Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Android Club > Postmarket OS


Posted by: matemana 10 Aug 2019, 19:24
user posted image

მოგესალმებით. დღეს წარმოგინდეთ უახლეს ოპერაციულ სისტემას (ნამდვილ Linux-ს) სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. ეს არის Postmarket OS. ის არის Pure linux დისტრო, რომელიც დაფუძნებულია Alpine Linux -ზე. ის ოფიციალურად გამოვიდა 2017 წლის 6 მაისს, არის open source და მისი კოდი ხელმისაწვდომია GitLab -ზე. ის მუშაობს სხვადასხვა X და Wayland -ზე დაფუძნებულ user interface-ზე, როგორებიცაა Plasma Mobile, Hildon, MATE, GNOME 3, XFCE, Unity8, Phosh და i3 WM (Window manager). პროექტის მთავარი მიზანია მოწყობილობების მხარდაჭერის გახანგრძლივება 10 წლამდე!
ყველაზე საინტერესო რაც ამ პროექტშია არის ის რომ სხვა ნებისმიერი პროექტისგან განსხვავებით, როგორიცაა Ubuntu phone, Sailfish OS, firefox OS (აღარ არის development-ში) და სხვები, Postmarket OS არ იყენებს არც Android Build System-ს და არც userspace-ს. ყოველ ტელეფონს გააჩნია მხოლოდ ერთი უნიკალური package და flashable image-ს ბილდავთ pmbootstrap tool-ს გამოყენებით მისი ზომიდან გამომდინარე თითოეული მოწყობილობისთვის სისტემის დაბილდვა სუსტი კომპიუტერითაც კი სულ რამდენიმე წუთს საჭიროებს. პროექტის მიზანია რომ mainline Linux kernel -ს მხარდაჭერა ქონდეს ყველა მოწყობილობაზე. დღეს ანდროიდის მოწყობილობები იყენებენ ძალიან ძველ Android specific fork-ს Linux kernel-ს. მაგალითად ანდროიდზე და სხვა ნებისმიერ ალტერნატიულ ოპერაციულ სისტემაზე ჩემი Nexus 5 იყენებს Linux kernel-ს ვერსია 3.4-ს. რომელიც ძალიან ძალიან ძველია. ამ წუთას 5.2.8 ვერსია მიყენია ჩემს კომპიუტერზე, რომელიც არის უახლესი სტაბილური ვერსია. საერთოდ ანდროიდის მოწყობილობა რომელი კერნელის ვერსიითაც გამოდის მუდამ იმ ვერსიაზე რჩება. Postmarket OS კი ამას ცვლის და ყველა მხარდაჭერილ მოწყობილობას ახალ სიცოცხლეს აძლევს. Alpine Linux ამორჩეული იყო მისი low storage მოთხოვნების გამო, რაც უფრო თავსებადს ხდის ძველი მოწყობილობებისთვის. kernel-ს გამოკლებით, base სისტემა დაახლოებით 6 MB-ს იკავებს. მიუხედავად იმისა რომ ის ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, ის უკვე მუშაობს 100-ზე მეტ მოწყობილობაზე. იხილეთ მხარდაჭერილი მოწყობილობების სია: https://wiki.postmarketos.org/wiki/Devices

ამ სისტემის დახმარებით კი ჩემი Nexus 5 ამ წუთას მუშაობს 5.2.0 ვერსიაზე. მაშინ როცა დღეს ბოლო სტაბილური linux-ს კერნელის ვერსიაა 5.2.7
ესეც სურათი ჩემი სატესტო nexus 5-ს XFCE4 ინტერფეისით.

user posted image

ამ წუთას Nexus 5-ზე დაყენების ინსტრუქციისთვის და მხარდაჭერილი ფუნქციონალის შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ეს გვერდი https://wiki.postmarketos.org/wiki/Google_Nexus_5_(lg-hammerhead)

სისტემა მაქსიმალურად იყენებს open source software-ს. მათ შორის bootloader-სა და modem-სთვის. თუმცა proprietary code-ც საჭიროა ჯერ-ჯერობით სხვადასხვა ფუნქციონალის არსებობისთვის.

ეს მისი ოფიციალური ვებ გვერდი: https://postmarketos.org/

მისი source code განთავსებული GitLab-ზე: https://gitlab.com/postmarketOS

pmbootsrtap-ს პროგრამა: https://gitlab.com/postmarketOS/pmbootstrap

WiKi - https://wiki.postmarketos.org/wiki/Main_Page

FAQ - https://wiki.postmarketos.org/wiki/FAQ

Posted by: Hi-Power 15 Aug 2019, 23:00
კაი წამოწყებაა. up.gif
user posted image

Posted by: ediskraD 21 Aug 2019, 16:38
რათგინდათ? user.gif

Posted by: matemana 21 Aug 2019, 18:45
QUOTE (ediskraD @ 21 Aug 2019, 16:38 )
რათგინდათ? user.gif

იქეთ თემაში Sailfish OS რად გინდათ რაში იყენებთო, აქეთ postmarket OS რად გინდათო. კომპიუტერი რად გინდა? ვაფშე ინტერნეტი რად გინდა გამორთე და გაზეთები იკითხე biggrin.gif

Posted by: ediskraD 22 Aug 2019, 00:03
QUOTE (matemana @ 21 Aug 2019, 18:45 )
QUOTE (ediskraD @ 21 Aug 2019, 16:38 )
                                        რათგინდათ? user.gif

იქეთ თემაში Sailfish OS რად გინდათ რაში იყენებთო, აქეთ postmarket OS რად გინდათო. კომპიუტერი რად გინდა? ვაფშე ინტერნეტი რად გინდა გამორთე და გაზეთები იკითხე biggrin.gif

კომპიუტერების განყოფილებაში ვართ ფის? :ს

Posted by: matemana 22 Aug 2019, 00:11
QUOTE (ediskraD @ 22 Aug 2019, 00:03 )
კომპიუტერების განყოფილებაში ვართ ფის? :ს

რა გინდა ფის? თუ არ გესმის რად გვინდა წადი სხვა თემაში და იქ პოსტე რად გინდა კითხვები.

მოდერ გაასუფთავე რა თემა ზედმეტი პოსტებისგან.

Posted by: ediskraD 22 Aug 2019, 12:58
matemana
რას ქვია რად მინდა კითხვები, ფორუმია და მინდა კითხვას დავსვავ მინდა პასუხს დავწერ sleep.gif რა აგრესიული ხარ ძმაო, ქსანაქსი wink.gif

ვიკითხე რაში იყენებთ ამ ოს-ს მეთქი, იმის მაგივრად რომ ნორმალური პასუხი გაგეცი გადმოდიხარ შეტევაზე facepalm.gif
რატო? drug.gif

Posted by: matemana 22 Aug 2019, 14:36
ediskraD

აქაც რად გინდაო, იქაც რად გინდაო. თითქოს ტყუილად ვიჯექი და ვწერე ეს თემები და იმ ხალხმაც ტყუილად იმუშავა ამ სისტემებზე. მეც ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად ვადებაგებდი, კლავაც გავუკეთე ქართული SFOS-ს და გადაქართულებაზეც ვმუშაობდი. ამხელა თემა მიწერია იმ sailfish OS-ზე რამდენიმე დღე ვაკეთებდი წაიკითხე და მიხვდები. აქაც მიწერია ინფო პირველივე პოსტში რას წარმოადგენს და რა არი ეს OS

Posted by: ediskraD 22 Aug 2019, 14:48
matemana
კაცოუ, წავიკითხე ყურადღებით თემა, დაგიფასე ნაშრომი და წავიკითხე. და ვიკითხე უბრალოდ რაშია გამოყენებადი მეთქი, აი ეს მარტივი კითხვა დავსვი, მეტი არაფერი.

Posted by: ლაშა117 22 Aug 2019, 16:23
ediskraD
უაზრო უშინაარსო გამოხმაურებებს პოსტავ სხვადასხვა თემებში და თუ პოსტების მომატება გინდა ეს განყოფილება არ გამოგადგება smile.gif


ცოტახანი დავაკვირდები კიდე შენს აქ მოღვაწეობას და იგივენაირად თუ გაგრძელდა შესაბამისად ვიმოქმედებთ

Posted by: giorgi8820 27 Aug 2019, 00:14
matemana

მგონი რომ საინტერესო სისტემაა და თემა მე ახლაც მიყენია Salfish ჩემს ერთ - ერთ ტელეზე და ეს რამდენად სტაბილურია?

Posted by: ediskraD 27 Aug 2019, 17:00
ლაშა117
პირადში მოგწერე, რომ აქ ოფ ტოპიკი არ გამომსვლოდა, მაგრამ არ მიპასუხე smile.gif

მოდი აქაც გაგიმეორებ კითხვას, სად ვპოსტავ უშინაარსო ან უაზრო გამოხმაურებებს?
სანამ დამუქრებას დაიწყებ ჯობია მეტი კონკრეტიკა დააყოლო პოსტებს.

რაც შეეხება თემას, დაინტერესებული ვარ სმარტფონ-ანდროიდ სამყაროთი, შემოვდივარ ვხედავ ოს-ზე თემას, გავეცანი უბრალოდ ვერ გავიგე (იმიტომ რომ არსად არ ეწერა) რაში უნდა გამოიყენო სმარტფონში ლინუქსი,
და იმის მაგივრად რომ ნორმალური ადეკვატური პასუხი გაგეცათ მომვარდით მართლა უშინაარსო და უაზრო გამოხმარებებით.
ხოდა რავი აბა ლაშა, ვერ გავიგე შენი პრეტენზია smile.gif

Posted by: ლაშა117 27 Aug 2019, 20:10
QUOTE
სანამ დამუქრებას დაიწყებ

დამუქრება სად დაინახე ჩემ პოსტში?

ერთნაირი სტილის გამოხმაურებებს აკეთებ ყველა თემაში, რასაც ამ ფორუმზე აკეთებს პოსტის მომმატებელთა 99% შესაბამისად რასაც სხვებს ვეუბნები იგივე გაგიმეორე შენ
გვაქვს ფუნქცია სადაც ერთად ვუყურებ გამოხმაურებებს და მაქედან გამომდინარე დამებადა ეგ აზრი რომ იმატებ პოსტებს

მაგრამ აქ ამაზე საუბარს არ ვაპირებ, გავმეორდები

QUOTE
ცოტახანი დავაკვირდები კიდე შენს აქ მოღვაწეობას და იგივენაირად თუ გაგრძელდა შესაბამისად ვიმოქმედებთ


თუ უბრალოდ მომეჩვენა არც არაფერი smile.gif წარმატებები

Posted by: MOLA 27 Aug 2019, 22:18
კიდევ ერთი ენთუზიაზმით სავსე მაგრამ ჩაჯმული პროექტია რომელიც ცოტა ხანი იარსებებს და მინელდება

Posted by: matemana 29 Feb 2020, 14:40
საკმაოდ წინ წავიდა უკვე ეს პროექტი. ესეც მუშა KDE plasma DESKTOP pinephone-ზე, რომელიც ყველაზე მაგარი open source სმარტფონია, ფასითაც და შესაძლებლობებითაც რაც open source სამყაროს ჭირდება.


Posted by: matemana 20 Mar 2020, 01:08
XFCE on NEXUS 5 wink.gif ძალიან ძალიან მაგარი რამე იქნება ეს სისტემა თუ მობილურის ინტერფეისს მოარგებენ. დესკტოპ სისტემა ჩვეულებრივი თავისი update-ბით მათ შორის kernel-საც, რომელიც ანდროიდზე არ იცვლება და რჩება ერთ ვერსიაზე მუდამ.

ესეც სურათები დღეს დავაყენე სხვადასხვა გარსით და xfce დავტოვე ბოლოს ჩემს nexus 5-ზე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: alexandrius 23 Mar 2020, 21:00
ეს PinePhone მარაგში როდის იქნება კაცმა არ იცის ხომ? biggrin.gif

Posted by: goga555 28 May 2020, 13:36
სალამი, მანქანის ანდროიდ მონიტორისთვის რომელ ოფლაინ ნავიგაციას მირჩევთ შედარებით ყველაზე ზუსტი და გამოსაყენებლად კომფორტული რომ იყოს?
#AndroidVersion9.1
user posted image

Posted by: VADA 19 Sep 2020, 22:15
თამაშების გაშვება თუ არის შესაძლებელი ?

Posted by: matemana 24 Sep 2020, 11:49
VADA

არა ამ სისტემაზე ვერა. sailfish OS-ზე ანდროიდის აპები ეშვება ოფიციალურ დივაისებსა და ზოგ არაოფიციალურ პორტებზე.

Posted by: giorgi8820 15 Mar 2021, 14:24
matemana

მოკვდა ეს თემა და სისტემა საბოლოოდ? facepalm.gif

Posted by: matemana 15 Mar 2021, 14:31
giorgi8820

ყოველდღე ვითარდება და იხვეწება ყველაფერი https://www.reddit.com/r/postmarketOS/

https://wiki.postmarketos.org/wiki/Devices
https://postmarketos.org/

ეგ სისტემა არა, მაგრამ ეს განყოფილება ნამდვილად მკვდარია. yes.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)