Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სერიალები > Andor |
Posted by: 4L3X 21 Sep 2022, 20:48 |
ახალი სერიალი Star Wars-ის სამყაროში რომელიც მოგვიყვება Star Wars: Rogue One-ის მეორე რანგის გმირის Andor Cassian-ის ისტორიას, როგორ შეუერთდა ის მეამბოხეებს. პირველ 3 სერიას ვუყურე და მომეწონა. აქ არ არის Star Wars-ის მიამიტობა და ეპიკურობა. უფრო მიწაზე დაშვებული და ბრუტალურია. Diego Luna - Andor Cassian ![]() Stellan Skarsgård - Luthen Rael ![]() Genevieve O'Reilly - Mon Mothma ![]() Adria Arjona - Bix Caleen ![]() Forest Whitaker - Saw Guerrera ![]() ინგლისურად https://fmovies.to/series/andor-ro01n/1-1 https://soap2day.cc/TczozMjoiNDIyMnx8MTc2LjIyMS4yMzUuNzd8fDE2NjM3Nzk5MDciOw.html იმპერიის ენაზე https://www.lostfilm.today/series/Andor?ref=sq https://filmix.zone/series/drama/161121-andor-2022.html |
Posted by: ვახტანგი 21 Sep 2022, 21:03 |
კაი ხანია ველოდები როგორც ვიცი Rogue One ავტორებისგანაა თან ეგრევე 3 სერია დაიდო ![]() |
Posted by: 4L3X 21 Sep 2022, 23:07 |
ამ სერიალს აკლია ის ბავშურობა, პათოსი და მიამიტობა რომელიც ახასიათებს საერთოდ SW-ს. რაც ჩემი აზრით პლიუსია. |
Posted by: 4L3X 22 Sep 2022, 23:08 |
"მე ამ სერიალს სიუჟეტის გამო ვუყურებ" სიუჟეტი embed tweet |
Posted by: ხინკალი 23 Sep 2022, 02:17 |
შაბათამდე სპოილერი არ ვნახო ![]() პილმენებს მოვიხარშავ და ჩავუჯდები ![]() როუგ უანზე ვგიჟდები, და სერიალიც კარგი ჩანს, რა მოითმენს 2 დღე ![]() |
Posted by: 4L3X 23 Sep 2022, 10:48 |
სირილ კარნი ნამდვილად საინტერესო პერსონაჟია. არ არის ბოროტი ბოროტებისათვის. არის კარგი ადამიანი რომელიც ემსახურება ცუდ რეჟიმს. ჩემი აზრით იმპერიის გამოჩენილი ოფიცერი გახდება, და ბოლოს ანდორა დააგდებს სადმე. ძალიან გამიტყდება უბრალოდ ბოროტი რომ გახდეს ან მეამბოხეების მხარეს რომ გადავიდეს. |
Posted by: MRlurch 24 Sep 2022, 22:27 |
ძლივს ნორმალური სერიალი გვეღირსა, ძლივს ![]() ![]() ![]() |
Posted by: Lasha97 24 Sep 2022, 23:47 |
ოპაა თემაც მოიხოდაა მანდოს მერე ძლივს ხარისხი დადო დისნეიმ თრეილერი როცა ვნახე ეგრევე მივხვდი რომ მორიგი #ლეობა არ იქნებოდა, გამისწორდა სამივე ეპიზოდი |
Posted by: 4L3X 27 Sep 2022, 00:30 |
Why Andor is going to SAVE Star Wars | Video Essay |
Posted by: Lasha97 28 Sep 2022, 16:33 |
დაიდო ახალი ეპიზოდი https://flixtor.to/watch/tv/4697402/star-wars-andor/season/1/episode/4 სადღაც 1 საათში ჩავუჯდები |
Posted by: viblz 28 Sep 2022, 16:51 |
rogue one ისეთი მოვლენა და სასწაული ფილმი იყო, ბევრად უფრო მეტს ველოდი პირველი სამი სერიიდან. მაგრამ ვნახოთ როგორ გაგრძელდება. ისე ისტორიისთვის უნდა დაიწეროს: rogue one არის star wars-ის სერიებში ყველაზე მაგარი ნაწილი!!!! |
Posted by: 4L3X 28 Sep 2022, 20:16 |
"A long time ago in a galaxy far, far away....they used Kalashnikovs?" ![]() ![]() ![]() ![]() ე.ი Money Heist უნდა ქნან? აბა ვუყუროთ. იცანით ჯიგარი? ![]() მეც ცოტა დრო დამჭირდა ![]() » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: viblz 28 Sep 2022, 22:09 |
მეოთხე სერიამ ძაან გაასწორა. sg sg |
Posted by: 4L3X 28 Sep 2022, 22:41 | ||
მე მგონია რომ ჯერ ჟურნალს ვუყურებთ კინო წინ გველის ![]() ![]() |
Posted by: kaiser Soze 29 Sep 2022, 00:20 |
ადნორ ფორცა დისნეი - ძაან დავემასა. ატმოსფერული, უმაგრესი დეტალებით. იმპერიის ოფიცრების ბრიფინგები და დიალოგები ძაან დონეა. კომპლექსური და ჰუმანური. საკუთარი თავიც კი შემიძლია წარმოვიდგინო იმპერიის მსახურად. ის ელამი სტორმტრუპერებიც არ არიან, 10 კაცი რომ ერთ კაცს ვერ არტყავს ბლასტერს მიზანში 5 მეტრში. არც ზედმეტი სენტიმენტალიზმი არაა. მსოფლიო ომის დროინდელ შპიონურ დრამას მაგონებს. იმპერიის ჩაცმის სტილიც ჰუგო ბოსის უნიფორმებს გავს. რაღაც სექსობაა ძაან. |
Posted by: 4L3X 29 Sep 2022, 00:31 | ||
კი, კი, ბაზარი არაა. საფრანგეთის იატაკქვეშეთივით იქნება გერმანელების ოკუპაციის დროს. |
Posted by: viblz 29 Sep 2022, 11:22 |
სკარსგარდის პერსონაჟი მაგრადაა გაკეთებული, პარიკს და გრიმს რო იკეთებს მარტო როა და როლში რო შედის და თავისთვის იცინის. მაგარი სცენა იყო. |
Posted by: 4L3X 29 Sep 2022, 16:48 |
![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: 4L3X 30 Sep 2022, 18:16 |
აბა ეს აბჯარი ვინ იცანით? ![]() ![]() » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: MRlurch 1 Oct 2022, 06:26 |
კარგად მიდის ჯერ-ჯერობით ![]() |
Posted by: 4L3X 7 Oct 2022, 21:36 |
სასპენსი ცოტა გაუგრძელდათ. ![]() |
Posted by: Lasha97 12 Oct 2022, 18:31 |
მე-6 ეპიზოდი იყო ტოპ, იმენა ჰაი ლეველი! რა მაგრად გამისწორდა საღოლ, საღოლ!! ![]() |
Posted by: viblz 13 Oct 2022, 16:50 |
ძაან შესრულება იყო მეექვსე სერია არა? უსაღოლესი! |
Posted by: 4L3X 13 Oct 2022, 19:17 |
კარგი სერია იყო მომეწონა. ჰეპი ენდებიც რომ არ არის ასწორებს. წავიდა! წავიდა! წავიდა!!! ![]() ![]() |
Posted by: MRlurch 13 Oct 2022, 23:08 |
კარგი იყო ძალიან ეს სერია ![]() ![]() ![]() |
Posted by: Lasha97 13 Oct 2022, 23:17 |
ასეთი ვარსკვლავური ომები მიყვარს მე ![]() ---------------------------------------------------------------- |
Posted by: lobja 14 Oct 2022, 00:20 |
ვა მორიგ დებილობას ველოდებოდი და ჰოი საოცრებავ აშკარად კაი გამოუვიდათ ![]() |
Posted by: 4L3X 14 Oct 2022, 13:57 |
ის ინდოელი გოგო რომ რჩება ტყვეებთან და მერე რომ ვხედავთ როგორ გამოდის იმპერიის ოფიცრის უნიფორმით გარეთ. ანუ...დახოცა ხომ ტყვეები? იმიტომ რომ წინაამღდეგ შემთხვევაში როგორც გაათავისუფლებდნენ ეგრევე აუღწერდნენ ვინ დაატყვევა (ოღონდაც ეგ არ გვანახეს). თუ რამე გამომრჩა? ![]() მდააა ასეთ ბრუტალურობას SW-გან არ ველოდი ![]() მომწონს! ![]() |
Posted by: Demetrius 14 Oct 2022, 14:20 |
მართლა ასეთი კაი გამოუვიდათ? ;დ ;დ მოკლედ, მთავარ პერსონაჟებს არ უნდა შეეხონ და შეუძლიათ კარგი რამის დადება |
Posted by: Lasha97 14 Oct 2022, 17:57 | ||
ეგ მეც მაინტერესებს, გადარჩენენ თუ არა იქ დარჩენილები. აშკარად არ გვანახეს --------------------------------------------- |
Posted by: 4L3X 14 Oct 2022, 23:42 | ||
მგონი მაინც დახოცა. იმიტომ რომ როგორც ვიგებთ იმპერიელებმა ოჯახი მოუკლეს ამ გოგოს და როგორც ვთქვი ცოცხლებს ვერ დატოვებდა იმიტომ რომ როგორც კი გაათავისუფლებდნენ ტყვეებს, ისინი მაშინვე ჩაუშვებდნენ ამ გოგოს. უბრალოდ ეგეთ ბრუტალურობას დისნეი არ გვაჩვენებდა. მაგრა მომეწონა ეს მომენტი. ძალიან დრამატულიც იყო ულამაზესი. CLIMB! CLIMB! CLIMB! https://twitter.com/StarWarsTake/status/1580888792994840577 ჰეჰ ![]() embed tweet |
Posted by: Lasha97 19 Oct 2022, 21:12 |
დაიდო მე-7 ეპიზოდი მოკლედ ხარისხი უჭირავთ, მაგრად მომწონს ![]() |
Posted by: 4L3X 19 Oct 2022, 21:39 |
მიუხედავათ იმისა რომ დედრა მეერო იმპერიისადმი ლოიალური აგენტია მაინც პატივისცემას და სიმპათიასაც კი იმსახურებს. იმედია ამბოხის მხარეზე არ გადავა და დარჩება კარგ ადაიმანად ცუდი სისტემის სამსახურში. სირილ კარნის ბედი როგორ განვითარდება მაინტერესებს. გასაგებია რომ მანდ არ დარჩება სადაც არის. ჩემი ფსონი რომ იმპერიის ფლოტში გახდება ოფიცერი. მკაცრი უნიფორმები მაგრად უყვარს ![]() მომწონს ამბოხი რომ კეთილი ანგელოზების თავყრილობა არ არის. ნებისმიერი ამბოხი და იატაქვეშეთი შეუბრალებელი უნდა იყოს თუ გამარჯვების მინიმალური შანსები მაინც უნდა რომ ქონდეს. ![]() |
Posted by: viblz 20 Oct 2022, 21:56 |
ეს შოუ სერიიდან სერიამდე უკეთესი და უკეთესი ხდება. მეშვიდე სერიამ მაგრა ჩაძაბა და პერსონაჟებიც მაგრა იშლებიან. mon mothma-ს მსახიობი ძაან დონეა. ბრავო! |
Posted by: kaiser Soze 21 Oct 2022, 02:14 |
სტარვარსის იმპერიული უნიფორმები ხომ ჰუგო ბოსის ინსპირაცია იყო. აქ კიდევ პირდაპირი კოპიაა. მომენტებში საერთოდ გავიწყდება რომ ფანტასტიკაა - იმდენად იმდენად გაჟღენთილია რეალიზმით. ის თვინ იონ ენჯინ ფაიტერები რომ გადაუფრენენ თავზე - ჯერ რომ ბგერის ხმა მოდის, და მერე ჰაერის ტალღები. თითქოს გრძნობ უკვე იმ ტექნოლოგიის ძალას და შესაძლებლობებს, რაღაცნაირ ფსიქოლოგიურ რეალობას იძენს. ის ფანტასტიკური ბაბლი აღარ გაშორებს, რაც ორიგინალი სტარვარსის ფილმებს არტყავს გარს. და მთელი ეს სტარვარსული ექსტავანაგზა და მასკარადი უკანა პლანზეა, და წინა პლანზე ინდუსტრიალური და სოციალური სეტინგი, და ადამიანები (და უოლ ე-ს ტიპის რობოტები) მათ ცენტრში. დისტოპიური ბიუროკრატია და მონუმენტური არქიტექტურა ტერი გილიამის ბრაზილიას მაგონებს. მიზანსცენა ბლეიდ რანერის. ვარსკვლავთა ომები ქვია, მაგრამ ინსპირაცია სხვა საიფაიდან აიღეს. და მარადიული თემა - ამბოხი რეპრესიული სისტემის წინააღმეგ. რომელიც ეპიზოდიდან ეპიზოდამდე სულ უფრო იშლება და მდიდრდება დეტალებით და ფსონებიც უფრო მაღლა იწევს. რაც ქუჩის ჩხუბიდან დაიწყო, ნელნელა რევოლუციაში გადადის. |
Posted by: MRlurch 23 Oct 2022, 17:25 |
მაარვა ![]() ![]() |
Posted by: Lasha97 26 Oct 2022, 20:16 |
დაიდო ახალი ეპიზოდი და იასნია რო ესეც ძაან კაი იყო ------------------------------------------------------------------------------- |
Posted by: viblz 26 Oct 2022, 20:19 |
რა სერია, რა სერია!!! სო გერერა და ლუთენის back-and-forth. კასიანის და მელშის შეხვედრა, თურმე საიდან მოდიან ერთად. დედრა მირომ ბრჭყალები გამოაჩინა. მარვას შეუპოვრობა. მონ მოსმა მთლიანი გალაქტიკის გადარჩენას რო ცდილობს და შვილი რო ეცლება ხელიდან. ვახ, მართლა ესე მაგრაა გაკეთებული ყველაფერი თუ მე მეჩვენება. იმპერიის წნეხი ხალხზე, უსამართლობა, ინდუსტრიული ვიდი მთელი სერიალის. ან ძაან ჩავიწიე და წაიღო ან best star wars product so far. |
Posted by: 4L3X 26 Oct 2022, 21:51 |
კიდევ ერთი რეალობა. "წინაამღდეგობა" არ არის მონოლითური, დაყოფილია და ყველა თავისას უბერავს როგორც რეალურად ხდება ხოლმე. სოს ნახვა ყოველთვის სასიხარულოა. ნამდვილი ტერორისტი და არა goody goody rebel. მელში ვინ არის? |
Posted by: viblz 27 Oct 2022, 12:08 | ||
rogue one-ში ერთ-ერთი ოფიცერი აჯანყებულების მხარეს. სკარიფზე კვდება |
Posted by: 4L3X 27 Oct 2022, 12:21 |
viblz ხოოო ეხლა ვნახე ინტერნეტში, მადლობა. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Lasha97 2 Nov 2022, 20:04 |
ვახ რა პი#დეცი სერია იყო ხანდახან მავიწყდება რო ვარსკვლავური ომების სამყაროში ვითარდება ამ სერიალში მოვლენები ![]() |
Posted by: 4L3X 2 Nov 2022, 23:29 |
სერია იყო ბნელეეე ![]() embed tweet |
Posted by: viblz 3 Nov 2022, 10:19 | ||
აბააა, ვინ იფიქრებდა ამას რო დისნეი დადებდა. ყველა მსახიობი რა კარგად თამაშობს და რა ტვისტებია ყველა ისტორიაში! |
Posted by: casa 3 Nov 2022, 22:34 |
საღოლ ანდორს ჯერჯერობით რო არ მოველოდი ისეთი კაია E09 |
Posted by: 4L3X 3 Nov 2022, 22:52 |
embed tweet |
Posted by: 4L3X 7 Nov 2022, 21:59 |
Andor - Exclusive Featurette (2022) Diego Luna, Andy Serkis |
Posted by: lycan 8 Nov 2022, 14:36 |
ჰმმ... შედევრისთვის რატომღაც 4 გვერდს ვერ ასცდა... ნეტა რატომ? |
Posted by: 4L3X 8 Nov 2022, 15:07 | ||
lycan
შენ უეჭველი ცოლიც არ გეყოლება. ![]() ![]() |
Posted by: lycan 8 Nov 2022, 19:44 | ||
4L3X
ცოლი რომ მყავდეს ### ფილმ/სერიალებს აღარ გადაიღებდნენ? |
Posted by: 4L3X 8 Nov 2022, 19:47 | ||
lycan
მიზეზ-შედეგობრიობასთან გიჭირს. სექსითაც უკმაყოფილო იქნები და საერთოდ არცერთი ქალი არ მოგწონს ალბათ. ![]() |
Posted by: lycan 9 Nov 2022, 02:15 | ||||
4L3X
ეს შენს თავს დაუწერე?
სწორია, მე ქალღმერთის სტატუსთან ახლოს მყოფი მდედრები მომწონს, ზოგზოგიერთის მსგავსი ხამი კი არ ვარ ![]() |
Posted by: viblz 9 Nov 2022, 10:06 |
ჩემი რჩევაა ფორუმზე თემის გვერდების რაოდენობით არ განსაჯო რამე შედევრია, სიმართლეა, ###ობაა თუ ტყუილია. |
Posted by: Lasha97 9 Nov 2022, 15:26 |
მაგარი ემოციური ეპიზოდი დაიდო კაროჩე მაგარი შოუ გაარტყა დისნეიმ, თუ მჯეროდეს ![]() |
Posted by: viblz 9 Nov 2022, 15:39 | ||
უხ, საღამოს უნდა ვნახო და ძაან ველოდები! დავინტრიგდი ეხა რო თქვი ემოციურია. ჩემთვის წინა 2 სერია სრული პიზდეცი იყო. დამგრუზა და დამთრგუნა. |
Posted by: Lasha97 9 Nov 2022, 15:44 | ||||
რა სიამოვნებასაც ამ სერილიას ყურების დროს ვიღებ, მანდალორელს მსგავსი არაფერი მოუნიჭებია მანდო არის კარგი პროდუქტი რაზეა ბაზარი და ძაან ველოდები მესამე სეზონს, მაგრამ ანდორი ჩემთვის #1 სერიალია ამ სამყაროში, ვაბშე სხვა დონე დაიდო ძაან სხვანაირი რაღაცა შემოგვთავაზებს ფანდომს და მაგრად მიხარია რომ დისნეიმ მსგავსი ხარისხი დადო ![]() |
Posted by: 4L3X 9 Nov 2022, 21:14 |
უნდა ვაღიარო რომ ციხის ამბოხისგან უფრო მეტს ველოდი. უფრო მეტი ბრუტალურობა, უფრო მეტი ხოცვა-ჟლეტვა და უფრო მეტი მასიურობა, მაგრამ დისნეი თავის დამღას ადებს, არაუშავს. ლუთენის და ლონის საუბარი მომეწონა. ორმაგი აგენტებიც წამოვიდნენ გადასარევი! შემდეგ სერიებში იმედია გავიგებთ რომ იატაკქვეშეთშიც შემძვრალები არიან იმპერიის კრისები! ასეთია ბატონო "უხილავი" ომი მაშ! ![]() |
Posted by: Lasha97 9 Nov 2022, 21:26 | ||
აქ მეტი ექშენი მეც დამაკლდა ------------------------------------------------------------------------- |
Posted by: kaiser Soze 10 Nov 2022, 13:37 |
მორიგი უმაგრესი სერია. მოკლედ, ეს არის ვარსკვლავთა ომი ზრდასრულებისთვის. (რეალურად, ყველა ვარსკვლავთა ომის კინოები, ან სპინ-ოფ სერიალები, საბავშვო ფილმებია, რომელიც 8 წლის ბავშვის ინტელექტზეა გათვლილი). კი, მეც დამაკლდა ცოტა მეტი სისხლი და ბრუტალობა ბრძოლის ან წამების სცენებში. მაგრამ ეგ არაა თვითმიზანი. ეს არის კონცეპტუალური პოლიტიკური თრილერი და არა თორჩარ პორნი. და ეს არაა ცუდი. (მაგალითად ავიღოთ ნოლანის ფილმები, რომელიც ინტელექტუალურად მასტიმულირებელია, ბლომად ექშენიც აქვს, მაგრამ სისხლი და gore საერთოდ არ ჩანს. ტიპმა უძლიერესი მეორე მსოფლიო ომის ფილმი გადაიღო, სადაც ტერორი ფსიქოლოგიურია, და არა მოწყვეტილი კიდურებისგან და დამწვარი სკელეტონებისგან შემდგარი.) ამ ციხის ამბოხის მთავარი აზრი იყო ის რომ ეგაა ალეგორია თუ როგორ იმორჩილებს იმპერია, და ნებისმიერი რეპრესული სისტემა, ხალხს. რომ მათი ძალაუფლება ილუზორულია და ფუყე. რომ ის ეყრდნობა ხალხის შიშებს, ინფორმაციის დამალვას და მანიპულირებას, ადამიანების საკუთარ ტრაკზე ზრუნვას და სიმხდალეს, რომ მართოს მასები. მაგრამ, როგორც მეამბოხე, თუ მოახერხებ ამ მითების და ნარატივის დარღვევას, ერთ მიზნად მიმართული ხალხი ის ძალაა, რომელსაც ვერანაირი იმპერია ვერ შეაჩერებს. და ის რომ დიდი ბრძოლა არ გაიმართა, ადვილად ჩახოცეს მეაბოხე პატიმრებმა დარაჯები, რომელთა ნაწილი დაიმალნენ კურდღლებისავით, სწორედ ამ იდეას უსვავს ხაზს. რომ იმერიული ბიუროკრატია და ტერორი იმპოტენტია თავისუფლების იდეით გაერთიანებული ხალხის წინაშე. |
Posted by: 4L3X 10 Nov 2022, 22:04 |
kaiser Soze სისხლის მდინარეები არ მიგულისხმია, მე უფრო მეგონა რომ აი როგორ II მსოფლიო ომის კინოებში საკონცენტრაციო ბანაკების ტუსაღები მაქსიმალური სისასტიკით უსწორდებოდნენ გერმანელ ბადრაგებს ამბოხის დრო აი მაგას გვაჩვენებდნენ. კინო ლოი ეტყობა მოკვდა ხომ? ![]() ცურვა არ იცოდა, კასიანი და მელში რომ მირბიან კინოს არ აჩვენებენ. ეტყობა ბანაკში მოკლეს ბოლოს მაინც იმპერიის ქოფაკებმა ![]() |
Posted by: Lasha97 11 Nov 2022, 00:16 | ||
"Can't swim" თან ღიმილით რომ ეუბნება... ამ მომენტზე ცუდად გავხდი ![]() |
Posted by: MRlurch 12 Nov 2022, 21:11 |
ეხლა მოვიცალე საყურებლად და აი საღოოოლ, შეძლებიათ ჯერ კიდევ საიტნერესო და ხარისხიანი მატერიალის გადაღება, საღოლ ![]() ![]() ![]() ენდი სერკის ![]() ![]() |
Posted by: WP-Rex 12 Nov 2022, 21:29 |
სკარსგარდის და აგენტის დიალოგი ყველაზე ძლიერი მომენტი იყო. |
Posted by: lobja 13 Nov 2022, 23:25 | ||
რა კაი სერია გამოვიდა მეათე ![]()
![]() |
Posted by: J0EL 14 Nov 2022, 18:52 |
სულ გადამავიწყდა ეს სერიალი და ვეღარც ვპოულობ. kinob.net ვუყირებდი აღარაა ![]() სად უყურებთ ვინმემ დადეთ რა |
Posted by: 4L3X 14 Nov 2022, 20:00 |
J0EL ინგლისურად https://fmovies.to/series/andor-ro01n https://soap2day.cc/TczozMjoiNDIyMnx8MTc2LjIyMS4yMzUuNzd8fDE2Njg0NDA5ODkiOw.html იმპერიულად https://www.lostfilm.today/series/Andor |
Posted by: J0EL 14 Nov 2022, 20:31 |
4L3X ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: Lasha97 16 Nov 2022, 17:27 |
ვაახხ მე-11 ეპიზოდმაც მაგრად მოიტანა, ძაან ემოციური იყო 31-ე წუთამდე ისევ დავიწყებული მქონდა რომ Star war-ის სამყაროში ვიყავი, ისე დაძაბული ვუყურებდი და მერე უცებ ატყდა ჭახა-ჭუხები და TIE fighter-ის ხმაც ჩამესმა ![]() და ბოლო მომენტი... ეგრევე rogue one გამახსენდა ![]() პ.ს. ძალიან მაგარი საუნდები აქვს ამ სერიალს, ძალიან მაგარი!! |
Posted by: 4L3X 16 Nov 2022, 20:41 |
მეორე მსოფლიო ომის დროს0. მოკავშირეებმა გატეხეს გერმანელების დამშიფრავი აპარატი "ენიგმა" რის შემდეგაც საქმის ყურში იყვნენ ფაშისტების გეგების შესახებ. ერთ-ერთი შეტყობინება იუწყებოდა რომ ინგლისური ქალაქი კოვენტრი უნდა მიწასთან გასწორებულიყო დაბომბვებით. ინგლისელებს შეეძლოთ ქალაქი ევაკუირება და ხალხის გადარჩენა მაგრამ ჩერჩილმა ბრძანა რომ არაფერი არ მოემოქმედათ, რადგან თუ ხალხს გადაარჩენდნენ გერმანელები მიხვდებოდნენ რომ "ენიგმა" გატყდა და რაღაცა სხვას მოიფიქრებდნენ, ომი უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა და უფრო სისხლიანი იქნებოდა. ჩერჩილმა მსხვერპლად შესწირა მთელი ქალაქი რომ ომის დასასრული მოეახლოვებინა. ასე მოიქცა სწორედ ლუთენიც. სოუ გერერაც მიხვდა ამას და ამიტომ თქვა რომ "ამას ომი ქვიაო". ბოლოს ერთ ესკადრას წირვა რომ გამოუყვანა ცალკე კანფეტი იყო ![]() |
Posted by: 4L3X 23 Nov 2022, 17:45 |
გადასარევი სერია, მშვენიერი ფინალი. კანფეტ! ![]() მეორე სეზონს კარგი დასაწყისი გაუკეთეს. |
Posted by: Lasha97 23 Nov 2022, 18:43 |
ნუ რა ვთქვა არ ვიცი რაა, ტიპებმა უმაღლესი კლასი დადეს 12-ე ეპიზოდში! რამხელა სიამოვნება მივიღე თითოეული ეპიზოდისგან, ბრავისიმო ფინალიც ძალიან მაგარი იყო! ლეთს გოოო! მეორე სეზონს ველით ![]() |
Posted by: kaiser Soze 24 Nov 2022, 00:19 |
შედევრია. ორიგინალური ვარსკვლავთა ომების მერე ასეთი ამ ფრენჩაიზს არ ქონია. სეტინგი, პერსონაჟები, სტორიტელინგი - უმაღლესი პილოტაჟი. |
Posted by: 4L3X 24 Nov 2022, 00:42 |
პოსტკრედიტი ნახეთ? ![]() ![]() ![]() |
Posted by: Lasha97 24 Nov 2022, 01:26 | ||
პი#დეცი სცენა იყო ![]() —————————————————————————— |
Posted by: kaiser Soze 24 Nov 2022, 02:18 |
როცა ვარსკვლავთა ომები მაკროკოსმოსია, მითოლოგიური ბრძოლა კეთილს და ბოროტს შორის, ეს მიკროკოსმოსია. ყველაზე ახლოს ფაშიზმს ასახავს, თუმცა კომუნისტურ იმპერიებთანაც ბევრი საერთო აქვთ. ინსპირიციაა ჰანა არენდტის "ბოროტების ბანალურობა" - სადაც ბოროტება არა რაღაც მისტიური საწყისისაგან მოდის, არამედ პატარა ჭანჭიკებისგან, რომლებიც სისტემას ქმნიან - კარიერისტი აპარატჩიკებისგან, რომელიბსაც საკუთარი ამბიციები, შური, ღვარძლი და სხვებზე ძალაუფლების სურვილი ამოძრავებთ, რომ ბრმად მისდიონ პროპაგანდისტულ სლოგანებს რომლებიც მათნაირი აპარატჩიკების მიერ არის დაწერილი სხვა დეპარტამენტში. თან მეთოდურადაა აღწერილი თუ როგორ ღვივდება ხალხის უკმაყოფილების ნაკვერჩხალი რევოლუციის ცეცხლში. დიალოგები ფანტასტიკურია. მწერლებს დიდი პლუსი. |
Posted by: MRlurch 25 Nov 2022, 03:34 |
rogue one -ის მერე ერთი ეს სერიალი არის რომელიც მაღალ ხარისხს დებს ამ სამყაროში. ბრავო მწერლიდან დაწყებული ყველას, შეგძლებიათ თუ მოინდომეთ |
Posted by: Lasha97 27 Nov 2022, 22:41 |
ანდორმა დონე ისე მაღლა აწია, დისნეი/ვარსკვლავური ომების მომდევნო პროდუქტი, ეს იქნება ფილმი თუ სერიალი, იგივე ხარისხსს თუ არ დადებს, ხალხი ძაან დაა#ვამს... ნუ როგორ მინიმუმ მე დავა#ვამ ![]() მანდო რომ მანდოა, მაგასაც სჯობს ანდორი და საერთოდ დისნეის ხელში რაც გადავიდა ვარსკვლავური ომები, Rogue One-ის შემდეგ საუკეთესო რამ არის რაც შექმნეს |
Posted by: 4L3X 27 Nov 2022, 22:58 |
Lasha97 ანდორს (ლეგალური) ყურების დაბალი მაჩვენებელი ქონია. ![]() ასე რომ მეეჭვება მიკი მაუსმა კიდევ ერთხელ გააკეთოს ასეთი სერიოზული და რეალისტური შოუ. |
Posted by: Lasha97 27 Nov 2022, 23:39 | ||
უსაშინლესი პიარი ჰქონდათ და ამ ფანდომსაც ვერაფერი გავუგე ასეთ სერიალს რომ არ უყურებ, საერთოდ რისი ღირსები არიან, მე არ ვიცი ![]() |
Posted by: Ar-Pharazôn 28 Nov 2022, 00:00 |
პირველი შემთხვევა არ იყო რაც სტარვორსში shit თქვეს? ![]() კაია ჯეი ჯეი აბრამსის დედა რომ მოვსდღან , სიქველები რომ ჩააბანძა და expanded universe-ი რომ კანონიკიდან გადააყენა |
Posted by: lycan 28 Nov 2022, 01:13 | ||
4L3X Lasha97 ფანების რა ბრალია? არ ჰქონდა შესაფერისი მარკეტინგი, უკვე დასრულებული სერიალი თაროზე ჰქონდათ შემოდებული ერთი წელი თუ არ ვცდები და სხვას რას ელოდით? Ar-Pharazôn
ჯაჯას მანდ არავინ სტყნავდა, ჩვარი უნებისყოფო შემსრულებელია. ყველაფერი სიფილისიანი ძუკნის ტრაკიდან ნაშობმა კენედიმ ქნა. |
Posted by: Lasha97 28 Nov 2022, 01:29 |
lycan დავწერე პიარზე. როგორც იმუშავეს მაგ მხრივ, შესაბამისი შედეგიც მიიღეს ისე არ მოგეწონა ანდორი? --------------------------------------------------------- |
Posted by: lycan 28 Nov 2022, 02:45 | ||||
Lasha97
![]()
არ მინახია მაგრამ ალბათ ვნახავ ძალიან აქებენ. ჩემთვის ვარსკვლავური ომები ძალის გარეშე არარსებობს. ორიგინალ კანონში ასე თუ ისე მონაწილეობდნენ აჯანყებაში ძალის აღმქმელები, იმიტომ რომ ეგაა ამ სამყაროს ძირითადი განმასხვავებელი და მამოძრავებელი ძალა. |
Posted by: ხუედიოსი 28 Nov 2022, 09:38 |
მართლა ნორმალური სერიალია და ყველაზე ხარისხიანი სტარვორზის უნივერსში, ისიც იმიტომ რომ ყველაზე ნაკლებად ჰგავს ტიპიურ სტარვორზს :დ იდეაში არცაა სტარვორზი :დ სირობა ჯედაები და ბანალური პიუპიუ ###ობები არაა. მარა სამწუხაროდ მნახველთა რეიტინგი დაბალი აქვსო :დ იასნია მასას იდიოტური მანდალორიელი ან ბობა ფეტი თუ რაღაც სირობა ურჩევნია :დ |
Posted by: viblz 28 Nov 2022, 11:27 | ||
+++++++++++ |
Posted by: 4L3X 28 Nov 2022, 11:36 | ||||
lycan
რისთვის უნდა უყურო? 6 გვერდს არ აცილებია თემა.
|
Posted by: lycan 28 Nov 2022, 14:11 | ||||
4L3X
|
Posted by: Natemate 28 Nov 2022, 15:15 | ||
ფანები ვინც არიან სტარ ვორსის ძირითადად ამის გამო არიან და არაა დაბალი გასაკვირი დაბალი რეიტინგები. მარა ძაან დაბალიც არაა, მანდოზე და კენობიზე მეტი რომ არ იქნებოდა მემგონი გასაგები იყო. იმათ ჰყავთ თავიანთი ფანბაზა და ანდორი ყველას ეკიდა. anticipation ვერ იქნებოდა ნოუნეიმზე. პირველ სეზონს ძალიან დადებითი რეაქცია მოჰყვა და შესაბამისად მეორესაც უკეთესი შედეგები ექნება. + იმანაც არ უშველა რომ პირველი ორი სერია ყველაზე ნელი და სუსტი იყო, ბევრმა მიაგდო მაგის მერე. |
Posted by: 4L3X 28 Nov 2022, 15:32 |
![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: viblz 28 Nov 2022, 16:37 | ||
ისეთი ###ობა იყო დაჟე ვერ გადავწყვიტე ბობას ჯობია ###ობაში თუ ვერა. |
Posted by: lycan 28 Nov 2022, 18:11 |
მე გეტყვით რა არის ამ სერიალის მთავარი პრობლემა. ყველა ვინც კი მცირედით მაინც ერკვევა ვარკვლავური ომების სამყაროში იცით რამდენი და როგორი საინტერესო პერსონაჟი და მოვლენაა მთელი ისტორიის მანძილზე. და ეხლა მითხარით აი რატომ ###ზე არ უნდა მეკიდოს ვიღაც ტილი - ისტორიული მასშტაბის კუთხით კასიან ანდორი? რომლის მსგავსი არის მილიარდ-ტრილიონი? ზოგადად ფრანშიზს ქმნიან ფანები რომლებიც ამათუ იმ სახით ერკვევიან ისტორიაში და როგორ შეიქმნება აჟიოტაჟი იმ პერსონაჟის და მოვლენების მიმართ რომელიც გუშინ მიფიქრეს პახმელიაზე? რატომ ააქვს იცით კენობის და ბობას უფრო მეტი ნახვა? უფრო მეტი იცნობს და უფრო მეტი აგიტირებს მათ სახელებს. მარტივია. |
Posted by: 4L3X 28 Nov 2022, 19:55 | ||
ბევრის წერის არც დრო მაქვს და არც სურვილი. აი ეს ტიპი ძალიან კარგად ხსნის რატომ არის ანდორი უკეთესი ვიდრე "ბობა ფეტის წიგნი", "კენობი" და თვით მისი აღმატებულება "მანდალორელიც" კი. სრულად ემთხვევა ჩემი მოსაზრებები ამ კაცის ნათქვამს და კიდევაც კარგად შლის საქთმელს. იმედი მაქვს ოდესმე ვიხილავ სერიალს სადაც სამოქალაქო ომის დასრულების მერე ყველაზე შეურიგებელი მეამბოხეები ახალი რესპუბლიკის ეგიდით მთელ გალაქტიკაში დასდევენ იმპერიის სამხედრო დამნაშავეებს. და ისეთივე ტონი ექნება როგორც ანდორს. |
Posted by: lycan 29 Nov 2022, 01:25 | ||||
4L3X
აი ეგ ტიპი ვარსკვლავური ომების გარტყმაში არაა სრული პასუხისმგებლობით გეუბნები.
მხოლოდ ყლისნეი თუ გადაიღებს მაგ ###ობას რადგან ორიგინალში მუხლებზე ხოხვით მიუჩოჩდნენ იმპერიის მონარჩენის ახალი რესპუბლიკის მართველები გვიშველეთ გადაგვტყნეს იუჟან ვონგებმაო. |
Posted by: Cele 29 Nov 2022, 02:04 |
ბიჭო რაღაც მეტი ექშენი აკლდა არა სერიალს? ანუ იდეაში ცუდი სერიალი არ იყო, კასტიც ნორმ, მაგრამ სტარ ვორსების თემა როცაა, მეტი ექშენია საჭირო რა. პიარზეც გეთანხმებით, ზოგ სერიალს წლებით ადრე აპიარებენ და ეს რაღაც ჩუმად მოვიდა, გადაიღეს და გაქრნენ უცებ რა ![]() |
Posted by: 4L3X 29 Nov 2022, 09:32 | ||
lycan
მოუსმინე? თუ ჰაერზე ლაპარაკობ? იუჟან ვონგები კანონი აღარ არის. |
Posted by: lycan 29 Nov 2022, 14:34 | ||||
4L3X
საკმარისად მოვუსმინე მაგ ###ქუდა სირს რომელიც ამბობს რომ ყლისნეის ტრილოგია ლუკასისას ჯობია.
ვინ თქვა? ყლისნეიმ? ყლეზე არ მკიდია ყლისნეიმ რა თქვა? ხვალე რომ თქვას ჯედაების ლაითსაბერები განათებული დილდოებიაო დავუჯეროთ? |
Posted by: 4L3X 29 Nov 2022, 15:02 | ||||||
lycan
რაღაცას ახურებ, ეგეთი რამე არ უთქვამს. ე.ი არ მოგისმენია და ე.ი ჰაერზე ლაპარაკობ.
გინდ დაიკიდე გინდ არა. ფრანჩიზა დისნეის ხელშია. იუჟან ვონგების ხსნება არ იქნება. მე რომ მინდა ისეთი სერიალი შეიძლება იყოს.
ეგეთ რამეს თუ იტყვის საერთოდ შევეშვები SW-ს |
Posted by: lycan 29 Nov 2022, 16:41 | ||
4L3X ან ზრდილობიანად მომმართე ან სულ ნუ მომმართავ. ჰაერზე მოლაპარაკეები იქით მოიკითხე.
|
Posted by: 4L3X 29 Nov 2022, 16:57 |
lycan კარგი შევეშვათ სოკოლს ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. |
Posted by: lobja 30 Nov 2022, 00:10 |
რა ბობა ხალხნო .. რა მადნო .. ძალიან მაგარი გამოუვიდათ ![]() მეორეჯერ ვუყურე უკვე ისეთ სასტავთან ერთად აი ცხოვრებაში სტარ ვარს რომ ვერ აყურებინებდი. არაა ტიპიური სტარ ვვორსი და რავი ამის მეოთხედსაც არ ველოდი. მაგარი გაასწორა ![]() |
Posted by: sexi-bicola 30 Nov 2022, 13:38 |
სტარ ვორების სერიალები მომწონს თუმცა ბობა ფეტი ჩემთვის ზი ბესტია მანდო რაღაც საკულტოსავითაა თავის ოკ კიდ -თან ერთად ჩავუჯდები ამასაც |
Posted by: 4L3X 30 Nov 2022, 17:32 |
ოთხშაბათია და ანდორის ახალი სერია არ არის, არც მომავალ წელს არ იქნება.![]() |
Posted by: gnostik 1 Dec 2022, 10:24 |
სხვა თუ არაფერი მარტო ლუთენის და მაარვას მონოლოგების გამო ღირდა ამ სერიალის ყურება. ![]() |
Posted by: 4L3X 1 Dec 2022, 12:14 |
|
Posted by: viblz 1 Dec 2022, 16:51 | ||
მაგ მილიარდ-ტრილიონიდან მხოლოდ ერთმა მოიპარა death star-ის ტექნიკური ნახაზები რო ### ლუკ სკაივოკერს აეფეთქებინა. თუ ეგრე მშრალად უყურებ, ეგაა მიზეზი რატო არ უნდა გეკიდოს ###ზე. მე სიმართლე გითხრა ჩალის ფასად არ ვაგდებ ისეთ უაზრო სერიალს როგორიც ბობა fეტია და არაა აუცილებელი ჩემთვის მთავარი პერსონაჟი მაინც და მაინც ცენტრავოი ფიგურა ან ძაან ცნობილი იყოს. თვითონ სერიალი როგორ მიდის, ისტორიას როგორ გიყვებიან, მსახიობები როგორ თამაშობენ, როგორ მონოლოგები აქვთ.... სრული პიზდეცია! შედევრი სერიალია. მონ მოthმა და ტეი კოლმა პირველად რო ხვდებიან და დახმარებას რო თხოვს პროსტა რა სასწაული სცენებია რო ახსენებს გაიღიმე არ შეგვამჩნიონო. რავი. ესეთი ხარისხის პროდუქტს ყლისნეისგან ნაღდად არ ველოდი |
Posted by: Lasha97 1 Dec 2022, 17:26 |
The Acolyte-ს ველოდები მაგრად მგონია რო ესეც კარგი იქნება The show will focus on the emergence of dark side powers in the final days of the High Republic Era. The Acolyte is a mystery-thriller that will take viewers into a galaxy of shadowy secrets and emerging dark-side powers in the final days of the High Republic era. A former Padawan reunites with her Jedi Master to investigate a series of crimes, but the forces they confront are more sinister than they ever anticipated approximately 100 years before Star Wars: Episode I – The Phantom Menace (1999). |
Posted by: lycan 1 Dec 2022, 20:26 | ||||||||
viblz
არა. მთელმა ორგანიზაციამ.
დისნეის ნაგავი ###ზე მკიდია
ბობა ფარტი საერთოდ ფსკერს ქვემოთაა. Lasha97
რომელი წინასწარ რომ დაანონსეს მთავარი პერსონაჟი ზანგი ლესბოსელი რომ იქნებაო? წარმატებები ![]() |
Posted by: Lasha97 1 Dec 2022, 21:09 | ||||
საერთოდ არ მაქვს ამაზე პრობლემა ![]() ------------------------------------------------------------------ |
Posted by: 4L3X 1 Dec 2022, 21:25 | ||
![]() მიკი მაუსის ამბავი რომ ვიცი არაფერს არ გვაჩვენებს. მხოლოდ მინიშნებეი იქნება ![]() |
Posted by: gnostik 1 Dec 2022, 22:49 | ||
lycan
სხვათა შორის ბევრი ბლოგერი აღნიშნავს დისნეისგან ესეთ კარგ და განსხვავებულ პროდუქტს არ ველოდითო. ბოლო-ბოლო ზოგად საკაცობრიო თემებია ამოწეული და რაღაცეებზე სერიოზულად დაგაფიქრებს, ამ ფრანჩიზის რომელი სერიიდან გახსოვთ მსგავსი რაღაც. |
Posted by: sexi-bicola 5 Dec 2022, 19:46 |
სიუჟეტი ნელა ვითარდება მაგრამ საინტერესოდ |
Posted by: FixYou 5 Dec 2022, 20:35 |
8 ეპიზოდი ვნახე უკვე და ძალიან მომწონს, არ ვაპირებდი საერთოდ ყურებას… იმდენი Star Wars სერიალებს და ფილმებს იღებენ ამოვიდა ყელში… ეს და მანდო კარგებია… გოგოები მომწონს 3ვე |
Posted by: J.R.R.Tolkien 6 Dec 2022, 09:23 |
სწორს ბაზრობს ლიკანა ))) კანონიკური და ცნობადი სახეები რომ არიან ისინი იმიტომ აქვთ ბევრი ნახვები, ეს ვიღაც უცნობი სასტავი ვერ იწვევს იმხელა აჟიოტაჟს. სიმართლე რომ ითქვას, პერსონაჟებს დიდი დამსახურება აქვს ამ სამყაროს პოპულარობაში ვეიდერი, იმპერატორი, ობი და სხვები ყველა საკულტო პერსონაჟები არიან პოპ კულტურა მათ გარეშე წარმოუდგენელია. ამდენი ახალი ისტორიის მოგონებას ჯობია ძველ ისტორიებზე გაკეთდეს აქცენტი))) დარტ რევენზე სერიალი იქნებოდა ძალიან მაგარი თუ ზანგი ან ტრანსი არ იქნებოდა რევენი იქვე ყველა დროის უძლიერეს სითსზე სერიალი ზოგადად, მე გადავიღებდი სითებზე ან სერიალს ან ფილმს მარა მაგას არ იზამს ეს ყვერი დისნეი ლუკას შენ შეგცა გოძილამ რა სამყარო გააფარჩაკე ფულის გულისთვის შენ ყვერო |
Posted by: 4L3X 6 Dec 2022, 10:12 | ||||
J.R.R.Tolkien
აი ამ ფრაზაში ჩანს რომ არ ხარ მიმდინარე სიტუაციის საქმის ყურში. იმიტომ რომ 2023-ში ველ;ოდებით სერიალ Acolyte-ს რომელიც სწორედ რომ სითჰების გადმოსახედიდან დაგვანახებს გალაქტიკაში მიმდინარე ამბებს. ნახე ანდორი? შეიძლება აქამდე არ იყო საინტერესო მაგრამ ამ სერიალის მერე ანდორი, ბიქსი, ლუთენი, დეედრა მერო, ცირილ კარნი ძალიან საინტერესო პერსონაჟები გახდნენ, მონ მოთმა და სოუ გერერა ისედაც ცნობილები იყვნენ. არ ჯინ დარინი და გროგუ იყვნენ ცნობილები "მანდალორიელამდე" მაგრამ SW-ს ფანებმა უპრობლემოდ შეიყვარეს. ე.ი ახალი პერსონაჟების შეყვარება არ ყოფილა პრობლემა. ობივან კენობის მაძუნგალა სერიალი ბოლო ლურსმანი იყო ბევრი SW ფანისათვის. მანამდე კიდევ ბობა ფეტის სირიალი. ვინც ცოტა დავიღალეთ სინათლის მახვილების ბჟუილით და სკაივოლკერების ოჯახური დრამებით და გვინდოდა ამ სამყაროს სხვა კუთხით დანახვა ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ვისაც არ გინახავთ და ასე გამოგაქვთ ვერდიქტი რომ არ უყურებთ, თქვენი დანაკარგია. თქვენ ვერ მიიღებთ ღირებულ კონტენტს.
კანონიკური დარტ რეივენი ნიღაბს ატარებს ასე რომ იმ ნიღბის უკან ვისაც გინდა იმას დააყენებ. |
Posted by: J.R.R.Tolkien 6 Dec 2022, 22:56 | ||
4L3X
კასტა ისეთია და რაც ვიცით ისეთი სცენარი ჩანს, სავარაუდოდ მორიგი ჩაჯმა იქნება ))) ამას ასაღებ სითებზე სერიალად? ))) კანონიკური რეივენი კაცია, თან თეთრკანიანი. სანამ მაგ ნიღაბს გაიკეთებდა მანამდე ცნობილი იყო ვინ იყო და რას წარმოადგენდა. სწორედ, ეგ ხმალები და სითები ვს ჯედაები გვხიბლავს უმრავლესობას იმედი მაქვს დადგება დღე და ვიღაც მილიარდელი, რომელიც ამ სამყაროს ფანია გამოისყიდის დისნეიდან ამ სამყაროს და რაც დისნეიმ გადაიღო ყველაფერს გამოაცხადებს არაკანონიკურად და მერე დაადებს ტაბუს ამ სამყაროზე ფილმების გადაღებას. |
Posted by: 4L3X 6 Dec 2022, 23:13 |
Posted by: Vampire from Nazareth 14 Dec 2022, 16:57 |
კარგი საყურებელია, ანდორზე არც ვაპირებდი სერიალის ყურებას მაგრამ იმდენად გამსპამეს მაგ სერიალით სხვა გზა აღარ იყო :დ ცოტა სიმძაფრე აკლდა . და ნუ ცალკე ციხის თემა გაწელილი იყო ჩემთვის, ყველამ იცის რაც ხდება იმპერიის კოლონიებში და ციხეებში ,აღარა საჭირო კიდევ ახლებურად მსგავსი ისტორიების გადაღება. იმპერატორის გამოჩენა უფრო საინტერესოს გახდიდა სერიალს მთლიანად, ბოლო სერიაში თუნდაც ან რომელომე სხდომის დროს ჰოლოგრამით ჩართვა :დ მთავარი მუღამი ის აროს რომ სერიალი არის კარგად გადაღებული(რაც აკლდა ბევრ წინა სტარ ვორზის სერიალებს), მაგრამ სიუჟეტი არის ნაკლებად მიმზიდველი ჩემთვის( მეტს არც ველოდი) ამ სტილით და მიდგომით ანდორის შემქმნელებს შეუძლიათ სერიოზული ფილმები გადაიღონ სტარ ვორზის სამყაროზე. 10 ჯერ უკეთესი ვიდრე ჯჯ აბრამსს :დ |
Posted by: FixYou 14 Dec 2022, 21:14 | ||
ძააააააან ვიტანჯებოდი უკვე იმ რკინის ჯანდაბის აწყობის კადრებით და იმ მოხუცი კაცის დაჭყანული საცოდავი სახის ყურებით... |
Posted by: 4L3X 31 Jan 2023, 08:43 |
გადავიმეორე ანდორი და დავრწმუნდი რომ ნამდვილად ძალიან ხარისხიანი შოუა. არც ერთი ხაზი არ ყოფილა უინტერესო. რა მაგარი სიმღერები და მელოდიებია კიდევ დააკვირდით? |
Posted by: WP-Rex 31 Jan 2023, 15:05 | ||
4L3X
ვერ ქაჩავს. ტრაკში ტყნაური აკლია. აშკარად ჰომოფობიურია. |
Posted by: 4L3X 21 Feb 2023, 21:06 |
"ანდორის" ფართო განხილვა |
Posted by: 4L3X 14 Nov 2024, 21:05 |
მეორე სეზონი 2025 წლის აპრილში ![]() |
Posted by: 4L3X 25 Feb 2025, 10:40 |
22 აპრილს |
Posted by: Lasha97 25 Feb 2025, 20:29 | ||
ბრუნდებააააა ![]() ![]() ![]() /////////////////////////////////////////////////////////////// |
Posted by: gnostik 1 Mar 2025, 16:50 |
გვიბრუნდება ანზორა? ![]() |
Posted by: Eneas84 1 Mar 2025, 22:06 |
მენდელსონი![]() ![]() ................ |
Posted by: 4L3X 5 Mar 2025, 23:24 |
Andor Season 2 | Special Look | |
Posted by: 4L3X 24 Mar 2025, 19:45 |
Posted by: Lasha97 24 Mar 2025, 20:11 | ||
აუ, რა სიგიჟე ამბები გველოდება წიიიინნნნ ![]() /////////////////////////////////////////////////// |
Posted by: kaiser Soze 19 Apr 2025, 23:36 |
ვახ ბიჯო თურმე სოსო ყოფილა ანდორის ინსპირაცია და სცენარი რეალურად მონტეფიორეს "ახალგაზრდა სტალინის" გადატანა ვარსკვლავთა ომის სამყაროში :დდ https://www.bbc.com/culture/article/20250417-how-a-young-joseph-stalin-inspired-star-wars-series-andor თან როგორ გავს ![]() |
Posted by: 4L3X 19 Apr 2025, 23:53 | ||
ესღა გვაკლდა ![]() |
Posted by: lycan 20 Apr 2025, 01:19 |
მაგარი ღადაობაა ვარსკვლავური ომების სამყაროში გალაქტიკის მასშტაბით მიდის სხვადასხვა პროცესები საბრძოლო შეტაკებების თამადობით და იმბეცილმა ნაბიჭვრებმა მოახერხეს და გადაიღეს ორი სეზონი სერიალის რომელიც დაფუძვნებულია ძირითადი ეპიზოდებისგან განსხვავებით გვერდით მდგომი ერთჯერადი ფილმის მთავარი პერსონაჟის შვილის პოტენციური მტყვნელის სიცოცხლის ბოლო ორიოდ წელზე... და ამის ფონზე სადღაც იქ სიდიუსი ვეიდერს დაარბებინებს დაგეშილი ძაღლივით უკანასკნელ ჯედაებზე. მაგრამ ეს ვის რა ჩვენს კეტლინ კენე... კიარადა სირად გვაინტერესებს ხო? |
Posted by: kaiser Soze 20 Apr 2025, 01:50 |
4L3X სერიოზულად, შოუს შემქმნელს მონტეფიორეს "ახალგაზრდა სტალინი" წაუკითხავს, განსაკუთრებით ის ეპიზოდი ბანკი რომ გაძარცვა რომ რევოლუცია დაეფინანსებინა 1907 წელს თბილისში მაგრა მოსწონებია და სოსოზე აუგია ანდორის პერსონაჟი, სერიალის სიუჟეტი კი ამ ძარცვაზე. თავად თქვა. სკარსგარდის პერსონაჟი ლენინია. კამო და ეგეთი როჟებიც ყავს. წაიკითხე სტატია. |
Posted by: 4L3X 20 Apr 2025, 11:04 |
kaiser Soze ეგ გავიგე მაგრამ აუცილებელი იყო მაგ ჯალათი გარევა? სხვა რევოლუციონერები არ იყვნენ ვინც heist აკეთებდნენ? |
Posted by: kaiser Soze 20 Apr 2025, 14:17 |
4L3X სტალინის ცხოვრებიდან აიღო ინსპირაცია, პერსონაჟები და სიუჟეტის ხაზები სერიალმა და რას ნიშნავს აუცილებელი იყოო? უბრალოდ ფაქტია, რომელიც შოურანერნა დაადასტურა. |
Posted by: lycan 20 Apr 2025, 14:33 | ||||
![]() ![]() ![]()
სხვა რევოლუციონერები უფრთო ანგელოზები იყვნენ ყველა ![]() |
Posted by: 4L3X 20 Apr 2025, 21:56 |
აქაც არის გორელ ჯალათზე |
Posted by: 4L3X 22 Apr 2025, 08:22 |
მეორე სეზონი პირველზე უფრო მაგარიც არისო ![]() |
Posted by: Lasha97 23 Apr 2025, 13:54 |
3 სერია დაიდოოო საღამოს ჩავუჯდები გემრიელადდდ ![]() |
Posted by: kaiser Soze 24 Apr 2025, 01:31 |
ორიგინალ ვარსკვლავურ ომებზე უკეთესია - ყველაზე მაგარი რამ რაც სტარ უორს სამყაროში შექმნილა |
Posted by: 4L3X 24 Apr 2025, 08:17 |
მშვენიერი სამი სერია იყო, მაგაზე აღარ გავჩერდები კრიტიკას მაინც ვიტყვი. სიუჟეტური ხაზები ძალიან მოკლედ იყო დაჭრილი, მუდმივად მახტუნავებდა ხაზიდან ხაზზე ერთში არ ვიყავი კარგად ჩამჯდარი რომ უცებ ჰოპ მეორე ხაზზე გადავყავდი რეჟისორს. კარგია რომ მაია პეის დილეტანტი "პარტიზანები" რომ გვაჩვენეს და გვანახეს რომ ამბოხების მხარეს ყველა ლუთიენივით ცბიერი და სო გერერას ნაირი ორგანიზებული და შეუბრალებელი მებრძოლეები არ არიან და ზოგი მაგარი ტუტუციც არის რომელიც საკუთარი თავისითვის და თანამებრძოლეებისთვის უფრო საშიშია ვიდრე მტრისთვის. მაგრამ ძალიან ბევრი საეკრანო დრო წაიღო მაგ ხაზზმა. მე იმ ასაკში ვარ რომ ბავშვობაში კიდევ აჩენებდნენ საბჭოთა ფილმებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ და იმპერიელების ქცევამ და მოქმედებებმა აგრარულ პლანეტაზე გამახსენა ფილმები სადაც ვუყურებდი ვერმახტი როგორ შედიოდა პურის ყანებში ჩაფლულ სოფლებში და ატერორებდა ადგილობრივ მოსახლეობას, გათვლაც ალბათ ეგ ქონდა რეჟისორს. ბიქს რაც შეემთხვა ეგ დიდი "წითელი დროშაა" ეს საბავშვო სერიალი არ არის. ![]() |
Posted by: lycan 24 Apr 2025, 20:14 | ||
kaiser Soze
შენ თუ ვარსკვლავური ომების რამე გესმოდეს მე ვიყო სი ძინ პინი. ისე სადაც პენისს ###ნიევის დიუნა გირჩევნია ორიგინალს რომელიც ერთხელ წაკითხვით ავტორზე უკეთ გაიგე ეს რაღა პრობლემაა... |
Posted by: 4L3X 24 Apr 2025, 21:26 | ||
ესთეტიკაში მაგრა გაარტყა. რაც არც არის გასაკვირი იმპერია თავიდანვე ალუზია იყო ნაცისტურ გერმანიაზე. ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: kaiser Soze 25 Apr 2025, 13:28 | ||
lycan
იყავი პირველი ტრილოგია ლეგენდაა, რევოლუცია მოახდინა საიფაი კინოში და პოპ-კულტურის ბეჰემოტი გახდა. თან მაგარი ფილმებია მაშინდელი გადმოსახედიდან - დღევანდელი გადმოსახედიდან ნაკლები აშკარაა. ვერ დაძველდა კარგად. დიალოგები, პლოტ ჰოულები, ცუდი ეფექტები, ცუდი ქორეოგრაფია დღევანდელი სტანდარტებით. ორიგინალის ყურებას უფრო რაღაც ანტროპოლოგიური დანიშნულება აქვს. 90-იანებში, ანუ ჩემს ბავშვობაში კიდევ ოქეი იყო, მაგრამ 21-ე საუკუნეში ვერ იტყვი რომ მაგარი ფილმია. (განსხვავებით კოსმოსური ოდისეის და სოლარისისგან, რომლებიც იმ პერიოდში იქნა გადაღებული და ორივე შედევრებია). ანდორი კიდევ არის შედევრი. ანგლოფონური გამოთქმაა Devil is in the details - ეშმაკი არის დეტალებში. მეორე ვერსიაა ამის - ღმერთი დეტალებშია- რომელსაც მოდერნისტული არქიტექტურის მამა ლუდვიგ მის ვან დერ როე ხშირად იმეროებდა. ეს დეტალები ხდის ანდორს შედევრს. სამყარო იმდენად რეალისტურად შექმნილია რომ გავიწყდება რომ საიფაია. ესაა ვარსკვლავთა ომი დიდებისთვის, სადაც ჯიდაები, ლაითსაბრები და ზღაპრები ამოღებულია - მაგრამ არის იმპერიალისტური ტერორი, სასტიკი და ეფექტური ბიუროკრატია, კორუფციული და ჰედონისტური ელიტა, ჩაგრული უმრავლესობა, იდეოლოგიური რევოლუციონერები, მედროვეები და ქურდები, რომლებიც რევოლუციას ეკედლებიან, დახვეწილი ორმაგი აგენტები. სცენარი არის ფენომენალური - თუ როგორ არის ეს სამყარო ასე დეტალურად შექმნილი, შორეული მაგრამ ამავე დროს ძალიან ნაცნობი. პერსონაჟები არის ფანტასტიკა - არასდროს ვარსკვლავთა ომების სამყაროში არ ყოფილა ასეთი ძლიერი პერსონაჟები. დედრა მეერო არის ქალი მუშნი ზარანდია ერთი ერთში. სირილ კარნი გამოსახავს დიდგორი გეოებს ამა სოფლისა უძლიერესად. ლუთენი, მონ მოთრა და თავად ანდორი. ეგ კი არა, მეორადი და მესამედი პესონაჟებიც უძლიერესებია - თუნდაც სირილი კარნის დედა - ტიპური გამოსახულება ბოროტებისა ყველაზე ბანალურ სიბრტყეში - ადამიანი რომელიც საოცრად სასტიკია საკუთარი შვილისადმი არა ფიზიკურად, არამედ სარკაზმით და სიცივით, და რომელიც ასევე ნოყიერი ნიადაგია იმპერიალისტური პროპაგანდის გავრცელებისა. ყველაფერი ასე ნაცნობი და ასე ზუსტია. ორიგინალ სტარ უორში რომ სტორ ტრუპერები გამოჩნდებიან, სიცილს ძლივს იკავებ. საბჭოთა ომის ფილმებში ფაშიტი ჯარისკაცები ვანდამები იყვნენ ამათთან შედარებით. ასი ტიპი მწყობრად ბლასტერებს ესვრის ერთ კაცს და ვერ არტყავს. აქ კი სტორმ ტრუპერი რომ გამოჩნდება, გინდა დაუძახო გმირებს, პიზდეცია, გაიქეცით ჩქარა. შუა საუკუნეების ლეგენდები და ზღაპრები ორიგინალური ტრილოგიიდან ანდორმა გაცვალა მეოცე საუკუნის დისტოპიურ რეალიზმში, სადაც ერთადერთი იმედი არის რევოლუცია. |
Posted by: lycan 25 Apr 2025, 20:43 | ||
kaiser Soze
არ ვარ ჩემდა სამწუხაროდ და შენდა სასიხარულოდ და არც შენ ხარ არც ვარსკვლავური ომების აბსოლიტურად არანაირ გარტყმაში. აბსოლიტურად... და არც სხვა ბევრი რამის როგორც აღმოჩნდა. ვარსკვლავური ომები ყველა თავისი ნაკლის მიუხედავად არის თვითმყოფადი შემოქმედება თავისი ორიგინალურობებით ხოლო ანდორი არის მის მოტივებზე დაფუძვნებული რაღაც ალტერნატიული იაფფასიანი პაროდია რომელსაც ორიგინალთან მინიმუმ კავშირი აქვს და ამის ბრალია ყლიბერასტული ვირთხის კორპორაცია. |
Posted by: gramatikikina 26 Apr 2025, 15:05 | ||
როგორ აღწერს, მოუსმინე? ქართველი კი არ იყოო, Stalin came from an impoverished background ღარიბი ოჯახიდან იყო და შემდეგ ბელადი გახდაო მე მივხვდი, რომ რუსების რომანტიზირება ხდება ბოლო დროა და რუსებსაც საწინააღმდეგო არაფერი აქვთ ამის მაგარი მოიფიქრეს, ჩვენ გვათქმევინებენ, რომ სტალინი მკვლელი და არაქართველი იყო, თვითონ კიდევ ითვისებენ ქართველების ხელით შექმნილ საბჭოთა კავშირს და მოგებულ მეორე მსოფლიო ომს, ვითომ ეს რუსებმა გააკეთეს, ყველას რუსებს გვეძახიან და იქმნება იმის ილუზია, რომ რუსეთი უძლეველი სახელმწიფოა ამიტომ გადავწყვიტე ამის მერე ყველას ავუხსნა, რომ სტალინი ქართველი იყო ![]() ამას დავუწერე კომენტარში, რომ ღარიბი ოჯახიდან კი არ იყო, სხვა ქვეყნიდან ჩასული ხულიგანი იყო მეთქი და რუსეთის იმპერიის ლიდერი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსები იდიოტები არიან ამაზე მომწერა, რომ საქართველოდან კი იყოო, მაგრამ ეგ რუსეთის იმპერია იყო და საქართველო არის კიდეც impoverished background-ო რაზეც ვუპასუხე რომა მეთქი, ინდოეთიც ბრიტანეთის იმპერია იყო მეთქი, მაგრამ ინდოელს იტყვი და არა impoverished background-იდან გამოსულს მეთქი ![]() ეხლა მოკეტილი აქვს იმის მერე და თქვენც გირჩევთ დაიმახსოვროთ ეს არგუმენტი და ესე უპასუხოთ უზბეკების ჯარით მოსკოვი დაიპყრეს, ესე შეიქმნა თანამედროვე რუსეთი და უზბეკებს რუსებს ეძახიან, სტალინით სსრკ შექმნეს და რუსებს გვეძახიან მაგათ ეგ მითები და ლეგენდები რომ გამოაცალო, ვეღარ იქნებიან ტრამპების და მასკების კუმირები |
Posted by: 4L3X 26 Apr 2025, 23:35 |
gramatikikina წაიღონ ეგ ერის სირცხვილი და წაშავდნენ!!! არა, ეს ჯეირანი მაინც რამ მოაფიქრათ ![]() |
Posted by: gramatikikina 27 Apr 2025, 13:46 |
4L3X ვუყურებდი ჩემთვის, ვერთობოდი და შენი პორტი რომ ვნახე გამოვრთე ![]() არა ეხლა ყველას დავუწერ მაგას ინდოელებზე, მოიცადონ მაგათ |
Posted by: 4L3X 30 Apr 2025, 23:45 |
ნახეთ რა შპიონური თამაშები წავიდა? » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ჩემი მოსაზრება რომ ეს სერიალი ნაიცსტური ოკუპაციის დროს არსებული ფრანგული იატაკქვეშეთით არის ინსპირეირებული სრულიად გამართლდა. გორმანის ესთეტიკა და მათი ენა ფრანგულით არის შთაგონებული. მესამე სერიის დასარული ცოტა არადამაჯერებელია. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: sormer500 2 May 2025, 13:51 |
მტყვნელაძე სერიალია. მოაქვს და მოაქვს. სცენარი, ზმანი, გრაფიკა, ყველაფერი არის საკმაოდ კარგი. |
Posted by: მამაო თამაზი 2 May 2025, 15:04 | ||||
kaiser Soze
მთლად მასეც არაა. ყველა ასაკისთვისაა სტარ ვორსი. უბრალოდ ბოლო პერიოდში ძალიან დაიხვეწა. 1977 ში არავინ ელოდა ფილმის ესეთ წარმატებას. ფაქტიურად კინემატოგრაფია შეცვალა მითუმეტეს იმ დროინდელი ეფექტებისგან სხვას რას უნდა ელოდო.
დარწმუნებული ვარ ეს ტექნიკა იმ დროს რო ქონოდათ ორიგინალი სტარ ვორსი საერთოდ სხვანაირი იქნებოდა. |
Posted by: lycan 2 May 2025, 20:40 | ||||
მამაო თამაზი
კაიზერას რომ ვეუბნები ძალიან ბევრ რამეს ზედაპირულად უყურებ თქო ვერ დავაჯერე ) ...
ყველაფერი შეიძლება დისნეის ვარსკვლავურ პაროდიას დააბრალო მაგრამ კოსტუმებში შემოქმედებითი იმპოტენციის აპოგეას მიაღწიეს |
Posted by: მამაო თამაზი 3 May 2025, 02:02 | ||
lycan
მთლად პაროდიას ვერ დავარქმევ. პაროდია იყო The Acolyte. მსგავსი სიდებილე არავის არ ახსოვს. რეიტინგიც 2.3 აქვს. რაც შეეხება ანდორს აუცილებელი იყო ანდორი. ყოველთვის ვხედავდით რა ხდებოდა ჯედაებში მაგრამ ვერ ვხედავდით თუ რა ხდებოდა მის მიღმა უბრალო ხალხში. არა და აჯანყებულებთან მარტო ჯედაები არ ყოფილან. ეს საერთო მოქმედება იყო სხვა და სხვა პლანეტების ხალხის. ვფიქრობ ანდორშიც გამოჩნდება ჯედაი აუცილებლად და ეს ლუთენი იქნება. პლანეტა სეგრა მილოსთან თუ დააკვირდი დიდი ლაით საბერი გამოიყენა რო თავი დაეღწია იმპერიული ხომალდისგან. ეს ანდორი 5 BBY ია და შემდეგ დაიწყება უკვე ვარსვკლავური ომების წელთაღრიცხვა <3 ისე პირველივე ეპიზოდიდან რო დაწყებულიყო გადაღება თავის დროზე კაი იქნებოდა. |
Posted by: lycan 3 May 2025, 11:48 | ||
მამაო თამაზი
ანდორი არის ცუდი პრეცენდენტი. კი აჯანყება ჩვეულებრივმა ხალხმა წამოიწყო და იდეაში დაასრულა, პრობლემა ამაში არაა და არც იმაში რომ ყველგან ყოველთვის ჯედაები არ იყვნენ კი არ არის არამედ მასშტაბშია. როდესაც მთელი გალაქტიკაა აჯანყებული წარმოიდგინე რამდენ პლანეტაზე ხდება "ანდორი" ეხლა მოდი და მილიონი ორსეზონიანი სერიალი მივუძღვნათ თითოეულს. მოდი ეხლა ვნახოთ ვენტრესი როგორ გადიოდა კუჭში და იხეხავდა კბილებს რამოდენიმე წლის განმავლობაში... როგორ ექავებოდა მოლს აწ უკვე არარსებული ყვერები ფანტომური ტკივილის მსგავსად... არ მაინტერესებს ყველა ძაღლზე და მამაძაღლზე დაწვრილებითი ისტორიის მოყოლა გლობალური და მასშტაბური ძვრების ნახვა მინდა ბატალური სცენები ომები და განადგურება კოსმოსში ამიტომაც ჰქვია ვარსკვლავური ომები და არა ჯაშუშური ###პროჭაობები სადღაც გალაქტიკის ტრაკში ამ სამყაროს მომხიბლელობა არის ძალაში და მათ გამომყენებლებში მათ გარეშე ეს არის რიგითი არაფრით განსხვავებული ყელში და ###ში ამოსული უნიჭო საიფაი მე მაინტერესებს ძალის საიდუმლოებები მისი საშუალებით მოხდენილი სასწაულები რაღაც ისეთი რასაც ვერასოდეს ვერ ვნახავთ გარანტირებულად ლაითსაბერით ბრძოლების ნახვა მინდა ისეთი ილეთებით რომელიც არ გამოიყენება რეალობაში საიდუმლოებები მისტიკა რიტუალები აკლდამები კორიბანი ტიტონი აშლა ბოგანი... უმრავლესობა ამ თემის მკითხავი პირველად წაიკითხავს ამ სიტყვებს აქ მნიშვნელობაზე აღარაფერს ვამბობ წაგვართვეს არაჩვეულებრივი და გვტენიან ყოველდღიურ ###ობებს რაც ისედაც რეალობაში გულს გვირევს უკვე თავისი რუტინულობისგან |
Posted by: მამაო თამაზი 3 May 2025, 12:28 | ||
lycan![]() ![]() ![]() ხო მესმის რასაც ამბობ მაგრამ ჩემი აზრით ესეც საჭირო იყო. მაგრამ შენი არ იყოს ვფიქრობ ეს შპიონური თამაშები მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდიდან მოიტანეს. ყველგან მოსასმენებია დაყენებული და ძალიან ბევრი სცენა საკმაოდ დილეტანტურად არის გადაღებული.
მავანნი ამბობენ ეს ამბავი შორეულ გალაქტიკებში ხდება და იქიდან ვიღაცამ ჩამოიტანა ამბავიო. (ნეტა) არაუშავს. მიიღე სიახლე ეგ არაფერი. სკაივოკერების საგა როდისმე უნდა დამთავრებულიყო. მანდალორიელზე რა აზრის ხარ? |
Posted by: 4L3X 3 May 2025, 13:30 | ||
ფიქრი კი არა უეჭველი ეგ არის. უფრო მეტსაც გეტყვი, საფრანგეთის იატაკქვეშეთი არის ანდორის მთავარი ინსპირაციის წყარო. გორმანი პირდაპირ საფრანგეთია შორეულ გალაქტიკაში. ზოგიერთს არ მოსწონს SW სინათლის მახვილების და ტელეკიზენის და ტელეპათიის გარეშე, მე კიდევ მგონია რომ ეს სიახლე მოუხდა. SW სამყარო იმდენად დიდია რომ ჯედაების და სითჰების გარეშეც შეუძლია ერთი პროექტი ამოქაჩოს და გვანახოს როგორია სიცოცხლე, ბრძოლა და სიკვდილი ჩვეულებრვი მოკვდავებისათვის გინდა ფერიქსის ლურჯი საყელო იყოს, ფერმერი, სენატორი, იმპერიის დაზვერვის აგენტი, მეამბოხე, დიასახლისი და ა.შ იმედია ოდესმე 1313-ს გვაღირსებენ თამაშად თუ არა სერიალად მაინც. კიდევ იმას დავამატებ რომ არ არის საჭირო SW ყველა პროექტმა ყველა მაყურებელი მიიზიდოს. ზოგი ბავშვებზე იქნება მორგებული "Skeleton Crew", ზოგი მოზარდებზე "Ahsoka", ზოგი ზრდასრულებზე "Andor" და ამაში არაფერი ცუდი არ არის. ზოგი სრული ჩავარდნა იქნება "Acolyte" მაგრა არც ეგ არის ცუდი, იმედია ეს SJW slop გაკვეთილი იქნება დისნეისთვის. |
Posted by: მამაო თამაზი 3 May 2025, 14:05 | ||
4L3X
ხო მაგას ვამბობ კარგი იყო ეს სიახლე. The Acolyte ნანახი გაქ? |
Posted by: 4L3X 3 May 2025, 14:06 | ||
მამაო თამაზი
პირველი სერიის ბოლომდეც ვერ გავედი. რეცენზიებით ვიცი რომ ფსკერია. |
Posted by: მამაო თამაზი 3 May 2025, 14:08 | ||
აკოლიტი ცუდი არაა. აკოლიტი კრახია. იმედია საერტოდ ამოიღებენ სტარ ვორსის წიგნებიდანაც და ისტორიიდანაც. საერთოდ უნდა გაქრეს ეგ შოუ ![]() სტარ ვორსი უნდა გადაიღოს იმან ვისაც ესმის ეგ კულტურა სამ სერიას ვუყურე და მანდ მოვრჩი |
Posted by: 4L3X 3 May 2025, 14:11 | ||
მამაო თამაზი
ვერ გაიგე. უყურე რა ვთქვი, ცუდი არ არის რომ ეგეთი კრახი გამოუშვეს, გაკვეთილი იქნება დისნეისთვის, როგორ აღარ უნდა მოიქცნენ სამომავლოდ. |
Posted by: lycan 3 May 2025, 23:45 | ||||||
მამაო თამაზი
მე არ მესმის რა საჭირო იყო დეგრადაცია.
უნდა დამთავრებულიყო მაგრამ ესე? რეი სკაივოკერი/პალპატინ ცხენ-ბოზისშვილი? ვერ და არ მივიღებ. ნაგავი რატომ უნდა მივიღო?
ძალიან ეცადნენ ფსკერი შეეფუთათ მაგრამ ვერ შეძლეს. პირველივე სერიაში ლოგიკამ ჩემს დედას შეეცი ყლისნეი შენო... |
Posted by: მამაო თამაზი 4 May 2025, 01:03 | ||
lycan
![]() რეის თვითონ პერსონაჟი მომწონდა უხდებოდა სტარ ვორს მაგრამ ბოლომდე არ ქონდა ჯედაების სკოლა გავლილი და ამხელა გიგანტი დაამარცხა როგორიც პალპატინი იყო. არა და კაილო რენი ბევრად ძლიერი იყო. ეგ ბოლო 2 კინო სამწუხაროდ ფემინისტებმა გადაიღეს და ვერ ჩაჯდა რაღაც სტარ ვორსში. მაგრამ მოდი იმედი ვიქონიოთ რომ სამყარო დიდია და ბევრი სიურპრიზი გველოდება ცუდიც და კარგიც. ![]() მარა იმედია აკოლიტი აღარასოდეს განმეორდება * * * lycan 4L3X ჯიგრები ხართ. არ მეგონა სტარ ვორს ამდენი ფანი თუ ეყოლებოდა. დავბერდი კაცი აკოლიტის გარდა ყველაფერი მაქ ნანახი. ![]() * * * ეს იცით? ეხლა ვუსმენ ვნახო რა არის |
Posted by: gramatikikina 5 May 2025, 22:34 |
ვერაფერი ვერ გავიგე ამ სერიალში, ვინ ვინაა შინაარსსაც ვერ ვიგებ რას ლაპარაკობენ ![]() ხოდა სანამ ჩემს სიდებილეშI დავრწმუნდებოდი, ორი ძალიან დებილური რეჟისორული ჩანაფიქრი შევნიშნე მეოთხე სერიაში და ეხლა იმედი მაქვს, რომ მაგ რეჟისორის ბრალია მეოთხეში არა, მეხუთეში იმდენი უაზრობაა, უკვე ორს აშკარად რამდენიმეჯერ გადაამეტა, ნაწილნაწილ ვუყურებ ![]() |
Posted by: 4L3X 7 May 2025, 22:21 |
რა მაგარი არკა იყო ![]() სირილი მოკლეს 3-ჯერ ან 4-ჯერაც კი. თავიდანვე ვიცოდი რომ სირილი კარგი ადამიანი იყო რომელსაც ცუდი სისტემის სჯეროდა. სჯეროდა რომ ცოტა ოდენი ბოროტებით იმპერია დიდ სიკეთეს თესავდა გალაქტიკაში. სჯეროდა რომ დეედრა არ ატყუებდა და ისიც სიკეთეს ემსახურებოდა. სჯეროდა რომ ანდორმა იცოდ მის შესახებ და გაურბოდა მას. ამ დროს ანდორმა საერთოდ ვინ ხარო? ბოლოს გორმანელმა კაცმა უბრალოდ გააფორმა მისი სიკვდილი. როგორი არა Star Wars-ულია როდესაც გაჩვენებენ რომ გორმანელთან ჯანყი სრულიად უაზროა. არ შეეწინამღდეგები იმპერია მაინც იზავს თავისას, შეეწინაამღეგები და უბრალოდ გაუადვილებ საქმეს. რა კარგათ იცის ამ სერიალმა მონოლოგების გაკეთება. ვისი გინდა რომ აიღო, მონ მოთმასი თუ ბიქსის თუ გორმანელი გოგოსი. რომ არ გავიხსენო მარვასი ან ლუთენის. რა კარგათ ცოდნია გილროის ემოციებზე დაჭერა. შპიონური ნაწილი ხომ საერთოდ. შემდეგმა არკამ ამას როგორ უნდა აჯობოს ვერ ვხვდები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: Lasha97 8 May 2025, 01:44 |
საოცარი სერიალია რაა ![]() 8-9 ეპიზოდები იყო ტოპ!!! ////////////////////////////////////////////// |
Posted by: kaiser Soze 8 May 2025, 12:10 | ||
გენიალური სერიალია - 8-9 ეპიზოდმა როგორ წამოიღო, თან როგორი ტოპიკურია დღეს რასაც მონ მოთმა ამბობს. თითქოს ქოცებზე ლაპარაკობს. და რა მაგრად განვითარდა მონ მოთმას პერსონაჟი. თურმე 2005 წლის რევენჯ ოფ სითში ქონია ამავე მსახიობს მონ მოთმას სცენა, რომელიც შემდეგ ამოჭრეს ფილმიდან. https://www.youtube.com/watch?v=-WGKy5JbXss მამაო თამაზი
ბავშვობიდან მაგრად მევასებოდა და ძაან მაგარია. საიფაი კინო კი არა, სამყარო შეცვალა. ამაზე არ ვდავობ. არანაირად არ ვაკნინებ. ორიგინალიდან მეორეა ყველაზე მაგარი, პირველმა ყველაფერი დაიწყო, მაგრამ უფრო მეტი ხარვეზი აქვს და ეტყობა რომ ბიუჯეტი ვერ ქაჩავს იმ დონეზე როგორც შემდეგი სერიები. მესამე ალბათ ყველაზე სუსტია ორიგინალიდან. პრექველ ტრილოგია იყო ფეილი, გარდა ბოლო ფილმისა, რომელიც საკაიფოა, მაგრამ ანაკინის გადარქსაიდება მაინც ძაან დაჩქარებული და არარეალისტურია. სექველ ტრილოგიას ქონდა ორიგინალის ვაიბები, პლუს თანამედროვე გადაღება და მსახიობები. პირველი ორი ძაან კარგი იყო, მესამეში ჩააჯვეს. ცალკეული სერიალებიდან მანდალორიელი მევასება - საკაიფო სპეის ვესტერნია რომელიც ამ სამყაროს იდიოსინკრატულ მხარეს იკვლევს - ამიტომ არის ბევრი ლაზერსაბრები, ჯიდაები, უცნაური მონსტრი ცხოველები, დროიდები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი შეიცავს ზღაპრის და მითოლოგიის ელემენტს, არის ესქეიფმენტ, რომელიც საბავშვო კატეგორიაში გადის იმ გაგებით რომ ბავშვებსაც შეუძლია უყურონ, როგორც დიდებმა, გაიგონ სიუჟეტი და ისიამოვნონ. მე და ალბათ ბევრმა სწორედ ბავშვობაში შევიყვარე ვასრკვლავთა ომი. მაგრამ ანდორი აბსოლიტურად განსხვავებულია - ჩემი აზრით პირველი შემთხვევაა რომ ვარსკვლავთა ომის სამყარო აიტანა ხელოვნების დონემდე. და ზრდასრულია იმ გაგებით, რომ ბავშვმა რომ უყუროს, ვერ გაიგებს და არც დააინტერესებს. მანდალორიელი თუ ვესტერნია, რომელიც სამყაროს მითოლოგიურ ასპექტებს უსვავს ხაზს, ანდორი ჯაშუშური თრილერია, რომელიც სამყაროს ტოტალიტარიანულ და პოლიტ-სოციალურ ფაქტორებს უსვავს ხაზს. უძლიერესი სცენარი აქვს, ინსპირაციას იღებს ისტორიიდან და ტოტალიარიზმის მკვლევარებიდან, როგორიცაა ჰანა არენდტი. არასდროს ქონია ამ სამყაროს ასე რეალისტური და კომპლექსური პერსონაჟები. გასაგებია, რომ ბევრს ვარსკვავთა ომი ამ ფანტასტიკური ასპექტების გამო უყვარს - რაც ანდორში მიჩქმალულია. ლაითსაბრი საერთოდ არ გამოჩენილა. მაგრამ პოლიტიკა ხომ მაინც ყოველთვის ამ დრამის ბექგრაუნდი იყო და ანდორმა ამ ბექგრაუნდს ძვლები და სისხლი მისცა. ყველაზე მეტად სერიალებიდან მაგონებს დათა თუთაშხიას, რომელიც ალბათ ჩემი უსაყვარლესი სერიალია და ასევე ხელვნების ნიმუში. ![]() |
Posted by: 4L3X 8 May 2025, 12:40 |
ჩემი საყვარელი მონოლოგები ამ სერიალში მონ მოთმა: მარვა: კინო ლოი: ნემეკი: მაგრამ ლუთენის ყველაზე მაგარია რათქმაუნდა |
Posted by: sexi-bicola 8 May 2025, 16:50 |
ანდორის ახალი სეზონი ქართულად არის სადმე ? |
Posted by: Lasha97 8 May 2025, 18:21 |
sexi-bicola არაა, დაიკიდეს ეს სეზონი ქართულმა საიტებმა და აშკარად არ ახმოვანებენ //////////////////////////////////////////////////////// |
Posted by: casa 8 May 2025, 22:34 |
აუ მეშვიდე-მერვე რა მაგარი იყო და კიდე მეცხრე მაქ სანახავად ეგეც შენი ხუთშაბათის საღამო ![]() ![]() |
Posted by: მამაო თამაზი 9 May 2025, 06:06 | ||||
kaiser Soze
რატომ? ანაკიკი იყო რჩეული რომელსაც ბალანსი უნდა მოეტანა ხომ ასეა? კი. ასეც მოხდა რეალურად. ანაკინმა მოკლა პალპატინი და დადგა ბალანსი.
შენი წინა პოსტი გავიხსენე და არ დავიჯერე. მაგრამ დედრა მეერო ერთი ერთში მუშნი ზარანდიაა ![]() |
Posted by: sormer500 11 May 2025, 05:46 |
8 - ე და 9 - ე სერია არის ტოპი. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: Lasha97 13 May 2025, 22:17 |
ხვალ რჩება ეს გენიალური სერიალი ![]() ///////////////////////////////////////////////////////// * * * ამაზე მაგარ რამეს დისნეი ვერაფერს გადაიღებს. ალბათ თვითონც არ სჯერათ ასეთი შედევრი როგორ გამოუვიდათ... საოცარი სეზონი გამოვიდა, საოცარი დასასრულით. ახლა ისღა დამრჩენია rogue one გადავიმეორო ![]() May the Force be with you ![]() * * * » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: 4L3X 14 May 2025, 22:05 |
ასეთ რაიმეს ვიხილავთ კიდევ Star Wars-ის სამყაროში? მეეჭვება. ძალიან მაგარი ბოლო თაღი და ძალიან კარგი ეპილოგი. 10/10 ამ სერიალს ჩემგან. პართაგასი კრენიკის მანიფესტს რომ უსმენს და მერე მელოტს რომ ესაუბრება ტორტზე მარწყვია. |
Posted by: gramatikikina 15 May 2025, 16:37 |
საერთოდ არ მომეწონა ეს სერიალი და ესე მგონია, ვიღაცეების განხილვებს უყურეთ და იქიდან გამოიტანეთ აზრები ![]() |
Posted by: 4L3X 15 May 2025, 22:37 |
Andor Season 2 Declassified: Farewell | Contains Spoilers Eps 10-12 |
Posted by: მამაო თამაზი 16 May 2025, 14:50 |
4L3X ძალიან მაგარი იყო ანდორი. Rogue One ჩავრთო დროა ნანახი მაქვს მაგრამ კიდევ უნდა ვუყურო * * * მაინც ვფიქრობ რომ ლუთენი ჯედაი იყო. თქვენ რას ფიქრობთ? |
Posted by: 4L3X 16 May 2025, 17:20 | ||
მამაო თამაზი
გვაჩვენეს რომ ლუთენი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « ვარიანტი არ არის ძალისადმი მგრძნობიარე ყოფილიყო, ინკვიზიტორებს არ ეძინათ ![]() |
Posted by: Stan91Marsh 21 May 2025, 01:36 |
10/10. იმდენად მაგარი რამ არის, რომ დასრულების შემდეგ თემაში შემოვედი და Lycan მშვიდად იგნორში ჩავაგდე. ისედაც არ ვენდობი არავის, ვინც სიტყვა “აბსოლუ(ი)ტურად”-ს ვერ გამოთქვამს სწორად ![]() » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: lycan 21 May 2025, 13:54 | ||||
არა სერიოზულად... ეს Stan91Marsh ვინღაა? ![]() |
Posted by: don tomi 22 May 2025, 12:57 |
კლასიკური სთარ ვორსის ფანი თუ ხარ, ეს სერიალი რატომ უნდა მოგეწონოს ან დაგაინტერესოს, ან ამხელა შეფასება რატომ უნდა მისცე, ვერ ვიგებ. ტოლკინის სამყაროს ფანი რომ ხარ და სერიალი გადაიღონ იმ ტიპის ყანაზე ფროდო და მისი ძმაკაცები რომ იჩითებიან და აი იმას გაყურებინონ რას აკეთებდა ეგ ტიპი იმ ყანაში ![]() ![]() მე ეს სამყარო მევასება პირველ რიგში ჯედაების და სითების გამო და ###ზე მკიდია ვიღაც მეამბოხეები რას აკეთებდნენ ![]() ტიპებმა მარკეტინგის პონტში გამოიყენეს სთარ ვორსი და გადაიღეს ნაცისტურ გერმანიაზე და საფრანგეთი გამანთავისუფლებელ იატაქვეშეთის მოძრაობაზე სერიალი და ვითომ სთარ ვორსის ფანები შედევრად ნათლავენ |
Posted by: kaiser Soze 22 May 2025, 13:49 |
don tomi მნიშვნელობა არ აქვს სტარ უორსის ფანი ხარ თუ არა. თუ კინემატოგრაფია გიყვარს, შანსი არაა არ დააფასო. ანდორი არის თანამედროვეობის ერთ ერთი უძლიერესი სერიალი, და ორიგინალური სტარ უორსების შემდეგ ასეთი არაფერი შექმნილა ამ სამყაროში. მე თუ მკითხავ, ორიგინალებს მირჩევნია. როგორც დოსტოევსკის იდიოტი მირჩევნია ჰარი პოტერის წიგნებს. მსგავსი სიღრმის და სირთულის პესონაჟები არ ყოლია არასდროს სტარ უორსს. არც მსგავსი დიალოგები ან მოლოგები, არც მსგავსი სცენარი, რომელიც ყველა დეტალს ითვალისწინებს. მსახიობების თამაშზე რომ არაფერი ვთქვა. ანდორთან შედარებით ნებისმიერი სტარ ვარსის მსახიობების თამაში საბავშვო ბაღის საშობაო მასკარადია. სტარ უორსის გენია იყო იდეაში, რომელიც რეალურად ძაან პოსტმო იყო - ანუ ბევრი კულტურის და ინფლუენსების კოლაჟი რომელმაც შექმნა ეს პოპ ფენომენი. მაგრამ ვიმეორებ, რაც დავწერე. ორიგინალი ფილმები არ მიმაჩნია შედევრებად კინომატოგრაფიული კუთხით. შედევრალური იყო იდეა და ნოვატორული ელემენტები, რომლებიც გახდა მემე და კულტურული ფენომენი. ჯიდაები ლაითსაბრებით, სტორმტრუპერების და დართ ვეიდერის ნიღაბი, მჭყლეტავი კედლები და ასე შემდეგ. უბრალოდ რომ ჩამოთვალო თუ რამ შთააგონა ლუკასი სტარ უორსი რამოდინემე გვერდი არ გეყოფა - კურასავას ფილმები და სამურაი კულტურა (ჯიდაი აქედან მოდის, დართ ვეიდერის ნიღაბი და ჩაცმულობა სამურაის ჩაცმულობის გათანამოდროვებაა), საიფაი (განსასკუთრებით დიუნა, ასევე კოსმოსირი ოდისეა), ფენტეზი (ლოტრი), ვესტერნები (მაგალითად "მეძებრები"), მითოლოგიები და აღმოსავლური რელიგიები, ნაცისტური გერმანია (რაზეც სტორმტრუპერები (ზუსტად ასე ერქვათ), ასევე ჩაცმულობა არის მოდელირებული) და კიდევ ბევრი.. ანდორიც ამ მხრივ უამრავი ისტორიული ინფლუენსების გამტარებელია. ჯერ რომ მთავარი გმირები მოდელირებული რუს (და ქართველ) რევოლიციონერებზე, ნაცისტური გერმანია და ზოგადად ფაშიზმის იდეოლოგია, რომელიც გაცილებით ღრმადაა შესწავლილი ვიდრე ზედაპირულად იყო სტარ უორსში, სპაი ნოველები, რომის იმპერია (რაზეც არისტოკრაციაა მოდელირებული), ჰანა არენდტის თეორიები ბოროტების ბანალობის შესახებ, ბიუროკრატია და ორგანიზაციის თეორია.. ამოღებულია მხოლოდ ფენტეზი ელემენტები - ფორსი, ჯიდაი და ზებუნებრივი ძალები. მაგრამ ქმნის ძალიან ცხად პოლიტიკურ რეალობას - დისტოპიის სურათს, და რეალური, ნაღდი ადამიანების ძალისხმევას, რომ დაუპირისპირდეს ამ დისტოპიას, ხშირად მათივე მეთოდებით. რევოლუციაზე მსგავსი სიძლიერის შოუ, ან ფილმი, არ მახსენდება. |
Posted by: viblz 23 May 2025, 12:46 | ||
ღმერთო მეტეორი გვესროლე. და რაც შეიძლება დიდი |
Posted by: lycan 7 Jun 2025, 17:53 | ||||
...
... ღმერთო აუსრულე თხოვა ოღონდ სხვებმა რა დავაშავეთ და ამას და ამისნაირებს ისეთი სტყორცნე რომ ეყოთ ^^ განვითარებაჩარჩენილებისთვის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ფაქტს - ვარსკვლავური ომები არის ფილმი ომებზე - ვარსკვლავებს შორის... მგონი ძნელი არარის ხო? სხვა დანარჩენი როგორიცაა მაგალითად გალაქტიკის პროჭში ყველასათვის უცნობ პლანეტაზე ფერმერების ყოველდღიური რუტინა და მსგავსი მძღნერი შეგიძლიათ ნავსადგურის სიფილისიანი ძუკნის პროჭიდან ნაშობ ბოზისშვილ კეიტლინ კენედის შესთხაროთ ანალურ ხვრელში ![]() |
Posted by: Pepper_Crowley 7 Jun 2025, 19:19 | ||
ჯერ სისხლის საერთოთი დაიწყე და მერე მიყევი სხვა ანალიზებსაც, ძაან რთულადაა საქმე. |
Posted by: lycan 7 Jun 2025, 22:59 | ||
Pepper_Crowley
ვის მირჩევ მეგობარო, ვის მივმართო?! ![]() ![]() ![]() |
Posted by: Pepper_Crowley 8 Jun 2025, 00:40 | ||||
![]() არ ვიცი. ის ვიცი, რომ ამდენი ნეგატივი და აგრესია შენ გაზიანებს პირველ რიგში, ახლობლებთან შენს ურთიერთობაზეც აისახება ნეგატიურად. გაანალიზე ეგ და ჩამოიფერთხე. |
Posted by: lycan 8 Jun 2025, 21:28 | ||
Pepper_Crowley
![]() |
Posted by: Vampire from Nazareth 9 Jun 2025, 17:45 | ||
![]() კრისტალი და პათოსსაც ვეთანხმები არავის აინტერესებს მეათიათასე ხარისხის გმირების ისტორიები როდესაც მთელი სითების და ჯედაების ისტორია არის გადასაღები და უამრავი რამ მათ სამყაროში... სტარ ვორსი ჯედაების და სითების გარეშე გაუკეთეონ კეიიტლინს ანალურ ხვრელში |
Posted by: lycan 9 Jun 2025, 21:06 | ||||
Vampire from Nazareth
![]() |
Posted by: Harrison Stafford 10 Jun 2025, 00:20 |
მშვენიერია \ ბიქსი ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |