Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რადიოელექტრონიკა > Keyboard კლავიატურა


Posted by: ნარუჯევი 25 Apr 2016, 02:38
თუ არასწორ განყოფილებაში გავხსენი გთხოვთ გადაიტანოთ შესაბამის განყოფილებაში.


Posted by: Kaxab 25 Apr 2016, 11:18
ნარუჯევი
ალბათ გგონია, რომ გასაგები თემა გახსენი.

Posted by: RedShark 25 Apr 2016, 14:45
ნარუჯევი
QUOTE
Keyboard კლავიატურა, ვის შეუძლია ააწყოს სქემა ?

ათასი რამისთვის არსებობს კლავიატურა, დააკონკრეტე....

Posted by: ნარუჯევი 25 Apr 2016, 18:28
Kaxab

არა, ვიცი რომ გასაგები არ არის ბოლომდე, მაგრამ მაინტერესებს თუ ვინმეს შეუძლია ასეთ თემაზე მუშაობა.

RedShark

კომპიუტერისთვის, აიპადისთვის, ტაბლეტისთვის, პლანშეტისთვის..

რა თქმა უნდა მკითხავ, ისედაც ხომ არსებობსო..
ისეთის გაკეთება მინდა რომ არ არსებობს.

---

სტანდარტულის აწყობა თუ შეუძლია ვინმეს გავაგრძელებ დაკონკრეტებას, როგორი და ა.შ.

Posted by: RedShark 25 Apr 2016, 21:51
ნარუჯევი
QUOTE
სტანდარტულის აწყობა თუ შეუძლია ვინმეს გავაგრძელებ დაკონკრეტებას, როგორი და ა.შ.

QUOTE
ისეთის გაკეთება მინდა რომ არ არსებობს.

არარსებულში რას გულისხმობ, ახალი ინტერფეისის გამოგონება გინდა? smile.gif

Posted by: ნარუჯევი 25 Apr 2016, 22:12
RedShark

კი მგონი user.gif

გამოგონილი მაქვს უკვე, განხორციელება მინდა


Posted by: RedShark 25 Apr 2016, 22:36
ნარუჯევი
QUOTE
კი მგონი

არსებული ინტერფეისები რით არ გაკმაყოფილებს?)))

QUOTE
გამოგონილი მაქვს უკვე, განხორციელება მინდა

გვითხარი ბარემ რა გამოიგონე, თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა... smile.gif)))

Posted by: ნარუჯევი 25 Apr 2016, 23:41
RedShark

ქართული ასოებით მინდა კლავიატურა, ყველა ასო უკლებლივ ღილაკებზე, ყოველგვარი დამხმარე ღილაკების გარეშე.
წ თ ღ შ ჭ ჟ ჩ უნდა იყოს კონკრეტულ ერთ ღილაკზე დაჭერით..

ასოები უნდა იყოს განლაგებული კონკრეტული თანმიმდევრობით

Posted by: RedShark 26 Apr 2016, 00:06
ნარუჯევი
QUOTE
ქართული ასოებით მინდა კლავიატურა, ყველა ასო უკლებლივ ღილაკებზე, ყოველგვარი დამხმარე ღილაკების გარეშე.
წ თ ღ შ ჭ ჟ ჩ უნდა იყოს კონკრეტულ ერთ ღილაკზე დაჭერით..

ასოები უნდა იყოს განლაგებული კონკრეტული თანმიმდევრობით


QUOTE
 Keyboard კლავიატურა, ვის შეუძლია ააწყოს სქემა ?

შენ რაც გინდა მაგას სქემების აწყობა არ სჭირდება, პროგრამაა საჭირო რომელიც კლავიატურიდან მოსულ კოდებს ქართულ ასოებად გარდაქმნის... თავის დროზე ამისთვის შეიქმნა ორგანიზაცია უნიკოდი ( http://www.unicode.org/ ) რომლებმაც მსოფლიოს ყველა დამწერლობის კოდი შექმნეს, მათ შორის ქართულიც... არ ვიცი რატომ არ მოგწონს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ, ის ვიცი, რომ ამ თემას რადიოელექტრონიკასთან საერთო არაფერი აქვს... მოდერ გადაიტანე პროგრამირებაში yes.gif


Posted by: ნარუჯევი 26 Apr 2016, 00:25
QUOTE
არ ვიცი რატომ არ მოგწონს ისეთი, როგორიც არის


რა არის მაგაში მოსაწონი ერთ ასოზე რომ 2 ღილაკის ხმარება გიწევს?

QUOTE
მაგრამ, ის ვიცი, რომ ამ თემას რადიოელექტრონიკასთან საერთო არაფერი აქვს... მოდერ გადაიტანე პროგრამირებაში


კარგი, გადაიტანე მოდერ ვენდობი ამ კაცის სიტყვას, აქაური ჩანს wink.gif

Posted by: Komponent 26 Apr 2016, 12:45
მეც ვფიქრობ, რომ არ არის ძალიან სიცოცხლისუნარიანი იდეა. რაღაც მსგავსი მაქ აწყობილი, აქაური იუზერი დამეხმარა. არდუინო ლეონარდოზე იწყობა იოლად.

Posted by: evgeni_zauri 27 Apr 2016, 00:14
QUOTE (ნარუჯევი @ 26 Apr 2016, 00:25 )
QUOTE
არ ვიცი რატომ არ მოგწონს ისეთი, როგორიც არის

რა არის მაგაში მოსაწონი ერთ ასოზე რომ 2 ღილაკის ხმარება გიწევს?


არ ჯობია პროგრამულად გააკეთო კლავიატურის ახალი პროფილი, სადაც გაანაწილებ ქართულ ასოებს კლავიშებზე როგორც შენ გინდა.
ამის მერე ნებისმიერი ფიზიკური კლავიატურა შეგიძლია იხმარო, უბრალოდ დააწებებ ახალ ასოებს.

Posted by: ZAZAi 27 Apr 2016, 00:59
QUOTE
ქართული ასოებით მინდა კლავიატურა, ყველა ასო უკლებლივ ღილაკებზე, ყოველგვარი დამხმარე ღილაკების გარეშე.
წ თ ღ შ ჭ ჟ ჩ უნდა იყოს კონკრეტულ ერთ ღილაკზე დაჭერით..

მე ეგეთი უკვე გავაკეთე. უფრო სწორედ ჩვეულებრივი გადავაკეთე. მხოლოდ პროგრამულად.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)