Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Android Club > Zoommer -ში ნაყიდი ტელეფონი


Posted by: .ქომ 15 Aug 2023, 09:23
ესეთი უცნაური და გაურკვეველი შემთხვევა მომიხდა, ისთფოინთის ზუმერში ვიყიდე რედმი 10 ადგილზე ეჭვი არ გამჩენია არც ხელებში მიყურებია, შეამოწმეს სტანდარტულად ისა ესა, წამოვედი საღამოს აპდეითი გავუშვი და შევამჩნიე რომ ეისერის ლეპტოპის სარეზერვო ასლების გადატანას მთავაზობდა, დავსქრინე გავაგრძელე, მერე თამაშები ვიპპოვე პაბჯი იყო რაღაცეები იქ ბაბლი შუთერ თუ რაც ქვია
მესენჯერი გადმოვწერე და ჰოპ, ჩემს ექაუნთს ქვემოთ ვიღაცის ექაუნთია ჩამახსოვრებული პაროლიანად

ვრეკავ ზუმერში ჩვენ მეორადებს არ ვყიდითო, გამაგზავნიეს სქრინები და აწვებიაჯ თითქოს გუგლის ექაუნთს გადმოყვებოდაო, ანუ ვიღაც ცოლქმრის მესენჯერი გაყვებოდა ჩემს 2 ფაქტორიან ავტორიზაციით დაცულ გუგლს?

იქნებ რამე აზრი გქონდეთ რა მოხდა, მეორადი ან უკან დაბრუნებული გაყიდეს ხელახლა?
მეუბნებიან ფოსტით გამოგზავნეო მარა პირადად უნდა მივიტანო, გარანტიაზე არ მოქმედებსო

Posted by: vasovaso92 15 Aug 2023, 09:39
ეგ რაა ჩემმა მეზობელმა იყიდა და პორნოები იყო ჩაწერილი.

Posted by: misterius 15 Aug 2023, 12:34
QUOTE
Zoommer -ში ნაყიდი ტელეფონი, მეორადი აღმოჩნდა

არ მიკვირს ქვეყანაში საყლევეთია

Posted by: ლაშა117 17 Aug 2023, 09:19
წლებია ეს საკითხი აქტუალურია და როგორც ყველგან აქაც დავწერ

ზუმერის ნაირ ბუტკა მაღაზიებში ნუ ყიდულობთ ტელეფონებს იმის გამო, რომ შედარებით იაფია

დიდი ალბათობით ეგ იქნება საგარანტიოზე შებრუნებული ტელეფონი, რომელიც ხელმეორედ გადაფუთეს და ნიჭიერ თანამშრომელს დარესეტება დაავიწყდა

ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ურთიერთობა ზუმერის ტელეფონებთან მიმართებაში იყო ასეთი

Galaxy s3 - ეკრანის ხარვეზი
Nexus 7 - ანტენის ხარვეზი
Galaxy s5 - პროცესორის ხარვეზი

და ამას დამატებული ათეულობით უკმაყოფილო ადამიანი ჩემ გარშემო

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ტელეფონებთან დაკავშირებით ჰყავთ ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი, თორე სხვა ნივთები, მაგალითად საათები, შაომის გაჯეტები და ა.შ რაც მიყიდია პრობლემა არ შემქმნია და ვერც ვერაფერს დავაბრალებ


Posted by: UMTS 17 Aug 2023, 09:45
ლაშა117
QUOTE
ზუმერის ნაირ ბუტკა მაღაზიებში ნუ ყიდულობთ ტელეფონებს იმის გამო, რომ შედარებით იაფია

ალტაში იყიდა თანამშრომელმა ძვირად და სამხრეთ ამერიკული აღმოჩნდა, ბენდი არ ქონდა
ასე რომ მარტო ზუმერი კი არა ზოგადად საქართველოა ბუტკა wink.gif

Posted by: ლაშა117 17 Aug 2023, 14:06
QUOTE (UMTS @ 17 Aug 2023, 09:45 )
ლაშა117
QUOTE
ზუმერის ნაირ ბუტკა მაღაზიებში ნუ ყიდულობთ ტელეფონებს იმის გამო, რომ შედარებით იაფია

ალტაში იყიდა თანამშრომელმა ძვირად და სამხრეთ ამერიკული აღმოჩნდა, ბენდი არ ქონდა
ასე რომ მარტო ზუმერი კი არა ზოგადად საქართველოა ბუტკა wink.gif

ეგ კიდე მეორე საკითხია


რა თქმა უნდა მაგათაც ექნებათ იაღლიშები


მაგრამ მეტი წილი მაინც ზუმერზე მესმის

Posted by: Desmond Miles 17 Aug 2023, 17:30
QUOTE
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ტელეფონებთან დაკავშირებით ჰყავთ ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი, თორე სხვა ნივთები, მაგალითად საათები, შაომის გაჯეტები და ა.შ რაც მიყიდია პრობლემა არ შემქმნია და ვერც ვერაფერს დავაბრალებ


+1

რაც მანდ სამეგობროს ფლეისთეიშენები გვაქ ნაყიდი.. რავი.. ყველა ხოდზეა. სლიმიც, პროც, ხუთიც..

მობილურზე პრობლემები კი გამიგია..

Posted by: BAKURMEFE 17 Aug 2023, 17:52
არადა 4 აიფონი მაქვს ნაყიდი, ერთი აიპადი მარტო ვაშლის პროდუქტი, დანარჩენებე როგორც არ შემქმნია პრობლემა ისე არის ამათზეც. თავს არ დავდებ, რომ არ შვებიან ეგრეთქო მაგრამ მე არ მქონია შეხება, ეგეთი რამე რომ გამეჩითოს აი მაგრად გამიტყდება და პონტია გამაჩუმონ smile.gif) ვინც არ უნდა იყოს, 3კ+ დივაისში ვიხდი და ისიც ნახმარი შემომტენონ აი ძაანდ ავურხევ.


აიყვანე ადვოკატი და მიიყვანე ეგ თემა ბოლომდე, ეგრე როარავინ შეიწყუხა თავი მაგიტომაც გასდით ალბათ.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მითუემტეს კომპანიასთან, რომელსაც საბოლოოდ ფინანსების გარდა იმიჯსაც ურტყამს.

Posted by: Nescafe13 18 Aug 2023, 09:44
არასდროს არ ვყიდულობ ჯერ აქ მაღაზიებში და მერე ზუმერში ხო საერთოდ

ფორუმზე მეორადი სჯობს ან მაიმარკეტზე მაღაზიებში , უკეთეს გარანტიას გაძლევენ ვიდრე ჩვენი კომპანიები

Posted by: matemana 18 Aug 2023, 19:11
zommer-ში მეც შემხვდა 2 ბრაკი ტელეფონი. ადგილზევე ვნახე დეფექტი და მენერი შუაზე იხეოდა feature-აო, შენო რა იციო ტექნიკოსს გალაპარაკებო. კონსულტანტი საცოდავად იდგა ცალკე მითხრა რა სისულელეა პრობლემააო, მაგრამ მენეჯერთან ვერ იღებდა ხმას sad.gif

კი ზოგადად ქართულ მაღაზიებში ყველგან ერთნაერი სიტუაციაა. ულტრადან ნახმარი HDD მომყიდეს ვიღაცის ინფო იყო ზედ. ელიტ ელექტრონიქსში 2 თვის ნახმარი macbook გაგვატანეს. ზუმერი კი დავწერე აგერ. ალტა არაფრით განსხვავებული არ იქნება უბრალოდ ღორი ფასები აქვთ და ისედაც არ გავკარებივარ მაგათ.

ადრე ხომ იდო ფარული ვიდეოც ეფლ პლიუსში თუ რომელიღაც ეგეთი ეფლის მაღაზია რომ არის ტიპი რომ ამბობს ხომ კარგად გაწმინდე ლეპტოპიო, ხომ არ დაგავიწყდა რამის წაშლა და ა.შ და ვიღაც საწყალს რომ მიყიდეს 3700 ლარად. youtube-დან გამქრალია ეგ ვიდეო ვეღარ ვნახულობ რამდენჯერ მინდოდა მენახა.

საგარანტიო აქ არ გაქ. იყიდი ტელეს მიიტან საგარანტიოდ და წყლის დაზიანებაა ძმაუ აგე ვარდისფერია ის ინდიკატორიო. შენ თვალწინ იასნია არ ხსნიან რომ არ ნახო რომ თეთრია ან პირდაპირ ვარდისფერი თუა თან წყალი ახლოსაც არ გაკარებია biggrin.gif ზოგს რა გონია არ ვიცი საქართველოში რამე არის გამართული ეს რომ იყოს? საჭმელებში ბუზების სურათებით გადავსებულია FB ჯგუფი. ძაღლის ვირის, მკვდარი ცხენის და რის ხორცს არ იყენებენ კოიძე რომ ნახულობდა ხოლმე ბაზრებზე და 1000 ლარიანი ჯარიმით რომ გამოძვრებოდნენ. არა ბიჭო მეორადი ტექნიკის მოყიდვა მოერიდებათ.

ყოველგვარი განუკითხაობაა ძმაო აქ. ჯუნგლებია. გაზქურა და მაცივარს ვერ გამოწერ ეხლა კაცი თორე რასაც შეძლებ ყველაფერი უნდა გამოიწერო ან ისე ვინმეს ჩამოატანინო რასაც მოახერხებ.

Posted by: Raven 19 Aug 2023, 13:43
ზუმერი თუ ბუტკაა, აბა სხვები დახლები ყოფილა, სასწაულს დაწერენ ხოლმე რაა smile.gif.

Posted by: Luka211 21 Aug 2023, 10:08
2 ტელეფონი მაქ ნაყიდი არცერთე პრობლემა არ მქონია

Posted by: donmixo777 21 Aug 2023, 12:22
2012 - ში ჩემმა თანამშრომელმა იყიდა ზუმერში ტელეფონი

სამსახურში მოიტანა და რომ ვნახე ტელეფონი (სამსუნგი) რუთი ოყო ზედ... დარუთული იყო ტელეფონი givi.gif

ვუთხარი რომ ახალი არ იყო და ნახმარი შეასაღეს
არ დაიჯერა
ჩემს თვალწინ გახსნესო მიმტკიცებდა

Posted by: vasovaso92 21 Aug 2023, 14:19
QUOTE
ჩემს თვალწინ გახსნესო მიმტკიცებდა

user posted image

Posted by: besarioni84 23 Aug 2023, 16:39
QUOTE
ჩემს თვალწინ გახსნესო მიმტკიცებდა

ისე ზუმერში თუ ჩემსთვალწინ პარკს არ ააძრობენ ისე არ ვყიდულობ. გახსნილი ძირითადად ვიტრინაზე ნადებია. როტაციას უკეთებენ ვიტრინის ტელეფონებს. 99% ვიტრინაზე ნადები ტელეფონი იყიდე და იქ ვინ რა აწვალა და ჩაწერა ეგ სხვა ამბავია კიდევ. ნარემონტალ, მიბრუნებულ და მცირე წუნიან ტელეფონებს აუთლეტში ყიდიან, კიდობანში აქვთ მაგის მაღაზია.
* * *
QUOTE
კი ზოგადად ქართულ მაღაზიებში ყველგან ერთნაერი სიტუაციაა. ულტრადან ნახმარი HDD მომყიდეს ვიღაცის ინფო იყო ზედ. ელიტ ელექტრონიქსში 2 თვის ნახმარი macbook გაგვატანეს.

ყველა ახალი ვინჩესტერი დალუქულია. მაკბუქიც. თქვენ თვითონ თუ არ ხსნით ნივთს, მაშინ დააკონკრეტებინეთ გამყიდველს, თუ რატომაა გახსნილი და სხვების ჩაწერილი პორნოების წაშლა აღარ მოგიწევთ.

Posted by: matemana 23 Aug 2023, 23:25
QUOTE (besarioni84 @ 23 Aug 2023, 16:39 )
ყველა ახალი ვინჩესტერი დალუქულია. მაკბუქიც.

ვინჩესტერი კეისში იდო. მთლიანი კომპიუტერი ვიყიდეთ და არა ნაწილ ნაწილ.

მაკბუქი სამუშაოზე შესყიდვების დროს ვიყიდეთ.

Posted by: matemana 29 Aug 2023, 11:29
QUOTE (besarioni84 @ 23 Aug 2023, 16:39 )
QUOTE
ჩემს თვალწინ გახსნესო მიმტკიცებდა

ისე ზუმერში თუ ჩემსთვალწინ პარკს არ ააძრობენ ისე არ ვყიდულობ.

აგერ ყუთიც გაუხსნეს და პარკიც აუძრეს თვალწინ, მაგრამ მაინც მეორადი iphone გამოდგა სასამართლოც მოუგია ამ პიროვნებას Iplus-სთვის

user posted image

მანდ რეებიც ხდებოდა იმის მერე კიდე ვინმე თუ ყიდულობს რამეს რაღა უნდა თქვა.

და ეს არის Authorized reseller. Apple-ზეც ბევრს მეტყველებს ესეთი მაღაზიების არსებობა. საერთოდ არაფერს ნიშნავს Authorized reseller.

Posted by: Meinkampf 7 Sep 2023, 21:18
PostingPostingPostingPosting PostingPostingPostingPosting PostingPostingPostingPosting

Posted by: besarioni84 13 Oct 2023, 20:27
QUOTE
აგერ ყუთიც გაუხსნეს და პარკიც აუძრეს თვალწინ, მაგრამ მაინც მეორადი iphone გამოდგა სასამართლოც მოუგია ამ პიროვნებას Iplus-სთვის

100% ახალი ტელეფონი უყიდია. ამ სურათში რა პრობლემაც ჩანს, მაგას მეორადობასთან და ნახმარობასთან კავშირი არ აქვს. ძალიან ცდები. ეს არის რომელიღაც კორპორაციის ტელეფონი რომელზეც ფუნქციონალს თავად ეს კომპანია აკონტროლებს. აქ იმეი კოდითაა მიბმული. თუ ეს იმეი კოდი კომპანიის სიებში მოხვდა ახალი კიარა შენ თვალშინ თავად ტიმ კუკმა რომ ააწყოს, ზეახალი რომ იყოს. სუპერ ზეახალიც კი, ისიც დაიბლოკება. დიდი კომპანია რომ ყიდულობს ათასობით ტელეფონს თანამშრომლებისათბის ეფლი მათ იმეი კოდებს გადასცემს და ისინიც მართავენ ამ აპარატებს, როგორც თავად სურთ ისე. ასე რომ მეორადი აღმოჩნდა, არა! ორგანიზაციაზე მიბმული კი! ვიღაცეებმა გაუხსნელად გაყიდეს და ამათმა იყიდეს. მერე კლიენტს თვალწინ გაუხსნეს, მაგრამ პიზდეეცი მაინც გაეძრო. აქ სხვა პრობლემაა საერთოდ.

Posted by: Stanhope 14 Oct 2023, 09:51
საქართველოში მსგავს რაღაცებს რატომ ყიდულობთ?
ამხელა იბეი და ამაზონი აქვს კაცობრიობას მოგონილი და თქვენ ზუმერში და ზვანოკში ყიდულობთ? smile.gif

Posted by: matemana 14 Oct 2023, 13:37
besarioni84

ეგ მაგარი შეღავათია? ანუ ოფიციალური რესელერია და ვიღაც ორგანიზაციამ რომ ეფლისგან ტელეფონი იყიდა თავისთვის იმისგან ყიდულობს და აქ ყიდის მაგ სახელის ქვეშ.

მეორადი ლეპტოპი რომ გაყიდეს ადრე იდო მაგის ფარული ჩანაწერი და ტელევიზორშიც გავიდა თავის დროზე. მანდ რომ რამეს იყიდის კია მაგის ღირსი მაგ ყველაფრის მერეც რომ აყვავებს მაგათ ღორ ბიზნესებს. რაც გამოწერადია ყველაფერი უნდა გამოწეროს კაცმა და აქაური ღორები არ გაამდიდროს.

Posted by: besarioni84 27 Oct 2023, 09:12
QUOTE
ეგ მაგარი შეღავათია? ანუ ოფიციალური რესელერია და ვიღაც ორგანიზაციამ რომ ეფლისგან ტელეფონი იყიდა თავისთვის იმისგან ყიდულობს და აქ ყიდის მაგ სახელის ქვეშ.

სად წაიკითხე რომ ეს შეღავათია? მეორადი გამოდგაო რომ წერ. ეგრე არაა თქო. აქ სხვა პრობლემებია. 1 ღლე მაღაზია.
2 ინტელექტის ნაკლებობა. შედი რა ოფიციალურ საიტზე. ნახე ოფიციალური პრემიუმ გადამყიველები და იქ მიდი რა. ტრაკის და ტვინის განძრევა რომ ეზარება ხალხს , ეს მაღაზიების პრობლემების ტოლფასი პრობლემაა.user posted image აჰა. წადი ispace ში და ნახავ თუ გექნება მასეთი პრობლემა. ერთადერთი premium reseller არის საქართველოში.
3. ეკონომიის გადაულახავი ჯინი( არ დაწერო ხალხს საშუალება არ აქვსო, თუ არ აქვს 3k+ ღირებულების ტელეფონს არ უნდა ყიდულობდეს) აიფონ 15 ispace ში 3200 ლარი ღირს, ზუმერში 2800. გააკეთებენ 400 ლარის ეკონომიას და მერე დარბიან საგარანტიოებით.

Posted by: NewHuman 27 Oct 2023, 12:59
ბარემ ჩემს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ... iPhone 13 ვიყიდე ზაფხულში და მაღაზიიდან გატანის შემდეგ განახლება რომ დავაპირე უკვე იყო განახლებული ios 16 ზე არადა ახალს ქარხნულად OS iOS 15, upgradable to iOS 17.1 უწერია ანუ 15 უნდა ყოფილიყო და არა 16... არის შანსი რომ განახლებულ აიოსზეც გამოეშვათ მოგვიანებით ახალი პროდუქცია ეფლს თუ ზუმერის მორიგი სირობაა ესეც

Posted by: GEORGEXIII 31 Oct 2023, 15:58
რავი აგერ მესამე ტელეფონი ვიყიდეთ ზუმერში და უპრობლემოდ მუშაობს. ერთი ის ვიცი რომ თუ არ მინდა გარანტიაზე ტვინი მეღრძოს ვყიდულობ ხოლმე ალტაში და იმენა უპრობლემოდ ცვლიან.

Posted by: verji 16 Nov 2023, 00:20
მე ვიყიდე ზუმერში ახალი აიფონი. მართლა ახალი იყო მე გავხსენი ყუთიც და ყველაფერი. ძმაკაცმა იყიდა ადრე სამსუნგი და ნახმარი და დაბრუნებული იყო. ინფორმაცია და სურათები იყო ჩატოვებული. ბევრი დავის მოუხედავად ვერ შევაცვლევინეთ.

Posted by: Blunt 16 Nov 2023, 11:56
4 ტელეფონი მაქ ნაყიდი ზუმერში და არასდროს შემქმნია პრობლემა. ტაბლეტი შევიძინე ბოლოს სამსუმგისჩმანდ და ერთი წელია ეგეც მუშაობს უხარვეზოდ.

ფაქტი რათქმაუნდა ცუდია.

Posted by: sis tema 17 Nov 2023, 19:34
50-მდე ტელეფონი მექნება (ოჯახს) ნაყიდი ზუმერში და ერთხელაც არანაირი პრობლემა არ შემქმნია!
ერთადერთი შემთხვევა მახსოვს ძალიან ადრე Redmi 4 prime მოვკალი, პლატა დავბრიდე რაღაც რომის ჩაწერისას და უპრობლემოდ შემიცვალეს მაშინაც პლატა, ისიც კი არ უკითხავს არავის რა მოუვიდაო...

Posted by: Juventino 13 Dec 2023, 15:01
იმენნა ზუმერს ხელებში უნდა უყურო რომ სტენდის ან რამე მსგავსი არ შემოგტენონ ძალიან საზიზღარი მაღაზიაა.
მანდ ყიდვას სულ თავს ვარიდებ უამრავი ალტერნატივა არსებობს.

Posted by: david_888 13 Dec 2023, 18:05
მე ლატაზე ბევრი გამიგია ძააან, ტელფონებზე ლეპტოპებზეც და ყველაფერზე, რეფბარიშები გაუყიდიათ არაერთხელ, ზუმერშიც დარწმუნებულ ვარ ბევრი იაღლიში ექმებათ თუმცა მე ამცდა საბედნიეროდ, არადა ერთი 15 სმარტი მაინც მექნება ნაყიდი მეტი თუ არა და 3 ლეპტოპი

Posted by: giorgi8820 21 Dec 2023, 11:22
რეალურად მსგავსი ფაქტები ნებისმიერ ქართულ მაღაზიაში ხდება დარწმუნებული ვარ, უბრალოდ ზოგგან მეტად ზოგგან ნაკლებად, ზოგგან ძალიან იშვიათად.

მაგრამ ქარხნულად შეკეთებულს ვერავინ შემოგატყუებს, რადგან ყუთზე აუცილებლად ეწერება რომ ქარხნულად შეკეთებულია და მსგავსი ტიპის პროდუქციას ალტა ერთი პერიოდი მახსოვს სხვა ფასად ყიდდა და ფასმაჩვნებელზეც ეწერა ერთი და იმავე მოდელის ქარხნულად შეკეთებულის ფასი და სტანდარტულის ფასი, მაგრამ აქ შეკეთებულზე თუ მიდგა საუბარი, კი ბევრი რამე შეიძლება შეკეთდეს და მერე დაიდოს გასაყიდად ისე რომ მომხარებელი ვერ მიხვდეს, აი მაგალითად ლეპტოპს თუ მთლიანად მაზერი შეუცვალეს ეგ რეალურად პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის, მაგრამ უნდა ვიცოდე მაინც რომ ამან პროცედურები გაიარა და ფასში სხვაობა უნდა იყოს, მაგრამ თუ ერთი სქემის ნაწილი მოხსნეს და მეორე დასვეს ასეთი ნამდვილად არ მინდა შევიძინო, ამ შემთხვევაში ნოუთბუქებზე მაქვს საუბარი.

თუმცა ბევრი რაღაც არის რის სრულფასოვან და უნაკლო სერვისს ვერ ახერხებენ აქ და შესაბამისად მოერიდებიან ზოგიერთ შემთხვევაში მსგავსი ტიპის პროდუქტების ისე გაყიდვას თითქოს ახალია.
* * *
მაგალითად ამ ზაფხულში eBay - დან გამოვწერე Asus Tuf Gaming ლეპტოპი, სადაც გამყიდველს ეწერა რომ მდგომაროება იყო იდეალური ანუ ახალი(ვით) ხოლო ტექნიკური მდგომაორება გატესტილი(მუშა).
ნოუთბუქი იყო დაახლოებით 1 თვის გამოყენებული და მერე უკან მიბრუნებული ან რაღაც ასეთი ამერიკაში, ნოუთბუქი ჩამოვიდა აი საერთოდ ახალი თავისი ყუთით და ყველაფერით, მაგრამ ხარვეზი ქონდა წინასწარ გამოვწერე 2x8 GB Ram - ები გეიმერულები მაღალ სიხშირეებზე რადგან გრაფიკულ პროგრამებში ვმუშაობ და როცა რამები ჩავაყენე კომპიუტერი ან ძაან გვიან ირთვებოდა ან ირთვებოდა, მაგრამ გამოსახულება არ ანათებდა მხოლოდ RGB კლავიატურა ანათებდა, იქიდან გამომდინარე რომ გამოციდლება ძალიან დიდი მაქვს ყველა გზა და ხერხი ვცადე, მაგრამ უშედეგოდ მხოლოდ 1 სლოტში ჩადების შემთხვევაში მუშაობდა ნოუთბუქი მეორე სლოტში ჩადების შემთხვევაში არა, ავდექი და მივწერე სელერს ავუხსენი სიტუაცია, თავიდან ცოტა წაიჯუჯღუნა მაგრამ 328$ მქონდა მოგებული აქედან 180$ დავაბრუნებინე, საერთაშორისო გარანტიაზე იყო, სულ ახალი მაზერი ჩამიყენეს პლუს ამას და ვისააც იქამდე ლეპტოპი ქონდა ბოლო თაობის m.2 nvme samsung 1tb - იც შემრჩა.

ანუ დასკვნა ამდენი რატო ვწერე, გამოწერით ბევრად დაზღვეული ხარ ბევრი რამისგან ვიდრე აქ შეძენილისგან, პლატის შეცვლის თემას რაც შეეხება ყველაზე უმტკივნეულო რამ არის კომპიუტერებში ვინც ერკვევით ის ხალხი სწორად გაიგებთ რასაც ვგულისხმობ და სწორედ ამიტომ არ წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას, თუმცა როცა ახალს ვყიდულობ არც პლატა შენაცვლელი არ უნდა იყოს, მაგრამ თუ არის უნდა ეწეროს, უნდა ვიცოდე და ფასშიც სხვაობა უნდა იყოს 100 ლ არა რა თქმა უნდა smile.gif

Posted by: poIaroid 21 Dec 2023, 15:42
seal-ებს აყალბებენ ვითომ? ზუმერი თუ არა რეგიონალური დილერი მაინც, ვისგანაც მაგათ მოაქვთ.
მე ორი ტელეფონი მაქვს მანდ ნაყიდი, საგარანტიო ერთს დასჭირდა, აფდეითის მერე გავიდა გაღმა. არც უკითხავთ რა უქენიო, პლატა შეცვალეს ახლით. ცინცაძეზე როა მანდ მქონდა მიტანილი. გამართლებაზეა ალბათ...

Posted by: giorgi8820 21 Dec 2023, 22:03
poIaroid

QUOTE
seal-ებს აყალბებენ ვითომ? ზუმერი თუ არა რეგიონალური დილერი მაინც, ვისგანაც მაგათ მოაქვთ.
მე ორი ტელეფონი მაქვს მანდ ნაყიდი, საგარანტიო ერთს დასჭირდა, აფდეითის მერე გავიდა გაღმა. არც უკითხავთ რა უქენიო, პლატა შეცვალეს ახლით. ცინცაძეზე როა მანდ მქონდა მიტანილი. გამართლებაზეა ალბათ...


თუ ტექნიკის კარგი მცონდე ხარ შემოწმების ტექნიკა და გზები იცი ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებს, ზოგი რომ სხვა მაზერს დებს და გარედან სხვა სერიული აქვს ან გადაკრული სერიული, თუ ცოდნა გაქვს ადამიანს მარტივად ნახავ და მიხვდები ყველფერს ეგ კი არა დევაისი პირველად როდის ჩაირთო იმასაც კი ნახავ, მაგრამ ვიღაც რო საცოდავად შვილიშვილს ყიდულობს ან შვილს და აზრზე არ არის ტექნიკის რას გაიგებს user.gif

Posted by: poIaroid 21 Dec 2023, 22:32
giorgi8820
QUOTE
თუ ტექნიკის კარგი მცონდე ხარ შემოწმების ტექნიკა და გზები იცი ვერავინ ვერაფერს გაგიყალბებს

ჰო მაგრამ ყიდვის დროს ეიფორიაში რომ ხარ მოქმედებს ეგეც biggrin.gif

Posted by: giorgi8820 21 Dec 2023, 23:40
poIaroid

QUOTE
ჰო მაგრამ ყიდვის დროს ეიფორიაში რომ ხარ მოქმედებს ეგეც


5 დღე ხომ არის შემოწმების ვადა და მაგ ვადაშიც შეგიძლია მიხვიდე და მიახალო givi.gif
* * *
ვაფშე მასე რო მოგატყუებენ რამდენი დღეც გინდა იყოს გასული თუნდაც 10 დღე მიხვალ თავზე დაამხობ mad.gif

Posted by: poIaroid 23 Dec 2023, 00:57
giorgi8820
არ ვიცი, საინტერესოა ეგეთი ქეისები როგორ მთავრდება ხოლმე.

Posted by: Mr Angry 24 Dec 2023, 18:35
Stanhope
QUOTE
საქართველოში მსგავს რაღაცებს რატომ ყიდულობთ?
ამხელა იბეი და ამაზონი აქვს კაცობრიობას მოგონილი და თქვენ ზუმერში და ზვანოკში ყიდულობთ?


მასწავლე როგორ ვიყიდო ამაზონზე
მანდ ძირითადად ამერიკის ქსელზე მორგებული ტელეფონები იყიდება. რაც გლობალია ძვირია, აქ უფრო იაფად იყიდი. ან ეგ ამაზონი რა გარანტია კი არის? ვიდეოკარტები რამდენს მოსვლია მაქედან გამოწერილი ყუთში სხვა მოდელი იდო ან საერთოდ გაფუჭებული smile.gif ტელეფონზე რა იქნება წარმომიდგენია...

Posted by: poIaroid 24 Dec 2023, 19:38
მაგას პლუს ჩვენი დებილი გადამზიდები, იდიოტური საბაჟო რეგულაციები, ლოდინში დახარჯული დრო და ნერვები .. ღირს 100 ლარის დაზოგვად?
* * *
რომ გაასხას სად წაიღებ, ბეზოსს გაუგზავნი გამიკეთეო? givi.gif

Posted by: keandra 4 Jan 2024, 10:25
user posted image

ასეთი შემთხვევა გაგიგიათ? ზუმერში ნაყიდი პლანშეტი გაიღუნა თავისით. არანაირი დავარდნა და რამე მსგავსი. 2 თვეც არაა გასული.

Posted by: 8mile 4 Jan 2024, 14:35
keandra
ხდება ხოლმე, ელემენტი იცვლის ფორმას (იბერება, იღუნება...) და აწვება შიგნიდან. ორ თვეში არ უნდა ექნა.
ჩემ ტელეს დაემართა შუა ზაფხულში მანქანაში რომ დამრჩა.

Posted by: giorgi8820 13 Jan 2024, 18:00
poIaroid

QUOTE
giorgi8820
არ ვიცი, საინტერესოა ეგეთი ქეისები როგორ მთავრდება ხოლმე.


რამოდენიმე სთ რომ გაჩერდე 1 ფილიალში მოისმენ ალბათ მსგავს კონფლიქტს

Posted by: cock.hold. 30 Jan 2024, 19:57
მანდ რომ რამეს ყიდულობ ეჭვი არ გიჩნდება მის სიახლეზე???

ოფიციალური გუგლი ტელეფონებს თავის საიტზე 999$ ყიდის და იგივეს ზუმერი 2400 ლარად გთავაზობს???

ანუ არის რენიუ რომელიც ახალივითაა

ზუმერს რომ მიადგეს ფინანსური ძლიან ბევრ საინტერესოს ნახავს

ზუმერი ტელეფონებს თვითღირებულებაზე ქვემოდ ყიდის და ნეტა რატომ??? თან არა ძველ არამედ ახალ მოდელებსაც

Posted by: matemana 30 Jan 2024, 20:25
ზუმერში ნაყიდ pixel 7 pro-ს ეკრანი გაუტყდა მალევე ძმაკაცს და გამოგიცვლითო და არის მასე უვკე განვადებასაც მორჩა რა ხანია.

Marshall Tufton-ს ყიდვა მინდოდა და აქ რა მაყიდინებდა. მითუმეტეს ზუმერში. უეჭველი Fake-ები ექნებათ. წავედი ეგერ გერმანიაში ვიყიდე საახალწლო ფასდაკლებით. ვიცი მაინც რომ ორიგინალია და ნამდვილად ახალი.

საქართველოში რომ ყველა ყველაფერს ჩალიჩობს ნებისმიერ რგოლზე ამის შემხედვარე კიდევ რომ არის სასტავი რომელსაც ჯერა რომ ზუმერი, ალტა, აიფონ+ და ეგეთები ყველაფერს პირნათლად ყიდიან და აკეთებენ. რავიცი ძმაო თოვლის ბაბუის არსებობას უფრო იოლად დაიჯერებს კაცი ვიდრე მაგას. lol.gif lol.gif

რუსულ რულეტკას თამაშობთ ვინც აქ ყიდულობთ. ფიზიკურად ვერ იყიდი მაცივარს და სარეცხ მანქანას ამაზონ იბეიზე აქედან თორემ არც მაგათ ვიყიდდი ხოლმე აქ.

Posted by: VC10 30 Jan 2024, 20:38
ნახევარი თბილისი მანდ ნაყიდი ტელეფონებით დადის, ყველა ნამაიმუნები როგორ იქნება.

Posted by: matemana 31 Jan 2024, 13:03
VC10

მაგიტომაა ზუსტად რუსული რულეტკა მანდ ყიდვა. ვისაც უნდა გარისკოს.

Posted by: GEORGEXIII 31 Jan 2024, 14:12
QUOTE
ნახევარი თბილისი მანდ ნაყიდი ტელეფონებით დადის, ყველა ნამაიმუნები როგორ იქნება.

გარანტიაზე რომ მიდგება საქმე, ყველა უკმაყოფილოა ზუმერის მომსახურებით.

Posted by: Luka211 31 Jan 2024, 14:59
GEORGEXIII
მე არ ვარ. ადრე ვიყიდი ტელეფონი თითის ანაბეჭდი არ უმუშავებდა გვიან ვნახე. მივიტანე ბრაკიაო და ახალი ტელეფონი მომცეს

Posted by: VC10 31 Jan 2024, 16:12
მერე და საგარანტიოში რამდენი ტელეფონი ხვდება, ასე10-15% ალბათ, ჯანდაბას 20. ისეც ხდება ზოგჯერ კონკრეტული მოდელის მთელი პარტია ბრაკია ხოლმე და ყველას რაღაც ემართება მაგრამ...
იმას არ ვამბობ რომ ანგელოზები არიან, უბრალოდ წლებია შავი პიარი მიდის, ზუმერი ასე, ზუმერი ისე.

Posted by: GEORGEXIII 31 Jan 2024, 16:33
Luka211
ვა ძალიან კარგი თუ მასე ქნეს,

მე მაგალითად ალტაში მირჩევნია ვიყიდო ცოტა მეტი გადავიხადო. მაგ: ტელევიზორი ვიყიდეთ და რომ მოვიტანეთ სახლში და ჩავუჯექით ჭედავდა სმარტზე დავურეკე ვუთხარი არ მოგვეწონა მეთქი და არაა პრობლემა შეგიცვლითო.

Posted by: Piani Master 1 Feb 2024, 08:48
ზოგადად, ჩვენთან საგარანტიო, დაზღვევა და ასეთი რაღაცეები საშინლად მუშაობს. აქ კონკრეტულად ზუმერი არაფერ შუაშია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბრაკი ტექნიკა რაღაც რაოდენობით იპარება ახლებშიც, შესაბამისად აქა იქ ზუმერშიც გაიპარება რა თქმა უნდა. სხვა დანარჩენი ჩვეულებრივი ტექნიკოს მაღაზიაა, სადაც თავისუფლად შეიძლება ნებისმიერი ტექნიკის შეძენა. რაც მანდ ტელეფონები და სხვა ტექნიკა მაქვს ნაყიდი, ყველა იდეალურად მუშაობდა. მათ შორის 3 ცალი ჯბლ - ის დინამიკი. ყველაფერი ორიგინალია. წყალშიც არაერთხელ გამიტესტავს ყველაფერი(რაც უნდა უძლებდეს წყალს რა თქმა უნდა smile.gif)) ) . ასე რომ დარდი გაუშვით და ბედს მიენდეთ biggrin.gif

Posted by: cock.hold. 1 Feb 2024, 21:36
VC10
QUOTE
ნახევარი თბილისი მანდ ნაყიდი ტელეფონებით დადის, ყველა ნამაიმუნები როგორ იქნება.



კი ვისაც არ ესმის ვიზუალურად ახალი ტელეფონი გონია ახალი.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)