Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ისტორია მეორდება |
Posted by: mind_auger 3 Oct 2012, 20:49 |
თუ ვინმეს რამე აქვს წაკითხული ეს სიტუაცია ათათურქის,დე გოლის და ჰაველის სიტუაციას მაგონებს. ვერც მაშინ აყვა საზოგადოების უმრავლესობა რეფორმებს და გადააყენეს,თუმცა მერე მუხლისჩოქვით ეხვეწნენ დაბრუნებას. |
Posted by: DaNGeR_DaNGeR 3 Oct 2012, 20:51 |
mind_auger არ ვიცი ივანიშვილი რას იზავს, მაგრამ მიშას რომ დაბრუნებას არ შევთხოვ ნამდვილად ვიცი, თუ არ ვარგა ვიბრძოლებ რომ უკეთესით ჩანაცვლდეს |
Posted by: SPC 3 Oct 2012, 20:51 |
mind_auger ბრბო ყოველთვის ბრბოა ერთეულები მიხვდნენ თავიდანვე მაგრამ რას იზამ |
Posted by: MWS 3 Oct 2012, 20:52 |
![]() |
Posted by: forumeli64 3 Oct 2012, 20:53 |
პირველის პოსტის წაკითხვა და ჩემი ცხვირის დაცემინება ერთი იყო. არად რაში სჭირდება ამ თემას ვინმეს ცხვირის დამოწმება... ![]() |
Posted by: Padre Organtino 3 Oct 2012, 20:53 |
შედარების მასშტაბი ![]() ათათურქმა ომში გაანადგურა ბერძნები და დასავლელები, შეებრძოლა ჩამორჩენილ და რეტროგრადულ ისლამისტებს და ბოლოს და ბოლოს შექმნა ერთიანი თურქული ნაცია. |
Posted by: FsdasD 3 Oct 2012, 20:53 |
ათათურქი, დე გოლი, ჰაველი.... მიშა mind_auger შენ ფიქრობ რომ აქ ოთხი კაცის სახელია ჩამოთვლილი...? მათემატიკა ზუსტი მეცნიერება ხომ არ გგონია? აქ წერია 3 კაცის სახელი და ერთი სირის. |
Posted by: აბულაბას 3 Oct 2012, 20:54 | ||
mind_auger
რას ნიშნავს რეფორმებს ვერ აყვა? განვითარებას, უკეთესს ცხოვრებას სთავაზობდნენ და უარი თქვეს? დებილი ერი ვართ? ![]() |
Posted by: public_enemy 3 Oct 2012, 20:56 | ||||
mind_auger
|
Posted by: bazuka 3 Oct 2012, 20:57 | ||
შენთვის კრისტინა და მიშა ორივე ღმერთია ?? რასაცქვია გაღმერთების მეფე ხარ რაა ![]() ![]() ![]() |
Posted by: Z@G@NTi 3 Oct 2012, 20:59 | ||
![]() |
Posted by: SEXPISTOLS 3 Oct 2012, 21:01 |
ჯერ სადა ხართ... http://garbonline.tv/news/mamaos-mowodeba/ ![]() |
Posted by: kokookocha 3 Oct 2012, 21:02 |
დღევანდელი განცდები რაც საზოგადოებაშია მიშას ბინძური პოლიტიკის, რუსთავი2 და იმედის დამსახურებაა. რა გჭირთ ხალხნო, განა ბენდუქიძემ მილიონები რუსეთში არ იშოვა? მაშინ რატომ არ იყო ასეთი წინათგრძნობა რომ რუსეთიდან ჩამოსული მილიონერი რომელიც ეკონომიკის მინისტრად მოგვევლინა საქართველოს დაღუპავდა. ან როდესაც სააკაშვილმა მთელი ქვეყნის რესურსები რუსებს მიჰყიდა მაშინ რატომ არ გააპროტესტეთ? თუ ფასადურმა აღმშენებლობამ გადაფარა თქვენი შორსმჭვრეტელობის უნარი და ვეღარ ხვდებოდით რომ უკვე რუსეთი გვაკონტროლებდა!!!! ძალიან მინდა ვინმე ჯანსაღ პოლემიკაში შემომყვეს |
Posted by: jangi 3 Oct 2012, 21:02 | ||
ხო... ერთ დღეს, როცა მიშა თავის ვენახში იქნება, ყვარელში, მივა ქართველები და თხოვს პრეზიდენტად დაგვიბრუნდიო. მიშა იტყვის, რა მეპრეზიდენტება ვენახი მაქვს გასაკვირტიო ![]() |
Posted by: tom 3 Oct 2012, 21:03 |
მთავარია საქმე გააკეთოს ! ................ |
Posted by: mind_auger 3 Oct 2012, 21:06 |
ხო ნუ თუ ეხლა ვერ ხვდებით რას ნიშნავს რეფორმები მიხვდებით ალბათ 1-2 წელიწადში. ზუსტადაც რომ კაი ცხოვრებას ვერშეგუებულმა და ვერ აყოლილმა ქალაქებმა წააგებინეს არჩევნები.ბათუმით დაწყებული მცხეთა-მესტია-თელავით დამთავრებული. ბინების ფასები რო მილიონამდე აუვიდათ და თავი მართლა მილიონრები ეგონათ.იმდენი კრედიტი გამოიტანეს რაც არც მაგათ ჯიბეს წვდებოდა და არც აზროვნებას.ეხლა იოლი გამოსავლის იმედი აქვთ ბიძინა ვალებს ჩამოგვაწერსო. ![]() მაგის მხარდამჭერთა მინიმუმ 60% ამ იდეით სულდგმულობს. არ ვიცი მიშა რას იზამს,მარა მე თბილისის საკრებულოს თავჯდომარე სააკაშვილიც მახსოვს ოპოზიციაში და არავის ვუსურვებდი პრეზიდენტ სააკაშვილს ოპოზიციაში ![]() |
Posted by: vili 3 Oct 2012, 21:06 | ||
mind_auger
ეს რატომ? ალბატ ლეხ ვალენსა უფრო კარგი მაგალითი იქნებიდა |
Posted by: SEXPISTOLS 3 Oct 2012, 21:07 | ||
100% ![]() |
Posted by: patriciia 3 Oct 2012, 21:09 | ||
jangi
დიოკლეტიანეს სიტყვების პერიფრაზია აშკარად ![]() მე მგონი, იმან კომბოსტოზე თქვა, ნახეთ, რა კომბოსტო მოვიყვანეო ![]() არადა, ქრისტიანებს იმენა დედას ტირობდა ეგ დიოკლეტიანე |
Posted by: Hyena 3 Oct 2012, 21:12 | ||
mind_auger
სგ, ჩემპიონატზე გადი, როგორც უსათაუროში იტყოდნენ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: jangi 3 Oct 2012, 21:14 | ||
patriciia კი კომბოსტოზე თქვა, კი მართალია მიშას ყურცქვიტას ეძახიან, მაგრამ კომბოსტოს მგონი არ მოიყვანს ![]() |
Posted by: ucelo 3 Oct 2012, 21:18 | ||
Padre Organtino
მიშამ კიდე რუსეთის იმპერია დაამარცხა, აპაა აბა, სხვა რომელმა გაბედა რუსეთთან ომი?! |
Posted by: fablo 3 Oct 2012, 21:19 |
http://garbonline.tv/news/mamaos-mowodeba/ |
Posted by: mtavrishvili 3 Oct 2012, 21:20 | ||
mind_auger
მიშას პრობლემა არ არის ის რომ იგი რეფორმატორობას შეეწირა. ასე მხოლოდ თვითონ მიშას და მიშისტებს ჰგონიათ. მიშას პრობლემა არის ის რომ საქართველოს ხელისუფლებაში თავიდანვე საქართველოს 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ უკანონოდ მოვიდა. იგივე საბედისწერო შეცდომა დაემართა 1990 წელს ზვიად გამსახურდიასაც. ეს კი არ არის ისეთი შეცდომა კაცი ლიმონათის ნაცვლად შეცდომით ლუდს რომ დალევ. ეს ისეთიე საბედისწერო შეცდომაა კაცი თავს "ფორთოკის" ნაცვლად გილოტინაში რომ შეჰყოფ. მიშას და ზვიადსაც იმ მომენტში თავი ერის მამები რომ ეგონათ, სინამდვილეში ამ ვითომდა ზოგიერთებისთვის ვითომდა უმნიშვნელო შეცდომის გამო ერის ნომერ პირველ მტრებად იქცნენ. ამ დროს ამას ვერც თვითონ მიხვდა და ჭკუის დამრიგებელიც არავინ არ ჰყავდა. ყველა პირიქით აქეზებდნენ ნახე რა მაგარი ხარო. ახლა იგივე გილოტინაში ბიძინა ჰყოფს თავს და გადარჩენის იოტისოდენა შანსიც არა აქვს. რაიმე ამის მსგავსი საქართველოს გარდა არცერთ სხვა ქვეყანაში არ ხდება. ეს სისტემა მხოლოდ საქართველოში მუშაობს 100%-იანი უტყუარი ეფექტურობით. თუ რატომ ათასჯერ მაქვს ადრე ახსნილი და აღარ გავიმეორებ. |
Posted by: patriciia 3 Oct 2012, 21:45 | ||
jangi
რა შუაშია მიშას რას ეძახიან.... მე ის აღვნიშნე, დიოკლეტიანემ რა თქვა, მიყვარს ხოლმე ხანდახან ინტელექტით რომ გავიბწყინებ ხოლმე ფორუმის ცაზე ![]() |
Posted by: progresi 3 Oct 2012, 21:47 |
და მიშა ჰაველის ან დე გოლის დონის პოლიტიკოსია? ხო აი 9 წლიანი ლოგიკა ჭეშმარიტად გამოსჭვივის. |
Posted by: andamat3 3 Oct 2012, 21:48 | ||
მაგას გვიან მიხვდება ჩვენი ბედნიერი ერი . . . * * * mtavrishvili და რა, ზვიადი ან მიშა საქართველოს 1921 წლის მუდმივი ეროვნული კონსტიტუციისშესაბამისად რომ მოსულიყვნენ რუსეთი იქნებოდა უკეთესი მეზობელი, თუ ჩვენი ბედნიერი ერი გამოიჩენდა მეტ გონიერებას? პუტინის პრობკა ბორისზე არც ღირს ლაპარაკი . . . |
Posted by: kvarkvare 3 Oct 2012, 21:56 | ||||
mind_auger
რეფორმების გამო კი არ დამარცხდა ეს ხელისუფლება, არამედ მათი კრიმინალურობის და ადამიანის უფლებების არნახული დარღვევების გამო...... ნუთუ ვერ ხედავ განსხვევაბას....ადამიანის მკვლელებს და სადისტებს დაბრუნება არ უწერიათ ,,,, პირიქით რაც დრო გავა უფრო მიხვდება ხალხი რამხელა ჭირი მოვიშორეთ..... ხალხს უკვე ტელეფონზე ლაპარაკის და განსხვავებული აზრის დაფიქსირების აღარ ეშინიათ და თავისუფლად სუნთქავენ....... ამიტომ ჯობს ამოუდგეთ ამ ხელისუფლებას და კონსტრუქციულად აკრიტიკოთ ვიდრე ჩასაფრებულის პოზიციაში იყოთ....თავად დაიტანჯებით,,,,,,,, kokookocha
გაანებე ამათ თავი ახლა ესენი დესტრუქციულ საქმინობას ეწევიან...ჯერ არმოსულ ხელსიუფლებას ლამძღავენ და პასუხს თხოვენ....მოკლედ მძიმე დღე ელის ბიძინას ამათ ხელში , მაგრამ სადაც ეს გველეშაპი რეჟიმი დაამარცხა და ამერიკა მოიმხრო იქ ამ ჩასაფრებულებსაც მალე გააჩუმებს თავისი გონივრული პოლიტიკით... ..... |
Posted by: gervasi 3 Oct 2012, 21:57 | ||
![]() სად დე გოლი და სად მიშა.... ერეკლესი და პალიკოსი არ იყოს..... კიდევ კარგი ცხოვრება იყო ქალაქებშიო ![]() დიოკლეტიანეს მაგალითები კი წავა, მივლენ მიშასთან კარდუები ლაზიკის კომუნაში წასაყვანად და ის ეტყვის რა მინდა თქვენთანო ასეთი კანაფი, კოკა და ყაყაჩო მომყავს ჩემ ორანჟერიაშიო დაჯე სანდრას ნიგერიელი ქმრის ჰოლანდიურ ორანჟერიას ვაჯობეო ყვარელში.... |
Posted by: JSN 3 Oct 2012, 21:58 |
mind_auger დელ ბოსკე არ უნდა გაგეშვათ! ![]() |
Posted by: salvatore 3 Oct 2012, 22:02 | ||
mind_auger
ვინ გადააყენა ათათურქი? ![]() სიცოცხლის ბოლომდე თავზე აჯდა თურქეთს და სხვათაშორის,თანამედროვე თურქეთი უფრო ჯემალ გურსელის,თურგუთ ოზალის,სულეიმან დემირელის და ქენან ევრენის შემოქმედებაა ვიდრე ათათურქის,რომელმაც,მართალია შექმნა სისტემა,რომელმაც ავად თუ კარგად 80-იანებამდე გაძლო და გადაარჩინა თურქეთი სრულ გაქრობას როგორც სახელმწიფო,მაგრამ ის თურქეთი რაც დღესაა,მას არ შეუქმნია. ამასთანავე ათათურქს ძალიან ბევრი შავბნელი საქმეც უკავშირდება,თუნდაც დერსიმის სისხლისღვრა და მერე იქაური მოსახლეობის მასობრივი აყრა და გადასახლება. ე.წ. იზმირის საქმე და პოლიტიკური რეპრესიები,მათ შორის ისეთი ოპოზიციის მისამართითაც,რომლებიც იდეოლოგიურად ათათურქზე პროგრესულებადაც შეიძლება ჩავთვალოთ,თუნდაც იგივე სამოქალაქო კონტროლის,ნაცვლად ათათურქის მილიტარიზმისა და მრავალპარტიულობის მხრივ. ათათურქმავე ჩაუყარა საფუძველი თურქეთში ქურთების რადიკალიზაციას... მოკლედ რომ ვთქვათ არაა საქმე ისე,როგორც შენ აცხადებ. |
Posted by: mind_auger 3 Oct 2012, 22:07 | ||
salvatore ხო იმიტომაცაა მთელ თურქეთში ტურისტზე მეტი ათათურქის ძეგლი. იტოგში რა....არ ვიცოდე მაინც ამისდედავატირე ვინ არიან ესენი,სულ უცხოები მაინც მოეყვანა ბიძინას,პინგვინები მოეყვანა,ბოზები მოეყვანა..... ლამფუჩკებს შეხედეთ კარგად და დაიმახსოვრეთ როგორ ანათებენ. ![]()
აი არ მინდოდა მეფიქრა,მეზარებოდა,მარა თანდათან მეფიქრებოდა ![]() |
Posted by: 777giorgi777 3 Oct 2012, 22:09 |
რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები რომ 1 წელიწადში ისევ შევხვდებით რუსთაველთან. |
Posted by: mtavrishvili 3 Oct 2012, 22:18 | ||
andamat3
საქმეც ზუსტად მაგაშია. გინდ ზვიადი და გინდ მიშა 1921 წლის კონსტიტუციით რომ მოსულიყვნენ მილიონჯერ უფრო ჭკვიანურად მოიქცეოდნენ და რუსეთიც თავის მხრივ საქართველოს მიმართ თავის აგრესიულ გეგმებში გაცილებით უფრო თავშეკავებული იქნებოდა. ორივეს აგიხსნით. ჩეხოსლოვაკიას არ ჰქონდა საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ბადალი კონსტიტუცია, მაგრამ იქ მაინც არსებობდა რაღაც კონსტიტუციური წესრიგი. ვაცლავ ჰაველიც არ იყო ზვიად გამსახურდიაზე უფრო ჭკვიანი. ოღონდ როგორც ვნახეთ ზვიად გამსახურდიამ გაუბერა და ჰაველმა კი არა. რატომ? იმიტომ რომ ზვიადს თავისი ჯიბის პარლამენტი ჰყავდა, ჰაველი კი პირიქით პარლამენტს ემორჩილებოდა. მითუმეტეს საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია იძლევა ქვეყნის მმართველობის არა მარტო სიბრძნის, არამედ გენიალობის გარანტიასაც. ასეთი სისტემა ახდენს ადამიანთა ნიჭის და გამოცდილების კონცენტრაციას, კოლექტიურ პოლიტიკურ მმართველობას. ზვიადმა და მიშამაც კი პირიქით პარლამენტები ჯიბეში ჩაიდეს და თავიანთი ქაციან თავებს ათასჯერ უფრო მეტი ტვირთი აჰკიდეს ვიდრე თვითონ შეეძლოთ გაექაჩათ. ახლა რაც შეეხება ჩვენს ბოროტ მეზობელ რუსეთს. საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია ხელისუფლებას ავალდებულებს ყველა ქვეყანასთან და მათ შორის რუსეთთანაც თანასწორუფლებიან ურთიერთობებს. საქართველო ასეთ შემთხვევაში აგრესიისგან დაცულია საკუთარი სუვერენიტეტით. ის კონსტიტუციები კი რომლებითაც ზვიადის, ედუარდის და მიშას ხელისუფლებები მოქმედებდნენ, საქართველოს სრულიად უსუსურ ჩახდილ პოზაში აყენებდნენ რუსეთის წინაშე. |
Posted by: York 3 Oct 2012, 22:19 | ||
SPC
ღმერთებს სწყურიათ? |
Posted by: andamat3 3 Oct 2012, 22:30 |
კარგით, რა mtavrishvili, თქვენ თვითონ თუ გჯერათ, რომ რუსეთს, ამ ტლუ ველურ დათვს საქართველოს კონტიტუცია აიძულებდა თავის იმპერიალისტურ ზრახვებზე უარის თქმას? რუსეთს ყველაფერი ერთ ადგილას ჰკიდია - ძალა აქვს და ჭკუა არ სჭირდება და ამით ამანდრაჟებს მსოფლიოს. ეს უტვინო ზანგიც რომ ფეხქვეშ გაეგო . . . |
Posted by: chibukha 3 Oct 2012, 22:33 | ||||
mind_auger
და საერთო რა არის ამ სამ სიტუაციაში? გადაიკითხე კიდევ ერთხელ ისტორია.
ვის? ათათურქს? დე გოლს? ჰაველს? ფაქტები დადე. შევარდნაძეში ხო არ გეშლება შემთხვევით? გადაიკითხე კიდევ ერთხელ ისტორია და ისე მოიყვანე მაგალითები |
Posted by: mixasa 3 Oct 2012, 22:35 |
ჩერჩილიც შეგეძლო გაგეხსენებინა, ორ\ღონD ერთი სხვაობიტ ომებს იგებდნენ რეალურად |
Posted by: salvatore 3 Oct 2012, 22:37 | ||
mind_auger
რუსეთშიც ოხრადაა ლენინის ძეგლი,ამჟამინდელ თურქეთში ათათურქი სიმბოლო უფროა,ვიდრე არსებული სისტემის მამა,ლენინისა არ იყოს,რომელსაც რეალურად სტალინის დამსახურებები აქვს მიწერილი. |
Posted by: Street King Energy 3 Oct 2012, 22:40 |
ბოლოს ყველა ფეისპალმით რო ივლის ეგ იქნება ღადაობა ![]() |
Posted by: ინფინიტი 3 Oct 2012, 22:41 | ||||
SPC
და შენ ვინ ხარ, ქართველი ერის უმრავლესობას რომ ბრბოს უწოდებ, რა შეგიქმნია, გაგიკეთებია, რით გარჯილხარ აგრერიგად, რომ მათ ამეტებ თავს ? ![]() და შენ მკილავდი აგრესიაზე რომელიღაც თემაში ![]() ამაზე დიდი აგრესია არ არსებობს, ბრბო და ნახირი უწოდო საკუთარ ხალხს , მთლიანად ერს და არა რომელიღაც ცალკეულ ინდივიდს ![]() mind_auger
პირველად გავიგე , კაი ცხოვრებას ვინმე ვერ ეგუებოდეს ![]() ![]() ვირმაც კი იცის კარგი და ცუდი საბალახოების და იმის გარჩევა, მძიმე ტვირთი აქვს აკიდებული თუ მსუბუქი და ნუთუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ კარგადაა, მაძღრად, თბილად, წყნარად, სამართლიანობის და სიმშვიდის განცდით, ხელისუფლების ზრუნვის ქვეშ, აქვს ნორმალური სამსახური და წესიერ პირობებში ზრდის შვილებს ![]() ![]() |
Posted by: david_gurgi 3 Oct 2012, 22:41 | ||||
tom
გუბაზიმ ?
для начала: насколько хорошо ты владеешь русским языком, чтобы в полемике участвовать ? |
Posted by: operis achrdili 3 Oct 2012, 22:45 | ||||||
mind_auger
არ თქვა თორემ, უცებ გაგიხსენებენ ედო ბაბუს! DaNGeR_DaNGeR
მიშა ვერ დაბრუნდება, მას ამოეწურა პრეზიდენტობის ვადის ლიმიტი, მაგრამ ვანიჩკას ნამდვილად ველი! kokookocha
აბა ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხების საქმე ეგ არის, გუნდრუკი უკმიოს მე-9 არხმა! |
Posted by: PEPE-5 3 Oct 2012, 22:47 | ||
შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა .......... დეფი |
Posted by: david_gurgi 3 Oct 2012, 22:50 | ||
ინფინიტი
მე ვარ მოსე და მე მოგიტანეთ ღმერთის 10 მცნება და თქვენ რომელ ღმერთს ეთაყვანებით ? არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაზე წრეზე სიარულს არ გადაეჩვევა ხალხი მთავარია რომ მხოლოდ საკუთარი შეცდომების ხარჯზე სწავლობს "ბლდ წაიკითხე ეს დედა აფეთქებული წიგნები. გაიმა ექო. " |
Posted by: CONTROLBIURER 3 Oct 2012, 22:52 | ||
ეგ სულ რაღაც 3-4 თვეში გამოჩნდება , ერთმანეთს რომ დაერევიან მეოცნებენი . პ.ს. ისე რა მოხდება კოალიცია ქართული ოცნება პარლამენტში მოხვედის შემდეგ რომ დაიშალოს, მაშინ ვინ იქნება უმრავლესობაში . მართლა მაგრად მაინტერესებს. ![]() |
Posted by: nioradze 3 Oct 2012, 22:53 | ||
![]() ![]() ![]() ![]() საზოგადოებამ ვერ გაუგო რეფორმებს? რეფორმებს კი არა. საზოგადოებამ არ ისურვა ერთი ფაშის პირად გასართობ მოედნად ყოფილიყო მათი ოჯახი და მათი ქვეყანა. საზოგადოებას გაუჭირდა ნაცური უსამართლობის ატანა გამოდით რა რუსთავი 2 -ს ეკრანიდან. რეალობას თვალებში შეხედეთ, იფიქრეთ იმაზე რეალურად რატომ წააგო მიშამ არჩევნები. დე გოლი არა კვატა |
Posted by: ინფინიტი 3 Oct 2012, 22:58 | ||
david_gurgi
ერთი მჭმუნვარე კაცისა რომელ არს ჩასვრილ უკანალსა შიგან და გაუდის ჟიმჟიმი ესრეთ ![]() |
Posted by: Mariko20 3 Oct 2012, 23:03 | ||
საინტერესოა რომელ რეფორმებს ვერ ავუწყეთ ფეხი?მაგალითად ვითომ ფრანგების მოწონებული სასჯელაღსრულების რეფორმა პატიმრების არაადამიანური მოპყრობით და წამებით,პოლიციის რეფორმა თავიდან წარმატებული მაგრამ შემდეგში ამ რეფორმას მოჰყვა ზუსტად პოლიტიზირებული პოლიცია,უამრავი ქუჩაში მოკლული ახალგაზრდა,ასევე უამრავი უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი,კუდის და სოდის ზონდერები,ვითომ კორუფციის და ქურდების მოსპობა სინამდვილეში ხელისუფლების ელიტაში გადანაცვლება შედეგად რა მივიღეთ?ქურდებად მოგვევლინნენ თვითონ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა რომლებმაც დაატერორეს ბიზნესი,უაზროდ გაფლანგეს ბიუჯეტი სხვადასხვა კონცერტებსა და ლაზიკის მაგვარ სისულელეებში,გაზარდეს გადასახადები სამაგიეროდ გვაჩუქეს 20 ლარიანი ვაუჩერები თითქოს მათხოვრები ვყოფილიყავით,ჯიბეში ჩაიდეს ტელევიზიები,მონებად გაიხადეს მოსამართლეები,შეზღუდეს თავისუფალი სიტყვა,ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მონათლეს მოღალატეებად და რუსეთის აგენტებად,შექმნეს ერთი იდეოლოგია რომ ვინც ყველაფერზე ტაშს არ გვიკრავს და არ გვიცინის მტერია,ერთმანეთს დააპირისპირეს საზოგადოება,დაყვეს ჩვენიანებად და მტრებად არადა თუ მართლა დემოკრატი პრეზიდენტი ხარ ყველას პრეზიდენტი უნდა იყო და არა განსაზღვრული ჯგუფის,არასწორი ნაბიჯებით რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა და ამის შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს ომი უამრავი ახალგაზრდის შეწირული სიცოცხლე.და ამის მერე ქართველი ხალხია თურმე დებილი და მიშას მთავრობას უნდა ეხვეწოს დაბრუნება?კიდევ რომელ ერთი ვითომ დემოკრატიული და წარმატებული რეფორმა გინდა ჩამოგითვალო მითხარი?სხვისი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის სააკაშვილი არც ათათურქია არც ვაცლამ ჰაველი და არც მარტინ ლუთერ კინგი,არც დე გოლი ეს კაცი ჩემთვის არის დემოკრატიის ნიღაბმორგებული დიქტატორი ჩემი აზრი ასეთია და სხვას თავის გზაზე გაუმარჯოს. |
Posted by: luna 3 Oct 2012, 23:12 |
mind_auger მე რეფორმებს ვემხრობი, ნამდვილად, მაგრამ ამ მთავრობამ და ხელისუფლებამ ყველანაირი რესურსი ამოწურა. დეგენერატები ყავდათ დანიშნული ყველა თანამდებობაზე. კარგია თუ ახლა მაინც მიIღეს გაკვეთილები და შეინარჩუნებენ სახეს, ისე რომ მომავალში შეძლონ დაბრუნება |
Posted by: andamat3 3 Oct 2012, 23:14 | ||
კი, ბიძინას ჰყავს სულ რჩეული ანგელოზები გუნდში. ![]() |
Posted by: mind_auger 3 Oct 2012, 23:14 | ||
ეხლა ვის ნიშნავს ბიძინა არ გადახედე??თუ არ იცი ვინ არიან? |
Posted by: დათუნიკა 3 Oct 2012, 23:21 |
public_enemy მიშას სიცილი უკვე კარგად ავითვისეთ... კუჭში როგორ გადის ეგ კადრები ხომ არ გაქვს? ან მოგვიყევი მაინც... ![]() |
Posted by: SCO 3 Oct 2012, 23:33 |
ვაა, ესე იგი მაგრად ვიყავით და ბრმა ხალხმა თუ ვერ დაინახა ![]() ყველა საარჩევნო დაპირება პწიჩკა-პწიჩკა სრულდებოდა და ვერ დაინახა. ნატოში შევალთ და ტერიტორიებს დავიბრუნებთო _ შეასრულეს და ვერ დაუნახეს. სასამართლოს, პოლიციის, სასჯელაღსრულების რეფორმები თურმე ბრწყინვალედ შედგა და ვერ დაუფასეს. უმუშევრობა თითქმის არ იყო, მონოპოლიზირებული ბიზნესი არ არსებობდა, ფასები ძირითად პროდუქტებზე დაბალი იყო, ბიზნესი ხელშეუხებელი იყო, მედია დამოუკიდებელი და ობიექტური, მართმსაჯულება _ მოუსყიდველი, იმიგრაცია შემცირდა, ქართველებმა თურქეთ-დაბერძნეთი დააცარიელეს, ემიგრანტები დაგვიბრუნდნენ... მოკლედ სრული ჰარმონია.... და ამ უმადურმა და უგუნურმა ხალხმა ამ ხელისუფლებას ზურგი აქცია ხო?... მაშ მტყუანს? ![]() |
Posted by: demniko 3 Oct 2012, 23:59 |
მიშას უბედურება მისი ვერცხლისმოყვარეობა აღმოჩნდა. მისი უზნეო ცხოვრების სტილი .ის ვეღარ იქნება ოპოზიციაში .მეფე შიშველია უკვე .გავიგეთ რაც ყოფილა.მატყუარა. მე პირადად2003 მიშას მივეცი ხმა. წყნეთის ტყეებზე რომ მიუვარდა მეფარიძეს არიქა ტყეს ჩეხავსო. ვიფიქრე ე კაცი. შესტკივა გული ქვეყანაზეო რას ვიფიქრებდი ამას პიარისთვის აკეთებდა. მერე სულ ჩინელებზე გაჰყიდა ტყეები. იმდენი გაჩეხეს მეფარიძეს არც დაესიზმრებოდა.ასეა ყველაფერში. მორჩა მიშა უკვე გაიშიფრა რა კაცია. მიშა კაპუტ |
Posted by: Mariko20 4 Oct 2012, 00:05 |
ნაციონალების მომხრეები თქვენს წაგებაში ხალხს კი ნუ საყვედურობთ და ბეჩავებად გამოგყავთ არამედ ცოტა რეალურად იაზროვნეთ და გაანალიზეთ რამ გამოიწვია თქვენი დამარცხება არჩევნებში მიზეზი ზუსტად არასწორი რეფორმები და ჩვენი ქვეყნის ერთი კაცის ნება-სურვილზე მორგებაა. |
Posted by: Raven 4 Oct 2012, 00:07 |
1992-1993 ზვიადი-ედიკა 2002-2003 ედიკა-მიშა 20012-2013 მიშა-ბიძო 2022-2023 ბიძო-? ყოველ 10 წ-ში იცვლება ვლასტი, მშვენიერია, პირველი 2 თუ ძალით იყო, მე-3 ნებითაა, პროგრეს ნა ლიცო. |
Posted by: public_enemy 4 Oct 2012, 00:11 | ||||||
დათუნიკა
![]() ![]()
აი ეს გადმომითარგმნე ეხლა ადამიანურ ენაზე |
Posted by: ecklesiast 4 Oct 2012, 00:13 | ||
mind_auger
ათათურქი ჰაველი და სააკაშვილი? ![]() |
Posted by: LIKACSI 4 Oct 2012, 00:17 |
მაინტერესებს ესეთი რამ: თუ ვინმემ პასუხი იცის, დიდად დამავალებთ D: როდესაც ინიშნება მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (დროებით) მაქსიმალური ვადა რა არის მისი ამ თანამდებობაზე ყოფნის? ანუ ახალი მინისტრის დანიშვნა რა მაქსიმალურ ვადში უნდა მოხდეს? |
Posted by: libero 4 Oct 2012, 00:24 | ||
![]() ![]() |
Posted by: München 4 Oct 2012, 00:24 | ||
ვაახ, რამდენნი ხართ ეს გაბოროტებული ნაცები ![]()
საფრანგეთის და ჩეხეთის რა მოგახსენო და საქართველოში ედიკას დაუჩოქეს პირდაპირი მნიშვნელობით. მაშინაც ეგონა ხალხს, ეგ რომ წავიდეს რა გვეშველებაო... წავიდა და არ დაინგა ქვეყანა. მიხვდით ბოლოსდაბოლოს ერთ კაცზე არ არის საქართველო დამოკიდებული! |
Posted by: ravi_shen 4 Oct 2012, 00:27 |
ივანიშვილის პროგრამა წმაკითხეთ რა რას პაირებს ძალიან მაინტერესებს... უფრო სწორად ერთი თვე მინდა რომ გავიდეს თუ ერთი თვე არ ეყოფა , რომ სევატყოთ რა ხდება |
Posted by: furashka 4 Oct 2012, 02:07 | ||
![]() ![]() ![]() |
Posted by: kriketi-1985 4 Oct 2012, 02:18 | ||
![]() ჰო, მას და მის გუნდს რაღა შეცვლის და იმავეს დაბრუნება ნამდვილად აღარ მენდომება არც ერთ შემთხვევაში. ახლებიც გამოჩნდებიან... მეც არ მინდა იმედი გაგვიცრუოს ბიძინას გუნდმა, თU არადა ქვეყნის მარცხი იქნება და არა მხოლოდ ოცნების მხარდამჭერების, თUმცა მაინც მგონია, რომ ნიშნის მოგების შემცველ პოსტებს უნდა ველოდოთ არგამართლების შემთხვევაში. |
Posted by: chombe 4 Oct 2012, 02:32 | ||
mind_auger
მდააა... მაგალითებია იმის "ჭუ" რა... 1. ათათურქი არსად გადამდგარა, პატიოსნად დალია სული პოსტზე ! 2. დეგოლი მართლაც გადადგა, მაგრამ ფრანგმა ხალხმა მუხლებში ჩავარდნა და "არიქა, დაბრუნდი-დაბრუნდიო" ამის ხვეწნა ვეღარ მოასწრო, რადგანაც პოსტის დატოვებიდან მალევე გენერალმა სული უფალს ჩააბარა. 3. მსგავსად ათათურქისა არც ჰაველი გადამდგარა არსად, 14 წლის მანძილზე ჯერ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი იყო, მემრე ჩეხეთისა.... იგი ვალმოხდილი და დაფასებული მიიცვალა სულ ახლახანს ! |
Posted by: bakulas rusebi 4 Oct 2012, 03:40 | ||
ერო და ბერო, იცოდეთ რო ეს სუბიექტი chombe , არის არაკაცი მეძავი როცა შემკვეთი (გადამხდელი) ეტყვის რო საჭიროა ნდობის მოპოვება ხალხთან, ხდება ანარქისტი-სიმართლისტი-არავისტი., რო მოიპოვოს ნდობა. როცა გადამხდელი ეტყვის რო საჭიროა ხალხის პროტესტის გაქარწყლება , ეგრევე იწყებს აქტიურ პროპაგანდას "სახელმწიფოს გადასარჩენად". შეაფურთხეთ ყველამ სახეში! ეს არის არაკაცი მეძავი მძორი!!!
|
Posted by: kvk 4 Oct 2012, 09:13 | ||||
ეგ მართალია ადრე იყო ![]() ისეთი რიტმი იყო რომ ეხლა რაღაც პენსიონერების ფაზაში ჩაგვაგდეს და ხელოვნურად გაწელილი ლოდინის ფონზე ტელევიზიის ყურება იმას მაგონებს ბავშვობაში შაბათას რომ ველოდებოდით "ილუზიონი" რომ იყო და რა ფილმი გავიდოდა რომ არ ვიცოდით ![]() ![]() ![]() |
Posted by: boone 4 Oct 2012, 09:32 |
მიშა დაბრუნდება ბიზინა ამოიღებს თავის ჩადებულს ერთი ხუთად მაინც და მოცოცხავს (იმედია არა იმ ცოცხით ნაცებს რომ შეუგდეს) დავრჩები მიშას ამარა ბიძინა რომ არა ვინ გაუწევდა კონკურენციას მიშიკოს |
Posted by: PING 4 Oct 2012, 09:33 | ||
SPC
რას მიხვდნენ დედა რო უტირა ხალხს მაგას დიდი ტვინის დაძაბვა ჭირდება? ![]() " მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირადი მფრინავის მეუღლეს დაბადების დღეზე, არც მეტი, არც ნაკლები, ვერტმფრენი აჩუქა. მიხეილ სააკაშვილის პირადი მფრინავი, გვარად ქორთოშიძე ისევე სარგებლობს ჯერ კიდევ საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის მფარველობითა და უხვი საჩუქრებით, როგორც მრავალი სხვა სააკაშვილის გარემოცვიდან. ქორთოშიძის ვაჟიშვილი თბილისის აეროპორტის დაცვის სამსახურის უფროსია. ქორთოშიძეების მთელი კლანი ფლობს ძვირფას ავტომანქანებს, ყველა ამ ავტომანქანას აქვს სერია "ქორ", ხოლო ნომრები იწყება 001, 002 და ასე შემდეგ. ამ ახლად მოვლენილი "არისტოკრატიის" საოჯახო იერარქიის შესაბამისად". http://www.ambebi.ge/sazogadoeba/62529-saakashvilma-thavisi-piradi-mfrinavis-cols-vertmfreni-achuqa.html უნდა დავაბრუნოთ მიშა და ნაცმო აბა რა უნდა ვემსახუროთ რომ ქორთოშიძეებს, წკრიალაშვილებს და ნიჟარაძეებს ცივი ნიავი არ მიეკაროს ![]() |
Posted by: seriamin 4 Oct 2012, 10:22 |
დღეს ჩვენ ვართ რეალური საშიშროების წინაშე, რომ ქართული ოცნება გადაიზარდოს დომინანტ პოლიტიკურ ძალად. პოლიტიკურ ძალას რომელსაც აქვს 5 მილიარდი დოლარი შეუძლია მძლავრი ინვესტიცია განახორციელოს ქვეყანაში და შექმნას უამრავი სამუშაო ადგილები რაც არის კარგი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში 4 მილიონიან ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა აღმოჩნდება დასაქმებული ერთი კომპანიის/კორპორაციის მიერ და მისი გავლენა იქნება უსაზღვრო და მსგავს ძალაუფლებას შეუძლია ცხოვრება მოუწამლოს თაობებს. ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელიც უცხოა დიდი ქვეყნებისთვის. იქ ბუნებრივად არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა რომელსაც აქვს რესურსი იმის საკმარისი რომ მთელი ქვეყანა "დააპუროს". რათქმაუნდა ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დუხჭირიდან გამომდინარე ნაკლებად ადარდებს ხვალინდელი პოლიტიკური თავისუფლება - მას ვერც მოთხოვ გააკეთოს უფრო შეგნებული არჩევანი ასე რომ დღეს მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე აკისრია აწ უკვე ოპოზიციას. "ფინანსური ინტერვენცია" საქართველოში უნდა იქნეს დაბალანსებული საპირისპირო "ფინანსური ინტერვენციით" ან უკიდერეს შემთხვევაში შეჩერებული იქნას ნებისმიერი ფასად თუნდაც ძალოვანი მეთოდების გამოყენებით. მაგალითები რომელიც მოიყვანა ავტორმა, სწორი იქნებოდა საქართველოს შემთხვევაშიც რომ არა ძალიან დიდი ფინანსური ფაქტორი. |
Posted by: Alonzo Mosely 4 Oct 2012, 11:55 | ||
mind_auger ეს თუ არ დაგავალეს და შენით მოიფიქრე, საღოლ... ![]() |
Posted by: miriani111 4 Oct 2012, 11:57 | ||
![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: სამი 4 Oct 2012, 11:59 | ||
ანუ მიშა უკვე დეგოლს შევადარეთ? ძეგლიც ხომ არ დავუდგათ? აუ ძალიან გთხოვთ რა ნუ წერთ ესეთ რაღაცეებს. |
Posted by: Sonya 4 Oct 2012, 12:02 | ||
mind_auger
იცი, რა? რეფორმის წინააღმდეგი არავინ არის (ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი). აი ტრაკში ცოცხი კი მტკივნეულია... შეადარე ახლა მიშა დე გოლს ![]() |
Posted by: niktagva 4 Oct 2012, 12:04 | ||
mind_auger
ერთი მიშაა ათათურქი და დეგოლი და მეორე მერაბიშვილი ვაცლავ ჰაველი. |
Posted by: Sonya 4 Oct 2012, 12:07 | ||
niktagva
აბააა ![]() |
Posted by: აშკარა 4 Oct 2012, 12:08 |
და რა უნდა მოენატროს ხალხს მიშასი ჯარი აბუნტდება ჩვენი გულადი წინამძღოლი დაგვიბრუნეთ ომში ლომივით რომ გაგვიძღვა და გამარჯვება მოგვაპოვებინაო თუ ციხეები აბუნტდებიან, უცოცხო ციხე რა ციხეაო? ![]() |
Posted by: Rigerti 4 Oct 2012, 12:09 | ||
mind_auger
ჩვენთან ამის შანსი არ არსებობს, გარანტიას გაძლევ. |
Posted by: JoseeeM 4 Oct 2012, 12:10 | ||
|
Posted by: MaXinJi_k0nkia 4 Oct 2012, 12:11 | ||
![]() დეგოლსა და ათათურქს იმიჯი და თავმოყვარეობა მაინც ქონდათ ![]() რა გეშველებათ ![]() |
Posted by: Borati 4 Oct 2012, 12:25 |
ერთი ვიცი,რომ ხალხი მალე მიხვდება რაა მარაზმიც ჩაიდინა... |
Posted by: bekgog 4 Oct 2012, 12:27 |
მიშა გეხვეწებით დაგვიბრუნდი შენი მამათმავალი ჯალათებითურთ და გვიჩუჩხუნე ცოცხები უკანალში რამდენიც გინდა ... |
Posted by: Natia_N_N 4 Oct 2012, 12:49 |
მიშამ კარგად დაიწყო, ძალიან პროგრესულად, შეცდომები იყო, მაგრამ სტრატეგიული ღერძი სწორი იყო აი ბოლო 2-3 წელი გაჭედეს ნაცებმა, გაზულუქდნენ ![]() და მიიღეს ის, რაც ლოგიკური იყო ოღონდ ეგ არ გულისხმობს, რომ ოცნების მოსვლა უკეთესია, მე ჯერ ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ამ გაერთიანებამ ჯანმრთელი რეფორმები გაატაროს, გააკეთებენ იგივეს, ოღონდ თავიდან ნაკლებ აგრესიულად |
Posted by: SPC 4 Oct 2012, 13:27 | ||||
PING კაი რა ბექა რეფორმებს ყოველთვის მოსდევს რაღაც ცუდი ეტაპები... საქართველო იყო უაღრეს დონეზე გაჩანაგებული, ასეთი წყობის მერე ამის გამოსწორება ძალიან ძნელია და არ ხდება რამოდენიმე წელიწადში. * * * ინფინიტი
დავიწყოთ იქიდან რომ გარკვეულწილად ვიღებ ამ შენიშვნას, არის ჩემი ბევრი პოსტიც აგრესიული. მე რა პოსტზე გითხარი აზრზე არ ვარ და არ მახსოვს, მაგრამ ეს ჩემი აგრესიაულობა სასაცილოა ხოლმე იმასთან შედარებით რასაც აქ ვხედავ.
გვინდა თუ არ გვინდა არსებობს ისეთი გაგება როგორც არის - ბრბო. და ამ ბრბოს არამარტო მე მოვიხსენიებ ამრეზით. ვისეული განმარტება გაინტერესებს მათზე? ნიცშეს თუ ავიღებთ ამბობდა, რომ როდესაც ასი ადამიანი ერთმანეთის გვერდით დგას, ყველა კარგავს თავის აზროვნების უნარს ( ვისაც გააჩნდა თუნდაც) და კვლავ ნიცშე , "სადაც ბრბო სვამს, იქ ყველა ნაკადული მოწამლულია" და არისტოტელეთი დავამთავრებ , ბრბო მანამდე უნდა მოკვდეს სანამ დაიბადება. და კიდევ და კიდევ უამრავი.... მე არასოდეს მომწონდა ეს ანგაჟირებული ხალხი, რომლებიც ერთად იქცევიან ჯოგად, ბრბოდ და კარგადვენ ინდივიდუალურ პასუხსმგებლობის გრძნობას და ხდებიან ცხოველები. მიშას დროსაც რა თქმა უნდა დიდი ნაწილი იყო ბრბო. და აქაც... თუმცა ორივე შემთხვევაში არსებობდნენ ინდივიდებიც. მე რა დამსახურებები და ჩინ-მედლები მაქვს ეგ აქ სასაუბრო თემა არაა, თუმცა ჩემს თავს ნამდვილად არ მივაკუთვნებ ბრბოს. ხო ამასობაში კი ვოლტერსაც გავიხსენებ, სადაც აზრი ისაა რომ ყველაფერი უდიდესი მსოფლიოში შექმნილია ინდივიდის მიერ, რომელიც იბრძოდა ბრბოს შეხედულებების წინააღმდეგ. ესენიც როგორ ბედავენ და ხალხს ბრბოს უწოდებენ? კი, გაგაწბილებ და არსებობს ბრბო. მეტიც, ისინი უმრავლესობა არიან. |