Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > ხალხის აზრის დაკიდება


Posted by: london1 23 Apr 2017, 16:06
ამ ბოლო დროს ვცდილობ რო ხალხის აზრი დავიკიდო და აი ძაან მაგარი მუღამი ქონია , როცა არ გაინტერესებს შენზე რას იფიქრებენ ან ვაიდა რო არ მოეწონოს ვიღაცას რაღაცა , ოღონდ ვგიჟდები მგონი ვცდილობ რაც შეიძლება უფრო და უფრო მეკიდოს სხვა

Posted by: leosmoke.com 23 Apr 2017, 16:26
გაგიცვლიდი ჩემს პრობლემაში biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sanfol 23 Apr 2017, 18:21
london1
ჯერ სადა ხარ

Posted by: Re-hanna 23 Apr 2017, 19:33
London 1

სწორად იქცევი. ეს ყველაზე ნაღდი გზაა პიროვნული ინდივიდუალიზმისკენ.

Posted by: elodin 23 Apr 2017, 20:03
QUOTE (london1 @ 23 Apr 2017, 16:06 )
ამ ბოლო დროს ვცდილობ რო ხალხის აზრი დავიკიდო და აი ძაან მაგარი მუღამი ქონია , როცა არ გაინტერესებს შენზე რას იფიქრებენ ან ვაიდა რო არ მოეწონოს ვიღაცას რაღაცა , ოღონდ ვგიჟდები მგონი ვცდილობ რაც შეიძლება უფრო და უფრო მეკიდოს სხვა

რამდენი წლის ხარ ?

მიკვირს ხოლმე რო მესმის რომ ახალგაზრდებს მსგავსი პრობლემები აქვთ...

იასნია უნდა გეკიდოს ხალხის აზრი, უნდა იყო ინდივიდუალური.

უნდა მოუსმინო სხვას, მაგრამ აკეთო შენი... yes.gif

Posted by: Qetucha 24 Apr 2017, 15:10
მეც მინდა არ მაინტერესებდეს სხვისი აზრი მარა არ გამომდის

Posted by: elodin 24 Apr 2017, 15:20
Qetucha
ასაკი?

----------------

Posted by: აუტისტი 24 Apr 2017, 15:23
ხალხისგან ის მაინტერესებს, მხოლოდ რაც მაინტერესებს. მერე გადავხარშავ - მოერგება ჩემს სიტუაციას, ვიტოვებ, არ მოერგება ვუშვებ სამ ასოზე biggrin.gif
ერთია გასათვალისწინებელი: მთავარია არავინ დააზიანო (არც საუკუთარი თავი და არც სხვა). დანარჩენ შემთხვევაში - ისე იცხოვრე, როგორც გინდა. არვის აქვს უფლება სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის! თავის ცხოვრებას მიხედონ ცუნცულებმა!

Posted by: Qetucha 24 Apr 2017, 15:28
elodin
26 ვარ

mo.gif

......

Posted by: Gael 24 Apr 2017, 15:33
ხალხში ვის გულისხმობთ?
30 ხალხი mad.gif

Posted by: elodin 24 Apr 2017, 16:07
QUOTE (Qetucha @ 24 Apr 2017, 15:28 )
elodin
26 ვარ

mo.gif

......

და მთელი ცხოვრება ესე ხარ? spy.gif

Posted by: Qetucha 24 Apr 2017, 16:10
elodin
უმეტესწილად

......

Posted by: elodin 24 Apr 2017, 17:08
Qetucha
QUOTE
უმეტესწილად

კონკრეტულად რაშ გიქმნის პრობლემას ეგ? და რას აქცევ ყურადღებას უფრო?

Posted by: london1 24 Apr 2017, 17:35
elodin
Qetucha
ხელს ხო არ გიშლით ? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Qetucha 24 Apr 2017, 17:36
elodin
მინდა ნაკლებად ან საერთოდ არ მაინტერესებდეს სხვისი აზრი
ემოციური ვარ და მგრძნობიარე ძალიან და ეტყობა მაგის ბრალიცაა.პრობლემას არ მიქმნის უბრალოდ ვიღლები ხოლმე არ მინდა ვინმე ოდნავ მაინც ცუდად ფიქრობდეს ჩემზე იმასაც ვაცნობიერებ რო ყველასთვის მოსაწონი ვერასდროს იქნები მიზეზსაც რო არ აძლევდე არ მოსაწონს მაინც შეიძლება არ იყო მოსაწონი.უბრალოდ მინდა რო არ იყოს ჩემთვის ვინ რას იფიქრებს ან იტყვის ჩემზე ძალიან გულზე მოსახვედრი იმიტო რო მერე ძალიან დიდხანს მიმყვება და განვიცდი ხოლმე და ვიღლები ამ განცდებით არ მინდა გულზე მხვდებოდეს ადამიანის აზრი ჩემზე მარა ჯერჯერობით არ გამომდის რო არ მაინტერესებდეს სხვისი აზრი ჩემზე

london1
ნწუ არ გვიშლი biggrin.gif უბრალოდ მინდა მეც შენნაირად ვიყო ხშირად არ მოვიხვედრო გულზე და იმიტო დავწერე ჩემზე biggrin.gif

Posted by: london1 24 Apr 2017, 17:42
Qetucha
QUOTE
მინდა ნაკლებად ან საერთოდ არ მაინტერესებდეს სხვისი აზრი
ემოციური ვარ და მგრძნობიარე ძალიან და ეტყობა მაგის ბრალიცაა.პრობლემას არ მიქმნის უბრალოდ ვიღლები ხოლმე არ მინდა ვინმე ოდნავ მაინც ცუდად ფიქრობდეს ჩემზე იმასაც ვაცნობიერებ რო ყველასთვის მოსაწონი ვერასდროს იქნები მიზეზსაც რო არ აძლევდე არ მოსაწონს მაინც შეიძლება არ იყო მოსაწონი.უბრალოდ მინდა რო არ იყოს ჩემთვის ვინ რას იფიქრებს ან იტყვის ჩემზე ძალიან გულზე მოსახვედრი იმიტო რო მერე ძალიან დიდხანს მიმყვება და განვიცდი ხოლმე და ვიღლები ამ განცდებით არ მინდა გულზე მხვდებოდეს ადამიანის აზრი ჩემზე მარა ჯერჯერობით არ გამომდის რო არ მაინტერესებდეს სხვისი აზრი ჩემზე

ზუსტად ეგრე ვარ , პატარა რაღაცაც კი იმდენად მიმაქვს გულთან ახლოს რო , ბუზის სპილოდ გადაქცევა კარგად მეხერხება მოკლედ sad.gif(( რა მეშველება

Posted by: Qetucha 24 Apr 2017, 17:47
london1
მეც ეგრე ვარ.და ბევრს ეშლება ნერვები მაგის გამო.ზედმეტად ვიცი ზოგი რაღაცის დასერიოზულება ხოლმე.

შენ შემთხვევაში ეტყობა ეგ იყო მიზეზი იმის ეხლა რო სულერთი გახდა ხალხის აზრი შენზე
ზედმეტად რო იხვედრებ გულზე

Posted by: london1 24 Apr 2017, 17:50
Qetucha
ყველანაირად ეცცადე რო ვაფშე დააიგნორო სხვისი აზრი სხვა რამეს თუ იფიქრებს , მაგითი ციდან მეხი არ დაგეცემა ასე რომ გირჩევ თავს ნუ შეიზღუდავ სხვისი აზრის გამო

Posted by: elodin 24 Apr 2017, 17:52
london1
კი გადი.
რაში უნდა გვიშლიდე lol.gif
Qetucha
მესმის..უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.ბევრი იფიქრო ამ საკითხზე, კონკრეტული კითხვები დაუსვა შენს თავს , რა მოაქვს ამ ყვეალფერს? რომ ცადო სხვანაირად ყოფნა რა დისკომოფრტს იგრძნობ? და ა.შ ამ კითხვების დასმას,რომ დაიწყებ, შემდეგ უფრო გაგიადვილდება პრაქტიკაში დაკიდება მსგავსი რამეების. საწყის ეტაპზე ფსიქოლოგებიც ასე მუშაობენ..
ისე ბევრი რამ ბავშვობიდან მოდის..

Posted by: Qetucha 24 Apr 2017, 17:53
london1
ბევრჯერ მიცდია და ვცდილობ ეხლაც ხოლმე დავაიგნორო მარა მგონია ჩემ თავს ვატყუებ მაგით იმიტო რო შეიძლება ვთქვა რო აი არ მაინტერესებს და ა.შ მაგრამ შინაგანათ მაინც მაწუხებს რაღაც და არ გამომდის ჯერჯერობით ეგ იმედია ოდესღაც შევძლებ არ მივაქციო ყურადღება ხალხის აზრს და ვიცხოვრო მშვიდად ზედმეტი ემოციების გარეშე

elodin
ბევრჯერ მიფიქრია დამისვამს კითხვებიც რა მოაქვს და ნერვების გლეჯვა და უაზრო დარდი და რო დავიღალე და აღარ მინდა ესე ვიყო იმიტო მინდა ზოგი რაღაც გულზე ძალიან არ მოვიხვედრო

Posted by: london1 24 Apr 2017, 17:55
Qetucha
მეც მაწუხებს შინაგანად ჯერ-ჯერობით მარა ძალით მაინც საპირისპიროს ვაკეთებ , იმედი მაქ ცოტა ხანში ყველაფერი ბუნებრივად გამოვა და აღარც შინაგანად აღარ ვიგრძნობ არაფერ მსგავსს

Posted by: elodin 24 Apr 2017, 17:58
Qetucha
უფრო კონკრეტულად შესაძლებელია საუბარი.. დაიკიდე რაც გაწუხებს

Posted by: Qetucha 24 Apr 2017, 18:02
london1
წარმატებები იმედია შენ მაინც გამოგივა ჯერ მე არ გამომდის და იმედია მეც გამომივა მეც ვშვრები პირიქით ხოლმე მარა ჯერ ეტყობა საკმარისი ძალით ვერ ვშვრები და ნელნელა მეც შევძლებ არ ვიფიქრო იმაზე ვინ რას იტყვის.ერთი პერიოდი მეგონა ერთი რაღაცას რო იტყოდა მერე სხვასთანაც ილაპარაკებდა ჩემზე ცუდებს და ა.შ .არ მინდა ამხელა მნიშვნელობას ვანიჭებდე ვინ რას იტყვის და იფიქრებს ჩემზე ყველა ინდივიდუალურია აზროვნებას ვერავის შევუცვლი მარა მაინც

elodin
london1
მადლობა ორივეს ყურადღებისთვის და აზრების გაზიარებისთვის

Posted by: london1 24 Apr 2017, 18:17
Qetucha
რისი მადლობა , წარმატებები შენც :* smile.gif))

Posted by: sanfol 28 May 2017, 22:34
london1
რაქენი აბა დაიკიდე ხალხის აზრი?

Posted by: Piquecanthropus 29 May 2017, 04:20
ეს ის თემაა, სადაც ერთმანეთის აზრის დაკიდებას ვცდილობთ? biggrin.gif

Posted by: celestiales 29 May 2017, 05:13
................................................................................................................................................... facepalm.gif

Posted by: 381142 29 May 2017, 09:26
Qetucha
QUOTE
მინდა ნაკლებად ან საერთოდ არ მაინტერესებდეს სხვისი აზრი
ემოციური ვარ და მგრძნობიარე ძალიან და ეტყობა მაგის ბრალიცაა.პრობლემას არ მიქმნის უბრალოდ ვიღლები ხოლმე არ მინდა ვინმე ოდნავ მაინც ცუდად ფიქრობდეს ჩემზე იმასაც ვაცნობიერებ რო ყველასთვის მოსაწონი ვერასდროს იქნები მიზეზსაც რო არ აძლევდე არ მოსაწონს მაინც შეიძლება არ იყო მოსაწონი.უბრალოდ მინდა რო არ იყოს ჩემთვის ვინ რას იფიქრებს ან იტყვის ჩემზე ძალიან გულზე მოსახვედრი იმიტო რო მერე ძალიან დიდხანს მიმყვება და განვიცდი ხოლმე და ვიღლები ამ განცდებით არ მინდა გულზე მხვდებოდეს ადამიანის აზრი ჩემზე მარა ჯერჯერობით არ გამომდის რო არ მაინტერესებდეს სხვისი აზრი ჩემზე


ზუსტად ასე ვარ მეც, მეგონა ჩემს ნაწერს ვკითხულობდი. ვცდილობ დავიკიდო ნელნელა, იმიტომ რომ ისეთ ადამინებზე გამიგონია ცუდი მათ ზურგს უკან, სიკეთის მეტს რომ არაფერს სთესავენ, დიდი ხანია მივედი იმ დასკვნამდე, სულ რომ იდეალური იყო, ვისაც უნდა მაინც გამონახავს შენს გასაჭორ და გასალანძღ მიზეზს, ხალხის აზრი თუ არ დაიკიდე, საკუთარი ცხოვრებით ვერ იცხოვრებ.

სიკვდილის წინ რას უფრო ვინანებდი, "ხალხი" რას ამბობდა ჩემზე თუ ხალხის აზრის გამო, როგორც მინდოდა ისე რომ ვერ ვიცხოვრე? ეს აზრი მეხმარება, მაგრამ ჯერ გზის დასაწყისში ვარ, მაინც არ მოვეშვები საკუთარ თავს, სანამ მართლა სულერთი არ გახდება. ხალხის კი არა, ძალიან ახლობელი ადამიანების აზრიც კი არ უნდა გაითვალისწინო, თუ ამის გამო უბედური იქნები, ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და გაქვს უფლება ისე იცხოვრო როგორც გინდა, თუ ამით მიზანმიმართულად ზიანს არ აყენებ გარშემომყოფებს.

Posted by: Tissier 29 May 2017, 11:51
აი ასე ჰაერზე დაკიდება ვეჭვობ ძალიან გაგიჭირდებათ pop.gif

ან პოხუისტი უნდა იყოთ ან თავდაჯერებული
ადვილად არც ერთი არ მოდის rolleyes.gif
რატომღაც პირველით იწყებენ ხოლმე რაც მაგარი საკვირველია რადგან მეორე ხაზი გაცილებით მომგებიანია ყველა კუთხით

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

TOP.GE