Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > 11 წლით უფროსი შეყვარებული.. |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 20:40 |
დიდი ხანი ვარიდებდი ამ ადამიანს თავს.. შეიძლება ითქვას, რომ წლებიც გავიდა ამ დამალობანაში.. გულის სიღრმეში კი ყოველთვის მიზიდავდა.. ყველას მას ვადარებდი და ყოველთვის შეუდარებლი რჩებოდა ჩემთვის.. ამასობაში მივედ-მოვედე სხვებსაც, მაგრამ რეალურად რაც მინდოდა ვერავისგან მივიღე და ყოველთვის იმედგაცრუებული ვრჩებოდი.. არ ვარ ზედმეტად მეოცნებე და არც იმის მჯერა, რომ "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ", მაგრამ ფაქტია, რომ "მის" გარდა ჩემამდე ასე ახლოს არავინ მოსულა შინაგანი ჰარმონიით, შემავსებლობის კოეფიციენტით, შეგრძნებების და აღქმის ასეთი კორიანტელი ჯერ არავის დაუყენებია ჩემ ირგვლივ.. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ბედნიერებაზე უარს ასაკობრივი სხვაობის გამო ვამბობდი.. ვიზუალურად 7-8 წლიან სხვაობაზე მეტს ვერ იფიქრებს კაცი, საკმაოდ კარგად გამოიყურება, მაგრამ რატომღაც შინაგანად მაფერხებს ეს მომენტი.. ჩემებსაც არ უნდათ უფროსი სიძე.. ვისმენ გაუთავებელ ლექციებს იმის შესახებ, რომ კარგი გოგო ვარ და რაღა "სტარიკი" უნდა მყავდეს, რომ თავისუფლად ვნახავ უკეთესს (ჰმ.. ვისთVის რაა უკეთესი), რომ "ბრმა" ვარ და ათასი კაი ბიჭი დადის ჩემს ირგვლივ და ა.შ.. რომ დავაკვირდე, არც ისე მძიმე თემაა, ადრე თუ გვიან მაინც იმას გავაკეთებ, რაც მინდა, მაგრამ ჰო შეიძლება იოლად მოგვარდეს.. ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი პრობლემა ან ასეთი ურთის გამოცდილება? პ.ს. ამ ადამიანს ვხვდები, ისე, რომ არავინ იცის თითზე ჩამოსათვლელების გარდა, ჰოდა თემის გაშლა უცნობ აუდიტორიასთან მირჩევნია. |
Posted by: სნეგირი1 19 Jan 2016, 20:46 |
არ იჩქაროთ... |
Posted by: masha 19 Jan 2016, 20:49 | ||
Homo_Sapiens14
10-11 წელი არ არის ახლა შესაშფოთებელი ასაკობრივი სხვაობა. ამ ხალხს როგორ უყვარს სხვის საქმეში ჩარევა კიდევ. წინა გაქვს რა ცხოვრება - ნახავ უკეთესს მოგეწონება და ეს ადამიანი დაგავიწყდება თავისთავად ცოლად მიყვები? |
Posted by: SPIRIT CRUSHER 19 Jan 2016, 20:50 |
ჩვეულებრივი პონტია გინდა, მიაწექი არ გინდა მოეშვი |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 20:51 | ||||||
რაღა არ ვიჩქარო.. წლებია ამ ადამიანზე ვფიქრობ.. : / ტემპის შენელების გარდა სხვა გზა არაა? :ხ პ.ს. ვიცი, რომ 21-ე საუკუნეა, რა დროს ეგეთი დაბრკოლებებია, ვიცი, რომ ნეტა სხვა პრობლემა არ იყოს თემაა, მაგრამ როცა რეალობას ეჯახები, როცა ეჩეხები გარშემო საკმაოდ ბევრი სპეციფიური აზროვნების ადამიანების თვალსაზრისს, რომლებიც გინდა არ გინდა გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე, არც ისე ადვილი ხდება ყველაფერი :/ * * *
მეც ეგრე მგონიასავით..
ნეტა მივყვებოდე )) დილემაც მანდაა, რომ მინდა ჩემი მეორე ნახევარი გახდეს, თOრემ სხვა შემთხვევაში არ ვიღელვებდი ასე. |
Posted by: holden kolpildi 19 Jan 2016, 20:57 | ||
რა ეჩქარებათ ? |
Posted by: ТЕА 19 Jan 2016, 21:38 | ||
Homo_Sapiens14 თავად რა გეგმები აქვს შენთან?
თუ რამდენიმე ადამიანმა იცის თქვენზე აბა ვინღა გიშლის უფროს კაცთან ყოფნას? ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 21:41 |
6 თვეა ვხვდები და თუ არ გადავწყვიტე რამე მალე, როდემდე დავმალავთ? პროსტა "ბავშვებთან" რაღაც წყალწყალაა ურთიერთობა (ჩემს პრაქტიკაში) .. კომპლექსები, უაზრო მაქინაციები ურთში, არასერიოზულობა, მწირი ნტელექტუალური ბაზა და ასე შემდეგ .. ბევრი პრობლემაა რა.. და ამ ადამიანთან რაღაც საოცრად კომფორტულად ვარ : (((( |
Posted by: merciamercia 19 Jan 2016, 21:43 |
შენ თუ გრძნობ თავს კარგად მასთან, შენ თუ არ გაქვს პრობლემა და ის ის არის და შენ შენ ხარ ![]() მშობლების აზრი მნიშვნელოვანი რომაა შენთვის კარგია, მაგრამ არის ზღვარი რომლის იქეთ არავის არ უნდა ქონდეს სურვილი და ნება ჩაერიოს შენს არჩევანში... ნუ მე სრულწლოვან ადამიანზე ვსაუბრობ ... |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 21:44 | ||||
ТЕА
იგივე, რაც მე.
ნუ ვისაც ვერ დაუმალავდი და საქმეს სჭირდებოდა ისეთებმა იციან.. სახლში არა.. |
Posted by: მამაო ენუქი 19 Jan 2016, 21:48 |
ეგ არაფერი, მე 11 წლით უფროსი მომყავს ცოლად ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 21:48 | ||||
merciamercia
ჰო ვიცი. :X
მაგის პრობლემა არაა 26 ის ვარ :დ |
Posted by: ТЕА 19 Jan 2016, 21:50 | ||||||
Homo_Sapiens14
+ სამწუხაროდ ასეა
არც კი დაფიქრდე... ასაკი არაფერს ნიშნავს ![]()
ანუ ძირითადად ეგ ხალხი გეუბნება რომ ასაკით უფროსი ხიხიაა? ![]() გააკეთე ის, რასაც გული გიგრძნობს და გთხოვს არც მშობლები გეყოლება მუდმივად გვერდით და არც მეგობრები ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 21:52 | ||
ТЕА
არა არა, მშობლებმა და სხვებმა კი იციან, რომ ეს ადამიანი მომწონს და ა.შ. მაგრამ არ იციან რომ ვხვდები და ძალიან სერიოზულად ვფიქრობ მასზე. ეს იციან ვიწრო წრემ ძალიან. |
Posted by: Brock 19 Jan 2016, 21:54 | ||
Homo_Sapiens14
26-ის თუ ხარ 37 წლის კაცი რო გყავდეს გვერძე ნორმალურია ეგ.. რა გასახსნელი თემა ეს იყო საერთოდ მეთქი 20-25 წელია სხვაობაა და ოჯახი ან რამე... აქეთ იქით... კაცი ქალზე უნდა იყოს უფროსი და 37 წლის კაცთან თუ ურთიერთობაში ხარ და არაა პახაბნი ტიპი კარგად აააწყობ ურთიერთობას... ნუ იდეაში შენ როგორც აღწერ მაგ ადამიანს ჩამოყალიბებული კაცი ჩანს ხოდა პრობლემაც არაფერია... აბა 26-27 წლის ბიჭები და მითუმეტეს საქართველოში რათ გინდა? საქართველოში მითუმეტეს როცა ჯერ ნორმალური არც განათლება აქ უმეტესობას ჯერ და არც სტაბილური სამსახური შემოსავალით ისევე როგორც მანქანების ყიდვა-გაყიდვაზე ან რაც შეიძლება მეტ გოგოსთან/ქალთან დაწოლაზე ფიქრობენ... |
Posted by: levani169 19 Jan 2016, 21:54 |
Homo_Sapiens14 nu exla,prostataze gamokvleva jobia winaswar gaaketebino,gzashi ar gachedos emand. me rom vinmem mitxras tertmeti wlit xar didi da ar undixar chemebso nagdad axlodan davanaxebdi misianebs 25santimetrians! |
Posted by: gon1 19 Jan 2016, 22:02 |
წარმოიდგინე როგორ ჯვავს და ვსო აღარ გეყვარება ![]() ![]() ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 22:05 | ||||
ჰო ზუსტად ეგაა.. ის კი არადა, სამსახური რომ აქვთ, უკვე ჰგონიათ, რომ სერიოზული ურთისთVის მზად არიან.. :დ კრიტერიუმები, პრიორიტეტები, აღქმა დამოკიდებულებები ზე-პრიმიტიულია რა.. ნუ ახლა 37 წლის შტერიც არის და 25 წლის ნამდვილი კაციც, მაგრამ ეგეთი არ მინახავს ჯერ მე.. და თანაც ზოგადი კრიტერიუმები რეალურად არ არის გადამწყვეტი (არის მთავარი, რის გარეშეც არ დაინტერესდებოდი მისით, მაგრამ არა გადამწყვეტი რითაც ის გამორჩეული ხდება) ასეთი ტიპის ურთიერთობაში.. აი რაღაც "სხვა" გიზიდავს ადამიანში.. ინდივიდუალიზმი, რომელიც ბევრი თვისების თუ თავისებურების ნაზავს წარმოადგენს და რომელსაც მხოლოდ ის ავლენს ასე და ამგვარად.. ტიპაჟია ისეთი რა.. საჩემო..
ჰო რაღაცგასაოცარს არც მე ვხედავ რამეს.. გარშემომყოფებს რომ ჰკითხო, ჰგონიათ რომ მომავალში შემექმნება პრობლემები და რომ ვინანებ და ასე შემდეგ, ნუ მოკლედ ბევრი ბლა ბლა რა.. |
Posted by: masha 19 Jan 2016, 22:10 |
Homo_Sapiens14 ახლა შენ ადარებ 26 წლის ბიჭებს მაგ კაცს. რაღაც პლუსებს ხედავ ამათ ფონზე უნდა აიღო და მისი პაკალენიეს ტიპებს შეადარო. |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 22:15 | ||
masha
ეგეც გამიკეთებია.. ჰო უფროსია, მაგრამ რაშიც საჭიროა, უფრო პატარაა.. ჩემნაირი "გიჟია" და მომყვება ყელაფერში (მისწრებს კიდეც), მაგრამ სადაც საჭიროა, იქ ვლინდება დაღვინებული ხასიათი.. ვიზუალურადაც ძაან სტილნია.. საუბარი და ქცევებიც ისეთი, როოგრიც მომწონს. პირადობაშია ჩემზე დიდი მარტო რა ![]() |
Posted by: Brock 19 Jan 2016, 22:20 | ||
Homo_Sapiens14
კი ეგაა ზუსტად და ამას არ გეგონოს რო იმიტომ გეუბნები რომ მე თვითონ 35 წელს გადაცილებული ვარ ან 40-ს.. 30 წლამდე მიკლია არც თუ ისე ცოტა წლები მარა რასაც ვხედავ და ვაკვირდები ჩემხელა ბიჭებში იმას გეუბნები და მართლა როგორც აღწერ მაგ ადამიანს თუ მასეთია გირჩევ მაგ უაზრო რამეზე არც იფიქრო საერთოდ... მაგ კაცს გაანალიზებულიც აქვს და იცის რასაც აკეთებს, ჩამოყალიბებულია, ცხოვრებაშიც ნანახი აქ ბევრი რამე... ოჯახზეც ჩდშვც დროა და ცოლი მინდა ან ქალთან სექსის გამო აღარ ფიქრობს ცოლის მოყვანას რადგან სხვა ღირებულებები აქვს შესაბამისად გააგრძელე ეგ ურთიერთობა და მიყევი... აჩქარებით არ იჩქაროთ არაფერი ერთად გადაწყვიტეთ როცა ჩათვლით რო დროა ურთიერთობა შემდეგ ფაზაში გადაიყვანოთ... აქაურ სასტავს და განსაკუთრებით ქალების გარკვეულ ნაწილს კიდე ნუ დაუჯერებ ისეთები არიან ცხოვრებაში შანსი რო აქვთ გაშვებული არა ერთხელ და სხვისი ბედნიერება რო აწუხებთ ზოგიერთი ასე რომ ცოტახანში მიხურე ეს თემაც და მიხედე შენ თავს და იმ შენ კაცსაც აქაურობას კიდე მასეთი თემებით გაეცალე ხოლმე ან ძაან ნუ ჩაუღმავდები დეტალებში თორე გაგაჭედინებენ თუ სუსტი ნებისყოფის ხარ... ![]() |
Posted by: აბარავიცი 19 Jan 2016, 22:20 | ||
Homo_Sapiens14
10 წელი დიდი არაფერია 10 წლით უმცროსი დედმამიშვილი მყავს და ჩვეულებრივ აღვიქვავ უკვე როგორც ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანს...მასაც და მის სამეგობრო წრესაც... არადა რომ ვუყურებ ჩემს კლასელებს გოგოები დაქალდნენ რასაც ქვია და ვინც კი კაი გოგო იყო საერთოდ აღარ მომწონს არცერთი..ჩემხელა რომ მომეყვანა ცოლად ალბათ ახლა უკვე ცოტათი შემეცვლებოდა განწყობა ...აი 10 წლით პატარა გოგოებს რომ ვუყურებ მმმმმ კარგები არიან ჩემთვის და სხვისი არ ვიცი .... ![]() ![]() ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 22:26 | ||
Brock
ჰო ეს ძაან დიდი პლიუსია.. ამა ემატება ისიც, რომ ერთადერთია ვისთანაც საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე ვახდენ.. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ისეთად აღმიქვამს და ისე ისიგრძეგანებს ყველაფერს, როგორც არის და როგორც მე ველი.. უკმარობის გრძნობა არ მაქვს და ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ყველა სიგნალს და მესიჯს მთელი სისავსით იგებს.. <<< ამას კი ჩემთვის გრანდიოზული ხიბლი აქვს .. ![]() რჩევებისთვის კი მადლობა, გაიხარე ![]() |
Posted by: Shiva> 19 Jan 2016, 22:29 |
Homo_Sapiens14 ისე აღწერე, შენთვის დიდია ძაან , მე გამაცანი ![]() ადმინ დახურე თემა |
Posted by: Homo_Sapiens14 19 Jan 2016, 22:32 | ||||
შივა
:დდ
რას გიშლის, იყოს ცოტა ხანს,.. პრეცედენტის მოსმენაც საინტერესო იქნებოდა.. |
Posted by: My Alien 19 Jan 2016, 23:25 |
ეგრე ბიძაშვილმა 8 წლით უფროსი გოგო მოიყვანა და დღემდე არ ელაპარაკებიან მშობლები მარა კიდია ყვერებიანი ბიჭია და დამოუკიდებლად ცხოვრობს ცოლთან ერთად იმ შენ სტარიკსაც თუ უნდა შენი ცოლად მოყვანა და არ ეშინია ვინ რას იტყვის რა პრობლემაა? ეგრე ყველას თუ უსმინე და მოსაწონი აკეთე ჰეჰ |
Posted by: მამაო ენუქი 19 Jan 2016, 23:27 |
My Alien თენგომ ? ![]() |
Posted by: merciamercia 19 Jan 2016, 23:33 | ||
შენ კიდე რით ვერ მოიყვანე? ![]() თუ ყოველწელს სხვადასხვა მოგყავს? ![]() ![]() |
Posted by: witcher 19 Jan 2016, 23:37 |
ნორმალური სხვაობაა.. ____________________ |
Posted by: QERBI 19 Jan 2016, 23:38 |
მიჰყევი დინებას და ნუ აჩქარდები. ![]() |
Posted by: საილერი 19 Jan 2016, 23:41 |
თავად თერთმეტწლიანი ასაკობრივი სხვაობა რას ამბობს? |
Posted by: KickOff 19 Jan 2016, 23:44 |
საილერი რა დებილობაა მეხუთე კლასიდან დაწყებითების დამრიგებელი რომ აღარ მასწავლისო ;(( |
Posted by: DORO 20 Jan 2016, 00:16 | ||||
![]() ![]() |
Posted by: abes777 20 Jan 2016, 00:26 | ||||
37 წლის ტიპი უფრო ფიქრობს "ჩდშვ" ცოლი მინდაო ვიდრე ეხლა ნებისმიერი ჩემი თაობის ჩამოყალიბებული ხალხი. 37 წლისას უნდა ზუსტად ცოლი, აბა 20 წლისას რათ უნდა. 37 წლის კაცი ბევრად მეტ რამეს გაატარებს სანამ გაინაღდებს, ვიდრე 20 წლის ბიჭი. რატომ გაატარებს? იმიტომ რომ ბაზარზე თანდათან ნაკლებად მოთხოვნადი ხდება. აი რომ გაინაღდებს, მერე გამოჩდება რა ბიჭია. |
Posted by: holden kolpildi 20 Jan 2016, 00:28 |
ახლა იტან ამ ასაკობრივ სხვაობას 10 წლის მერეც აიტან? |
Posted by: ushuaia 20 Jan 2016, 00:34 |
კარგია არგაუშვა ბედნიერება ხელიდან ასაკი დაიკიდეეეეეეე......................................... |
Posted by: Mr JeimsA 20 Jan 2016, 00:34 |
ვერავინ ვერავის ვერაფერს ვერ დაუშლის და დააძალებს და არც არავის აქვს მაგის უფლება, ვერც ვერავინ ვერასდროს მოიპოვებს მაგის უფლებას სამართლიანად, რადგან როგორც კი საშოდან გამოვძვერით, ზუსტად იმ მომენტში ვეზიარეთ და მოგვენიჭა თავისუფლება და ის მხოლოდ ჩვენია. ცხოვრების ყოველი მნიშვნელოვანი სიტყვა/საქციელი სასურველია მოქმედებაში მოყვანამდე გადიოდეს ემოციურ/გრძნობით ტესტს და ლოგიკური ანალიზის ტესტს, ამის შემდეგ უნდა გააკეთო რაც გინდა რომ გააკეთო, ჰაერზე გაკეთებული ჰაერს მოქცემს, არაფერს. ზოგადად მდედრები თავიანთი ბიოლოგიური აგებულების ხარჯზე, გადაწყვეტილებების მიღებისას ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს უფრო მეტად იყენებენ, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ემოციურ გრძნობით მხარეზე, ამიტომაცაა რომ კითხულობ, ყოყმანობ, გაწუხებს ვიღაცეები, რაღაცეები, ემოციურად უფრო ხარ ჩართული სიტუაციაში. მამრები კი პირიქით არიან, ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს იყენებენ რომელიც ანალიტიკურ ლოგიკურ მხარეზეა პასუხისმგებელი, მაგიტომაცაა რომ ჰკიდია მას ასაკი, პირდაპირ გიფიქსირებს რა უნდა რატო უნდა და რა შეუძლია. ყველა ადამიანზე არაა მასე მაგრამ ყველა ადამიანიც არაა ადამიანი. თუ იცი რომ შემდეგ არ შეწუხდები და არ შეაწუხებ, მაშინ შეგიძლია ეხლა გააკუო. |
Posted by: shuka 20 Jan 2016, 02:00 |
10 წლით პატარები მომწონს კაკრაზ მეც, აბა ბებერი ჩემ თავიც მეყოფა ![]() დაიკიდე სხვების ან თუნდაც ოჯახის წევრების აზრები. საკმაოდ დიდი ხარ და ეგეთი გადაწყვეტილებები შენ უნდა მიიღო. |
Posted by: ფულიანი 20 Jan 2016, 02:18 |
მანდ ფიზიოლოგიური მომენტი ტეხავს,როცა კაცი ქალზე ძალიან ვზროსლია,ზუსტად მაშინ უვარდება როცა სექსუალური გრიმიტი უნდება ქალს,ხოდა რავი თუ ძალიან გიყვარს და სექსუალურ რამსებს დაილაგებ მაშინ იასნია ღირს. სამწუხაროდ ბევრი ვიცი,ვინც ტისკს ვერ უძლებს და მერე ახსენდებათ ხოლმე თავისი ბივში თანატოლი შეყვარებულები. და მაგ ბივშებთან სევდიანი მაგრამ ვნებიანი სექსით კავდებიან |
Posted by: აბარავიცი 20 Jan 2016, 02:56 | ||||
ცოლის მოყვანა ყოველთვის სუულ ყოველთვის ადრეა ხოლმე ...რუსეთში აარ მინდა მარა უკრაინასი წავალ მე ევროპას და ამერიკას არ გავარტყი გასიებულ დრაქებში ![]() 0:50 ზე რომ დეიდაა იმას მოვიყვანდი ცოლად ან რაღაც ეგეთ პონტში.. ჰეჰ... რამდენით იქნება მაინც უფროსი 10 წლით? ![]() რა ახლაგაზრდობა რა ხალასი და ჯანმრთელი ბლიააააად... მოვა მერე მერსიამერსია და ფოტოს არავდებო იტყვის ...დადე გოგო ფოტო დადე ![]() ![]() holden kolpildi
10 წლის მერე კიარა ორგაზმის მიღწევისთანავე ვეღარ ვიტან ხოლმე...10 წლის მერე არა ისა კიდე ![]() ![]() |
Posted by: GeorgeSword 20 Jan 2016, 04:48 | ||
10 წლის მერე ყველაზე ყველაზე წყვილებსაც კი უჭირთ არაა ეგ არგუმენტი ![]() |
Posted by: Statham 20 Jan 2016, 07:49 | ||
![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: <<Fxoveli>> 20 Jan 2016, 11:47 |
Homo_Sapiens14 იცი რა ვერ გავიგე? ანუ შენ კი ფიქრობ, მაგრამ ისიც ფიქრობს? თუ ერთ აზრზე ხართ, იცოდეთ , რომ არ აქვს მნიშვნელობა ასაკობრივ სხვაობას, შეიძლება, 5 წლით დიდთან არ იყო ბედნიერი და იყო 20 წლით დიდთან ან პირიქით. მთავარია კომფორტი როგორც შენი ფიზიკური ასევე სულიერი მხარის. ურთიერთობაში ჰარმონიის მისაღწევად, ასაკის სხვაობას არ ითვალისწინებს. ყველამ თავისი გზა და ამ გზაზე თავისი პარტნიორი თვითონ უნდა იპოვოს და არა სხვამ ურჩიოს. ასე რომ მიაწექი შენსას. იყავი ბედნიერი გინდაც 1 წუთით. რადგან ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, არსებობს ბედნიერი წამები . ბევრი ადამიანის ცხოვრებაში არაა იმდენი ბედნიერი წამი, რომ წუთი გამოვიდეს შენ კი ეს შეგიძლია. ![]() ცოტა ფილოსოფიურია მარა იმედია აიტანს ეს თემა |
Posted by: Homo_Sapiens14 20 Jan 2016, 20:12 | ||||||||
abes777
ლოგიკურია ესეც, თუმცა მაინც პირობითია ყველა ლოგიკა, როცა ინდივიდუალიზმთან გაქვს საქმე. ეს ისეთი ტიპია, სულ მოთხოვნადია დაჟე ჩემს ტოლებში და უფრო პატარებშიც. ))) გენეტიკურად აქვს ეს მონაცემები.. დედამისთან ერთად იყო შEმხვდა ადრე ჩემს ნაცნობთან ერთად და იმ ნაცნობს ცოლ-ქმარი ეგონა.. :დ ანუ ტიპმა რომ არ გითრას, აი აზრზე ვერ მოხვალ, რომ 40-ს უკაკუნებს.. გარდა ამისა, საკმაოდ დიდი ხანია ვიცნობ და სანამ დავუახლოვდებოდი, ვხედავდი მისი ურთიერთობის ფორმებს და გავიცანი საკმაოდ. ანუ ის ტიპია, საერთოდ რომ არ სჭირდება ნამდვილი "მე" კულისებში დატოვოს, იმ მოტივით, რომ იქნებ ინმე გაინაღდოს.. და საერთოდ, თU ადამიანი თვალთმაქცია, არ აქვს მნიშვნელობა მის კონტიგენტს, ყოველთVის ეგრე მოიქცევა.
holden kolpildi 36 და 47 ? მის გენეტკას და მონაცემებს თუ გავითVალისწინებ, აიტან, უფრო მეტიც, 10 წლის მერე ნაკლებად პრობლემატური იქნება ეს საკითხი.. აი 20 წლის მერე აღარ ვიცი.. მასე შორს აღარც ვიყურები, ვერც განსაზღვრავ რა იქნება..
სექსუალურ მხარეზე ნაკლებად ვდარდობ უახლოესი 15 წელი მაინც, მისი ტიპაჟიდან გამომდინარე... )) Statham რატო შეიცხადე, ამ ადამიანს 7 წელია ვიცნობ და მანამდე რომ ვინმე ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში ცუდი პონტია? ეგ სიტყვა იმის ხაზგასასმელად გამოვიყენე, რომ ამაზე სერიოზული ურთიერთობა და გრძნობები არ მქონია არავისთან და არც გეგმები.. პ.ს. ჩემები იმასაც მეუნებიან, შენს შვილზე იფიქრეო.. რატომ უნდა ჰყავდეს რომ გაიზრდება მოხუცი მამაო და ეგეთები... არადა საერთოდ არ მადარდებს ეგ საკითხი.. ატანა არ მაქვს საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციიის, რომ აუცილებლად ქორწინების ღამეს უნდა დაფეხმძიმდე :დდ არ ვიცი რატომ, მაგრამ მეცოდებიან ის წყვილები, ვისაც ქორწინებიდან 1 წლის თავზე უკვე ბავშვი უჭირავთ ხელში (ეს ჩემი პირადი აზრია, არავინ ცუდად არ მიიღოს).. რა აუცილებელია.. ვთვლი, რომ სიახლეები უნდა გადაანაწილო ადამიანმა ცხოვრებაში.. 3-5 წლის მერე გავაჩენ ზოგადად ბავშვს ალბათ გათხოვებიდან და კიდევ კაი ეს არ იციან ჩემებმა , თორემ აქ 30 წლის ქალი უკვე ბებერია დედობისთვის :დ * * *
<<Fxoveli>> კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ აზრზე ვართ : ) |
Posted by: გეორგ 20 Jan 2016, 20:20 | ||||||||
11 წლითაა უფროსიდ რაღა არ უნდა იჩქარონ? :დდდდ
ოჯახის წევრი მომავალი სხვისი საქმეა?
არაა ნორმალური. მარა თუ უნდა 50ისას გაყვეს. მაგრამ ნორმალური არაა.... ნორმალური რო იყოს ეგეთი რამე 20% ქორწინებებში რო ხდებოდეს მერე კიდე იტყოდი მარა როცა 3% ზე დაბალია მასეტი ასაკების ქორწინებ, არანორმალურია ანუ არა-ჩვეულებრივი. შენ რო 30 ს იქნები , მეგა გაფურჩქვნის ასაკში ის უკვე 41 ის იქნება, სიბერისკენ წასული. და შენ რო 40 ს იქნები ის უკვე დაბერებული იქნება.# ამის თქმა მინდოდა:
|
Posted by: Statham 20 Jan 2016, 20:26 | ||||||
Homo_Sapiens14
აქ სად? საზღვარგარეთ ხარ ?
რამდენი წლის ხარ თუ საიდუმლო არ არის?
აუცილებლად ეგრე უნდა მოხდესო არც ერთი ტრადიცია არ გეუბნება ჩვენთან დამკვიდრებული ისე ცნობისათვის |
Posted by: Brock 20 Jan 2016, 20:26 | ||
![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 20 Jan 2016, 20:32 | ||||||||
Statham
საქართველოში.
არა
26
"ტრადიციაში" დამკვიდრებული ტენდენცია ვიგულისხმე.. ფაქტობრივად ტრადიციაა რა :დ |
Posted by: merciamercia 20 Jan 2016, 20:36 |
ჩემი ნაცნობი 20წლის გოგო მიყვება ეხლა 37 წლის კაცს ![]() ეღადავებიან ხოლმე ბაბუ როგორ გყავს, ბაბუაშენმა მოგაკითხა, ბაბუ გირეკავს ![]() |
Posted by: datunia93 20 Jan 2016, 21:00 |
Homo_Sapiens14 შე დალოცვილი თუ გიყვარს, მოგწონს, ჭკუა გეკეტება, ყველანაირად შენია, გამშვიდებს გაწყნარებს - მეტი რა გინდა? |
Posted by: DORO 20 Jan 2016, 21:05 | ||
ფილმებში რომ არის -- იცი საყვარელო ჩვენ შვილი გვეყოლება ... ფრანგმა გოგოებმა იციან ხოლმე რაღაცნაირეად თქმა ![]() |
Posted by: alesandra 20 Jan 2016, 21:09 | ||
Homo_Sapiens14
მომავალმა მეუღლემ ეს იცის და თანახმაა? |
Posted by: Homo_Sapiens14 20 Jan 2016, 21:15 | ||
alesandra
კი იცის )) ნუ 5 წელი შეიძლება ბევრია, მაგრამ ნათქვამი მაქვს, რომ რამოდენიმე წელი არ მინდა. DORO :დდ ჰო, 2 თვეა, რაც ცოლი მოიყვანა და ახალ ამბავს ახარებს, როცა ჯერ ქმრობას ვერ აცნობიერებს.. ისეთი შთაბეჭდილება რჩება ხოლმე, რომ ბავშვისთVის თხოვდება ქალი.. მე არ ვფიქრობ მასე. |
Posted by: gio19991 20 Jan 2016, 21:17 | ||
Homo_Sapiens14
თან უეჭველი ინანებ ., |
Posted by: zigfried 20 Jan 2016, 21:17 | ||
ყველაზე ტროლი კომენტარი ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 20 Jan 2016, 21:20 | ||
თან დარწმუნებული ვარ, რომ არ ვინანებ, მაგრამ გულის სიღრმეში რაღაცის მეშინია მეც.. არადა მიყვარს მაგრად. |
Posted by: Andro_forza juve 20 Jan 2016, 21:24 |
zigfried ჩამოხვედი შენ? ![]() ================= |
Posted by: DORO 20 Jan 2016, 21:24 | ||
Homo_Sapiens14
არ იცნობ მაინც და იმიტომ . სულ სხვაა პაემნების ფორმატის ურთ-ბა და სულ სხვა ერთად ცხოვრება . ერთ სახლში . ერთ საწოლში ძილი . ეგ მომენტია . ჰოდა სანამ არ გამოცდი ვერც გაიგებ ; ))) შენ ამას შეძლებ )))) პ.ს. ქმარს სიგარეტზე გაეგზავნები ? |
Posted by: Cassablanca 20 Jan 2016, 21:26 |
საერთოდ მოყავხარ რომ ცოლად? ახლა ეგ იმ ასაკშია, რომ შენნაირების კოლექციას უნდა აგროვებდეს, რომ იქიდან ერთი ამოარჩიოს წესიერი. თუ სექსზე ფიქრობ, მასე ფიქრში რომ ატარებთ 26 წლიწადს მაგას ნამდვილად ჯობია გათხოვდე თუ მოყავხარ. 2 წელი მაინც გექნებათ სექსიც სიყვარულით, მერე შეჩვევი და ეგ იქნება. ორ წელიწადში სულ რომ ალენდელონი იყოს მაინც მოგბეზრდება ერთიდაიგივე და დანარჩენი უკვე ურთიერთგაგება და პატივისცემის ამბავია ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 20 Jan 2016, 21:28 | ||||||||
DORO ვერ მიმიხვდი... ![]()
იცი შენ მაგაზე ჩემი პასუხი ![]() * * * Cassablanca
დავწერე უკვე რა სტადიაშიცაა ურთი.. ისევე ფიქრობს როგორც მე.
მიყვარსთქო ვამბობ..
აი მაგას კაკრას არ ვეთანხმები და ვერ დავეთანხმები ვერასდროს.. გააჩნია ვისთან გაქვს ურთი.. წყვილს ყოველთვის შეუძლია ურთიერთობა შეინარჩუნოს სათანადო სიმაღლეზე და იყოს საინტერესო, თუ ნამდვილად საერთმანეთონი არიან .. ვიცი ასეთი წყვილებიც. მთავარია ამის რესურსები ჰქონდეთ და ორივე ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე... ნუ ეს გრძელი ფილოსოფიაა, მეზარება ახლა.. ![]() ეს საქართველოშია გათხოვება რაღაც მისიასავით და მერე რომ ტაფის და ცოცხის გარდა არაფერი იცის ქალმა : / კაცების ბრალიცაა და ქალებისაც. |
Posted by: Utopian 20 Jan 2016, 21:33 |
7 წელი... და კიდევ ფიქრობ? გავიდა ცხოვრება ![]() |
Posted by: Statham 20 Jan 2016, 21:35 |
Homo_Sapiens14 ქორწილი არ გამოგვაპარო |
Posted by: Cassablanca 20 Jan 2016, 21:37 | ||||
Homo_Sapiens14 ხო კაი იფრინე, ბევრი ხართ მაინც კოსმონავტები. Utopian
კიდევ ბევრი გავა.
+ 1. იქნება ჩვენც გავიცნოთ ვინმე. |
Posted by: Homo_Sapiens14 20 Jan 2016, 21:39 | ||
Statham
იმედია მეც არ გამომეპარება ![]() |
Posted by: happy dreamer91 20 Jan 2016, 21:43 |
Homo_Sapiens14 10 წელი მართლა არ არის ისეთი სხვაობა, ასეთ აჟიოტაჟს რომ იწვევდეს. თუ მოგწონს და თვლი რომ მასთან კარგად ხარ, დაიკიდე სხვების აზრი და იყავი ბედნიერი) |
Posted by: levaa 20 Jan 2016, 21:51 |
10 წლით უფროსი ან უმცროსი მეორე ნახევარი პრობლემაა როცა ორივე ასაკში ხართ 30 ზევით რო ხართ თორე 21 წლის გოგო და 31 წლის კაცო ერთად რა პზიდეცია პროსტა წარმოდგენაც გაგიჭირდება ადამიანს ![]() |
Posted by: Choncxis mzera 20 Jan 2016, 21:55 | ||
უჩვეული ჩვეულება ? http://pix.ge/ ---------------------------------------------- ბოდიში , თემასთან რა მოსატანია ამ წმინდა გრძნობასთან , რაზეა საუბარი უბრალოდ ბევრი ხართ ერთად აქ და ვიკითხავ ბარემღა , რაკიღა ასეა ახალგაზრდებო , ხო არ იცით კაი მოვლილი ფუჩეები სად ცვივა? |
Posted by: Brock 20 Jan 2016, 22:01 | ||
აბა, პირდაპირ ბაბუა და შვილიშვილი... ![]() |
Posted by: levani169 20 Jan 2016, 22:15 |
Homo_Sapiens14 ბალღს ორი ნათლია მაინც აქედან აუყვანეთ.ტეხავს ,ვიმსახურებთ ცოტაოდენ დაფასებას ჩვენც! ![]() |
Posted by: merciamercia 20 Jan 2016, 22:25 | ||||
![]() ![]()
![]() ![]() ![]() |
Posted by: Statham 20 Jan 2016, 23:09 | ||
![]() ![]() ![]() |
Posted by: masha 20 Jan 2016, 23:12 |
ძალიან ზერელედ მსჯელობთ: მე დღეს მოვდიოდი საღამოსკენ და დავინახე შორიდან ერთი მომეჩვენა ბებერი კაცი. ახლოს მივედი და შემჩრჩა ხელში ერთი ტიპი, რომელიც როგორც მახსოვს სულ ჩემზე უმცროსი იყო. არადა ფული აქვს ოხრად- მიხედე რა თავს- ცოტა ბოდრად, ენერგიულად |
Posted by: QERBI 20 Jan 2016, 23:39 | ||
ამაზე გამახსენდა, თეატრში შემხვდა ამასწინათ ერთი ბიჭი, ადრე მომწონდა, ძლივს ვიცანი. ეჰ, არადა რა ბიჭი იყო, სულ რამდენიმე წლის წინ. : ( |
Posted by: masha 20 Jan 2016, 23:41 |
QERBI ხომ რა- ჩვენი სასიძო კი ჯანზე და ვიდზეა. გაყვეს რა ეს გოგო. მერე კიდევ რომ აშინებენ- მერე რა იქნება. დღვანდელი დღით იცხოვრე რა. |
Posted by: ushuaia 20 Jan 2016, 23:48 |
კაია ასაკი დაიკიდე მთავარია გესიამოვნოს მასთან........ |
Posted by: მამაო ენუქი 21 Jan 2016, 10:38 | ||
merciamercia
რა გვეჩქარება ![]() |
Posted by: GOVEN 21 Jan 2016, 11:17 |
Homo_Sapiens14 ეხლა ამ ბოლო დროს მივხვდი რომ არ არის 10 წელი დიდი რაზნიცა. აი ზემოთ უკვე ტეხავს ![]() პროსტა ერთი გაითვალისწინე. ერთ რჩევას მოგცემ. ეხლა ვმკურნალობ კუჭზე :В დალევა ამიკრძალეს. სადღაც 2 თვე ვერ დავლევ და გიჟივით ვარ, სუფრებზე მომიწია ყოფნა და დავიტანჯე. არადა როცა არ ვმკურნალობდი ჩემი სურვილით მითქვამს ხშირად დალევაზე უარი. ანუ რისი თქმა მინდა, როცა რაღაცას გიკრძალავენ უფრო მეტად გინდება და ამიტომ კარგად დაფიქრდი, შეიძლება არც გიყვარს და უბრალოდ გარემოებები გაფიქრებინებს ამ ყველაფერს. |
Posted by: Homo_Sapiens14 21 Jan 2016, 18:08 | ||
GOVEN
არა, არაა მასე... არავინ რომ არ მიკრძალავდა (მარტო მე რომ ვუკრძალავდი საკუთარ თავს), მაშინაც მქონდა გრძნობები.. სულ თავიდან 19-20-ის ვიყავი, რომ ვიგრძენი ყურადღება, მაგრამ მაშინ ჩემს თავს ვუტხარი, ხომ არ გაგიჟდი, 30 ისაა-თქო.. ამ ასაკობრივ პერიოდში მითუმეტეს ჩანს სხვაობა. ახლა რომ მიყვარს, მაგაში ეჭვი არ მეპარება.. როცა რამის ჭამას გიკრძალავენ, რაც გიყვარს ის გინდება, თორე ჩიხირთმა რომ ამიკრძალონ ასი წელი არ მომინდება, ან შემწვარი თევზი, იმიტომ რომ არ მიყვარს.. ჰოდა აქაც ეგრეა, მასთან ყოფნა რომ მინდა, იმიტომ მძაფრდება სურვილი, რადგან იძულებული ხარ, შეზღუდვებით იმოქმედო. პ.ს. გუშინ ვესაუბრე ღამით და 4 საათი ისე გავიდა ვერ გავიგე.. იმის გამო, რომ საკმაოდ ინტელექტუალურია და მგრძნობიარე ბუნების, ძალიან ღრმა და დახვეწილი აღქმა აქვს მოვლენების.. ეს ყველაფერი კიდე ჩემთვის ნარკოტიკია.... : / რაც დრო გადის უფრო ვერ ვუშვებ "სხვის" არსებობას რა.. |
Posted by: jurnalistka 21 Jan 2016, 18:21 |
Homo_Sapiens14 შეკითხვები: 1. დაოჯახებას გეგმავთ? 2. დარწმუნებული ხარ, რომ ისევე უყვარხარ, როგორც შენ? (თუმცა, თუ ამდენი წელია გელოდება, ალბათ ასეა). 3. მატერიალურად მშობლებისგან დამოუკიდებელი ხარ? თუ სამივე კითხვაზე პასუხი დადებითია, დაიკიდე ასაკობრივი სხვაობა. წლები შენც და მასაც გემატებათ, კი არ გაკლდებათ, რაც უფრო მეტს იყოყმანებ, მით უფრო ნაკლები ახალგაზრდული წელი დაგრჩებათ ერთად გასატარებელი ![]() შენი მეგობრები დარწმუნებული ვარ, ცუდს არ გირჩევენ, მაგრამ ყველა დეტალი მარტო თქვენ ორმა იცით. შენს მაგივრად შენს ცხოვრებას ვერავინ იცხოვრებს. ბოლოს და ბოლოს, იმაში მაინც იქნები დარწმუნებული, რომ სცადე ![]() |
Posted by: masha 21 Jan 2016, 18:24 |
Homo_Sapiens14 ახლა შენ გიკრძალავენ- ვინმე განგსტერს და ნარკამანს ხომ არ მიყვები? ისე გირჩევენ რა მშობლები, გული ეთანაღრებათ რა. ბევრი შემთხვევა გამიგია- ნეტა დედაჩემს რატომ არ დავუჯერე? და ასევე საპირისპიროც-ეჰ, დედაჩემს რომ დავუჯერე და ამას გავყევი - იმიტომ ვარ ასეთ დღეში ახლაო |
Posted by: Homo_Sapiens14 21 Jan 2016, 18:26 | ||||||||
jurnalistka
კი
მგონია, რომ მეტადაც .. :X
არა, მაგრამ მალე მოხდება ეგეც.. (სულ ვსწავლობდი და როდის მომესწრო)
ეს მცდელობა ხომ უბრალო რამე არ არის.. აქ ცოტა მიღრნის მეც გულს.. |
Posted by: levani169 21 Jan 2016, 18:28 | ||
jurnalistka
სოსა-სოლას მომგებიანი გათამაშება ხო არ არი "სცადე",მერე კიდევ სცადე თქო ეგეც მიგეწერა ბარემ!აქ მთელ ქონებასა და იმიჯზეა უკვე საუბარი,ქონებაში ქალწულობა და უმანკოება მაქს ჩაქსოვილი! Homo_Sapiens14 ხო მართლა ქალიშილი ბრძანდებით,ანუ დოვლათი და ქონება ხომ გაქვს ისევ და გაკოტრებული ხომ არ ხარ მეთქი რა? ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 21 Jan 2016, 18:37 | ||
masha
რომ გავყვე, ნაჯახით არ გამომეკიდებიან, მაგრამ არც უბრალოდ რჩევა არ არის მათი მხრიდან levani169 სხვა რამე ვიგულისხმე და ცოტა შესაბამისი პოსტები რომ წერო ვერა? |
Posted by: jurnalistka 21 Jan 2016, 18:42 | ||
Homo_Sapiens14
რა თქმა უნდა, უბრალო რამე არ არის. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე - გააკეთებ, ინანებ, არ გააკეთებ, მაინც ინანებ და ბარემ უნდა სცადო, თან ასეთი სიყვარულის ფონზე ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 21 Jan 2016, 19:01 | ||
ჩემები გადაჭრით ფიქრობენ, რომ ვინანებ. ვისტანაც ურთიერთობა მქონდა და დავამთავრე , ყველაზე ფიქრობენ რომ კაი ბიჭი იყო ძაან და ხელიდან გავუშვი.. ყველა იყო ჩემი ასაკის, ერთი 2 წლით უმცროსიც და ამათ ფონზე ჰგონიათ რომ რახან უფროს მამაკაცთან დავიჭირე საქმე, სისულელეს ვაკეთებ.. "რა ძალა გადგიას" მომენტიც აქვთ.. რა ძალა მადგიას ხედავენ და რა ძალა მიზიდავს, ამას_ ვერა. ჯერ მარტო შებინდებულზე განმარტოებით მასთან ერთად სკამზე ჯდომა (უზურგო იყოს, მაინც ვერ გავიგებ) და უბრალოდ საუბარიც ისეთი კაიფია, ვერავის ლექსიკა ვერ ახსნის... როცა კომუნიკაცია მაღალ დონეზეა, მერე გვარდება ყველაფერი ურთიერთობაში.. ჰოდა ამაზე უარის თქმა სასტიკად არ მინდა. |
Posted by: darlan 21 Jan 2016, 19:03 | ||
დასამალი რა არის ჩვეულებრივი სიტუაციაა |
Posted by: თრითინათინა 21 Jan 2016, 21:00 |
Homo_Sapiens14 სიყვარულმა თუ ასაკი არ იცის რა შენი ბრალია |
Posted by: K0lin 21 Jan 2016, 21:08 |
რატომ გვიყურებთ ასე, ვინც უკვე თქვენზე წლოვანებით დიდები ვართ ? ![]() --------------- |
Posted by: GOVEN 21 Jan 2016, 22:30 | ||||
Homo_Sapiens14
დალევა რომ მიყვარს მეც მაგიტომ მინდება ![]()
აი ზუსტად მაგას ვგულისხმობ. ფსიქოლოგი არ ვარ და ვერ აგიხსნი წესიერად. თავიდანვე გქონდა ის განცდა რომ დიდია და ხომ არ გაგიჟდიო ხოდა მაგის გამო შეიძლება განსაკუთრებული ხიბლი აქვს. თუ გიყვარს რა უნდა ქნა? მაგას რა ჯობია? თუ სექსს არ გთავაზობს და ქორწილისკენ იხრება იმასაც უყვარხარ და ეგაა ![]() |
Posted by: nipponcaucasus 22 Jan 2016, 03:32 |
რაიონის ინტელიგენციის სუნი მცემს ხოლმე ესეთ პოსტებზე. |
Posted by: levancho_kanada 22 Jan 2016, 03:38 |
Homo_Sapiens14 რამდენი დღეა გიყურებ მე დავიტანჯე შენ ამგივრად გაყევი თუ მიყვები ტუ არადა აგერ რამდენი უცოლოა მონახავ შენ ასაკისას ან მოგნახავს ![]() პ.ს ისე 11 წელი მეც დიდი მეგონა ხოლმე მაგრამ ეხლა იცი რა არი 27 წლის ვარ და 17 წლის გოგო ჩემთვის პატარაა ხო შენ რას ფიქრობ? |
Posted by: masha 22 Jan 2016, 10:24 |
ვიყავი ასე 19 წლის და ვხვდებოდი 30 წლის ბიჭს. ვაიმე, მეგონა გრაფ დრაკულასთან ვდვიჟენიობ, იმენნა ძალიან ბებერი მეგონა რა. არ ვაპირებდი ცოლად გაყოლას, მაშინ ჯერ არ ვიცოდი მურთაზოიდების შესახებ, მაგრამ ეგ იყო რა. ახლა მყავს ფბზე მეგობრებში- რა ვიცი- დაბერებულია. დღეს ცხოვრება შეიცვალა - უფრო მეტი ვარიანტია ადამიანი კარგად გამოიყურებოდეს, ხოდზე და ვიდზე იყოს. მაინც ვერ ვიგებ მშობლები და ახლობლები რატომ არიან ასე წინააღმდეგი |
Posted by: Homo_Sapiens14 22 Jan 2016, 12:35 | ||||||
GOVEN
არა, ეგეთ რამეებში დიდი ხანია დავტესტე ჩემი თავი.. მართლა მიყვარს.. masha
ნუ მეუბნები რა ეგეთ რამეებს ![]()
კი თავს კარგად უვლის, ამის მატერიალური შესაძლებლობაც გააჩნია და თან გენში აქვს, რომ საკაიფოდ იპარავს წლებს.. იმიტომ მეწინააღდეგებიან, რომ ყველას თავისი შვილი ჰგონია საუკეთესო, ანგელოზი, ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და განუმეორებელი და თავიანთი აზრით, დიდი ხარვეზია ასაკობრივი სხვაობა... |
Posted by: masha 22 Jan 2016, 12:40 | ||||
Homo_Sapiens14
ხომ და როცა გგონია რომ შენი შვილი -ყველაზე ჭკვიანი- მით უმეტეს უნდა სცე პატივი მის გადაწყვეტილებას
შენ ის გაიწყდება რომ როცა ის +10 ის იქნება შენც მოგემატება წლები. |
Posted by: Escapist 22 Jan 2016, 12:45 |
სიყვარულმა ასაკი არ იცის . დაიკიდე. სხვებს რას უსმენ. გული რასაც კარნახობს ისე უნდა მოიქცე წესით. |
Posted by: sanfol 22 Jan 2016, 15:39 |
Homo_Sapiens14 მესმის შენი ამ პატარა ბავშვებში შენც პატარად გრძნობ თავს და დიდობა გინდა, დაახლოებით ისე ხარ ახლა სკოლაში რო არიან და სამსახურის დაწყებაზე რომ ფიქრობენ უკვე და დამოუკიდებლობაზე, ანუ მოვლენებს უსწრებ და გინდა "დიდი ადამიანი" იყო. ხოდა ახლა თუ ფიქრობ რომ საკმარისი ისწავლე უკვე სამსახურისთვის მზად ხარ და გინდა გამოდი სკოლიდან და დაიწყე სამსახური ან დაასრულე სწავლა და მერე მარა იცოდე რო რაღაც ცხოვრებისეულ მოვლენებს ტოვებ ყველა ვარიანტში, ახალგაზრდობას გართობას და მარტო იმიტო არ მიიღო გადაწყვეტილება რომ გამორჩეული გინდა იყო ან გამორჩეული გგონია ის ცხოვრება რასაც ირჩევ, არც პირველი იქნები და არც უკანასკნელი ვინც ეგ გააკეთა |
Posted by: Homo_Sapiens14 22 Jan 2016, 20:41 | ||||||||
sanfol
ეს ნიშანდობლივია.. თუმცა აქ ყელაზე ნაკლებად ვნერვიულობ, რადგან როგორც აღვნიშნე მენტალურად და ინტერესებით ძალიან ახალგაზრდაა.. ანუ თავისუფლად მომყვება ყველაფერში.. და ტიპი ისეთია, ყოველთვის სათანადო ჭკუა და ახალგაზრდული გული ექნება..
არა, არა ეგ საერთოდ არაფერს შუაშია.. გამორჩეული თავად არის და მის გვერდით ვარ მეც ეგეთი. ამიტომაც მინდა მასთან.. ![]() Hannah_
დაუსრულებელი მომენტები მინდა მასთან.. ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ მეყვარება ერთ მშვენიერ დღეს.. იმიტომ, რომ ფუნდამენტი რაზეც ვაფუძნებ ურთიერთობას, დროთა განმავლობაში მხოლოდ მეტ სიღრმეს და ხიბლს შეიძენს.. პატარა შიშები მაქვს,დავწერე კიდეც, მაგრამ დამაბრკოლებელივით უფრო ოჯახია..
ჰო მართალი ხარ.. ![]() ყველაფერი ინდივიდუალურია.. ზოგს უმართლებს ზოგს არა.. მხოლოდ მე უნდა გადავწყვიტო ვიცი. : / |
Posted by: POKERISBLUFF 22 Jan 2016, 22:30 |
ბიჭო სიყვარული ერთიაა ბაზარი არაა მარა ასაკს როგორ არაქვს მნიშვნელობა რას ამბობთ? ეხლა მე რო 40 წლის ვიყო და 21-22 წლის გოგო მოვიყვანო უნივერსიტეტში სწავლობდეს რაც არ უნდა ვუყვარდე რო დავბერდები და ვიქნები 50ის ის 30 ის ტეხავს რა..... ვიღაც ბავშვობაში ეყოლებოდა ისეთი ვის მიმართაც სიმფათია ჰქონდა თAვის ხელა და მაინც გიღალატებს ტოო))) იმან მეტი იცის შენ ნაკლები რაღაც პონტში ოდესმე მაინც ისე ძალიან იჩხუბებთ ვერ გაძლებთ დიდ ხანს ესე მგონია თორე ღმერთმა შეგაბეროთ ![]() სჯობს ერთი ასაკის ხალხი მაქსიმუმ 5 წლამდე სხვაობა))))) ერთI თაობის წარმომადგენლები ერთად ისწავლით ყველაფერს და ამ დედამოდღნული ცხოვვრების დაბრკოლებებს გადაიტანტ)))))) და ერთად გახდებით 40 წლისები)))))) რავი მე რო 40 წლის ვიყო რაც არუნდა მიყვარდეს გოგო არ მოვიყვანდი 25 წლისას ცოლად))))) სულ რო მცოდნოდა რო მთელი ცხოვრება უბედური ვიქნებოდი)))) შეიძლება მე ვფიქრობ და ჩAრჩენილი ვარ 19 საუკუნეში მაგრამ ჩემი აზრია.............. წარმატებები მაინც... ![]() არვიცი რატო მიმაჩნია დევიანტურ ქცევად მსგავსი რაღაცეები მაგრამ ესეა.. თAნ ეხლა ისეთი ასაკი მაქვს ყველაზე კარგად აზროვნებს ტვინი................................... |
Posted by: Cherry. 23 Jan 2016, 01:45 |
ჩემზე 16 წლით უფროსი ადამიანი მიყვარდა, რომ არა რაღაც გარემობები და მისგანვე ჩემი გარიყვა ვფიქრობ რომ მასთან ვიქნებოდი სულ და ყველაფერს დავიკიდებდი. ადამიანი გიყვარდეს და უგებდე იქ სხვის აზრზს და ციფრებს მნიშმვნელობა არ აქვს. არც სექსში არ შეწყობა გაჩნდება არასოდეს თუ უგებთ ერთმანეთს. შენი ცხოვრებაა და ის უნდა გააკეთო რაც შენ გინდა და არა რაც ვიღაცას მიაჩნია სწორად. საერთოდ მაგ კაცთან მიმართებაში კი არა ყველაფერში ინანებ სხვის ჭკუაზე ცხოვრებას. |
Posted by: Homo_Sapiens14 24 Jan 2016, 13:27 | ||||||||
Hannah_ მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის ![]()
POKERISBLUFF 11 წლიან სხვაობაზეა საუბარი და არა 20. თუმცა ტიპს გააჩნია, მაგხელამაც შეიძლება იმაზე საკაიფოდ გაგიგოს, ვიდრე შენხელამ.))
კი ამასაც თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ არის რაღაცეები რის გამოც ვერ ვამბობ მასზე უარს და გამოცდილთან ერთად მირჩევნია გამოცდილების მიღება . ![]()
მადლობა ![]() Cherry.
ჰო საბოლოოდ ყველაფერი ემოციური დამოკიდებულების ხარისხზეა აგებული და ამიტომ მჯერა, რომ ბედნიერები ვიქნებით. ![]() პ.ს. გუშინ მთელი დღე ერთად ვიყავით და ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ.. ნელ-ნელა ყინულს შევათბობთ სხვებთანაც, დრო მაინც დალაგებს ყველაფერს.. ვეცდებით უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ.. ![]() |
Posted by: Hannah_ 25 Jan 2016, 02:46 | ||
Homo_Sapiens14
შესანიშნავია. ასე, საყვარელო. არ ნებდებით და თან გონივრულად ცდილობთ ყველაფრის მოგვარებას. მარტო ამბოხს ნამდვილად სჯობს. არაა აუცილებელი, ყველა დაიპირისპიროთ. კარგები ხართ, სხვებზეც რომ ფიქრობთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი თავები უნდა დააყენოთ წინ! |
Posted by: Edi-182 25 Jan 2016, 02:52 |
ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้_____________________________ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้_____________________________ค้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้้ ჰაჰაჰა გამოვშტერდი ბლინ ![]() ![]() ![]() |
Posted by: TEU 25 Jan 2016, 17:19 | ||
საერთოდ ვერ ვხვდები ამ სიტუაციაში რა არის პრობლემა,ჩემი აზრით უნდა იყოს ისეთ ადამიანთან ვინც გაბედნიერებს,დაჯექი და მშობლებს აუხსენი რომ ერთმანეთს კარგად უგებთ და ფიქრობ რომ ბედნიერი მხოლოდ მასთან იქნები და თუ არ უნდათ რომ ერთად იყონ მთელი ცხოვრება აიღონ თავის თავზე ყველაფერი და თუ ვერ აეწყობი იცოდნენ რომ ყოველთვის დამნაშავედ მათ ჩათვლი შენს უბედურებაში,დამერწმუნე ამის თქმის მერე უკან დაიხევენ,ოღონდ ჯერ შენ დარწმუნდი რომ ის ადამიანი ღირს იმად რომ მშობლებს დაუპირისპირდე გარკვეულწილად....ხო და კიდე ერთი რომ გიკრძალავენ იმიტომ ხომ არ გაქვს უფრო გაძლიერებული სურვილი მასთან ყოფნის?კარგად დაფიქრდი,წინააღმდეგი რომ აღარ იქნება არავინ ხომ არ გაგივლის?შენ თავში გააანალიზე ეს და მერე შეგიძლია მშობლებს დაელაპარაკო,ბედნიერება ხელიდან არ გაუშვა ,მგონია რომ ერთხელ მოდის :* |
Posted by: Homo_Sapiens14 26 Jan 2016, 19:06 |
Hannah_ TEU მადლობა დიდი კეთილი სურვილებისთვის.. "დრო მხოლოდ სიყარულს დაინდობს", დრო საუკეთესო ინდიკატორია და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემი მხრიდან ამ გრძნობაზე უარის თქმას არ ვაპირებ.. ![]() |
Posted by: Hannah_ 27 Jan 2016, 02:47 | ||
Homo_Sapiens14
![]() ჭკვიანი გოგო. |
Posted by: Homo_Sapiens14 27 Jan 2016, 12:03 |
Hannah_![]() ........... |
Posted by: Cassablanca 27 Jan 2016, 12:09 | ||
აბა თემას რატომ ხსნი მაშინ და რჩევას რას კითხულობ, ე.ი.აპირებ, მაგრამ თან არ აპირებ ![]() |
Posted by: Virtuslb 27 Jan 2016, 12:42 | ||
მისი სახელი "ზ"-ზე იწყება? ![]() მგონი ვხვდები ვისზეც ამბობ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ფორუმია აქ. ზოგადად გოგო რომ ვიყო არ გავყვებოდი 11 წლით უფროსს ცოლად, მე უბრალოდ სხვანაირად პრინციპული ადამიანი ვარ. მაგრამ შენი ცხოვრება გაქვს. თუ ბედნიერი ხარ მასთან მაშინ სხვა რა გზა გაქვს. ჩემს ქალიშვილს(როცა მეყოლება) ვეტყვი, რომ არ დაქორწინდეს ასაკით უფროსზე, მაქსიმუმ 5 წელი. მაგრამ ამ შემთხვევაში რავიცი. რადგან მთელი ცხოვრებაა მისკენ იყურები, ალბათ სჯობს მასზე დაქორწინდე. ანუ როცა ვინმესთან ამდენ წლიანი ბმა გაქვს, ისღა დაგრჩენია მას ენდობოდე და მის დამოკიდებულებაში შენდამი დარწმუნებული იყო. ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 27 Jan 2016, 13:30 | ||||
Virtuslb
არა.. ვ-ზე ![]()
დანარჩენზე პირადში გიპასუხებ ![]() |
Posted by: დიაბლო 27 Jan 2016, 14:05 |
ამ დროს მისი მომავალი მეუღლე 3 წლის იყო![]() ![]() |
Posted by: chakusa 28 Jan 2016, 22:35 |
ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორისაც 11 წელია სხვაობა,ჩვენ კიდე მეორე პრობლემა გვქონდა,შენგან განსხვავებით მე 18 წლის ვარ,გამუდმებით შიშებში ვიყავი,რომ ერთხელაც სახლში გამომკეტავდნენ ჩემები,საშინლად მიიღებდნენ ჩემს არჩევანს,მაგრამ თვითონაც კარგად იცოდნენ რომ მაინც იმას გავაკეთებდი,რაც მენდომებოდა.ჰოდა,უკვე ერთი წელია რაც ერთად ვართ,თავს კარგად ვგრძნობთ,ერთმანეთის გვესმის რაც მთავარია და გვიყვარს,მოკლედ იდეალური ურთიერთობა გვაქვს...ჩემი რჩევა იქნება ისე მოიქეცი როგორც შენ გენდომება,არც მშობელს დაუწყო ყურება და არც შენს პირადში მოქექილე სხვა პირებს...ასაკი არაა მთავარი,მთავარია ერთმანეთის გესმოდეთ! <3 |
Posted by: procesora 28 Jan 2016, 22:45 |
არანაირი სხვაობა არ აქვს ასაკს მთავარია ურთიერტ გაგება და საერთო აზრის გამონახვა, მე ჩემს მეუღრეზე 13 წლით უფროსი ვ არ მაგრამ არანაირი დაზაბულობა და კომპლიქტი არ გვქონია წლებია უკვე.... ასე რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს... მთავარია საერთო აზრის გამონახვა თორემ თუ ერტმანეთან საერთო აზრი და მიდგომა არ არის თუ გინდა ტოლები იყავით შედეგი ნულის ტოლია.... |
Posted by: Homo_Sapiens14 28 Jan 2016, 23:02 |
chakusa procesora მადლობა, ზუსტად მსგავს სიტუაციაში მყოფთა აზრი მაინტერესებდა ყველაზე მეტად.. ![]() მეც ვფიქრობ, რომ სადაც ღრმა სულიერი კავშირი და ურთიერთგაგებაა, იქ არ შექმნის პრობლემას 11წელი. ![]() |
Posted by: chakusa 29 Jan 2016, 01:57 |
მიხარია,წარმატებებს გისურვებ ![]() |
Posted by: masha 29 Jan 2016, 13:48 |
შეიძლება ახლა კავშირში არ არის მოკლედ ჩვენთან დარბაზში ერთი კაცი ავარჯიშებს ბიჭებს (მგონი კალთბურთელებს) ხომ და ეგ კაცი მე მახსოვს 10 წლის წინ და სიმპატიური სპორუტლი ტიპია რა. ხომ და ვეუნებრი ერთ ჩემს დაქალს- აუ - რა ტიპია, როგორ დაბერდა ეს მეუბნება- არაო ტო- ძალიან სიმპატიურ და ჯანზეაო - ეჰ, შენ არ გინახავეს ეგ ადრე როგორი იყო. |
Posted by: Mr JeimsA 29 Jan 2016, 13:49 |
ხომ, ის ვქენი ხომ, ეს ვქენი ხომ ხომ, ხომ |
Posted by: ქარიმან სეტიელი 29 Jan 2016, 16:38 | ||
Homo_Sapiens14
ვა ზუსტად ეგეთი ვარ, 33 წლის.. მე გამომყევი ![]() |
Posted by: melika 29 Jan 2016, 16:47 |
გაითვალისწინე რო გარკვეული წლების მერე ის ბებერი იქნება და არაფრის თავი ექნება, შენ ახალგაზრდა იქნები და ნუ მერე საყვარელს კი ნახავ პრინციპში |
Posted by: SCHWARZENEGGERA 29 Jan 2016, 16:58 |
ასაკი დაიკიდეთ მთავარია ბედნიერები იყოთ ამას ვერც ერთ ფასად ვერ იყიდით |
Posted by: salamander_r 29 Jan 2016, 17:04 |
მაქსიმუმ 5 წელი მერე უკვე სხვა თაობაა და მე ვერ ვამუღამებ. რა უნდა ვაკეთოთ ერთად არ ვიცი. |
Posted by: amsona69 30 Jan 2016, 10:55 | ||
11 წელი არ არის ისეთი კატასტროფული სხვაობა რომ კაცმა თავი ბებერად იგრზნოს....60 წლის კაცსაც შეუძლია სექსუალურად აქტიური იყოს.... ისე შეიძლება ვერ იყოს როგორც 30 წლის ასაკში მაგრამ თავს ნუ მოიკლავთ მაინდამაინც სასმელით და სიგარეტით, ცოტა აქტიური ცხოვრებით იცხოვრეთ და დატკბით ცოტათინ მაინც ჯამრთელობით.... 60 წლის კაცის 49 წლის ცოლი ეხლა რა სექსუალობა უნდა მოუნდეს რომ 25 წლის ბიჭის საყვარლობა მოუნდეს... ![]() ![]() ![]() ისე ერთი რამე ნამდვილად არის გასათვალისწინებელი, როცა ბევრად პატარა წლოვანების ქალი მოგყავს ცოლად ეს ნამდვილად უნდა გაითვალისწინო, მაგრამ კიდე ვამბობ ვარიანტები ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო... მასე შეიძლება კაცს სექსუალობა 35 წლის ასაკშიც დაუქვითდეს ან გაცივდა ან რამე ჯამრთელობა შეერყა ან რამე პრობლემა აქვს, ცოლი მაინდამაინც უნდა გაუბოზდეს?.. შეიძლება ცოლიც იგივე ხნის იყო?... კარგით რა.. ბაბუაჩემი ბებიაჩემს შორის სხვაობა 17 წელი იყო. ბაბუაჩემმა 92 წლი იციცხლა. ბებიამ 65... ჩემი აზრით მნიშვნელობა არ აქვს წლოვანებას თუ ორივე ერთმანეთან საერთოს გამონახავენ... ეხლა ლაპარაკი არ მაქვს გოგო 15-ის იყოს და ბიჭი 31-ის... რა თქმაუნდა გოგოც ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ეხლა გოგო თუ 30 არის და ბიჭი 41-ის... აზრი ორივეს ჩამოყალიბებული აქვს და ერთმანეთს უგებენ, სისულელეა იმის ფიქრი ის ადრე დაბერდება და გოგო გვიან... ![]() |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 11:06 |
რომელიღაც თემაში ეწერა, ქალიშვილობის საკითხი აღარაა აქტუალური, სიმაღლემ ჩაანაცვლაო ჰოდა არა... ასაკში სხვაობის თემა ლიდერობს, ჩემი აზრით |
Posted by: don gajetino 30 Jan 2016, 11:07 |
შვილი როცა გეყოლებათ შენ მამას დაგიძახებს და შენ ცოლს ბებიას |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 12:10 |
don gajetino ვის დაუწერე ეგ... ? : )) |
Posted by: don gajetino 30 Jan 2016, 12:17 |
ladylike ვის დავუწერდი ? : ))) რა თქმა უნდა თემის ავტორს |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 12:33 |
don gajetino გოგო არ არის თემის ავტორი? : ) რა მამა... ![]() |
Posted by: don gajetino 30 Jan 2016, 12:43 |
ladylike ა უი :დ არც წამიკითხავს იმხელა პოსტი იყო : ))) არ ვიცი არ ვარ ამ უბნელი |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 12:48 |
don gajetino აბაა, დაწერა არ უნდოდა... ? ![]() კიარადა თვითონაც არაა დარწმუნებული, თორემ ფორუმის აზრს იკითხავდა? : ) |
Posted by: don gajetino 30 Jan 2016, 12:54 |
ladylike ნუ თუ უყვართ ერთმანეთი და კომფორტულად არიან სულ, რომ მთელმა ფორუმმა დავუწეროთ ასაკში დიდი სხვაობაა და მაგ პონტში დაშორდით ერთმანეთსო მაინც არ დაგვიჯერებს : ))) |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 12:57 |
don gajetino გამოდის, რომ სპირიტას ალტერია და პოსტებს იმატებს ? : )) |
Posted by: don gajetino 30 Jan 2016, 13:04 |
ladylike :დ არა , ალტერი არ არის, თავისი შეხედულების გასამყარებლად გახსნა თემა . ერთი ორმა იუზერმაც , რომ დაწეროს ასაკს რა მნიშვნელობა აქვსო ეჭვებს გაუფანტავს, რომელიც.სავარაუდოდ ღრღნის . ![]() |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 13:08 |
don gajetino მე დავუწერე უკვე : ) ქორწილის და ხალათებიან ფოტოებს დაველოდები... ![]() |
Posted by: don gajetino 30 Jan 2016, 13:12 |
და კიდე She is mine და He is mine აბრებიან ფოტოებს |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 13:15 |
don gajetino რააამაგარია : ) მერეც გაახსენდებათ ფორუმი? : )) |
Posted by: masha 30 Jan 2016, 13:18 |
ორი დღის წინ სპექტაკლზე ვიყავი და ფილმი გამახსენდა "უსახელო ვარსკვლავი" ძველი ფილმი- მანდ თამაშობს ანასტასია ვერტინსკაია დედა ჰყავდა ქართველი. მშობლებს შორის განსხვავება 34 წელი, ბედნიერად ცხოვრობდნენ ამ დროს. |
Posted by: don gajetino 30 Jan 2016, 13:21 |
ladylike ჯერ წეროს მოლოდიონშიო ამ თემაში დაპოსტავს და მერე დედების კლუბში : ))) ხო კიდე მანქანის ნომერი Just merried :დ |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 13:25 |
masha არიან ადამიანები, რომლებსაც ვერაფრით გააბედნიერებ და ისეთებიც, რომლებსაც ვერაფრით გააუბედურებ, გააჩნია, როგორ უყურებ ცხოვრებას. დიდ სხვაობაში არის თავისი პლუსები... don gajetino ბავშვების ფოტოებშიც... ![]() |
Posted by: masha 30 Jan 2016, 13:30 | ||
ladylike
![]() |
Posted by: marituna 30 Jan 2016, 14:59 |
Homo_Sapiens14 რით განუგეშო, ჩემი ძალიან ახლიბელი არის თავის ქმარზე 12 წლით პატარა. . უკვე დიდები არიან. . ასაკში სხვაობა საერთოდ არ იგრძნობა. |
Posted by: Homo_Sapiens14 30 Jan 2016, 22:17 | ||||
don gajetino ladylike რა დრეში ხართ თქვენ.. ![]()
გარკვეულწილად ეგრეა.. ანუ ჩემები ასე რომ აღშფოთდნენ, მაინტერესებდა საზოგადოებაში რამდენად უჩვეულო სიტუაციაა, თუ ჩვეული უჩვეულობაა, რომელიც უკვე გადაილახა.. ნუ ზოგადი აზრი მაინც არ ახდენს შეყვარებულ ადამიანზე გავლენას, მაგრამ ისიც მაინტერესებდა, ვინმეს რაიმე გამოცდილება ხომ არ აქვს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებსთქო.. მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია რა.. რაღაც შიშები იარსებებს გინდა არ გინდა, მაგრამ დრო ამასაც გაფანტავს, როცა უსაფუძვლო აღმოჩნდება. marituna
მგონია, რომ ჩემთანაც ეგრე იქნება, ორივეს ვიზუალური და მენტალური მონაცემების გათვალისწინებით. მადლობა ![]() |
Posted by: gordas 30 Jan 2016, 22:19 |
Homo_Sapiens14 შენ ხარ დიდი თუ გოგო? |
Posted by: Homo_Sapiens14 30 Jan 2016, 22:20 | ||
![]() ![]() ბიჭი, ანუ ის : )) პ.ს. პირველი პოსტი წაიკითხეთ ხოლმე, მარტო სათაურის მიხედვით რომ სვამთ კითხვებს )) |
Posted by: სერაფიტი 30 Jan 2016, 22:35 |
Homo_Sapiens14 რამდენიმე მსგავსი შემთხვევაა ჩემ ირგვლივ. ამათ არ ეტყობათ 10-11 წელი რომაა სხვაობა. ჭკუით ორივე ტოლია და გარეგნულადაც არ "ყვირის". მე პირადად ცოტა ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ეს ადამიანები კი ცხოვრობენ ბედნიერად. მოკლედ, შენი გადასაწყვეტია. თუ ასე გეიდეალურება, დარჩი მაგასთან. თუ რაღაც ძაან დიდი შიში გაქვს, რასაც ვერ ლახავ და სულ დაგტანჯავს (რაც არ ვიცი, ასაკს რამდენად უკავშირდება), წადი. |
Posted by: nipponcaucasus 30 Jan 2016, 22:48 |
სათაურში გიწერია - შეყვარებული. შეყვარებული და სიყვარულია თუა, ჩვენ გვეკითხები გიყვარს თუ არა? |
Posted by: Homo_Sapiens14 30 Jan 2016, 22:55 | ||||
nipponcaucasus
ეგ სად ვიკითხე რო? ![]() სერაფიტი
ჰო, ასაკთან დაკავშირებული ფაქტორები, მაგრამ გადაულახავი არ მგონია.... ![]() ასაკით უფროსი შეყვარებული არადროს მყოლია (1-2 წლით მაქსიმუმ, ვერც წარმომედგინა დიდი სხვაობა) ) და ასეთ რეალობას რომ ვეჩეხები და თან აშკარად ყველაზე კარგად ახლა ვგრნობ თავს, ეს სიახლე მაბნებსსავით და ბადებს რაღაც შიშებს. ეგ მომენტია რა. |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 22:59 |
![]() |
Posted by: nipponcaucasus 30 Jan 2016, 23:00 |
Homo_Sapiens14 გათხოვდი და თუ არ მოგეწონა წამოდი, რად უნდა ამდენი ფიქრთა გორა. ფრთხილად იყავი ბევრმა ფიქრმა და ყოყმანმა ჩვევაში იცის გადასვლა და შეიძლება გაუთხოვარი დარჩე საერთოდ. |
Posted by: Homo_Sapiens14 30 Jan 2016, 23:01 |
ladylike![]() |
Posted by: ladylike 30 Jan 2016, 23:04 |
Homo_Sapiens14 მადლობა, შენ გეძღვნება, ცოტათი მეც : )) ჩემთვითონ გავაკეთე ![]() |
Posted by: Homo_Sapiens14 30 Jan 2016, 23:06 |
ladylike ყოჩაღ : )) ![]() ![]() |
Posted by: infuzoria 30 Jan 2016, 23:14 |
მთავარია უმცროსი არ იყოს (გოგოსთვის), დანარჩენი არაა პრობლემა, თუ გინდა 20 წლით იყოს უფროსი |
Posted by: სნეგირი1 31 Jan 2016, 04:00 | ||
infuzoria
![]() |
Posted by: Estrella 31 Jan 2016, 04:18 | ||
Homo_Sapiens14 ბანალურად ჟღერს, მაგრამ დაიკიდე. ვინც უკმაყოფილოა, იმათ ყველას ჩაეხუტე და უთხარი რომ ყველანი გიყვარს და თუ მათაც უყვარხარ, გაცადონ რა ეს ერთი დედანატირები ცხოვრება? ორჯერ არავინ მოდის. ხოდა ეგრე რა. ![]() როგორი უცნაურია არა, თან გიყვარს და თან რეებზე ფიქრობ. მაგრამ თუ ნამდვილად გიყვარს,'უნდა შეძლო იყო ბედნიერი. მე გამიზნულად 10-15-20 წლით უფროს სეგმენტს ვაკვირდებოდი. ბოლო წელს შევიცვალე, ასაკმა თავისი ქნა, ახლა პატარებიც მოსულა. ![]() რაის ასაკის გამო დაწუნება?'ისეთი უტოპიური გახდა სინერგია... პ.ს. ახლა გარედან ხმა შემოვიდა მთვრალმა კაცმა ან ბიჭმა იკივლა სასწაული ხმით ![]() * * * masha
სპექტაკლსაც ასე ერქვა? თუ ჰო, როგორი იყო? ნამეტანი სწრაფი და ხმაურიანი? |
Posted by: POKERISBLUFF 31 Jan 2016, 04:28 | ||
)))))))))))))))) დაუჯერეთ სტარში ლეინტენანტს ამაზე ნაღდს ვერავინ გირჩევთ პ.ს 11 წლით ჩემზე პატარა რაც არუნდა მიყვარდეს არ მოვიყვან ცოლად.... ისევ მაგისთვის)))))))) თორე საახლობლოშI 14-15 წლით უფროს/ი წყვილებიც არიან ყოველთვის სჯობს შენხელა.... ან 2-3 წლით მაქს დიდი თუმცა გააჩნია ვინ როგორ უყურებს ცხოვრებას))))))) და როგორაა მზად ![]() ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს აბა GL&HF&PK ![]() |
Posted by: masha 31 Jan 2016, 12:23 | ||
ESTRELLA
არა- პირიქით ნელი აქ დავწერე https://forum.ge/?showtopic=34817380&view=findpost&p=46875670 |
Posted by: დოლორეს 2 Feb 2016, 03:25 | ||
უარესიც.8 წლით მე ვარ უფროსი და აქეთ ჩემები იპუტავდნენ.რასაკვირველია,ყველას აზრი დავიკიდე.იგივეს გირჩევდი. |
Posted by: kvacaraxa 2 Feb 2016, 20:40 | ||||
Homo_Sapiens14
თავად უქმნი შენს ტავს პრობლემას. |
Posted by: ელფი 2 Feb 2016, 20:56 | ||
რად გინდა, ერთ 3 წელიწადში აღარ აუდგება და მოგიწევთ მკითხავთან სიარული. |
Posted by: kote91 3 Feb 2016, 04:55 | ||
ელფი უფროსი თუ ქალია ![]() |
Posted by: ელფი 3 Feb 2016, 15:32 | ||
kote91
ქალებს ყოველთვის შეუძლიათ, საქმე ის არის კაცს თუ აუდგება მათზე ![]() |
Posted by: masha 6 Feb 2016, 10:32 |
გუშინ შემხვდნენ მეგობრები. ცოლი უფროსია ქმარზე 10 წლით. ვაბშე არ ეტყობათ ასაკობრივი სხვაობა. ეს გოგო დაჟე გამიკვირდა მშვენიერ ფორმაშია- თან არც რამე სპორტულ აქტივობას ეწევა. ძალიან კარგად არიან რა. |
Posted by: Homo_Sapiens14 6 Feb 2016, 18:20 | ||
masha
გაიხარე გამხნევებისთვის ![]() |