეჭრას და იარაღი გამოვიყენო, სროკზე მივდივარ?
გადავხედე კანონს იარაღის შესახებ და მარტო იარაღის შეძენა, გაფორმება, შენახვის შესახებაა ინფორმაცია. იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ვერ ვნახე კანონი სად დგას.
იქნებ დამილინკოთ შესაბამისი წყარო.
მადლობა.

Posted by: Alfred_Thayer_Mahan 15 Aug 2022, 14:16
DRAGON99
აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა,საკუთრების დაცვა.
კონკრეტულად გაწერილი არაა.

ანუ თუ შემოგივარდა ვინმე და მოკვლას გიპირებს(თ) შეგიძლია ესროლო, თუ სხვა ვარიანტი არაა თავის დაცვის.

სხვა შემთხვევაში მე არ გამოვიყენებდი (საკუთრების დასაცავად გასროლა შესაძლოა ამ საკუთრებაზე გაცილებით ძვირი დაგიჯდეს).

Posted by: DRAGON99 16 Aug 2022, 10:33
Alfred_Thayer_Mahan
გასაგებია, მადლობა.
ეს ინფორმაცია რა წყაროდანაა, თუ არ შეწუხდები, რომ მითხრა.

უცნაურია და სამწუხარო, კონკრეტულად რომ არაა გაწერილი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, კანონი. არადა კანონებში იარაღის შესახებ, ეს ყველაზე მნიშვნელოანი კანონია. ადამიანთა 95 % იარაღს ყიდულობს, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს და ამ დროს არ ვიცით რა შემთხვევაში შეგვიძლია ასე მოქცევა? უკუღმართობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი.


Posted by: Alfred_Thayer_Mahan 16 Aug 2022, 12:56
DRAGON99
იარაღის შესახებ კანონშია ეგრე გაკვრით ნახსენები.
სხვაგან თუა განმარტებები, არ ვიცი.


სიცოცხლის დაცვა და უკიდურესი აუცილებლობა ასე თუ ისე გასაგებია.

Posted by: DRAGON99 16 Aug 2022, 13:13
Alfred_Thayer_Mahan
ოკ, მადლობა. )

ვიმედოვნებ, არადროს მომიწევს ამ კანონის დატესტვა.

Posted by: Tocadero 16 Aug 2022, 14:14
DRAGON99

შეიარაღებული ქურდი არის ყაჩაღი

რა მიზეზით უნდა შემოგივარდეს???

თან შეიარაღებული, რაგიდევს ამისთანა სახლში??? რემბრანტის ორიგინალი???

Posted by: CoderiotGe 16 Aug 2022, 15:33
Tocadero
QUOTE
თან შეიარაღებული, რაგიდევს ამისთანა სახლში??? რემბრანტის ორიგინალი???

რემბრანტის ნახატი მინიმალური ბარიერია რის გამოც შეიარაღებული ტიპი სახლში შეუვარდება ხალხს? ბიძაჩემს სულ არ ჰქონდა რემბრანტის ნახატი, უბრალო სოფლელი კაცია, რომელიც სოფლის მეურნეობით ცხოვრობს, მაგრამ შეუცვივდნენ სახლში და კალაშაც დაუბრახუნეს შესაშინებლად, პაჩემი ვერ გათიშეს კარგად და მერე იმან დაუბრახუნა საფანტის თოფი და დატყდნენ..

ხალხი 500 ლარის გამოც ვარდება სახლებში იარაღით, მთავარია რამე თანხა ეგულებოდეს

Posted by: DRAGON99 21 Aug 2022, 14:37
Tocadero
მიზეზი და "ყაჩაღის" მამის სახელი არ ვიცი.

drug.gif

Posted by: პიანისტი 21 Aug 2022, 15:18
შემოვარდეს და ისეთი კარგი ნაჯახი მაქვს ,გავარტყი იარაღს .

Posted by: Daukvirdi 31 Aug 2022, 21:03
QUOTE
შემოვარდეს და ისეთი კარგი ნაჯახი მაქვს ,გავარტყი იარაღს .


lol.gif lol.gif up.gif

Posted by: Smart_Boy 11 Sep 2022, 00:59
ცოტა რთული სათქმელია, ერთის მხრივ - თავდაცვისთვის გინდა და ვისგანაც იცავ თეორიულად თავს - ის მაინც ატარებს smile.gif ასე რომ ამ კუთხით დასაშვებია, თუმცა მეორეს მხრივ, ახალგაზრდები ბევრი იყიდის და დაიწყებს ტარებას, ისეთი - სისხლი რომ უჩქეფს და აფექტში მკვლელობები ძალიან გაიზრდება ვფიქრობ, ტარება არა მაგრამ სასროლად გატანა ქალაქგარეთ და ტირში თანხის გარეშე უნდა იყოს შესაძლებელი, შესამსუბუქებელია კანონი, მაგრამ ისე უბრალოდ ატარო - ჯერ არ ვართ მზად ამისთვის ჩემი აზრით... იყოს გამარტივებული წესით, აპლიკაციაში ან ცხელ ხაზზე დარეკვით ჩააწერინებ პირად ნომერს და იარაღის ნომერს - ეტყვი ლოკაციას საიდან სად მიგაქვს და ეგარი ამ პერიოდში იყოს სავალდებულო სიფხიზლე და ა შ...

Posted by: liquid-prince 27 Sep 2022, 15:28
გამარჯობა,

მოკლედ გაზის იარაღი შევიძინე და მითხრეს რომ სახლში შეგიძლია გქონდეს ან მანქანაში სადაც არ გამოჩნდება.
მანქანაში თავდაცვის მიზნით რომ ვატარო შეიძლება პრობლემები შემექმნას? ან თუ არის ლიცენზია ამაზე ვინმე თუ გამარკვევთ გამიხარდება.
მადლობა.

Posted by: FreSH999 24 Dec 2022, 19:01
liquid-prince

ბაგაჟნიკში ან ბარდაჩოკში წესით შეიძლება თან არ ჩანს როგორც გითხრეს, მაგრამ მაინც კომპეტენტურმა დაწეროს ვინმემ იქნებ

Posted by: Ghost Recon FS 10 Jan 2023, 15:49
რეგულაციები უნდა იყოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, აიქიუ ტესტი საშუალო მაინც, ნასამართლეობის შემოწმება და შემდეგ უნდა გაიცეს ნებართვა. გადატანაზე ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე სპეციალურ ქეისში მჭიდიდან განცალკევებული.

Posted by: kataxxl 13 Feb 2023, 22:12
Ghost Recon FS
Ghost Recon FS


სულელური კანონია

პისტოლეტი არის თავდაცვის იარაღი და ადამიანს უნდა ქონდეს უფლება თავდაცვისთვის ატაროს

რათქმაუნდა რეგისტრირებული - ხილული თუ უხილავი არ ვიცი

ამერიკაში ზოგან მარტო ხილული ტარებაა ნებადართული, ზოგან მალულიც

პირადად ვატარებდი ზოგჯერ პატარა ზომისას სადაც ჩაავთვლიდი საჭიროდ იქ

Posted by: new_member_ 20 Mar 2023, 21:52
liquid-prince
QUOTE
იარაღის ლიცენზირებულ ტარებას ემხრობით?


ზოგადად კი.
უბრალო ლოგიკაა - ნებისმიერი რამ შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა ადამინის მოსაკლავად ან დასაზიანებლად. ყველაფერს ხომ ვერ ავკრძალავთ??

თუმცა ძალიან დიდი, ალბათ მინიმუმ რამდენიმე წლიანი ფოკუსირებული სამუშაოა გასაწევი რამდენიმე მიმართულებით:
- საზოგადოებასთან აქტიური მუშაობა - ინფორმაცია, ვორქშოპები, დემონსტრაციები, არ ვიცი მოკლედ...ყველაფერი მენტალური მზაობისათვის.
- იარაღის ტარების უფლების გაცემის პროცედურებია ძალიან დასახვეწი (მოდებილო გამოცდა და ასეთივე "ფსიქო" არაფერში წერია)
- სამართლებრივი ბაზის განახლება და გაუმჯობესება - იარაღის ფლობასთან ერთად პასუხისმგებლობების განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე და აღსრულების უზრუნველყოფა.
- მეტი ტირი / სასროლეთი ერს ))))

ისე იარაღის ტარების უფლება მოქალაქეზე ეხლაც გაიცემა, მაგრამ არაავტომატურის, სანადიროსი/გლუვლულიანის/სპორტულის, ისიც არა საბრძოლო მდგომარეობაში, მხარზე გადაკიდებულის, ან ქამარში გაჩრილის.

პ.ს.
საკუთრივ გაზის(აირის) იარაღის ტარების წესი:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5212634?publication=0

Posted by: georgia2009 19 Apr 2023, 20:20
სალამი, კანონმდებლობა თუ იძლევა საფანტის იარაღის, ასევე ე.წ. ფლობერის ტიპის იარაღის ტარების უფლებას?

Posted by: ZASTAVA1144 29 Apr 2023, 19:09
QUOTE (georgia2009 @ 19 Apr 2023, 20:20 )
სალამი, კანონმდებლობა თუ იძლევა საფანტის იარაღის, ასევე ე.წ. ფლობერის ტიპის იარაღის ტარების უფლებას?

როგორც ვიცი საქართველოში უკვე სპორტული პისტოლეტის ტარებაც აიკრძალა.

Posted by: perpetuummobile 3 Nov 2023, 20:04
არა.

თოფი მეთოფეს და მეთოფე სოფელსო
* * *
შანტრაბის შეიარაღება დაუშვებელია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)