Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > ჯუთა როშკას გზის გაყვანა დანაშაულია!


Posted by: axalirevolucia 16 Sep 2017, 08:08
დაანონსდა ჯუთა (ყაზბეგის რაიონი) და როშკა (პირაქეთა ხევსურეთი) შემაერთებელი გზის მშენებლობა.
გზა უნდა გამოიკვანწოს ჭაუხების ძირში, აბუდელაურის ტბებთან.


http://mtisambebi.ge/news/people/item/586-jutadan-roshkis-mimartulebit-saavtomobilo-gzis-mshenebloba-ixybeba

უნდათ დედა უტირონ ყველაფერს და მადნეულის კარიერს დაამგვანონ.

ბოლშევიკური სიამაყით გვამცნეს, 6-მ სიგანის იქნება, ნაკლები არაო.


დიდ ფერდზე ერთ მეტრიან ჰორიზონტალურ ბილიკს 6 მეტრიანი ნაყარი მიჰყვება ქვემოთ.
6 მ სიგანის გზა მთელ ფერდს ნაყარად აქცევს.




აბუდელაურის ტბებზე , ჭაუხების ძირამდე როშკადან უნდა იყოს მხოლოდ საფეხმავლო გზა, ეგ მონაკვეთი არამარტო ლამაზია და არ უნდა დამახინჯდეს, არამედ ქართული ბუნების ერთერთი მთავარი საოცრებაა -სადაც თვალნათლიცვ ჩანს მილიონი წლების წინ არსებული მყინვარის კვალი და მის მიერ გაფანტული გიგანტური ლოდების ტრაექტორია.


აბუდელაურის ტბებზე დავბანაკდით. ორი დღე საჭმლელს როშკადან ატანილი ბაზის ბალონით ვიცხელებდით.

არავითარი კოცონიო, აგვიკრძალა გერმანელმა ალპინისტმა, აქ ალპურ ზონაში ნაკოცონარი ადგილის ისევ ბალახით შევსებას 30 წელი უნდაო (!!)

ხოდა

ნუ მიადგებით ბულდოზერებით კოლხოზნიკებო მაგ მთას.
საყდრისის განადგურების მსგავსი ###ობა გვიახლოვდება.



სდექ!

Posted by: დაუმორჩილებელი 16 Sep 2017, 09:23
მართლა რა საჭიროა მანდ გზა? მთელი მთის გადათხრა მოუწევთ.

ჯუთადან როშკაში გადასვლაც მუღამს დაკარგავს.

Posted by: kobebryant 16 Sep 2017, 09:29
QUOTE
მართლა რა საჭიროა მანდ გზა?

რაც საჭიროა, იმას რომ აკეთებდნენ "ესენი", რაღა გვიჭირს...

Posted by: Crucialmind 16 Sep 2017, 09:33
ეხლა გამო***აურდებიან .. ვიღაც ძაან "პრადვინუტები" სინამდვილეში ნეოკომუნისტები და აგიხსნიან რომ პროგრესს ეწინააღმდეგები, ამასთან ხარ ჩამორჩენილი....

აი დაახლოებით ისეთი ხალხი, ოფშორელ-ჰესთმშენებლებს და საყდრისის ამფეთქებლებს ყველაფერო რომ გაუპრავეს

Posted by: David_Gale 16 Sep 2017, 09:35
Crucialmind
QUOTE
ეხლა გამო***აურდებიან .. ვიღაც ძაან "პრადვინუტები" სინამდვილეში ნეოკომუნისტები და აგიხსნიან რომ პროგრესს ეწინააღმდეგები, ამასთან ხარ ჩამორჩენილი....


ხო პროსტა 10 წლის წინ თვითონ იგივეს ხსნიდნენ smile.gif

რა დანიშნულება უნდა ქონდეს ამ 6 მეტრიან სიგანის გზას? რა უნდა გაატაროს ასეთი ? რა აუცილებლობამ მოითხოვა?

Posted by: ცქიფო 16 Sep 2017, 09:44
6 მეტრი სიგანის გზა ჯერ ჯუთამდე გაიყვანონ სნოდან, ზამთარშიც რომ შეიძლებოდეს გავლა და მერე კორშადან როშკამდე - საზიზღარი გზის მონაკვეთებია ორივე. საერთოდ ხევსურეთის გზას მიხედონ შატილამდე და ყვერებში მახათის ყრას შეეშვან. ჯუთა-როშკა ტურისტული საფეხმავლო ბილიკია და ასეთად უნდა დარჩეს.

ავტობანი დაამთავრონ კიდევ.

Posted by: ibo 16 Sep 2017, 09:55
axalirevolucia
QUOTE
უნდათ დედა უტირონ ყველაფერს და მადნეულის კარიერს დაამგვანონ.

ბარში მოამთავრეს თუ რამე გასაფუჭებელი იყო და ეხლა მთას მიდგნენ.
არ ვიცი რომელ გამოსირებულს მოუვიდა თავში ეგ იდეა, ალბათ ჭაუხების დათვალიერება მოუნდა, ფეხით წასვლა დაეზარა და იდეაც გაჩნდა facepalm.gif

Posted by: kardinali100 16 Sep 2017, 09:58
QUOTE
რა დანიშნულება უნდა ქონდეს ამ 6 მეტრიან სიგანის გზას? რა უნდა გაატაროს ასეთი ? რა აუცილებლობამ მოითხოვა?

დელიკები და ჯიპები smile.gif
თუ კარგად დააპროექტეს და ბუნებას მიუსადაგეს მაგარია up.gif ფაქტიურად ჭაუხები და ტბების უნიკალური საოცარი სილამაზე რიადავოი ტურისტისა და მოქალაქეებისთვის დამალულ-დაკარგულია...ახრევა რას ამბობს არა აქვს მნიშვნელობა...უფრო მეტად ცნობადი მიმზიდველი და მოთხოვნადი გახდება ტურები მაგ მონაკვეთზე....ახრევას თუ შეუძლია ნაჩოვკით წასვლა და ტკბობა ქართული ბუნების სილამაზით ჩვეულებრივი რიგითი ოჯახის არასპორტულ წევრებს(ქალებს ბავშვებს...მოხუცებსაც) რატომ არ უნდა შეეძლოთ ამ სილამაზეების ნახვა და გახარება?

http://radikal.ru
http://radikal.ru


Posted by: Foreign-Affairs 16 Sep 2017, 10:02
ჭკვიანურად დაგებული და გაკეთებული გზა არ დააზიანებს ბუნებას. თუმცა ჯერ სტეფანწმინდიდან (ყაზბეგი) ჯუთამდე მისასვლელი გზა უნდა გაკეთდეს - სნოს შემდეგ ასფალტი საერთოდ აღარაა და ძალიან ჭირს სიარული.

Posted by: gige 16 Sep 2017, 10:05
რაც დაანონსეს, გააკეთეს მერე?

იწყება, იქნება, აშენდება, გავაკეთებთ, დაიგეგმა, გაივლის, შეიქმნება - მომავლის ფორმა.

გაკეთდა- გაგიგონიათ ვინმეს?



Posted by: დაუმორჩილებელი 16 Sep 2017, 10:07
ღადაობთ? სწორედ ეხლაა ტურისტებისთვის მიმზიდველი როშკადან ჯუთაში გადასვლა. ვინც ამას წერთ ფეხით გაგივლიათ საერთოდ ბუნებაში?

Posted by: straight away 16 Sep 2017, 10:09
გვირაბი გაიყვანონ უღელტეხილის ქვეშ და ტბების ქვევით გავიდეს გზა, იქიდან თუ გინდა შატილში გადახვალ, თუ გინდა არხოტში

Posted by: UMTS 16 Sep 2017, 10:11
დამშვიდდით, მაინც არავინაა მაგის გამკეთებელი biggrin.gif

Posted by: ibo 16 Sep 2017, 10:21
kardinali100
შეადარე შენ დადებულ სურათს და თქვი რომელი ჯობია

Posted by: WP-Rex 16 Sep 2017, 10:25
kardinali100
QUOTE
თუ კარგად დააპროექტეს და ბუნებას მიუსადაგეს მაგარია

კი, რაც მოვიდნენ, იმის მერე კარგად დაპროექტებით და ბუნებას მისადაგებით არიან დაკავებულები up.gif


Foreign-Affairs
QUOTE
ჭკვიანურად დაგებული და გაკეთებული გზა

და ჭკვიანურად დაგებით.

Posted by: axalirevolucia 16 Sep 2017, 10:33
QUOTE (kardinali100 @ 16 Sep 2017, 09:58 )
QUOTE
რა დანიშნულება უნდა ქონდეს ამ 6 მეტრიან სიგანის გზას? რა უნდა გაატაროს ასეთი ? რა აუცილებლობამ მოითხოვა?

დელიკები და ჯიპები smile.gif
თუ კარგად დააპროექტეს და ბუნებას მიუსადაგეს მაგარია up.gif ფაქტიურად ჭაუხები და ტბების უნიკალური საოცარი სილამაზე რიადავოი ტურისტისა და მოქალაქეებისთვის დამალულ-დაკარგულია...ახრევა რას ამბობს არა აქვს მნიშვნელობა...უფრო მეტად ცნობადი მიმზიდველი და მოთხოვნადი გახდება ტურები მაგ მონაკვეთზე....ახრევას თუ შეუძლია ნაჩოვკით წასვლა და ტკბობა ქართული ბუნების სილამაზით ჩვეულებრივი რიგითი ოჯახის არასპორტულ წევრებს(ქალებს ბავშვებს...მოხუცებსაც) რატომ არ უნდა შეეძლოთ ამ სილამაზეების ნახვა და გახარება?

http://radikal.ru
http://radikal.ru

პრინცესას და ბოზს შორის რა სხვაობაცაა, ეგრე შეიცვლება ჭაუხები მანდ გზის გავლით.
მოხევეებს ეგეც გეყოფათ რაც შეგრჩათ - გერგეტის წინა საკრალური მინდორი/პლატოს დრიფტაობით ატალახება და გაუპატიურება.
როგორ ერთს ჯიგარი არ ჩაგერთოთ, ეგეთი მოდრიფტავე დელიკის მძღოლი ყლუს ქვეშ რო არ გაიგდეთ?

Posted by: narikuda 16 Sep 2017, 10:34
გზას თუ გაიყვანენ მანდაურობა გაჭუჭყიანდება. დაყრიან ნაგავს. აუცილებლად ერთი ეკლესია და კელიებიც დაემატება. იქვე აყროლებული 3 თვის დაუბანელი, თვალებ დაყვლეფილი, შაქარწყალში ამოვლებული ჩურჩხელის ქორვაჭარი, მანანა ბებოც დაჯდება და შენ დაუკარ იქნება. იმხიარულებს ერი. მერე ქუმსიშვილი გაივლის ერთ დღეს და მანანა ბებო ბღუჯას დაანახებს gigi.gif

Posted by: sandy 16 Sep 2017, 10:35
შეეშვნენ ბუნებას ეს იდიოტები, თბილისის გარეთ მაინც შეეშვნენ!


UMTS
QUOTE
დამშვიდდით, მაინც არავინაა მაგის გამკეთებელი

ჰო, ერთი ეგაა დამშვიდება, როცა ამათ იდეებს ისმენ biggrin.gif

Posted by: FLEA_ 16 Sep 2017, 10:37
მანდ რამის აშენება მკრეხელობაა. გზა მონიშნონ ,საკარვე ,ცეცხლის დასანთები ადგილები მონიშნონ." არ დაყარო ნაგავი ,თორე გაგტენით უკან " ფირნიშები ,პლიუს მგლებიც რო დაძრწიან ,გააფრთხილონ ხალხი. მარტო რო არ იარონ და ა .შ. ერთადერთი როშკაში ,რამე ამბულატორიას თუ გახსნიან. მოყინვა ფეხის , მოტეხილობის დაფიქსირება ,რავი რამე ასეთებს რომ უშველონ.

Posted by: GEORGEXIII 16 Sep 2017, 10:41
ერთი ბუნება გვაქ და მაგასაც სპობენ....დენიო დენიო.... და ეგეც ყოველ წელს 2ჯერ ძვირდება...

Posted by: kardinali100 16 Sep 2017, 10:42
ibo
QUOTE
kardinali100
შეადარე შენ დადებულ სურათს და თქვი რომელი ჯობია

იკარუსი პირდაპირ აბიდელაურში ჩაგეყენებინა biggrin.gif
გუდაურიდან ლარსამდე დარიალის ხეობაში გზა "აფუჭებს" რამეს?... boli.gif

Posted by: ibo 16 Sep 2017, 10:58
kardinali100
QUOTE
იკარუსი პირდაპირ აბიდელაურში ჩაგეყენებინა 

ვიფიქრე ეგეც და კლდეზე მიმაგრებაც, სხვანაირად ვერ დაინახავს სხვაობას მეთქი biggrin.gif
თურმე მართალი ვყოფილვარ, უნდა ჩამეყენებინა biggrin.gif

Posted by: pekineli 16 Sep 2017, 11:01
ოოო მოიცათ რა ნუ იპუტავთ რა ყველაფერს.

იმდენი საწანწალოა რომ იმენა გშხამდება ყველა სიამოვნება.
ცივილიზებულად არა სჯობს ?
გერგეტზე.რო.ფეხით ავედი თავბედი ვიწყევლე.
6 კმ რაღაც ჭიუხები.
თან არც რელიგუური ვარ ღვთოს მადლიან ტანჯვაზე რო დავბოლებულიყავი.
რო ავსულიყავი დელიკათი ვისიამოვნებდი პაპოლნოი.

ისე მომეხნა სახე იქ ასვლით ჯუთაში ვაფშე აღარ წავედი ვიცოდი რა რომ 40 წთ გზა უნდოდა და 20 წუთი ფეხით.

ხოდა თუ გაიყვანენ გზას წავალ თუ არ გაიყვანენ თავსაც კი არ შევიწუხებ.


იცით რა გეყოთ რა ეს თქვენი აზრის სხვისთვისბთავზე მოხვევა. გაიყვანონ გზა და თქვენ ისევ ფეხით იარეთ.

Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Sep 2017, 11:02
axalirevolucia
QUOTE
 ჯუთა როშკას გზის გაყვანა დანაშაულია!,

ჯერ ადგილობრივებს ვკითხოთ, უნდათ თუ არა იქ გზა და მერე ვიმსჯელოთ, საჭიროა თუ არა.

Posted by: jalaurta 16 Sep 2017, 11:06
მაგ გზის გაყვანა სრულიად გაუმართლებელია !!

მაგის არანაირი აუცილებლობა არაა!!!

თუ ასე ხელები ექავებათ დააგონ ასფალტი შატილამდე, ომალომდე !!!

ეგ სივრცე უნდა დარჩეს პირვანდელი სახით

Posted by: UMTS 16 Sep 2017, 11:15
jalaurta
QUOTE
დააგონ ასფალტი შატილამდე, ომალომდე !!

მაგას ორი წლის წინ დაგვპირდნენ რა პრობლემაა biggrin.gif

Posted by: axalirevolucia 16 Sep 2017, 11:23
kardinali100
დარიალის ხეობას ვერ აფუჭებს, იმიტომ რომ დარიალის ხეობა არის სატრანზიტო განწყობების ადგილი. ან გუდაურში მიდიხარ, ან ყაზბეგში ან სტავროპოლში ან თბილისში -დარიალი არის ისტორიული სატრანსპორტო არტერია.

აი, ხადას ხეობასაც არ გააფუჭებს მაგისტრალი, მანდ გაშლილი სივრცეა

ხოლო როშკა-ჯუთა მონაკვეთის დაჯიჯგვნა, გამოიწვევს
გაბანძებას, საფეხმავლო ტურიზმის დასამარებას, მყინვარის ჩამონატანი ლოდების მდინარის, ფაქტიურად ნაკრძალის გაოხრებას.

გიყვები, გეტმანელმა კაცმა კოცონი არ დაგვანთებინა, ალპურ ზონაში მაგ კოცონისგან ამომწვარი ბალახის შევსებას 30 წელი უნდაო.
რაზე თანხმდები, აბა დაფიქრდი.


და სწორი ითქვა
-ჯერ ჯუთამდე და როშკამდე მიიყვანონ გზა, და მერე მიაყენონ ბულდოზერი ჭაუხებს.

Posted by: დაუმორჩილებელი 16 Sep 2017, 11:24
pekineli

რადგან შენ ფეხით სიარული გეზარება, ბუნება უნდა დავამახინჯოთ?

Posted by: roden 16 Sep 2017, 11:25
რა დანიშნულება ექნებაო არ თქვეს? ეგეც გუგუნის ზღაპრიდანაა ალბად...
ერთი ეგ ადგილი დამრჩა ახლოში,საზაფხულოდ მართლა რომ ვისვენებ

Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Sep 2017, 11:28
QUOTE (UMTS @ 16 Sep 2017, 11:15 )
jalaurta
QUOTE
დააგონ ასფალტი შატილამდე, ომალომდე !!

მაგას ორი წლის წინ დაგვპირდნენ რა პრობლემაა biggrin.gif

ჰო რა, ისე ვშფოთავთ, თითქოს ხვალ იწყებენ შენებას.
ესენი რომ იტყვიან რაიმე იგეგმებაო, ნიშნავს:
ჯერ იგეგმება დაგეგმივის დაგეგმვა.
რამოდენიმე წლის შემდეგ იგეგმება დაგეგმვა.
კიდევ წლების შემდეგ დაგეგმავენ განზრახულობებს.
კიდევ წლების შემდეგ უკვე დაგეგმილი პროექტის განსხორციებელ ტენდერის დაგეგმვაზე იწყებენ ფიქრს.
ტენდერზე ფიქრს რომ მორჩებიან, დაგეგმავენ ტენდერის თარიღს.
კიდევ წლების შემდეგ, სადღაც 2030 წლისთვის, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ შეასრულებს ვალდებულებას. აიღებს რამოდენიმე მილიონს და მოტყდება.


Posted by: jalaurta 16 Sep 2017, 11:29
ჯჯუთა-როშკა ერთ-ერთი პოპუარული საფეხმავლო მარშრუტია და მთელი ხიბლი დაეკარგება ამ გზის გაყვანის შემდეგ
მთელი მუღამი ბუნების პირველყოფილებაშია
მთელი ხიბლი იმ სიმშვიდეშია, რასაც მაგ გადასვლისას შეიგრძნობ
თითქოს დროში მოგზაურობ!

და რა იქნება ეს ყველაფერი გზის გაყვანის შემდეგ

გარემო ნელ-ნელა დაბინძურდება ნაგვით
სიმშვიდეს გააქრობს მქროლავ მანქანათა ქარავანი
ბუნებაპირველყოფილებას ვეღარ შეინარჩუნებს

და კიდევ ერთი ლამაზი სივრცე ბედკრული საქართველოსი წარსულს ჩაბარდება

რაც საკეთებელია ჯერ ის გააკეთეთ
ჯერ ჰიმნი, დროშა და გერბი გაქვთ მისახედი ფარჩაკებო !!



Posted by: WP-Rex 16 Sep 2017, 11:34
pekineli
QUOTE
იმდენი საწანწალოა რომ იმენა გშხამდება ყველა სიამოვნება.
ცივილიზებულად არა სჯობს ?

მყინვარწვერზე აეროდრომი გავაკეთოთ და კომფორტულად დავჯდეთ ხოლმე ვერტმფრენით up.gif

Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Sep 2017, 11:39
axalirevolucia
QUOTE
ხოლო როშკა-ჯუთა მონაკვეთის დაჯიჯგვნა, გამოიწვევს

გვირაბზე არ გიფიქრია?

Posted by: brutal_88 16 Sep 2017, 11:39
ზოგადად მთებში გზის წინააღმდეგი არ ვარ. თუ წესიერი პარკინგი იქნება და ქაოსი არ იქნება, ულამაზესი გზა გამოვა.

გერგეთის სამებაზე კი საერთოდ უნდა აიკრძალოს მანქანით ასვლა და გაკეთდეს საბაგირო.

Posted by: axalirevolucia 16 Sep 2017, 11:52
ერთმა ინგლისელმა მითხრა ხონესჭალაში 2002 წელს -ჩერჩეტები ხართ მაგ ჯიხვებს რო ხოცავთ, მიეცით ტურისტს ბინოკლე, დაინახავს იმ ჯიხვს და იმ ჯიხვის დანახვაში მოგცემთ იმ ჯიხვის ხორცის ფასსო.


რაის 6 მეტრიანი სიგანის გზა.


ვინც არ ხართ ნამყვი, ტყუილად ვისტუპაეწე.

Posted by: kobebryant 16 Sep 2017, 13:24
daumprchilebeli
QUOTE
ღადაობთ? სწორედ ეხლაა ტურისტებისთვის მიმზიდველი როშკადან ჯუთაში გადასვლა. ვინც ამას წერთ ფეხით გაგივლიათ საერთოდ ბუნებაში?

მაიცა, რაც ტურისტებისთვისაა მიმზიდველი, ის უნდა ვუქნათ ისტორიულ ადგილებს?


პ.ს. ყაზბეგის რაიონის თითქმის ყველა მთის წვერები მაქვს შემოვლილი, ბარზე რომ აღარაფერ ვთქვა...


თუ სხვანაირად გავიგე შენი პოსტი, მითხარი smile.gif

Posted by: მელკერი 16 Sep 2017, 13:36
pekineli
QUOTE
გერგეტზე.რო.ფეხით ავედი თავბედი ვიწყევლე.


არადა, მე გერგეტზე მარტო ერთხელ ავედი მანქანით (მოხუცი ხალხი ავიყვანე) და ვაბშე ვერანირი ემოცია ვერ მივიღე... გულდაწყვეტილი წამოვედი...


მასეთ ადგილებში უნდა იარო ფეხით... თუ არადა, ისეირნე შარდენზე... boli.gif


axalirevolucia
QUOTE
პრინცესას და ბოზს შორის რა სხვაობაცაა


ბოზი პრინცესებიც არსებობენ... user.gif

Posted by: British-Beret 16 Sep 2017, 14:13
ისედაც სახეს ახევენ ეს ერთდღიანი ექსკურსია სასტავი და გზას რო გაიყვანენ ხო წარმომიდგენია რაც დაემართება გარესმოს , საინეტესოა რომელ ჭკვიანს დაებადა გზის გაყვანის იდეა მანდ ან რა სჭიროება დაინახა , ყოველი ზამთრის მერე დამატებითი ხარჯები რო დაჭირდება მაგ გზის ხელახლა შეკეთებას იმედია ნაფიქრი აქვთ უკვე მაგაზე

Posted by: Buntaro 16 Sep 2017, 14:23
kardinali100
QUOTE
ქართული ბუნების სილამაზით ჩვეულებრივი რიგითი ოჯახის არასპორტულ წევრებს(ქალებს ბავშვებს...მოხუცებსაც) რატომ არ უნდა შეეძლოთ ამ სილამაზეების ნახვა და გახარება?

სწორედ, აი, ეგ კონტინგენტი ("არასპორტული წევრები") "სპორტულ" ბრაკონიერებზე უარესად უტყნავს დედას უნიკალურ ბუნებას, სადაც მიწვდება იქ. მოტორიზებული ურდოები რასაც შეესევიან და სადაც "გაიხარებენ", იქ მერე, თვითონ ბუნება ვეღარ ხარობს. სამუდამოდ დანძრეული აქვს. შემდგომი იზოლაციის პირობებშიც კი, ათეული წლები იარებს იშუშებს. ეგერ, ახრევას გერმანელმა(!!!) ალპინისტმა აუხსნა, რომ კოცონის დანთება არ შეიძლება უადგილო ადგილზე. ახრევასთვის ასეთი რამის ახსნა რო იქნება საჭირო, ახლა, იმ პიტალოებს რაღა ვუყოთ, რომლებსაც ცხოვრების წესად აქვთ ყველაფრისადმი ბარბაროსული მოპყრობა. სადაც აუდგებათ იქ უნდა შეწვან მწვადები, მუცლები ამოიყორონ, ღვინით გასკდნენ, მერე ჯიპებით და კვადროციკლებით ფერდობზე დრიფტაობა დაიწყონ, იქაურობა გადათხარონ, ტონობით ნაგავი დაყარონ და გარემო წაბილწონ. სად ვნახოთ ყველა "ბუნების მოყვარულ" სირზე თითო გერმანელი? Так, что нехуй им там делать! ჩემი ნება იყოს, დაკეტილ ზონად გამოვაცხადებდი და მხოლოდ სპეციალური საშვებით შევუშვებდი სათანადო რეკომენდაციების მქონე ხალხს.
pekineli
QUOTE
გერგეტზე.რო.ფეხით ავედი თავბედი ვიწყევლე.

რა გრჯიდა, მერე? მე შენ გეტყვი და თვითონ გერგეტით დაუვიწყარი ესთეტიკური სიამოვნება მიიღე, რა.
ასფალტზე იარე პეკინელჯან, ასფალტზე. არც საწუწუნო გექნება რამე და არ ბებერები ამოგივა ქუსლებზე! biggrin.gif

Posted by: დაუმორჩილებელი 16 Sep 2017, 14:28
kobebryant

QUOTE
მაიცა, რაც ტურისტებისთვისაა მიმზიდველი, ის უნდა ვუქნათ ისტორიულ ადგილებს?


პ.ს. ყაზბეგის რაიონის თითქმის ყველა მთის წვერები მაქვს შემოვლილი, ბარზე რომ აღარაფერ ვთქვა...


თუ სხვანაირად გავიგე შენი პოსტი, მითხარი


ნუ ცოტა დამაბნევლად კი მიწერია. biggrin.gif

ვიგულისხმე, სწორედ გზის არარსებობის პირობებშია როშკიდან ჯუთაში ფეხით გადასვლა საინტერესო ტურისტებისთვის. გზის გაკეთების შემთხვევაში დაკარგავს მიმზიდველობას.

Posted by: fаshist 16 Sep 2017, 14:32
მაგათ მართლა შიგ ხომ არააქვთ უნიკალური ადგილია რამდენი ტურისტი ჩადის სალაშქროდ და გზის გაყვანა დედას უტირებს მანდ ყველაფერს


მაგათი დაუნი დედა ვატირე facepalm.gif

Posted by: მელკერი 16 Sep 2017, 14:40
Buntaro
QUOTE
ახრევასთვის ასეთი რამის ახსნა რო იქნება საჭირო, ახლა, იმ პიტალოებს რაღა ვუყოთ, რომლებსაც ცხოვრების წესად აქვთ ყველაფრისადმი ბარბაროსული მოპყრობა.


მარტვილის კანიონს რა უქნეს... cry.gif


არადა, პირველად რომ ჩავედი, საოცრება იყო... მეორედ, მესამედ და დამხვდა იქ შიშველი, ღიპიანი მოქეიფეების ჯოგები, რომლებიც სადაც ჭამდნენ, იქვე ჟვამდნენ... იმის მერე აღარც გამიხედავს იქეთ...

აბუდელაურებსაც კარგად აბინძურებენ უკვე...

როშკამდე გზა მისაყვანია, თუშეთის გზა რა დღეშია, ხევსურეთის გზა და ეს იდიოტები აბუდელაურს ეცნენ... facepalm.gif

იმედია, მარტო გეგმად დარჩება ეგ გენიალური "იდეა"...

Posted by: t-90 16 Sep 2017, 14:46
მელკერი
QUOTE
რადა, პირველად რომ ჩავედი, საოცრება იყო... მეორედ, მესამედ და დამხვდა იქ შიშველი, ღიპიანი მოქეიფეების ჯოგები, რომლებიც სადაც ჭამდნენ, იქვე ჟვამდნენ... იმის მერე აღარც გამიხედავს იქეთ...

ამიტომ მაშინ უნდა ნახო ეგეთი ობიექტები სანამ პოპულარული გახდება.
მე რო ტობა ვარჩხილი ვნახე 10 წლის წინა დგილობრივებს გაგონილიც არ ჰქონდათ.
ეგეც მათ შორის.

Posted by: Buntaro 16 Sep 2017, 14:49
მელკერი
QUOTE
იმედია, მარტო გეგმად დარჩება ეგ გენიალური "იდეა"...

იმედი-ჰო, მარა მცირე. რამე ღლეობის განხორციელებას, როგორც წესი, ძალიან არ აჭიანურებენ. საჭირო საქმისგან განსხვავებით.


Posted by: karlsoni 16 Sep 2017, 14:50
kardinali100
შენის გადაღებული სურათებია?
საიტისთვის მინდა, წავიღო?

Posted by: IVDIT 16 Sep 2017, 15:49
axalirevolucia
გვაკვირვებ პირდაპირ

გუშინ სამსუნგის ბატარეები და ჰაიტეკიო
"გუშინწინ"-ბიტკოინის ფაბრიკებიო ტყიბულ-რუსთავში
იმის წინ ელონ მასკის ქარხანაო თუ კარგად მახსოვს კოლხეთის დაბლობში
კიდე იქით "ვოიაჯერის" ოდისეათა სერია მეზობელ გალაკტიკებში

და უცებ
QUOTE
ჯუთა როშკას გზის გაყვანა

რა არის ეხლა ეს
სად ევერესტი სად კუდიგორა






ვეთანხმები კომენტარს
QUOTE
კარკუჩადან ჯუთამდე მისასვლელი გზა ულაპარაკოდ უნდა გაკეთდეს. ჯუთა-როშკის შემაერთებელი გზის გაჭ
რა კი დანაშაული იქნება ბუნების წინაშე. არა მგონია, ამას ბევრი ახსნა-განმარტება სჭირდებოდეს, მაგრამ რადგან ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, იქნებ ჯერ ეკოლოგებსა და საფეხმავლო ტურიზმის მესვეურებს შეკითხოდით....



QUOTE
პირველი 7 კილომეტრიანი გზა ყაზბეგის რაიონის სოფელ კარკუჩადან ჯუთამდე, მოეწყობა ხრეშოვანი საფარი, გაბიონები, გზა გაფართოვდება და სიგანე 6 მეტრზე ნაკლები არ იქნება..

კარკუჩადან ჯუთამდე უკვე არსებული გზა მოიხრეშება და გაფართოვდებაო

Posted by: Precursor 16 Sep 2017, 17:58
არქიტექტორ ვაჟა აფციაურს ჰქონდა სრულად შესწავლილი თუ რისი გაკეთება იყო შესაძლებელი როშკაში და მის სიახლოვეს, თუმცა თავის დროზე არავინ დაინტერესდა და ახლა ეს კაცი ცოცხალი აღარ არის, ხოლო მისმა ვაჟმა ამ ფუნდამენტურ ნაშრომთან დაკავშირებით ისეთი აბდაუბდა რაღაცეები მოაყოლა, რომ ეჭვი შემეპარა, აღარც არსებობს...

ჩემთვის, როგორც როშკიონისთვის, და ასევე ყოველი წიკლაურთაგან განაყარი თუ შეფარებული გვარეულობების წარმომადგენლებისათვის, როშკას საკრალური მნიშვნელობა გააჩნია და ამიტომაც არ ვისურვებდი, რომ ეს მხარე მილეთის საბოზაოდ იქცეს...

უფრო მნიშვნელოვანია როშკამდე ნორმალური გზის აყვანა, რომ თავის დროზე ბარში ძალით გადასახლებულმა ათასობით ხევსურმა შესძლოს წინაპართა ნაფუძარზე დაბრუნება...

ჯუთასაც ნამდვილად მოუხდებოდა ნორმალური გზის მიყვანა, მაგრამ ჯუთა-როშკის გზის გაყვანა რეალურიც რომ იყოს, რამდენად საჭირო იქნება? ამ მონაკვეთზე ხალხი ქალწულებრივ ბუნებასთან საზიაროდ ადის და რამდენად ჩაეწერება ამ სიტუაციაში "პრახადნოი დვორი?"

გეტყვით, როგორც ჩაეწერება - ყოველ სეზონზე თითო უცხოური ტრუპი მაინც იქნება და აქ თემები გაიხსნება ველურ კაციჭამია ბნელ ხევსურებზე - მაგრად იხალისებთ და დანარჩენის დედაც არ ###$$$ნ?

Posted by: John Jolie 16 Sep 2017, 18:14
გზა გავიყვანოთ და არაბები ჩავასახლოთ მანდ. ესიამოვნებათ სიგრილე smile.gif

Precursor
QUOTE
გეტყვით, როგორც ჩაეწერება - ყოველ სეზონზე თითო უცხოური ტრუპი მაინც იქნება


რატო?

Posted by: axalirevolucia 16 Sep 2017, 18:33
QUOTE
რატო




https://m.facebook.com/story.php?story_fbid=902050859943223&id=100004149526198

ერთი მიზეზი ესაა, გზის გაყვანა მანდ არის აბსურდი. ქანები მუდმივად მოძრაობს. ღამე კარავში 2_3 ჯერ გაიგონებ რომ სადღაც ქვები ჩამოშვავდა.

გზა რომც გაიყვანონ, ყოველწლიურად დაიმეწყრება, გზა გზად და მთასაც ავნებს.

Posted by: Basiani1202 16 Sep 2017, 18:40
David_Gale
QUOTE
რა დანიშნულება უნდა ქონდეს ამ 6 მეტრიან სიგანის გზას? რა უნდა გაატაროს ასეთი ?


რუსის ტანკები.
გზა ხომ უნდა დაუგო, რომ დარჩენილი საქართველო შემოიარონ.

Posted by: dega 16 Sep 2017, 18:52
ხითხითის სმაილიკი დაემატოს რა ფორუმს უნდა
რა უნდათ თავადაც აღარ იციან უკვე ამ პრადვინუტ ვითომ პროგრესულებს,,,
გზა არ მინდაო მხოლოდ აქ თუ გაიგებ უკვე

Posted by: Tocadero 16 Sep 2017, 19:08
IVDIT

ეგ სულ მასეთ რეჟიმშია

26/7 ზე აქვს ჩართული რაღაც უაზრო აზრების გენერირება და ყველაზე ცუდი ისაა რომ ამ აზრებს წერილობითი ფორმით აქ ანთხევს.

ეგ და სპლიყვი

ნუ რომელი უარესია ჯერ კიდევ საკითხავია

სლპიყვი რაც პლოციამ დატუქსა იმის მერე ცოტა მოეშვა smile.gif

Posted by: kobebryant 16 Sep 2017, 19:18
daumprchilebeli
ააა, გასაგებია smile.gif...

Posted by: axalirevolucia 16 Sep 2017, 19:34
QUOTE
26/7

ტროლეიბუსი ვყოფილვარ, 100% ვორნით 26/7-ზე ვაფრქვევ და ვორნი რო არ მქონდეს ხო სრულ ეთერნიტის გავავსებდი. მოდერ, არ მომაკლო ვორნი 903 წამსაც დაველოდები.

პ.ს. ჯუთას და როშკას მოსახლეობას დარწმუნებული ვარ არ მოეწონებათ ჯუთა -როშკის გადაჯიჯგვნა.

ჯუთამდე და როშკამდე მიიყვანონ გზა „ბაზარიარარი“.

+ როშკა ჭაუხები მოფენილია დეკა-რადოდენდრონის კორდებით. მგონი წითელ წიგნშია.

Posted by: ირლანდია 16 Sep 2017, 19:46
გზა ჭაუხის უღელტეხილზე?
შანსი არაა...
როშკა-არხოტის გზას მიხდონ ნორმალურად გააკეთონ მიაღვრებს რომ მიაქვს ნელნელა smile.gif
ან კიდევ გერგეტი სტეფანწმინდის გზა დაამთავრონ დროზე
ან თუშეთის გზას მიხედონ
ან შატილის გზას მიხედონ
ან ხარაგაულში ფონას გზას მიხედონ
ან კორშიდან როშკისაკენ მიმავალ გზას მიხედონ
ან
ან
ან

დაანებონ თავი ჯუთა როშკის გზას, რა ეკონომმიკური სარგებელი ექნება?
სნოდან ჯუთისკენ მიმავალ გზა გააკეთონ კიდევ ნორმალურად.

Posted by: ingfari 16 Sep 2017, 19:59
ვაა გზის აშენების საწინააღმდეგო მოწოდებებიც გაიჩითა biggrin.gif
არ იდარდოთ არ ააშენებენ ალბათ, დაპირებებში მგლები არიან ხომ იცით, შესრულებაში უჭირთ.
გზა გაანადგურებსო ბუნებას biggrin.gif გზა გავა--->უფრო მეტი ხალხი ავა---->ჩვენი ხალხი ღორია ე.ი. ჯობს არ აშენდეს. biggrin.gif
ესაა ლოგიკა.
მოდი რა ვქნათ იცით, აი ტკბილ საბჭოთა დროს სამცხე-აჯავახეთში კი ვერ შეხვიდოდი საშვის თუ რაღაც სირობა დოკუმენტის გარეშე, აი ეგრე ვქნათ რააა....
ააოხრა ამ ჩვენმა "ღორმა" ხალხმა ვარძია, თმოგვი, კუმურდო, ხერთვისი, ზარზმა და ა.შ. დაეყარეთ რა თბილისშიიიიი... biggrin.gif

იმას კი არ იტყვიან, ხალხის კულტურა გავზარდოთ, საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევები მკაცრად დავაჯარიმოთ, ბუნებაში ხანძრის გამჩენები და ნაგვის დამყრელები ადმინისტრაციულად მსუყედ დავაჯარიმოთო, არა ეგ არა.... უფრო მარტივი გამოსავალია ნანახი, გზა არ გავიყვანოთ და ხალხი არ შევუშვათ.
facepalm.gif

Posted by: Precursor 16 Sep 2017, 20:08
axalirevolucia
QUOTE
ერთი მიზეზი ესაა, გზის გაყვანა მანდ არის აბსურდი. ქანები მუდმივად მოძრაობს. ღამე კარავში 2_3 ჯერ გაიგონებ რომ სადღაც ქვები ჩამოშვავდა.

გზა რომც გაიყვანონ, ყოველწლიურად დაიმეწყრება, გზა გზად და მთასაც ავნებს.


არა მხოლოდ მეწყერსაშიში ზონაა - ზვავსაშიშიც! როშკაში ვინც სახლობს, მათი უმეტესობა ქვემოდან, გარბანიდან ამოვიდა, რადგანაც ზვავებმა იმდენად იმატა, რომ აზრი აღარ ჰქონდა იქ ცხოვრებას, მითუმეტეს, რომ სტრატეგიული ფუნქცია ბოლო საუკუნეებში უკვე აღარ ჰქონდა...

საცალფეხო ბილიკის გარდა როშკაში შეიძლება ღელისვაკის მხრიდანაც ახვიდე, მაგრამ ორხიდიანი მანქანა თუ დაძლევს იმ საშინელებას, რატომღაც გზა რომ ჰქვია. ამ გზის გაკეთებას კი ნამდვილად აქვს აზრი.

axalirevolucia
QUOTE
როშკა ჭაუხები მოფენილია დეკა-რადოდენდრონის კორდებით. მგონი წითელ წიგნშია.


დეკა ძლიერი სამკურნალო საშუალებაცაა...

შპრეხენები ჩვენს ალპურ ზონაში რომ მოხვდებიან, პირველ რიგში დეკას შეესევიან ხოლმე და დატიკნული პარკებით ეზიდებიან...

dega
QUOTE
გზა არ მინდაო მხოლოდ აქ თუ გაიგებ უკვე


გზა გვინდა, მაგრამ არა - პრახადნოი დვორი! და მითუმეტეს - უაზროდ გადაყრილი ფული!

არანაირი საჭიროება არაა იმისა, რომ როშკა-ჯუთის მონაკვეთზე სომხიშტრაილერებმა აკუონ და აფსან!

ყველაფრზე დაჯმაც კი არ შეიძლება!

კიდევ ბევრს დავწერდი, მაგრამ მოკლედ გეტყვით და გამგონმა გაიგოს - როშკა მისტიური ადგილია, ძლიერი პარანორმალური ველით და მანდ უდიერი შესვლა ძალზედ ცუდად დამთავრდება! (ამ დროს არ ვარ არც მისტიკოსი და არც მეტაფიზიკოსი - უბრალოდ, ბევრი ამოუცნობი მოვლენის შესახებ მსმენია და ამიტომ ვამბობ...)

Posted by: მელკერი 17 Sep 2017, 07:36
QUOTE
როშკა მისტიური ადგილია, ძლიერი პარანორმალური ველით


love.gif

Posted by: axalirevolucia 17 Sep 2017, 08:29
Precursor
მელკერი
ირლანდია


ერთადერთი ახსნა მაქვს - ვინც თემაში გზის გაყვანას ემხრობა ნამყოფი არ არის.
ვაპატიოთ ამ ვიდეომდე.



.......
......
https://m.youtube.com/watch?v=_v_PczX_jW4




....
აგერ ნახეთ 1:30 დან.
ხოდა აქ გინდათ ქოცებო და თქვენ გზის გაჭრა?

Posted by: bridgestone 17 Sep 2017, 08:41
რისი გამყვანები არიან, ალბათ, სუპერ პუმათი გადაუფრინეს ზემოდან ამ ადგილებს და ვერტმფრენის სალონში იდეაც გამოჩნდა გზის გაყვანის.





Posted by: ირლანდია 17 Sep 2017, 16:23
axalirevolucia
QUOTE
ერთადერთი ახსნა მაქვს - ვინც თემაში გზის გაყვანას ემხრობა ნამყოფი არ არის.

მეც მასე ვფიქრობ

Posted by: senpai 17 Sep 2017, 16:26
QUOTE
ერთადერთი ახსნა მაქვს - ვინც თემაში გზის გაყვანას ემხრობა ნამყოფი არ არის.

+1

მთელი მუღამი ფეხით სიარულშია და მარშრუტის სიძნელიდან გამომდინარე უნდა აირჩიო ზუსტად გაივლი თუ არა ეგეთ გზას.

Posted by: axalirevolucia 7 Oct 2017, 14:51
https://www.facebook.com/rostapilot/videos/pcb.1905276482832158/1905275049498968/?type=3&theater
კიდევ ერთი გამოკლევებულობა ინ ექშენ - ფულის სტანოკს აკეთებენ ჰგონიათ, სინამდვილეში ველური ბუნების ხიბლს უნიტაზში უშვებენ.

კინჩხას ჩანჩქერებს ბრონტოზავრი მიადგა.


მაგ რუსს არ აგინოთ, სწორს ჩივა.


პ.ს.
მოდერნო, რა გეტაკათ? დღEს 3 (სამი) უწყინარი თემა დამიკეტეთ, ხალხი ვმსჯელობდით და თქვენ სინათლე ჩაგვიქრეთ.
1. მიხეილ ჯავახიშვილის საფლავი არ ვიცით
2.მსოფლიო კულტურა უნდა გავრცელდეს სკოლებით
3.ათეისტისა და მუსულმანის გაბაასება (იუთუბზე 2 საათიანი ვიდეოლექციებია ამ თემაზე)

რატომ დახურეთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)