Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ბიძო: ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრამვა |
Posted by: მელკერი 17 Jun 2014, 14:10 |
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მტკივნეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დარიგებული მაღალი პრემიები იყო: - ბატონო ბიძინა, ახლა, როცა პოლიტიკიდან წახვედით, ალბათ, სხვა თვალით უყურებთ მოვლენებს. რას გვეტყვით, თქვენი აზრით რა არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა? - მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი რაოდენობით დარიგებული პრემიები. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრამვა და არც ვმალავდი ამას. სადაც შეიძლებოდა ყველგან განვაცხადე და ყველას დავურეკე. მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი შეცდომაც და ყველაზე დიდი გაუგებრობაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ სწორედ რომ ეს არის და ეს ფაქტია. - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის დარბაისელის და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ რას გვეტყვით? - ეს არის დიდი შეცდომა, რაც უკვე გითხარით და მიმაჩნია, რომ ასეთი რამ დაუშვებელია და არ უნდა ხდებოდეს, - გვითხრა ივანიშვილმა. |
Posted by: დასავლეთუმე 17 Jun 2014, 14:13 |
ისე გახსოვთ ერთხელ რა თქვა? ჩემს მიერ მოყვანილ ხელისუფლებას დავამარცხებო (თუ ვცდები შემისწორეთ). ჰოდა, არ გამორიცხოთ ასეთი სცენარიც. |
Posted by: 7171 17 Jun 2014, 14:13 |
მთავრობის ყველა წევრი რო ასრულებდეს ბიძინას დანაბარებს, რაღა გვიჭირდა. ბატონო ირაკლი, ყურადღება მიაქციეთ ამ ღორმუცელა ჩინოვნიკებს და დროზე მოქესტეთ, სანამ თავად მოგქესტათ ბატონმა ბიძინამ. მაგათ გასაძღომად არ იბრძოლა ამ კაცმა. |
Posted by: The13thFloor 17 Jun 2014, 14:14 |
ამ გრიგორიჩმა სახელმწიფოს რომ აკიდა თავის გოშიები, პრემიები მაინც მიეცა თავის ჯიბიდან |
Posted by: merkuriela 17 Jun 2014, 14:15 | ||
ყოჩაღ ბიძინა. ისე, ადამიანი თავისმა გუნდმა ასე არ უნდა ჩაწიხლოს. |
Posted by: G_e_o_r_g_u_s 17 Jun 2014, 14:16 |
თვითონ როცა იყო ხელისუფლებაში და პრემიებს იღებდა ამაზე რატომ არაფერი თქვა? (არაადექვატური ნაცი) |
Posted by: ლლევ 17 Jun 2014, 14:17 |
merkuriela ბიძინას გუნდი არ ყოფილა ბიძინა იყო და მერე ხალხი შემოიკრიბა ნაძალადევი გუნდია და შედეგიც ლოგიკურია |
Posted by: sandy 17 Jun 2014, 14:18 | ||
იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი მგრძნობიარე სული ამ ტრამვას გაუძლებს როგორმე, ბატონო ბიძინა ![]() |
Posted by: Kakha 17 Jun 2014, 14:18 |
მეფე კეთილია, არ იცოდა უბრალოდ ![]() ![]() 7171 ნაცებს უფრო კარგად ტროლავდი ისე ![]() |
Posted by: pirdapiri 17 Jun 2014, 14:19 | ||
+1 ეგრეა პრაქტიკულად თავისი გუნდი არ ყოლია |
Posted by: Kakha 17 Jun 2014, 14:20 |
პ.ს. მართლა ფიქრობთ რომ პრემიებია მთავარი პრობლემა? მაშინ სწორეთ თქვენშია მთავარი პრობლემა ვინც ფიქრობთ რომ პრემიებია მთავარი პრობლემა ![]() |
Posted by: მერკუციო 17 Jun 2014, 14:20 | ||
მეცხრე არხი რომ აკიდა ბიუჯეტს, ის არ იყო შეცდომაო?! ცნობისათვის, შარშან, სექტემბერში ვითომდა გაუქმებული მეცხრე არხის 100-ზე მეტი თანამშრომელი ყოველგვარი ვაკანსიების გამოცხადებისა და კონკურსების ჩატარების გარეშე გადაიყვანეს საზმაუში სამუშაოთ. ანუ, დღევანდელი საზმაუ მხოლოდ მეცხრე არხის აბრაა იმ განსხვავებით, რომ თუ ადრე ბიძინას ჯიბიდან ღებულობდნენ ხელფასს, ეხლა ჩვენ ვუხდით. Kakha
პრემიები და მედიამონიტორინგი. ![]() |
Posted by: 7171 17 Jun 2014, 14:21 | ||||
Kakha
ჰოო, მაგარი იდიოტები იყვნენ, არაადექვატურები. ესენი რაღაც ნი რიბა ნი მიასა ხალხია. Kakha
მიშა რო აღარაა ეგაა ჩვენი მთავარი პრობლემა, ამათთვის კი პრემიები. |
Posted by: Melano 17 Jun 2014, 14:22 | ||
ტრავმა ტრავმატოლოგი ტრავმატოლოგიის ინსტიტუტი თუ მეშლება რაღაც ? ![]() |
Posted by: GEORGIA007 17 Jun 2014, 14:22 | ||
იმედია დაარეგულირებს და მსგავსი არარ განმეორდება თორემ შედეგი ნაცებზე უარესი დაუდგებათ |
Posted by: VoK 17 Jun 2014, 14:23 | ||
მელკერი
![]() ტრავმა.. ![]() |
Posted by: aivenho 17 Jun 2014, 14:25 | ||
Kakha
+ |
Posted by: mamukasokhumeli 17 Jun 2014, 14:27 |
ჰო რა,მხოლოდ პრემიები იყო პრობლემა,თორე სირების დოღი რომაა,ეგ არაფერი... |
Posted by: urfinjus8 17 Jun 2014, 14:28 |
------------------------------------------ |
Posted by: GEORGIA007 17 Jun 2014, 14:28 | ||
გეთანხმები და თუ ასე მაინც გაბედეს და გადასხეს აქეთ უნდა ჩაიწიხლონ |
Posted by: GT 17 Jun 2014, 14:29 |
Kakha 500 000 ლარი ყოფილა ქვეყნის პრობლემა. ![]() |
Posted by: Frankens†ein 17 Jun 2014, 14:30 |
არადა იმათი ხელფასები და პრემიები მაგრად გვკიდია... ვინმეს თუ გონია რომ ნაცები მაღალი ხელფასების, პრემიების და ახალთახალი ავტომობილების გამო გადააგდო ხალხმა, ძალიან ცდება... ყველაზე დიდი პრობლემა არის ის რომ ნაციონალების მიერ დაზარალებულ ხალხს არ მიუღია მისაღები... გასაგებია რომ არ შეუძლია სახელმწიფოს ეხლავე რომ დაუბრუნოს ის ქონება... შეჭმულია, გადაყიდული, გათეთრებული... მაგრამ რაიმე კონკრეტული გეგმა ხო უნდა იყოს როგორ დაუბრუნონ ხალხს წართმეული... რაც არ უნდა იყოს, ნაციონალების ხელისუფლების სამართალმემკვიდრეები არიან და დღევანდელმა სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი 2,3 და 5 წლის წინანდელ სახელმწიფოს ქმედებებზე... თავდაცვაში ასობით მილიონების ყრას უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დარჩენილ ხალხს დაუბრუნონ რაც ეკუთვნით... ჯანდაცვას მიხედონ, რომ უსახსრობის გამო არავინ კვდებოდეს... თორე რის დასაცავად გვინდა ჯარი, მარტო გაზულუქებული პოლიტიკოსების და ფხაგამოჩენილი ბიზნესმენების? |
Posted by: მელკერი 17 Jun 2014, 14:30 | ||
VoK Melano საიტიდან პირდაპირ დავაკოპირე სათაური... ![]() ეს რა დამემართა... დავიწვი სირცხვილით... ![]() მოდერ, გადაასწორე... Kakha
ბიძო ფიქრობს ასე... ![]() მამენტ, მესმის მისი... |
Posted by: LEV_TEN 17 Jun 2014, 14:31 |
ვფიქრობ არჩევნების მერე დიდი წმენდა დაიწყება ქოცსასტავშიც და მთავრობაშიც... საჭიროცაა, ბევრია მიტმასნილი... კადრების შერჩევა, ნაცების დროის არ იყოს არა ერთგულებით და მონური მორჩილებით უნდა მოცდეს, არამედ პროფესიონალიზმით!!! |
Posted by: merkuriela 17 Jun 2014, 14:34 |
ლლევ თანამოაზრეები ხომ იყვნენ და მოვიდნენ სათავეში, ბიძინას დიდი მხარდაჭერით. |
Posted by: მხედარი 17 Jun 2014, 14:36 |
ტექნიკურია ბბ თავის საწინააღმდეგოდ არაფერი უთქვამს პრაქტიკულად თავი გაიპრავა რამდენიც არ უნდა ატრიალო მთელ სანაცეთს ჩაისვამს ჯიბეში პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით |
Posted by: მიხეილ რძე 17 Jun 2014, 14:36 |
LEV_TEN უჰუ, და საერთოდ ქარძნები მუწებს! |
Posted by: დაუმორჩილებელი 17 Jun 2014, 14:38 |
პრემიები ერთერთი ცუდი შედეგია და არა მიზეზი. მიზეზი ჭკვიანი ხალხის ძებნაა საკუთარ საახლობლოში. |
Posted by: uria 17 Jun 2014, 14:43 | ||
merkuriela
ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ უმრავლესობაში ჰყავს. მედროვე, მუქთახორები, რომლებსაც საქმის კეთება მიშას გინება ჰგონიათ ხოდა ნუ გიკვირთ ასე თუ იქცევიან. |
Posted by: LEV_TEN 17 Jun 2014, 14:45 | ||
მიხეილ რძე
|
Posted by: ლლევ 17 Jun 2014, 14:45 |
merkuriela მოვიდნენ კი და გუნდობის ამბავში პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვთ უბრალოდ ვერ იაზრებენ ამ პასუხისმგებლობას იმიტომ რომ შინაგანად არ იყვნენ ერთი გუნდი და შედეგიც შესაბამისიათქო |
Posted by: triumpi 17 Jun 2014, 14:50 |
პასაუხისმგებლობა და სირცხვილი საღორეზედ ტრავმირებულია... ეს მოფრინდა, თუ გაფრინდება??? |
Posted by: picpic 17 Jun 2014, 14:51 | ||
რისი ტრამვა მიიღო?! მყესი გაეჭიმა ეტყობა. |
Posted by: მელკერი 17 Jun 2014, 14:53 | ||||
GT
500 000 ლარი არა... ელიტური კორუფცია და ნაცების გზის ღირსეულად გაგრძელება... ![]() Frankens†ein
ხოდა, რომ მიხედონ, ამისთვის საჭიროა საბიუჯეტო სახსრები პრემიებად და "ჯიპებად" არ გადაადნონ ბოზმა ჩინოვნიკებმა... ![]() |
Posted by: Asmeta1084 17 Jun 2014, 14:53 |
მაიცა მაიცა, აკი 2-ჯერ თქმა არ სჭირდებაო ღარიბას ისეთი კარქი ბიჭიაო. ეხლა თურმე პრემიების არდარიგებაზე რეკამს ზევით-ქვევით და აპაა, შენც არ მომიკვტე, არ უგდებენ ყურს. ისემც გაგიხმა ეგ თავი ივანიშვილო. ტრავმა კი არა, ზიხარ შენთვის ლოტოსის პოზაში და კაიფობ |
Posted by: sexi-bicola 17 Jun 2014, 14:58 |
ჯერ ეგერთი პრობლემა პრემიის აღება კი არა თავად იმ ადამიანის მიდგომაა პრემიების მიმართ მეორეს მხრივ თუ კანონი აძლევს ამის საშუალება ამ მხრივ ვერ მოედავები, მაგრამ არის მორალური მხარეც და მესამე რით ვერ შეცვალეს კანონი |
Posted by: butkuj 17 Jun 2014, 15:04 | ||
Что такое "траМва" ? ![]() |
Posted by: veziri 17 Jun 2014, 15:07 | ||||
გეშლება მაგის ადგილი ფსიქიატრიის ინსტიტუტშია ...... ისე მართლა ეგრე ფიქრობს თუ გვეკაიფება ? აშკარად დებილები ვგონივართ ![]() |
Posted by: vivieni 17 Jun 2014, 15:08 | ||
ეს სიტყვა ქართულ ლექსიკონს არ გააჩნია ![]() |
Posted by: მელკერი 17 Jun 2014, 15:18 |
vivieni butkuj ბიძომ ასე გამოთქვამს... ![]() მის ნათქვამს ხომ არ შევცვლიდით? რა ნამუსი იქნებოდა ეგ? აბა, დაფიქრდით... კაცი როგორ ღელავს და ესენი საით უბერავენ... :| |
Posted by: triumpi 17 Jun 2014, 15:24 | ||
ტრამვაის რელსებისაკენ, სადაც მოქრის ბიძოს ტრამ-ვაი! მატარებელი დიდია,გრძელია და ძვირია.... ასეთია ბიძოს ბედი: |
Posted by: TiredMan 17 Jun 2014, 15:29 | ||
veziri
რას იზამ, გააკეთებინა "ბრძენ ქართველ ერს" რაც თვითონ უნდოდა და რატომაც არა |
Posted by: grou 17 Jun 2014, 16:38 |
რა არის აქ გაუგებარი. ეგ ტიპი მაგარს ტროლავს ყველას, მთელ ერს და სანამ ამას მიხვდება მრავალნატანჯი ქართველობა, კი გაისწორებს თავისას, თუ უკვე არ გაისწორა და დანარჩენი კი სულ ფუნჯზე კიდია. ![]() |
Posted by: RIPPER_RUNA 17 Jun 2014, 16:41 |
ბიძინა და მისი ამომრჩეველი - სრულად საქოცეთი |
Posted by: urfinjus8 17 Jun 2014, 16:45 |
------------------------------------- |
Posted by: eeelllooo 17 Jun 2014, 17:08 |
ტიპი პროფესიონალი მატყუარაა. როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ბიძომ დაუფარჩხუნა, პარლიამენტში ვერვინ გაბედა მაგ კანონის წინააღმდეგ წასვლა გიორგი გაჩეჩილაძის გარდა. კიდევ - საყდრისს ანგრევენ და სულ ჰკიდიათ მსოფლიო კულტურული საზოგადოებიდან ლაფის დასხმა, აქედან გამომაქვს ვარაუდი, რომ ეგ საყდრისის ამბებიც ბიძოს დამსახურებაა - აწყობს და აკეთებს. ამათ არაფრის ეშინიათ ბიძოს გარდა და ვინმეს სჯერა, რომ ბიძინაჩემმა საყვედური თქვა და მაგათ დაბლა დაუშვეს? - ახლაც კოხტად აგრძელებენ პრემიების მიღებას. ამიტომ ვამბოპბ - იტყუება ეგ ბიძინა და მაგარი შტერებიც ვგონივართ. |
Posted by: დასავლეთუმე 17 Jun 2014, 17:11 | ||
eeelllooo
რატომ არ მოგწონთ, ბურჯანაძისტებს, ეს კანონი? |
Posted by: eeelllooo 17 Jun 2014, 17:15 | ||
დასავლეთუმე
და ვინა თქვა, რომ ბურჯანაძისტი ვარ? რატომ არ მომწონს და ნათქვამი მაქვენ ათასჯერ. |
Posted by: დასავლეთუმე 17 Jun 2014, 17:17 | ||
eeelllooo
ჰოო, არ ღირს გამეორებაც. ისედაც ცხადია რა რეტროგრადულ-პრავოსლავნიკური არგუმენტებით აპელირებთ ![]() |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 17:18 |
ეგრე გინდათ ქოცებო.... ეხლაც დაუჯერეთ.. ხომ გაექცა პასუხისმგებლობას... თურმე ყველაფერი სულ თქვენი ბრალია... დაიბანა ხელები... ამან არ იყო მიშას მონაცემები ტყუილი იყოო, რომ გააკოტრა ჩვენი ქვეყანა დავოსში და ყველა ინვესტორი დააფრთხო????? ხოდა ეხლა თქვენ ხართ პასუხისმგებელი... ჩაიხუტებს ეხლა ინაშვილს და უყარე კაკალი მერე... ![]() |
Posted by: Ninelku 17 Jun 2014, 17:25 |
ისე, ბიძინა არ გამოიყურება კარგად. მართლა ტრავმირებულს გავს. ![]() ხომ არ გველოცა? |
Posted by: Kakha 17 Jun 2014, 17:27 |
ბიბიმ მიგვითითაო ![]() |
Posted by: Dark_Angell 17 Jun 2014, 17:27 | ||
პრემიებისა და ხელფასებისადმი ჩინოვნოკების დამოკიდებულებაა სწორედ პრობლემა. ამ დარიგებულ პრემიებში ჩანს კარგად ვინ მართავს ქვეყანას, ადამიანი თუ ღორი. უსიამოვნოა მაგრამ სამწუხაროდ მეორე კატეგორიაში ეგზომ ნაქები ალასნიაც გავიდა თანც ნომინაციაში პირველ ადგილზე. დარბაისელზე და მის ნაციონალების კამანდაზე არაფერს ვამბობ ესენი მუდამ ღორები იყვნენ, დაბადებიდან. |
Posted by: Massachusetts 17 Jun 2014, 17:29 |
ბიძო ცოტაც დამაცადე ჩამოვალ საქართველოში და შევცვალოთ ერთად ხელისუფლება მე დამსვი პრემიერად მერე ![]() პატივისცემით გ.გ |
Posted by: eeelllooo 17 Jun 2014, 17:31 | ||
დასავლეთუმე
რა გამიხურეთ საქმე? ასჯერ ვთქვი, თუ გინდა კიდევ გავიმეორებ, მაგრამ გაივლის ერთი კვირა და ხელახლა დამისვამთ მაგ კითხვას. არ მომწონს რამდენიმე მიზეზის გამო. ძირითადი: ზუსტად ამ კანონით ევროპამ მოიშორა ხარჯი და ხალხი, ჩვენ ავიკიდეთ. კიდევ - დუბლინის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ახლა იძულებული გავხდით უამრავი ლტოლვილი შევინახოთ: ბიუჯეტის ხარჯზე დავასახლოთ, ჯიბის ფულიც მივცეთ, მაშინ როცა იტალიამ და საბერძნეთმა ეგ ვალდებულება არ აიღო - ჩვენ მაგის თანხები არა გვაქვსო. თურმე ჩვენ გვქონია. ჩვენს უსახლკაროებს თუნდაც სული გასძრობიათ. თითქოს ჩვენ ჩვენი არ გვედოს ვალად - ამ ქვეყაანაში ყოველწლიურად შიმშილით 5 წლამდე ასაკის 350 ბავშვი კვდება და ბავშვთა 28% მუდმივად შიმშილობს. ეს არვის აინტერესებს - არც გაეროს, არც იევროპას, არც ჩვენს ღორებს. ამ რეგიონში ჩვენს გარდა არვის აქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებული და მთელი აზია-აფრიკის ნაღები საზოგადოება თავშესაფარს აქ პოულობს. აბა, გიჟები არიან, სხვაგან წავიდნენ? აქ გარანტირებული თავშესაფარი ექნებათ მაგ კანონის გადამკიდე. დასავლეთუმე გასაგებია, თუ დაწვრილებით დავწერო? |
Posted by: WhiteAmerica 17 Jun 2014, 17:34 |
მეზობლის ქალი გვყავდა გულკეთილი, ყველა კაცს ხელს უმართავდა. მის ქმარს კი ხშირად უწევდა გარეთ ყურყუტი. იდგა ფანჯრის წინ და ცოლს ეძახოდა -ძალიან გაბრაზებული ვარო. რავა, თუ მიხვდი უკანონოდ შეთქვიფეს პრემიები, ჩემთან მოდიხარ და ჩივი, თუ თავი არ გაქვს რეაგირება მოახდინო, გამოჩნდება უკეთესი ვინმე და ძმრად ადენს ცხვირიდან . |
Posted by: Kakha 17 Jun 2014, 17:35 |
Dark_Angell აი ჩემი წინა პოსტი ნახე, მართალს ამბობს წულუკიანი, ეს პრემიების ტრადიცია არის ბიბის დამკვიდრებული, უბრალოდ თავიდან საკუთარი ჯიბიდან უხდიდა და ასე არ ჩანდა მარა მერე ჯიბეზე ხელი დააფარა და ... |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 17:39 |
ბიძინას უნდა პასუხისმგებლობას გაექცეს... ქოცებს მართლა წაუგიათ ეს არჩევნები..აგერ ბიძინა გაექცათ.... ![]() ხალხის უკმაყოფილება უნდა საკუთარი თავიდან ქოც მთავრობაზე გადაიტანოს... ეხლა ქოცებს, მხოლოდ ერთი გზა აქვთ: მართლა იმთავრობონ და მიგისი ხუშტრუკებით აღარ იცხოვრონ. |
Posted by: eeelllooo 17 Jun 2014, 17:41 |
Kakha ერთი მაგ დებილმა წულუკიანმა თქვას რა რეფორმები გაატარა იმნაირი, პრემიები რომ დაარიგა? ყველა მაგის "რეფორმა" ბლეფია: პროკურატურის ჩამოცილებით პასუხისმგებლობა ჩამოიხსნა, სასამართლო რეფორმა სამარცხვინოდ ჩააფლავა და საერთოდაც, სამარცხვინოდ უსამართლო სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. საშველსაც ვერ ვხედავ - პოლიტიკური თანამდებობის პირველი პირებისგან იმედისმომცემი სიტყვაც არ გამიგია. [ირიქით - კი, ბატონო, რამდენიც გინდა. |
Posted by: PATRIOTI VAR 17 Jun 2014, 17:49 | ||
არ ვართ თუ??? |
Posted by: luna 17 Jun 2014, 18:02 | ||
ლლევ
აუფ........... სულ ნაძალადევად ჰყავს ღარიბაშვილი დანიშნული. მაგაზე მავნე არავინაა მთავრობაში. |
Posted by: picaso2008 17 Jun 2014, 18:09 | ||
როგორ დაარეგულირებს როდესაც არავითარი თანამდებობა არ გააჩნია. მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ ყველას სჯერა რომ ის მართავს სახელმწიფოს გარედან და ყველა დანარჩენი მისი მარიონეტები არიან. ამას შეგუებულია მთელი მოსახლეობა. ამის შემდეგ რომელ დემოკატიაზე შეუძლია ილაპარაკოს ხალხმა. ასევე უმეტეს თანამდებობებზე დანიშნული მის მიერ მოსყიდული და მხარდამჭერი ინტელიგენციის ნათესავ-მეგობრები არიან. აბა გაუბედოს მასთან დაახლოებული მსახიობის ბერიკაშვილის შვილს უთხრას რატომ აიღო პრემიები მან და სხვა მინისტრის მოადგილეებმა. ამ ხალხს ის ვერ დასჯის რადგან მათი მხარდაჭერით მოვიდა ამ ხელისუფლებაში და დღემდე ის აკონტროლებს სიტუაციას. |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 18:17 |
მოკლედ ქოც გემი ყანყალებს და გემის კაპიტანი ვგონებ პირველი გარბის გემიდან...![]() |
Posted by: May21 17 Jun 2014, 18:22 | ||||||
...მეტზე არ იფიქრო , ხო ....დაგაყრის... ![]()
ზვიგენის მერე ეგ არის..პრემიები.... და ბოლოს სასახლე...ნუ ხიდიჩ.. ისე რამდენს უნდა გაუძლოს გულმა.. გითანაგრძნობთ , ბატონო ბიძინა,,
ეს კაცი კიდე თAვისი შვიდი მილიარდით ეტენება ამ კავკასიაში და ასავალ-დასავალში , თავს თევზივით გრძნობს.... |
Posted by: Kakha 17 Jun 2014, 18:27 |
PATRIOTI VAR მე ვფიქრობ საშუალო ქართველი ბიძინაზე უკეთესად აზროვნებს. |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 18:34 | ||
![]() ![]() ნამდვილად, თორემ ამხელა შესაძლებლობების ქვეყანაში ამხელა ფულის პატრონი ინვესტიციას, რომ ვერ აკეთებს.... ![]() ან დებილია ან ამ ქვეყნის დანგრევა შეუკვეთეს.. და ამაში იშოვა ფული.. |
Posted by: luna 17 Jun 2014, 18:38 | ||
sulo
და რა ინვესტიცია გააკეთა საქართველოში ივანიშვილმა? ![]() |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 19:39 |
მოკლედ ქოც გემი შეყანყალდა და კაპიტანიც გარბის... აქ შეიძლება უფრო დიდი გემიდან გაქცეულ ვირთხასთან გვქონდეს საქმე.. ანუ პუტინის გემს ცუდად აქვს საქმე... და თუ ქოცებმა პროევროპულის მაგივრად რუსეთისკენ შემოატრიალეს... მაშინ ბიძოს საშიშროება ემუქრება, რომ როგორც იანუკას ოლიგარქებს გაუყინეს ფულები დასავლეთში.. მაგასაც მიუყინონ მილიარდები, როგორც პუტლერის ოლიგარქს.. ხოდა წინასწარ იზღვევს ტიპი თავს... მე არ ვარ ოცნებაო... მეორეს მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილების სამიზნეც არ უნდა გახდეს... ეს ქოცების მთავრობა თვითონ ინიშნავს პრემიებს.. ჩემი რა ბრალიაო.. ვითომ ყველა საკადრო დანიშვნა მაგან არ განახორციელა... დიდი არც არაფერი ინვესტიაცია საქართველოში მაგას არ განუხორციელებია... ![]() |
Posted by: abelo 17 Jun 2014, 19:44 | ||
ნწ ნწ კინაღამ ცრემლები წამომცვივდა მაგრამ მერე გამახსენდა პირველი "გაოცება" 2012 წლის ნოემბერში ... მელკი ტიპია, რა უნდა თქვა იმედია ახლა ქვეშიდან არ გამოაძვრენთ ბიძინას და ახალი, უარესი გუნდით არ გაიჩითება მომავალ არჩევნებზე |
Posted by: eeelllooo 17 Jun 2014, 19:52 |
sulo როგორც ნეტარმა ავგუსტინემ ბრძანა, რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა - ყაჩაღთა დიდი ბანდა? ხოდა, რომ ჩამოვყვეთ, ვინც სათავეში გვეჯდა და გვაზის, ყველა ყაჩაღთა დიდი ბანდის წევრები არიან. აი, ესაა პრობლემა და არა ის, ვიღაც ღრუსეთუმეა თუ დასავლეთუმე. ეგ იარლიყებია მხოლოდ. ძალიან მომგებიანია პოლიტიკოსებისთვის ეძახო დასავლეთუმე, რუსეთუმე, მემარცხენე, მემარჯვენე, ამას არ გაგიპროტესტებენ. მათთვის მთავარია ნამდვილი სახელი არ დაარქვა - ყაჩაღთა და კაციჭამიათა ბანდა. |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 19:56 |
ეგ ყაჩაღთა ბანდა რუსეთში 1917 წელს მოვიდა ხელისუფლებაში.. და 1921 წელს საქართველოში.... მართლას ბრძანებთ... მაგრამ ამ ბანდამ ისე გადაჟუჟა ყველა წესიერი და ინტელექტუალური საქართველოში 73 წლის განმავლობაში, რომ იძულებულები ვართ ისევ ამ სიბნელეში ვეძიოთ შუქჩრდილები... ანუ მგელი ვარჩიოთ ზვიგენს... ამას ნაკლები ჭამა სჭირდება... ![]() |
Posted by: merkuriela 17 Jun 2014, 20:05 | ||||||||
uria
მეშვიდე თვეში არ იყო , რომ ხალხისთვის დასარიგებელი სასოფლო სამეურნეო დახმარების თანხა შეჭამეს? შეიძლება ასეთი ხალხის გადამხედვარე ბიძინასაც აუვარდეს გული ფულად დახმარების გაცემაზე. ისე, პირველი ორი წელი მიშას მთავრობამაც იმუშავა , თანაც მაშინ უფრო თვალშისაცემი იყო დაბნელებული საქართველოს მოსახლეობისთვის. ლლევ
არ ელოდნენ პრემიების ამბავი თუ გამომზეურდებოდა.(?) triumpi ![]() **
ეს არ არის ბიძოსთვის ტრავმა.(მთავარია ფული) დასავლეთუმე
რეტროგრადული ქრისტიანი არ არსებობს. რეტრგრადული ის არის, უძველესი გარყვნილება რომ კანონდება. ![]() |
Posted by: Gio100 17 Jun 2014, 20:15 |
ბიძინა ფორუმს მაინც გადახედე და მიხვდები, რა არის შენთვის ყველაზე დიდი ტრამვა... ![]() შენთვის თუ ვიღაც შენივე დანიშნული სასტავის დიდი ხელფასები, ყველაზე დიდი ტრამვაა, კარგად ყოფილა შენი საქმე... ![]() |
Posted by: livesx11 17 Jun 2014, 20:21 |
სხვისგან არ იღებენ კრიტიკას და იქნებ ეს მაინც გაიგონ ![]() |
Posted by: SaamI 17 Jun 2014, 20:26 | ||||
7171
რა იცით რა დაუბარა? * * * sulo
![]() ![]() ![]() |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 20:29 |
დანაბარებს არ ასრულებენო....![]() ![]() ყველა, რომ მაგან დანიშნა თუ იცი შენ... ![]() |
Posted by: seriamin 17 Jun 2014, 20:30 | ||
ეს არსება თავის ერთერთ პრესკონფერენციაზე მისთვის ჩვეული სიალალით ამბობდა რომ ფულს ნუ აიღებენ, მე მითხრან და მე მივცემო, მზად ვარ თანხები გავიღოო. რატომ არ დააფინანსა არ უთქვამს ? იშვიათი ჯიშის აფერისტია. |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 20:32 |
გაჭირვებულებს მე გიშველითო წინასაარჩევნოდ თქვა კიდევ...![]() ამის მაგივრად დავოსში ერთი ფრაზით გააკოტრა მთელი საქართველო: მიშას ეკონომიკური მონაცემები ტყუილი იყოო... ყველა ინვესტორი დააფრთხო... და თავის ამ შემოქმედებას ამჩენვთ ქოცებს გადააბრალებს... ზოგიერთი კომენტარიდან ვასკვნი.. გამოსდის კიდეც... |
Posted by: ucelo 17 Jun 2014, 20:33 | ||
Kakha
პრობლემები ბევრია, უბრალოდ ეს პრემიები მკვეთრად ჩანს და თვალს ჭრის. პრემიები დიდი პრობლემი შედეგებია |
Posted by: merkuriela 17 Jun 2014, 20:38 |
"ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს,შორიდგან თვლყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია" კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა კირიონ მეორე. |
Posted by: MVP_S 17 Jun 2014, 20:38 |
sulo ნუუ ჩერჩეტობ ![]() ის პოლიტკა რაც ნაცები აგრძელებდნენ და ეს მთავრობაც გააგრძელებს იგივეს ვაგინებ ყველას.... პ.ს. ვინც ბათუმელების უმადურობბაზე წერთ დედის საშოს მოვიკითხავთ მთელი აჭარააა ![]() |
Posted by: PANZERKOPF 17 Jun 2014, 20:49 | ||
eeelllooo
![]() პირადად და გულახდილად ის მიკვირს, რომ აქამდე ამას ვერ ხვდებოდით. კეთილი, სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, ტიპს გუშინ ძროხის ფუნის გარდა არაფერი ჰქონდა და დღეს - მილიარდერია. თან ეგ ხდება იმ ქვეყანაში და იმ დროში, სადაც ცრემლების არ სჯერათ, სადაც ათასნაირი "ბიძინა" იმქვეყნადაა, ციხეშია ან ქუჩაშია დარჩენილი უსახლკაროდ. ასეთ სიტუაციებში რომ გადარჩე, თან მილიარდები დაითრიო და რაც მთავარია - შეინარჩუნო, პროფესიონალი მატყუარაც უნდა იყო და სხვა ანალოგიური მნიშვნელობის თვისებებიც უნდა გქონდეს. არაფერი მაქვს წინააღმდეგი ამ კაცის, საქმე სხვა რამეშია. კერძოდ კი ქართველები, როგორც ვიყავით "არქიფოს მრევლი", ისეთივე დავრჩით. ხვალ რომ ახალი ბიძინა ან მიშა მოვიდეს, იმასაც ტაშს დაუკრავენ და ბარტყებივით პირდაღებულები შეხვდებიან "ეგებ რამე გადმოვარდეს ჩემსკენო". მეორე ისაა, რომ ბიძინასნაირი ხალხი როგორც წესი, არ არიან ისეთი დონის ნაძირლები, როგორც ისინი, ვინც მასეთი ადამიანის გარშემო იკრიბებიან და მის და მრევლს შორის ფენის როლს ასრულებენ. |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 20:52 |
ზვიაიდი მაგისთვის არ მოკალით...მვპ-ს..... ის პროვინციელი ფაშისიტი ისა... |
Posted by: MVP_S 17 Jun 2014, 20:57 | ||
sulo
გამსახურდია არანაირად იყო ფაშიტსი და ნაციონალისტი ![]() |
Posted by: picpic 17 Jun 2014, 20:59 | ||
![]() |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 21:00 |
ხოდა მე და ნაცები ჩერჩეტი პოლიტიკოსები არ ვართ... ეს შენ იჩერჩეტე.. ზვიადივით ეხლა.... ისე ზვიადივით ჩოხებ მოყვარულები გახდნენ მისი მკვლელები და ყველა უცხოს არ მოყვარული... ![]() |
Posted by: axalirevolucia 17 Jun 2014, 21:00 |
გაპონს დამიძახეთ, კეთილ ბიძინას სიმართლე უნდა ვუთხრა. ფხხუკ ინტერნეშენელ |
Posted by: merkuriela 17 Jun 2014, 21:07 | ||
მთელი გულით რომ გაჰყვიროდა ძირს იმპერიაო, ეგ დაუწუნეს მაშინ ზოგიერთებმა.(ბოკერია ეხლა არის მაგარი) გადარეული კი იყო კაცი , ხედავდა შინაური შადიმანების შემოსევას, გარე ძალას ვერ ერეოდა და ყვიროდა. (ეხლა წულუკიანს რომ წაართვა აღებული პრემია შეირყევა ალბათ ![]() ეს კაცი ფაშისტი როგორ იქნებოდა. |
Posted by: sulo 17 Jun 2014, 21:11 |
მეც მანდ ვარ... ზვიადი არც ფაშისტი გახლდათ და არც დიქტატორი.. უბრალოდ ქვეყანა საქართველოს ადგა... მიშაც ეტყობა გამოადგა საქართველოს, თორემ ამხელა ბოღმას იგივე ინწილიგენციიდან არ დაიმსახურებდა... ისე ქოც გემიდან გაქცეული ზვიგენ მოყვარული პინგვინი არ იყო ამ თემის მთავარი თემა... ![]() |
Posted by: iverski 17 Jun 2014, 21:18 | ||||
![]() ............................................................................ |
Posted by: ten10 17 Jun 2014, 22:11 |
<<<<ტრამვირებული ბიძინა>>>>![]() |
Posted by: triumpi 17 Jun 2014, 22:21 | ||
PANZERKOPF
იკრიბებიან... --- ამას კიდევ არა უშავს რა... აი რომ თავად იკრიბავს --- ეგაა უბედურება და ახსნადია უბრალოდ. ამ მართალ პოსტზე კი: ![]() |
Posted by: მხედარი 17 Jun 2014, 23:02 |
ოე ალიურა ბიძინ თავი რამე არ გეგონოს შენ კი არა შალვა ნათელაშვილს რომ გაეკეთებინა ორგანიზება ნაცების მოშორების იმას მივცემდი ხმას |
Posted by: zuhonda 17 Jun 2014, 23:57 | ||||
თუ ვერ გაუძლებს და მზადყოფნაშია ბროწეულის ოყნები და აბი გლუკოზა ![]() |
Posted by: May21 18 Jun 2014, 00:15 | ||
ბიძო ტრამვაიზე საუბრობს...მაგისთვის მოჟნა.. ![]() |
Posted by: eeelllooo 18 Jun 2014, 00:53 | ||
PANZERKOPF
და რატომ გგონია, რომ ვერ ვხვდებოდით? უბრალოდ, ის მანიაკი მამათმავლები აუცილებლად უნდა წათრეულიყვნენ. ზუსტად იმიტომ ვიდექი ოცნებასთან და მათი კოორდინატორიც ვიყავი, მერე მათი დამკვირვებელი, ციხეებში პატიმრები რომ არ გაეუპატიურებინათ და ხალხი ქუჩაში არ დაეხვრიტათ. მეტს ვისურვებდი, ოღონდ იმედი არ მქონდა და მართალიც აღმოვჩნდი: http://forum.ge/?showtopic=34428622&f=&st=0&# აი, ეს პოსტი არჩევნებამდე მაქვენ დაწერილი. 26 Aug 2012 სხვა პოსტებიც მაქვს მსგავსი, მაგრამ ამას იოლად ვაგნებ - მაგაზე დამსაჯეს და ვორნლოგში ჩამიწერეს. ასე, რომ თუ ვიღაცა წერს, არ მეგონა, ვერ ვხვდებოდი და ა.შ. ის ან იტყუება, ან ცოტა წაუჩლუნგებს, ამ ფორუმზე კი ამისთანა ჩლუნგები ნაკლებად მეგულება. |
Posted by: gramatikikina 18 Jun 2014, 01:06 |
ვაა ყველასთვის დაურეკია ![]() ![]() |
Posted by: Angel Rolan 18 Jun 2014, 06:35 |
ტრამვის "გარეშე" ხომ დედა #####ნა სახელმწიფოს და ტრამვირებული რას უზამს ![]() |
Posted by: aivenho 18 Jun 2014, 10:42 | ||
მამასაც მიაყოლებს |