Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ნიჟარები


Posted by: umbr_ella 14 May 2010, 10:09
6 თვეა ვერ ვსუნთქავ წესიერად. რამდენიმე აეროზოლი ვცადე და მერე ნაFტიზინი გამოვიყენე, სხვათაშორის (ვიცი რო არ ვარგა) რამდენიმე წამში მეხსნებოდა "სასუნთქი გზები". ღამეში რამდენჯერმე ვიღვიძებდი თუ "თავის დროზე" დავწვებოდი. და ამან სერიოზულად რო დამღალა და ლამის გაგიჟებამდე მიმიყვანა, მივედი გუშინ ექიმთან. მეგონა პოლიპები და წინასწარ ვიკლავდი თავს ოპერაციის გამო. არადა 2 ექიმს ვეჩვენე და რაის პოლიპი, რის პოლიპიო, ნიჟარები გაქვსო და ჯერ 10 დღიანი მკურნალობა დამინიშნა (თუ ვინმეს აწუხებს შემიძლია რეცეპტი მივცე, გუშინ დავიწყე და უკვე მაქვს სუნთქვაზე შედეგი). ამის შემდეგ თუკი არაფერი ეშველა ჩემს სუნთქვას კი არადა ნიჟარას, ოპერაციაო.... ხოდა, ახლა მთავარი, თემა რატო გავხსენი. ექიმი სხვათა შორის ქუთაისში საუკეთესოაო მითხრეს და დამარწმუნა არ გეტკინება ოპერაციაო მაგრამ ვინმეს გაქვთ გაკეთებული ეს ოპერაცია? მაინტერესებს რეალურად, არ შევაშინოთ და სიმართლეს თითონაც გაიგებსო ეგ არ იყოს, მაინტერესებს მართლა. მტკივნეულია? ნუ ადგილობრივით რომ კეთდება ვიცი..

P.S: თუ არის ამასთან დაკავშირებით თემა, დახურეთ და გახსნისთვის მომიტევეთ და მიუერთეთ.

Posted by: aseaisea 14 May 2010, 11:59
არის თემა ცხვირის ოპერაციებზე. მაგრამ თუ მარტო ნიჟარები გაქვს რა გეშინია აგერ ჯაფარიძესთან 300 ლარად გაიკეთებ რადიოტალღებით. ოპერაცია არც ქვია, მოწვა არ დაგჭირდება.

Posted by: camomle 14 May 2010, 14:31
umbr_ella


ამომჭრა ოდიშვილმა 10 წლის წინ .. cry.gif
არადა არ უნდა ექნა თურმე

Posted by: aseaisea 14 May 2010, 16:03
QUOTE
ამომჭრა ოდიშვილმა 10 წლის წინ .. 
არადა არ უნდა ექნა თურმე

რატო?

Posted by: Nensi_1988 14 May 2010, 16:15
ამოჭრა არაფრით არ შეიძლება, ვინც ჭრის არ აქვს შესაბამისი მაღალი დონის ცოდნა ამ სფეროში რადგან ნებისმიერი ნორმალური ექიმი არის იმის საქმის კურსში რომ ამოჭრა არის ცუდი. უნდა დაპატარავდეს ან მოიწვას .... მე დამიპატარავეს...

არავითარ შემთხვევაში არ ამოაჭრევინოთ ექიმს ნიჟარები, ერთი მაინც შეიძლება გაიზარდოს და მერე მეორე ცხვირში აუცილებელი ორგანოა.

Posted by: Natuka NGN 14 May 2010, 16:41
აუუ, არ ამოიჭრა... მასე დაუდგინეს ჩემს დაქალს ნიAჟრები და ოპერაციაო. ბედად, იმ პერიოდში გერამნელი ექიმები ჩამოვიდნენ და რაის ნიჟარები გენაცვალეო, ალერგიული რინიტია ეს და მააგზე ხელის მოკიდება როგორ შეიძლებაო. არადა აქ ყევლა ნიAჟრებს უსვავდა დიაგნოზს. მეორე მეგობარმა გაიკეთა და ისე გამოეზარდა მერე რომ... sad.gif ამიტომ, არანაირად არ გირჩევ...

Posted by: umbr_ella 14 May 2010, 17:58
ვაიმე, დავშინდი უკვე. რაღაც წამლები გამომიწერა და კი მიშველა. არადა ქუთაისში ერთმა მითხრა მოიწვიო. თუ აუცილებელი ორგანოა რატო ამბობენ აბა მოჭრას გირჩევო?? sad.gif მე პირდაპირ ოპერაცია არ მითხრა, ჯერ იმკურნალეო.. აუF, დავშინდი ახლა. თბილისში ვინმე კარგი სპეციალისტი იცით? არ დავეძებ კაცო ფულს და ოპერაციის თანხას, უბრალოდ კარგი იყოს....

aseaisea
QUOTE
არის თემა ცხვირის ოპერაციებზე.

და სად ცხვირის ოპერაცია და სად ნიჟარები? მე მხოლოდ ეს მაინტერესებს თორე ცხვირის ოპერაციებზე ვნახე თემა.

camomle
QUOTE
ამომჭრა ოდიშვილმა 10 წლის წინ .. 
არადა არ უნდა ექნა თურმე
რატო? შეგიძლია მითხრა რატო ნანობ რო ამოიჭერი??


Nensi_1988
QUOTE
ვინც ჭრის არ აქვს შესაბამისი მაღალი დონის ცოდნა ამ სფეროში რადგან ნებისმიერი ნორმალური ექიმი არის იმის საქმის კურსში რომ ამოჭრა არის ცუდი.

დავიჯერო ყველა ცუდია??? არ ვიცი... იქნებ დაპატარავება არ შეიძლება და კაკ რაზ ამოჭრაა სასურველი??? ყველა ექიმზე და განსაკუთრებით ამ ექიმზე ვერ ვიტყვი რომ ცუდია. მაშინ ამდენი პაციენტი არ ეყოლება, რა ვიცი... არაფერია ეს კაცი ჩემი მარა... არ ვიცი, არ ვიცი..

Natuka NGN
რჩევისთვის მადლობა, გაიხარე smile.gif

და ყველას მადლობა ვინც დაწერეთ... მართლა მადლობა ყველას smile.gif

Posted by: Nensi_1988 14 May 2010, 18:18
umbr_ella
QUOTE
დავიჯერო ყველა ცუდია??? არ ვიცი... იქნებ დაპატარავება არ შეიძლება და კაკ რაზ ამოჭრაა სასურველი??? ყველა ექიმზე და განსაკუთრებით ამ ექიმზე ვერ ვიტყვი რომ ცუდია. მაშინ ამდენი პაციენტი არ ეყოლება, რა ვიცი... არაფერია ეს კაცი ჩემი მარა... არ ვიცი, არ ვიცი..


ძველ დროში ჭრიდნენ რადგან არ იყო დაპატარავების და მოწვის აპარატურა (ალბათ) ქუთაისში უმეტესად ჭრიან როგორც გავიგე რამდენიმე მეგობრისგან...

გადაიკითხე რომელიმე სამედიცინო ლიტერატურა ან ინტერნეტში ნახე და თუ ჩვენი არ გჯერა წაიკითხავ რატომ არის უკეთესი მოწვა და დაპატარავება და არა ამოჭრა. smile.gif მე მეტს ვერაფერს გეტყვი.... ნებისმიერმა მცოდნე და კარგმა ქირურგმა იცის რომ არ უნდა ამოჭრას.... ძველმოდრი ქირურგები , რომლებიც დასპეცებული არიან მოკვეთაზე ისინი ეგრევე ოპერაციას გაიძახიან. )ზოგს ალბათ არც გაუგია სხვა მეთოდის შესახებ)

Posted by: Natuka NGN 14 May 2010, 18:45
umbr_ella
არაფერს საყვარელო, ჯერ ზუსტად დაადგინე, გაქვს თუ არა ნამდვილად. მასე მეც მეუბნებოდნენ გაიკეთეო, გია ოდიშვილი. მოგცლიათქო. ვსუნთქავდი ჩევულებრივად და არ მიშლიდა ხელს ეს. და სრულიად სხვა რამის გამო აღმომაჩნდა გაზრდილი. არასოდეს სუნთქვას არ მიშლის, არც სურდოს დროს. არადა სულ სხვა რამ მჭირს.

Posted by: revolutie 14 May 2010, 19:46
Nensi_1988
Natuka NGN
გამოდის რომ ეგ ოდიშვილი ყველას ჭრის? რარა ეშველებათ? ეგეტი ექიმი უნდა იყოს?
მოკლედ ნიჟარები თუ არ გაქვს რა მოხდება?

Posted by: Nensi_1988 14 May 2010, 20:00
revolutie
QUOTE
მოკლედ ნიჟარები თუ არ გაქვს რა მოხდება?


ნიჟარები არის ჰაერის გამანეიტრალებელი, მაგალითად ყინვაში როცა ცივ ჰაერს სუნთქავ ის ათბობს ... არ ვიცი როგორ დავწერო, შესაბამის ტერმინოლოგიას არ ვფლობ.

თანაც მოჭრილზე გაცილებით უფრო შეიძლება გაიზარდოს ვიდრე დაპატარავების მერე

Posted by: revolutie 14 May 2010, 20:02
Nensi_1988
აჰაა, მიტომაა ეგ ცხვირმოჭრილები ცხვირს რომ ვეღარ გრძნობენ, ანუ სიტხე რომ ჩამოვიდეს თურმე ვერ იგებენ დიდად, მართალია ნეტავ?

Posted by: Nensi_1988 14 May 2010, 20:04
revolutie
QUOTE
აჰაა, მიტომაა ეგ ცხვირმოჭრილები ცხვირს რომ ვეღარ გრძნობენ, ანუ სიტხე რომ ჩამოვიდეს თურმე ვერ იგებენ დიდად, მართალია ნეტავ?


ეგ რა სისულელეა biggrin.gif ცხვირი მთლიანად ნაოპერაციები მაქვს და სიცხესაც ვგრძნობ, სიცივესაც, სუნსაც და ა.შ. smile.gif

რას არ გაიგებ biggrin.gif

Posted by: revolutie 14 May 2010, 20:14
ვახ, მე ცხვირში ნიჟარა ამოჭრილებზე ვთქვი , მაგაზე არ გვქონდა საუბარი?!
რა პირველად გესმის სიცივეს რომ ვერ გრძნობენ ტუ პირიქიტ გრზნობენ თუ რარაც ანომალიები აქვთ მაგ ხალხს, ეტყობა ნიჟარა მართლა აკეტებს რარაცას და რომ ამოჭრიან მერე მასე მოსდით

აბა კამომლეს ვკითხოთ, მაგას ქონია ამოჭრილი ნიჟარები და რას იტყვი camomle

Posted by: Nensi_1988 14 May 2010, 20:15
revolutie

QUOTE
ვახ, მე ცხვირში ნიჟარა ამოჭრილებზე ვთქვი


ჰო მაგრამ ასე გეწერა

QUOTE
ცხვირმოჭრილები


და არა ნიჭარამოჭრილები ამიტომ გავიგე ასე smile.gif


Posted by: lgogokhia 14 May 2010, 20:32
ზირტეკი D (ფსევდოეფედრინით) მშვენივრად ხსნის ალერგიულ რინიტებს, რას ქვია ნიჟარების არსებობა ან არარსებობა? ნიჟარები ყველას გვაქვს და იმიტომ რომ გვჭირდება.. თუ დეფორმირებულია და სუნთქვაში გიშლის ხელს მაშინ შეგიძლია იფიქრო ქირურგიულ ჩარევაზე, მარგამ ალერგიული რინიტისთვის არ გაიკეთო ოპერაცია.. და უტვიონოა ის ვინც მასე გეუბნება..

Posted by: camomle 15 May 2010, 10:45
ვერ ვსუნთქავდი.ძგიდის ოპერაცია უნდა გაგიკეთოოო,მერე პლასტიკაო ორი თვის მერეო.
საოპერაციოში რომ დამაწვინა.და შეუდგა საქმეს მერე თქვა არა ძგიდე არაო..ნიჟარებიო და ამომაჭრა..მერე 9 დღე ვიწექი მეცხრეში..ბოლოს გამოვიპარე..ბოლო ,პატარა ტამპონები მე თვითონ და აღარც გამიხედია იქეთკენ.ერთი წელი ცხვირზე თითს ვერ ვიდებდი.
საშინელება იყო..
10 წლის მერე ვიგებ რომ კი არ უნდა ამოეჭრა უნდა მოეწვა.
ახლა ვიკეთებ რაც მაშინ უნდა გამეკეთებინა იმას.პაწა გაციებული ვარ და მოვრჩები და .ორშაბათს დამინიშნავენ ოპერაციის დღეს.
მაშინ ადგილობრივით გამიკეთეს და ახლა უნდა დამაძინონ და აი მაგის მეშინია. sad.gif
ვინც ახლა მყავს ექიმი იმას ვენდობი..მისი ინიციატივა იყო ეს ჩემი ცხვირის ამბები და..ვნახოთ რა გამოვა

არაფერი არსაიდან არ ჩამომდის.smile.gifყველაფერს ვგრძნობ.ზედმეტადაც კი.განსაკუთრებით მტვრიან ხალხმრავალ ქუჩებში მიჭირს. და სიგარეტის ბოლს გაათკეცებულად ვგრძნობ.ისე რო ცუდად ვხდები..

რაც შეეხება თავად ნიჟარების ოპერაციას.მალე კეთდება სადღაც 15 წუთი გრძელდება.ოპერაციის მერე უფრო რთულია ვიდრე თვითონ ოპერაცია.ტამპონების გამოცვლა მესამე დღეს არის საშინელება.მაგ დღეს რომ გამაყუჩებელი გაიკეთოთ კარგი იქნება.ოპერაციის მერე სამი დღე.საჭმელს ვერ ვჭამდი.წვენებს ვწრუპავდი.პლასტიკურს ვინც იკეთებდა იმათ ეგრევე უშვებდნენ. მე კი,მთელი ცხრა დღეე.საწოლში ვეგდე საავადმყოფოში...თვალები არ გილურჯდება.მაგრამ გაცილებით რთულ სიტუაციაში ხარ.ნებისმიერ ხმაურზე და გაფაჩუნებაზე ნერვები გეშლება.ნუ მე ასე ვიყავი. ღამით ჭავჭავაძეზე რომ ვიღაც ბიჭები ხმაურობდნენ..ხალხი გავუშვი გააჩუმეთ მეთქი.. user.gif მერე მეშვიდე დღეს კიდევ ტამპონები და... cry.gif
მოკლედ მეც ეგრე მითხრეს იოლიაო და cry.gif

Posted by: Nensi_1988 15 May 2010, 12:42
camomle
QUOTE
ვერ ვსუნთქავდი.ძგიდის ოპერაცია უნდა გაგიკეთოოო,მერე პლასტიკაო ორი თვის მერეო.
საოპერაციოში რომ დამაწვინა.და შეუდგა საქმეს მერე თქვა არა ძგიდე არაო..ნიჟარებიო და ამომაჭრა..მერე 9 დღე ვიწექი მეცხრეში..ბოლოს გამოვიპარე..ბოლო ,პატარა ტამპონები მე თვითონ და აღარც გამიხედია იქეთკენ.ერთი წელი ცხვირზე თითს ვერ ვიდებდი.
საშინელება იყო..
10 წლის მერე ვიგებ რომ კი არ უნდა ამოეჭრა უნდა მოეწვა.
ახლა ვიკეთებ რაც მაშინ უნდა გამეკეთებინა იმას.პაწა გაციებული ვარ და მოვრჩები და .ორშაბათს დამინიშნავენ ოპერაციის დღეს.
მაშინ ადგილობრივით გამიკეთეს და ახლა უნდა დამაძინონ და აი მაგის მეშინია. 
ვინც ახლა მყავს ექიმი იმას ვენდობი..მისი ინიციატივა იყო ეს ჩემი ცხვირის ამბები და..ვნახოთ რა გამოვა

არაფერი არსაიდან არ ჩამომდის.ყველაფერს ვგრძნობ.ზედმეტადაც კი.განსაკუთრებით მტვრიან ხალხმრავალ ქუჩებში მიჭირს. და სიგარეტის ბოლს გაათკეცებულად ვგრძნობ.ისე რო ცუდად ვხდები..

რაც შეეხება თავად ნიჟარების ოპერაციას.მალე კეთდება სადღაც 15 წუთი გრძელდება.ოპერაციის მერე უფრო რთულია ვიდრე თვითონ ოპერაცია.ტამპონების გამოცვლა მესამე დღეს არის საშინელება.მაგ დღეს რომ გამაყუჩებელი გაიკეთოთ კარგი იქნება.ოპერაციის მერე სამი დღე.საჭმელს ვერ ვჭამდი.წვენებს ვწრუპავდი.პლასტიკურს ვინც იკეთებდა იმათ ეგრევე უშვებდნენ. მე კი,მთელი ცხრა დღეე.საწოლში ვეგდე საავადმყოფოში...თვალები არ გილურჯდება.მაგრამ გაცილებით რთულ სიტუაციაში ხარ.ნებისმიერ ხმაურზე და გაფაჩუნებაზე ნერვები გეშლება.ნუ მე ასე ვიყავი. ღამით ჭავჭავაძეზე რომ ვიღაც ბიჭები ხმაურობდნენ..ხალხი გავუშვი გააჩუმეთ მეთქი..  მერე მეშვიდე დღეს კიდევ ტამპონები და... 
მოკლედ მეც ეგრე მითხრეს იოლიაო და 


ჰმ და ამის მერე კიდე ამოიღებენ ხმას რატო არ გევასება ოდიშვილიო...........

Posted by: revolutie 15 May 2010, 13:28
camomle
QUOTE
აც შეეხება თავად ნიჟარების ოპერაციას.მალე კეთდება სადღაც 15 წუთი გრძელდება.ოპერაციის მერე უფრო რთულია ვიდრე თვითონ ოპერაცია.ტამპონების გამოცვლა მესამე დღეს არის საშინელება.მაგ დღეს რომ გამაყუჩებელი გაიკეთოთ კარგი იქნება.ოპერაციის მერე სამი დღე.საჭმელს ვერ ვჭამდი.წვენებს ვწრუპავდი.პლასტიკურს ვინც იკეთებდა იმათ ეგრევე უშვებდნენ. მე კი,მთელი ცხრა დღეე.საწოლში ვეგდე საავადმყოფოში...თვალები არ გილურჯდება.მაგრამ გაცილებით რთულ სიტუაციაში ხარ.ნებისმიერ ხმაურზე და გაფაჩუნებაზე ნერვები გეშლება.ნუ მე ასე ვიყავი. ღამით ჭავჭავაძეზე რომ ვიღაც ბიჭები ხმაურობდნენ..ხალხი გავუშვი გააჩუმეთ მეთქი.. მერე მეშვიდე დღეს კიდევ ტამპონები და... 
მოკლედ მეც ეგრე მითხრეს იოლიაო და

ესე იგი შენ ამდენი წამება გადატანე მხოლოდ და მხოლოდ ნიჟარების ანუ არაფრის გამო? არც ძგიდისთვის უხლია ხელი, არც პლასტიკისტვის და მოგაჭრა ის რაც არ უნდა მოეჭრა, ანუ ეს ადამიანი დასაჭერია, ამისთანა ყასაბს უნდა ქონდეს უფლება ხალხი დაავადოს? და დაუსჯელად გააგრძელოს პრაქტიკა? არფერზე რომ არ ჩივის ხალხი მიტომაა მასეთი თავგასულობა

QUOTE
ჰმ და ამის მერე კიდე ამოიღებენ ხმას რატო არ გევასება ოდიშვილიო...........

მოიცა და შენ კიდევ ამ ოდიშვილსი ფანი ხარ ყოველივე იმის მერე რაც დაწერე? ღირსი ყოფილხარ მაშინ თუ ეგრეა

Posted by: Nensi_1988 15 May 2010, 13:35
revolutie
QUOTE
მოიცა და შენ კიდევ ამ ოდიშვილსი ფანი ხარ ყოველივე იმის მერე რაც დაწერე? ღირსი ყოფილხარ მაშინ თუ ეგრეა


მაგ ადამიანს არაფერი უთქვამს.... იქეთ, ცხვირის ოპერაციის თემაში მეწერა რომ პლასტიკური ოპერაცია ვინც გაიკეთა ჩემი ნაცნობებიდან მასთან ყველას დაუმახინჯდა ცხვირითქო და მეორედ გასაკეთებელი შეექმნა, ახლა რაც ამ გოგომ დაწერა ჩემს ანტიპათიაში კიდევ უფრო დავწრმუნდი, რომ უსაფუძვლო არ ყოფილა.... ჰოდა რომ გავაკრიტიკე კინაღამ შემჭამეს იმ თემაში ზოგიერთებმა biggrin.gif

Posted by: -Alex- 15 May 2010, 17:26
umbr_ella
1 თუ გაინტერესებს რა შეიძლება გჭირდეს უნდა დაწერო როგორ დაგეწყო და ასე შემდეგ.
2 ნაფტიზინმა მიჩვევა იცის, და თუ მთელი 6 თვე ხმარობდი მაშIნ მაგის ბრალი შეიძლება იყოს.
3 კარგ და ცუდ ექიმს შენით ვერ გაარჩევ. ვერც პაციენტების რაოდენობით.

http://www.mayoclinic.com/health/nonallergic-rhinitis/ds00809

http://www.mayoclinic.com/health/nonallergic-rhinitis/ds00809/dsection=treatments-and-drugs

http://translate.google.com/#en|ka|

Posted by: blblbl 15 May 2010, 17:34
QUOTE
აუუ, არ ამოიჭრა... მასე დაუდგინეს ჩემს დაქალს ნიAჟრები და ოპერაციაო. ბედად, იმ პერიოდში გერამნელი ექიმები ჩამოვიდნენ და რაის ნიჟარები გენაცვალეო, ალერგიული რინიტია ეს და მააგზე ხელის მოკიდება როგორ შეიძლებაო. არადა აქ ყევლა ნიAჟრებს უსვავდა დიაგნოზს.

+1 ჩემს ძმაზე მოხდა ანალოგიური და მაშინაც გერმანელებმა გადაარჩინეს ამოჭრას.

Posted by: aseaisea 15 May 2010, 20:24
ისე მოწვის გარდა რადიოტალღებით აპატარავებენ ნიჟარებს და ძალიან მარტივია, არავითარი ტამპონები არ ჭირდება. smile.gif
მე ნაზივინზე ვარ შეჩვეული და ახლა უნდა ვიმკურნალო და მერე ალბათ ამ რადიოტალღებს გავიკეთებ

Posted by: Nensi_1988 15 May 2010, 20:26
aseaisea
QUOTE
ისე მოწვის გარდა რადიოტალღებით აპატარავებენ ნიჟარებს და ძალიან მარტივია, არავითარი ტამპონები არ ჭირდება.


მე გამიკეთეს ეგრე და ძალიან კმაყოფილი ვარ smile.gif

Posted by: umbr_ella 15 May 2010, 22:53
Natuka NGN
QUOTE
ზუსტად დაადგინე, გაქვს თუ არა ნამდვილად.

2 ექიმი არ შეიძლება ცდებოდეს....
QUOTE
ვსუნთქავდი ჩევულებრივად და არ მიშლიდა ხელს ეს.

მე ვერ ვსუნთქავდი ჩვეულებრივად და ხელს იმდენად მიშლიდა რომ ღამე მაღვიძებდა უჰაერობა..
QUOTE
არადა სულ სხვა რამ მჭირს.

რა? smile.gif


Nensi_1988
QUOTE
მე გამიკეთეს ეგრე და ძალიან კმაყოფილი ვარ

აუ, სად გაგიკეთეს? არაა მტკივნეული? როგორ კეთდება? მე ეგეც მაშინებს sad.gif

-Alex-
QUOTE
1 თუ გაინტერესებს რა შეიძლება გჭირდეს უნდა დაწერო როგორ დაგეწყო და ასე შემდეგ.

მაინტერესებდა და წავედი ექიმთან და გავიგე, სადმე მიწერია მაინტერესებს რა მჭირსთქო???
QUOTE
2 ნაფტიზინმა მიჩვევა იცის, და თუ მთელი 6 თვე ხმარობდი მაშIნ მაგის ბრალი შეიძლება იყოს.

რომ შემაწუხა იმან რომ ვერ ვსუნთქავდი,ამიტომ გადავედი ნაFტიზინზე და ისე, ტყუილა უბრალოდ არ დამიწყია მისი გამოყენება.
QUOTE
3 კარგ და ცუდ ექიმს შენით ვერ გაარჩევ. ვერც პაციენტების რაოდენობით.

მაგაში ნაწილობრივ გეთანხმები.

Posted by: Nensi_1988 15 May 2010, 22:55
umbr_ella
QUOTE
აუ, სად გაგიკეთეს? არაა მტკივნეული? როგორ კეთდება? მე ეგეც მაშინებს


მე როგორც გამიკეთეს ის შენ არ დაგჭირდება, მე პლასტიკური, რომ გავიკეთე ნიჟარებიც მიაყოლეს ანუ დააპატარავეს smile.gif მტკივნეული არ ყოფილა რადგან ნარკოტიკის ქვეშ ვიყავი (სედაციით გამიკეთეს)

Posted by: Stacy 15 May 2010, 23:06
2 ნიჟარაღა მაქვს,მაგრამ მაინც ვერ ვსუნთქავ sad.gif

Posted by: umbr_ella 15 May 2010, 23:08
Nensi_1988
QUOTE
მე როგორც გამიკეთეს ის შენ არ დაგჭირდება, მე პლასტიკური, რომ გავიკეთე ნიჟარებიც მიაყოლეს ანუ დააპატარავეს  მტკივნეული არ ყოფილა რადგან ნარკოტიკის ქვეშ ვიყავი (სედაციით გამიკეთეს)

ააააა, მე მარტო ნიჟარები. ცხვირის პლასტიკური ოპერაცია არ მინდა , მეშინია smile.gif არადა მინდა biggrin.gif wink.gif

Posted by: Nensi_1988 15 May 2010, 23:14
umbr_ella
QUOTE
მეშინია


საშიში არაფერია თუკი
QUOTE
არადა მინდა
რახან გინდა smile.gif

Posted by: aseaisea 15 May 2010, 23:37
QUOTE
ააააა, მე მარტო ნიჟარები. ცხვირის პლასტიკური ოპერაცია არ მინდა , მეშინია  არადა მინდა 

ბევრგან აკეთებენ უკვე ნიჟარებს რადიოტალღებით, თუ გინდა დამეკონტაქტე პმ და მოგწერ

Posted by: umbr_ella 16 May 2010, 00:26
aseaisea
QUOTE
ბევრგან აკეთებენ უკვე ნიჟარებს რადიოტალღებით, თუ გინდა დამეკონტაქტე პმ და მოგწერ

მადლობა, შეგეხმაინები.

Nensi_1988
QUOTE
საშიში არაფერია თუკი
QUOTE
არადა მინდა
რახან გინდა

მე თუკი პლასტიკურზე მიდგება საქმე მეშინია უკვე შედეგის და არა თითონ ოპერაციის wink.gif

Posted by: Nensi_1988 16 May 2010, 00:29
umbr_ella
QUOTE
მე თუკი პლასტიკურზე მიდგება საქმე მეშინია უკვე შედეგის და არა თითონ ოპერაციის


ეგ სხვა საქმეა smile.gif

Posted by: -Alex- 17 May 2010, 18:29
umbr_ella
QUOTE
მაინტერესებდა და წავედი ექიმთან და გავიგე, სადმე მიწერია მაინტერესებს რა მჭირსთქო???

ნიჟარები არაა დიაგნოზი. მასეთი დიაგნოზი არ არსებობს.
QUOTE
რომ შემაწუხა იმან რომ ვერ ვსუნთქავდი,ამიტომ გადავედი ნაFტიზინზე და ისე, ტყუილა უბრალოდ არ დამიწყია მისი გამოყენება.

შეჩვევა ნიშნავს რომ შემდეგი დოზა არის უფრო მეტი საჭირო იგივე ეფექტის მისაღწევად. დოზას გააჩნია ზღვარი. ასე რომ ბოლოს ეფექტი იკარგება.


თემა გახსენი. კითხვები გაქვს. უკვე აღმოაჩინე რომ არც მტკივნეულია და არც ოპერაციაა საჭირო საერთოდ.
მე დახმარება მინდოდა მარა ვსო. "შენ ხო არსად გიწერია რო გაინტერესებს რა გჭირს" . წავედი დავდექი კუთხეში ჩემით smile.gif
ან რატო გჭირს?

Posted by: Nensi_1988 17 May 2010, 19:34
umbr_ella

ნაფთიზინი არც თუ ისე კარგი წამალია და ზოგადად მაგ წვეთებზე ყოფნას თვითონ ნიჟარებზე მკურნალობა ან დაპატარავება ჯობია. 2 წელი ვიჯექი ცხვირის წვეთებზე, სინაფი ქვია... და რასაც ქვია, რომ არ ჩამეწვეთებინა ვერ ვსუნთქავდი. არაა კარგი წვეთებზე შეჩვევა

Posted by: umbr_ella 17 May 2010, 23:12
Nensi_1988
QUOTE
ნაფთიზინი არც თუ ისე კარგი წამალია და ზოგადად მაგ წვეთებზე ყოფნას თვითონ ნიჟარებზე მკურნალობა ან დაპატარავება ჯობია. 2 წელი ვიჯექი ცხვირის წვეთებზე, სინაფი ქვია... და რასაც ქვია, რომ არ ჩამეწვეთებინა ვერ ვსუნთქავდი. არაა კარგი წვეთებზე შეჩვევა

აღარ ვიწვეთებ უკვე, აღარა. ვმკურნალობ და მოწვას ამოჭრა მირჩიეს.

Posted by: Nensi_1988 17 May 2010, 23:19
umbr_ella
QUOTE
მოწვას ამოჭრა მირჩიეს.


უკაცრავად არ მინდა ცუდად გამომივიდეს მაგრამ ასეთი სიბრძნე რომელმა ექიმმა თქვა? wow.gif vis.gif help.gif

Posted by: kristiii777 26 Sep 2010, 14:47
......"არის თემა ცხვირის ოპერაციებზე. მაგრამ თუ მარტო ნიჟარები გაქვს რა გეშინია აგერ ჯაფარიძესთან 300 ლარად გაიკეთებ რადიოტალღებით. ოპერაცია არც ქვია, მოწვა არ დაგჭირდება."

Posted by: iraklioni 26 Sep 2010, 15:00
ნიჟარები მეც გავიკეთე ადრე, სუნთქვის პრობლემა მქონდა, ხოოდა ეხლა უპრობლემოდ. ადრე რესპუბლიკურში იყო შოთა ჯაფარიძე, ეხლა მგონი სხვაგან გადავიდა და მაგან გამიკეთა. ჯერ ცოტა მოტეხეს თუ რაღაცა დამერე ლაზერით დამატებითი ორი ნახვრეტი გამიკეთეს, მოკლედ 15 წუთიანი პროცედურაა, უბრალოდ პოსტ ოპერაციულია ცოტა არაკომფორტული, საფენების გამოცვლაზე უნდა იარო და ერთI 5-7 დღე და მერე შენ თვითონ გამოიცვლი. ეგ არის და ეგ .

Posted by: Fallen Angie 25 Mar 2011, 02:43
ვაიმე, დამტანჯა უკვე ამ ჩემმა ცხვირმა რა.
აღარ შემიძლია ეს წვეთები.
ნაფტიზინზე უკვე რაღაც საშინელებები მეწყება, მთეი თავი მეფხანება ხოლმე რო ვისხამ და აი დაბუჟებულივით მაქვს.
2 სინაფი და 2 კიდევ ეგეთი რაღაც დავამთავრე და სულ შევჯექი ამ წამლებზე რა.
ახლა წავიკითხე ვიღაცის დადებული ლინკი და მგონი არაალერგიული რინიტი მავს, ბავშვობაში მჭირდა ხოლმე იგივე რაღაცეები, ივარაუდეს ალერგიული რინიტი, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს, თან სულ ზამთარში მემართება და არა მგონია ლერგიის ბრალი იყოს vis.gif ამ ნიჟარების მოწვის კიდე სასტიკად მეშინია, სხვა გამოსავალი არ არის?

Posted by: iphone_21 5 Apr 2011, 00:30
მგონი ერთადერთი თემაა სადაც ლოგიკურია ვიკითხო, სად ჯანდაბაში გაქრა თემა ცხვირის ოპერაციებზე და რატომ ხურავენ ხოლმე ხშირად??? იმდენი რამ მაინტერესებს... ოოო sad.gif

Posted by: av-ttt-o 5 Apr 2011, 12:55
Fallen Angie
QUOTE
მ ნიჟარების მოწვის კიდე სასტიკად მეშინია, სხვა გამოსავალი არ არის?

მეც მაინტერესებს -თუ დამჭირდა-მამაჩემმა ამოიჭრა---ერტი ორი ტვე ნორმალურად სუნთქავდა, მერე მგონი უარესად დაეწყო..ბიძაჩემმა ამის შემხედვარე ლაზერიტ მოიწვა--------საშინელ დღეშია მოწვამდე არ იყო ეგრე....მგონი საშველი არააsad.gif

Posted by: henry13 5 Apr 2011, 13:59
ნიჟარა რომელია biggrin.gif მართლა ოღონდ ?

Posted by: Antigone 9 Sep 2011, 17:32
ანუ რას ვუშვებით ამ ნიჟარებს, რა გადაწყდა? მე ოპერაცია მითხრა ხუჯაძემ. რაღა თქმა უნდა, არ მინდა ქირურქია. არადა, ალერგიული რინიტი მქონდა საშინელი ორსულობაში და დამრჩა ასე გასიებული ეს ნიჟარები, ლამის ჩამოვიდეს ნესტოებიდან ულვაშებივით.

Posted by: tuta_tuta 13 Sep 2011, 16:34
Antigone


ნიჟარებს ნუ გამახსენებ, ამწამსაც ეგ მაწუხებს რამის გადავიდე ჭკუიდან.

ორჯერ გავიკეთე ქირურგიული ოპერაცია,

პირველად ძგიდე მქონდა გამრუდებული და ეგ გამისწორეს.

მეორედ ნიჟარებზე გამიკეთეს რაღაც.

სადღაც 3 წლიანი შუალედით.

ზუსტად ეგრე მაქ შენ როგორც აღწერ.

მიუხედავად ოპერაციებისა ღამე თითქმის სულ მაწუხებს ცხვირშ გასახსნელის გარეშე ვერ ვიძინებ. ეხლა დღეც დამეწყო, რა ვქნა არ ვიცი ვისთან მივიდე რა გავიკეთო sad.gif მადებილებს ეს უჰაერობა

Posted by: unknown lady 13 Sep 2011, 20:33
umbr_ella


ეგ აეროზოლები , ნაფტიზინი, გალაზოლინი და ძმანი მისნი
იწვევს შეჩვევას, ზედმეტად ფართოვდება ნიჟარები და ჰაერი ბევრი შედიხ უხეშად რომ ვთქვა
მერე რომც აღარ გქონდეს ცხვირი გაჭედილი მოგეჩვენება რომ ვერ სუნთქავ

ამიტომ ცოტა ხანი გაძელი, საერთოდ არ ჩაიწვეთო და დააკვირდი რა მოხდება
სწორდ უთქვამს , ოპერაცია რომ არ დაგინიშნა პირდაპირ

Posted by: umbr_ella 13 Sep 2011, 21:22
unknown lady
QUOTE
ეგ აეროზოლები , ნაფტიზინი, გალაზოლინი და ძმანი მისნი
იწვევს შეჩვევას, ზედმეტად ფართოვდება ნიჟარები და ჰაერი ბევრი შედიხ უხეშად რომ ვთქვა
მერე რომც აღარ გქონდეს ცხვირი გაჭედილი მოგეჩვენება რომ ვერ სუნთქავ

ამიტომ ცოტა ხანი გაძელი, საერთოდ არ ჩაიწვეთო და დააკვირდი რა მოხდება
სწორდ უთქვამს , ოპერაცია რომ არ დაგინიშნა პირდაპირ

უი, ეს ყველაფერი როდის იყო აღარც კი მახსოვს. გადავეჩვიე ჩაწვეთებას. არ ვსუნთქავდი ადრე ასე ღრმად და ხმამაღლა თუ რაც ქვია რა ვიცი, და ახლა აშკარად აწუხებს გვერდით მწოლს ჩემი სუნთქვა და მაწუხებს ეს მეც... უბრალოდ ადრე ძალიან ჩუმად ვსუნთქავდი და ახლა აღარაა ასე.. არადა მეშინია ოპერაციის გაკეთება და პრინციპში მხოლოდ სუნთქვისას მიშლის ხელს..

Posted by: unknown lady 14 Sep 2011, 19:59
umbr_ella


ვეღარ შევხდე, ძველი პოსტი ყოფილა
ამოწეული თემა დამხვდა და

მიხარია თუ ყველაფერი კარგად გაქვს

პ.ს. საშინელებაა ეს ჩასაწვეთებლები, ტვინის ქერქზე მოქმედებს და ყველა შეეშვით როგორმე სხვანაირად იმკურნალეთ

Posted by: umbr_ella 14 Sep 2011, 20:06
unknown lady
QUOTE
როგორმე სხვანაირად იმკურნალეთ

ნიჟარებზე მკურნალობა თუა შესაძლებელი ოპერაცია რომ არ გავიკეთო ისე?

Posted by: Natuka NGN 14 Sep 2011, 21:31
umbr_ella
QUOTE
აღარ ვიწვეთებ უკვე, აღარა. ვმკურნალობ და მოწვას ამოჭრა მირჩიეს.

დრეს უკვე ეკთდრბა პლასტიკა. მოწვა და ამOჭრა და რაღაცეები აღარ.

Posted by: unknown lady 14 Sep 2011, 23:48
umbr_ella


QUOTE
ნიჟარებზე მკურნალობა თუა შესაძლებელი ოპერაცია რომ არ გავიკეთო ისე?



მე ადრე ვიყავი მეცხრეში მაღრაძესთან და იმან მითხრა არ გჭირს არაფერი, არც საოპერაციო და არც სამკურნალო
უბრალოდ აღარ ჩაიწვეთოვო. წესით უნდა გაგიაროსო ხოდა 3 დღე გამიჭირდა, მერე გადავაგდე ჩასაწვეთებლები

ისე ოპერაცია კეთდებაო, მარტივიაო ასე მითხრა. მეტი არ ვიცი არაფერი

წარმატებებიsmile.gif

Posted by: umbr_ella 15 Sep 2011, 00:46
Natuka NGN
QUOTE
დრეს უკვე ეკთდრბა პლასტიკა.

პლასტიკურ ქირურგიას გულისხმობ? პლასტიკური ოპერაცია არ მინდა, არ მაქვს ცხვირი რეალურად გარეგნულად დასაწუნი smile.gif და სხვა რამეს თუ გუილსხმობ, იქნბ კონკრეტულად ამიხსნა, მართლა ვერ გავიგე sad.gif

unknown lady
QUOTE
მე ადრე ვიყავი მეცხრეში მაღრაძესთან და იმან მითხრა არ გჭირს არაფერი, არც საოპერაციო და არც სამკურნალო
უბრალოდ აღარ ჩაიწვეთოვო. წესით უნდა გაგიაროსო ხოდა 3 დღე გამიჭირდა, მერე გადავაგდე ჩასაწვეთებლები

მე რამდენიმე წელი მაწუხებს და ამდენად ცოტა გართულებული მქონდა, ჩსაწვეთებელს საუკუნეა აღარ ვხმარობ smile.gif

Posted by: Natuka NGN 15 Sep 2011, 01:04
umbr_ella
პლატსიკური რატომ თვლით რომ მაინდამაიცნ ესთეთუკური ქირურგიაა? პლასტიკური ქირურგია უპირველესად აღდგენით და რეკონსტრუქციას ნიშნავს და შემდეგ ესთეტიკას. ახალი მეთოდია ნიჟარებზე მუშაობის. არ აგლეჯენ, არ წვავენ, არამედ ალამაზებენ, ცხვირის ტემაში დავდე სადღაც, ნახე.

Posted by: umbr_ella 15 Sep 2011, 01:13
Natuka NGN
QUOTE
პლატსიკური რატომ თვლით რომ მაინდამაიცნ ესთეთუკური ქირურგიაა?

მე არ ვიცითქო და გკითხე, არასოდეს მქონია საქმე მსგავს სფეროსთან და ამდენად არ ვიცი..
QUOTE
ახალი მეთოდია ნიჟარებზე მუშაობის. არ აგლეჯენ, არ წვავენ, არამედ ალამაზებენ, ცხვირის ტემაში დავდე სადღაც, ნახე.

ვაი.... დავძებნი...

QUOTE
ცხვირის ტემაში დავდე სადღაც, ნახე.

აუ..... ბევრია შენი პოსტები და არ შეგიძლია აქაც მომწერო? sad.gif

Posted by: Natuka NGN 15 Sep 2011, 16:17
umbr_ella
შენ კი არა 100-იდან 98 არ იცის. მე ზოგადად ვთქვი,
http://forum.ge/?showtopic=34269914&view=findpost&p=26951292
ეს ერთ0ერთია, ნუ მთლად ამ ტიპის პლასტიკა არ კეთდება, მაგრამ კეთდება პლატისიკა და ამ შემტხვევაშI ნიჯAრის ხელმეორედ გაზდის შესაძლებლობა მინიმუმამდე დადის.

Posted by: umbr_ella 15 Sep 2011, 18:55
Natuka NGN
ძალიან დიდი მადლობა ასეთი დაწვრილებითი ინფორმაციისთვის. იმედია მალე მოვიშორებ ამ ნიჟარებს, მოვიშორებ კი არა, გავთავისუფლდები და ჩვეულებრივად ვისუნთქებ smile.gif

Posted by: umbr_ella 24 Sep 2012, 00:57
სხვა თემა ვერ ვნახე და აქაც ვიკითხავ smile.gif
ვინმეს აქვს გაკეთებული? ვიყავი ექიმთან და სასწრაფო ოპერაცია დამინიშნა და სხვა გზა არ მაქვს, ვიკეთებ sad.gif
ხოდა ვინმეს თუ აქვს განაკეთები, მომწერეთ რა, მტკივნეულია? მეუბნებიან არაო sad.gif ნარკოზით ვერ და არ გაგიკეთებთო, დამაიმედეს sad.gif არადა უაზროდ მეშინია. არადა უნდა გავიკეთო. სხვა გზა არაა. გულის ჩაითრია უკვე მესამე წელია და... მოკლედ, მთელი რიგი გართულებები მოყვა.
ძგიდე + ნიჟარები და მეშინია sad.gif
მომწერეთ ვინმემ მტკივნეულია? sad.gif

Natuka NGN
PMში რომ მომწერე, პლასტიკა, იმას ვიკეთებ wink.gif მარა მაინც მეშინია ტკივილის sad.gif

Posted by: Natuka NGN 24 Sep 2012, 02:48
umbr_ella
გიორგი გოგნიაშვილთან? ნუ გეშინია ოპერაციის დროს ტკივილის, მერე გამაყუჩებლებს გაგიკეთებენ.

Posted by: umbr_ella 24 Sep 2012, 15:16
Natuka NGN
QUOTE
ნუ გეშინია ოპერაციის დროს ტკივილის, მერე გამაყუჩებლებს გაგიკეთებენ.

ტკივილს კი ვიტან მარა ბავშვობიდან გლანდების და პოლიპების მეშინია. მართალია ეს სხვაა მარა მეშინია მაინც ძაან. რომ მაჩვენა რაზე და როგორ კეთდება ოპერაცია, საჭმელს ვერ ვჭამ უკვე მესამე დღეა biggrin.gif ოპერაციამდე გაგიკეთებთ გამაყუჩებელსო კაცო, ოპერაციის მერე ტკივილები იცის თუ იცი? ოღონდ არ დამამშვიდო, ისე მითხარი sad.gif

Posted by: umbr_ella 4 Oct 2012, 01:28
http://www.kuzanov.com/momsaxureba/rinoplastika_pirveladi.html

ეს ლინკი ახლა ვნახე ოპერაციის ფოტოები მაინტერესებდა. გადაწყვეტილი მაქვს 1 კვირაში და მაინტერესებს, ცხვირს ფორმა მართლა ასე შეეცვლება? მეც დაწეული მაქვს წინ ოდნავ და ნუ ძგიდის გამრუდება ვიცი და წვერსაც ეშველება?
camomle
შენ ხომ გაიკეთე? შეგეცვალა ფორმა ცხვირის?

Posted by: libertad de pensamiento 25 Oct 2012, 21:36
umbr_ella

რა ქენი გაიკეთე?


Posted by: umbr_ella 26 Oct 2012, 12:31
libertad de pensamiento
არა, იქით კვირაში გავიკეთებ, გიორგის როცა ეცლება smile.gif
* * *
libertad de pensamiento
შენ ხომ არ გიწევს გაკეთება?

Posted by: libertad de pensamiento 28 Oct 2012, 22:44
umbr_ella

არა, მე რამდენიმე წლის წინ გავიკეთე, მაგრამ შვება ვერ ვიგრძენი

Posted by: umbr_ella 28 Oct 2012, 23:57
libertad de pensamiento
QUOTE
არა, მე რამდენიმე წლის წინ გავიკეთე, მაგრამ შვება ვერ ვიგრძენი

ვაიმე sad.gif რატო ვერ იგრძენი შვება? ვისთან გაიკეთე?

Posted by: libertad de pensamiento 29 Oct 2012, 21:41
umbr_ella

შოთა ჯაფარიძესთან. რა ვიცი, მაინც ვერ ვსუნთქავ sad.gif
შენ მარტო ერთ ექიმთან იყავი, თუ რამდენიმემ გირჩია ოპერაცია?

Posted by: umbr_ella 29 Oct 2012, 22:18
libertad de pensamiento
QUOTE
შოთა ჯაფარიძესთან.

რესპუბლიკურში?
QUOTE
მაინც ვერ ვსუნთქავ

ნარკოზით გაიკეთე და ბოლომდე შევიდნენ? ვიცი რომ უნარკოზოდ,ნუ ადგილობრივით რომ იკეთებენ, ბოლომდე ვერ შედიან.
QUOTE
შენ მარტო ერთ ექიმთან იყავი, თუ რამდენიმემ გირჩია ოპერაცია?

6 ექიმთან ვიყავი თუ 4თან biggrin.gif ყველამ ერთი და იგივე სიტყვებით, სასწრაფო საოპერაციო... sad.gif

Posted by: wrupa 30 Oct 2012, 00:18
ვაიმე დამინდეთ რა იქნება...რატო ამბობთ ოდიშვილძე ესეთებს.. : ((( ძლივს დავითანხმე დედა რომ გამიკეთოს ცხვირის ოპერაცია ისიც იმიტომ რომ სუნთქვა მიჭირს... ძგიდე მაქვს გასასწორებელი, ნიჟარები დასაპატარავებელი და პლასტიკა.. sad.gif კალანტაროვს ვიქრობდი, მერე ციციშვილს მერე ოდიშვილი მითხრეს..რო ვნახე მისი ცხვირები უკმაყოფილო არ დავრჩი..მაგრამ ასეთებს რო წერენ გულძზეე მხვდება და მეშინია.. sad.gif ყველა სხვადასხვანაირად ლაპარაკობს და ვერ გავიგე ვისთან მივიდე არადა თებერვლისკენ მინდა გაკეთება..დამეხმარეთ რა იქნება sad.gifთემა ცხვირის ოპერაციებთან დაკავშირებით ვერ ვნახე და დამიდეთ რა : sleep.gif

Posted by: umbr_ella 30 Oct 2012, 00:23
wrupa
QUOTE
თემა ცხვირის ოპერაციებთან დაკავშირებით ვერ ვნახე და დამიდეთ რა :

ნიჟარებზე და ძგიდეზე გიორგი გოგნიაშვილს და კიდევ ერთს ქონიათ აპარატი, რომლის შემდეგ 1%ია ნიჟარის ხელახლა ამოსვლის... იმის სახელი და გვარი არ ვიცი.
გადავხედე და იყო თემა მარა ვერ ვნახე მეც ცხვირზე. რავი, მე პირადად აქ Natuka NGN მირჩია გიორგი და აფსოლიტურად ყველა ექიმმაც კი მირჩია, უძლიერესიაო.. რავი, მე პლასტიკა არ მაქვს გასაკეთებელი და ვერ გირჩევ სხვას smile.gif

Posted by: wrupa 30 Oct 2012, 00:34
umbr_ella
ვაიმე როგორ მკლავს ესეთი გაურკვევლობა sad.gif ეს კაცი პირველად მესმის... sad.gif ციციშვილძე მითხრეს რომ ძაან მაგარი ექიმიაო..მოსკოვში მოღვაწეობს და წინასწარ უნდა ჩაეწეროო...მერე ოდიშვილიც მიქეც..და ისიც მითხრეს ზუსთად არ ვიცი ორივეს ერთად ხელს თუ მოკიდებსოო..რადგან შეიძლება პლასტიკა მაგარი გამოვიდეს მარა სუნთქვა ისევ ცუდი დარჩესო და ამიტომ ცალ ცალკე ოპერაციებს ამჯობინებენო და მე რო ვერ გადავიტან ამდენ ნარკოზს იმიტო ვიკლავ თავ ერთ ოპერაციაში გამიკეთეთ ყველაფერითკო...არადა ძგიდე ისე მაქვს გაგუნული რომ ჰაიმორითი დამემართა და მთელი შუბლი ჩირქში მაქვს..იმდენი გამორეცხვა ჩავიტარე იმდენი წამლები ვყლაპე,იმდენი ნემსები გავიკეთე რომ უკვე აგარ შემიძლია.. sad.gif აუცილებლად ოპერაციაა გასაკეთებელი თორე ასე არაფერი არ გამოვაო..ძგიდე მიშლის ხელს და ნერვებს და ყველაფერს :@:@:@:@:@:@:@:@:@:

Posted by: umbr_ella 30 Oct 2012, 00:41
wrupa
QUOTE
ეს კაცი პირველად მესმის...

კუზანოვშია და რესპუბლიკურში. 2 ახლობელი მყავს ექიმი და ორივემ გაიკითხა თან და მირჩიეს რომელია..
QUOTE
მე რო ვერ გადავიტან ამდენ ნარკოზს იმიტო ვიკლავ თავ ერთ ოპერაციაში გამიკეთეთ ყველაფერითკო...

ვაიმე, ამის მეც მეშინია სასტიკად. ნუ, მე მხოლოდ ძგიდე და ნიჟარა მაქვს გასაკეთებელი და პლასტიკა რომც მეხვეწონ არ მინდა biggrin.gif
QUOTE
ძგიდე ისე მაქვს გაგუნული რომ ჰაიმორითი დამემართა და მთელი შუბლი ჩირქში მაქვს..

უი, ეგრე ძაან მე ძგიდე არა, ნიჟარა მაწუხებს მხოლოდ sad.gif
QUOTE
აუცილებლად ოპერაციაა გასაკეთებელი თორე ასე არაფერი არ გამოვაო..ძგიდე მიშლის ხელს და ნერვებს და ყველაფერს :@:@:@:@:@:@:@:@:@:

სუნთქვა და გული პირველ რიგში..
მე როგორც ყველა, გიორგის გირჩევდი.. თუ გინდა დაიცა და 1 კვირაში სავარაუდოდ გავიკეთებ და გეტყვი შედეგს smile.gif

Posted by: wrupa 30 Oct 2012, 00:44
ეგ ექიმი პლასტიკასაც აკეთებს??? და შენ ნარკოზით იკეთებ ოპერაციას??? დაგელოდები აბა რა ძალიან მაინტერესებს შენი შედეგი.. მე მაინც თებერვლისკენ ვაპირებ გაკეთებას და იქნებ მანამდე შევჯერდე ექიმზე.. sad.gif
მე პლასტიკაც მინდა იმიტო რომ კეხიანი ცხვირი მაქვს და გავისწორო და დავისვენო მინდა :დ

Posted by: umbr_ella 30 Oct 2012, 01:01
wrupa
QUOTE
ეგ ექიმი პლასტიკასაც აკეთებს???

კი, რამდენადაც ვიცი საკმაოდ ძლიერადაც.
QUOTE
შენ ნარკოზით იკეთებ ოპერაციას???

ხო აბა, უნარკოზოდ რა გაუძლებს იმსიღრმეზე მოჭრას...
QUOTE
დაგელოდები აბა რა ძალიან მაინტერესებს შენი შედეგი.. მე მაინც თებერვლისკენ ვაპირებ გაკეთებას და იქნებ მანამდე შევჯერდე ექიმზე..

კი ბატონო, როგორც კი წერის თავი მექნება, ეგრევე დავწერ კი არადა, მოგწერ ყველაფერს wink.gif
QUOTE
მე პლასტიკაც მინდა იმიტო რომ კეხიანი ცხვირი მაქვს და გავისწორო და დავისვენო მინდა :დ

არა, მე არ მინდა smile.gif მოკლედ, მოგწერ ყველაფერს wink.gif

Posted by: wrupa 30 Oct 2012, 01:05
გაიხარე საყვარელო დიდი მადლობა : )) გელოდები იცოდე და წარმატებულ ოპერაციას გისურვებ :***

Posted by: umbr_ella 30 Oct 2012, 01:08
wrupa
QUOTE
გაიხარე საყვარელო დიდი მადლობა : ))

არაფრის smile.gif
QUOTE
წარმატებულ ოპერაციას გისურვებ :***

მადლობა დიდი smile.gif

Posted by: keen 30 Oct 2012, 08:38
umbr_ella
ძგიდესაც თუ იკეთებ, შეგიძლია, პმ-ში მომწერო, რა ჯდება ძგიდე-ნიჟარები გოგნიაშვილთან? smile.gif

Posted by: umbr_ella 30 Oct 2012, 13:10
keen
QUOTE
ძგიდესაც თუ იკეთებ, შეგიძლია, პმ-ში მომწერო, რა ჯდება ძგიდე-ნიჟარები გოგნიაშვილთა

ძგიდესაც ვიკეთებ კი wink.gif

Posted by: keen 30 Oct 2012, 13:21
umbr_ella
QUOTE
ძგიდესაც ვიკეთებ კი

წარმატებები...


ისე, მართლა ძალიან ძლიერია გოგნიაშვილი, როგორც ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ბავშვს გლანდების ოპერაცია გიორგისთან გავუკეთე და ცხვირის პრობლემების მოგვარებასაც მაგასთან ვაპირებ, სხვასთან როგორ წავალ? smile.gif + ძალიან ყურადღებიანია ნაოპერაციევი პაციენტების მიმართ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია...

QUOTE
კი, რამდენადაც ვიცი საკმაოდ ძლიერადაც.

აი მაგისი პლასტიკის შედეგებიც მანახა...

Posted by: libertad de pensamiento 30 Oct 2012, 22:48
umbr_ella
QUOTE
რესპუბლიკურში?

კი

QUOTE
ნარკოზით გაიკეთე და ბოლომდე შევიდნენ?

არა, ადგილობრივით.

QUOTE
6 ექიმთან ვიყავი თუ 4თან biggrin.gif ყველამ ერთი და იგივე სიტყვებით, სასწრაფო საოპერაციო... sad.gif


ესეგი მართლა საოპერაციოა, მეც ალბათ 5-თან მაინც ვიყავი და ყველამ სხვადასხვა დიაგნოზი მითხრა smile.gif

დაწერე მერე როგორ იქნები user.gif

Posted by: umbr_ella 30 Oct 2012, 22:57
keen
QUOTE
ისე, მართლა ძალიან ძლიერია გოგნიაშვილი, როგორც ოტო-რინო-ლარინგოლოგი. ბავშვს გლანდების ოპერაცია გიორგისთან გავუკეთე და ცხვირის პრობლემების მოგვარებასაც მაგასთან ვაპირებ, სხვასთან როგორ წავალ?  + ძალიან ყურადღებიანია ნაოპერაციევი პაციენტების მიმართ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია...

აფსოლიუტურად ყველა ამას იძახის და მართლა როგორ წავალ სხვა ექიმთან.
QUOTE
აი მაგისი პლასტიკის შედეგებიც მანახა...

არ გინახავს?


libertad de pensamiento
QUOTE
არა, ადგილობრივით.

აი, როგორც ამიხსნეს, ადგილობრივი ანესთეზიით ვერ შედიან ბოლომდეო, ანუ, პაციენტი ვერ უძლებს და ვერ აკეთებენ ბოლომდე მოკვეთასო და მეტი შანსია სუნთქვის ისევ გაუარესებისო. ამიტომ მირჩიეს ნარკოზი თორე ისე მეშინია : (((
QUOTE
ესეგი მართლა საოპერაციოა, მეც ალბათ 5-თან მაინც ვიყავი და ყველამ სხვადასხვა დიაგნოზი მითხრა

სხვადასხვა? უი არა, მე ყველამ ერთი და იგივე მითხრა. 4თან ვიყავი, 6თან არა smile.gif გამახსენდა. და 4ივემ ერთი და იგივე დიაგნოზი დამისვა. სასწრაფო საოპერაციო. თან მე ბავშვობიდან ვერ ვსუნთქავ და უკვე სერიოზულია ძაან.
QUOTE
დაწერე მერე როგორ იქნები

თუ გადავრჩი, დავწერ biggrin.gif

Posted by: keen 30 Oct 2012, 23:11
umbr_ella
QUOTE
აი მაგისი პლასტიკის შედეგებიც მანახა...

QUOTE
არ გინახავს?



no.gif

Posted by: libertad de pensamiento 31 Oct 2012, 14:24
umbr_ella
QUOTE
აი, როგორც ამიხსნეს, ადგილობრივი ანესთეზიით ვერ შედიან ბოლომდეო, ანუ, პაციენტი ვერ უძლებს და ვერ აკეთებენ ბოლომდე მოკვეთასო და მეტი შანსია სუნთქვის ისევ გაუარესებისო


მე არ ამომკვეთეს, მომიწვეს რადიოტალღებით. რამდენიმე წელია აღარ კვეთენ ნიჟარებს, შენ უნდა ამოგაჭრან??

ისე გოგნიაშვილთანაც ვიყავი ოპერაციის მერე და რაღაც სპრეები გამომიწერა, no result.

Posted by: Natuka NGN 31 Oct 2012, 14:29
wrupa
მიდი გიორგი გოგნიაშვილთან, დღეს მიამჩნია რომ თბილისში საუკეთესო ოტოლარინგოლოგია. ნიჟარები სხავსთან არავისთან არ გაიკეთო.

Posted by: keen 14 Nov 2012, 20:45
umbr_ella
გაიკეთე ოპერაცია? smile.gif

Posted by: umbr_ella 19 Dec 2012, 22:18
keen
QUOTE
გაიკეთე ოპერაცია?

კი, გავიკეთე 12ში. ცოტა გამიჭირდა ტამპონების ამოღებამდე მარა ახლა ფირფიტები დამრჩა. იმ კვირაში ვარ დაბარებული გიორგისთან.
P.S: ცხვირს ფორმაც შეეცვალა და მიხარია ძალიან smile.gif ყველა ტკივილი დამავიწყდა ტამპონების მოხსნის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე smile.gif smile.gif
Natuka NGN
მადლობა შენ :* დიდი :*
და ხომ არ იცი, მტკივნეულია ფირფიტების ამოღება?

Posted by: wrupa 20 Dec 2012, 20:49
umbr_ella
მომილოცავს : ) კარგია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. : ))
გოგნიაშვილი კუზანოვის კლინიკაში არის ხოო???

Posted by: barbara7 20 Dec 2012, 21:07
umbr_ella
QUOTE
კი, გავიკეთე 12ში. ცოტა გამიჭირდა ტამპონების ამოღებამდე მარა ახლა ფირფიტები დამრჩა. იმ კვირაში ვარ დაბარებული გიორგისთან.
P.S: ცხვირს ფორმაც შეეცვალა და მიხარია ძალიან  ყველა ტკივილი დამავიწყდა ტამპონების მოხსნის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე 

ფორმა როგორ შეეცვალა - პლასტიკაც გაიკეთეთ?

Posted by: umbr_ella 20 Dec 2012, 21:17
wrupa
QUOTE
მომილოცავს : ) კარგია რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.. : ))

მადლობა smile.gif
QUOTE
გოგნიაშვილი კუზანოვის კლინიკაში არის ხოო???

რესპუბლიკურშიცაა მარა მე კუზანოვში გამიკეთა.

barbara7
QUOTE
ფორმა როგორ შეეცვალა - პლასტიკაც გაიკეთეთ?

არა, პლასტიკა არ გამიკეთებია. ძგიდის გასწორების მერე ავტომატურად გასწორდა ცხვირი.

Posted by: Natuka NGN 20 Dec 2012, 21:52
umbr_ella
QUOTE
რესპუბლიკურშიცაა მარა მე კუზანოვში გამიკეთა.

მანდ ჯობია, კარგი აპარატურა აქვთ მანდ და პირობებიც.

Posted by: umbr_ella 20 Dec 2012, 21:55
Natuka NGN
QUOTE
მანდ ჯობია, კარგი აპარატურა აქვთ მანდ და პირობებიც.

ხო, გავითვალისწინე შენი რჩევები smile.gif ოღონდ ახლა ფირფიტების ინფორმაცია მაქვს მოსაგვარებელი smile.gif

Posted by: Natuka NGN 20 Dec 2012, 22:01
umbr_ella
დაეკონტაქტე იმას ვინც გითხარი და გიპასუხებს. smile.gif

Posted by: umbr_ella 20 Dec 2012, 22:09
Natuka NGN
QUOTE
დაეკონტაქტე იმას ვინც გითხარი და გიპასუხებს.

PM არ უნახავს ჯერ sad.gif sad.gif
* * *
Natuka NGN
უF, ახლა მითხრა ბიძაშვილმა ძალიან მეტკინაო sad.gif უთხარი ექიმს რომ ადგილობრივი გაგიკეთოსო, არადა გიორგიმ რომ უარი მითხრას და მეტკინოს რა ვქნა? : ((((((((((((((((((

Posted by: wrupa 21 Dec 2012, 01:44
umbr_ella
როგორი ექიმია..მომიყევი შEნი შთაბეჭდილებებიი..რაადგან მეც მისვლას ვაპირებ ჰაიმორიტზე დაა... smile.gif

Posted by: umbr_ella 21 Dec 2012, 17:31
wrupa
QUOTE
როგორი ექიმია..

არაჩვეულებრივი smile.gif
ჩემი შთაბეჭდილებები შეგშინებს, მე ჰაიმორიტთან ძალიან შორს ვარ smile.gif ცოტა რთული ოპერაცია იყო და ამდენად... ექიმია მართლა არაჩვეულებრივი. ყველა შიში გაგიქრება რომ დაელაპარაკები smile.gif

Posted by: wrupa 21 Dec 2012, 20:57
umbr_ella
აჰა ძალიან კარგიიი..ვფიქრობ რომ კუზანოვთან გავიკეთო ცხვირი მან კი ნიჟარებზე გოგნიაშვილი შემომთავაზაა..ძალიან კარგი რომმ კარგი ექიმია..მეშველება... smile.gifsmile.gifsmile.gif):
მადლობა საყვარელო :* : )))

Posted by: umbr_ella 22 Dec 2012, 12:19
wrupa
თითონ კუზანოვმა შემოგთავაზა გიორგი? საუკეთესო ექიმია გიორგი. საქართველოში პირველი სპეციალისტია ნიჟარებზე და ჯერ უკმაყოფილო პაციენტი არ ყოლია. გეშველება მართლა. ტამპონების ამოგების მერე მართლა ამოისუნთქავ smile.gif
QUOTE
მადლობა

არაფრის

Posted by: wrupa 22 Dec 2012, 18:24
umbr_ella
ჰოოო...ჰო თვითონ შემომთავაზა,,, და სხვათაშორის შEნგან მქონდა გაგებული ადრე აქ რო ვპოსტავდით... smile.gif)))
* * *
umbr_ella
ჰო კიდევ რა მაინტერესებს უშუალოდ რა გაიკეთე და რამდენი დაგიჯდა???
იმ დღეს საავადმყოფოში დარჩი თუ გამოგწერეს? smile.gif

Posted by: umbr_ella 22 Dec 2012, 18:32
wrupa
QUOTE
ჰოოო...ჰო თვითონ შემომთავაზა,,, და სხვათაშორის შEნგან მქონდა გაგებული ადრე აქ რო ვპოსტავდით...

მე ნატუკამ მირჩია wink.gif მერე გავიკითხე კიდე და ყველამ გიორგი მირჩია.

QUOTE
ჰო კიდევ რა მაინტერესებს უშუალოდ რა გაიკეთე და რამდენი დაგიჯდა???

უშუალოდ გავიკეთე სეპტოპლასტიკა და ტურბინექტომია : ))) ეს მედიცინის ენით რაც წერია სამედიცინო დოკუმენტში biggrin.gif
გამრუდებული ძგიდე გასწორდა და ორივე ქვედა ნიჟარა ამოიჭრა თუ რაც ქნა არ ვიცი smile.gif
1655 ლარი ჯდება ჩემი ოპერაცია რაშიც შევიდა წინასაოპერაციო გამოკვლევების 135 ლარი. ოპერციის შემდეგ გამოწერილი წამლები დაახლოებიტ 50 ლარი და ვსიო smile.gif
კი, მე იმ დღეს დამტოვეს. შენ შეიძლება გამოგიშვან. ჩემი ძალიან რთული იყოო გიორგიმ და..
აპირებ გაკეთებას?

Posted by: buub 22 Dec 2012, 18:47
ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაციის მერე პლასტიკა აუცილებელია , ყველას უნიშნავენ? ძგიდის გასწორება საერთო ნარკოზით ტარდება?

Posted by: umbr_ella 22 Dec 2012, 22:31
buub
QUOTE
ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაციის მერე პლასტიკა აუცილებელია

ვინ გითხრა ეგ?
QUOTE
ყველას უნიშნავენ?

პლასტიკური ოპერაციის დანიშვნა რას ნიშნავს? biggrin.gif მე მკითხეს უბრალოდ, ანკეტის შევსებისას, პლასტიკურსაც ხომ არ იკეთებთო. ექიმმა რომც დამინიშნოს, იქნებ ან არ მინდა გავიკეთო და მაკმაყოფილებს ჩემი ცხვირი, ან თანხა არ მაქვს სამაგისოდ.. თუმცა მე რომ გავიკეთე, თავისთავად შეეცვალა ცხვირს ფორმა. ძგიდის გასწორების შემდეგ გასწორდა და ცხვირის წვერსაც შეეცვალა ფორმა.
QUOTE
ძგიდის გასწორება საერთო ნარკოზით ტარდება?

არა, შეგიძლია ადგილობრივიც გაიკეთო. ძგიდის გასწორება არაა ისეთი რთული ოეპრაცია wink.gif

Posted by: keen 22 Dec 2012, 23:23
umbr_ella

QUOTE
კი, გავიკეთე 12ში. ცოტა გამიჭირდა ტამპონების ამოღებამდე მარა ახლა ფირფიტები დამრჩა. იმ კვირაში ვარ დაბარებული გიორგისთან.
P.S: ცხვირს ფორმაც შეეცვალა და მიხარია ძალიან smile.gif ყველა ტკივილი დამავიწყდა ტამპონების მოხსნის შემდეგ სარკეში რომ ჩავიხედე


ანუ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა... ნარკოზით გაიკეთე ხო? და ტკივილები რატომ?

Posted by: umbr_ella 22 Dec 2012, 23:57
keen
მაპატიეთ, დამავიწყდა PMის მოწერა sad.gif
QUOTE
ანუ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა...

ჯერ ფირფიტები მაქვს ამოსაღები და მერე ჩაივლის უკვე ყველაფერი wink.gif
QUOTE
ნარკოზით გაიკეთე ხო? და ტკივილები რატომ?

კი, ნარკოზით გავიკეთე. არაფერი გამიგია ოპერაციის, ცოტა ადრე კი გამეღვიძა მაგრამ ოპერაციის ტკივილი არა, ფირფიტები ჭიმავს ცხვირს და მიმიკების დროს მტკივა და ხელის შეხებისას მაგიჟებს sad.gif
სხვა ტკივილი არაფერი.

Posted by: wrupa 23 Dec 2012, 00:33
umbr_ella
მეც სეპტოპლასტიკა მაქვს გასაკეთებელი,ნიჟარები დასაპატარავებელი და პლასტიკა...
დიდი გზა მაქვს წინ...ვერ ვსუნთქავ ისეთ მდგომარეობაში მაქვს ცხვირიიი.. sad.gif
ჩემი ოპერაცია საკმაოდ ძვირი ჯდება..sad.gif((
თებერვლისკენ ვგეგმავ smile.gif)
და ანალიზებთან დაკავშირებით.. ნემსებით მოხდა ეს ყველაფერი? biggrin.gif:D:D sad.gifsad.gif(( vis.gif

Posted by: umbr_ella 23 Dec 2012, 00:38
wrupa
QUOTE
მეც სეპტოპლასტიკა მაქვს გასაკეთებელი,ნიჟარები დასაპატარავებელი და პლასტიკა...

ნიჟარების თუ ცხვირის მთლიანად?
QUOTE
ვერ ვსუნთქავ ისეთ მდგომარეობაში მაქვს ცხვირიიი..
ჩემი ოპერაცია საკმაოდ ძვირი ჯდება..

1700ზე ძვირი გითხრეს კუზანოვში???
QUOTE
და ანალიზებთან დაკავშირებით.. ნემსებით მოხდა ეს ყველაფერი?

არა, 1 ნემსი ვენაში და ისე გაგიკეთებენ ვერ გაიგებ ვერაფერს. დახუჭე თვალები smile.gif მე მსიამოვნებს ვენაში შესვლა და სულ ვუყურებ ხოლმე smile.gif

Posted by: XEL-777 23 Dec 2012, 08:33
გამარჯობათ თქვენი . პლასლტიკურ ოპერაციის გაკეთება ვფიქრობ . ანუ არც ძგიდე არაფერი არ მაქვს უბრალოდ პროფილის ზომებში ძაან დიდად გამოიყურება ცხვირი


წინიდან კარგია


ხომ არ მეშლება და პლასტიკური ხომ ქვია ? ახლა ვფიქრობ და ისიც მეშინია მერე უფრო რო არ მომეწონოს ჩემი თავი ? როგორ მოვიქცე თქვენი რჩევა მჭირდება

საშუალოდ რა ღირს პლასლტიკური ოპერაცია ? ზომებში რო დაბალანსდეს რა


წოლითი რეჭიმი რამდენი აქვს და ა.შ


ძნელი გადასატანია ?

Posted by: umbr_ella 23 Dec 2012, 11:22
XEL-777
QUOTE
საშუალოდ რა ღირს პლასლტიკური ოპერაცია ? ზომებში რო დაბალანსდეს რა

მიხვალ ექიმთან და გეტყვის. აქ ამაზე სხვა და სხვა პასუხს მიიღებ wink.gif
QUOTE
წოლითი რეჭიმი რამდენი აქვს და ა.შ

1 დღე smile.gif ინდივიდუალურია.
QUOTE
ძნელი გადასატანია ?

ნუ მე რანაირი ფორმაც არ უნდა ქონოდა ჩემ ცხვირს, არ გავიკეთებდი პლასტიკურ ოპერაციას. აუტკივარი თავის ატკივებაა ეგ ჩემთვის smile.gif

Posted by: XEL-777 23 Dec 2012, 17:55
QUOTE
მიხვალ ექიმთან და გეტყვის. აქ ამაზე სხვა და სხვა პასუხს მიიღებ



რეკომენდაცია გამიწიეთ. დიაგნოზი ფული ღირს?


QUOTE
ნუ მე რანაირი ფორმაც არ უნდა ქონოდა ჩემ ცხვირს, არ გავიკეთებდი პლასტიკურ ოპერაციას. აუტკივარი თავის ატკივებაა ეგ ჩემთვის



მაკომპლექსებს smile.gif

Posted by: umbr_ella 23 Dec 2012, 20:03
XEL-777
QUOTE
რეკომენდაცია გამიწიეთ. დიაგნოზი ფული ღირს?

ჩვენთან არა tongue.gif კუზანოვში 40 ლარია.
QUOTE
მაკომპლექსებს

ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია შენი კომპლექსი ღირს თუ არა ოპერაციად smile.gif

Posted by: XEL-777 23 Dec 2012, 20:05
umbr_ella


მადლობა დიდი შენ smile.gif



დაახლოებით რა ჯდება ? მხოლოდ პლასტიკა. არც ძგიდე არ მაქვს და არაფერი


1500-2000 ლარი ?

Posted by: umbr_ella 23 Dec 2012, 20:32
XEL-777
QUOTE
მადლობა დიდი შენ

არაფრის wink.gif
QUOTE
1500-2000 ლარი ?

ხო, ალბათ ეგრე. არ ვიცი, გაგიგებ სამშაბათს დაახლოებით ფასს თუ გინდა smile.gif

Posted by: XEL-777 23 Dec 2012, 20:39
QUOTE (umbr_ella @ 23 Dec 2012, 20:32 )
XEL-777
QUOTE
მადლობა დიდი შენ

არაფრის wink.gif
QUOTE
1500-2000 ლარი ?

ხო, ალბათ ეგრე. არ ვიცი, გაგიგებ სამშაბათს დაახლოებით ფასს თუ გინდა smile.gif



2kiss.gif


კი მინდა


მადლობა დიდი


Posted by: umbr_ella 23 Dec 2012, 20:50
XEL-777
QUOTE
კი მინდა


მადლობა დიდი

არაფრის smile.gif

Posted by: wrupa 23 Dec 2012, 22:16
XEL-777
კუზანოვში გააჩნია ვისთან მიხვალ...თუ ალექსანდე და გუგასთან მაშინ უფასოა და თუ ივასთან სადგაც 25 თუ არ მეშლება..და კიდევ ერთი ისა რომ როცა დარეკავ შეგეკითხებიან საიტიდან ხომ არ ხართო ან შენ უთხარი და უფასო კონსულტაციაზე ჩაგწერენ ..მე ასე გავაკეთე ალექსანდრესთან...
გვარამიასთან 40 ლარი ღირს სურათის გარეშე და 50 ფოტოთი..
მეტი არ ვიცი...
და ვისთან გაქვს გადაწყვეტილი გაკეთება??
მე ალექსანდრემ სადგაც 3600 ლარი მითხრა..ყველაფრიანად..სუნთქვის აგდგენა..იქ ნიჟარები,ძგიდე და პლასტიკა...
მარტო პლასტიკა თუ გინდა ცოტა იაფი კი დაგიჯდება...
ალექსანდრემ ასე მითხრა ოპერაციის დღეს აქ დარჩები და მეორე დღეს გაგწერთო...მერე უკვე 3-4 დღე ტამპონები... მერე თაბაშირს გხსნიან და თავისუფალი ხარო...
კონსულტაციებზე მოხვალ მერე რო ვნახოთ როგორ არის სხვირიო...
და ვისთან გაქვს გადაწყვეტილი გაკეთება???

* * *
umbr_ella
ვაფშე თუ რამე არსებობს მე მგონი ყველაფერი მაქვს გასაკეთებელი biggrin.gif რა მაცინეეებს.. sad.gif
ყველაფერი ერთად მიჯდება სადღაც 3150 ჯდება იმ შემთხვევაში თუ ნიჟარები არ მექნება გასაკეთებელი... მაგიტო მითხრა გოგნიაშვილს გაესინჯეოო,, და თუ მითხრა რომ გასაკეთებელია მაშინ ორივე ერთად გამიკეთებს ოპერაციას..და მაგ შემთხვევაში სადღაც 3500 დამიჯდება...
ვაიმე რას ამბობ ავხტები და გავიკვანძები ჰაერში ნემს რო დავინახავ biggrin.gif:D:D:D:D

Posted by: XEL-777 23 Dec 2012, 22:43
QUOTE
კუზანოვში გააჩნია ვისთან მიხვალ...თუ ალექსანდე და გუგასთან მაშინ უფასოა და თუ ივასთან სადგაც 25 თუ არ მეშლება..და კიდევ ერთი ისა რომ როცა დარეკავ შეგეკითხებიან საიტიდან ხომ არ ხართო ან შენ უთხარი და უფასო კონსულტაციაზე ჩაგწერენ ..მე ასე გავაკეთე ალექსანდრესთან...
გვარამიასთან 40 ლარი ღირს სურათის გარეშე და 50 ფოტოთი..
მეტი არ ვიცი...
და ვისთან გაქვს გადაწყვეტილი გაკეთება??
მე ალექსანდრემ სადგაც 3600 ლარი მითხრა..ყველაფრიანად..სუნთქვის აგდგენა..იქ ნიჟარები,ძგიდე და პლასტიკა...
მარტო პლასტიკა თუ გინდა ცოტა იაფი კი დაგიჯდება...
ალექსანდრემ ასე მითხრა ოპერაციის დღეს აქ დარჩები და მეორე დღეს გაგწერთო...მერე უკვე 3-4 დღე ტამპონები... მერე თაბაშირს გხსნიან და თავისუფალი ხარო...
კონსულტაციებზე მოხვალ მერე რო ვნახოთ როგორ არის სხვირიო...
და ვისთან გაქვს გადაწყვეტილი გაკეთება???


მადლობა, არვიცი რეკომენდაციაც მინდა


ხო მე მხოლოდ პლასტიკა მჭირდება და უბრალოდ არ მინდა ძნელად გადავიტანო smile.gif

უბრალოდ 3500 ლარი ბევრია ძალიან


1500-2000 რო დაჯდეს მიღირს. ძგიდე არ მაქვს

Posted by: wrupa 23 Dec 2012, 23:13
XEL-777
ჰოო ბევრიააა და თან ისიც ვიცი რომ ძალიან უნდა გავუფრთხილდე და ეგ მომენტი მაფერხებს ხოლმე....მაგრამ მინდააა რომ ერთხელ და სამუდამოდ დავისვენო და ამიტომ ვდგამ ამ ნაბიჯს.. smile.gif)
აქ იყოოო გვერდიიი ცხვირებთან დაკავშირებით მაგრამ გააუქმეს რატომგაც...
მე ალექსანდრე კუზანობს..გვარამიას და კალანტაროვს ვანიჭებ უპირატესობას...და ვნახოთ ვისთან გავიკეთებ...
წარმატებებს გისურვებ :*

Posted by: umbr_ella 24 Dec 2012, 11:02
wrupa
25 ლარი ღირს პლასტიკაზე გასინჯვა და მე 40 ლარი გადავიხადე გიორგიმ რომ ჩამხედა ცხვირში და თქვა ნიჟარა-ძგიდეო biggrin.gif
QUOTE
ვაიმე რას ამბობ ავხტები და გავიკვანძები ჰაერში ნემს რო დავინახავ biggrin.gif:D:D:D

ასე გეშინია? biggrin.gif დახუჭე თვალი, ვერაფერს ვერ გაიგებ smile.gif
ისე კაი ბევრი კი გიჯდება ეგ შენი ცხვირი..

Posted by: wrupa 24 Dec 2012, 20:07
umbr_ella
ჰოო... მაგ ფასად რამე საჩემო მანქანას ვიყიდიდი და შEმოვახტებოდი.. biggrin.gif
მაგრამ რას ვიზამ თავს ხო არ მოვიკლავ... sad.gif
რო ვერ ვსუნთქავ ღამე რესკად წამოვხტები ხოლმე და მგონია ვიხრჩობი....მერე ძლივს ძლივს ამოვისუნთქავ...
სასწაულები ცოდნია ამ ცხვირს... biggrin.gif
იმ იმედით ვარ რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიის... smile.gif)))))))))))))

Posted by: Gu3st 6 Jun 2014, 17:57
ნიჟარები ვისაც გაქვთ გაკეთებული რამდენ ხანში დაიწყეთ კარგად სუნთქვა?


Posted by: NeoXLaliko 7 Jun 2014, 13:05
მეც ცხვირის ნიჟარების პრობლემა მაქვს. ამ ეტაპზე ოპერაციის გაკეთება არ შემიძლია გარკვეული მიზეზების გამო. სხვა რა შეიძლება გამოვიყენო რო ვიმკურნალო?
აქამდე დღეში 1 ელ ვიწვედებსი დიდროფს. ეხლა ვატყობ რომ ეგ დოზა აღარ მყოფნის. როგორ მოვიქცე?

Posted by: Annabelle Lee 15 Jun 2014, 20:52
NeoXLaliko

რამდენი ხანია იწვეთებ დიდროფს? აქვს მიღების ვადა თუ შეუზღუდავია?
თუ წამალმა იმოქმედა და ნიჟარები დაგიპატარავდა ესე იგი უბრალოდ მიჩვეული ხარ, არცერთ ვარიანტში არ ღირს დოზის გაზრდა, პირიქით, უნდა შეამცირო
მე ავამისს ვიწვეთებდი 1 წელი და ისე მივეჩვიე ვეღარ ვძლებდი, მერე ექიმმა დამანებებინა თავი:
ჯერ 2 დღეში ერთხელ ჩაიწვეთე, მერე 3 დღეში ერთხელ, მერე ოთხში და ასე ნელ-ნელა შეამცირე დოზა სანამ გადაეჩვევი

თუ ნიჟარები ისევ გადიდებული გაქვს ე.ი. ჩასაწვეთებელი არ გშველის და ოპერაცია უნდა გაიკეთო, საშიში არ არის როგორც ვიცი ლაზერითაც აკეთებენ უსისხლოდ

მე ნიჟარები დამიპატარავა ავამისმა, მერე კაი მეგონა ისევ გადიდებული მქონდა და აღმოჩნდა რომ სინუსიტი მაქვს _-

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)