Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > აგრობიზნესი > სასუქები!


Posted by: dzleviskedeli 21 Apr 2012, 18:18
წყარო
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს სახელმწიფო სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი

ზაირა ტყებუჩავა, ცოტნე სამადაშვილი,

გივი ცაგურიშვილი, ალექსანდრე გათენაძე

სოფლის მეურნეობის საფუძვლები



სასუქები და მათი გამოყენება

სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასუქების გამოყენებას
სასუქების ტერმინის ქვეშ იგულისხმება ნიადაგში ორგანული და არაორგანული წარმოების ისეთი ნივთიერების შეტანა, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარის ზრდა-განვითარების პირობებს, რის საფუძველზეც იზრდება სასოფლო- სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობა.

მინერალური სასუქი ეწოდება ისეთ სასუქებს, რომლებიც მცენარისათვის საჭირო საკვებ ელემენტებს შეიცავენ მინერალურ შენაერთებში. მინერალურ სასუქებს მიეკუთვნება აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი, მიკრო და კომპლექსური სასუქები.
ორგანულს მიეკუთვნება ყველა ის სასუქი, რომელიც ამა თუ იმ რაოდენობით შეიცავს
ორგანულ ნივთიერებას. ორგანული სასუქებია: ნაკელი, ტორფი, მწვანე სასუქი, და ორგანული
ნივთიერების შემცველი სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვა ანარჩენები (გერანის,
ტუნგის ზეთსახდელი, კოფეინის ქარხნების ანარჩენები).
ორგანულ-მინერალურსს ორგანულ-მინერალურს ეკუთვნის ისეთი სასუქები, რომლებიც თავის შედგენილობაში შეიცავენ როგორც ორგანულ, ისე მინერალურ ნივთიერებას, ასეთია: ჰუმატამონიუმი, გუმაფოსი,
გუმატინი და სხვა.
ბაქტერიულს მიეკუთვნება ის სასუქები, რომლებიც შეიცავენ მიწათმოქმედებისათვის საჭირო
მიკროორგანიზმებს, ასეთებია ნიტრაგინი, აზოტოგენი, ფოსფორბაქტერინი და სხვა.
სასუქები ნიადაგსა და მცენარეზე მოქმედების მიხედვით იყოფიან: 1) პირდაპირმოქმედი და არაპირდაპირმოქმედი.
პირდაპირ მოქმედია ის სასუქი, რომელიც შეაქვთ ნიადაგში მცენარისათვის საჭირო საკვები
ნივთიერების რაოდენობის გადიდების მიზნით, ასეთია: აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი,მიკროსასუქები და სხვა.

არაპირდაპირმოქმედია არაპირდაპირმოქმედია ყველა ის სასუქი, რომელიც შეაქვთ ნიადაგში ამ უკანასკნელის
ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესების მიზნით. ასეთია: კირი,
თაბაშირი, გოგირდი და ბაქტერიული სასუქები.
საკვები ნივთიერების შემცველობის მიხედვით სასუქები იყოფა აგრეთვე ორ ჯგუფად:
1) ცალმხრივი ანუ მარტივი და 2) მრავალმხრივი ანუ რთული.
ცალმხრივი სასუქები შეიცავენ მცენარისათვის საჭირო მხოლოდ ერთ ელემენტს, ასეთია:
ნატრიუმის გვარჯილა, აზოტმჟავაამონიუმი, ქლორამონიუმი, სუპერფოსფატი და სხვა.
მრავალმხრივ მოქმედი სასუქი კი შეიცავს რამდენიმე საკვებ ელემენტს, ასეთია: ამოფოსი,
ნიტროფოსკა,, კალიუმის გვარჯილა და სხვა.
მინერალური სასუქები
მინერალურ სასუქებს მიეკუთვნება აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი, მიკრო და
კომპლექსური სასუქები.
აზოტიანი სასუქები აზოტიანი სასუქები. არჩევენ აზოტიანი სასუქების ოთხ ფორმას; ნიტრატულს, ამონიაკურს,
ნიტრატულ- ამონიაკურს და ამიდურს.
ამონიაკური სასუქები. მათ მიეკუთვნება ამონიუმის სულფატი, ამონიუმის ქლორიდი, თხევადი
ამონიაკი, ამონიაკის წყალი და ამიკატი
ამონიუმის სულფატი (NH4)2SO4.

შეიცავს 21% აზოტს და 24% გოგირდს. წყალში კარგად
ხსნადი თეთრი ან მონაცრისფრო წვრილკრისტალური ფხვნილია. ამონიუმის სულფატი კარგი
ფიზიკური თვისებების მქონეა. ახასიათებს სუსტი Hჰიგროსკოპიულობა, იგი ფიზიოლოგიურად
მჟავე სასუქია. ერთი და იმავე ნაკვეთზე მისი შეტანა ზედიზედ არ შეიძლება რადგან გამჟავებას
იწვევს. ამონიუმის სულფატი პირველ რიგში რეკომენდებულია როგორც ძირითადი
განოყიერების სასუქი.
ამიაკური წყალი.
ამიაკური წყალი შეიცავს 20,5% აზოტს. მისი ტრანსპორტირება და შენახვა შეიძლება 1-2
ატმოსფერული წნევის გამძლე ცისტერნებით. ამონიაკის წყალს მცირე დოზებით იყენებენ
მეცხოველეობაში საკვების აზოტით გასამდიდრებლად
ამიაკატი წარმოადგენს ამონიუმის გვარჯილის წყალხსნარს, რომელიც გაჯერებულია
ამონიაკით. შეიცავს 30-45% აზოტს. საწყობიდან მინდორში ამიკატი გადააქვთ სპეციალური ცისტერნებით
ნიტრატული სასუქები.

ნატრიუმის გვარჯილა (NaNO3)
შეიცავს 15,5% აზოტს. თეთრი
კრისტალური მარილია. წყალში კარგად იხსნება. სუსტად ჰიგროსკოპიულია და
ფიზიოლოგიურად ტუტე აზოტიანი სასუქია. მისი სისტემატიური გამოყენება ერთი და იგივე
ნაკვეთზე არ შეიძლება რადგან იწვევს მისი ფიზიკური თვისებების გაუარესებას. ნატრიუმის
გვარჯილა ნადაგის მშთანთქავ კომპლექსში არ შეიკავება და ადვილად ირეცხება ქვედა
ფენებში. ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ გამოკვების სახით.

ამიდური ფორმის აზოტიანი სასუქები.

შარდოვანა CO(NH2)2 შეიცავს 46% აზოტს და
კალციუმის ციანამიდი CaCN2 აზოტი 19-20 %. თეთრი ფერის კრისტალური, ან გრანულირებული 51
ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება, ჰიგროსკოპიულია. მისი გამოყენება ძირითადად
გამოკვების დროსაა მიღებული.
კალციუმის ციანამიდი CaCN2. შეიცავს 20-35% აზოტს. შავი ან მუქი ნაცრისფერი ფხვნილია.
იწვევს თვალისა და სასუნთქი ორგანოების ლორწოვანი გარსის ანთებას, შლის კანს.
ფიზიოლოგიურად ტუტე მარილია. ამის გამო მისი შეტანა რეკომენდებულია მჟავე ნიადაგებზე
თესვის წინა კულტივაციის დროს. მისი უარყოფითი თვისებები, რომ შემცირდეს მასში ურევენ
ნავთის ზეთს ანდა მისგან ამზადებენ გრანულირებულ სასუქს.

ფოსფორიანი სასუქები.
ფოსფორიანი სასუქების გამოყენება დადებით გავლენას ახდენს ყველა სასოფლო-სამეურნეო
კულტურის მოსავლიანობაზე. მისი ეფექტი განსაკუთრებით დიდია აზოტიან სასუქებთან ერთად.
ფოსფორიანი სასუქები იყოფა წყალხსნად, ნახევრადხსნად და ძნელადხსნად ფორმებად

წყალხსნადი ფოსფორიანი სასუქები.

სუპერფოსფატი ფოსფორიანი სასუქების
ძირითადი წარმომადგენელია განასხვავებენ მარტივ და ორმაგ სუპერფოსფატს.
მარტივი სუპერფოსფატი
შეიცავს 16-20% P2O5, მორუხო მონაცრისფერო ფხვნილია, აქვს დამახასიათებელი სუნი და მჟავე
რეაქცია. ნიადაგში შეიტანება როგორც ძირითად განოყიერებაში ხვნის წინ, ისე თესვის დროს
და დამატებით გამოკვებაში.

ორმაგი სუპერფოსფატი ფოსფორით მდიდარი კონცენტრირებული ფოსფორიანი სასუქია.
შეიცავს 42-45% P2O5. ნაცრისფერი ფხვნილია. გამოიყენება ძირითად განოყიერებაში, თესვის
დროს და დამატებით გამოკვებაში

კალიუმიანი სასუქები.


კალიუმი ნიადაგში შედარებით მეტი რაოდენობით მოიპოვება ვიდრე
აზოტი და ფოსფორი, ის მცენარის კვების აუცილებელი ელემენტია.
კალიუმის ქლორიდი KCl კალიუმის ქლორიდი KCl შეიცავს 56% K2O. თეთრი ფერის კრისტალური მარილია წყალში
კარგად იხსნება, აქვს მჟავე რეაქცია. შეიტანება ძირითადი ხვნის წინ.
40 % კალიუმის მარილი 40 % კალიუმის მარილი წყალში კარგად ხსნადი ნარინჯისფერი ან წითელი კრისტალური
მარილია, ახასიათებს უმნიშვნელო ჰიგროსკიპიულობა და მჟავე რეაქცია. გამოიყენება ძირითადი
ხვნის წინ.
კალიუმის სულფატი. . კალიუმის სულფატის შედგენილობაში შედის 48% K2O, თეთრი ფერის
წვრილკრისტალური ნივთიერებაა, ახასიათებს კარგი ფიზიკური თვისებები, არ იბელტება. მჟავე
რეაქცია აქვს. გამოიყენება ყველა კულტურის ძირითად განოყიერებაში.
ნაცარი.. .

წარმოადგენს სხვადასხვა მცენარეულ ნივთიერებათა დაწვის პროდუქტს. ნაცარი
ერთერთი ძვირფასი კონცენტრირებული მინერალური სასუქია. მის შემადგენლობაში შედის
კალიუმი, ფოსფორი, კირი და ზოგიერთი მიკროელემენტი.

* * *
კომპლექსური სასუქები.

კომპლექსური სასუქები ეწოდება ისეთ სასუქებს, რომლის
შედგენილობაში შედის მცენარისათვის საჭირო 2-3 და მეტი საკვები ელემენტი. კომპლექსური
სასუქები იყოფა რთულ, კომბინირებულ ანუ რთულ შერეულ და შერეულ სასუქებად.

რთული სასუქები თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფა: 1. ორმაგ რთულ და 2. სამმაგ რთულ
სასუქებად. ორმაგი რთული სასუქი შეიცავს ორ საკვებ ელემენტს, მაგ. აზოტსა და ფოსფორს,
აზოტსა და კალიუმს ან ფოსფორსა და კალიუმს. ასეთებს მიეკუთვნება ამონიზირებული
სუპერფოსფატი, ამიაკური სუპერფოსფატი, ამოფოსი, დიამოფოსი და სხვა.

სამმაგ რთული სასუქი ეწოდება ისეთებს, რომლებიც შეიცავენ აზოტს, ფოსფორს და
კალიუმს მაგალითად ნიტროამოფოსკა და სხვა.

შერეული სასუქები.
შერული სასუქები ეწოდება ისეთებს, რომლებიც მიიღება მარტივი
სასუქების მექანიკური შერევის გზით. შერეული სასუქების მომზადებისას საჭიროა დაცული
იქნეს გარკვეული პირობები.


მიკროსასუქები.
მიკროელემენტების შემცველ სასუქებს მიკროსასუქები ეწოდება. მათ
მიეკუთვნება ბორის, მანგანუმის, თუთიის, სპილენძისა და კობალტის შემცველი სასუქები.

ბორიანი მიკროსასუქებიდან სოფლის მეურნეობაში იყენებენ: ბორმჟავას, ბორმანგანუმის
ნარჩენებს და სხვა.
მანგანუმიანი მიკროსასუქებიდან ფართოდ იყენებენ: მანგანუმის სულფატს, მანგანუმის
ქლორიდს, მანგანუმის გვარჯილას და სხვა.
თუთიანი მიკროსასუქებიდან ძირითადად იყენებენ თუთიის სულფატი და თუთისქლორიდი.
სპილენძიანი მიკროსასუქებიდან სოფლის მეურნეობაში ძირითადად იყენებენ; სპილენძის
სულფატს, სპილენძის ქლორიდს, სპილენძის გვარჯილას და სხვ. მიკრო სასუქებს იყენებენ
შესასხურებლად და ნიადაგში შესატანად.

ორგანული სასუქები.

ორგანული სასუქების როლი დიდია ნიადაგის ნაყოფიერებისა და სასოფლო-სამეურნეო
კულტურების მოსავლიანობის ამაღლებაში ორგანული სასუქები შეიცავენ თითქმის ყველა
საკვები ელემენტებსა და ნახშირორჟანგს.
ორგანული სასუქები მართალია შეიცავენ მცენარისათვის საჭირო ძირითად საკვებ
ელემენტებს, მაგრამ მათი პროცენტული შემცველობა ერთობ მცირეა. ამიტომ ორგანული
სასუქების დადებითი მოქმედება მცენარეზე არსებითად მდგომარეობს მათი შეტანით ნიადაგი
მდიდრდება ჰუმუსით, უმჯობესდება მისი ბიოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური და ფიზიკო-ქიმიური
თვისებები, წყლისა და ჰაერაციის რეჟიმი. დიდდება შთანთქმის ტევადობა, ფუძეებით მაძღრობის
ხარისხი, ბუფერობა და სხვა თვისებები ფიზიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ და ბიოლოგიური
პროცესების გაუმჯობესებაში
ორგანულ სასუქებს მიეკუთვნება ნაკელი, ტორფი, ტორფკომპოსტები ნაკელის წუნწუხი და
მწვანე სასუქები

ნაკელი.

ნაკელი მეცხოველეობის ანარჩენია. ის შეიცავს მცენარისთვის საჭირო ყველა
ელემენტს. იხრწნება რა ნიადაგში, ნაკელი ამდიდრებს ნიადაგს და ატმოსფეროს
ნახშიროჟანგით, რომელიც ორგანული ნივთიერების წარმოქმნის წყაროა. ნაკელის გავლენით
იზრდება ნიადაგის წყლის შეკავების უნარი, მისი თბოტევადობა, უმჯობესდება ნიადაგის
ფიზიკური თვისებები. მსუბუქი ქვიშნარი ნიადაგი მისი გავლენით ხდება უფრო ბმული, ხოლო
მძიმე მექანიკური შედგენილობის თიხნარი უფრო ფხვიერი, იოლად დასამუშავებელი.
გაანგარიშებულია, რომ 40 ტ ნაკელის შეტანით ნიადაგში შედის 500 კგ მიკროორგანიზმი,
რომლებიც იწვევენ ნიადაგის მიკრობიოლოგიური პროცესების გაძლიერებას. ყოველი ტონა
ნაკელი ყველა ტიპის ნიადაგში 1 ცენტნერით ზრდის სასოფლო-სამეურნეო კულტურების
მოსავალს (1 ცენტნერ მოსავალზე გადაყვანით). ვარჩევთ ორი ტიპის ნაკელს: საფენიანს და
უსაფენოს, ანუ თხევადს. ცხოველის ექსკრემენტი კი შედგება მაგარი და თხევადი მასისაგან.
ცხოველების სახეობის. საკვების შედგენილობის მიხედვი იცვლება მაგარი და თხევადი
გამონაყოფის შედგენილობა. მიღებული ნაკელის რაოდენობა ერთ სულ საქონელზე იცვლება
ცხოველების სახეობის მიხედვით
ნაკელის რაოდენობას ანგარიშობენ ჯოგის ცოცხალი წონის 25-ზე გამრავლებით. დღეღამეში 1000 კგ ცოცხალი ცხოველი იძლევა: მსხვილი რქოსანი საქონელი -48 კგ, ცხენი-54 კგ
ნაკელს. ახალ ნაკელში საკვები ელემენტების საშუალო შემცველობა შეადგენს: აზოტს-0,5;
ფოსფორს-0,3; კალიუმს 0,6%. ნახევრად გადამწვარი ნაკელი 29% ნაკლებს იწონის, ვიდრე
ნედლი, გადამწვარი ნაკელი-47,2%. ნეშომპალა-62,4%. ნაკელი საუკეთესო შედეგს იძლევა
ტორფთან და ფოსფორიტის ფქვილთან დაკომპოსტებისას.
ტორფი და ტორფიანი კომპოსტები. ტორფი არის ნახევრად გახრწნილ მცენარეული ნაშთის
ნარევი, რომელიც გროვდება ჭარბი ტენიანობისა და ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში. არჩევენ
მაღლობის , დაბლობის და გარდამავალი ჭაობის ტორფებს. საშუალო მაჩვენებლებით ტორფში
შედის : აზოტი-1,8-3,0%, ფოსფორი-0,2-0,5%, კალიუმი- 0,1-0,3 %, მაგრამ ძირითადად ძნელად
მისაწვდომ ფორმებში. მასში პრაქტიკულად არ არის მიკროელემენტები. ტორფის სუფთა სახით 54
გამოყენება ეფექტური არ არის, რადგან გაწეული ხარჯები მის მოპოვებაზე, გადაზიდვაზე და
შეტანაზე ვერ ანაზღაურდება მოსავლის მატებით. ამის გამო ტორფს აკომპოსტებენ ნაკელთან,
წუნწუხთან, ფეკალებთან და უმატებენ მინერალურ და ორგანულ სასუქებს. ნაკელთან
დაკომპოსტებას აკეთებენ ნიადაგში შეტანამდე 2-9 თვით ადრე. შეტანის დოზები იგივეა, რაც
ნაკელის. სუფთა ტორფი ორჯერ მეტი უნდა შეიტანონ

მწვანე სასუქი. (სიდერაცია).
მწვანე სასუქში ნედლი მცენარეული მასაა, ჩახნული ნიადაგში
მისი ორგანული ნივთიერებით და აზოტით გამდიდრებისათვის. ამ მიზნით დათესილ
მცენარეებს სიდერატები ეწოდება. სიდერატებად გამოიყენება ძირითადად პარკოსანი
მცენარეები, რომლებიც ატმოსფეროს ხარჯზე აგროვებენ ნიადაგში 160-300 კგ აზოტს,
კოჟრებში ბაქტერია რიზობიუმის მეშვეობით. მწვანე სასუქად იყენებენ საგაზაფხულო,
საშემოდგომო და ზამთრის სიდერატებს. მწვანე სასუქების გამოყენების ოთხ ფორმას ვარჩევთ:
მწვანე სასუქის აქვიტის- წამონაზარდ ფორმას, მწვანე სასუქის შუალედი ფორმას და მწვანე
სასუქის საცელავი ფორმას. მწვანე სასუქად დათესილ მცენარეებს ხნავენ ნიადაგში
ყვავილობის და მწვანე პარკების გამოტანის ფაზაში, რადგან ამ დროს მცენარე შეიცავს
ყველაზე მეტ, მისთვის საჭირო საკვებ ელემენტებს, თანაც წარმოქმნილი ორგანული
ნივთიერება, ამ ფაზაში ჩახნული, ნიადაგში ადვილად იხრწნება. სიდერატების ჩახვნა უნდა
მოხდეს მომდევნო კულტურის თესვამდე 20-30 დღით ადრე. მწვანე სასუქების ჩახვნის პირველ
წელს მცენარეს შეუძლია შეითვისოს ჩახნული მასის 30-40% აზოტი. ერთწლიან სიდერატებს
კარგი მოსავლის შემთხვევაში შეუძლია ნიადაგში დააგროვოს 160 კგ აზოტი. მრავალწლიანი
სიდერატები კი აგროვებენ 300 კგ აზოტს. მწვანე სიდერატების ნარჩენი აზოტი აგრძელებს
მოქმედებას მომდევნო წელებშიც. მწვანე სასუქების ორგანული ნივთიერება აუმჯობესებს
ნიადაგის ქიმიურ, ფიზიკურ, ფიზიკურ –ქიმიური და ბიოლოგიურ თვისებებს. მწვანე სასუქების
ჩახვნის დროს შემდგომი კულტურისათვის ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა
აუცილებელია. მწვანე სასუქების ეფექტურობა დამოკიდებულია ნიადაგის თვისებებსა და
ჩახნული მწვანე მასის რაოდენობაზე, ჩახვნის ტექნიკასა და ვადაზე.
მდინარის შლამი. საქართველოს მთელრიგ მდინარეებს მოაქვს დიდი რაოდენობის
ატივტივებულ ორგანულ და მინერალურ ნივთიერებათა ნაწილაკები. ორგანული ნივთიერებიდან
წყალში ატივტივებულია სხვადასხვა ხარისხით გახრწნილი მცენარეული პროდუქტები, ხოლო
მინერალური ნივთიერებიდან ძითითადად კარბონატული ქანები. წყალში ატივტივებული
ნაწილაკების რაოდენობა იცვლება წლის პერიოდების მიხედვით. შემოდგომაზე და ადრე
გაზაფხულზე წყალს მეტი ორგანული და მინერალური ნივთიერება მოაქვს, ვიდრე ზაფხულში.
წყალში ატივტივებული ნაწილაკების რაოდენობა იზრდება წვიმიან და ნალექიან ამინდებში.
მდინარის წყალში ატივტივებული ნაწილაკების, შლამის შემცველობა წლის განმავლობაში 0,15-
0,3%-ის ფარგლებში მერყეობს. მდინარის შლამში საშუალოდ შედის 0,09-2,16% აზოტი, 0,15-0,52
% ფოსფორი, 0,13-0,94% კალიუმი და 6,5% კალცოუმი. დასავლეთ საქართველოში ნიადაგის
მოსაშლამვად იყენებენ-რიონის, ცხენისწყლის, გუბისწყლის, ტეხურას, სუფსის, და სხვა 55
მდინარეების შლამს. ნიადაგის მოშლამვას ახდენენ როგორც წყლის მიშვებით ნაკვეთებზე, ისე
არხებში და მდინარის ნაპირებზე დაგროვილი შლამის ნაკვეთებში შეტანით. დასავლეთ
საქართველოს რაიონებში, როგორიცაა სამტრედია, ქუთაისი, ხონი, წყალტუბო, აბაშა,
ჩხოროწყუ, ზუგდიდი, წალენჯიხა და სხვა რაიონები, დიდი ხანია იცნობენ მდინარის შლამის
სასუქად გამოყენებას. მდინარის შლამის გამოყენებით მკვეთრად დიდდება სასოფლოსამეურნეო კულტურების მოსავალი. კერძოდ სიმინდის მოსავალი საშუალოდ გაიზარდა 11,9
ცენტნერით ჰექტარზე. შლამის მოქმედება არ განისაზღვრება ერთი წლით. მისი შემდგომი
მოქმედება უფრო მეტია პირდაპირ მოქმედებასთან შედარებით. შლამის დოზების წინასწარი
განსაზღვრა მეტად ძნელია, რადგან, ერთი და იგივე მდინარის შლამის შედგენილობაც კი
იცვლება წლის სეზონისა და მოსული ნალექების რაოდენობის მიხედვით. საშუალოდ ერთ
ჰექტარზე შეაქვთ: 40-50: 60-100 ტონა შლამი. მოშლამვა შეიძლება მთელი წლის
განმავლობაში. იგი ნიადაგის ზედაპირზე უნდა მოიბნეს, რაც შეიძლება თანაბრად, ამავე დროს
აუცილებელია მისი მალე ჩახვნა.

ვერმოკომპოსტები. ვერმოკომპოსტები იწარმოება ნიადაგში არსებული ორგანული
ანარჩენების ჭიაყელების მიერ გადამუშავებით.
განსაკუთრებით მებოსტნეობაში, ვერმიკომპოსტებს გააჩნიათ უდიდესი პოტენციალი
მცენარეთა ზრდა-განვითარების გაუმჯობესების საქმეში.Mმაგრამ როგორც ჩანს სხვადასხვა
ვერმიკომპოსტებსა და კომპოსტებს შორის არის სხვაობა, რომელიც დაკავშირებულია
სხვადასხვა ბუნებრივ მიკროფლორასთან და საკვები ელემენტების განსხვავებულ
შემცველობასთან.

Posted by: lexa 12 May 2012, 16:07
სად იყიდება სასუქები ?

Posted by: giorazmadze 14 May 2012, 00:11
lexa

დიდუბეში იყიდება ბევრგან

Posted by: ხუციშვილი 21 Nov 2012, 21:11
მთელმა ჩემმა კლასმა აქედან მოამზადა საპრეზენტაციო თემა სასუქებზე lol.gif

Posted by: nekresa 12 Aug 2015, 11:39
გამარჯობა. მინდა წყალში გასახსნელი სასუქი ნპკ 1-2-1 პროპორციით. თუ ვინმემ იცით სად შეიძლება ყიდვა PM მომწერეთ. წინასწარ დიდი მადლობა )))

Posted by: Vano52 15 Oct 2015, 16:23
შევიძენ ვიყიდი 10-15 ტონა გადამწვარ ნაკელს ახმეტის სიახლოვეს თუ ვინმეს აქ ეს ჩემი ნომია 598 20-87-08 ფასი შეთანხმებით

Posted by: saperavitv 19 Sep 2016, 15:51
QUOTE
ვიყიდი 10-15 ტონა გადამწვარ ნაკელს

მოგესალმებით, თუკი ისევ მისდევთ სოფლის მეურნეობას, გადამწვარი ნაკელის ნაცვლად შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვა ბიო სასუქები.

Posted by: laveraki 19 Sep 2016, 20:39
კერძოდ რას შემომთავაზებთ დამწვარი ნაკელის ნაცვლად? ოზურგეთში მაქვს ხურმის ბაღი და მჭირდება.

Posted by: saperavitv 20 Sep 2016, 11:25
QUOTE
კერძოდ რას შემომთავაზებთ დამწვარი ნაკელის ნაცვლად? ოზურგეთში მაქვს ხურმის ბაღი და მჭირდება.


მოგესალმებით,
შეგვიძლია შემოგთავაზოთ "ბაქტოფერტი", ეს არის საქართველოში წარმოებული ბიო სასუქი. აქვს ძალიან კარგი შედეგი სხვადასხვა ს/ს კულტურაში. გთხოვთ იხილოთ ლინკი https://youtu.be/wEc7OtE7hh0
ჩვენს ფეისბუქის გვერდზე აქტიურად ვაშუქებთ ამ სასუქის შედეგებს.
ერთ კვადრატულ მეტრზე უნდა მოაპნიოთ 70 გრამი ბაქტოფერტი, ჩააკეთოთ და მორწყათ. ერთი ტომრის ფასია 40 ლარი.
თუ დაგჭირდებათ დაწვრილებითი ინფორმაცია, შეგვიძლია გასაუბროთ აგრონომს

Posted by: grou 18 Nov 2016, 16:40
მეგობრებო, სასუქების ფასები რა არის ამჟამად ხომ არ იცით?
მაგალითად რა ღირს აზოტი:
ამონიუმის გვარჯილა (34% აზოტი);
ურეა (შარდოვანა, კარბამიდი) (46% აზოტი);

ან ფოსფორი:
ამოფოსი (12% აზოტი. 52% ფოსფორი. 0% კალიუმი);

ან კალიუმი:
კალიუმის სულფატი (K2SO4, 48% კალიუმის ოქსიდის შემცველობა).

Posted by: WillyWonka 28 Nov 2016, 15:39
არის ასეთი კომპანია კარტლისი ჰქვია
მაგათგან ვიღებ თუ რამე სასუქი მჭირდება
თბილისში და გორში აქვთ მაღაზია

http://cartlis.ge/

Posted by: giiogiio 30 Nov 2016, 10:24
http://noblex.ge/ge/Products/fertilizers


მისამართი: კახეთის გზატკეცილი N 51 (აგროსფეროს მაღაზია)

Posted by: AnonimE 30 Nov 2016, 17:42
ბიოლოგიური სასუქები ყოველგვარი შხამ–ქიმიკატების გარეშე!


https://facebook.com/EffectiveMicroorganisms/

Posted by: namo 1 Dec 2016, 17:36
saperavitv

ეგ ბაქტოფერტი მრავალწლიანი კულტურებისთვისაა თუ მხოლოდ ერთწლიანებისთვის ?

Posted by: saperavitv 6 Dec 2016, 11:02
QUOTE
ეგ ბაქტოფერტი მრავალწლიანი კულტურებისთვისაა თუ მხოლოდ ერთწლიანებისთვის ?


"ბაქტოფერტი" გამოიყენება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურაში, იქნება ის მრავალწლიანი თუ ერთწლიანი. წელს ჩავატარეთ ცდები თითქმის ყველა კულტურაზე და არაჩვეულებრივი შედეგები მივიღეთ.
მაგ: https://youtu.be/gV1NI8AH_lU
დამატებითი კითხვებისათვის მიმართეთ ჩვენს აგრონომს 579 160 180 რეზო

Posted by: TRONZO 16 Jan 2017, 12:56
იქნებ იცოდეთ ვინმემ სად შევიძინო თბილიში ქათმის სკლინტი ?

Posted by: 12minutes 28 Jul 2023, 09:54
მინერალურ სასუქები ონლაინაც შეგიძლიათ იყიდოთ https://agrosphere.ge/ -ზე, მიწოდებაც აქვთ და რავი არ მოგიწევთ მაღაზიებში ხეტიალი, ხარისხზეც პასუხისმგებლები არიან

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)