Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჰოკეი > Buffalo Sabres


Posted by: BOBO 22 Feb 2012, 07:50
http://www.radikal.ru


ქვეყანა - აშშ
ქალაქი - ბაფალო, ნიუ იორკის შტატი
დაარსების წელი - 1970
სახელწოდება - Buffalo Sabres დაარსებიდან დღემდე
საშინაო არენა - HSBC arena იტევს 18 690 მაყურებელს

http://www.radikal.ru

ფორმის ფერები - მუქი ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი
კონფერენცია - აღმოსავლეთი
დივიზიონი - ჩრდილო-აღმოსავლეთი, სადაც ბაფალოსთან ერთად თამაშობენ http://forum.ge/?f=104&showtopic=34356511, http://forum.ge/?f=104&showtopic=34356634,http://forum.ge/?f=104&showtopic=34358787, http://forum.ge/?f=104&showtopic=34358787და და http://forum.ge/?f=104&showtopic=34358785
მფლობელი - ტერი პეგულა
გენერალური მენეჯერი - დარსი რეგიე
მწვრთნელი - ლინდი რაფი
კაპიტანი - ჯეისონ პომინვილი
კლუბის საიტი - http://sabres.nhl.com/index.html
ფარმ-კლუბი - http://www.portlandpirates.com/

სტენლის თასის ორგზის ფინალისტი - 1974-1975, 1998-1999
რეგულარული სეზონის გამარჯვებული - 2006-2007
კონფერენციის გამარჯვებული - 1974-1975, 1979-1980, 2006-2007
დივიზიონის გამარჯვებული - 1974-1975, 1979-1980, 1980-1981, 19996-1997, 2006-2007

უკვდავყოფილი ნომრები

2 - ტიმ ჰორტონი, მცველი (1972-1974)
7 - რიკ მარტენი, თავდამსხმელი (1971-1981)
11 - ჟილ პერო, თავდამსხმელი (1970-1986)
14 - რენე რობენი, თავდამსხმელი (1972-1979)
16 - პეტ ლაფონტენი, თავდამსხმელი (1991-1997)
18 - დენი გეირი, თავდამსხმელი (1974-1981)

სხვადასხვა საკლუბო რეკორდები
http://forty.sabres.nhl.com/records.asp

მიმდინარე შემადგენლობა http://espn.go.com/nhl/team/roster/_/name/buf/buffalo-sabres

კლუბის ლოგომ რამოდენიმეჯერ განიცადა ცვლილება

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

საბოლოოდ კი ასეთი სახით ჩამოყალიბდა

http://www.radikal.ru


ნიუ იორკთან მდებარე პატარა ქალაქ ბაფალოს ჰოკეის გუნდის დაარსების ოფიციალურ თარიღად 1970 წელი ითვლება, თუმცა თავად გუნდის ქომაგები სხვა თარიღს მიიჩნევენ დაბადების დღედ - 1969 წლის 2 დეკემბერს, როდესაც ჰოკეის ნაციონალურმა ლიგამ ორ ძმას - სეიმურ და ნორსრუპ ნოქსებს საკუთარი კლუბის ყოლის ოფიციალური ნება დართო. საინტერესოა კლუბის სახელის წარმოშობის ისტორია. როგორც ეს აშშ-შია მიღებული ახლადშექმნილი კლუბის სახელწოდებაზე კონკურსი გამოხცადდა ბაფალოს მაცხოვრებელთა შორის. 13 000 -ზე მეტი ვარიანტი იქნა წარმოდგენილი მათ შორის "მფრინავი დირიჟაბლები", "mugvumps" (გავლენიანი პირები), "comets" და თქვენ წარმოიდგინეთ "Buzzing Bees" ანუ ჩვენებურად "მოზუზუნე" ან "მობზუილე ფუტკრები" givi.gif

საბოლოოდ შეირჩა ვარიანტი Sabres. არჩევანი თავისებურად, კოხტად და ლამაზად იქნა დასაბუთებული - "ხმლები სუფთა, მბრწყინავი და გამანადგურებელი იარაღია თავდასხმისას და შესანიშნავი მოსაგერიებელი იარაღი დაცვისას".

პირველი რაც კლუბის დაარსების შემდეგ ძმებმა მოიმოქმედეს, ის გახლდათ, რომ გენერალური მენეჯერის და მწვრთნელის პოსტზე ლეგენდარული პიროვნება ჯორჯ "პანჩ" იმლახი მოიწვიეს, რომლის ხელმძღვანელობითაც თავის დროზე "ტორონტო მეიფლ ლიფსმა" ოთხჯერ მოიპოვა სტენლის თასი და ორჯერ ფინლისტი იყო.

ახალშექმნილმა გუნდმა დრაფტზე პირველი არჩევანის უფლება მიიღო და მონრეალის ახალგაზრდული სკოლის აღზრდილი ჟილ (ჟილბერ) პერო აირჩია, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში 38 შაიბა შეაგდო და საუკეთესო რუქის პრიზი ე.წ. "ქალდერ ტროფი" მოიპოვა.

იმლახმა პეროს გარშემო დაიწყო გუნდის მშენებლობა და შემდგომ სეზონში მას პიტსბურგიდან გადმოყვანილი რენე რობენი და ასევე მონრეალის სკოლის აღზრდილი რიკ მარტენი შეუამხანაგა. ასე ჩამოყალიბდა ხმლების და ზოგადად ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტრიო პერო-რობენ-მარტენის შემადგენლობით, რომელსაც ქომაგებმა ზედმეტსახელად "French Conection" შეარქვეს. კარებს როჟე კროზიე იცავდა, დაცვაში გამოირჩეოდა ჯიმ სკოფილდ-ბილი ჰაიტის წყვილი.

1974-1975 წლების სეზონში ჯერ კიდევ სრულიად ნორჩმა გუნდმა ფურორი მოახდინა, მოიგო რა რეგულარული ჩემპიონატის 49 მატჩი, 15 ფრის და 16 მარცხის წილ. პლეი ოფში ბაფალომ ჯერ ჩიკაგო დაიფრინა, შემდეგ მონრეალი, ფინალში კი მოქმედ ჩემპიონთან - ფილადელფია ფლაიერსთან დამარცხდა.

1979 წელს ბაფალოს სათავეშო ლეგენდარული სკოტი ბოუმენი ჩაუდგა და სადებიუტო წელსვე გუნდი კონფერენციის ფინალში გაიყვანა, სადაც ხმლები მომავალ ჩემპიონთან, აილენდერსთან დამარცხდნენ (სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომებათ მაშინდელი მართლაც ლეგენდარული აილენდერსი, ტავის დამრტყმელი პირველი სამეულით ბოსი-ტროტიე-ჟილი). ბოუმენის ეპოქაში გუნდმა ჩატარებული 404 მატჩიდან 210 მოიგო, 60 ფრედ ითამაშა და 134-ში დამარცხდა. ამის შემდეგ გუნდს არ ქონია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაიმე წარმატება.შედარებით მოკრძალებული ფინანსების მქონე სეიბრზი ძირითადად პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდით და შემდგომ მათი მდიდარ კლუბებში გაყიდვით იყო დაკავებული.

1991 წელს გუნდის ჰოკეის ოპერაციების დირექტორად დაინიშნა ჯონ მაკლერი, რომელმაც აილენერსიდან ტრეიდით კლუბის და მთლიანად ლიგის ერთ-ერთი მომავალი სუპერვარსკვლავი პეტ ლაფონტენი გადმოიყვანა, რომელმაც საბჭოთა კავშირიდან სკანდალურად გაქცეულ უნიჭიერეს ალექსანდრ მოგილნისთან NHL-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო, მრისხანე დუეტი შექმნა, რომელსაც "დინამიური დუეტი" დაერქვა სახელად. უკვე მომდევნო, 1992-1993 წლების სეზონში, ლაფონტენ-მოგილნის გენიალური თამაშის წყალობით (ლაფონტენი 53+95, მოგილნი 76-51 რეგულარულში), 4 მატჩში გაანადგურა რა ბოსტონელი დათვები, ბაფალომ პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში დაძლია პლეიოფის I წრე და სტენლის თასის მომავალ გამარჯვებულზე მონრეალზე გავიდა. რომ არა მოგილნის ტრავმა (სერიის მესამე მატჩში ფეხი მოიტეხა), ვინ იცის როგორ დამთავრდებოდა სერია, რადგან ბაფალომ რუსის გარეშეც, რომ იტყვიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომა - ოთხივე მატჩი ერთი შაიბით დათმო და თან ამ ოთხიდან სამი მატჩი ოვერტაიმში დამთავრდა.

მომდევნო წელს ხმლებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს და კონფერენციის ნახევარფინალში 3-4 წააგეს სერია ნიუ ჯერსისთან. ეს სერია იმით არის საყურადღებო, რომ მეექვსე მატჩი 1-0 დამთავრდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი ძირითადი სამი პერიოდის გარდა კიდევ დამატებითი 4 სრული პერიოდი ითამაშეს გუნდებმა და მხოლოდ მეოთხე ოვერტაიმის დამტავრებამდე 41 წამით ადრე გაიტანა ეშმაკების დეივ ჰენენმა გამარჯვების გოლი მაშინ ახალგაზრდა, შემდგომ კი ლეგენდარული "დომინატორის" - დომინიკ ჰაშეკის კარში, რომელმაც ამ შეხვედრაში 70 სეივი განახორციელა.

მომდევნო წარმატებას ბაფალომ 1998-1999 წლების სეზონში მიაღწია, როდესაც მეორედ გავიდა სტენლის თასის ფინალში, თუმცა კვლავ დამარცხდა სერიაში 2-4.

ამის შემდეგ ხმლებს რაიმე სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, თუმცა დღემდე გამოირჩევიან თავიანთი ხელწერით და რაღაცნაირი ჯიგრიანი, გულ-სულ-ძარღვის ამაფორიაქებელი (ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის ასეა biggrin.gif) თამაშით.

ეხლა ერთი ჩემი პირადი მოგონება მინდა გაგიზიაროთ, რომლის გამოც გავხდი ალბათ და დღემდე ვარ (მონრეალის შემდეგ რა თქმა უნდა) ბაფალოსა და ფილადელფიელი მფრინავების ქომაგი.

ავადსახსენებელი, დედამიღერძილი კომუნისტური წყობის დროს, ერთადერთი გასართობი პირადად ჩემთვის სპორტი იყო, აქტიურიც და პასიურიც. როგორც მოგეხსენებათ, ახალი წლის წინ, რამოდენიმე დღით ადრე საბჭოთა კავშირის ნაკრები მიემგზავრებოდა ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში ე.წ. სააახალწლო ტურნეზე. სპეციალურად აღვნიშნავ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ საბჭოთა კავშირის ნაკრები. ეხლავე განვმარტავ რას ვგულისხმობ - სტატისტიკას რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომ ხან ნაკრები ჩადიოდა, ხან ცსკა, ხან მოსკოვის დინამო და ხან კრილია სოვეტოვი. მაგრამ ყველა ეს გუნდი იყო საბჭოთა ნაკრები. კომუნისტური პროპაგანდისთვის წარმოუდგენელ რამედ იყო მიჩნეული რუსების ჰოკეიში მარცხი, ამიტომ ვითომ კლუბებს აგზავნიდნენ, რომელთა შესახებაც წერდნენ - ჩრდილო ამერიკულ ტურნეში გაემგზავრა რამოდენიმე ჰოკეისტით გაძლიერებული კრილია სოვეტოვი ან მსოკოვის დინამო და ა.შ. ერთ მაგალითს გეტყვით - ცსკა ისედაც ფაქტიურად ნაკრები იყო და წარმოიდგინეთ ერთ-ერთ ტურნეში მათი შემადგენლობა, სამეულები - 1) კრუტოვ-მაკაროვ-ლარიონოვ (ცსკას და სსრკს 1 დამრტყმელი სამეული), 2) (კამენსკი-ბიკოვ-ხომუტოვ ცსკა-ს და სსრკს მეორე სამეული), 3) კოვინ-ვარნაკოვ-სკვორცოვ (გორკის ტორპედოს 1 და სსრკს 3 სამეული), და 4) ძმები გოლიკოვები-კოჟევნიკოვი (მოსკოვის დინამოს 1 სამეული და სსრკს 4, ხანდახან 3 სამეული). ესაა კლუბი ბლიად ????? ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ კარგ რამეს ვიხსენებ.. ხოდა წარმოიდგინეთ, გათენდა 1980 წლის 2 იანვარი, ვარ არასრული 11 წლის და მოუთმენლად ველი დილის 11 საათს, ჩანაწერში უნდა აჩვენონ ბაფალო სეიბრზ- ცსკა ..... ყველა გაფრთხილებული მყავს (დედა-ბებია-და, მამაჩემს არ ჭირდებოდა გაფრთხილება, ისიც ჩემსავით ელოდებოდა biggrin.gif), რომ ამ დრომდე არ ჩართონ ტელევიზორი იმიტომ, რომ ეს პროჭები დილის საინფორმაციოში ანგარიშს ამბობდნენ. როგორც იქნა მოვიდა 11 საათი და დაიწყო მარა რა დაიწყო - საბჭოელების არამარტო დედის ხახის, არამედ ყველა შესაძლო შესაყოფ-შესაძვრენი ნახვრეტის ხერხვა-ღერძვა, არადა ტრეტიაკის და მიხაილოვ-პეტროვ-ხარლამოვით დაწყებული ბალდერის-ჟლუქტოვ-მაკაროვით დამთავრებული მთელი ნაკრები ყავდათ ამ გაფუჭებულებს ჩაყვანილი. ბევრი რომ არ გავახურო (ისედაც ნამეტანი გავახურე უკვე მგონი biggrin.gif) 6-1 გადაჯეგეს ნაქები საბჭოთა ნაკრები. თავიდან 2-0 წაიყვანა ბაფალომ, 2 პერიოდი 0-0 მორჩა, მესამეში 48-ზე თუ 49-ზე ბალდერისმა შეამცირა სხვაობა (უნდა გენახათ რას აკივლდა ოზეროვი, იმედი მიეცა biggrin.gif), მარა ოც წამში 3-1 გახდა, საბოლოოდ კი 6-1 გააპარტახ-გააბახეს საბჭოელები. სხვათა შორის მაგ მატჩის ჩანაწერი მაქვს და დღემდე დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე მოცალეობის ჟამს biggrin.gif

ხო კინაღამ დამავიწყდა - სხვათა შორის ამ მატჩში ვნახე პირველად ცხოვრებაში ე.წ. მაყურებელთა ტალღა, რომელსაც ბატონმა ოზეროვმა რატომრაც კაპიტალისტური პროვოკაცია უწოდა biggrin.gif "вот опять известная капиталистическая провокация" - ო ამოიღნავლებდა ხოლმე givi.gif არნახული ქომაგობა იყო ღრიალით დაწყებული ანტისაბჭოთა პლაკატებით დამთავრებული (მაშინ ავღანეთში ახალი მომხდარი იყო სახელმწიფო გადატრიალება, რასაც რუსებმა ძმური დახმარება დაარქვეს, როგორც იციან ხოლმე vik.gif)

ასე რომ ერთად ვუქომაგოთ მუდამ ალესილ, უქარქაშო ხმლებს


პ.ს. ახალ თემას ჩვენმა ბიჭებმა მეტად საჭირო გამარჯვება მიუძღვნეს 2-1 დაამარცხეს აილენდერსი, 60 თამაშიდან 59 ქულა დააგროვეს და საპლეიოფო 8 ადგილზე მყოფ ტორონტოს 6 ქულით ჩამორჩებიან, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს ისეთ დეფიციტს, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია დარჩენილ 22 მატჩში. მით უმეტეს, რომ ტორონტოს (60 მატჩი) სეზონის ბოლომდე კიდევ ორჯერ შეხვდებიან.

რაც შეეხება აილენდერსთან მატჩს გოლები მცველმა ტაილერ მაიერსმა (მე-6 შაიბა სეზონში) და ტომაშ ვანეკმა 2kiss.gif (22-ე სეზონში) შეაგდეს, ხოლო რაიან მილერმა 32-დან 31 დარტყმა მოიგერია. ოთხი მიყოლებული მარცხის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება აღმავლობის და წინსვლის იმედს მისახავს

შემდეგი მატჩი ბოსტონელ დათვებთანაა 24 თებერვალს

let's go Sabres

Posted by: dzola 22 Feb 2012, 10:14
კარგია კარგად გიწვალია თEმაზე
ასევე წარმატებები ბაფალოს

Posted by: BOBO 22 Feb 2012, 10:46
dzola

QUOTE
კარგია კარგად გიწვალია თEმაზე


წვალება იქით იყოს და ცოტა ტორმუზი რომ არ მიმეცა, ეხლაც შუა წერაში ვიქნებოდი, იმდენი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი და მოსაყოლი ბაფალოსთან დაკავშირებით biggrin.gif

QUOTE
ასევე წარმატებები ბაფალოს


გაიხარე

Posted by: BOBO 25 Feb 2012, 02:34
ამაღამ უმნიშვნელოვანესი მატჩია ბოსტონელ დათვებთან ...... გუშინ ტორონტომ გაასხა და ისევ 65 ქულა დარჩა, ახლა მას ფლორიდა უსწრებს 1 ქულით .... წარმატების შემთხვევაში ხმლები 5 ქულამდე შეამცირებენ პანტერებთან ჩამორჩენას და თუ ფლორიდელების უსაძაგლეს ფორმას გავითვალისწინებთ (მიყოლებით 4 მატჩი წააგეს), საპლეიოფო იმედი ისევ გაცოცხლდება

მანამდე კი ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ჩემს მიერ ზემოთხსენებული მატჩით ისიამოვნოთ, სადაც ბაფალოელმა ლომებმა ცსკა-დ წოდებული, პრაქტიკულად უძლეველი საბჭოთა კავშირის ნაკრები გადაჯეგეს ანგარიშით 6-1 (ცნობისათვის - მითითებული ფაილები ტორენტ ფაილებია, გადმოსაწერად დაგჭირდებათ ბიტკომეტი ან მსგავსი პროგრამა)


http://allshares.ge/download.php?id=5A90B03880

http://allshares.ge/download.php?id=6F9806DF46

http://allshares.ge/download.php?id=CC9C163877

http://allshares.ge/download.php?id=F56A478565
* * *
არის უმნიშვნელოვანესი 2 ქულა - ხმლებმა ბულიტების სერიაში მოქმედი ჩემპიონი დათუნიები მიჩექმეს 2-1 .... რაიან მილერმა 36-დან 53 დარტყმა მოიგერია, ბულიტებში კი 3-დან 2 ...... თამაშიდან გოლი სეკერამ შეაგდო, ბულიტებში კი ვანეკმა და როიმ ... ესეც ასე, ფლორიდამდე 5 ქულაღაა ... მორიგი მატჩი ამაღამ არის რეინჯერსთან .... მოვითხოვ 2 ქულა დაიდოს, თან საქმე გაკეთდება, თან ჩემთვის ერთ-ერთ უსაძაგლეს და საძულველ გუნდს დაჭიპავენ

Posted by: BOBO 26 Feb 2012, 14:36
ნიუ იორკიდან ქულა წამოიღეს ხმლებმა, არადა ორჯერ იგებდნენ სტაფორდის გოლების წყალობით, მაგრამ სამწუხაროდ მაინც გაათანაბრეს იორკელებმა, ოვერტაიმში კი კელაჰანმა გამარჯვების შაიბა შეაგდო (კარიერაში მე-100 სხვათა შორის).... განსაკუთრებით გულდასაწყვეტი ეს წაგება იმითაა, რომ მილერმა რაღაც სულელური, შემთხვევითი გოლო გაუშვა 1-0-ზე , ათასიდან ერთი რომ არ გავა ისეთი, თორემ გაბორიკის და კელაჰანის შაიბები ბრწყინვალე იყო ...... შემდეგი მატჩი 29 თებერვალს ანაჰაიმელ კვატებთანაა გასვლაზე, უმძიმესი მატჩი ელის ბაფალოს

Posted by: shanedoan 26 Feb 2012, 16:24
ბუფალოს ყვითელი ლოგო მაგრად მევასებოდა და გამიტყდა რომ მოაშორეს

Posted by: BeBe_MU 26 Feb 2012, 20:40
BOBO
მსაჯს ჩასტვენილი არ ჰქონდა, ეგრევე დაუშვეს biggrin.gif

რამე წინა ჩხუბი ჰქონდა ამოსაღები ან პრასტ ან გუსტეს? biggrin.gif


თამაში კაი იყო smile.gif
პირველი მართლა იღბალა გოლი გავიდა
მეორე გოლზე პასიც მაგარი გააკეთა დოლ ზატომ და გაბორიკმაც შეასრულა
მესამე კიდე რაიანმა მაგარი მოგიტეხათ


მარა 1 ქულა აიღეთ smile.gif


Posted by: BOBO 26 Feb 2012, 21:37
BeBe_MU

ბაფალო და რეინჯერსი ვერ იტანენ ერთმანეთს ... სულ ჩხუბებია მაგათ მატჩებში ... ეს იყო მაგარი მატჩი, 0-2 აგებდა ბაფალო და 7-4 მოუგო, თან მატჩის ბოლოს გემრიელად მიტყიპეს რეინჯერები ..მაშინ კარგი გუნდი ყავდათ ხმლებს, დრიური-აფინოგენოვის მეთაურობით




ესეც გუშინდელი მატჩის მიმოხილვა

http://espn.go.com/video/clip?id=7616422

Posted by: BeBe_MU 26 Feb 2012, 22:01
QUOTE
ბაფალო და რეინჯერსი ვერ იტანენ ერთმანეთს

ტიპიუტი ჰოკეის გუნდები
ყველა ყველას ვერ იტანს მარა

გუშინ პროსტა დაწყებული არ იყო და ეგრევე დაუშვეს smile.gif
გუშინ თან მოიგეს რანგოებმა და თან გატყიპეს biggrin.gif

გუსტედს რა კარგად მოხვდა მანდ


1:20 წამზე ნახე

შიგ ცხვირში მოხვდა და კარგა ხანი ლოკერ რუმში იყო

Posted by: BOBO 26 Feb 2012, 22:58
BeBe_MU

QUOTE
ყველა ყველას ვერ იტანს მარა


მთლად ეგრეც ვერ იტყვი .... განსაკუთრებული სისასტიკით ერთმანეთს ტისკავენ:

რეინჯერსი-აილენდერსი-ნიუ ჯერსი
რეინჯერსი - ბაფალო
სან ხოსე - ანაჰაიმი-კინგზი

და კანადური დერბებში ურახუნებენ მაგრად კიდევ, განსაკუთრებით ეს სამეული ერთმანეთს

მონრეალი-ოტავა-ტორონტო

Posted by: BeBe_MU 26 Feb 2012, 23:15
QUOTE
რეინჯერსი-აილენდერსი-ნიუ ჯერსი

ამაში გეთანხმები

მარა ამ ბოლო დროს ფლაიერიც შემოგვიერთდა

QUOTE
მონრეალი-ტორონტო

ამათაც კაი ბაგა ბუგი ჰქონდათ

მაგით მევასება ჰოკეი რომ **ზური საქციელები ნაკლებია და
თუ რამეა, ეგრევე არკვევენ სუფთა მუშტი-კრივით

Posted by: BOBO 1 Mar 2012, 10:23
რამოდენიმე წუთის წინ ანაჰაიმში დასრულდა მატჩი, სადაც სეიბრზმა 2-0 დაამარცხა მასპინძელი კვატები და უმნიშვნელოვანესი 2 ქულა მოიპოვა bis.gif bis.gif ...... გოლები დერეკ როიმ (14) და ბრედ ბოიესმა (4) შეაგდეს, ხოლო 43 სეივის და შათაუტის ავტორი რაიან მილერი სამართლიანად და დამსახურებულად იქნა აღიარებული მატჩის #1 ვარსკვლავად ....... სხვაობა მე-8 ადგილოსან ვაშინგტონთან 5 ქულაა .... ბოლო მატჩებია ხმლები აშკარად აღმავლობის გზაზე დგანან, რაც მიუხედავად 5 ქულიანი ჩამორჩენისა, მაინც მიტოვებს იმ იმედს, რომ წლევანდელი პლეიოფი ბაფალოელთა გარეშე არ ჩაივლის, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ურთულესი გასვლითი სერია აქვთ ეხლა ხმლებს, რომელიც რეინჯერსით დაიწყო (2-3 ოვერტაიმში) .... ხვალ ბაფალო სან ხოსეს ხვდება, 3 მარტს ვანკუვერს, 5-ში კი ერთ-ერთ უშუალო მეტოქე ვინიპეგს ...... რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, ამ 3 მატჩში 3 ქულა მშვენიერი შედეგი იქნება, ხოლო თუ მეტს მოახერხებენ ბაფალოელი ლომები, მთლად უკეთესი ...


ასე გვენახოს სეიბრზის მეტოქეთა მეკარეეების სახეები sa.gif sa.gif

http://www.radikal.ru
* * *
ბრავო ბაფალო, ზვიგენებიც ავკუწეთ sa.gif sa.gif 1-0 გოლის ავტორი დრიუ სტაფორდი (13) .... ამ სუპერკაცმა კი მეორე შათაუტი გააკეთა მიყოლებით, რავარია ზვიგენების 39 დარტყმის მოგერიება ბლიაწ

რაიან მილაააააააარ

http://www.radikal.ru


Posted by: delpo 2 Mar 2012, 13:37
მილერი გაგიჯდა
ზედიზედ 2 შათაუთი
კვატებთან 41 სეივი
ხოსესთან 39
up.gif

Posted by: BOBO 4 Mar 2012, 18:23
სეიბრზის ტრიუმფალური სვლა გრძელდება bis.gif bis.gif ბოლო 7-დან 6 გამარჯვება და 1 ოვერტაიმში წაგება- ასეთია ბაფალოელთა მონაგარი, თან ურთულეს გასვლით სერიაში (რეინჯერსი, ანაჰაიმი, სან ხოსე, ვანკუვერი) 7 ქულა იქნა მოპოვებული ...... გუშინდელ მატჩში თავი გამოიჩინეს ვიალ ლეინომ 2 შაიბა (5,6), ბრედ ბოიესმა (5), კრისტიან ერჰოფმა (5) და ტაილერ ენისმა (7) ... რაიან მილერმა 35-დან 32 დარტყმა მოიგერია და 3 გაშვებული შაიბის მიუხედავად უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში ..... ზეგ უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩია პლეიოფისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ ვინიპეგთან, რომელსაც სეიბრზი უკვე გაუთანაბრდა დაკარგული ქულების მიხედვით ..... აი ზეგაც თუ მოვიგეთ და მაშინ ოოოო .... არადა რამოდენიმე დღის წინ ვწერდი სან ხოსე- ვანკუვერ- ვინიპეგიდან 3 ქულაც რომ წამოიღონ ეგეც დიდი საქმე იქნება მეთქი, მაგრამ ხომ იცით მადა ჭამაში რომ მოდის ....... ერთი სიტყვით საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი

ესეც გუშინდელი მატჩის პატარა მიმოხილვა

http://espn.go.com/video/clip?id=7643883

Posted by: Jarkko Ruutu 4 Mar 2012, 18:45
ხო კარგად ათამაშდნენ, სეზონი კარგად კი დაიწყეს მარა მერე სპადი დაეყწოთ და არ მეგონა თუ გამოსწორდებოდნენ..
ჰოჯსონი არ დამიჩაგროთ!

Posted by: BOBO 7 Mar 2012, 20:46
სამწუხაროდ ბაფალომ ვეღარ გაქაჩა გასვლითი სერიის ბოლო მატჩში და უშუალო კონკურენტ ვინიპეგთან დამარცხდა .... თამაშს ვუყურე და სეიბრზის დაცვა აშკარად ეძინა მთელი მატჩის განმავლობაში, მილერმაც რა ქნას, ღმერთი ხომ არაა ყველაფერი აიღოს, თან საპირისპიროდ ჯეტსი იყო ბრწყინვალე ენდრიუ ლადისა და ონდრჟეი პოველეცის მეთაურობით .... კანადელებმა სრულიად დამსახურებულად მოიგეს მატჩი, თუმცა ბაფალოს საპლეიოფო შანსები ამ წაგებით რა თქმა უნდა არ ამოწურულა ... დღეს კაროლინას მასპინძლობენ ხმლები და მათი ბოლოდროინდელი აღმავლობის შემხედვარე, 6-1-1 ბოლო 8 შეხვედრაში, უბრალოდ ვალდებულნი არიან მოუგონ ჰერიკეინზს ....

Posted by: Jarkko Ruutu 15 Mar 2012, 04:20
აუ რათამაში აიწიაააააა
კოლორადოსთააააან

Posted by: delpo 21 Mar 2012, 17:10
მიდით რა თქვენ უნდა გახვიდეთ პლეიში
უფრო საინტერესო იქნება
ვაშინგტონი კონფერენსებს რო იგებდა მაშინ იჯვავდა ხოლმე 1წრეშივე და ეხლა რას ზიავს biggrin.gif

Posted by: Roman Legion 21 Mar 2012, 19:07
delpo
ეხლა პირიქიტ, კონფერენციაში იჯვავს და პლეიოფში მოიგებს biggrin.gif

Posted by: Jarkko Ruutu 22 Mar 2012, 15:07
დავეწიეთ დავეწიეთ

თამშების განრიგი 8 თამაში
ბაფალო VS რეინჯერი(მინ. 1 ქულა)
მინესოტა(2 ქულა, ჯამში 3)
თვით ვაშინგტონი(უნდა მოიგონ! შეილება წააგონ კიდეც biggrin.gif, ბოლოს დავითვალოთ..)
პიტსბურგი(წააგებენ!)
ტორონტო(ორი თამაშიდან მინ. 3 ქულა უნდა აიღონ!, ჯამში 6 ქულა)
ისევ ტორონტო
ფილადელფია(ფილას და ბოსტონს გადაწყვეტილი ექნებათ ყველაფერი, ნუ დავუშვათ 2 ქულა ჯამში, სულ გამოვიდა 8), ესეც ჩვენი 88 ქულა + ვაშინგტონთან ნათამაშევი +-2 , 88 ან 90
ბოსტონი

თამაშების განრიგი 9 თამაში
ვაშინგტონი VS ფილადელფია(წააგებენ!)
ვინიპეგი(მინ 1 ქულა)
მინესოტა(2 ქულა, სულ 3)
ბაფალო(ეს ბოლოს..)
ბოსტონი(მინ 1 ქულა, 4)
მონრეალი(2 ქულა, 6)
ტამპა ბეი(2 ქულა,8)
ფლორიდა(ამათთან დივიზიონის ლიდერობისთვის ალბათ ბრძოლა ექნებათ..
რეინჯერსი(ესენი კონფერენციაზე გაიქაჩებიან და ადვილად ვერ მოიგებენ.. ორ თამაშში 2 ქულა ვიანგარიშოთ, ჯამში 10 ქულა გამოვიდა.. +- 2 ქულა ბაფალოსთან 90 ან 92

მოგებების მხრივ უპირატესობა ვაშინგტონს აქ.. სავარაუდოდ მერევ ადგილს კეპი შეავსებს sad.gif

Posted by: Roman Legion 22 Mar 2012, 16:03
Jarkko Ruutu

რა მერვე, დივიზიონი უნდა მოვიგოთ biggrin.gif მაგრამ ვოკოუნიც თუ არ დაბრუნდა, ნოივერტის ხელში არ გამოვა ეგ sad.gif

Posted by: delpo 4 Apr 2012, 05:14
დედა შვილს არ იყვანს,ისეთი იგრა მიდის smile.gif

Posted by: BeBe_MU 4 Apr 2012, 06:42
აი საღოლ
არ ვიცი პირველი შესვენების მერე ვინ შევიდა ლოკერ რუმში და ვინ ილაპარაკა
მარა ეგ კაცი დასაკარგი არ არის

ბაფალოს ფლაიერსთან და ბრუინებთან დარჩა
იმედია ორივეს მოიგებენ!
ბოლომდე ექნებათ შანსი!

დავაი ბაფალო

Posted by: Tom Brady 7 Sep 2012, 06:34
დღეის მდგომარეობით ყველაზე საინტერესო რაც მოხდა ბაფალოში, დრაფტზე ორი 18 წლის ბალღის, რუსი მიხაილ გრიგორენკოს და ლატვიელი ზემგუს გირგერსონსის აყვანაა (ორივე ცენტრია) ....

გუნდიდან წავიდა დერიკ როი, დალასს გაუცვალეს ცენტრ სტივ ოტსა და მცველ ადამა პერდიში ...

ესაა და ეს ...

Posted by: Jarkko Ruutu 7 Sep 2012, 17:57
Tom Brady
გრიგორენკო თან დრაფტზე სადღაც 17-20 მდე აიყვანეს და გამიკვირდა მანამდე რო არავინ დაავლო ხელი..
ეგ კარგად გამოუვიდათ
ლატვიელზე ვეერაფერვ ვიტყვი, წარმოდგენა არა მაქ ვინაა, თან არასაჰოკეო ქვეყნის შვილია

პ.ს ოზოლინში გვახსოვს და ვააფსებთ მარა მაინც

Posted by: Tom Brady 8 Sep 2012, 02:28
Jarkko Ruutu

QUOTE
გრიგორენკო თან დრაფტზე სადღაც 17-20 მდე აიყვანეს და გამიკვირდა მანამდე რო არავინ დაავლო ხელი..


ხო ნელ ნელა მოვიძიე რაღაცეები მაგ ბავშვზე და მაგრად აქებს ყველა სპეციალისტი .....

სტატისტიკაც ძალიან მაგარი აქვს ... სტატისტიკით ლატიშიც არ ჩანს ცუდი ბიჭი ...


გრიგორენკოს სტატისტიკა ... შთამბეჭდავია up.gif

სარგებლიანობის კოეფიციენტზე იკაიფე biggrin.gif

Posted by: Jarkko Ruutu 14 Sep 2012, 13:00
Tom Brady
QUOTE
სარგებლიანობის კოეფიციენტზე იკაიფე

up.gif

ბოსტონური + აქ


ჯოელ არმიაც აქ ყოფილა, ნეტა მისცენ ბიჭს შანსი..

Posted by: Marsh & McLennan 21 May 2013, 20:20
Tom Brady

ლატვიელი დაიმატეს? ვერ ვნახულობ ვერსად. ვინაა?

Posted by: Jarkko Ruutu 22 May 2013, 00:13
Marsh & McLennan
ზემგუშ გირგენსონში
biggrin.gif
ბაფალოს ფარმშია
როჩესტერ ამერიკანს
ფლეი-ოფში ეგ და ვაილდიდან დატრეიდებულ იუჰან ლარსონს 3-3ქულა გაუკეთებიათ მარა პირველივე რაუნდში ტორონტო მარლისთან წააგეს 0-3(სერია რათქმაუნდა biggrin.gif)
რეგულარულში ვერაფერი შედეგი..
ფლეი-ოფის პირველ "ლაინში" კი ყოფილა მარა რა ხეირი
biggrin.gif

ვობშემც სეიბრზის მომავალი მაგათშია
ენროტი, ლარსონი, ენისი, ჰოჯსონი, ნეითან გერბი, მაიერსი, არმია
ლუკ ადამიც კაი ბიჭია
ამ დრაფტის ორი პიკი გრიგორენკო და ეგ ლატიში, ისე ამდენი ცენტრები რათ უნდათ..
მეტ ჰეკეტი გადმოიყვანეს მინესტოდან
ეგ და ენროტი ბუფალოს მომავალია ჩემი აზრით, რაიან მილერი უნდა დაატრეიდონ სეზონის წინ აუცილებლად, რამე ხეირი ნახონ მაგ კაცში თორე მომავალ სეზონში უკვე თავისუფალი აგენტი ხდება..
ასევე წლევანდელ დრაფტზე მერვე და მე-16 არჩევის უფლება აქვთ პირველ რაუნდში.. მცველი და ერთი RW დაითრიონ და კამფეტ..

Posted by: Marsh & McLennan 22 May 2013, 07:59
Jarkko Ruutu

QUOTE
ასევე წლევანდელ დრაფტზე მერვე და მე-16 არჩევის უფლება აქვთ პირველ რაუნდში.. მცველი და ერთი RW დაითრიონ და კამფეტ..


კარგი ვარიანტი იქნება ნამდვილად yes.gif

Posted by: Cele 30 Jun 2013, 23:53
რისტოლაინენ

user posted image

Posted by: Cele 2 Jul 2013, 23:35
Buffalo Sabres hire former Colorado Avalanche head coach Joe Sacco as an assistant coach.

user posted image

Posted by: Cele 3 Jul 2013, 21:26
The Buffalo Sabres have placed Nathan Gerbe on waivers

user posted image

Posted by: Jarkko Ruutu 3 Jul 2013, 21:32
Biancoceleste
იმენა ნიკოლას კოტსონიკა ხარ!!!!!!!!!!!

Posted by: Cele 3 Jul 2013, 21:37
Jarkko Ruutu

ამიყვანონ მერე სადმე Fox Sport-ზე ან ESPN-ზე boli.gif

Posted by: Cele 1 Mar 2014, 04:14
თქვენ კიდე იაროსლავ ჰალაკს გილოცავთ, მე ვიყო მარკუს ფოლინო.


მამენტ აქაც ვის გილოცავთ rolleyes.gif

Posted by: Jarkko Ruutu 1 Mar 2014, 10:49
მაგარი უაზრო ტრეიდი იყო
yes.gif

სტ ლუისმა წააგო ამ ტრეიდით...

Posted by: Cele 13 Mar 2014, 03:32
ესენი მალე ლოგოსაც დაატრეიდებენ lol.gif

http://www.thehockeynews.com/blog/rumor-roundup-sabres-wont-stop-trading/

Posted by: Jarkko Ruutu 30 Jun 2014, 11:35
ერჰოფის კონტრაქტიც გამოისყიდეს
რისთვის ანთავისუფლებენ ამხელა თანხას ნეტა ეს უბედურები
ხო არ კოტრდებიან biggrin.gif

39 მილიონი აქვთ კონტრაქტებისთვის
ენისს და ფოლინოს გაუხანგრძლივებენ ალბათ კონტრაქტებს
კონაჩერს გაუშვებენ

არადა ბაფალოში რა მაგრად ევასებათ ჰოკეი, დღევანდელი ფორმაციის ბაფალო ყველაზე ცუდი გუნდია მთლიანად სპორტის მაშტაბით
გასაუქმებლად მენანებიან თვითონ ქალაქის გამო თორე მართლა გასაუქმებელია....

Posted by: true_blood 30 Jun 2014, 13:24
QUOTE
გასაუქმებლად მენანებიან თვითონ ქალაქის გამო თორე მართლა გასაუქმებელია....

ქალაქში მართლა როგორ უყვართ ჰოკეი

იმენა სიამოვნებაა ხოლმე ამათი ყურება მაგ პონტში
უსაშინლესი გუნდის მიუხედავად სულ ივსებოდა დარბაზი (

Posted by: GS88 2 Jul 2014, 10:53
ეს რასდაყლეპროჭაობს იქეთ აქეთ

F Matt Moulson

5YRS/$5M




Posted by: GS88 10 Jul 2014, 17:44
The Buffalo Sabres have acquired the rights to forward Jordan Samuels-Thomas from the Winnipeg Jets in a trade for a conditional seventh-round pick in the 2015 NHL Draft.

Posted by: Cele 11 Feb 2015, 21:18
იმენა ზედ-გამოჭრილია კეინი ბაფალოსთვის givi.gif

The Winnipeg Jets have traded forward Evander Kane, defenceman Zach Bogosian, and unsigned goaltending prospect Jason Kasdorf to the Buffalo Sabres on in exchange for defenceman Tyler Myers, forward Drew Stafford, prospects Brendan Lemieux, Joel Armia and a first-round draft pick in the 2016 NHL Entry Draft.

Posted by: Dopilsya 11 Feb 2015, 21:48
Biancoceleste

კაი ხოდი იყო ბაფალოსი,, კეინი ოტავასთვის მინდოდა მაგრად. sad.gif ბოღოსაც კარგად გამოადგებათ თუ არ დაილეწა..

ის პირველი რაუნდის ფიქიც ხუინა მაინც ბლუზის არის და 28-30 იქნება :დ;დ..

19 ში დედლაინია და კაი იგრის ყურებას ჯობია იმდენი რამე მოხდება boli.gif

Posted by: true_blood 11 Feb 2015, 21:56
Dopilsya
Biancoceleste
მე ვინიპეგი უფრო მოგებულში დარჩა ასე ვფიქრობ

კეინი რა იქნება კაცმა არ იცის :დ

ნუ რომელიმე მხარემ იზარალა ან მოიგოო რო თქვა რთულია მაინც, გამოჩნდება მერე

Posted by: true_blood 11 Feb 2015, 21:57
Dopilsya
Biancoceleste
მე ვინიპეგი უფრო მოგებულში დარჩა ასე ვფიქრობ

კეინი რა იქნება კაცმა არ იცის :დ

ნუ რომელიმე მხარემ იზარალა ან მოიგოო რო თქვა რთულია მაინც, გამოჩნდება მერე

Posted by: Jarkko Ruutu 12 Feb 2015, 13:00
true_blood
true_blood
ერთმნიშვნელოვნად მოიგო ვინიპეგმა ამ ტრეიდით
ვარსკვლავი გაიცვალა ვარსკვლავში(კეინი-მაიერსი)
მაიერს ახალი მოტივაცუა ჭირდებოდა და მიიღო კიდეც, მგონია ის ძველი მაიერსი დაბრუნდება...
სტეფორდი დიდი გამოცდილების კაცია, ერთი-ერთი ბოგოსიანთან გაცვლით აშკარად მოიგეს, პო-ში მაგრად გამოადგებათ...
+ ამას მომავლის პროსპექტები :არმია, ლემიო და 2015 ის პირველი რაუნდის დრაფტ პიკი....
მაგრად გამისწორდა ეს ტრეიდი, კეინს მომავალი 6 თვე მაინც ვერ გამოიყენებდნენ, დაიმტვრა კაცი.. biggrin.gif და დამტრეულ და ტრავმიდან ახალ დაბრუნებულ ბოგოსიანში რამხელა შევსება მიიღეს..არმიას ჩასმა უკვე შეიძლება მეოთხე ლაინში...ლემიომ ჯერ ითამაშოს ონტარიოს ლიგაში ისევ...


პ.ს ენროტიც დაუტრეიდებიათ ლინდბეკში...

Posted by: true_blood 12 Feb 2015, 18:53
Jarkko Ruutu
QUOTE
ვარსკვლავი გაიცვალა ვარსკვლავში(კეინი-მაიერსი)
მაიერს ახალი მოტივაცუა ჭირდებოდა და მიიღო კიდეც, მგონია ის ძველი მაიერსი დაბრუნდება...

ჰო გაქაჩავს მაიერსი მეც მასე ვფიქრობ ზუსტად, დიდი ძალაა


ნუ ბოგოსიანის დედა ვატირე, არ მევასება :დ


QUOTE
პ.ს ენროტიც დაუტრეიდებიათ ლინდბეკში...

ეს კლეობა ქნეს :down1:
დებილია ლინდბაკი, აი საშინელი მეკარეა

Posted by: Big Lebowski 12 Feb 2015, 21:48
QUOTE
  უქარქაშო ხმლები



ლევან სანიკიძეც მიგეწერათ სადმე yes.gif

Posted by: Tom Brady 28 Apr 2015, 20:19
ლევან სანიკიძე არა ტიგრან პეტროსიანი boli.gif

ხმლები არიან და შეე#ი თუ გინდა, თან ქარქაშიც ვერსად დავლანდე მათ ლოგოზე.

Posted by: ingfar 29 Apr 2015, 14:27
ამ გუნდის არსებობა წლევანდელ სეზონში საერთოდ რას ემსახურებოდა? biggrin.gif
"ვინუჟდენში" იყვნენ რომ ეთამაშათ თუ რამე სხვა მაფიაა?

Posted by: Tom Brady 30 Apr 2015, 13:28
ხდება ხოლმე ეგრე ......

დაყვინავს რომელიმე გუნდი რამოდენიმე წლით და მერე ისევ აღზევდება .......

იყო პერიოდი რეინჯერსი, კეპსი და პიტები სუფთა საყ.ლევეთი იყო, სეზონში 20-25 მატჩს იგებდნენ სამადლოდ, მაგრამ ეხლა პალაჟენიას ხერხამენ ...

მოვა დრო და აღორძინდება სეიბრსიც, ამის იმედი ნამდბვილად მაქვს .....

Posted by: Jarkko Ruutu 30 Apr 2015, 14:53
უმალ ედმონტონი იზამს რამეს ვიდრე ესენი
არ ჩანს გვირაბის ბოლოს სინათლე
ფანების გარდა ყველანაირად ### გუნდია
ადრე ცოტა ნორმალური მოთამაშეები მაინც ყავდათ, ეხლა ისეთი აბსურდული ტრეიდები მოარტყეს პერსპექტივაშიც არ ჩანს არაფერი კაი 4-5 წელი.. ისევ იმ ადგილს დატკეპნიან სადაც ეხლა არიან..

Posted by: Tom Brady 30 Apr 2015, 20:17
Jarkko Ruutu

ადრე თუ გვიან იქნება ყოლფერი ......

ალბათ მაყუთის სერიოზული პრობლემა აქვთ, თორემ ესე არ გაფარჩაკდებოდნენ ...

მე ის მაიმედებს, რომ ბაფალო ყოველთვის გამოირჩეოდა მხეცი მენეჯმენტით და იმის იმედიც მაქვს, რომ მალე დაბრუნდება ეგ დრო....

Posted by: Jarkko Ruutu 30 Apr 2015, 21:32
Tom Brady
ამერიკული გუნდებიდან თითზე ჩამოსათვლელია ისეთი კლუბის გულშემატკივრები როგორრებიც ამათ ყავთ, მაგრად მევასებიან ბაფალოს ფანები და ფორმებიც biggrin.gif რეტრო ფორმები აქვთ სასწაული.. მეც მინდა რო გუნდს დაემსგავსოს.. თან ჩემი ძმა ბალეშიკობს ამათ biggrin.gif ტიპი ჩემზე უარესია, მე ნეშვილი მაინც გამივიდა ფლეი-ოფში biggrin.gif
რაინჰარტ-ეიკელზე(წელს მაგას აიყვანენ 100 %) უნდა აშენდეს გუნდი..დაცვაშიც კაი ბიჭები მოსდით ზადოროვ-რისტოლაინენის სახით და იმედია დალადგებიან და 3-4 წელიწადში ფლეი-ოფს დადებენ... აღმოსავლეთის გუნდები ჭირივით მეზიზღებიან(ბოსოტონი გამოკლებითsmile.gif, ნუ ფილაც ჟირუს პონტში) და იმედია ბაფალო იქცევა მომავალი ჩემ ლუბიმჩიკად

Posted by: Tom Brady 2 May 2015, 17:20
Jarkko Ruutu

QUOTE
იმედია ბაფალო იქცევა მომავალი ჩემ ლუბიმჩიკად


up.gif

Posted by: shanedoan1919 2 Aug 2017, 20:45


მარტო გოალ ჰორნის გამოც და ბუფალოს კომენტატორის გამოც ღირდა ამ ვიდეოს გაკეთება smile.gif

ეგდოს აქ gigi.gif იქნებ ვინმე გამოჩნდეს ბაფალოს ფანი


აუ ის ძველი შავი ფორმები რა ლამაზია cry.gif ეგეთი მინდა

Posted by: foreign3r 19 Aug 2021, 02:25
ვინმე ხართ აქ ბაფალოს ფანი კიდევ?

Posted by: shanedoan1919 19 Aug 2021, 16:13
foreign3r
ფანის რა გითხრა, სიმპატიები კი გამაჩნია მაგ გუნდის მიმართ, მაგრამ ბოლო ათწლეულში ეგ სიმპატია უფრო შეცოდებაში გადაიზარდა :დ

Posted by: foreign3r 19 Aug 2021, 17:08
QUOTE
ფანის რა გითხრა, სიმპატიები კი გამაჩნია მაგ გუნდის მიმართ, მაგრამ ბოლო ათწლეულში ეგ სიმპატია უფრო შეცოდებაში გადაიზარდა :დ

ჩემდა საუბედუროდ ადრე ვუყურე სულ შემთხვევით ჰოკეის თამაშს,ბაფალო ეთამაშებოდა ვიღაცას და მომეწონა,მინდა თამაშების ყურება,მაგრამ რანაირად ვუყურო,შუაღამისასაა ხო სულ?
ნელ-ნელა ვერკვევი რაღაცებში,მაგრად მომეწონა ეს სპორტი,ადრე მარტო ფეხბურთს ვუყურებდი biggrin.gif

Posted by: shanedoan1919 19 Aug 2021, 19:27
foreign3r
ნუ მამენტ მეც არ ვარ უკეთეს თემაში არიზონაც არ წყვეტს ვარსკვლავებს მაგრამ რას ვიზამთ ფანობა ეგეთია, თამაშები კი ძირითადად გვიან ღამეა, გააჩნია გუნდები რომელ რეგიონებში არიან, კალიფორნიაშია ყველაზე გვიან იგრები, ლამის დილის 7ზე და 8ზე იწყება. თუმცა არის გამოტანილი იგრებიც 10ზე 11ზე რო იწყება საღამოს. თუ რამე ჩანაწერებსაც უყურებ კი არის საიტები მაგისთვის.

Posted by: foreign3r 20 Aug 2021, 01:30
მალე სეზონი იწყება და დიდი ინტერესით ჩავუჯდები jump.gif
ტვიტერზე კი იწერება ბევრი რამე,ტრეიდები და ფანების დამოკიდებულებიდან ვხვდები,ვინ როგორი მოთამაშეა,მაგრამ ჩემი თვალით სანამ არ ვნახავ,ვერ განვსჯი.წესით ისეთი ცუდი სეზონი აღარ უნდა ჰქონდეს ბაფალოს,გრანატო გახდა მწვრთნელი,რისტოლაინენი წავიდა,შეიძლება ეიჩელიც წავიდეს,მაგრამ ახალგაზრდები აღადგენენ გუნდს,მაგალითად,ოუენ პაუერი...

Posted by: foreign3r 8 Jul 2023, 16:27
user posted image
ვიღაც ერიკ ჯონსონი მოდის მგონი ბაფალოში და როგორი ტიპია?

Posted by: shanedoan1919 8 Jul 2023, 20:23
foreign3r

გამოცდილი ტიპია, ყოფილი N1 პიკია 2006 წლის, რასაც მოელოდნენ მისგან ის კარიერა ვერ დადო, მაგრამ კარგი დაცვითი მცველია, შეტევაში ბევრს არ მოელოდო, თუმცა მაგისთვის დალინი და პოუერიც ყავთ, დიდი მასაა, ჰიტებზე კარგია, ვეტერანია, თასი მოიგო 2022-ში კოლორადოსთან ერთად, მოკლედ მშვენიერი შევსებაა იდეაში გუნდისთვის, რომელსაც 2011 წლის მერე პლეიოფი არ დაუდია, მოგებულის მენტალიტეტის მქონე იგროკის დამატება კარგია

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)