Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მობილური ტელეფონები > წესები და სიახლეები


Posted by: David 23 Jan 2007, 11:52
SOS , მიშველეთ, დამაყენებინეთ, ვერ გაუგე-ს ტიპის თემებზე ვორნი

Posted by: David 24 Jan 2007, 17:42
ე.წ. "ბაზრობის" განყოფილების მობილური ტელეფონების ქვეგანყოფილების წესები

1. ნებადართულია:

1.1. მობილური ტელეფონის, აქსესუარის, მეხსიერების ბარათის და მისთ. ყიდვა/გაყიდვა/გაცვლაზე განცხადების გაკეთება, ახალი ტოპიკის გახსნის გზით;

1.2. გახსნილ ტოპიკში დასახელებული ფასის გარშემო დისკუსია;

1.3. ღია ტიპის შემოთავაზებისათვის განკუთვნილი ტოპიკის გახსნა. მაგ.: "მაქვს 100$, მინდა ნოკია, ვინ რას შემომთავაზებს?"

1.4. (დაემატება მოგვიანებით)


2. აკრძალულია:

2.1. სხვის ტოპიკში საკუთარი პროდუქტის ყიდვა/გაყიდვა/გაცვლაზე განცხადების გაკეთება, თუ იგი პირდაპირ და არაორაზრვნად არ ეხება ტოპიკის ავტორს;

2.2. ერთი და იგივე პროდუქტის შესახებ რამდენიმე ტოპიკის გახსნა;

2.3. ტოპიკის სათაურში შემოპატიჟებითი ან შეტყუებითი შინაარსის ფრაზების გამოყენება, როგორიცაა მაგ.: "შემოდით", "მაგარი ვეში", "ყველანი აქეთ", "მინდა რამე კაი ტელი" და ა.შ.;

2.4. ტოპიკში ხსენებული კონკრეტული ტელეფონის, აქსესუარის, მეხსიერების ბარათის და მისთ. განხილვა - ამისათვის უნდა ისარგებლოთ შესაბამისად, კომუნიკაციების ან კომპიუტერული ტექნიკის განყოფილებებით;

2.5. გინება (ნებისმიერი ასოჩანაცვლებული ფორმებითურთ), ოფფტოპიკი და სხვა სარეველა მცენარეული;

2.6. ტოპიკის სათაურის ქვედა ნაწილის გამოყენება ზედა ნაწილში ვერდატეული ტექსტის ჩასაწერად.


3. აუცილებელია:

3.1. ყიდვა/გაყიდვა/გაცვლითი ტოპიკის სათაურში მიეთითოს:
ა) მოქმედების ტიპი - "იყიდება", "ვიყიდი" ან "იცვლება/ვცვლი";
ბ) გაცხადებული პროდუქტის ზუსტი დასახელება - მწარმოებელი, მოდელი და ა.შ.;
გ) და მეტი არაფერი.

3.2. ღია ტიპის შემოთავაზების ტოპიკის სათაურში მიეთითოს:
ა) თანხის ზუსტი ფარგლები - "არაუმეტეს 200$";
ბ) მაქსიმალურად ზუსტად თუ რა პროდუქტის მიღებაა ჩაფიქრებული ამ თანხად - "2MPX კამერიანი ტელეფონი";
გ) და მეტი არაფერი.

3.3. სხვა ნებადართული შემოთავაზებების ტოპიკის სათაურში მაქსიმალურად გასაგებად უნდა იყოს მითითებული შეთავაზებული პროდუქტი.

3.4. ზოგიერთი პროდუქტისათვის შეიძლება შეიქმნას ერთიანი ტოპიკი, სადაც თავს მოიყრის ყველა განცხადება. ასეთი ტოპიკი აიპინება, ხოლო მასში გაკეთებული განცხადებებისათვის იმუშავებს იგივე წესები, რაც დამოუკიდებელი ტოპიკების სათაურებისთვის - ანუ, პოსტის დასაწყისში უნდა მიეთითოს ყველა სავალდებული ინფორმაცია.


4. ასევე:

4.1. წესები სავალდებულოა;

4.2. წესების დარღვევა ისჯება ფორუმის არსებული წესებით;

4.3. ქვეგანყოფილების ყველა ბინადარმა ვცეთ ერთმანეთს პატივი;

4.4. გენიოსების ადგილი მეცნიერებათა აკადემიაშია - ამ ქვეგანყოფილებაში ყველამ ყველაფერი არ ვიცით და რაღაცის სხვისგან გაგებაც გვინდა.


5. კინაღამ დამავიწყდა:

5.1. წესები ძალაში შედის პირველი თებერვლიდან - მანამდე შეგვიძლია რაიმე დავამატოთ, მუხლები დაზუსტდეს და ა.შ.


http://forum.ge/?showuser=2606

http://forum.ge/?act=Stats&CODE=leaders

http://forum.ge

Version: 1.0
Last reviewed: 24.01.07

Posted by: kaxelooo 24 Jan 2007, 17:53
QUOTE
2.5. გინება (ნებისმიერი ასოჩანაცვლებული ფორმებითურთ), ოფფტოპიკი და სხვა სარეველა მცენარეული;

cry.gif

Posted by: miriani777 24 Jan 2007, 18:02
პრავილნაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

Posted by: KIRPICH 24 Jan 2007, 18:17
გასაგებია ყოველიფერი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პირველ თებერვლამდე კი... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: kaxelooo 24 Jan 2007, 18:17
miriani1987
QUOTE
2.2. ერთი და იგივე პროდუქტის შესახებ რამდენიმე ტოპიკის გახსნა

არადა როგორ გიყვარს არაა? lol.gif

Posted by: aqilevsa 24 Jan 2007, 19:31
დო 1 ფევრალია ლეკუემ ბლიაად biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: David 24 Jan 2007, 19:37
aqilevsa
QUOTE
დო 1 ფევრალია ლეკუემ ბლიაად

ისე მე აქ ახალი არაფერი არ დამიწერია ფაქტიურად - ასე რომ ნამეტარი ნუ აგულავდებით... smile.gif

Posted by: kaxelooo 24 Jan 2007, 19:51
David
წყევლა დადის თურმე ქალაქში ისე გაიხარე შენ როგორც David ის ხელში ფორუმელებმა გაიხარესო და აბა რაღას ვიგულავებთ აწი biggrin.gif

Posted by: David 24 Jan 2007, 19:54
იუმორინის საიუბილეო წარმოდგენები ფილარმონიაში გრძეეეელდებაააააააააააააააააააა... smile.gif

Posted by: KIRPICH 24 Jan 2007, 22:42
QUOTE
იუმორინის საიუბილეო წარმოდგენები ფილარმონიაში გრძეეეელდებაააააააააააააააააააა...


მკაცრი მოდერია biggrin.gif

Posted by: metalliq 24 Jan 2007, 23:31
David
გაიხარე! თორემ აღარც დედა ყავდა ამ განყოფილებას და ბებიაც ვერ იყო კაი დღეში

Posted by: KIRPICH 24 Jan 2007, 23:39
ტიპები მობილურებში აიპოდებ ყიდდნენ

Posted by: violet 25 Jan 2007, 01:18
QUOTE
გაიხარე! თორემ აღარც დედა ყავდა ამ განყოფილებას

yes.gif yes.gif

Posted by: KIRPICH 25 Jan 2007, 11:08
QUOTE
თორემ აღარც დედა ყავდა ამ განყოფილებას და ბებიაც ვერ იყო კაი დღეში



QUOTE
იუმორინის საიუბილეო წარმოდგენები ფილარმონიაში გრძეეეელდებაააააააააააააააააააა...



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: metalliq 26 Jan 2007, 10:15
QUOTE
იუმორინის საიუბილეო წარმოდგენები ფილარმონიაში გრძეეეელდებაააააააააააააააააააა...

იუმორინა მერ ენახე, ამ კაცმა თუ ისე მოკიდა ხელი განყოფილებას, როგორც იცის ხოლმე lol.gif

Posted by: aka 26 Jan 2007, 12:08
David

გულის ფხანის ფესტივალიც არ მოსულა ხო? gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: David 26 Jan 2007, 12:09
aka
QUOTE
გულის ფხანის ფესტივალიც არ მოსულა ხო?

ხო ნუ ეგ იასნია...

Posted by: KIRPICH 26 Jan 2007, 16:59
QUOTE
გულის ფხანის ფესტივალიც არ მოსულა ხო?


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ZORBEGI 26 Jan 2007, 20:29
David
ეჰ მე ვინ მკითხავს თორე... კომუნიკაციებში არ მინდოდა ხოლმე შენი დანახვა და აქაც შენ ჩაგაბარეს
ანდაზა რომ არის: "ვერიდებოდი ღოლოსა, დამიხვდა სოფლის ბოლოსა"-ო

Posted by: David 26 Jan 2007, 21:57
ZORBEGI
QUOTE
კომუნიკაციებში არ მინდოდა ხოლმე შენი დანახვა და აქაც შენ ჩაგაბარეს

ტაკოი ლიჩნი ნეპრიაზ ისპიტივაიუ შტო კუშატ ნე მაგუ... lol.gif

Posted by: KIRPICH 27 Jan 2007, 12:36
QUOTE
ტაკოი ლიჩნი ნეპრიაზ ისპიტივაიუ შტო კუშატ ნე მაგუ...


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


David

ესეთი მკაცრი ხარ? smile.gif

Posted by: LUNATIKI 31 Jan 2007, 18:40
QUOTE
ესეთი მკაცრი ხარ?

gigi.gif

Posted by: David 2 Feb 2007, 00:57
წესები შევიდა ძალაში

შეგიძლიათ გადახედოთ თემების სათაურებს ამჟამად - ყველა სათაური ამიერიდან უნდა იყოს ასეთი სტილის. ძველ ტოპიკებზე ვორნები არ იქნება - ახლებზე იცოცხლე...

ოფფტოპიკი ისჯება ამ ტოპიკშიც კი... smile.gif

ინჯოი smile.gif
* * *
პირველმა დღემ ჩაიარა ვორნების გარეშე... თუმცა რამდენიმე სათაურის ჩასწორება მომიწია... smile.gif

Posted by: David 10 Feb 2007, 13:11
ნელნელა რიგდება ვორნები: უმეტესად ორი მიზეზით - უაგილოდ გახსნილი თემები და არაინფორმატიული სათაურები... ჯერ ვერ მივედი ოფფტოპიკებამდე... smile.gif

Posted by: Mg835 10 Feb 2007, 13:22
David, sityvaze ro utxra vinmes ro dzaan dzviri udevs an sxvagan ufro iafadac ari es offebis kategorias ekutvnis???
P.S. Tu ki forumelebo vornebistvis moemzadet!!!! biggrin.gif

Posted by: David 10 Feb 2007, 14:06
Mg835
QUOTE
sityvaze ro utxra vinmes ro dzaan dzviri udevs an sxvagan ufro iafadac ari es offebis kategorias ekutvnis???

ოფფტოპიკი ნაკლებად არი, მაგრამ რამდენად ეთიკურია რო ადამიანს შუა ვაჭრობაში შეუვარდე და ეგეთი უთხრა? თუ გაეყიდება ძვირად - გაყიდოს რა, შენი მიდის რამე? smile.gif

Posted by: Mg835 10 Feb 2007, 14:37
Ara xo mara ai an rchevis pontshi an kide ginda raghacis yidva magalitad kartis da 45 ro udevs da ro etyvi axali 35 ghirso mashin idzulebuli ikneba ro daaklos da shenc iyidi... biggrin.gif gana imito ro vinmes sakme gaufucho biggrin.gif

Posted by: David 10 Feb 2007, 14:44
Mg835

ეთიკა ყველას პირადი საქმეა. ფორუმის წესებში ეთიკა გათვალისწინებული არაა.

Posted by: Mg835 10 Feb 2007, 15:37
Xo mara me rac vtkvi im azrit dawerils etikastan araferi kavshiri ar aq... Nu mara amas ra azri ak biggrin.gif ok rac mindoda gavige...

Posted by: KIRPICH 11 Feb 2007, 13:44
ისე მართლა ზოგჯერ ადამიანი ადებს მაგარ ნახმარ ტელეფონს ახლის ფასს. მას შეგიძლია მეგობრულად ურჩიო, რომ თუ არ დააკლებს გაუჭირდება აქ გაყიდვა. ამაში მემგონი არც არაეთიკურია რამე და არც OFFTOPIC-ურიsmile.gif

Posted by: David 12 Feb 2007, 11:11
KIRPICH
QUOTE
მას შეგიძლია მეგობრულად ურჩიო

მეგობრულად ურჩიო ფორუმზე ნიშნავს PM-ს და არა გაგანია ტოპიკში პოსტს...

Posted by: KIRPICH 12 Feb 2007, 13:18
QUOTE
მეგობრულად ურჩიო ფორუმზე ნიშნავს PM-ს და არა გაგანია ტოპიკში პოსტს

მაგაშიც მართალი ხარ

Posted by: TAZ 21 Apr 2008, 15:39
ეს თემა რომ გასუფთავდეს არა?

Posted by: David 25 Apr 2008, 19:27
TAZ
QUOTE
ეს თემა რომ გასუფთავდეს არა?

არ გვიშლის smile.gif

Posted by: no_one 13 Jul 2008, 22:47
ეს წესები ხომ კარგი მაგრამ მოდერატორთა ქცევის კოდექსი თუ არსებობს სადმე?? მაგალითად, ჩემი არასწორი ქცევისთვის მოდერი მაძლევს ვორნს. მოდერს რა მოსდის იგივესთვის??

Posted by: David 6 Sep 2008, 14:35
no_one
QUOTE
მოდერატორთა ქცევის კოდექსი თუ არსებობს სადმე?

ტიმს აქვს წაღებული ერთი ეგზემპლარი smile.gif

Posted by: no_one 7 Sep 2008, 20:54
QUOTE
ჩვენთან ვორნებია გაუფრთხილებლად!

სხვანაერად როდის იყო რო?? შემოსვლა არ მოგინდება რა smile.gif

David
დავით, მაგაზე რომ მიპასუხე 2 თვის მერე ხომ კარგი wink.gif მაგრამ მოდერის არასწორად მოქცევისას მასთან მიმართებაში რა სანქციები გატარდება??

Posted by: David 7 Sep 2008, 22:14
no_one
QUOTE
სხვანაერად როდის იყო რო?? შემოსვლა არ მოგინდება რა

კაი ახლა, უმადურობას მოეშვი smile.gif ბოლოს აქ ვის დაადეს ვორნი, მაჩვენე ერთი. ეგ არის უცხო ხალხისთვის, გასტროლიორებისთვის. თორემ, ვინც განყოფილებაში ისედაც დიდი ხანია არის, იმას მუქარები და დოზანა არ ჭირდება - საკუთარ თავსაც სცემს პატივს IMHO.
QUOTE
დავით, მაგაზე რომ მიპასუხე 2 თვის მერე ხომ კარგი

იავი, წავშლი თუ გინდა მაგ ჩემს პოსტს და იყოს ისევ უპასუხოდ smile.gif თეორიულად კითხვა მე არ მეხება და... smile.gif
QUOTE
მაგრამ მოდერის არასწორად მოქცევისას მასთან მიმართებაში რა სანქციები გატარდება??

კონკრეტული წესები სენატის მერე მე არ მინახია. პრაქტიკაში რაც ვიცი, უბრალოდ ქეისი განიხილება, შესაბამისი დასკვნებითურთ. რა იყო რო? smile.gif

Posted by: no_one 8 Sep 2008, 00:26
David
QUOTE
რა იყო რო?

არა ისე, უბრალოდ მინდა ვიცოდე, ვორნს რომ დამადებენ ღირს რამის თქმა თუ აზრი არ ექნება smile.gif როგორც წესი აზრი არ აქვს ხოლმე და

პოსტების წაშლა არ გინდა, ისედაც სულ შლაში ხარ თანამდებობიდან გამომდინარე და wink.gif

10ხ ფორ სესპონს



Posted by: KIRPICH 19 Oct 2008, 13:56
QUOTE
3.2. ღია ტიპის შემოთავაზების ტოპიკის სათაურში მიეთითოს:
ა) თანხის ზუსტი ფარგლები - "არაუმეტეს 200$";



იქნებ 800$ მაქვს და ამისთვის ვორნი უნდა მიიღოს კაცმა?

Posted by: miriani777 11 Dec 2008, 02:44
KIRPICH
+1.............................................................
QUOTE
იქნებ 800$ მაქვს და ამისთვის ვორნი უნდა მიიღოს კაცმა?


Posted by: KIRPICH 22 Dec 2008, 01:41
QUOTE
ეთიკა ყველას პირადი საქმეა. ფორუმის წესებში ეთიკა გათვალისწინებული არაა


ნუ თუ ეთიკაც გათვალისწინებული იქნება და მაშინ 90%-ს ვორნი ექნება და ეგ იქნება

Posted by: David 23 Apr 2009, 21:06
Warning:
ნუ აკეთებთ UP-ებს ტოპიკებში. ნურც თქვენი ნიკით, ნურც სხვით (IP-ებს ვხედავ, ვინც არ იცის). თუ არაფერი გაქვთ ახალი სათქმელი, დააკელით ფასი, შეთავაზეთ ხალხს რაიმე დამატებით. ასევე, უმჯობესია გახსნათ ახალი ტოპიკი დილით, სამუშაო დღეს (ღამით ან არასამუშაო დღეს ხალხი ნაკლებია და შესაბამისად მეტია შანსი, თემამ დაბლა ჩაიწიოს). ჯერჯერობით ეს რეკომენდაციაა, თუმცა მალე დაიწყება ვორნებიც.

Posted by: llashaa 29 May 2009, 16:43
და მე ვიგაცამ up-ი რო გამიკეთოს მე ვორნი რატო უნდა მივიღო ეგ ვერ გავიგე????

Posted by: KIRPICH 15 Jun 2009, 22:52
QUOTE
თუ არაფერი გაქვთ ახალი სათქმელი, დააკელით ფასი, შეთავაზეთ ხალხს რაიმე დამატებით


მომწონს იდეა

Posted by: Sopho* 8 Jul 2009, 13:05
David

თუ მინდა, მაგალითად, ზოგადი აზრი გავიგო რაღაც თემის/საკითხის შესახებ, ნუ, რა თქმა უნდა, მობილურ ტელეფონს ეხება, და პლიუს შევიძინო, შემილია თუ არა ტოპიკის გახსნა?

Posted by: datiko 9 Jan 2010, 14:12
Sopho82
QUOTE
პლიუს შევიძინო

სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში მთლიანი შენი მიზანი
QUOTE
ზოგადი აზრი გავიგო რაღაც თემის/საკითხის შესახებ, ნუ, რა თქმა უნდა, მობილურ ტელეფონს ეხება, და პლიუს შევიძინო, შემილია თუ არა ტოპიკის გახსნა?

დაყო თემებად
ანუ კონკრეტული მოდელის განხილვა ან კომპ და ელექტრონიკის განყოფილებაში, ან და კომუნიკაციებში (სმარტები და კომუნიკატორები)
ყიდვა ან გაყიდვა ამ განყოფილებაში

Posted by: ფაშისტი 23 Apr 2010, 13:45
datiko
სად შემიძლია გავხსა თემა ან უბრალოდ ვიკითხო კონკრეტული მობილურის ელემენტის შესახებ, რომლის შეცვლაც მინდა

Posted by: datiko 6 Jun 2010, 11:56
ფაშისტი
ელექტრონიკაში ან კომუნიკაციებში

Posted by: Irakli9 4 Jul 2010, 18:07
ჯეოსელის ნომრებზე გასაგებია და მაგთის ნომრების თემა რატომ დაიკეტა ?

Posted by: Jules Winnfield 21 Jul 2010, 19:44
რომელ თემაში შეიძლება ვკითხო ხალხს აზრი სხვადასხვა ტელეფონის შესახებ?

Posted by: LuXaGoN 25 Jan 2011, 14:20
David

http://forum.ge/?showtopic=33978019&view=findpost&p=14234757 აშკარად რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი და უბრალოდ დამაინტერესა smile.gif

Posted by: oiama 17 Nov 2011, 18:48
მომწონს! გაიხარე! არაჩვეულებრივი წესებია, იუმორით სავსე! კომენტარები იდევ უფრო უკეთესი!!! smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: lilucia 14 Feb 2012, 14:46
მობილურის ტექნიკურ პრობლემაზე სად შეიძლება ვიკითხო?

Posted by: Baxura 29 Jun 2012, 11:06
QUOTE
თუ არაფერი გაქვთ ახალი სათქმელი, დააკელით ფასი, შეთავაზეთ ხალხს რაიმე დამატებით

მეც მომწონს ეგ იდეა smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: Adobe Hitler 11 Jan 2014, 15:35
აიფონების და გალაქსების გარდა არფერი იყიდება?!
რა ხდება ტო

Posted by: iase 30 May 2014, 01:42
ამერიკიდან რომ ყიდულობ ტექნიკას და მადე ინ ჩინა რომ აწერია ტელეფონს უკნიდან
ეგ ტელეფონი აქ საქართველოში რომ გაიყიდოს მერე
რამე პრობლემა არ ექნება მყიდველს?
ჩვენთან ხომ ჩინეთი ასოცირდება ცუდ ხარისხთან

Posted by: LORD VOLDEMOR 6 Aug 2014, 16:50
კარგი იქნებოდა, აუცილებელი გახდეს პირველივე პოსტში ფასის დაწერა.
"ფასი PM-ში" მაგარი უაზრობაა, რატომ უნდა ველოდო მის PM-ის მოსვლას, რომ ფასი გავიგო.


Posted by: Sh0 15 Dec 2014, 22:34
David

http://forum.ge/?f=55&showtopic=34713332 სათაური ჩაასწორეთ თუ შეიძლება, 8 გიგაბაიტიანზე. მადლობა (პმს ვერ გწერთ, სავსეა ბოქსი)

Posted by: zviozvio 22 Jul 2015, 09:44
www.ebay.com ის აუქციონზე გამოტანილია Lot of 16 Unlocked ნახმარი ტელეფონი, ფასი 300 ლარს არ სცდება, მაგრამ რაოდენობა 16 რომაა განბაჟება ხომ არ მომიწევს
კითხვების თემა ვერ ვნახე ამ განყში

Posted by: SCHWARZENEGGERA 22 Jul 2015, 15:54
http://www.be.ge/product-131771.html
_____________________________________
http://www.be.ge/product-138411.html
გამარჯობათ ამ 2 htc დან რომელი უფრო უკეთესია ძმურად მირჩიეთ და კიდევ ფოტო/ვიდეო გადაღებით რომელი ჯობია ვაბშე ვერ ვერკვევი ტელეფონებში და ვერაფერი გავიგე ტო დღე-დღეზე ყიდვას ვაპირებ და ვინც ერკვევით დამეხმარეთ რა

Posted by: Sammy 8 Sep 2015, 18:40
გამარჯობათ, მაქვს 170 ლარი და მირჩიეთ რომელი ტელეფონი ვიყიდო. ხვალ მივდივარ ვაგზალზე და რომ ვიცოდე ამ ფასში რომელი მეორადი ტელეფონები მომივა..

P.S. nokia lumia 900 მომწონს, მომივა?

Posted by: je_si 15 Feb 2016, 09:11
ეს ჩატია თუ ბანჯობა როგორ გამოვრთო ? როგორ ჩაირთო ხო ვერ გავიგე და რო ვუთიშავ თავის ნასტროიკაში მაინც არ ითიშება და რო შევდივარ ცოტახანში ისევ გამწვანებული მხვდება .

Posted by: n-i-c-k 7 Jun 2016, 12:48
მოდერ !
არ შეიძლება რომ გასაყიდ ტელეფონებს სათაურშივე აუცილებელი მოთხოვნა იყოს იწერებოდეს ახალია თუ მეორადი ?

Posted by: alikantura 9 Aug 2017, 17:28
მოგესალმებით,
სანამ თემას გავხსნი მანამდე ვიკითხავ.
მინდა კონკრეტული მოდელის ტელეფონი ყიდვა.
მაინტერესებს ხალხის რჩევები, სად და როგორ ვიყიდო, ასევე ყიდვის მომენტში რას უნდა მივაქციო უყურადღება.
დილეტანტი ვარ საკითხში და ამიტომ მაინტერესებს.
ამ თემაზე მინდა თემის გახსნა და რომელიმე წესს ხომ არ ეწინააღმდეგება?

Posted by: alikantura 11 Aug 2017, 15:00
ამ განყოფილებაში არის საერთოდ ვინმე პასუხის გამცემი?

Posted by: Divergent 9 Nov 2017, 22:41
წესიერი თემა ვერ ვნახე სადაც კითხვას დავსვავ აიფონზე .

Posted by: HTC-エド 13 Nov 2017, 04:41
Divergent
ყიდვა-გაყიდვაში რატომ უნდა დასვა კითხვა შე გოიმო

https://forum.ge/?f=98&showtopic=34253698&st=1230
აქ იკითხე yes.gif

Posted by: wasabi1233 31 Oct 2019, 02:02
ვინმემ დამეხმარეთ მასწავლეთ თემების წაშლაა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)