Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფილოსოფია > სიცრუე სიბრძნისა


Posted by: tyvia 16 Jan 2024, 13:50
სოკრატემ თქვა მე ვიცი ის რომ არაფერი ვიციო
როგორ შეიძლება ეს სიბრძნე იყოს როცა არანაირი გარანტია არ გაქვს რომ ყველაფერი რაც გისწავლია ტყუილია
საიდან იცი რომ არაფერი არ იცი როცა თავისუფლად შეიძლება რაღაც მართალი აღმოჩნდეს და არ უშვებ ამის შესაძლებლობას
ამიტომ მოვიდა დრო რომ გასწორდეს ეს ფრაზა
მისი გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება: "მე ვუშვებ იმას რომ არაფერი არ ვიცი"

დაწერეთ კიდევ ისეთი ცნობილი ფრაზები რომლებსაც არ ეთანხმებით

Posted by: Anna Ricci 19 Mar 2024, 16:11
ყოველი ადამიანის აზრი და გამონათქვამი - სიცრუეა
სიბრძნე მხოლოდ ბუნებაშია

Posted by: tyvia 19 Mar 2024, 22:38
QUOTE (Anna Ricci @ 19 Mar 2024, 16:11 )
ყოველი ადამიანის აზრი და გამონათქვამი - სიცრუეა

რატომ?
თუ სიმართლე არსებობს რატომ არ შეიძლება რომ თუნდაც დაემთხვეს ადამიანის აზრი მას?

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 13:03
tyvia
მაშინ
უნდა იყვე

ქრისტე

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 13:10
QUOTE (Anna Ricci @ 20 Mar 2024, 13:03 )
tyvia მაშინ უნდა იყვე

ქრისტე

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

30 მატყუარა ებრაელი დურგალი

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 13:15
Saturnus
ტყუილი ადამიანის ტვინიდან მოდის

მერე პირიდან

ან ხელიდან

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 13:17
Anna Ricci
QUOTE
ტყუილი ადამიანის ტვინიდან მოდის
მერე პირიდან
ან ხელიდან


ვიცი კი. პრეტენზია გაქვს რომ ბიბლია მარტო ადამიანებმა არ დაწერეს და რამე ღმერთი კარნახობდათ?

დაამტკიცე!!

სანამ მაგას არ იზამ, ტყუილების წიგნია ბიბლია.

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 13:27
Saturnus
ეს ფილოსოფიის განყოფილებაა.

აქ ფილისოფიური მტკიცებულებებია მხოლოდ
და არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების -გაითვალისწინე .
მითუმეტეს ფიზიკა და სხვა ფუნდამენტალური მეცნიერებები ჯერ იმაზე ვერ ცემენ პასუხს
-რეალურია ეს სამყარო თუ ვირტუალური .

როგორ შეიძლება იფიქრო ,რომ იცი რამე სამყაროზე, როდესაც ისიც კი არ იცი

არსებობ თუ არა ?

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 13:37
Anna Ricci

QUOTE
ეს ფილოსოფიის განყოფილებაა.
აქ ფილისოფიური მტკიცებულებებია მხოლოდ
და არა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების -გაითვალისწინე .
მითუმეტეს ფიზიკა და სხვა ფუნდამენტალური მეცნიერებები ჯერ იმაზე ვერ ცემენ პასუხს
-რეალურია ეს სამყარო თუ ვირტუალური .
როგორ შეიძლება იფიქრო ,რომ იცი რამე სამყაროზე, როდესაც ისიც კი არ იცი
არსებობ თუ რა ?


ანუ არ გაქვს მტკიცებულება და წვალობ, გასაგებია. ისევ მატყუარად დარჩა ქრისტე და ბიბლია yes.gif

პ.ს. არც რელიგიის ან მეცნიერების განყოფილებებში ანათებდით ისე შენ და შენი ძმაკაცი მტკიცებულებებით lol.gif

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 13:41
Saturnus
ქრისტე სასწაულებით ამტკიცებდა კავშირს უზენაეს ძალასთან
ის ხედავდა იმას , რასაც ვერ ხედავ შენ და სხვა ადამიანები



ქვია ამას


ჭეშმარიტება

და შენი- სიცრუე

რა არის ამაში გაუგებარი?

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 13:45
Anna Ricci

QUOTE
ქრისტე სასწაულებით ამტკიცებდა კავშირს უზენაეს ძალასთან


მტყუანს?? დაამტკიცე! აგერ ვარ და გელოდები

QUOTE
ის ხედავდა იმას , რასაც ვერ ხედავ შენ


მოეშვი ამ სისულელე ზღაპრებს და მტკიცებულება დადე! და ისევ ის უაზრობა არ დამიწერო ეხა ზღაპრები კაია და ცუდი თუ რაღაცა lol.gif

QUOTE
ქვია ამას
ჭეშმარიტება


ჭეშმარიტება გადამოწმებადია და მტკიცებულებები აქვს, მაგ შენი ებრაული სისულელეებისგან განსხვავებით. რამე ჰობი გაქვს ესე ფანტაზიების სამყაროში ცხოვრების? თუ უბრალოდ მთელი ცხოვრება რო ზღაპრებში ხარ მერე ჩვეულებრივი რამე ხდება? მილიონი რამის გჯერა რისი მტკიცებულებაც არ გაგაჩნია და ვინმე რო კითხვას დაგისვამთ ან მტკიცებულებას მოგთხოვთ იკარგებით სადღაც drug.gif
სირცხვილის გრძნობა არ გაგაჩნია???

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 13:50
Saturnus
რამდენიც არ უნდა წერო
და რაც არ უნდა წერო
-სისულელეა. სიცრუე . წაკითხვათაც არ ღირს

ეს აქსიომაა.ამაზე კამათი არ ღირს . დროს ფუჭად ნუ ხარჯავ .

შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ მიუახლოვდეთ ჭეშმარიტებას

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 13:58
Anna Ricci
QUOTE
რამდენიც არ უნდა წერო
და რაც არ უნდა წერო
-სისულელეა. სიცრუე . წაკითხვათაც არ ღირს

ეს აქსიომაა


რას ბოდიალობ? lol.gif არ აქვს მნიშვნელობა. ვერ დებ ვერანაირ მტკიცებულებას - შესაბამისად არ ხარ მართალი yes.gif უმარტივესად არის საქმე

აგერ თემები რომლებიც შენ და შენმა ბრატმა გახსენით და იგივე რო დაგემართათ გაიპარეთ კუდამოძუებულები smile.gif
https://forum.ge/?f=84&showtopic=35268712
https://forum.ge/?f=84&showtopic=35268482
https://forum.ge/?f=83&showtopic=35269505

როგორც უკვე ვთქვი, კარგია როცა სირცხვილის გრძნობა აქვს ადამიანს. თორნიკეს აღმოაჩნდა ეგ და აღარ პოსტავს. შენ როგორც ჩანს ჯერ კიდე მუშაობა გჭირდება მაგ საკითხზე drug.gif

QUOTE
შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ მიუახლოვდეთ ჭეშმარიტებას


კი და ზღაპრების დაჯერებით და ხალხზე უნამუსოდ მატყუარების ძახებით ვერ იზამ მაგას drug.gif უნდა ეძებო მტკიცებულებები!

Posted by: J.R.R.Tolkien 20 Mar 2024, 14:00
Saturnus
რატომ იყო მატყუარა ?

ნამდვილად არ ჩანს ქრისტე მატყუარა, შენ ეთანხმები თუ არა ეგ სხვა თემაა.

tyvia
სოკრატემ ეგ იმიტომ, თქვა, რომ მაშინ არსებოდენ ე.წ სოფისტები, რომლებიც ლამის ყველაფრის ცოდნას იჩემებდენ.
ასევე მათი აზრით, არ არსებობს ობიექტური და უნივერსალური ჭეშმარიტება- არსებობს სუბიექტური ჭეშმარიტება.

სოკრატე რადგანაც დიალოგების და კითხვების დასმის ფორმით ცდილობდა საგნების რაობის შეცნობას და ადამიანის ბუნების გამოკვლევას, ის ამბობდა, რომ მე არაფერ ვიცი ჯერ და ვაპირებ ასე კითხვებით მივიდე ჭეშმარიტებამდე. უბრალო ენით რომ ვთქვათ, სოფისტების საწინაღმდეგოდ ქადაგება- ანუ ჩემი ცოდნა არ არის არც ყოვლისმომცვლელი და არც სრულყოფილი, ჰოდა ვაპირებ ამ ყოველივეს გამოსწორებას.

ადამიანი თუ იტყვის, რომ მან უკვე ყველაფერი იცის და მისი ნათქვამი ჭეშმარიტებაა, როდესაც ის არ არის შემოწმებული, ეგეთი ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებს და მერე სხვას. ამიტომ, სოკრატეს აზრით ნებისმიერმა მოაზროვნემ ჯერ იმით უნდა დაიწყოს, რომ მან არაფერი არ იცის, თუნდაც წაკითხული ჰქონდეს სხვისი მოსაზრებები...


Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 14:03
Saturnus
სიმართლე სხვა მცნებაა , ჭეშმარიტება -სხვა

ჩაიხედე ფილოსოფიურ ცნობარში სადმე

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 14:03
J.R.R.Tolkien
QUOTE
რატომ იყო მატყუარა ?
ნამდვილად არ ჩანს ქრისტე მატყუარა, შენ ეთანხმები თუ არა ეგ სხვა თემაა.


ქრისტეს როგორც პიროვნებას არ ვეძახი მატყუარას. მაგისი ზღაპრების დამწერები ვიგულისხმე.
მეგონა ახსნა არ დამჭირდებოდა ვინმესთვის, but hey drug.gif lol.gif

პ.ს. რას შვები დადიხარ ისევ ეკლესიაში და ინტერესდები ასტროლოგიით?

Anna Ricci
QUOTE
სიმართლე სხვა მცნებაა , ჭეშმარიტება -სხვა


როგორ ეგ?

Posted by: J.R.R.Tolkien 20 Mar 2024, 14:11
QUOTE (Saturnus @ 20 Mar 2024, 14:03 )
J.R.R.Tolkien
QUOTE
რატომ იყო მატყუარა ?
ნამდვილად არ ჩანს ქრისტე მატყუარა, შენ ეთანხმები თუ არა ეგ სხვა თემაა.


ქრისტეს როგორც პიროვნებას არ ვეძახი მატყუარას. მაგისი ზღაპრების დამწერები ვიგულისხმე.
მეგონა ახსნა არ დამჭირდებოდა ვინმესთვის, but hey drug.gif lol.gif

პ.ს. რას შვები დადიხარ ისევ ეკლესიაში და ინტერესდები ასტროლოგიით?

დავდივარ ეკლესიაში, რომელშიც არ ვყოფილვარ 2016 წლის შემდეგ, უფრო სწორად, 2022წლამდე არ ვიყავი ნამყოფი 2016წლის შემდეგ. ამ წელში უკვე 3-თუ 4 ვიყავი. არ იყო ცუდი. სხვათა შორის კარგი ახალი მოძღვარი დამხვდა ჩემი ქალაქის ეკლესიაში.

მაგალითად, წინა წირვის დროს, ქადაგებაზე ნიცშეს ასე იტყოდა ზარატრუსტა გაარჩია, რაც სასიამოვნო სუპრიზი იყო ჩემთვის.

ბევრს ვერ ნახავ ეგეთ მოძღვარს.

old.gif

ასტროლოგიის ინტერესი დიდად არ მაქვს და არც არასოდეს მქონია, უბრალოდ ფლირტის დროს, გოგებთან ვიყენებ ჩემ ცოდნას მაგ კუთხით, იუმორის პონტში, თუმცა ჩემი ცოდნა მაგ სფეროში არ არის ძალიან სრულყოფილი, მაგრამ იმდენი კი ვიცი, ჩემი ფანტზიების წყალობით საინტერესო სასაუბრე მასალად რომ ვაქციო fig.gif

კიდე რა გაინტერესებს ?
givi.gif

თავად გიწერია ქრისტეზე კონკრეტულად.
მაშინ უნდა დაგეწერა ცოტა სხვანარად.



Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 14:18
J.R.R.Tolkien

რიტორიკული კითხვა იყო, ისტორიები არ მითხოვია lol.gif

ოკ up.gif მეტი რა გითხრა lol.gif lol.gif

QUOTE
თავად გიწერია ქრისტეზე კონკრეტულად.
მაშინ უნდა დაგეწერა ცოტა სხვანარად.


cry about it horror.gif

Posted by: J.R.R.Tolkien 20 Mar 2024, 14:41
Saturnus
ასეთი ბავშვური გამოხტომები რატომ გაქვს ?
25 წლამდე მაინც უნდა იყო და თან თავს დებ ბევრი რამე მესმისო lol.gif


პირველ რიგში თუ მართლა რამეს სწავლობ ის, უნდა ისწავლო, რომ სხვა ადამიანებს მათი ღირებულებები გამო არ უნდა დასცინო, მაგით საკუთარ თავს ვნებ უფრო, ვიდრე სხვას. გამოდის, რომ ვერც ვერაფერი გისწავლია. რა თქმა უნდა, თუ ის სხვა ადამიანი ძალით არ ცდილობს თავისი ღირებულებების თავს მოხვევას. ასევე, თუ შენთვის მისი ღირებულებები ზღაპარია, ეგ არ არის არც დასაძრახი და არც შესარისხი. ასევე, სავსებით გასაგებია, რომ გსურდეს მისი ღირებულებების ნაკლოვანებები ამხილო, მაგრამ როდესაც კამათს იწყებ თუ ადამიანს შენგან განსხვავებული შეხედულებების გამო, ეგრევე ზემოდან ყურებას დაუწყებ და დამცინავად მიმართავ, ვერც ჭეშმარიტებას ეძიებ და ვერც იმ ადამიანს დაუმტკიცებ, რომ არასწორი შეხედულებები აქვს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. აქვე, უნდა გახსოვდეს, რომ შეიძლება შენი შეხედულებები იყოს მცდარი და მისი მართებული.


Posted by: ჯიბ 20 Mar 2024, 14:41
QUOTE (tyvia @ 16 Jan 2024, 13:50 )
სოკრატემ თქვა მე ვიცი ის რომ არაფერი ვიციო
როგორ შეიძლება ეს სიბრძნე იყოს როცა არანაირი გარანტია არ გაქვს რომ ყველაფერი რაც გისწავლია ტყუილია
გარანტიას, როგორც ცნობილია, მხოლოდ მორგში იძლევიან
სწავლა სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი
სწავლა არ არის ცოდნის მოხვეჭა
საერთოდ არაფრის მოხვეჭა არაა
QUOTE
საიდან იცი რომ არაფერი არ იცი როცა თავისუფლად შეიძლება რაღაც მართალი აღმოჩნდეს და არ უშვებ ამის შესაძლებლობას
რაღაც რო დააბრეხვო და შემთხვევით მართალი აღმოჩნდეს ეგ ცოდნაა? ლოლ რა
QUOTE
ამიტომ მოვიდა დრო რომ გასწორდეს ეს ფრაზა
მისი გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება: "მე ვუშვებ იმას რომ არაფერი არ ვიცი"
მაგით იყო ზუსტად სოკრატე ჩვენზე ჭკვიანი რო ნამდვილად იცოდა რო არაფერი არ იცის
ჩვენ ისიც კი არ ვიცით რო არაფერი არ ვიცით
ასე რო სოკრატეს დაანებე თავი მან ის თქვა რის თქმაც უნდოდა
შენ რის თქმაც გინდა ის თქვი და იმ კაცს ნუ უსწორებ ნათქვამს, მით უმეტეს როგორც ირკვევა ვერ ხვდები რას ამბობდა
QUOTE
დაწერეთ კიდევ ისეთი ცნობილი ფრაზები რომლებსაც არ ეთანხმებით
რამდენიც გინდა, შენ როგორები გაინტერესებს?

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 15:04
J.R.R.Tolkien
QUOTE
ასეთი ბავშვური გამოხტომები რატომ გაქვს ?
25 წლამდე მაინც უნდა იყო და თან თავს დებ ბევრი რამე მესმისო


რას ეძახი ბავშვურ გამოხტომებს? 28 წლის ვარ (მიწერია პროფილზე) და თავს არაფერზე ვდებ, საიდან მოიტანე? რაღაცა გული გატკინა მგონი ჩემმა პოსტმა? sad.gif praswi brat

QUOTE
პირველ რიგში თუ მართლა რამეს სწავლობ ის, უნდა ისწავლო, რომ სხვა ადამიანებს მათი ღირებულებები გამო არ უნდა დასცინო, მაგით საკუთარ თავს ვნებ უფრო, ვიდრე სხვას. გამოდის, რომ ვერც ვერაფერი გისწავლია. რა თქმა უნდა, თუ ის სხვა ადამიანი ძალით არ ცდილობს თავისი ღირებულებების თავს მოხვევას. ასევე, თუ შენთვის მისი ღირებულებები ზღაპარია, ეგ არ არის არც დასაძრახი და არც შესარისხი. ასევე, სავსებით გასაგებია, რომ გსურდეს მისი ღირებულებების ნაკლოვანებები ამხილო, მაგრამ როდესაც კამათს იწყებ თუ ადამიანს შენგან განსხვავებული შეხედულებების გამო, ეგრევე ზემოდან ყურებას დაუწყებ და დამცინავად მიმართავ, ვერც ჭეშმარიტებას ეძიებ და ვერც იმ ადამიანს დაუმტკიცებ, რომ არასწორი შეხედულებები აქვს ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით. აქვე, უნდა გახსოვდეს, რომ შეიძლება შენი შეხედულებები იყოს მცდარი და მისი მართებული.


user posted image

მზად ვარ ნებისმიერ წამს აზრი შევიცვალო და ვაღიარო რომ შევცდი თუ საპირისპიროს დამიმტკიცებს ვინმე. დანარჩენად ვისი ტანჯვით ვერთობი ეგ ჩემი საქმეა lol.gif

Posted by: tyvia 20 Mar 2024, 15:22
J.R.R.Tolkien

QUOTE
სოკრატემ ეგ იმიტომ, თქვა, რომ მაშინ არსებოდენ ე.წ სოფისტები, რომლებიც ლამის ყველაფრის ცოდნას იჩემებდენ.


ამ შემთხვევაში რა თქვა ისაა მთავარი და არა რატომ თქვა

QUOTE
სოკრატე რადგანაც დიალოგების და კითხვების დასმის ფორმით ცდილობდა საგნების რაობის შეცნობას და ადამიანის ბუნების გამოკვლევას, ის ამბობდა, რომ მე არაფერ ვიცი ჯერ და ვაპირებ ასე კითხვებით მივიდე ჭეშმარიტებამდე.


სუსტ კითხვებს უსვამდნენ და გაუჭირდებადა მაგით ჭეშმარიტებამდე მისვლა
მე რომ გლავკონის და ადიმანტეს ადგილზე ვყოფილიყავი ისეთ კითხვებს დავუსვამდი სულ სხვა მიმართულებით წავიდოდა მსჯელობა და სხვა პასუხებამდეც მივიდოდა


ჯიბ

QUOTE
რაღაც რო დააბრეხვო და შემთხვევით მართალი აღმოჩნდეს ეგ ცოდნაა?


რომ დააბრეხვო არა მაგრამ რაღაც ინფორმაცია რომ მიიღო და ლოგიკითაც მაქამდე მიხვიდე თუ ჭეშმარიტება აღმოჩნდება შეგვიძლია ცოდნა დავარქვათ

QUOTE
ჩვენ ისიც კი არ ვიცით რო არაფერი არ ვიცით


მაგას ვამბობ მეც და არც სოკრატემ იცოდა
საერთოდ ფილოსოფოსი რომ ხარ სიტყვა "ვიცი" უნდა ამოიღო ლექსიკონიდან
გამოქვაბულის ადამიანზე რას ამბობდა გავიხსენოთ - ვიღაც თუ უცნაურად დაიწყებს მოქცევას უნდა გავარკვიოთო რითია ეს გამოწვეული, იმით რომ ვერ აზროვნებს თუ იმით რომ ჩვენზე წინ წავიდა და მეტი ესმისო
ამ შემთხვევაში სოკრატეზე წინ წავედი და ვხვდები რომ ისიც ვერ გვეცოდინება რომ არაფერი არ ვიცით

Saturnus

შეეშვი რილიგიის ლანძღვას გირჩევ
შენთვის თუ ეგ არ ნიშნავს არაფერს სხვისთვის შეიძლება შენი ოჯახის წევრები არ ნიშნავდნენ და რომ აგყეს ასეთ ლაპარაკში ხომ არ იქნება სწორი?

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 15:23
J.R.R.Tolkien
QUOTE
ნამდვილად არ ჩანს ქრისტე მატყუარა, შენ ეთანხმები თუ არა ეგ სხვა თემაა.

როდესაც ადამიანი წერს სხვაზე ( ამჟამად ქრისტეზე) ,რომ მატყუარაა - ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე აქვს ამგვარი წარმოდგენა (თვითშეფასებაა)
ეს არ არის ცხადია ის, როდესაც სოკრატი წერს- მე ვიცი,რომ არაფერი არ ვიცი.

ადამიანმა არ იცის რასთან აქვს საქმე .
თვალი იტყვილება
ტვინი იტყვილება

ჯერ აღთქმისას და მერე მსჯელობისას( თუ არ ჯერა ჩვენ ოპონენტს -ნახოს თვალის ფიზიოლოგია და ნეორობიოლოგია ასევე)

კი ცხადია , სიმართლის კრიტერიუმი არის პრაქტიკა(არა ჭეშმარიტების)
ყველაზე დიდი პრაქტიკული მტკიცებულებაა - სასწაულები
სიტყა სწავლება აქვს ფუძეში .
მერე -მეცნიერული კვლევები და სხვა .
თუ არ გაინტერესებს ან ერთი ან მეორე
ქე ხარ სიცრუეში და დარჩები ამ სიცრუეში 1000 წელი
ეს არ ესმის Saturnus

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 15:26
tyvia

QUOTE
შეეშვი რილიგიის ლანძღვას გირჩევ
შენთვის თუ ეგ არ ნიშნავს არაფერს სხვისთვის შეიძლება შენი ოჯახის წევრები არ ნიშნავდეს და რომ აგყეს ასეთ ლაპარაკში ხომ არ იქნება სწორი?


ადამიანები იმსახურებენ პატივისცემას, იდეები - არა! ნუ აიგივებ ერთმანეთთან drug.gif არაფერშუაშია აქ ჩემი ან ვინმეს ოჯახის წევრები. სისულელე რაც არის მაგაზე ყოველთვის ვიტყვი რომ სისულელეა.

Anna Ricci
QUOTE
როდესაც ადამიანი წერს სხვაზე ( ამჟამად ქრისტეზე) ,რომ მატყუარაა - ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე აქვს ამგვარი წარმოდგენა (თვითშეფასებაა)


ტყუილად იმშვიდებ თავს ამ სისულელით. დავწერე უკვე: სიმართლეს აქვს მტკიცებულებები, სიცრუეს - არა. ვერ გაექცევი ამას რაც არ უნდა ფსიქოლოგიური ზღაპრები მოიგონო ზემოდან.

QUOTE
ყველაზე დიდი პრაქტიკული მტკიცებულებაა - სასწაულები


ბუნებაში არ ხდება ასეთი არაფერი.

QUOTE
ქე ხარ სიცრუეში და დარჩები ამ სიცრუეში 1000 წელი


საკუთარ თავზე ლაპარაკობ აქ მორწმუნე ექიმბაშო? rolleyes.gif

Posted by: tyvia 20 Mar 2024, 15:30
Saturnus

შეეშვი მეთქი მაგ სიტყვების წერას გეუბნები თორემ როგორი დამოკიდებულებაც შენ გაქვს სხვების მიმართ იგივეს მიიღებ
სულ რომ ჩემთვის უცნობ რელიგიაზე გელაპარაკა მასე მაგის მიმდევრების გასაგონად იგივეს გეტყოდი

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 15:31
tyvia
QUOTE
შეეშვი მეთქი მაგ სიტყვების წერას გეუბნები თორემ როგორი დამოკიდებულებაც შენ გაქვს სხვების მიმართ იგივეს მიიღებ


გამოუშვი მიდი რისი თქმაც გინდა ნუ გეშინია smile.gif წესებს სანამ არ დავარღვევ აქ მანამ გამოვიყენებ სიტყვის თავისუფლებას. შენ ვერ დამაცენზურებ no.gif ტყუილები და ბრინჯაოს ხანის სისულელეები წერია ბიბლიაში.

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 15:31
Saturnus
QUOTE
საკუთარ თავზე ლაპარაკობ

მე ყველაზე ვლაპარაკობ, მათ შორის საკუთარზეც .
მაგრამ განსხვავება ჩვენ შორის არის იმაში, რომ მე მაინტერესებს
სიმართლე
და მაინტერესებს ჭეშმარიტებაც.
შენ ყმაყოფილდები ილუზიით და გგონია კიდევ,რომ
სვებმა რატომღაც
შენი ილუზიები უნდა გაიზიარონ

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 15:36
Anna Ricci
QUOTE
მაგრამ განსხვავება ჩვენ შორის არის იმაში, რომ მე მაინტერესებს
სიმართლე
და მაინტერესებს ჭეშმარიტებაც.
შენ ყმაყოფილდები ილუზიით


ხოდა მაგ სიმართლეს როგორ ეძებ მერე? მტკიცებულებების გარეშე რატო გჯერა რამის როცა სიმართლის ძებნაზე გაქვს პრეტენზია?

ან მე რატო ვარ ილუზიებში შეგიძლია ახსნა? მეცნიერული მტკიცებულებებია ილუზია?

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 15:39
Saturnus
QUOTE
თავისუფლება

ნუ გვაცინებ მაინც
იცი ეს სიტყვა რას ნიშნავს?

უფალი რა არის.
თავი კი ალბათ გაქვს,ცარიელი თუ რა ,რაღაცა
* * *
QUOTE
მეცნიერული მტკიცებულებებია ილუზია?

ხშირად სისტემური შეცდომების გამო უზუსტობებია , ზოგჯერ ფალსიფიკაციაც .
რაც სანდოა-ჩვენც ვეცნობით

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 15:41
Anna Ricci

რასაც გეკითხები იმაზერ მიპასუხე და რაღაცა აბდაუბდა თემებზე ნუ ხტები drug.gif

>>ხოდა მაგ სიმართლეს როგორ ეძებ მერე? მტკიცებულებების გარეშე რატო გჯერა რამის როცა სიმართლის ძებნაზე გაქვს პრეტენზია?

ან მე რატო ვარ ილუზიებში შეგიძლია ახსნა? მეცნიერული მტკიცებულებებია ილუზია?

QUOTE
თავი კი ალბათ გაქვს,ცარიელი


შარლატანი ექიმბაშისგან სასიამოვნო მოსასმენია ეს love.gif

QUOTE
ხშირად სიტემური შეცდომების გამო უზუსტობებია , ზოგჯერ ფალსიფიკაციაც .
რაც სანდოა-ჩვენც ვეცნობით


ვინ თქვენც? ჰომეოპათები? sad.gif გგონია მაგას მნიშნველობა აქვს?

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 15:43
Saturnus
თყ არაგაქვს ცარიელი

რაღაცათინ ხომ უნდა დაამტკიცო მაგი

შენზე ჭკვიანებთან როდესაც საუბრობ , ხომ უნდა ისწავო რაღაც ?

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 15:46
Anna Ricci
QUOTE
თყ არაგაქვს ცარიელი
რაღაცათინ ხომ უნდა დაამტკიცო მაგი


რასაც ვწერ ყველაფრის დამტკიცება შემიძლია (კვლევების, ექსპერიმენტების, სამეცნიერო სტატიების მოყვანა).

სხვა რა მტკიცებულება გინდა? ან თავად შეგიძლია ეგ? თუ ესე ჰარიჰარალოზე ეძახი ხალხს მატყუარებს?

QUOTE
შენზე ჭკვიანებთან როდესაც საუბრობ , ხომ უნდა ისწავო რაღაც


ვინ არის ჩემზე ჭკვიანი ამ შემთხვევაში? იმედია საკუთარ თავს არ გულისხმობ lol.gif

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 17:30
Saturnus
QUOTE
ვინ არის ჩემზე ჭკვიანი

აა თან ყველაზე ჭკვიანი გგონია არა თავი?

მაშინ დაიხსოვნე . ადამიანები საერთოდ ასეა
არაფერი არ იციან და ისიც კი არ იციან ,რომ არაფერი არ იციან.

ცოტა ჭკვიანი მათ შორის თუ გამოერია,ქემაინც ხვდება, რომ არაფერი არ იცის.
ყველაზე ჭკვიანი ის არის , ვინც იცის ის, რომ ყველაფერი უფალმა იცის .

ნახე აბა რომელ საფეხურზე ხარ ? war.gif

QUOTE
რასაც ვწერ ყველაფრის დამტკიცება შემიძლია (კვლევების, ექსპერიმენტების, სამეცნიერო სტატიების მოყვანა).


იხილე წინა გვერდზე მოგწერე უკვე https://forum.ge/?showtopic=35276936&view=findpost&p=61098578

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 17:46
Anna Ricci
QUOTE
აა თან ყველაზე ჭკვიანი გგონია არა თავი?


ის რომ შენ ჩემზე ჭკვიანი არ ხარ, არ ნიშნავს რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ drug.gif ლოგიკაზე გსმენია რამე??

QUOTE
მაშინ დაიხსოვნე . ადამიანები საერთოდ ასეა
არაფერი არ იციან და ისიც კი არ იციან ,რომ არაფერი არ იციან.


გადასარევად ვიცი ეგ შენი თქმის გარეშეც. შენ არ ხარ ამ კონკრეტულ საკითხში მართალი უბრალოდ.

QUOTE
ყველაზე ჭკვიანი ის არის , ვინც იცის ის, რომ ყველაფერი უფალმა იცის .


მაგ უფლოს მტკიცებულება არ გაქვს, ასე რომ მოეშვი ამ ზღაპრების წერას!

QUOTE
ნახე აბა რომელ საფეხურზე ხარ ?


შეიძლება ძალიან ქვედა საფეხურზე მაგრამ შენზე ზედა საფეხური ნამდვილად არის yes.gif სისულელე ზღაპრებით მაინც არ მაქვს ტვინი სავსე!

QUOTE
იხილე წინა გვერდზე მოგწერე უკვე სიცრუე სიბრძნისა (post #61098578)


ვიხილე. მერე? ის რომ მეცნიერება ხანდახან ცდება, მაგიტო შენი ზღაპრები სიმართლედ გადაიქცევა? drug.gif

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 17:51
Saturnus
QUOTE
ის რომ შენ ჩემზე ჭკვიანი არ ხარ

სადმე დავწერე ,რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ . გადახედე კარგათ .
ლოგიკის, ფილოსოფიის და ზნეობის კანონებს ვინ არ იცავს -ესეც საკითხავია.
+ გონიერება

და გონი war.gif


გონი

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 18:28
Anna Ricci
QUOTE
სადმე დავწერე ,რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ


აციტირებ ჩემ ტექსტს და მანდვე უშვებ შეცდომას, ყველაზე არა, ჩემზე ჭკვიანი გგონია თავი drug.gif

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 18:49
QUOTE
შენზე ჭკვიანებთან როდესაც საუბრობ , ხომ უნდა ისწავო რაღაც ?

ამაზე დაწერე
QUOTE
ვინ არის ჩემზე ჭკვიანი ?


ანუ ყველაზე ჭკვიანი გგონია თავი- ეს ლოგიკურია და ამაზი პასუხობ-
QUOTE
ის რომ შენ ჩემზე ჭკვიანი არ ხარ, არ ნიშნავს რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ  ლოგიკაზე გსმენია რამე??
- ცხადია არალოგიკურია , არ გამოდის აქედან რომ მე ვარ ყველაზე ჭკვიანი ან შენზე ჭკვიანი.

ამას თავად წერ, მე კიარა

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 18:55
Anna Ricci
QUOTE
ამაზე დაწერე
QUOTE
ვინ არის ჩემზე ჭკვიანი ?
ანუ ყველაზე ჭკვიანი გგონია თავი- ეს ლოგიკურია


რატო ამახინჯებ ჩემ ნაწერს? ეს დავწერე მე რეალურად და ვიგულისხმე ჩემი და შენი დიალოგი: ვინ არის ჩემზე ჭკვიანი ამ შემთხვევაში?

QUOTE
ამას წერ, და ცხადია არალოგიკურია , არ გამოდის აქედან რომ მე ვარ ყველაზე ჭკვიანი ან შენზე ჭკვიანი.
ამას თავად წერ


მე ვამბობ რომ ყველაზე ჭკვიანი არ ვარ და ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ შენზე ჭკვიანი ვარ. შემედავე მაგაში თუ გინდა smile.gif სისულელე ზღაპრების არ მჯერა შენგან განსხვავებით.

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 18:59
QUOTE
მაგრამ შენზე ჭკვიანი ვარ

კიდევ სისულელეს წერ lol.gif

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 19:01
Anna Ricci
QUOTE
კიდევ სისულელეს წერ


დაამტკიცე yes.gif აგერ ვარ და გელოდები. დადე მტკიცებულებები იმ ყველაფრის რასაც წერ! მაგის გარეშე თავად ხარ მაგ მდგომარეობაში (სირცხვილის გრძნობა არ გაქ უბრალოდ თორე აქაც აღარ უნდა პოსტავდე drug.gif )

როგორ მეთესები ხოლმე თემებიდან გავიწყდება და გაგახსენო გინდა ისევ?

Posted by: Anna Ricci 20 Mar 2024, 19:04
მე კი არ გეთესები, ვცდილობ გაგარკვიო. შენ ერთ დონეზე ხარ გაყინული და არ იწევ წინ.
რა აზრი აქვს მერე წერას ?

Posted by: Saturnus 20 Mar 2024, 19:06
Anna Ricci
QUOTE
მე კი არ გეთესები, ვცდილობ გაგარკვიო.


მტკიცებულებები დადე მიდი და გავერკვევი yes.gif გელოდები!

Posted by: მამაო ენუქი 20 Mar 2024, 19:14
ეგეთი იდიოტობა სოკრატეს არ უთქვია, სოკრატემ თქვა მე ვიცი ის, რა არ ვიცი და არასოდეს ვამტკიცებ იმას რაც არ ვიციო, ადამიანების უმეტესობისგან განსხვავებითო. სოკრატეს სასამართლოზე მისი გამოსვლა წაიკითხეთ. ქსენოფონტი old.gif

Posted by: tyvia 20 Mar 2024, 20:01
მამაო ენუქი

სად წაიკითხე ეგ? მე ის დავწერე რა აზრიც გავრცელებილია მაგის ნათქვამზე
მაგალითად ესეც მაგაზე ლაპრაკობს 1:29:50-იდან



ჯერ წყარო მოიყვანე ასე რომ ისვრი სიტყვებს

Posted by: მამაო ენუქი 20 Mar 2024, 21:09
tyvia
აპოლოგია პლატონის.

Posted by: tyvia 20 Mar 2024, 21:40
მამაო ენუქი

რაც დავწერე ეგ ფრაზა არ მგონია პირველად გაგეგო ხოდა რატომ თვლი იდიოტობად?

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 13:10
https://en.wikipedia.org/wiki/I_know_that_I_know_nothing


ვიკიში ხომ არ ჩაასწორებდი მამა ენუქი რამეს?

I am wiser than this man, for neither of us appears to know anything great and good; but he fancies he knows something, although he knows nothing; whereas I, as I do not know anything, do not fancy I do. In this trifling particular, then, I appear to be wiser than he, because I do not fancy I know what I do not know.

მე ამ კაცზე ბრძენი ვარ, რადგან არცერთმა ჩვენგანმა არ იცის რაიმე დიდი და კარგი; მაგრამ მას სჯერა, რომ რაღაც იცის, თუმცა არაფერი იცის; მე კი, რადგან არაფერი არ ვიცი, არ მაინტერესებს. მაშასადამე, ამ წვრილმან კონკრეტულში მე მასზე ბრძენი მჩანვარ, რადგან მას გონია,რომ იცის ის,რაც არ იცის და მე კი არც მაქ განცდა იმისი, რომ ვიცი.
და კიდე სიყვარულზე - I know virtually nothing, except a certain small subject – love (τῶν ἐρωτικῶν), although on this subject, I'm thought to be amazing (δεινός), better than anyone else, past or present.[15]

მაგრამ ისე ორივე ვარიანტი შეიძლება მოიძებნოს სოკრატეს გამონათქვამებში, სწორია თემის ავტორი და არალოგიკურია მამაოს მტკიცებულება რომ მაგი არა ესეო. ისეც თქვა და ესეც .

Saturnus რომ გონია, რომ რაღაც იცის და თან ჭკვიანია. ცხადია ,რომ ვერ ხვდება იმას, რომ არასწორად იცის და საცოდავ დღეშია,ჭკვიანი და ბრძენზე ზედმეტია საუბარი.

სიყვარული გვიხსნის უფრო დიდ შესაძლებლობას სწორად დავინახოთ არსებულის არსი, ვიდრე მშრალი აზროვნება .
მთლიანი სურათის დანახვას ვერ შეძლებ ნაწილების შესწავლით.
სიბრძნე ბუნებაშია და არა ადამიანის ლაყბობაში, მსჯელობა - ილუზიებში.
კი ,რა გზაზეც მეცნიერება მიდის ,შესაძლოა იყვეს სიმართლე, მაგრამ შესაძლოა ივეს სხვაგვარადაც.
მათემათიკაში არ გისწავლიათ ამოცანები, ორი ან სამი პასუხი რომ ქონდეს ერთდროულად?
მეცნიერება ცდილობს ჩაწვდეს ნაწილაკების ნაწილაკებს -კვანტურ ფიზიკაში,თუ ადამიანის უჯრედების შესწავლიას ან ბიოქიმიის გზით და ასე შემდეგ.
მაგრამ ყველაფერს მიკროსკოპით და ტელესკობით ვერ ჩაწვდები. უამრავი ამ ცოდნის და ფაქტების სინთეზირებაა მერე საჭირო. საერთო კანონზომიერებების და ფორმების გამოვლენა. ცხადია ეს ჯერ კაცობრიობას უჭირს . რატომ გგონიათ ,რომ ყველაფერი ვიცით ? იყო დრო საფრანგეთის აკადემიამ გააკეთა დასკვნა, რომ არავითარი ქვები ციდან არ ცვივა. დღეს კი დათვლისლია რამდენი სტეროიდები ცვივა საშუალოდ დედამიწია ზედაპირზე სულ მცირედან ტონობამდე .

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2024, 14:49
Anna Ricci
მაგაზე საუბრობდა კაკრას სოკრატე, თქვენ გადაშლილიც კი არ გაქვთ აპოლოგია და დარწმუნებული ხართ რომ იცით მისი შინაარსი biggrin.gif

Posted by: Saturnus 21 Mar 2024, 15:25
Anna Ricci
QUOTE
Saturnus რომ გონია, რომ რაღაც იცის და თან ჭკვიანია. ცხადია ,რომ ვერ ხვდება იმას, რომ არასწორად იცის და საცოდავ დღეშია,ჭკვიანი და ბრძენზე ზედმეტია საუბარი.


ხოდა რა არასწორ ცოდნაზე მელაპარაკები და თავად რის ცოდნაზე გაქვს პრეტენზია?

QUOTE
მაგრამ ყველაფერს მიკროსკოპით და ტელესკობით ვერ ჩაწვდები. უამრავი ამ ცოდნის და ფაქტების სინთეზირებაა მერე საჭირო. საერთო კანონზომიერებების და ფორმების გამოვლენა. ცხადია ეს ჯერ კაცობრიობას უჭირს .


რამე თუ იცი, მაგის დამტკიცება შეგიძლია yes.gif უმარტივესად არის საქმე. ზღაპარს მილიონს მოვიგონებ სხვა შემთხვევაში და ღმერთებზე რაღაცა სისულელე ვითომ არგუმენტებს მეც გეტყვი drug.gif მაგას ეძახი ცოდნას?

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 15:31
მამაო ენუქი
არა მე არ ვწერ არსად რომ გადაშლილი მაქვს პლატონის აპოლოგია.
დაგიდეთ ვიკიპედია მარტო.


ეს თქვენ გგონიათ, რომ წაიკითხეთ და იცით

და ვხედავ ახლა, რომ არ გავს ამას popcorn.gif

Saturnus-იც მსგავს დღეშია .
ვერც კი ხვდება რას წერდა სოკრატე და რა მნიშვნელობა აქვს ამას დღეს

Posted by: Saturnus 21 Mar 2024, 15:40
Anna Ricci
QUOTE
Saturnus-იც თქვენ დღეშია აგერ. ვერ კი ხვდება რაზე ვწერთ


პირდაპირ ვერ მიბედავ მოწერას?? lol.gif ვაი ვაი. ვხვდები გადასარევად რა სისულელე "არგუმენტიც" გაქვს. და ისიც ჩანს როგორი სუსტია. რამე ძალა რო ქონდეს მე მომწერდი და არა ვინმე სხვას, ჩემზე drug.gif

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 15:42
Saturnus
რა აზრი აქვს ? მე გწერ ერთს და შენ პასუხობ ყოველთვის სულ სხვას,
პლინტუსის დონეზე

არც თემას ითვალისწინებ , არც იმას, რასაც გწერ

Posted by: Saturnus 21 Mar 2024, 15:50
Anna Ricci

QUOTE
რა აზრი აქვს ? მე გწერ ერთს და შენ პასუხობ ყოველთვის სულ სხვას,
პლინტუსის დონეზე
არც თემას ითვალისწინებ , არც იმას, რასაც გწერ


არასწორს მწერ მერე და თან თავი მართალი გგონია drug.gif დაამტკიცე მართალი რომ ხარ-მეთქი გეუბნები და სხვა თემაზე გადაგაქ ლაპარაკი. ზემოდან სირცხვილის გრძნობა არ გაქ და ჩემზე ამბობ საცოდავ დღეშიაო, იმის პარალელურად რო მორწმუნე ექიმბაში ხარ და რამდენიმე თემიდან გამექეცი არგუმენტების უქონლობის გამო smile.gif

Posted by: tyvia 21 Mar 2024, 16:29
მამაო ენუქი

ვინ დაიბრალა მაგის წაკითხვა მაჩვენე
თუ შეცდომას დაინახავ გაასწორე მაგრამ ბევრი არ ილაპარაკო

ზემოთ კითხვა დაგისვი რომც არ ეთქვა ეგ რატომაა მეთქი იდოტობა და ვერ მიპასუხე მაგრამ ასე ისვრი მაინც სიტყვებს

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2024, 16:49
tyvia
ეგ შენ არ გეხება, თქვენობით უბრალოდ ქალბატონს მივმართე old.gif

კობახიძეს რომ ეთქვა შეიძლება დიდი სიბრძნე იყოს, მაგრამ სოკრატედან გამომდინარე იდიოტობაა.
კაროჩე სოკრატეს პადელნიკმა დელფოს ორაკულს კითხა ვინ არის ყველაზე ჭკვიანი ადამიანიო და პასუხად მიიღო სოკრატეო. ამის შემდეგ სოკრატე არკვევს რატომ დაასახელა ის ორაკულმა, და სხვადასხვა პროფილის ხალხს ვინც ჭვკიანად ითვლება ესაუბრება. სახელმწიფო მოღვაწეს, ხელოვანს, ხელოსანს და ა.შ., იქ სადაც ამბობს რომ მე არ ვიცი ეს მაგრამ ვიცი რომ არ ვიციო, მაგრამ მანაც არ იცის მაგრამ გონია რომ იცისო ეხება კონკრეტულ მიმართულებას ასე ვთქვათ და არა საერთოდ ცოდნა, თორემ კაკრას მაგ ცოდნას ეწირება სოკრატე, მაგ აპოლოგიაშივე მზადაა საკუთარი სიცოცხლე დადოს სასწორზე იმ ცოდნაში რომელშიც დარწმუნებულია.

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 16:59
Saturnus
თემას დაუბრუნდი, სხვა თემებზე ნუ ცდილობ გადახვიდე. ცხდია აქ ვერც გადამიყვან იმაზე მეტს, რაც დავწერე.
QUOTE
არასწორს მწერ


მე ვიცი, რომ ბევრი რამ არ ვიცი.
ყველაფერი უფალმა იცის .

რა დაინახე აქ არასწორი?

Posted by: tyvia 21 Mar 2024, 17:15
მამაო ენუქი

ხალხში როგორც არის ეგ ფრაზა გავრცელებული ზუსტად ეს არის სიბრძნე, ცუდია ამას თუ ვერ ხვდები

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2024, 17:19
tyvia
სტოელები როგორც იტყვიან, 10000 კაცის აზრს არაფერი წონა არა აქვს როცა საკითხში ვერ ერკვევიან, მილიარდებით მორწმუნის აზრს სამყაროს შექმნის შესახებ, ნახევარ საათიანი დვალის ლექცია გადაწონის old.gif

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 17:28
მამაო ენუქი
პლატონის აპოლოგიიდან მთლად არ მოდის სოკრატის ეს გამოთქმა. თან არავინ არ იცის რამდენად ზუსტად გადმოსცა პლატონმა სოკრატეს სიტყვები სასამართლოზე. მან მხტრულად შეალამაზა და სიზუსტე არავის არ დაუდასტურებია. ლათინური გამოთქმებია სოკრატესი ცნობილი scio me nihil scire» და «scio me nescire» .პირველი ითარგმნება როგორც - მე ვიცი,რომ არაფერი არ ვიცი. მეორე ,როგორც -მე ვიცი რა არ ვიცი.

QUOTE
ნახევარ საათიანი დვალის ლექცია გადაწონის

დვალი მერე გამორიცხავს ,
რომ მთლიანობა ქმნის ნაწილებს მის შიგნით ,
ანუ ღმერთი(ღრმა მთლიანობა) -სამყაროს( ან სამყაროებს,პარალერულს)

Posted by: Saturnus 21 Mar 2024, 17:40
Anna Ricci

QUOTE
ყველაფერი უფალმა იცის .
რა დაინახე აქ არასწორი?


მაგ უფლის მტკიცებულება 0 გაქვს და გამიზნულად იტყუები. სხვა რა უნდა დამენახა?

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 17:43
Saturnus
გაჩუმდე არ ჯობია, ვიდრე სისულელე დაარახუნო?
კითხვა შენ არ დაგისვი, მაგრამ თუ გინდა შენ დაწერე -
გამორიცხავს დვალი,რაზეც საუბრობს მთლიანობიდან ნაწილების დეტერმინირებას?

Posted by: Saturnus 21 Mar 2024, 17:45
Anna Ricci
QUOTE
გაჩუმდე არ ჯობია, ვიდრე სისულელე დაარახუნო?


რა დავწერე სისულელე მაინც? გაქვს რამე მტკიცებულება მაგ უფლის? და არ იტყუები? დადე yes.gif ან აღიარე რომ არაფერი გაქვს ეგეთი, იტყუები და თავად წერ სისულელეებს.

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 17:47
Saturnus
მე კითხვას ვსვამ, შენ აბრახუნებ უნიჭობას.
იმის მაგივრად რომ დაფიქრდე მაინც

Posted by: Saturnus 21 Mar 2024, 17:50
Anna Ricci
QUOTE
მე კითხვას ვსვამ,


ისევ რატო იტყუები ესე უსირცხვილოდ? აი ამას წერ: ყველაფერი უფალმა იცის
სად არის მანდ კითხვა? პრეტენზია გაქვს რომ უფალმა იცის ყველაფერი. ხოდა დაამტკიცე ჯერ საერთოდ ნამდვილი როა და მერე მითუმეტეს რამე რო იცის (ყველაფრის ცოდნამდე დიდი გზა აქვს ჯერ lol.gif )

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2024, 17:50
Saturnus
QUOTE
გაქვს მტკიცებულება რამე მაგ უფლის?

old.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 17:55
მამაო ენუქი
კი არსებობს ფანატიზმიც და ფსიქიკური აშლილობები
ნუ გადაგყავთ საუბარი ამაზე.

არც ღმერთია ვიღაც ბაბუა წვერებიანი.
არც ზებუნებრივი რამე . დვალის ლექციებს თუ უსმენ- მიპასუხე მარტივად, კი თუ არა
* * *
Saturnus

QUOTE
ამას წერ: ყველაფერი უფალმა იცის

ცოდნა არის ინფორმაცია .
ინფორმაცია ერთ დონეზე განაპირობებს მატერიის ფორმას უფრო დაბალ დონეზე ( და პირიქითაც )
სამყარო არის მოწყობილი ისე, რომ მრავალსაფეხურანია (დონე) და მსგავსებაა თან სხვა და სხვა დონეზე
ატომის მოდელი მაგალითად რეზერფორდმა შეჰქმნა მზის სისტემის მსგავსად . და უამრავი მაგალითებია იმის,თუ როგორ მეორდება სპირალურად მსგავსი ფოერმები სხვა და სხვა დონეზე .ალაშვილის 3-დ მოდელი ქიმიური ელემენტების ამის კიდევ ერთი მაგალითია .https://forum.ge/?f=66&showtopic=34549795

ყველაზე მაღალი დონე შეიცავს ინფორმაციას ყველაფერზე - რა არის ამაში გასაკვირი და გაუგებარი?

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2024, 18:41
Anna Ricci
ადამიანი იძახის ღმერთი ვარო და ყავს ათეულობით მიმდევარი თუ ასეულობით არა, რითი განსხვავდებით ამისი მრევლისგან მართლმადიდებლები მაგალითად ? boli.gif

Posted by: Anna Ricci 21 Mar 2024, 18:46
მამაო ენუქი
გინდა თქვა ქრისტეც პარანოიკი იყო?

და სასწაულებს არ ახდენდა,
მოგონილია .

შორს ვერ წახვალ მასე მამაო

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2024, 18:49
Anna Ricci
მე არ ვამბობ მაგას, შენ ამბობ რომ ნიკოლოზი პარანოიკია, ამით იმ ხალხს აყენებ შეურაცხყოფას ვინც მაგის სადარბაზოში ათენებს და აღამებს old.gif

Posted by: Saturnus 21 Mar 2024, 18:50
Anna Ricci
QUOTE
ცოდნა არის ინფორმაცია .


ცოდნა ინფორმაცია არ არის, ინფორმაციის ქონაა რაღაც საკითხზე, ცალკეული ინდივიდის/არსების მიერ. ნუ ამახინჯებ დაფინიციას შენს გემოზე.

QUOTE
ყველაზე მაღალი დონე შეიცავს ინფორმაციას ყველაფერზე - რა არის ამაში გასაკვირი და გაუგებარი?


რა ყველაზე მაღალი დონე? ამ სამყაროს იქით არის კიდე რამე დონე? ამ სამყაროში როა ინფორმაცია ეგ ვიცი ისედაც მშვენივრად.

QUOTE
შორს ვერ წახვალ მასე


შენ გიყურებთ რა "შორს" ხარ მაგ სისულელეების რწმენით გაქცეული და არ მოგვწონს smile.gif

Posted by: ჯიბ 21 Mar 2024, 19:33
QUOTE (tyvia @ 20 Mar 2024, 15:22 )
QUOTE
რაღაც რო დააბრეხვო და შემთხვევით მართალი აღმოჩნდეს ეგ ცოდნაა?


რომ დააბრეხვო არა მაგრამ რაღაც ინფორმაცია რომ მიიღო და ლოგიკითაც მაქამდე მიხვიდე თუ ჭეშმარიტება აღმოჩნდება შეგვიძლია ცოდნა დავარქვათ
ხო გესმის ეხლა სოკრატე მაგ ნათქვამს უპასუხოდ არ დაგიტოვებდა
მე მისგან განსხვავებით ზარმაცი ვარ და ვიცი თან შენთან კამათს აზრი არა აქვს
შენთვის ასე მგონია მთავარია კამათში მოგებული დარჩე
QUOTE
QUOTE
ჩვენ ისიც კი არ ვიცით რო არაფერი არ ვიცით


მაგას ვამბობ მეც და არც სოკრატემ იცოდა
საერთოდ ფილოსოფოსი რომ ხარ სიტყვა "ვიცი" უნდა ამოიღო ლექსიკონიდან
გამოქვაბულის ადამიანზე რას ამბობდა გავიხსენოთ - ვიღაც თუ უცნაურად დაიწყებს მოქცევას უნდა გავარკვიოთო რითია ეს გამოწვეული, იმით რომ ვერ აზროვნებს თუ იმით რომ ჩვენზე წინ წავიდა და მეტი ესმისო
ამ შემთხვევაში სოკრატეზე წინ წავედი და ვხვდები რომ ისიც ვერ გვეცოდინება რომ არაფერი არ ვიცით
არა მგონია ფილოსოფია სიტყვების თამაში იყოს
ფილოსოფია იმის საპირისპიროა შენ რასაც აწვები
ეს უნდა ქნა ის უნდა ამოიღო ეს ასეა ის ისეა
რატო უნდა ამოიღო კაცო ლექსიკონიდან? კაცმა ბევრი იფიქრა და იპოვა ის ერთადერთი რაც მართლა იცის. კი არ დააბრეხვა, მართლა ეძება მთელი ცხოვრება და ბოლოს იპოვა
შენ არავინ გავალდებულებს დაუჯერეო კაცმა თავისი გითხრა შენ მის წინ სიარული გირჩევნია? წადი წინ ვინ გიშლის
ოღონდ უკან-უკან ყურებით თუ ივლი წინ სიფრთხილე გმართებს ეგრე იოლია რამეს რო დაეჯახო

Posted by: tyvia 21 Mar 2024, 22:10
ჯიბ

QUOTE
შენთვის ასე მგონია მთავარია კამათში მოგებული დარჩე


ყველაზე მეტად რაც მძულს სხვების კამათში იმას მაბრალებ? lol.gif

QUOTE
არა მგონია ფილოსოფია სიტყვების თამაში იყოს
ფილოსოფია იმის საპირისპიროა შენ რასაც აწვები
ეს უნდა ქნა ის უნდა ამოიღო ეს ასეა ის ისეა
რატო უნდა ამოიღო კაცო ლექსიკონიდან? კაცმა ბევრი იფიქრა და იპოვა ის ერთადერთი რაც მართლა იცის. კი არ დააბრეხვა, მართლა ეძება მთელი ცხოვრება და ბოლოს იპოვა
შენ არავინ გავალდებულებს დაუჯერეო კაცმა თავისი გითხრა


სოკრატემ სხვანაირად თქვაო დაწერეს ზემოთ და მაგ კაცზე საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს
მაგრამ ის ფრაზა რასაც მას მიაწერენ და რაც პირველ პოსტში დავწერე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიბრძნეა ჩემი აზრით
შეიძლება არ დაეთანხმო იმიტომ რომ ვერ გაიგო მაგრამ მე ვფიქრობ რომ გავიგე და გავაუმჯობესე
თუ არა და მითხარი ამ 2 ფრაზიდან რომლის თქმის დროს გაქვს უფრო ნაკლების ცოდნაზე პრეტენზია
1. მე ვიცი რომ არაფერი ვიცი
2. მე ვუშვებ რომ არაფერი ვიცი

Posted by: მამაო ენუქი 21 Mar 2024, 22:24
tyvia
და რას ეძახი შენ არაფრის ცოდნას, ის თუ იცი რომ არ იცი არაფერი, ეგეც ხომ რაღაცის ცოდნაა, გამოდის რომ რაღაც მაინც გცოდნია boli.gif

Posted by: tyvia 21 Mar 2024, 23:03
მამაო ენუქი

QUOTE
და რას ეძახი შენ არაფრის ცოდნას


რა იცი მოიყვანე მაგალითი და ვნახოთ თუა შესაძლებელი რომ ეს ცოდნის ილუზია იყოს

QUOTE
ის თუ იცი რომ არ იცი არაფერი, ეგეც ხომ რაღაცის ცოდნაა, გამოდის რომ რაღაც მაინც გცოდნია


პარადოქსი რომაა ესაა ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი მაგ ფრაზაში
ხალხს ჰგონია რომ მაგიტომ არის სიბრძნე და სინამდვილეში აზრია მთავარი

Posted by: Anna Ricci 22 Mar 2024, 13:45
Saturnus
QUOTE
ცოდნა ინფორმაცია არ არის, ინფორმაციის ქონაა რაღაც საკითხზე, ცალკეული ინდივიდის/არსების მიერ. ნუ ამახინჯებ დაფინიციას შენს გემოზე.

შევცვალოთ დეფინიციები.
დაუშვათ ვამბობ - ქონება ფულია, უძრავი და სხვა მოძრავი ქონება და ასე შემდეგ, შენ წერ ქონება ფული კი არა ფულის მფლობელობააო
ამით რამე იცვლება?

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 13:50
Anna Ricci

QUOTE
შევცვალოთ დეფინიციები.


არა.

QUOTE
დაუშვათ ვამბობ - ქონება ფულია, უძრავი და სხვა მოძრავი ქონება და ასე შემდეგ, შენ წერ ქონება ფული კი არა ფულის მფლობელობააო
ამით რამე იცვლება?


კი. ფული ფულია და ქონება მაგ ფულის ქონაა. მსოფლიოში მილიარდები არსებობს ეგრე მაგრამ მე არ მაქვს ეგ მილიარდები.

შენს შემთხვევაშიც ეგრეა. ის რომ სამყაროში ინფორმაცია არსებობს, არ ნიშნავს რომ მაგ შენს წარმოსახვით ღმერთს აქვს ეგ ინფორმაცია.

Posted by: Anna Ricci 22 Mar 2024, 16:30
Saturnus
ვერ გაიგებ ,შეეშვი


ეს სოკრატე ხვდება იმას ,რაც არ იცის. თორემ ყველა კი ვერ მიხვდება

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 16:39
Anna Ricci
QUOTE
ვერ გაიგებ ,შეეშვი


თავად იგებ? თუ იცი რამე ან იგებ, შეგიძლია დაამტკიცო. თუარადა მოეშვი ტყუილებს.

Posted by: Anna Ricci 22 Mar 2024, 16:58
Saturnus
მე ხომ გითხარი,
ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 17:03
Anna Ricci
QUOTE
მე ხომ გითხარი,
ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი


ღმერთი ყოვლისმცოდნეა? ეგ იცი? თუ არა?

Posted by: Anna Ricci 22 Mar 2024, 17:11
Saturnus
და ყოვლისშემძლე

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 17:14
Anna Ricci
QUOTE
და ყოვლისშემძლე


ეგ თუ იცი მაშინ არაფერი როგორ არ იცი? საკუთარ თავს რატო ეწინააღმდეგები? თუ უბრალოდ კაი ტიპი გინდა გამოჩნდე და სოკრატეს სიტყვებს მაგიტო იბრალებ და იტყუები? lol.gif facepalm.gif

Posted by: Anna Ricci 22 Mar 2024, 17:22
Saturnus
მე კი არ ვიცი, მწამს რომ ასეა

Posted by: Saturnus 22 Mar 2024, 17:25
Anna Ricci
QUOTE
მე კი არ ვიცი, მწამს რომ ასეა


გწამდეს რავი. ყველას აქვს უფლება როგორი სისულელისაც უნდა ისეთის სწამდეს smile.gif

Posted by: ჯიბ 24 Mar 2024, 15:40
QUOTE (tyvia @ 21 Mar 2024, 22:10 )
QUOTE
შენთვის ასე მგონია მთავარია კამათში მოგებული დარჩე


ყველაზე მეტად რაც მძულს სხვების კამათში იმას მაბრალებ? lol.gif
კი yes.gif
QUOTE
სოკრატემ სხვანაირად თქვაო დაწერეს ზემოთ
συνῄδη οὐδὲν ἐπισταμένῳ ὡς ἔπος εἰπεῖν

συνῄδη : σύνοιδα - ცოდნა
οὐδὲν : οὐδείς - არცერთი
ἐπισταμένῳ : ἐπίσταμαι - ფლობა
ὡς - [როგორც] ასეთი
ἔπος - სათქმელი
εἰπεῖν - რომ იყოს
QUOTE
და მაგ კაცზე საუბრის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს
მე და შენ სხვადასხვა წარმოდგენები გვაქვს იმაზე, რას აქვს აზრი და რას არა და რა ვქნათ ამის თაობაზე რა ვიღონოთ?

Posted by: tyvia 24 Mar 2024, 18:15
ჯიბ

პირველ რიგში ის იღონე რომ ზრდილობა ისწავლო
მე ეგრე არ გწერ მაგრამ ეტყობა ეგეთივე პასუხი გინდა

Posted by: ჯიბ 25 Mar 2024, 08:48
QUOTE (tyvia @ 24 Mar 2024, 18:15 )
პირველ რიგში ის იღონე რომ ზრდილობა ისწავლო
მე ეგრე არ გწერ მაგრამ ეტყობა ეგეთივე პასუხი გინდა
ვწუხვარ თუ საწყენად მიიღე
მე უფრო ხუმრობის ამბავში ვიგულისხმე
აზდაკს არ წყენია ბოლობოლო

Posted by: ჯიბ 26 Mar 2024, 13:28
აი კიდევ ერთი ადგილი
QUOTE (21d)
οὐδέτερος οὐδὲν καλὸν κἀγαθὸν εἰδέναι, ἀλλ᾽ οὗτος μὲν οἴεταί τι εἰδέναι οὐκ εἰδώς, ἐγὼ δέ, ὥσπερ οὖν οὐκ οἶδα, οὐδὲ οἴομαι: ἔοικα γοῦν τούτου γε σμικρῷ τινι αὐτῷ τούτῳ σοφώτερος εἶναι, ὅτι ἃ μὴ οἶδα οὐδὲ οἴομαι εἰδέναι.
თარგმანი (ჩემი აზრით):

ჩვენ ორში არც ერთს არ გვაქვს წარმოდგენა რაიმე აზრიანზე, მაგრამ მას მიაჩნია, რომ რაღაც იცის, თუმცა არ იცის, მე კი, არაფერი რომ არ ვიცი, არც მგონია, რომ რამე ვიცი.

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 16:39
QUOTE (Saturnus @ 22 Mar 2024, 17:25 )
Anna Ricci
QUOTE
მე კი არ ვიცი, მწამს რომ ასეა


გწამდეს რავი. ყველას აქვს უფლება როგორი სისულელისაც უნდა ისეთის სწამდეს smile.gif

რწმენა კი არ არის სისულელე

როდესაც არც იცი ის, რა არ იცი
და გწამს იმის, რომ სისულელეა ის ,რასაც სხვა ამბობს ,
მისი ცოდნის და გამოცდილების ,ასევე აზროვნების და რწმენის საფუძელზე .
და შენ არ იცი ამაზე არაფერი და იძახი -ტყვილია, სისულელეა .
მართლა სისულელეა, მაგრამ სუბიექტის და არა ობიექტის .

სისულელეა ამტკიცო, რომ ციდან ქვები არ ცვივა მაგალითად.
ანდა ამ სისულელეს უკვე კენჭი უყარა საფრანგეთის აკადემიამ
და მიიღო გადაწყვეტილება სათანადო .
ის რაც ობიეტურად არსებობს
არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ შენ რას ფიქრობ
ან გაქვს თუ არა მასზე მტკიცებულება და ცოდნა.
ვერ ამტკიცებს საწინააღმდეგოს- რა იცი? იქნებ შენ ამბობ სისულელეს .
შეგიძლია თქვა არ მჯერა

და არ ვიცი. დიდი წერტილი. სხვა -სიჯიუტეა,არა მარტო სისულელე.
და უნამუსობა.
----------------------------------------------
ჩვენ ვიცით, რა ვიცით, ვიცით,რა არ ვიცით
და გვჯერა იმის, რასაც ვერ ამტკიცებ ფიზიკურ-ქიმიური ანალიზებით, მაგრამ
ვლინება სასწაულების სახით და წერია სახარებაში

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 17:02
Anna Ricci
QUOTE
რწმენა კი არ არის სისულელე


რწმენას არც ვეძახი სისულელეს. რისიც შენ გწამს ეგ არის სისულელე.

QUOTE
ის რაც ობიეტურად არსებობს
არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ შენ რას ფიქრობ
ან გაქვს თუ არა მასზე მტკიცებულება და ცოდნა.
ვერ ამტკიცებს საწინააღმდეგოს- რა იცი? იქნებ შენ ამბობ სისულელეს .
შეგიძლია თქვა არ მჯერა
და არ ვიცი. დიდი წერტილი.


მტკიცებულება თუ არ გაქვს საიდან იცი მაშინ რომ ობიექტურად არსებობს? ვამბობ მაგას რომ არ მჯერა და რახან შენ მტკიცებულება ვერ მოგყავს ვერანაირი, ვეძახი სისულელეს, ისევე როგორც დანარჩენ სხვა საბავშვო ზღაპრებს. განსხვავება არ არის და იმიტო smile.gif

QUOTE
და გვჯერა იმის, რასაც ვერ ამტკიცებ ფიზიკურ-ქიმიური ანალიზებით, მაგრამ
ვლინება სასწაულების სახით და წერია სახარებაში


სახარებაში უამრავი ტყუილი წერია რასაც ისტორიული/არქეოლოგიური მტკიცებულებები არ აქვს. და არც სასწაულები ხდება ამ სამყაროში, მოეშვი დეზინფორმაციას. ეგ სასწაულები გადასარევად დამტკიცდებოდა ლაბორატორიულ პირობებში რომელიმე მაინც ნამდვილი რომ იყოს.

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 17:10
Saturnus
მო გიყვანე მაგალითი

იყო დრო ,არ იცოდნენ მართლა ცვიოდა თუ არა ციდან ქვები.
დღეს კი მეტეორიტებს ეძახიან.

მაშინ შენი პოზიციიდან - სისულელეს

თუ არ გაქვს მტკიცებულება, რა იცი რომ შენ არ გჯერა სისულელეების?(ანუ იმის,რომ მეტეორიტები არ არსებობენ)

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 17:18
Anna Ricci

QUOTE
მო გიყვანე მაგალითი
იყო დრო ,არ იცოდნენ მართლა ცვიოდა თუ არა ციდან ქვები.
დღეს კი მეტეორიტებს ეძახიან.
მაშინ შენი პოზიციიდან - სისულელეს


რა შუაშია ბიბლიურ სისულელეებთან მეტეორიტები? ზემოდან, მილიონი რამე შეიძლება ეგრე ხდებოდეს. სანამ არ დამტკიცდება ყველაფერს უნდა ეწოდოს თავისი სახელი: ზღაპარი და სისულელე (თუ არარსებულთან ერთად ალოგიკური/მავნებლურიც არის).

QUOTE
თუ არ გაქვს მტკიცებულება, რა იცი რომ შენ არ გჯერა სისულელეების?(ანუ იმის,რომ მეტეორიტები არ არსებობენ)


წარღვნა რომ არ მომხდარა მთელ პლანეტაზე, ეს სამყარო 7000 წლის რომ არ არის, ჯერ მცენარეები რომ არ გამჩდარან და მერე მზე და ვარსკვლავები და ა.შ. და ა.შ. მაგის მტკიცებულებები მაქვს. რა მეტეორიტები რაებზე ლაპარაკობ საერთოდ drug.gif

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 17:22
Saturnus
წარღვნა იყო.

მთელ პლანეტაზე ეს შენ გგონია რომ იგულისხმება და
რეალურად შავი ზღვის ირგვლივ იყო. მართალია მაშინ ტბა იყო ჯერ და არა ზღვა . და დიდი დასახლებები იყო მის ირგვლივ

https://en.wikipedia.org/wiki/Flood_myth

კი მართალია ეს ჯერ ჰიპოთეზებია და არაა დამტკიცებული, მაგრამ ვნახოთ , ვნახოთ ...

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 17:39
Anna Ricci

QUOTE
წარღვნა იყო.
მთელ პლანეტაზე ეს შენ გგონია რომ იგულისხმება და
რეალურად შავი ზღვის ირგვლივ იყო. მართალია მაშინ ტბა იყო ჯერ და არა ზღვა . და დიდი დასახლებები იყო მის ირგვლივ


წარღვნა კი არა წყალდიდობა ყოფილა მაშინ lol.gif დედამიწის ყველა ცხოველი როგორ მოკლა აბა მაშინ მაგ ლოკალურმა წყალდიდობამ და ნოე რა ჯანდაბისთვის ექაჩებოდა ცხოველებს კიდობანში? ან ყველაზე დიდი მთები როგორ დაფარა წყალმა? გვატყუებს ბიბლია? ზღაპრები და სისულელეები წერია? ვერ დავიჯერებ lol.gif
რატო მგონია რო იგულისხმება? ბიბლიაში წერია რომ სხვანაირად უნდა გავიგოთ ეგ უფლის სიტყვა რაც ზუსტად აღწერს მაგ მოვლენებს?

QUOTE
კი მართალია ეს ჯერ ჰიპოთეზებია და არაა დამტკიცებული, მაგრამ ვნახოთ , ვნახოთ ...


მთელი პლანეტა წყალს არ დაუფარავს და ბიბლიაში ტყუილი წერია. ეგ არის ფაქტი.

დანარჩენი დაიკიდე? მზე და ვარსკვალვები უფრო ადრე გაჩნდა თუ მცენარეები?

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 17:42
Saturnus
ებდემიურ ცხოველებს უფრთხილდებოდა ნოე. ეს დაინა
და რაც შეეხება ფლორას, სად წერია რომ ჯერ ფლორა იყო და მერე მზე

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 17:47
Anna Ricci

QUOTE
ებდემიურ ცხოველებს უფრთხილდებოდა ნოე


ბატონო? lol.gif facepalm.gif ყველა ცხოველი მოკვდა რაც ამ პლანეტაზეაო არ წერია? და ყველა სახეობის წყვილი შეიყვანა თავის კიდობანში.
რას უფრთხილდებოდა? წერია სადმე რო მარტო კონკრეტული სახეობები შეიყვანა? ან ლოკალური წყალდიდობა თუ იყო, ყველაზე დიდი მთები რანაირად დაფარა?? აღიარე რომ ტყუილი წერია yes.gif

QUOTE
და რაც სეეხება ფლორას, სად წერია რომ ჯერ ფლორა იყო და მერე მზე


ვაააა ბიბლია შენზე უკეთესად ვიცი? smile.gif

დღე პირველი: სინათლე
დღე მეორე: ცა
დღე მესამე: მიწა(დედამიწა), ზღვა და მცენარეები
დღე მოეთხე: მზე და მთვარე
დღე მეხუთე: ზღვის და ჰაერის ცხოველები
დღე მეექვსე: მიწის ცხოველები და ადამიანი.

ზემოდან, მზე დედამიწაზე ძველია (მაგის ფაქტებიც გვაქვს)

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 17:54
Saturnus
ძველ აღთქმას რას გადაეკიდე. ის ბევრჯერაა გადაწერილი და შეცვლილი ებრაელების მიერ. ლილიტზე არ დასვა კიდევ კითხვები...

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 17:57
Anna Ricci
QUOTE
ძველ აღთქმას რას გადაეკიდე. ის ბევრჯერაა გადაწერილი და შეცვლილი ებრაელების მიერ


კანონიკაში არ გაქვთ ძველი აღთქმა? ტყუილები და ებრაელების გადაწერილი რამეები გიწერიათ უფლის სიტყვის მაგივრად მაგ წიგნში?

აღიარებ მაგას? smile.gif

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 18:28
Saturnus
ვაღიარებ ფარისევლების ჩალიჩს
რომლებზე ქრისტეს აქვს ნათქვამი- ბოროტია მამა თქვენი, და სიცრუე საქმე- ებიო

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 18:34
Anna Ricci
QUOTE
ვაღიარებ ფარისევლების ჩალიჩს
რომლებზე ქრისტეს აქვს ნათქვამი- ბოროტია მამა თქვენი, და სიცრუე საქმე- ებიო


რასაც გეკითხები იმაზე მიპასუხე პირდაპირ: სიმართლე წერია ძველი აღთქმის მაგ მონაკვეთებში თუ ტყუილი?

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 18:43
სიმართლე არის იქ დაშიფრული არა პირდაპირ დაწერილი ,
როგორც ეს შენ გგონია. არის ადამიანის დამატებებიც ,გადაწერა-შემოკლებები

და წინააღბდეგობებიც. მაგალითად ადამიანის სექმნა ორ ადგილას წერია . ჯერ 6 დღეს ქალიც და კაციც

მერე მეორე თავში ადამი შეიქმნა თიხაში ხვთაებრივი სულის ცაბერით და მისი ნეკნიდან ევაო.
ამას შიფრავენ ასე ც . რომ ხალხი იყო ადამი და ევამდეც ადამი და ევა იყო ედემის ბაღში და ხალხი ( მსგავსად და ხატად მაგრამ ღვთაებრივი სულის გარეშე) -დანარჩენ დედამიწაზე. ადამმა და ევამ რომ ცოდვა ჩაიდინა ,განიდევნენ ამ დანარჩენ ხალხთან მერე

6 თავში მერე საუბარია სისხლის შერევაზე , რაზეც უფალი განრისხდა და წარღვნა მოავლინა.
ვისი სისხლის შერევაზეა საუბარი? ადამიანების (ღვთის შვილების) და ხალხის

ანი კაცი -კაი ცისა სხვაა
და ადამიანი- ადამის შთამომავლობა სულ სხვა
ერთი მსგავსია უფლისა როგორც ჭურჭელი და მეორე - სულით

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 18:48
Anna Ricci
QUOTE
სიმართლე არის იქ დაშიფრული არა პირდაპირ დაწერილი ,
როგორც შენ გგონია


ჰა ეხა დაშიფრულია თუ ებრაელების გადაწერილი? ვერ ხვდები სად გაიქცე ხო? lol.gif სად წერია რომ დაშიფრულია ისე? ან რისთვის არის დაშიფრული მაინც? ყველასთვის გასაგებ მარტივ ენაზეა დაწერილიო თქვენ არ ამბობთ? ეხა უცბათ გახდა დაშიფრული? წარღვნა მოხდა მთელ დედამიწაზეო მაგას არ ამბობთ? ნებისმიერ მართლმადიდებელ მღვდელს ან თუნდაც ილია მეორეს რო კითხო შესაქმის დღეებზე, ჩამოგითვლის რაც მე დავწერე მაგას თუ მეტყვის დაშიფრულიაო?

რამე დაშიფრულ სექტაში ხარ? lol.gif იმიტო რო მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია ეგ არ არის. დადე მოკლედ ბიბლიიდან ნაწყვეტი რომელიც იტყვის რომ პირდაპირ არ უნდა გავიგოთ ეგ ყველაფერი.

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 18:59
სადაო საკიტხები ბევრია
ვინაიდან დღეს არის ლოგიკის ჟამი
არა ესთეტიკური აღთმის რაც იყო და იქნება კიდევ .
მხოლოდ ლოგიკით ვერ გაშიფრავ


Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 19:01
Anna Ricci
QUOTE
სადაო საკიტხები ბევრია
ვინაიდან დღეს არის ლოგიკის ჟამი
არა ესთეტიკური აღთმის რაც იყო და იქნება კიდევ .
მხოლოდ ლოგიკით ვერ გაშიფრავ


ნუ ახტები თემას! გეკითხები: პირდაპირ უნდა გავიგოთ თუ არა შესაქმის დღეები რითიც იწყება ბიბლია. გასაგებად წერია რომ ჯერ მცენარეები შექმნა ღმერთმა და მერე მზე და მთვარე. სადმე ისკც დაწერა რო არა, ჯერ მზე შევქმენი და მერე მცენარეებიო? ან ეგ კი ეგრე დავწერე მარა უკუღმა გაიგეთო? lol.gif

Posted by: Anna Ricci 28 Mar 2024, 19:05
გასათვალისწინებელია - დრო ღმერთთან არა არის

დღეები კი დროს თვისებაა(ანუ ჩვენი)

უნდა მომენტად აღითქვა ერთ მომენტს ეს იყო, მეორეს -ეს, კიდევ ეს
შეიძლება მესემე მეორეზე ადრეც მომხდარიყო. ჩვენი გაგებით

Posted by: Saturnus 28 Mar 2024, 19:13
Anna Ricci
QUOTE
გასათვალისწინებელია - დრო ღმერთთან არა არის
დღეები კი დროს თვისებაა(ანუ ჩვენი)
უნდა მომენტად აღითქვა ერთ მომენტს ეს იყო, მეორეს -ეს, კიდევ ეს
შეიძლება მისემე მეორეზე ადრეც მომხდარიყო. ჩვენი გაგებით


დღე შეიძლება დღე არ იყოს მარა მესამე მეორეზე ადრე რანაირად მოხდებოდა? lol.gif არათანმიმდევრულია ღმერთი თუ ჩვენ გვატყუებს თანმიმდევრობაში? რა კაია მოკლედ ესეიგი ჭრი და კერავ შენ გემოზე lol.gif გასაგებად წერია, ჯერ იყო მცენარეები, მერე მზე. სადმე წერია რომ ეგ უკუღმა შეიძლებოდა მომხდარიყო?

Posted by: Tornike Alashvili 28 Mar 2024, 23:47
მზე ბიბლიის მიხედვით პირველივე დღეს შეიქმნა . სინათლე. მესამე დღეს ,როდესაც მცენარეების მოღვაწეობის შედეგად ჟანგბადი წარმოიშვა. ზედა ატმოსფეროს სფეროში კი-ოზონის შრე ,გაიწმინდა ატმოსფერო მტვერიდან და ორთქლიდან მერე გამოჩნდა დედამიწაზე მხე და მთვარე, ვარსკვლავები.
ეს იგულისხმება მანდ old.gif

Posted by: Saturnus 29 Mar 2024, 00:12
Tornike Alashvili

ვახ ვახ კავალერია lol.gif ვერ უშველი მაინც no.gif დედამიწა ფორმირდა 4.5 მილიარდი წლის წინ, ხოლო გაცივდა და ატმოსფერო გაეწმინდა იმ დონეზე რომ მზე ხილვადი ყოფილიყო მაქედან 100-200 მილიონ წელში, ანუ 4.4-დან 4.3 მილიარდი წლის პერიოდში. პირველი ჟანგბადის გამომყოფი ციანობაქტერიები მაქედან 1 მილიარდ(!) წელში გამოჩნდნენ, ხოლო პირველი მცენარეები მაქედან 4 მილიარდ წელში. და მაგ მცენარეებზე შედარებით ძველები (150 მილიონი წლით) წყლის ცხოველები არიან, ანუ მანდაც ტყუილია ნახევრად.
ეგ სინათლე იმიტოა დიდი ალბათობით ნახსენები თავიდან რომ ვერ ხვდებოდნენ მაგის მთავარი წყარო მზე იყო, რახან ღამეც ნათელი იყო გარემო რაღაც დონეზე. დიდს ეს არაფერს ცვლის მარა მაინც, ფაქტს რო ხაზი გავუსვათ.

მოეშვით შესაბამისად ამ ახალ-ახალი ზღაპრების შეთხზვას და პირის წმენდას სისულელე ებრაულ მითოლოგიაზე! აღიარეთ რომ ტყუილებში ცხოვრობთ.

Posted by: Kenward_Newson 29 Mar 2024, 05:55
QUOTE
ყოველი ადამიანის აზრი და გამონათქვამი - სიცრუეა
სიბრძნე მხოლოდ ბუნებაშია


არა. სიბრძნე გვხვდება წიგნებში და სწავლულებში. ბუნება ჩურჩულით ლაპარაკობს, ფილოსოფოსი კი ხმამაღლა. ამიტომ სიბრძნე მოდის ფილოსოფიიდან და გონებიდან და არა ბუნებიდან ))

Posted by: Anna Ricci 8 Apr 2024, 14:19
იუმორის თემაში, მერე კიდევ სადღაწ Saturnus მა წამოჭრა საკითხი რომ დაბალი კონცენტრაციის თუ იყო გოგირდწყალბადი ატმოსფეროშიო . იცი რომ მემილიარდე ნაწილსაც შეუძლია საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა ქომდეს? მერიკული კვლევებით ჰაერში მემილიარდე წილი რომ სედიოდეს ეს ნივთიერება და ამით ასუნთქო თაგვები ანაბიოზში ვარდებიან . მეასე და მეათასე წილი -ქიმიურად საკმაოდ აქტიურიაюპირველი ატმოსფერო იყო H2S. ეს გენეტიკაში აღბეჭდილია და ამიტომ მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა საკმაოდ მაღალია.
https://www.dissercat.com/content/vliyanie-serovodoroda-na-sokratimost-miokarda-predserdii-myshi

https://www.science.org/doi/10.1126/science.1108581

https://en.wikipedia.org/wiki/Biological_functi0ns_of_hydrogen_sulfide

ის საკმაოდ ტოქსიური გაზია და რას იწვევს - ერიტროციტების დაშლას, ჰემოლიზს . მიტახონდრიების დაზიანებას და მოკლედ ყველაფერს ,რაც ჟანგბადის ენერგეტიკას შეეხება და შეუძლია ანაერობული სუნთქვა ჩართოს ( რაც ევოლუციურად ადრე იყო, 3 მილიარდი წლის წინ) .
ჰომეოპათიური H2S ცხადია პირიქით მოქმედებს ანუ აამუშავებს მიტოქონდრიებს( რომლებიც მაგალითად გათიშულია სიმსივნის უჯრედებში). ამიტომ ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ვიცით.
სასაცილოა როცა წერ - არ პასუხობ, ვინაიდან არ იცი რა მიპასუხოო.
ისევ იუმორის თემაში დაბრუნდე და აქ არ გვაცინო -არ გინდა?

Posted by: Saturnus 8 Apr 2024, 15:34
Anna Ricci
QUOTE
იუმორის თემაში, მერე კიდევ სადღაწ Saturnus მა წამოჭრა საკითხი რომ დაბალი კონცენტრაციის თუ იყო გოგირდწყალბადი ატმოსფეროშიო . იცი რომ მემილიარდე ნაწილსაც შეუძლია საკმაოდ ძლიერი ზეგავლენა ქომდეს? მერიკული კვლევებით ჰაერში მემილიარდე წილი რომ სედიოდეს ეს ნივთიერება და ამით ასუნთქო თაგვები ანაბიოზში ვარდებიან . მეასე და მეათასე წილი -ქიმიურად საკმაოდ აქტიურიაюპირველი ატმოსფერო იყო H2S. ეს გენეტიკაში აღბეჭდილია და ამიტომ მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა საკმაოდ მაღალია.
https://www.dissercat.com/content/vliyanie-...redserdii-myshi
https://www.science.org/doi/10.1126/science.1108581
ის საკმაოდ ტოქსიური გაზია და რას იწვევს - ერიტროციტების დაშლას, ჰემოლიზს . მიტახონდრიების დაზიანებას და მოკლედ ყველაფერს ,რაც ჟანგბადის ენერგეტიკას შეეხება და შეუძლია ანაერობული სუნთქვა ჩართოს ( რაც ევოლუციურად ადრე იყო, 3 მილიარდი წლის წინ) .
ჰომეოპათიური H2S ცხადია პირიქით მოქმედებს ანუ აამუშავებს მიტოქონდრიებს( რომლებიც მაგალითად გათიშულია სიმსივნის უჯრედებში). ამიტომ ჩვენ ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობთ და ვიცით.


რაში მაინტერესებს ეგ ყველაფერი და როდის გეკამათები აი მაგაზე? მზეს აბნელებდა ეგ გაზი ისეთი კონცენტრაციით იყო? აი ეგ არის უბრალო ტყუილი რაც არ გაგივათ. მომწამლავი როა და ოდესღაც ამაზე მეტი კონცენტრაციით რო იყო ატმოსფეროში ეგ ვიცი გადასარევად და არც გეკამათებით მაგაზე, არაფერში მჭირდება lol.gif

QUOTE
სასაცილოა როცა წერ - არ პასუხობ, ვინაიდან არ იცი რა მიპასუხოო.


არ იცი და რა დაგიწერო აბა? ეხა მაგ გაზის თვისებები რო დამიწერე ეგ იმის ცოდნაა მზეს აბნელებდა თუ არა? drug.gif

QUOTE
ჰომეოპათიური H2S ცხადია პირიქით მოქმედებს ანუ აამუშავებს მიტოქონდრიებს


მტკიცებულება გაქვს რამე ამის?

Posted by: Anna Ricci 8 Apr 2024, 15:54
Saturnus
QUOTE
მტკიცებულება გაქვს რამე ამის?

ეს საერთო კანონზომიერებაა , რასაც იწვევს ნივთიერება დიდ დოზაში, იმის საპირისპირო მოქმედება აქვს მის მცირე დოზას ორგანიზმზე.
მექანიზმი - ის რაც წამლის მიმართ მიჩვევას იწვევს , ანუ ნივთიერებაზე პირველად რეაქციას მოწყვება უკუ რეაქცია ორგანიზმის. ეს უკურეაქცია პირველადის საპირისპიროა ყველამხრივ. ისე კი არა როგორც იცდება ფარპრეპარატები ,ერთ პარამეტრზე ან 2-3 ზე. მრავალფატობრივად რომ შეფასდეს. მცირე დოზის მირებისას პირველადი რეაქცია მალე გადის და უკურეაქცია საკმაოდ უფრო დიდხანს გრძელდება . ესაა და ეს .

ტოკსიკოლოგია H2S -ს კარგად არის აღწერილი,თუ დაგიდო ბმულები?

დანარჩენზე გაანძრიე ტვინი

Posted by: Saturnus 8 Apr 2024, 16:03
Anna Ricci


QUOTE
ეს საერთო კანონზომიერებაა , რასაც იწვევს ნივთიერება დიდ დოზაში, იმის საპირისპირო მოქმედება აქვს მის მცირე დოზას ორგანიზმზე.


ვისი მოგონილი და ვისი დამტკიცებული კანონზომიერებაა? როდის თან? რაში ვიყენებთ? მცირე დოზაში რა იგულისხმება? მტკიცებულება დადე მაგის! წამლებს აღარ უნდა ვაწარმოებდეთ მაშინ და მთლიანად მაგ კანონზომიერების გამოყენებაზე უნდა ვიყოთ გადასულები drug.gif ვერ ეშვები მაინც ამ შარლატანიზმის ქადაგებას ხო?

QUOTE
დანარჩენზე გაანძრიე ტვინი


შენ განძრეული გაქ უკვე ხო? lol.gif lol.gif lol.gif

და რასაც გეკითხები ჯამში მაგაზე მიპასუხე: მზეს აბნელებდა ეგ გაზი ისეთი კონცენტრაციით იყო?

Posted by: Anna Ricci 8 Apr 2024, 16:07
Saturnus
არ ფიქრობ . არ ატოკებ ტვინს . არ ააქვს აზრი მეტის წერას .

QUOTE
და რასაც გეკითხები ჯამში მაგაზე მიპასუხე: მზეს აბნელებდა ეგ გაზი ისეთი კონცენტრაციით იყო?


ამაზე გიპასუხე ბევრჯერ - ცხადია კი

Posted by: Saturnus 8 Apr 2024, 16:10
Anna Ricci

QUOTE
არ ფიქრობ . არ ატოკებ ტვინს . არ ააქვს აზრი მეტის წერას .


კითხვას რომ სვამს ადამიანი და მტკიცებულებაც ითხოვს ეგ ნიშნავს რომ არ ფიქრობს? ტყუილში ხო არ გიჭერს შემთხვევით და მაგიტო ხო არ გარბიხარ?

1. დადე მტკიცებულება რომ 4 მილიარდი წლის წინ მზე არ ჩანდა ამ პლანეტიდან
2. დადე მტკიცებულება რომ რყველაფერი რაც მაღარ დოზებში საწამლავია, ძალიან დაბალ დოზებში კარგად მოქმედებს საერთოდ რამეზე მაინც!

Posted by: Anna Ricci 8 Apr 2024, 16:19
Saturnus


ტყვლი მოიკითხე შენს მხარეს

ოდნავ ღრუბლიან ამიდში არ ჩანს მზე და ვარსკვლავები -დრესაც ამას ბევრჯერ ვხედავთ

და მაშინ, როდესაც იბომბებოდა დედამიწის ზედაპირი მეტეორიტებით, უამრავი ვულკანები იყო და დუღდა ლავა თუმდაც ოკეანების ბსკერზე ,
როგორ იქნებოდა მზიანი ნათელი დღე? მზე თუ მოჩანს, მთვარე და ვარსკვლავებზე ზედმეტია საუბარი

Posted by: Saturnus 8 Apr 2024, 16:30
Anna Ricci

QUOTE
და მაშინ, როდესაც იბომბებოდა დედამიწის ზედაპირი მეტეორიტებით, უამრავი ვულკანები იყო და დუღდა ლავა თუმდაც ოკეანების ბსკერზე ,როგორ იქნებოდა მზიანი ნათელი დღე?


ხოდა როდემდე იყო ეგეთი სიტუაცია ამ პლანეტაზე? მისი ფორმირებიდან რამდენი ხანი იყო ატმოსფეროში იმდენი მტვერი და გაზი რომ მზე არ გამოჩენილიყო. მზიან, ნათელ დღევანდელ დღეს არავინ ითხოვს, ეგ საიდან მოიგონე drug.gif

QUOTE
მზე თუ მოჩანს, მთვარე და ვარსკვლავებზე ზედმეტია საუბარი


მაქსიმუმ 600-700 მილიონი წელი დაჭირდა იმ დონეზე ყველაფრის გასუფთავებას რომ ვარსკვლავები გამოჩენილიყო ცაზე.

ვერ გარბიხარ ვერაფრით მოკლედ მარა მაინც არ ეშვები ხო? drug.gif

Posted by: Anna Ricci 8 Apr 2024, 17:21
QUOTE
მაქსიმუმ 600-700 მილიონი წელი დაჭირდა იმ დონეზე ყველაფრის გასუფთავებას რომ ვარსკვლავები გამოჩენილიყო ცაზე.

დაამტკიცე !

რატომ 3 -4 მილიარდი არა?

კოსმოსური მტვერიდან დაწმენდა კიდევ სხვაა
და ვულკანური მტვერი, ორთქლი ცხელი მიწიდან ცივ ატმოსფეროში?
სანამ მცენარეები არ გაჩნდა მანამდე არ დასტაბილურდებოდა მდგომარეობა ისე, რომ დღევანდელ ნათელ ცას ოდნავ დამზგავსებოდა

Posted by: Saturnus 8 Apr 2024, 17:44
Anna Ricci
QUOTE
დაამტკიცე !


არაა პრობლემა:

დანალექი შრეები: დანალექ ქანებს შეუძლიათ მოგვცენ ინფორმაცია წარსულის გარემოზე. მაგალითად, კონკრეტული მინერალები მაგ ქანებში აჩვენებენ რომ სქელი ღრუბელი არ იყო მაგ პერიოდში ატმოსფეროში რაც მზეს დაფარავდა.
იზოტოპების ანალიზი: უძველეს ქანებში იზოტოპების კვალით შეგვიძლია გავარკვიოთ ნახშირორჟანგის დონე როგორი იყო მაგ დროისთვის. ნახშირორჟანგის დონე მოქმედებს კლიმატზე და კლიმატი ერთერთი ფაქტორია მზე დაიფარება თუ არა. ასევე პალეოკლიმატოლოგია შეისწავლის მაგ ყველაფერს (ქანებში ქიმიკატების და ნამარხების არსებობა/განაწილება).
ასტროგეოლოგიური მოვლენები: კრატერებით და ვულკანების ნარჩენებით შეგვიძლია გავიგოთ როდის და რა დონეზე ფარავდა ეგ ყველაფერი ატმოსფეროს (რაც აჩვენებს რომ 600-700 მილიონი წლის ფარგლებში უკვე ისეთი "დამშვიდებული" იყო ყველაფერი რომ ვარსკვლავებიც კი გამოჩნდებოდა ცაზე, მზეზე რომ აღარ ვთქვათ არაფერი).

აი ეს არის მეცნიერული ფაქტები. გგონია შენსავით ჰარიჰარალოზე ვწერ ტყუილებს? drug.gif
შენ რა გაქვს საწინააღმდეგო? მტკიცებულება გაქვს რამე რომ დედამიწის ფორმირებიდან მაგალითად 1 მილიარდ წელში (ან მითუმეტეს 3-4 facepalm.gif ) ისევ დაფარული იყო ატმოსფერო და მზე არ ჩანდა? დადე!

QUOTE
სანამ მცენარეები არ გაჩნდა მანამდე არ დასტაბილურდებოდა მდგომარეობა ისე, რომ დღევანდელ ნათელ ცას ოდნავ დამზგავსებოდა


დადე ამის გეოლოგიური მტკიცებულება.

Posted by: Anna Ricci 8 Apr 2024, 17:58
Saturnus
სანამ მეორე ატმოსფერო არ გაჩნდა და წყალბადმა განდევნა ჰელიუმი და წყალბადი ბოლომდე ატმოსფეროდან,მზე ვერ გამოჩნდებოდა - ეს ერთი .
მეორე - ამ დროს კიდევ ბობოქრობდა ვულკანები და მათ დაწყნარებამდე დანახვით შუქს მზისას კი დაინახავი , მაგრამ მზეს ვერა.

რაც დადე -ეს შენი ვარაუდია, რომ მზე გამოჩნდებოდა და არა მტკიცებულება რამე

დასკვნა . ის რომ ბიბლიაში წერია რომ ჯერ მცენარეები გაჩნდა და მერე გამოჩნდა მზე და ვარსკვლავები -ამის უარყოფა არავითარი მეცნიერული კვლევებით არ ხდება და ვერც მოხდება.


ეს მხოლოდ სურვილი და ვარაუდებია, რომ თითქოს ცა 4 მილიარდი წელია სულ სუფთა იყო დედამიწაზე

დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება .
ვისაც არ მოწონს , ცივი შხაპი მიიღოს

Posted by: Saturnus 8 Apr 2024, 18:07
Anna Ricci

QUOTE
სანამ მეორე ატმოსფერო არ გაჩნდა და წყალბადმა განდევნა ჰელიუმი და წყალბადი ბოლომდე ,მზე ვერ გამოჩნდებოდა - ეს ერთი .


ბატონო? lol.gif ჰელიუმი რა შუაშია საერთოდ? მაქსიმუმ 0.01% იყო მაგის კონცენტრაცია ამ პლანეტაზე. რა მზე ვერ გამოჩნდებოდა???? საიდან იგონებ ესეთ რამეებს? წყალბადიც და ჰელიუმიც გამჭვირვალე გაზებია. რა შუაშია ეგ მზის დაფარვასთან საერთოდ? ან რა მეორე ატმოსფეროზე ლაპარაკობ? ან რა განდევნა წყალბადმა? მტკიცებულებები დაყარე მოკლედ ყველაფრის.

QUOTE
მეორე - ამ დროს კიდევ ბობოქრობდა ვულკანები და მათ დაწყნარებამდე დანახვით შუქს მზისას კი დაინახავი , მაგრამ მზეს ვერა


ხოდა რა დროს? გეოლოგიური მტკიცებულება დადე რომ "ეგ დრო" მცენარეების გაჩენის მერე იყო. მიდი.

QUOTE
რაც დადე -ეს შენი ვარაუდია, რომ მზე გამოჩნდებოდა და არა მტკიცებულება რამე


მეცნიერული ფაქტების უარყოფა დაიწყე უცბათ რო მიხვდი მეტი გზა აღარ გაქვს? ვარაუდი არ არის, მეცნიერულ ფაქტების შეჯამებაა - ეგრე მუშაობს მეცნიერება. რა გინდა აბა კამერით გადავიღო 3 მილიარდი წლის წინ როგორი იყო დედამიწა?
გეოლოგიას და მეცნიერულ ფაქტებს უარყოფ და კამერის ჩანაწერი გინდა მაგ დროიდან? თუ რას ითხოვ?

Posted by: Anna Ricci 8 Apr 2024, 18:59
Saturnus

მეცნიერული ფაქტებია რასაც დაწერ და რასაც არა - ცხრუმეცნიერება? იქნებ პირიქიტაა დაფიქრდი .

Posted by: Saturnus 8 Apr 2024, 19:15
Anna Ricci

დადე იმის მტკიცებულებები რასაც წერ! იქნებ რა როგორ არის არ მაგინტერესებს. ვიცი გეოლოგიური ფაქტები რომლებიც აჩევენებს რომ ამ პლანეტის ფორმირებიდან 1 მილიარდი წლის ფარგლებში მზეც და ვარსკვლავებიც გამოჩნდებოდა, იმდენად იყო გაწმენდილი ცა (ვულკანური აქტივობაც დაკლებული იყო, კლიმატიც შესაბამისი, თავად დედამიწაც გაციებული). საწინააღმდეგოსი ხო გჯერა? ხოდა დადე მტკიცებულება. ან აღიარე რომ რაღაცა წიგნში დაწერილი ზღაპრის გჯერა.

Posted by: Anna Ricci 10 Apr 2024, 13:27
სულ მარტივი, ვიკის რომ მივმართოდ https://en.wikipedia.org/wiki/History_of_Earth
ვულკანური გაზების შედეგად, სავარაუდოდ, შეიქმნა პირველყოფილი ატმოსფერო და შემდეგ ოკეანე, მაგრამ ადრეული ატმოსფერო თითქმის არ შეიცავდა ჟანგბადს. დედამიწის დიდი ნაწილი დნებოდა სხვა სხეულებთან ხშირი შეჯახების გამო, რამაც გამოიწვია უკიდურესი ვულკანიზმი. სანამ დედამიწა ადრეულ სტადიაში იყო (ადრეული დედამიწა), ითვლება, რომ გიგანტური ზემოქმედება პლანეტის ზომის სხეულთან, სახელად თეია, შექმნა მთვარე. დროთა განმავლობაში დედამიწა გაცივდა, რამაც გამოიწვია მყარი ქერქის წარმოქმნა და ზედაპირზე თხევადი წყლის გამოჩენა.
------------
როდესაც დედამიწა გაცივდა, ღრუბლები წარმოიქმნა. წვიმამ შექმნა ოკეანეები. ბოლოდროინდელი მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ოკეანეებმა შესაძლოა ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ 4,4 მილიარდი წლის წინ.[34] არქეული ეონის დასაწყისისთვის მათ უკვე დაფარეს დედამიწის უმეტესი ნაწილი. ამ ადრეული წარმონაქმნის ახსნა რთული იყო პრობლემის გამო, რომელიც ცნობილია როგორც სუსტი ახალგაზრდა მზის პარადოქსი. ცნობილია, რომ ვარსკვლავები ასაკთან ერთად უფრო კაშკაშა ხდება და მზე 30%-ით კაშკაშა გახდა 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბების შემდეგ. [70] მრავალი მოდელი მიუთითებს იმაზე, რომ ადრეული დედამიწა ყინულით უნდა ყოფილიყო დაფარული. [71][66] სავარაუდო გამოსავალი არის ის, რომ საკმარისი ნახშირორჟანგი და მეთანი იყო სათბურის ეფექტის გამოსაწვევად. ნახშირორჟანგი უნდა იყოს წარმოებული ვულკანების მიერ, ხოლო მეთანი ადრეული მიკრობების მიერ. ვარაუდობენ, რომ მეთანის ფოტოლიზის პროდუქტებისგან წარმოქმნილი ორგანული ნისლიც იყო, რამაც ასევე გამოიწვია სათბურის საწინააღმდეგო ეფექტი. [72] კიდევ ერთი სათბურის გაზი, ამიაკი, გამოიყოფოდა ვულკანების მიერ, მაგრამ სწრაფად განადგურდა ულტრაიისფერი გამოსხივებით. [62
----------------------------
მერე ნახე ქვევით ადრინდელი ატმოსფერო, მეორადი, მესამედი...
-------------

https://fb.ru/article/565848/2024-pervichnaya-atmosfera-zemli-taynyi-proshlogo-planetyi


Аэрозоли и мутность атмосферы Первичная атмосфера Земли содержала большое количество аэрозольных частиц, основными источниками которых были: Вулканическая деятельность (пепел, дым, сажа) Выветривание горных пород (минеральная пыль) Испарение океанов (соли морского происхождения) Биологические источники (споры, пыльца) Высокое содержание аэрозолей приводило к сильной мутности атмосферы и ослаблению солнечной радиации, достигающей поверхности. Этот эффект частично нивелировал парниковое действие плотной атмосферы.

ის.რასაც მე ვწერ 90% რომ ასეა - მეტი რაღა მტკიცებულება უნდა.
სათანადოთ,
ტყვილია 90%-ით განცხადება,
თითქოს 4 მილიარდი წელია ატმოსფერო დაიწმინდა და აჟურშია

თემას რომ დაუბრუნდე - მე ვიცი, რა არ ვიცი და რა ვიცი.
შენ -ვერც კი ხვდები,რომ არ იცი და ამას ნათლად ვხედავ.
მეტი რა აზრი აქვს კამათს ამ თემაზე ? მე ,რაც არ უნდა იყვეს არ ვმონაწილებ.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება .

Posted by: Saturnus 10 Apr 2024, 16:39
Anna Ricci
QUOTE
სულ მარტივი, ვიკის რომ მივმართოდ https://en.wikipedia.org/wiki/History_of_Earth
ვულკანური გაზების შედეგად, სავარაუდოდ, შეიქმნა პირველყოფილი ატმოსფერო და შემდეგ ოკეანე, მაგრამ ადრეული ატმოსფერო თითქმის არ შეიცავდა ჟანგბადს. დედამიწის დიდი ნაწილი დნებოდა სხვა სხეულებთან ხშირი შეჯახების გამო, რამაც გამოიწვია უკიდურესი ვულკანიზმი. სანამ დედამიწა ადრეულ სტადიაში იყო (ადრეული დედამიწა), ითვლება, რომ გიგანტური ზემოქმედება პლანეტის ზომის სხეულთან, სახელად თეია, შექმნა მთვარე. დროთა განმავლობაში დედამიწა გაცივდა, რამაც გამოიწვია მყარი ქერქის წარმოქმნა და ზედაპირზე თხევადი წყლის გამოჩენა.
------------
როდესაც დედამიწა გაცივდა, ღრუბლები წარმოიქმნა. წვიმამ შექმნა ოკეანეები. ბოლოდროინდელი მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ოკეანეებმა შესაძლოა ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ 4,4 მილიარდი წლის წინ.[34] არქეული ეონის დასაწყისისთვის მათ უკვე დაფარეს დედამიწის უმეტესი ნაწილი. ამ ადრეული წარმონაქმნის ახსნა რთული იყო პრობლემის გამო, რომელიც ცნობილია როგორც სუსტი ახალგაზრდა მზის პარადოქსი. ცნობილია, რომ ვარსკვლავები ასაკთან ერთად უფრო კაშკაშა ხდება და მზე 30%-ით კაშკაშა გახდა 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბების შემდეგ. [70] მრავალი მოდელი მიუთითებს იმაზე, რომ ადრეული დედამიწა ყინულით უნდა ყოფილიყო დაფარული. [71][66] სავარაუდო გამოსავალი არის ის, რომ საკმარისი ნახშირორჟანგი და მეთანი იყო სათბურის ეფექტის გამოსაწვევად. ნახშირორჟანგი უნდა იყოს წარმოებული ვულკანების მიერ, ხოლო მეთანი ადრეული მიკრობების მიერ. ვარაუდობენ, რომ მეთანის ფოტოლიზის პროდუქტებისგან წარმოქმნილი ორგანული ნისლიც იყო, რამაც ასევე გამოიწვია სათბურის საწინააღმდეგო ეფექტი. [72] კიდევ ერთი სათბურის გაზი, ამიაკი, გამოიყოფოდა ვულკანების მიერ, მაგრამ სწრაფად განადგურდა ულტრაიისფერი გამოსხივებით. [62
----------------------------
მერე ნახე ქვევით ადრინდელი ატმოსფერო, მეორადი, მესამედი...
-------------

https://fb.ru/article/565848/2024-pervichna...shlogo-planetyi


Аэрозоли и мутность атмосферы Первичная атмосфера Земли содержала большое количество аэрозольных частиц, основными источниками которых были: Вулканическая деятельность (пепел, дым, сажа) Выветривание горных пород (минеральная пыль) Испарение океанов (соли морского происхождения) Биологические источники (споры, пыльца) Высокое содержание аэрозолей приводило к сильной мутности атмосферы и ослаблению солнечной радиации, достигающей поверхности. Этот эффект частично нивелировал парниковое действие плотной атмосферы.

ის.რასაც მე ვწერ 90% რომ ასეა - მეტი რაღა მტკიცებულება უნდა.
სათანადოთ,
ტყვილია 90%-ით განცხადება,
თითქოს 4 მილიარდი წელია ატმოსფერო დაიწმინდა და აჟურშია


ყველაფერი რაც აქ გიწერია აჩვენებს რომ დედამიწა "მალევე" გაცივდა. ჟანგბადი არ არის აუცილებელი იმკსთვის რომ მზე და ვარსკვლავები ჩანდეს facepalm.gif
სად არის იმის მტკიცებულება რომ მტვერი და გაზი მაგალითად 3.5 ან 2.5 მილიარდი წლის წინ იმ დონეზე იყო რომ მზე და ვარსკვლავები არ გამოჩნდებოდა???

Posted by: Anna Ricci 10 Apr 2024, 17:20
Saturnus ვინმემ აუხსენიტ ამ იუზერს, რომ მორჩა კამათი .

არ იცის ის რომ არ იცის. თუ სოკრატე უნდა ავაყენოთ ?

Posted by: Saturnus 10 Apr 2024, 17:24
Anna Ricci

QUOTE
ვინმემ აუხსენიტ ამ იუზერს, რომ მორჩა კამათი .


საიდან მოიტანე? აი ეგ ტექსტი რაც დადე მაქედან ამოაკოპირე სად ჩანს რომ 3 მილიარდი წლის წინ იმ დონეზე იყო მტვრით და გაზებით დედამიწა დაფარული რომ მზე და ვარსკვლავები არ გამოჩნდებოდა. ვერ გაიქცევი ვერსად და არაფერი დამთავრებულა!

QUOTE
არ იცის ის რომ არ იცის


რა არ ვიცი? არსებობს გეოლოგიური მტკიცებულება რომ დედამიწის ფორმირებიდან 1 მილიარდი წლის ფარგლებში მტვერიც და აირებიც იმ დონეზე გაიწმინდა რომ მზე და ვარსკვალვები აღარ იფარებოდა.

ეგ სტატია შენ რაც დადე მანდ ფოტოს დააკვირდი ვარსკვლავი ჩანს lol.gif

user posted image

როდის უნდა მოეშვა ამ საკუთარი თავის მოტყუებას? სხვების არ გამოგდის ხო დედავ drug.gif

Posted by: Anna Ricci 11 Apr 2024, 15:23
Saturnus
ბლეფია შენი მტკიცებულება

Posted by: Saturnus 11 Apr 2024, 15:37
Anna Ricci

QUOTE
ბლეფია შენი მტკიცებულება


რატო ვითომ?

Posted by: Mr-Raptor 15 Apr 2024, 17:22
QUOTE (tyvia @ 16 Jan 2024, 13:50 )
სოკრატემ თქვა მე ვიცი ის რომ არაფერი ვიციო
როგორ შეიძლება ეს სიბრძნე იყოს როცა არანაირი გარანტია არ გაქვს რომ ყველაფერი რაც გისწავლია ტყუილია
საიდან იცი რომ არაფერი არ იცი როცა თავისუფლად შეიძლება რაღაც მართალი აღმოჩნდეს და არ უშვებ ამის შესაძლებლობას
ამიტომ მოვიდა დრო რომ გასწორდეს ეს ფრაზა
მისი გაუმჯობესებული ვარიანტი იქნება: "მე ვუშვებ იმას რომ არაფერი არ ვიცი"

დაწერეთ კიდევ ისეთი ცნობილი ფრაზები რომლებსაც არ ეთანხმებით

ზოგადად ტრენდი იყო მუდამ და იქნება კიდეც, როცა ცნობილი ადამიანი რამეს იტყვის, თუნდაც უკიდეგანო ღლეობას, ის ეგრევე ტრენდდება, და რაც უფრო დიდს იტყვის უფრო ტრენდდება yes.gif

აი სოკრატესნაირი პიროვნება რო ამბობს არაფერი ვიციო, ასეთივე ღლეობაა, გასაგებია იგულისხმება, რომ მეტი უნდა იცოდეს და რაც იცის მას საკმარისად არ მიიჩნევს ან რისი ცოდნაც უნდა და არ იცის მარტო მას თვლის რეალურ ცოდნას და რაც იცის ის არაფრად მიაჩნია მნიშვნელობით, მაგრამ ზოგადად ასეთი გამოთქმა არაა აზრიანი

თუ სოკრატემ ის დაუშვა რაც შენ დაწერე, ანუ რაც იცის, ფიქრობს, რომ შესაძლოა ყველაფერი ტყუილი იყოს და რეალობა სხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება რო გამართლება მიეცეს, მაგრამ არა სრულად მანდაც, ეხლა სიტყვაზე ზეითისხილი რო 200+ წელი ცოცხლობს, ეგ მაგის დროსაც ასე იყო და ეხლაც ასეა (მაგალითისთვის)

Posted by: tyvia 16 Apr 2024, 11:20
Mr-Raptor

QUOTE
თუ სოკრატემ ის დაუშვა რაც შენ დაწერე, ანუ რაც იცის, ფიქრობს, რომ შესაძლოა ყველაფერი ტყუილი იყოს და რეალობა სხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება რო გამართლება მიეცეს, მაგრამ არა სრულად მანდაც, ეხლა სიტყვაზე ზეითისხილი რო 200+ წელი ცოცხლობს, ეგ მაგის დროსაც ასე იყო და ეხლაც ასეა (მაგალითისთვის)


ეგ პირადად არ შეგიმოწმებია და მხოლოდ ინფორმაციაა რომელიც შენამდე მოვიდა ამიტომ თავისუფლად შეიძლება რომ არასწორი იყოს
მაგრამ რომც შეგემოწმებინა მაინც არ იქნებოდა 100%-იანი მტკიცებულება
იმიტომ რომ შეიძლება მიზეზების მოფიქრება როგორ შეიძლებოდა შესულიყავი შეცდომაში

Posted by: Mr-Raptor 16 Apr 2024, 12:18
tyvia
არა რატო, ხომ არის გარკვეული ცოდნა რომელიც უტყუარია და შენ ზუსტად იცი ხო? ამას ხო ვერ გაექცევი

Posted by: tyvia 16 Apr 2024, 13:16
Mr-Raptor

მაგალითად?
100%-ით ისიც არ ვიცით სახელი რა გვქვია ან ჰაერს ვსუნთქავთ თუ არა, ეგეც ჩვენამდე მოსული ინფორმაციაა
ერთადერთი მათემატიკაა სადაც რთულია რაღაცის სხვანაირად წარმოდგენა
თუმცა რთული შეუძლებელს არ ნიშნავს

Posted by: Mr-Raptor 16 Apr 2024, 14:06
tyvia
კარგი ეხლა biggrin.gif ეგ უკვე ნამეტანიც აღარაა

რას ქვია სახელი არ ვიცი რა მქვია, აბა ჩემ შვილს რა დავარქვი, რო არ დამვიწყებოდა თან მთავრობაც დამეხმარა და იგივე სახელის დამადასტურებელი მოწმობაც მომცა ))))))

ჰაერსაც როგორ არ სუნთქავ, იმ მოცემულობაში სადაც ადამიანმა შეძლო და მიაღწია პროგრესს, ამ მიღწეული ცოდნით ყველაფერი დადასტურებულია, ბევრი რამ უბრალოდ ფაქტია და ასეა

ეხლა თუ იქით წავიყვანთ თეორიას რო რეალურია ეს ყველაფერი თუ არა სხვა საქმეა, მაგ ლოგიკით შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის თოჯინაც იყო და ნამდვილი გეგონოს თავი biggrin.gif

რაღაც მომენტები არის რაც უტყუარია, თუ სხვანაირად ფიქრობ უნდა შეძლო ამის ლოგიკური აზრებით განმტკიცება, და არა დაშვების დონეზე მსჯელობით

Posted by: tyvia 16 Apr 2024, 14:58
Mr-Raptor

ცოდნა რა არის, რაც დიდი შანსია რომ სწორი იყოს თუ რაც შეუძლებელია რომ არ იყოს სწორი?

ლატარიაში რომ მონაწილეობდე და მოგების შანსი იყოს 1 ძალიან ძალიან დიდი რიცხვიდან, მაგალითად როგორიც გრემის რიცხვია
იტყვი რომ ვერ მოიგებ და ეს ცოდნაა?

Posted by: Mr-Raptor 16 Apr 2024, 15:35
tyvia
QUOTE
ცოდნა რა არის, რაც დიდი შანსია რომ სწორი იყოს თუ რაც შეუძლებელია რომ არ იყოს სწორი?


ცოდნა შეიძლება ისაა უბრალოდ რაც იცი, მაგრამ არც იცოდე სწორია თუ არა

ჩემი აზრით ცოდნა ისაა, როცა ინფორმაცია, რომელიც იცი, არის უტყუარი და დადასტურებული, თუმცა იდეაში ზოგადად ეს განმარტება იმდენად მკაცრია, რო შესაძლებელია ბევრი რამ კითხვის ქვეშ დადგეს
ცოდნა არ მგონია იყოს ის რაც არასწორია, თუ იმას წერ რო რაც ვიცით რატო გგონია რო აპრიორში სწორიაო, ბევრ რამეზე ეგრე იქნება, მაგრამ ძირითადზე არა
ეხლა სიტყვაზე თუნდაც საუკუნეების წი რო დიდგორი მოხდა 1121 წ ან ვატერლოო 1815 წელს, ეს დადასტურებული და უტყუარი ფაქტია, იმ მოცემულობაშიც კი როცა ისტორიას საეჭვო საგანს ეძახიან

Posted by: tyvia 16 Apr 2024, 17:45
Mr-Raptor

დიდგორის ბრძოლა რომ 1121 წელს არ მომხდარიყო შეუძლებელია თუ დაბალია მაგის ალბათობა?
მაგიტომ გკითხე ეს -
QUOTE
ლატარიაში რომ მონაწილეობდე და მოგების შანსი იყოს 1 ძალიან ძალიან დიდი რიცხვიდან, მაგალითად როგორიც გრემის რიცხვია
იტყვი რომ ვერ მოიგებ და ეს ცოდნაა?

ამ 2 შემთხვევიდან ან 2-ივე ცოდნაა ან არცერთი



Posted by: Mr-Raptor 16 Apr 2024, 21:54
tyvia
შეუძლებელია, იგივე სხვა ბრძოლებიც, რადგან ეს ხალხმა შემოინახა რაც უტყუარია, როგორც მონაწილეეებმა ისე ამ ბრძოლების ისტორიკოსებმა

თუ მოგების შანსი ნებისმიერ რიცხვიდან არის 1, და თუ ვიტყვი რო ვერ მოვიგებ ეგ ცოდნა არაა, ეგ არის დაშვება/ვარაუდი/ფიქრი/მოლოდინი იმისა რო მოგების შანსი ზუსტად იმდენად მცირეა რამდენადაც 1 მთავარ რიცხვთან, ცოდნა იქნება ის რო მე ვიცი მოგების შანსი ძალიან მცირეა, ასე რო პასუხში ვერ დაგეთანხმები )))


Posted by: Kenward_Newson 10 Jun 2024, 01:02
https://forum.ge/?f=83&showtopic=35283731

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)