Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტო-მოტო პროექტები > Mercedes-benz w124 რესტავრაცია


Posted by: shuka 4 Jun 2019, 14:24
გამარჯობა მეგობრებო, ვიწყებ თავიდან..
სადღაც 2002 წელი იქნებოდა, მამაჩემმა შეიძინა თეთრი, 1988 წლის გამოშვება, სედანი w124 2.3 ძრავით, მაშინ 16-17 წლის ვიქნებოდი, მართვის მოწმობაც შესაბამისად არ მქონდა თუმცა მართვა ასე თუ ისე ვიცოდი. არ დამავიწყდება ის მომენტი გასაღები, რომ გადმომიგდო გაიარე აბა როგორიაო..
აქამდე ნატარები მყავდა მხოლოდ შემდეგი მანქანები:
ვაზ 2104
გაზ 24
უაზ ე.წ "კოლხოზნიკი"
ბოლოს ხშირად ვმოზრაობდი 1988 Opel Omega თი.
შევეცდები გადმოვცე ის შეგრძნებები რაც მერსედესთან პირველი შეხებისას განვიცადე, რომ ჩავჯექი სავარძელი ჩემს ტანზე შეკერილი მეგონა, 0-140 ამდე ერთ ამოსუნთქვაში აჩქარდა და ერთ ჩასუნთქვაშივე შენელდა. 2002ში გზები არ იყო წესრიგში, მაგრამ ისე რბილად და სტაბილურად გავიშხუილე რომ მეგონა შეკეთებული იყო. საჭის უკურეაქცია, მგრძნობელობა და სიზუსტე მომეწონა.
მოკლედ მოვიწამლე ამ მანქანით რასაც ქვია.
ბევრი მანქანით მივლია, უფრო ახლებითაც და უფრო სპორტულებითაც, მაგრამ ის შეგრძნებები რაც 124 მერსედესს აქვს არსად არ განმიცდია.
მანქანა ისე შთანთქავს გზის არათანაბარ საფარს, ბევრ ლექსუსს რომ შეშურდება.
user posted image
124 არის მანქანა, რომელიც სიამოვნებას გგვრის მართვის პროცესისგან. შეგრძნება გაქვს, რომ შენ და მანქანა ერთი ორგანიზმი ხართ და იდეალური წყვილივით უსიტყვოდ უგებთ ერთმანეთს.
მანქანა არ გღლის თუნდაც ბათუმში ჩახვიდე შეუსვენებლად, უღელტეხილზე არც ისე მცირე გაბარიტებისდამიუხედავად კომფორტული როდსტერივით იმართება და თან არც იმაზე გიწევს ნერვიულობა, რომ რომელიმე მოსახვევში უცებ "იამა" დაგხვდება და სავალ ნაწილს მოსპობს. არც BMW სავით არაადეკვატურია მოსახვევებში, როგორი საფარიც არ უნდა იყოს მანქანას გადასარევად უჭირავს გზა და ძალიან უნდა მოინდომო, რომ მოწყვიტო გზიდან. კარგად არის დაბალანსებული.
მე პირადად 124 მესმის მხოლოდ მექანიკური კოლოფით. ავტომატით მანქანასთან კომუნიკაცია გაფუჭებულ ტელეფონს გავს ))
კარგი საკოლექციო მოდელივით დავახასიათე 124 და იდეაში ჩვეულებრივი მასიურად წარმოებული სედანია, რომელიც შეიქმნა ავტოწარმოების ჯერ კიდევ იმ ერაში როცა ხარისხზე და გამძლეობაზე აკეთებდნენ ავტო მწარმოებლები აქცენტს და არა ერთჯერადობაზე და მარკეტინგზე.
2.700.000 ცალია გამოსული ეს მოდელი.
1980 დან დაიწყეს ამ მოდელის პროექტირება და წარმოებაში იყო 1984-1996 წლამდე. საოცრება ისაა, რომ ჯერ კიდევ დადიან ეს მანქანები თბილისის ქუჩებში. უმრავლესობა დაღოღავს ენთუზიასტის ან დამშლელის :/ მოლოდინში. მგონია რომ 30 წლის შემდეგ w213 და w213 ის ჭაჭანება არ იქნება.
ბებრულად ნათქვამი კი გამომდის, მაგრამ ძველი მანქანები ბევრად გენიალური, მარტივი, გამძლე და რესურსიანი იყო ვიდრე თანამედროვეები.
მოკლედ ბევრს აღარ მოგაწყენთ და გაჩვენებთ ოთოს (OTO-290) ფოტოებს რაც მივაგენი
user posted image
user posted image
user posted image
ეს ფოტოები 5-6 წლის წინანდელია.
მამა სამწუხაროდ დავკარგე :/ და ეს მანქანა ასე ვთქვათ მისი ხსოვნის საპივცემულოდ ჯერ კიდევ გვყავს ოჯახში და სულ გვეყოლება <3
მე სადღაც 9-10 წელია მოტოზე გადავერთე და ეს პერიოდი ფაქტობრივად მანქანით არ ვმოძრაობდი, რაღაც დონით დამავიწყდა კიდეც მართვა )) პარკინგის სქილებს ჯერ კიდევ ვიხსენებ ))
მოკლედ თეთრ ოთოს ჩემი უმცროსი ძმა ხედავდა და უვლიდა მთელი ეს პერიოდი. მე როცა მჭირდებოდა ვართმევდი, რაღაცას გავაფუჭებდი )) და მერე ის აკეთებდა ))
ტოიოტაში მუშაობს და მანქანებთან ახლოსაა.
მე უფრო მოტოებს დავუმუღამე.
მოკლედ 31 წლის ოთო ეხლა საფუძვლიან რესტავრაციას გადის. მთლიად დაშლილია, თავიდან ბოლომდე არის გადაღებილი ტოიოტას ცენტრში უმაღლეს დონეზე. ქარხნულ ფერზეა და კონვეიერიდან ახალი გამოსულივითაა..
1988 იან მანქანას ჟანგის ნასახი არ აქვს არსად.
ძრავი დაშლილია და ახალი ქარხნული ან ბრენდი პორშინ-კოლცო-შატუნ-ვკლადიშ-პრაკლადკებზე იწყობა.
კაიფი ისაა, რომ ძრავი იდეალურად მუშაობდა დაშლამდეც )) გიჟი ძმა რომ გეყოლება..
მოკლედ კაპიტალურად აკეთებს ყოველგვარი ეკონომიის გარეშე.
user posted image
ფოტო სამწუხაროდ მხოლოდ ეს მივაგენი
user posted image
გამოვაგზავნინებ ძმას და დავდებ ამ დღეებში.
ყველაფერი ახალი დგება მანქანაზე,
პომპა, ზეთის ტუმბო, გადაბმულობა, საყრდენი დისკები და ა.შ
მოკლედ ამ თემაში იხილავთ როგორც ჩემი ძმის 124ის რესტავრაციას ასევე ჩემი მანქანისასაც, რომელიც სადღაც 3 თვის წინ შევიძინე.
ერთ-ერთმა ფორუმელმა მომილოცა მერსედესის ყიდვა და დაინტერესდა რა ქენი როგორი იყიდე და ა.შ გვაინტერესებს ხალხსო
ძალიან მესიამოვნდა ყურადღება, გულწრფელი სიხარული და დაინტერესება. მადლობა მას და ყველას ბიჭებო ვინც "მბალელშიკობდით"
მოკლედ მოკლედ დავწერ.. smile.gif)
მანქანა არის 1993 იანი 2.2 ძრავით
საკმაოდ ნორმალურიად დარბის 2.000-2.500 ბრუნის დიაპაზონში და მეტ ბრუნს იშვითად ვატრიალებ. არ მიყვარს ზედმეტაც წვალება მანქანის და ზოგადად ტექნიკის.
პლიუსი ისაა რომ ფაქტობრივად ქარხნული, მთელი შეუღებავი ძარაა წინა ფრთას თუ არ ჩავთვლით.
ჯანგებიც აქა-იქ აქვს და მისახედია, თუმცა არაფერი საგანგაშო, ბოლო-ბოლო 26 წლისაა მანქანა.
ძრავი 400.000კმ გარბენისდამიუხედავად იდეალურად მუშაობს, ზედმეტი ვიბრაზიების გარეშე, არ ბოლავს და ზეთის კლება საერთოდ არ შეიმჩნევა უკვე 4000კმ ზე მეტი გავიარე.
შუახნის ძიაკაცს ყავდა ეს მანქანა და ნაწვალები არაა, თუმცა ძალიანაც არ იწუხებდა თავს ყველა წვრილმანის მიხედვით. ასე ვთქვათ ქართულად უვლიდა და ცდილობდა ფული არ დაეხარჯა ხოდა რაც წინა პატრონმა დააკლო ვცდილობ მე ავუნაზღაურო <3 უკვე საკმაოდ თანხა დავახარჯე და ვხვდები სიტყვა ენთუზიასტის მნიშვნელობას და ვთვლი რომ ვისაც ძველი 124 ან თუნდაც სხვა მარკოს მანქანა ყავს და სათანადოდ უვლის დიდ პატივისცემას იმსახურებს ჩემ და არამარტო ჩემს თვალში. 2019ში 1993 წლიანი მანქანის ყიდვა მარტივად რომ ვთქვა არაგონივრული საქციელია, ბევრად ჭკვიანურია w210 ის ყიდვა, რომლის დაშლილებში რასაც ქვია ყრია და ნაწილები იგივე ფასია ან უფრო იაფი. ბოლო-ბოლო 2002 წლამდე გამოდიოდა და ელემენტარულად უფრო "სვეჟი" მანქანის ყიდვა შეიძლება რომელსაც ნაკლები თავის ტკივილი ექნება, თუმცა არ ვთვლი რომ მანქანას რომ რამეს უკეთებ ეს თავის ტკივილია, სასიამოვნო მომენტი დგება როცა დიდი ხანი ეჩხიკინები და ბოლოს იდეალურად გააკეთებ. კმაყოფილების გრძნობა ფარავს ყველა თავის ტკივილს ))
კიდევ ერთი მომენტი.. როცა ძველ მანქანას არესტავრირებ და უბრუნებს სიცოცხლეს ჩემი აზრით სასურველია უშუალოდ მონაწილეობდე ყველა პროცესში ანუ შენით უნდა გააკეთო რაც შეგიძლია და რაც არ შეგიძლია.
წვრილმანი მინუსები უფრო მეტი აქვს ვიდრე პლიუსები და ვცდილობ გავაპლიუსო ყველა.
დეტალურად ჩამოვწერ რა ჭირს, რა გავუკეთე და რა დამრჩა გასაკეთებელი.
მინდა რომ იდეალურ კონდიციამდე მივიყვანო პირველ რიგში ტექნიკური კუთხით და მერე ვიზუალით, თუმცა ამ ეტაპზეც არაა მთლა გადასაგდებ "ვიდზე" )) მომყავს მაქსიმალურად ქარხნულ ვიზუალზე, არაფერი ზედმეტი, არავითარი დიდი დისკები, ამგ ლოგოები და ზიზილ პიპილოები.
ცოტა რამე გავუკეთე და ბევრი რამე დარჩა გასაკეთებელი.
ეტაპობრივად დავწერ დრო და დრო ყველაფერს თავის დასურათებით
user posted image
ეს პირველი ფოტო რაც გადავუღე 3 თვის წინ.
ეხლა ბევრად ლამაზად გამოიყურება.

Posted by: Z-owner 4 Jun 2019, 14:37
shuka
ძაან მაგარია ყველაფერი, ყოჩაღ up.gif up.gif up.gif

Posted by: shuka 4 Jun 2019, 14:51
Z-owner
გაიხარე მეგობარო,
მომიტევე თუ ბევრი ვწერე და ნაკლები ფოტო ვდე )) უბრალოდ არ შემეძლო არ დამეწერა ეს ყველაფერი.
ბევრი ფოტო მასალა მაქვს უკვე პროცესის დაგროვებული და ვიწყებ ნელ-ნელა დებას.
ნაკლებად მოსაწყენი იქნება ვგონებ ))

Posted by: Jedi Warrior 7 Jun 2019, 01:43
ყოჩაღ , კარგი ადამიანი და მანქანის დამფასებელი ხარ.
მეც მინდა ამ მოდელის ყიდვა (კუპე ოღონდ) მაგრამ ხელოსნებში სიარულის დრო არ მაქვს , რომ გავმართო ბოლომდე და თავს ვიკავებ ამის გამო.

Posted by: l-e-v-a-n 7 Jun 2019, 02:14
up.gif up.gif up.gif up.gif





==================================

Posted by: Brian_2JZ 8 Jun 2019, 20:12
ჩემი პირველი სიყვარულია ეს მანქანა.
ბავშვობაში მეგონა რომ w124-ზე მაგარი ავტომობილი არ არსებობდა და არც რასოდეს გამოვიდოდა.
ჩემი ამ მანქანისადმი სიყვარულის გამო, ძმაკაცს ჩემი ნომერი, ამ სახელთ აქვს ჩაწერილი - "W124" givi.gif

დღემდე ძალიან მომწონს და იმედი მაქვს ოდესმე ვიყიდი. კარგ old school BBS-ებს დავაყენებ და შაბათ-კვირას ვიკატავებ რა )

კაკრაზ დღეს გადავუღე ფოტო ამ მანქანას. არ ვიცოდი ამ თემას თუ წავაწყდებოდი თორემ მეტ ფოტოს გადავიღებდი.
ძალიან კარგ მდგომარეობაშია. ეგრევე ყურადღებას იქცევს, როგორც კი ნახავ.
ჩემი გოგოს უბანში აყენია ხოლმე - წითელ ნომრებზე ( სალჩოს ნომრები არაა). აქ ბევრი დადის მასეთი ნომრებით და ვერ გავიგე რა თემაა.
ალბათ აქ, (ახლა მინკში ვცხოვრობ) რომელიმე ევროპული ქვეყნიდანაა ჩამოყვანილი. თორემ აქაური ზამთრის შემხედვარე ეგრევე ჟანგი მოედებოდა.

user posted image

მოკლედ, წარმატებები მეგობარო!!
ძალიან გამეხარდება თუ კიდევ ერთი კოხტა 124 შეემატება საქართველოს )

Posted by: KDI 9 Jun 2019, 09:42
shuka
წარმატებებიი.~..

მეც ძალიან მომწონს ეგ მოდელი ოღონდ რესტაილინგები, მონობლოკეზე. არ აპირებ გარესტაინგებას ?


Posted by: shuka 9 Jun 2019, 15:20
Jedi Warrior
გაიხარე ძმობილო, კუპეზე მეც ვფიქრობდი
თუმცა 4 კარიანი პრაქტიკულია ყოველდღიურობაში და მაგიტომაც შევაჩერე არჩევანი.
2 ვარიანტი მქონდა ყიდვისას
I მეყიდა მანქანა რომელიც იქნებოდა მართლა მოყვარულის ხელში ნამყოფი და მოვლილი.
II მეყიდა მისახედი მანქანა და ეტაპობრივად გამეკეთებინა ჩემს გემოზე.
ანუ თუ პირველ ვარიანტზე გავჩერდებოდი მეტი ფული უნდა მიმებშვნა თავიდანვე თუმცა წვრილმანები მაინც იქნებოდა მისახედი დრო და დრო.. მანქანის ასაკი თავისას შვება.
სწორედ მაგ ვარიანტს ვეძებდი უფრო, რადგანაც იაფიანი მანქანები განადგურებული იყვნენ.
კაიფი ისაა, რომ ძვირად რაც იყიდებოდა ისიც განადგურებული მანქანიდან აღდგენილი გაკუკლავებული ვარიანტი ოყო ხშირ შემთხვევაში.
ანუ 2000$ ფარგლებში ვეძებდი მანქანებს და ცოტა მეტადაც. ეს იყო ჩემი ბიუჯეტი, შეიძლება ცოტა იყო მაგრამ ამ ფასებში რაც ვნახე დიდათ არაფრით არ განსხვავდებოდა თუნდაც 1500$ იანი მანქანებისგან. შესაძლოა გადაღებილი ყოფილიყო ისიც უხარისხოდ + სალონში ქიმდასუფთავებით.
ანუ ტექნიკური კუთხით 1500იანიც და 2000+ ისინიც ერთნაირად დაღლილი იყო.
ყოველ შემთხვევაში 20+ მანქანა მაინც ვნახე და ეგ დასკვნა მაგის საფუძველზე გავაკეთე.
გულით მინდოდა მართლა იდეალური მანქანის ყიდვა + ფულის სესხებაზეც ვფიქრობდი რომ დამემატებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახე.
ხო და ბოლოს შევიძინე ეს მანქანა 1150$ ად
საშუალო მანქანაა კარგი ძრავით და ნორმალური ძარით.
სავალი ნაწილი მისახედი, სალონიც მისახედი + 1000 წვრილმანი.
ხო და დღეს დღეობით 500$+ დავახარჯე და ვიზუალად არაფერი ეტყობა ჯერ ))
ვაგროვებ ფულების ვშვნას და ვგონებ რომ ავცდები 2000$ს მაგრამ ჩემე გემოზე იქნება მანქანა და ყველა დეტალი ეყებება ხარისხიანი ბრენდი და არა ჩინურ-თურქული მაიმუნობა.
ბოლო-ბოლო მერსედესია და ტიპები 4500$ ებს იხდიან პრიუსში ))
თუმცა აქ მგონია რომ არაა დაფასებული ეს მოდელი. რუსეთში/უკრაინაში ბევრად ძვირი სიამოვნებაა კარგი 124
ვცდილობ ყველაფერი ჩემით გავუკეთო, ბევრი საათი მივახარჯე ამ მანქანას, თავიდან გაქვს ის გრძნობა რომ რა მინდოდა, რას ვყიდულობდი ამ ბებერს, მეყიდა გამართული ნიასან მიკრა.. )) მაგრამ რომ აფინიშებ ჩხიკინს დაღლის და სიამოვნების გრძნობა გეუფლება და გავიწყდება ყველაფერი.
ასევე ყველაფერს გავიწყდებს მანქანით გადაადგილების პროცესში ყოფნა.
გრძნობ, რომ მერსედესის ჯერ კიდევ სწორი ფილოსოფიით შექმნილ ისტორიის ნაწილს მანთავ.
მოკლედ ფინანსურალი კუთხით თუ შევხედავთ სჯობს იყიდო იდეალურთან მიახლოებული მანქანა და გადაიხადო ბევრი თუ რათქმაუნდა იშოვი ეგეთს.
დინოზავრებივით არიან ანუ როგორც ის ბავშვი იყიდა ვიდეოდან )) ამოწყდნენ..
თუმცა ისმის კითხვა..
კარგ ეგზემპლარად როგორი მანქანა ითვლება?
ახალი შეღებილი და ტონანახევარი შპაკლით დამძიმებული? (საღებავის სკანერი მაქვს და თუ დაგჭირდეს დაგეხმარები შემოწმებაში)
"გარისკა"_ს ავაწყობინა ძრავი ძმა ახალი "ვასმოიში" ნაყიდი დეტალებით"?
ჩაპრესილი ხადავოით და დატენილი ამოტიზატორებით?
მოკლედ მანქანის კონდიციის შეფასება არც ისე მარტივი საქმეა..
ვიზუალით არ უნდა დაბოლდე და ტექნიკურ მხარეებზე არ უნდა დახუჭოს თვალი.
ხშირად აკუკლავებენ მანქანას რომ "ტავადნი ვიდი" ქონდეს.
ანუ ჩვეულებრივი მყიდველსაც ჯერ "ვიდზე" მოყავს მანქანა, ღებავს ცუდად და აყენებს 17 იან დიდ დისკებს და ა.შ
მე უკუღმა გზით მივდივარ )) ანუ ჯერ ტექნიკური კუთხით ვაწესრიგებ და ვიზუალი მეორე + პლანზეა.
რამდენი ვწერე ))
მოკლედ თუ რამე დაგჭირდეს 124 ის თემაზე შეგიძლია მომართო დაგეხმარები რითაც შევძლებ.
წარმატებები!



Brian_2JZ
მიხარია 124 ის ჭეშმარიტ მოყვარულს რომ ვხედავ.
კი მანდ ძალიან ჭირს კარგი მანქანა, ზამთარში გზებზე რეაგენტები იყრება და 25+ ასაკის კი არა 2-3 წლის მანქანებიც ქვემოდან შეჭმულია კოროზიით.
თან იაფი არ ღირს მანდ არათუ კარგი არამედ ცუდი მანქანაც.
საქართველოში ბევრად კარგი ფასები გვაქვს და უფრო ცოცხალი მანქანა მოგდის.
წარმატებები მეგობარო! ნამდვილად კარგი მიზანი გაქვს და დროის ამბავია უბრალოდ განხორციელება.
აქ თუ დააპირებ ყიდვას შენს გვერდით მიგულე აგარჩევინებ კარგ ეგზემპლარს, უკვე იმდენი 124 ვნახე ჩემსას როცა ვყიდულობდი, რომ საკმაოდ კარგად გავერკვიე ამ მოდელში.

KDI
მადლობა მეგობარო, მე რესტაილინგზე მეტად ძველი ვერსია უფრო მეკლასიკება რაღაცნაირად. იმასაც ვფიქრობდი რესტაილინგი რომ მეყიდა გავაძველებდი ))
მონობლოკები ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ვარიანტია რისი დაყენებაც 124 ზე შეიძლება, უბრალოდ მე მაინც 15 იანის მომხრე ვარ და ამ მანქანაზე არ ვფიქრობ დისკების შეცვლას, მონობლოკი 17 მაინც უნდა დააყენო და მანდ უკვე კომფორტს კარგავ, ამ მანქანით ბევრ სიარულს ვგეგმავ და მირჩევნია სტოკი იყოს.


#######################


მოკლედ ნელ-ნელა აღვწერ პროცესს რა გაკეთდა..
პირველ რიგში მოვხსენი წინა ბამპერი, ფარები და ციმციმები.
user posted image
აქამდე არასდროს არ მომიხნია ან დამიყენებია არც-ერთ მანქანაზე ბამპერი და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ მარტივია..
4 ბოლტი და 2 გაიკაა მოსაშვები მხოლოდ.
არავინ არ მომხმარებია არც მოხსნაზე და არც დაყენებაზე. ფიზიკურად არ მჭირდებოდა დახმარება, მარტო მუშაობას ვარ მიჩვეული, მართალია დროში შესაძლოა იწელება, მაგრამ მგონია, რომ კარგად გამომდის.
ბამპერი დაზიანებული იყო ქვემოდან + მარცხენა ნიკელი დეფორმირებული.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
შევიძინე მეორადი ორიგინალი წინა ბამპერი, ნიკელები გადავიტანე და ავაწყვე.
ჩემდა სასიხარულოდ ვიშოვე ზუსტად ის ფერი ბამპერი რაც მჭირდებოდა.
მარცხენა ფარის შუშა შეცვლილი იყო და დაწებებული იყო 3 ლარიანი სილიკონით + სკოჩი მე დავამატე დროებით )) სადმე, რომ არ გამზვრალიყო.
ფარის ამრეკლის ირგვლივი პლასტმასის ჩარჩო იყო ჩინური.
თვითონ ამრეკლებიც გახუნებული + ფარის სამაგრი მოტეხილი.
მოკლედ შევიძინე 2 დონორი ფარი და + ჩემი 2 და ამ 4 ფარიდან ავაწყვე 2 კარგი ))
კარგი ამრეკლებით, ორიგინალი Hella კომპონენტებით და სათანადო მყარ გემრეტიკზე დავსვი.
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ამ ფარების მთავარი პრობლემა არის ამრეკლი ე.წ ნიკელებზე კოროზია.
მონიკელებაზე ან მოქრომვაზე ვფიქრობდი და მოვიძიე კიდეც მაგ საქმის პროფი უბრალოდ ძალიან ბევრი შრომა ჭირდებოდა და ცალი ამრეკლი 80 ლარიო, სულ 4 ამრეკლი აქვს ამ ფარს შესაბამისად ისევ დონორი ფარების ყიდვა ჯობდა და გადაწყობა.
კარგი ფარი ცალი 100-150 ლარი ღირს, რომელსაც გახსნა და გაწმენდა არ აწყენდა, შესაბამისად ბარემ დონორები ვიყიდე მაგის ნახევარ ფასად, ჩემით ავაწყვე ჩემს გემოზე.
შედა ჩარჩოს პლასტმასები განვაახლე 3000იანი ზუმბარას ქაღალდით (შკურკა)
დავაყენე კარგი ამრეკლებიც, ორიგინალი Hella შუშები და საბოლოო შედეგმაც არ დააყოვნა.. საკაფოდ "სვეჟი ვიდი" მისცა და რაც მთავარია მანქანა იდეალურად ანათებს.
ძმაკაცს ყავს კამრი და იმასაც კი შეშურდა )) ჩემი არ ანათებს ასეო..

user posted image
ფაქტობრივად შევისწავლე ფარის ანატომია და შესაბამისად ტექ. დათვალირებისთვის ჩემითვე გავარეგულირე ელემენტარულად.
ასევე აღვადგინე/გამავაგრე ფარის გაბზარული სამაგრები "პაიალნიკით" ("პლასტმასშიკ" საკმაოდ დავამუღამე ასე თუ ისე მოტოციკლის გადამკიდე )
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

ციმციმები არაორიგინალი ეყენა ღია ფერის, რომელსაც ვერ ვიტან )) სწრაფადვე გავაჩუქე.
ისნის და ელიავას დაშლილებში 2-3 დღიანი ბოდიალის შემდეგ ვიშოვე ორიგინალი ქარვისფერი Hella ციმციმები (მარჯვენა ისანში და მარცხენა ელიავაზე )) )
ფერი ერთი და იგივე დაჯდა.
user posted image
user posted image
ასევე შევიძინე რადიატორის ქრომის ჩარჩო თავის შიდა უდეგექტო სეტკით.
რაც მანქანას მოყვა ოდნავ დეფორმირებული იყო + სეტკის კბილებიც ჩამოტეხილი იყო აქა-იქ და ვიზუალს უფუჭებდა.
user posted image

მოკლედ საბოლოო ვიზუალი ასეთი გამოვიდა..
user posted image

ვიზუალის კუთხით თითქმის აღარაფერი გამიკეთებია.
დანარჩენი ცვლილებები ტექნიკურ მხარეს დაეთმო და ყველაფერს მოგითხრობთ დრო და დრო..

Posted by: medame333 9 Jun 2019, 18:34
წარმტებები და მალე დაგემთავრებინოს.

Posted by: Z-owner 9 Jun 2019, 18:55
shuka
up.gif up.gif up.gif up.gif მაგარია, კაია რომ სტილს უტოვებ, ეგ ან ბრენდ ნავაროტკაში უნდა იყოს, ან სტოკი, ზიზილ-პილოები არ ჭირდება. მაწიბალ ლურჯი დიოდები და ელიავას სპოილერები არ უნდა.

Posted by: shuka 9 Jun 2019, 22:13
medame333
Z-owner
გაიხარეთ ბიჭებო..

შეძენიდან მეორე დღეს ვესტუმრე თეგეტას.
შევცვალე ზეთი+ფილტრი
ჩავასხი კატალოგით რაც იყო რეკომენდირებული ზუსტად ის motul 6100 synergie+ 10w40
user posted image
იაფი არ ღირს, მაგრამ ზეთზე და საწვავზე ეკონომია არ ღირს რადგან პირდაპირ კავშირშია ძრავის რესურსთან.
ახალი მანქანა არაა და კაი 400.000+ აქ გარბენი მაგრამ მაინც ))
მოტოებში სულ მოტულს ვასხამ წლებია და ყელამდე კმაყოფილი ვარ.
ასევე შევიძინე ჰაერის და ბენზინის ფილტრებიც, რომლებიც მოგვიანებით შევცვალე ჩემით.
user posted image
user posted image
ბენზინის ფილტრის შეცვლას სამომავლოდ ვგეგმავ ყოველი 2x ზეთის შეცვლისას.
ასევე თეგეტაშივე შევამოწმებინე სავალი ნაწილი, ჩემდა სასიხარულოდ 124 ყავდა ვინც შეამოწმა და შესაბამისად იცოდა ამ მოდელზე ყველაფერი.
გამოველაპარაკე და მაჩვენა თავისი მანქანაც იქვე ეყენა შორიახლოს ავტოსადგომზე.
1989 იანი 3.0 ყავდა შავი ფერის, შავი ტყავის სალონით საკმაოდ კარგ კონდიციაში.
ძრავი მთლიანად დავშალე ჩემით შევუცვალე ყველაფერიო.
სავალი ნაწილის დათვალიერების შემდეგ ცოტა მჟავე სახე მიიღო..
მეთქი ვიცი, რომ ბევრი რამე იქნება, მაგისთვის მზად ვართქო ))
ჩამახუტა ფურცელი და 1-2 რჩევაც მომცა.
შტანგები შეგიძლია იაპონური w210 ის დააყენო, იგივეა და იაფში გამოხვალო.
პადმატორნები იაფიანი აყენია და დიდხანს არ იმუშავებს, ჯობია შეცვლაზე იფიქროო..
მოკლედ დანარჩენი ფურცელზე ჩანს.
user posted image
ჭვარტლიან ბრჩხილს არ ვიმჩნევთ )) უკვე შემეტყო ბებერი მანქანის ყიდვა.
80 იანებში დაპროექტებული მანქანა კია მაგრამ მარტივი სავალი ნაწილი ნამდვილად არ აქვს, განსაკუთრებით უკან.
უკან ისე ყოფილა მოწყობილი, რომ მოხვევისას უკანა საბურავი უხვევს და როგორც ჩანს ეს რაც უზრუნველყოფს მერსედესის გზაზე სტაბილურ დგომას და კომფორტს.
ამ ფოტოზე ვკაიფობ ))
user posted image

Posted by: KDI 9 Jun 2019, 23:23
ასეთი კარგ მდგომარობაში მყოფი ორიგინალი ბამპერი თუ იშოვე აქ მაგარი გაგმართლებია
up.gif up.gif up.gif
ნათურები რომელი დააყენე?, osram night breaker silver ან silver მე W202-ზე მიყენია ახლო განათებაზე და ძან კმაყოფილი ვარ, H7 არის ჩემი 30$ მდე დამიჯდა

ამ კუზაოს რატომ დაუპროექტეს ასეთი უცნაური სარკეები , ყოვეთვის მაინტერესებდა biggrin.gif

Posted by: Jedi Warrior 10 Jun 2019, 02:32
QUOTE (shuka @ 9 Jun 2019, 15:20 )
Jedi Warrior
გაიხარე ძმობილო, კუპეზე მეც ვფიქრობდი
თუმცა 4 კარიანი პრაქტიკულია ყოველდღიურობაში და მაგიტომაც შევაჩერე არჩევანი.
2 ვარიანტი მქონდა ყიდვისას
I მეყიდა მანქანა რომელიც იქნებოდა მართლა მოყვარულის ხელში ნამყოფი და მოვლილი.
II მეყიდა მისახედი მანქანა და ეტაპობრივად გამეკეთებინა ჩემს გემოზე.
ანუ თუ პირველ ვარიანტზე გავჩერდებოდი მეტი ფული უნდა მიმებშვნა თავიდანვე თუმცა წვრილმანები მაინც იქნებოდა მისახედი დრო და დრო.. მანქანის ასაკი თავისას შვება.
სწორედ მაგ ვარიანტს ვეძებდი უფრო, რადგანაც იაფიანი მანქანები განადგურებული იყვნენ.
კაიფი ისაა, რომ ძვირად რაც იყიდებოდა ისიც განადგურებული მანქანიდან აღდგენილი გაკუკლავებული ვარიანტი ოყო ხშირ შემთხვევაში.
ანუ 2000$ ფარგლებში ვეძებდი მანქანებს და ცოტა მეტადაც. ეს იყო ჩემი ბიუჯეტი, შეიძლება ცოტა იყო მაგრამ ამ ფასებში რაც ვნახე დიდათ არაფრით არ განსხვავდებოდა თუნდაც 1500$ იანი მანქანებისგან. შესაძლოა გადაღებილი ყოფილიყო ისიც უხარისხოდ + სალონში ქიმდასუფთავებით.
ანუ ტექნიკური კუთხით 1500იანიც და 2000+ ისინიც ერთნაირად დაღლილი იყო.
ყოველ შემთხვევაში 20+ მანქანა მაინც ვნახე და ეგ დასკვნა მაგის საფუძველზე გავაკეთე.
გულით მინდოდა მართლა იდეალური მანქანის ყიდვა + ფულის სესხებაზეც ვფიქრობდი რომ დამემატებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახე.
ხო და ბოლოს შევიძინე ეს მანქანა 1150$ ად
საშუალო მანქანაა კარგი ძრავით და ნორმალური ძარით.
სავალი ნაწილი მისახედი, სალონიც მისახედი + 1000 წვრილმანი.
ხო და დღეს დღეობით 500$+ დავახარჯე და ვიზუალად არაფერი ეტყობა ჯერ ))
ვაგროვებ ფულების ვშვნას და ვგონებ რომ ავცდები 2000$ს მაგრამ ჩემე გემოზე იქნება მანქანა და ყველა დეტალი ეყებება ხარისხიანი ბრენდი და არა ჩინურ-თურქული მაიმუნობა.
ბოლო-ბოლო მერსედესია და ტიპები 4500$ ებს იხდიან პრიუსში ))
თუმცა აქ მგონია რომ არაა დაფასებული ეს მოდელი. რუსეთში/უკრაინაში ბევრად ძვირი სიამოვნებაა კარგი 124
ვცდილობ ყველაფერი ჩემით გავუკეთო, ბევრი საათი მივახარჯე ამ მანქანას, თავიდან გაქვს ის გრძნობა რომ რა მინდოდა, რას ვყიდულობდი ამ ბებერს, მეყიდა გამართული ნიასან მიკრა.. )) მაგრამ რომ აფინიშებ ჩხიკინს დაღლის და სიამოვნების გრძნობა გეუფლება და გავიწყდება ყველაფერი.
ასევე ყველაფერს გავიწყდებს მანქანით გადაადგილების პროცესში ყოფნა.
გრძნობ, რომ მერსედესის ჯერ კიდევ სწორი ფილოსოფიით შექმნილ ისტორიის ნაწილს მანთავ.
მოკლედ ფინანსურალი კუთხით თუ შევხედავთ სჯობს იყიდო იდეალურთან მიახლოებული მანქანა და გადაიხადო ბევრი თუ რათქმაუნდა იშოვი ეგეთს.
დინოზავრებივით არიან ანუ როგორც ის ბავშვი იყიდა ვიდეოდან )) ამოწყდნენ..
თუმცა ისმის კითხვა..
კარგ ეგზემპლარად როგორი მანქანა ითვლება?
ახალი შეღებილი და ტონანახევარი შპაკლით დამძიმებული? (საღებავის სკანერი მაქვს და თუ დაგჭირდეს დაგეხმარები შემოწმებაში)
"გარისკა"_ს ავაწყობინა ძრავი ძმა ახალი "ვასმოიში" ნაყიდი დეტალებით"?
ჩაპრესილი ხადავოით და დატენილი ამოტიზატორებით?
მოკლედ მანქანის კონდიციის შეფასება არც ისე მარტივი საქმეა..
ვიზუალით არ უნდა დაბოლდე და ტექნიკურ მხარეებზე არ უნდა დახუჭოს თვალი.
ხშირად აკუკლავებენ მანქანას რომ "ტავადნი ვიდი" ქონდეს.
ანუ ჩვეულებრივი მყიდველსაც ჯერ "ვიდზე" მოყავს მანქანა, ღებავს ცუდად და აყენებს 17 იან დიდ დისკებს და ა.შ
მე უკუღმა გზით მივდივარ )) ანუ ჯერ ტექნიკური კუთხით ვაწესრიგებ და ვიზუალი მეორე + პლანზეა.
რამდენი ვწერე ))
მოკლედ თუ რამე დაგჭირდეს 124 ის თემაზე შეგიძლია მომართო დაგეხმარები რითაც შევძლებ.
წარმატებები!



[

გაიხარე მეგობარო, ნამდვილად საინტერესო საკითხს შეეხე , როცა ძველ ავტომობილს ყიდულობ, რა მიმართულებით უნდა წახვიდე. მართებული შენიშნვაა, ვიზუალურად გალამაზებული მანქანა ხშირად გამართულს არ ნიშნავს ამიტომ მთავარი მაინც ტექნიკური ცოდნა და შემოწმების უნარი და საშუალებაა თუ გინდა რომ პროექტი კარგ ფეხზე დაიწყო.

კუპე მირჩევნია კი, ყოველდღიურ მანქანად მაინც არ განვიხილავ და პრაქტიკულობა მეორე პლანზეა ჩემთვის. ეგ კი არა 80 -ების ს კლასის კუპე მომწონს კიდევ სასწაულად და გაცილებით მეტის გადახდაზეც ყაბულს ვარ. თუმცაღა რეალობა ის მგონია, რომ საქართველოში მაგ მანქანის მოვლა/გამართვა გაცილებით უფრო გაჭირდება, კარგ მდგომარებაში მყოფის მონახვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მოკლედ, წარმატებებს და ულევ მოტივაციას გისურვებ - გგულშემატკივრობ და ხშირად შევამოწმებ ამ თემას სიახლეების სანახავად.
* * *
QUOTE (shuka @ 9 Jun 2019, 15:20 )
Jedi Warrior
გაიხარე ძმობილო, კუპეზე მეც ვფიქრობდი
თუმცა 4 კარიანი პრაქტიკულია ყოველდღიურობაში და მაგიტომაც შევაჩერე არჩევანი.
2 ვარიანტი მქონდა ყიდვისას
I მეყიდა მანქანა რომელიც იქნებოდა მართლა მოყვარულის ხელში ნამყოფი და მოვლილი.
II მეყიდა მისახედი მანქანა და ეტაპობრივად გამეკეთებინა ჩემს გემოზე.
ანუ თუ პირველ ვარიანტზე გავჩერდებოდი მეტი ფული უნდა მიმებშვნა თავიდანვე თუმცა წვრილმანები მაინც იქნებოდა მისახედი დრო და დრო.. მანქანის ასაკი თავისას შვება.
სწორედ მაგ ვარიანტს ვეძებდი უფრო, რადგანაც იაფიანი მანქანები განადგურებული იყვნენ.
კაიფი ისაა, რომ ძვირად რაც იყიდებოდა ისიც განადგურებული მანქანიდან აღდგენილი გაკუკლავებული ვარიანტი ოყო ხშირ შემთხვევაში.
ანუ 2000$ ფარგლებში ვეძებდი მანქანებს და ცოტა მეტადაც. ეს იყო ჩემი ბიუჯეტი, შეიძლება ცოტა იყო მაგრამ ამ ფასებში რაც ვნახე დიდათ არაფრით არ განსხვავდებოდა თუნდაც 1500$ იანი მანქანებისგან. შესაძლოა გადაღებილი ყოფილიყო ისიც უხარისხოდ + სალონში ქიმდასუფთავებით.
ანუ ტექნიკური კუთხით 1500იანიც და 2000+ ისინიც ერთნაირად დაღლილი იყო.
ყოველ შემთხვევაში 20+ მანქანა მაინც ვნახე და ეგ დასკვნა მაგის საფუძველზე გავაკეთე.
გულით მინდოდა მართლა იდეალური მანქანის ყიდვა + ფულის სესხებაზეც ვფიქრობდი რომ დამემატებინა, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახე.
ხო და ბოლოს შევიძინე ეს მანქანა 1150$ ად
საშუალო მანქანაა კარგი ძრავით და ნორმალური ძარით.
სავალი ნაწილი მისახედი, სალონიც მისახედი + 1000 წვრილმანი.
ხო და დღეს დღეობით 500$+ დავახარჯე და ვიზუალად არაფერი ეტყობა ჯერ ))
ვაგროვებ ფულების ვშვნას და ვგონებ რომ ავცდები 2000$ს მაგრამ ჩემე გემოზე იქნება მანქანა და ყველა დეტალი ეყებება ხარისხიანი ბრენდი და არა ჩინურ-თურქული მაიმუნობა.
ბოლო-ბოლო მერსედესია და ტიპები 4500$ ებს იხდიან პრიუსში ))
თუმცა აქ მგონია რომ არაა დაფასებული ეს მოდელი. რუსეთში/უკრაინაში ბევრად ძვირი სიამოვნებაა კარგი 124
ვცდილობ ყველაფერი ჩემით გავუკეთო, ბევრი საათი მივახარჯე ამ მანქანას, თავიდან გაქვს ის გრძნობა რომ რა მინდოდა, რას ვყიდულობდი ამ  ბებერს, მეყიდა გამართული ნიასან მიკრა.. )) მაგრამ რომ აფინიშებ ჩხიკინს დაღლის და სიამოვნების გრძნობა გეუფლება და გავიწყდება ყველაფერი.
ასევე ყველაფერს გავიწყდებს მანქანით გადაადგილების პროცესში ყოფნა.
გრძნობ, რომ მერსედესის ჯერ კიდევ სწორი ფილოსოფიით შექმნილ ისტორიის ნაწილს მანთავ.
მოკლედ ფინანსურალი კუთხით თუ შევხედავთ სჯობს იყიდო იდეალურთან მიახლოებული მანქანა და გადაიხადო ბევრი თუ რათქმაუნდა იშოვი ეგეთს.
დინოზავრებივით არიან ანუ როგორც ის ბავშვი იყიდა ვიდეოდან )) ამოწყდნენ..
თუმცა ისმის კითხვა..
კარგ ეგზემპლარად როგორი მანქანა ითვლება?
ახალი შეღებილი და ტონანახევარი შპაკლით დამძიმებული? (საღებავის სკანერი მაქვს და თუ დაგჭირდეს დაგეხმარები შემოწმებაში)
"გარისკა"_ს ავაწყობინა ძრავი ძმა ახალი "ვასმოიში" ნაყიდი დეტალებით"?
ჩაპრესილი ხადავოით და დატენილი ამოტიზატორებით?
მოკლედ მანქანის კონდიციის შეფასება არც ისე მარტივი საქმეა..
ვიზუალით არ უნდა დაბოლდე და ტექნიკურ მხარეებზე არ უნდა დახუჭოს თვალი.
ხშირად აკუკლავებენ მანქანას რომ "ტავადნი ვიდი" ქონდეს.
ანუ ჩვეულებრივი მყიდველსაც ჯერ "ვიდზე" მოყავს მანქანა, ღებავს ცუდად და აყენებს 17 იან დიდ დისკებს და ა.შ
მე უკუღმა გზით მივდივარ )) ანუ ჯერ ტექნიკური კუთხით ვაწესრიგებ და ვიზუალი მეორე + პლანზეა.
რამდენი ვწერე ))
მოკლედ თუ რამე დაგჭირდეს 124 ის თემაზე შეგიძლია მომართო დაგეხმარები რითაც შევძლებ.
წარმატებები!



[

გაიხარე მეგობარო, ნამდვილად საინტერესო საკითხს შეეხე , როცა ძველ ავტომობილს ყიდულობ, რა მიმართულებით უნდა წახვიდე. მართებული შენიშნვაა, ვიზუალურად გალამაზებული მანქანა ხშირად გამართულს არ ნიშნავს ამიტომ მთავარი მაინც ტექნიკური ცოდნა და შემოწმების უნარი და საშუალებაა თუ გინდა რომ პროექტი კარგ ფეხზე დაიწყო.

კუპე მირჩევნია კი, ყოველდღიურ მანქანად მაინც არ განვიხილავ და პრაქტიკულობა მეორე პლანზეა ჩემთვის. ეგ კი არა 80 -ების ს კლასის კუპე მომწონს კიდევ სასწაულად და გაცილებით მეტის გადახდაზეც ყაბულს ვარ. თუმცაღა რეალობა ის მგონია, რომ საქართველოში მაგ მანქანის მოვლა/გამართვა გაცილებით უფრო გაჭირდება, კარგ მდგომარებაში მყოფის მონახვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

მოკლედ, წარმატებებს და ულევ მოტივაციას გისურვებ - გგულშემატკივრობ და ხშირად შევამოწმებ ამ თემას სიახლეების სანახავად.

Posted by: shuka 10 Jun 2019, 03:36
KDI
ბამპერი მთლად იდეალური არაა, მცირე ბზარი ქონდა საბუქსირესთან და გავამაგრე.
ტექდათვალიერებისთვის ვჩქარობდი და ეს ვარიანტი ჩამივარდა, თან ფერი იგივე და დავითრიე.
სამომავლოდ შესაძლოა შევცვალო თუ ვიშოვე უიდიალურეს მდგომარეობაში მყოფი. ჯერ მაგისთვის არ მცალია. ტექნიკურ საკითხებს ვაგვარებ.
სავალი ნაწილი, კონდიციონერი და ა.შ 1000 წვრილმანი.
Osram night braker + ამათ ვიყენებდი სულ მოტოციკლებზე და ძალიან კმაყოფილი ვარ.
Varna თუ რაღაც ეგეთი აყენია გერმანული H4 და ძაან კმაყოფილი ვარ ნათებით და ფერითაც.
სანამ იმუშავებს ვამუშავებ და მერე ოსრამს ვიყიდი.
სანისლეებში ვფიქრობ H3 3000K ფერის osram fog braker ებს სამომავლოდ.
აქ არ იშოვება და გამოწერა მოუწევს.
ჯერ ჰაერმწომის ყიდვა შესაძლოა დამჭირდეს, უნდა დავადიაგნოსტირო და გამოჩნდება..
80იანების მანქანაა და მაგ დროს და ცოტა ადრე ზოგ მანქანას სულ არ ქონდა მგზავრის სარკე ) და 124ს მოკლე ვარიანტი დაუყენეს, თან აქ თან არა )) თავის საქმეს მაინცდამაინც იდეალურად ვერ ასრულებს, ხშირად არ ჩანს ყველაფერი და ბოლომდე არ ვენდობი.
რომელი w202 გყავს, ყველა მაგას მირჩევდა რათ გინდა 124.. ბევრად კაი 202მოგივაო..
3.6 იან 202 ზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერ შევწვედი.
კარგი მაქანაა, ნატარები მყავს.
უფრო ქალაქის ვარიანტია რა..
ანუ თუ ხშირად გიწევს ქალაქში მოძრაობა ჯობია კიდეც 124ს მაგ კუთხით.
124 უფრო ტრასის მანქანაა, უფრო "პლავნად" მოძრაობს და სტაბილურად დგას გზაზე.



Jedi Warrior
გაიხარე, მე უფრო 124 კუპეს გირჩევდი ინჯექტორიანს.
თუ მძლავრი გინდა 2.8 ან 3.2 სადღაც 2 ლიტრით მეტი წვა გექნება.
თუ სიმძლავრე გკიდია 2.0 ან 2.2
მე 2.2 მყავს და ერთ-ერთი კარგი ვარიანტია წვის და სიარულის ბალანსით.
150ცხენი ყავდა ოდესღაც და საკმაოდ კარგად დარბის დღესაც.
2.2იანი მექანიკა კარგი მანქანა ჩანს ლურჯი ფერის რომ იყიდება 2300$ ად მონობლოკებზე და რესტავრირებული სალონით.
ღირს ნახვად..
კიდევ ჩვენს ფორუმელს ყავს გასაყიდი 3.2 ავტომატი კუპე.
W126 ის კუპეს ფიქრობ კიდევ თუ რომელს?
პრაქტიკულობის და შენახვის კუთხით 3x ან მეტზე გაამრავლე 124ის ხარჯები.
124 ჩემი აზრით არის ჯერ მართალია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე თითქმის კლასიკა.
გავა 10 წელი და კარგ 124 სანთლით იქნება საძებნი და ბიუჯეტიც ბევრად მეტი იქნება საჭირო.
ხალხის დიდი ნაწილი ლიფისებრი მანქანებით ვივლით და კლასიკ მანქანები სავიქენდოდ გვეყოლება ალბათ თუმცა მე ჩემსას ყველგან ვიყენებ სადაც მჭირდება და ძირითად მანქანათ მყავს და მგონია, რომ სანამ მეყოლება სხვა მანქანაზე არ გადავჯდები.
ეხლა მგონია ეგრე და ხვალ რა იქნება ხვალინდელი დღე გვიჩვენებს..


გავაგრძელებ მე.. ))
ე.ი ევიძინე ე.წ შტანგები, მეორადი იაპონური მანქანიდან, ვიზუალურად კარგ კონდიციაში მყოფი, ახალი კი ჯობდა, მაგრამ მგონია რომ ესენიც იმუშავებენ 3-4 წელი თუ მეტი არა..
user posted image
მოკლედ ამ და კიდევ სხვა დეტალებით მივედი თეგეტაში და რომ დამითვალეს რა დამიჯდება ყველაფერი გამოვბრუნდი უკან.
250-300 ლარი დაჭირდება უხეშადო..
მერე სათითაოდ ჩავეკითხე..
წინა მშრალი (სუხოის) ამორტიზატორის რეზინებს მეც შევცვლი და ეგ რა შეღავათს მომცემსთწო და 25 ლარიო, არადა 30ლარი მივეცი მაგ დეტალის ყველაზე ხარისხიან ვარიანტში. Lemforder ვიყიდე ეგ და კიდევ ბევრი რამ, და მთლიანად მაგ ბრენდით ვაპირებ დავაკომპლექტო სავალი.
უბანში არსებობს ე.წ იამა რომელიც ტაქსისტებმა გააკეთეს ადრე, მივაყენე მანქანა, მოვხსენი უკანა დისკი და შევუდექი საქმეს ჩემით და საკმაოდ წარმატებით.
დამჭირდა თითქმის 1 დღე
2 x 19იანი ქანჩი + 2x 17იანი + wd40 + ჩაქუჩი
პრობლემური ბოლტების მოხსნა და დავამუღამე მაგრად )) ყველა ჩაჭანგული იყო ლამის. საჭიროა მოთმინება და ძალის მოზომვა + ჩაქუჩის დაკაკუნება აქა-იქ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ აქამდე სავალი ნაწილიდან მხოლოდ მშრალი ამორტიზატორის რეზინები მაქვს შეცვლილი ისიც საუკუნის წინ.
დროში კი გაიწელა, მაგრამ საკმაოდ ავიმაღლე პრაქტიკა, აწი სულ ჩემით შევცვლი და დამჭირდება არა 1 დღე არამედ 2 საათი.
მოკლედ არაფერი რთული არაა, მთავარია თავი მუშაობდეს და ხელები.
მარტივი ლოგიკაა საჭირო.. რა დეტალსაც მოხნსი ისევ ისეთს აყენებ (ოღონდ ძველს არა) იგივე ადგილზე ))
user posted image
user posted image
აღმოჩნდა, რომ w210 ის და w124ის შტანგები ოდნავ განსხვავებული ყოფილა, კერძოდ 2 მიმმართველი შაიბა ე.წ "ნაპრავლაიუში" აქვს 124ს, ხოლო 210ს არა.
ხო და ავაწყვე სპეციალური ამ შაიბის გამომგდები + ჩამპრესავი მარტივი მოწყობილობა და საკმაოდ მარტივად გამოვაგდე და მარტივადვე ჩავსვი ზედმეტი ძალადობის გარეშე.
დამატებით საჭირო გახდა 2 შტანგის დიამეტრის გაფართოება 12 დან 13მმ ამდე.
შევიძინე ბურღი, დრელი კი მქონდა და დავაფინიშე საქმე.
user posted image
დამრჩა 1-2 დეტალის შეცვლაღა და უკან სავალს მოვრჩები. სპეციალური ინსტრუმენტის აწყობა მჭირდება და 1 საათის საქმეღაა დარჩენილი..
ამ ფოტოში წინა მშრალი ამორტიზატორის რეზინებს ვცვლი ღამის 12 ზე ))
მეორე დღეს ბათუმში მივდიოდით და მეგობარმა მომწერა რას შვები ხვალისთვის მზად ხარო...
და ეს ფოტო გავუგზავნე ))
user posted image

Posted by: zigmundi32 10 Jun 2019, 04:06
სად შლიან ამ კუზაოს ხომ არ იცით?
აბს ის ბლოკს ვეძებ როგორც მითხრეს ე30 მიდის

Posted by: shuka 10 Jun 2019, 04:21
zigmundi32
ისანში შლიან უფრო, ისე კერძო პირებიც ბევრი შლის. მაიპარტზე დევს განცხადებები.
აბეესის ბლოკს რაც შეეხება, მე როგორც ვიცი ამ მოდელზე საუკუნეში ერთხელაც არ ფუჭდება თვითონ ბლოკი.
როგორც ვიცი თვითონ აბეესის სენსორი ფუჭდება თუმცა თავს ვერ დავდებ მაგ ინფორმაციის სიზუსტეზე, არ მქონია შეხება.
ბლოკი რომ არ ფუჭდება ეგ უტყუარი ინფორმაციაა..
ე30 ის არაფერი დააყენო, 124 ისას იშოვი ომიტომ რომ 1988 დან ზემოთ ყველა მანქანაზე ეყენა აბეესი.
აბს ის რელე გამორიცხე, ეგაა შეიძლება დამწვარი. თუ გინდა ჩემთან გადმოვიტანოთ შენი რელე და შევამოწმოთ/გამოვრიცხოთ.

Posted by: KDI 10 Jun 2019, 09:48
QUOTE
სანისლეებში ვფიქრობ H3 3000K ფერის osram fog braker ებს სამომავლოდ.

სწორედ ასეთი ყვითელი ნათების უნდა ნისლისთვის და არა ჩვენთან სილამაზის გამო თეთრებს და იცე ბლუებს რომ აყენებენ givi.gif

QUOTE
რომელი w202 გყავს, ყველა მაგას მირჩევდა რათ გინდა 124.. ბევრად კაი 202მოგივაო..
3.6 იან 202 ზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერ შევწვედი.
კარგი მაქანაა, ნატარები მყავს.
უფრო ქალაქის ვარიანტია რა..
ანუ თუ ხშირად გიწევს ქალაქში მოძრაობა ჯობია კიდეც 124ს მაგ კუთხით.
124 უფრო ტრასის მანქანაა, უფრო "პლავნად" მოძრაობს და სტაბილურად დგას გზაზე.


2,2 CDI მექანიკა. ზე ეკონომიურია და არც ისე ნელი. მაგრამ სამომავლოდ თუ გავწვდი ფინანსურად, მინდა 2.7 CDI ან 3.2 CDI და 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემით დაყენო.

124 რესტაილინგი 100 თავით მირჩევნია 202ს. მაგრამ განბაჟებული და აქ ნარბენი მანქანის ყიდვა არ მინდოდა. განუბაჟებელი დიზელი კიდე არ იყო, თან მაგათში CDI ძრავები არ დგას და ცოტა ხმაურიანებია. ხოდა განბაჟება რომ გაძვირდა, ორი წლის წინ მაშინ ვიყიდე. ძველი ტარიფით 1000$ მოუწია განბაჟებას , ეხლა 2100$ უნდა.
საერთოდ პატარა გაბარიტის მანქანები არ მევასება სასტიკად. 202 კუზაოც არ მიყვარდა, სალონი ძან პატარა აქვს, ნუ შევეჩვიე ასე თუ ისე და შემიყვარდა. W124, W140, W210 ამ ლეგენდებს ვცემ დიდ პატივს, ამ მოდელებით სიარულის სანაცვლოდ, კი ავაიტანდი ქალაქში არა კომპორტულობას, ნუ ეხლა ქალაქში არ ვცოვრობ და რომ არ გაომიცდია ეგ სიმწარე მაგიტომ ვამბობ ალბათ smile.gif

Posted by: zigmundi32 10 Jun 2019, 12:18
shuka
ცუდად დავწერე ანუ ე30 ზე მინდა და როგორც მითხრეს 124 ის მიდის
ჩემი მოდელის ვერ ვიშოვე ვერსად ჭირს ნაწილები
რაც შეეხება პრობლემას, ცალ პაკრიშკას არ ატორმუზებს, ახლა დროებით გავაუქმე აბეესი და პირდაპირზე მაქვს ტრუპკები შეერთებული.
ვნახავ აბა საიტებზე, მადლობ ყურადღებისთვის

Posted by: Z-owner 10 Jun 2019, 16:56
shuka
190-ს აქვს უკან ერთი გიტარა და ეგ გიტარა ჩალიჩობს უკანა საბურავების მოხვევას,
пассивная подруливающая подвеска ქვია, თუ არ ვცდები w123-ზეც იყო ეგეთი რაღაც, აქტიური უკვე ჰიდრავლიკით იმართება.

Posted by: bizonikluchi 11 Jun 2019, 00:34
shuka



წარმატებები. ეცადე ბევრი ფოტო გადაიღო,თუნდაც დაბალი ხარისხის.



ძველ სამსახურში თანამშრომელმა 190 გააკეთა და სალონი შეაკერინა. ისეთი კარგი გამოვიდა რო ერთი ათად გაალამაზა მანქანა.


ინტერნეტში რამე სურათი გაქვს აღებული რის მიხედვითაც აკეთებ მანქანას? ანუ რა ვიდზე უნდა იყოს საბოლოოდ?




მაგ თაობის მერსედესის ძრავების მთავარი პრობლემა ელექტროობა იყო,კაბელის უხარისხობა.მერე bmw ს კაბელზე გადააწყობდნენ და საშვილიშვილო იყო

Posted by: shuka 11 Jun 2019, 12:32
KDI
კი ეგრეა, სანისლეს თავისი დანიშნულება აქვს და ყვითელი უნდა იყოს მაქსიმალურად.
ქარხნულად ფრანგული და ამერიკული ბაზრისთვის აწყობილ 124ებში ყვითელი ამრეკლი აყენია ხშირად.
სხვა ყველაფერს რომ თავი დაანებო ძალოან ლამაზია, რეტრო შეხედულებას აძლევს..
user posted image
ფერის შეცვლას ვფიქრობდი მაგრამ შევიკავე თავი. ყვითელ ლაქს ასხავენ, მაგრამ არაფერს ამბობენ რამდენად გაუძლებს თერმო ზემოქმედებას. მოსპილენზება ან რამე ეგეთი უნდა თუ ხარისხიანად გინდა გააკეთო და მაგ თემაზე მაქვს ზედმეტი ამრეკლკლი და ექსპერიმენტირებას ვაპირებ სამომავლოდ ყველა ტექნიკურ საკითხს რომ მოვრჩები.
user posted image

2.2 სიდიაი გადსარევი ძრავია, მე არც ვიფიქრებდი უფრო დიდ ძრავიანზე.
გამძლე, ეკონომიური, სწრაფი.
124 ებში ძაან ოლდსქული დიზელები დგას.
2.0დიზელით ვიარე ცოტა ხნის წინ, 1 წელი იდგა მანქანა გარეთ და 1 გადაწევით დაიქოქა. ტყვიაგაუმტარი კია, მანქანა, მაგრამ კუა სიარულში. ქარხნულად 20+ წამი უწერია 0-100კმ/სთ
2.5ჯობია ყველას ატმოსფერული ან 2.5 ტურბო დიზელს თუ იშოვი საერთოდ კანფეტის, მაგრამ ძალიან იშვიათი.
3.0 დიზელიც არსებობს, მაგრამ მანდ უკვე დიზელის მუღამი იკარგება. წვა აქვს დიდი და შეიძლება შენი 2.2უფრო სწრაფი იყოს.
ქალაქს რაც შეეხება.. ქალაქში 124ით კი არა მოტოციკლითაც საცობში გიწევს ყოფნა ))
პიკის საათებში არ გამომყავს მანქანა, ჯობია საზ. ტრანსპორტი. ნაკლები თავის ტკივილია.

zigmundi32
არაფრის მეგობარო, ფორუმებზე მოიძიე, ბევრი დეტალი მსგავსი აქვს მერსედესს და ბეემვეს. მაგალითად M102 ძრავი ბეემვეს ძველი ძრავის ბაზაზეა შექმნილი.
სწორედ ის ძრავი 190 ევოშო რომ დგას.

Z-owner
კი ეგაა.
უკან სავალს რომ ვცვლიდი წავაწყდი ეგეთ ბერკეტს..
ერთი შტანგა უძრავად არ არის მიმაგრებული ძარაზე, მცირე მოძრაობის საშუალება აქვს ლუფტივით და როგოც ჩანს ეგაა. მოხვევისას მასის გადანაწილების ცვლილების ხარჯზე ახვევინებს როგორც ჩემი ლოგიკით ვხვდები.


bizonikluchi
სალონს ჩემით ვაპირებ აღვადგინო, ცოტა კერვაც მეხერხება თუ გავქაჩე, თუ არადა მკერავს მივუტან მოხსნილ ნაჭერს და დაზიანებულ ნაწილს ახალს ჩავაკერინებ და ისევ უკან ავაწყობ.
უკვე ვცადე ჩემი ძმის 124ის სავარძლის დაშლა და უმარტივესია.
+ ზუსტად იგივე ფერი ნაჭერი ვიშოვე (უკანა სავარძელი ვიყიდე დონორად)
სალონის რესტავრატორები ძალიან ბევრს ითხოვენ, არადა თუ დრო გაქვს არაფერი რთული არაა..
არაფერ განსაკუთრებულს არ ვუპირებ ამ მანქანას, უბრალოდ ვანახლებ ყველა ბმულს, ასე ვთქვათ გაახალგაზრდავება ბებერს ))
იქნება ქარხნული მაქსიმალურად.
ჩვეულებრივი რესტავრაცია/განახლების პროცესში ვარ რა..

კი "პრავოდკის" პრობლემურია ამ მოდელზე და ჩემი მთელია სასიხარულოდ.
როგორც ვიცი ტაივანური სპილენძია გამოყენებული, რომელიც ცუდ კლიმატურ პირობებში უბრალოდ კოროდირდება და იბშვნება.
ბევრს აქვს შეცვლილი ბეემვეს შნურებით..
ჯერ-ჯერობით არანაირი ხარვეზი არ აქვს, ვიზუალური დათვალიერებით ცოცხალია. თუ მოუწია შეცვლა ჩემით ვაპირებ შეცვლას ))
0 გამოცდილება მაქვს მანქანის პრავოდკაში, მაგრამ არსებობს სქემები, ასევე შეგიძლია ფოტო/ვიდეო გადაუღო დაშლის პროცესს და უკუ მიმართულებით ააწყო. საკმაოდ მარტივადაა 124 დაპროექტებული, რასაც მოვკიდე ხელი ყველაფერი გამოვიდა.
დინამოს ჩოთქების შეცვლას ვფიქრობ თავის დაზღვევის მიზნით, ასევე ჰიდროგამაძლიერებლოს სალნიკის..
2 ვერ მუშაობს მაგრამ 440.000 აქ გავლილი მანქანას და სასურველია განახლდეს.
ინტერნეტი სავსეა მსგავსი ინფორმაციით.
ფოტოებს დავდებ აუცილებლად დრო და დრო..

* * *
ბევრი აწონ-დაწონა, შედარების და რჩევების მერე თეგეტაში შევიძინე Riken road performance საბურავები ქარხნული ზომა 195/65R15
user posted image
ჩემს ძმასაც ესეთები უყენია124ზე წელიწადზე მეტია და მშვენივრად მუშაობს იმისდამიუხედავად, რომ არ არის პრემიუმ სეგმენტის ბრენდი. Bridgestoneის შვილობილი ბრენდია riken და იწარმოება სერბეთში.
ფაქტობრივად ჩინურის ფასია + დამატებით კარგი ფასდაკლებით ვიყიდე და რაც ყველაზე კარგია ამ ბრენდს გარანტია მოყვება ანუ ბორტი რომ დაზიანდეს ან რამე ეგეთი გიცვლიან ახლით. ცუდი რომ იყოს არ იქნებოდა ესეთი გარანტია.
შეცვლიდან პირველად რომ გავიარე მანქანით მაგრად მერბილა, მეგონა რომ სრულად გამირემონტეს სავალი ნაწილი ))
კარგად ეჭიდება გზას, სველზეც და მოხრეშილზეც. უკვე ვიარე და გაიარა ტესტირება.
2019 ის ჩამოსხმა )) რეზინა თავის საქმეს როგორც საჭიროა ასრულებს რა..
დანიშნული მაქვს ოდომეტრზე და მაინტერესებს რამდენს გაირბენს და რამდენი წელი მეყოფა.
მე მგონია რომ 50.000+ უნდა ირბინოს უპრობლემოდ..
user posted image

Posted by: e36m3 16 Jun 2019, 17:22
user posted image
მშვენიერ კლასიკურ ვიზუალზეა. ის შავი რკინის დისკებიც ჰარმონიულად გამოიყურება მთლიანობაში. მოხოდე მაქსიმალურად ტექნიკური მხრივ და ისიამოვნე up.gif

Posted by: kataxxl 19 Jun 2019, 21:18
shuka

ეგეთი მყავდა 2 ცალი სხვადასხვა წლოვანების

მეც მასე ვფიქრობდი სანამ სპორტულ ავტოზე გადავჯდებოდი

სამართავად ერთერთი ყველაზე ცუდი მანქანაა რაც ამ სამყაროში შექმნილა




Posted by: shuka 19 Jun 2019, 23:23
e36m3
კი მაქსიმალურად ქარხნულ ვიზუალზე იქნება. ეს რკინის დისკები ჩემი ძმის 124 ისაა, დროებით მეყენა სანამ ჩემს საბურავებს ველოდებოდი. ალუმინის 15 იანები მოყვა ჩემსას ესეთი , თაბიდან ე.წ "რამაშკებ"ის დაყენებას ვფიქრობდი, ეშკებზე რომ დგას, მაგრამ ესენი დავტოვე.
ამერიკულ მერსედესებზე დგას ხშირად მსგავსი დისკები და ხშირად მოქრომილია ბევრი მათგანი, ხო და ჩემების გაპოლირებას ვფიქრობ ქრომის ეფექტამდე მიყვანას. დავიწყე უკვე ერთ დისკზე და მაგის პროცესსაც დავდებ.
user posted image


kataxxl
სპორტული მანქანა და 124 სხვადასხვა ცნებები მგონია მე და ყველაზე ცუდ სამართავ მანქანად თუ თვლი ამ მანქანას გამოდის სხვდასხვა პლანეტაზე ვცხოვრობთ ))
კომფორტული სედანი და უხეში სპორტული ხასიათის მანქანა განსხვავებული იქნება აუცილებლად.
ეს იგივეა სპორტბაიკზე რომ გადაჯდე ჩოპერიდან და თქვა ცუდად იმართებაო.
ბოლო წლებში თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესოდ მართვადი სტრიტ ბაიკი triumph street triple r მყავდა თან რამოდენიმე ეგზემპლარი. კარგი მართვადობა ვიცი რაცაა, სპორტული მანქანებითაც მივლია, მაგრამ 124, ასევე მაგ თაობის და უფრო ძველი მერსედესები მომწონს. შეიძლება დავბერდი, ან სხვა პრიორიტეტი მაქვს..
ცოტა ხნის წინ ბებერი იაგუარი შევიძინე ))
შენ როგორც ჩანს უფრო მეტს მოელოდი მანქანიდან და არ აღმოჩნდა შენი 124 ან უბრალოდ დაძველდა ფიზიკურად და მორალურად და გამოიცვალე.
ისე რა მანქანები გყავდა იქნებ მეც მყავს ნატარები და გავცვალოთ შეხედულებები..

----------------------------------------------

მათთვის ვისაც აინტერესებს ჩემი ძმის ვიდეოს მივაგენი სადაც ნაჩვენებია თუ როგორ გადაადგილდება ქალაქში 124 2.3
სტანდარტული მაყუჩი აქვს და ერთი შეხედვით სიჩქარე არ შეიმჩნევა, ამიტომ ვიდეოს მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩანს სპოდომეტრის ჩვენება.
მოკლედ ვიდეოში ნათლადაა ნაჩვენები რა სიჩქარით და როგორ "პლავნად" და სტაბილურად აკეთებს მანევრებს ბებერი.
უმჯობესია 1:00 დან უყუროთ


გავაგრძელოთ 124 ის გაახალგაზრდავების პროცესი..
ე.ი ბევრი ფიქრის და ბჭობის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ როცა საქმე ტორმუზს ეხება აქ ეკონომიის გაწევა არც ისე კარგი იდეაა..
შევიძინე ერთ-ერთი საუკეთესო ATE ბრენდი წინა საყრდენი დისკები და ხუნდების სრული კომპლექტი.
იაფია არ დაჯდა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ვგონებ, რომ ღირს ფულის მიბშვნად.
აქ შევიძინე თუ ვინმეს დაჭირდეს რეკომენდაციას ვუწევ.
http://www.ate.ge/contact.php
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
ახალ საყრდენ დისკს აქვს სპეციალური ანტიკოროზიული დამუშავება, ანუ საყრდენი დისკის მხოლოდ ხუნდთან კონტაქტში მყოფი მონაკვეთი იქნევა ღია ლითონი (ვერცხლისფერი დამცავი შრე მოშორდა უკვე) ხოლო დანარჩენი ნაწილი მაქსიმალურად დაცულია ჯანგისგან.
user posted image

Posted by: Andgula 3 Jul 2019, 12:29
სიამოვნებით გადავიკითხე მთელი თემა, ყველაზე მეტად ასეთი პროექტები აკლია ფორუმს.

არის რაიმე სიახლე?

Posted by: AnimeR 6 Jul 2019, 23:55
shuka
გაუგე როგორც იქნა მანქანას გემო?
სხვა დროც მახსოვს მე smile.gif
წარმატებები! ოთო ჩემი ცხოვრების ნაწილიც არის smile.gif
ნაწილები სანამ იშოვნება კიდევ (საწყობებში და ა.შ. საზღვარგარეთ) ყოვე თვე შეიძინე წვრილმანები, პაჭიპუჭა რეზინები, ბოლტები, გაიკები და ა.შ. ოღონდ ახალი ორიგინალი... 5-10 წლის მერე მადლობას მეტყვი wink.gif
გაითვალისწინე, როგორი პატარა დეფექტიც არ უნდა ქონდეს, არ აღადგინო სალონის და ექსტერიერის ნაწილები. აუცილებლად ახალი, ორიგინალი და მაქსიმუმ მეორადი იდეალურ მდგომარეობაში!
მანქანა აუცილებლად გარაჟში უნდა გყავდეს ნორმალურ ტემპერატურულ და სინოტივის პირობებში, სასეირნოთ შაბათ-კვირას უნდა გამოხვიდე მზიან ამინდში smile.gif
თუ გინდა რომ შედეგიც იგრძნო და ბებერმა შუკამ იამაყო wink.gif

Posted by: shuka 11 Jul 2019, 04:49
AnimeR
კაიგამარჯობა, როგორ ხარ?
ხო გადოვერთე მანქანაზე ))
რაც დავაყენე ყველაფერი ქარხნულია ჯერ. სავალი ნაწილი ლენფროდერი მოყვება ამას ყველაფერი როგორც ვიცი და ეგენი მაქ ნაყიდი მხოლოდ.
შენი ე30 როგორაა.. ძაან ზეგზ ვიდზე კი იყო სანამ ვხედავდი ძველ სახლთან და ეხლა სადგომზე გყავს შიგნით ხო?
გარაჟი კი უნდა და ვერ მოვაბო თავი რო გამოვანთავისუფლო.
1000 ხარახურა ყრია გარაჯში.
ამ მანქანით ვმოძრაობ შემდეგნაირად..
თუ საქმე მაქვს ქალაქში და შუადთის 5-6 საათია არ გამომყავს და მივდივარ მეტროთი.
8 საათის მერე სიამოვნებით ვმოძრაობ.
ვცდილობ საცობში არ ვიარო და ძირითადად უფრო დიდ გზებზე ტრასაზე სასიარულოდ ვიყენებ, რაც მყავს 5000+ გავიარე უკვე.
მე ასე მესმის რომ თუ გყავს 124 უნდა იარო ოღონდ ზამთარში მოყინულზე არა )) კიდევ ერთი მომენტი..
ხშირად უნდა გაირეცხოს მანქანა გარედან და უფრო მნიშვნელოვანია კრილოების გამოკერხერება და ა.შ
ტალახში თუ მოგიწია სიარული უნდა გარეცხო რაც მალე მით უკეთესი.
გარაჟი საჭიროა ნამვილად და ეგ ბევრს ნიშნავს მანქანის შენახვის საქმეში.
მოკლედ ამ ეტაპზე მინდა რომ 124 მყავდეს კაი ხანი და მერე სამომავლოდ მეორე ცოტაადგილიან მანქანაზეც მაქ ფიქნები.. ვნახოთ რა გამოვა..

Posted by: ikaika_11 11 Jul 2019, 09:32
AnimeR
გაუმარჯოს, მეც მყავს ძველი 124 , საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. მერე თემჯს ავტორი თუ არ მიწყენს სურათებსაც დავდებ. იცი რა მაინტერესებს? გარაჟში მიყენია, რომელიც არის სულმთლიანად რკინის კარკასით შეკრული. გარეთ დაყენებაც არ მინდა, მეშინია რომ მეზობლის ბავშვებმა ან მანქანამ არ გაუსვას. მზე აჭEრს ხოლმე გარაჟშს რაღაცა დროის განმავლობაშI და რამეს უზავს ეგრე რო აყენია? თAნ ვენტილაცია არ არის კარგი, სულ შეკრულია რკინით. რას მირჩEვთ რა მოვიმოქმედო? ბოდიშI თEმის ავტორს რომ შEმოვეჭEრი ჩEმი პრობლემით

Posted by: giorgi korkotadze 19 Aug 2019, 23:18
რა ხდება პროექტზე რა ეტაპზეა?სიახლეებს ველით
* * *
რა ხდება პროექტზე რა ეტაპზეა?სიახლეებს ველით

Posted by: kosta-k 4 Sep 2019, 10:16
QUOTE
რა ხდება პროექტზე რა ეტაპზეა?სიახლეებს ველით


Posted by: datka_sakhe 30 Sep 2019, 21:53
shuka
გამარჯობა, სავალი ნაწილები ახლები, სად შეიძინე, რა ფირმის და რა დაჯდა ფასებით, შეგიძლია დაწერო? მეც 124 მყავს, მაჩუქეს და მაწვალებს ცოტას (Ke jetronic) სისტემითაა, სატარებლად ძაან კომფორტული და მაგარიაsmile.gif))

Posted by: shuka 14 Nov 2019, 22:24
ikaika_11
გარეთ გდებას ნებისმიერი გარაჟი აჯობებს რაღათქმაუნდა..
ყველა გარაჟი ხურდება ზედმეტნაკლებად, შეგიძლია თერმოიზოლაციის შრე დაამატო სახურავის ქვემოდან და სხვაობას მოგცემს + კარებზე და უკანა კედელზე გამოაჭრევინე ფორთოჩკასავით და რკინის ჟალუზივითგაუკეთე რომ ჰაერი შევიდეს და გამოვიდეს.
მე ეგრე მაქვს ერთ-ერთ გარაჯზე.
giorgi korkotadze
kosta-k
ფულები დამჭირდა და ნაცრისფერი მანქანის გაყიდვა მომიწია სამწუხაროდ, მაგრამ პროექრი გრძელდება.
თეთრ მანქანაზე ბევრი მეტად საინტერესო მომენტები გელით.
უბრალოდ ცოტა დროში იწელება.
ბევრი დეტალი შევუკვეთეთ და წვრილმანებითა დარჩა.
ყველაფერი ახალი დგება მანქანაზე ორიგინალი.
ცოტა ხნის წინ 100Eვროდ ვიშოვეთ გერმანიაში გადაბმულობის მთელი კომპლექტი, მგონი საქსის ფირმისაა.
პლიტა-ფერადო-ვიჟიმნოი
6-7 კილო გამოვიდა ჩამოტანა დაჯდა 150 ლარის ფარგლებში მარა მგონი რომ ღირდა.
ახალი და ორიგინა მაინც სულ სხვაა.. ეს კომპლექტი იმუშავებს ალბათ კიდე 15-20 წელი ) თუ რა თქმა უნდა არ აკრძალეს ნავთობპროდუქტების წვაზე მომუშავე ავტომობილები მაგ დროისთვის ))
მოკლედ თეთრი 1988 იანი მერსედესი არაფრის დიდებით არ გაიყიდება და სულ იქნება და იქნება სანამ იქნება ))


datka_sakhe
მომილოცავს მეგობარო, მანქანის ჩუქების ბედნიერება მქონია მეც. ძმაკაცმა მაჩუქა მიცუბიში ფტო ადრე.
ხო ეგ კა ე ჯეტრონიკი ცოტა არ იყოს პრობლემატური დეტალია.
არადა მარტივი სისტემაა საკმაოდ, უბრალოდ ყველაფერს აქვს რესურსი და მანქანა რომ 30 წლისაა სრულებით არაა გასაკვირი ეგეთი რამ.
ეგ სისტემა ჩვენთანაც ურევდა ბოლოს, ბენზინი გაუთავდა ჩემს ძმას ბოლოს და ეგ რევს ყველაზე მეტად მაგას.
კიდევ ერთ-ერთი მიზეზი გაუმართაობის არის სისტემის არასაკმარისი ჰერმეტიზაცია რაც გამოწვეულია ძრავის სიმხურვალის გამო რეზინის დეტალის გამოშრობით და გაუხეშებით + მიკრო ბზარებს იკეთებს და ჰაერს იპარავს.
ჯერ არ მივსულვართ მაგ სისტემამდე და რომ მივალთ უფრო დეტალურად შევისწავლი.
ნაწილები სავალის ვიყიდე ზოგი თეგეტაში, უმრავლესობა ავტობანში
ყველა დეტალი იყო ლემფორდერი მხოლოდ. ძვირია ეგენი ყველაზე მაგრამ რესურსი აქვს დიდი.
საყრდენი დისკი ვიყიდე ატე_ს მარაზიაში დიღომში ასტრაპარკთან. 170 ლარი წინები

Posted by: datka_sakhe 22 Nov 2019, 17:26
shuka
მარტივი არის, მაგრამ არ იციან ჩვენთან ეგ სერვისი, დოზატორი დავაშლევინე გასაწმენდად და მის მერე წვას აურია, 20 ლიტრამდე ავიდა წვა ქალაქში, თან პენსიონერივით სიარულის სტილით. რუსული საიტია ემექს.რუ, თითქმის ყველა სავალი ნაწილი და სხვა დეტალები ვნახე, ბრენდების საკმაოდ კარგ ფასებშია, რაც აქ ჩინურებს და თურქულებს ადევს ფასები, იქიდან ჩამოიტანო ჯობია.

Posted by: shuka 24 May 2020, 13:50
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
გამარჯობა მეგობრებო!
საინტერესო სიახლე მაქვს wink.gif
124 ის კუპე შევიძინე ანუ პროექტი გრძელდება!
1992 იანი მექანიკა 2.3 ძრავით
ძარა მგონია რომ კარგია, რადგან საღებავის სკანერით შევამოწმე და კაპოტი, წინა ფრთები, კარებები, ცა ყველაფერი შეუღებავია ანუ ქარხნულიამ უკანა კრილოებია მისახედი და საბარგულის ადგილზეა ძველი შენაღები და დამსკდარი ჩპაკლები ჩანს. თავიდანაა დასამუშავებელო უკანა ტრაკი მთლიანად და შესაღები.
ლანჟერონები, ეკრანი, პოლო იდეალური აქვს. ჟანგები ვერსად ვიპოვე.
ხვალ გამოვიყვან საჯარიმოდან და თავისუფალი დრო გამომიჩნდება თუ არა დავიწყებ ნელ-ნელა ჩხიკინს.

Posted by: beka0388 30 May 2020, 03:54
წარანეტებები და წარტამტებები ლეგენდარული ძარის და მოდელის აღდგენაში ^_^

Posted by: shuka 30 May 2020, 10:45
beka0388
გაიხარე მეგობარო, მივყვები და საფუძვლიანად ვაკეთებ ყველაფერს და ვნახოთ ბოლოს რა გამოვა..

Posted by: SR-71 31 May 2020, 22:51
QUOTE (shuka @ 9 Jun 2019, 22:13 )
motul 6100 synergie+ 10w40

shell helix hx-7
liqui moly super leichtlauf

mb 229.3 დაშვების 10w-40

p.s. up.gif

Posted by: giorgi korkotadze 1 Jun 2020, 10:40
shuka
მომილოცავს იმედია არ გამოგიხტება კიდე რამე უცნაურობა და გაიყვან ბოლოში და დატკბები შენი შემოქმედებით

Posted by: e36m3 10 Jun 2020, 16:45
shuka
მშვიდობაში, წარმატებები.

მაგ ძრავის საწვავის მიწოდების სისტემას აძაგებს ყველა. შენი როგორ მუშაობს?

Posted by: BeCooL 3 Jul 2020, 00:59
shuka
QUOTE
124 ის კუპე

კუპე <3 up.gif

Posted by: kosta-k 8 Jul 2020, 09:50
shuka
არის რამე სიახლე? smile.gif

Posted by: sub-rosa 15 Sep 2020, 01:53
QUOTE (shuka @ 9 Jun 2019, 22:13 )
motul 6100 synergie+ 10w40

დაწერე შთაბეჭდილება ამ ზეთზე.
სისუფთავე ძრავის, წნევა როგორ უჭირავს, ცვეთა როგორი აქვს...

Posted by: giorgi201 1 Dec 2020, 17:24
გაუმარჯოს, მეორადი იაპონური მანქანა ახსენე ზემოთ პოსტში და სად იყიდე მაგის ნაწილები ან საკონტაქტო ხომ არ გაქვს?
მარჯვენა რულიანის მარჯვენა სარკე მინდა და მაგიტომ, ვერსად ვიშოვე

პ.ს ძალიან მაგარია კარგ ვიდზე მყოფი ძველი მანქანები და წარმატებები ..

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)