Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჭიდაობა და საბრძოლო ხელოვნება > ჯიუ-ჯიცუ


Posted by: monte cristo2009 5 Jul 2009, 02:06
,,ჯიუ-ჯიცუ,, ორი სიტყვისგან შედგება: ,,ჯიუ,, ნიშნავს ,,რბილს,, ანუ მოქნილს, დამყოლს. ხოლო ,,ჯიცუ,, - კი ტექნიკას, ხერხს.
,,რბილი,, ცნება შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ოსტატი მოწინააღმდეგეს მანამდე ,,აცლის,, შეტევას, სანამ ჩიხში არ მოაქცევს მას და შემდეგ მტრის მოქმედებას მისვე წინააღმდეგ იყენებს.

ჯიუ-ჯიცუ - [იაპ. - უიარაღოდ თავდაცვის (აგრეთვე შეტევის) თავისებური ილეთების სისტემა-ხელებისა და ფეხების სახსრებში გადაგრეხა. სასუნთქი გზების შეხუთვა და სხვ.

- აქ ერთმანეთს ერწყმის კარატეს და ჭიდაობის ელემენტები, ასევე იარაღის წინააღმდეგ შიშველი ხელით ბრძოლის ილეთები.
,,ჯიუ-ჯიცუს,, ოსტატების აზრით ამ სახეობის მთავარ პრინციპია - ,,დანებდი, რომ გაიმარჯვო,, ანუ ეს შეიძლება ასე აიხსნას: ,,ტოტი თოვლქვეშ მანამ იღუნება, სანამ მას ძირს არ ჩამოყრის,, ანდა ,,მოქნილი ტირიფი ქარიშხლის შემდეგ კვლავ სწორდება, ძლიერი მუხა კი წაქცეულია,, ასე რომ დასკვნა თვითონ გამოიტანეთ..
თვით ძიუდოს და აიკიდოს შემქმნელებიც ჯიუ-ჯიცუს დიდი უსტატები იყვნენ.

საბრძოლო ხელოვნების უპირატესობა მიღებული ქამრის ფერით არ იზომება. ესაა სულიერი ჰარმონიის მიღწევა, გონებრივი და ემოციური სიმშვიდის გამომუშავება, ასევე ძალისა და ფიზიკური ჯანმრთელობის განვითარება

ბავშვებმა 6-7 წლიდან შეიძლება. პრინციპში საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ასაკს - მთავარია ადამიანს შინაგანად გინდოდეს და სურვილი გკლავდეს.. მოვიშველიებ ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი დიდ ოსტატის სიტყვებს: ,,დროს ტყუილად ნუ დახარჯავ - ახალგაზრდა ხარ თუ მოხუცი, ისწავლე დარტყმაზე დარტყმით პასუხი, დაე შენი ხელი ფოლადზე მაგარი იყოს, რომ მტერს ამაოდ ჰქონდეს თავის ფოლადის მახვილის იმედი,,
პირველი წელი ეს ორთაბრძოლის ანა-ბანას სწავლაა.. მეორე და შემდეგი წლები კი დაოსტატების პერიოდია.
თუ კარგად დაეუფლები ერთ ილეთს მაშინ შენ შეძლებ სხვა ილეთებთან ურთიერთკავშირის დანახვას და მათ ერთმანეთთან შერწყმას.

აღმოსავლური ორთაბრძოლების დიდი ოსტატი ფუნაკოში ამბობდა: ,,ვარჯიზე იყავი უკიდურესად სერიოზული, რასაც არ უნდა აკეთებდე - იჯდე, იდგე თუ ვარჯის ასრულებდე - ყოველთვის გახსოვდეს მოწინააღმდეგე! ბრძოლაში დარტყმის მიყენებისას არ უნდა დაუშვა ეჭვის ნატამალიც კი, ვინაიდან ერთი დარტყმა ყველაფერს წყვეტს. თუ შეცდომას დაუშვებ - დამარცხდები,დაიღუპები..!

ჩინურ სიბრძნე: ,,კულტურულმა ადამიანმა უნდა შეისწავლოს საბრძოლო ხელოვნება, ხოლო მებრძოლმა - შეისწავლოს კულტურა,,


,,აჰყევი, რათა გაიმარჯვო,,
ჯიუ-ჯიცუს ერთ-ერთი პრინციპი


იაპონური ჭიდაობები ჯიუ-ჯიცუ და ძიუ-დო თავისი ბევრი პრინციპებისთვის ჩინეთს უნდა უმადლოდეს; აი-კი-დოს შემქმნელმა მორიხეი უესიბამ კარგა ხანს ჩინეთში იმოგზაურა და იქაური საბრძოლო ხელოვნებების გადახარშვის შემდეგ შექმნა თავისი (თუმცა იაპონური ფარიკაობიდან და ჭიდაობებიდანაც აიღო ბევრი რამ); კუნძულ ოკინავაზე კარატეს შემქმნელები თავიდან ჩინელებთან სწავლობდნენ და ა. შ.

ჯერ კიდევ 710-784 წლებსში ცნობილია, რომ იმპერატორ ნარას მმართველობის პერიოდში იმართებოდა გრანდიოზული შეჯიბრებები ჭიდაობა სუმოში, ოღონდ დღევანდელი ტრადიციული სუმოსგან განსხვავებით მოწინაღნდეგეები ერთმანეთს ჩვეულებრივ ყოველდღიურ ტანსაცმელში ერკინებოდნენ.

ორთაბრძოლის ილეთების დახვეწასთან ერთად ჩნდებოდა ვარჯიშის ფორმები, რომლებიც შემდგომ, მომზადების სისტემებად ყალიბდებოდა. ასე მაგალითად XIV საუკუნეში უკვე იხსენიება ჯიუჯიცუ, რომელიც XVI საუკუნეში უკვე ყალიბდება როგორც კიდევ ერთი საბრძოლო მომზადების სისტემა და იმპერატორის კარზე იმართებოდა მებრძოლთა შეჯიბრებები. ამ პერიოდიდან ჯიუჯიცუ იქცა როგორც ფიზიკური და სულიერი წრთობის ერთ ერთ საშუალებად.

თითქმის ამავე პერიოდს ეკუთვნის კიტორიუს, კიოსინრიუს და ტენსინსინრიუს სკოლების გახსნა. XIX საუკუნიდან იაპონიაში უკვე ასამდე ჯიუჯიცუს სკოლა იყო გახსნილი. სკოლებში იქმნებოდა წმინდა ადგილები (კუთხეები) რითიც სავარჯიშო დარბაზი (დოჯე) წარმოადგენდა წმინდა სახლს, სადაც მიდინარეობდა ქადაგება კონფუციანიზმის, ბუდიზმის და სინტუიზმის. ყველა სკოლას გამოჰქონდა თავისი დოგმები და იმუშავებდა შეჯიბრებებსისა და ვარჯიშების ჩატარების სხვადასხვა ცერემონიალს და რიტუალს.

ძიუდოს (იაპ.: 柔道, ძიუ „რბილი“, დო „გზა“) — ფილოსოფია, სპორტი და საბრძოლო ხელოვნება, დაბადებული იაპონიაში, ამჟამად გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. ძიუდოს საფუძვლად უდევს ჯიუ-ჯიცუ.


Posted by: nocs_13 8 Jul 2009, 09:17
ეგ ფილოსოფია და არსი რა არის?.....................
და რა გამოცდილება გაქვთ ჯიუ-ჯიტსუს ფლობაში?
ჯიუ-ჯიტსუს რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?

Posted by: Joe Cole 8 Jul 2009, 11:59
ბრაზილიელი როჟა რო იყო თუ გახსოვთ, სულ რო იგებდა ბოი ბეზ პრავილ-ის ტურნირებს, ბაბუამისთან ერთად რო გადმოდიოდა რინგზე, ეგ ხო ჯიუ-ჯიტსუ-ისტი იყო? გრეისი იყო მგონი გვარად

Posted by: nocs_13 8 Jul 2009, 16:15
ხუას გრეისი იყო, და ფლობდა ეგრეთ წოდებულ ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუს რომელიც მისმა ბაბუამ დააფუძნა
მას მერე რაც იაპონიაში ჟიუ-ჟიტსუს და ძიუდოს გაეცნო, ისე ევროპაში ადრე ძიუდოს კანოს ჯიუ-ჯიტსუთ მოიხსენიებდნენ.
ხუას გრეისის სტილი უფრო რინგზე იყო მორგებული, მე არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნებოდა ის რეალურ ბრძოლაში,
ან შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინაშე.
დღეს გრეისები ისე აგარ ჩანან როგორც ადრე.

Posted by: Roy 8 Jul 2009, 17:59
Joe Cole
QUOTE
ბრაზილიელი როჟა

როის გრეისი. უძლიერესზე უძლიერესი იყო ოქტაგონზე. აი შეიარაღებული მოწინააღმდეგის წინააღმდეგ რამდენად ეფექტური იქნებოდა მისი ტაქტიკა ხზ.

Posted by: iceman 9 Jul 2009, 09:27
კაზუში საკურაბა გაგიგიათ? გრეისების რისხვა იყო, გალახული ყავს გრეისების თითქმის მთელი ოჯახი.

რაც შეეხება საბრძოლო სტილს, დღეს ყველაზე მაღალრეიტინგული უძლიერესი მებრძოლი კომბატ სამბოს წარმომადგენელი ემელიანენკოა. რუსების დედაც, მარა სამბო კი კარგი აქვთ. ჯიუ-ჯიტსუ ვერცერთ კომპონენტში ვერ ჯობნის, განსაკუთრებით კომბატ სამბოს.
* * *
http://www.youtube.com/watch?v=FX8deealksY&eurl=http%3A%2F%2Fvideo.google.com%2Fvideosearch%3Fhl%3Den%26ie%3DUTF-8%26q%3Dsakuraba%26sa%3DN%26tab%3Dwv%26um%3D1&feature=player_embedded

ეს კიდევ მაურისიო შოგუნ რუაა. 2:10-დან ყვითელტრუსიკიანს რომ ურახუნებს, ეგ კიდევ ერიკ ვანდერლეია, ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუს ჩემპიონი.

Posted by: nocs_13 9 Jul 2009, 15:39
იმ რინგზე სადაც ემელიანენკო დომინირებს ცოტა განსხვავებული წესებია.
ხოლო საბრძოლო სამბოს ან ჯიუ-ჯიტსუს სიმძლავრის განსაზვრა რომელიმე
რინგის სტატისტიკიტ სისულელეა. რადგან საბრძოლო სამბო ჩამოყალიბდა
და დაიხვეწა იმ საბრძოლო მოთხოვნებით რომელიც საბჭოთა ძალოვან
სისტემას ჭირდებოდა 1928-წლებში. ჯიუ-ჯიტსუ შეიქმნა და ჩამოყალიბდა
1100 წ. და შემდგომ შიდა იაპონურ ომებში.

ორივე ეფექტურია. დანარჩენი კი არის კონკრეტულად წარმომადგენლის უნარზე და შნოზე დამოკიდებული.
თუმცა ვთვლი რომ რომელიმე სპორტულ რინგს არ ძალულს რომელიმე სახეობის უპირატესობის დამტკიცება. მაგ: რინგზე მტკივნეული ილეთის სწორად წარმართვა უკვე მოგებაა(ხელის მოტეხვა). თუმცა რეალურ ბრძოლაში ეგ საკმარისი არ არის, რადგან ხელი შეიძლება საერთოდ გასაწირი გაგიხდეს. ამას ემატება ისიც რომ ბოლო დროს თავით დარტყმები ამოიგეს, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანია აღარ მინახავს. არადა ადრე ეფექტურად იყენებდნენ.
ისე სამბოში დიდი უმრავლესობა ილეთებისა სწორედ ჯიუ-ჯიტსუდან მოვიდა.
ემელიანენკოს არ ახვედრებენ ისეთ წარმომადგენლებს რომელთაც მე ვისურვებდი. ემელიანენკოს კარგი სტატისკა აქვს მაგრამ აარც ისე შთამბეჭდავი მოწინააგმდეგები.

ემელიანენკო მართლაც შტამბეწდავი წარმომადგენელლია, მაგრამ
უძლიერესს მე მას არ ვუწოდებდი.


Posted by: iceman 9 Jul 2009, 17:42
QUOTE
ემელიანენკოს არ ახვედრებენ ისეთ წარმომადგენლებს რომელთაც მე ვისურვებდი.


კონკრეტულად ვის გულისხმობ?


QUOTE
ემელიანენკოს კარგი სტატისკა აქვს მაგრამ აარც ისე შთამბეჭდავი მოწინააგმდეგები.


მარკ კოლმანი (ორჯერ) მარკ ჰანტი, მირკო კროკოპი, ანტონიო ნოგეირა (სამჯერ), კევინ რანდელმანი, ფუჯიტა (ამან ცჰვენი საამაყო ოლიმპიელი გაგვილახა სამარცხვინოდ) , სემი შილტი, რენატო ბაბალუ, რიკარდო არონა, და სულ თავიდან ლევან ლაგვილავაც sad.gif

1 აგვისტოს ჯოშ ბარნეტს ხვდება, უძიერეს მებრძოლს, ისიც თუ გალახა კითხვის ნიშანს აღარ ტოვებს თუ ვინ არის უძლიერესი

ისე რიკსონ გრეისი კი იმუქრება მე ვიცი როგორც უნდა მოერიო ემელიანენკოსო, მარა სიტყვების იქით არ მიდის და
* * *
ჯიუ-ჯიცუს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ თემის დასახელებას არ ვეთანხმები. მემგონი არაა ჯიუ-ჯიცუ სრულყოფილი იარაღი

Posted by: maverick16 9 Jul 2009, 19:00
ჯიუჯიცუ სრულყოფილი იარაღია პარტერში მაგრამ არა მდგომში. ემელიანენკოს რაც შეეხება მართლა უძლიერესია მარა რენდელმანთან მაგრად გაუმართლა გდების შემდეგ ძაან მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა და ეგრევე ბალევოი გაუკეთა და მოიგო თუმცა რენდელმანისგანაც სახსოვარი-ორი მოტეხილი ნეკნი დარჩა keh.gif givi.gif

Posted by: nocs_13 10 Jul 2009, 08:39
უმრავლესობა თქვენს მიერ ჩამოთვლილები მან დაამარცხა ქულებით და არა სუფთა მოგებით.
ამიტომაც ემელიანენკოს სიძლიერე მისი სტილის უპირატესობას არ გამოხატავს, არამედ
იმას რომ მისი სტილი უფრო მორგებულია იმ რინგზა რომელზეც გამოდის.

ვისურვებდი რომ შეხვდეს შემდეგ პირებს. ყველას ვერ ჩამოვთვლი რადგან გვარები არ მახსოვს:
ანდერსონ სილვა, ლიოტო მაჩიდა, რაჩად ევანს, გონზაგა,
ანუ UFC-ის მოქმედ ძლიერ წარმომადგენლებს და არა უკვე ვადაგასულ სპორტსმენებს.

ანდერსონ სილვა - ამას გამოვყოფდი რადგან ძალიან სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ შედეგები აქვს შესანიშნავი.

Posted by: iceman 10 Jul 2009, 09:46
QUOTE
ვისურვებდი რომ შეხვდეს შემდეგ პირებს. ყველას ვერ ჩამოვთვლი რადგან გვარები არ მახსოვს: ანდერსონ სილვა, ლიოტო მაჩიდა, რაჩად ევანს, გონზაგა,

ანდერსონ სილვა ახლა გადავიდა 205 ფაუნდ წონაში, ემელიანენკო კი მძიმე წონაა, ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, ამიტომ იქნება ამ თემაზე სპეკულაცია.
http://www.youtube.com/watch?v=gBIRvPFT0-4&eurl=http%3A%2F%2Fvideo.google.com%2Fvideosearch%3Fhl%3Den%26ie%3DUTF-8%26q%3Danderson%2520silva%26sa%3DN%26tab%3Dwv%26um%3D1&feature=player_embedded
ეს ანდერსონ სილვა ჯობს ემელიანენკოს?

გონზაგა 44 წლის ბებერმა გალახა, კროკოპთან შემთხვევით თუ გაუვარდა, ეგ არაფერს ნიშნავს.

ლიოტო მაჩიდა და რაჩად ევანსი ცნობილი სახეებია MMA-ში, მაგრამ სხვა წონა და მაინც სხვა დონეა ჩემი აზრით.

UFC კი საერთოდ..... ძალიან კომერციული და ძალიან სახელშერცხვენილი ორგანიზაციაა, მისი რეიტინგი რამეს ნიშნავს საერთოდ MMA-ში?

Posted by: სუხიშვილები 10 Jul 2009, 09:49
მე დავდიოდი ვფლობ ჯიუ-ჯიცუს ძალიან მაგარია, ვურჩევ ყველას რომ იაროს smile.gif

Posted by: nocs_13 10 Jul 2009, 10:30
მაგ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა კომერციულობაზე და სახეშერცხვენილობაზე, კი გეთანხმებით.
ეგ ანდერსონ სილვას საკმაოდ ძველი შეხვედრაა, მე უფრო ახლო სტატისტიკით ვისარგებლობ, ისე ეგ სილვა ადრეც დაიჭირეს ფეხის მტკივნეულზე.
რადგან მაინტერესებს ამჟამინდელი ფორმა ამა თუ იმ სპორთსმენისა.
გონზაგა შეცდომით დავწერე გთხოვთ მომიტევოთ... მაინცდამაინც სპორტსმენების
სახელები და გვარები კარგად არ მახსოვს.
ეს საკითხი სპეკულაციური რომ არის ეს ბუნებრივია, რადგან ასევე სპეკულაციურია
სტილებისა და სახეობების შედარება მათი წარმომადგენლების შედეგებით,
რადგან ეგ რინგები უფრო შერეულ სტილებს წარმოადგენენ.

Posted by: iceman 10 Jul 2009, 10:45
QUOTE
ეს საკითხი სპეკულაციური რომ არის ეს ბუნებრივია, რადგან ასევე სპეკულაციურია სტილებისა და სახეობების შედარება მათი წარმომადგენლების შედეგებით, რადგან ეგ რინგები უფრო შერეულ სტილებს წარმოადგენენ.

გეთანხმებით wink.gif

ემელიანენკოს ფანი არ გეგონოთ, ნეტა ვინმე გალახავდეს, ამიტომ ველოდები 1 აგვისტოს, იქნებ ბარნეტმა დაუსვას რუსების ბლატაობას წერტილი.
* * *
QUOTE
მე დავდიოდი ვფლობ ჯიუ-ჯიცუს ძალიან მაგარია, ვურჩევ ყველას რომ იაროს smile.gif


ახლაც არის წრე? სად არის და ასაკი თუა შეზღუდული? (ცოტა ბებერი ვარ)

Posted by: monte cristo2009 13 Jul 2009, 21:12
აი ესენი ჩვენი ბიჭები არიან


* * *


ეს კი იგივე ვიდეო ,,მაივიდეოდან:
http://www.myvideo.ge/?video_id=375600

Posted by: იმპერატორი 18 Jul 2009, 20:59

..........
კარგი სახეობაა.

..........

Posted by: mike d 19 Jul 2009, 10:12
გავიხსენოთ ბუმბერაზი კლასიკოსები tongue.gif

Posted by: :samurai: 21 Jul 2009, 01:35
ჯიუ ჯიცუ ერთერთი ყველაზე დახვეწილი საბრძოლო ხელოვნებებაა და გამოსაყენებლად რეალურია.
სრულყოფილებას რაც შეეხება ჯიუ ჯიცუ არ არის სრულყოფილი იარაღი, რადგან ყოველთვის შეიძლება
დაიხვეწოს ან დაემატოს რაღაც, დროისა და გარემოებების გამო.

Posted by: barbera 2 Aug 2009, 18:50
ბარნეტს დოპინგი აღმოუჩინეს და ბრძოლა არ შედგა
* * *
მაგრად ჩხუბობს ემელიანენკო, ჭიდაობა იცის და იმიტომ.

Posted by: DMachavariani 10 Aug 2009, 17:55
http://www.youtube.com/watch?v=POJ2T023M4I&feature=fvst გრეისი vs მძღერის ბჩკა

Posted by: DavidKh 11 Aug 2009, 12:29
"ჯიუ-ჯიცუ"-ს სკოლა რა ადგილას არის თბილისში ?

Posted by: mind_auger 11 Aug 2009, 16:35
iceman
QUOTE
კაზუში საკურაბა გაგიგიათ? გრეისების რისხვა იყო, გალახული ყავს გრეისების თითქმის მთელი ოჯახი.


კაი რა!!!კაი! საკურაბა არა კუტუმიცინი. არ აუღო რევანში მაგას გრეისიმ? 3 რაუნდში რო მოუღო ბოლო?სუ ახლახანს იყო,2007ში.

Posted by: dallas mavs 11 Aug 2009, 17:04
კი აუღო რევანში, K1 Dynamite-ში..სად გრეიცი სად საკურაბა..
ისე K1-ში ძალიან სერიოზული მოჩხუბრები არიან..ბონიასკის თამადობით..თუმცა ამ ბოლო დროს ისე ვეღარ ჩხუბობს როგორც ადრე..ბადრ ჰარის კი მისცეს დიკვალიფიკაცია მაგასთან ჩხუბში მაგრამ აშკარად ჯობნიდა მაროკოელი..

და კიდე კაოკლაი კაენორსინგზე ვკაიფობ მე..მასტი არის იმენა ჩხირი და გოლიათებს ეჩხუბება და უგებს ხოლმე კიდეც..მაგან რო "mighty mo" -ს დაადოოო..იმენა სერიოზუუულლ..5:00 დან უყურეთ

http://www.youtube.com/watch?v=NwqxZrRMXhw&feature=fvw


Posted by: mind_auger 11 Aug 2009, 17:13
dallas mavs
QUOTE
ბონიასკის თამადობით..თუმცა ამ ბოლო დროს ისე ვეღარ ჩხუბობს როგორც ადრე..ბადრ ჰარის კი მისცეს დიკვალიფიკაცია მაგასთან ჩხუბში მაგრამ აშკარად ჯობნიდა მაროკოელი..


არანაირად არ ჯობნიდა no.gif მართალია ჰარი მაგარი ვირია,მარა სწორედაც რო ვერ ჯობნიდა იმიტომ გამწარდა და მასეთი Yლეობა გააკეთა.
წინა ჩხუბი ნოკაუტით მოუგო რემიმ და მაგარ გატეხილში იყო.იმენა რევანშისთვის გამოვიდა და რო მიხვდა მარტო თავისი გიჟური ძალით ვერაფერს დააკლებდა ამიტომ გამწარდა.რემი იმენა პროFია,ჰარის ძალიან დიდი შრომა მოუწევს რემის დონემდე ასასვლელად და თუ მასე სულელურად გააგრძელა დარჩება მარად ლუზერად.მაგას ჰუსტიც ისევე ატირებდა როგორც რემიმ ატირა.

Posted by: dallas mavs 11 Aug 2009, 17:41
იმ მომენტამდე სანამ მაგ სირობას იზამდა უფრო აქიურობდა და უფრო უტევდა..დაანოკდაუნა კიდეც..ნუ რავი,მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო მაინც ჯობნიდა ცოტათი..მაგ კონკრეტულ ჩხუბში..და ისე რემის დონემდე რო ძალიან ძალიან ბევრი უკლია ეგ რათქმა უნდა..ალისტერ ოვერიმმა სახე აახია მაგ ჰარის ისეთი გაძუყნა..

Posted by: Cafe_Del_Mar19 11 Aug 2009, 21:16
ვინმეს ახსოვს ადრე რო გადიოდა, ბრძოლა წესების გარეშე მანდ რო იყო ერთი რა, ძალიან მაგარი, ხელს რო არ არტყმევინებდა არავი, "კარმა" კარმეო " თუ რაგაც ამდაგვარი ერქვა, ეს დაახლოებით 1994-1996 წლებში იყო.

Posted by: iceman 16 Aug 2009, 00:22
QUOTE
კაი რა!!!კაი! საკურაბა არა კუტუმიცინი. არ აუღო რევანში მაგას გრეისიმ? 3 რაუნდში რო მოუღო ბოლო?სუ ახლახანს იყო,2007ში.

biggrin.gif
მაგი ბრძოლა ვინც ნახა, მიხვდება, რომ გრეისის, როგორც პატარა ბავშვს კამფეტი, ისე აჩუქეს გამარჯვება. მიხვედრაც არ უნდა, ბევრი დაიწერა მაგაზე. ისე ეტყობა მმა-ს დასაწყისი გახსოვთ, მარა ახლა რეალობა რომ სხვაა? გრეისი ჯიუ-ჯიცუ აღარ არის უპირობო ავტორიტეტი ამ საქმეში. ლიდერებშიც აღარ გადის. ასე რომ სიტყვა კუტუმიცინი საკურაბას კი არა, უფრო გრეისის შეესაბამება wink.gif

Posted by: aKasradze 2 Jun 2010, 12:52
monte cristo2009
როგორ ვიპოვო ეს ბიჭები ხომ არ იცით?
პირველი მაგრად მეცნობა, სადმე შეჯიბრზე ხომ არ გამოდიოდნენ?>
მაგარი ვიდეოა

Posted by: lasha0690 2 Jun 2010, 15:33
საკურაბა დიდი ვერაფერი იყო ჯიუჯიცუში არონამ მაგრად დაჩაგრა ყველა კომპონენტში
* * *
ისე ჯიუ ჯიცუ მატლა საუკეტესო იარაღია შენზე ძლიერი მებრძოლის დასამარცხებლათ
* * *
და კიდე ჯიუჯიცუს ბრაზილიაში პოლიციასაც ასწავლიან არონა ავარჯიშებდა ბრაზილიის პოლიციას
და ამერიკაში როის გრეისი ჩაიყვანეს რო ამერიკული პოლიცია გაწვრთნას

Posted by: NIKA-999 3 Jun 2010, 01:48
QUOTE (nocs_13 @ 10 Jul 2009, 08:39 )
უმრავლესობა თქვენს მიერ ჩამოთვლილები მან დაამარცხა ქულებით და არა სუფთა მოგებით.
ამიტომაც ემელიანენკოს სიძლიერე მისი სტილის უპირატესობას არ გამოხატავს, არამედ
იმას რომ მისი სტილი უფრო მორგებულია იმ რინგზა რომელზეც გამოდის.

ვისურვებდი რომ შეხვდეს შემდეგ პირებს. ყველას ვერ ჩამოვთვლი რადგან გვარები არ მახსოვს:
ანდერსონ სილვა, ლიოტო მაჩიდა, რაჩად ევანს, გონზაგა,
ანუ UFC-ის მოქმედ ძლიერ წარმომადგენლებს და არა უკვე ვადაგასულ სპორტსმენებს.

ანდერსონ სილვა - ამას გამოვყოფდი რადგან ძალიან სუსტის შთაბეჭდილებას ტოვებს მაგრამ შედეგები აქვს შესანიშნავი.

ერთ რამეში გეთანხმები რომ ემელიანენკო არ ხვდება ძლიერ სპორტსმენებს მაგრამ მეორეს მხრივ ვინც შენ ჩამოთვალე მაგათ პიველივე რაუნდში მოუყომარებს რადგან ანდერსონ სილვა მთელი ორი წონითი კატეგორიით დაბლაა, ლიოტო მაჩიდა და რაშიდ ევანსიც დაბლა წონითი კატეგორიებია და მაგავე წონაში მაგათზე ძლიერი შოგანია. აი მართლა ვისაც უნდა შეახვედრონ არის დოს სანტოსი. ლესნერი. და კიდევ კარვინი თუ გაგიგიათ, უფც-ს ამჯამინდელი ქამრის მფლობელი მძიმე წონაში და აქამდე დაუმარცხებელი ისევე როგორც ემელიანენკო, მაგრამ ემელიანენკოსგან განსხვავებით ყველა ბრძოლა პირველივე რაუნდში აქვს მოგებული ნოკაუტით... ამათ გარდა კიდევ არიან ძლიერი მოჩხუბრები უფც-ში და ვიღაცამ დაწერა რომ რეიტინგი არ აქვსო. ეგ დიდი უაზრობაა რადგან უფც ყველაზე რეიტინგულია და ყველაზე ძლიერი სპორტსმენები მანდ არიან და ახლა ემელიანენკოსგან მოგონილი მიზეზებით ნუ გასაზღვრავთ. კაცმა დიდ ხელფასზე თქვა უარი და არ გადადის უფც-ში რადგან ეშინია წაგების. მერე ვიღაც დაწერს არაო ის უარს არ ამბობს უფც-ს მოჩხუბრებთან ჩხუბზეო მაგრამ უფც-ს უფროსობა არ აჩხუბებსო, ეგ თითონაც კარგად იცის რომ არ აჩხუბებენ და იმიტომ არ ამბობს უარს. უფც-ს ბოსი რომ ვიყო არც მე ვაჩხუბებდი ჩემ მოჩხუბარს პრაიდის მოჩხუბართან თუნდაც 10 პროცენტი იყოს ჩემი მოჩხუბრის წაგების შანსი. ეგ იგივეა რომ NBA-ს გუნდი წავიდეს და ვიღაც ევროლიგის გუნდს ეთამაშოს. თუ მოიგო არც არაფერი მაგრამ თუ წააგო სახელი უფუჭდება ორგანიზაციას. ასეთი ვარიანტია, ყველამ იცის რომ უფც უფრო ძლიერი ორგანიზაციაა ვიდრე პრაიდი და რატომ უნდა დააყენონ ეს საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ? არანაირად არ უღირთ გარისკვა და არც არის გასაკვირი. თუ ტრაკი აქვს გადავიდეს UFC-ში და ანხავთ კრო კოპის ბედის გაზიარებას. 6 შეხვედრიდან 3 მოგება სამი წაგება. ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არანაირი შანსი, როცა კაცი პრაიდში ყოველთვის ლიდერად ითვლებოდა და ემელიანენკოს ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგე იყო, ემელიანენკომ მხოლოდ ქულებით მოუგო, ხოლო უფც-ში დოს სანტოსმაც და სხვებმაც ხელი არ გაანძრევინეს საცოდავ კრო კოპს(ცნობისთვის მაგას ვბალეშიკობ ყველა შეხვედრაში, მაგარი კაცია)
* * *
QUOTE (dallas mavs @ 11 Aug 2009, 17:41 )
იმ მომენტამდე სანამ მაგ სირობას იზამდა უფრო აქიურობდა და უფრო უტევდა..დაანოკდაუნა კიდეც..ნუ რავი,მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო მაინც ჯობნიდა ცოტათი..მაგ კონკრეტულ ჩხუბში..და ისე რემის დონემდე რო ძალიან ძალიან ბევრი უკლია ეგ რათქმა უნდა..ალისტერ ოვერიმმა სახე აახია მაგ ჰარის ისეთი გაძუყნა..

შენ ალბათ ჰარის რევანში არ გინახავს. ეგ კაცი ბავშვია ჯერ. 22 წლის ბიჭს თუ მოუგო გამოცდილმა ოვერიმმა არაფერს ნიშნავს შარშან ჰარიმ სრულფასოვანი რევანში აუღო და დაამტკიცა რომ ბევრად ძლიერია ვიდრე ოვერიმი და 2 წლის წინ კი იყო ოვერიმი ძლიერი მაგრამ მთავარია ახლა. თორე ჰარი არის იმენა მოჩხუბარი და მაგარი უდისციპლინო. მაგას რომ დისციპლინა ქონდეს თუნდაც ჩხუბის დროს, მე არ მეგულება K1-შ სპორტსმენი ვისაც შეუძლია უბრალოდ წინააღმდებოა გაუწიოს, ბონიასკი იქით იყოს და ამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა მაგაზე უარესი სლეობა. დავდებ ლინკებს პირველი ოვერიმთან რევანში და მეორე ბადრის მიერ 4 დღის წინ გაკეთებული კიდევ ერთი სლეობა. მაგრამ მაინც მაგარია რა ვის მოსწონს და ვის არა არ ვიცი მაგრამ იმენა მოჩხუბარია და მევასება მაგრად.

http://www.youtube.com/watch?v=LLOCjlYqu2g

http://www.youtube.com/watch?v=_oa0ccUSsNo
* * *
QUOTE (Cafe_Del_Mar19 @ 11 Aug 2009, 21:16 )
ვინმეს ახსოვს ადრე რო გადიოდა, ბრძოლა წესების გარეშე მანდ რო იყო ერთი რა, ძალიან მაგარი, ხელს რო არ არტყმევინებდა არავი, "კარმა" კარმეო " თუ რაგაც ამდაგვარი ერქვა, ეს დაახლოებით 1994-1996 წლებში იყო.

ბედ კარმა. აიკიდოს ოსტატი biggrin.gif მაგარი იყო მაგრამ მემგონი ეგ დადგმულები იყო.

Posted by: lasha0690 3 Jun 2010, 09:58
QUOTE
თუ ტრაკი აქვს გადავიდეს UFC-ში და ანხავთ კრო კოპის ბედის გაზიარებას

mad.gif mad.gif mad.gif
სად ცროცოპი სად ფედია mad.gif mad.gif
mad.gif mad.gif mad.gif
პრაიდის კროკოპს ნუ ადარებ ამ ბებერ კროკოპს mad.gif mad.gif

FEDOR UFC CHAM KILLER!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: aKasradze 4 Jun 2010, 09:34
QUOTE (monte cristo2009 @ 13 Jul 2009, 20:12 )
აი ესენი ჩვენი ბიჭები არიან


* * *


ეს კი იგივე ვიდეო ,,მაივიდეოდან:
http://www.myvideo.ge/?video_id=375600

მოგესალმებით ყველას, ეს ბიჭები ამზადებენ და თU კი სად?

Posted by: Reach 26 Sep 2010, 23:14
მოკლედ ამ თემას გადავაწყდი გუგლში და მინდ აგავცე პასუხი რამოდენიმე პოსტს iceman ყველაზე მაღალი დონეა MMA ში UFC და ყველაზე მაგარი მოჩხუბრები ყავს თავს ვაძლევ რომ ვთქვა რომ სტრაიკფორსსაც ჯობია და რაც შეეხება ემილიანენკოს ეხლახანს პირველივე რაუნდში Triangle Choke ით მოახჩო Verdum მა და როგორ ვერ უგებს ვერავინ biggrin.gif სტრაიკფორსში არაა იმდენად მაღალი დონე ჯიუ ჯიცუში როგორი UFC შია 1 მიკვირს ალმეიდამ როგორ წააგო

Posted by: Thrash 20 Oct 2010, 20:58
ჯიუ-ჯიცუ ერთ-ერთი საუკეთესოა.
ემელიანენკო დაეცა!!! biggrin.gif
http://www.youtube.com/watch?v=AiafAacTW14

Posted by: lasha0690 23 Oct 2010, 20:06
ყველაზე მაგარივიდეო ხელოვნება yes.gif
http://www.youtube.com/watch?v=BKN-3pxIeVU


Posted by: ფენომენალური 24 Oct 2010, 04:31
ქართველები ჯერ ვერ ვართ ჯიუ ჯიტსუში სათანადო დონეზე

Posted by: CORDOBA 27 Oct 2010, 18:24
ჯიუ-ჯიცუ უფრო რთულია სასწავლებლად თუ აიკიდო ?

Posted by: phenom animal 30 Oct 2010, 22:13
QUOTE (CORDOBA @ 27 Oct 2010, 18:24 )
ჯიუ-ჯიცუ უფრო რთულია სასწავლებლად თუ აიკიდო ?

+1

და სად შეიძლება სწავლა არის რამე ფედერაცია? vik.gif

Posted by: NATELIBNELSHI 2 Nov 2010, 20:47
QUOTE
თუ ტრაკი აქვს გადავიდეს UFC-ში და ანხავთ კრო კოპის ბედის გაზიარებას


რომელს უნდა რინგზე ?????????? ვის აუთამაშდა ტრაკი????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მიდი მოაწყეთ კიდე რაც თბილისის არხზე გადიოდა და ჩემდათავად არ გამომსვლელის დედა ვატირე!!!!!!!!!!!!!!!!!!! და არ დამხვედრის კიდე!!!!!!!!!!!!

კიი კარგი საბრძოლო ხელოვნებაა ჯიუ-ჯიცო, მე ვფლობ მას, კიდევ ჩემს გამოცდილებაში ტაეკკვონდოც შედის,
სხვა დანარჩენს ვერ დავიბრალებ რაც არ ვიცი არ ვიცი

მეტი ვარჯიში მეტიიიი.......
QUOTE



* * *
phenom animal
QUOTE
ჯიუ-ჯიცუ უფრო რთულია სასწავლებლად თუ აიკიდო ?


აიკიდოს უდიდეს პატივს მაგრამ ჯიუ ჯიცოს შესწავლა სჯობია, იმიტომ, რომ ჯიუჯიცო არის ფიზიკური სრულყოფილი ხელოვნება.
კუნგფუსთან არ ვაიგივებ იმიტომ რომ ამ ხელოვენბაში გაცილებით სხვა სტილიც იკითხება რომელიც ბრაზილიური წრმოშობისაა
და არაფრით სუსტი არაა კუნგუზე. თითქმის

აი კუნგფუს შესწავლას თუ დაიწყებთ გაცილებით უკეთესი გადაწყვეტილება იქნება მაგრამ იმდენად მეტი ინერგიის ხარჯვა მოგიწევს საეჭვოა....
მაგრამ ჯიუჯიცოში შედეგს ძალიან მალე დაინახავ ძალიანმალე მიიღებ წარმატებებს.. სასწაული ხელოვენბაა მართლაც

არ ვიცი შეიძლება მასწავლებელი მყავდა ძაანკარგი

Posted by: phenom animal 2 Nov 2010, 23:22
ხოდა შეუძლია ვინმეს დაწეროს სადაა ან აკადემია ან რაიმე მსგავსი?????????????????????

Posted by: NATELIBNELSHI 3 Nov 2010, 00:31
phenom animal

ნაძალადევზე იყო (კახა კინწურაშვილის დარბაზი) და ეხლა არ ვიცი არის თუ არა კიდევ.

ახლობლებს როცა ვნახავ ვკითხავ და შეგატყობინებ.

Posted by: phenom animal 3 Nov 2010, 21:30
QUOTE (NATELIBNELSHI @ 3 Nov 2010, 00:31 )
phenom animal

ნაძალადევზე იყო (კახა კინწურაშვილის დარბაზი) და ეხლა არ ვიცი არის თუ არა კიდევ.

ახლობლებს როცა ვნახავ ვკითხავ და შეგატყობინებ.

ოქ დიდად მადლობელი დაგრჩები თუ მეტყვი სადა და რა პირობებია საერთოდ

Posted by: nocs_13 11 Nov 2010, 11:47
ჯიუ ჯიცუ უფრო ძნელია სასწავლებლად.
იგივე პრობლემა შეექმნა თავის დროს მორიხეისაც
ძალიან უჭირდა ჯიუჯიცუს ათვისება ამიტომ აიღო და აიკიდო დააფუძნა.
რათქმაუნდა მთლად ასე მარტივად არ იყო მაშინ საქმე მარა, საბოლოოდ ასე გამოვიდა smile.gif

Posted by: lasha0690 13 Nov 2010, 11:51
ფაბრიციო ვერდუმი ერტერი საუკეტესო ჯიუჯიცუს სპეციალისტი smile.gif
http://www.myvideo.ge/?video_id=1118398

Posted by: Reach 15 Feb 2011, 23:35
QUOTE (lasha0690 @ 13 Nov 2010, 11:51 )
ფაბრიციო ვერდუმი ერტერი საუკეტესო ჯიუჯიცუს სპეციალისტი smile.gif
http://www.myvideo.ge/?video_id=1118398

კი გეთამხნები საუკეთესო Heavyweight ია ჯიუ ჯიცუში და დაბნეულობაა ცოტა ამ ფორუმზე ერთი მხარე იაპონურ ჯიუ ჯიცუზე ლაპარაკობს და მეორე ბრაზილიურზე და აიკიდო იუდო და ბრაზილიური ჯიუ ჯიცუ ყველა იაპონურიდან მოდიან და ჩემი აზრით იაპონური უფრო რთული სესასწავლია ვიდრე აიკიდო და დიდი შრომა ჭირდება

Posted by: kostakurta 5 Oct 2011, 17:24
ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს სკოლა თუ არის საქართველოში? იაპონური ამ შემთხვევაში არ მაინტერესებენ

Posted by: Binary 27 Dec 2011, 04:47
QUOTE (kostakurta @ 5 Oct 2011, 17:24 )
ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს სკოლა თუ არის საქართველოში? იაპონური ამ შემთხვევაში არ მაინტერესებენ

+1

?

Posted by: DavidKh 1 Jan 2012, 17:45
QUOTE (Binary @ 27 Dec 2011, 04:47 )
QUOTE (kostakurta @ 5 Oct 2011, 17:24 )
ბრაზილიური ჯიუ ჯიცუს სკოლა თუ არის საქართველოში? იაპონური ამ შემთხვევაში არ მაინტერესებენ

+1

?

+????????????????????????????????

Posted by: gamyrela 11 Jan 2012, 15:23
მე Gōjū-ryū ზე დავდივარ და მგონი ესეც ჯიუ ჯიცუს განშტოებაა იმიტომ რომ ესეა ახსნილი
Gōjū-ryū (剛柔流?), (Japanese for "hard-soft style") is one of the main traditional Okinawan styles of karate, featuring a combination of hard and soft techniques.

თუ მეშლება შემისწორეთ.....დიდი ხანი არაა რაც დავიწყე სიარული, მაგრამ ძაან მაგარია....უნდა დაუთმო კაცმა შენ თავს დრო....მე მაგრად მასვენებს ვარჯიშები და მეხმარება ვიყო უფრო მშვიდი და გაწონასწორებული

Posted by: mepar 15 Jan 2012, 23:06
აიკიდო მხოლოდ საჩვნებელი ხელოვნებაა, რეალურუად ის არ მუშაობს, მე არ მინახავს ოქტაგონზე ვინმე თავხედიც კი აიკიდოს სტილის იმედით რომ გამოვიდეს, შოუებიც რა გოიმურია ხელს შეგნებულად რომ აწვდიან, ჩხუბის დროს მასე კონფორტულად ვინ მოგცემს თავს

Posted by: element rolls 25 Jun 2012, 17:58
სკა–ში ჯიუ–ჟიცუში ავარჯიშებენ?
––––––––––––––––––––––––––––––––

Posted by: Satevari 26 Jun 2012, 10:57
DavidKh
შენ მოგიკვდი როდინდელი პოსტი ამოგიგდე


element rolls
Binary
http://www.facebook.com/MMA.Georgia

მოდი

Posted by: gordas 26 Jun 2012, 17:18
ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატები არის საქართველოში? 18 წლამდე თუა?

Posted by: element rolls 26 Jun 2012, 18:25
Satevari

რაშუაშია mma ჩემს შეკითხვასთან?

Posted by: Satevari 27 Jun 2012, 00:42
element rolls
ის რომ ბრაზილიურ ჯიუ-ჯითსუს ვავარჯიშებთ და თუ გაინტერესებს მოდი

Posted by: DavidKh 27 Jun 2012, 01:03
Satevari
QUOTE
შენ მოგიკვდი როდინდელი პოსტი ამოგიგდე

აბაა, 1 წლის წინ მაგას ვპოსტავდი, ეხლა კიდე ყავისფერ ბელტზე გავდივარ მალე biggrin.gif

QUOTE
ის რომ ბრაზილიურ ჯიუ-ჯითსუს ვავარჯიშებთ და თუ გაინტერესებს მოდი

!!!

Posted by: gordas 27 Jun 2012, 16:07
QUOTE (gordas @ 26 Jun 2012, 17:18 )
ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატები არის  საქართველოში? 18 წლამდე თუა?

ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატები არის საქართველოში? 18 წლამდე თუა???? პასუხი გამეცით_)

Posted by: DavidKh 28 Jun 2012, 21:08
gordas
QUOTE
ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუს ჩემპიონატები არის საქართველოში? 18 წლამდე თუა???? პასუხი გამეცით_)

სულ რამოდენიმე კაცი ვვარჯიშობთ ჯიუ-ჯიცუში და რაის ჩემპიონატი biggrin.gif

element rolls
QUOTE
პ.ს.
თქვენ გოგოებს არ ღებულობთ თან უკვე მოზრდილებს as i know

მოზრდილი რამხელაა?

პ.ს. - გოგოებზე Satevari

Posted by: Satevari 29 Jun 2012, 10:35
element rolls
ჩვენთან არის 2 განხრა ჯიუ-ჯითსუსი, იაპონური რომელიც ცალკე ივარჯიშება და ცალკე ჯგუფია, და ბრაზილიური რომელსაც MMA_ს დროს ვიყენებთ. ასე რომ თუ იაონური გაინტერესებს შეიძლია მოხვდე, საერთოდ შეხება არ გექნება MMA-ს "სასტავთან"

DavidKh

15- დან ალბათ, არ ვიცი რა იგულისხმა მოზრდილში

Posted by: element rolls 6 Jul 2012, 09:15
DavidKh
20 წელი
ძაან მოუქნელი და უვარჯიშებელიც არ ვარ, თუმცა მსგავს სპორტზე არ მივლია
Satevari
ფბ ზე არ გაქვთ მისამართი მითითებული და რომ დაწერო კარგი იქნებოდა.... დასვენებას რომ მოვრჩებოდი შემოვივლიდი

Posted by: Duff 6 Jul 2012, 10:42
30 წლისათვის ღირს ეს სპორტი...არადა როგორ მიყვარს ეს სტილი ორთაბრძოლის biggrin.gif

Posted by: DavidKh 6 Jul 2012, 10:57
element rolls
QUOTE
20 წელი
ძაან მოუქნელი და უვარჯიშებელიც არ ვარ, თუმცა მსგავს სპორტზე არ მივლია

არ არის ეგ პრობლემა.

მოგხედავენ PM-ში, არ იდარდო biggrin.gif

Posted by: element rolls 6 Jul 2012, 23:38
DavidKh
QUOTE
არ არის ეგ პრობლემა.

ჰო მეც მაგის თქმა მინდოდა
QUOTE
ძაან მოუქნელი და უვარჯიშებელიც არ ვარ

ამ ფრაზითtongue.gif
Satevari
თუ დამაინტერესე ბარემ ბოლომდე მომაწოდე ინფო rolleyes.gif

Posted by: madridiSSta1988 16 Jul 2012, 02:57
element rolls
DavidKh
Duff
მეგობრებო ტაეკვანდოს თემა არ გვაქვს? ვერ ვიპოვე და იქნებ დამილინკოთ.

Posted by: painkiller1990 16 Jul 2012, 18:52
მე მინდა რომელიმე საბრძოლო სტილში ვარჯიში... ხოდა იყოს ჯიუ ჯიცუ... სად მოვიდე, რა ღირს და ა.შ ყველაფერი მაინტერესებს

Posted by: element rolls 17 Jul 2012, 02:52
ცოტა ხანი მოიცადე, სატევარი შემოვა და გეტყვის მოდი mmaზეო და ფბ ლინკსაც დადებს givi.gif

Posted by: Satevari 17 Jul 2012, 10:57
element rolls
ახლა მაინც ყველა დავითხოვეთ და მარტო შეჯიბრის ხალხი ვვარჯიშობთ smile.gif

სექტემბრიდან განვაახლებთ სექციებს, მერე შენც დაისვენებ და მეც დამასვენებ biggrin.gif biggrin.gif

QUOTE
ცოტა ხანი მოიცადე, სატევარი შემოვა და გეტყვის მოდი mmaზეო და ფბ ლინკსაც დადებს

lol.gif


painkiller1990
მოდი MMA_ზე

http://www.facebook.com/MMA.Georgia



პ.ს. ისე ვაკის დარბაზმა შეიძლება იფუნქციონიროს ზაფულში, ამ დღეებში გადაწყდება

Posted by: element rolls 17 Jul 2012, 23:42
Satevari
ჯიუ ჯიცუს სად ავარჯიშებთ, მისამართი მაინტერესებს და აღარ შეგაწუხებ

Posted by: nipponcaucasus 21 Aug 2012, 11:48
QUOTE
ჯიუ-ჯიცუ,, ორი სიტყვისგან შედგება: ,,ჯიუ,, ნიშნავს ,,რბილს,, ანუ მოქნილს, დამყოლს. ხოლო ,,ჯიცუ,, - კი ტექნიკას, ხერხს.


ჯიუჯუცუ [ჯჲუჯჲუცუ] არის სწორი. შუაში ტირეც არ უნდა.

Posted by: ჯეგე 26 Oct 2012, 12:31
element rolls
http://www.facebook.com/MMA.Georgia

Posted by: teneee3 21 Nov 2012, 02:06
მოგესალმებით!!!!

ერთი კვირააა რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა ჩემი ბიზაშვილი იქ ჯიუ ჯიცუში ვარჯიშობდა, საკუთარი ჯგუფიც ყავდა რომელთაც ავარჯიშებდა.
მაინტერესებს საქართველოში ტარდება შეჯიბრებები?? საერთოდ ვის შეიზლება დაეკონტაქტოს სერიოზული მიღწევები აქვს და ზალიან მინდა რო აქ როგორმე ჩავრტო საქმეში რომ ისევ არ წავიდეს რუსეთში თვითონაც ზალიან მონდომებულია და გადაწყვეტილი აქვს დარჩენა

Posted by: iMaximuSi 26 Nov 2012, 12:34
სად ტარდება ვარჯიშები? და მარტო შაბათ კვირას რო ივარჯიშოს ადამიანმა ეგრე შეიძლება? სხვა დღეებში სამუშაო საათების შემდეგაც კარგი იქნებოდა მაგრამ ალბათ ეგეთ დროს არ ტარდება ვარჯიში, არ ვიცი

რაიმე მიღწევები არ მინდა უბრალოდ ისე საკუთარ თავთან რაღაცეების გარკვევა და ნერვების დამშვიდება )

რას მირჩევთ?

Posted by: iverski 5 Feb 2013, 01:02
გუშინ მქონდა შანსი მევარჯიშა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან პერსი კუნსასთან (PERCY KUNSA), და ასევე მირიამ რაჰალისთან (ქალია) (Myriam RAHALI) რომელიც ასევე მრავალი საინტერესო ტიტულის მფლობელია. ძალიან მაგარი სპორტია, თუ გაქვთ შანსი და არის კარგი სკოლა საქართველოში, აუცილებლად სცადეთ, მოგეწონებათ.

Posted by: Snow93 3 Aug 2015, 12:34
ახლა ვნახე ეს თემა. სად შეიძლება ვარჯიში?

Posted by: the_lizard_king 5 Feb 2024, 21:30
აშკარად არაა პოპულარული ამ ფორუმზე ჯიუ ჯიცუ. არადა, ამერიკაძი ნამეტანი ტრენდულია. ჩვენთან რა ხდება ამ მხრივ, ხომ არ იცით? არის კარგი ერთი-ორი ადგილი სავარჯიშოდ?

Posted by: ტომი 5 Feb 2024, 23:24
the_lizard_king
ფორუმი თორე სულ სპორტსმენები არ პოსტავდნენ აქ biggrin.gif
არის ადგილები კი, გუგლითაც მარტივად იძებნება

Posted by: J.R.R.Tolkien 9 Feb 2024, 15:19
QUOTE (the_lizard_king @ 5 Feb 2024, 21:30 )
აშკარად არაა პოპულარული ამ ფორუმზე ჯიუ ჯიცუ. არადა, ამერიკაძი ნამეტანი ტრენდულია. ჩვენთან რა ხდება ამ მხრივ, ხომ არ იცით? არის კარგი ერთი-ორი ადგილი სავარჯიშოდ?

არის თბილისში
ფეისბუქის გვერდიც აქვთ და დარბაზიც.

მე საზღვარგარეთ ვარჯიშობდი.

გააჩნია რისთვის გინდა სწავლა.

თავდაცვის მხრივ როგორი რეკლამაც აქვს ეგეთი არ არის, MMA-ში თუ გინდა ჩხუბი წავიდა ის დრო, ჯიუ ჯიცუ რომ დომინანტი იყო და მეტი არაფერი გჭირდებოდა.


Posted by: ტომი 9 Feb 2024, 15:47
J.R.R.Tolkien
ანუ MMA-ს თუ აპირებს მოყვარული ან ათლეტი, დაივიწყოს BJJ?

Posted by: J.R.R.Tolkien 9 Feb 2024, 23:49
QUOTE (ტომი @ 9 Feb 2024, 15:47 )
J.R.R.Tolkien
ანუ MMA-ს თუ აპირებს მოყვარული ან ათლეტი, დაივიწყოს BJJ?

სადმე მიწერია
დაივიწყოს - მეთქი?
უბრალოდ, ადრე რომ მეტი არაფერი გჭირდებოდა
ეგრე აღარაა - ანუ მხოლოდ ბჯჯ ვეღარ გახვალ ფონს.

ბაზრისთვის+ კრივი
კარგია.

Posted by: ტომი 10 Feb 2024, 10:42
J.R.R.Tolkien
არც ეგ გიწერია რაც ახლა დაამატე

Posted by: J.R.R.Tolkien 10 Feb 2024, 23:38
QUOTE (ტომი @ 10 Feb 2024, 10:42 )
J.R.R.Tolkien
არც ეგ გიწერია რაც ახლა დაამატე

მეტი რა უნდა დამეწერა)))
გარკვევით მაქვს ჩამოყალიბებული აზრი და ახსნილი
ახლა შენ რომ ჯიუ ჯიცუში ვარჯიშობ და ეგ პოსტი ემოციურად
მიიღე ცუდად, მე დამნაშავე არ ვარ
vik.gif

Posted by: ტომი 11 Feb 2024, 02:23
J.R.R.Tolkien
biggrin.gif
არაფერი ცუდად არ მიმიღია, ემოციური კავშირი ფორუმ.ჯისთან ან მის მპოსტავებთან არ მაქვს biggrin.gif

არც მარტო ჯიუჯიცუზე ვვარჯიშობ biggrin.gif

ნებისმიერ სხვა კომბატ სპორტზე რომ დაგეწერა იგივე - იმავეს ვიკითხავდი. აკლდა კონტექსტი პირველ პოსტს, ამიტომაც დაამატე მეორე პოსტში და აღარც მაქვს კითხვა.

Posted by: J.R.R.Tolkien 11 Feb 2024, 23:06
QUOTE (ტომი @ 11 Feb 2024, 02:23 )
J.R.R.Tolkien
biggrin.gif
არაფერი ცუდად არ მიმიღია, ემოციური კავშირი ფორუმ.ჯისთან ან მის მპოსტავებთან არ მაქვს biggrin.gif

არც მარტო ჯიუჯიცუზე ვვარჯიშობ biggrin.gif

ნებისმიერ სხვა კომბატ სპორტზე რომ დაგეწერა იგივე - იმავეს ვიკითხავდი. აკლდა კონტექსტი პირველ პოსტს, ამიტომაც დაამატე მეორე პოსტში და აღარც მაქვს კითხვა.

რავი MMA-ს თემაში ისეთები იწერება იქ არ გაქვს კითხვები.
ჩუმად უყურებ თემის გაუპატიურებას და აქ რატომ მოგინდა დაკონკრეტება. ))))

უთხარი მოდერს დახუროს ეგ თემა სამუდამოდ )))

სირცხვილია მართლა
facepalm.gif

რამხელა გამართლება უნდა ერთ თემაში პოსტავდეს ბრემენა, ფრენკი, პერსიკა, სმარტი და კიდე ის გოგო ილიას რომ დასდევს სულიკოს რატომ არ მღერისო facepalm.gif

მაგრად უძლებ მაგ საგიჟეთს.

ნუ, სამბო რომ უგებს ბჯჯ-ს ეგ მითი მხოლოდ ჩვენთან არაა კიდე კაი givi.gif
ტიპებს სერიოზულად რომ სჯერათ უცხოურ ფორუმებზე

ისე კი აქვს დიდი მინუსი ამ ბჯჯ-ს გდებების მხრივ )))
ის ტრაკით ჯდომა კიდე მაგარი ###ობაა.


Posted by: ტომი 11 Feb 2024, 23:17
J.R.R.Tolkien
იმიტომ რომ შენთან აქვს აზრი მიმოწერას biggrin.gif
ვისთანაც აზრი არ აქვს - არც შევდივარ საუბარში.
სამწუხაროდ მეორე კატეგორია უფრო და უფრო იმატებს და აღარც შემოვალ ცოტა ხანში ალბათ biggrin.gif

Posted by: J.R.R.Tolkien 12 Feb 2024, 21:15
QUOTE (ტომი @ 11 Feb 2024, 23:17 )
J.R.R.Tolkien
იმიტომ რომ შენთან აქვს აზრი მიმოწერას biggrin.gif
ვისთანაც აზრი არ აქვს - არც შევდივარ საუბარში.
სამწუხაროდ მეორე კატეგორია უფრო და უფრო იმატებს და აღარც შემოვალ ცოტა ხანში ალბათ biggrin.gif

კომპლიმენტად მივიღებ )))

მეც შენი გამკვივრებია რომ ეპასუხები
ასეთი მცოდნე კაცი

მაგიტომ აღარ შემოვდივარ მეც

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)