Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშენებლობა და რემონტი > წყლის დაბალი წნევა


Posted by: ereklebarv 25 Nov 2022, 10:09
მოკლედ, უკვე თვეებია წყალი მოდის 30 პროცენტი წნევით. შეიძლება მაგდენითაც არა. კორპუსის თავმჯდომარემ ვენები გადაიხსნა სარდაფში ყველაფერი წესრიგშია და მილებსაც არ გასდისო. თან ნელა-ნელა აკლდება წნევა. გუშინ საერთოდ ძლივს ვიბანავე. ცხელი წყალი მეთიშებოდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა ეშველება ან ვის მივმართო? გადათხრა გამონგრევის გარეშე შეიძლება დადგენა ჩემთანაა გაჭედილი თუ სადმე სარდაფშია პრობლემა? ტყუილად არ მინდა გადავთხარო მთელი ბინა.

შეიძლება დამთხვევაა მაგრამ ეს წნევის ვარდნა დაემთხვა სარდაფში ვითომ დაზიანებული წყლის მილების გამოცვლა-შეკეთებას.

Posted by: Mako Subladze 13 Jan 2023, 12:36
ereklebarv
სარდაფიდან უნდა აიყვანოთ ცალკე მილით თქვენს ბინაში. ესაა გამოსავალი.
sad.gif

Posted by: Primrose 13 Jan 2023, 12:43
ჩემს ბინაში კიდევ პირიქით მაღალი წნევაა, რანაირი ვენტილი არ დავუყენე მაინც აპარებს და გადაკეტვისას უნიტაზის ბაჩოკი მაინც ივსება

Posted by: amsona69 14 Jan 2023, 00:44
Primrose
გროჰეს ვენტილი იყიდე,მაგათ მაღაზიაში და დაკეტავს

Posted by: Primrose 15 Jan 2023, 10:47
amsona69

სად არის გროჰეს მაღაზია, რაღაც არაფერი ამოუყრია რომ ჩავწერე

Posted by: amsona69 15 Jan 2023, 13:51
Primrose
ელიავაზე.მშრსლ ხიდზე გალერეა დემასი.დიღომში იდეალი.კუტუზოვის ქუჩაზეც იყო თუ არ დაიხურა.
მანდ იყიდე ვენტილი და დაკეტავს.ხარისხიანები აქვთ.
ან რატო უნდა დაკეტო უნიტაზზე ვენტილი? ყოველ ხმარება ზე უნდა დაკეტო გააღო?ეგ არის იმისთვის რომ ან შლანგის გამოცვლა რო გინდა ან რამე მსგავსი მაშინ იხმარო

Posted by: Primrose 15 Jan 2023, 13:57
amsona69

არა უნიტაზზე კი არა მთავარი ვენტილი პადაჩაზე აპარებს, სულ რომ კეტავს ყველაფერს ეგ ვენტილი, ფირატის ვენტილია უკვე მეორე და წანწკარით მაინც უშვებს წყალს, როცა დავკეტავ ხოლმე და ონკანებშიც და ყველგან წანწკარებს, შესაბამისად ბაჩოკიც ივსება.

თუ ვენტილი კარგად კეტავს რატომ უნდა მოწანწკარებდეს.

Posted by: ელჯერნო 15 Jan 2023, 17:10
ხდება ხოლმე მოკლედ რომ ვთქვათ, რომ ხდება ასეც და ისეც რა თქმა უნდა , გამოსავალი არსებობს..

Posted by: Almasi7 15 Jan 2023, 17:16
--------------------------------------------------------------

Posted by: amsona69 15 Jan 2023, 18:37
Primrose
მაშინ შარავოი ვენტილი არ დააყენო.
თუ კარგი გინდა და რომ კეტავდეს ჯაკომინის ვენტილი იყიდე.ელიავაზე არის მაღაზია,ტეპლოიმპორტი არის ფირმა,მაგათი.დაგიჯდება 40-50 ლარი მთლიანი კომპლექტი.ვებტილი +ამერიკანკა.
* * *
აი ესეთი.
სტაიაკის მხარეს ქურო გარე ხრახნით,მეორე მხარეს ამერიკანკა user posted image

Posted by: ereklebarv 11 Jan 2024, 13:12
აუფ რა გამწარებული ვიყავი რომ თემაც გავხსენი. biggrin.gif ისევ გამწარებული ვარ. როგორ მოულოდნელადაც დაიკლო წნევამ ისე მოულოდნელად მოიმატა ამ ზაფხულს. მაგრამ 2 კვირის წინ ისევ დაიკლო... ეხლა ველოდები წყალს როდის გათიშვს ჯევეპე(საკმაოდ ხშირად ხდება და არ მომიწევს დიდხანს ლოდინი) და ცენტრალურ ვენტილს თავი უნდ ამოვხსნა და იქნებ რამე აღმოვაჩინო. აი დაახლოებით ამ სტილისაა და წესით ის მეტალის თავი ეხსნება. იმედია გაჭედილი არაა. წესით კი არა იხსნება. გახსნილ მდგომარეობაში იყიდება.

user posted image

ზუსტად როგორი ვენტილიც მაქვს ეგეთები ვიყიდე 2 ცალი. და იმათ თავს დავუყენებ.

Posted by: ereklebarv 8 Mar 2024, 17:38
მოკლედ მეშველა როგორც იქნა. წყალი მაინც დაკეტილი იყო და ვიფიქრე ვცდი თავის მოხსნას მეთქი. თან ხელოსანმაც მითხრა მაგ წითელთავიანებს ადვილად ეხსნება თავიო. მართლაც ძალიან იოლლად დავატრიალე და მოვხსენი. შიგნით ხდებოდა საშინელება. რაღაც გაქვავებული მასით იყო ამოჭედილი მთელი ვენტილი. მაგ ქვების გამოღება ცოტა გამიჭირდა მაგრამ დიდი არაფერია მაინც. ვუჩხიკინე რაღაცები და 10 წუთში გავწმინდე. ახალი თავი დავაყენე ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ ალბათ ძველიც წავიდოდა. არაფერი ჭირდა ვიზუალურად. ხოდა ამოვისუნთქე. მაგხელა წნევა რაც თავი მახსოვს არასდროს არ ქონია წყალს. რაც მთავარია კიდევ თუ გაიჭედა ვიცი როგორ გავწმინდო. ონკანის ფილტრებიც გავწმინდე შავი ქვიშით იყო გავსებული.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)