Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი > კონკურსის გამოცხადების პირობები |
Posted by: DESOLDIER 18 Feb 2010, 15:19 |
მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი ჰობია გრაფიკული დიზაინი და საკმაოდ ინტენსიურად ვარ ჩართული ამ სფეროში. უმეტესი თქვენთაგანი ამ განყოფილებაში რათქმაუნდა დაკავებულია კომპ. გრაფიკით და ვფიქრობ ყველას დააინტერესებს ეს თემა. ფასების ომი? ჩემი აზრით ამ სფეროში შრომის დაუფასებლობას, შეუფასებლობას, თუ გაუფასურებას იწვევს ფასების ომი. ეს არის გამოწვეული ორი მიზეზით, პირველი - დიზაინერის არაპროფესიონალიზმი ან "ძალითდიზაინერი" და მეორე - დიზაინერი, რომელიც მზად არის გააკეთოს ესა თუ ის დიზაინი, მიზერულ თანხებში იმ შემართებით, რომ - "100 ლარიც, ხომ ფულია", ამასობაში კი მსგავსი სამუშაოს ღირებულება შეადგენს მინიმუმ 600ლარს. ამ შემთხვევაში მესამე პირი ცდილობს უფრო ნაკლებ ფასში გააკეთოს, კლიენტის მოსაზიდად - ეს კი ნიშნავს სრულ ფიასკოს. ეს ფაქტორები მოქმედებს ამ სფეროს განვითარებაზე და ხელს უშლის მას, ყველამ თუ არ გაიაზრა ეს და არ მივყევით ერთიან საფასო პოლიტიკას, არაფერი არ გამოვა. ისევ გაგრძელდება - "დამეხმარეთ, უფასოდ ლოგო მინდა", "50ლ. - ტენდერი პოსტერზე" და ა.შ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე მსჯელობა არის საჭირო.... |
Posted by: Andronix 18 Feb 2010, 21:41 |
განსასჯელი არაა ამ თემაში არაფერი თორე... რაც წერია სიმართლე არს, მაგრამ მაგით სამწუხაროდ არაფერი შეიცვლება ( |
Posted by: Roy! 18 Feb 2010, 22:38 |
DESOLDIER მაშინ მაღალი დონის ლოგო დიზაინერებმა თავისი მაღალი ხარისხი უნდა წამოწიონ წინაპლანზე და ასე გაუსწრონ შედარებით ქვემოთ არსებულ დიზაინერებს. შექმენი რამე ისეთი რომ დამკვეთს უღირდეს მასში 1000 ების გადახდა და ნუ მოსთხოვ ერთიბეწო კომპანიას 600 ლარის გადახდას მისთვის სრულიად უმნიშვნელო ლოგოში ყველა ბაზარს თავისი კლიენტი ყავრს და ყველა თავის სფეროში უნდა იყოს არ შეილება მაგ. ჯეოსელმა და "თამაზას ტაბურეტკების სამყარომ" ერთნაირი ფასი გადაიხადოს ნამუშევრში |
Posted by: ტატო 18 Feb 2010, 22:38 |
სანამ ყველა ოღრაშს შეეძლება ნებისმიერი პროგრამის უფასოდ დაინსტალება, მანამდე გაგრძელდება ასეთი განუკითხაობა. მომხრე ვარ, რომ გაუქმდეს საქართველოში ყველა ვარეზ საიტი და პროგრამების ლიცენზირებაზე იყოს მოთხოვნა! |
Posted by: alex_noza 18 Feb 2010, 22:46 |
ტატო საქართველოში მაშინ ყველა კომპანია დაიხურება .... |
Posted by: Roy! 18 Feb 2010, 22:46 | ||
ტატო
Creative Suite 4 ის სერია საკმაოდ კომფორტულია და მასზე ყველას მიუწვდება ხელი, ასე რომ თუ გული გულობს პირადტულად მანდაც მშვენივრად დახატავს "ვოღრაში" რამეს |
Posted by: ტატო 18 Feb 2010, 23:21 | ||||
alex_noza
ნორმალური კომპანიები არ დაიხურება! და დასახური უნდა დაიხუროს!
რომ მიუწვდება მეც მაგას ვამბობ რომ არ უნდა იყოს ყველაფერი ასე მარტივად. |
Posted by: kazaka 19 Feb 2010, 00:18 |
მერე ბევრი ნიჭიერი პიროვნება ვერ განვითარდება ) და განვითარდება ვისაც ფული აქ ის )) მე მაგალითად 10 კლასში ვერ ვიყიდიდი ლიცენზირებულ adobes ) |
Posted by: Z1DANE 19 Feb 2010, 00:45 |
kazaka +1 სწორს ამბობს ეს კაცი! |
Posted by: ForbiddenX6 19 Feb 2010, 00:58 | ||||||||||
Roy!
გეთანხმები! ტატო
არ გეთანხმები და აი რატომ: alex_noza
ტატო
და მერე ვინ განსაზღვრავს, თუ რომელი კომპანიაა დასახური? მისი აღმატებულება საეჭვო გზით ნაშოვნი ფული? კარგი, დაგიჯერეთ და ბაზარზე დარჩა რამოდენიმე ბობოლა კომპანია - დიზაინერებს საიდან აიყვანენ, როცა დიზაინერისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი პროგრამები? იქნებ გაქვს ილუზია, რომ კაპიტალის ჩამდები ფულიანი ძია თავად დაიწყებს დიზაინერობას? დიზაინერობა ხომ მარტო პროგრამების ცოდნა არაა! პროგრამები მხოლოდ ინსტრუმენტია დიზაინერისათვის - აუკრძალო დიზაინერს პროგრამის გამოყენება, იგივეა რომ ფერმწერს საღებავები და ფუნჯები წაართვა... და აშუშუ... DESOLDIER
ვთქვათ, გაიჩითა ლოგოს დაკვეთა: 1. უნდა მკაფიოდ განსაზღვრო კომპანიის პროფილი... 2. უნდა შეაფასო კომპანიის გაქანება... 3. უნდა მიუსადაგო სიმბოლოები... 4. უნდა შეარჩიო უამრავი შრიფტი და მათი ტანჯვით გამოიყვანო გრაფიკული მონახაზი... 5. უნდა გაითვალისწინო დომინანტი საფირმო ფერები... 6. უნდა შექმნა ვარიაციები და გაითვალისწინო სხვადასხვა ფორმატში მათი ვარგისიანობა... 7. უნდა დარწმუნდე, რომ ლოგო იქნება ადვილად აღქმადი-დამახსოვრებადი... 8. უნდა დარწმუნდე, რომ ასეთი ლოგო უკვე არა აქვს რომელიმე ბრენდს... 9. უნდა გაითვალისწინო, რომ გურჯი დამკვეთი სულის სიღრმეში მაინც შენზე უკეთესი დიზაინერია, პროსტო პროგრამები არ იცის და არც სცალია, რომ თავად იჩალიჩოს ლოგოს დამზადებაზე... 10. უნდა შეიმუშავო ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომ დამკვეთმა ის ვარიანტი შეარჩიოს, რომელიც შენ ყველაზე მეტად მოგწონს... 11. უნდა იყო მზად უდრტვინველად აიტანო დიადი გურჯი დამკვეთის გენიალური შენიშვნები და საკუთარ ნამოღვაწარს დედა უნდა უტირო... 12. უნდა იყო მზად კიდევ ბევრი უსიამოვნო უნდასათვის... ჰოდა, ამდენი დღნაურის მერე დამკვეთი ამჯობინებს ვინმე კუდრაჭა დიზაინერის შეთავაზებას, რომელიც სინამდვილეში დამზადებულია კი არა და, გადმოტანილია რომელიმე საიტიდან... მაგალითად: იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბლატნოი სარეკლამო კომპანია და სურვილი ჰქონდა საკუთარი ლოგო გაეუმჯობესებინა, რადგანაც მათი ლოგო შექმნილი იყო იმ ეპოქაში, როცა Pentium100Mh ჯერ კიდევ არ იყო პროექტში... და ჰყავდა ამ კომპანიას შტატში 5 იმისდედავატირე პროფესიონალი დიზაინერი, რომელთაც ერთობლივად და ცალ-ცალკეც ბევრი შრომა ჩააქსოვეს ახალი ლოგოს შექმნას, მაგრამ ვერ მოიგეს დიადი მფლობელის გული... შეიცვალა უმფროსობა და მოვიდნენ ახალი დიზაინერები - პროფესიონალები და რამე... თავიანთი დონე კრეატივ-დირექტორით... ორი თვე პახაობდა მთელი გუნდი, რომ დასავლეთში ძაან ფრეზენთ ფესტივალზე მაგარი დასტო ლოგოთი გაჩითულიყო კომპანიის წარმომადგენელი... და იყო ამ დიზაინერთა გარდა იქვე ერთი კუდრაჭა ნორჩი დიზაინერი, რომელიც შემჩნეული კი იყო ინტერნეტით ბოროტად სარგებლობაში, მარა... პატრონს მოეწონა მის მიერ შეთავაზებული ლოგო და სამარიაჟო პროდუქციაც ჩაეშვა წარმოებაში... და იჩითება კომპანიის წარმომადგენელი დასავლეთის ძაან ძაან ფესტზე ახალი ლოგოთი ხელდამშვენებული... და ჰოი საოცრებავ! - ზუსტად ისეთივე ლოგო იმ დარგის უცხოურ ბრენდსა აქვს ბარე 30 წელი და მათი გამოსახულებით გადაჭრელებულია იქაურობა... ამ წარმომადგენელმა სულ კბილების ღრჭიალითა და სანაქებო უტიფრობით დაარიგა თავისი ბალახი, ხოლო როცა ჩამოვიდა, კარგა ხანს კიდევ იგინებოდა... არის ლოგოები, რომელთა შექმნაშიც იმხელა თანხებია გადახდილი, გურჯ დამკვეთს რომ სიტყვა გადაუკრა, ცემით გაგხევს.... გამოსავალი: საერთოდ დავიკიდე გურჯი დამკვეთი ლოგოსიც, რებრენდინგისაც და ანიმაციისაც... ჩემთვის ვერთობი და საიტებზე ვაგზავნი - იქ დასავლეთის ძაან ძაან უცხოური კომპანიების ზარმაცი დიზაინერები ყიდულობენ ვედრას მანეთად... ჭირი აქა, ლხინი იქა... ეგრეა რა... |
Posted by: beberi_kaci 19 Feb 2010, 01:13 | ||
ხალხო, დიზაინერი და კომპ გრაფიკოსი სხვადასხვა რამეა და ვინმეა და ნუ ურევთ ერთმანეთში, დიზაინერს კომპიუტერი არ სჭირდება. ის Fანქრითაც , ნახშირით ან საწერკალმითაც შექმნის ლოგოს, დიზაინერისთვის კომპიუტერი და გრაფიკული პროგრამა ისეთივე ინსტრუმენტია როგორც კულმანი და ვატმანი, ასე რომ კიდევ გეუბნებით, დიზაინერი მშვენივრად გაართმევს თავს თავის ამოცანას კომპიუტერის გარეშე, აი კომპგრაფიკოსი კი რომელიც დიზაინერობას ჩემულობს და ფანქრის ჭერა არ იცის ვერაფერს ვერ იზავს. |
Posted by: ტატო 19 Feb 2010, 01:17 | ||||||
ForbiddenX6
ამას შემდეგ თავად ბაზარი განსაზღვრავს და არა "ვინმე".
ის ფერმწერიც ყიდულობს ფუნჯებს, საღებავებს, ფურცლებს და ბევრ აქსესუარს, ასევეა გრაფიკული პროგრამებიც. თუ სწავლა და განვითარება გადაწყვიტე, უნდა იყიდო. kazaka
არც ისეთი კატასტროფული თანხა არ ღირს, მითუმეტეს თრიალ ვერსია არსებობს რომ შენი თავი გამოცადო და თუ დაინახავ შენში წინსვლას, ალბათ შეიძენ ხო? ... |
Posted by: nikala1 19 Feb 2010, 12:51 | ||
რას ნიშნავს სრულიად უმნიშვნელო ლოგო ?? იმ ლოგოთი სახელი სურს დაიმკვიდროს და ერთერთი მარკაა რომლითაც საკუთარი ბიზნესი უნდა განავითაროს. რა კომპანია შეიძლება იყოს რომ 600 ლარი არ უღირს იმაში რო საკუთარი ბიზნესი წინ წამოწიოს 600 ლარს ერთ თანამშრომელს უხდიან 1 თვეში ეგ არ ემეტება რო ერთი ნაბიჯით წინ წაწიოს საკუთარი პროდუქცია იქნება ეს თუ საქმიანობა?? ეგრეა მართალია პოსტის ავტორი და ვეთანხმები 100% |
Posted by: Roy! 19 Feb 2010, 13:40 |
nikala1 ტექსტს ბოლომდე რატო არ გაუკეთე ციტირება? შენი აზრით "თამაზას ტაბურეტკების ამყაროს" რომლის თვიური ბრუნვა არ აღემატება თვეში 1500 ლარს უღირს გადაიხადოს ლოგოში 600 ლარი? და ვისაც მართლა უნდა სერიოზული ლოგოს შექმნა ის არ დაწერს ფორუზმზე ფრილანსში 100 ლარად ლოგო მინდაო, არამედ წავა სტუდიაში და "პროფებს" დაუკვეთავს ლოგოს ---- საერთოდ მსგავსი გამოძახილებით საქმე არ მოგვარდება, ყველაფერს თვითონ ბაზარი დააბალანსებს |
Posted by: nikala1 19 Feb 2010, 15:00 |
Roy! 600 ლარი თუ არა მინიმუმ 300 ლარი მაინც უნდა გადაიხადოს და არა 30 ლარი და სტუდიებს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში სტუდიებშიც \ზუსტად ისეთივე დიზაინერები მუშაობენ როგორებიც აქ ამ ფორუმში არიან დაჟე აქ უფრო აზრზეა ხალხი ვიდრე სტუდიებში მე ჯერჯერობით ქართული არც რეკლამა მაქვს ნანახი მაგ სტუდიების გაკეთებული და არც საიტი სიმართლე რო გითხრა ნაღდად მაღალი დონის ასე რომ... |
Posted by: Roy! 19 Feb 2010, 15:26 |
nikala1 600 გადაიხდის თუ 300ს ეგ თავისი საქმეა თითონ იცის რა უფრო წაადგემა მის ბიზნესს . და მე ფორუმში ფრილანცე ხალხი ვიგულისხმე რომლებიც იაფს იღებენ ლოგოს დამზადებაში. და თუ სტუდიებში ფრინალცზე დაბალი დონეა მაშინ ამ თემას რა აზრი აქ... რაში ვითხოვთ 1000 ლარს? |
Posted by: nikala1 19 Feb 2010, 15:55 |
Roy! რაში ვითხოვთ და ხარისხში პრინციპში ჯერ კლიენტს უნდა ჩამოუყალიბდეს გემოვნება ანუ იმის გარჩევა რა არის ნამდვილად ხარისხიანი და რა არა იმაში ნამდვილად გეთანხმები რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ნიმუშები რომ თავისით ამბობდეს სათქმელს როგორც იტყვიან "ვინც იცის აკეთებს ვინც არა ასწავლის" მაინც დავსძენ რომ ხარისხიც და ფასიც ისევ დიზაინერებმა უნდა დაარეგულირონ ანუ არ უნდა იყოს გაბაზრებული თბილისში რო ლოგო 50 ლარად კეთდება . მაგალითად მე რომ მეკითხებიან მე ყოველთვის ვეუბნები რომ მინიმუმ 500 დოლარი ჯდება კარგი ლოგო სხვა შემთხევაში პატენტს თუ გაგიკეთებენთქო და ზუსტად ვიცი რასაც ვეუბნები იმიტომ რომ 50 ლარად გაკეთებული ლოგო ვერ შეიძლება იყოს უნიკალური ლოგო იქნება საიდანმე მოპარული ან დაპატენტებული. უნიკალური ლოგოს მარტო კონცეფცია ღირს 300 დოლარი აღარაფერს ვამბობ გრაფიკაზე ასე მიმაჩნია მე |
Posted by: Nok 19 Feb 2010, 16:04 | ||
სამწუხაროდ ყველა სფეროში მასეა საქართველოშI. |
Posted by: Roy! 19 Feb 2010, 16:05 |
nikala1 სწორი ხარ HQ ლოგო მართლა ზვირი ღირს მარა ყველა საფეხურს თავისი კლიენტურა ყავს ბაზრობაზეც იყიდება "ARMANI" სტანსაცმელი და მილანის რომელიმე ცნობილ ქუჩაზე არსებულ მაღაზიაშიც მარა ბაზრობის ბებოს ვერ მოთხოვ ტანსაცმელს 100 ლარად ნუ ყიდი 6000 მწვანედ გაყიდეო და ვისაც მართლა უნდა ორიგინალის ყიდვა ის ჩავა მილანში და იყიდის მაღალი ხარისხის ნაწარმს 6000 დოლარად. ხო და კიდე... ფრილანს ლოგოებში მე ჯერ არ მინახავს ისეთი ლოგო რომელიც მართლა არის სამი ნულიანი თანხის ღირსი და საერთოდაც ხშირ შემთხვევაში ის 100 ლარიც სრულიად ზედმეტია მსგავს ლოგოებისთვის ეს იცის დამკვეთმაც და შემსრულებელმაც და არავის არ აქვს პრეტენზია. თამაშგარედ რჩებიან მხოლოდ HQ დიზაინერები რომლებსაც შეუძლიათ მაღალი ხარისხის ლოგოს დამზადება მაგრამ არ არიან გაჩითულები და შესაბამისად კლიენტურაც არ ყავთ. თორე ვისაც საკმარისი კლიენტი ყავს ის არც ასეთ თემებში და საერთოდ ასეთ პოლემიკებში არ მიიღებდა მონაწილეობას |
Posted by: array[0] 20 Feb 2010, 01:24 |
რა მოთხოვნაც არის ის ფასებია..... ------------------------------------------------- |
Posted by: Rocko 20 Feb 2010, 02:20 | ||
ოხ, სხვა სფეროებში ხომ ისეა ბაზარი დარეგულირებული, საათს შეშურდება რეალურად კი,
+1 ყველა პროდუქტი არსებობს იაფიანი/უხარისხო და მაღალი კლასის/ხარისხიანი. დაწყებული სარეცხის ფხვნილით და დამთავრებული - ლოგოთი. ვერ მოთხოვ მაგალითად პატარა იურიდიულ კომპანიას, 5 თანამშრომლით, დაუკვეთოს ბრენდინგი, ნეიმინგი, ბაზრის კვლევა, აიდენტიკის შემუშავება... მათ აწყობთ ნორმალური ლოგო, რომელსაც იცნობენ თვითონ, თავიანთი რამდენიმე კლიენტი, ნაცნობ-მეგობრები და რომელსაც დააწეპებენ Office Online-დან მოქაჩულ ვიზიტკის და ბლანკის ტემპლეიტზე ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ხალხი, რომლებიც აკეთებენ კლიპარტ-ვეფხისტყაოსან-გაურკვეველ "ლოგოებს" 100 ლარად. ორივე მხარე ბედნიერია - გავეშვათ სერიოზული კომპანიები ყველა ამ სერვისს უკვეთავენ ასევე სერიოზულ კომპანიებს. იშვიათად - ფრილენსერებს (ნუ, ფრილენსერსაც გააჩნია). ეს კომპანიები/ფრილენსერები იღებენ შესაბამის ჰონორარს და ამზადებენ ხარისხიან პროდუქტს. მაგრამ როდესაც დიდი კომპანია ზოგავს ამ საქმისთვის 1,000 ლარს - ეს უკვე ამ კომპანიის, მისი უფროსის/მარკეტოლოგის/პასუხისმგებელი პირის ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემაა და ამას "დიზაინზე ლიცენზიების გაცემით" :დ ვერ უშველი (და არც უნდა უშველო). ყველას და ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ფუნქცია. ეს რომ ასე არ იყოს, არ იარსებებდნენ არც დაუნი კომპანიები და არც მათი მოთხოვნების შესაბამისი დიზაინერები. ასერომ, თუ ისინი არსებობენ - ნუ ვერევით ბუნებრივი გადარჩევის პროცესში საკუთარს მივხედოთ |
Posted by: ManuKa 20 Feb 2010, 14:31 |
ოე გურჯისტან!!! ჩვენთან არ იციან დიზაინის ფასი გინდა ლოგო იყოს და გნდა სხვა რამე კაი გადამხდელებიც არიან რათქმაუნდა მე შემხვედრიან მაგალითად ვისაც ესმის ჩემი რჩევაა ვინც იხდის 100 ლარს ლოგოში იღებს შესაბამის ხარისხს და იმას მეტი მენტალიტეტი არ აქვს მიზერებს რო იხდის და შესაბამისად მისი მიზერული ტვინი მიზერული ვიზუალური გამოსახულებით კმაყოფილდება კი ავიღებ ლოგოს 100 ლარიანს გასაკეთებლად მაგრამ 2-3 საათზე მეტს მის კეთებაზე არ დავხარჯავ |
Posted by: RENDER 20 Feb 2010, 14:43 | ||
ისე სტუდიებიდანაც შემოდის აქ ხალხი , ჩემს მაგალითზე შემიძლია ვთქვა |
Posted by: ilo_khavtasi 28 Feb 2010, 15:28 | ||
........ბევრ დიდ და წესიერ ქვეყანაში არ აქვთ მე10-ე კლასელებს ლიცენზირებული პროგები, უფროსწორად ფული არ აქვთ გადახდილი, თორე შესწავლის მიზნით თითქმის ყველა კომპანიას აქვს დემო ვერსიები, რომელიც არაა მოპარული და თვითონ მწარმოებელი "გჩუქნის", და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროგის დემო ვერსიას შეზღუდული აქვს შესაძლებლობები Basic-ის სწავლა მაინც შეიძლება. .....აქ (გურჯისტანში) მგონი საკითხი უნდა დაისვას პროგრამების ლიცენზიებზე, როცა კომერციულ საქმიანობა ეხება საქმე. ....მაგალითად ჩემ ფირმას არ აქვს ბევრი ფული, მარა თუ მეცოდინებოდა, რომ სხვა ყველა არქიტექტურულ კომპანიას აქვს მხოლოდ ლიცენზირებული პროგი და ლიცენზიის გარეშე ვერ ვიმუშავედი, ნამდვილად შევიძენდი საჭირო პროგრამებს, მარა ეხლა არანაირი აზრი არ აქვს Archicad, AutoCAD, 3Ds MAX, Adobe, Arcgis და ა.შ. პროგრამების შეძენას, რომელიც ათასობით ევრო დაჯდება და გვერძე "ვინმე ხაჩიკას" ფირმაში კი ფილე.გე-დან გადმოწერილი მუქთა სოფტი ექნება, ......მარა რომელ სოფტის ლიცენზიაზეა ლაპარაკი, როცა არქიტექტურის, დიზაინის და სარეკლამო სფეროში სტომატოლოგები და პურის მცხობელები მუშაობენ ......თუ კაცმა ქორელი და ფოტოშოპი ისწავლა - უკვე დიზაინერად თვლის თავს, ......თუ არქიკადი "ესმის" - ...იასნია უკვე არქიტექტორია რა......... .......ჯერ კიდე კაიხანი ვერ გაუწევს გურჯისტანში დიზაინერი/არქიტექტორი კონკურენციას ფასში იმ "თვითმარქვიებს", რომლებიც არც გადასახადებს იხდიან და არც საკუთარი სახელი და "კომპანიის პრესტიჟი" აღელვებს, რაც მთავარია "საქმე"-ს აკეთებს და ვსო....... ......ეეეხ ....... გვეშველება ნეტა რამე? ....... |
Posted by: bs-max 1 Mar 2010, 04:17 |
ვერ ვხვდები ასეთ თემებს რატომ ხსნიან. იმის თქმა უნდათ ავტორებს რომ თვითონ მაგრები არიან, ყველაფერი იციან და სხვა დანარჩენი ჩაინიკია? ან ეს თავზე მასიურად ნაცრის დაყრა? მაზოხიზმია რა... რა სფეროა ამ ქვეყანაში პროფესიულ დონეზე რომ მაინცდამაინც გრაფიკა-დიზაინის გიკვირთ? იმ სფეროსა რომელშიც არცერთი რეალური მაღალი დონის სასწავლებელი არაა. ყველა ვინც რამე იცის, საკუთარი ცოდნით იცის. რა გენიოსი დამკვეთებიცაა ის გენიალური შესრულებაა. ჩვენ ვართ ყველა ამ სფეროში ჩართული და არა ვიღაც ხაჩიკას ბრალია რომ არ ვითარდება. ყველამ საკუთარ თავს შეხედოს და მერე ბრძნული აზრების ფრქვევა როგორ გადაარჩინონ ეროვნული გრაფიკა და დიზაინი. |
Posted by: masuris 2 Mar 2010, 19:32 |
ჩემი აზრით ყველაფერს ბაზარი აწესრიგებს, როცა გახდება იმ დონის მოთხოვნა შესაბამსი ფასებიც მაშინ იქნება |
Posted by: millionpixel 6 Dec 2011, 14:55 |
მოკლედ არავინ ხელი არ მოკიდა ამ საქმეს და ისევ მე თუ არ გავხსენი არ იქნა და არ დაგვადგა საშველი. ტენდერის ფორმა: მე ესა და ეს (ფიზიკური პირის შემთხვევაში არაა სავალდებულო რეალური სახელი/გვარის მითითება უბრალოდ დაწერეთ მე millionpixel) ვაცხადებ ტენდერს რაზე (წერთ ზუსტ სახელწოდებას თუ რაზე აცხადებთ ტენდერს). შპს millionpixel (იურიდიული პირის შემთხვევაში უთითებთ კომპანიის ან ფირმის სახელწოდებას) აცხადებს ტენდერს ვთქვათ ლოგოტიპის დიზაინის შექმნაზე(შემუშავება). გაითვალისწინეთ რომ სანამ თემას გახსნით აუცილებლად უნდა გქონდეთ კონსულტაცია გავლილი მარკეტინგის მენეჯერთან რათა სწორი კუთხით ვიმუშაოთ ჩვენ დიზაინერებმა, ეს არამარტო ჩვენ გაგვიადვილებს მუშაობს არამედ თქვენი მომავალი ან უკვე არსებული კომპანიისთვისაც მომგებიანი და ხელსაყრელი იქნება. იმ შემთხვევაში თუ კონსულტაცია არ გაქვთ გავლილი მოგიწევთ მონახოთ პროფესიონალი მარკეტინგის მენეჯერი და ჩამოყალიდბეთ რა გინდათ და როგორ. ამ სერვისს ოდნავ მოგვიანებით შემოგთავაზებთ (ფორუმელებო ვიცი რომ თქვენი არაერთი პროფესიონალი მარკეტინგის მენეჯერია ასე რომ დაფაცურდით ჩამოწერეთ თქვენი პირობები და ამით თქვენც საქმეს გაიჩენთ და საერთო სავალალო სიტუაციასაც ეშველება). კონსულტაციის გავლის შემდგომ ტენდერის თემაში წერთ ზუსტად იმას რასაც გეტყვით პროფესიონალი მარკეტოლოგი (არ ვიცი რამდენად სწორად გმაოვთქვი, თუ ვცდები შემისწორეთ) და არა თქვენ მიერ გადაკეთებულ ვერსიას. დაუშვებელია რომ ტენდერს ქონდეს კონკურსის სახე! თქვენ ხსნით ტენდერის თემას ხოლო დაინტერესებული დიზაინერი თქვენს თემაში ანთავსებს თავის პორტფოლიოს. აქ უკვე ვადებიც გვჭირდება (jobs.ge-ის ლოგოს მაგალითი მომყავს). ვადები აუცილებლად უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული (დაწყების და დასრულების თარიღი დაწერეთ). ტენდერის დასრულების შემდგომ ირჩევთ (ან არ ირჩევთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ამაში არავინ გიჭერთ გინდა თუ არა მე უნდა მოგემსახუროო) სასურველ დიზაინერს რაღათქმაუნდა პორტფოლიოს ნახვისა და მასთან/მათთან გასაუბრების შემდეგ. (პრინციპში ესეც თქვენი გადასაწყვეტია, არც ამაში ხართ შეზღუდულელი შეგიძლიათ მარტო პორტფოლიოს ფონზე ითანამშრომლოთ სასურველ დიზაინერთან). ანაზღაურებას რაც შეეხება ძალიან სადავო საკითხია ასე რომ ღიად ვტოვებ და შემომაქ მინიმალური საფასურის სტავკა რომელიც მომავალში ექვემდებარება რედაქტირება მაგრამ არა სუბიექტურად არამედ ობიექტურად, ამ ფორუმზე მომუშავე დიზაინერების ერთობლივი გადაწყვეტილებით. ლოგოტიპის დიზაინის დამზადება: 250 ლარი + პერსონალური ვებ-გვერდის დიზაინის დამზადება: 400 + კორპორატიული/საფირმო/ბიზნეს საიტების დიზაინის დამზადება: 600+ სავიზიტო ბარათების, ბუკლეტების, ბროშურების, სტიკერების და ა.შ. დიზაინი: 150+ შენიშვნა: ჩემ მიერ მოცემული ფასები არის მინიმალური ოდენობის! თუ რამე გამომრჩა ჩაამატეთ. აუცილებლად განავრცეთ და განავითარეთ ეს თემა ვინაიდან ის რაც დღეს "კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი"-ში ხდება არის სრულიად მიუღებელი თითოეული საღად მოაზროვნე დიზაინერისთვის. BLACK_SERENADE, Oto_Oto, Roy!, bugler, გიჯი_სანდრო, CGeorge, GODZILLA, DESOLDIER, ტატო (ეს კაცი სად დაიკარგა), panza ყველას ვერ დავთაგავ ასე რომ თავად გამოიჩინეთ ყურადღება და მიიღეთ მონაწილეობა ამ საშვილიშვილო საქმეში. სამსახურში ვარ და ძალიან ცოტა დრო მქონდა იმისთვის რომ ეს მოხსენება გამეკეთებინა ასე რომ მაპატიეთ თუ რამე გამომრჩა, თქვენი იმედი მაქ. |
Posted by: Appaloosa 6 Dec 2011, 16:42 |
დავამატებ ლოგოს ტიპებს 1. სტილიზებული ტექსტი როგორიცაა მაგ: http://www.radikal.ru 2. პიქტოგრამული ნიშანი- ეს არის ადვილად ამოსაცნობი სურათი ან ფორმა მაგ: http://www.radikal.ru http://www.radikal.ru 3. აბსტრაქტული ნიშანი მაგ:http://www.radikal.ru 4. ემბლემა მაგ: http://www.radikal.ru http://www.radikal.ru 5. პერსონაჯის ტიპის მაგ: http://www.radikal.ru http://www.radikal.ru 6. Web 2.0 - ეს არის თანამედროვე ლოგოს ტიპი რომელიც შეიცავს მომრგვალებულ ბოლოებს და გარდამავალ ფერებს. მაგ: http://www.radikal.ru http://www.radikal.ru შეიძლება ეს საუკეთესო განმარტება არაა მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმინთ თუ როგორი შეიძლება იყოს ლოგო |
Posted by: millionpixel 6 Dec 2011, 17:52 |
Appaloosa მშვენიერია, იმედია ამ ყველაფერს გაითვალისწინებს დამკვეთი მოდერატორს თხოვნა, იქნებ აპინოთ თემა |
Posted by: Precursor 6 Dec 2011, 18:02 |
millionpixel კარგ საქმეს აკეთებ! რამდენჯერ შემოვსულვარ იმისი იმედით, რომ იქნებ ორიოდ კაპიკი ვიშოვო-მეთქი და აქედან შეურაცხყოფილი და გულდამძიმებული გავსულვარ დამკვეთის თავხედობის გამო... ქართველი დამკვეთი ხომ ყველაზე კრეატიული და კომპეტენტური დამკვეთია მთელ მსოფლიოში! (ძუნწიცა და მემუქთავეც - სხვათა შორის...) |
Posted by: Don George 6 Dec 2011, 18:21 |
millionpixel მაგარ საქმეს აკეთებ, ძალიან კარგი თემაა. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის დამკვეთის ბრალი ყველაფერი არ არის. დიზაინერი რომ 15 ლარად ან 2 ხაჭაპურად საიტის დიზაინს გააკეთებს ეგ არაფერი? |
Posted by: PXAKO 6 Dec 2011, 19:10 |
CGeorge დღეს ვიყავი ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში საიტი და ლოგო უნდოდა..... დაროჟას ფასი რო ვუთხარი აშკარად შევატყვე რო ეძვირა ისედაც დაკლებული ფასი და ასე მითხრა თქვენამდე ვინც მყავდა 15 ლარად მიკეთებდაოო.... და მეთქი ნომერი მომეცი უნდა გავიცნო თქო..... მაინც არ მომცა მარა ასეთების გადამკიდე ბაზარზე არის კატასტროფული ფასი და საერთოდ მდგომარეობა.... |
Posted by: One of the one 6 Dec 2011, 19:56 |
ბოდიშით სხვა ტემასთან დაკავშირებით გაწუხებთ სტუდბილეთები რომ დამიმზადონ ინსტიტუტუსთვის ასეთ კომპანიას მინდა დავუკავშირდე და დამეხმარეთ რა ანგარიშსწორება ანგარიშზე ფულის გადარიცხვით მოხდება ბოდიში კიდევ ერთხელ:შ |
Posted by: 2poster 6 Dec 2011, 20:23 |
არ დამევასა ეს თემა |
Posted by: Don George 6 Dec 2011, 20:40 |
PXAKO შენ რამდენი უთხარი ამისთანა |
Posted by: PXAKO 6 Dec 2011, 20:52 |
CGeorge 500 ვუთხარი ფლეშ საიტი და ლოგო ერთად ისიც ახალი წლები მოდის და დავაკელი |
Posted by: 2poster 6 Dec 2011, 21:00 |
განსაკუთრებით ვებ 2.0-ის განმარტება |
Posted by: bugler 6 Dec 2011, 22:14 | ||
2poster
ეს არც მე მომეწონა მთლად და ისე თემა საჭიროა უბრალოდ დახვეწა უნდა... ეს თემა იყოს "დასახვეწი" დავხვეწოთ და მერე ჩამოყალიბებული და ჩასწორებული თემა გავხსნათ თავიდან და ავპინოთ. თუმცა კი მე მაინც მეეჭვება შედეგის და მგონია, რომ PM-ებში წავა 15-20 ლარიანი ლოგოების ყიდვა-გაყიდვა მონო შემივსე ძმა და დაგუგლილ ლოგოს მისცემენ და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება... თუმცა ვიმეორებ: ჩვენ ჩვენი მაინც ვცადოთ |
Posted by: Appaloosa 6 Dec 2011, 22:48 |
ვთქვი რო იდეალური განმარტება არ იყო თუ უკეთესად შეგიძლიათ ამ სფეროში გაუთვითცნობიერებელ ადამიანს გააგებინოთ რა არის ვებ 2.0 კი ბატონო გისმენთ |
Posted by: BLACK_SERENADE 6 Dec 2011, 23:17 |
ძალიან აკრგია! ვირუსი მქონდა 4-5 დღეა და ვერ მოვაქია აქეთ ყურადღებბა. millionpixel კარგია რომ წამოიწყე. 1. შევთანხმდეთ იმაზე რომ სულ არაფრის კეთებას ცდა მაინც ჯობია! (ჩვენი პროფესიაა და ჩვენ თუ არ მივხედეთ სხვა მაგარი ჰკიდია, ასე მგონია) 2. მინიმალური გადასახადი კარგია და ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ზოგჰერ ხდება ხოლმე ასეთი რამ: კლიენტს უნდა მხოლოდ ლოგო. აქვს 150 (ან100) ლარი. ამ შემთხვევაში უნდა იყოს ასეთი რამე (ჩემი აზრით), როდესაც ასეთ დაბალანაზღაურებაზეა დიზაინერი არ უნდა იყოს არაფერში შეზღუდული და დამკვეთმაც ბერვი არ უნდა აწვალოს დიზაინერი. ეს მინდა ის მინდა ეს რატოა ესე და ა.შ. მარტივი ლოგიკაა. იხდი 100 ლარს და გიკეთებ 100 ლარის პროდუქტს. (პ.ს. ეს უკიდურეს შემთხვევაში ვიქცევით ასე) 3. ვადა! აუცილებლად მიაწერეთ! პირვლეივე პოსტში! რომ მერე ჩვენ 8000 ჯერ არ ვიკIთხოთ როდის მთავრდება კონკურსი. მარაზმია ეს ფრაზა: რო მოგვეწონება მაშინ მროჩება კონკურსი. ესე არსდ არ ხდება და ესე არავინ არ აკეთებს! 4. ჩავამატოთ მთლიანი კორპორატიული სტილის შექმნა 1500 + (მინიმალური) კიდე რამე თუ გამახსენდა ჩავამატებ! იდეები ჩამოყარეთ და ერთად შევთანხმდეთ რამე 1 ზე ყველამ ამ პროფესიით უნდა ვარჩინოთ ოჯახი და რავი აბა გელოდებით აუცილებლა ჯანსაღი კრიტიკა ცინიზმი არ გვინდა აქ |
Posted by: Oto_Oto 7 Dec 2011, 03:11 | ||
BLACK_SERENADE
არ დაგეთანხმები, იმიტომ რომ 250 ლარი თუ არ გაქ, მო***ან ეგეთი ბიზნესი და ლოგო მე. მასეთ ბიზნესს არც ლოგო ჭირდება და საერთოდ ჯობია ბაზრის ფოტოშოფისტთან მივიდეს. თუ ვინმე ხართ აქ ეგეთი ბაზრის ფოტოშოფისტი, გავხსნათ ცალკე განყოფილება და თავმოყვარე დიზაინერები შიგ არ შევიდეთ.... მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქ ვითანამრომლო ისეთ "ფირმასთან" 250 ლარს რომ საკუთარ სახეში ვერ გაიმეტებს.... ვაჭრები ხომ არ ვართ? ხელოვანი ხალხი ვართ და უნდა დაფასდეს! |
Posted by: BLACK_SERENADE 7 Dec 2011, 10:38 |
Oto_Oto ისა რა ქვია მაგაში მე ვიგულისხმე ასეთი რაღაცეები მაგ: საიტის ლოგო და ა.შ. მე ასე მესმის (შეიძლება ვცდები) საიტის არც ბიზნესია და არც არაფერი (ნუ საიტსაც გააჩნია ) ხოდა ამ შემთხვევაში შეიძლაბ აწყობდეს 150 ლარიანი რამე უბრალო ლოგო ელიავას ფოტოშოპოსტეპბზე ასიანია პ.ს. ჩემი აზრით კიდე აუცილებელია იყოს ასეთი რამ! კლიენტმა უნდა მიუთითოს რა ფორმატში უნდა პროდუქტი. როგორც წესი .AIდა .EPS სრულიად საკამარისია დასაბეჭდი მასალებისთვის. + ისაა რომ, ეს თავიდან აგვარიდებს გოოგლედან გადმოკოპირებულების გაყიდვას! სიტყვაზე ეხლა რომ 20 კაცი დგებს ნამუშევარს, მერე დადებს ხოლმე 5 და ეს უფრო კაია ჩემი აზრით გაიცხრილება და კაია რავი :შ ანუ მარტო ფოტოშოპის პენ თულის და გრადაციის ხმარება იმას არ ნიშნავს რო დიზაინერია ესა თუ ის |
Posted by: Oto_Oto 7 Dec 2011, 12:40 | ||
BLACK_SERENADE
მთელი აზრი იმაშია, რომ აქ არ უნდა დაიდოს ნამუშევრები. პორტოფოლიო და მორჩა. ასევე არ უნდა გავუკეთოთ მაგალითები თუ არ იტყვის კლიენტი რომ შენთან ითანამშრომლებს, პორტოფოლიოზე დაყრდნობით. ნამეტანი გავაბლატავეთ და დიდი ფუფუნება მივეცით აქ კლიენტებს... |
Posted by: BLACK_SERENADE 7 Dec 2011, 12:53 |
Oto_Oto ააა ეგ გამომრჩა მართალია, პორტფილოს მიხედვით როცა იქნება დიზაინერი არჩეული რამდენ რამეს ავიცილებთ თავიდან კარგად დავამუშაოთ და ^^ |
Posted by: Oto_Oto 7 Dec 2011, 13:38 |
1. საჭიროა რომ ლოგოს ფასი არ იყოს დასახელებული, "მე ამდენს ვიხდის" ვარიანტი. იმიტომ რომ შეიძლება მე ჩემი ლოგო 500 ლარად შევაფასო, სხვას 1000 ლარი უღირდეს. ამიტომ ფორტოფოლიოს ჩვენების შემდეგ უკვე ჩემის აზრით გაწეული სამუშაოს მიხედვით დაედება ფასი ლოგოს. მინიმუმ 250 მაგრამ, შენ თუ 2 კვირა გაწვალა კლიენტმა საბოლოო ვერსიამდე, უკვე სხვა ფასია. 2. ჩემი სამუშაო საათი შეიძლება მე სხვაზე განსხვავებული მიღირდეს. ანუ მე რომ 5 საათი მოვცდები ლოგოზე, იყოს 500 ლარი, მაგრამ სხვას ის 5 საათი 250 ლარი უღირდეს. ამიტომ ფასები უნდა მოვირგოთ ჩვენ და კლიენტს კი შედეგი შევთავაზოთ. 3. ნუ შეხედავთ ერთმანეთს კონკურენტებად. ამ საკითხში ერთმანეთის გვერდით უნდა ვიდგეთ, კონკურენცია კი ჩვენი ნამუშევრებში და ჩვენს პროგრესში უნდა იგრძნობოდეს. საუკეთესოს ყოველთვის მეტი კლიენტი ეყოლება, დამწყებს ყოველთვის ნაკლები, მაგრამ სწორი მიდგომით ყველა კმაყოფილი იქნება. მთავარია ეს კლიენტების წუწურაქობა მოვსპოთ და ერთხელ და სამუდამოდ შევაგნებინოთ, რომ ჩვენ ვართ ხელოვნები, პროფესიონალები და არა ელიავას ფოტოშოფისტები. 4. მთავარია ყველას გქონდეთ თქვენი ფიქსირებული საათოფასი, ანუ 1 საათში რამდენს იღებთ. თუ დროს მინიმუმზე ნაკლებს დახარჯავთ, მინიმუმს გადაახდევინებთ, ამ შემთხვევაში 250 ლარს, მაგრამ თუ გადასცდებით მინიმუმს, უნდა საათობრივად ითვალოთ და ასე გექნებათ ყოველთვის ბალანსი და სხვადასხვა კლიენტს სხვადასხვა ფასს არ მიცემთ. იქნებით "მართალი" კლიენტთან მიმართებაში, რომ შეგეკითხებათ - რატომ ამდენი, უპასუხებთ - იმიტომ რომ ამდენი დრო წაიღო. დრო - ფულია. 5. გავაკეთოთ შავი სია, ვინც ჩვენი მხრიდან არ დაიცავს წესებს (რომელიც ჩამოყალიბდება საბოლოო) განვამწემსოთ შავ სიაში... და მოხდეს გუნდური მუშაობა, ასეთი "პროფესიონალის" ჩვენი სფეროდან გასარიყად... |
Posted by: millionpixel 7 Dec 2011, 16:01 |
მეგობრებო მადლობა ყველას გამოხმაურებისა და თანადგომისათვის სამსახურში ვარ და საღამოს დეტალურად ჩავუჯდები თემას. |
Posted by: BLACK_SERENADE 7 Dec 2011, 17:16 | ||||||||
Oto_Oto
მართალია. ასეთ დროს ადამიანს შური ეუფლება, შური აბრმავებს და აბრაზებს ადამიანს, დაბრავებული და გაბრაზებული ადამიანი კიდე ვერასდროს შექმნის კარგდ და ღირებულ პროდუქტს. სიმშვიდე ყოველთვის ჯობია
ასე უნდა მოვიცქეთ. საიდან გვეუბნებიან ჩვენ კლიენტები რომ სხვა 50 ლარად უკეთებს იმას რასაც ჩვენ 500 ანდაც 250 ვეუბნებთ? ამ თემის ძალიან განვრცობა შეიძლება, ფილოსოფიურადაც და ფსიქოლოგიურადაც, მერე განვავრცობ :შ
ზშირად მაქვს იმის შეგრძნება რომ სიტყვაზე, ბანკირის დრო ფულია, დიზაინერის კი არა. "დიზაინია რა 1 ლოგოს დახატვას რა უნდა, მიდი ქართველობაში გააკეთე კაცურად" - კატასტროფა! მიდი აბა ბანკში სესხი აიღე ქართველობით და კაცობით Oo
გავეკთოთ. მეც ვცდილობ რომ ყოვეთვის ასე ვიმსჯელო და ვიაზროვნო. სანამ სხვას ხელს დავადებ, მოდი იქნება ჯერ ჩემ თავში ჩავიხედო, და გავარკვიო, იქნება ჩემშია პრობლემა და არა სხვაში, კლიენტში ანუ. ასეთი მიდგომა სწორი იქნება და მოგნია რომ ყველა კმყოფილი უნდა დარჩეს millionpixel გელით |
Posted by: RENDER 8 Dec 2011, 22:37 |
ვერ გავიგე ეს თემა რას ემსახურება? ფასების დარეგულირება გინდათ ერთმანეთში თუ... ეგ მინიმალური ზღვარი ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია და მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს: შემსრულებლის კვალიფიკაციას და შესრულებუილი სამუშაოს ხარისხს რომ თავი გავანებოთ, ვიღაცას პურის ფული არ აქ და ყველაფერზე თანახმაა, ვიღაცას უფრო დიდი მადა აქვს, ვიღაცას თავი ძალიან მაგარი გონია და თვლის რომ ის მაღალ ანაზღაურებას იმსახურებს, ვიღაც ახლა იწყებს და მცირედზეც თანახმაა , ყველაფერს თავისი კლიენტი ყავს ადამიანს თუ უნდა 15 ლარად ლოგო ის რაც არ უნდა ბლოკი შეკრათ აქ მაინც არაა გადამხდელი იმ თანხის რაც გინდათ თქვენ . გაიმარჯვებს ის ვისი ნამუშევარიც ყველაზე კარგი იქნება და ფასიც მისაღები იქნება დამკვეთისთვის. იმისთვის რომ თითოეულ ლოგოში აიღოთ 500 ან უფრო მეტი მინიმალური ზღვარი კი არ უნდა დააწესოთ არამედ კლიენტს დაანახოთ რომ ზუსტად თქვენი ლოგოა ისეთი რომელიც მას სჭირდება , რომ თქვენ ამ ლოგოს შესაქმნელად კი არ დაგუგლეთ არამედ სხვა 10-15 ერთმანეთისგან განსხვავებული ვარიანტი გააკეთეთ და ეს ამოარჩიეთ.. უნდა ღირდეს ნამუშევარი ამ ფასად და გადაიხდიან . და 15 ლარიანი ლოგო ხარისხითაც შესაბამისი იქნება ფასისა და ვისაც უღირს ის აიღებს ამ 15 ლარს და ვისაც უღირს რომ ამაზე მეტი არ გადაიხადოს ისიც კმაყოფილი იქნება. ასერომ აწიეთ ხარისხი და აიწევს შემოსავლები და კიდე ამ ფორუმით არ შემოიფარგლება სამყარო და აქ არ არიან მარტო დამკვეთები აბა წარმატებები |
Posted by: millionpixel 8 Dec 2011, 23:08 | ||
RENDER
მეგობარო ეგ ყველაზე დიდი პრობლემაა, ხომ გაგიგია "უკეთესზე უკეთესი არ დაილევაო", მაშინ რა ვქნა თუ ჩემი ლოგო მოეწონება და მერე სხვისი დადებული ლოგო უფრო მეტად მოეწონება და იამს აირჩევს? გამოდის წყალში მეყრება შრომა ხომ? წარმოიდგინე კრეატიული ლოგოს შესაქმნელად ჯერ მარტო იდეის დონეზე ფიქრობ საათობით ამის მერე იწყებ მონახაზის გაკეთებას ბოლო კორექტირების ეტაპია, ამ ყველაფერის კი დაახლოებით 2-3 დღე უნდა და როცა ამდენს წვალობ შედეგი უნდა მიიღო. 2-3 დღე კი არა 1 საათი არ მაქვს თავისუფალი. "მოცლილი" ხალხის გულისთვის ჩვენ არ უნდა ვიჩაგრებოდეთ! კარგი იქნება თუ ყველა მოვითხოვთ რომ წესებში ჩაემატოს ქვეპუნქტი, რომელიც ჩვენს უფლებებს დაიცავს. |
Posted by: Oto_Oto 8 Dec 2011, 23:31 | ||
RENDER
ვერ დაგეთანხმები მეგობარო, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ასევე გრაფიკული დიზაინერის შრომასაც უნდა ქონდეს თავისი ფასი. ქართველები არც ისე შეგნებული ერი ვართ და ამიტომ 100 დან 80 ხეპრეა, გონია რომ ერთი ხელის მოსმით იხატება. ვთქვათ და მე ერთი ხელის მოსმით დავხატე, თვითონ ხომ ვერ აკეთებს არა? ამას კი ვერ ხვდებიან და ამბობენ, ჰა შენ ერთი ბოთლი პივაო . ამიტომ საჭიროა არსებობდეს მომსახურებაზე მინიმალური თანხა, რომ იცოდეს რომ მე ხელი რომ გავანძრიო მისთვის პლაფონი ექნება გადასახდელი. ამით ზედმეტი ტუტუცებიც შეეშვებიან იტუტუცონ, აცხადონ აქ "კონკურსები", ხალხი აწვალონ და შემდეგ დაიკარგონ უგზოუკლოდ და ასევე ნაკლებად გათვითცნობიერებული ხალხიც აღარ იტყვის 15 ლარი მაქ და დამიხატეთ ლოგოო. ეცოდინებათ რომ ამ საქმეს მინიმუმ 250 ლარი ჭირდება. ეხლა თუ არ აქ, დაჯდეს ისწავლოს და თვითონ დახატოს მაშინ, რა ვქნათ ჩვენ ვერ გადავარჩენთ მსოფლიოს შიმშილისგან. ევროპაში ვმუშაობ უკვე ამ სფეროში 8 წელია. ყველგან არსებობს ე.წ. მინიმალური ზღვარი, ყველა ცდილობს ერთნაირი ფასი ქონდეს, ნუ შემდეგ თუ შენი კლიენტია და აბაროტი აქ, შენი საქმეა რა ფასდაკლებასაც გაუკეთებ, მაგრამ პირველ ჯერზე ყველაფერს აქ თავისი ფასი. |
Posted by: RENDER 8 Dec 2011, 23:36 | ||||||
მოიცა აბა შენ გინდა უეჭველი შენი ლოგო აიღონ? და რის საფუძველზე? იქნებ სხვამ უბრალოდ გაჯობა? ეგრე შენი რო აიღონ იმ სხვას ჩაეყაროს წყალში? საერთოდ ვერ გავიგე წყალში ჩაყრას რას ეძახით .
ხოდა ეგ იმას ნიშნავს რომ არ გიღირს კეთება და გაანებე თავი მაშინ, არავინ გაიძულებს. მითხარის რის საფუძველზე უნდა მოგანოჭონ უპირატესობა სხვასთან შედარებით? აი ვთქვათ მე ვარ დამკვეთი რატომ შენ და არა სხვა?
დამიჯერე არანაირი უფლება არ ირღვევა |
Posted by: Oto_Oto 8 Dec 2011, 23:39 | ||||||
RENDER
ჩემი და ვინმეს ლოგო არაფერ შუაშია, არავინ აქ არ უნდა ყაროს ნამუშევრები და ყველამ უნდა პორტოფოლიო აჩვენოს. მემგონი დებილი უნდა იყო ადამიანი პორტოფოლიოს მიხედვით რომ ვერ მიხვდე შესაძლებლობებს.
უპირატესობაც სწორედ პორტოფოლიოს მიხედვითაა და თუ კონკრეტული დიზაინერის გემოვნება და შესრულების დონე, რამდენად ემთხვევა დამკვეთის სურვილებს.
უფლება კი არ ირღვევა, დაგვცინიან და თავზე ლაფს გვასხამენ. მეტი რა გინდა... * * * თავხედობაა აბა სხვა რა შეიძლება უწოდო, 50 ლარად ლოგოზე კონკურსს რომ გამოაცხადებენ, ტან პრიზად 50 ლარს დაგისახელებენ. მე პირადად შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს. |
Posted by: RENDER 8 Dec 2011, 23:43 | ||||
თავისი ფასი ყველაფერს აქვს და დამიჯერე აქაც აქვს ფასი დიზაინს , თქვენ ფორუმით საზღვრავთ და მე ვიცი ხალხი ვინც ამ საქმით საკმაოდ ფულს შოულობს აქ საქართველოში. როგორ შეიძლება დამწყებ დიზაინერს და უკვე სახელმოხვეჭილს ერთიდაიგივე ფასი ქონდეს თუნდაც მინიმალური? ეს ზღვარი მერყევია და ყოველ ჩვენთაგანს ინდივიდუალური გვაქვს ეგრე მეც მაქ მინიმალური ზღვარი რომელიც ადრე თუ ცოტა იყო ახლა შედარებით გაიზარდა ჩემ ცოდნასთან და კვალიფიკაციასთან ერთად, მაგრამ ჩემი მინიმალური ზღვარი განსხვავდება სხვის ზღვარტან ზოგის მეტია ზოგის ნაკლები . ამიტომ მე არ გამიკვირDება ვინმე უფრო იაფად თუ გააკთებს მთავარია ხარისხის და ფასის შეფარდება. შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან. * * * ხოდა დააგდეთ თქვენი პორტფოლიოები და დააწერეთ საათში თუ დღეში რამდენს იღებთ და აარჩევს დამკვეთი , და ვინმე დამწყები დააგდებს თავის პორტფოლიოს და დააწერს რომ იღებს საათში ლარს ან ორ ლარს . ყველას თავისი კლიენტი ყავს.
არასერიოზულად მიიღე ასეთი შემოთავაზება და დაიკიდე... მე მინახავს რომ 1500 და 2000 გადაუხდიათ და უფრო მეტი ლოგოში აქ საქართველოში აი აქ ფორუმზე თუ ვინმე დადებს ასეთ შეკვეთას მაშინ შეასრულეთ |
Posted by: millionpixel 9 Dec 2011, 00:02 | ||
RENDER Oto_Oto - მ გაგცა პასუხი
ბაზარის ჩაგდებაზე არაფერი გსმენია? მაგ დაბალფასიანი და უხარისხო ლოგოების ფონზე იმედგაცრუებული კლიენტი მერე ჩვენც ალმაცერად გვიყურებს და სვისი გულისთვის რატომ უნდა ვიჩაგრებოდეთ? |
Posted by: RENDER 9 Dec 2011, 00:09 | ||
უხარისხო ხო? ესეიგი რახან კლიენტი უხარისხოს აკეთებინებს და იბარებს ხარისხი კიდია რატომ თხოვ იმას გადაიხადოს 250 ლარი? როცა ხარისხი არ აინტერესებს და იხდის 20 ლარს? და იმმ კლიენტს რა იმედი გაუცრუვდა? ვითომ არ იცოდა რას და ვის აკეთებინებდა. როცა მაღაზიაში შედიხარ და ხედავ რაღაც გაურკვეველი ძეხვი ღირს 3 ლარი როცა ხორცი ღირს 10-12 ლარი კილო და ვა რა იაფიაო იყიდი, იქნება ნაგავი და მერე იტყვი ამ ძეხვმა იმედი გამიცრუაო? არ იცოდი რა ნაგავსაც ყიდულობდი? ეგრეა აქაც ხარისხი თუ უნდა უნდ აგადაიხადოს , დაარწმუნე რომ შენ ნამუშევარში გადახდილი თანხა მართლა ღირს ამდენი და გადამხდელი გადაიხდის . |
Posted by: millionpixel 9 Dec 2011, 00:13 | ||
RENDER
იმიტომ რომ მერე მასეთ კლიენტს სხვაც ბაძავს |
Posted by: Oto_Oto 9 Dec 2011, 00:17 |
RENDER შენ რა გგონია მე აქ 250 ლარის გულისთვის დავეხეტები? უბრალოდ გული შემტკივა, თორე 250 ლარი ჩემთვის პირადად არაფერია. არც "წვრილი" კლიენტურა მაინტერესებს. მაგრამ ზოგადად რასაც ვუყურებ მე, საქართველოში მაგარი ჩავარდნილია ეს სფერო. ფირმები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, რამოდენიმე ფირმას თუ ყავს კარგი მარკეტინგის მენეჯერი და იციან რა უნდათ. მე პირადად ბევრ მარკეტინგის მენეჯერებთან მითანამშრომლია და შემხვედრია ყველანაირი. ჩლუნგი, "ჭკვიანი" - ყველაფერს რომ სხვას აბრალებს, კარგი, ძლიერი, მაგრამ საქართველოში რაც ხდება ესაა მარაზმი. არ შეიძლება ფირმა რომელსაც წელიწადში მინიმუმ 50000 ლარი აქ ბრუნვა, 50 ლარზე გევაჭროს, თუგინდ ლოგოში. შეხედე ტელევიზორში რა ხდება, როგორი "კრეატიული" რეკლამები გვაქ... ვაღიარებ 1 მეტრო სტუდიო აკეთებს ნორმალურ / კარგ რეკლამებს. სხვები რას აკეთებენ? განა სტუდიების და ჩვენი სფეროს ხალხის ბრალია ეს, განა არ ყავთ ხალხი ვისაც აზროვნება შეუძლია, მაგრამ კლიენტია შტერი, შემიძლია გაჩვენო ჩემი გაკეთებული შეთავაზებები, რომელიც არის დაწუნებული და შემდეგ ნახო რა აირჩიეს და განა თანხის გამო? იმიტომ რომ არ აქთ ესთეტიკა, ან საიდან ექნებათ, როდესაც ყოველთვის თანამშრომლობენ "დამწყებთან", იმიტომ რომ იხდიან 15 ლარს. დამწყები ხომ ძირითადად პლაგიატია. გინახავს დამწყები რომელსაც თავისი აზრი აქ და შეუძლია ამ აზრის მხარდაჭერა? ყველა პლაგიატია. პლაგიატი კი განვითარებას და კრეატიულ კონკურენციას უშლის ხელს. ამიტომაა რომ რეკლამების 80% საქართველოში პლაგიატია. არ არსებობს კრეატიული აზრი, ან არსებობს და მხარდაჭერა არ აქ. თავი და ბოლო კი დამწყებებშია, თუ პორტოფოლიოების ჯახი იქნება, აქ დამწყები ავტომატურად იფილტრება, ან უნდა ისეთი რამე გააკეთოს რომ გამოცდილს აჯობოს და ამით აიღოს საქმე, რომელი საქმეც შემდეგ მის პორტოფოლიოში შევა. ამიტომაა საქმით უნდა გვაჯობოს დამწყებმა და არა თანხით.... |
Posted by: RENDER 9 Dec 2011, 00:20 |
არ ბაძავს მე ვამბობ იხდიან ლოგოში საკმაოდ სოლიდურ თანხებს და რატომ არ მიბაძეს იმ 20 ლარიან კლიენტს? იმას არ ფიქრობთ რომ აქ კლიენტების ერთიდაიგივე კატეგორია შემოდის? ჯერ კლიენტების კლასიფიკაცია მოახდინეთ |
Posted by: millionpixel 9 Dec 2011, 00:29 | ||
RENDER
ჩვენ როცა შემოვიღებთ სტანდარტებს, თავისით დალაგდება ყველაფერი) |
Posted by: RENDER 9 Dec 2011, 00:30 | ||||||||
დამწყები ხომ იცი რომ საქმით ვერ გაჯობებს და მას მხოლოდ თანხა დარჩენია კონკურენციისთვის, შენ როცა იწყებდი საქმეს ეგრევე მაღალი სტავკები გქონდა? კი მესმის რომ თავს პატივს ცემდი და არ აკეთებდი მაშინაც 15 ლარიან ლოგოებს მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ყველამ ეგრე უნდა ქნას.
მე ძაან ბევრ ფირმასთან მითანამშრომლია და მათგან მსგავსი მიდგომა არ გამიგია, პირიქით დამწყებებს უფრთხიან.
პლაგიატს რაც შეეხება გეთანხმები მაგრამ პლაგიატი არამარტო დამწყების სენია აქ. მე მინახავს საკმაოდ გამოცდილი ხალხი და ხმამაღალი სახელის მქონე სტუდიები პლაგიატში მხილებულნი უმეტესობას ვიცნობ და აღარ გავაგრძელებ პლაგიატზე საუბარს არაეთიკურია ჩემი მხრიდან . გაიხსენეთ ვინ როგორ იწყებდით , ბევრი ჯერ კიდევ დამჭყებები ხართ და ნუ გიკვირთ რომ ვიღაც უფრო იაფად მუშაობს თქვენ გგონიათ რომ მათ უფრო ბევრი ფული არ უნდათ ? უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვთ. * * *
ზოგადად ასეთ თემას ბაზარი არეგულირებს და რატომ თვლი რომ რაღაც გავლენა შეგიძლია მოახდინო ბაზარზე? რომ სტანდარტები შემოიღო ან რა სტანდარტებზეა აქ საუბარი? კანონით დაადგენთ მინიმალურ ზღვარს? :D და ურჩებს დასჯით? |
Posted by: Oto_Oto 9 Dec 2011, 00:39 | ||||
RENDER ევროპაში რა არის იცი კარგი? ის რომ თავისუფალი არაა ყველგან პროფესია, ან ბიზნესის წარმოება ფიზიკურ პირს არ შეუძლია, ამიტომ დამწყებები როგორც ყოველთვის ფირმებს არ ხსნიან და უბრალოდ ფირმებში მიდიან, ჯერ პრაქტიკაზე, შემდეგ კი სამუშაოდ. სამწუხაროდ საქართველოში უკუღმართადაა ყველაფერი და დამწყებსაც ფულის შოვნა უნდა, იმას კი ვერ ხვდება რომ თავის მომავალ პროფესიას აუფასურებს. საკმაოდ დიდი პრობლემაა ეს. დამწყებმა სიტყვაზე თვეში დიდი დიდი 2-3 ლოგო გააკეთოს და თუგინდ 50 ლარი აიღოს თითოში. 150 ლარად მე შემიძლია დავასაქმო, ვასწავლო კიდევაც და თვითონ მისივე კვალიფიკაცია ავამაღლო. კვალიფიკაციასთან ერთად კი ხელფასიც მოვუმატო. მაგრამ მასვე რომ ვუთხრა 150 ლარს მოგცემ ხელფასთქო თავში აგური შეიძლება ჩამარტყას.
ნორმალური ფირმები რა თქმა უნდა რომ უფრთხიან, მაგრამ სწორედ მაგ გითხარი, რომ ბევრი ფირმის მაკრეტინგის მენეჯერები საქართველოში არიან ჩლუნგები, და მათ ფასი აინტერესებთ, ხარისხი კი არა.
ის სტუდიებიც იმიტომ აკეთებენ პლაგიატს, რომ კლიენტი არ უტოვებთ სხვა გამოსავალს. ბევრი კლიენტი პირდაპირ გეუბნება, ან ამას გამიკეთებ ან არ მინდაო. მიდი კაცო დაგუგლე და გადმოწერე სურათი მერე რა უჭირსო. რატომ უნდა გადავიხადო ფული ფოტოშიო. სიტყვაზე ვამბობ. რაც მთავარია, კლიენტი ჩვენ უნდა განვანათლოთ, ჩვენი ვალდებულებაა ეს. თუ არ ვიზრუნებთ ამაზე, ჩვენც დავიჩაგრებით და იქნება ასეთი სიტუაცია მუდამ. ასევე გაწუწკებული გვყავს კლიენტი. 50 ლარად 200 ვარიანტი ლოგოსი, ხომ კარგია?.... |
Posted by: RENDER 9 Dec 2011, 00:52 | ||||
ეგ ფირმის ქაღალდზე დარეგისტრირებაა ადვილი 105 ლარი უნდა , თორე აბა მივიდეს და ამუშაოს , ეგრე არაა მე ბევრ დიზაინერს ვიცნობ ვინც სხვადასხვა ფირმაში მუშაობენ და ტავიანთი საქმე არ წამოუწყიათ. გახსნას არაფერი არ უნდა შენარჩუნებაა ძნელი. გახსნის ეგეთი ფირმას და ერთ თვეში დახურავს ხოლო თუ საქმე ააწყო მაშინ ქების ღირსი ყოფილა. რაც შეეხება 2-3 ლოგოს კეთებას თვეში ამ თანხისთვის რამდენი ხანი იქნება დაკავებული ის დამწყები და შენც 2-3 ლოგოს გააკეთებინებ სამსახურში როცა აიყვან? თუ მთელი თვე "სულს ამოხდი" მუშაობაში (ნუ იმის კეთებაში რაც შეუძლია რა) ანუ რა დატვირთვა ექნება შენთან. ამაშია საქმე და რა პერსპექტივა კიდე.
ჩლუნგები კიარა ატკატებში ზიან |
Posted by: Oto_Oto 9 Dec 2011, 01:16 | ||||
RENDER
ვერ გაიგე რას ვამბობ. ფიზიკურ პირს არ შეუძლია ბევრ ქვეყანაში ანგარიშგება, ანუ ფირმას ვერ გამოუწერს ანგარიშფაქტურას, უანგარიშფაქტუროდ მუშაობა კი დანაშაულია. ამიტომ ფიზიკური პირი ფირმას ვერ გაუწევს მომსახურებას, ასევე ფირმის დარეგისტრირება ევროპაში არც ისე ადვილია, 30 დღე მინიმუმ, შპს ზე მინიმუმ 5კ საწესდებო კაპიტალი, + სავალდებულო ბუღალტერის თვიური 500€ + ოფისის ხარჯი + ლიცენზირებული პროგრამები + ოფისში ყველაფერი ნაყიდი, დასაწყებად მინიმუმ 20კ გჭირდება. ამიტომ დამწყები არ აკეთებს ასეთს. რომ ამბობ სულს ამოვხდიო, რატომ უნდა შეხედო მაგ მხარიდან, შე კაცო ხალხი სწავლაში ფულს იხდის, მე კიდევ აქეთ გადავუხდი რომ ისწავლოს, ცუდი ვარიანტია? ცოდნასთან ერთად ხელფასიც პროპორციულად გაეზრდება.
ატკატებში ყველგან ზიან, ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ატკატჩიკები ხარისხს და დროულ სამუშაოს არ ითხოვენ |
Posted by: RENDER 9 Dec 2011, 01:30 | ||||||
აქ სად გინახია ფიზიკური პირი ანგარიშფაქტურას წერდეს? ფიზიკურ პირს შეუძლია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშაოს და ითანამშრომლოს ნებისმიერ ფირმასთან რაც არ არის დანაშაული.
საქართველო ხომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა :D:D ისე დამწყების ფირმამ რა ხელი შეგიშალა აქ? დამწყებების მიერ ფირმის გახსნა არამგონია გამოცდილი ადამიანისთვის ან კომპანიისთვის საგანგაშო იყოს.
არ არის ცუდი ვარიანტი უბრალოდ სწავლის ხარისხს გააჩნია. |
Posted by: millionpixel 9 Dec 2011, 01:42 |
RENDER მოკლედ თქვი მომხრე ხარ თუ არა რომ კონკურსის სახე ტენდერით შეიცვალოს და ამავდროულად მინიმალური ტარიფები დაწესდეს? |
Posted by: RENDER 9 Dec 2011, 01:51 | ||
რა განსხვავებაა კონკურსსა და ტენდერს შორის? და რა ტარიფები? დენია თუ გაზი? ვინმემ რომ არ გაიზიაროს ეს ტარიფები რას იზამთ? გილდიიდან გარიცხავთ თუ ჯარიმა? არ ვარ მომხრე ამ ტარიფების, უაზრობად მეჩვენება და კიდე ეს ტარიფები სად იმოქმედებს? ფორუმზე? ვაგზლის ტერიტორიაზე, მეტროს ამოსასვლელებთან, თბილისში მარცხენა სანაპიროზე, მთელს თბილიშში თუ საქართველოს მასშტაბით? ნუ აფხაზეთზე და ოსეთზე ჯერ ვერასგახდბით. |
Posted by: Oto_Oto 9 Dec 2011, 02:30 |
RENDER მე შევეშვი შენთან ლაპარაკს ... არ გინდა რომ გაიგო და არ ვიცი რატომ, თუ არ ხარ ამ სფეროში რაზე გვაყაყანებ. |
Posted by: RENDER 9 Dec 2011, 02:33 | ||
ნება თქვენია |
Posted by: BLACK_SERENADE 9 Dec 2011, 03:45 |
RENDER მართლა რაზე აყაყანე ე ამოდენა ხალხი კონრკეტულად 250 ლარს ან რაღაც ეგეთს კი არ ვეჭიდებით. არა. სულ არ მაინტერესბეს დადგენ და თუ უნდათ ყველას უფასოდ უკეთონ ყველაფერი მაგარი ფეხზე მკიდია უბრალოდ 3-4 წელიწადში თუნდაც რომ ისწავლიან ისინი ვინც 50 ლარად ლოგოებს ხატავდა, და როდესაც ფასს აუწევენ რო მიხვდებიან არაღ უღირთ შრომა და ბოდიშI და *&(** ჭამეს. აი მაშინ მიხვდებიან რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს 3-4 წლის მერე ახალი თაობა იქნმება წამოსული რომელიც ისევ ისევე მოქიცევა როგორც თვითOნ 3-4 წლის წინ და რიმ ნახავს კლინეტი "იაფიანთან " მიდის მერე რა მხოდება? რა?რა?რა?რა?რა?რა?რა?რა? პ.ს. არ დავიწყებ მე ქართველობაზე, აკცობაზე და ადამიანობაზე ლაპრაკს. უბრალოდ სადაც არ უნდა დავბადებულიყავი მაინც ასე მოვიქცეოდი ჩემი ხალხისთვის შეიძლება სულაც არ ვარ თავდადებული და ეგ არც მაინტერესებს ეხლა როდესაც საქმე ეხება პროფესიას რომელსაც 90% ტრ888 ისვამს და ნაგაზვე აგდებს, და რომლითაც მე დიზაინერმა უნდა ვჭამო და სიგარეტი ვიყიდო მეც ნაგავზე არ აღმოვჩნდე! და შემIძლია გითხრა არაერთხელ მომსიროლეს ნაგაზვ (ნუ ეხლა ვისვწალე ჭკუა, მარა საბოლოო ჟამში არი ეკარგება ამასაც) პ.ს.ს. არაპროფესიონალი მესაფლავე ნაკლებს იღებს მიწის გათხრაში ვიდრე პროფესინალი? არაპროფესიონალი სვარშჩIკი ნაკლებს იღებს სვარკის გაკეთებაში ვიდრე პროფესინალი? არაპროფესიონალი დამლაგებელი ნაკლებს იღებს დალაგებაშ ვიდრე პროფესინალი? არაპროფესიონალი ექიმი ნაკლებს იღებს ოპერაციაში ვიდრე პროფესინალი? როცა ბრმა ნაწლავი გაქ ამოსაჭრელი რატომ არ მიდიხარ იაფიან ექიმთან? მხოლოდ იმიტომ რომ იცი რომ ის არაპროფესიონალია და საქმეს ცუდად აკთებს ცოტა ისეთი შედარებებია მარა არაუშავს რა პ.ს.ს.ს. და აქ არავინ კანონს არ ვადგენტ. უბრადლო ვისაც გივყვარს ეს საქმე და გულიშეგვტკივა გვინდა რომ ცოტა წელში გავმათოთ ნუ საბოლოოდ მაინც იასმ იტყვი ფორუმიაო და ვაბშეო მოკელდ რა Oo შეძლება სულ ტყუიალდაც ვწერე მრა რა ვუყო? |
Posted by: Oto_Oto 9 Dec 2011, 04:03 |
BLACK_SERENADE კაი გამოსვლა იყო, მომეწონა +100 |
Posted by: bugler 9 Dec 2011, 04:40 | ||
BLACK_SERENADE ნუ აბრაზებთ ამ კაცს BLACK_SERENADE ლოგომეიქერულ სოლიდარობას გიცხადებ Oto_Oto
+++ მაგრამ რაღაც ვერ ვტვინავ მეც, როგორ შეიძლება დავლაგდეთ საბოლოოდ და როგორ ჩამოვყალიბდეთ... მოვიკოჭლებ ეგეთ საკითხებში მე. |
Posted by: Don George 9 Dec 2011, 10:22 | ||
bugler
ვერც მე კონკურსის სახე რომ ჰქონდეს ამაში რა არის ცუდი ეს მე ვერ გავიგე... ვთქვათ დამკვეთმა გამოაცხადა კონკურსი ლოგოზე და დააწესა პრიზი 300 ლარი. გაიმარჯვებს ის, ვისი ნამუშევარიც ყველაზე მეტად მომეწონებაო. ამაში ცუდი მგონი არაფერია. ასე მე 2 კონკურსი მოვიგე და ორივემ პირნათლად გადამიხადა გასამრჯელო. ნუ ეხლა დამკვეთი გადამგდებია თუ არა ეგ მეორე საკითხია, მაგრამ კონკურსში ცუდი არაფერი არაა. ბევრს ეს უფრო ურჩევნია, ბევრი ახალი ვარიანტი ნახოს და საუკეთესო გამოავლინოს ვიდრე ერთ დიზაინერს ჩაეციკლოს. მთავარია: გამარჯვებულისთვის ჯილდო არ იყოს 2 ხაჭაპური, ლაი-ლაი ბარათი და ა.შ. დამკვეთი გადამგდები არ იყოს (როგორიც ხშირად უნახავს ამ განყოფილებას) თუ დამკვეთი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, კონკურსიც საინტერესო გამოვა. პირადად მე, ასე, 2 კონკურსი მოვიგე... ია ტაკ დუმაიუ... |
Posted by: BLACK_SERENADE 9 Dec 2011, 10:47 | ||
Oto_Oto გაიხარე ^^ ცოტა ავღელდი და :შ bugler გაიხარე გაიხარე ^^ CGeorge
ამ რპობლემას თუ მოიგავრებენ დამკვეთები მეც მივესალმები კონკურსის სახეს ამ ფორუმზე ბოლო კონკურსებში ვაბშე აღარ დამიდია და თითქოს მეზარება კიდეცო ამ ფორუმზე კი არადა ვაბშე კონკურსებში გინდა ჯობსჯი და გინდა ჰრცომ პ.ს. გარე ბაზარზე უმეტესწილად კონკურსებს ვაკეთებ პ.ს.ს. ან ამ საქმეც ცოტა უნდა ვუშველოთ (მეც არ ვიცი როგორ) ან სხვა პროფესია უნდა შევიძIნოთ?!?!?! არ ვიცი :შ ფაქტი კი ერთია რომ ბუღალტრები არ უნდა ხსნიდნენ ქორელის ფაილებს პ.ს.ს.ს.ს ქორელი ვისაც გიყენიათ კომპიუტერში და/ან თუნდაც საშვალო დონეზე გესმით დამმატეთ სკაიპში რა 1-2 სეკითხვა მაქვს სკიპე: Night_man_01 :შ |
Posted by: Oto_Oto 9 Dec 2011, 11:26 | ||||
bugler
მიზანი ერთია, არ უნდა გავაწუწკოთ კლიენტი უფასოდ ლოგოების და საერთოდ უფასოდ მუშაობით. უნდა ვაიძულოთ კლიენტი ჯერ აირჩიოს რომელიმე ჩვენგანი და შემდეგ მან გაუკეთოს რამოდენიმე ვერსია. ხელშეკრულებასთან ერთად. ასევე დავაწესოთ ყველაფერზე მინიმუმი თანხა * * * CGeorge
გამოაცხადოს კონკურსი კი, თუ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაგრამ შევეცადოთ ნუ გავათამამებთ, 200 ლოგოთი თითო კონკურსში. თან კონკურსის თანხა უნდა მინიმუმს 2 ჯერ მაინც აღემატებოდეს. იმიტომ რომ კონკურსს რომ აცხადებ არ შეიძლება მინიმალურ თანხაზე გამოაცხადო... საერთოდ კონკურსები კარგი პრიზის დროს ცხადდება |
Posted by: BLACK_SERENADE 9 Dec 2011, 16:57 |
მოკლედ ბერვი რო არ ვილაპარაკო მე პირადად ასე მოვიქცევი დღეიდან აქ (და კიდე სხვა ქართულ ფორუმებზე თU საიტებზე, სადა მოვხვდები რა) ეხლა ნორმალრუ სახეს მივცემ ჩემს პორტფილიოს ცალაგაბე გავალამაზებ რამე რუმე და ამი შემდეგ დავდებ ხოლმე პორტფილიოს ლინკების დამიძახებენ ჰო კაი არ დამიძახებენ რა ვჰქნა აბა? |
Posted by: ლლევ 10 Dec 2011, 02:02 |
ძალიან კარგია რაც აქ დაიწერა ყოჩაღ თემის ავტორს სატენდერო განცხადების შემოთავაზებისთვის იმედი მაქვს დამკვეთები ამ თემით იხელმძღვანელებენ და შეკვეთების გამოცხადება დაემსგავსება ნორმალურ პროცესს და არ იქნება გადაგდება-გადმოგდებები ფასებიც მისაღებია |
Posted by: 2poster 10 Dec 2011, 09:15 |
უაზროთ ხარჯავთ დროს, ამ თემით ვერც ვერაფერს მიაღწევს |
Posted by: BLACK_SERENADE 10 Dec 2011, 12:43 | ||
2poster
გასაგებია მარა არც ვცადოთ? აი ეგაა პრობლემა ზოგადად ქართველები ყველაფერს ეგრე ვუყურებთ რა და ყველას ეზარება ქმედება და კიდე ისსა ყველა ფიქრობს რომ ჯერ სხვამ ამოიღოს ხმაო და მერე მეც ავყვებიო და საბოლოოგ გამოდის რო არავინ იღებს ხმას და 1-2 კაცი რო ამოვიღებთ მერე უკვე ეგრე გვწერთ რომ აზრი არ აქო და აბა რას აქ აზრი? რამე ხო უნდა ქონდეს? Oo |
Posted by: millionpixel 10 Dec 2011, 19:16 |
მე ამ ფორუმზე რომც გაიმართოს იმ შემთხვევაშიც აღარ მივიღებ კონკურსში მონაწილეობას! მშვენიერ შეკვეთებს ვღებულობ საზღვარგარეთიდან, შრომასაც გიფასებენ და შესაბამისად რეალურ გასამრჯელოს გიხდიან. გირჩევთ ნერვებს ნუღარ აიტოკებთ, როცა შეუგნებელ ხალხთან გაქვს კაცს საქმე ჯობია რომ ჩამოეცალო და თავი დაანებო. |
Posted by: Don George 10 Dec 2011, 21:48 | ||
millionpixel
ძალიან სასიამოვნოა, გეთანხმები 1000% ) ფრილენს-საიტებზე ხარ თუ როგორ შოულობ? |
Posted by: millionpixel 11 Dec 2011, 01:17 | ||
CGeorge
არა ჩემი მენეჯერი მყავს რომელიც თვითონ მაწვდის გასაკეთებელ საქმეს |
Posted by: BLACK_SERENADE 11 Dec 2011, 01:32 |
millionpixel +1 მეც ფრილანსერობას გავაძლიერებ უფრო სამსახური ვერ ვიშოვე აქ(ისე ბვერი ყრია პროსტა 10-7 მდე გამუშავებენ, საჭმელი და გზა შენზეა და 300-400 ლარს გიხიდიან, თან ისიც ახლობლობით. და ამ კნკურსების გადამკიდეც აღარ შამიძლია millionpixel კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ არ აქ აზრი ვისაც გვადარდებს ეს თემა კი ვიაქტიურეთ და დავწერეთ აქ მარა შედეგი არაა ის რაც გივნდოდა ნუ არ ის გქვონდა ჩამოყალიბებული რა გვინდოდა მარა მაინც რაც იყო ისიც ხო რაღაც იყო? კაი წავედი ვსიო |
Posted by: bugler 11 Dec 2011, 02:13 | ||
millionpixel
ეს ყველაზე კარგი ვარიანტია... ძალიან დიდი პლიუსი გქონია. მეც ვცდილობ მენეჯერის შოვნას საზღვრებს მიღმა მაგრამ ჩემი ღარიბი ინგლისურის გამო ვერ ვახერხებ ჯერჯერობით... |
Posted by: millionpixel 11 Dec 2011, 02:15 |
როცა საზღვარგარეთზე მუშაობ ერთი განსხვავება რაცაა არის ის რომ ყველაფერს აქვს სერიოზული სახე, სანამ კონკრეტულ პროექტზე დაიწყებ მუშაობას აუცილებლად უნდა მოამზადო SOW, სადაც დამკვეთსა და შემსრულებელს შეაქვს ვალდებულებები და სხვა დეტალები. რაც შეეხება SOW-ს შეიძლება ქონდეს შემდეგი სახე: გუნდი (შეიძლება შედგებოდეს: Manager , Web-Designer, DBA, Programmer, Designer, QA და ა.შ.) სამუშაოს სფერო - ზევით ჩემს მიერ მოყვანილი გუნდის მაგალითზე იქნება შემდეგი: Managing, Web-Designing, DB administering, Programming, Designing. შესრულების პერიოდი - Manager – 112 Hour Web-Master – 120 Hour DBA – 30 Hour Programmer – 100 Hour Designer – 40 Hour QA – 80 Hour შეიძლება დამკვეთი ითხოვდეს რამდენიმე Period of Performance-ს. თანმიმდევრობა - წერთ თუ რა თანმიმდევრობით აპირებთ პროექტზე მუშაობას. გამოყენებული სტანდარტები - იგულისხმება ვებ-ტექნოლოგიები, პროგრამული ენები, გრაფიკული რედაქტორები და ა.შ. სპეციალური მოთხოვნები - ამ პუნქტში შეგიძლიათ მიუთითოთ თანხის საათობრივი ანაზღაურების შესახებ ან სხვა მნიშვნელოვანი დეტალი. გადახდის განრიგი - წერთ თუ რა განრიგით უნდა მიიღოთ თანხა დამკვეთისგან (საათობრივი, ყოველთვიური, ნაწილობრივი თუ მთლიანი თანხა წინასწარ და ა.შ.) ეს არის SOW-ის ის მცირე ჩამონათვალი რომელიც გარანტიას იძლევა იმისა რომ შენი (დიზაინერის, პროგრამისტის, დეველოპერის და ა.შ.) უფლებებს არავინ და ვერავინ ვერ დააღვევს. საქმეც წარმატებით დასრულდება და პატიოსანი შრომით გამომუშავებული ფულიც თქვენს ჯიბეში უპრობლემოდ ჩაცურდება. ერთ მაგალითს მოვიყვან თუ რატომ არ ვეთანხმები რომ დამკვეთმა შესასრულებელ საქმეს მისცეს კონკურსის სახე. მაგალითად მე როცა აღებული მაქვს რაიმე თუნდაც პატარა პროექტი (გლობალზე) ყოველთვის მთხოვენ საქმის საათობრივ აღწერას, ანუ ვთქვათ პროექტში საჭიროა ლოგოს დამზადება, სლაიდის დამზადება და ა.შ. თითოეული დეტალისთვის შენ წინასწარ უნდა განსაზღვრო გარკვეული დრო (საათები), ხოლო დამკვეთი სწორედ ამ დახარჯული საათების მიხედვით გიხდის თანხას თუ რამდენს ეს უკვე ორ მხარეს შორის თავდაპირველ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. წარმოიდგინეთ ეხლა მე გავხსენი ამ ფორუმზე თემა რომელსაც აქვს კონკურსის სახე და რომელიმე თქვენგანმა დადო საკუთარი ნამუშევარი რომელიც მე ძალიან მომეწონა მაგრამ ისე მოხდა რომ კონკურსის დასრულებამდე სხვამაც დადო ნამუშევარი რომელიც იმ თქვენს ნამუშევარზე უკეთესია, გაინტერესებთ თუ როგორ ვიქცევი ამ დროს? ვირჩევ უკეთესს (ნუ რომელიც მე მომწონს) და მას ან თქვენ მშრალზე გტოვებთ, მაშინ როცა თქვენ ამ სამუშაოს შესრულებაში დახარჯული გაქვთ არანაკლებ 10 საათისა, ხოლო მე ამჟამად თითოეულ სამუშაო საათში შეიძლება 30-40 $ გამოვიმუშავო. ხალხო როგორმე უნდა მოვერგოთ საზღვარგარეთის სტანდარტებს და გადმოვიღოთ თორემ ასე თუ გაგრძელდა უკეთესობისკენ კი არა არამედ უარესობისკენ წავა ამ მხრივ ქართული ბაზრის საქმე. |
Posted by: bugler 11 Dec 2011, 02:54 |
millionpixel შენ გაიხარე, რომ არ დაგეზარა და დაგვიწერე ასე დეტალურად... მე კიდე იცი რა მაინტერესებს?.. გადახდაზე როგორ ხართ უცხოელებთან? ანუ ფეიფალზე გირიცხავენ თუ საბანკო ანგარიშზე(ბარათზე)? მე ვისთანაც მისაუბრია ფეიფალს ითხოვდნენ და მხოლოდ ერთმა გადმორიცხა მგონი ვესთერნით იტალიიდან.... საქ.ბანკში ავირე თანხა გვარი ვუთხარი და რაღაც კოდი |
Posted by: millionpixel 11 Dec 2011, 03:03 | ||
bugler
თავიდან როცა საზღვარგარეთზე გავედი ვესტერნით მიგზავნიდნენ ახლა კი საბანკოზე ნებისმიერ ბანკში შეგიძლია გახსნა ანგარიში, ისე კი გირჩევთ რესპუბლიკას, მე თვითონ იმათმა მირჩიეს. ფრანგული ჯგუფიაო და კარგი სახელი აქვთო მსოფლიოში. |
Posted by: Don George 11 Dec 2011, 13:24 | ||
millionpixel მადლობა ასეთი კარგი ინფოსთვის bugler
ინგლისური კი ვიცი მაგრამ, მენეჯერი როგორ ვიშოვო? ( |
Posted by: Oto_Oto 11 Dec 2011, 17:11 |
millionpixel ეგ ყველგან ეგრე უნდა იყოს, მე არ გითხარით საათობრივად იანგარიშეთთქო? მაგრამ აქ ჯეორჯიაა მეც ყოველთვის პროექტზე ვითვლი დროს, ასეა შეთავაზება ჰაერზე არ კეთდება, ყოველთვის ვითვლი estimate დროს და პროექტის დასრულების შემდეგ დახარჯულ დროს, ამით კი ვაკეთებ ჩემი პროგნოზის ოპტიმიზაციას, რამდენად მცდარად შევაფასე თავიდან. ყოფილა შემთხვევები პროექტი თავის დროში ვერ ჩატეულიყო, აქ ზარალია, იმიტომ რომ estimate დრო ნამდვილ დახარჯულ დროზე ცოტაა და შესაბამისად შეთავაზებაში ნაკლები ფასი გაქ მიცემუ რეალურ ფასთან მიმართებაში. ამიტომ ყოველთვის ვიზღვევ მე პირადად თავს და ვაძლევ ფასს მაგ. 1500 დან 1800 $ მდე, რომ შიგ მოვხვდე, ანუ estimate მინიმალური 1500$ მაქსიმალური კი 1800$ და ამ გამაში ყოველთვის ვჯდები. |
Posted by: Wii 3 Jan 2012, 13:10 |
რას იტყვით რომ შავი სია შევქმნათ ? |
Posted by: millionpixel 3 Jan 2012, 22:41 | ||
Oto_Oto
მართალი ხარ 100 %-ით Wii შავი სია იმ შემთხვევაში გაამართლებს თუ ალტერნიკებზე ბანი დაწესდება ეგრე აქ დარეგისტრირებული წევრების უმეტესობას რამდენიმე ექაუნთი აქვს და სანამ გაიგებ ვინაა სანდო და ვინ ნაღდი მაქამდე ბევრჯერ გაგაცურებენ. |
Posted by: Flasher 5 Mar 2012, 22:21 |
ამ ბოლო დროს ვატყობ რომ ბევრი იუზერი უკმაყოფილია კონკურსების გამოცხადებით და პირობებით, ამიტომ გადავწყვიტე გამეხსნა თემა სადაც ჩამოვწერთ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს თემა, რომ გამოცხადეს კონკურსი - ლოგოს, ბანერის, საიტისდიზაინის და ა.შ. დამზადებაზე. ამ პირობებით შეიქმნება ამ განყოფილობაში კონკურსის გამოცხადების წესები, ეს რა თქმა უნდა ეხება ანაზღაურებად კონკურსებს, რაც შეეხება "ბრატცი ძმურად ეს გამიკეთეთ" მსგავსი თხოვნებისთვის არსებობს http://forum.ge/?f=91&showtopic=34222273 -ების თემა გისმენთ |
Posted by: Don George 5 Mar 2012, 22:57 |
Flasher თუ ეს ანაზღაურებად კონკურსებს ეხება, მაშინ აუცილებლად დაახლოებითი ან მთლად უკეთესი თუ ზუსტი ბიუჯეტი იქნება მითითებული კონკრეტულად ამ შეკვეთისთვის. მეორე საკითხია, ვადები უნდა იყოს ნათლად წარმოჩენილი კონკურსისთვის. ამ ვადის შემდეგ თემა დაიხუროს ან რამე ეგეთი. და მესამე, გადამგდები დამკვეთებისთვის გაკეთდეს შავი სია, მოხარული ვიქნები თუ მათ სამუდამო ბანიც მოხვდებათ © Don George |
Posted by: haloluk 5 Mar 2012, 23:01 |
დამკვეთმა უნდა გარკვევით ჩამოაყალიბს რა უნდა, დაწეროს ვადები საკონტაქტო ინფორმაცია... კონკურსი ლოგოზე საპრიზო ფონდი მინიმუმ 150 ლარი უნდა იყოს -150-ზე ჩამოიწეროს დიზინერების საკონტაქტო ინფორმაცია და დამკვეთი დაეკონტაქტება პერსონალურად და მორიგდებიან თუ დამკვეთი აფერისტი თაღლითი გამოდგება როგორც ხშირ შემთხვებში ხდება დააჯდეს სიიკვდილის ბუზი ანუ IP ბან |
Posted by: XKR 5 Mar 2012, 23:37 | ||
ვეთანხმები, რომ დამკვეთმა ჩამოაყალიბოს "ოტ ი დო" რა უნდა, ისე რო არ იყოს "ლოგო მინდა მუქ ფერებში და ლამაზი" |
Posted by: didelfadori 5 Mar 2012, 23:46 |
Flasher უნდა დააბალანსოს მოდერაციის წესებმა სიტუაცია, რომ დამკვეთიც და მონაწილეც კმაყოფილი იყოს და არა მარტო მონაწილეები, ან დამკვეტი.. რა ბერკეტებს აამუშავებთ თქვენი საქმეა, მთავარია ყველას მიეცეს თავის საქმის გაკეთების საშუალება.. |
Posted by: Don George 6 Mar 2012, 01:03 |
Flasher მოდერაციამ რომ იშუამდგომლოს კლიენტსა და შემსრულებელს შორის ეგ საერთოდ დაგლიჯავს. დამკვეთს ფული რომ გამოართვას მოდერაციამ და გამარჯვებულს გადაუხადოს დამკვეთიც იხეირებს და შემსრულებელიც არ იქნება რისკის ქვეშ |
Posted by: Flasher 6 Mar 2012, 09:41 | ||
Don George
აზრი? მაგის დანიშნულებას ვერ მივხვდი... |
Posted by: Don George 6 Mar 2012, 09:47 | ||
Flasher
დამკვეთი არ იქნება შიშის ქვეშ, რომ შემსრულებელი გადააგდებს, და არც დიზაინერი არ იქნება იმის შიშის ქვეშ, რომ კლიენტი გადააგდებს ) |
Posted by: Flasher 6 Mar 2012, 11:14 |
Don George შენ წარმოგიდგენია რომ მხოლოდ ენთუზიაზმის გამო მოდერი დაუწყებს დამკვეთებს დევნას? |
Posted by: millionpixel 8 Mar 2012, 07:27 | ||
Don George
მაგის გაკეთება ხომ ელექტრონულადაც შეიძლება ამ დროს შუამავალი ფორუმი იქნება, თუ ამ სერვისს შესთავაზებენ ამ ფორუმის საზოგადოებას ძალიან კარგი იქნება. |
Posted by: Don George 8 Mar 2012, 14:06 | ||
millionpixel
oDesk - ს და freelancers.com, free-lance.ru, freelance.ru - ს ეგრე აქვთ |
Posted by: shvelo96 10 Mar 2012, 20:40 | ||
2poster +1
კომპანიას რო ფლეშ საიტი ექნება რაზეა ლაპარაკი |
Posted by: Flasher 29 Jan 2013, 15:09 |
ისევ აქტუალური გახდა ეს თემა |
Posted by: sanfol 22 Mar 2013, 13:38 |
რა ცუდია იშვიათად, რომ ტარდება კონკურსები |
Posted by: IUNGER 29 Mar 2013, 18:03 |
ეეჰ... ჩვენც გვინდა კონკურსის გამოცხადება კლუბის ლოგოსთვის, მაგრამ დაფინანსებას ველოდებით ჯერ... კლუბს ქვია "უძველეს ცივილიზაციათა უცნობი ისტორიის მკვლევეართა კლუბი" ან უბრალოდ "უძველეს ცივილიზაციათა უცნობი ისტორია" ვიკვლევთ ძველ ცივილიზაციებს, მეგალითურ ნაგებობებს, უძველეს სამშენებლო ტექნოლოგიებს და ა. შ. ანაზღაურების გარეშე არ გამოვა? ჰუმანიტარული დახმარების პონტში რომ ვითხოვოთ? |
Posted by: Don George 29 Mar 2013, 20:42 |
IUNGER ავატარი მაინც არ გქონდეს ეგეთი :დ :დ |
Posted by: mixo3d 29 Mar 2013, 20:47 |
Don George |
Posted by: IUNGER 29 Mar 2013, 22:20 |
Don George ხომ იცი, მელას რაც ესიზმრებოდაო... |
Posted by: Nobel 3 May 2013, 21:03 |
ვთქვათ კონკურსი გამოვაცხადე , მაგალითად ლო გოს დამზადებაზე, კონკურსი რომ დამთავრდება მინდა რომ მთლიანი თემა წაიშალოს. წამიშლის ვინმე? |
Posted by: Flasher 4 May 2013, 03:26 | ||
Nobel
წაშლის მიზეზი დამისახელე და მერე ვნახოთ... |
Posted by: Nobel 4 May 2013, 20:54 |
Flasher რა მიზეზი უნდა?! მე ჩემს ფორუმებზე არავის ვეკითხები მიზეზს და ყველა თემის გამხსნელს ვუშლი თემას თუ მოითხოვს. უბრალოდ აღარ მინდა ჩემი გახსნილი კონკრეტული თემა არსებობდეს, არის ამ თემაში რაღაც პოსტები და ინფორმაციები (რის დაკონკრეტებაც არ შეიძლება), რამაც მივიჩნევ რომ შეიძლება არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვიოს და მოგვაყენებს ზიანს, ამიტომ ვთვლი საჭიროდ რომ ჩემი გახსნილი თემა წაიშალოს. მე მგონია სავსებით საკმარისი მიზეზია. ფორუმის წესებით, ფორუმის მოდერატორი ხომ არის ვალდებული ნებისმიერ შემთხვევაში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე წაშალოს თემა თუ თემის გამხსნელი მოითხოვს თავისი გახსნილი თემის წაშლას ნებისმიერი მიზეზით? |
Posted by: Flasher 5 May 2013, 13:54 | ||
Nobel
http://forum.ge/rules.html სად ნახე მსგავსი პუნქტი? |
Posted by: Nobel 5 May 2013, 14:20 | ||
ქრისტე აღსდგა! გილოცავთ ყველას, უფალი გფარავდეთ რეალურ ცხოვრებაში! და მეტ პრაგმატიზმს და ადამიანურ დამოკიდებულებას გისურვებთ ერთმანეთში ვიდრე ვირტუალურ სივრცეში! პ.ს. დღეს აღგდომაა და ეს ჩემი პირველი ფოსტია დღეს ფორუმზე. Flasher იქნებ ჯერ მიზეზი საკმარისია თუ არა წაშლისთვის იმაზე მიპასუხოთ რომ გადავწყვიტო გამოვაქვეყნო თუ არა ტენდერი?
სხვა განყოფილებაში როცა მითხოვია მოდერებს ყოველთვის წაუშლიათ, მიზეზი არ უკითხავთ, მაგრამ ალბათ მაინც სუბიექტურია, ყველა მოდერი ერთნაირად არ იქცევა, ალბათ რომელიმე მოდერს არ უნდა რაღაც მიზეზით წაშლა. თავი რომ დამეზღვია ამიტომ ვიკითხე წინასწარ. მე მგონი საწყენად არ უნდა მიიღოთ. ტრადიციულად ამ ფორუმზე მოდერატორებთან კამათს კი არა დალაპარაკებასაც ვერიდები. არანაირად არ მსიამოვნებს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, წყლის ნაყვაა, მოდერატორი საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს და ყოველთვის მართალია მომხმარებელთან . ეს არც ფეისბუქია სადავ ყველას დაპოსტვის უფლებები უფრო თავისუფალია და თანაბრადაა წარმოდგენილი. გთხოვთ თქვენს თავზე არ მიიღოთ, უბრალოდ ზოგადად ასეთი მიდგომაა. ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთხოვთ უბრალოდ მიპასუხეთ ზემოთ წინა პოსტში აღნიშნული მიზეზით წამიშლით თუ არა თემას? თუ არ წამიშლით, მეცოდინება და იძულებული ვიქნები აქ ტენდერი არ გამოვაქვეყნო. ან უკიდურეს შემთხევაში გამოვაქვეყნო იმ პირობით, რომ ჩემი გახსნილი თემა დაიხურება და არვის ექნება აქ გამოხმაურების უფლება (გამოხმაურებისთვის გადავიდნენ სხვა ფორუმზე). ან პირადში მივწერო გრაფიკოსებს, რეალურად აქ 10-20 კაციც არ იქნება ვინც რეგულარულად ანგარიშგასაწევ გრაფიკას წარმოადგენს. |
Posted by: Janiashvili 5 May 2013, 17:15 |
Nobel ქრისტე აღსდგა შენ რო გგონია ერბო ქონია, ერბო ერბოა, ქონი - ქონია. შენ თავზე არ მიიღო, უბრალოდ აქ ერბო გონიათ ქონი ტენდერის გამხსნელებს ხშირად. სავარაუდოდ აი ამას აპირებ: გააკეთებ კონკურსს აი ამ საიტზე; ამოარჩევ საუკეთესოს, მერე წააშლევინებ განყოფილებას და აწი რას დაგიმტკიცებს ვისი იყო. შენ შეიძლება ესე არ ქნა, მარა სხვა ვინც მაგას ითხოვდა - ესე იზამდა ამიტომაც მიზეზი რატომაც უბრალოდ არ აღგვის პირისაგან მიწისა კონკურსს - გასაგებია. |
Posted by: seteki 5 May 2013, 20:52 |
მგონი რაღაც უნიკალურ მაიმუნობასთან გვაქ საქმე |
Posted by: Nobel 5 May 2013, 21:26 |
Janiashvili ჭეშმარიტად! ასე უნდა გეპასუხა მაგრამ არაუშავს, ალბათ ერბო-ქონის გარჩევაში გამოგრჩა ... რაც შეეხება გამოხმაურებას ჩემს პოსტზე, დიდი მადლობა კორექტული გამოხმაურებისათვის, რაც იშვიათობაა აქ. თუ გადაგდებას გულისხმობ, ეგ ყველა შემთხევაში ხდება, ისეც და ასეც. გადამგდები ყოველთვის გადაგაგდებს. თუმცა ეგ პირადად ჩემგან ძალიან შორს არის. მე გადაგდების პრობლემა არ მაწუხებს, კაპიკების გულისთვის თავს არ შევირცხვენ და საშაროს არ გავხდი საქმეს. უკვე დავწერო რომ ფორუმზე პოლემიკასაც კი ვერიდები, მით უფრო რეალურ სამყაროში საავტორო უფლებაზე სამართლებრივ დავებს. გარდა ამისა, სამართლებრივად ხელშეკრულებასაც გავაფორმებ იურიდიულ პირზე, რადგან კონკურსის თანხა ოფიციალურად კომპანიის ხარჯებში უნდა შევიდეს. ასე რომ ეგ საკითხი გამოირიცხა. და სხვათაშორის თუ დაუკვირდებით ყველა საიტზე: jobs.ge, hr.ge, myjobs.ge, jobgeo.com, staff.ge და ასე შემდეგ, ყველგან ტენდერის დასრულების შემდეგ განცხადება ავტომატურად იშლება. ვერვინ იტყვის რომ ამან იქ კონკურსში მონაწილეობაზე ხელი შეუშალა. მიუხედავად ამისა, თუ ვინმეს არ სურს ნუ მიიღებს მონაწილეობას. მე თავიდანვე ყველაფერზე განმარტებას გავაკეთებ და ეს კონკურსანტის გადასაწყვეტია. კიდევ უფრო მეტად გაუგებარია რატომ ვერ ხვდებით, რომ ნამუშევრების მოპარვა ვისაც უნდა, ეგ სწორედ წაუშლელი თემიდან უფრო ხდება. რადგან სრულიად უცხო ადამიანები, თუნდაც ფორუმზე დაურეგისტრირებლები ნახულობენ ამ საკონკურსო ნამუშევრებს და მარტივად გადაიღებენ ნებისმიერ, მოწონებულ თუ დაწუნებულ ნამუშევარს, ყოველგვარი კონკურსის გამოცხადების გარეშე. ასე რომ ყველაზე პატიოსანია ის ვინც კონკურს აცხადებს და არა ის ვინც ჩუმად ზის და სხვისი გამოცხადებული კონკურსით მზამზარეულად სარგებლობს. იმედია დაგაკმაყოფილათ ამ დამატებითმა განმარტებამ ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე. მოკლედ, ველი ჩემს კითხვაზე, განყოფილების უფლებამოსილიპირისგან პასუხს ... თქვენი ჭირიმე, გთხოვთ, ეხლა ამ ერთ საქმეზე, 1000 პოსტ კითხვა-პასუხებს ნუ მაწერინებთ. არ მცალია, არც თქვენ მინდა დაგღალოთ და არც დაინტერესებული ვარ რომ 50000 პოსტი დავიგროვო ფორუმზე. ერთ მარტივ ამბავზე, მარტივი თხოვნა შემისრულეთ თუ შესაძლებელია ვინც უფლებამოსიალია პოსტის წაშლაზე და მარტივი პასუხი მინდა მხოლოდ, ან ხო ან არა. მერე მე მივხედავ საქმეს. |
Posted by: Flasher 6 May 2013, 12:03 | ||||
Nobel ჭეშმარიტად აღსდგა პასუხია: არა იმედია დაგაკმაყოფილა პასუხმა
თუ გადახედავ ამ განყოფილებაში გახსნილ კონკურსებს შეამჩნევდი, რომ გამაჯვებულის არჩევის შემდეგ თემა იხურება და არც შენი იქნება გამონაკლისი... |
Posted by: Roy! 30 Oct 2013, 12:52 |
ნუ დიდი ვერაფერია ზიანია მარა სულ არაფერს ჯობია იქნებ ოდნავ მაინც დაარეგულიროს სიტუაცია 20-40% კაი იქნებოდა გააჩნია ხალხის წვალების კოეფიციენტს ვგულისხმობ სრულიად უყურადღებოდ და უპასუხოდ მიტოვებულ კონკურსებს. |
Posted by: haloluk 30 Oct 2013, 13:02 |
Roy! კარგი რა რაის ვორნი რას დააკლებ მაგით ბანია საჭირო ბანი იპზე |
Posted by: just_for_today 30 Oct 2013, 13:37 |
+1 -------------------------- |
Posted by: dd69 13 Jan 2014, 01:30 |
ეს ყველგან ასეა და ზოგადი წესია მე მაქვს ვიდეოგაკვეთილები გაკეთებული, ტავისი დიზაინით, ეფექტებით, მუსიკით, ხმის დამუშავებით, თვითონ გაკვეთილი მრავალკი დეტალის გათვალისწინებითაა აგებული, სხვადასხვა სტრატეგიები და ა.შ. დავდევი იუტუბზე. და 100 ნახვაც აარ აქვს. ამ დროს სხვისი დევს იგივე მასალა, ისმის ხვნეშა, ნერწყვის ( და არამარტო) გადაყლაპვა, მონოტონური ლაპარაკი, ფაქტიურად ლექციაა, რამდენიმ ე ადგილას ეშლება კიდეც, "უი, ეს ასე არ უნდა" და ა.შ., 1- 1 გაკვეთილი მოვისმინე კიდევ. საიტის შექმნას ეხება. ტიპი ანახებს სხვების საიტს და იძახის რომ თქვენ ასეთი საიტი არ გააკეთოთო. ხოლო როგორ უნდა გაკეთდეს, ი,აზე საეღოდ არაა საუბარი. აქაც ნახვების რიცხვი 2000. ჩემმა მოსწავლემ ასე მითხრა, ჩვენთან არაკომპეტენტურ ხალხს მიყავს პარადიო, ის კი არა, სამყაროც არაკომპეტენტურობის შედეგიაო |
Posted by: TraderTM 20 Jan 2014, 13:11 | ||
ცნობისთვის ნაიკის ლოგო რომელის 35$ დაჯდა დამზადდა 1975 წელს |
Posted by: haloluk 20 Jan 2014, 13:40 | |||||||||
OFFTOPIC:
|
Posted by: Flasher 20 Jan 2014, 14:13 | ||||||||
haloluk
პმ-ს გადახედე რაც მოგწერე და იმის და მიხედვით გააკეთე დასკვნები
ზედა პასუხს გადახედე ისევ და ისევ...
საერთოდ სხვის საქმეში ჩარევა არაა ლამაზი, უკვე აგიხსნე რა და როგორ, თუ არ მოგწონს შეგიძლია http://forum.ge/?showuser=10ს ან http://forum.ge/?showuser=6301ს მიმართო და ჩემი თხოვნა იქნა ამ თემაში და არა მარტო ამ თემაში ზედმეტი საქმის გარჩევები მორჩეს, პრეტენზიებისთვის http://forum.ge/?act=Msg&CODE=01 ან http://forum.ge/?f=91&showtopic=34364724
ამ თემის ავტორიც საწყისი წერტილიდან იწყებს და შენ რა იცი რა რებრენდინგებს აპირებს მომავალში? ადამიანს რისი საშუალებაც აქვს იმას იხდის, ამ ფორუმზე არავის დაუდგენია ქვედა ზღვარი, არ მოგწონს ანაზღაურება? არ შეიძლება უბრალოდ იგნორი? |
Posted by: haloluk 20 Jan 2014, 14:42 |
Flasher ეხლა იცი რას იძახი?! ეს თემა არის ოფტოპიკი და შეგიძლია საერთოდ წაშალო! http://forum.ge/?f=91&showtopic=34364724 ზუსტად ასე გამოდის! მანდ ხალხმა 10 გვერდი რომ წერა ვისი ვინ და რა გაითვალისწინა რომ ეხლა გაითვალისწინონ? რამდენი მომხარებელმა გამოთქვა უკმაყოფილება და რამდენი დაიწერა ამსთან დაკვშირებიდ ისევ და ისევ გეუბნები რომ საკითხს ძალიან ზერელედ უყურებ! იძახი რომ რაც უნდათ ის უქნიათ თუ უნდათ 3 ლარიანი კონკურსები გახსნან და მერე გადააგდონ ხალხი მე რა შემიძლიაო... მაშინ შენ თვითნ გამიწიე რეკომენდაცია ტიმთან რომ მომცეს მოდერი და ამ საკითხს მეთვითონ მივხედავ! იმის ქათვალისწინებით რასაც 2 წელია აქ ხალხი ითხოვს!.. |
Posted by: Flasher 20 Jan 2014, 14:49 | ||||||||
haloluk
რას ვიზავ ჩემი გადასწყვეტია...
მე რეალობიდან გამომდინარე ვაკეთებ დასკვნებს
შენ მოდერატორის ფუნქციები ეტყობა კარგად არ გაქვს გათვიცნობიერებული
ამ განყოფილებას ჰყავს მეორე მოდერატორიც - http://forum.ge/?showuser=39572, რომელსაც მე ვერ გადავხტები და საერთოდაც მიმაჩნია რომ ასეთ პატარა განყოფილებას არ სჭირდება 3 მოდერი და კიდევ ერთხელ გიმეორებ თუ შენი მიზანია მოდერატორობა თავად შეეხმიანე ადმინისტრაციას |
Posted by: haloluk 20 Jan 2014, 15:04 | ||||
Flasher კარგი გასაგებია შენი პოზიცია
რათქმაუნდა განყოფილების აქტიური მომხარებლების უმეტესობა სამცნიერო ფანტასტიკაზე საუბრობს და ერთი შენ უყურებ რეალურად ამ საკითხს. მოკლედ შენ ჩემგან და კიდევ უამრავი იუზერისგან განსხვავებულად უყურებ ამ თემას და აღარც საუბრის გაგრძელება ღირს რადგან არ იქნება კონსტრუქციული! აგერ ნათელი მაგალითი http://forum.ge/?f=91&showtopic=34364724 ვისი პოსტი იქნა გათვალისწინებული?.. მოკლედ დაველოდები Tim-ის პასუხს! არ მინდა ასეთი დიდებული თემები გაოფდეს |
Posted by: Flasher 20 Jan 2014, 15:11 | ||||
haloluk
ფანტასტიკა რა შუაშია? აქ ნაყიდ ნივთზე http://forum.ge/?act=SC&c=36 პასუხიმგებელი თემის ავტორია თუ მოდერატორი?
ძალიან კარგი Timმა გადაწყვიტოს რა და როგორ... |
Posted by: haloluk 20 Jan 2014, 15:50 | ||
Flasher
აღარ მინდა ისევ ბევრი ვწერო მეჩქარება და დაულაგებლად გამომიდს... გარკვეულ წილად მოდერაციაცაა პასუხიმგებელი რაიმე ბერკეტი უნდა გააჩნდეს ასეთი სიტუაციების თავიდან ასაცილებლად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კონკურსის გამოცხადების პირობები წესები დაიწერა მაგრამ ხელი არავინ მოკიდა და წესად არ იქცა! რაც მოდერაციის საქმეა. ცხელ-ცხელი მაგლითია ეს თემა სანამ მე აქ თემის ავტორთან სისხლიანი დაპირისპირება ^^ არ გავმართე და რასაც მინდა იმას ვიზავო და ვერ გავამტყუვნებ ამ კაცს! სადარის წესები... 3-4 დღის მერე ითხოვ დედლაინს და ხელებს მაღლა წევ... აი მურიკოს რაც შეეხება საერთოდ არ ჩანს თან უკვე დიდიხანია... აღარ ცალია ეტყობა ამ კაცს მაგრამ თქვას რამე მაინც... საერთოდ უმოქმედო მოდერები ბლომად არიან ფორუმზე |
Posted by: Flasher 20 Jan 2014, 16:44 | ||
haloluk
კონკურსის ანაზღაურების ქვედა ზღვარი დაწესდა სადმე? ეგ შენი პირადი აზრი იყო 150 ლარი http://forum.ge/?showtopic=34364724&view=findpost&p=30056597 და არა წესი |
Posted by: Van Lover 23 Aug 2014, 00:27 |
მოგესალმებით ესეიგი მჭირდება ლოგო ფირმისთვის რომელიც მოაწყობს ივენთებს ღამის კლუბებში, ასევე სასურველია ლოგოს ქვემოთ ან გვერდით, ფირმის სახელი ეწეროს პატარა შრიფტით... შემდეგ როდესაც ლოგო მზად იქნება,გაკეთდეს პატარა ანიმაცია 5-10 წამიანი. მაგალითად ლოგო რომ დაიშალოს და გადაიზარდოს წარწერაში ან რამე ამდაგვარი... თუ ვინმეს სურვილი ექნება შეგვიძლია შევთანხმდეთ ფასსზე, ვადებზე და ასე შემდეგ მადლობა წინასწარ : ) პ.ს. ფეიქ დამკვეთი ან გადამგდები არ ვარ : )) |
Posted by: Janiashvili 23 Aug 2014, 23:36 | ||
რამდენია ბიუჯეტი? |
Posted by: Van Lover 24 Aug 2014, 01:29 |
Janiashvili მე ვითხოვ პროდუქტს, თქვენ ადებთ ფასს |
Posted by: JorJe 1 Apr 2016, 11:39 |
გამარჯობა ვაცხადებთ კონკურსს ლოგოს შექმნაზე ( პრიზი 1200 გელა) დაწვრილებითი ინფორმაცია ლინკზე: http://hr.ge/ViewVacancy.aspx?ID=141659 |
Posted by: ramms01 14 May 2018, 03:08 |
ახალ თემას ვერ ვხსნი და მინდა ბევრმა გაიგოს... "სალამი ყველას, მოკლედ ჩვენს კომპანიას საწყის ეტაპზე სჭირდება ლოგოს შექმნა. მოკლედ შესახებ: საქმიანობის სფერო ტურისტული; უფრო კონკრეტულად გვაქს უცხოელებზე გათვლილი ქართული ტურები(ზღვა, მთა, ზაფხული ზამთარი...); კომპანიის სახელია: რიწა(Ritsa Travel Agency - RTA). ლოგოს დიზაინში შეგიძლიათ გამოიყენოთ რიწის ტბის ფორმა, ასევე მთები ნუ არ ხართ შეზღუდული არაფერში უბრალოდ ალბათ უმჯობესია ჩვენი ქვეყნის მთავარი კოზირი - მთა თუ იქნება(კიდე ერთხელ - თუ უკეთეს რამეს მოიფიქრებთ არაა პრობლემა უმთო ლოგოც). რაც შეეხება თანხას ,არ გვინდა რო თანხით შევზღუდოთ ხალხი. თუ მაგარი იქნება მეტსაც გადავიხდით. მოკლედ მსურველებმა თქვენი ლოგოები და სასურველი ფასი გამოაგზავნეთ, "დალშე" ვივაჭროთ. ხო კიდე ნუ გეშინიათ არ გამოვიყენებთ თქვენს ლოგოს, მარტივად შეგიძიათ გადაამოწმოთ შემდეგში ეგ ინფო - ერთადერთი ტურისტული კომპანია ვართ რომელსაც რიწა ქვია... საიტი და ეგაა. ასევე გამარჯვებულთან სამომავლოდაც ვითანამშრომლებთ საინფორმაციო ბუკლეტების, სტენდების დიზაინის აწყობის კუთხითაც დაგვჭირდება მომსახურება. მოკლედ, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას, რაც მალე მით უკეთესი - ხვალ, ზეგ და კვირის ბოლომდე გელით, პარასკევს 10 საათისთვის უკვე დავიწყებთ არჩევას... მეორე დღეს გამარჯვებულს დავუკავშირდებით და ყველაფერს სუფთად "საბუთიერად" მოვაგვარებთ, ნუ თანხაზე მორიგების შემთხვევაში. ასევე გვინდა გითხრათ რო საშუალო ფასები ვიცით და ძაან არარეალურ ფასებსაც ნუ დაადებთ თქვენს ნამუშევარ. ნუ "მამენტ" როგორც გინდათ თქვენი ნებაა - არ გადავიხდით მაგდენს და ეგაა. ეს უკვე ჩვენი ნებააა smile.gif) ლოგოს დიზაინი გამოაგზავნეთ მხოლოდ მითითებულ მეილზე: Archil.jgamadze@iset.ge (სათაური: ლოგოს დიზაინი ; შეტყობინების მიღებას დაგიდასტურებთ მეილითვე, ამიტომაც თუ დამადასტურებელი მეილი არ მოვა გადაამოწმეთ თავიდან ან აქ მომწერეთ პირადში.)" |
Posted by: TraderTM 19 May 2018, 09:55 |
ramms01 მოიცა არც ბიუჯეტს წერთ და თან უნდა დაიწყონ უკვე მუშაობა და იმასაც ბოლოს ან ეთანამშრომლებით ან არა, თუ ასე გავიგე მაშინ პარალელური სამყაროდან ბრძანდებით მგონი |
Posted by: ბუდარია 25 Sep 2019, 17:42 |
ანიმაციური ბანერის გაკეთება მინდა, ძირითადად წარწერა იქნება ანიმაციური, დეტალურად რა და როგორ უნდა იყოს, მოგწერთ. ვფიქრობ 50 ლარის გადახდას, თუმცა შეიძლება გადაიხედოს, ამავე დროს, შემდეგში რამდენიმეს გაკეთებაც მინდა და გაითვალისწინეთ. |
Posted by: PINKY 8 Oct 2019, 22:40 | ||
ramms01
რამდენი იცით ლოგოს დამზადების საშუალო ფასი ? |