Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც


Posted by: სურამელი 16 Apr 2014, 16:39
ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

ჩემი მეგობარი, უფრო ზუსტად მისი ჯიბე, მკითხავის მსხვერპლი გახდა. სქემა, რომლითაც მკითხავი მოქმედებდა ძალიან მარტივი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩემს მეგობარმა ოჯახის წევრი კლინიკაში დააწვინა.

მას ერთი ქალბატონი გამოეცნაურა – უთხრა, რომ საავადმყოფოში ნათესავის სანახავად მოვიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნული ქალბატონი ჩემი მეგობრის ოჯახის წევრის ჯანმრთელობას დიდი თანაგრძნობით კითხულობდა და ჩემს მეგობარს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ხოლმე (თავად ამბობდა, რომ საავადმყოფოში ნათესავის სანახავად ყოველდღე დადიოდა). ერთ-ერთი ასეთი საუბრისას ამ ქალბატონმა ჩემს მეგობარს სასხვათაშორისოდ უთხრა, რომ ადრე მისი ახლობელიც იგივე დაავადებით იტანჯებოდა, რომლითაც ჩემი მეგობრის ოჯახის წევრი(ფსიკიქური პრობლემები), მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს და მხოლოდ ერთი მკითხავის ძალისხმევით გადარჩა. უთხრა - თუ სურვილი ექნებოდა ამ მკითხავის ნომერს მისცემდა. გაჭირვებული ხავს ეჭიდებოდაო და ისიც დასთანხმდა. ოღონდ ეს მკითხავი თურმე სახლში არავის იღებდა, უნდა დაგერეკა და თავად მოვიდოდა შენს ბინაში.
მკითხავთან მისულმა პირველი შოკი მაშინ მიიღო, როდესაც "ჯადობაზმა" მისი ოჯახის წევრის სურათს დახედა დაავადების შესახებ ყველაფერი მოუყვა, (რომელიც მანამდე საავდმყოფოში გაცნობილი "კეთილისმსურველიგან" უკვე გაეგო ). ამან ჩემი მეგობრის თვალში მეტი დამაჯერებლობა შესძინა მკითხავს. საბოლოოდ, "მკურნალობა" დაიწყეს და შედეგად ჩემი მეგობრის ბიუჯეტი რამდენიმე ათასი დოლარით შემცირდა, ხოლო მის ახლობელს ისევ ექიმებმა უმკურნალეს. ეს ყველაფერი ისევ ასე დარჩებოდა, რომ არა "მკითხავის" დაუდევრობა. იგივე სცენარი შესთავაზეს ჩემი მეგობრის თანამშრომელს, ოღონდ სხვა საავადმყოფოში.

"მკითხავს დავურეკე და ვთხოვე, რომ ჩემი ოჯახის წევრს "დამატებითი მკურნალობა" სჭირდებოდა. მოვიდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი მისი თაღლითობის შესახებ. არ უარყვია. რა ვქნა, ამით ვშოულობ ფულსო. არ დაგიმალავთ, იმის შიშით,

რომ პოლიცია არ ჩამერთო საქმეში, ფულის დიდი ნაწილი დამიბრუნა. მისგან გავიგე, რომ ამ სქემით მარტო ერთი კი არა, რამდენიმე მკითხავი მოქმედებს. მაფია?! საკმაოდ, ბევრია სასოწარკვეთილი ხალხი და შესაძლოა, თაღლითები მას ფულს დღემდე სძალავენ", - განაცხადა ჩვენმა რესპონდენტმა.

P.S. სანამ ექოსკოპიის აპარატები გამოჩნდებოდა. ხაშურის რ-ნში ერთი მკითხავი იყო, რომელიც ჯერ არდაბადებული ბავშვის სქესს "წინასწარმეტყველებდა". სანამ პასუხს ეტყოდა მშობელს, ჯერ იმას ეკითხებოდა, თუ ვინ უფრო უნდოდა ბიჭი თუ გოგო. როდესაც პასუხს გაიგებდა, ჩაატარებდა შამანურ რიტუალს და სწორედ იმ სასურველ სქესს ეუბნებოდა, თუ მართლაც "გაარტყავდა" 9 თვის თავზე "მაღარიჩს" კისრულობდნენ, მაგრამ თუ შეცდებოდა , მიუვარდებოდნენ ხოლმე საჩხუბრად, მაგრამ ეს მკითხავი დიდ დავთარს გამოუტანდა და აჩვენებდა, რომ იმ დავთარში ამ წყვილის გასწვრივ ბავშვის შესაბამისი სქესი ჰქონდა მითითებული და დასძენდა: " თქვენ გენაცვალეთ ბიჭი/გოგო გინდოდათ და რომ მეთქვა სიმართლე, ხომ აბორტს გაიკეთებდით?! ჰოდა გენაცვალე, მე მაგ ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგავდი".

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/101150-frthkhilad-mkithkhavtha-mafia-thbilisshi-sqema-romlithac-qjadobazebiq-moqalaqeebs-dzarcvaven.html#ixzz2z3nkzMKQ

Posted by: kalebind 16 Apr 2014, 16:53
QUOTE
ითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც,  "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ



მომავალზე მკითხავობენ თუ მომავლის წარსულზე??

spy.gif spy.gif

Posted by: ფორცხოლი 16 Apr 2014, 17:07
QUOTE
ფრთხილად!

მე პირადად ნაღდად ვიცი, რომ არანაირი საფრთხე არ მემუქრება ამ მხრივ. smile.gif

მკითხავთან ათასი წელი არ მივალ, რაც არ უნდა ,,დამაჯერებლად" მოქმედებდეს ესა თუ ის მკითხავი. smile.gif

Posted by: di_onise 16 Apr 2014, 17:25
QUOTE
არ დაგიმალავთ, იმის შიშით,

რომ პოლიცია არ ჩამერთო საქმეში, ფულის დიდი ნაწილი დამიბრუნა. მისგან გავიგე, რომ ამ სქემით მარტო ერთი კი არა, რამდენიმე მკითხავი მოქმედებს. მაფია?! საკმაოდ, ბევრია სასოწარკვეთილი ხალხი და შესაძლოა, თაღლითები მას ფულს დღემდე სძალავენ", - განაცხადა ჩვენმა რესპონდენტმა.



რატო არ შეატყობინა პოლიციას?

რატომ, რატომ.....

არადა რა დანანებით ამბობს დღესაც სძალავენ კიდე ფულსო....

Posted by: Saturn 16 Apr 2014, 17:35
სურამელი
QUOTE
მოქალაქეებს ძარცვავენ

QUOTE
უთხრა, რომ ადრე მისი ახლობელიც იგივე დაავადებით იტანჯებოდა, რომლითაც ჩემი მეგობრის ოჯახის წევრი(ფსიკიქური პრობლემები), მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს და მხოლოდ ერთი მკითხავის ძალისხმევით გადარჩა. უთხრა - თუ სურვილი ექნებოდა ამ მკითხავის ნომერს მისცემდა. გაჭირვებული ხავს ეჭიდებოდაო და ისიც დასთანხმდა

ამა ძარცვა არ ჰქვია. ეს არის პარსვა. ცხვარს პარსავენ.

Posted by: lipu 16 Apr 2014, 17:52
Saturn
QUOTE
ამა ძარცვა არ ჰქვია. ეს არის პარსვა. ცხვარს პარსავენ.


+1

გასაპარსი კიდე, უნდა გაპარსოს

Posted by: gramatikikina 16 Apr 2014, 18:03
di_onise
QUOTE
რატო არ შეატყობინა პოლიციას?

რატომ, რატომ.....

არადა რა დანანებით ამბობს დღესაც სძალავენ კიდე ფულსო....

ხოmad.gif , თუ ნახა, რომ თვითმარქვია მჩხიბავი იყო და არა ნაღდი, რატომ არ დოურეკა პოლიციას?

Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Apr 2014, 18:24
QUOTE
მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც, "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

კაცი რომ მკითხავთან მივა,..
gramatikikina
QUOTE
ხოmad.gif , თუ ნახა, რომ თვითმარქვია მჩხიბავი იყო და არა ნაღდი,

ნაღდებიც არსებობენ? biggrin.gif

Posted by: tintoreto 16 Apr 2014, 18:26
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ნაღდებიც არსებობენ?

ლელა კაკულია biggrin.gif

Posted by: ფორცხოლი 16 Apr 2014, 18:31
ბეჟანბეჟანი
QUOTE
კაცი რომ მკითხავთან მივა,..

შორეულ ახლობელთან ერთად მივდიოდი ერთხელ სადღაც და ვიღაც მისი ნაცნობის სახლთან გავიარეთ.
ნახეს ეს ტიპი და შეგვიპატიჟეს.
ახლობელმა შევიდეთო რამდენიმე წუთით და გავაგრძელოთო მერე გზა.
მასპინძელი ქალი ყოფილა მკითხავი. უნდა გიმკითხაოო.

თავი გავიგიჟე, არ მინდა მეთქი. გაუკვირდათ, ასეთი წინააღმდეგი რატომ არიო. smile.gif
მეუბნებოდნენ, შენი რა მიდისო. თან კარტი გაშალა და მაგარი კარტი ამოვიდაო პირველი. smile.gif

მეთქი, წინასწარ ღმერთმა ნუ მაცოდინა, მომავალში რა გადამხდებათქო. smile.gif

Posted by: laci 16 Apr 2014, 18:35
ბეჟანბეჟანი
QUOTE
კაცი რომ მკითხავთან მივა

რა , კაკულიასთან არ დადიან ალასანია , უგულავა და სასტავი?
რა არის გასაკვირი, ბევრი დადის მკითხავთან ( კაცი)

Posted by: sallyBourbon 16 Apr 2014, 18:50
ცარიელი თავი აქვს იმას ვისაც ჯადო-მადოების, ექსტრასენსების და მკითხავების ჯერა.




გოგოები ჭიქებსა და თეფშებს რომ ატრიალებენ იმ რიტუალს რა ქვია ნეტა




biggrin.gif



მაგ სტატიამ ის მომენტი გამახსენა "კაცია ადამიანის", ლამაზისეულს რომ დააფქვევინებს მკითხავი ლუარსაბის და დარეჯანის ცხოვრებისეულ ამბებს და გააოცებს მისი მკითხაობით ცოლ-ქმარს.


biggrin.gif










facepalm.gif

Posted by: vaho 16 Apr 2014, 18:53
დღევანდელი რეალი ბარსას ზუსტი ანგარიში მინდა...

Posted by: gramatikikina 16 Apr 2014, 19:53
ბეჟანბეჟანი
ერთი ჩემი ნაცნობი კვირაში ორჯერ თამაშობდა ლოტოს წლების მანძილზე. კარტებში ფულადი მოგება ამომდისო, იძახდა
თან ერთ ბილეთს კი არა, რამდენიმეს, რომ ყველა საკრალური რიცხვი მოენიშნა
1-თავიანთი დაბდღეებით, მეორე ა.შ. რაღაც რიცხვებით, თავისი ცხოველების მიხედვით რაღაც რიცხვები და კიდევ ჰქონდა ეშმაკის ბორბალი. ატრიალებდა და რა რიცხვებიც გამოდიოდა, ერთ ბილეთს იმით ავსებდა givi.gif
მერე სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. ეგეც კარტებში ამოსდიოდა და იფიქრა, რახან არ გადავდივარ, მაგიტომ ვერ ვიგებო.
სამ სართულიანი სახლის ნივთებით, 7 პუდელით და ორი კატით წარმოიდგინე გადასვლა
მერე უკვე აღარ ვიცი, როგორ წავიდა მაგის საქმეები

Posted by: GogonaParalelepipedidan 16 Apr 2014, 20:03
QUOTE
ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

yawn.gif

Posted by: Nirvana11 16 Apr 2014, 20:06
QUOTE
ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ


ადამიანი რომელიც მკითხავებში დადის იმას გაფრთხილება უშველის ვითომ? biggrin.gif

ხომ იყო თერგდალეულთა თაობა, ჯინსების თაობა, 70 იანების თაობა, აი ჩვენ ვართ ,,ლეღვის ნახარშით და მკითხავებისგან დაზარალებული თაობა" biggrin.gif

Posted by: IOSKAMAN 16 Apr 2014, 20:14
მე მკითხველების მაფია წავიკითხე და მეთქი ავშენდით.

მერიტოკრატიისკენ გვიქნია პირითქო.

და აქ თურმე რა მაფია ყოფილა.

Posted by: vivieni 16 Apr 2014, 20:24
როგორც ვიცი ლომაია რომ იყო(სახელი არ მახსოვს) იმანაც მაგრად დააბოლა ხალხი და მოხვეტა ფულები.გაქცეულია არა?

Posted by: ფორცხოლი 16 Apr 2014, 20:28
vivieni
QUOTE
როგორც ვიცი ლომაია რომ იყო(სახელი არ მახსოვს) იმანაც მაგრად დააბოლა ხალხი და მოხვეტა ფულები.გაქცეულია არა?

მკითხავს როგორ აკადრებდი მაგას, ატეხავდა ერთ ამბავს. biggrin.gif

პარაფსიქოლოგს უწოდებდა თავს.
ბლომად ხვეტავდა ეგეც ფულს თავის დროზე.

Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Apr 2014, 20:55
tintoreto
QUOTE
QUOTE
ნაღდებიც არსებობენ?


ლელა კაკულია biggrin.gif

laci
რა , კაკულიასთან არ დადიან ალასანია , უგულავა და სასტავი?


ნუ, კაკულია სხვა დონეა biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 16 Apr 2014, 20:59
მაგათმა უფრო მეტი ხალხი გაასულელეს, თუ იმათმა გაბრიელით ? boli.gif

Posted by: zazaza 16 Apr 2014, 21:03
QUOTE (laci @ 16 Apr 2014, 18:35 )
ბეჟანბეჟანი
QUOTE
კაცი რომ მკითხავთან მივა

რა , კაკულიასთან არ დადიან ალასანია , უგულავა და სასტავი?
რა არის გასაკვირი, ბევრი დადის მკითხავთან ( კაცი)

დადიან?რითი განსხვავდება ეს ლელა კაკულია ირაკლი ლომაიასგან?ერთნაირი აფერისტები ზუსტად

Posted by: chemisaqartvelo 16 Apr 2014, 21:14
სურამელი
QUOTE
P.S. სანამ ექოსკოპიის აპარატები გამოჩნდებოდა. ხაშურის რ-ნში ერთი მკითხავი იყო, რომელიც ჯერ არდაბადებული ბავშვის სქესს "წინასწარმეტყველებდა". სანამ პასუხს ეტყოდა მშობელს, ჯერ იმას ეკითხებოდა, თუ ვინ უფრო უნდოდა ბიჭი თუ გოგო. როდესაც პასუხს გაიგებდა, ჩაატარებდა შამანურ რიტუალს და სწორედ იმ სასურველ სქესს ეუბნებოდა, თუ მართლაც "გაარტყავდა" 9 თვის თავზე "მაღარიჩს" კისრულობდნენ, მაგრამ თუ შეცდებოდა , მიუვარდებოდნენ ხოლმე საჩხუბრად, მაგრამ ეს მკითხავი დიდ დავთარს გამოუტანდა და აჩვენებდა, რომ იმ დავთარში ამ წყვილის გასწვრივ ბავშვის შესაბამისი სქესი ჰქონდა მითითებული და დასძენდა: " თქვენ გენაცვალეთ ბიჭი/გოგო გინდოდათ და რომ მეთქვა სიმართლე, ხომ აბორტს გაიკეთებდით?! ჰოდა გენაცვალე, მე მაგ ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგავდი".


lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

აუ საღოლ რა, ძალიან მაგარი იყო

Posted by: pikria 16 Apr 2014, 22:04
ვაიმე! ვისაც მკითხავებისა სჯერა რაც არ უნდა უთხრა მაინც გაებმევა დამიჯერეთ! ნათესავი მყავს მკითხავების ,,ფანი,, მილიონჯერ მაინც გააბითურეს მარა გაიგებს სადმე მკითხავიაო და გარბის. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ( თუ არ წაიკითხავს გაგებს ვინმესგან ან გეფიცებით დაესიზმრება) თავად მოძებნის და კიდევ ერთხელ გამოლაყდება!

Posted by: laci 16 Apr 2014, 22:17
ბეჟანბეჟანი
QUOTE
ნუ, კაკულია სხვა დონეა 

biggrin.gif
უფ დონე ჰო , ეგეც არ მყავდეს ნოსტრადამუსი..

Posted by: S A F O 16 Apr 2014, 22:50
biggrin.gif როგორ მეცინება ასეთ თემებზე. საწყალობრლად რომ ვიშვიშებენ მერმე..
ძარცვა არა ისა, ვინმე აძალებს ? ნებაყოფლობით მიდიან მკითხავ-მჩიბავებთან , რომლებიც თავის მხრივ თვალსაჩინოს ხდიან ადამიანების აიქიუს.
ასეთ სისულელეში თუ კაცი ფულს ყრის, ღირსიც ყოფილა, დაე გაწეწონ. bis.gif

Posted by: UNEEK 16 Apr 2014, 23:02
მაგრად მეშინია მაგ კუდიანების.
გოგოები წავიყვანე ავლაბარში მკითხავთან
მკითხავმა ავარია ჩანსო
მოვდივართ უკან,
შუქნიშანზე უტორმუზოდ მოსკვიში შემაჯდა.

რა იცოდა თუ ეშმაკებთან საერთო ენა არ აქვთ?

Posted by: dzuku71 16 Apr 2014, 23:30
vaho
QUOTE
დღევანდელი რეალი ბარსას ზუსტი ანგარიში მინდა...

1:3 ლელა კაკულიამ მითხრა

Posted by: ErK 16 Apr 2014, 23:43
QUOTE
ხაშურის რ-ნში ერთი მკითხავი იყო

50-პროცენტიანი ალბათობა, smile.gif მეორე 50 - "ტექნიკის" საქმეა.

QUOTE
რითი განსხვავდება ეს ლელა კაკულია ირაკლი ლომაიასგან?ერთნაირი აფერისტები ზუსტად

ან ეგენი რითი განსხვავდებიან რომელიმე ავლაბრელი ან ორთაჭალელი მკითხავისგან (იხ. ქვემოთ)?

"აფერისტად" კვალიფიცირება მხოლოდ მათ ეხებათ, ვისაც მართლა არ აქვს რაიმე "კონტაქტი" და მხოლოდ რიგითი თაღლითია, ამ შემთხვევაში - "არაჩვეულებრივის" სფეროში. ანუ - "მატერიალისტი მკითხავები", ასე ვთქვათ.
ფულადი ანაზღაურება არ ნიშნავს ავტომატურად, რომ მედიუმი ჩვეულებრივი, "მატერიალისტი" თაღლითია.
შეიძლება "კონტაქტის" მქონე სუბიექტიც იყენებდეს ამ უნარს ფულის საშოვნელად, მუდმივად ან ცალკეულ შემთხვევებში. "თაღლითობა" აქ მაშინ იქნება, თუ არანაირი ინფორმაცია არ მიიღო "შეკითხვის" საპასუხოდ, და მოატყუა შემკვეთი, ვითომ მიიღო. მაგრამ ამას საიდან გაიგებ. smile.gif

ვისაც აქვს "კონტაქტი", მკითხავების ჩათვლით, - განსხვავება მარტო "ანტურაჟშია".
მაგალითად, კაკულია მის გარეშეა - იღებს ხილვებს, სურათების სახით, "შეკვეთის" პასუხად ან მისგან დამოუკიდებელ რეჟიმში, და პირდაპირ განმარტავს, დამატებითი "ატრიბუტიკის" გარეშე; და ამიტომაც ჰქვია "ნათელმხილველი", "წინასწარმეტყველი" და "ექსტრასენსი". smile.gif
რომელიმე მკითხავი, ან შამანი, ან მსგავსი - ასეთივე, ან სხვა სახით იღებს "ინფორმაციას" შეკითხვის პასუხად, და მას გადმოსცემს ყავის, სანთლის, მაგიდის, ბეჭის ან ნაწლავების, ან სხვა ანტურაჟის თანხლებით. იმიტომაც ჰქვიათ მკითხავები. smile.gif

"სიძლიერის", rolleyes.gif ანუ ინფორმაციის სანდოობის ხარისხი უკვე ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მაგალითად, იგივე ლელა კონვეიერივით რომ იღებს ხილვებს, ეს მეტყველებს, რომ უკვე "დამოკიდებულია" "არხზე"; და ვინ იქნება სხვადასხვა დროს "იმ" მხარეს, რა ხასიათზე იქნება და რა დონის "ინფორმაციას" გადმოსცემს ნათელმხილველს, - ეს ნიუანსები უკვე მნიშვნელოვნად დისკრედიტირებულია. ამ დროს - რომელიმე ყავაზე მკითხავმაც, ცხადია, ბევრ სხვა "ფონურ" ტყუილთან ერთად, შეიძლება არანაკლები მნიშვნელობის ფაქტი "დაინახოს".

საერთოდ, წარსულის მოყოლა შეუდარებლად ადვილია, ვიდრე მომავლის რეალური პროგნოზირება.
მომავალთან მიმართებაში ("მიღმა" ძალის ჩათვლით) მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი: "გარტყმის" ალბათობა (იმ ნიუანსის გათვალისწინებით, რომ "მომავალი მრავალვარიანტულია და მისი შეცვლა შეიძლება"; თუმცა ასე სულაც არაა, შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ძირითადი საალბათო "ხაზი"); ჯანსაღი ანალიზი; დაგეგმვა-განხორციელებაც კი ("იქითა" ძალის მხრიდან) და სხვა; მათ შორის - ნამდვილი ინფორმაციის, ან ასეთთან ახლოს მდგომის (აქ იგივე ფაქტორებია, ახლახანს რომ ითქვა) გამხელაც ამა თუ იმ მიზნით რომელიმე "იმ" ძალის მხრიდან.

Posted by: manaenke 16 Apr 2014, 23:47
მკითხავები, წინასწარმეტყველები, ვარსკვლავთმრიცხველები, შემლოცველები, მჩხიბავები
ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, ასევე მათი მიმდევართა განსაზღვრაც ალბათ შეუძლებელია, უფრო ინდივიდუალური, კაცები ჭარბობენ თუ ქალები რა მნიშვნელობა აქვს?
ზოგს სჯერა ზოგს არა smile.gif

ალბერტ დიდი
(1193-1280)

http://ucnauri.com/185563/წინას

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)