Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Xiaomi/Meizu/OnePlus > Xiaomi Mi Note 10 | Mi CC9 Pro


Posted by: zviooo 6 Nov 2019, 20:31
Xiaomi Mi Note 10 | Mi CC9 Pro როგორც იქნა MI ხაზის და არა ისევ Redmi სერია smile.gif

user posted image
user posted image

Posted by: S-k-y-walker 25 Nov 2019, 11:34
ნეტა აქ რა ეღირება? ზოგადად ნეტში წერენ არაშაომის შესაფერისად ძვირიაო

Posted by: se-w910 26 Nov 2019, 16:38
QUOTE
ნეტა აქ რა ეღირება?


ალიექსპრესზე 2000₾ ღირს და აქ ალბათ 2.5კ ეღირება

Posted by: ლაშა117 26 Nov 2019, 16:51
სადღაც 2500 ეღირება აქ




კარგი სმარტია მაგრამ როდესაც ამხელა ფულს იხდი სმარტის მონაცემიც შესაბამისი უნდ აიყოს


თან სამწუხაროდ დაუხვეწავი კამერები და სოფტი აქვს

Posted by: Nescafe13 26 Nov 2019, 17:04
ვარგა ეს სნეპ 730 ?
2.5 კ როცა ეღირება კი უნდა ქონდეს პრეტენზია საუკეთესო რომ იყოს

ნოუთ 10 / პ 30 პრო / ს10 +

ამ სამის ყიდვა შეიძლება მაგ ფასში biggrin.gif

Posted by: Luka211 26 Nov 2019, 17:38
xiaomi და 2.5კ? lol.gif სუ გამოღლევდნენ?

Posted by: S-k-y-walker 27 Nov 2019, 10:54
აბა 500-600$-იო? 2500 ლარში იმხელა არჩევანია ამას არავინ შეხედოს

Posted by: Aleko28 22 Dec 2019, 21:29
https://alta.ge/phones-and-communications/smartphones/xiaomi-mi-note-10-6gb-128gb-dual-sim-lte-black.html

რა ფასი გააძრო ალტამ eek.gif

Posted by: S-k-y-walker 23 Dec 2019, 14:09
QUOTE
რა ფასი გააძრო ალტამ


აბა ვნახოთ ზუმერი თუ უფრო ივაჟკაცებს biggrin.gif მგონი მინიმუმ 100 მანეთიანს მაინც დააკლებს

Posted by: Nescafe13 23 Dec 2019, 17:21
პრო ვერსია არაა ეგ , ისედაც ქარხანა 500 $ ად ყიდის
რა სხვაობაა პრო და ამას შორის მაინც მივხვდი

9:20 დადო სქრინ ონი იუთუბის ვიდეოთი up.gif

Posted by: S-k-y-walker 23 Dec 2019, 17:39
QUOTE
რა სხვაობაა პრო და ამას შორის მაინც მივხვდი


10 Pro 108 MP (8P lens)-256GB 8GB RAM
10 108 MP (7P lens)-128GB 6GB RAM

ფაქტობრივად არანაირი სხვაობა რაც ფასშია იმდენი



Posted by: Nescafe13 23 Dec 2019, 17:43
ანუ მარტო მეხსირება და რამი

მგონი ყიდვა გადაგიწყვეტია , მერე დადე აბა ეკრანის და ელემენტის ხარისხი როგორია რეალში
მეც არ მომწონს ამხელა სმარტები მარა ელემენის გამო სიამოვნებით დავითრევდი
5200 უკვე ისეთია მთელი დღე არ დაინდობ ტელეფონს biggrin.gif

Posted by: S-k-y-walker 25 Dec 2019, 12:16
QUOTE
5200 უკვე ისეთია მთელი დღე არ დაინდობ ტელეფონს


მეც ზუსტად მაგიტომ მინდა

ზუმერმა 100 ლარით იაფად დადო

Posted by: ლაშა117 25 Dec 2019, 14:09
QUOTE (Aleko28 @ 22 Dec 2019, 21:29 )
https://alta.ge/phones-and-communications/smartphones/xiaomi-mi-note-10-6gb-128gb-dual-sim-lte-black.html

რა ფასი გააძრო ალტამ eek.gif

არაფერი რა ფასი biggrin.gif საბითუმოდ რაოდენობაში ეგ ტელეფონი 250-300 დოლარზე მეტი არ ეღირება

Posted by: ml888 25 Dec 2019, 16:20
S-k-y-walker
ზუმერს დანებე თავი გინდა იაფად ქონდეს ძაან უჭირთ :დ
სამჯერ მივედი სმარტფონის საყიდლად და სამჯერვე ყველა ფილიალი მოვიარე და ყველა გახსნილები ედოთ მაგრა ღადაობენ :დ

Posted by: S-k-y-walker 25 Dec 2019, 16:40
ml888

რავიცი რას გაუგებ მეც რამდენიმენჯერ მაქ ნაყიდი მანდ და ყველა შეფუთული გავახსნევინე

Posted by: ml888 25 Dec 2019, 17:13
S-k-y-walker
შენ გაგმართლებია smile.gif ნოუტ 9 მინდოდა მეყიდა ალტას საზიზღრად ძვირად ედო მაგათ სამ ფილიალში ყველა გახსნილები ედოთ როცა ფლაგმანი იყო ეგ მოდელი :დ მი მიქს 2ს გახსნილი ქონდათ ყველგან და მი8 რო ვყიდულობდი ეგაც ეგრე ყველგან გახსნილი ქონდათ. რო არეკლამებენ დიდი ამოყიდვაო :დ აი მაგ გახსნილებს ასაღებენ ხოლმე :დ

Posted by: Nescafe13 25 Dec 2019, 17:19
QUOTE
მი8 რო ვყიდულობდი ეგაც ეგრე ყველგან გახსნილი ქონდათ.


მი 8 ორი თვის წინ ვიყიდე და ჩემ თვალ წინ გახსნა ყუთი
იმედია გადაფუთული არ იყო biggrin.gif

Posted by: ml888 25 Dec 2019, 17:57
Nescafe13
ეტყობა ჩემზე აქვს გართულება მაგ ზუმერს :დ :დ


Posted by: S-k-y-walker 28 Dec 2019, 00:04
დავითრიე ))) მართლა ყველაზე პრემიუმ შაომია შაომებს შორის biggrin.gif დანარჩენი არ ვიცი ჯერ

Posted by: ml888 28 Dec 2019, 02:38
S-k-y-walker
მშვიდობაში და პოზიტიურ ზარებში smile.gif))

Posted by: S-k-y-walker 28 Dec 2019, 12:33
ml888

მადლობა მამუკ გაიხარე

Posted by: Nescafe13 30 Dec 2019, 12:46
კამერა რა ცუდათ აქ უკან გამოწეული

Posted by: J4st5 30 Dec 2019, 12:52
აიღეს ტიპებმა პ30 პრო Copy Paste ქნეს ოღონ ტოპ პროცესორი მაგივრად მიდ რეინჯ ჩადეს და დარქვე მი 10 ცც პროს ჯიგარ სუპერ პუპერ ნოუთ ჯიმშერი კაი რა რაღაც დონეს თუ აკთებ და ადებ ფას დაადე რა ჯიჰგრულად ყვეალფერი ჩადე შიგნით

Posted by: S-k-y-walker 30 Dec 2019, 16:01
QUOTE
ტოპ პროცესორი მაგივრად მიდ რეინჯ ჩადეს


არ აწყენდა ტოპი ნამდვილად მაგრამ პირადად მე თამაშები მაგრად მკიდია და დანარჩენს თავზე იღუნავს ეს პროცესორიც

ისე ელემეტი მე-9 ბლოკია რასაც ქვია biggrin.gif
* * *
...........................................................
user posted image

Posted by: S-k-y-walker 6 Jan 2020, 15:49
ეს მიუი თუ მიაუ მესიჯ დელივერი სტატუსი არ აქ 11-ზე?

Posted by: Luka211 6 Jan 2020, 15:54
S-k-y-walker
მესიჯის სეთინგები ნახე

Posted by: S-k-y-walker 6 Jan 2020, 16:14
QUOTE
Luka211


არ არის არსად გადავაბრუნე ყველაფერი

Posted by: Luka211 6 Jan 2020, 16:19
QUOTE (S-k-y-walker @ 6 Jan 2020, 16:14 )
QUOTE
Luka211


არ არის არსად გადავაბრუნე ყველაფერი

user posted image

Posted by: S-k-y-walker 6 Jan 2020, 21:12
არაა აქ მანდ და სხვაგანაც ყველგან ვქექე

user posted image

Posted by: ml888 6 Jan 2020, 23:59
S-k-y-walker
გილოცავ მრავალს დაესწარი alk.gif alk.gif alk.gif
თან ეკრანზე 2K მაქ გაფართოვება smile.gif))

user posted image

Posted by: ikooki 10 Jan 2020, 17:32
108 მეგაპიქსელი ცოტაა, 908 დაუყენონ და უფრო დაბოლდება ხალხი facepalm.gif

Posted by: Nescafe13 11 Jan 2020, 18:44
QUOTE (ml888 @ 6 Jan 2020, 23:59 )
S-k-y-walker
გილოცავ მრავალს დაესწარი alk.gif alk.gif alk.gif
თან ეკრანზე 2K მაქ გაფართოვება smile.gif))

user posted image

მი ნიუთის შედეგია ეგ თუ სხვა სმარტია ? spy.gif
4გ თუ wifi ?

Posted by: ml888 11 Jan 2020, 20:09
Nescafe13
ნოუთ 10 პლუსია
ვაიფაიზე მაგრამ ეკრანის რეზულუცია 2K მაქ ჩართული
სპოტიფაი ბლუთუზე მქონდა კიდე დიდხანს smile.gif

Posted by: Nescafe13 11 Jan 2020, 21:22
ml888
QUOTE
ნოუთ 10 პლუსია


რა მაგარი შედეგი აქ
9 საათი კი მართლა საკმარისია რომ მთელი დღე შენ გემოზე გამოიყენო სმარტი biggrin.gif
ისე რას იტყვი ნ1 ანდროიდია დღეს ?

Posted by: ml888 12 Jan 2020, 00:14
Nescafe13
კი უდაოდ ოღონდ სნაპდრაგონ ვერსია აუცილებლად ელემენტიც კარგი აქ უფრო, ხაზსაც კარგად იჭერს უფრო და თამაშებში არანაირი პრობლემა არააქ თბება უბრალოდ smile.gif მაგარი სმარტფონია თამამად შეილება ითქვას რო რაც სამსუნგმა გამოუშვა აქამდე ყველას ჯობია. მერე რა 3.5 ჯეკი არააქ მოყვება ყურსასმენები მაგრამ გალაქსი ბაცის მერე არც მინდა სხვა ისეთი პრაკტიკულია გასაგიჟებელი ხმა არააქ მაგრამ კარგია ხარისხის და პრაკტიკულია უფრო. საუკეთესო ეკრანი აქ მართლა ეიფლიმ უკვე შეუკვეთა ამას დაყენებს აიფონ 12-ში. ძალან ბალანსირებული სმარტფონია აი ფასი რო არ ქონდეს ესეთი უფრო ბევრს ჩაუვარდებოდა ხელში და შეაფასებდნენ ღირსეულად

Posted by: se-w910 12 Jan 2020, 09:10
ml888

ეს თემა შაომი ნოუთ 10-ისაა, შენ მგონი სამსუნგ ნოუთ 10 პლიუსზე საუბრობ smile.gif

Posted by: S-k-y-walker 13 Jan 2020, 22:38
ვისააქ აქ კიდე არ ვიცი მაგრამ მე მაგრად გამისწორდა ეს სმარტი ყველა კუთხით, განსაკუთრებით ელემენტი, კამერა წესივრად ვერ დავტესტე მაგრამ რაც ვნახე ძაან კარგი უნდა იყოს თუმცა 108MP რასაც ქვია აუპატიურებს ელემენტს მომავალში იმედია გაასწორებენ პროგრამულად, პროგრამული ბაგები ფრიზები არ აქ არანაირი (ყოველშემთხვევაში ჯერ არ შემინიშნავს) მუშაობაშიც საკმაოდ სწრაფია მაგრამ სიმ ბარათებზე სხვადასხვა მესიჯის ზარი არ ყენდება და არ აქვს ასევე მესიჯის დელივერი რეპორტი, არ ვიცი პროგრამული ბაგია და მერე გაასწორებენ მაგრამ თუ ასე დარჩა ტეხავს, ხო კიდე საილენტ მოუდი აქ მხოლოდ ვიბროთი ესეც ტეხავს, თვითონ ტელეფონი ხელში საკმაოდ კარგად ზის და ძაან კარგ შეგრძნებას ტოვებს, აწყობის ხარისხხი უნაკლო მატერიალები ძალიან სასიამოვნო, ელემენტიდან გამომდინარე ცოტა მძიმეა და მე მისწორდება მაგრამ ზოგისთვის შეიძლება დისკომფორტი იყოს,

საერთო ჯამში მგონი კაი რამე გამოუვიდათ მაგრამ ფასი მგონი მაინც გადამეტებული აქ, ცოტა უფრო ტოპ პროცა რო ჩაედოთ მინიმუმ 8GB რამით კიდე ხო თუმცა მე ვიჩუქე და კბილებიანი ცხენის თემაში ვარ biggrin.gif

Posted by: madridman 21 Jan 2020, 12:43
გაუმარჯოს
Mi 9T Pro-ს მირჩევდით თუ Mi Note 10 Pro-ს?

პროცესორის გამო ვიკავებ თავს თორე ნოუთს ვიყიდდი

Posted by: S-k-y-walker 21 Jan 2020, 14:44
QUOTE
პროცესორის გამო ვიკავებ თავს თორე ნოუთს ვიყიდდი


თამაშებისთვის თუ არ გინდა საერთო ვერანაირ სხვაობას ვერ შეატყობ ყოველდღიურ გამოყენებაში

Posted by: McElro-y 21 Jan 2020, 14:54
S-k-y-walker
თამაშებში რა უნდა შეეტყოს რო? ჰაჰაა 0.000001 წამით ადრე გახსნის და ეგაა. 50 წელში სიცოცხლის 1 წამს დაზოგავს :დ

Posted by: S-k-y-walker 21 Jan 2020, 15:12
QUOTE
თამაშებში რა უნდა შეეტყოს რო?


მარტო გახსნა არა, მძიმე თამაშებს ბოლო გრაფიკაზე 855 დახევს და 730 გაუჭირდება

Posted by: Luka211 21 Jan 2020, 15:55
S-k-y-walker
ნამდვილად ყოველდღიურობაში დიდი აზრი არ იქნება

Posted by: S-k-y-walker 27 Jan 2020, 16:58
ხალხნებო და ჯამაათნებო მარტო მე მაქ აქ ეს სმარტი? თქვენი აზრიც მაინტერესებს თუ გაქვთ ვინმეს, მე ორივე მაქ ჩვეულიბრივიც და პრო ვერსიაც, აფდეითებში ასწრებს ჩვეულებრივი ვერსია პროს სხვა ჯერ არ გამიტესტია, იდეაში კამერა მერვე ლინზის წყალობით ოდნავ უკეთესი უნდა ქონდეს პროს

Posted by: Ginevra 11 Jul 2020, 23:30
სალამი, Xiaomi Redmi Note 10 Lite-ს ყიდვას ვფიქრობ, და რამდენიმე კითხვა მაქვს თუ ვინმეს აქვს ეს ტელეფონი.

ერთი მაინტერესებს ჩვეულებრივსა და გლობალ ედიშენს შორის რა განსხვავებაა.
ასევე, gsm arena-ზე კომენტარებში ეწერა რო proximity sensor არ უმუშავებს და მაინტერესებს აქაც თუ გაქვთ ეგ პრობლემა?
და სხვა მხრივ რამე პრობლემები ჰო არ აქვს.

S-k-y-walker
Xiaom Mi Note 10-ს ამ ხნის მერეც უწევ რეკომენდაციას? რამე პრობლემები ჰო არ გამოჩნდა ხმარებაში?

თუ რამე უკეთესი ალტერნატივა არის, მივიღებდი რეკომენდაციებსაც. მადლობა დიდი.

Posted by: დუჩა 19 Jul 2020, 00:20
მეც მაინტერესებს Xiaomi Redmi Note 9 Pro Global Version 6GB RAM 128GB ეს თუ Xiaomi MI Note 10 Lite Global Version 6GB RAM 128GB ??????????
დიდი განსხვავება ვერ ვნახე და ღიირს 230 ლარის ზედმეტად გადახდა?

ან ეს როგორია ზემოთ აღნიშნულებთან შედარებით? Xiaomi Mi Mix 3 5G (6GB/128GB) Single Sim Blue
https://alta.ge/phones-and-communications/smartphones/xiaomi-mi-mix-3-5g-6gb-128gb-single-sim-blue.html

თან 5G აქვს biggrin.gif

Posted by: aladini 1 Aug 2020, 14:49
QUOTE
მეც მაინტერესებს Xiaomi Redmi Note 9 Pro Global Version 6GB RAM 128GB ეს თუ Xiaomi MI Note 10 Lite Global Version 6GB RAM 128GB ??????????
დიდი განსხვავება ვერ ვნახე და ღიირს 230 ლარის ზედმეტად გადახდა?

https://www.youtube.com/watch?v=b-kkEpeWglw

Posted by: styles_p 13 Aug 2020, 19:17
Mi note 10
2 კვირა არის რაც მაქვს და იდეალურია, სამსუნგ ს-20 ფასთან შედარებით, კიდევ უფრო მაგარი ჩანს up.gif

Posted by: Astral1962 16 Aug 2020, 17:48
Samsung A515F Galaxy A51 vs Xiaomi Mi Note 10 Lite Global Version? რომელს მირჩევთ?

Posted by: Nok 27 Aug 2020, 11:48
QUOTE (Astral1962 @ 16 Aug 2020, 17:48 )
Samsung A515F Galaxy A51 vs Xiaomi Mi Note 10 Lite Global Version? რომელს მირჩევთ?

გააჩნია რა. თუ დახვეწილი ტელეფონი გინდა უკეთესი ეკრანით და სოფტით, მაშინ სამსუნგი და თუ კამერებს ანიჭებ პრიორიტეტს მაშინ შიაომი.

Posted by: keandra 14 Dec 2020, 21:21
Mi note 10 lite ზე რაც მოყვა იმ დამტენით ცხელდება ტელეფონი დატენვის დროს. თქვენთანაც ასეა? ძაან სწრაფად კი ტენის ისე. მაქსიმუმ 1 საათი ჭირდება ნულიდან 100% მდე.

Posted by: Nescafe13 15 Dec 2020, 12:53
keandra

უნდა თბებოდეს გაცხელებით არა

რამე პროგრამა ჩაწერე რომელიც ელემენტის გრადუსს თვლის და დაწერე რამდენზე ავა მაგ გაცხელების შემდეგ


Posted by: RetroFuture 17 Dec 2020, 23:23
საქართველოში სად ვიყიდი ამ ტელეფონს?

Posted by: Nok 9 Feb 2021, 23:16
note 10-ზე მეთერთმეტე ანდროიდი მოგივიდათ ვინმეს? ლაითი დააბდეითდა და ჩვეულებრივი არა ჯერ. რა მაფიაა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)