Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლუბები > Toyota Aqua Club,


Posted by: L/F 13 Dec 2017, 01:36
მოკლედ დიდი ხანია ეკონომ მანქანების მოყვარულ მომხმარებელი ვარ biggrin.gif ფორუმზე ჰონდა ფიტის კლუბის თემა მე გავხსენი 2011 ში ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო, ხოლო ეხლა ასევე ახალია , რ ვთვლი დღევანდელ დროში აუცილებელია გყავდეს ეკონომიური და გამძლე მანქანა, ორი ჰონდა ფიტი გამოვიცვალე 2004, 2008- იანები და კმაყოფილი ვარ მათი <3 მაგრამ ეხლა მოვიდა დრო უფრო ეკონომიურზე გადავჯდე და რაც ძალიან საინტერესოა თავის კლასსში არ ყავს კონკურენტი ეკონომიურობაში ნუ იმ ინფორმაციით რაც მოვიძიე, და ფასიც ხელმისაწვდომია მოკლედ 2012 წლის Toyota Aqua შეძენას ვაპირებ უახლოეს დღეებში, მოკლედ გაგვიზიარეთ გამოცდილება კლუბი გახსნილად ცხადდება gigi.gif

Posted by: zshakulashvili 28 Dec 2017, 13:27
უპპპპპპპ....... მეც დაინტერესებული ვარ ამ მანქანით

Posted by: gio7654321 11 Jan 2018, 09:56
მეც მაინტერესეებს, დაწერეთ რა წვა რამდენი აქ ქალაქში-ტრასაზე. როგორი გაწევა აქ რამდენად გამძლე მანქანაა

Posted by: Gio100 12 Jan 2018, 08:10
დაინტერესება კარგია, მაგრამ ყიდვა უკეთესია... smile.gif
https://forum.ge/?f=56&showtopic=34552520&st=1155
-------------
შეეხმიანეთ (სკაიპზე ჯობია), ჩვენი თანაფორუმელია.
ბევრი აქვები ყავს, ზოგი აქ, ზოგი გზაში...

Posted by: GEORGEXIII 12 Jan 2018, 11:47
რეალურად რამდენს წვავს რეალური წვა ეა არის ამ მანქანის ?

Posted by: Gio100 12 Jan 2018, 12:47
GEORGEXIII
მე რაც მითხრეს 4 ლიტრს ეკონომიური სიარულით.
ცუდი სიარულით 5 ლიტრი
ტრასსა 3.8
---------------------------------------------------------
თავს არ ვდებ მონაცემების სიზუსტეზე smile.gif

Posted by: GEORGEXIII 12 Jan 2018, 16:21
Gio100
მეც ეგრე ვიცი ზაფხულში ქალაქში 4ლიტრაო და მაგარი მიმზიდველი წვაა..

Posted by: pei-100 19 Jan 2018, 08:01

ნახეთ რა მაგარი მაშინა ყოფილა...........



https://www.youtube.com/watch?v=nuLwYAe4sKo

Posted by: Gio100 19 Jan 2018, 09:50
pei-100
ჩამოვა ალბათ ეგ მანქანა ცოტა ხანში კონტეინერით თბილისში... biggrin.gif

Posted by: pei-100 19 Jan 2018, 12:00
ხახა,უეჭველი.......................................

Posted by: Gio100 19 Jan 2018, 13:48
pei-100
https://www.youtube.com/watch?v=oHIF5_UTcfo

biggrin.gif

Posted by: vanotl 29 Jan 2018, 19:59
მეც ვფიქრობ ამ მოდელზე.
დაახლოებით რამდენში ჩამოიყვანს კაცი კარგს იაპონიიდან?
ყიდვა მინდა და აუქციონზე ვეღარ ვნახულობ მანქანებს და სტოკზე კატასტროფა ფასი აქვს

Posted by: temo23 27 Apr 2018, 08:00
ორი დღეა რაც ჩამომივიდა. სასწაულებს აკეთებს წვით ძალიან ცოტას წვავს, ფოთიდან ჩამოყვანისას რასაც დავაკვირდი ნორმალური სიარულით (90 -100) დაახლოებით 3.8 დაწვა. ქალაქში ალბათ უფრო ცოტას, მოკლე მანძილებზე დაბალი სიჩქარით სულ ელექტრო ძრავით დადის და რავიცი რა გითხრათ ,
როდის ასწრებს დატენვას ვერ გეტყვითsmile.gif

Posted by: GEORGEXIII 27 Apr 2018, 10:23
უკან რა ჭირს ამ მანქანას...


vis.gif vis.gif

Posted by: GoldenSky 27 Apr 2018, 12:47
აუ სიამოვნებით მეყოლებოდა ეს მანქანა მეორე მანქანად smile.gif ჯ კომპლექტაცია აქვს ზოგადად ძაან კარგი ხო ამათ ?

Posted by: UMTS 27 Apr 2018, 14:18
QUOTE
უკან რა ჭირს ამ მანქანას...

ტრაკი მოაჭამეს biggrin.gif

QUOTE
როდის ასწრებს დატენვას ვერ გეტყვით

ალბათ პერპენტუუმ მობილე ჩაუყენეს lol.gif

Posted by: G-13 1 May 2018, 09:45
რამდენად პრობლემური მანქანაა და შენახვა რამდენი ჯდება?

Posted by: G-13 1 May 2018, 09:49
კიდევ რა მაინტერესებს... ბორტკომპიუტერის გაინგლისურება თუა შესაძლებელი?

Posted by: nozadze davit 16 May 2018, 13:00
გამარჯობათ ვინმემ ხომ არ იცით მონიტორი ინგლისურ ენაზე რომ გადავიყვანო მითხეწს რრომ ჩიპია საჭირო და სად ვიშოვო? ან ვინმეს ხომ არ გაქვთ??

Posted by: Tiko 14 Jun 2018, 14:42
ყიდვას ვაპირებ და იქნებ გამოცდილება გამიზიაროთ როგორი მანქანაა ?

Posted by: SR-71 20 Jun 2018, 20:58
QUOTE (G-13 @ 1 May 2018, 09:45 )
რამდენად პრობლემური მანქანაა და შენახვა რამდენი ჯდება?

პრიუსია რა, ნუ ოპელ კორსა ვერაა, არცაა გასაკვირი უამრავი ელექტროობის გამო.

პ.ს. პრიუს ც კლუბი ხომაა და მარჯვენარულიანი Fაქუა რაღა საჭიროა?

Posted by: tsamaladze 8 Jul 2018, 17:25
აქუას ნებისმიერი სტიკერი, პატარა თუ დიდი არ აქვს მნიშვნელობა, სალონის და გარე პლასტმასებზე გადაკვრა ნებისმიერი ფერის, მთლიანი მანქანის დაბრენდვა, თუ დაგჭირდათ მომართეთ

Posted by: L/F 5 Sep 2018, 23:59
QUOTE (Tiko @ 14 Jun 2018, 14:42 )
ყიდვას ვაპირებ და იქნებ გამოცდილება გამიზიაროთ როგორი მანქანაა ?

ძალიან გასიამოვნებს, 9 თვეა მყავს ზეთის მეტი არაფერი შემიცვლია მანქანაზე ძალიან რბილად დადის, და 30 ლიტრი ბენზინით, 750-800 კილომეტრს გადის, ქალაქის პირობებში 17-20 დღე მყოფნის სავსე ბაკი ანუ სადღაც 70 ლარის ბენზინი, თვეში 100-130 ლარი მაქ ბენზინის ხარჯი მაქსიმუმი, არამგონია ამაზე უკეთესი ვარიანტი რამე იყოს ამ ეტაპზე და ამ ფასში, ამერიკულ პრიუსს იმიტომ მირჩევნია რომ ვიცი რაც ჩამოყავთ აქ გაჭიმული გაუბედურებული მანქანები ჩაძირულები და მაგის ყიდვას კიდევ ჯობია მარჯვენა იყიდო და გეცოდინება მაინც რომ მილიონი მილი არ აქ გავლილი და ჩამოყრილი ან წყალში არ ცურავდა smile.gif) ან შენით უნდა ჩამოიყვანო ამერიკიდან მაგრამ ძვირი ჯდება და ასევე რთულია კარგი მანქანის შერჩევა აუქციონებზე
* * *
G-13
პრობლემა 9 თვეა მყავს და არანაირი არ ქონია საერთოდ, არ ვიცი საერთოდ ამაზე ეკონომიური მანქანა თუ არსებობს ამ ეტაპზე ბაზარზე არამგონია 3-4 ლიტრა მაქსიმუმ ქალაქის პირობებში 100კმზე იდეალურია მართლაც

Posted by: GoldenSky 7 Sep 2018, 09:51
QUOTE (GoldenSky @ 27 Apr 2018, 12:47 )
აუ სიამოვნებით მეყოლებოდა ეს მანქანა მეორე მანქანად smile.gif ჯ კომპლექტაცია აქვს ზოგადად ძაან კარგი ხო ამათ ?

ვახ ლოოოოლ როდის დამიწერია მინდათქო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოგდებულია biggrin.gif არც მახსოვდა ეს თემა რომ იყო biggrin.gif


Posted by: Rene Adler 25 Sep 2018, 19:15
წ203 მყავდა ც240 კვადრო. იმდენს წვავდა მანქანით სიარული შემაზარა. ძლივს გავასუხარე

ეხლა აქუა მომყავს და იმის წვის მერე ალბათ თვალებს არ დავუჯერებ

Posted by: Nemiroff 25 Sep 2018, 19:20
GoldenSky
მშვიდობაში.
მეც ვფიქრობ ამ მანქანაზე უკვე.

რა გიჯდება ყველაფრიანად, გოგიან ბიჭიანა?

Posted by: GoldenSky 25 Sep 2018, 20:36
Nemiroff

გაიხარე სპ

4700 მდე ადის სულ ყველა ხარჯით რა ..

ნავაროტკებით დიდი არაფერი უბრალოდ ძაან სვეჟი ჩანს ფოტოებზე + გარბენი ცოტა აქვს 121 000

ისე S კომპლექტაციაა

Posted by: Nemiroff 26 Sep 2018, 00:05
GoldenSky
4700 განბაჟებით? კარგი ფასია. მეორე მანქანად მინდა ან ფიტი ჰიბრიდი და ან ეს
ყველაზე კარგი კომპლექტაცია რომელია?

Posted by: GoldenSky 26 Sep 2018, 11:04
Nemiroff

კი კი განბაჟებიანად .

L არის ყველაზე დაბალი კომპლექტაცია. უკან ელ შუშები არ აქვს და უკანა ფანჯარაზე დვორნიკი

S საშუალოა . უკან ელ შუშები აქვს , უკანა მინაზე დვორნიკი. სიდენიებიც მგონი უკეთესი აქვს.. ზოგი S ძაან ნავაროჩენია მულტი რული , სტარტ სტოპ აქვს კამერები და რაღაცეები..

G არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია რა პოლნი ნავაროტკებით

Posted by: Nemiroff 26 Sep 2018, 11:06
GoldenSky
ამერიკულებისთვის ხომ არ გადაგიხედია ძვირი ჯდება უფრო??

Posted by: GoldenSky 26 Sep 2018, 11:10
Nemiroff

კი ძვირი ჯდება რა. რაც გადავხედე ერთნაირებს ჩემი აზრით საშუალოდ 1000 დოლარით ძვირია პრიუს ც

ამ უკუღმა საჭეს კიდე მივეჩვიე ჯიგრულად და მაგაში მაგდენით მეტს ვერ გადავიხდიდი biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 26 Sep 2018, 11:15
კაროჩე აქვაში ვიჯექი გაზაობდა ტიპი ცოტა აგრესიულად ატარებდა და უკან სიდენია გათბა biggrin.gif

რა უბედურებააა პროჭის ქვემოთ რომ არ დაგიდომ ბატარიები.

Posted by: Nemiroff 26 Sep 2018, 11:18
GEORGEXIII
მაგ მანქანით საერთოდ რატო უნდა იგაზაო რავი

ეგაა ტრაკი ჩადო და მიხვიდე მოხვიდე საქმეზე იაფად. სხვას ვერაფერს მოთხოვ მაგ მანქანას

Posted by: GEORGEXIII 26 Sep 2018, 11:42
Nemiroff
კიიი ნამდვილათ biggrin.gif ლიჟბი MPG არ დაგივარდეს მაგ მანქანაში

Posted by: GoldenSky 26 Sep 2018, 11:46
GEORGEXIII
QUOTE
კაროჩე აქვაში ვიჯექი გაზაობდა ტიპი ცოტა აგრესიულად ატარებდა და უკან სიდენია გათბა


lol.gif lol.gif lol.gif

ეგ ნავაროტკაა სიდენიების გათბობა biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 26 Sep 2018, 11:48
GoldenSky
lol.gif lol.gif

ზაფხულში ისიამოვნებ კაცი.

Posted by: Foreign-Affairs 26 Sep 2018, 18:41
ხომ არ იცით ჩვენ მანქანებზე ტემპერატუტა ფარენგეიტიდან ცელსიუსზე გადადის?

Posted by: Rene Adler 1 Oct 2018, 17:23
რამდენს გიწვავთ ნორმალური სიარულით?

ერთი სული მაქვს ჩამოვიდეს

Posted by: lvnlzrd 4 Oct 2018, 20:23
გამარჯობათ

ხომ არ იცით გარბენის ჩამოყრა როგორ ხდება ხოლმე და რა პროგრამით ?

Posted by: samtrediel90 4 Oct 2018, 22:38
რაღაც დამაინტერესა ამ მანქანამ და ეხლა გადავხედე მაიავტოზე აქვას და პრიუს ც-ს ფასებს და კაროჩე აქვა საშუალოდ 4000 ფარგლებშია განუბაჟებელი და პრიუს ც 6000... ამხელა სხვაობა რა უბედურებაა ეტყობა მარჯვენასაჭიანი ტაქსების აკრძალვამ განაპირობა lol.gif

განბაჟებაზე კიდე ვთქვათ 2013 წლიანები რო ავიღოთ მარჯვენა ჯდება 2167 ლარი და მარცხენა 967 ლარი... 1200 სხვაობა რა ჩემი ფეხებია, 500 დოლარიც არაა

აშკარად იაპონურის აღება ჯობია... გავარტყი ამერიკულ მოდღნულ და თავიდან შეკოწიწებულ მანქანას

Posted by: armagedon 5 Oct 2018, 07:16
მოგესალმებით. ესეთი შეკითხვა მექნება - დაძვრის დროს რაღაც "ტკუპ" ხმასავით აქვს. თითქოს ინვერტორის მხრიდან მოდის ეს ხმა. სავალი ნაწილის თემა არაა. ხომ არ დაკვირვებიხართ თქვენს მანქანებზეც ეგრეა?

Posted by: GoldenSky 5 Oct 2018, 08:31
samtrediel90

ეგრეა ეგრე უბეალოდ მარჯვენა საჭეს ვინც ვერ ეგუება ურჩევნია მეტის გადახდა რა

მე მაგალითად საჭის გამო მაგდენით მეტს არასდროს არ მივცემდი მანქანაში

Posted by: Nemiroff 5 Oct 2018, 16:41
7 წელი ვიარე მაჯვენა საჭით. მივეჩვიე მაგრად. მერე 1 წელი მყავდა მარცხენა საჭე და ეხლა მარცხენას მივეჩვიე. მაგიტომ თავს ვიკავებ აქუას ყიდვისგან მარა იმხელა სხვაობაა ფასში ნაღდად არ მიღირს. პლიუს სვეჟი და შენახული მანქანა ჩამოვა იაპონიიდან.

ხო და კიდე არ ვიცი ჩავეტევი თუ არა. ფიტში მაგალითად ვერ ვეტევი ბოლომდე უკან გაწეული სიდენიით.

იაპონური მენიუ გადადის ინგლისურზე?

Posted by: samtrediel90 6 Oct 2018, 22:51
QUOTE (GoldenSky @ 5 Oct 2018, 08:31 )
samtrediel90

ეგრეა ეგრე უბეალოდ მარჯვენა საჭეს ვინც ვერ ეგუება ურჩევნია მეტის გადახდა რა

მე მაგალითად საჭის გამო მაგდენით მეტს არასდროს არ მივცემდი მანქანაში

ხო ბაზარი არაა,თან 6000+ დოლარი როგორ უნდა გადაიხადო აკვაში biggrin.gif
* * *
QUOTE
ხო და კიდე არ ვიცი ჩავეტევი თუ არა. ფიტში მაგალითად ვერ ვეტევი ბოლომდე უკან გაწეული სიდენიით

მგონი ვერ ჩაეტევი biggrin.gif არ ვარ აკვაშI ნაჯდომი მარა დარწმუნებული ვარ რო ფიტზე დიდი სალონი არანაირად არ ექნება

Posted by: GoldenSky 7 Oct 2018, 23:43
user posted image
..........

Posted by: Nemiroff 8 Oct 2018, 10:06
GoldenSky
მშვიდობაში.

როგორია როგორ დადის? და რამდენი დაგიწვა საშუალო?

Posted by: gvirjo 8 Oct 2018, 11:10
QUOTE
ო და კიდე არ ვიცი ჩავეტევი თუ არა. ფიტში მაგალითად ვერ ვეტევი ბოლომდე უკან გაწეული სიდენიით

მგონი ვერ ჩაეტევი  არ ვარ აკვაშI ნაჯდომი მარა დარწმუნებული ვარ რო ფიტზე დიდი სალონი არანაირად არ ექნება

195 ვარ და ვეტევი smile.gif ერთი რაც გასათვალისწინებელია L კომპლექტაციის სკამი, მაღლა დაბლა არ მოძრაობს, დაბლა ვერ ჩაწევ რო რამე, მაგრამ ლ ზეც ვიჯექი და არც იქ მქონდა პრობლემა

Posted by: Nemiroff 8 Oct 2018, 11:38
gvirjo
შენი სკამის უკან რჩება ადგილი ნორმალური გაბარიტების ადამიანი რომ ჩაჯდეს?

Posted by: gvirjo 8 Oct 2018, 11:47
Nemiroff
ისე რა, დიდ გზაზე არაკომფორტული იქნება ძაან, მაგრამ მოკლე მანძილებზე დაჯდომადია smile.gif ისე ფორესტერი მყავდა წინა და იქაც იგივე ადგილი რჩებოდა

Posted by: GoldenSky 8 Oct 2018, 12:25
Nemiroff

გაიხარე მადლობა

ძაან გრუბს ველოდი და ეგეთი არ აღმოჩნდა მშვენივრად დადის ( ცუდ გზაზეც გავატარე )

წვა ვერ დავინიშნე გადავსებით რომ ჩამოვედი ქუთაისში ტიპმა გადაავსო სულ ბოლომდე :დ

ქალაქში რაც დავდივარ მის მერე განულებული მაქვს და 24-25 კმ/ლტ ანუ 4,2 ფარგლებში მერყეობს საშუალოდ. ასე წერს რა. და გავსებული ბაკით რას გავივლი ბოლო ბოლო მაგასაც დავწერ მერე :დ

Posted by: Nemiroff 8 Oct 2018, 12:41
GoldenSky
QUOTE
ქალაქში რაც დავდივარ მის მერე განულებული მაქვს და 24-25 კმ/ლტ ანუ 4,2 ფარგლებში მერყეობს საშუალოდ.

მშვენიერი წვაა. წლის ბოლოს ვიყიდი უეჭველი.

ფოტში რა ხდება, დომხალია თუ მალევე გამოიყვანე?

ბოლოს იანვარში ვიყავი დილის 5 საათზე და 2 საათი ლოდინი მომიწია

Posted by: GoldenSky 8 Oct 2018, 14:05
Nemiroff

ფოთში რომ ჩავედი უცებ მომცეს კი 30 წთ ზე მეტი არ დამჭირდა ჯამში

ცოტა სწრაფად რომ ხსნიდნენ კაი იქნებოდა 10 დღის მერე გახსნეს ჩემი biggrin.gif

წვას რაც შეეხება ამას რავი ხო უწმინდავენ ყველაფერს biggrin.gif ბატარეები ქულერი დრისელი და მერე უკეთესიაო ამბობენ . ასე წვას სულ არ მაქ პრითენზიები biggrin.gif




Posted by: Foreign-Affairs 10 Oct 2018, 13:06
ჩვენ როდის გვიწევს ტექნიკური დათვალიერების გავლა?

Posted by: gvirjo 10 Oct 2018, 13:10
Foreign-Affairs
1 იანვრიდან იმ დღემდე გაქვს ვადა როცა მანქანა განაბაჟე/გადაიფორმე

Posted by: Error! 12 Oct 2018, 17:18
gvirjo
როგორ ხარ შე დაკარგულო, დღეს მეც აქვა ვიყიდე და ჯერ არ მივლია წესიერად მაგრამ უკვე კმაყოფილი ვარ. smile.gif

Posted by: gvirjo 12 Oct 2018, 17:48
Error!
ვა ვა, ვარ რა მე, შენ როგორ ხარ? მშვიდობაში.

ბიჯო რავი 1 წელია მყავს და წვის გარდა არაფერი არ მომეწონა მაგ მანქანაში, ვერ შევეგუე რაღაც მაღალი მანქანის მერე. თან მე ვიცმევ ხოლმე რო ვჯდები smile.gif

30-32 ლიტრით 700-750 გავდივარ ხოლმე, მეტი მე ვარ ვქენი, მაგრამ ფბ ჯგუფში ხალხი ისეთებს წერს აქეთ მოაქვს მაგათ მანქანას საწვავი biggrin.gif

Posted by: Rene Adler 12 Oct 2018, 21:35
QUOTE
ფბ ჯგუფში ხალხი ისეთებს წერს აქეთ მოაქვს მაგათ მანქანას საწვავი


30 ლიტრით 1200 კმ გავიარე და როგორი წვაა?? facepalm.gif

მერე ეს ხალხი მართლა იჯერებს და ვინც რეალურად გადის 700-800კმ-ს სად მივიყვანოთო შესამოწმებლადო კითხულობს lol.gif :

Posted by: Error! 12 Oct 2018, 22:03
gvirjo
QUOTE
ვა ვა, ვარ რა მე, შენ როგორ ხარ? მშვიდობაში.

ბიჯო რავი 1 წელია მყავს და წვის გარდა არაფერი არ მომეწონა მაგ მანქანაში, ვერ შევეგუე რაღაც მაღალი მანქანის მერე. თან მე ვიცმევ ხოლმე რო ვჯდები

30-32 ლიტრით 700-750 გავდივარ ხოლმე, მეტი მე ვარ ვქენი, მაგრამ ფბ ჯგუფში ხალხი ისეთებს წერს აქეთ მოაქვს მაგათ მანქანას საწვავი

დღეს გავავსე ავზი და დამიწერა 939კმ-ს გაივლისო, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება. რითი ხარ უკმაყოფილო სუბარუს აღარ ჯობია ? ახალი მანქანაა ბოლო ბოლო სხვა თუ არაფერი, რომელი მოდიფიკაცია გყავს?

Posted by: gvirjo 12 Oct 2018, 22:16
ს მყავს. რავი:

1)უკანა ჩისტიტელი გინდ ქონია გინდ არა, რა მონაკვეთსაც წმენდს მანდ რეალურად არ ვიყურები biggrin.gif
2) მოხვევისას გვერდით სტოიკა ისეა ვერაფერს ვხედავ
3) ხმაურიანი მატორი აქვს საკმაოდ
4) დაბალია biggrin.gif

ხო რავი მაგდენი მე არასოდეს გამიტარებია, უკონდიციონეროდ მიწვავს 4 -ს, ძაანაც რო არ აწვალო და არც მთლად პენსიონერულად.

ზამთარში და კონდიციონერით 5-5.5 დაახლოებით რა.

სხვა რავი ეს ერთი წელია ხელი არ დამიდია არაფერზე

Rene Adler
ხო ბაზარი არაა, ხალხი ნერვიულობს 4-5 ლიტრს რატო მიწვავსო biggrin.gif

Posted by: GoldenSky 12 Oct 2018, 22:35
მაგრად მაინტერესებს რამდენს გამატარებს მარა ეს როდის დაიცლება ბლინ biggrin.gif

Posted by: ბარბოსა 13 Oct 2018, 12:37
ეხლა ჩამომდის ბათუმში ს კომპლექტაცია
ყოველდღე მუშაობენ თუ იცით?

Posted by: gvirjo 13 Oct 2018, 23:50
ბარბოსა
ფოთში კი და სავარაუდოდ მანდაც

Posted by: Error! 14 Oct 2018, 13:20
ავზი გავავსე და დამიწერა 939კმს გაივლისო, 150 გავიარე და ისევ სავსეა კუბიკები biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 14 Oct 2018, 13:35
Error!
არვიცი რატოა ეგრე მარა ნახევარი ბაკს რომ ჩამოცდება სტრელკა მერე ყოჩაღად მოაქვს biggrin.gif

Posted by: ბარბოსა 14 Oct 2018, 16:15
ჩამოვიდეს მალე ჩემი და ზუსტად გავტესტავ რამდენს წვავს biggrin.gif ტრასაზე და ქალაქშიც. საცობებში ზამთარში და ნაკლებად გადატვირთულ მოძრაობაშიც ზაფხულში :დ ბაკის გადავსებით ვინიშნავხოლმე

Posted by: GoldenSky 14 Oct 2018, 18:20
ბარბოსა

რომელი კომპლექტაცია მოგყავს და რა გიჯდება თუ არაა საიდუმლო smile.gif

Posted by: ბარბოსა 14 Oct 2018, 21:48
GoldenSky
ს კომპლექტაციაა. 152 გარბენით. ვიზუალი და სალონი იდეაური არის, ტექნიკურადაც არაფერი პრობლემა უწერია. 4ბბ შეფასებით ვიყიდე
არ აქვს ალუმინის დისკები და არც მულტი საჭე. დანარჩენი რავიცი ყველაფერი აქვს მგონი smile.gif სათადარიგო საბურავი მოყვება ჩემსას და ელექტრო ნასოსი არააქვს მგონი user.gif
4900 მიჯდება განბაჟებული. ვერცხლისფერია
ლურჯი ან თეთრი მინდოდა ლამაზი დისკებით და ვითამაშე კიდეც აუქციონზე მაგრამ უშედეგოდ. ძალიან გარბოდა ფასი ზემოთ ისეთ ვიდზე რომ მეყიდა როგორიც მე მინდოდა. ამიტომაც ისევ იდეალური მდგომარეობა ვამჯობენე ტექნიკურად და ვიზუალურად

Posted by: toyota12345 14 Oct 2018, 21:53
ჰონდა ფიტ ჰიბრიდები რომ არის ეგენი ვაბშე რამდენს წვავენ ან მართლა ჰიბრიდია? ამბობენ ჰონდას ჰიბრიდები კარგად ვერ მუშაობსო.

ისე აქვაში ნაჯდომიც არ ვარ ტაქსი უნდა გავაჩერო ერთხელ, მართლა მესიმპატიურება ეს მანქანები

Posted by: GoldenSky 14 Oct 2018, 21:54
ბარბოსა

მაგარი მომატებულია ფასები აშკარად

დაჟე ბოლოს L ის ყიდვაზეც თანახმა ვიყავი მარა მაინც მომივიდა უნავაროტკებო S ი 4.7 ში რა biggrin.gif

toyota12345

რიჩ ჰაერზე არ მიყიდია არც მე ეს მანქანა ბევრ ინფორმაციებს გავეცანი ალტერნატიული ვარიანტებიც განვიხილე და ფიტს ყველა პონტში ჯობია აქუა. ფიტი შეილება უფრო იაფი დაჯდეს მარა აქუა ჯობაი რა

Posted by: toyota12345 14 Oct 2018, 22:00
GoldenSky

ჯერ მხოლოდ ტოიოტაა რომ არის მაგით ყველაფერი ნათქვამია, უბრალოდ დამაინტერესა ეს ფიტი რავი ერთი ისე აქებს 3 ლიტრს მიწვავსო და რაღაც ზღაპარი მგონია

გილოცავ მანქანას სულ მწვანეზე გევლოს ის დრო გამახსენდა იაპონიიდან რომ ჩამოდიოდა მანქანები და ბევრი სვეჟი მანქანა დადიოდა კაი დრო იყო))))

დიზელებში ერკვევი? თემა გავხსენი აქ ავტო განყში ჯერ არავის დაუპოსტია მერსედესზე დავფიქრდი და რატომ მეც არ ვიცი, არასოდეს არ მომწონდა და ამ ბოლო დროს დავინტერესდი დიზელით. თუ ერკვევი მერსედეს დიზელში იმ თემაში დაპოსტე.

Posted by: ბარბოსა 14 Oct 2018, 22:02
GoldenSky
განბაჟებით გიჯდება 4.7 ხო? კაი ფასია
კი მომატებული აქვს ფასები. სანამ ამას ვიყიდდი 4 აქვა წავაგე. L ზე თანახმა არ ვიყავი მე არანაირად :დ რაღა დროს მინის ხელით აწევაა 2012 წლიან მანქანაზე თან 4 ათასზე მეტი რომ გიჯდება biggrin.gif და უკანა მინის საწმენდის გარეშე მაგარი არაკოფორტულია მანქანა. უკანა სარკეში ხშირად ვიხედებიხოლმე.


ჰიბრიდი ფიტის ყიდვა უაზრობად მიმაჩნია. მე მყავდა უბრალო 1.3 იანი ფიტი. ჰიბრიდი 1.3 ჰყავს ძმაკაცს. სალონი ფაქტიურად ერთნაირები აქვთ არაფერი განუახლებიათ მგონი. წვით ჩემი მიწვავდა უკონდინციონეროდ 6.5 ლიტრს ზაფხულში და 6 დავაწვევინეხოლმე. იმას უწვავდა 5-6 ლიტრს კონდინციონერით.

Posted by: GoldenSky 14 Oct 2018, 22:18
toyota12345
QUOTE
ფიტი რავი ერთი ისე აქებს 3 ლიტრს მიწვავსო და რაღაც ზღაპარი მგონია


უეჭველი ზღაპარია

ყველა ამბობს ძაან ცოტა განსხვავებაა ჰიბრიდები ჩვეულებრივივით წვავსო + ძრავი ზეთს უჭამთ თითქმის ყველას 95 %

QUOTE
გილოცავ მანქანას სულ მწვანეზე გევლოს


გაიხარე მადლობა რიჩ

QUOTE
იაპონიიდან რომ ჩამოდიოდა მანქანები და ბევრი სვეჟი მანქანა დადიოდა კაი დრო იყო)))


აბაა sad.gif( სიმწრით ვათვალიერებ ხოლმე ახლაც იაპონურ მანქანებს , ერთ დროს ერთი გემით შემოვიდა შენი კიდობანი და ჩემი ბლუბერდი biggrin.gif

QUOTE
დიზელებში ერკვევი? თემა გავხსენი აქ ავტო განყში ჯერ არავის დაუპოსტია მერსედესზე დავფიქრდი და რატომ მეც არ ვიცი, არასოდეს არ მომწონდა და ამ ბოლო დროს დავინტერესდი დიზელით. თუ ერკვევი მერსედეს დიზელში იმ თემაში დაპოსტე.


მე პირადად შეხება არ მქონია ამიტო ვერაფერს გეტყვი დიდად. უბრალოდ მაღალ გარბენიანი დიზელის ყიდვას რავი არ გირჩევ რა უშუალოდ ჩემი საახლობლოს გამოცდილებიდან. დიზელი კაია დაბალ გარბენზე და მაგათ რაც შენ დაპოსტე ჩემი აზრით ამოწურული აქვთ თავიანთი შესაძლებლობები უკვე არიან მეათე კრუგზე . ჩემ სასმახურში დაცვის თანამშრომელი იყო ეგეთი დიზელი ყავდა და თან ტაქსაობდა და რაღაც ისეთი მოუვიდა ძრავს ფარსონკებს თუ რაღაცას დაყენებული ყავს ვერ აკეთებს . ძვირზე გადის თუ ვერ აკეთებენ არ ვიცი ფაქტია ვეღარ მუშაობს ტაქსზე. მეორეს კიდე იმენა გაზს რომ ჩააჭდა ჭვარტლავდა ყველაფერს ისიც ძლივს მოიშორა, + მაგას ფასებს გადავხედე და ჩემი აზრით მაგარი არალოგიკური ფასები ადევთ იმენა სასტავს ლამის 4000 დოლარები უდევს 2000 - მანქანებზე და რავი რა დაფიქრდი კარგად..

ბარბოსა
კი განბაჟებით 4.7 არაა ცუდი ფასი ნაღდად. + გარბენი 122 . პროსტა ვაფშე არაფერი ნავაროტკა არ აქ რა არც დისკები არც საჭე არც სტარტ სტოპი.

Posted by: toyota12345 14 Oct 2018, 22:29
GoldenSky

2001 წლიან ე კლას დიზელს 5000 დოლარებიც კი ადევს ანუ კარგი მეორე თაობა პრიუსის ფასი.

რავი არაა გამორიცხული მეც აქვა ჩამომიყვანო აი შენ იხმარე ეგ მანქანა და ცოტა დრო რომ გავა მერე კიდევ დაწერე შთაბეჭდილებები.

Posted by: ბარბოსა 14 Oct 2018, 22:32
GoldenSky
QUOTE
პროსტა ვაფშე არაფერი ნავაროტკა არ აქ რა არც დისკები არც საჭე არც სტარტ სტოპი

მონიტორი და უკანა ხედვის კამერა?
სტარტ სტოპი აქვს ჩემსას. მულტი საჭე ჩემს ფიტს ჰქონდა და ძალიან მოსახერხებელი რამე იყო, შევეჩვიე. კიდევ ხელის ჩამოსადები ჰქონდა ფიტზე ჩემს სიდენიას და ეგეც არააქვს ეხლა რაც ჩამომდის მაგას. ბარის ყიდვას ვფიქრობ, აქ ძვირებია და ალიექსპრესზე არის 40 დოლარამდე ღირს და ღირს ყიდვა?

მულტი საჭეებს აკეთებენ აქაც. ფეისბუქის ჯგუფში დადეს ხოლმე პოსტები მაგაზე და კრუიზ კონტროლის დაყენებაზეც. კრუიზი არ მაინტერესებს ქალაქში მაიც გამოუსადეგარია და ტრასაზე წელიწადში 2 ჯერ მიწევს დადგომა biggrin.gif

Posted by: toyota12345 14 Oct 2018, 22:37
ჩვეულებრივ ამერიკულ მეორე თაობის პრიუსთან შედარებით ძალიან პატარაა აქვას სალონი??? არადა მაგრად მესიმპატიურება აი იაპონური მაინც სულ სხვაა, ის პრიუსიც კი იაპონურია მაგრამ სად იაპონური ბაზრისთვის გამოშვებული და იაპონიაში მოწესრიგებული ადამიანის მიერ ნახმარი მანქანა.

Posted by: volovo s 14 Oct 2018, 23:02
toyota12345
მობილურიტ ვარ და სულ ვერ მოვთაგავ. მოკლედ, ჰონდას ჰიბრიდი 1.3 ძრავებით უაზრობაა, ფიტიც, ინსაითიც და სივიკიც(მე არაჰიბრიდი სივიკი მყავს 2009 იანი). წვა აქვთ თითქმის არაჰიბრიდი 1.3 ფიტისნაირი და კაროპკა აქვთ სუსტი. მოტორიც ზეთს წამს ბევრ მანქანზე. დიზელის ე კლასი მყავდა აქამდე. 2.2 მექანიკა 143 ცხენიანი ვერსია. 2002 წლიანი 210 კუზაო ელეგანსი. კარგი მანქანა იყო ჩემი, 1 მეტრში ხმა ღ ისმოდა მანქანის, ვერ გაიგებდი დიზელი იყო თუ ბენზინი, 400 ზე მეტი ჰქონდა გარბენი, რო გავყიდე, 357 ით ჩამომივიდა გერმანიიდან და მაგრად მასიამოვნა, მაგრამ ჩემ გარშემო ვისაც ჰყავდა, ყველას პრობლემები ჰქონდა, ზოგს ტურბოზე, ზოგს წნევის დაჩიკებზე და რაზე აღარ. დიზელი კარგია დაბალი გარბენით. ძველი მოდელები დაბალი გარბენით აღარაა(არ დაიჯერო რო 15 წლის დიზელს 300 ზე ცოტა ჰქონდეს გარბენი, ეგეც საეჭვოა). ახლები კიდე გამძლე აღარაა და სერვისი და ნაწილები ჯდება ძვირი. ახალი მლ ის პატრონები ტიროდნენ სახელოსნოში, ამის ეკონომია სულ ამომაყლაპა ერთმა გაფუჭებამო, რო გავაკეთებ, 1 თვე მაძლევენ გარანტიასო. ისე კიდე, ხელოსნებმა მერსედესის ცდის ფოლქსვაგენის 1.9 ტდი ჯობია გამძლეობითო. ზოგადად კიდე ახალი, 4 ცილინდრიანი ბენზინებიც არ წვავენ ბევრს და ჰიბრიდები მითუმეტეს. თან დიზელებს აუცილწბლად პრემიუმის ფასიანი დიზელი უნდათ და ყველანაირი ფილტრების მალე ცვლა. ბენზინები ნაკლებად პრეტენზიულებია. მაგგიტო გავყიდე ჩემი დიზელი(7-8 ლიტრს წვავდა ქალაქში და ტრასაზე 4.5 ლიტრს) და ვიყიდე ბენზინიანი სივიკი. ეს 8-10 ლიტრიანია ქალაქში და ტრასაზე 5-5.5-6 უნდა. თუ რამე კითხვა გექნება დიზელზე, მკითხე და გიპასუხებ

Posted by: GoldenSky 14 Oct 2018, 23:03
ბარბოსა

აი თეთრი მონიტორები როა მიხვდები როგორებიც ეგ აქვს. არც უკანა ხედვა
biggrin.gif ბარები რავი არ ღირს მგონი ძვირი ერთი ორ პოსტს მოვკარი თვალი 60 ლარი ეწერათ..

კრუიზზე ვნახე მეც ხო ჩემი მეზობელია ეგ ბიჭი ქუთაისში ვინც იმენა პირველად დააყენა სომნამბული აწერია ფორუმზე . მარა არც მე მიღირს მაგის დაყენება
biggrin.gif

Posted by: toyota12345 14 Oct 2018, 23:30
volovo s

მადლობა ამომწურავი პასუხისთვის დიზელი გამოირიცხა მერსედესი.

Posted by: somnambuli 16 Oct 2018, 22:44
GoldenSky
შლეიფი მაიტა და გამოდი. დავაყენოთ კრუიზი

Posted by: jarjosini 17 Oct 2018, 09:25
გამარჯობათ. თუ იცით პრიუს ცეზე აქუას ნაწილები ხომ მიდის? ძარის დეტალები, ძრავი, სიჩქარეების კოლოფი. სხვაობა ხომ არ არის აქუას და პრიუს ცეს შორის?

Posted by: GoldenSky 17 Oct 2018, 19:14
somnambuli
შეგეხმიანები როგორც მოვიცლი ახლა ძაან გადარბენებზე ვარ
love.gif

Posted by: somnambuli 17 Oct 2018, 21:13
GoldenSky
მეც ეგრე ვარ. გურჯაანში ვარ :| 3 კვირა არ მეცლება (ამ კვირის ჩათვლით)

Posted by: Takushkebi555 22 Oct 2018, 11:14
ტოიოტა აქუაზე მესამეთ ამინთო მოცურების საწინააღმდეგო და ჭედავს და აღარ ითიშება თუ არ მოვხსენი კლემა და იქნება დამეხმაროთ, ძალიან ნელა დავდივარ იმიტომ რომ ახალი მძღოლივარ, ორი კვირის წინ ვიყიდე,ტოიოტას ცენტრში შევამოწმებინე ელექტროობა,ჰიბრიდის ძრავი და იდრალურიაოuser posted image

Posted by: gvirjo 22 Oct 2018, 20:35
Takushkebi555
მხოლოდ მოცურება? თუ მაგ სურათზე რაცაა მაშინელემენტია სავარაუდოდ მკვდარი რომელიმე, ან კონტაქტი არ აქვს კარგი და გასაწმენდია



Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 20:36
აქვას და მეორე თაობა ამერიკულ პრიუსს ხო ერთიდაიგივე ძრავები აქვთ? ძრავის კოდი ერთიდაიგივეა მაგრამ აქვას რომ ჩახედავ გეგონება სულ სხვა ძრავი დევსო და რა პონტია?????

Posted by: ბარბოსა 25 Oct 2018, 17:31
გუშინ ჩამოვიყვანე ბათუმიდან ჩემი აქვა
26.3 კმ-ს მიწერდა 1 ლიტრით
ბაკის გადავსებით კი 16 ლიტრი ჩაიმატა ბათუმიდან გლდანამდე. დაახლოებით 4 ლიტრი გამოდის წვა ოდნავ მეტი. მაგრამ ბათუმიდან თბილისამდე ფარები მენთო და მინის მწმენდიც და ეგენიც მოქმედებს ალბათ მინიმალურად არა? :დ
ისე ამ მანქანით ჩქარა ვერ ივლი რა, სულ ეკონომიაზე გეფიქრება და უშვებ გაზს ფეხს

რკინის დისკები უყენია და რომელი დისკები მოუხდება თქვენი აზრით?

Posted by: toyota12345 25 Oct 2018, 17:38
ბარბოსა

გილოცავ ბარბოს სულ მწვანეზე.

აი სულ ბანძი კომპლექტაცია რომ ჩამოიყვანო ყველაზე იაფად რამდენში შეიძლება ადამიანი ჩაეტიო განბაჟებიანათ?

Posted by: GoldenSky 25 Oct 2018, 17:53
ბარბოსა

მომილოცავს

მეც რომ ჩამომივიდა ველოლიავებოდი გაზის და ახლა მკიდია დაწვას ის 500 გრამით მეტი არ დავეძებ biggrin.gif biggrin.gif

toyota12345

4.4 - 4.5 ში თუ დასვამ მაგარი იქნება ჩემი აზრით ეგეთს

Posted by: toyota12345 25 Oct 2018, 17:55
GoldenSky

ვაა მაგხელაზე ავიდა ფასები?

4000 დოლარში განბაჟებული შესაძლებელია თუ ვერა?

Posted by: GoldenSky 25 Oct 2018, 17:59
toyota12345

4 ში რავიცი აბა იმენა იაპონიიდან ნაავარიებს და ყველა გარბენიანს თუ ჩამოიყვან biggrin.gif

ეგრეა ფასები კი. ჩემი ს კომპლეტაციის ყველაზე ღარიბი ვარიანტია და 4.7 ზე კი ავიდა.

Posted by: toyota12345 25 Oct 2018, 18:07
GoldenSky

არადა რა იაფი იყო მანქანები მახსოვს, ჩემი მინივენი რომ ვიყიდე ტოიოტა ნოა რო მყავდა ახლაც მწყდება გული მაგ მინივენზე და სხვათაშორის ქუთაისელს ყავს ახლა ქუთაისში დადის ეგ მანქანა და გაზიც ჩაუყენებიათ. ეგ მინივენი მერაბის დახმარებით ჩვენი ფორუმელის, აუქციონზე მოვხსენით 740 დოლარათ და თავისი განბაჟებით (ძველი ტარიფით) დაჯდა 2500 დოლარამდე მაგარი მანქანა იყო.

ჩემით მინდა ვისწავლო ჩალიჩი იაპონიიდან აუქციონზე ჩალიჩის და ნეტა ძნელია?
* * *
ახლა ფასებს რო გადავხედე აქაც ეგეთი ფასები ადევს და რა აზრი აქვს მაგდენი ხანი ლოდინს???

Posted by: Rene Adler 25 Oct 2018, 19:09
ბარბოსა
მალე მომიწევს მეც ბათუმში წასვლა
როგორი სიტუაციაა, მალე გახსნეს კონტეინერი?

ჩვენმა ფორუმელმა დოლამ მაყიდინა 3600$ად განვაბაჟებ და არამგონია 500$ს გაექცეს ამის გაკეთება. უკანა კარი ნაყიდი მაქვს.
კომპლექტაციაც ნორმალურია S
რო ვერ ვააჩავდი ფინანსურად ან დაზიანებული უნდა მეყიდა, ან ფიტი და ფიტის ძრავებზე ისეთები წავიკითხე, მეთქი იყოს givi.gif

Posted by: GoldenSky 25 Oct 2018, 19:22
toyota12345
QUOTE
ჩემით მინდა ვისწავლო ჩალიჩი იაპონიიდან აუქციონზე ჩალიჩის და ნეტა ძნელია?


რავი არ ვიცი რა ეგრე მარტივიც არაა დარეგისტრორდე საიტზე იყიდო და ჩამოგივიდეს . რაღაც სტატუსი უნდა გქონდესო რავი

QUOTE
ახლა ფასებს რო გადავხედე აქაც ეგეთი ფასები ადევს და რა აზრი აქვს მაგდენი ხანი ლოდინს???


მე პირადად ერთიანად არ მქონდა ფული მანქანის
სესხის დამატება აღარ მინდოდა და სანამ ჩამოვიდა კი მოვაგროვე კონტეინერის და განბაჟების ფული.

ბევრი ჩალიჩობს რაღაცეებს გარბენს უყრიან და საერთო ჯამში მაინც გამოწერა ჯობია თუ ეგ ორი სამი თვე არ გიწყვიტავს რამეს

Posted by: toyota12345 25 Oct 2018, 20:14
GoldenSky

ხმის იზოლაცია სირბილე სიგრუბე გაწევა და ასე შემდეგ როგორ შეაფასებდი? მართალია ცოტა ხანია რაც გყავს მაგრამ მაინც რამდენ ქულას მისცემდი?

Posted by: GoldenSky 25 Oct 2018, 20:59
toyota12345

ხმის იზოლაცია ნორმალური სალონშიც არაფერი ხმაურობს ჯერ ჯერობით

2.3 უწერია წინა საბურავებს 2.2 უკანებს და ასე თუ დაბერავ მართლა გრუბია დაახლოებით როგორც მესამე თაობა პრიუსი :დდ მე ცოტა ნაკლებზე მაქ დაბერილი და საერთოდ არაა შემაწუხებლად გრუბი ნორმალურია რა

გაწევა ქალაქისთვის სრულიად საკმარისია იგორავებ რა biggrin.gif

მინუსებს რაც შეეხება მე შორს მიყვარს ჯდომა საჭისგან და ამ დროს უკან საკმაოდ ცოტა ადგილი რჩება . საბარგული ჩემთვის პატარა საეროდ არაა. და ყველაზე დიდი მინუსი რათქმაუნდა იმენა სულ ყველაფერი არის უდაბლესი ხარისხის პლასმასის სალონში




Posted by: ბარბოსა 26 Oct 2018, 03:17
GoldenSky
მადლობა

ხოო სულ არ ველოლიავები მაგრამ როცა არსად მეჩქარება რატომაც არა biggrin.gif ვიკატავებ.
რაც ჩამოიყვანე რეები შეუცვალე? ზეთი კალოტკები

toyota12345
მადლობა.
გაძვირებულია ისე კონტეინერიც. 2 წლის წინ 380 გადავიხადე და ეხლა ბევრად მეტი მოუწია. დროშიც გაიწელა ჩამოსვლა. ისე სულ ღარიბზე ნუ იფიქრებ ბარემ ს ზე იფიქრე და მოაგროვე ფული
4 ში განბაჟება ძალიან რთული იქნება. 800 დოლარი ღირს მგონი განბაჟება და მაგას დამატებული აუქციონის მომსახურების და კონტეინერის. ძალიან იაფად უნდა იყიდო მანქანა ეგრე გამოდის. და იაფად ვერ მოიგებ აუქციონს კარგ მანქანაზე
* * *
Rene Adler
ხუთშაბათს გადმოიტვირთა კონტეინერი დაგაიხსნა სამშაბათს
მეც დოლამ ჩამომიყვანა. კარი თუ ნაყიდი გაქვს კიდევ აქვს სხვა პრობლემაც?
* * *
toyota12345
QUOTE
ხმის იზოლაცია სირბილე სიგრუბე გაწევა


აქამდე 1.3 ფიტი მყავდა მეორე თაობა. მაგ სამივე კომპონენტით აღემატება აქვა ფიტს. რბილიც მეჩვენება საკმაოდ ამ კლასის კვალობაზე კარგია. გაწევაც კარგია ტრაილერებს თამამად ვასწრებდი ტრასაზე. ფიტით უფრო მეშინოდახოლმე

Posted by: GoldenSky 26 Oct 2018, 09:56
ბარბოსა
QUOTE
რაც ჩამოიყვანე რეები შეუცვალე? ზეთი კალოტკები


არცერთი დდდდდდ

დაჟე პერედოკში რომ შემეხედა არც ამიწევია
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ბარბოსა 26 Oct 2018, 10:13
GoldenSky
ზეთი ვნახე და კაი ფერი აქვს. მაგრამ მაინც შევუცვლი. რა ვიცი რამდენზე შეუცვალა იაპონელმა იქნებ 15 000 აქვს გავლილი ბოლო შეცვლიდან :დ


Posted by: toyota12345 26 Oct 2018, 11:02
მე ის მოკვირს ძრავის კოდები ერთი და იგივეა აქვა და მეორე თაობა პრიუსი და მეორე თაობაში 5/30 მიდის ზეთი და აქვაში 0/20

Posted by: J4st5 26 Oct 2018, 11:04
QUOTE (toyota12345 @ 25 Oct 2018, 20:14 )
GoldenSky

ხმის იზოლაცია სირბილე სიგრუბე გაწევა და ასე შემდეგ როგორ შეაფასებდი? მართალია ცოტა ხანია რაც გყავს მაგრამ მაინც რამდენ ქულას მისცემდი?

ხმის იზოლაცია დიდი ვერაფერი მარა წავა, სირბილე ნაკლებად პრისივით ბრიგინაა,გაწევა ვაბშე 4 კაცი რო დაჯდა მანქანაში გაწყდა წელში და 6ლ წვა დაიწყო, თუმცა თუ ქალაქში საგორაოდ გინდა წავა რა , თუმცა ფიტ ჰიბრიდს ვაბმჯობინებდი მაინც, და სალონის პლასმასი მემგონი ნაგავსაყრელზე აქვთ აკრებილი ისეთი საშინელი ხარისხისაა

Posted by: Rene Adler 26 Oct 2018, 13:14
ბარბოსა
QUOTE
კარი თუ ნაყიდი გაქვს კიდევ აქვს სხვა პრობლემაც?


კარი ფერში ვერ ვიშოვნე და იაფად ჩავარდა სხვა ფერი დავითრიე. ზუსტად მაინც ვერ დაჯდებოდა ფერში და დავიკიდე
უკანა კრილო, კარნიზი შეღებვა და პოლირება რა
პროსტა რავი ვნერვიულობ მაინც რა, 12იანია და ჯერ ჩინეთშია მანქანა. იმედია ქვეყანა არ დაიქცევა და მოესწრება ახალწლამდე ჩამოსვლა და განბაჟება
იაპონიიდან რო გამოვიდა რამდენ ხანში ჩავიდა ბათუმში შენი?

Posted by: ბარბოსა 26 Oct 2018, 13:24
Rene Adler
10 აგვისტოს წამოვიდა იაპონიიდან. ჩამოვიდა 22 ოკტომბერს. რამდენიმე დღე კონტეინერის გახსნას ველოდე

QUOTE
უკანა კრილო, კარნიზი შეღებვა და პოლირება რა


გაკეთდება კი? :დ

Posted by: Rene Adler 26 Oct 2018, 13:29
ბარბოსა
ჯერ მაგაზე ვერ ვფიქრობ, მთავარია ჩამოვიდეს biggrin.gif

Posted by: Takushkebi555 27 Oct 2018, 11:08
QUOTE (gvirjo @ 22 Oct 2018, 20:35 )
Takushkebi555
მხოლოდ მოცურება? თუ მაგ სურათზე რაცაა მაშინელემენტია სავარაუდოდ მკვდარი რომელიმე, ან კონტაქტი არ აქვს კარგი და გასაწმენდია


გზაზე ოდნავ საბურავის მოცურების მერე დაეწყო და ზბროსის მერე არაფერს არ ანთებს ხოლმე რაღაც პერიოდი.




გზაზე ოდნავ საბურავის მოცურების მერე დაეწყო და ზბროსის მერე არაფერს არ ანთებს ხოლმე რაღაც პერიოდი.

Posted by: ჩეჩა 27 Oct 2018, 21:04
Rene Adler
QUOTE
და ფიტის ძრავებზე ისეთები წავიკითხე, მეთქი იყოს 

მაინც რაო, რა ჭირს?

Posted by: Error! 30 Oct 2018, 10:20
2 კვირაა რაც მანქანა ვიყიდე და უკვე ელემენტებმა ამინთო, სად ცვლით ამის ელემენტებს და რა ჯდება ყველაფერი თავისი დაშლით დიაგნოსტიკით და შეცვლით?

Posted by: GoldenSky 30 Oct 2018, 10:40
Error!

ფბ კლუბიდან ვიცი ჯეო ჰიბრიდი ყველა აქებს ხოლმე და ყველა კმაყოფილია ზოგადად მაგათი მომსახურებით და დაუკავშირდი აბა

მე პირადად არ ვარ ნამყოფი ქუთაისში არ აქვთ ფილიალი

Posted by: jarjosini 30 Oct 2018, 11:33
გამარჯობათ. პრიუს ცეს ყიდვას ვგეგმავ. მაინტერესებს. წვაში ეკონომიის გარდა რაიმე ისეთი პრობლემები ხომ არ აქვს პრიუს ცეს, რის გამოც შეიძლება გავიწეწო სერვისში. გეგმიურ სერვისს არ ვგულისხმობ (ზეთები, კალოდკები, სვეჩები, ფილტრები). რაიმე სერიოზული ტექნიკური პრობლემები ხომ არ ექმნება ხოლმე ან მაქსიმუმ რა გარბენით უნდა ვიყიდო, რომ მინიმუმ 3 წელი მაინც მშვიდად ვიყო. როგორც ვიცი ელემენტების შეცვლა ჯდება ნახევარი მანქანის ფასი. ახლა 2012 წლის ლიმიტედი ელანტრა მყავს და წვის გამო ვყიდი. რამდენად გონივრული იქნება ელანტრიდან პრიუს ცეზე გადასვლა. ჩემთვის ძირითადი კრიტერიუმი პრიუსის შეძენის წვის ეკონომიაა.

Posted by: toyota12345 30 Oct 2018, 22:46
ეს ორი დღეა სერიოზულად დავფიქრდი აქვაზე, უამრავ ვიდეოს ვუყურე და ასე თუ ისე მოდიფიკაციებშიც გავერკვიე. გუშინ ერთი ნაცნობი ვნახე G მოდიფიკაცია უყიდია 2013 წლიანი თეთრი მაგარ ვიდზე იყო აქ ახალ განბაჟებულში 4900 გადავიხადეო. მანქანას ყველა ნავაროტკა აქვსო. როგორც ამიხსნა თუ იყიდი l არ იყიდოო.

თუ ვიყიდი ჩამოვიყვანე მეც. აი მაინც სულ სხვა გემო აქვს იმ მანქანას შენ რომ ხარ საქართველოში პირველი პატრონი და პორტში რომ შენ ჯდები პირველი იაპონელის მერე და იმ ახალი მანქანის სუნი სულ სხვა არის. ორჯერ მქონდა მაგის ბედნიერება ერთხელ ფოთის და ერთხელ ბათუმის პორტში.

აი რაღაცა ფულს ველოდები თუ გავჩითე ეგრევე ჩავუჯდებით აუქციონს და ვფიქრობ რომ ნორმალურ რამეს ავაგდებ, ორ მანქანაზე ვფიქრობდი ან ამერიკული მესამე თაობა პრიუსი ჩამოყვანა გაკეთება და სირბილი რომელიც 6000 დოლარამდე დაჯდებოდა სავარაუდოთ ან კიდევ აქვა რომელსაც ვფიქრობ რომ 4500 მაქსიმუმ კარგ მანქანას ავაგდებ, და რავი მაინც ვფიქრობ რომ აქვაზე შევაჩერებ არჩევანს 95%.

Posted by: ბარბოსა 31 Oct 2018, 01:36
toyota12345
G კომპლეკტაცია გინდ 4500 დოლარად?
ს კომპლეკტაცია მიჯდება 4900 დოლარი. 151 გარბენიანი
4 აქვა წავაგე მანამდე და ეს ძლივს მოვიგე მერე
ასე რომ 4500 დოლარში L კომპლეკტაცია თუ მოგივა მარტო

Posted by: toyota12345 31 Oct 2018, 11:25
ბარბოსა

მე არ მინდა მე ვთქვი რომ მან იყიდა 4900 აქ ახალი განბაჟებული.

მე საშუალო კომპლეკტაციაზეც თანახმა ვიქნები, სიდენიების გათბობა რომელს აქვს? რუსულ ერთ ერთ ტესტ დრაივში ვუყურე და ქონდა აქვას ეგ

Posted by: GoldenSky 31 Oct 2018, 13:54
toyota12345

სიდენიის გათბობა ს საც შეიძლება ქონდეს

ზოგადად ხო ს საშუალოა და G ყველაზე მაღალი მაგრამ რიგ შემთხვევებში შეიძლება ს უკეთესი ნავაროტკებით გაეძროს ვიდრე G

4.5 ში ს კომპლექტაცია გაგიჭირდება

4.9 ში ჯ კიდე საღოლ რავი ძაან იშვიათობაა

...............................

ახლა წვას რაც შეეხება აქუას კლუბშიც დავპოსტე და აქაც დავაკოპირებ

ამ პირობებში მოიხმარს 5 ლტ საწვავს
პირველად გამოვცალე ბაკი და მაქედან გამომდინარე

1) დაშვებული საბურავები (2.0 ზე ) 2.3 და 2.2 გრუბია
2) სწრაფი სიარული და ბანზე გატესტვები
3) ნახევარზე მეტი ეკო ს გარეშე
4) რაც ჩამოვიდა არაფერი გამიწმენდია არც ბატარეები არც ქულერი არც დროსელი. ზეთიც არ შემიცვლია
5) ნახევარი ბაკი საწვავი ესხა (3 თვეში რაც ჩამოსვლას დააგვიანდა დაკარგავდა ხარისხს ჩემი აზრით)

Posted by: gvirjo 1 Nov 2018, 10:07
Error!
QUOTE
2 კვირაა რაც მანქანა ვიყიდე და უკვე ელემენტებმა ამინთო

რა ქენი მოაგვარე?

Posted by: ბარბოსა 1 Nov 2018, 11:47
ვინ რომელ ზეთს ასხავთ ძრავში?
ჯეო ჰიბრიდს ვწერდი და ენეოსი ან ზეპრო არ გვაქვსო, გვაქვს კიქსიო. შეცვლიდ და ფილტრით 110 ლარი ღირსო
როგორი ზეთია?
ზეპროს ან ენეოსს აჯობებს ვითომ?
1.3 უბრალო ფიტი მყავდა და ვასხავდიხოლმე ენეოსს. შემდეგ შეცვლამდე გრამს არ იკლებდა და ფერიც კარგი ჰქონდახოლმე

Posted by: toyota12345 1 Nov 2018, 11:52
ბარბოსა

მე საერთოდ გირჩევ ჯეო ჰიბრიდთან არ ითანამშრომლო და ეგ ზეთიც არ ჩაასხა. მაგარ ზეთს გირჩევ ვარკეთილში თუ გახვალ საწყობს გეტყვი ოფიციალური შემომტანები არიან მანოლის, რავენოლის და ესკატეს ფილტრების. რავენოლის ზეთი კიდევ თუ არ იცი დაგუგლე და ბევრს გაიგებ. ჯეო ჯიბრიდისგან ბევრი უკმაყოფილო ვიცი და ისიც რომ ძვირი აქვთ ყველაფერი. და ერთხელ მეც ვისარგებლე ნეტა არ მესარგებლა

Posted by: GEORGEXIII 1 Nov 2018, 12:52
GoldenSky
ლიქვი ტენეე

yes.gif yes.gif

Posted by: ბარბოსა 1 Nov 2018, 12:57
toyota12345
რატო რამე გაგიფუჭეს? :დ
რავიცი ფბ ჯგუფში ბევრი წერს დადებითად მაგათზე. ელემენტების გაწმენდასაც ვაპირებდი მანდ და ქულერისიც

Posted by: toyota12345 1 Nov 2018, 13:01
ბარბოსა

არ გეგონო არავის კონკურენტი, აგერ ფორუმე მიცნობს ხალხი და არ მაქვს არანაერი ბიზნესი.......

გეტყვი რაც იყო, აქცია ქონდათ ელემენტებს დროსელს და ქულერს 50 ლარათ წმინდავდნენ და + მანქანას უფასოდ გაგირეცხავთო

ჩავეწერე მივედით და ჯერ ხო მანქანის გარეცხვაზე არაფერი არ ვიცითო მერე დარეკეს უფროსთან გაარკვიეს და კაიო, დროსელი ისე გაწმინდეს აი მოშორებაზე რომ არიან და უარესად გააფუჭეს საქმე.
ეს რაც ჩვენ გადაგვხვდა და სხვა ბევრისგან კიდევ ვიცი რომ უაზროდ გაბერილი ფასები აქვთო და ხარისხიც არ უვარგათო.


Posted by: kukusa90 3 Nov 2018, 05:53
QUOTE (toyota12345 @ 1 Nov 2018, 13:01 )
ბარბოსა

არ გეგონო არავის კონკურენტი, აგერ ფორუმე მიცნობს ხალხი და არ მაქვს არანაერი ბიზნესი.......

გეტყვი რაც იყო, აქცია ქონდათ ელემენტებს დროსელს და ქულერს 50 ლარათ წმინდავდნენ და + მანქანას უფასოდ გაგირეცხავთო

ჩავეწერე მივედით და ჯერ ხო მანქანის გარეცხვაზე არაფერი არ ვიცითო მერე დარეკეს უფროსთან გაარკვიეს და კაიო, დროსელი ისე გაწმინდეს აი მოშორებაზე რომ არიან და უარესად გააფუჭეს საქმე.
ეს რაც ჩვენ გადაგვხვდა და სხვა ბევრისგან კიდევ ვიცი რომ უაზროდ გაბერილი ფასები აქვთო და ხარისხიც არ უვარგათო.

დაწერე ზეთის და ფილტრის საწყობი სადაა ან გეო ლოკაცია დადე

Posted by: playstation 3 Nov 2018, 10:50
ზოგადად ამ ქვეყანაში გულიანი სერვისი პრობლემაა
აი მე ჯერ არ მინახავს სერვისი სადაც მიიყვან მანქანას და ყველაფერს ისე გაგიკეთებენ როგორც საკუთარ მანქანას

ალბათ იმის ბრალია რომ ხელოსანი რომელიც ამ საქმეს აკეთებს თუ არ უყვარს კონკრეტულად ეგ მოდელი და ეგ საქმე ისე არაფერი გამოვა

ისე ც-ს ცალკე თემა როტამ გაუხსენით ეგეც ხომ პრიუსია

Posted by: GEORGEXIII 3 Nov 2018, 11:47
GoldenSky
მატორი ან კარობკა რა ღირს?

Posted by: GoldenSky 3 Nov 2018, 15:33
GEORGEXIII

აზრზე არ ვარ გიო რავი არც შემხვედრია პოსტი მაგათ გაფუჭებაზე ან ვინმეს ეკითხოს არვიცი
biggrin.gif

Posted by: Foreign-Affairs 3 Nov 2018, 21:36
ხო არ იცით როგორ გავაკეთო ისე, რომ MPG-ის ნაცვლად პირდაპირ ლიტრების წვის რაოდნეობა მიჩვნოს?

Posted by: GEORGEXIII 4 Nov 2018, 18:59
GoldenSky
დიდი გარბენით რომ დაუშვა მაგ პონტში ვამბობ რა თუ დაისტუკებს და შეუცვლი და ეგაა..

Posted by: Error! 5 Nov 2018, 12:01
gvirjo
QUOTE
რა ქენი მოაგვარე?

დავაშლევინე და კონტაქტები გავაწმენდინე, მერე კომპიუტერით ჩამიქრო შეცდომა და ჯერ-ჯერობით დავდივარ, თუ კიდევ აანთო მერე მივიყვან, ხომ არ გეგულება ვინმე პატიოსნად მომუშავე ამ საქმეზე ? ერთთან დავრეკე და 40 ლარიო ერთი ელემენტი, დაშლა 50 ლარიო და დიაგნოსტიკა 20 ლარიო.

Posted by: gvirjo 5 Nov 2018, 12:20
Error!
არაა, აზრზე არ ვარ. რა დამჭირვებია ჯერ არაფერი რავი

Posted by: GEORGEXIII 5 Nov 2018, 12:21
აქვაზე წყვეტააა იმენა კოპარტზე


vis.gif

Posted by: playstation 5 Nov 2018, 12:52
იაპონელებიც დედას იდღნავენ 4500 ნაკლებად აქვას ფაქიურად ვერ დაითრევ

გუშინ გაიყიდა ერტი კაი ლურჯი ს კომპლექტაცია
4400-4500 ჯდებოდა განბაჟებიან ყველაფრიანად იაპონელი

sad.gif

პრიუსს ც თუ იყიდი რესიტაილინგზე ნაკლები არ უნდა იყიდო და კაი მონიტორიანი ისე სხვა მუღამს ვერ ვხვდები რატომ უნდა იყიდო
წადი სტანდარტული იყიდე ამ კუკუშკათი რომ არ იარო ლამის იგივე ფასი აქვს

Posted by: Nemiroff 5 Nov 2018, 13:05
QUOTE
ერთთან დავრეკე და 40 ლარიო ერთი ელემენტი

კარგი ფასია მამენტ. ჰონდასი 100-120 ლარი ღირს. გარანტია უნდა მოგცეს ოღონდ რომ იმუშავებს. ტესტერიტ შემოწმებით ვერ გაიგებ. ტევადობაზე უნდა შეამოწმო.
და კიდევ შეიძლება კარგი ელემენტი იყოს მარა ძაბვა რომელიმე ელემენტში თუ განსხვავდება 0.3 ვოლტით მაინც უკვე წერს ბატარიის პრობლემას

თუ შეცვლი ელემენტს ისეთუ უნდა დააყენო ზუსტად როგორიც უყენი აშემ მანქანას

Posted by: ბარბოსა 5 Nov 2018, 13:56
playstation
QUOTE
გუშინ გაიყიდა ერტი კაი ლურჯი ს კომპლექტაცია
4400-4500 ჯდებოდა განბაჟებიან ყველაფრიანად იაპონელი


კაი ფასია მაგ ფასში ვერანაირად ვერ მოვიგე მე. ეხლა 4900 მიჯდება ჩემი განბაჟებით და თან 151 გარბენიანი ვიყიდე თორე ამ ფასშიც არ ჩავეტეოდი

Posted by: playstation 5 Nov 2018, 19:17
ბარბოსა
რავი მარჯვენა საჭიანი, 150 გარბენით და 3.5 DE შეფასებით 4500$ არ მეიაფება. თან დღევანდელი 4500$ კაი 14000 ლარია ლამის და არაა იაფი.


Posted by: armagedon 5 Nov 2018, 19:51
ბარბოსა

ორიგინალი ზეთებითა და ფილტრებით თუ დაინტერესდებით
https://forum.ge/?showtopic=35053067&hl=

Posted by: GoldenSky 5 Nov 2018, 20:48
playstation

კაკ რაზ ეგეთი მანქანისთვისა მაგარი ფასი



Posted by: Rene Adler 8 Nov 2018, 11:42
სადღაც 15 დეკემბრისთვის რო ჩამოვიდეს ბათუმში 2012-იანი მანქანა, მომისწრებენ ახალ წლამდე გახსნას?
თუ ახალ წლებზე ისეთივე ამბებია როგორც ფოთში?



Posted by: ბარბოსა 8 Nov 2018, 11:47
Rene Adler
კი გაიხსნება. 2 კვირიანი ლოდინი რაამბავია აბა :დ ჩემი 3-4 დღეში გახსნეს ბათუმში.

Posted by: GoldenSky 8 Nov 2018, 11:57
Rene Adler

გააჩნია რა სიტუაცია იქნება მაგ დროს ასე წინასწარ ვერავინ გეტყვის. წესით უნდა ეყოს 2 კვირა

ჩემი 10 დღეში გახსნეს

Posted by: Rene Adler 8 Nov 2018, 12:03
ბარბოსა
QUOTE
კი გაიხსნება. 2 კვირიანი ლოდინი რაამბავია აბა :დ ჩემი 3-4 დღეში გახსნეს ბათუმში.


სხვა დროს ვიცი რო მალე ხსნიან, ახალი წლების პონტში მანდაც ზედახორა ხო არაათქო

GoldenSky
QUOTE
ჩემი 10 დღეში გახსნეს


ფოთში ხო? ბათუმში არ მოუნდებოდა მაგდენი

Posted by: GoldenSky 8 Nov 2018, 15:17
Rene Adler

ჰო მე ფოთზე ვთქვი :დ

Posted by: zurabichi1986 14 Nov 2018, 19:34
ბიჭებს გაუმარჯოს,შეიძლება აქ არ უნდა ვწერდე მარა ვერ ვნახე პრიუს ც-ს კლუბი.მოკლედ 3 კვირის ცინ ვიყიდე პრიუს-ც,2014 წლის 68 მილი გარბენით.კარგად წვავს თითქოს და კმაყოფილიც ვარ.ეხლა ბოლო საწვავის ჩასხმის მერე გავანულე და 43 მილი მაქვს გავლილი მაგარ საცობებში სულ,წვას მიწერს 30.6 მპჯ-ს ანუ 7.6 ლიტრს.ძალიან ბევრია მემგონი და რას დავაბრალო არ ვიცი,აქამდეც ბევრს წვავდა საცობებში და 5.5-6-6.5 და ეხლა საერთოდ ბევრი დაწვა.ბაგებიდან პლეხანოვამდე საათზე მეტს ვანდომებ გასვლას ისეთი საცობებია ხოლმე.ეხლა მისხია ლუკოილი რეგულარი.არადა იგივე ბენზინით 2-3 დღის წინ ბაკი კარგად გავავსე და თბილისი-ჭიათურა-რაჭა(შოვი)-რაჭა(ღები)-ჭიათურა-თბილისი ვიარე,ამხელა პერევალები ავიარე და 4.8 ლიტრი დამიწვა 4 კაცით და სავსე საბარგულით.მოკლედ რის ბრალი შეიძლება იყოს ამხელა წვა,წესით ქალაქში უფრო ეკონომიური უნდა იყოს.ელემენტი ქალაქში ბოლომდე არასდროს ივსება,ტრასაზე დიდ დაღმართზე თუ ჩავდივარ მარტო მაშინ ივსება ელემენტი ბოლომდე,თქვენთან როგორაა ეგ ამბავი?და ვფიქრობ გასაწმენდი ხომ არაა კლემებითქო.ბევრი დავწერე და ვინც არ დაიზარებთ და წაიკითხავთ და რამეს მირჩევთ მადლობა ყველას.

Posted by: ბარბოსა 14 Nov 2018, 20:51
zurabichi1986
მაგ კომპიუტერს ნუ დაუჯერებ მთლად. გაავსე ბაკი გაიარე 100 კმ და ისევ გაავსე ბაკი. ასე გაიგებ ზუსტ წვას. ან გაავსე ბაკი და დაწერე რამდენს გაგატარებს სავსე ბაკი. ისე კი პრემიუმი გესინჯა სჯობდა

Posted by: gurid12 14 Nov 2018, 20:59
კლემების გაწმენდა აქუასაც სჭირდება?
თუ არ სჭირდება, რომელი წლის მოდელზე გამოასწორეს?

Posted by: zurabichi1986 14 Nov 2018, 21:59
QUOTE (ბარბოსა @ 14 Nov 2018, 20:51 )
zurabichi1986
მაგ კომპიუტერს ნუ დაუჯერებ მთლად. გაავსე ბაკი გაიარე 100 კმ და ისევ გაავსე ბაკი. ასე გაიგებ ზუსტ წვას. ან გაავსე ბაკი და დაწერე რამდენს გაგატარებს სავსე ბაკი. ისე კი პრემიუმი გესინჯა სჯობდა

პრემიუმს ვასხავდი ,ხან რომპეტროლი ხან ვისოლი ხან ლუკოილი ხან გალფი,ეხლა რეგულარებზე გადავედი,ვტესტავ.რაც შეეხება კომპიუტერს რომ ვანგარიშობ,რასაც ვასხავ,რასაც გადის და რასაც მიწერს წვას ზუსტად გამოდის,ციმციმს რო იწყებს ბოლო კუბიკი ვასხავ და ისევ აციმციმებამდე დავდივარ.30 ლარის ბენზინებით ვტესტავ რომელს დაწვავს უკეთ.

Posted by: GoldenSky 15 Nov 2018, 10:03
gurid12
QUOTE
კლემების გაწმენდა აქუასაც სჭირდება?


ელემენტის კონტაქტებზე თუ ამბობ ჭირდება კი და წესიერს უნდა გააწმენდიო ვინმეს ნორმალური ხსნარით

Posted by: gurid12 15 Nov 2018, 10:19
GoldenSky
მადლობა! ხო ეგ მაინტერესებდა
ჯერ არ ვარ აქუას მფლობელი.
ამდენი ხნის განმავლობაში რაც პრიუსებს უშვებენ ყველას ეგ პრობლემა რატომ დაუტოვეს, რა გახდა ნორმალური კონტაქტის გაკეთება...

Posted by: GoldenSky 15 Nov 2018, 11:26
gurid12

რავი აბა მგონი ჰიუნდაის ჰიბრიდებს არ ჭირდება ხოლმე წმენდა იმიტომ რომ რაღაც სხვა მასალიდან არის გაკეთებული ის კონტაქტები და არ იკეთებს იმ ნადებსო

იდეაში პრობლემა არცაა ეს ნორმალურად რომ გააწმენდინებ მინიმუმ 1 წელი აღარ დაჭირდება გაწმენდა რა ..

Posted by: Nemiroff 15 Nov 2018, 11:42
აკისლენიას იკეთებს თუ სხვადასხვა მეტალია კონტაქტში, სპილენძი და ალუმინი, ტყვია და სპილენძი, სპილენძი და რკინა ან ალუმინი და რკინა.
ჰონდა და ჰიუნდაის კონტაქტები ყველა არის სპილენძის. ამიტომ არ ხდება აკისლენია

Posted by: toyota12345 15 Nov 2018, 12:01
ვიღაცა ამბობდა აქუას სუსტი ფეჩი და კონდიციონერი აქვსო კარგად არ უბერავსო და მართალია?

Posted by: GoldenSky 15 Nov 2018, 12:12
toyota12345

ორივე დატესტილია და ხოშიანია biggrin.gif
* * *
მოკლედ სიცივეში + გაზაობა სულის გაძრობამდე + ფეჩი = 6 ლიტრ წვას biggrin.gif
* * *
მოკლედ სიცივეში + გაზაობა სულის გაძრობამდე + ფეჩი = 6 ლიტრ წვას biggrin.gif

Posted by: Rene Adler 16 Nov 2018, 16:58
QUOTE
მოკლედ სიცივეში + გაზაობა სულის გაძრობამდე + ფეჩი = 6 ლიტრ წვას


6ს რა უჭირს, ფიტი ჰიბრიდის ჯგუფში ვიჭყიტები ხოლმე და ვიღაცამ დადო 10,6კმ/ლ წვა, ანუ 9,5 ლ-ს უწვავდა
მეთქი რაღაცა სჭირს ალბათ და რამეს ურჩევენ, შევიხედე კომენტარებში და უწერენ: აცივდა და თუ ცოტა აგაზავე დაგიწვავდა მაგდენსო
1,3 ჰიბრიდი რო 10-ს დაგიწვავს lol.gif ბუნების შეცდომაა ეგ მანქანა

პირველად ჩამომყავს მანქანა და პირველად ველოდები ამდენ ხანს, მესამე თვე დაიწყო უკვე
რა ნელა მიიზლაზნება დრო weep.gif

Posted by: GoldenSky 17 Nov 2018, 11:13
Rene Adler
QUOTE
1,3 ჰიბრიდი რო 10-ს დაგიწვავს  ბუნების შეცდომაა ეგ მანქანა



lol.gif lol.gif lol.gif ბაზარი არაა


Posted by: Takushkebi555 19 Nov 2018, 15:16
ხალხებო ელემენტები სად იყიდება და რა ჯდება ტოიოტა აქუასიიი, მირჩიეთ რა
* * *
user posted image


ეს დაწერა დიაგნოსტიკამ და ერთმა ხელოსანმა გასაწმენდიაო მეორემ გამოსაცვლელიო, ეჰა ჩეკს აღარ ანთებს დიაგნოსტიკის მერე დამისბროსეს და იქნება ვინმემ იცოდეთ რამე

Posted by: GoldenSky 19 Nov 2018, 15:30
Takushkebi555

https://www.facebook.com/zaza.kapanadze.33?fref=search&__tn__=%2Cd*s-R&eid=ARA07BnvTfvrHn4dyS5FzEf-Tli8SEeyNsk26aSb4QoTVStpjP5D2lwPzujg5_uUkcAcQ0FLD9xychbh

დაეკონტაქტე ამათ აბა აზრიანი ხალხი ჩანს რაც ვუყურე პოსტებს ..

დაწერე თუ დარჩები კმაყოფილი თუ რამე

Posted by: Takushkebi555 19 Nov 2018, 15:59
ჩეკი ჩამქრალია და აზრი არ აქვს დასბროსილზე მოსვლასო sad.gif

Posted by: GoldenSky 19 Nov 2018, 16:07
Takushkebi555

თუ აგინთებს ისევ ან ამათ მიუყვანე ან ჯეო ჰიბრიდს

რავი ამ ორის გარდა ასეთ თემებში სხვა არ მახსენდება

Posted by: Takushkebi555 19 Nov 2018, 16:32
ჯეო ჰიბრიდის საკონტაქტო ხომ არ გაქვს?

Posted by: GoldenSky 19 Nov 2018, 16:37
Takushkebi555
https://www.facebook.com/profile.php?id=100022486639412&lst=100002228899281%3A100022486639412%3A1542630998&sk=about

598 34 46 01

ეს უწერიათ ფბ ზე

Posted by: Error! 20 Nov 2018, 10:01
Takushkebi555
მაგ დღეში ვარ მეც, ველოდები კიდევ როდის ამინთებს smile.gif

Posted by: playstation 22 Nov 2018, 11:08
Error!
GoldenSky
რატომ არაქვს აზრი დიაგნოსტიკას ელემენტების ვოლტაჟია სანახავი და შესადარებელი რამდენიმე ელემენტი იქნება სუსტი და შესაცვლელი, გაწმენდა არაფერს უშველის. მოკლედ მე მოხალისე ვარ ამ საქმეში შნურიც მაქვს და სოფტიც დროის ამბავში თუ მოვახერხე თუ გინდა მივუერთოთ კომპი და ვნახოთ ელემენტების ვოლტაჟი სრულიად უფასოდ ვაკეთებ ამ ყველაფერს თან ვსწავლობ და თან მიყვარს პრიუსები. დაჟე ზაფხული და სითბო რომ უყოს გარეთ ელემენტებს გაგიწმინდავდი ისე არაფრის სანაცვლოდ.

Posted by: Nemiroff 26 Nov 2018, 21:19
GoldenSky
როგორ მოგწონს მანქანა?
საშუალო წვა რა აქვს დავუშვათ 1 კვირის მაჩვენებელი ან 1 სავსე ბაკის? თავისი ძრავის გათბობიან ყველაფრიანად

playstation
ვოლტაჟს რა სოფტით ნახულობ? სათითაო ელემენტებზე გიჩვენებს?

Posted by: GoldenSky 26 Nov 2018, 21:30
Nemiroff

ჩემი მანქანის წვა მერყებს 4 დან ყველაზე მაქსიმუმ 6 ლიტრამდე. სიცივეები რომაა ძაან ადის 6 ზე თითქმის რა. ნორმალურ ამინდებში 4 ლიტრი. თან საბურავები 2 ზე მაქ დაბერილი ისე 2.3 და 2.2 უწერია

სხვა რავი ჯერ ხელი არ მიხლია არაფერზე რა

აუდიო მომწონს საკმაოდ დალშე პლასმასების ხროვაა biggrin.gif

Posted by: Error! 27 Nov 2018, 13:16
შევცვალე 10 ელემენტი ჯეოჰიბრიდში, ჯერ-ჯერობით ყველაფერი ხუთიანზეა, წვითაც ნაკლებს წვავს და გაწევაც მოემატა მანქანას.

Posted by: GoldenSky 27 Nov 2018, 13:27
Error!

რა დაგიჯდა შეცვლა ? დიაგნოსტიკამ ამოაგდო რომელიც შესაცვლელი იყო ? გარბენი რამდენი აქვ ს?

Posted by: Error! 27 Nov 2018, 14:43
GoldenSky
QUOTE
რა დაგიჯდა შეცვლა ? დიაგნოსტიკამ ამოაგდო რომელიც შესაცვლელი იყო ? გარბენი რამდენი აქვ ს?

ჩეკი უნდა ენთოს, მაგ დროს კომპიუტერით ნახულობ რომელ ელემენტს დაუვარდა ძაბვა თუ რაცაა არვიცი, 90 აქვს გარბენი.

Posted by: Nemiroff 27 Nov 2018, 14:55
Error!
1 ცალი ელემენტის შეცვლა რა ჯდება? რამდენი გადაიხე

Posted by: Error! 27 Nov 2018, 15:25
1 ცალი ელემენტი ნაცნობიბით დამიჯდა 50 ლარი + დაშლა აწყობაში 40 ლარი გამომართვეს, ისე თუ არ ვცდები 60 ლარი ღირს ელემენტი და დაშლა-აწყობა-დიაგნოსტიკა 80.

Posted by: GoldenSky 27 Nov 2018, 15:53
Error!

ვახ ანუ ჯამში 500 ლარი ? თუ რამე ფასდაკლების ვარიანტია ბევრს რომ ყიდულობ ? 90 გარბენზე ამდენი ელემენტის შეცვლა მაგარი უცნაურია მემგონი . ორიგინალი გარბენია ნამდვილად ?

Posted by: Error! 27 Nov 2018, 15:56
GoldenSky
QUOTE
ვახ ანუ ჯამში 500 ლარი ? თუ რამე ფასდაკლების ვარიანტია ბევრს რომ ყიდულობ ? 90 გარბენზე ამდენი ელემენტის შეცვლა მაგარი უცნაურია მემგონი . ორიგინალი გარბენია ნამდვილად ?

არაფერი ფასდაკლების ვარიანტი არაა, რამდენიც დაზიანდება იმდენი 50 ლარი, ჯამში დამიჯდა 540 თავისი ხელობიანად, რაც შეეხება გარბენს, მე როგორი დასკვნაც გამოვიტანე დიდ გარბენიან ამერიკულ მანქანებს ნაკლები პრობლემა აქვთ ელემენტების მხრივ ვიდრე იაპოშკებს. ჯეოჰიბრიდშიც რომ ვიკითხე ძირითადად იაპონელებზეა პრობლემაო, ამერიკანებზე იშვიათად.

Posted by: GoldenSky 27 Nov 2018, 16:01
Error!

ვახ მაგარი უცნაურია...

QUOTE
ჯეოჰიბრიდშიც რომ ვიკითხე ძირითადად იაპონელებზეა პრობლემაო, ამერიკანებზე იშვიათად.


ანუ ჯეო ჰიბრიდში კმაყოფილი დარჩი ხო რო რამე მომსახურებით ? რამდენს წვავს შენი ახლა სიცივეებში ?

Posted by: Nemiroff 27 Nov 2018, 16:20
ბატარიებზე ყველაზე მეტად მოქმედებს დრო და უმოქმედოდ ყოფნა. მეტი არაფერი. როცა არ მუშაობს ნებისმიერი ბატარია განიცდის სულფიდირებას. გარბენს არ აქვს მნიშვნელობა.
იგივე ჩვეულებრივი მანქანის აკუმლიატორი, რამოდენიმე თვე რო დატოვო მანქანა დაუქოქავი შეიძლება გაფუჭდეს აკუმლიატორი ან მინიმუმ დამჯდარი იქნება.


Posted by: Error! 27 Nov 2018, 17:50
GoldenSky
QUOTE
ანუ ჯეო ჰიბრიდში კმაყოფილი დარჩი ხო რო რამე მომსახურებით ? რამდენს წვავს შენი ახლა სიცივეებში ?

კი კმაყოფილი ვარ, ეტყობათ რომ თავისი საქმე იციან. რაც შევცვალე მას შემდეგ 100კმ გავიარე და 25-ზე მაქვს ავგ ახლა.

Posted by: Tocadero 27 Nov 2018, 19:36
Error!
GoldenSky

იმიტომ რომ იაპონელები ყრიან გარბენს

ვისაც მართლა გცერათ რომ 41 000 გარბენიან ნამქანას ვინმე მართლა მოგყიდით smile.gif)))))


Posted by: GoldenSky 27 Nov 2018, 20:08
Tocadero

გააჩნია აუქციონზე ყიდულობ თუ სტოკზე smile.gif

ძაან დიდი განსხვავებაა smile.gif აუქციონზე იმის შანსი რომ გარბენი იყოს ჩამოყრილი არის 0

და სტოკზე რომ ყავთ იქ უდიდეს ნაწილს ჩმაოყრილი აქვს

ასე ვიცი მე

Posted by: Tocadero 27 Nov 2018, 21:27
GoldenSky

აუქციონამდე რა მოერიდებათ თუ რა???

ათასი პერეკუპი ვირიშვილია

გინდაც რუსი

ჩავლენ აიღებენ ადგილზე იაფად

ჩამოყრიან და შეაგდებენ აუქციონზე

Posted by: GoldenSky 28 Nov 2018, 19:19
Tocadero
QUOTE
აუქციონამდე რა მოერიდებათ თუ რა???


ანუ აუქციონის ფურცელში მითითებულია თუმრე ფიფქით თუ რაღაც ყლინჯით მაგ შემთხვევაში რომ გარბენი ორიგინალი არაა smile.gif

და სტოკზე რომ გადაყავთო თურმე პირდაპირ გთავაზობენ 10 $ დამატებით გარბენის ჩამოყრას

Posted by: Takushkebi555 29 Nov 2018, 00:53
ჩემსას ჯერჯრობით ჩეკი არ აუნთია,ველოდები მაგრამ მითხრეს ბატარეას 15-20ლარში იყიდიო, ჯეო ჰიბრიდში 50ღირს და ზაზა კაპანაძესთან 40, სანახავია რა, რომელ ელემენტს უვარდება ვოლტაჟი, მაგრამ ამდენი ხანი რომ არ ანთბს ჩეკს დაიჯერო მართლა გამოსაცვლლია? 10დღეა არ აუნთია...
პ.ს. ბენზინს როდის ვასხავ მავიწყდება ხოლმე

მაგრამ გაზს რომ ვადგავ გაწევა არ აქვს მანქანას თითქოს. და ამას კიდე თუ შეუმცირდა წვა , "მუქთად" მივლია და ეგარის ))))

Posted by: Error! 30 Nov 2018, 09:52
QUOTE
ჩემსას ჯერჯრობით ჩეკი არ აუნთია,ველოდები მაგრამ მითხრეს ბატარეას 15-20ლარში იყიდიო, ჯეო ჰიბრიდში 50ღირს და ზაზა კაპანაძესთან 40, სანახავია რა, რომელ ელემენტს უვარდება ვოლტაჟი, მაგრამ ამდენი ხანი რომ არ ანთბს ჩეკს დაიჯერო მართლა გამოსაცვლლია? 10დღეა არ აუნთია...
პ.ს. ბენზინს როდის ვასხავ მავიწყდება ხოლმე

მაგრამ გაზს რომ ვადგავ გაწევა არ აქვს მანქანას თითქოს. და ამას კიდე თუ შეუმცირდა წვა , "მუქთად" მივლია და ეგარის ))))

მე ორ კვირაში ერთხელ მინთებდა ჩეკს, ამიტომ რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს შენთანაც აანთებს.

Posted by: GEORGEXIII 30 Nov 2018, 10:26
მოკლედ ყველანაირ გიბრიდს ჯობია ფასის და გამძლეობის პონტში აქუა...




პ.ს ჩემი აზრით.




Posted by: Error! 30 Nov 2018, 10:33
QUOTE
მოკლედ ყველანაირ გიბრიდს ჯობია ფასის და გამძლეობის პონტში აქუა...

ჩემი მოკრძალებული აზრით კაი დიზელი სჯობს იყიდო საერთოდ ვიდრე ეს ჰიბრიდები და მაიმუნობები.

Posted by: vanotl 30 Nov 2018, 12:18
Tocadero
არ არის ეგრე. მე ჩამომყავდა ადრე იაპონკები.აუქციონზე 95% არის ნაღდი გარბენით და რომელიც ჩამოყრილია მითითებული აქვს რომ არ არის ნამდვილი. აუქციონზე მანქანა რომ გადის მას მოყვება აუქციონის ფურცელი და ამ ფურცლის გაყალბება სერიოზულ პრობლემებს უქმნის გამყალბებელს. ამიტომ აქ სანერვიულო არაფერია.
ერთ მაგალითს გეტყვით,იაპონიაში რომ მოხდა ცუნამი გემახსოვრებათ,რამოდენიმე დღით ადრე ვიყიდე მერსედესი აუციონზე და სანამ საბუთები გამომიგზავნეს და ა.შ. ეს კატასტროფაც მოხდა. ჩემი ოფისი ვისთანაც კავშირები მქონდა ვეღარ ვუკავშირდებოდი,1 თვიტ მერე გავიგე რომ ეს ოფისი აღარ არსებობდა თავისი თანამშრომლებითთურთ. გამოვიგლოვე უკვე ჩემი 10 0000$ იანი მანქანა (არადა აქ 14 5000$ კლიენტი მელოდებოდა თათარი). 4თვეზე ცოტა მეტი იყო გასული მირეკავენ და მეუბნებიან რომ შენი მანქანა ისეთთ ქალაქში იყო სადაც წყალდიდობა არ ყოფილა და გადარჩაო,გაგვიჭირდა მოძიება თვენი კონტაქტების მაგრამ დაგიკავშირდითო,სემოწმებულია რადიაციაზეცო და საბუტების დამზადებას დაჭირდება გარკვეული დრო და გამოგეგზავნებათ მანქანაო. ამ ისტორიით იმისთქმა მინდა რომ ეს მეტყველებს მათ პასუხისმგებლობაზე საქმისადმი. ეს მანქანა რომ ყოფილიყო სტოკზე ნაყიდი ეხლა 10ჯერ იქნებოდა გაყიდული.
Error!
მაიმუნობაა დიზელი რომელიც ტვინც გტკენს თავისი არასასიამოვნო ჰარმონიული რაკრაკით რომელიც გამოდის ბინძური ძრავიდან.რომელსაც ჭირდება უმაღლესი ხარისხის საწვავი,ასევე ფილტრები და რომ რამე დაზიანდეს ჯდება მანქანისნახევარი თუარა მეოთხედი მაინც. და არცერთი დიზელი არაა ჰიბრიდის ტოლი ეკონომიურობაში მითუმეტეს თუ დიზელი არის ავტომატიკა.ეს რეალობაა და ვისაც გონია რომ ავტომატიკა დიზელი წვავს აქუაზე ან პრიუსზე ნაკლებს თავის მოტყუებაა ან მანქანისგან შორსაა.

Posted by: Error! 30 Nov 2018, 12:43
vanotl
QUOTE
მაიმუნობაა დიზელი რომელიც ტვინც გტკენს თავისი არასასიამოვნო ჰარმონიული რაკრაკით რომელიც გამოდის ბინძური ძრავიდან.რომელსაც ჭირდება უმაღლესი ხარისხის საწვავი,ასევე ფილტრები და რომ რამე დაზიანდეს ჯდება მანქანისნახევარი თუარა მეოთხედი მაინც. და არცერთი დიზელი არაა ჰიბრიდის ტოლი ეკონომიურობაში მითუმეტეს თუ დიზელი არის ავტომატიკა.ეს რეალობაა და ვისაც გონია რომ ავტომატიკა დიზელი წვავს აქუაზე ან პრიუსზე ნაკლებს თავის მოტყუებაა ან მანქანისგან შორსაა.

მე არ ვიძახი რომ ნაკლებს წვავს, მე ვიძახი რომ მირჩევნია, ამის ელემენტების ცვლამ მაგრად გული ამიცრუა ზოგადად ყველა ჰიბრიდზე და ამის შემდეგ ჰიბრიდს აღარ ვიყიდი არასოდეს smile.gif

Posted by: vanotl 3 Dec 2018, 14:29
Error!
ელემენტები რატო უნდა ფუჭდებოდეს არ ვიცი ეგ ნამდვილად.შეიძლება სხვა რამ იწვე ს დაზიანებას.
ზოგს გაზიც ურჩევნია ჰიბრიდს და დიზელს კაცია და უნება.

პ.ს. ხომარ გყავთ ვინმეს გასაყიდად? მგონი იყო აქ ვიღაც რამოდენიმე ყავდა გასაყიდი

Posted by: GoldenSky 4 Dec 2018, 14:24
ცვეტში არ ვიცი ამ გაგანია ზამთარში ასე ცოტა როგორ დავაწვევიე

user posted image biggrin.gif

Posted by: Error! 5 Dec 2018, 14:11
GoldenSky
L მოდიფიკაცია გყავს ? ეკო მოუდი ჩართული ? მე ეკოს არ ვრთავ არასდროს და 24 მქონდა მაქსიმუმი ავგ.

Posted by: GoldenSky 5 Dec 2018, 14:15
Error!

არა S ია

ცოტას ეხმარება ეგ ეკო რა დიდი ვერაფერი

ჩემთანაც ეგრეა მაქსიმუმ 24-25 მქონია

მოშნად სიცივეებში 20 ქვევითაც ჩამოსულა ჩვეულებრივად biggrin.gif

Posted by: Error! 5 Dec 2018, 15:14
GoldenSky
QUOTE
არა S ია

ცოტას ეხმარება ეგ ეკო რა დიდი ვერაფერი

ჩემთანაც ეგრეა მაქსიმუმ 24-25 მქონია

მოშნად სიცივეებში 20 ქვევითაც ჩამოსულა ჩვეულებრივად

ახლა ეგრე მაქვს 21 ამდე, არადა ფეჩს არ ვრთავ მაგრამ მაინც.

Posted by: GoldenSky 5 Dec 2018, 16:31
Error!

მოკლე მანძილებზე შედარებით მეტს წვავს
ფეჩი საერთოდ არ გამომირთია 23 ზე მაქ სულ. ტრასაზე მომიწია სიარული ამით პირველად და ქალაქთან შედარებით გაცილებით ცოტას წვავს .

ისე რაც დავტესტე საშუალო წვას რასაც წერს კომპი 1-1 ში ედრება რეალურს..

ზეთის შეცვლა ვერ ვერ ვაღირსე (((

Posted by: Error! 6 Dec 2018, 10:53
GoldenSky
QUOTE
მოკლე მანძილებზე შედარებით მეტს წვავს
ფეჩი საერთოდ არ გამომირთია 23 ზე მაქ სულ. ტრასაზე მომიწია სიარული ამით პირველად და ქალაქთან შედარებით გაცილებით ცოტას წვავს .

ისე რაც დავტესტე საშუალო წვას რასაც წერს კომპი 1-1 ში ედრება რეალურს..

ზეთის შეცვლა ვერ ვერ ვაღირსე (((

საქმე იმაშია რომ მოკლე მანძილზე არ დავდივარ, 21კმ-ა ჩემი სახლიდან სამსახურამდე smile.gif

Posted by: gvirjo 6 Dec 2018, 11:30
Error!
ზაფხულში 25 ფარგლებში მქონდა საშუალო წვა, ახლა 20 ის ფარგლებშია ჩემთანაც. ფეჩს როცა მჭირდება ვრთავ (წვიმიან ამინდში ძირითადად)

Posted by: Error! 6 Dec 2018, 11:50
gvirjo
QUOTE
ზაფხულში 25 ფარგლებში მქონდა საშუალო წვა, ახლა 20 ის ფარგლებშია ჩემთანაც. ფეჩს როცა მჭირდება ვრთავ (წვიმიან ამინდში ძირითადად)

ხო ეგრეა ჩემთანაც.

Posted by: GEORGEXIII 6 Dec 2018, 12:12
მოკლედ ქართულ რეალობას მორგებული მანქანაა

Posted by: ბარბოსა 6 Dec 2018, 12:45
2 კვირის წინ გავავსე ბაკი და საშუალო წვას 21 მიწერს ჯერ-ჯერობით. ვნახოთ ზამთრის ყინვებში სადამდე ჩამოვა
11კმ ზე მიწევს სირუალი პიკის საათებში დილითაც და ღამითაც

Posted by: GoldenSky 7 Dec 2018, 14:05
user posted image


ვაღირსე

პრინციპში არც დამიგვიანია 8.5 ზე შევუცვალე 116 ზე ქონდა იაპონიაში შეცვლილი 124 აქ ახლა
* * *
user posted image

............

Posted by: Error! 7 Dec 2018, 18:01
მე ენეოსი ჩავასხი ძრავში 0-20.

Posted by: Rene Adler 7 Dec 2018, 19:17
მალე დამადგება მეც საშველი

მეხუთე თვეა უმანქანოდ ვარ და გავრეკავ მალე weep.gif


Posted by: GoldenSky 7 Dec 2018, 23:05
Error!
QUOTE
მე ენეოსი ჩავასხი ძრავში 0-20.


თბილისში არ ვარ თორე ვაფშე ზურასთან შევცვლიდი გაცილებით იაფად და ისიც ხოშიანად იმუშავებდა...

Rene Adler

წარმატებები ..

დაყარე ფოტოები

Posted by: ბარბოსა 7 Dec 2018, 23:25
მეც ენეოსი ჩავასხი ნუცუბიძეზე JDM Georgia რომ არის მანდ. 80 ლარად

Posted by: GoldenSky 8 Dec 2018, 00:18
ბარბოსა

ჰო ზურასთან ანუ ))

სიამოვნებით ჩავასხამდი მეც მაქეთ რომ ვიყო დარწმუნებული ვარ არანაკლებია.ახლა 129 დამიჯდა.. ნუ 14 ლარი დამერიცხა ბარათზე ანუ 115

Posted by: Rene Adler 8 Dec 2018, 01:07
GoldenSky
მადლობა, ჯერ მოსახოდია, სამაგიეროდ კაი ფასში გავარდა givi.gif

თან შავი მინდოდა

მოკლედ რაზეც ჯიბე გამწვდა ის ვიყიდე, და გაკეთებით გავაკეთებ ნელნელა, სად გაიქცევა

პირველად ჩამომყავს მანქანა და ეხლა რო ჩამოვა და გაიხსნება დამირეკავს ვინმე, თუ მე უნდა ვურეკო პორტში და ვარკვიო?

ახალწლამდე გამოვიყვან იმედია

Posted by: ბარბოსა 8 Dec 2018, 01:38
GoldenSky
ზურა ქვია? არ ვიცოდი.
კარგი ბიჭია ისე ეტყობა გამოცდილებაც დიდი აქვს ამ იაპონურებთან :დ
ფილტრები შემიმოწმა თან, კარობკის ზეთიც და მითხრა რომ შესაცვლელი არ მაქვს არც ერთი. რაც მთავარია არაა გასაღებაზე რომ გაასაღოს მაგალითად ეს ფილტრები ან კარობკის ზეთიც თუნდაც

Posted by: Error! 8 Dec 2018, 08:42
ბარბოსა
ხო ძაან პატიოსანი ბიჭია. მეც არ შემიცვალა გადაცემათა კოლოფში.

Posted by: GoldenSky 8 Dec 2018, 11:19
Rene Adler

არაფერი დაზოანება არაა ეგ საერთოდ ..
თუ საიდუმლო არაა რამდენში დასვამ ყველა ხარჯით დაწერე დდდ


დარეკვას აზრი არ აქ ტერმინალის საიტზე უ და ამოწმო . ფოთში ასეა და ბატუმშიც ეგრე იქნება ალბათ

ბარბოსა

კი მაგარი ჯიგარია მაგან ჩამომიყვანა მე მანქანაა ძაან გამოცდილია ზკგადად იაპონურებში

Posted by: Rene Adler 8 Dec 2018, 12:50
GoldenSky
2880$ ყველა ხარჯით ბათუმამდე + განბაჟება 750$-მდე + გაკეთება

4200$-სს არ უნდა გასცდეს წესით

Posted by: GoldenSky 8 Dec 2018, 12:52
Rene Adler

მაგარი ფასია ძაან ))))))))

Posted by: Rene Adler 8 Dec 2018, 13:07
GoldenSky
ფასი მეც მომწონს, იმედია მანქანასაც ვნახავ ოდესმე biggrin.gif

151 გარბენი, ს პაკეტი

აქ რო იყიდო 5 მაინც გინდა, 4500-ად L-ს თუ იყიდი

მანქანა რო გაიყვანეთ პერემიჩკები დასჭირდა? უკანა სიდენია უნდა ავაძრო, თუ კაპოტშიც აქვს? biggrin.gif

Posted by: GoldenSky 8 Dec 2018, 13:30
Rene Adler

არ დაჭირდა პერემიჩკა ჩემსას და არც მაგას დაჭირდება დიდი ალბათობით

კაპოტში + აქვს

აკუ სოდენიის ქვეშ

Posted by: ბარბოსა 8 Dec 2018, 15:26
GoldenSky
Rene Adler
პერემიჩკებით თვითონ ისინი ქოქავენხოლმე პორტში და მოჰყავთ შენამდე დაქოქილი

Posted by: Rene Adler 10 Dec 2018, 08:51
აუ ნერვი აღარ დამიტოვეს ცოცხალი რა
მგონია რო ეგაა, ჩემია ქვეყანა, თურქეთთანაა გემი ვსიო და მესამე დღეა ბოსფორის სრუტესთან დადგა ჯორივით facepalm.gif
იმედია 16-17ში ჩამოსულის, თუ მაგ დროს მაინც ჩამოვიდა, გამოყვანა განბაჟებას მოვასწრებ, თორე აღარც მანქანა მინდა და აღარც არაფერი ამ მსც-ს უაზრო დედა ვატირე

Posted by: gigi-83 11 Dec 2018, 11:52
მოკლედ ჩამომივიდა აქუა. ქალაქში საშუალო წვას მიწერს 21 კმ. ხანდახან 27-28 ზეც ადის და მაინტერესებს როგორი მაჩვენებელია. ასევე მაინტერესებს დილით რომ დავქოქავ გახურება თუ უნდა და რამდენ ხანს ჭირდება?

Posted by: Error! 11 Dec 2018, 13:52
gigi-83
QUOTE
მოკლედ ჩამომივიდა აქუა. ქალაქში საშუალო წვას მიწერს 21 კმ. ხანდახან 27-28 ზეც ადის და მაინტერესებს როგორი მაჩვენებელია. ასევე მაინტერესებს დილით რომ დავქოქავ გახურება თუ უნდა და რამდენ ხანს ჭირდება?

წვა ნორმალურია, მეც 21 მაქვს, რაც შეეხება გახურებას, დაქოქე და რომ ჩაქრება ძრავი და გადავა ელემენტებზე მერე წადი, მე ეგრე ვაკეთებ.

Posted by: gigi-83 11 Dec 2018, 14:36
QUOTE (Error! @ 11 Dec 2018, 13:52 )
gigi-83
QUOTE
მოკლედ ჩამომივიდა აქუა. ქალაქში საშუალო წვას მიწერს 21 კმ. ხანდახან 27-28 ზეც ადის და მაინტერესებს როგორი მაჩვენებელია. ასევე მაინტერესებს დილით რომ დავქოქავ გახურება თუ უნდა და რამდენ ხანს ჭირდება?

წვა ნორმალურია, მეც 21 მაქვს, რაც შეეხება გახურებას, დაქოქე და რომ ჩაქრება ძრავი და გადავა ელემენტებზე მერე წადი, მე ეგრე ვაკეთებ.

მადლობა. სადღაც 5 ლიტრამდე უნდა დაწვას იდეაში ჩემი ვარაუდით. ზამთრისთვის ნორმალურია მგონი.

Posted by: Error! 11 Dec 2018, 15:01
gigi-83
QUOTE
მადლობა. სადღაც 5 ლიტრამდე უნდა დაწვას იდეაში ჩემი ვარაუდით. ზამთრისთვის ნორმალურია მგონი.

ხო, ზაფხულში 4 ზამთარში 5.

Posted by: ბარბოსა 15 Dec 2018, 23:33
პირველად დავინიშნე წვა ბაკის გადავსებით
სავსე ბაკმა გამატარა 670 კმ. და ჩაიმატა 32 ლიტრი ბენზინი.
4.8 გამოდის წვა 100 კმ ზე. ბორტკომპიუტერი მიწერდა 4.7 ლიტრ წვას. ფაქტიურად კომპიუტერიც სიმარლეს წერდა გამოდის
მაგარი წვაა სიცივის კვალობაზე და თან მხოლოდ პიკის საათებში მიწევს სიარული სიარული დილით და საღამოს. ასევე მიწევსხოლმე მოკლე დისტანციებზე, 2 კმ ზე წასვლა ძრავიც გაციება და ისევ 2 კმ ზე ამოსვლა
ეხლა მაინც ზამთრის ყინვები ჯერ არ იყო. ყინვებში ავა ალბათ 5.5 ზე

Posted by: GEORGEXIII 18 Dec 2018, 22:21
გამარჯობათ მეგობრებო.
აკუ დამიჯდა და რომ დავქოქე მანქანა ასე დამიწერა რეაქცია არ აქვს დისკს ითხოვს თავისას და ვინმეს ხომ არ გაქვთ?
TOYOTA ND3T-W57 DVD Map
თუ გაქვთ W57თვის.

user posted image
user posted image

Posted by: Rene Adler 20 Dec 2018, 14:34
ორშაბათს გამომყავს ბათუმიდან და შემოგიერთდებით მეც
პირველად ვა ესეთ სიტუაციაში და რამე წავიღო რას მირჩევთ? კლუჩი დევს უკან, ბენზინი ნახევარი ბაკია სურათებზე რაც ჩანს, კალონკამდე კი მიმიყვანს და სხვა რა რჩევას მომცემთ
აუ აღარც მჯერა biggrin.gif

Posted by: GoldenSky 20 Dec 2018, 15:05
Rene Adler
QUOTE
ნახევარი ბაკია სურათებზე რაც ჩანს


QUOTE
კალონკამდე კი მიმიყვანს


თბილისის კალონკას გულისხმობ ალბათ biggrin.gif გაქაჩავს მაქამდეც biggrin.gif

Posted by: gvirjo 20 Dec 2018, 16:05
Rene Adler
ბოლტები ნახე საბურავებზე რომ გადაჭერილია ყველა კარგად

Posted by: gigi-83 21 Dec 2018, 11:14
ძმებო გამარკვიეთ ეს ეკო რეჟიმი უნდა ჩართული იყოს თუ გამორთული მე ჯერ არ ჩამირთავს და როგორ ჯობია?

Posted by: GoldenSky 21 Dec 2018, 11:15
gigi-83

მე სულ ჩართული მაქ

ტრასაზე ჩემი აზრით აზრი არ აქვს

ქალაქში ცოტათი ნაკლებს დააწვევინებ რა

Posted by: gigi-83 21 Dec 2018, 12:11
QUOTE (GoldenSky @ 21 Dec 2018, 11:15 )
gigi-83

მე სულ ჩართული მაქ

ტრასაზე ჩემი აზრით აზრი არ აქვს

ქალაქში ცოტათი ნაკლებს დააწვევინებ რა

და რამეს გრძნოობ ნელდება კვდება თუ არ იგრძნობა დიდად არაფერი?

Posted by: GoldenSky 21 Dec 2018, 14:35
gigi-83

ნაკლებად მგრძნობიარე ხდება გაზის პედალი შესაბამისად ნაკლები აქვს გაწევა. გეხმარება რომ დაბალზე შეინარჩუნო აბაროტი და წვავს ცოტა ნაკლებს რა

Posted by: Rene Adler 22 Dec 2018, 11:32
GoldenSky
QUOTE
თბილისის კალონკას გულისხმობ ალბათ


შეიძლება biggrin.gif მარა ვერ ვენდობი მაინც, როგორც ვიცი ხანდახან ურევს ხოლმე ბენზინის მაჩვენებლები და 3 თვე გზაში ნაქანავები მანქანა სანამ ჭკუაზე მოვა მირჩევნია ჩავასხა ზედმეტი და მშვიდად ვიყო

ისე რამდენი ლიტრი უნდა მეყოს წესით 380 კმ-ა, 5-ს თუ დაწვამს 20 ლიტრაში ჩამოვალ 50 ლარისას გავუშვებ კაკრას

Posted by: GoldenSky 22 Dec 2018, 11:37
Rene Adler

5 ზე მეტზე ვერ ახვალ შანსი არაა სულ რედლაინებზე თუ არ ივლი biggrin.gif

Posted by: ბარბოსა 22 Dec 2018, 13:31
ბათუმიდან რომ წამოვიყვანე ჩემი 390 კმ გამომივიდა გავლილი და ჩაიმატა 16 ლიტრი. წვა გამოდის 4 ლიტრი

Posted by: Rene Adler 22 Dec 2018, 15:49
ბარბოსა
რამდენი ხანი მოუნდი გზას? პირველად უნდა წამოვიდე ამხელა გზიდან და ცოტა მეშინიასავით
1 დღე ვრჩები ბათუმში და ვფიქრობ მეორე დღეს დილას 6-7ზე წამოვიდე როცა მოძრაობა ნაკლებია

Posted by: ბარბოსა 22 Dec 2018, 19:07
დიდი ხანი მოვუნდი
ღამე იყო და ბათუმიდან თბილისამდე ყველგან წვიმდა. მინის მწმენდავი ჩქარზე რომ მეყენა მაინც მიჭირდა დანახვა ზოგჯერ ისე წვიმდა. ღამე იყო თან და ღამეს დამატებული წვიმა მხედველობა მქონდა ძალიან ცუდი და შესაბამისად ნელა მოვდიოდი biggrin.gif რიკოთზე ღამე გაუშვეს ეტყობა ტრაილერები და რამდენიმეს გამოვასწარი და წინ რომ გავიხედე კოლონა მიდიოდა ტრაილერების და ვიფიქრე ამათ მაინც ვეღარ გავასწრებთქო და მივყევი უკან :დ წვიმის გამო ეგენიც 30-40 ით მოძრაობდნენ რიკოთზე
დილით თუ გამოხვალ 7 ზე კაი დროა მგონი და მალეც ჩამოხვალ დაახლოებით 4 საათში ალბათ

Posted by: Rene Adler 22 Dec 2018, 21:33
ბევრი წუწუნებს სარკეებზე წვიმაში და ესენი არ უშველის ნეტა?

Posted by: ბარბოსა 22 Dec 2018, 22:49
QUOTE (Rene Adler @ 22 Dec 2018, 21:33 )
ბევრი წუწუნებს სარკეებზე წვიმაში და ესენი არ უშველის ნეტა?

ან ეს? https://www.aliexpress.com/item/2PCS-Set-Anti-Fog-Car-Mirror-Window-Clear-Film-Anti-glare-Car-Rearview-Mirror-Protective-Film/32909129410.html?spm=2114.13010708.0.0.48d24c4dZiAty2

Posted by: Rene Adler 23 Dec 2018, 18:59
ბარბოსა
51 ლარის გარდა რამეს ვიხდი პორტში?

Posted by: GoldenSky 23 Dec 2018, 19:30
Rene Adler

122 ლარია პორტში


Posted by: Rene Adler 23 Dec 2018, 19:52
GoldenSky
ბათუმში ხო 51ა
სხვა თუა მეტი რამე ხარჯი

Posted by: GoldenSky 23 Dec 2018, 20:12
Rene Adler
ა ბათუმში ხო :დ

მავიწყდება ხოლმე :დ

მეტი არაფერი

Posted by: Rene Adler 23 Dec 2018, 21:36
GoldenSky
მადლობა


Posted by: Rene Adler 26 Dec 2018, 11:40
შემოგიერთდით როგორც იქნა jump.gif
გუშინწინ წავედი ბათუმში, მივედი პორტში და შორიდან ეგრევე დავინახე შავი აქუა, მეთქი ეგაა უეჭველი. კალპაკები არ ეყენა, ეგრევე გამახსენდა რო პორტში ქურდბაცაცობენ
ველოდე ასე ნახევარი საათი გამომიგორეს, ჩავიხედე მანქანაში და უკან ეწყო კალპაკები, ყველაფერი შევამოწმე ადგილზე იყო წამოვიყვანე, ძაან დაღლილი ვიყავი და დავრჩი იმ დღესვე ბათუმში. ერთი ნახევარი საათი არ ჩავაქრე, მერე დავიღალე მანქანაში ჯდომით და მეთქი რაც იქნება იქნება.
მეორე დღეს დილას 7ზე გამოვედი დავქოქე, დაიქოქა ესეიგი აკუ არ მომკვდარა. გამოვგაზე ცარიელ გზებზე. პერევალზეც სიმშვიდე იყო, ოთხსაათნახევარი მოვუნდი გზას. მერე თავი გავიგიჟე ბარემ განვაბაჟებთქო და რუსთავში გავგაზე, იქ უფრო დავიღალე ვიდრე იმ 4 საათში. 2 საათი მოვუნდი განბაჟებას, განვაბაჟე და ამოვისუნთქე biggrin.gif 2012-იანია და მოვასწარი
წვა დამავიწყდა თავიდანვე დამენიშნა, დავნიშნე პერევალიდან, ვიარე თბილისში, წავედი რუსთავში, იქიდან ისევ თბილისი და ბოლოს საგურამო - 300კმ გავიარე რაც დავინიშნე და წვა 22კმ/ლ, ანუ 4,5ლ. ეს დაწვა იმის გათვალისწინებით, რომ ფეჩი არ გამომირთვია და ბოლოს მაგრად გვცხელოდა biggrin.gif პლიუს პედალზე ცაცუნი არშემიძლია, ანუ ჩვეულებრივად ვიარე.
მინუსებს რაც შეეხება ხმის იზოლაცია მართლა დაბალია, რავიცი სალონზე არვარ ჩაციკლული ჩემთვის ნორმალურია. გაწევა არ უვარგაო და მკვდარი ნაღდად არაა, რო ჩავადგამდი ისე გაიშხუილებდა მკვდარი ნაღდად არ ეთქმის. ეტყობა ვისაც მკვდარი ეჩვენება ის ეკო მოდით დადის. ბლიჟნები ძაან საცოდავი აქვს, ახლოში ანათებს , სიბნელეში მომიწია სიარულმა დალნების გარეშე ვერაფერს ვხედავდი. სიარულით მშვენივრად ვიარე. მე კმაყოფილი ვარ ძალიან რისთვისაც ვიყიდე იმაში უმაგრესია.

Posted by: GoldenSky 26 Dec 2018, 11:46
Rene Adler

მომილოცავს smile.gif ნუ ეკონომიის პონტში მართლა მისწრებაა..

სხვა მინუსები რაც აქვს ის რომ არ ქონდეს მაგ თანხა აღარ ეღირებოდა უკვე biggrin.gif გავიდოდა კოსმოსში ფასი biggrin.gif

Posted by: Rene Adler 26 Dec 2018, 11:59
GoldenSky
მადლობა დიდი
ძაან ვკაიფობ ჩუმად რო დასისინებს და უცებ წკაპ და ძრავი ირთვება biggrin.gif
მარჯვენა საჭეზე ვფიქრობდი როგორ შევეჩვევითქო და რავი კი ვიარე 500 კმ ნორმალურად

Posted by: Nemiroff 26 Dec 2018, 12:17
ძვირია ამ მანქანის ნაწილები? კარები ან საბარგული მაგალითად?
* * *
Rene Adler
მშვიდობაში. სულ მწვანეზე და პოლნი ბაკი.

Posted by: Rene Adler 26 Dec 2018, 12:31
Nemiroff
მადლობა გაიხარე
ძვირია ძვირი
კარი უკანა 500
წინა 600
საბარგული 1000
სარკე 250-300 და ა.შ

Posted by: GoldenSky 26 Dec 2018, 12:33
Nemiroff

გარე ნაწილებს ცეცხლის ფასი აქ ..

კარები 500 მინიმუმ როგორც ვიცი

ფარებს აფასებენ ხოლმე კიდე კოსმოსურებს biggrin.gif

Posted by: G1orgi 26 Dec 2018, 12:42
მეგობრებო რა ბენზინს ასხავთ აქვაში?

რომელი გამოდის ჯამში ყველაზე ეკონომიური?

Posted by: Nemiroff 26 Dec 2018, 12:45
Rene Adler
GoldenSky
ეს ფასები დოლარი თუ ლარი?

და ფარები ქსენონია თუ ჰალოგენი?

Posted by: Rene Adler 26 Dec 2018, 14:01
G1orgi
მე პირადად პორტალის პრემიუმს ვასხამ

Nemiroff
ლარი. ჩემის ჰალოგენია, მაგრამ იქნება ქსენონებითაც

Posted by: G1orgi 26 Dec 2018, 14:12
Rene Adler
რამდენს გიწვავს მაგ პრემიუმით,

ერთი კუბიკით რამდენ კმ ს გადიხარ ?

მე მაგალითად რომპეტროლის პრემიუმით გავიარე ერთი კუბიკით 50-60 კმ მდე ორივე ქალაქში და ტრასაზე საშუალოდ მაინც ესეა..

რეგულარით ცოტა ნაკლებს გავდივარ მაგაზე

მინდა ოპტიმალური ვარიანტი ავარჩიო ეკონომიურობის ამბავში

Posted by: GoldenSky 26 Dec 2018, 15:44
G1orgi
QUOTE
მეგობრებო რა ბენზინს ასხავთ აქვაში?

რომელი გამოდის ჯამში ყველაზე ეკონომიური?


ჯერ პრემიუმი არ ჩამისხამს რაც მყავს სულ რეგულარს ვასხამ..

ერთ კუბიკზე დატესტვა ცოტა ისეთია რა ვერ გაიგებ ზუსტად..

ისე რასაც წერს წვას არის 100 % ზუსტად 1-1 ში ემთხვევა რეალურ წვას

Posted by: GEORGEXIII 26 Dec 2018, 15:45
GoldenSky
მემგონი სამომავლოდ კაი მარჯვენა მექანიკა CR-Z ჩამოვაგორებ ისე მივეჩვიე მარჯვენა მექანიკას იმენა მარცხენა აღარ მისწორდება.

Posted by: GoldenSky 26 Dec 2018, 16:12
GEORGEXIII

ქალაქში სატასაოდ კაი ტიპია ეგეც biggrin.gif

Posted by: G1orgi 26 Dec 2018, 16:21
GoldenSky


ეხლა ვათვალიერებდი კატალოგს და რეგულარი უწერია მანდ რეკომენდირებულში..

მემგონი რეგულარზე გადავალ

1-1 ში რა გამოგდის საშუალოდ წვა?

Posted by: GoldenSky 26 Dec 2018, 16:55
G1orgi

არის პერიოდები 4 ლიტრს ვაწვევიებ

ძაან რომ მოვინდომებ ხოლმე 6 ზე ამყავს თითქმის ( სიცივეებში სულ ფეჩი + სწრაფად სიარულით )

ყველაზე ხშირად 4.5-5 ფარგლებში ვმოძრაობ

Posted by: GEORGEXIII 26 Dec 2018, 17:17
GoldenSky
კიი მარა ჩემი მექანიკით მოძრაობა უფრო მეტს წვავს biggrin.gif

3000RMP-ზე ვუცვლი ხოლმე ჩვევად მაქ biggrin.gif

Posted by: Nemiroff 28 Dec 2018, 13:30
ორშაბათიდან უნდა ვითამაშო იაპონიის აუქციონზე აქუაზე.
კომპლექტაციები როგორაა ნავაროტკების მიხედვით? რომელია ყველაზე კარგი და ცუდი?

Posted by: gvirjo 28 Dec 2018, 13:49
Nemiroff
L ყველაზე დაბალი, S საშუალო, G მაღალი

მაგრამ უშუალოდ მოდიფიკაციებშიც სხვაობაა, მაგალითად S შეიძლება იყოს სტარტ სტოპით ან მის გარეშე, მულტი რულით ან მის გარეშე და აშ. (შემკვეთის მიხედვითაა დაკომპლექტებული რა)

Posted by: GEORGEXIII 28 Dec 2018, 14:49
Nemiroff
G დაითრიე... დამიჯერეეე იქნება გამოკრა იაფად ხელი/

Posted by: Nemiroff 29 Dec 2018, 00:25
gvirjo
QUOTE
L ყველაზე დაბალი, S საშუალო, G მაღალი

გაიხარე
GEORGEXIII
რაც არის ყველაზე უდა დავდო. 10 მანქანაზე შემიზლია ერთდროულად. რაც იაფად ვიყიდი ეგაა

Posted by: GEORGEXIII 29 Dec 2018, 13:54
Nemiroff
ვააა იაპონურ აქციონებზე შენთვითOნ თამაშობ?


პ.ს თუ რამეა (მეგრული გამოხედვის სმაილი)

Posted by: Nemiroff 29 Dec 2018, 20:04
GEORGEXIII
მე არა ძმაკას ვათამაშებ


ხო მართლა აქუას რომელიმე პაკეტს თუ აქვს ავტოპილოტი?

Posted by: GoldenSky 29 Dec 2018, 20:44
Nemiroff

Arcerts ar moyveba qarxnulad

Dayeneba sheileba

Posted by: Nemiroff 29 Dec 2018, 20:58
GoldenSky
ხო ქლუბში ვნახე აყენებენ მრა ფასები არ უწერიათ.

უსბ პოტრი აქვს მანქანას? თუ შეიძლება მაფონის შეცვლა?

Posted by: gvirjo 29 Dec 2018, 21:06
Nemiroff
250 ლარი ჯდება თუ სწორად მახსოვს.

მაგნოტაფონის მოდელს გააჩნია, უმრავლესობას მხარდაჩერა აქვს მაგრამ კაბელია ხოლმე დასაერთებელი. მეც კუსტარულად გამოვჭიმე ბარდაჩოკში უსბ ჩემ მანქანაზე

Posted by: GoldenSky 29 Dec 2018, 21:07
Nemiroff

ჩემსას არ აქვს და ბლუთუსით ან აუქსით ვუსმენ ხოლმე

ზოგ მაფონს აქვს როგორც ვიცი

Posted by: tamara123456 29 Dec 2018, 21:30
ვისაც ეს მანქანა გყავთ მოიწერეთ რა რამდენია დარჩენილი საწვავი სავარაუდოდ როცა საწვავის მაჩვენებელი ციმციმს იწყებს?? იცით ვინმემ? და ჯამში რამდენ ლიტრიანი ბაკი აქვს? მოცურების საწინააღმდეგო არ აქვს ამ მანქანას? მოიწერეთ რა

Posted by: Nemiroff 29 Dec 2018, 21:49
ანუ მაგნიტაფონი ეცვლება მანქანა? სტანდარტული ზომის მაფონი თუ დგება?

Posted by: gvirjo 29 Dec 2018, 22:29
tamara123456
QUOTE
რამდენია დარჩენილი საწვავი სავარაუდოდ როცა საწვავის მაჩვენებელი ციმციმს იწყებს??

4-6 ლიტრი

QUOTE
რამდენ ლიტრიანი ბაკი აქვს

36

QUOTE
მოცურების საწინააღმდეგო არ აქვს ამ მანქანას?

აქვს


Nemiroff
დგება, თუ ზომაში პატარა იყო ამოსავსები პლასტმასები იყიდება

Posted by: GEORGEXIII 29 Dec 2018, 23:21
Nemiroff
აჰა..


ავტოპილოტი მოუჭერს....

მინიმუმზე აქ ტოიოტას დაყვანილი მაგაზე ყველაფერი

Posted by: Nemiroff 30 Dec 2018, 14:26
სანამ ვიყიდი და ჩამოვა ტვინს მოვდღნავ კითხვებით

Posted by: tamara123456 30 Dec 2018, 21:22
QUOTE (gvirjo @ 29 Dec 2018, 22:29 )
tamara123456
QUOTE
რამდენია დარჩენილი საწვავი სავარაუდოდ როცა საწვავის მაჩვენებელი ციმციმს იწყებს??

4-6 ლიტრი

QUOTE
რამდენ ლიტრიანი ბაკი აქვს

36

QUOTE
მოცურების საწინააღმდეგო არ აქვს ამ მანქანას?

აქვს


Nemiroff
დგება, თუ ზომაში პატარა იყო ამოსავსები პლასტმასები იყიდება

დიდი მადლობა პასუხებისთვის, და სად აქვს ეს მოცურების საწინააღმდეგო მე ვერ ვნახეsmile.gif

Posted by: gvirjo 30 Dec 2018, 21:55
tamara123456
სულ ჩართულია თუ მექანიკურად არ გათიშე.

Posted by: GoldenSky 30 Dec 2018, 22:54
gvirjo
QUOTE
სულ ჩართულია თუ მექანიკურად არ გათიშე.


მთელი ცერემონიაა მექანიკურად გათიშვა biggrin.gif

დრ.პრიუს პროგრამით გავუთიშე ამის წინ ტელეთი თუ რამე ეგრე ვიზამ მარა არ მგონია დამჭირდეს biggrin.gif


Posted by: Nemiroff 3 Jan 2019, 13:25
იაპონიის აუქციონები როდის განახლდება?

მგონი მარჯვენა საჭიან ჰიბრიდებს აძვირებენ ისევ, უფრო სწორად შეღავათი 60% აღარ იქნ3ბა და მოვასწრო ერთი აქუა

Posted by: Rene Adler 3 Jan 2019, 16:55
მოკლედ 20კმზე ნაკლებს არ გავდივარ ერთჯერზე და ავგ 20ს არ ჩამოსცდენია
დღეს სოფლიდან წამოვედი, ზუსტად 40 კმ გავიარე თავის ფეჩით და ღუღუნით 27 ავგ love.gif
მაოცებს თავის ეკონომიურობით
ზაფხულში რაღას იზამს

Posted by: tamara123456 3 Jan 2019, 17:05
ქუთაისში ჩავედი და ჩამოვედი და ორივე გზაზე, რომელიც ჯამურად არის 450 კმ დაწვა 21 ლიტრი პრიუს აქვამ. ამაში არ ვანგარიშობ ქუთაისში ქალაქში მოძრაობას. მგონი კარგი შედეგია ხომ?

Posted by: Nemiroff 8 Jan 2019, 20:57
GoldenSky
შენი S კომლექტაციაა ხო? მულტი საჭე და სტარტსტოპი თუ აქვს?
და რა დაგიჯდა შემახსენე რა

Posted by: tamara123456 8 Jan 2019, 22:41
მე თუ მეკითხებით დიახ მულტი საჭით არის, სტარტსტოპით, 4500 აშშ დოლარია ფასი

Posted by: Nemiroff 8 Jan 2019, 23:54
QUOTE (tamara123456 @ 8 Jan 2019, 22:41 )
მე თუ მეკითხებით დიახ მულტი საჭით არის, სტარტსტოპით, 4500 აშშ დოლარია ფასი

დიდი ხანია რაც გყავთ? მგონი გაძვირებულია. ჭირს ამ ფასში ეხლა

Posted by: GoldenSky 9 Jan 2019, 00:11
Nemiroff

კი S ია


ვაფშე არანაირი ნავაროტკა არ გვაქ biggrin.gif ზატო გულს უხარია 125 კ გარბენი :დ

ნუ L ისგან განსხვავდება მხოლოდ და მხოლოდ სიდენიებით უკან დინამიკებით და უკანა მინაზე საწმენდით დალშე არანაირი ნავაროტკა არ აქვს არც მულტი არც სტარტ სტოპი

4700 $ მდე სულ ყველა ხარჯით

3315 $ ში წამოვიდა იაპონიიდან
440 $ კონტეინერი
800 $ მდე იყო მგონი განბაჟება + ტერმინალი და დილერის მომსახურება

Posted by: Nemiroff 9 Jan 2019, 00:20
GoldenSky
დღეს დადებული მაქვს 3 ცალ L პაკეტზე 3000$ აქამდე და 3500$ G მოდიფიკაციაზე აქამდე biggrin.gif

Posted by: rere 9 Jan 2019, 00:25
ნუ სხვასთან შედარებით ეს კაცი იაფად ყიდის მიუხედავად არ აქ სტრარტ სტოპის ღილაკი თუმცა 1000$ გამო მე ამას ასი თავით მირჩევნია მესამე კუზაოზე მყოფი პრიუსი
https://www.myauto.ge/ka/detail/35208242
აი ეს პრიუსი 6000$-დან მინახია 5500$ ჩამოსულან
და ეს 5500$ კანფეტ იქნება თუნდაც 5700$ ვინაიდან ამამს მე პირადად ერთი ერთში არ გავცლიდი ამერიკანკა დამტვრეულ ან თუნდაც დაუმტვრეველში
იაპონურს არც უნდა შეადარონ სუ მკიდია რული საით ექნება
https://www.myauto.ge/ka/detail/32943819
უკვე ორი დევს აქმი აუტოზე ამ დვდ რაც ძაან უხდება სალონს და ჩაიფუშა ის ნათქვამი თითქოს ესეთი დვდ პლეიერებით არ არის იაპონურები
ნანახი ასკარად საწინააღმდეგოზე მეტყველებს

Posted by: GoldenSky 9 Jan 2019, 09:54
Nemiroff

საკაიფო ფასში დაჯდება თუ ეყოფა
biggrin.gif

Posted by: rere 9 Jan 2019, 11:21
QUOTE
GoldenSky
დღეს დადებული მაქვს 3 ცალ L პაკეტზე 3000$ აქამდე და 3500$ G მოდიფიკაციაზე აქამდე

სად რომელ საიტზე თამშობ და რა არის საჭირო მაგ საიტზე რო შევძლო აუტომობილის ჩმაოყვანა სამომავლოდ მეათე სივიკს ვფიქრობ

Posted by: Nemiroff 9 Jan 2019, 11:57
rere
მე პირადად არა. ძმაკაცს ვადებინებ

Posted by: GoldenSky 9 Jan 2019, 12:06
rere
QUOTE
სად რომელ საიტზე თამშობ და რა არის საჭირო მაგ საიტზე რო შევძლო აუტომობილის ჩმაოყვანა სამომავლოდ მეათე სივიკს ვფიქრობ


როგორც ვიცი რთული პროცედურაა biggrin.gif ესე შეხვიდე და იყიდო არაა რა რაღაც ფული უნდა გქონდეს ანგარიშზე დადებული და სტატუსი უნდა გქონდეს და რაღაცეები რა

Posted by: GoldenSky 11 Jan 2019, 10:35
Nemiroff

არ დაჯდა რომელიმე?

Posted by: Rene Adler 11 Jan 2019, 12:30
ეხლა განბაჟებას გააძვირებენ და კიდე გაძვირდება. 5ზე ნაკლებად ალბათ აღარც გაიყიდება. კაი დროს მოვასწარით ვინც მოვასწარით.

Posted by: Error! 11 Jan 2019, 12:41
QUOTE
ეხლა განბაჟებას გააძვირებენ და კიდე გაძვირდება. 5ზე ნაკლებად ალბათ აღარც გაიყიდება. კაი დროს მოვასწარით ვინც მოვასწარით.

5700 დამიჯდა მე ჩემი შავტუხა.

Posted by: Nemiroff 11 Jan 2019, 17:47
GoldenSky
QUOTE
არ დაჯდა რომელიმე?

არაა ჯერ ცოტა მაკლდება ხოლმე.

ამაზე 100$ დამაკლდა. 2600ად გაიყიდა ადგილზე.
http://auc.japancars.co.jp/st-29Va2qlz2oUEUVi.htm

Posted by: GoldenSky 14 Jan 2019, 14:42
Nemiroff

ვაახ G სთვის მაგარი ფასი გამოვიდოდა ცვეტში დაზიანების მიუხედავად....

Posted by: Rene Adler 14 Jan 2019, 15:52
წინა კარებს 600 ლარზე იეფად ვერ ვიშოვნი?
უკანა ცოტათი დაზიანებული და აღდგენილი ვიყიდე 100$-ად
500 ლარად მიკეთებენ ახლობლურ პონტში ყველაფერს თავის შეღებვა ჩაბუჟბუჟებით, წინა კარი მინდა და უკანა კრილო/კარნიზის ნაწილი (ამას კაი 200 ლარში ვიშოვნი)

1500 ლარში ვეტევი ყველაფრით, გამომდის 3600$+ 600$ = 4200$

წვითაც ვემადლიერები 20-ზე დაბლა არ ჩამოდის ავგ, ფეჩი სულ ჩართული მაქვს და რავი კონტაქტების გაწმენდას ვერიდები, მაქსიმალურად ვცდილობ ქართული ხელი ნაკლებად შეეხოს biggrin.gif
ზეთის ბირკა ვნახე 149-ზე შეუცვლია ამ ჩემს იაპონელს ეხლა აქვს 152 და რამდენი ვიარო 7-8 ათასს ხო აიტანს
იმის ქვეშ ეკრა 136 და დავიჯერო 13კ-ზე ცვლიდა?

Posted by: GoldenSky 15 Jan 2019, 19:56
Rene Adler

მეც ეგრე ვქენი 7500 ზე გამოვიდა შეცვლა სადღაც 2500 გავატარე აქ

QUOTE
ქვეშ ეკრა 136 და დავიჯერო 13კ-ზე ცვლიდა?



იმედია 142 ზეც შეცვალა და ბირკა არ მიუკრავს biggrin.gif biggrin.gif

მამენტ ტოიოტაა რა აიტანს givi.gif

Posted by: Nemiroff 22 Jan 2019, 10:49
GoldenSky
ვიყიდე როგორც იქნა. S კომპლექტაცია. 3500 კონტეინერიანად. ნარმალნი ფასია რა
user posted image

Posted by: GoldenSky 22 Jan 2019, 11:28
Nemiroff

მომილოცავს მშვენიერია smile.gif მწვანეზე სულ .. ხოშიანი ფასია. იტოვებ მაგას თუ გასაყიდად მოგყავს ?
სტარტი ან მულტი საჭე აქვს ?

Posted by: Nemiroff 22 Jan 2019, 12:34
GoldenSky
ჩემთვის მინდა. მულტი საჭე არ ვიცი არ დევს მეტი სურათი.

მეორე მანქანაც მყავს ფორდი იმას მივაყიდი და გასაყიდად ჩამოვიყვან ისევ აქუას

Posted by: Rene Adler 22 Jan 2019, 12:43
Nemiroff
მშვენიერი ფასია მშვიდობაში
გარბენი რამდენი აქვს?

Posted by: Nemiroff 22 Jan 2019, 12:48
Rene Adler
მადლობა
109 აქვს გარბენი. 3 შეფასებით.
უკანა მარცხენა კრილოზე აქვს გასმულივით
* * *
ამოვიდა ყელში ამერიკის საკეთებელი მანქანა. ფორდს 2 თვე მოვუნდი, მანამდე სონატა მყავდა თითქოს დიდი არაფერი იყო და 2 თვე ის ვაკეთე და ვსდიე ხელოსნებს. დამაწყდა ნერვები.

იაპონურს გამოიყვან ფოთიდან და დაჯექი იარე biggrin.gif


Posted by: Rene Adler 22 Jan 2019, 13:26
Nemiroff
ვა თან მაგ გარბენით საერთოდ კამფეტი ფასია biggrin.gif
არაფერი დაზიანება არაა ეგ. სხვა რა აწუხებს კიდე 3 რო მისცეს შეფასება

მეც ხო მიჭეჭყილი და გასაკეთებელი ვიყიდე და მაგდენივე მიჯდება გაკეთებით
ოღონდ ჩემი ბევრად შელახულია

Posted by: Nemiroff 22 Jan 2019, 14:14
Rene Adler
მე მგონი შენი 4ს არ უნდა გაცდეს გაკეთებით. რა კომ0ლექტაციაა?

ხალხო რა მაინტერესებს, ბლიჟნები როგორ ანათებს, კერძოდ კედელს რო მიანათებთ ზოლი აქვს თუ რკალი?

Posted by: Rene Adler 22 Jan 2019, 14:33
Nemiroff
ს-ია, 4100-200 გამოვა ჩემიც, კარებებს ცეცხლის ფასი უკიდია

QUOTE
ხალხო რა მაინტერესებს, ბლიჟნები როგორ ანათებს, კერძოდ კედელს რო მიანათებთ ზოლი აქვს თუ რკალი?


კედელზე არ ვიცი, მაგრამ მაგარი მკვდარი ბლიჟნები აქვს, რამდენიც ღამე ვიარე ქალაქგარეთ ვარაუდით დავდიოდი, ძირითადად დალნებზე ვიყავი

Posted by: Nemiroff 22 Jan 2019, 14:47
Rene Adler
ახლობელს ყავს და ძაან საკაიფო ნათება აქვსო. ხო ლინზიანი ფარებია?

ნათურები შეცვალე აბა, ლინზიანები რაც არ უნდა იყოს კარგად ანათებს

Posted by: GoldenSky 22 Jan 2019, 15:42
ნათებას ცვეტში არ ვუჩივი ხოშიანია

Posted by: armagedon 22 Jan 2019, 18:12
გადაცემათა კოლოფის ზეთი სააქციო ფასად. ლიტრი -27 ლარი.

https://www.facebook.com/Toyota-Oil-Lube-Filter-ტოიოტას-ზეთები-და-ფილტრები-384012875739418

Posted by: sandrikakalo 23 Jan 2019, 12:40
გამარჯობა, მაინტერესებს 2012 წლიან Aqua-ზე სვეჩები რამდენ კილომეტრზე უნდა შეიცვალოს?

მადლობა.

Posted by: Nemiroff 23 Jan 2019, 12:54
sandrikakalo
გააჩნია რომელი აყენია. ზოგი მალე ფუჭდება ზოგი 50K კილომეტრს გადის.

მოხსენი სვეჩი და დააკვირდი როგორია. მიხვდები შესაცვლელია თუ არა

Posted by: sandrikakalo 23 Jan 2019, 13:05
QUOTE (Nemiroff @ 23 Jan 2019, 12:54 )
sandrikakalo
გააჩნია რომელი აყენია. ზოგი მალე ფუჭდება ზოგი 50K კილომეტრს გადის.

მოხსენი სვეჩი და დააკვირდი როგორია. მიხვდები შესაცვლელია თუ არა

აი ეს სვეჩებია FK16R-a8. ვიცი რომ შესაცვლელია, უბრალოდ მაინტერესებს რამდენ ხანში უნდა შეიცვალოს ეს სვეჩი თუ გაქვს ინფორმაცია. მადლობა.

user posted image

Posted by: Nemiroff 23 Jan 2019, 13:34
ეგრე არ ვიცი. როცა უფუჭდება ვცვლი ხოლმე. ალბათ 20K უნდა გაიაროს მინიმუმ

Posted by: Nemiroff 28 Jan 2019, 14:16
იაპონურ აქუას USB პორტის მხარდაჭერა აქვს?

Posted by: gvirjo 28 Jan 2019, 14:17
Nemiroff
მაგნიტაფონზე იძახი? თუ კი, მაგნიტანონს გააჩნია, უმრავლესობას აქვს, მაგრამ ხშირად გამოსაყვანია (მისაერთებელია) კაბელი

Posted by: Nemiroff 28 Jan 2019, 14:30
gvirjo
კი მაგნიტაფონზე.

მარა თუ არ ევარგა თავისი შევცვლი ალბათ მაინც

Posted by: gvirjo 28 Jan 2019, 14:34
Nemiroff
ჰო ჩემი რო ჩამოვიდა არ ქონდა და მერე მე თვითონ ვიჩალიძე და დავაერთე, ერთადერთი ბლუთუზი არ აქვს და ეგ არ მომწონს, თორე უსბ/აუქსი და უკანა კამერა დაერთდა უპრობლემოდ,

Posted by: Nemiroff 28 Jan 2019, 16:12
gvirjo
უკანა კამერა რა დაგიჯდა?

Posted by: gvirjo 28 Jan 2019, 16:52
Nemiroff
7 დოლარად გამოვიწერე თუ არ მეშლება

Posted by: Nemiroff 28 Jan 2019, 20:47
gvirjo
პირდაპირ დაერთდა? თუ რამე გადამყვანები ან ბლოკი ჭირდება? და ზოლები თუ აქვს კამერას?

Posted by: gvirjo 30 Jan 2019, 14:50
Nemiroff
აქვს ზოლები, პირდაპირ ერთდება,, უბრალოდ მაგნიტაფონზე დასაერთებლად "დედალი" ჯამპერებია საჭირო

Posted by: GoldenSky 30 Jan 2019, 21:11
დღეს 4 კაცი მეჯდა მანქანაში ჩემს გარდა იმენა წელში გავწყვიტე მანქანა biggrin.gif

Posted by: Nemiroff 31 Jan 2019, 00:18
დღეს გამომიგზავნეს მანქანის სურათები და არც მულტი საჭე აქვს, არც სტარტ სტოპი და დაჟე მაგნიტაფონიც ამოღებულია facepalm.gif
S მოდიფიკაცია იმ იმედით ვიყიდე რამე მიანც ექნებოდა biggrin.gif

Posted by: GoldenSky 31 Jan 2019, 16:39
Nemiroff

ჩემნაირი ღატაკი s ყოფილა biggrin.gif



Posted by: Nemiroff 31 Jan 2019, 17:26
GoldenSky
biggrin.gif
ზატო უკანა დვორნიკი აქვს biggrin.gif

დააყენე მულტი საჭე ან რამე?
250 ლარი ჯდება თავისი კრუიზით

Posted by: GoldenSky 31 Jan 2019, 19:10
Nemiroff

არაფერი დამიყენებია. ჯერ არ მცხელა მაგეებისთვის დდდ

დაჟე კალპაკი დავკარგე და ისიც არ ვუყიდე დდდდდ

Posted by: No_LiMiT^ 6 Feb 2019, 18:22
user posted image


ეს ამინთო დღეს და ნახევარ საათში ჩაქვრა მერე, რა უნდა იყოს? ბენზინი ჩავასხი და ცოტას რო ავაღებინებ სიჩქარეს და პედლიდან პეხს რო ავიგებ ღმუის მატორი

Posted by: Foreign-Affairs 12 Feb 2019, 21:34
ანტიფრიზზე (ქულანტზე) მაინტერესებს რაღაც:
ზემოთ, ჰიბრიდის ძრავის თავზე წითელი ანტიფრიზი რომაა ეგაა ჰიბრიდის ძრავის ანტიფრიზი და არა შიდაწვის (ბენზინის) ძრავის ხო?
მაგის მაჩვენებელი L-ზეა და რა ანტიფრიზი სჭირდება ხომ ვერ მეტყვით?

ასევე აქვე ვიკითხავ:

როდესაც საბურავების ბლუთუზი ანთებს (გამოსაცვლელია სავარაუდოდ), მაგრამ საბურავები ზუსტ ნორმაზეა დაბერილი ტექდათვალიერებაზე პრობლემა იქნება?

ასევე ჩექ ენჯინ რომ ანთებს მაგაზე?
და რომ ჩავაქრო - დავზბროსო?

Posted by: GeorgeSword 13 Feb 2019, 10:38
რომელ ზეთს ასხავთ?

რამდენი ლიტრი წავა? პრიუს ც და აქუაში მგონი იგივე უნდა იყოს

და ფასიც მაინტერესებს თუ შეიძლება სად იცით იაფიანი ვარიანტი ამბოლში ღირს მისვლა?

Posted by: gvirjo 13 Feb 2019, 10:52
GeorgeSword
3.7 ლიტრი მიდის 0/20 დაშვების. ბრენდი ფასის და გემოვნების მიხედვით

Posted by: GeorgeSword 13 Feb 2019, 11:03
gvirjo

მადლობა

მობილის ზეთები რა ღირს 1ლტ ხომ არ იცით?

Posted by: gvirjo 13 Feb 2019, 11:15
GeorgeSword
არ ვიცი

Posted by: GeorgeSword 13 Feb 2019, 17:37
127 ლარი დაჯდა 4 ლიტრი ლიქი მოლის ძრავის ზეთის შეცვლა ამბოლში

Posted by: GoldenSky 13 Feb 2019, 23:34
თბილისში ვინც ხართ ზურას ( jdm georgia ფბ ზე) გირჩევთ მაგარი ფასები აქ 80-90 ში რო ჩაასხამ კაი ზეთს უკეთესი რა გინდა დდდ

მე სამწუხაროდ 130 მდე დამიჯდა თეგეტაში მოტული (ქუთაისი)


Posted by: ბარბოსა 14 Feb 2019, 02:15
QUOTE
თბილისში ვინც ხართ ზურას ( jdm georgia ფბ ზე) გირჩევთ მაგარი ფასები აქ 80-90 ში რო ჩაასხამ კაი ზეთს


მეც ვუწევ რეკომენდაციას ზურას

Posted by: GoldenSky 14 Feb 2019, 09:19
რა ურემი მანქანაა ხანდახან როგორ მაღიზიანებს biggrin.gif

წვა აქვს ისეთი მერე იძულებული ვარ ეს გაღიზიანება დავიკიდო

Posted by: Error! 14 Feb 2019, 16:04
მოგესალმებით, ტექდათვალიერებაზე ნათურების გასწორება მოგიწიათ ვინმეს ? როგორ სწორდება რა ღირს და ა.შ. მაინტერესებს.

Posted by: gvirjo 14 Feb 2019, 16:38
Error!
კაი გამარჯობა, კი, გასწორების გარეშე, რომ გაიარო ძაან უნდა გაგიმართლოს, 50 ლარად ასწორებს მე ვინც ვიცი, შლის და ისე. გარანტიასაც იძლევა

Posted by: Error! 14 Feb 2019, 16:42
gvirjo
QUOTE
კაი გამარჯობა, კი, გასწორების გარეშე, რომ გაიარო ძაან უნდა გაგიმართლოს, 50 ლარად ასწორებს მე ვინც ვიცი, შლის და ისე. გარანტიასაც იძლევა

ქსენონებს ლინზაში ?

Posted by: gvirjo 14 Feb 2019, 16:43
Error!
რაი? smile.gif მე ჰალოგენები მიყენია რავი.

Posted by: Error! 14 Feb 2019, 16:47
gvirjo
ჩემსას ქსენონები აქვს ლინზაში და ეგ თუ სწორდება მაინტერესებს.

Posted by: gvirjo 14 Feb 2019, 17:06
Error!
რავი მოგცემ ნომერს ა კითხე, 598212703 შალვა

Posted by: Error! 14 Feb 2019, 17:14
gvirjo
მადლობა გვირჯული 2kiss.gif ჯერ არ მიწევს ტექდათვალიერება, ზოგადად მაინტერესებს სამომავლოდ.

Posted by: gvirjo 14 Feb 2019, 17:21
Error!
მე მომიწია უკვე, ავიღე 2 წლიანი და ჯერ იყო პარკინგზე ვიღაცამ უკანა შიტოკი გამილამაზა და მეორე დღეს წინა მე გავალამაზე, კიდე კაი მოვასწარი თორე ორივე შიტოკი საკეთებელი მექნებოდა biggrin.gif

Posted by: Error! 14 Feb 2019, 21:35
gvirjo
QUOTE
მე მომიწია უკვე, ავიღე 2 წლიანი და ჯერ იყო პარკინგზე ვიღაცამ უკანა შიტოკი გამილამაზა და მეორე დღეს წინა მე გავალამაზე, კიდე კაი მოვასწარი თორე ორივე შიტოკი საკეთებელი მექნებოდა


ჩემს თანამშრომელს დაშპაკლული აქვს მწვანედ შავი მანქანა და გაიარა უპრობლემოდ, არაფერი უთხრეს მაგაზე.

Posted by: cuda 16 Feb 2019, 00:45
მითის დონეზე ვიცი რო aqua ჯობია prius c-ს , აი ზოგადად იაპონური რო უკეთესია მაგ დონეზე ჩემი ცოდნა და ცოტა რეალური არგუმენტები და რჩევები მჭირდება რა , პირველ მანქანას ვარჩევ biggrin.gif

Posted by: TURBO 16 Feb 2019, 16:03
cuda
ეგ ქართული უაზრო მითია დაივიწყე.

Posted by: kopchxilo 18 Feb 2019, 11:40
გამარჯობა.
მყავს აქუა 2013 წლიანი 110.000კმ აქვს გარბენი კარგ მდგომარეობაშია. საშუალო წვას მიწერს 17-17.5 კილომეტრს ლიტრით, სწრაფად არ დავდივარ , დავდივარ ჩვეულებრივად და რისი ბრალი შეიძლება იყოს? აშკარად ბევრს წვავს 5.5 ლიტრს სადღაც. რა შეიძლება იწვევდეს ? ელემენტები შეიძლება იყოს გასაწმენდი? და სად შეიძლება დიაგნოსტიკაზე მიყვანა რომ ინახოს ყველაფერი?

Posted by: GoldenSky 18 Feb 2019, 12:33
პირველად თოვლში ამ საბურავებით smile.gif გამაოცა ტიპმა გამაოცა ..... biggrin.gif






* * *
user posted image

სლიკებია რა დდდდ

Posted by: TURBO 18 Feb 2019, 13:48
kopchxilo
მომიყვანე შევამოწმოთ

Posted by: GoldenSky 18 Feb 2019, 13:53
kopchxilo

წვაზე ძაან მოქმედებს მოკლე მანძილებზე სიარული, სიცივე წვიმები biggrin.gif გათბობა რომ ჩართულია სულ ეგეც biggrin.gif მაგ დროს ჩამოდის ჩემიც ეგრე რასაც შენ ამბობ თუმცა საშუალო წვა მაინც 5 გამოდის მერე ბალანსდება biggrin.gif

რამდენიმე ვარიანტია პირადად არცერთი გამომიცდია

1) https://www.facebook.com/HybridLabGeo/?ref=br_rs

2) https://www.facebook.com/zaza.kapanadze.33?ref=br_rs

3) https://www.facebook.com/profile.php?id=100022486639412&fref=search&__tn__=%2Cd%2CP-R&eid=ARDwwCYIMyvqMPs7xcjXPTrN4XvVlBiymGSOCdkTfikNTUtnxiL4LxUHUfk3lgVsXwZMSIkkewlOAPfw

მე რომ მჭირდებოდეს რამე ამ თანმიმდევრობით დავალაგებდი პრიორიტეტულებს


Posted by: Nemiroff 21 Feb 2019, 17:12
ტექ.დათვალიერება ვინც გაიარეთ ფარებს დაჭირდა გადაკეთებე ან რამე?

QUOTE
პირველად თოვლში ამ საბურავებით  გამაოცა ტიპმა გამაოცა ..... 

ისე ბევრი წერს რომ თოვლში მაგრად დადის biggrin.gif

Posted by: МПС 25 Feb 2019, 07:34
QUOTE (cuda @ 16 Feb 2019, 00:45 )
მითის დონეზე ვიცი რო aqua ჯობია prius c-ს , აი ზოგადად იაპონური რო უკეთესია მაგ დონეზე ჩემი ცოდნა და ცოტა რეალური არგუმენტები და რჩევები მჭირდება რა , პირველ მანქანას ვარჩევ biggrin.gif

ნაკლები გარბენი და უკეთ შენახული, თან ადრე იაფი იყო იაპონური ბაზარი, მხოლოდ ესენია რეალური არგუმენტი.

Posted by: GoldenSky 21 Mar 2019, 10:53
რაშვება უთოები სასტავ biggrin.gif givi.gif

Posted by: Nemiroff 26 Mar 2019, 10:25
GoldenSky
QUOTE
რაშვება უთოები სასტავ 

შემდეგ კვირაში ველოდები ვნახოთ რა იქნება. იმედია ჩავეტევი მანქანაში

Posted by: GoldenSky 26 Mar 2019, 15:37
Nemiroff

რატომღაც მეგონა ჩამოსული იყო biggrin.gif

Posted by: Nemiroff 26 Mar 2019, 16:09
GoldenSky
ეჰ დამაწყვიტა ნერვები

გათბობა დენზე აქვს?

Posted by: GoldenSky 27 Mar 2019, 09:56
Nemiroff

დაბალ გამობერვაზე რომ აყენებ და 23.5 -24 ზე მაგ დროს აე გასაყავს ბენზინზე

და თუუ ბოლომდე აუწევ გამობერვას და მაღალ ტემპერატურას გადაყავს ბენზინზე და სვამს მაგ დროს ბენზინს biggrin.gif

Posted by: GoldenSky 4 Apr 2019, 21:30
ქუთაისი - თბილისი - ქუთაისი ესე დაწვა გუშინ )) იქედან ოთხი წამოვედით აქედან 2 ვიყავით


user posted image


Posted by: Nemiroff 12 Apr 2019, 11:33
გუშინ ჩამოვიყვანე ფოთიდან.
სალონი პლასმასის გროვაა, სიარულით უფრო გრუბი მეგონა, რბილად დადის, არც მკვდარი არაა. რისთვისაც ეს მანქანაა შექმნილი საუკეთესოა, ესე ცოტას მგონი არც ერთი ჰიბრიდი არ წვავს.
რასაც მიწერს წვას ძაან საკაიფოა
3.3 გამოვიდა საშუალო
user posted image

Posted by: GoldenSky 12 Apr 2019, 11:47
Nemiroff

მამილოცნია biggrin.gif ჯიგრული წვაა biggrin.gif

Posted by: Nemiroff 12 Apr 2019, 11:58
GoldenSky


QUOTE
მამილოცნია

biggrin.gif
გაიხარე


Posted by: GoldenSky 12 Apr 2019, 12:40
Nemiroff

Ev არასდროს არ უნდა ჩართო ასე ვიცი

ბატარეებს აფუჭებსო

მარტო როცა გამოგელევა ბენზინი დამუხტული თუა კალონკამდე რომ მიგორდეო

რამდენად მართალია არ ვიცი

Posted by: ბარბოსა 13 Apr 2019, 00:38
Nemiroff
გილოცავ.
ისე ეკო მოუდი ტრასაზე არ გინდა არ ჩართო ხოლმე. გაზს რომ დააჭერ უფრო ნელა კრიფავს სიჩქარეს და ტრასაზე მოუხერხებელია. მაგალითად ტრაილერს რომ ასწრებ სჯობს მალე გადაასწრო ვიდრე ეკონომირად biggrin.gif

GoldenSky
QUOTE
Ev


ეს არის შექმნილი პარკირებებზე შესასვლელად ან ისეთ ადგილას სადაც ხმაური არ შეიძლება. ჩვენთან არაა საჭირო მაგრამ ზოგ ქვეყანაში არის მასეთია ადგილები

Posted by: Nemiroff 13 Apr 2019, 16:50
ბარბოსა
გაიხარე

როგორც დავამუღმე EV ირთვება მხოლოდ დაბალ სიჩქარეზე, 15-20 დაახლოებით. და საერთოდ არაა საჭირ ჩემი აზრით

Posted by: Nemiroff 8 May 2019, 20:19
როგორ ხართ სასტავ. რას შვრება თქვენი აქვები ამ დათბობის ფონზე biggrin.gif

Posted by: Rene Adler 9 May 2019, 12:54
სალამი.
რო ამბობენ ხოლმე ბენზინს მნიშვნელობა არ აქვსო, მეც მჯეროდა და ვუშვებდი ჩემს მანქანაში პორტალის 1,95-იან რეგულარს. დავინიშნე და სავსე ბაკით გამატარა 600 კილომეტრიც ვერ. ავგ 22
მერე რო დაიცალა ბაკი გავავსე რომპეტროლის პრემიუმით, სავსე ბაკზე გამოვიდა სხვაობა 10 ლარი, გამატარა 700 კმ, ავგ 25-26
დასკვნა: პორტალის ბენზინი კი ნაკლები ღირდა, მაგრამ იმდენად ნაკლები გამატარა რომ მანძილი/ფასი რო დაიანგარიშო მაინც იგივე გამოდის და რა აზრი აქვს ჯობია ისევ კარგი ბენზინი ასხა

Posted by: ბარბოსა 9 May 2019, 13:00
Rene Adler
და პორტალის რეგულარს რომ ადარებ რომპეროლის პრემიუმს ეგ სამართლიანია? biggrin.gif
აბა პორტალის პრემიუმი დაინიშნე და მერე რომპეტროლის რეგულარიც დაინიშნე რომელი მეტს გაგატარებს

პორტალის პრემიუმს ვასხავ ჩემს აქვაში და 720 კმ ზე ნაკლები არ გამივლია არასდროს. ეხლა რომ დათბა მეტსაც გავივლი სავარაუდოდ

Posted by: Nemiroff 10 May 2019, 00:19
ყველაზე მეტს ოპტომას და ლუკოილის რუგულარი მატარებს. ავგ 30-32 მაქვს და გავდივარ 800-850 კმს. ბაკს რო გავასებ კომპი 900+ კმს მიწერს რეინჯს.

რომპეტროლის რეგულარმა ცოტა გამატარა, პორტალმაც ცოტა.

Posted by: ბარბოსა 10 May 2019, 02:17
Nemiroff
850 ქალაქში გაგატარა?

Posted by: Nemiroff 12 May 2019, 19:54
ბარბოსა
შერეული. ბაკს ვავსებ და 2 კვირა მყოფნის რა. ხან ტრასა ხან ქალაქი. ძირითადად ტრასა მაინც

Posted by: Charlie_Scene 12 May 2019, 21:56
ბიჭებო 13იანს ვფიქრობ რო ჩამოვიყვანო(სასურველია დაბალი გარბენით და საშუალო კომპლექტაციით, ტყავზე და ქსენონზე გართულება არ მაქ) და უხეშად რო ვიანგარიშო ორიოდ კითხვა მაქ
რა დამიჯდება განბაჟებიანად დაახლოებით და ჯაპანიდან რა დროში ჩამოდის ხოლმე ყიდვიდან მანქანა?
2თვე სადღაც ალბათ ხო

Posted by: Nemiroff 12 May 2019, 22:02
Charlie_Scene
2 თვე მარტო გზას უნდა. რო იყიდი სანამ გადაიყვანენ პორტში და სანამ ჩატვირთავენ ერთი 2 კვირა უნდა. აქ საბამ დაიცლება და გაიხსნება ერთი 10 დღე. 3 თვემდე იწელება ხოლმე ყველა ვარიანტში.

Posted by: Charlie_Scene 12 May 2019, 22:09
Nemiroff
ჰო დაახლოებით ეგრე ვიფიქრე მეც.
4ში თუ ჩავეტევი სავარაუდოდ ჩამოვიყვან თუ არადა აქ ვიყიდი რამე არაჰიბრიდს
პრიუს მესამე თაობასთან შედარებით როგორია? ტრასაზე ესეც ისეთივე დამღლელია? წვა ალბათ ნაკლები აქვს ხო ზომებიდან გამომდინარე? გავრცელებული პრობლემები თუ აქვს? ძველი მეორე თაობასავით ზეთის მირთმევა ხო არ უყვარს

Posted by: GoldenSky 13 May 2019, 09:37
Charlie_Scene
QUOTE
4ში თუ ჩავეტევი სავარაუდოდ ჩამოვიყვან


ნორმალური მანქანა L ანუ ყველაზე დაბალი კომპლექტაციაც გაგიჭირდება ამ ფასში

QUOTE
პრიუს მესამე თაობასთან შედარებით როგორია? ტრასაზე ესეც ისეთივე დამღლელია?


მესამე თაობა არ მყოლია თუმცა მიტარებია რამდენიმეჯერ და მე ეს მირჩევნია სატარებლად. მესამე თაობა ერთი დიდი ხრონგია ჩემთვის .

QUOTE
წვა ალბათ ნაკლები აქვს ხო ზომებიდან გამომდინარე?


აქუას ყველაზე ცოტას დააწვევიებ 3.5 ლიტრს . ტრასაზე ნორმალური სიარულით კარგ ამინდში

სიცივცეებში + გათბობა ჩართული + გაზაობა + მოკლე მანძილები 6 - 6.5 ზეც არ მოერიდება ასვლა და მეტზეც . ჩემ შემთხვევაში ყველაზე ხშირად საშუალო წვა მაქვს 4,5-5 ლიტრი

QUOTE
გავრცელებული პრობლემები თუ აქვს?


არასდროს არ იცი როდის აგინთებს ელემენტები. ესაა პრობლემა . სხვა ისეთი გავრცელებული არაფერი


QUOTE
ძველი მეორე თაობასავით ზეთის მირთმევა ხო არ უყვარს


ჩემ შემთხვევაში საერთოდ არ მოუკლია. არც გამიგია ვინმესგან აქუა ზეთს რომ ჭამდეს

Posted by: Nemiroff 13 May 2019, 09:53
Charlie_Scene
წვა ინდივიდუალურია, გათბობა უმატებს წვას.

მე 3.5 ლიტრის ფარგლებში მიწვავს.
იმ დღეს ძმაკაცს ვათხოვე დასავლეთში იყო წასული და 5 ლიტრა დაუწვა. გააჩნია სუარულის მანერას.

Posted by: briant 16 Jun 2019, 10:35
ბარი ყენდება აქვაზე? გი მოდიფიკაციებს როვორც აქვთ?

Posted by: gvirjo 16 Jun 2019, 13:08
briant
ორიგინალიც ყენდება და არაორიგინალებივვ, უბრალოდ არაორიგინალი ისე მყარად ვერ ზის როგორც უნდა იყოს

Posted by: briant 16 Jun 2019, 13:27
gvirjo
სად შეიძლებს ვიშოვო ან ვინ აყენებს და რა ჯდება დაახლოებით

Posted by: Nemiroff 16 Jun 2019, 15:05
briant
ყენდება არაორიგინალიც 30 ლარიანი თუმცა ხელს გიშლის რუჩნოის ამოწასევად, ხელს ადვულად ვეღარ კიდებ რუჩნოის

Posted by: briant 16 Jun 2019, 17:05
Nemiroff
კაი და ორიგინალი სად იშოვება, დაშლილებში?

Posted by: john rambo 16 Jun 2019, 17:29
გამარჯობა ყველას!!

PRIUS C -ზე (რესტაილინგი) 15" 7j დისკები დგება თუ იცით?

Posted by: Nemiroff 16 Jun 2019, 17:49
briant
კი დაშლილებში და 150 ლარს აფასებენ

john rambo
დადგება.

Posted by: briant 16 Jun 2019, 17:54
Nemiroff
შიგ ხო არააქვთ? biggrin.gif
* * *
Nemiroff
ვიშოვე ორიგინალი ბარი და გაიხარე რჩევისთვის
შენ ისიც ხოარიცი რომელი კამერა გამოვწერო უკანა ხედვის რო წავიდეს ამ მოდელზე

Posted by: Nemiroff 16 Jun 2019, 23:46
briant
QUOTE
ვიშოვე ორიგინალი ბარი და გაიხარე რჩევისთვის

იაფად თუ იშოვე მეც მიმასწავლე smile.gif

კამერა ეს გამოწერე

https://www.aliexpress.com/item/32619182223.html?spm=2114.search0104.3.8.669612d8UnsJ4r&ws_ab_test=searchweb0_0%2Csearchweb201602_8_10065_10068_319_10059_10884_317_10887_10696_321_322_10084_453_10083_454_10103_10618_10307_537_536%2Csearchweb201603_52%2CppcSwitch_0&algo_expid=c2be8cd1-3811-4fb4-ad9d-036fad3738b0-1&algo_pvid=c2be8cd1-3811-4fb4-ad9d-036fad3738b0&transAbTest=ae803_5

ესეთი არ იყიდო
https://www.aliexpress.com/item/32890827690.html?spm=2114.search0104.3.94.669612d8UnsJ4r&ws_ab_test=searchweb0_0%2Csearchweb201602_8_10065_10068_319_10059_10884_317_10887_10696_321_322_10084_453_10083_454_10103_10618_10307_537_536%2Csearchweb201603_52%2CppcSwitch_0&algo_expid=c2be8cd1-3811-4fb4-ad9d-036fad3738b0-13&algo_pvid=c2be8cd1-3811-4fb4-ad9d-036fad3738b0&transAbTest=ae803_5

Posted by: briant 17 Jun 2019, 09:47
Nemiroff
კი ტო 100 ლარად ორიგინალი ვიყიდე..მგონი 2 ცალი აქ და თუ გინდა მოგწერ ნომერს

Posted by: Nemiroff 17 Jun 2019, 11:43
briant
რუჩნოი ამოდის ადვილად? ხელს კარგად კიდებ?

Posted by: briant 17 Jun 2019, 15:45
Nemiroff
ორიგინალი ძმას ვენაცვალე, ჩათვალე როგორც ზავაცკოის ისე აქ..სად განახო სურთი მითხარი და ჩაგიგდებ
2016- იან პრიუს ც-ს ამოუღო

Posted by: Nemiroff 18 Jun 2019, 06:44
briant
მომე აბა ნომერი და შევეხმიანები შაბათ კვირას.
ისე როგორ ზის, ხო არ ყანყალებს?

100 ლარიც მეძვირება მამენტ biggrin.gif

Posted by: briant 18 Jun 2019, 17:35
Nemiroff
ძაან მაგრად ზის
558717171

Posted by: chechena14 18 Jun 2019, 20:22
ამ ან მომავალ კვირას უეჭველი უნდა ვიყიდო მანქანა, აქვას და ამ მესამე თაობის ფიტს შორის გავაკეთებ დიდი ალბათობით არჩევანს. პირველი ავტომობილია და ჯიგრულად მირჩიეთ რა რომლის ყიდვა ჯობია ეკონომიური მინდა და მინდა რო არ გამაწვალოს ამისი სერვისის არც დრო მაქვს და არც ნერვები. ვიზუალურად ფიტი უფრო მომწონს მაგრამ სადღაც 500$ ით ძვირიცაა

Posted by: ბარბოსა 19 Jun 2019, 02:22
chechena14
ოქტომბრის მერე მყავს აქვა და არაფრით შევუწუხებივარ. წვით მართლა ცოტას წვავს სავარაუდოდ მაგ ფიტზე ცოტასაც

ფიტში ნაჯდომი ვარ და მომეწონა სალონიც და გარედანაც აქვაზე ლამაზია. გამძლეც იქნება ჰონდა ცუდ მანქანებს არ უშვებს.

Posted by: briant 19 Jun 2019, 17:54
chechena14
ორივე მყავდა და აქუას გირჩევ მე ლიჩნად...ფიტიც დიდებულია, პროსტა ცოტა ეკონომიურია ტოიოტა...დალშე შენ გადაწყვიტე

Posted by: datunia93 29 Jun 2019, 13:16
ხალხი, პრიუს ც-ში რა საწვავს ასხავთ? არ მესმის აქვაში თუ პრემიუმი უნდა ვატაკო, პრიუს ც-ში მართლა რეგულარი უნდა ვასხა?

Posted by: GoldenSky 29 Jun 2019, 13:22
datunia93
QUOTE
ხალხი, პრიუს ც-ში რა საწვავს ასხავთ? არ მესმის აქვაში თუ პრემიუმი უნდა ვატაკო, პრიუს ც-ში მართლა რეგულარი უნდა ვასხა?


რეგულარს ვასხამ აქუაში მშვენიერია და ასე ვიცი რომ რეგულარზეა ზოგადად ეს ძრავები გათვლილი. ძაან ბევრი მცოდნე ამ თემის ასხამს რეგულარს აქუაში

პრიუს ც ზეც იგივე ვარიანტი იქნება imho

Posted by: Nemiroff 11 Jul 2019, 12:21
როგორ ხართ სასტავ რას შვრება თქვენი km/l? biggrin.gif

საცობებში როცა მოძრაობთ და ბატარია დამჯდარია თქვენი ძრავებიც ძროხასავით ბღავის? biggrin.gif

Posted by: GoldenSky 11 Jul 2019, 12:42
Nemiroff

2 ძროხასავით biggrin.gif biggrin.gif აუ რა ნერვებს მიშლის ხოლმე აი სულ რო ძრავზე იყოს კიდე მესმის მაგრამ გაითიშება ჩაირთვება გაითიშება ჩაირთვება ტვინის ხვნაა ჩვეულებრივი biggrin.gif

კმ/ლტ რაც შეეხება აგერ 6 მდე არ უკლია ბევრი biggrin.gif

ნუ კონდიციონერით ცხადია და არაეკონომიური სიარულით ისიც მოკლე მანძილებზე biggrin.gif

შენი ჯიგარი რას შვება ? :დ

user posted image

Posted by: Rene Adler 11 Jul 2019, 12:58
რაც ჩამოვიყვანე 23-ს არ ჩამოსცდენია კმ/ლ, არც კონდიციონერი მომიკლია და არც გათბობა, სულ ჩართული მაქვს

ეხლაც ბაკი რაც გავავსე დავინიშნე და კონდიციონერით 380 კმ გავიარე 24,1 ავგ, 6 ხაზია დარჩენილი

Posted by: Nemiroff 11 Jul 2019, 13:24
GoldenSky
მე ძირითადად ტრასაზე დავდივარ, თან ისეთ ადგიგებში რო სოფლებზე გადის გზა, 60-70 სიჩქარით და 25-27 მიწერს საშუალოს. თბილისის საცობებში და კონდით 20იც არის ხოლმე.
ერთხელ ინტერესის გამო, სადამდეც გავუქაჩე, სადღაც 120 კმ ვიარე ზომბივით ნელა 35 კმ/ლ მქონდა biggrin.gif


QUOTE
2 ძროხასავით  აუ რა ნერვებს მიშლის ხოლმე აი სულ რო ძრავზე იყოს კიდე მესმის მაგრამ გაითიშება ჩაირთვება გაითიშება ჩაირთვება ტვინის ხვნაა ჩვეულებრივი 

კაროჩე როგორც დავამუღამე დაქოქილზე 2 რეჟიმი აქვს, გაჩერებულზე ბღავის, რო დაძრავ ჩუმდება და ისევ იწყებს ბღავილს, მერე რო გაჩერდები ჩუმდება და 2 წამში ისევ ბღავის. ყველაზე კაიფი ისაა რო გარეთ არ იამის ეგ ბღავილო, მხოლოდ სალონში, აკუსტიკა აქვს ეგეთი ალბათ
lol.gif lol.gif
ერთხელ მაგ ბღავილიდან სიჩუმეზე გადასვლისას ჩავადგი და დარტყმაც ქონდა.
* * *
ხო მართლა, ტექ.დათვალიერებისთვის ფარებზე რა ქენი?

მე კი გავიარე უპრობლემოდ მარა არ მომწონს ნათება, მარჯვენა მხარე არაფერი ჩანს დაბლა დახრილო ფარებით

Posted by: GoldenSky 11 Jul 2019, 14:40
Nemiroff
QUOTE
მე ძირითადად ტრასაზე დავდივარ,


ტრასაზე გაცილებით ეკონომიურია ნეტა მეც ტრასაზე დავდიოდე biggrin.gif

QUOTE
ხო მართლა, ტექ.დათვალიერებისთვის ფარებზე რა ქენი?

მე კი გავიარე უპრობლემოდ მარა არ მომწონს ნათება, მარჯვენა მხარე არაფერი ჩანს დაბლა დახრილო ფარებით


ოქტომბერში მიწევს მე . ფარებზე არვიცი ჩემი აზრით ისე გავალ ჯერ თუ დამბრაკავენ მერე გავასწორებ. იმიტომ რომ რამდენიმემ დაწერა გასწორების გარეშე გავიარეო და ვცდი რავი :დ


Posted by: Nemiroff 11 Jul 2019, 14:58
GoldenSky
GoldenSky
მე გასწორების გარეშე გავიარე,
ძმაკაცმაც ეგრე გაიარა გაუსწორებლად რუსთავის ტრქ.ცენტრში

პროსტა სალონიდან სარეგულებლით დაბლა დახარე მაქსიმალურად

Posted by: GoldenSky 11 Jul 2019, 15:04
Nemiroff
QUOTE
მე გასწორების გარეშე გავიარე,
ძმაკაცმაც ეგრე გაიარა გაუსწორებლად რუსთავის ტრქ.ცენტრში

პროსტა სალონიდან სარეგულებლით დაბლა დახარე მაქსიმალურად


ვა ვა ძაან ძაან მაგარია. იმედია მეც გავივლი ეგრე biggrin.gif

ხო ეგრე ვიცოდი მეც რო უნდა დაწიო რა. იქნება გამატარონ მაგრად მეზარება მაგის სწორებაზე სირბილი იმ სტიკერებსაც კიდე ვერ ვიტან

Posted by: Nemiroff 11 Jul 2019, 15:32
GoldenSky
ზოგგან ატარებენ ზოგგან არა. გააჩნია როგორები შეგხვდებიან.

ისე თუ არ გეზარება შეგიძლია დაშალო ფარი სა გაასწორო შენთვითონვე. ფირფიტას ჭირდება შემოტრიალება

Posted by: Sean 16 Jul 2019, 14:16
https://www.myauto.ge/ka/pr/40286179/iyideba-hechbeqi-toyota-aqua-2013-hibridi-geo

იაფი ემჩვენება და რას იტყვით ღირს?

Posted by: GoldenSky 18 Jul 2019, 22:47
Sean

4700$ გამოდის რატოა იაფი? L კომპლექტაციაა თან

Posted by: Sean 23 Jul 2019, 10:19
შევიძინე პირველი ჰიბვრიდია ჩემთვის და არ დაიზაროთ და გამარკვიეთ რა

ეს ეკო მოუდ ღილაკი რომაა დავაჭერ და ელემენტებით ივლის? რა სიხშირით შემიძX\ლია გამოყენება? გვერძე მეორე ღილაკი რისია

ელემენტებს რა სიხშირით უნდა გაწმენდა?

Posted by: GoldenSky 23 Jul 2019, 10:36
Sean

QUOTE
შევიძინე პირველი ჰიბვრიდია ჩემთვის და არ დაიზაროთ და გამარკვიეთ რა


გილოცავ მწვანეზე

QUOTE
ეს ეკო მოუდ ღილაკი რომაა დავაჭერ და ელემენტებით ივლის? რა სიხშირით შემიძX\ლია გამოყენება? გვერძე მეორე ღილაკი რისია


მე პირადად ეკო მოუდი სულ ჩართული მაქვს ქალაქში , ტრასაზე გამორთული მაქვს . ტოიოტას ოფიციალურ ინსტრუქციაში წერია რომ უნდა გამოიყენო ისეთ სიტუაციაში სადაც ხშირი დამუხრუჭება და აჩქარება გიწევს ანუ ქალაქში . გაზი ხდება ნაკლებად მგრძნობიარე და ნუ ცოტათი ნაკლებს დაწვავს საერთო ჯამში . ჩემი აზრით ძაან მცირედი იქნება სხვაობა

მეორე ევ ღილაკი რომელსაც არასდროს არ უნდა დააჭირო ჩათვალე არ არსებობს biggrin.gif ნახევარზე რომაა ელემენტი მაგ დროს შეგიძლია დააჭირო და სულ ელემენტზე ივლის სანამ არ დაჯდება მაგრამ წვალებაა და არ შეიძლება გააფუჭებ ელემენტს

QUOTE
ელემენტებს რა სიხშირით უნდა გაწმენდა?


რამდენიმე ძალიან გამოცდილი ადამიანისგან ვიცი რომ გაწმენდა საერთოდ არ არის საჭირო. რადგან გარედან რომ იკეთებს აკისლენიას ეგ გამტარიანობაზე არ მოქმედებს საერთოდ . ყოფილა ისეთი შემთხვევები რომ გაწმინდეს და მერე აუნთო მალევე ელემენტებმა , მითუმეტეს ზოგი იძახის ვწვმინდავო კი არ წმინდავს ჩვეულებრივად შკურკავს რაც დაუშვებელია . მაქსიმუმ რამე ხსნარში თუ დამუშავდება რომ ფიზიკური დაზიანება არ მიიღოს კონტაქტებმა.

ქულერი უნდა იყოს აუცილებლად გაწმენდილი ამას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ელემენტებისთვის . უკანა სიდენიის ქვეშ არის მარცხნივ გარედან ხუფი მოხსენი და ნახავ. გარეთა ფილტრზე თუ აქვს რამე ნადები სიბინძურის მოაშორე და ეგაა.

Posted by: Nemiroff 23 Jul 2019, 12:54
Sean
Sean
მშვიდობაში და მწვანეზე

ევ მოუდი დაივიწყე, შეგიძლია გამოიყენო რატო აპარკინგებ მაგალითად, გარაჟიდან გამოგყავს ან დახურულ შენობაში სადაც არ გინდა დაბინძუნრდეს გამონაბოლქვით. ასევე როცა უნდა ,,გააყენო" ან 10 - 15 მეტრი გაქვს გასავლელი რომ არ დაქოქოს მანქანა. ეგ დანიშნულება აქვს

Posted by: Sean 23 Jul 2019, 15:45
GoldenSky
Nemiroff
გაიხარეთ
მადლობა

Posted by: Annanu 27 Jul 2019, 11:56
გამარჯობა

პირველად ვაპირებ ჰიბრიდის ყიდვას. პრიუს ც ვუმიზნებ 2015-2016წლისას.

მაინტერესებს:

1. რა სხვაობაა სიტყვაზე 2012-სა და 2015 წლიანს შორის. ვიზუალის გარდა მაგალითად ძრავი, წვა, ელემენტები და ასე შემდეგ?

2. აქ ყიდვა ჯობს თუ ჩამოყვანა, რას მირჩევთ, ფასის მხრივ რამდენით იაფი დამიჯდება ჩამოყვანა? (ვფიქრობ აქ ვიყიდო, შევამოწმებ ელემნტებს მდგომარეობას. ამერიკიდან რა მდგომარობით ჩამოვა ხომ არ ვიცი)

3. იგივე წლოვანების (2015) პრიუსთან შედარებით წვა როგორი აქვს?

4. ინტერიერის ხარისხი იგივე აქვს რაც პრიუს თუ პრიუსი გაცილებით ხერისხიანი დეტალებით არის შესრულებული?

5. სიარულით უხეში ხომ არ არის? ცოლისთვის მინდა რომელიც ძირითადად ქალაქს არ ცდება

6. 7-7.5K თქვენ ვისაც პრისი ც გყავთ ამ გადმოსახედიდან რა მანქანას იყიდდით?

წინასწად დიდი მადლობა smile.gif


Posted by: Gogla1990 27 Jul 2019, 12:40
გამარჯობა

ყავისფერი სიდენიებით და შავი აბივკებით არის აქვა?
რაც ვნახე ან ერთია ან მეორე და ორივე ერთად არ გამოდის? biggrin.gif

პ.ს
რა ბენზინს ასხავთ?
ვისაც ვკითხე უმეტესობა რეგულარს ასხავს, იშვიათი პრემიუმს, ხოდა შეკუმშვის კოეფიციენტი 13.4 რომ აქვს ეგ იდეაში მაღალი ოქტანობის საწვავზე უკეთ არ უნდა მუშაობდეს? rolleyes.gif

ყიდვა მინდა, მაგრამ ლარი ისე მიდის ტრაკში მგონი რაც მყავს იმის გაყიდვაც მომიწევს facepalm.gif

Posted by: Nemiroff 27 Jul 2019, 13:31
Annanu
Annanu
ძრავის კოდი ოგივეა 2012 და 2015 წლიანი.სავარაუდოდ ვიზუალის გარდა იგივე იქნება ყველაფერი.

პრიუსთან შედარებით ნაკლებს წვავს რადგან პატარაა და მსუბუქი

ეს მანქანა შექმნილია ერთადერთი მიზნით: რაც შეიძლება ცოტა დაწვას და იაფი იყოს, ამიტომ კომფორტი, ნავაროტკები და ხარისხი არ უნდა მოსთხოვო. რაც დადებითი აქვს ესაა წვა, დალშე პლასმასია მთელი სალონი.

ჩამოყვანა ჯობია, ბატარიებს მაინც ვერ გაიგებ რეალურად როგორია? 2-3 დღე მაინც გჭირდება დასატრსტად რომ რეალურად ნახო რამდენი აქვს ტევადობა დარჩენილი.

მეზობალმა მაგალითად ესეთი რამე გააკეთა: აქუა ყავდა 60კმ გარბენით, ჩამოიყვანა პრიუს ც 200+ მილი გარბენით, ძალიან იაფი დაუჯდა, ძრავი კარობკა და ბატარია გადაიტანა აქუადან პრიუს ც-ში და დაიტოვა. აქუა კიდე გაყიდა როგორც მაგარი სვეჟი biggrin.gif მოფიქრება ხო უნდა biggrin.gif biggrin.gif

7.5K დოლარის მიცემის აზრს ამ მანქანაში ვერ ვხედავ, ჩემი სუბიექტური აზრია, 5k ან 5.5k ფარგლებში მოგივა 2013 წლიანი პრიუს ც და ზედმეტი 2000$ს რატო იხდიან ამ მანქანაში ვერ ვხვდები. ამ მანქანას ნავაროტკები გინდა ქონია გინდა არა.


7.5Kად მე პირადად დატენვად ფორდ ფუჟენს ვიყიდიდი თუ დატენვის საშუალება გაქვს.

სიარულში სიუხეშეს მხრივ გააჩნია რას ადარებ, ჰონდა ფიტთან შედარებით ოდნავ რბილია, სხვა ნებისმიერ სედანთან შედარებით უხეშია მარა ისე ცოტას წვავს ყველაფერს იტანს კაცი biggrin.gif

ფორდ ფუჟენიდან გადმოვჯექი ამ მანქანაზე, მანამდე ჰიუნდაი სონატა მყავდა, ხოდა ისეთი შეგრძნება მქონდა თავიდან რომ სადაც იყო წელი გამიხმებოდა. მარა მივეჩვიე.

Gogla1990

მგონი სხვადასხვა აქვს კომპრესია დატვირთვის მიხედვით, 10.5:1 დანო ესე უწერია. რეგულარი კი მიდის ლიწინით და რავი აბა.
ძრავი ისე ღმუის მაინც ვერ გაიგებ აქვს თუ არა დეტონაცია

Posted by: Rene Adler 27 Jul 2019, 15:33
Gogla1990
QUOTE
ყავისფერი სიდენიებით და შავი აბივკებით არის აქვა?
რაც ვნახე ან ერთია ან მეორე და ორივე ერთად არ გამოდის?


ცალკე ყიდულობს ხალხი შავ აბივკებს, მაგის მოხსნა მიყენება რა პრობლემაა. იყიდი ყავისფერი სიდენიებით და მიაყენებ მერე შავ აბივკებს

QUOTE
რა ბენზინს ასხავთ?


მე პირადად პორტალის პრემიუმს ვასხამ, სავსე ბაკზე 5-7 ლარი არაა იმხელა სხვაობა რომ დამაქციოს და ბარემ ნორმალურს ჩავასხამ
თორემ რეგულარზეც დავდიოდი და იმაზეც მშვენივრად მუშაობდა. (ოღონდ შედარებით ცოტას მატარებდა)

Posted by: Gogla1990 27 Jul 2019, 19:34
Nemiroff
QUOTE
მგონი სხვადასხვა აქვს კომპრესია დატვირთვის მიხედვით, 10.5:1 დანო ესე უწერია. რეგულარი კი მიდის ლიწინით და რავი აბა.

მიდის ერთია და რამდენად კარგად მუშაობს + რამდენად ეფექტურად წვავს ეგაა მეორე biggrin.gif


Rene Adler
QUOTE
ცალკე ყიდულობს ხალხი შავ აბივკებს, მაგის მოხსნა მიყენება რა პრობლემაა. იყიდი ყავისფერი სიდენიებით და მიაყენებ მერე შავ აბივკებს

გასაგებია, უბრალოდ თუ არის ეგ ფერები ქარხნულად ეგ მაინტერესებდა smile.gif
QUOTE
რეგულარზეც დავდიოდი და იმაზეც მშვენივრად მუშაობდა. (ოღონდ შედარებით ცოტას მატარებდა)

გასაგებია, ესეიგი გათვლა მინიმუმ პრემიუმზე უნდა გაკეთდეს, ნუ რეგულარს არც ვფიქრობდი(20 წლის Vitz მყავს და იმას არ ვაკარებ რეგულარს ბოლობოლო biggrin.gif ) უფრო პრემიუმი თუ სუპერითქო ეგ მაინტერესებდა smile.gif

მადლობა smile.gif

Posted by: lvnlzrd 14 Aug 2019, 10:13
გამარჯობა ბიჭებო თქვენი დახმარება მინდა
eclipse avn112m ეს მანგნიტაფონი მოყვა ჩემს Toyota aqua-ს და არ მოყვა ჩიპი აქტივაციის

ყიდვის გარეშე და 80 ლარი რომ არ გადავყარო მაგაში

Posted by: GoldenSky 2 Oct 2019, 14:54
user posted image

ფარების გადაკეთების და სტიკერების გარეშე გაიარა yes.gif

Posted by: Sean 4 Oct 2019, 11:02
ბიჭეო კარობკაში ზეთი რომაა შესაცვლელი რამეს ანთებს თუ ხმაზე უნდა მივხვდე

ვარიატორზე

Posted by: Gogla1990 4 Oct 2019, 11:14
Sean

თუ რაიმე მიზეზით მიხვდი ესეიგი გადაცილებულია შეცვლის დროს საკმაოდ

გაარკვიე როდის შეიცვალა ბოლოს და იმის მიხედვით იმოქმედე, ან ნახე ზეთის მდგომარეობა, ოღონდ შუპიდან ვერ გაიგებ, ჩამოიღე ან ამოიღე ცოტა და მცოდნე გეტყვის დაახლოებით როგორაა საქმე

პ.ს
"დვიორგანიებს სანამ არ დაიწყებს ბრატ, მანამ არ უნდა შეცვლა" "ქარხნული ასხია ძმაო შეეშვი აქ რას ჩაასხავ უკეთესს" და მსგავს სისულელეებს არ მოუსმინო smile.gif

Posted by: GoldenSky 6 Oct 2019, 21:35
Sean

ზურა თუ იცი მიუყვანე კარგი ბიჭია შეგიმოწმებს თუ არაა შესაცვლელი ტყუილა არ შეგაცვლევინებს

Posted by: gio_cxel 8 Oct 2019, 14:12

551638864
551638864
551638864

Posted by: keidi 10 Oct 2019, 14:23
მეგობრებო ახალი ჩმაოყვანილი მყავს აქუა და ქიმჩისტკა მაქვს გასაკეთებელი, სად მირჩევთ?

და კიდე ეკრანი მაქვს დაბლოკილი და ჩემით ვერ მოვხსნი ბლოკს? ან სად გავაკეთბინო ?

Posted by: gvirjo 12 Oct 2019, 09:00
keidi
მონიტორის სურათი დადე რა მოდელია? პლუს სდ კარტა უნდა მოყოლიდა და ნახე დევს თუ არა მაგნიტაფონში

Posted by: keidi 31 Oct 2019, 15:03
ბატარეები სად ვიყიდო ან ვინმე ხომა რ ყიდით ?

Posted by: AGONIA 31 Oct 2019, 15:15
გამარჯობა საბურთალოს ტერიტორიაზე სად შეიძლება ჰიბრიდის სერვისის ჩატარება?

Posted by: 7isLiv4ik 16 Nov 2019, 14:24
გამარჯობა ბანდა. დავფიქსირდები მეც smile.gif

Posted by: john rambo 17 Nov 2019, 17:44
გაუმარჯოს ყველას,

Prius C მყავს 2016 წლის. ამერიკული

ევრო რეგულარს ვასხამ. არ აქვს პრობლემა. არც ჩექს ანთებს. ნორმალურად დადის (საშუალოდ 65 მპგ თბილისში, 55 ტრასაზე)

გავაგრძელო თუ აუცილებლად პრემიუმი უნდა?

Posted by: Nemiroff 18 Nov 2019, 10:09
john rambo
რეგულარს ვასხავ სულ რაც მყავს.

Posted by: GoldenSky 18 Nov 2019, 10:20
7isLiv4ik
QUOTE
გამარჯობა ბანდა. დავფიქსირდები მეც

givi.gif რას შვები აბა გაოცებს წვით ? :დ

john rambo
QUOTE
გავაგრძელო თუ აუცილებლად პრემიუმი უნდა?


QUOTE
რეგულარს ვასხავ სულ რაც მყავს.


+1

Posted by: Nemiroff 18 Nov 2019, 11:29
QUOTE
რას შვები აბა გაოცებს წვით ? :დ

სანამ აცივდებიდა მანამდე რო ეყიდა მერე უფრო გაოცდებოდა

Posted by: 7isLiv4ik 18 Nov 2019, 18:32
GoldenSky
QUOTE
რას შვები აბა გაოცებს წვით ? :დ

ხო ბიჭო ძაან უნამუსო მასტია მაგ ამბავში biggrin.gif მაგრად დამევასა კაი როჟაა ძაან.

ეკო რეჟიმი ქალაქში სულ ჩართული მაქვს და რამე პრობლემას ხო არ შეუქმნის?

ხოდა პრემიუმი ჩავასხი გალფის და ვატაკო რეგულარი? რომელს ასხამ შენ?

Nemiroff
QUOTE
სანამ აცივდებიდა მანამდე რო ეყიდა მერე უფრო გაოცდებოდა


ეხლაც ძაან ცოტას წვავს და ზაფხულში წარმომიდგენია biggrin.gif

Posted by: GoldenSky 18 Nov 2019, 20:35
7isLiv4ik
QUOTE
ეკო რეჟიმი ქალაქში სულ ჩართული მაქვს და რამე პრობლემას ხო არ შეუქმნის?


არის ხალხი იძახის უქმნის პრობლემასო მაგრამ არანაირი არგუმენტი არ არსებობს და ამიტო იდიოტობა მგონია ეგ მეტი არაფერი biggrin.gif რაც ვიყიდე იმის მერე ჩართული მაქ..

QUOTE
ხოდა პრემიუმი ჩავასხი გალფის და ვატაკო რეგულარი? რომელს ასხამ შენ?


ჯერ არ დაულევია ჩემსას პრემიუმი 1 წვეთიც კი biggrin.gif რეგულარი ყოველთვის biggrin.gif

არადა ისეც არ ვარ რომ თუ ჭირდება ძრავს ეკონომიის გამო მაგაზე უარი ვთქვა. ტუტუცი ვიყო ლეგასზე სულ რომპეტროლის სუპერს ვასხამდი აი ერთხელაც კი არ ჩამისხამს პრემიუმი და ამას არ ჭირდება პრემიუმი და რატო უნდა ვიხადო ზედმეტი არ მესმის biggrin.gif

Posted by: 7isLiv4ik 18 Nov 2019, 22:55
GoldenSky

ხოდა თუ არ ჭირდება მიიღებს რეგულარს. რომელ კალონკაზე ასხამ ხოლმე? მგონი არ უნდა ქონდეს დიდი სხვაობა

Posted by: Gogla1990 18 Nov 2019, 23:09
john rambo
QUOTE
აუცილებლად პრემიუმი უნდა?

მაღალ ბრუნზე თუ არ ამუშავებ ძრავს რეგულარი კი არა მაგაზე დაბალი ოქტანობისაც რომ იყოს არც იმაზე ექნება პრობლემა, შეკუნშვის კოეფიციენტი მოძრავი აქვს მაგის ძრავს და დაბალ ბრუნზე საკმაოდ დაბალი აქვს(ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ 9-ს ფარგლებში აქვს), მაღალ ბრუნზე კი 13.4 აქვს(ბევრ სპორტულ ძრავს არ აქვს მაგდენი) რაც იმას ნიშნავს რომ თუ რეგულარი გისხია და "გაზაობ" მოსაკლავად იმეტებ ძრავს, ნუ თავდაცვის მექანიზმები აქვს და არ მოგაკვლევინებს მარტივად თავს, მაგრამ გაზრდილი საწვავის ხარჯის და ცუდი გაწევის ხარჯზე იქნება ეგ smile.gif

Posted by: Z-owner 18 Nov 2019, 23:41
გამარჯობათ, აქუას კაბელი მინდა, მაგნიტოფონიდან უსბ/აუქს-ში რაც მიდის, თუ ვინმეს გაქვთ პმ და ფასი.

Posted by: Faulkner 18 Nov 2019, 23:54
Z-owner
რა კაბელია, დადე სურათი. პრიუსების რაოდენობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს შოვნის პრობლემა.

Posted by: GoldenSky 18 Nov 2019, 23:55
7isLiv4ik

ქუთაისში ყველაზე იაფი ეკოპეტროლია და მაქ biggrin.gif

წვას რასაც წერს იმავეს მატარებს ხოლმე . ანუ ბევრს არ იპარავენ და ეგრე მონახე შენც ვინმე biggrin.gif

Posted by: Z-owner 19 Nov 2019, 00:25
Faulkner
სადაც დავრეკე არ გვაქვსო, აქუას და ც-ს უსბ/აუქს პორტი აქვთ და მაგისი კაბელი მინდა, ნებისმიერ მდგომარეობაში, შტეკერი ქონდეს ოღონდ, პორტი ვიყიდე ძლივს, კაბელი არ აქვთ, განა რა გახდა ეგეთი, არ მგონია ფუჭდებოდეს biggrin.gif
აი ესაა.
user posted image
user posted image

Posted by: Faulkner 19 Nov 2019, 00:29
Z-owner
რაში გჭირდება? სხვა მანქანის არ მიდის?

Posted by: Z-owner 19 Nov 2019, 00:41
Faulkner
ჩემთან მინდა მაგ პორტის ჩაყენება და ცალ-ცალკე წვერების ჩაპაიკება მეზარება, შტეკერით საკაიფოდ შევაერთებდი, ტელეფონის დამტენს ვაწყობ რა, მაგნიტოფონი საერთოდ არ მაქვს მანქანაში. ზაჟიგალკაში ჩასარჭობი დამტენი არ მევასება, ეს სადმე პანელში მინდა რომ ჩავსვა.

Posted by: 7isLiv4ik 19 Nov 2019, 09:51
GoldenSky
ეგეთი უბანში მაქ პორტალი :დ სივიკზე მანდ ვასხამდი ხოლმე და აქუას არ ვაკადრე მეთქი რავი ჰიბრიდია რა :დ ისე გალფის რეგულარს და პრემიუმს შOრის 5 თეთრია სხვაობა, მაინც რეგულარი ვხიო ვითომ? :დ

Posted by: Nemiroff 19 Nov 2019, 10:26
პორტალისას ვასხავ რეგულარს. კაკარაზ სამსახურის გზაზეა 2.20 ღირს. მიდის მშვენივრად.

Z-owner
ზაჟიგალკის შტეკერში უკნიდან დააერთე ჩვეულებრივი დამტენი და ბარდაჩოკში ან სადმე წიომნად გამოიყვან კაბელს. ან 12 ვოლტზე დააერთზე სადმე თუ მხოლოდ დამტენი გინდა. რეგისტრატორი მაქვს ეგრე დაყენებული

Posted by: Z-owner 19 Nov 2019, 11:40
Nemiroff
ეგ კი ბაზარი არაა, უბრალოდ უსბ პორტის მუღამი მაქვს, ანუ პანელში ჩასმა მინდა.

Posted by: 7isLiv4ik 19 Nov 2019, 12:04
Nemiroff
QUOTE
პორტალისას ვასხავ რეგულარს. კაკარაზ სამსახურის გზაზეა 2.20 ღირს. მიდის მშვენივრად.


ვსო გადავალ მაგაზე, რაში ვიხადო 20 თეთრით მეტი

Posted by: Faulkner 19 Nov 2019, 17:48
Z-owner
QUOTE
სადაც დავრეკე არ გვაქვსო, აქუას და ც-ს უსბ/აუქს პორტი აქვთ და მაგისი კაბელი მინდა

ცხვირები რო ჩამოაქვთ, იმათ არ მოყვებათ? თუ ცალკე იყიდება ეგ კაბელი?

Posted by: Z-owner 19 Nov 2019, 19:40
Faulkner
QUOTE
ცხვირები რო ჩამოაქვთ, იმათ არ მოყვებათ? თუ ცალკე იყიდება ეგ კაბელი?

რა გითხრა აბა, სადაც დავრეკე, არ გვაქვსო, შეიძლება ცალკე არ ყიდიან, თუმცა თვითონ პორტზეც მაგას ამბობდნენ, ეგეც ძლივს ვიშოვე.

Posted by: 7isLiv4ik 27 Nov 2019, 10:54
ზდაროვა ბანდა. რას შვება თქვენი კისლატიჩები? biggrin.gif ბლიზაკები ვატაკე ვიქნედებზე, ბეთანიაში თოვლშიც გავტესტე და იარა ჯიგრულად, პახოდუ დარბილდა ზაფხულის საბრავების მერე.

Posted by: notte 5 Dec 2019, 11:27
გაუმარჯოს მეგობრებო , ეხლა ვიყიდე აქვა, აყენია იაპონური მაგნიტაფონი , უკანა ხედვის კამერით , რაღაცეებს დავაჭორე და ეხლა რაღაც სდ ქარდის ერორს მიწერს აღარ მუშაობს და რა ვქნა როგორ მოვიქცე , რამეს ხო არ მირჩევდით??
მადლობა წინასწარ

Posted by: Error! 16 Dec 2019, 23:37
მოკლედ ისევ ამინთო ელემენტების ჩეკმა, შარშან თითქმის იგივე დროს 10 ელემენტი შევცვალე, ახლა ისევ ხზ რამდენს მოუწევს შეცვლა, ყველაფრით კმაყოფილი ვარ მარა ეს ელემენტების დაზიანება რა უბედურებაა, არ იცით მთლიან ბლოკს რამდენად ვიყიდი ახალს ? ან სად იყიდება ნორმალურ ფასად, თორე რასაც ეკონომიას მიკეთებს მერე ისევ 1 წელიწადში ელემენტებს ვახარჯავ biggrin.gif

Posted by: ბარბოსა 17 Dec 2019, 12:07
Error!
მაგის გამო ამიცრუვდა გული აქვაზე. მეც ამითო და სუსტი ელემენტებია რომ შევამოწმე. ფეისბუქ ჯგუფშიც ყოველ დღე იდება პოსტები ელემენტების პრობლემასთან დაკავშირებით.
რაც ეკონომიას აკეთებს საწვავში, გამოდის რომ ელემენტებით ინაზღაურებს მერე.
მე ვფიქრობ ისევ ჰონდა ფიტი ვიყიდი და თხევადი გაზი ჩავაყენო, უფრო ეკონომიურად გამომივა სიარული

Posted by: GoldenSky 17 Dec 2019, 13:22
მაგრად ტეხავს რა ელემენტების პრობლემა

ჩემსას ჯერ არ შექმნია პრობლემა 1 წელზე ცოტა მეტში 18 გავატარე. გამართლებაა რა

ისე 10 ელემენტის შეცვლას მთლიანად გამოცვლა და წესიერების ჩადგმა ჯობია. ხაჩიძე რომ იჩითება კლუბში ეგ წერს ხოლმე რომ აქ მთლიანი პაკეტები თან შედარებით ახალი წლოვანების

Posted by: ბარბოსა 17 Dec 2019, 14:53
GoldenSky
1300 ლარიდან ღირს მეორადი ელემენტები და არ იცი ეს ელემენტები რამდენ ხანს გატარებს. როდის უნდა ამოიღო ეს ფული თან, 1.3 ფიტი მყავდა და 8 ლიტრამდე მიწვავდა ის, 1300 ლარის ბენზინი იმაზე ძალიან დიდხანს მეყოფოდა biggrin.gif

წელიწადზე მეტი მყავდა მეც და არ აუნთია მაგრამ ეხლა აანთო.

ისე კი ეს რომ გიწერია Toyota Aqua S 2013 1.5 CVT 135 H მგონი არასწორია. მე როგორც ვიცი 100 ცხენის ძალა აქვს აქვას

Posted by: GoldenSky 17 Dec 2019, 21:43
ბარბოსა

გაბევრებულია ცოტა :დ

74 აქ შიდა წვის ძრავს 61 ცხენის ფარგლებშია ელექტროს სიმძლავრე ასე ვიცი მე

* * *
ხო ფასები ეგრეა 1400 ად ყიდდა ამისწინ ტიპი 2014 იანისას. 2018 თუ 17 ისას 2300 ლარად :დ

Posted by: gvirjo 18 Dec 2019, 14:51
2 წლელი და 2 თვე გაქაჩა ჩემმა და ახლა ამინთო მეც facepalm.gif ამოვცვლი ალბათ ამ ელემენტებს და გაზაფხულისკენ მივაყიდი სად ვდიო ამის ელემენტებს ყოველ წელს smile.gif

Posted by: Gogla1990 18 Dec 2019, 15:07
12-12 წლის პრიუსები დარბიან ისევ ქარხნული ელემენტებით და აქვაში რა ჩაალაგეს ეგეთი 5-6 წელიწადში რომ უმეტესობა იხოცება? rolleyes.gif

ყიდვას ვფიქრობდი, მაგრამ ფეისბუქზე რაც აქვას კლუბი დავიმატე იმის შემდეგ გადავიფიქრე, ყოველ დღე პოსტები ელემენტების პრობლემაზე და მოპარულ ფარებსა და სარკეებზე facepalm.gif

Posted by: Error! 18 Dec 2019, 15:45
თან დაკვირვებული ვარ, ვისაც ჩემს გარშემო პრიუსი ყავს 3 თაობის ან პრიუს ც, არცერთს არ ჰქონია პრობლემა ელემენტებზე, იმენა იაპონურებს აქვთ პრობლემა, არადა იდეაში პირიქით უნდა იყოს, ჩემს აქვაში იმდენი მაქვს გადახდილი მამენტ ეგ მცოდნოდა ცოტას დავამატებდი და ბარემ პრიუს ც-ს ვიყიდიდი.

Posted by: Nemiroff 20 Dec 2019, 00:14
Error!
სხვათაშოროს დილერი მყავს მეგობარი და ისიც მაგას ამბობს. ამერიკულები რაც ჩამოდიან თუნდაც მომსპარი ელემენტები კარგი აქვსო. იაპონურებს მალე ერხევათო.

Posted by: somnambuli 20 Dec 2019, 13:08
მოკლედ, მართლა რაღაც პრობლემა აქვს სისტემაში ამ აქუებს, ან პრაშივკა - ან გაგრილება ან რაღაცა, მესამე თაობას თითქმის არ ემართება არაფერი. თან ამერიკულს, მაგრამ ერთიც არის, მე რაც დავამუღამე ჩემი მანქანა, სულ ტრასაზე დავდიოდი ჰოდა ინახებოდა კარგად, იგივეა ამერიკაშიც, სულ ჰაივეიზე არიან და ენახებათ ელემენტები, იმიტომ რომ ამ დროს ნაკლები დატვირთვა აქვს ყველაფერს და შეხმატკბილებულად მუშაობენ ელ ძრავიც, ბენზინის ძრავიც, ელემენტებიც და თუ რამე აქვთ კიდევ. იაპონურების მეტ ნაწილს ალბათ საცობები და დატვირთვაზე მუშაობა უწევს და შეიძLება ამის გამოც ერხევათ მალე.
მე ორ წლამდე მყავდა აქუა და რო შეამოწმა კვლავ კარგი შედეგი ჰქონდა ელემენტების მუშაობას. ამიტომ ვასკვნი რომ ტრასაზე კარგად ინახებოდა.

Posted by: Error! 20 Dec 2019, 18:30
somnambuli
იაპონიაში არ ვიცი მაგრამ მე ორხევში ვმუშაობ და ფაქტიურად სულ ზღვით მიწევს სიარული, საცობში თითქმის არ ვხვდები, ნუ ალბათ 1000 ში ერთხელ, მაგრამ მაინც დაერხა 1 წელიწადში ელემენტებს, ახლა გავანულე შეცდომა და ერთი 3 დღეა დავდივარ, ჯერ არ აუნთია მაგრამ ალბათ აანთებს მალე ისევ.

Posted by: somnambuli 21 Dec 2019, 14:06
Error!
ჰოდა იაპონიაში იდგა საცობებში, ამიტომ მალე მოეკითხა. ამოწურა რესურსი

Posted by: GoldenSky 21 Dec 2019, 19:07
ჰოდა იაპონიიდან კი ჩამოყავთ ნახევარ მილიონიანი გარბენებითაც და ბარემ ისეთები ვიყიდოთ მაგათ ნაღდად ტრასაზე ექნებათ ნამუშევარი . სხვათაშორის ბევრი ამტკიცებდა არ აქ მნიშვნელობა გარბენსო მარა მე მაინც დაბალი გარბენით მირჩევნია smile.gif

Posted by: somnambuli 21 Dec 2019, 19:40
GoldenSky
ველოდები ახლა 130 გარბენიან თეთრს. ს პაკეტია, ვახვედრებ მულტი საჭეს და კაი სტერეოს. +კამერას. 4ცც შეფასებით.
4450 მიჯდება განბაჟებული

Posted by: GoldenSky 21 Dec 2019, 21:35
somnambuli

უმაგრესი ფასია

Posted by: Nemiroff 21 Dec 2019, 23:13
300 დოლარიტ ავცდი ბლიად. 2600 მიჯდებოდა აქამდე.
user posted image

Posted by: Error! 23 Dec 2019, 22:58
Nemiroff
QUOTE
Ford fusion 2013 sold

ეს რატომ გაყიდე ? დავიჯერო აქვა სჯობს ? ჩემსას გავაკეთებ ახლა კიდევ თუ აანთო და გავასუხარებ, მაგის ყიდვას ვაპირებდი.

Posted by: Nemiroff 23 Dec 2019, 23:09
Error!
QUOTE
დავიჯერო აქვა სჯობს

გააჩნია რითი.
ამ ეტაპზე იაფად სიარული მირცევნია თორე გამიხმა წელი აქვას სკამზე ჯდომით. დღეში 150 კილომეტრს გავდივარ. თან კარობკის გამოც. ცოტას ურტყავდა უკვე ჩემი კარობკა.

Posted by: ძველი მოთამაშე 24 Dec 2019, 12:38
სალამი.. მოკლედ ვაპირებ აქუას შეძენას აქ. თბილისის მაშტაბით და არა ჩაოყვანას. რაიმე რჩევების სახით თუ შეგიძლიათ მითხრათ რაძე გავამახვილო ყურადღება შემოწმების მიზნით და რა არის ამ მოდელებში ძირითადად პრობლემური და აუცილებლად გასათვალისწინებელი?

Posted by: ბარბოსა 24 Dec 2019, 13:24
ძველი მოთამაშე
ელემენტები შეამოწმე ყიდვამდე, ნახე რამდენი აქვს ვოლტაჟი. როგორც ამბობენ აბს ის ბლოკები უფუჭდებათ ხოლმეო და ძვირიაო. სხვა მხრივ უპრობლემო მანქანაა

Posted by: GoldenSky 24 Dec 2019, 15:14
ძველი მოთამაშე

გადაამოწმე შეფასების ფურცელი ყველაზე მთავარი ესაა smile.gif ბარეორი დადის სვეჟი მანქანა რო გონია 100 მდე გარბენით და რეალურად 400 + ები რომ აქვს. გზაში მყოფს ან ახალ ჩამოსულს მიეძალე

Posted by: Nemiroff 24 Dec 2019, 18:43
ძველი მოთამაშე
შეფასების ფურცელი ნახე. ტექდათვალიერების ფურცელიც ნახე. მანდ უწერია ძველი გარბენი.

ბატარიები შეამოწმე, სზვა არაფერი უფუჭდება.

ცოტა იგაზავე და გაზზე ფეხის აშვების მერე თუ იტოვებს გაზს ეგ უჯვე მეტყველებს რომ ბატარიებს მალე დაერხევათ.
აბს ბლოკი ძველ პრიუსებს და კამრებს ებრიდებათ. აქვებს არა.

Posted by: Error! 21 Jan 2020, 20:03
გამარჯობა, ხომ არ იცით სად ცვლიან აქვაზე ელემენტებს კარგად და ხარისხიანად? თან რა არის ახლა წყვილი ელემენტების ღირებულება ? ამინთო კიდევ ზბროსის შემდეგ და უნდა შევცვალო.

Posted by: Error! 21 Jan 2020, 20:10
-------------------------------------------------

Posted by: Error! 11 Feb 2020, 00:37
გამარჯობა ბიჭებო, მოკლედ 6 ელემენტი მქონდა კიდევ დაბრედილი როგორც აღმოჩნდა, გავწმარდი და 20 ივე შევცვალე, დავაყენე კაი ახალი პრიუსის ელემენტები ჯეოჰიბრიდში, წვაზე ეგრევე დაეტყო, იმედია აწი პრობლემა აღარ შემექმნება smile.gif მემგონი 4 საც არ დამიწვავს ზამთარში ისე საკაიფოდაა ელემენტების მდგომარეობა რასაც ვუყურებ.

Posted by: ბარბოსა 11 Feb 2020, 01:05
QUOTE (Error! @ 11 Feb 2020, 00:37 )
გამარჯობა ბიჭებო, მოკლედ 6 ელემენტი მქონდა კიდევ დაბრედილი როგორც აღმოჩნდა, გავწმარდი და 20 ივე შევცვალე, დავაყენე კაი ახალი პრიუსის ელემენტები ჯეოჰიბრიდში, წვაზე ეგრევე დაეტყო, იმედია აწი პრობლემა აღარ შემექმნება smile.gif მემგონი 4 საც არ დამიწვავს ზამთარში ისე საკაიფოდაა ელემენტების მდგომარეობა რასაც ვუყურებ.

რა დაგიჯდა?

Posted by: Error! 11 Feb 2020, 01:12
ბარბოსა
QUOTE
რა დაგიჯდა?

1200 შინაურულად smile.gif

Posted by: rere 11 Feb 2020, 10:14
ანუ სრულად კომპლექტაცია შეცვალე და ყველაფროანა ახლებში გადიხადე 1200 ლარი?

Posted by: Error! 11 Feb 2020, 16:30
rere
20 ცალი ელემენტი შევცვალე მხოლოდ, დანარჩენი ისედაც კარგი იყო.

Posted by: rere 11 Feb 2020, 18:29
და სილ რამდენი აქ
და ეგ 1200ლარი ხელობიან ყველაფრიანა გადიხადე?

Posted by: Faulkner. 11 Feb 2020, 19:48
Error!
QUOTE
გამარჯობა ბიჭებო, მოკლედ 6 ელემენტი მქონდა კიდევ დაბრედილი როგორც აღმოჩნდა

რამე აანთო თუ როგორ ნახულობენ ელემენტები რა მდგომარეობაშია?

Posted by: Error! 11 Feb 2020, 22:34
rere
QUOTE
და სილ რამდენი აქ
და ეგ 1200ლარი ხელობიან ყველაფრიანა გადიხადე?

სულ აქვს 20 ელემენტი და 20 ივე შევცვალე.
Faulkner.
QUOTE
რამე აანთო თუ როგორ ნახულობენ ელემენტები რა მდგომარეობაშია?

ჩეკს, მოცურებას და კიდევ რაღაცა მანქანას ანთებს სარი აქვს დარჭობილი ზემოდან biggrin.gif

Posted by: guriaaa 13 Feb 2020, 22:37

ტოიოტა რავ 4-ის ლუქს ვეძებ, 2003 წლიანის...
შემეხმიანეთ ვისაც გაქვთ
მადლობა

Posted by: G1orgi 14 Feb 2020, 14:48
მეგობრებო

ტოიოტა აქვაზე მესაჭიროება წინა მძღოლის მხარეს ფარი..
ვინმემ ხო არ იცით ?
drug.gif

Posted by: Nemiroff 14 Feb 2020, 16:11
G1orgi
ვიცით ბევრი შლის. იაფად ეძებ თუ ზოგადად დაშლილებს ეძებს აქვების.

ტაივანის 260 ლარი ღირს. ორიგინალი 450-500 ლარი.

თუ ორივეს შეცვლი ბარემ პრიუსის აიღე, ნათება გასწორებული გექნება

Posted by: G1orgi 14 Feb 2020, 16:57
Nemiroff

იაფად ვეძებ, დღეს დამჭირდა...

ტაივანი სად ვიშოვო ხომ არ იცი ? 260 ლარი კაი ფასია

Posted by: Nemiroff 14 Feb 2020, 17:19
G1orgi
აუტოპიაში აქვთ

Posted by: G1orgi 14 Feb 2020, 17:36
Nemiroff

მადლობა.
კაი ფასები ქონიათ მაგათ.

Posted by: rere 14 Feb 2020, 18:43
გაიხარე ძმა მაფლობა ინფოსთვის
აქუაზე ეკონომიური მართლა არაფერი მეგულება 3-4 მდი აქ წვა რაც მოსაწონია
და ეხლა სრულ ელემენტებს თავი ხელობიანა თუ 1200 ლარში მომცემს ვინმე სრულებით მისაღებია ვინაიდან ახალი ელემენტები 10 წელი ივარგებს ამ 10 წელს კიდევ 1200ლარი არაფერია იმ ვენზინის საფასურთან რაც ამ ელემენტებმა უნდა დაზოგოს

ნუ მე იგივე აქვა მინდა ჩამოვიყვანო კოპარდიდან ანუ პრიუს ცე უბრალოდ მინდა დამოუკიდებლად გავიდე იქაურ დილერზდ რო გემზე შემიგდოს თუ ვინმე რჩევებს ამ მხრივაც დაწერთ გიმადლობებთ

Posted by: VALETA 15 Feb 2020, 22:09
QUOTE (rere @ 14 Feb 2020, 18:43 )
გაიხარე ძმა მაფლობა ინფოსთვის
აქუაზე ეკონომიური მართლა არაფერი მეგულება 3-4 მდი აქ წვა რაც მოსაწონია
და ეხლა სრულ ელემენტებს თავი ხელობიანა თუ 1200 ლარში მომცემს ვინმე სრულებით მისაღებია ვინაიდან ახალი ელემენტები 10 წელი ივარგებს ამ 10 წელს კიდევ 1200ლარი არაფერია იმ ვენზინის საფასურთან რაც ამ ელემენტებმა უნდა დაზოგოს

ნუ მე იგივე აქვა მინდა ჩამოვიყვანო კოპარდიდან ანუ პრიუს ცე უბრალოდ მინდა დამოუკიდებლად გავიდე იქაურ დილერზდ რო გემზე შემიგდოს თუ ვინმე რჩევებს ამ მხრივაც დაწერთ გიმადლობებთ

ცოტა არასწორად გაიგე ახლების მნიშვნელობა. ახლები და უხმარი არ იქნებოდა ეგ. მაგას იძახიან აი ახალ პროუსზე მაგალითად 2015 იანს მოვხსენით ძმაო ბევრი არ ქონდა გარბენი და ვსო ეგაა მთელი მაგის ახლობა. მაგიტო 10 წელი ნუ გათვლი ) შეიძლება 200+ ქონდეს მაგ ელემენტებსაც გარბენი ხოდზე იყოს და შენთან დაიბრიდოს 2 თვეში


პ.ს ეტყობა აქვას მართლა სუსტი ელემენტები აქვს ქემრიზე 100 მილზე ვიყიდე 30 000 კმ გავიარე და 1 ხელ შევცვალე 1 წყვილი 150 ლარი და ეგაა. დიდ გარბენებზეც ხშირად არ წერენ ელემენტების პრობლემაზე

Posted by: Error! 16 Feb 2020, 11:08
rere
QUOTE
გაიხარე ძმა მაფლობა ინფოსთვის
აქუაზე ეკონომიური მართლა არაფერი მეგულება 3-4 მდი აქ წვა რაც მოსაწონია
და ეხლა სრულ ელემენტებს თავი ხელობიანა თუ 1200 ლარში მომცემს ვინმე სრულებით მისაღებია ვინაიდან ახალი ელემენტები 10 წელი ივარგებს ამ 10 წელს კიდევ 1200ლარი არაფერია იმ ვენზინის საფასურთან რაც ამ ელემენტებმა უნდა დაზოგოს

ნუ მე იგივე აქვა მინდა ჩამოვიყვანო კოპარდიდან ანუ პრიუს ცე უბრალოდ მინდა დამოუკიდებლად გავიდე იქაურ დილერზდ რო გემზე შემიგდოს თუ ვინმე რჩევებს ამ მხრივაც დაწერთ გიმადლობებთ

ახალი ემენენტების წყვილი 250$ ღირს მემგონი, მე მეორადები დამიყენეს უბრალოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი.

Posted by: Nemiroff 11 Mar 2020, 13:11
აბა ცოტა გამოთბა და რაშვრება თქვენი წვა biggrin.gif

Posted by: ბარბოსა 11 Mar 2020, 13:58
QUOTE (Nemiroff @ 11 Mar 2020, 13:11 )
აბა ცოტა გამოთბა და რაშვრება თქვენი წვა biggrin.gif

23.5 ზეა ჩემთან რაც გამოთბა

Posted by: cuda 12 Mar 2020, 04:38
prius C (მარცხენა საჭით) 2013-2014 რამდენად შეიძლება ჩამოყვანა (თავის განბაჟებით ბოლო ჯამში რამდენი მინდა ეგ მაინტერესებს)

და aqua რამდენად შეიძლება ჩამოვიყვანო, თუ ღირს საერთოდ

Posted by: Nemiroff 12 Mar 2020, 12:14
cuda

მეგობარმა ჩამოიყვანა პრიუს ც და 6 დაუჯდა გაკეთება განბაჟებით.

ეს აქუა გზაში მყავს ეხლა და 4-4.2 მიჯდება ყველაფრით. 74 აქვს გარბენი


Posted by: cuda 12 Mar 2020, 13:35
Nemiroff
ლამაზი ფერია, დისკებიც კაია, გაკეთებით რამდენს ვარაუდობ? 4.5-5 ში აქაც არი ბევრი ვარიანტი? თან იმას ვფიქრობ აქ ნამყოფი აქუა ძაან ნატანჯი იქნბეა 99% biggrin.gif

მიმტკიცებდნენ 3.5-4 ში C-ს ჩამოიყვან ჰა ჰა ცოტა გასაკეთებელი იყოსო, სიცილად არ მეყო და მგონი მართალი ვყოფილვარ

Posted by: Nemiroff 12 Mar 2020, 15:29
cuda
QUOTE
მიმტკიცებდნენ 3.5-4 ში C-ს ჩამოიყვან

biggrin.gif biggrin.gif
ეს მართლა სასაცილოა. ყველა გარბენიანი და ჟანგიანი კი ჩამოვა მაგ ფასად.
ეგეთები ჩამოყავთ ვაჭრებს გაალამაზებენ ლიჟბი ვიდი ქონდეს და წავიდა ბაზრობაზე.

QUOTE
ლამაზი ფერია, დისკებიც კაია, გაკეთებით რამდენს ვარაუდობ? 4.5-5 ში აქაც არი ბევრი ვარიანტი? თან იმას ვფიქრობ აქ ნამყოფი აქუა ძაან ნატანჯი იქნბეა 99%

კი კარგია. მე როგორც ვფიქრობ იაფია. 2200 მიჯდება აქამდე. შიტოკი ვიყიდე 220 ლარად. ფარი გამოვწერე 45 დოლარად, წყლის ბაჩოკი 80 ლარი. ჟეშტი ალბათ 300 ლარი და შეღებვა 400 ლარი. + წვრილმანი ხარჯები და გაკეთებას ალბათ 500 დოლარს არ ავცდები. განბაჯებაც 1350 დოლარი. გააჩნია რა კურსი იქნება.

4.5-5-ში არის აქაც ვარიანტები მარა ესეთი აბვესით და დისკებით არამგონია.

Posted by: cuda 12 Mar 2020, 16:13
თუ გადავწყვიტე ყიდვა აქვას ვფირობ. ეკონომიური გამძლე მანქანა ეგეთ ფასად რაღაც უნდა დავთმო.(საჭე ზომა) მაგას ვხვდები და ყველაზე კაი ვარიანტი მგონია, ფიტზე რას იტყვი ბოლო კუზაოზე ამასთან შედარებით როგორია, ვიდზე ის უფრო მომწონს და მგონი დიდია ცოტა

Posted by: Nemiroff 12 Mar 2020, 16:15
cuda
ფიტი ბოლოს წინა მყავდა და არ ვარგა. ბრაგუნაა ბევრს წვავს

ბოლო ფიტს კარობკა აქვს საპრობლემო, რობოტი კარობკაა, წვითაც ვერაა მთლად კარგი.
მე აქვა მირჩევნია, საუკეთესოა ჩემი აზრით წვის მხრივ ესეთ მანქანებში

Posted by: somnambuli 12 Mar 2020, 16:53
Nemiroff
გარბენი რამდენი აქვს მაგ მანქანას?
ფარი იაპონურის იყიდე 45$ად??

Posted by: GoldenSky 12 Mar 2020, 17:12
Nemiroff
შენ იმენა ყველაზე მაგარ ფასებს სვამ ხოლმე biggrin.gif საღოლ biggrin.gif მაგარი პიპო დადგება

Posted by: Nemiroff 12 Mar 2020, 17:25
somnambuli
QUOTE
ფარი იაპონურის იყიდე 45$ად??

პრიუს ც-ს ფარი გამოვწერე. დავშლი და ყვითელ პავაროტკინს შევუცვლი, ან შეგნიდან შევღებავ ატრაჟატელს და ლედ ფარებს დავამსგავსებ, ან ფირს გადავაკრავ, ან მეორესაც მეორე აქვადან გადმოვიტან ფარს და პრისუსისას ძველ აქვაზე დავაყენებ. ან მეორე ფარსაც პრისუსის ვიყიდი და ჩემს აქვას ფარს გავყიდი. biggrin.gif ვარიანტები ბევრია.
გარბენი 74 აქვს.

GoldenSky
გაიხარე
აუ რამდენი ხანი ვუსადკავე რომ ესეთ ფასში მეყიდა.
* * *
user posted image
.............

Posted by: cuda 12 Mar 2020, 17:36
Nemiroff
მეორე კუზაო არც მე მევასება და რასაც გადავხედე ჰიბრიდზე ამბობენ 6 ლიტს წვავსო და რაღა ჰიბრიდი გამოვიდა,

ეხლა შენსას პლასმასების გარდა (ფარი, ბაჩოკი , ბამპერი) რამე პრობლემა აქ ტექნიკურის მხრივ? ნუ კაპოტს მოუნდება ცოტა გასწორება ალბათ კიდე

Posted by: Nemiroff 12 Mar 2020, 17:39
cuda
კაპოტს და კრილოს უნდა გასწორება.

სხვა პრობლემა არამგონია. იქოქება დადის, ევაკუატორი არ დაჭირდა პორტში გადაყვანისას. პრიბორებზე არაფერს ანთებს.

ფიტი ერთი ვიზუალით ჯობია და შიგნიდან დიდია უფრო, უფრო გამართUლად ზიხარ შიგნით.
სხვა ყველაფერში აქვა ჯობია. უფრო რბილად და ჩუმად დადის

Posted by: cuda 12 Mar 2020, 17:41
რომელ საიტზე / აუქციონზე იყიდე?

Posted by: Nemiroff 12 Mar 2020, 17:42
cuda
www.auc.japancars.co.jp
ბევრი საიტია მარა ბაზა ერთი აქვთ

Posted by: chele23 26 Mar 2020, 15:29
სალამი მეგობრებო, ახალი ვარ ამ კლუბში.

ტექ დათვალიერებისთვის ფარებს სად ასწორებენ ნორმალურად?

გამსწორებელი რომ მოსაკლავი არ გამიხდეს მერე ისე biggrin.gif

Posted by: goga1009 25 Apr 2020, 11:57
გამარჯობა. მაინტერესებს ვინ კოდით როგორ უნდა გავიგო რომელი სერიისაა მანქანა? L, G, S კლასი.
ტუმანიკები არა აქვს და სტარ-სტოპი აქვს. მგონი G კლასია. ტუმანიკებია ყიდვას აქ მირჩევთ თუ ამაიამაზე ან ებაიზე? მადლობა წინასწარ დახმარებისთვის

Posted by: Nemiroff 25 Apr 2020, 13:02
goga1009
ვინ კოდით არამგონია გაიგო

L ყველაზე დაბალი კომპლექტაციაა, S საშუალო და G ყველაზე კაი.
თუმცა ხშირად არის S კომპლექტაცია ჯობიას G-ს
ზოგი G არის თითქმის L პაკეტის დონეზე.
ჩემი S არის მარა არც მულტი საჭე აქვს და არც სტარტი.
ამიტომ მხოლოდ იმიტომ რომ G კომოლექტაცია ქვია ძვირს ნუ გადაიხდის მაგის გამო. თუ დაგაკმაყოფილებს L პაკეტიც რომ იყოს აიღე

Posted by: goga1009 25 Apr 2020, 13:41
ს მოდიფიკაცია ყოფილა. აუქციონის ფურცელზე ვნახე ეხლა. 2014-იანია და 2500 $ მიჯდება განბაჟების გარეშე. მგონი იაფია. გვერდი აქ ცოტა. იმედია ბევრი არ დამიჯდება. ტუმანიკები არა აქვს და რომ ვიყიდო ცალკე კნოპკა დაჭირდება ნეტა? გ კლასზე ნანახი მაწვს საჭის პავაროტნიკზე აქვს პირდაპირ. ან მულტი რულის დაყენება თუ შეიძლება. ჩემსას არა აქვს.

Posted by: rere 25 Apr 2020, 20:54
ვინმე ისეთს თუ იცნობთ სასტავი ვინაც აქვაზე გარობკა ჩაშალა?

Posted by: Nemiroff 25 Apr 2020, 22:14
goga1009
ტუმანიკების დაყენება შეიძლება. კაბელები გაყვანილი აქვს ყველაფერი, შეერთება უნდა მხოლოდ, ფარების გადამრთველ ბერკეტს თუ ტუმანიკებიანისას დააყენებ ცალკე ჩამრთველი აღარ დაგჭირდება. 33$ ღირს ალიექსპრესზე ახლები. ორიგინალები არ ვიცი აქ რამდენად ყიდიან.
მულტი რულიც ყენდება. შლეიფი დაგჭირდება 50-60 ლარი ღირს, პრიუსისაც მიდის, კამრის, კოროლას, იარისის და პრადოს შლეიფიც იგივეა, და + რულის ღილაკები, ღილაკები 20 ლარად ვიყიდე მე პრიუსის და ტელეფონის ღილაკებიც აქვს. ხელობა მგონი 70 ღირს. შეგიძლია კრუიზიც დააყენო, დამატებით 70 ლარი დაგჭირდება.

ფასი არ ვიცი თუ გიღირს აიღე გააჩნია რა შეფასება და გარბენი აქვს
მეც მყავ

Posted by: goga1009 25 Apr 2020, 23:22
Nemiroff
მადლობა ინფორმაციისათვის. შეფასება არ აქვს. გასმული აქ გვერდზე და აუქციონის ფურცელზე გადახაზულია. გარბენი 98 აქ დაახლოებით. არც ბევრია ძააან და არც ცოტა. ნაკლები ყოფილიყო კაი იქნებოდა. იმედი მაქ კარებების გამოცვლა არ მომიწევს. ტუმანიკები 200 ლარად იყიდება 180-შიც მოგცემო. ამაიამაზე ვმახე და ცეცხლოს ფასები აქ. გინდა დუბაი გინდა ოიემი იაპონია. მგონი აქ ჯობს ვიყიდო. უფრო იაფიც გამოდის. ჩვეულებრივი ფარები უნდა ქონდეს წესით და ქსენონებზე მთლიანად მომიწევს ფარების შეცვლა? დიდად ვერ ვერკვევი ამეებში.

Posted by: Nemiroff 25 Apr 2020, 23:42
goga1009
ქსენონებიანი აქუა არაა ქარხნული. შენ თუ დააყენებ ნაყიდ ქსენონებს ფარების შეცვლა არ მოგიწევს..ნათურებს და ბლოკებს შეცცლი.

დადე აბა სურათი როგორს ყიდულობ

Posted by: goga1009 26 Apr 2020, 00:01
https://ibb.co/x6FDFc3

imedia naxav.
sxvanairad ver vdeb surats. ar vici
momtsere tu naxav aba.
* * *
https://ibb.co/7JVwvdC

ai esaa am manqanis problema sul. imedia advilad shevaketeb da ar gavitsetsebi. ukana karebis gamocvlas albat ver avcdebi.

Posted by: Nemiroff 26 Apr 2020, 00:09
goga1009
კი ვნახე, უკანა კარები გინდა ყველა ვარიანტში. წინა გასწორდება და მთელი გვერდი შესაღებია. ალბათ 1500-1600 ლარი ეყოფა

Posted by: goga1009 26 Apr 2020, 00:12
ტუმანიკების დამატება მინდა და მულტი რული. კრუიზ კონტროლს ალბათ არ დავაყენებ. დისკებზე ვკითხულობდი რუსულ ფორუმებზე, 16-იანი დისკებიც მიდის უპრობლემოდ და ზოგი 17-იანებსაც აბნევსო. მაგრ გამართლებული არ არისო. 16+იანები მინდა მხოლოდ სავალი ნაწილის მოსპობა იცისო. დისკებსაც გააჩნია რას დააუენებო. ორიგინალი აქ სად იქნება. 15-იანები არის მაგრამ მგონია პატარები იქნება. წვაზეც აისახება ალბათ 17-იანები რო დავაყენო. მეტს დაწვავს

Posted by: Nemiroff 26 Apr 2020, 00:28
goga1009
რაც უყენია დატოვე 15იანები რკინის, ყველაზე ოპტიმალური ეგაა, მსუბუქი რბილი და ყველაზე ცოტას რკინის დისკებზე დაწვავს

Posted by: goga1009 26 Apr 2020, 00:33
Nemiroff
მსუბუქი და რბილი როგორ? ქარხნული დისკი თუ ვნახე 15-იანი იმას დავაყენებ. უფრო მჩატეა ვიდრე რკინები. სავალ ნაწილს უფრო ურხევს მაგრამ მძიმე უფრო რკინაა. როგორც ვიცი 1 კილო დისკი უდრის 16 კილო ბარგს მანქანაში ჩადებულს. რკინასა და ალუმინს შორის 10 კილო სულ ცოტა იქნება სხვაობა.
* * *
Nemiroff
ლინკები თუ გაქვს მომწერე ალიექსპრესის ტუმანიკების და რულის ღილაკების და ჩამრთველის. გადავხედავ რა ვარიანტებია.

Posted by: Nemiroff 26 Apr 2020, 00:37
goga1009
რკინის დისკი არის უფრო მსუბუქი და რბილი ვიდრე ალუმინის დისკი თუ ორიგინალი ენკეი ან რამე 800 ლარიანი იაონური დისკი არაა.

მსუბუქი დისკზე წვა ნაკლები აქვს, ტორმუზი უკეთესი, მანქანა რბილად დადის.

Posted by: goga1009 26 Apr 2020, 00:43
ამას გულისხმობთ?
https://www.myparts.ge/ka/pr/11567366/diskebi-da-saburavebi_diskebi_TOYOTA_Aqua

* * *
ამას ვფიქრობ მხოლოდ 16-იანია და რამდემად გამიდგება წვის მხრივ. არა და უწერია 15-იც და 16-იც მიდის ქარხნული დისკები. 4-100 დირკიანები.

Posted by: Nemiroff 26 Apr 2020, 00:49
კი ეგეთი ტიპის დისკები. კარგებია და ძვირიც ღირს. სასწორით უნდა წახვიდე საყიდლად და სადღაც 6 კილომდე უკვე კარგია 16 იანი დისკი

მაგას ჰონდაც უწერია და ტოიოტაც. სხვადახვა აქვთ დისკის გული. შეიძლება გადამყვანები დაგჭირდეს თუ ჰონდის ზომაა.

Posted by: goga1009 26 Apr 2020, 00:54
კარგიცაა და კაი ფასიც აქვს. მაგრამ ვიზუალიც კაი ექნება. მაგას ადგილზევე ნახვა დასჭირდება. დისტანციურად მაგის ყიდვა და შეკვეთა არ გამოვა. კიდევ ელემენტებზე მითხრეს უნდა დატესტვა და შემოწმებაო. როგორია სიცოცხლისუნარიანობაო და მაგას თეგეტაში ტესტავენ თუ იცით? ელემენტებია ტესტერი. ან სად კეთდება მაგის შემოწმენა?

Posted by: Nemiroff 26 Apr 2020, 00:59
goga1009
მაგ დისკებს დაბალბორტიანი საბურავი ჭირდება რომ ვიდი ქონდეს, ცოტა დააგრუბებს მანქანას.

ელემენტებს ამიწმებენ მარა რამდენად რეალურად გებულობენ რესურს ეგ არ ვიცი

Posted by: goga1009 26 Apr 2020, 01:07
Nemiroff
195/50 ან 175/60
მხოლოდ ესენი მიდის 16-იან დისკებზე.
ასე უწერია მწარმოებელს. ვიდი ექნება, მხოლოდ ცუდ გზაზე იბრაგუნენს და სავალ ნაწილს უფრო მალე მოარყევს.

Posted by: goga1009 4 May 2020, 19:14
ხომ არ გეგულებათ ვინმეს სადმე მარჯვენა უკანა კარი და მარჯვენა წინა "კრილო"? ვერცხლისფერი თუ იქნება მთლად უკეთესია. რაც mypart-ზე დევს იცოცხლე ფასები აქვს.

Posted by: Gio38 4 May 2020, 22:36
QUOTE (goga1009 @ 4 May 2020, 19:14 )
ხომ არ გეგულებათ ვინმეს სადმე მარჯვენა უკანა კარი და მარჯვენა წინა "კრილო"?

აქუას და პრიუს-ც ახალი და მეორადი ნაწილები:
გიორგი - 591419656.
ირაკლი - 592105050.
დავითი - 577554404.
ზაზა, გიორგი - 595985543. 598868720.
შალვა - 557747499.
დიონისე - 599339411.
ირაკლი - 558717171.

Posted by: goga1009 5 May 2020, 09:17
Gio38
გაიხარე. მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: john rambo 26 May 2020, 18:05
გაუმარჯოს.

15 ინჩიანი დისკები ვიყიდე ტე37 რეპლიკა ..

რა ზომის საბურავი დავაყენო? რას მირჩევთ?

Posted by: Nemiroff 27 May 2020, 15:00
john rambo
სიგანე რამდენი აქვს?
ალბათ 195/55 ან 185/55ზე

Posted by: john rambo 27 May 2020, 23:16
QUOTE (Nemiroff @ 27 May 2020, 15:00 )
john rambo
სიგანე რამდენი აქვს?
ალბათ 195/55 ან 185/55ზე

7ჯ


195 60

205 55 ?

კარგად რომ შეავსოს კრილო


user posted image

Posted by: somnambuli 28 May 2020, 13:41
Nemiroff
QUOTE
ღილაკები 20 ლარად ვიყიდე მე პრიუსის და ტელეფონის ღილაკებიც აქვს.

20 ლარად კი იყიდე, მაგრამ ეგ არ დგება, გადაკეთება სჭირდება შიგნით.იმიტო რო პრიუსს წინ დისფლეი აქვს და თითს დადებასაც აღიქვამს+დაჭერას. აქუას კიდევ, ეგ ფუფუნება არ აქვს . გაყვანილობებშია სხვაობა საჭის ღილაკების შიგნით. ასევე ტელეფონის ღილაკი-რომლის მხარდაჭერაც არ აქვს აქუას,

ქუთაისში ვაყენებ მულტი საჭესაც და კრუიზ კონტროლსაც.

551 70 70 00

Posted by: Nemiroff 28 May 2020, 14:05
somnambuli
QUOTE
20 ლარად კი იყიდე, მაგრამ ეგ არ დგება, გადაკეთება სჭირდება შიგნით.იმიტო რო პრიუსს წინ დისფლეი აქვს და თითს დადებასაც აღიქვამს+დაჭერას. აქუას კიდევ, ეგ ფუფუნება არ აქვს . გაყვანილობებშია სხვაობა საჭის ღილაკების შიგნით. ასევე ტელეფონის ღილაკი-რომლის მხარდაჭერაც არ აქვს აქუას,

2 თუ 1 კაბელს დაჭირდა გადაკეთება. აღარ მახსოვს. მარტივია. მიყენია თითქმის 1 წელია უკვე. ტრიპის, დისფლეის და მოკლედ ყველა ღილაკი მუშაობს. ტელეფონის ღილაკებიც მუშაობს, პიონერის მაგნიტაფონი მაქვს. ქარხნული არა.

Posted by: somnambuli 28 May 2020, 23:11
Nemiroff
რომელი ადაპტერით ამუშავებ ყურმილის აღებას?

Posted by: Nemiroff 28 May 2020, 23:47
somnambuli
PAC SWI-RC ესე აწერია

Posted by: somnambuli 29 May 2020, 09:29
Nemiroff
QUOTE
PAC SWI-RC ესე აწერია

ჰო , ვიცი. ჩემსაშიი, წინა აქუაზეც ეგ მეყენა. ახლა კენვუდის მაფონს ჩამოჰყვა რაღაც სერიოზული ადაპტერი... კომპიუტერში უერთდება იუესბი კაბელით, თავისი სოფთი აქვს, მაფონს და ავტომობილს აირჩევ და თვითონ აგენერირებ სეთინგს.. ნავაროჩენია

შენ ცისფერს რო ელოდებოდი ეგა გყავს?

Posted by: Nemiroff 29 May 2020, 10:34
QUOTE (somnambuli)
ახლა კენვუდის მაფონს ჩამოჰყვა რაღაც სერიოზული ადაპტერი... კომპიუტერში უერთდება იუესბი კაბელით,

მაგას ხმოვანი ბრძანებებიც აქვს წესით, კარგი ადაპტერი იქნება.

ცისფერი ეხლა ჩამოვიყვანე 3 დღეა. გასაკეთებელია და მიყენია ჯერ.
მეორეც მყავს და იმითი დავდივარ. მაგაში მაქვს მთელი აპარატურა და ბასბოჩკა და მეზარება გადატანა გადმოტანა. ძაან საჩალიჩოა

Posted by: somnambuli 29 May 2020, 15:46
Nemiroff
ჰო , მარა თუ ცისფერის დატოვებას აპირებ 1 დღე უნდა დაუთმო და გადმოიტან . მე მასე ვქენი, ვყიდდი ვყიდდი და ბოლოს ჩავაყენე.. ახლა კი მენანება გასაყიდად. მარა ვნახოთ. თუ რესტაილინგი პრიუს ც დავითრიე მომიწევს ამოღება და შენახვა. ამ აქუას მივაყიდდი

Posted by: Nemiroff 29 May 2020, 16:18
somnambuli
ხო ცისფერი უნდა დავიტოვო. ქარხნულ მონიტორს გავატან ძველ აქვას.
აპარატურა ფასს არც უმატებს არ აკლებს და ჯობია ყოველთვის ამოიღო და ცალკე გაყიდო ან შეინახო.

2015 წლიანი ც მეც ინდა. 1 წელში ალბათ მაგას ჩამოვიყვან, მანამდე გაიაფდება კიდეც.

Posted by: LONGMAN 20 Jul 2020, 04:14
C მინდა 2015-იანი და ვინც ერკვევით, რითი ჩამოყვარდება ჩვეულებრივ მესამე თაობის პრიუსებს?

Posted by: snikersa1 20 Aug 2020, 10:40
აქვას ოჯახიდან

TOYOTA COROLLA AXIO 2014

user posted image

Posted by: Zinger 20 Aug 2020, 18:11
იყიდება ორიგინალი დიაგნოსტიკა,
Toyota – Lexus – Scion
Toyota - since 1996
Lexus - since 2004
Scion - since 2002
USB კაბელი + soft -ის დისკი. 100 ლარი.
მუშაობს ყველა მოდელზე wink.gif


Posted by: gigss777777 11 Dec 2020, 22:15
გაუმარჯოს ძმებო, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ ძალიან მოიმატა წვამ და რა ვუშველო? :დდ ბოლო 2 კუბიკი ისე მოაკლდა თითოზე ქალაქში 50 კმები გავიარე მხოლოდ (100კმზე 7-8 ლიტრები გამოდის), არადა ეკო სულ ჩართულია, პრემიუმი მისხია და ფეჩიც არ მაქვს ჩართული, თან ნელა დავდივარ. რისი ბრალი შეიძლება იყოს? :დ

Posted by: kaxa__01 16 Dec 2020, 22:28
11-12 იანის ჩამოყვანა რა ჯდება დაახლოებით? ფოთამდე

Posted by: ქართლოსი 6 Mar 2021, 02:00
ფიტი ჰიბრიდი ჯობია თუ აქუა გამძლეობით ჰიბრიდის სისტემა რომელს უფრო კარგი აქ, რა სხვაობაა ჰიბრიდის სისტემებში?


Posted by: gio_cxel 6 Mar 2021, 20:36
user posted image
"სვეჩები" ყველა ძრავისთვის.

Posted by: Gio100 6 Mar 2021, 21:26
gigss777777
აკუმლატორი დატესტე.

Posted by: ქართლოსი 30 Apr 2021, 08:39
ცე პლიუსზე უკანა ფარებს სად აკეთებენ წყალი შევიდა გერმეტულობა დაირღვა ეტყობა. პლახმადი რო მოხდნან

Posted by: TraDuTor_8 10 May 2021, 20:31
სალამი ყველას. იქნებ დამეხმაროტ ან მიმასწავლოთ ვის შეუძლია დახმარება.

ჩამომივიდა toyota aqua 2015. მონიტორი არის იაპონურ ენაზე, არის თუ არა შესაძლებელი ენის შეცვლა?

Posted by: zero1 9 Jun 2021, 19:21
რას ნიშნავ ეს ?თან ტორმუზის პედალი გამაგრებულია, სურთს ვერ ვდებ რაა, თან პებორებზე ძახილის ნიშნებს და მოცურების საწინაღმდგოს ანთებს

Posted by: L/F 12 Jul 2021, 21:44
QUOTE (ქართლოსი @ 6 Mar 2021, 02:00 )
ფიტი ჰიბრიდი ჯობია თუ აქუა გამძლეობით ჰიბრიდის სისტემა რომელს უფრო კარგი აქ, რა სხვაობაა ჰიბრიდის სისტემებში?

ორივე მყავდა უფრო სწორედ ჰონდა ფიტის პირველი და მეორე სერია 2004-2008 იანები და აქუაც, 2012 იანი მყავდა, მოკლედ გეტყვი ნაწილები იაფია პირველი ჰონდასი და მართლა ვირია 2004 იანი ეხლაც მყავს არც გამიყიდია, წვა აქ ბევრი 8-10 ლიტრი, ხოლო ტოიოტა აქუა იდეალურია ქალაქისთვის ნაწილები არაა იაფი მაგრამ არც ფუჭდება მოკლედ იდეალურია ქალაქის პირობებში, ეკონომიურია და გამძლე ამ ორ მანქანას შორის აქუა აიღე და არ ინანებ ოღონდ ჯობს ახალ ჩამოყვანილი იყიდო აქ ნათრევს მაინც არ გირჩევდი არ უვლიან ჩვენთან მანქანებს ისე როგორც საჭიროა.
* * *
QUOTE (TraDuTor_8 @ 10 May 2021, 20:31 )
სალამი ყველას. იქნებ დამეხმაროტ ან მიმასწავლოთ ვის შეუძლია დახმარება.

ჩამომივიდა toyota aqua 2015. მონიტორი არის იაპონურ ენაზე, არის თუ არა შესაძლებელი ენის შეცვლა?

კეკელიძეზე ვაკეში წესით გააკეთებენ პროგრამირება უნდა კეთდება როგორც ვიცი საჩალიჩოა დრო უნდა მაგრამ კეთდება.
* * *
QUOTE (gigss777777 @ 11 Dec 2020, 22:15 )
გაუმარჯოს ძმებო, ამ ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებ ძალიან მოიმატა წვამ და რა ვუშველო? :დდ ბოლო 2 კუბიკი ისე მოაკლდა თითოზე ქალაქში 50 კმები გავიარე მხოლოდ (100კმზე 7-8 ლიტრები გამოდის), არადა ეკო სულ ჩართულია, პრემიუმი მისხია და ფეჩიც არ მაქვს ჩართული, თან ნელა დავდივარ. რისი ბრალი შეიძლება იყოს? :დ

პირველ რიგში ელემენტები შეამოწმებინე გასაწმენდი არ იყოს ან რომელიმეს უკვე დარხეული არ ქონდეს წვის მომატების ძირითადი მიზეზი მაინც ელემენტებია ან გასაწმენდია ან შესაცვლელი ერთი ან რამდენიმე.

Posted by: ქართლოსი 12 Jul 2021, 22:33
L/F
QUOTE
წვა აქ ბევრი 8-10 ლიტრი,


ჰიბრიდისთვის ბევრო არ არი თუ ყველაფერი წესრიგშია თუ ეგრე წვავენ საერთოთ?

Posted by: Error! 22 Jul 2021, 15:33
QUOTE
ჰიბრიდისთვის ბევრო არ არი თუ ყველაფერი წესრიგშია თუ ეგრე წვავენ საერთოთ?

აქვა მყავდა და ზაფხულში 4 ლიტრს მიწვავდა, ზამთარში 5-ს.

Posted by: ბარბოსა 24 Jul 2021, 01:58
აქვას მთავარი პრობლემა არის ელემენტები. რომელიც ადრე თუ გვიან ყველა აქვას პატრონს შეეხება

Posted by: john rambo 15 Aug 2021, 22:44
მყავს 2016 ც


ამჟამად 53კ მილი აქვს გარბენი ... (ვიყიდე 15 ით)


ვაპირებ ხუნდების შეცვლას, როგორც მითხრეს მუხრუჭების სითხეც უნდა შეიცვალოს...

ამ გარბენზე რამდენად ჭირდება ზოგადად ზეთების და სითხეების გამოცვლა? (ძრავის ზეთს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა 7 ჯერ მაქვს უკვე შეცვლილი biggrin.gif )

ზოგადად მანქანა თითქმის დაუზიანებელი ჩამომივიდა 2 წელია დავდივარ.. ბენზინი/ზეთი მხოლოდ ...
ისე რა ტიპის ხუნდებს მირჩევთ? კერამიკულს თუ სტანდარტულს?

Posted by: Nemiroff 16 Aug 2021, 10:03
john rambo
სასურველია შეიცვალოს სამუხრუჟე სითხე. მე რაც მყავს 80კ გავიარე და არ შემიცვლია ჯერ.
კერამიკული ხუნდები არ ჭირდება პრიუსს

Posted by: Sean 17 Aug 2021, 18:28
ბრატცი აკვაზე ორი ელემენტი დაიბრიდა და ცოტა ხანი ისე რომ ვიარო არ შევუცვალო, ვერ გაქაჩავს?

ანთებდა და გადართო ელექტრიკმა და ახლა აღარ ანთებს

Posted by: gruzinski777 10 Jan 2022, 13:07
სად ამოწმებენ კარგად ელემენტებს ?

Posted by: BeRa_ChoX 19 Dec 2022, 12:00
გამარჯობათ!

მეგობრებო, რა ჯობია? აქ ადგილზე შევიძინო აქუა თუ ჩამოვიყვანო?

პ.ს აქუა თუ პრიუს ც?

Posted by: AlexaINC 4 Jul 2023, 16:33
გამარჯობა,

ღილაკს რომ ვაწვები მარცხენა სარკეს უჭირს დაკეცვა/გახსნა, ხელის დახმარება ჭირდება და რისი ბრალი იქნება?

Posted by: Zestafans 23 Jul 2023, 23:29
სალამი ტოიოტა აქვას ჯგუფს,

მოკლედ, გადავწყვიტე ამ მანქანის შეძენა, მისი ეკონომიურობისდა გამო. თან იქიდან გამომდინარე, რომ მიწევს ქალაქში ბევრი მოძრაობა და იდეალურია ამ მხრივ.

დაახლოებით რასაც გადავხედე, 2016-17 წლის აქვას ყიდვა 7-8 ფარგლებში თავისუფლად შეიძლება, თუ ჩამოიყვან ამაზე იაფადაც, ნორმალური გარბენით.

უბრალოდ გამოწერასთან დაკავშირებით, ბატარეების რისკია-ო, რაც მითხრეს, ხოდა ამ მხრივ ვარ გაჭედილი, ვისაც გყავთ რა რჩევას მომცემდით, სად ვიყიდო, როგორ, რანაირად. მადლობელი ვიქნები ძააან, ყველა რჩევა მისასალმებელი იქნება.

Posted by: zero1 24 Jul 2023, 12:41
ახალი ჩმოყვანილი იაპონიდან წვა აქვს 3.5 ლიტრი, 3-6 თვის მერე ადის 5ლიტრიდან 7 ლიტრამდე უკვე აქაურ საწვავზე, ყველას ეცოდინება მაგის აბეესის ფასი და ელემენტების ამბებიც და ფასებიც.............

Posted by: g.o.o.n.e.r 25 Sep 2023, 14:23
ალბათ მილიონჯერ დაისვა ეს კითხვა მარა ყველა გვერდს ვერ შევამოწმებ ხოდა

ძრავში 0-20 ისხმება ხო? და რომელიმე კონკრეტულს ხომ არ აქვს უპირატესობა? ჰიბრიდს რამე სხვა შემადგენლობის ზეთი ხომ არ უნდა

Posted by: როლანდ 24 Feb 2024, 19:57
zero1
5-7 არა უფრო 7-9 უნდა დაგეწერა

Posted by: GDN 24 Feb 2024, 22:19
2014 + ტოიოტა ვიცი 1.3 FKE 99hp ძრავით იაპონურ აუქციონზებზე აქვაზე მეტი ღირს, აქ ჩამოტანილი პირიქით, აქვას მეტი ფასი ადევს. გასაყიდად აქვა ჯობია. წვა აქვაზე მეტი არ აქვს 4,5_5.

Posted by: PartizanMinsk 15 Mar 2024, 19:09
კარგი ხადავიკი მირჩიეთ რა. წინა მარჯვენა ბორბლიდან მოდის რაღაც ხმა. საბურავის ბრალი არაა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)